თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ლ ო თ ო ბ ე ბ ი _ მოქეიფის კუთხე

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 24 2010, 16:26

მოკლედ მანამ ავათ ვარ დას სახლიდან არ გავდივარ ვაგრძელებ საყოფაცხოვრებო სამუშაოებს,
ხოდა ეხლა მინდა შემოგთავაზოთ ჩემი შემდეგი ნიჭიერების მონაპოვარი newsmile05.gif

ამასწინათ ვახსენე რომ ფაცხას ვაკეთებ სადაც უნდა ჩაგაცეცხლოთხოლმეთქო ხოდა ბარემ
განახებთ რა სტადიაშია. ყველაფერი დაიწყო მცხეთობიდან. მაგ დღეს ჩვენ გამგეობას უნდა წარედგინა
თავისი კუთხე რაღაცით ისევე როგორც სხვებს და გადაწყვიტეს მცხეთაში ფაცხის დადგმა მაგ დღისთვის.
მოაკითხეს 2 დღით ადრე მოაკითხეს მამაჩემს დამხმარე ცხენის ძალებისთვის და სადღაც გავიდნენ
თხილის წნელების შესაგროვებლად. ჩამოიტანეს, ააწყეს აქვე ცალცალკე კედლებად, ჩაიტანეს
მცხეთაში, მერე იქეიფეს და მერაპრიაწიეს დამთავრების შემდეგ გადაგდება დაენანათ და წამოიღეს უკან.
უფრო სწორედ მე წამომიღეს, იცოდნენ რომ რაღაცას შევაკოწიწებდი newsmile05.gif

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა გადავწყვიტე ჩემს "ახოტნიჩი დვორიკში" გამეკეთებინა რაიმე ფანჩატურის
მსგავსი, რომელიც ზაფხულში მზისგან შეგვიფარებდა და თან გლეხურ-მუშურ განწყობას დააყენებდა.

დავიწყე ადგილის შერჩევა და ბოლოს ამ ადგილზე შევჩერდი. როგორც ხედავთ უკანა კედლად ქვის ყორე დარჩება

http://pix.ge/ http://pix.ge/ http://pix.ge/

კი იცით ბევრა სადაც ვჯებოდით ხოლმე ზაფხულობით შუა ადგილზე რაღაც ამოუცნობი და უზარმაზარი
მაგიდის გარშემო, ხოდა ეგ პრობლემაც ხომ უნდა მოგვარებულიყო, თან ეზოში სივრცეც მოიმატებს,
თან ორკანიც იქვე - ქვის ყორის გაგრძელებაზე უნდა გავაკეთო და მოკლედ ყველაფერი ანსამბლში მოვა რა newsmile05.gif

ხოდა რითი დავიწყე, ხო არ დაგავიწყდეთ - აქამდე არც გაკეთებული მქონდა ესეთი რამე და არც ნანახი მქონდა
სადმე თუ როგორ კეთდებოდა ეს ყველაფერი. მაინც შევეჭიდე რა, რა უყო ეხლა newsmile05.gif ჯერ დავიწყე ზედა ტერასიდან.
უკანა მხრიდან დიდი სიმაღლე არ მჭირდებოდა და ვიფიქრე ცოტა ხელს გავავარჯიშებთქო. სავარაუდო დასამატებელი
სიმაღლე მივეცი 50სმ, თან ძირითადი ბოძები ჩავსვი მილებში რომ დროთა განმავლობაში წვიმებმა და
სინესტემ ექლუატაციის ვადაზე არ იმოქმედოს დიდად. დამხმარე ბოძების დაშორებაც დაახლოებით 50სმ ავიღე
და დავიწყე გრეხვა. არც ისეთი რთული არ აღმოჩნა ეს ყველაფერი პატივცემულო პარტიის წევრებო.

http://pix.ge/ http://pix.ge/ http://pix.ge/

ზედა მოვრჩი და გადმოვედი ქვედა ზონაში, აქ დიდი კონცეპტუალური ველოსიპედების მოგონება არ დამჭირვებია newsmile05.gif
საშუალო მანძილი ავიღე კედლიდან მეორე კედლამდე ისეთი - სადაც თავისუფლად ჩაეტევა მაგიდა და სკამები ისე რომ
გასასვლელიც ნორმალური დარჩეს და შეუდექი. შესასვლელი როგორც ეგეთი კიბეებიდანვე გაუკეთე,
ჩემი ჭკუით დინამიკე იქნებათქო, ანუ ჩამოდიხარ და უხვევ 2 მხარეს, ან ფანჩატურშე ტურცავ თავს ან
"ახოტნიჩი ხიჯინაში". თითონ დიზაინი ისეთი გამოდის რომ მხოლოდ 2 კედელი ექნება, ზურგის და წინხედისთვის.
გვერდები ღია იქნება, ჩავთვალე რომ არ იყო საჭირო 3 გვერდის ამოქოლვა, ან კიდევ მხოლოდ შესასვლელი კარის დატოვება,
უბრალოდ არაპრაქტიკული იქნებოდა, აქ კიდევ თავისუფლად გახვალ ორივე მხარე, წყალიც იქვ იქნება.

http://pix.ge/ http://pix.ge/ http://pix.ge/

ამ წუთისთვის ესეთი შესახედაობის არის ეს ყველაფერი. გასაკეთებელი კიდევ ბევრი დამრჩა და
კარგად ვერ ჩამოვყალიბდი რა გაგრძელება უპოვო რასაც მოგვიანებით შევეხები.

http://pix.ge/ http://pix.ge/


რაც ეხება გაგრძელებას, ჩემი საფიქრალი დარჩა გადახურვა, მაქვს 2 ვარიანტი:

1. უნდა გადავხურო ბოლომდე ისე რომ წვიმამ არ ჩამოაღწიოს, რაც პრინციპში მირჩევნია, მაგრამ აქაც წავაწყდი პრობლემებს.
მაქვს კრამიტი, მაგრამ სიმძიმის გამო მეშინია კრამიტის გამოყენება, არამგონია რომ ეგეთ მყარ კონსტრუქციას შევკრავ და
წლებს გაუძლებს(თუმცა ჩემი ნიჭის პატრონს ეგეც შეიძლება გამომივიდეს newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif ) ან კიდევ ცინკით უნდა გადავხურო
რაც ვიზუალურად ძალიან არ მომწონს, თან ზაფხულში მზე რომ დააწვენა და იმის გათვალიწინებით რომ
ფანჩატურს შიგნიდან ნამდვილად არ ავაკრავ "გოპსოკარდონს" სასტიკი სიცხეს დაიჭერს, ანუ რისთვისაც არის იმ დანიშნულებით
ვერ გამოვიყენებ და მთელი შრომა ქყალში ჩაიყრება.

2. და მეორ ვარიანტიც არსებობს რაც ითვალისწინებს უბრალოდ ბოძების დასმას და ზევიდან ტალავერის გადმოშვებას. ეს
ბევრად მარტივი ვარიანტია მაგრამ აქაც მაქვს წინააღმდეგობები, ლითონის მილების გამოყენება ბოძებად ძალიან არ მინდა,
ვიზუალურ მზარეს დაკარგავს და უბრალოდ ხე არ ვიცი რამდენი ხანი გაძლებს, რომ ვიცოდე დაზუსტებით რომ 10
წელი იდგება და მერე გამიხდება შესაპაჩინკებელი მაშინ ეს ვარიანტი მირჩევნია, მაგრამ მასალაში ვარ შეზღუდული,
სავარაუდოდ ბოძებად უნდა გამოვიყენო თხილი, აკაციას ვარჩევდი მაგრამ სადანა ვიშოვო ეხლა ეგ კეთილშობილი ხე ჰა? newsmile05.gif


დაახლოებით ესეთი კარკასი ექნება, ეხლა სრულყოფილად ვერ ვფლობ არქიკადს მარა მიხვდებით ალბათ რაც გამოვა საბოლოოდ newsmile05.gif
კონსულტაციებს გავდივარ და დანარჩენს დროთა განმავლობაში შეგატყობინებთ. ხო, ეს საშინელი ვაშლის ხე და ძველი ნათრევი
მაგიდა მოშორდებიან დედამიწას ერთხელ და სამუდამოდ newsmile05.gif

http://pix.ge/ http://pix.ge/


ეს კიდევ განწყობისთვის, ზედმეტი წნელი დამრჩა და უცბაშად ბაკის ძირი გავაკეთილშობილე, მართალია დამაკლდა მარა
ამ კვირაში მოვიტან კიდევ და ცისტერნამდე ავიყვან თხილის სვანურ კოშკს newsmile035.gif

http://pix.ge/ http://pix.ge/

მთავარია რომ ჩასაცეცხლი ადგილი ნამეტნავად სექსუალი გვექნება, ასე რომ მაგიდის და სკამების გაკეთება ღა დამრჩა newsmile045.gif

პ.ს. ისე ვინმე რამე საინტერესო თუ გიდგათ ეზოში ისეთი რაც ლოთობასთაბ ან ქართულ მამაპაპურ დიზაინთან ასოცირდება,
გინდათ მარანი იყოს, გინდათ რაიმე პატარა მოსაჯდომი კუთხე დაგედოთ ეგება ბიძიებო.....


პოსტის ავტორი: ჩელე Oct 24 2010, 16:46

ვიტო

აი საღოლ, აი მალადეს.......

ბიჯო, რამდენადაც ჩემი ტვინი ჩასწვდა შენს ნაშრომს, მივხვდი შემდეგს:

მთლიანი კედელი იქნება მხოლოდ უკანა მხარეს, გვერდები იქნება თავისუფალი და წინ იქნება ხედი ეზოზე ანუ ნახევრამდე იქნება ამოყვანილი ხის წნული-კედელი. ასეააა???.........

ეხლა რაც შეეხება გადახურვას:

კრამიტი ყველაზე კარგი ვარიანტია ჩემი აზრით, საყრდენად გამოიყენებ წიფელის ხის ტოტებს, რა თქმა უნდა ცოტა მსხვილს. დროთა განმავლობაში კი ბოლო-ბოლო წახვალ ტყეში, მოჭრი თხილის სარებს და თავიდან შეკრავ ისევ თავიდან, რა პრობლემაა???.....

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 24 2010, 16:52

ჩელე

ციტატა(chele @ 24th October 2010 - 17:46) *
მთლიანი კედელი იქნება მხოლოდ უკანა მხარეს, გვერდები იქნება თავისუფალი და წინ იქნება ხედი ეზოზე ანუ ნახევრამდე იქნება ამოყვანილი ხის წნული-კედელი. ასეააა???.........

dastur.gif


პოსტის ავტორი: ჩიქო Oct 24 2010, 16:54

ვიტო
კაი ჩანაფიქრიაა , ისლით რო გადაგვეხურააა უფრო სიმპატიჩნი არ გამოვიდოდააა? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 24 2010, 16:57

ჩიქო

ციტატა(giorgi chiqobava @ 24th October 2010 - 17:54) *
ისლით რო გადაგვეხურააა უფრო სიმპატიჩნი არ გამოვიდოდააა?

აი მაგაზე გავიფიქრე კაკ რაზ, მარა თუ იცი რამდენი ხანი ძლებს, და კიდევ მაგისთვის
აუცილებელია რაღაცხსნარით დამუშავება რომ ცეცხლი არ აეკიდოს და დიდი ხანი გაძლოს
და მაგაზე არავითარი ინფორმაცია არ მაქვს, შენ ხომ არ იცი რამე?

პოსტის ავტორი: ჩიქო Oct 24 2010, 16:59

ვიტო
მოვიძიებ აუცილებლად დაა ამ თემაშივეე დავდებ newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ჩიქო Oct 24 2010, 17:32

სტრანნო, არსად არ წერიაა ისლზეეეეე..... რო მოვჭრათ ჭაობში და გავახმოთ? რაა სპეციალური დამზადებაა უნდაააა? როგორც ზვინი(თივის) იკვრებაა ისე შეიკვრებაა ესეც, დაა წყალიც არ ჩავააა.... ესე არ არის?

პოსტის ავტორი: ჩელე Oct 24 2010, 17:45

მე რამდენადაც ვიცი, სანამ მაგ ისლს დააფარებენ, მანამდე მგონი ცელოფანს აფენენ, ოღონდ მგონი.........

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Oct 24 2010, 17:48

small3d018.gif
მაგარია ძაან, აბა მიხმარება ჭირდება ამ საქმეს!!!

პოსტის ავტორი: ჩიქო Oct 24 2010, 18:06

ჩელე
ლოგიკურად ეგრეც უნდაა იყოს, იმიტო რო როარ დაუყოლო ქვეშ ცელოფანი, წყალს გაატარებს მაშინ. ისლი მოვიძიოთ გავაშროთ, მერე ელიავაზეე ცელოფანი დაა ეგააააა რააააა newsmile045.gif
მიხმარებით აქააა ვარ, შაბათ-კვირას ნებისმიერ დროს შევწუხდები მაგ საქმისთვის newsmile045.gif
ისეეეე.... უფრო ლამაზიი გამოვაა თუ შუა ფენაში გავუკეთებთ ცელოფანს, იმიტო როო ქვემოდანაც ლამაზად გამოჩნდებაა ისლიი დაა ვერავინ შეამჩნევს იქ ცელოფნის არსებობას newsmile045.gif თან წყალიც არ გაატარებს....

პოსტის ავტორი: ჩელე Oct 24 2010, 18:16

ჩიქო

ციტატა
უფრო ლამაზიი გამოვაა თუ შუა ფენაში გავუკეთებთ ცელოფანს,


ეგრეც კეთდება.....

პოსტის ავტორი: ჩიქო Oct 24 2010, 18:19

ჩელე
ისლის მოძიებაა რო დავიწყოთ არ ჯობიააა? მეე აქეთ მხარეებს არ ვიცნობ და არც ვიცი სად შეიძლებაა იყოს ეგ მცენარე .....


პოსტის ავტორი: შოთა.03 Oct 24 2010, 18:36

ჩიქო

ციტატა(giorgi chiqobava @ 24th October 2010 - 19:19) *
ისლი

ერთი ეგ როგორაა რუსულად მიტხარი რა..
ერთს ვეუბნები და ვერ მივახვედრე ეგ ისლი რა ჯანდაბაა...

პოსტის ავტორი: ჩიქო Oct 24 2010, 18:48

შოთა.03
осока

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 24 2010, 19:18

არა კაცო, ეგრე მარტივად არ არის, უბრალოდ შეკრულს და დაფასოებულს ვერ გადავადებ,
მაგ ტერიტორიაზე ხან მაყალი ანთია და ხან ბიჩოკების კორიანტლი ფრინავს. გარკვეული დამუშავება
უნდა, რაზეც არავიტარი ინფორმაცია არ მაქვს, ეს მარტო ცეცხლმედეგობაზე ვლაპარაკობ
და კიდევ არის რაღაც ხსნარი რომელიც შენახვის ვადას უხანგრძლივებს.

ისლს რაც ეხება არავითარი მოძებნა არ უნდა, კუმისზეც არის, ლისზეც და ნებისმიერ ტბაზე სადაც ოდნავ ჭაობია

პოსტის ავტორი: ჩიქო Oct 24 2010, 19:20

ვიტო
ეგ თაღლაურას ხალხმაა არ იცოდაა მერეე? ხო დაეწვათ მაგათ ერთირესტორანიი ადრე?
ესეიგიი არავითარი ხსნარიი არ არის.....

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 24 2010, 19:21

ჩიქო
ხოდა ეტყობა არც დაინტერესდნენ მაგ დამუშავებით და მაგიტომაც დაეწვათ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჩიქო Oct 24 2010, 19:22

მერეე არ არიან ვითომ მაგის სპეცებიი თბილისში?რო შევეკითხოთ....

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 24 2010, 19:29

ჩიქო
იქნებიან, ელიავაზე უნდა მოკითხვა, სპეცი არ ჭირდება, მეც კი გავაკეთებ მაგას, მთავარია
შესაბამისი ხსნარები მოიპოვებოდეს ბაზარზე, ეხლა ბოძები მაქვს სადარდებელი რომ
კონსტრუქცია შევკრა, დანარჩენი 1 დღის საქმეა და ეს დედაარღნიანი ვეღარ გამოვჯამრთელდი
რომ გავიდე ტყეში და მოვჭრა

პოსტის ავტორი: ჩიქო Oct 24 2010, 19:31

ვიტო
ელიავაზეე ხვალ გავიკითხავ მეე დაა გეტყვიი ყველაფერს. რაც შეეხებაა მოჭრას ჭრაა მეც კარგად ვიციი ბოძების ასეე როოო..... გავიდეთ მერეე... newsmile045.gif

პოსტის ავტორი: sabo73 Oct 24 2010, 19:40

ციტატა(ვიტო @ Oct 24 2010, 17:26) *
მოკლედ მანამ ავათ ვარ დას სახლიდან არ გავდივარ ვაგრძელებ საყოფაცხოვრებო სამუშაოებს,


იცი რა ლოზუნგი გამახსენდა?!
"საბჭოთა ავადმყოფი, ყველაზე ჯანმრთელი ავადმყოფია მსოფლიოში" newsmile015.gif


ციტატა(ვიტო @ Oct 24 2010, 17:26) *
ამასწინათ ვახსენე რომ ფაცხას ვაკეთებ სადაც უნდა ჩაგაცეცხლოთხოლმეთქო



აგაშენებს ღმერთი, დავისვენე, თორემ კინაღამ ვიფიქრე ფაცხა ბუდრუგანად გადააკეთეთქვა......................

პოსტის ავტორი: ჯეკო Oct 24 2010, 19:49

ვიტო მშვენიერი საქმე წამოგიწყია შე დალოცვილო newsmile027.gif newsmile027.gif small3d018.gif small3d018.gif რაღაცა იდეებიოს მოწოდება მეც შემიზლია დავფიქრდები wtfg.gif thinking.gif

პოსტის ავტორი: ჩიქო Oct 24 2010, 19:53

ჯეკო
აბაა მხატვარ დიზაინეროოოო, გადმოანთხიეე შენი ცოდნააა დაა შეხედულებაააა newsmile029.gif

პოსტის ავტორი: sabo73 Oct 24 2010, 19:57


ა , და ნახეთ, ჩემს და დევის პაწუა ეზოში, მოწყობილი ფაცხუკა. მთლად დიდი არ არის, მაგრამ ეზოს სივიწროვიდან გამომდინარე კიდევ კარგი გამოგვივიდა. ყოველ შემთხვევაში თავის საქმეს 5-იანზე ასრულებს. ძირითადი იდეის და ხერხემლის შემქმნელი, დევის სიმამრია, ბატონი ვალერი.

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

ესეც კიდევ განწყობისთვის, გატეხილი ქვევრისგან გაკეთებული გოჭუნა და იქიდან ამოსული ვარდი, რომელსაც გაზაფხულზე ვაზით ჩავანაცვლებთ.

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: ღლიღვა Oct 24 2010, 20:04

ციტატა(vito @ 24th October 2010 - 17:26) *
პ.ს. ისე ვინმე რამე საინტერესო თუ გიდგათ ეზოში ისეთი რაც ლოთობასთაბ ან ქართულ მამაპაპურ დიზაინთან ასოცირდება,
გინდათ მარანი იყოს, გინდათ რაიმე პატარა მოსაჯდომი კუთხე დაგედოთ ეგება ბიძიებო.....

ფოტოები ვეზებე და ჩემი ეზო ვერ ვნახე. მაგრამ ვნახე შარშანდელი ზაფხულის ფოტო, ტაბაწყურის ზევით რომ მქონდა მოწყობილი ვიგვამი newsmile090.gif აი ისიც. (ხარისხზე ბოდიში, ფოტო მობილით გადავიღე და მეტი უკეთესი ვერ გამოვიყვანე)

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 24 2010, 20:04

sabo73
საკაიფოა, გვერდი არ ჩანს და წნელის ბოძები მიწაზეა დადებუკლი თუ ბეტონზე?

პოსტის ავტორი: ღლიღვა Oct 24 2010, 20:07

ესაც მამპაპური მთატუშეტის სოფელი დართლო. პილებით აშენებული სახლუკა


sabo73
newsmile027.gif მაგარია !!!

პოსტის ავტორი: sabo73 Oct 24 2010, 20:30

ციტატა(ვიტო @ Oct 24 2010, 21:04) *
sabo73
საკაიფოა, გვერდი არ ჩანს და წნელის ბოძები მიწაზეა დადებუკლი თუ ბეტონზე?



აქ პატარა ეშმაკობაა ნახმარი: წნელის ბოძები არმატურაა, რომელიც მიწაშია ჩარჭობილი და ისეა ზედ თხილის ტოტები დახვეული, რომ თითქმის არ ჩანს.

რაც შეეხება შუაში გაფიშტირებულ თუთის ხეს. რაღაც ორიგინალობას სძენს, მაგრამ ძალიან ბებერი ხეა, რაღაც ძალას უკავია და ვერ ვხვდებით რას,რაღაცეებიც სცვივა და თავიდან მოჭრას ვფიქრობდით, მის ადგილას სხვის დარგვას. მარა გაგიგია? ერთმა მეზობლის ქალმა "ჩერეზ მოი ტრუპო"( მე მგონი დაკარგულ ქალიშვილობას აგონებს). ჰოდაააა ჩვენს ავდექით და დავტოვეთ.

მშენებლობის პროცესში ჩემმა უფროსმა ვაჟმა(რომელსაც იცნობს ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა), იდეა მოგვაწოდა: ეხლა მიაწერეთ ჭიშკარზე,"რესტორანი ფაცხები, იტალიურ ეზოშიო". მერე ადგა ბატონი ვალერი და ფაცხა მონათლა ჩემი შვილის სახელზე.

ეს იყო და ეს არის.

პოსტის ავტორი: გურიკა Oct 24 2010, 20:45

ძალიან მაგარი საქეიფო რამე გაგიკეთებია, შემოგევლა ძმის გულო. ყოჩაღი ხარ : kiss.gif kiss.gif გაგიმარჯოს და შენაირ ქართველ
ვაჭკაცებს. d778bc34f693c93907196ff195628213.gif f289947570463c1e91fa6db1b3f5472c.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Oct 24 2010, 21:47

ვიტო
მაგარია ვიტო!! აი საღოოლ რაა.. კარგი პროექტია, ქეიფი მომინდა.. newsmile05.gif newsmile029.gif

პოსტის ავტორი: ჯეკო Oct 25 2010, 11:23

ვიტო ჩიქომ დამირეკა (რადგან შენ ვერ გიკავშირდება) ხსნარი უშოვნია ლიტრი 9 ლარად, დაახლოებით 3 ლიტრი დაგვჭირდებაო დაა რომშემოვა თვითონ დაწერს ვრცლად

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 25 2010, 12:25

ჯეკო
ვა, კარგია, და რისი ხსნარი იშოვა? ცეცხლაწინააღმდეგო?

პოსტის ავტორი: ჯეკო Oct 25 2010, 12:42

ვიტო ხო ალბათ როდამირეკა მედზინა ნახევრად და ვერგავიგე წესიერად newsmile035.gif newsmile035.gif თითონ დაწერს საღამოს ეხლა უნიშია

პოსტის ავტორი: ჩიქო Oct 25 2010, 17:37

ვიტო
ესეიგიი რაა ხდებაა ვიტოჯან, იმ კაცმაა მაჩვენაა სერთიფიკატებიც, ინგლისურენოვანიი დაა ქართულენოვანიც, რამეთუ ამ ხსნარს{ANTIPYREN-FIRE RETARDANT, ecologically pure product}{ანტიპირენი-აალების საწინააღმდეგო საშუალება,ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი} შესწევს უნარიი:გაზარდოს ცეცხლმედეგობა და დაიცვას აალებისაგან:ხე,მუყაო,ქაღალდი,

ე რამდენიი ვწერეეე და სად გააქრო?


მოკლედ, ეს ხსნარი დასამუშავებელ ზედაპირს უზრდის სიმკვრივეს და შესაბამისად დაჭიანებისადმი მდგრადობასაც. ხსნარით დამუშავებული ზედაპირი უნდა გაშრეს დაახლოებით 24 სთ-ის განმავლობაში, რის შემდეგაც ინარჩუნებს ცეცხლგამძლე თვისებებს და წყალმედეგობას 10-12 წლის განმავლობაში. ხსნარის ხარჯი შეადგენს 1 კვადრატულ მეტრზე 0.1-0.3 ლიტრს.

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 25 2010, 18:15

ჩიქო

ციტატა(giorgi chiqobava @ 25th October 2010 - 18:37) *
ხსნარის ხარჯი შეადგენს 1 კვადრატულ მეტრზე 0.1-0.3 ლიტრს.

რაამბავია ტო, ეგ ალბათ სწორ ზედაპირზეა საუბარი, მე ალბათ 20 კვადრატამდე მექნება მარტო
ზედაპირი, ამას კიდევ ქვედა მხარე და შიგნით დასამუშავებელი, ეუ რას ამბობ ტო 10 ლიტრა არ მეყოფა newsmile05.gif''

ხვალ გადავზომავ ერთი ნორმალურად

პოსტის ავტორი: ჩიქო Oct 25 2010, 18:23

ვიტო
არაააა ეგ აბაზანაში უნდა ჩავასხათ დაა ისლიი იქ ამოვავლოთ.რავი ეგრე ღირდაა დაა, ერთთან იყოოო მარტოო მთელი ელიავაა დღეს შემოვიარეე, დაა სამთო ქიმიაშიც ვიყავიი თავიდან ეგებ იმათ იცოდნენ ან ქონდეთ ეგ ხსნარიი ტქოოო მარაა --არაოოო.....

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 25 2010, 18:44

ჩიქო
ელიავაზე არ იყო ტო?

აბაზანა კარგი აზრია მარა რამდენი უნდა ჩაასხა რო? შეიწოვს ეგრევე,
მგონი პულივიზატორით უფრო კარგად დაიფარება

პოსტის ავტორი: ჩიქო Oct 25 2010, 18:57

ვიტო
ელიავაზეე მივაგენიი მარტოო ერთს ქონდაა სხვაგან არ იყოოო.
ხოო ინსტრუქციაც თანაა მაქ გამომატანაა ეტიკეტიი იმ კაცმააა, პულივიზატორითაც შეიძლებაა

პოსტის ავტორი: ლევანი Oct 25 2010, 23:10

ციტატა(vito @ 25th October 2010 - 19:15) *
რაამბავია ტო, ეგ ალბათ სწორ ზედაპირზეა საუბარი, მე ალბათ 20 კვადრატამდე მექნება მარტო
ზედაპირი,

შენც მარტო ქვემოთა მხარე დაფარე. ზღვაზე..ბუნგალოებს თუ დაკვირვებიხარ??...იქ..ზემოდან სხვა ფენაა..და სახურავის ნაპირებზე...ცალკეა ჩამოძონძილი ლამაზად.....აი ეგენი დაამუშავე მაგითი..მეტი რად გინდა???...ეხლა მაყალს ნუ შეუდგავ მაინცდამაინ ქვეშ და არამგონია.... ისე დავთვრეთ...რომ სახურავზე დავიწყოთ ბიჩოკების სროლა.. ერთი დიდი საფერფლე აგვიშენე იქვე და ეგ იქნება. newsmile035.gif

პოსტის ავტორი: დემი Oct 26 2010, 09:57

ვიტო

გენაცვალე ჯიგარში, შემოქმედი კაცი ხარ, ამ დროის უკმარისობის გამო ვერ ვახერხებ ბევრ რამეს, თორემ ერთი შაბათობა შენსკენ მოსახმარებლად არ გვაწყენდა ჯიმა

პოსტის ავტორი: ლევანი Oct 26 2010, 12:41

ციტატა(demiko @ 26th October 2010 - 10:57) *
ამ დროის უკმარისობის გამო ვერ ვახერხებ ბევრ რამეს,

მაგია რომ მკლავს.... ხანდახან რომ ვკითხულობ ვიტოს პოსტებს ყველაფერს ვფიცავ კეთილი შურით მშურს(როგორც იტყვიან ხოლმე) ნეტა იმ დღეს მომასწრო...დილით გამოვიდე და ვთქვა..დღეს რა გავაკეთოთქო.. newsmile035.gif newsmile035.gif
მიდი ვიტო მიაწექი..სანამ მაგისი გასაქანი გაქვს..(ღმერთმა მოგცეს) მაგრამ ეგ მოწნული..ძველი კრამიტით რომ გადაგეხურა არ გიფიქრია???... ეგ უფრო ქართული და მაგ წნულის შესაფერი უნდა იყოს ჩემი შეხედულებით რათქმაუნდა.

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 26 2010, 16:50

ლევანი
კრამიტის შანსი არ არის, ბოძები ვერ გაუძლებს წონას, თან კრამიტს დიდი დაქანება უნდა და
ძალიან ბევრი ვალაქიტა დამჭირდება, თან ყველაფერი დასაშლელი და თავიდან ასაწყობი გახდება.
რაც არის იმას მივყვები რა, მგონი ისლზე შევჩერდები მაინც.

დღეს ბოძები მოვიტანე და არ მეყო ამის დედაც, მეგონა მოვრჩებოდი კარკასს

პ.ს. კარკასისის მერე ისევ დავასუფთავებ თემას თორე სამშენებლო ტემას დაემსგავსა newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Oct 26 2010, 18:05

და პლასტიკატის ფილები რომ დაადო კრამიტის ფორმები რომ აქვს არ ივარგებს თან მჩატეც არის

პოსტის ავტორი: ლევანი Oct 27 2010, 00:07

ჰერცოგი997
მართალია хвалю......хвалю.... newsmile035.gif newsmile035.gif ეგ კი წავიდოდა ალბათ მაგრამ ეგ ეღირება თუ ეღირება..

პოსტის ავტორი: sabo73 Oct 27 2010, 00:42

ციტატა(ლევანი @ Oct 27 2010, 01:07) *
ეგ კი წავიდოდა ალბათ მაგრამ ეგ ეღირება თუ ეღირება..


1 კვ.მ ---18 ფული.

პოსტის ავტორი: ჩელე Oct 27 2010, 02:13

ვიტო

ბიჯოოო, ადამიანოოო, კაცოოოო ცოტა სქელი ,,შპალები,, დაუდე და არაფერიც არ ჩაიღუნება. თავისი დაქანება კიდე მაინც ექნება და ის წყალი რაც ზე დაედინება, მაინც ჩამოვა ქვემოთ, თუმცაღა ისლიც კარგი ვარიანტია, მაგრამ იმას რათ არ ფიქრობ რომ შენთან ქარია ხოლმე, თან საკმაოდ ძლიერი....

პოსტის ავტორი: Maverick Oct 27 2010, 08:48

მე მომწონს ჰერცოგი997 -ს ვარიანტი, თიტომ თითო კვ რომ ვუგრევოთ ვიტალის, არც არაფერი მოგვივა, ვიტია რამდენი კვ-ია?


მაინც ჩვენ არ უნდა ვხეთქოთ იიქ?
ჩვენი წვლილიც შევიტანაოთ კაცს ფიზიკურად ვერ ვეხმარებით

პოსტის ავტორი: ჯეკო Oct 27 2010, 08:54

Maverick +100000000 ეგრეა რააა მაინც ჩვენთვის და ჩვენი სიყვარულობისთვის არ აკეთეებს?!

პოსტის ავტორი: ჩიქო Oct 27 2010, 12:20

ჩელე
ქარიან ამინდში ყველაზე კარგი ვარიანტი კრამიტიაა, ეს უკანასკნელი ისეე კარგად ეჭიდებაა ერთმანეთს როო ქარი ვერ ააძრობს newsmile045.gif

პოსტის ავტორი: sabo73 Oct 27 2010, 12:37

ციტატა(Maverick @ Oct 27 2010, 09:48) *
მე მომწონს ჰერცოგი997 -ს ვარიანტი, თიტომ თითო კვ რომ ვუგრევოთ ვიტალის, არც არაფერი მოგვივა, ვიტია რამდენი კვ-ია?


მაინც ჩვენ არ უნდა ვხეთქოთ იიქ?
ჩვენი წვლილიც შევიტანაოთ კაცს ფიზიკურად ვერ ვეხმარებით



ვეთანხმების ზემოთ გამოსულ ამხანაგებს, დამფუძნებლები თუ არა თანადამხურავები მაინც ვიქნებით.

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 27 2010, 20:34

ჩელე

ციტატა(chele @ 27th October 2010 - 03:13) *
ბიჯოოო, ადამიანოოო, კაცოოოო ცოტა სქელი ,,შპალები,, დაუდე და არაფერიც არ ჩაიღუნება

ამხანაგო - "მე ყველაზე მეტი ვიცი" - სქელ შპალებს სქელი ხის მოჭრა უნდა
და რაცხა არ მემეტება ტყეში შესვლა და შქელი ხეების მოჭრა, თან ამ სქელებს საყრდენებიც სქელები უნდა,
ასე რომ მთელი ტყის გაჩეხვას ნაღდად არ ვაპირებ ამ საქმის გულისთვის.

ციტატა(chele @ 27th October 2010 - 03:13) *
თავისი დაქანება კიდე მაინც ექნება და ის წყალი რაც ზე დაედინება, მაინც ჩამოვა ქვემოთ

და წვიმის წყალი ვინ ახსენა ამხანაგო - "მე ყველაზე მეტი ვიცი" -? ვინ გითხრა
რომ დაქანება მაგისთვის უნდა კრამიტს? თოვლია ჯანა მთავარი, თოვლი!!

ციტატა(chele @ 27th October 2010 - 03:13) *
მაგრამ იმას რათ არ ფიქრობ რომ შენთან ქარია ხოლმე, თან საკმაოდ ძლიერი....

და შენ გგონია რომ ეგ არ ვიფიქრე? და შენ თუ იფიქრე ამ ფაცხის ადგილმდებარეობა სხვებზე
კარგად უნდა ხვდებოდა და სად ნახე მანდ ქარი? და ქარი რომც იყოს რა გგონია რომ
ისლი უბრალოდ უნდა დაყარო სახურავზე და თავისით იქნება ეგრე?

ხომ ხედავ უკვე სამჯერ დაგამარცხე და რა გინდა? newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

დღეს დავასრულე საყრდენების დადგმაც, ეხლა ზევიდან გადასადები ხეები მინდა,
ბლიაძ, რა რუტინა ყოფილა ტო, არადა ძნელი არ არის მგრამ, რარაც რომ გაკლია მთელი
დღე გიცდება და მერე მაგრა ტეხავს, დღეს ფრიდრიხა მეჩხუბა და მანქანა ვერ ვეთხოვე თორემ მთლიან
კარკასს დავამთავრებდი, არადა რა გასალაშინებულ ტოტებს ვაძლევ უნდა ნახოთ რა newsmile05.gif

ისე კი გავწყდი წელში, მარტო ვარჭობდი ბოძებს უროთი newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ღლიღვა Nov 4 2010, 19:58

ეს თემა რატომ გაჩერდა ? ვიტო გაცერდა თუ სხვას არ ეხება ?

პოსტის ავტორი: ვიტო Nov 4 2010, 22:09

ღლიღვა
არა კაცო, რა გაჩერდა, უბრალოდ ბოლომდე არ დამთავრებულა, ამ დღეებში განახებთ რა და როგორ არის

მართლა ვერ ვპოულობ შესაბამის "ბალკებს გადახურვისთვის, უბრალოდ ხეები მეცოდება და შესაბამისს ვეძებ რა

პოსტის ავტორი: ღლიღვა Nov 5 2010, 10:42

ვიტო
აი ნეხლა ნათელი მოეფინა ვითარებას და მეც სიკეთის მოლოდინით ავივსე newsmile090.gif

პოსტის ავტორი: Ellimyst Mar 13 2015, 13:08

და ხავსი მოედო თემას )

პოსტის ავტორი: kajuberi Mar 13 2015, 13:11

თან მაგრად D.gif D.gif

პოსტის ავტორი: Ellimyst Mar 13 2015, 17:53

ამ თემასთან დაკავშირებით კარგი გეგმები მაქვს და იმედია მაისი-ივნისიდან დავდებ საინტერესო ინფოებს ))

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)