თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ლ ო თ ო ბ ე ბ ი _ ოჩოპინტრეს ზაოდობა 2018

პოსტის ავტორი: ჩელე Nov 1 2018, 09:54

მოგესალმებით მეგობრებო. როგორ ხართ, რას შვრებით, რას საქმიანობთ? ხომ კარგად ხართ ოჯახში? რა ვიცი მეც ვაარ რაა. მივყვები ამ ცხოვრებას და ვარ ასე. ოჩოპინტრეს ღვინო შემოგველია და გადავწყვიტეთ გვეყიდა ყურძენი. ჰოდა ვიყიდეთ ამასწინად, მერე დაიწურა ეს 1000 კილოგრამი ყურძენი სულ საუკეთესო მტევნებით. დადგა ღვინო და რა დადგა? თითებს ჩაიკვნეტთ. მერე ეს ღვინო გადავიღეთ და რა თქმა უნდა დარჩა უამრავი ჭაჭა, რომელზეც დავიწყეთ ფიქრი თუ რა უნდა გვექნა.

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

ერთი თალია ვიფიქრეთ ინდაურები ხომ არ გვეყიდა და ისინი შეჭამდნენ. მერე დავკლავდით ამ ინდაურებს, ერთს კი შევიწყალებდით და ბუნებაში გავუშვებდით. მერე ვიფიქრეთ შარია ეს ინდაური, ხმაურიანიაო, ტვინს გაღუნავს დილაობით და ნაბახუსევზე ნერვებს მოგვიშლის-ო. მერე ვიღაცას წამოსცდა კაცო ჭაჭისგან კარგი ორაყი კეთდებაო. ჩვენ ვიკითხეთ ორაყი რაღააო და მოიცა-ო, წამოდითო და წაგვიყვანა ამ ჭაჭასთან. ხელი მოკიდეთო კასრებსო. მოვკიდეთ და მანქანაზე დაგვაწყობინა. კაი მძიმე კი იყო ძმაო. მოდით აქაო, მივედით. აბა ეხლა ამას მოკიდეთ ხელიო და რაღაც უცნაური ქვაბები შეგვალაგებინა იმავე მანქანაზე. ეხლა მანქანებში დასხედით და გამომყევითო და რომ გავყევით ჩემთან არ მიგვიყვანა გლდანში?

https://postimages.org/

ვაააა, ვიფიქრე ეს რაღაც არ უნდა იყოს მეთქი კაი ამბავი. მოდითო ეხლა ეს ყველაფერი ჩამოვიღოთო. ჩამოვიღეთ. მერე ეს ქვაბი შემოდგა რაღაც სამფეხა რკინის კონსტრუქციაზე, ერთში წყალი ჩამასხმევინა, გაზი შეუნთო და ამ კასრებიდან არ დაიწყო ამ ჭაჭის გადმოტანა ქვაბშიი???... მეთქი რას აკეთეებ? მოიცა ეხლა ნახე რა მაგარი რაღაც გამოვაო. დაელოდეო. ჰოდა დავიწყეთ ლოდინი. ბიჭო, კი ვფიქრობ მეთქი ეხლა ეს ასიანი რაღაცას მაიმუნობს მეთქი, მაგრამ მერე მის კეპს ვეცი პატივი და აღარაფერი ვთქვი.

https://postimages.org/

მოკლედ კი გაიწელა ეს ყველაფერი დროში, მაგრამ სხვა გზა არ იყო. უნდა მოგვეთმინა... ვიდექით და ვითმენდით.... მერე ვიჯექით და ისე ვითმენდით... ნუკრა მგონი წამოწვა კიდეც და ისე ითმენდა ერთი პირობა... მოკლედ სად იყო და სად არა, წამოვიდა რაღაც თეთრი სითხე. რომ დავსუნე რაღაც ნაცნობი სუნი კი ჰქონდა, მაგრამ ვიფიქრე შანსი არალი მეთქი. ბიჭო დავსუნააავ და ცხვირს არ ვუჯერებ... მერე ბოლოს აღმოჩნდა, რომ არაყს ვხდიდით. ორაყი ვერ მივხვდით რა იყო. რომ ვკითხეთ თურმე ''ო'', "ა"-ში არევია: დამასლოკინაო თუ ამაომაქარვა მაგ დროს და ვერ წარმოვთქვი "ა"-ო....

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/


მოკლედ, ბევრიც ვიცინეთ, ბევრიც დავლიეთ, ბევრიც ვჭამეთ, 30 ლიტრი არაყიც გამოვხადეთ და მერე წავედით სახლებში... პრინციპში ესენი წავიდნენ, თორე მე სახლში ვიყავი. უბრალოდ მე სახლში შევედი. ესენი წავიდნენ სახლებში. ნუ როგორც იყო რაა. ჰოდა 2 დიდი კასრი კიდეა გამოსახდელი და კვირას ვაპირებ გამოხდას. ვისაც სურვილი და დრო გექნებათ, შემომიერთდით.... newsmile05.gif კაი წავედი ეხლა რაღაც საქმეები მაქვს და მერე დაგელაპარაკებით. აბა ჰე... ბიჭო გამოიარეთ ხოლმე რააა, ნუ იკარგებით.... newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

როგორც კი დალია პრეზიდენტმა გამოხდილი არაყი, ხელები ასე ქნა და ღმერთო შენ გვიშველე, ეს რა ღვთიური სითხე გამოვიდა-ო...

https://postimages.org/

მერე ასე ქნა ხელები და კაი ხანი გაოგნებული იდგა....

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

პოსტის ავტორი: ოთო. Nov 1 2018, 10:01

ლაიქი შენ ასეთი რეპორტების წერისთვის . ხოდა მადლობა ყველას რო არ დაგეზარათ და გამოხადეთ.

პოსტის ავტორი: ჩელე Nov 1 2018, 10:15

გამოსახდელი ჯერ კიდევ ბევრია.... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Nov 1 2018, 13:00

ჩაგეძიებით, 30 ლიტრი გამოხადეთ თუ მაგდენი დაგრჩათ დღის ბოლოს? და კიდევ იმ რაღაც ფხვნილს რომ აზავებთ სურათში, მგონი ფქვილი და რაღაც ნაცრისფერი, ნაცარია?

პოსტის ავტორი: ჩელე Nov 1 2018, 14:21

30 ლიტრი გამოვიდა 2 კასრისგან. მეტიც გამოვიდოდა, უბრალოდ როგორც კი ცოტა შეიმღვრეოდა მაშინვე ვცვლიდით და ახალ ჭაჭას ვყრიდით. რაც შეეხება ფქვილს, ეს არის ჩვეულებრივი ჭადის ფქვილი და ნაცარი. ავურიეთ და მოვკალეთ ქვაბის თავი. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Nov 1 2018, 14:45

ხორბლის ფქვილი სჯობია, მეტი წებოვნება აქვს. ძველად (მეც შევსწრებივარ) ძროხის ფუნას იყენებდნენ მაგ დანიშნულებით.

პოსტის ავტორი: ჩელე Nov 1 2018, 15:02

ძროხის ფუნა ნამდვილად არ ვიცი. ბებიაჩემი მხოლოდ ნაცარს ზელდა და იმას უსვამდა ხოლმე. ხორბლის ფქვილი იმ მომენტში არ გვქონდა, ამიტომ ჭადი ფქვილი გავურიეთ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჯოლა Nov 1 2018, 21:47

ციტატა(უიარაღო @ Nov 1 2018, 15:45) *
ხორბლის ფქვილი სჯობია, მეტი წებოვნება აქვს. ძველად (მეც შევსწრებივარ) ძროხის ფუნას იყენებდნენ მაგ დანიშნულებით.

წებოვნება კი აქვს, მაგრამ ასუქებს მერე ხორბლის ფქვილით გამოხდილი ჭაჭა . ჭადის ფქვილით დიეტური გამოდის.

პოსტის ავტორი: alex77 Nov 1 2018, 23:03

ჩელე small3d018.gif small3d018.gif

ჩემი საყვარელი პროცესია არაყის გამოხდა...

ჩვენ სულ თიხის მიწას ვიყენებთ შესაზელად...


პოსტის ავტორი: koba1973 Nov 2 2018, 04:13

ნაცარს და ქატოს ვიყენებდით ხოლმე ერთმანეთში არეულს.

პოსტის ავტორი: ოთო. Mar 21 2019, 21:21

ჩელე

ამას აძველებ თუ რატო არ ასმევ ხალხს ?

პოსტის ავტორი: ჩელე Mar 21 2019, 21:29

ეს ხმეორედ უნდა გამოვხადოთ და შემდეგ მოგართმევთ პრიზების სახით ჩამოსხმულს ბოთლებში... ????

პოსტის ავტორი: ოთო. Mar 21 2019, 22:07

პრიზი რას ქვია კაცო ??

პოსტის ავტორი: ჩელე Mar 21 2019, 22:08

ბოთლებში უნდა ჩამოვასხათ, ეტიკეტი დაგაკრათ და სროლის, თევზაობის და მსგავს შეჯიბრებებზე დარიგდება პრიზებად

პოსტის ავტორი: ოთო. Mar 21 2019, 22:10

ეე ბედი რაში მაქ მე,
გაზიდავს სუყველას ჭალიმგელა სახლში chali.png

პოსტის ავტორი: ჩელე Mar 21 2019, 22:11

გამოართვი მერე...

პოსტის ავტორი: Davitus Mar 21 2019, 22:47

ნუ გააბარინგებთ ახლა ჭალოს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Mar 21 2019, 22:52

აჩუქოს ერთი კაცო არაფერი მოხდება. მაგას თორმეტი ცალი აქვს....
ამას ალბათ 6 წელიწადში ვიტყვით.... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ბლექ-ხასან Mar 21 2019, 23:04

ჯობია ადგილზე დავულიოთ. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Mar 21 2019, 23:22

ბევრია ბიჯოოო, ბევრი. სანამ მაგას დავკევთ, გავლოთდებით ბოლომდე ყველანი....

პოსტის ავტორი: ოთო. Mar 22 2019, 07:00

კაცოვ ნელ ნელა დავლიოთ ჩვენი რა მიდის.

პოსტის ავტორი: ჩელე Mar 22 2019, 09:20

რამდენი უნდა დალიოთ? 60 ლიტრი?...

ცეცხლი და ცოფია თან

პოსტის ავტორი: general Mar 22 2019, 09:35

სანამ პრიზად მოვიგებთ, ისე რო მოვყლურწოთ შიგადაშიგა არააა ? d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: ოთო. Mar 22 2019, 11:52

ბჯოო გაგვასინჯე იქნება და არ ღირს ბრძოლა საპრიზო ადგილისთვის ხო უნდა ვიცოდეთ.

გენერალო

შენ ნუ ხარ ლოთი და ხელიდან წასული.

პოსტის ავტორი: general Mar 22 2019, 14:48

ოთო.
მე ვარ ლოთი ? მხარი დაგიჭირე კაი საქმეში და შენ ეშმაკებისკენ ხარ. თან გაგითავდა შენი შნაფსი და რა ვქნათ მოსახლეობამ...

პოსტის ავტორი: ოთო. Mar 22 2019, 17:13

general
ახალი გავაკეთე ჩემო გენერალო იმას აჯობებს ისეთია.

პოსტის ავტორი: kajuberi Mar 23 2019, 12:11

ჩელე

ციტატა(chele @ 22nd March 2019 - 10:20) *
რამდენი უნდა დალიოთ? 60 ლიტრი?...

შენ გგონია ვერ დავლევთ? thinking.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Mar 23 2019, 21:43

რისი დამლევები ხართ თქვე სისხლისმსმელებო თქვენა ჰაააა?

პოსტის ავტორი: ოთო. Mar 23 2019, 21:44

სისხლს სვავენ და არაყს დაინდობენ ?

პოსტის ავტორი: ჩელე Mar 23 2019, 21:46

რისი დამდობები ესენი არიან? ამათი შიშით თეფშს ვერ უფრენიათ ცაში... კაი რააა...

პოსტის ავტორი: ოთო. Aug 18 2019, 06:49

არც გახსნაზე გაგვასინჯებ ?

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)