თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ფორუმის რესურსების გამოყენება _ http://pix.ge

პოსტის ავტორი: Sikvdila Apr 4 2010, 09:23

მოგესალმებით

წარმოგიდგენთ საქართველოში ლიდერი ჰოსტინგ პროვაიდერ http://serv.ge -ს ახალ პროექტს, სურათების უფასო ჰოსტინგს http://www.pix.ge (aka http://pics.ge ; http://photos.ge ).
საქართველოში მსგავსი სერვისი, ანალოგიური მასშტაბებით, ჯერ არ განხორციელებულა. მიმდინარე მომენტისათვის სერვისის საიმედოობას უზრუნველყოფს 7 ცალი HP Proliant DL380 G5 სერვერი, თითოეული მათგანი 16 GB მეხსიერებით და 2 quad core x 2.5 GHz პროცესორებით, ხოლო საერთო დისკური სივრცე შეადგენს 28 TB, რაც საჭიროების შემთხვევაში, კიდევ გაიზრდება. pix.ge-ს ინფრასტრუქტურას აქვს 2 შეერთება ქართულ რესურსებამდე 1 გბ/წმ და 10გბ/წმ გამტარუნარიანობით და 75 მბ/წმ შეერთება გლობალურ რესურსებამდე.

სერვისის დეტალების შესახებ:

1. არ საჭიროებს რეგისტრაციას (თუმცა, რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის, არის დამატებითი სერვისები);
2. ფაილების ინახება განუსაზღვრელი ვადით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენს ფაილზე მიმართვა არასდროს განხორციელდა, ფაილი არ წაიშლება (დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, წაშალონ თავიანთ მიერ ატვირთული ფაილები);
3. შესაძლებელია JPG, PNG, GIF ან BMP ფაილების ატვირთვა. ანიმირებული GIF ფაილის ატვირთვის შემთხვევაში, ზომის ცვლილების დროს, ანიმაცია შენარჩუნებული იქნება;
4. ერთდროულად 5 ფაილის ატვირთვა, თითოეული ზომით მაქსიმუმ 5 მბ (დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ ერთდროულად 10 ფაილის ატვირთვა);
5. სხვადასხვა ეფექტები ატვირთულ სურათებზე (დეტალურად იხილეთ საიტზე) და უდიდეს სოციალურ საიტზე — ფეისბუქზე პირდაპირ გამოქვეყნების საშუალება;
6. სურვილის შემთხვევაში, წარწერის გაკეთება ატვირთულ სურათებზე, ხოლო დარეგისტრირებული მომხარებლებისათვის — თქვენთვის სასურველი ტექსტის მითითება, რაც ავტომატურად გაუკეთდება თქვენს მიერ ატვირთულ ყველა სურათს;
7. განუსაზღვრელი რაოდენობით ალბომების შექმნა და პირდაპირი ბმული თითოეულ ალბომებზე;
8. თქვენს მიერ ატვირთული სურათები არ გამოჩნდება შემთხვევითი სურათების გვერდზე, თუ თქვენ სპეციალურად არ ჩაურთავთ ამ ფუნქციას.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი და უკვე მოქმედი ფუნქციებისა, უახლოეს მომავალში სერვისს კიდევ რამდენიმე ფუნქცია დაემატება, რაც ისევ და ისევ მომხმარებლების კომფორტზე არის გათვლილი.

ვიმედოვნებთ, სერვისით სარგებლობა თქვენთვის მოხერხებული იქნება.

გისურვებთ წარმატებებს,
http://Serv.Ge -ს ადმინისტრაცია.

პოსტის ავტორი: Davitus Apr 4 2010, 15:24

დაერხათ სხვა იმიჯჰოსტებს...


ყველაფერი კარგია, ერტადერთი თუ გაკეთდება პროგრამა რომელიც საიტზე შესვლის გარეშე უზრუნველყოფს სურათების ატვირთვას, მართალია ამით საიტს უნიკალური ვიზიტორების რაოდენობა მოაკლდება, მაგრამ მაინც ძალიან კომფორტული იქნება

პოსტის ავტორი: Sikvdila Apr 4 2010, 16:01

Davitus
გმადლობთ.

პროგრამის შექმნაზე მიმდინარეობს მუშაობა. ცოტა უფრო განსხავავებული იქნება, ვიდრე პროგრამის კლასიკური აღქმა, მაგრამ არანაკლებ გამოყენებადი და სასარგებლო newsmile05.gif
ზოგადად, ბევრი ფუნქცია დაემატება კიდევ საიტს, დროთა განმავლობაში

პოსტის ავტორი: ლევანი Apr 4 2010, 19:09

იქნებ ჩვეულებრივ მოკვდავებს მოგვითარგმნოთ...ეგ უკეთესია??და რითი???..

პოსტის ავტორი: Davitus Apr 4 2010, 19:54

ლევანი

რატქმაუნდა უკეთესია, სურათებს რომ რადიკალზე ვტვირთავდიტ ახლა, PIX.GE ზე ავტვირტავთ, უფრო სწრაფიც არის და უფრო საიმედოც, თან არასდროს არ იშელბაო

პოსტის ავტორი: Sikvdila Apr 5 2010, 12:14

ლევანი
ბევრი ისეთი ფუნქცია აქვს, რაც არცერთ იმიჯ ჰოსტიგნზე არ არის, მათ შორის არც რადიკალზე.
ტექნიკური დეტალების შესახებ უკვე დავწერე ზემოთ. + ქართული ჰოსტინგია. სერვერები თბილისშია და ჩატვირთვაც გაცილებით სწრაფად ხდება, ვიდრე უცხოური ჰოსტინგებიდამ.

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Apr 8 2010, 10:29

პიქსელები რამდენი რამდენზე დავაყენო სურათის ატვირთვისას?

პოსტის ავტორი: Davitus Apr 8 2010, 19:22

კუდიგორელი


სიგანის ზომაში ჩაუწერე 800 და საკმარისია

პოსტის ავტორი: ვიტო May 18 2010, 15:30

Sikvdila
მე არდადეგებზე ვარ, მაგრამ თვალი შევავლე pix.ge-s. ეხლა რა ხდება და რა მოუხერხებლობები ვნახე...

1. კარგი იქნება თუ გააკეთებთ "თავში დაბრუნებას", ანუ 10 სურათის ატვირთვის შემთხვევაში ბოლოდან ძალიან მოსაბეზრებელი სკროლვა რომ ახვიდე
2. იქნებ ისეც გააკეთოთ რომ პარამეტრების შეყვანის მომენტიდან ახალი სურათის ატვირთვამდე პარამეტრები ისევ დეფოლტ რეჟიმში დგება და ეგეც
ძალიან მოუხერხებელი, ანუ ყოველ ატვირთვაზე თავიდან შემყავს სურათის ზომა, ალბომი, წარწერაის ადგილმდებარეობა და ა.შ.
3. კიდევ კარგი იქნებოდა რომ თითონ საიტის გაბარიტებიც ცოტათი დაპატარავდეს, ეგეც ძალიან მოუხერხებელია.
4. თუ შესაძლებელია რომ ატვირთული სურათებიდან რამოდენიმე ერთად ავირჩიოთ და კოდებს ცალცალკე არ დაუწყოთ დაკოპირება.

პატივისცემით

Davitus

ციტატა(Davitus @ 8th April 2010 - 20:22) *
სიგანის ზომაში ჩაუწერე 800 და საკმარისია

მგონი 640 ჯობია

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 May 18 2010, 15:32

აუ კარგა ხანს ვიჩალიჩე ეეხლა ძლივ დავამუღამე

პოსტის ავტორი: შადი შამოდი May 18 2010, 16:30

შანსი არ არი მე ამეების რამე გავიგო.. ბოდიში დიდი.

პოსტის ავტორი: ზაზა May 18 2010, 16:53

მეც ეგრე მეგონა და ახლა ხო ხედავთ როგორ ვტვირთავ

პოსტის ავტორი: ლეკი May 18 2010, 18:07

pix.ge ბევრად მარტივი და დახვეწილია newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 21 2010, 11:46

ხალხებო რატომღაც სურათებს ვეღარ ვტვირთავ, მივცემ ატვირთვას და ereor 404 მიწერს,
და კიდევ უკვე დადებულ სურათებს პიქსელი როგორ შეუცვალო იქნება მასწავლოთ ჯანა.

ბროუზერის ამბავი არამგონია იყოს, მოზილათი ვტვირთავდი აქამდე და მშვენივრად აკეთებდა,
ექსპლორერზე საერთოდ არ მუშაობს

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 21 2010, 19:52

შემოიხედეთ რა კომპეტენტურებმა

პოსტის ავტორი: gacho Sep 21 2010, 19:54

5 წუთის წინ ავტვირთე ექსპლორერით. არანაირი პრობლემა არ ქონია

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 24 2010, 20:47

ეხლა pix.ge გათიშულია ჩემთა და თქვენთან როგორ არის?

პოსტის ავტორი: Power_VANO Oct 24 2010, 21:29

ვიტო
მუშაობს, აი სკრინი:

http://pix.ge/x/b/i/cknui/

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 24 2010, 21:47

ვა ეხლა ვნახე და ექსპლორერით შედის, მოზილას რარაც დაემართა თუ რისი ბრალია

აი ამას მიწერს

Reported Attack Page!


This web page at www.pix.ge has been reported as an attack page
and has been blocked based on your security preferences.



Attack pages try to install programs that steal private information,
use your computer to attack others, or damage your system.

Some attack pages intentionally distribute harmful software, but many are
compromised without the knowledge or permission of their owners.

რეიზა ქნა ეხლა აგი?

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 24 2010, 22:50

მეც ეგრე დამიწერა მოზილაზე

საფარიმ უპრობლემოდ გაატარა

პოსტის ავტორი: ღლიღვა Oct 25 2010, 10:46

ვიტო
სალამი ადმინს. ერთი კითხვა მაქვს. საკუთარი ვიდეო როგორ დავდო პოსტში. ის ვნახე იუტუბიდან როგორ იდება და მეტი ვერ გავარკვიე. მადლობა ყურადღებისთვის და უკაცრავად შეწუხებისთვის

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 25 2010, 10:53

ღლიღვა
youtube-ზე უნდა ატვირთო და მერე დადებ აქ, სხვანაირად არ მოხერხდება

პოსტის ავტორი: ღლიღვა Oct 25 2010, 10:58

ვიტო
მადლობა. საკუთარი თავის მასეთი გაპიარებისგან თავს შევიკავებ )))))

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)