თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სხვა გასვლები _ ამბავი მუნ ,,ტრიპ დასავლეთისა,, შიგან....

პოსტის ავტორი: ჩელე Dec 26 2010, 23:35

ოდეს გაბზარული გამრთელდეს საბურთალოსა შინა, ესე ამბავი იგივე დაიგეგმოს მას დღესა აქეთ. დაგეგმილსა შესრულება უნდაო და შევუდექით ამა ამბის სისრულეში მოყვანა.

მძღოლი: გიორგი
შტურმანი: ნიკა იგივე ტამპლიერი
უკან მჯდომი მამაკაცი მარჯვენა მხარეს: გოგა
უკან მჯომი მამაკაცი მარცხენა მხარეს: ჩელე
თავზე მდგომი რაღაცნაირი არსებასავით: ტულე

მოკლედ დავგეგმეთ და გავეშურეთ. არ ვიცოდით სად მივდიოდით, მაგრამ ვიცოდით, რომ დიდი სიამოვნება გველოდა წინ და არც შევმცდარვართ. მართლა კარგი და გემრიელი გასვლა გამოგვივიდა. მართლა რა ლამაზი საქართველო გვაქვს კაცო? კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რუსების შურს ჩვენდამი. იმათ არასოდეს ექნებათ ეს ყველაფერი, არასოდეს, არსოდეს, არასოდეს, უსასრულოდ არასოდეს. აი ეგრე, გასკდნენ შურზე.........

მარშრუტი იყო შემდეგი:

თბილისი-ბორჯომი-ახალციხე-ადიგენი-ზარზმა-გოდერძის უღელტეხილი-ხულო-შუახევი-ქედა-ბათუმი-ქობულეთი-ქუთაისი-ბაღდათი-საირმე-( აბასთუმანში ვერ გადავედით თოვლის გამო)-ზესტაფონი-თბილისი

ხოდა გავცდით ბორჯომს და დავჯექით საჭმელად. მოგვშივდა, კაცნი ვაართ.... გემრიელი იყო, ვერაფერს იტყვი..... მაგრამ გემრიელები თურმე წინ გველოდა....

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

ნუ მიღებთ, ნუ მიღებთ-ო....

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/


პოსტის ავტორი: ჩელე Dec 26 2010, 23:57

,,მესნი,, ადამიანი....

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

გოდერძის უღელტეხილი მართლა ლამაზი იყო, ულამაზესი შეიძლება ითქვას. წარმომიდგენია რა ლამაზი იქნება ზაფხულში.

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

ეს სოფელი საერთოდ მიტოვებული იყო. ატყობა ზაფხულში საქონელი ამჰყავთ და ზამთარში მიდიან ხოლმე.

http://pix.ge/

http://pix.ge/

ესეც მაქსიმალური სიმაღლე 2025, მაგრამ მანქანის ალტიმეტრი 2030 მეტრს აჩვენებდა. სუსხი იყო ისეთი, ისეთი, რომ ძაღლი პატრონს ვერ იცნობდა რომ შეხვედროდა გზად..... ძალიან მაგარი ადგილი იყო, მაგრამ ამ ადგილიდან ძალიან ბევრი ვიარეთ უკვე ბათუმამდე. თურმე სადღაც 80 კილომეტრი იყო გოდერძის უღელტეხილიდან ბათუმამდე. ძალიან გაიწელა გზა. საფარი- სოფლის შარა, ხრეშ-სილა ნარევი. სველი არაფერი, მაგრამ ზაფხულში ძალიან დიდი მტვერი იქნება. მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით: ულამაზესი ადგილია.....

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: ჩელე Dec 27 2010, 00:33

პიქს.გემ ამირია თუ მე ავირიე ვერ მივხვდი, მაგრამ ასდე აიტვირთა სურათები, ჩემი ბრალი არ არის newsmile05.gif

ახალციხე, გახვეული კვამლში...

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

ამ ციხესიმაგრემ გაგვაოცა ყველა, სახელი და გვარი არ ვიცი,. არის ახალციხესთან სადღაც 10-15 კილომეტრში......

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

გამიკვირდა და ეს წყალი, საკმაოდ თბილი იყო, რატომ ვერ ავხსენი ახლაც....

http://pix.ge/

http://pix.ge/

ესეც სასაფლაოები.... ალბათ საგვარეულო, იმიტომ რომ იქით კიდევ იყო. აჭარაში ვართ, მაღალმთიანში და არ გაგიკვირდეთ....

http://pix.ge/

http://pix.ge/

ეს ისე....

http://pix.ge/



http://pix.ge/

http://pix.ge/

აბა ეს რისი ნაფეხურებია გამოიცანით.....

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: ჩელე Dec 27 2010, 01:01

http://pix.ge/

ეს ჩინური მახინა მოგვყვებოდა უსასრულოდ, მერე კი საბურავი გაუსკდა..... newsmile05.gif

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/



ეს უკვე ხულოა. უაზის ,,კატლეტი,, newsmile05.gif

http://pix.ge/

http://pix.ge/

ბათუმი..... ოცნებების ქალაქი..... უგემრიელესი უხის ქვეყანა.... newsmile05.gif

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

აი ეს უხა იყო რაღაც საოცრება, მსგავსი გემრიელი არა მიჭამნია რაა.... newsmile05.gif

http://pix.ge/

მადლობა ამ კაცს, ჩვენს მასპინძელს, ბატონ კახას.....

http://pix.ge/

მგზავრობისაგან მისექსილნი.... newsmile05.gif

http://pix.ge/

http://pix.ge/


http://pix.ge/

1 ბოთლი ორაყის მერე გავდყარეთ პორტში სათებზაოდ.....

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

ეხლა რაც შეეხება ზღვაზე თებზაობას: ძალიან საინტერესო იყო თავისთავად. ახალი ტექნოლოგიები, წინ გწევს ადამიანს, მაგრამ ასეთი ტექნოლოგიები ნამდვილად არ ვიცოდი. ვითევზავეთ რეზინით. ვინც არ იცის: რეზინის ერთი ბოლო მობმულია ტვირთზე ( ანუ გრუზზე) და ჩაგდებულია რაც შეიძლება შორს ნაპირიდან. მეორე მხარეს კი მობმული აქვს 10-დან 12-მდე ნემსკავი, 15-20 სანტიმეტრით დაშორებული ერთმანეთისგან, რომელიც ასხმულია ძუაზე. პრინციპი ასეთია: აბამ ნემსკავზე ,,რაჩკებს,, და უშვებ ზღვაში რეზინის ინერციით. ნაპირზე კი ზარი გაქვს დაყენებული და თუ მოება რამე, ზარი რეკავს. თუ რამე გაუგებრად და შეცდომით ავხსენი, შეგიძლიათ შემისწოროთ.

ამით იმის თქმა მინდოდა, რომ პირველად ვითებზავე ასეთი ხერხით და ძალიანაც მომეწონა. თან სახალისოა და თანაც აზარტული.

მოკლედ დღეს მოვრჩი, მეორე დღის რეპორტს ამ დღეებში გამოვაცხობ newsmile05.gif




პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა Dec 27 2010, 01:14

ჰოოო , გასვლა კაი გემრიელი გამოსულა newsmile05.gif მალადეც .

პოსტის ავტორი: Davitus Dec 27 2010, 01:20

ყოჩაღ თქვენ, იხვების არყოფნაში დროს არ კარგავთ, თოვლი მაგის მეტი არ იყო არსად?



პოსტის ავტორი: ღლიღვა Dec 27 2010, 08:13

გაიხარეთ ბიჭებო ! დიიიიდი გასეირნება მოგიწყვიათ ! მალადციიი !

პოსტის ავტორი: FISHERMAN Dec 27 2010, 09:34

მალადეცები თქვენ რებიატა, კაი გასვლა გამოგსვლიათ newsmile027.gif ჩელე მორჩა სურათები?

პოსტის ავტორი: თენგო Dec 27 2010, 09:34

ჩელე
ყოჩაღ! ბრწყინვალე შემადგენლობა,უბრწყინვალესი რეპორტი,მაგარი უხა!
რა გინდა კაცს მეტი!?

პოსტის ავტორი: feroni Dec 27 2010, 11:57

საღოლ ბიჭებო! კარგი ექსკურს-სათევზაო გასვლა გამოგსვლიათ, კახა კიდე რამოდენა გამხდარა, ეტყობა უხის ჭამამ ეგრე იცის newsmile05.gif, საუკუნეა ეგ კაცი არ მინახია!!!

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Dec 27 2010, 12:09

მაგარია, კარგია, უძლიერესია........ხო!
მაგას მალავდით სიფათზე?

პოსტის ავტორი: ლევანი Dec 27 2010, 13:38

ყოჩაღთ..ეგრე არ ჯობია???.. მშვენიერი წვლილი შეგიტანიათ ტურიზმის განვითარებაში. მაგარი სურათებია...მანდ მშვენიერი წვლილი შეგაქვთ ჩვენი კლუბის განვითარებაში... ისე ის მიტოვებული სოფლის სურათებზე ვიხალისე newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif ...რა საყვარლად მოუღობიათ... ყველას თავისთვის და როგორც მოესურვათ ისე.. newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Dec 27 2010, 15:02

ჰმმ ამას ეხლა დავაკვირდი

http://pix.ge/

მარცხენა ქვედა კუთხეში წარწერა რომ არის...

რაღაც ტბაც ყოფილა ზნაჩიტ

ესეც ჩემი სურათები





















ციტატა(Davitus @ Dec 27 2010, 02:20) *
ყოჩაღ თქვენ, იხვების არყოფნაში დროს არ კარგავთ, თოვლი მაგის მეტი არ იყო არსად?



არა... ბეშუმში ძირითადად...

ზარზმის მერე ბეშუმამადე ალაგ-ალაგ მოყინული იყო გზა...

მაგრა გაგვიმართლა ამინდმა... ან ატალახებული რომ ყოფილიყო, ან ახალაი დათოვლილი ნაღდი ვერ გადავიდოდით

ციტატა(ნუკრიMax @ Dec 27 2010, 13:09) *
მაგარია, კარგია, უძლიერესია........ხო!
მაგას მალავდით სიფათზე?



შენ ვინ რას დაგიმალავს newsmile035.gif არ ეწერა იქ, რომ გოდერძი უნდა დავლაშქროთო ??? თუ შენ ვინ გოდერძე გეგონა ?? newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Dec 27 2010, 15:31

ტიხარი ხომ არ გინდა?

პოსტის ავტორი: sabo73 Dec 27 2010, 15:40

ა ჯიმა, ასე იქცევა ჭკავიანი და მოცლილი ხალხი.

გაიხარეთ, ღმერთმა ბევრი ასეთი ტური მოგაწყობინოთ.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Dec 27 2010, 15:44

გიორგი

ჩემი ადგილი მაინც არ გქონიათ და......იავიცი-იავიცი newsmile041.gif

პოსტის ავტორი: კახაბერ Dec 27 2010, 15:44

პოზიტიური რეპორტია. ვისიამოვნე საქართველოს სილამაზითა და ამ სილამაზის ჩვენამდე მომტანი ხალხის გემოვნებით.
ბრავო!

პოსტის ავტორი: ჩელე Dec 27 2010, 16:58

მადლობა ხალხო newsmile05.gif მართლა კარგი გასვლა გამოგვივიდა, ძალიან შედეგიანი, მაგრამ მაგრად გამიტყდა, რომ აბასთუმანში ვერ ავედით. ეგ არაფერი, სხვა დროს ავალთ აუცილებლად. სურათები კიდევ მაქვს და საღამოს დავყრი.....

პოსტის ავტორი: კახაბერ Dec 27 2010, 17:01

ჩელე
ღმერთმა აგასრულებინოთ ყველა კარგი ჩანაფიქრი

პოსტის ავტორი: გიზოვიჩი Dec 27 2010, 17:01

ჩელე
MT-ს თოვლში არ გაუჭირდა?

პოსტის ავტორი: ჩელე Dec 27 2010, 17:07

გიზოვიჩი

არ იყო დიდი თოვლი, თან ეს საბურავი არ არის ემ-ტე, ეს-ეს-ტე_ა, ზამთრის საბურავია. ემ-ტესაც არ გაუჭირდებოდა, მოყინული იყო და ეგ არის, თორე გზაზე დიდი თოვლი არ ყოფილა, გზის პირზე კი იყო კოჭს აცილებული თოვლი.

პოსტის ავტორი: დევი Dec 27 2010, 20:36

საღოლ არწივებო კარგი ექსკურსი გამოგსვლიათ. ისე გეთქვათ და ... რა ვცი რა ვიცი.

პოსტის ავტორი: Veshapo Dec 27 2010, 22:34

მაგარი გასვლაა ყოჩაღ small3d018.gif small3d018.gif (თეთრიშურისმაილიკი) newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Dec 27 2010, 23:55

არათემატური პოსტები გადავიდა ამ თემაში http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=5652

პოსტის ავტორი: axalcixeli Dec 28 2010, 08:59

ციტატა(chele @ 27th December 2010 - 01:33) *
ამ ციხესიმაგრემ გაგვაოცა ყველა, სახელი და გვარი არ ვიცი,. არის ახალციხესთან სადღაც 10-15 კილომეტრში......


გამარჯობა ბიჭებო, მაგარი გასვლა მოგიწყვიათ. ამ ციხეს ოქროს ციხეს უძახიან, იძახიან ვეფხისტყაოსანში რომ ქაჯეთის ციხეა ნახსენები შესაძლოა ეს იყოსო. ისე სულ რამდენიმე ციხეს ვარაუდობენ ერთი ესაა, მეორე უფრო რეალური თმოგვის ციხე და მესამეს იძახიან რომელიღაც ციხეზე, (სახელი არ მახსოვს) რომელიც თურქეთის ტერიტორიაზეა მოქცეული. მე ასე გამიგია ყოველ შემთხვევაში.

პოსტის ავტორი: ჩელე Dec 29 2010, 01:30

axalcixeli

ციტატა
ამ ციხეს ოქროს ციხეს უძახიან, იძახიან ვეფხისტყაოსანში რომ ქაჯეთის ციხეა ნახსენები შესაძლოა ეს იყოსო.


აუუუ, არა და ვთქვი, რომ ქაჯეთის ციხეა მეთქი.... newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif ვააა, მაგარი ვარ რააა... newsmile035.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Dec 29 2010, 01:31

დევი

კაცო შენ ბავშვი გყავს მისახედი... რა დროს შენი ექსპედიციონერობაა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: sabo73 Dec 29 2010, 11:13

ციტატა(გიორგი @ Dec 29 2010, 02:31) *
დევი

კაცო შენ ბავშვი გყავს მისახედი... რა დროს შენი ექსპედიციონერობაა newsmile05.gif


გული უწევს იმ გამხმარ მკერდში http://www.SmileS.ge (ნ.დუმბაძის კვალდაკვალ), უნდა გასვლა და რა ქნას ეხლა?

პოსტის ავტორი: ჩელე Mar 5 2011, 23:54

თემა ამოწურულ არს.... დაიქლოზა...

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)