თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სხვა გასვლები _ ,,ახ სირუმ, სირუმ,, ანუ თალგამი

პოსტის ავტორი: ჩელე Jun 10 2011, 17:43

.... ხოდა, ტელეფონს რომ დავხედე თავადი ივანე თოდუა დამეწერა. არა და ღამის 11 საათი იყო უკვე. ვიფიქრე: დალევისთვის გვიანია, სადმე ტალახში საბოდიალოდ ხომ გვიანია და გვიანი მეთქი. ნეტა რა უნდა იყოს მეთქი და ვუპასუხე ინტერესნი სახით.

-ალო
-რავა ხარ?
-რავი, ვაარ რაა, ცოტაღა მტკივა- მეთქი
-რა გტკივა?
-სამშობლო ივანე, სამშობლო.
-ხოოო, ეგ ვის არ სტკივა?
-შენ როგო ხარ?
-კარგად, ბიჯო არ გინდა გამოხვიდე და დავლიოთ?- და უეცრად განქრა ფიქრნი ჩემნი, რომ დალევისთვის გვიანი იყო.
-რა ვიცი აბა? კი მინდა მაგრამ გვიანი არ არის- ვკითხე მაინც ყოველი შემთხვევისთვის.
-ეეე გვიანი არა ისა კაცო, დააჯექი მანქანას და გამოდი.
-ცოტა ადრე მაინც დაგერეკა?
-გამოდი, გამოდი.
-მაიცა შენ რომ გამოხვიდე არა?
-ეე მე რომ გამოვიდე მერე სახლში ვინ წამიყვანს?
-ვააა, მე რომ გამოვიდე მე ვიღა წამიყვანს?

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო ვერ შევთანხმდით. ცოტა ხანში ისევ გამოისახა ივანე ჩემი ტელეფონის ეკრანზე.

-რა გინდა კაცო, რათ არ გასვენებს მამაზეციერი?-ვკითხე
-კარგი დალევა არ გინდა და ნუ გინდა. თუ არ დავლევთ, წამოდი მაშინ ერევანში წავიდეთ.
-ეეე?...
-რა ეე??
-მაიცა კაცო, ერთი ეს გამაგებინე, ერევანი და დალევა რა შუაშია?
-არაფერ შუაში, ,,შნორკელი,, მაქვს წამოსაღები.
-შნორკელიიი???
-..........

11:30-ზე უკვე ჩემთან იყო. ავიბარგე, ავიღე ფოტოაპარატი, ჩემი ჯიპიესი რადგან მინდოდა მენახა თუ იყო ჩაწერილი ერევანის რუკა, პასპორტი და ჩავჯექით მანქანაში. მანამდე მაცდონალდში გავიარეთ, საქორწილო სუფრა წამოიღო, გამოხვეტა რაც კი რამე იყო.

-კი მარა, რად გინდა ამდენი?
-სოფო და ბავშვიც მოდიან...
-კარგი, მე ჯანდაბას და მაგათ რაღას ერჩი ამ შავ შუაღამეს?
-მე არაფერს არ ვერჩი, უნდათ წამოსვლა.

დაახლოვებით 12:05-ზე გავედით ფოლკსვაგენ გოლფ-4_ით. საზღვრამდე მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა. გადავედით სომხეთის საზღვარზე. იქ კი სსრ-ს დროინდელი მილიციელები დაგვხვდნენ. ცოტა დავიძაბე. მაგრამ მილიციელი ბიძიები კეთილგანწყობილნი აღმოჩნდნენ და ზედმეტი დაბრკოლების გარეშე გაგვიშვეს. დავადეწით გზას. განსხვავება არაფერი იყო. ბუნება იგივე, მანქანები-იგივე, სახლებიც- იგივე. ერთადერთი რაც აღმოვაჩინე, ჩვენი სომხებისგან განსხვავებით, ერევნელი სომხები ძალიან თეთრები არიან. ესენი რამ გააშავა აზრზე არ ვარ...... newsmile05.gif

04:00-ზე ერევანში ვიყავით უკვე. დიდი შუქნიშნები, განათებული ქუჩები, ერევნის შესასვლელი ლას-ვეგასი გეგონება იმდენი კაზინო და სათამაშო სახლებია, ბევრი ხიდები, აქა-იქა ტუნელებიც და ტაქსები. ირგვლივ სიმშვიდე. დავიწყეთ სასტუმროს ძებნა, მაგრამ ჩვეულებრივი სასტუმროსი არა, ეს იყო არაჩვეულებრივი სასტუმრო, რომელიც საკმაოდ დიდი ხანი ვეძებეთ. მთელი ღამე ვიარეთ, ხან რომელ ქუჩას მივასკდით და ხან რომელს, ხან ერთ ტაქსისტს ვკითხეთ: სასტუმრო ვენეცია სად არის ხომ არ იცით? მაგრამ არავინ არაფერი იცოდა: ეგეთი სასტუმრო, ერევანში არ არსებობსო. მერე ერთმა გვითხრა:

-ვენეცია არ ვიცი, მაგრამ ვალენსია კი ვიციო.
-მოიცა კაცო, ვალენსია ხომ არ არისო- შემეკითხა ვანიჩკა.
-აუ, ვანიკო, აზრზე არ ვარ, მეც ეხლა მოვედი-მეთქი.
-აუ, ეგ არის ნაღდად.

მოკლედ ვკითხეთ თუ რომელ ქუჩაზე უნდა გვეძებნა ეს სასტუმრო , მოვნიშნეთ ჯიპიესზე და გავუდექით გზას. ცოტა იმედი მომეცა, თან ივანემ გამამხნევა: ეგ არის ნაღდად ვიცი-ო და მეც რა მინდოდა მეტი. ვიჯექი წყნარად და ველოდი როდის მივიდოდით დანიშნულების ადგილამდე. მაგრამ ცოტა ხანში მივხვდი, რომ მთლად ისე არ იყო საქმე. აშკარად ვიცანი გზა, რომლითაც მოვედით.

-კაცო, ეს ის გზა არ არის, რომლითაც მოვედით?
-ხოოო, ეგ არის და იმ ტაქსისტს მოვუტყლარჭავ სიფათს თუ სადმე ვნახე....

ვაი შენს ჩელეს გავიფიქრე და ბედს შევეგუე. ამასობაში შევნიშნე, რომ ცოტა ინათა. საათს დავხედე შიშით. 05:35 იყო. მივედით სასტუმრომდე როგორც იქნა. გადავედით. აშკარად არ იყო ის რაც ჩვენ გვინდოდა. პორტიე შემოგვეგება. აბა რით შემიძლია გემსახუროთო. ვანომ ეგრევე ფასი ჰკითხა. დავითვალეთ და 280$ გამოდიოდა მთლიანად.

-ამათ შიგ ხომ არა აქვთ- ვიკითხე ჩემთვის
-დარწმუნებული ვარ რომ პასუხი დადებითია- მომიგო ვანომ და ისევ პორტიეს მიუბრუნდა. -ხომ არ იცი სასტუმრო ,,ვენეცია,, სად არის?
-,,ვენეცია,, არ ვიცი და ,,ვალენსია,, აქ არის
-ეს გვეკაიფება ტოო.... ინტენეტი გაქვს?
-კი
-დამსვი რაა კომპიუტერთან

პორტიე გამოშტერდა, მაგრამ ვანოს სახეს რომ შეხედა ეგრევე გვერდით გაიწია

-დაბრძანდით...

ცოტა ხნის ძებნის შემდეგ იპოვნა სანატრელი ,,ვენეცია,, მოვზეს ხორეცანის ქუჩა. მადლობა გადავუხადეთ პორტიეს და დავტოვეთ გაღიმებული. თუმცა ჩვენ არ გვეღიმებოდა. მოვნიშნეთ ჯიპიესზე ხორეცანის ქუჩა და წამოვედით. ვიარეთ, ვიარეთ, კიდევ ვიარეთ, მერე ცოტაც ვიარეთ და უცებ გაიჩითა ნანატრი ხორეცანის ქუჩა. უკვე გათენებულიყო. მაგრამ მაინც ისე ვერ იყო საქმე როგორც უნდა ყოფილიყო. კი ვიპოვნეთ ეს ქუჩა, მაგრამ სულ სადღაც 300 მეტრში იკარგებოდა ეს ქუჩა და სხვა ქუჩაზე გავდიოდით. თურმე აუხვიე რააა მარჯვნივ, მერე მარცხნივ, მერე გაზგასამართ სადგურთან მარცხნივ შეუხვიე, გაიარე 100 მეტრი, მერე მარჯვნივ ჩიხში შედი და ეგ არის, ზედ შუაგულ ,,ვენეციაში,, ხარ. მოკლედ ძალიან ბევრი ვიბოდიალეთ, ვარღვიეთ წესები. ისე მეფსმოდა კინაღამ გავსკდი, უკვე ყაბულს ვიყავი შუა გზაზე გაეჩერებინა და გადავსულიყავი. ხან როგორ დავჯექი და ხან როგორ, მაგრამ არ მიშველა. ვაიმე ჩემო თაო, დანძრეული გაქვს და ვერ გაგიგია. ბოლოს ვანოსაც მოეშალა ნერვები და....

-ამის დედაც ვატირე, პირველივე სასტუმროში შევიდეთ რაღა ვქნა?
-ხოოო ვანო ეგრე ჯობია ძმაო, თორე ცოტა ხანში, შარდი თვალებიდან გადმომასხამს.

ეხლა დავიწყეთ ,,პირველივე სასტუმრო,,-ს ძებნა. ეს სადღა წავიდა წეღან აქ არ იყო? ვფიქრობდი და თან ფეხებს ვუჭერდი. თან გვერდს ვიცვლიდი რომ მარცხი არ განმეცადა.

-ე ბიჯო გამიჩერე- აღმომხდა ბღავილი
-მოიცა კაცო რა უნდა გაგიჩერო სასტუმროს ვეძებ.
-გამიჩერე, თორე მანქანას წაგიბილწავ
-ეეე სასტუმრო

გავიხედე.

-აბა სასტუმრო?
-აი იქ
-სად ხედავ სასტუმროს ნუ გამაგიჟე?
-ვერ ხედავ?
-ვერა კაცო რა სასტუმრო?
-აიი.... და სასტუმროს მაგივრად ხელში საჯარო სამსახური შეგვრჩა, სადაც რატომღაც 3 ქვეყნის დროშა ფრიალებდა
-კაცო მეკაიფები?-ვკითხე
-არა, სასტუმრო მეგონა.....

მაგრამ იმან დამამშვიდა, რომ სულ რაღაც 100 მეტრში მე დავინახე შარდიანი თვალებით წარწერა HOTEL

-ვანო, დროზე 100 მეტრი პირდაპირ და მერე 15 გრადუსი მარჯვნივ.... დროზეეე.....

შევედით, მაგრამ შევარდნას უფრო ჰგავდა.

-ტუალეტი სად არის?- ეგრევე ვიყვირე.
-ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ცუდად არის- დაამშვიდა პორტიე ვანომ.
-კარგი, ზემოთ ადი და მარჯვნივ კარში შედი.

გავვარდი. მთელი 5 წუთი ვიდექი და სიამოვნებისგან ვკრუტუნებდი. რომ ჩამოვედი ჰოლში, ვანოს სახე არ მომეწონა.

-რა ხდება?
-240$ მითხრეს.....
-ბიჯო, უკვე გათენდა და დაძინებას რაღა აზრი აქვს? მაღაზიაც გაიღება და წავალთ რააა.
-სოფოს და ბავშვს რა ვუყო?
-ხოოო....
-ინტერნეტი გაქვთ?-ჰკითხა პორტიეს.

მეორედ მოძებნა ინტერნეტში ,,ვენეცია,, ნომერი ამოვიწერეთ და დარეკვა მოვითხოვეთ. ერთი ზარის უფლება კი გვქონდა. უკმაყოფილო სახით, მაგრამ დაგვთანხმდა ქალბატონი-დეიდა პორტიე. როგორც იქნა გავარკვიეთ სად უნდა წავსულიყავით. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მივედით როგორც იქნა. არ მჯეროდა, მაგრამ მივედით.

საათს დავხედე. უკვე 07:10 იყო. მაგარი დაღლილები ვიყავით, მაგრამ რაც იქ ვნახე, ნამდვილად ღირდა ეს სასტუმრო. ჯერ ფასით 70$ დაჯდა, მშვენიალური სიტუაცია, გაწკრიალებული ოთახები. არაჩვეულებრივი გარემო. მერე მივხვდი, რატომაც ეძება ამდენი ხანი ეს სასტუმრო ვანომ. ორი საწოლი ოთახი თავისი ჯაკუზებით და მისაღებით.

აი ისიც:

ეს ჩემი საწოლი ოთახი.

http://pix.ge/

http://pix.ge/

აი აქ ჩაწოლა კი ნაღდად ღირდა.

http://pix.ge/

ეს ვანო.

http://pix.ge/

ეს კი მისაღები ოთახი.

http://pix.ge/

http://pix.ge/

ვანოს მეუღლე

http://pix.ge/


პოსტის ავტორი: ჩელე Jun 10 2011, 18:16

მაგრამ ამით არ დამთავრეწბულა ჩვენი თავგადასავალი. დილის 8 საათზე ამოვედი ჯაკუზიდან, ერთი კი ვიფიქრე აქვე დავიძინებ მეთქი, მაგრამ მერე გადავიფიქრე. შემეშინდა, რომ მოვიხარშებოდი. დავწექი დასაძინებლად. ის დროა, რომ უკვე წამიღო ძილმა, რომ ზარის რეკვის ხმა შემომესმა. კარგა ხანი რეკა. ბოლოს მივხვდი რომ ჩვენს ოთახში რეკავდა. ავდექი და დავიწყე ტელეფონის ძებნა.

-გისმენთ..
-ბოდიში, რომ გაწუხებთ, მაგრამ თქვენი მანქანა ჩაირთო...
-ჩაირთო???....
- დიახ, ჩაირთო და ვერ ვაჩერებთ.
-რას ქვია ჩაირთო?
-აი ჩაირთო რააა, სიგნალიზაცია ჩაირთო....
-ააააა, კარგი, კარგი ჩამოვდივარ.....

ჩავიცვი, გასაღები მოვძებნე და დუდღუნით ჩავედი ფარეხში. რა ვიცი აბა? კი ჩავედი, მაგრამ ეს მანქანა აღარ კიოდა. გახსენი სიგნალიზაცია და დავკეტე ისევ, მეტი რა უნდა მექნა? წამოვედი ისევ დუდღუნით. ამოვედი ნომერში, გავიხადე და დავეგდე. მაგრამ გგონიათ ამით დამთავრდა ჩემი წვალება?? ის არის, რომ ისევ ძილმა უნდა წამიღოს და უცებ რაღაც ხმა გავიგონე, დაახლოვებით ასეთი: ფფშშშშშშ...... ფშშშშშშ.... ვაააახ, წამოვხტი. კერები არ დამიკეტია და ვიფიქრე ვინმე ხომ არ შემოვიდა მეთქი. ვანოს კარი გამოხურული იყო, გავედი კარი ჩავკეტე, ტუალეტში შევიხედე, მაინც დავზვერე, მაგრამ არაფერი იყო. შევედი ოთახში და დავეგდე ისევ. მაგრამ გგონიათ ამითდამთავრდა ჩემი წვალებაა???

ის იყო ისევ ძილმა წამიღო, რომ ეს უცნაური ხმა ისევ შემომესმა: ფშშშშშშშშ, ფშშშშშშშშ, ფშშშშშშშ..... სამჯერ იყო უკვე. გავგიჟდი, წამოვხტი გიჟივით და მისაღებში გავვარდი, მაგრამ რა დაგიკარგავს, რას ეძებ? უკვე ,,იზმენებში,, ჩავვარდი. უკვე სათითაოდა დავიარე ოთახები, მაგრამ არავინ იყო ჩვენს გარდა. ბოლოს ჩემს ტუალეტში შევედი, კარგად შევისწავლე იქაურობა და კედელზე აღმოვაჩინე ,,ეარვიკის,, ავტომატური არომატიზატორი, რომელიც გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, ავტომატურად უშვებდა სურნელოვან სუნს. აქ კი ნერვებმა მიმტყუნა და გინებ-გინებით დავეგდე ჩემს საწოლზე. მაგრამ გგონიათ ამით დამთავრდა ჩემი ტანჯვა-წამება?

ის იყო, უკვე მერამდენედ წამიღო ძილმა, რომ ზარის ხმა შემომესმა. აი აქ უკვე გავჭედე. ვუპასუხე ტელეფონს და ქალბანოს ხმა შემომესმა, რომელიც ამჯერად სომხურად მეუბნებოდა რაღაცას. ვერაფერი ვერ გავიგე, მაგრამ მივხვდი რომ სიგნალიზაციის ამბავი იყო. ჩავიცვი და ჩავედი უკვე გინებ-გინებით. გავხსენი მანქანა, კარები გავაღე, ერთი-ორი დაცვას შეწვაგინე ქართულად: ერთი მანქანისთვის ვერ მიგიხედიათ მეთქი და ამოვბრუნდი უკან. მაგრამ ამჯერად ქალბატონ პორტიესთან გავჩერდი, გასაღები მივუგდე და ვუთხარი:

-აი გასაღები და მოგტყვნიათ პატრონი, აღარ დამირეკოთ მეთქი......

კი ვერაფერი გაიგო, მაგრამ მიხვდა რომ არ უნდა შემწინააღმდეგებოდა. ამასობაში 9 საათიც მოსულიყო. დავეგდე საწოლზე და ბალიში დავიფარე თავზე. ჩამეძინა,. მაგრამ რად გინდა? 10:30-ზე ვანო მაღვიძებს. ადე ერევანი უნდა გაჩვენოო. ძლივს ავიზლაზნე. ავეწყეთ და გავეშურეთ ,,შნორკელის,, საყიდლად.

გზად ბევრ საინტერესო რამეს წავაწყდით.

http://pix.ge/

http://pix.ge/

ფირმენი ტრალეიბუსი.

http://pix.ge/

ესეც ფირმენი, ოღონდ ძველებური შკოდა.

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

ერევნის რკინიგზის სადგური

http://pix.ge/

ვანომ ,,შნორკელის,, გარდა, ,,ლუსტრა ,, იყიდა პაჯიკასთვის, მაგრამ გოლფს მოვარგეთ. newsmile05.gif

http://pix.ge/

http://pix.ge/


პოსტის ავტორი: ჩელე Jun 10 2011, 18:45

ავიღეთ ეს ყველაფერი და წამოვედი საქართველოსკენ. მაგრამ გზა აგვებნა. აგვებნა რააა ეხლა, კიროვაკანის გზაზე წამოვსულვართ. უბრალოდ გვიან შევნიშნეთ. არარატის მთებმა დამაეჭვა და ვანოს რომ ვკითხე ეს რა მთებია მეთქი. კინაღამ სისხლი ჩაექცა თავში. არა და ტაქსისტს ვკითხეთ საით წავიდეთო და ამ გზაზე გამოგვიშვა. რაღა იქნებოდა, გავაგრძელეთ გზა. ერთგან გავაჩერეთ გზაც მიგვასწავლეს.

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

გაზელების ,,რალით,, მაგრად ვიხალისეთ newsmile05.gif

http://pix.ge/

და აიიი ისიც, სევანეეეე. როგორ გულით მინდოდა დამენახა ,,ოზერო სევანეე,,, newsmile05.gif

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

დავიწყეთ ფოტოსესია სევანის ტბაზე newsmile05.gif

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

მაგრამ უცებ მოიღრუბლა

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

ქალბატონი ბარბარე newsmile05.gif

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/


პოსტის ავტორი: გოგა Jun 10 2011, 18:53

....

პოსტის ავტორი: ჩელე Jun 10 2011, 18:58

ძალიან გემრიელად მივირთვით: სიგა და იშხანი, თავისი ტრამპაცუმპებით. მართლა გემრიელი იყო, მაგრამ ვეღარ ვჭამდი.


http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

მშიერი ვანო საშაშიშოა, შეიძლება თავი მოგაჭამოს newsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif

http://pix.ge/


მივირთვით და წამოვედით უკან გზაზე. ისეთი ბურუსი იყო, ძლივს ჩანდა გზა. მაგრამ როგორც კი გვირაბიდან გავძვერით, ბურუსი გაიფანტა.

http://pix.ge/

http://pix.ge/

გზაზე ამხელები შეგვხვდნენ. newsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

უყვართ ცხოველები სომხებს

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/



ერთიც მიაწიხარეთ რააა.......

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jun 10 2011, 19:06

small3d018.gif სირუმ იახში...

პოსტის ავტორი: ჩელე Jun 10 2011, 19:07

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

ეს სომხური ,,გამაექანეთ,, არის newsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

დილიჟააან....

http://pix.ge/

http://pix.ge/

აი ეს რა ტბაა თუ ვინმე მეტყვის?

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

და აი ისიც, ჩვენი საქართველო, მრავალტანჯული და მრავალომგადახდილი, მაგრამ მაინც ჩვენი. გამიხარდა ეს ტრაფარეტი რომ დავინახე.

http://pix.ge/


სეართო ჯამში მინდა ვთქვა, რომ კარგი კრუიზი გამოვიდა, შევისწავლე ერევანი ა-დან ჰ-მდე, მართალია ღამით მაგრამ მაინც შევისწავლე. დაახლოვებით 40 კილომეტრი ვიარეთ ქალაქში სანამ ,,ვენეციას,, მივაგნებდით. ხალხიც ნორმალური, ჯიგრები, პოლიციამ მაგრად გვიჯიგრა, მაგრამ ეგ უკვე ვანომ მოყვეს, რაღაც ხომ უნდა დავუტოვო? newsmile05.gif მოკლედ კარგი იყო ძალიან. მადლობა ვანოს და მის პაჯეროს. რომ არა პაჯერო, ერევანში ამ დიდ სიამოვნებას მოვაკლდებოდი და ვერ მივხვდებოდი რომ : იერევან, სტალიცა კავკაზა...... newsmile05.gif


პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jun 10 2011, 19:08

კიდე ტიხარ!!!

პოსტის ავტორი: ნიკა Jun 10 2011, 19:25

ეე შენა კიდე სახლში ხარ ??წადი რა ელიი

პოსტის ავტორი: Davitus Jun 10 2011, 19:28

აი მალადეს... აი პისატელ... აი თურისთ... აი იშხანაედ... აი რეფართიორ!!!



საღოლ ჩელეჯან, ნერვი შენ გქონია თუ გქონია, რამდენი დღე სწერამდი, დღეს რომ სწერამდი, ე.ი. დასასრულს მოვუსწარი?

პოსტის ავტორი: ჩელე Jun 10 2011, 21:41

Davitus

მაიცა კაცო რა რამდენი დღე? დღეს დავიწყე და დღესვე გავათავე newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

ვააა, მაშ იმ ტბის ასავალ-დასავალი არავინ იცით?

პოსტის ავტორი: Bonehill Jun 10 2011, 21:48

საღოლ მაგრად ვიხალისე newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ivanetodua Jun 10 2011, 21:49

ნუ რახან ეგრეა ეგრე იყოს რა!!!!! მეც დავწერ ცოტაოდენ რამეს....

ნუ გასვლისა და აბარგება ჩაბარგების ამბავი რომ ძალიან მალე მოხდა ეგ კიდა წერა ჩელემ და მე ძირიტადად პაწია კურიოზებს მოვყვები.
1. საზრვარზე უკვე იქით სომეხი პოლიციელი მიგვანიშნებდა რომა უნდა წავსულიყავით ჯიხურთან მაგრამ რა ჯიხური იყო იმასაც დაავიწყდა და ჩვენც რა ერქვა რუსულად დაზღვევას და უცებ მე წარმოვთქვი "ინშურენს" და სომეხმა მესაზღვრემაც (ნეეტო ინშურენს ეტა სტრახავაია კომპანია ავი დალჟნი სტრახოვკუ ვზიატოოო) ასე გავარკვიეთ რომ ინშურენს არა დაზღვევა არამედ სადაზღვეო კომპანია ყოფლა.
მეეერე დავადეთ თავი და წავედით ერევანისკენ. როგორც ჩელემ თქო ერევანში კი ჩავედით 4:00 საათზე მარა აი ძებნამ თითქმის ერთი იმდენი წაიღო 40 კმ არ გვივლია ერევანში ჩვენ დავსძლიეთ ერევნის ქუჩების 110 კმ ძებნაში და ზუსტად ისე ვეძებდით ამ სასტუმროს როგორც შერეკილებშია "ამ ხვერლში არ ვყოფილვართ უმფროსო და წავიდეთ თქო" მერე ძებნაში ხან იქაურ თეგეტას ვეძებდით ხან ოფროუდ ტრეკს, ხან გაზის ზაპრავკას რადგან სასტუმრო ახლოს იყო და ტრეკიდან და იქაური თეგეტიდამ მივაგნებდი უეჭველი და ამიტომაც ვეძებდი.
ნუ მივაღწიეთ სასტუმროს შევედით დავბინავდით მე ეგრევე ჯაკუზის ვეცი, ამასობაში შემოსულა იმ სასტუმროს ერთერთი ახჩიკა და ჩელესთვის დაუბარებია თუ რამე მოგინდეთ 8-50 ზე დამირეკე და აქ გავჩნდებიო, მაგრამ პირიქით მომხდარა და ეს ახჩიკა თურმე და მასთან ერთად ჩემი მანქანაც არ აძინებდნენ ჩელეს მარა როგორც ჩელე იძახის მანქანა ორივეჯერ ჩუმად დახვდა და იავიცი იავიცი??? newsmile05.gif newsmile045.gif
ნუ დილით თითქმის უძინრებმა ავდექით და უნდა წავიდეთ მარა სააააად???? მისამართი თუ ვიცით ამ მაღაზიის??? არა და დავაპიემეთ აქეთ და გავიგეთ ჯიპიეს კოორდინატები მაღაზიის და ახლა წავედით...
მივედით შევიძინეთ შნორკელი + ლუსტრა და დავადექით საქართველოს გზას ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასე ვფიქობდით??? მერე უცებ ჩელემ შეაჩერა ჩემი მზერა მთებზე რომელზეც თოვლი იყო და რა მაგარიაო მითხრა ამ დროს ავხედე და რაის მაგარი ტო ირანისკენ გვიჭირავს გეზი და არარატზე გვერდის ასავლელად ვემზადებით. კიდევ კაი ძაან არ გგვქონდა შეტოპილი და შევჩერდით და ვიკითხეთ გზა ამის მერე დაგვაყენეს ალავერდი კიროვაკანის გზაზე ნუ წავედით მარა სევანი არ ჩანს ტო A TAM??? " პად ვადოი პად კომნამი რიბა ფარელ სპიტ ნა პოლ მეტრა მენშე ჩემ აკიანსკი კიტ" დო ხო უნდა ვჭამოთ??? ავდექი და დავაჯიპიესე სევანი და ვაი დედა ხან სად და ხან სად აღმოვჩნდით... პაწია წავაოფროუდე მარა მეტი ვეღარ გავედი და დავზადნე...
ნუ როგორც იქნა გამოვედით ავტობანზე დააააა ძალიან გვშია რა უკვე 150 კმ კიდე ტყვილა ვიარეთ.... მოვდივარ და რა მოვდივარ კაცო მეჩქარება საჭმელათ და მიჭირამს 140 მდე დაახლოებით რა და ვუნთებ წინ ფარებს მანქანას და არ მიშვებს ავდექი და დაუწყე გასწრება მარჯვნიდან და ოპა და პოლიცია მინთებს ფარებს და რაღაცას ჩვენთვის გაუგებარ ენაზე როხროხებს... ნუ გავაჩერე და მეუბნება ( ა ფაჩემუ თაქ ბისთრო ეხალი) ??? მეთქი რა ბისტრა ტო 94 ით მივდიოდითქო რა აი ჯიპიესი ასე აჩვენებს და რავითქო ნუ შემოყო ტავი დაინახა 2 ცალია შიგნიიით??? გაუკვირდა და რო აღარ იცოდა რა ეთქვა მივეხმარე მეთქი შენ სიჩქარეზე კი არა მარჯვნიდან გასწრებაზე უნდა მაჯარიმებდე თქოოოო და გაუხარდაააა მაშინ მაგას დაგიწერ და ეგააა მეთქი წერა მერა არ ვიცი აგერ 4000 დრამი და კარგად იყავით თქოოო არა მაიცაოოო წავიდა და მაიწერა 3000 დრამიანი ვითომ პავაროტნიკი არ ჩაგირთამსო და 1000 დაიტოვერა იცი რა ხდებაო???
მეეერე მივედით ფოტო სესიაც მივეცით და მაგრადაც ცავილაგეთ სიგას უხისნაირი რაღაცა და იშხანის მწვადიიიი ეს იყო სუპერიიიი. ამის მერე პირდაპირი გეზი ავირეთ გეორგიისაკენ რადგან 7 ზე აქ უნდა ვყოფილიყავი და 7 ს აკლდა 25 რო გადმოვკვეთეთ საზღვარი და აი იქიდან კი უკვე ჩამოვფრინდით რა რასაც ქვია არ ვიცი რა სიჩქარით მარა ვიცი რო ძალიან ჩქარა ჩქრა მოვდიოდი რა 25 წუთში თბილისში ვიყავით სადახლოდან...
დიდი მადლობა ჩელეს მეგზურობისთვის და თანადგომისთვის ის რომ არა მე უეჭველი მიმეძინებოდა სადმე.
მე როგორც მძოლს ძალიან ცოტა მაქვს სურატები და შემოგთავაზებთ ერთ ცალს კი სასურპრიზედ დავიტოვებ და მერე დავდობ...

პოსტის ავტორი: Davitus Jun 10 2011, 21:56

ivanetodua


რა გიქნეს კაცო იერევენში ეგეთი, რა მოსე მწერლები ჩამოხვედით newsmile05.gif



შენც კაი ნერვი გქონია ძმაუ! newsmile05.gif


შენც მალადეცები!

პოსტის ავტორი: ivanetodua Jun 10 2011, 22:01

http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jun 10 2011, 22:08

საღოლ კარგი გასვა მოგიწყვიათ

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jun 10 2011, 22:24

ვა რა იაღოვლები ხართ რააააა

ჯერ ერთი ხომ გითხარი ერევანს მივალთქო და შნორკელს კი არა არარატს შამოგიტანდი

მეორე კიდე, ერევანში 500 ჯერ მაინცა ვარ ნამყოფი და ეგ ტბა სად გაჩითეთ ვაშკაცურად?????

ალბათ აპარანიდან თუ გადმოხვედით, ან კიდევ დილიჟანიდან მარჯვნივ წახვედით მარცხენას მაგივრად. ყველა შემთხვევაში მაგარი კრუგები გირტყიათ.

ციტატა(ჩელე @ Jun 10 2011, 19:45) *
წამოვედი საქართველოსკენ. მაგრამ გზა აგვებნა. აგვებნა რააა ეხლა, კიროვაკანის გზაზე წამოვსულვართ. არა და ტაქსისტს ვკითხეთ საით წავიდეთო და ამ გზაზე გამოგვიშვა.



ტაქქსისტი ყველა ვარიანტში მასე გამოგიშვებდათ, 20 კმ თი მოკლეა და მასე დადიან სომხების 80% ვისაც სევანი კიდია

ეხლა სურათებს გადავხედე. თუ ეს სურათები თანმიმდევრულად არის, მაშინ აპარანიდან გადმოსულხართ დილიჟანში.

ცნობისთვის აპარანში იქაური ''სვანები'' ცხოვრობენ newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ivanetodua Jun 10 2011, 22:26

ციტატა(ჭალიმგელა @ Jun 10 2011, 23:20) *
ვა რა იაღოვლები ხართ რააააა

მეორე კიდე, ერევანში 500 ჯერ მაინცა ვარ ნამყოფი და ეგ ტბა სად გაჩითეთ ვაშკაცურად?????

გიო ეგ ტბა საზღვრიდან რომ გახვალ და მერე მარცხნიმ რომა გადაუვევ და პირველივე პერევლის წვერიდან დაახლოებით 20 წუთი მარცხნივ და მერე პირდაპირი ხედით მოსჩანს. ანუ საქართველოსთან ახლოა რა აი აქედან რო მიდიხარ ხელმარცხნივ ეკლესია რო გხვდება იქამდე.


კრუგებს ნურა იტყვი ტო???? სასომხეთი შევისწავლეთ საკმაოდ კარად რა .... თან ახლა შეჯიბრი იქნება და ხო უნდა ვიცოდეთ კაცოოოოო???? მივდივართ ისევ.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jun 10 2011, 22:31

ვააა... ანუ ალავერდიც არ გაგივლიათ??? მარა ტბის მერე ჩანს დილიჟანის ზნაკი და გამოდის ორი კრუგი დაგირტყიათ, ერთი მარჯვნიდან, მეორე მარცხნიდან newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

ეგ ჯიპიესი საათის მაგივრად წაიღეთ newsmile035.gif გეთქვათ სახლში მინდაო და ეგ მაინც მიგიყვანდათ newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ivanetodua Jun 10 2011, 22:36

ციტატა(ჭალიმგელა @ Jun 10 2011, 23:31) *
ვააა... ანუ ალავერდიც არ გაგივლიათ??? მარა ტბის მერე ჩანს დილიჟანის ზნაკი და გამოდის ორი კრუგი დაგირტყიათ, ერთი მარჯვნიდან, მეორე მარცხნიდან newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

ეგ ჯიპიესი საათის მაგივრად წაიღეთ newsmile035.gif გეთქვათ სახლში მინდაო და ეგ მაინც მიგიყვანდათ newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

არა ალავერდით არ წავსულვართ და აც მოვსულვართ და მე კიდე სუ მაგ გზით დავდივარ და ზუსტად თბილისიდან თბილისამდე წერამს 570 კმ-ს ნუ თუ არ დაიკარგები რა?? newsmile05.gif ეხლაკიდევ დაწერა 720 კმ ასე რო ვიკატავეთ მოშნადა. newsmile05.gif D)

ნუ ჯიპიესმა იქ თავისთვის უბერა და მაგის ბრალი იყო რომ დავიკარგეთ და სევანზე ვერ მოვხვდით და არა ისე როგორც ცავედით.

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 11 2011, 00:58

მშვენიერი თავგადასავალი მოგიწყვიათ. რეპორტიც გადასარევია..მაგრამ თალგამი რა შუაშია ვერ გავშიფრე. მეგონა რეპორტში მივადგებოდი თალგამთან დაკავშირებულ თავგადასავალს..მაგრამ გავმაზე. newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Jun 11 2011, 01:06

ჭალიმგელა

სურათები ბოლოს ამერია და მაგიტომ გგონია რომ ბევრი ვიბოდიალეთ. არა ბევრიც ვიბოდიალეთ, მაგრამ სევანიდან აღარ გვიბოდიალია, პირდაპირ სახლში წამოვედით. ჩემს ჯიპიესში მაქსიმალური სიჩქარე 153-კმ/სთ იყო დაფიქსირებული. პოლიციელმა მაგრად გვიჯიგრა. იმ 1000 დრაჰმას თუ რაც არის აძლევდა ვანო, მაგრამ არ გამოართვა. 3000-იანი გამოგიწერეო. სასტუმროში იმ ახჩიკამაც გვიჯიგრა: ზაჩემ ტრაწიწ (ვაა რა ცუდი სიტყვა ყოფილა newsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif ) ძენგი-ო და ერთად შეგვყარა აპარტამენტში და სულ რაღაც 70$ გამოგვართვა. მოკლედ რაც იყო, იყო, კარგი კი იყო. მიყვარს ასეთი თავგადასავლები. გაიხარე ვანიკო, ჯიგარი ხარ..... აზერბაიჯანი ჩემზეა ხომ იცი? newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

ლევანი

ინტრიგა ჯანა, ინტრიგა....... newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 11 2011, 13:58

ციტატა(chele @ 11th June 2011 - 03:06) *
. აზერბაიჯანი ჩემზეა ხომ იცი?

ჩეჩნეთი როდის გაქვთ გეგმაში???... newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Jun 11 2011, 18:26

ლევანი

ჩეჩნეთი, ყაბარდო ბალყარეთის მერე....

პოსტის ავტორი: მაჭარა Jun 11 2011, 20:59

ჩელე
ivanetodua
მაგრები ხართ newsmile05.gif newsmile05.gif თემის კითხვით და სურათებით მაგრა ვისიამოვნე newsmile05.gif გაიხარეთ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 11 2011, 23:45

ციტატა(Giorgi Macharashvili @ 11th June 2011 - 22:59) *
თემის კითხვით და სურათებით მაგრა ვისიამოვნე

dastur.gif
ციტატა(chele @ 11th June 2011 - 20:26) *
ყაბარდო ბალყარეთის მერე....

დიდებული არჩევანია. პრახლადნიში თუ ჩახვალთ...სასტუმროს ძებნა დიდხანს არ მოგიწევთ. ზედ ცენტრშია..კინოთეართ "თბილისთან" არის მარჯვნივ. სხვათაშორის ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს...ქალებიც ოპტამ. newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: shalva-zimin Jun 12 2011, 22:52

ვანიჩკა და ჩელე ,პირწავარდნილი ავანტიურისტები ხართ newsmile027.gif ისე შნორკელი კი მოუხდა , იმ დღეს ვნახე ჭელოსთან. ჩელე შენ კიდევ პატარა მოთხრობებით დაიწყე , რა კარგად გამოგდის. ერთ ამოსუნთქვაში წავიკითხე და ძალიან ვისიამოვნე d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Jun 13 2011, 20:11

shalva-zimin

ციტატა
ვანიჩკა და ჩელე ,პირწავარდნილი ავანტიურისტები ხართ


თან გამოუსწორებლები newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif ნამდვილად ღირდა წასვლა ბატონო შალვა.

ციტატა
ჩელე შენ კიდევ პატარა მოთხრობებით დაიწყე , რა კარგად გამოგდის. ერთ ამოსუნთქვაში წავიკითხე და ძალიან ვისიამოვნე


გამიხარდა, რომ მოგეწონათ, მაგრამ არა მგონია ნოდარ დუმბაძეს ვაჯობო რამით, ამიტომ რეპორტებით შემოვიფარგლები newsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: შალვა Jun 13 2011, 20:22

ციტატა(chele @ 13th June 2011 - 21:11) *
გამიხარდა, რომ მოგეწონათ, მაგრამ არა მგონია ნოდარ დუმბაძეს ვაჯობო რამით, ამიტომ რეპორტებით შემოვიფარგლები

ცავატანემ კაკოი ტი სკრომნი!
წერე!!! კარგად გამოგდის, რაიცი რა ხდება..... ნობელის პრემია ლიტერატურაში, პულ??? (სკლეროზ) პრემია და მერე მემუარებში მე და შალიკო მოგვიხსენიე... ამათმა მიბიძგესთქვა. newsmile090.gif

პოსტის ავტორი: shalva-zimin Jun 14 2011, 10:06

ციტატა(შალვა @ Jun 13 2011, 21:22) *
ცავატანემ კაკოი ტი სკრომნი!
წერე!!! კარგად გამოგდის, რაიცი რა ხდება..... ნობელის პრემია ლიტერატურაში, პულ??? (სკლეროზ) პრემია და მერე მემუარებში მე და შალიკო მოგვიხსენიე... ამათმა მიბიძგესთქვა. newsmile090.gif
ბა ვონც დარაგოი! newsmile041.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: შალვა Jun 14 2011, 10:48

კამაც-კამაც ახპერ ჯან! დუ ვონც! newsmile090.gif

პოსტის ავტორი: ბალა Jun 14 2011, 11:08

ვაააა რა კარგი დრო გიტარებიათ მევასება ასეთი გასვლები მაგრამ აი სხვა ქვეყანაში რო ბოდიალობ მაგარი ტეხამს newsmile05.gif
ერთხელ ტაილანდში დავიკარგე და რუსული იქ არ ჭრის და ინგლისური. ქართული ხო ვაფშემც არ გაუგიათ ხო და დავიარებოდი გზა აბნეული სანამ ვიღაც თეთრკანიანი არ შემხვდა რომელმაც იცოდა ბანკოკის ქუჩები და იმან დაგვაკვალიანა newsmile05.gif)))))))

პოსტის ავტორი: ჩელე Jun 14 2011, 18:27

ბალა

უცხო ქვეყანაში ბოდიალს რა სჯობია შე კაცო, უბრალოდ ფიზიოლოგიური მოთხოვნილება არ უნდა გაწუხებდეს იმ დროს, თორე იბოდიალე, მეტი სხვა რა უნდა გააკეთო? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: 919 Jun 15 2011, 00:11

ჩელე
ძამიკო, ერთი რამ მითხარი, სტალიციდან სტალიცამდე რამდენი კილომეტრია?
პირველად მივდივარ 27/06-ში Eრევანში რეკონსტრუქციული ქირურგიის კონფერენციაზე.
ჰა?
3 დღით მივდივარ, მარჯვენა რული საზღვარზე ხომ ჭრის?


პოსტის ავტორი: ბალა Jun 15 2011, 00:17

ჩელე

ციტატა(chele @ 14th June 2011 - 19:27) *
უცხო ქვეყანაში ბოდიალს რა სჯობია შე კაცო, უბრალოდ ფიზიოლოგიური მოთხოვნილება არ უნდა გაწუხებდეს იმ დროს, თორე იბოდიალე, მეტი სხვა რა უნდა გააკეთო?

ჩრდილში რომ 37 გრადუსია და ნიავიც რომ არ საიდან უბერავს. მაგარი მჯავე სუნნი რომ დგას და იცი რომ სასტუმროში მაგარი კონდენციონერი და დიდი ბასეინი გელოდება. სასტუმროს სახელი რომ არ გახსოვს და არც ვიზიტკა არ გაქვს წამოღებული, მერე რო გახსენდება აბა ბიჭი ვინმეს ნომრის გასაღები ხომ არ წამოგიღიათ რომ სასტუმროს სახელი ეწეროს და ყველა რო იძახის ადმინისტრაციაში დავტოვეთ, რომ არსად არ დაგვეკარგაო. აი მაშინ რაღაც აღარ გისწორდება უცხო ქვეყანაში ბოდიალი newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Jun 15 2011, 00:19

919

მშვიდობიან მგზავრობას გისურვებ. მარჯვენა საჭე, მგონი პრობლემა არ არის. რაც შეეხება კილომეტრაჟს: ჩვენ იმდენი ვიარეთ ქალაქში, რომ აგვერის რამდენი იყო, არა და დავნიშნეთ. ეხლავე გაგირკვევ და მოგწერ.....

პოსტის ავტორი: Danelli Jun 15 2011, 09:12

ციტატა(Gigs13 @ 15th June 2011 - 01:11) *
ჩელე
ძამიკო, ერთი რამ მითხარი, სტალიციდან სტალიცამდე რამდენი კილომეტრია?
პირველად მივდივარ 27/06-ში Eრევანში რეკონსტრუქციული ქირურგიის კონფერენციაზე.
ჰა?
3 დღით მივდივარ, მარჯვენა რული საზღვარზე ხომ ჭრის?


919, მე საკმაოდ ხშირად მიწევს ხოლმე სომხეთში სიარული, და სოლოლაკიდან ერევნის ცენტრამდე (სასტუმრო მარიოტამდე) მიწერს 278 კმ.

P.S. სევანის გავლით დავდივარ სულ, მანდ მეორე ტრასაც არის "ცერეზ' ლენინაკანი და სპიტაკი, მგონი 20 თუ 30 კმ უფრო ნაკლები გექნება გასავლელი...

პოსტის ავტორი: ჩელე Jun 15 2011, 20:00

მეც ეგრე მახსოვდა, 300-მდე, მაგრამ დარწმუნებული მაინც არ ვიყავი. უბრალოდ იმდენად ბევრი ვიარეთ ქალაქში, რომ აღარ ვიცოდით რამდენი იყო ერევნამდე

პოსტის ავტორი: ivanetodua Jun 15 2011, 21:18

ციტატა(919 @ Jun 15 2011, 01:11) *
ჩელე
ძამიკო, ერთი რამ მითხარი, სტალიციდან სტალიცამდე რამდენი კილომეტრია?
პირველად მივდივარ 27/06-ში Eრევანში რეკონსტრუქციული ქირურგიის კონფერენციაზე.
ჰა?
3 დღით მივდივარ, მარჯვენა რული საზღვარზე ხომ ჭრის?

პირველ რიგში გეტყვი რომ მარჯვენა რული არანაირი პრობლემა არ არის....
მეროე კი თბილისი ორთაჭალიდან ორთაჭალამდე არის როვნა 569 კმ მაგრამ ბოდიალისა და დაკარგვების გარეშე... newsmile05.gif
იგულისხმება სევანით წასვლა და მეორე გზით ანუ ალავერდით არის 511 კილომეტრი მაგრამ საწვავის ხარჯი მეტია, იმიტომ რომ აღმართები და პერევლებია უფრო მაღალი და ბევრი.

პოსტის ავტორი: sabo73 Jun 15 2011, 21:30

ციტატა(ბალა @ Jun 15 2011, 01:17) *
იცი რომ სასტუმროში მაგარი კონდენციონერი და დიდი ბასეინი გელოდება.



აბ შენ პატარაში რას ჩაეტევი......... haied.gif

პოსტის ავტორი: ბალა Jun 15 2011, 22:41

sabo73

ციტატა(sabo73 @ 15th June 2011 - 22:30) *
აბ შენ პატარაში რას ჩაეტევი.......

არ გაჭირდეს თორემ ბავშვის ვანაში კი არ ჩავხტები თავით და კარგადაც გავცურავ ochom-dagchipos.gif უჰჰ რამდენი ხანია არ გამომიყენებია ეს სმაილი newsmile035.gif

პოსტის ავტორი: Danelli Jun 16 2011, 12:56

ციტატა(ivanetodua @ 15th June 2011 - 22:18) *
მეორე გზით ანუ ალავერდით არის 511 კილომეტრი მაგრამ საწვავის ხარჯი მეტია, იმიტომ რომ აღმართები და პერევლებია უფრო მაღალი და ბევრი.

dastur.gif

პოსტის ავტორი: ბესო Jun 18 2011, 10:20

ციტატა(Danelli @ 15th June 2011 - 10:12) *
მიწერს 278 კმ.


მაგდენ მილს ხომ არ წერს შემთხვევით? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Jun 21 2011, 09:05

http://pix.ge/
ჩემი ძმის ნაირი... მაგარი ვიხალისე newsmile035.gif newsmile035.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)