ამ თემაში ვისაუბროთ ღვინოზე, ღვინო წმინდა სითხეა, ღვინით ეზიარებიან, ღვინით ილოცება დაბადება და სიკვდილიც, ასე რომ არ არსებობს ტერმინები-- "სუფთა ღვინო", "ნატურალური ღვინო" და ა.შ. არსებობს ღვთით დალოცვილი ღვინო და ჭყამპი(ამ უკანასკნელს საქართველოს მასშტაბით 95% საზკვების ადგილებში გასინჯავთ). ვინც ღვინოში შაქარს, წყალს(თუ შაქრიანობა არ ითხოვს ცოტას) და ათას მამაძაღლობას ურევს ჩემს თვალში რწმენის შემაგინებელია.
ვინ რომელ ღვინოს ანიჭებთ უპირატესობას. ძალიან არ დავკონკრეტდები, ჩამოვთვლი ზოგადად.
1.რქაწითელი "კახური" ჭაჭაზე დაყენებული ტანინიანი ყბებს რომ "ანგრევს" და მწვადზე რომ პირველია.წარაფიც აქ გავიყვანე.
2. რქაწითელი უდედოდ დაყენებული, იგივე ევროპულად, საქეიფოდ რომ კარგია მაგრამ ჰაერზე რომ უროიანი კაცი მოყვება
3. მანავი, მშვენიერი საქეიფო მაგრამ გასტრიტიანმა რომ არ უნდა დალიოს
4. ციცკა-ცოლიკაური, იიიიფფფფფ, ყველგან კარგია მაგრამ სართიჭალამდე უდა დალიო, :-))))
ყვარლის ქინძმარაულს ღვინო არ შეედრება დამიჯერეთ
სადესერტო ღვინო:
1.ხვანჭკარის "ხვანჭკარა"-ზალიან იშვიათია ნამდვილი რაჭული ხვანჩკარის შოვნა.
2. ხაშმის "საფერავი"- დევის სისხლივით რომ დუღს
3.ქართლის -"ალადასტური"
4. მეგრული "ოჯალეში"
წულუკიძის თეთრა + თევზი
რქაწითელი "კახური" ჭაჭაზე დაყენებული ტანინიანი ყბებს რომ "ანგრევს" + წალამზე შემწვარი მწვადი ზედ ბროწეულდაწურული.
იიიიიიიიიიიიიიიფფფფფფფფფფფ
ვარდისფერი და თეთრი ხარდანი, ორივე უიშვიათესი და გადაშენების პირას მდგარი ეგზემპლიარია,ასევე რაჭული უსახელაური.
საფერავის სახეობა ( თუ არვცდები) დირბულა.
გურული ჩხავერი.
ეს არვიცი რომელი კუთხისაა მაგრამ მაგარი რამეა თან იშვიათიც
ალიკარტა გაგიგიათ ამის შესახებ მე მაქვს ყოველ წელიწადს 15 -20 ლიტრამდე
ჯეკო
mixailo არა ქართულია ნამდვილად ვიცი დავაზუზტებ ყველაფერს და დავწერ წესიერად აუცილებლად
არაჭაჭაზე დაყენებული მსუბუქი საქეიფო თეთრი ღვინოები!
მე ბოლო რამდენიმე წელია... მხოლოდ ..საკუთარი ხელით დაწურულ მანავის მწვანეს მივირთმევ...(მანავის ციხის ძირში დაკრეფილს) ჭაჭაზე დაყენებული...უმაგრესი გამოდის.. და ყველაფერზეც მშვენივრად მიდის..მწვადზე განსაკუთრებით...
ხვანჩკარა და საფერავი!!!
მანავის მწვანე ოღონს ლეუშას დაწურული
ისე "ყოველდღიური მოხმარებისთვის" რქაწითელი რათქმაუნდა
რქაწითელი კახური და იმრული ციცქა-ცოლიკაური კარგ ქეიფში მაგრად მიდის
გააჩნია რომელ საათზე ჯდები საქეიფოდ და როდემდე აპირებ ქეიფს.
თუ მთელი ღამით გინდა დროის გატარება: 1 ოკამის ჩინური, 2. ატენური, 3. ციცქა-ცოლიკაური
თუ მხოლოდ რამდენიმე საათით აპირებ სუფრასთან ყოფნას, მაშინ ჩემი მეთოდით დაყენებული რქაწითელი
დირბულა თეთრიც და წითელიც ძალიან მაგარია............. მე მაგრად მიყვარს............
კლასიკური რქაწითელი, მანავის მწვანე და კოტეხი, მე ვთვლი რომ ღვინო კახელებისაა
აუ მე პირადად წარაფის ფანი ვარ რა....
წელს დავლიე პირველად ნამდვილი წარაფი და მინდა ვთქვა, რომ მე მსგავსი რამ არასდროს დამილევია....
საფერავი სიციცხლის ელექსირი.
გააჩნია რა სიტუაციაა. ჩვეულებრივ სუფრაზე რა თქმა უნდა რქაწითელი. მწვადთან წითელი ჯობია, ხვანჩკარა ან საფერავი. ისე სიტუაციას გააჩნია და ადესაზეც მაგრა ვკაიფობ (კახელებმა კომენტარი არ მოაყოლოთ )
ჭალიმგელა
ხმას არ ვიღებ
გურულოს დაყენებული " თეთრი ადესა" ძალიან მაგარი დასალევია და არცაა ასაგდები ბიჭებო
ნოსო
სად არის მერე აბა დაგვალევინოს და მერე ვიტყვით
კრახუნა, საქიფო ღვინოა რა და არა საწრუპი
კი იმერეთში ერთერთი ცნობილი ყურძნის ჯიშისა
ციცქა- ცოლიკაური ან ჩინური თეთრებში, შავებში ძელშავი ან ოჯალეში, ხვანჭკარა, ღვინო მარტო კახელების არ არის, პროსტო ბევრია!!
ყვარლის ნაღდი ქინძმარაული. ს.ს. ქინძმარაულის - ნახევრად ტკბილი.
ნამდვილი ხვანჩკარა,
ხაშმის საფერავი
1. რა თქმა უნდა ატენური (ხიდისთავი-ატენის)
2. მუჯურეთულ-ალექსანდროული
3. ხაშმის საფერავი, ქინძმარაული
4. რატევნის თავკვერი
აი ასე არის განაწილებული ღვინოები ადგილების მიხედვით!
1. ჩხავერი; - მეფეა!
2. თავკვერი; - მეფესავითაა!
2. საფერავი. - ვერ იქეიფებ!
ისე დიდი გამოცდილი არ ვარ მარა ერთი ის ვიცი რო სუფთა წვენს არაფერი ჯობია, ოჯახის ღვინოს გინდათ, რქაწითელი გინდა საფერავი და დირბულა მევასება
რატომღაც ძალიან
1. თაკვერი
2. ალექსანდროული-მუჯურეთული
3.რქაწითელი
ბარაქალა წინაპრებო ესეთი საოცარი ღვინოებიდან კიდე არჩევანის საშუალებაც რო გვა\ქვს
ა, იმერული ციცქა-ცოლიკაური და კრახუნა, სპერვა პადუმაი ა პატომ გავარი. ისე ჩემი აზრით ქარხნული წესით დამზადებულ რქაწითელს არაფერი ჯობია, მზეია მზეი. ისეთ განწყობაზე დამაყენეთ, რომ წავალ და გავარკვევ რომელი ჯობია
თავკვერი მირჩევნია ყველას
sachxere
როცა ისურვებ, არჩევანი შენია.
sachxere
გარკვევის პროცესში სუფრაზე ყველას თავისი აზრი ქონდა, ისეთი გარჩევები მოყვა კინაღამ სუფრა აგვერია, მივედით იმ დასკვნამდე, რომ გემოვნებაზე არ დაობ. დაძუყვნას რომ გადავრჩენოდი მაინც ზემო-იმერულ ციცქაცოლიკაურს მივანიჭეთ პრივილეგია, სრულ უმცირესობაში ვიყავი.
http://www.radikal.ru
ნოსო
ანაგაში ლიდა "ძიას " მოურწყავში მოყვანილი რქაწითელი, ქვევრის.............ღვინო კახური!!!!:newsmile090:
კაი სუფტა წვენს არაფერი ჯობა და რავიცი აბა ეს კი ჩემი აზრია, როგორც ღვინო რქაწითელი და ქვევრის ღვინოც მაგრად მომეწონა. იმდღეს დავლიე
ზაფხულსში ციცქა-ცოლიკაურს არაფერი ჯობია რა თქმა უნდა სუფთა თუ ნახე სადმე თხელი ღვინოა ზამთარსჰი კი მგონი რქაწიტელი არა??????????
ჩემის აზრით ზაფხულში წულუკიძის თეთრა...ზამთარში რქაწითელი (ქვევრის) უალტერნატივოა.....
კახურ ღვინო ჩემთვის მძიმე დასალევია მე უფრო დასავლეთის ღვინოები მომწონს ,, ციცკა-ცოლიკაური ,ოჯალეში... ,, ასევე ადესა აქ რა მოსატანია მაგრამ მე მევასება და მომკალით თუ გინდათ ,, ხოლო ისე 1 ჭიქა საჭმელთან საფერავს არაფერი ჯობს მამაჩემი წურავს ხოლმე ყოველ წელს მაგით ქეიფი სიგიჟეა და მაგარია საფერავი-კაბერნე ხოშიან
ლევანა90
თუ ადესა გევასება, 5 ლიტრა ჩემზე იყოს, საკუთარი ხეივნიდან. სუფთა წვენი, თბილისში დამწიფებული და დაწურული. 3-ჯერ მაქვს გურულების ადესა დამარცხებული
კახური ღვინო საქეიფო ნაღდად არ არის, ეგ წამალიაა და არა დასათრობი. კახელებს უთქვამთ: "ჯო კაი ღვინო 25 გრადუსზე დაბლა არ უნდა იყოს"_ო, ჰოდა მიდით ეხლა და დათვერით აბა 25გრადუსიანი ღვინით
!!!ადესა მიყვარს!!!:)
ოოო, აქ ისე გახურდა თემა, კაი ღვინის სურნელი ასდის, ყველამ თავისი ნაქები ღვინო წამოიღოს და დეგუსტციით განისაზღვრება რომელი სჯობს!!!
მგონი ცუდი აზრი არაა?(კონკურს)
მე მივესლმები სადეგუსტაციო კონკურსს...ახალი წლის წინა დღეებში....თან ახალი მოსავლით.(წელს ჩავარდნა მქონდა) გამოვდივარ საფერავით და მანავის მწვანით.
მართლა საინტერესო კონკურსი იქნება
მამაპაპური კახური ჯიგრული რქაწითელი მაქვს რა ნაღდი წვენი
ნუ ეხლაააააა. დამეთანხმებიტ ალბათ რომ. ქიზიყის, კერძოდ ტიბაანის. ძველი ანაგის, ხორნაბუჯის. რქაწითელს და საერთოთ რქაწითელს არაფერი სჯობს საქეიფოდ. და კიდევ ხაშმის საფერავი ხომ პირველია შავ ღვინოებში.
nanadirevi
ყველაფერი კარგად დაიწყე უბრალოდ სიტყვა შავი არაა მთალდ სწორი წითელი
მართალი ხარ ნოსო
მართალია მეღვინეობაში ტერმინი " შავი" არ არსებობს
თეთრი ხვანჩკარა, შუმის თეთრიც კაია
მანავის მწვანე - FOREVER...
წარაფი....
იასნა კახურ რქაწითელს
სუფთა შავი ოდესის ღვინოს არაფელი ჯობია
ლეკი
რა გინდა ეხლა, ყველა შენსავით საფერავზე და რქაწითელზე კი არ არი გაზრდილი
კუდიგორელი
ჩაგიგდებ ერთხელ ხელში
ლეკი
კუდიგორელი
დაილოცოს ჩვენი კახური მადლიანი ყურძნის წვენი(რქაწითელი). ჭიქას რო დაცლი და ერთი წვეთის დატოვებაც რო გენანება... იფფფფფფფ..... ხო მეთანხმები ავთო..
ლეკი
კხური რქაწითელი. იფ იფ
მოგესალმებით ოჩოპინტრეს გურმანებოოო, უპირატესობას კახურ ღვინოებს ვანიჭებ, თუმცა არანაკლებ ვაფასებ დირბულას, თავკვერს და ალადასტურს.
კრახუნა დაგილევიატ სვირული???
სვირის კრახუნა მართლა მაგარია
კარგ ალადასტურს დალევდა კაცი.
თან პარასკევია
ჰერცოგი997
მაგარია მაგარია რო იძახი მაგარიაო ჩამოიტანე და გაგვასინჯე ერთხელ
მერე ვიტყვით მაგარიათქო
ერთი რაც ვიცი ზესტაფონში ლავაცას ყავაა მაგარი და ვერცვერავინ შემედავებით ჰე ჰე ჰე
ძაან მაგარი
gacho
ხო მაგარი ლავაცას ყავა იციან ყანწით
gacho
რაის ყანწით კაცო არ გინახია?ეიღე-წეიღე-ში მიხვალ და უცბაშათ მოგართმევენ ყავას და ავსტრალიურ ღვეზელს
უი ბიჯო ვაოფებთ მაგრა ეე
კაი მოვრჩეთ თორე დაგვჭიპავენ
აწი სასმელს აღარა ვსვამ, ხალხოოოო! ეს რა ქნა ამ დიდებულმა ადამიანმა! ძმაო, მეგობარო, ბატონო, შენ ნადირობა-თევზაობაზეც თუ ამოდენა სიახლეებს შემოგვთავაზებ, აქ ალბათ აღარ დაგვედგომება. ვაღიარებ და ვაფასებ ამ ყოველივეს.
newfolder
აუუუუ ამდენს რა დალეეევს !!!! მოვასწრებ კი
მდიდარია ეს ჩვენი დალოცვილი ქვეყანა და რაღაცა უჯიშო ნაგავს კიდე გვტენიან ხან საიდან ხან საიდან !!!! мама ибала !!!!!!!! (გრამატიკულად არ ჩამისწოროთ ეგრეა )
კარდენახის წარაფს არაფერი შეედრება ვინც არ იცის წარაფის შესახებ მინდა ცოტა ინფორმაცია მივაწოდო!!!! წარაფის ღვინოს აყენებენ მხოლოდ გურჯაანის რ-ნი სოფ კარდენახში . წარაფი არის ადგილი სადაც უფრო მეტად მცხუნვარე და ქვაღორღიანი მიწაა დგას ჩვეულებრივი რქაწითელის ყურძენი ,მარტო იმ მიწაზე მოყვანილ ყურძენს ეწოდება წარაფი
newfolder
ძალზედ სასარგებლო ინფორმაციაა,გმადლობ!
ღვინის სიყვარული
ეს იყო ქვეყანა, რომელმაც ღვინო დაივიწყა და დაიტოვა მხოლოდ სადღეგრძელო. ეს სისულელე იყო, ვინაიდან მთელმა მსოფლიომ დაადასტურა, რომ ღვინო აქ მოიგონეს, რაც, მართალია, ეწინააღმდეგება ბიბლიას, მაგრამ არ გამორიცხავს იმას, რომ აქ უფრო ადრე ჩაჭყლიტეს ყურძენი თიხის ჭურჭელში, ვიდრე იქ. თანაც, აქ ისე არა თვრებოდნენ, რომ თავისი ქალიშვილები ვერ ეცნოთ. ლოტი რომ გაილეშა, ამ მხარეში კარგა ხნის ნასწავლი ექნებოდათ არგალეშვის ხელოვნება. რვა, ათი, ოცი ათასი წლის წინანდელ, მიწაში დაფლულ და არქეოლოგთაგან აღმოჩენილ ჭურჭლებში ყურძნის წიპწებია ჩარჩენილი. ერთხელ, ერთ არქეოლოგიურ ექსპედიციაში, ქვეყნის მაშინდელი მეთაური მოვიდა და ქეიფიც ატყდა. შუა სმაში არქეოლოგებმა გამოიტანეს ექვსი ათასი წლის უცნაური რამ სასმისი, თიხისა, ზიარჭურჭლის ყაიდაზე ნაძერწი ძველ ოსტატთა მიერ, მეტად ლამაზი და გაუბზარავი ასეულ საუკუნოთა განმავლობაში. ამის დამნახავმა ქვეყნის მეთაურმა ყელში მობჯენილ ბურთს ვეღარაფერი მოუხერხა, არქეოლოგებმა კი უთხრეს, ამ სასმურით ექვსი ათასი წელიწადია, არავის დაულევნია და მოდი, ახლა თქვენ დალიეთ ამ ჩვენი ქვეყნის სადღეგრძელოო. გულაჩქროლებული თავკაცი მოწიწებით დასცქეროდა სასმურს, მერე დასუნა კიდეც და ცრემლი ვეღარ შეიკავა, დახეთ, ბიჭებო, ვინა ვართ და რა ვართ, ამდენი საუკუნეა და ამ კოხტა სასმისს ნუნუას სუნი მაინც ასდისო. ყველამ აიტაცა ეს ამბავი, თუმცა აღარ გაუმხელიათ, რომ ამ ძველი სასმურით წარამარა სვამდნენ ღვინოს.
ღვინო იყო ერთი რამ განსაკუთრებულობა, რაც ამ ქვეყანას გააჩნდა სწორედ იმ ძველთაძველ დროიდან, ვინაიდან ღვინო იყო წყალი და წყალი იყო ღვინო. თუკი რამ იყო სუფთა, ალალი და პატიოსანი ამ ქვეყანაში, იყო ღვინო. ყოველ გლეხსა თუ თავადს შინავე ჰქონდა თავისი წილი ღვინო, რომელიც მის პატიოსნებას გამოხატავდა. პატიოსნებას კი გამოხატავდა იმ ბუნებრიობით, რაგვარი ბუნებრიობითაც იშვა ღვინო, დაიწურა ყურძენი, ადუღდა და დადგა. მთელი გზა ღვინის დაყენებისა იყო უაღრესად პატიოსანი და ყოველგვარი ეშმაკობის გარეშე, ვინაიდან ღვინო იყო ღირსება კაცისა. ის დრო იყო, როცა ღვინოში წყალს არ გაურევდნენ. წყალგარეულს ხომ არ მისთავაზებდი ვინმეს. გლეხებს უყვარდათ ხოლმე, რომ უკვე ხელადაში ჩაურევდნენ ხოლმე ცოტა წყალს, რათა სამხრობისას არ შემთვრალიყვნენ და სამუშაოზე წელი არ მოსწყვეტოდათ. ამას შუა ღვინო ერქვა და ეს იყო და ესა. ღვინის უვარგისობა დიდი სირცხვილი იყო. ერთხელ თქვა აკაკი წერეთელმა უვარგის ღვინოზე, სადილამდე ეს ღვინო თეთრი იყო, სადილზე კი შერცხვა და გაწითლდაო. უვარგის ღვინოს ისე დასცინებდნენ, რომ საუკუნეებს გადასწვდებოდა.
ეს იყო ძველათ, სანამ აქაურები ღვინის გაყიდვას დაიწყებდნენ. იმ გაყიდვაშიც თავიდან პატიოსნება იყო. ერთმა ვაჭარმა გაოცებით ჰკითხა კნიაზ ალექსანდრე ჭავჭავაძეს, ამ წინანდლის ღვინოს რომ ჰყიდი, უკეთესს რას ყიდულობო. ღვინის გაყიდვა კიდევ იმან გამოიწვია, რომ ქვეყანა სასოფლო ქვეყნიდან საქალაქოდ გადაკეთდა და ქალაქში კიდევ ცოტამ იცოდა ნამდვილი ღვინის ანუ პატიოსნებისა და ღირსების გემო. გლეხობაც თანდათან გაეშმაკდა, იმათ არ იციან და ჩვენი რა გადასახდელიაო. ასე გაჩნდა შინაური ღვინო კარგი ხალხისთვის, რომელიც საკუთრივ შენს ღირსებასა და პატიოსნებას აღნიშნავდა, და გასაყიდი ღვინო, რომელიც მყიდველის ბითურობას მიანიშნებდა. ღვინო აღარ იყო წყალი, ღვინო იყო მხოლოდღა თრობა, რასაც გვიდასტურებს კიდეც რუსი მწერალი ველიჩკო. თრობაში წამოიზარდა სადღეგრძელოც, რომელიც ძველადაც ყოფილიყო, როგორც დალოცვა, ოღონდ კი ერთმანეთისა. სულ ძველად მღვდელი დალოცავდა ხოლმე სუფრას შემომსხდარ ხალხს, მერე და მერე კიდევ უბრალო ხალხიც შეუთამამდა, ჩვენც დავლოცავთო. ასე გაჩნდა სუფრის თავადი, თავადა, თუ თამადა, რასაც მერე პირდაპირ ოსმალური სუფრის გამრიგე _ ტოლუმბაშიც _ დაერქვა.
რახან ღვინო შეიქნა ოდენ სათრობი და არა გემო, ცხოვრება, პატიოსნება და წესი ცხოვრებისა, ამიტომ იმძლავრა სადღეგრძელომ, სხვანაირად კი _ ტოსტმა, ანუ იმგვარმა დალოცვამ, რომელიც არც დალოცვაა, არამედ ხოტბა და ზღაპარი, მთვრალ კაცს რომ მოუვა თავში გვერდით მჯდომისთვის სათქმელად. ამას ისიც მოჰყვა, რომ საჭირო შეიქნა ყოველი გვერდით მჯდომის დალოცვა, რადგან, თუ ერთით დალოცავდი ყველას, სათრობად არ გეყოფოდა, ცალ-ცალკე თუ დალოცავდი და, კარგადაც დათვრებოდი. დამთვრალი კიდევ გადასწვდებოდი სხვებსაც ამ დღეგრძელობის სურვილით და გადათვრებოდი ისე, რომ ადღეგრძელებდი მთვარესაც, რომელსაც არ ესმოდა შენი სიტყვები, და ხმალ-ხანჯალსაც და წინაპარსაც. მთელ ამ სადღეგრძელოებში ყველაზე მართალი იყო შესანდობარი აწ გარდაცვლილთა, რომელიც ასევე ძველ მღვდელთაგან გამოჰყოლოდა სუფრას.
ასე რომ, სადღეგრძელომ თანდათან დაამარცხა ღვინო, ვითარცა საშუალება კაცის თავის ფიქრში ჩაღრმავებისა და მსმელებს დიახაც უხაროდათ, ახ, გუშინ კარგი ღვინო დავლიეთო, მაგრამ ცუდი ღვინის სმისასაც ცხვირს არ აიბზუებდნენ. ასე რომ, ღვინო, ვითარცა ჯადოსნობა ბუნებისა, გაჰქრა და მის ადგილას დარჩა თრობა და სადღეგრძელო, სხვანაირად გამოხატვა მოგონილი ცხოვრებისა, რომელსაც ღვინოსთან დააკავშირებს ოდენ ცხოვრების უკეთ მოგონების სურვილი. თორემ ადრევე გვიდასტურებდა უილიამ შექსპირი, სადღეგრძელო არაფერს ნიშნავსო. ნიშნავს მხოლოდ თრობა, რომელიც კაცს ალაპარაკებს, თრობისა კი სხვა ათასი რამეც არსებობს.
ესე ყოველი მომხდარა კომუნისტების გამეფებამდე, თუმცაღა ამათ ხელში საბოლოოდ დათავებულა. რადგან ამათ გეგმა დაუწესებიათ, ამდენი და ამდენი ღვინო უნდა გაიყიდოსო, და მიეცა ღვინოს თამამად წყალი და მიეცა შაქარი და ათასგვარი ხერხი, რათა ოდენობა შექმნილიყო. ის ძველი ნამდვილი ღვინო, ღვინო ღირსებისა დარჩენილიყო მხოლოდ აქა-იქ, ისიც ისევ გლეხებში, ქვევრში შენახული და იმას სხვანაირი ამბავიც დაენარჩუნებინა, ოღონდ ვინღა შეამჩნევდა ამის სხვა დანიშნულებას, დავიწყნოდათ და ახალი წესით მიირთმევდნენ. ათასგვარი ფხვნილებიც მოგონილა ღვინისთვის, რათა უკეთ გაძლოსო, იმიტომ რომ, ის ძველი და ნამდვილი ღვინო არ იყო ბოთლ-შუშაში შესანახი. თიხისთვის იყო და ტიკჭორით კიდევ მიმოჰქონდათ, ისევე როგორც რუმბით. ჭეშმარიტად ისე გამოვიდა, როგორც თქმულია, ძველ ტიკებში ახალი ღვინო არ ჩაისხმევაო.
სადღეგრძელო კი ისე გათამამდა, რომ ღვინის გარეშეც მთავარ ამბად შეიქნა კაცთა შორის ლაპარაკისას. ღვინო დაივიწყეს, იმის ფიალები და თასები, იმის დოქები და იმის ჩაფიქრებები, იმის მეგობრობა კაცთან და იმით მოცემული სიმხნევე და სიკეთე, იმით გამოფხიზლება და იმით დაბანა პირისა გაჰქრა. იმის ყანწები სხვა რამით გაივსო და იმან გულს დამბლა მისცა და არა სიცოცხლე.
ის ლამაზი საგნეულობა, რაც ღვინოს ახლდა თან, რათა ღვინო ყოფილიყო ღვინო, გაჰქრა სადღაც, მუზეუმებში დაალაგეს. ასე, ორასი წლის წინათ დოქებს ყელები დაუწვრილეს და დაარქვეს ყარყარა და ჭინჭილა _ წვრილად გადმომავალი ყელიდან უფრო დაითრობიო. გაჰქრა პირმოხსნილი ფიალა, რომელშიაც ხედავდი ღვინოსა და ცხოვრებას მთლიანად, თუ დაჰხედავდი ზემოდან. ყელწვრილა დოქებში კი არ სჩანდა, რას სვამდი. ფიალაში ღვინო დამდგარიყო, როგორც სიმშვიდე დადგება ხოლმე და ირხევა ლამაზად, მდორედ და კეთილად. ერთი ყლუპი თუ გახლავს ის ფიალა, ყლუპი ცხოვრებისა და არა მოგონილისა. გემო იმ ძველი ღვინისა კი თუკია დარჩენილი სადმე, რათა ჩამოჯდე და მოსვა და სვა ნელ-ნელა, წრუპო, ვითარცა ძველად იტყოდნენ, რათა უკეთ ჩაუფიქრდე ღირსებისა და პატიოსნების ამბავს, სხვანაირად კი ცხოვრებას, ისე გემო თავს მალავს, ეგრე აღარ გამოგიჩნდება.
იმიტომ, რომ ღვინო დაივიწყეს.
აკა მორჩილაძე
ნაწყვეტი რომანიდან "ვენერას სიზმარი"
რქაწითელი კახური(აბა ევროპულს გვინო არ ქვია,ლიმონათია),ახასშენი,მუკუ
მუკუზანი.ახასჰენი ერთადერთი გვინოა საქარტველოში(ფაფრის მინდვირის)რომალიც მხოლოდ მაშინ გამოდის თუ ყურძენში 45 პროცენტია შაქრიანობა.დარარჩენი გვინოებისთვითვის 23პროცენტიც საკმარისია))
შეცდომებისტვის უკაცრავათ)))ეგ ახაშენი მაქვს დალეული
ციცქა–ცოლიკაური ჩხარი თერჯოლა და რათქმა უნდა რქაწითელი
ბიძაჩემის დაყენებულს :D:D:D:D
უსახელაური - 2 ჯერ დავაგემოვნე და იმის მერე , მხოლოდ მაგას ვაფასებ
თან მეღვინე ვარ (4 კურს დავხურე იეს)
მე ციცქა-ცოლიკაურს ვანიჭებ უპირატესობას მინი ჭურჭელში დაყენებულს 3 ჯერ ან 4 ჯერ გადაწმინდავებულს ამაზე მაგარ საქეიფო ღვინოს ვერსად ნახავ
რქაწითელი ხომ მაგარია, მაგრამ 1.5 ლიტრას ვერ გაურბის კაცი და ეგ ტეხავს გააჩნია რა თქმა უნდა მსმელს
რომელიც ნატურალურია მე იმ გვინოს ვანიჭებ უპირატესობას.
ოჯალეში არის ძალიან მაგარიიი. ოგონდ არა დასათრობად. მანავის მწვანესს
მე ქართლის ღვინო მიყვარ... ჩინებული (ე.წ. ჩინური) საქეიფოდ მემგონი ყველაზე ნორმალურია... ჩვეულებრივად ევროპული წესით დაყენებული...
მე უსახელაური მიყვარს
მიუხედავად იმისა რომ ცოტა რაოდენობით მოდის და ფასიც კაი დიდი აქვს 1-2 ბოთლის დალევა სიამოვნებას განიჭებს მართალია 50 კაციან სუფრაზე შეიძლება 200 ბოთლი წაგივიდეს მაგრამ ზატო სიამოვნებაა
პ.ს 1 -ბოთლის ფასი 100$ ა თუ არ ვცცდები
კარდანახის წარაფს არცერთი ღვინო არ ჯობია, ოღონდ უნდა იტანდეს კაცი თორე ბომბაა
ყველა ქართულ ჯიშს თავისი ეშხი აქვს და ყველას თავისი მსმელი ჰყავს. უძლიერესი ღვინო გვაქვს ყველა კუთხეში.
მთავარია ნამდვილმა მცოდნემ დააყენოს ღვინო. მადლიანი საქმეა და შრომაც ბევრი ჭირდება, მოვლა და პატონობა სანამ ნამდვილი ღვინო დადგება, მერე სათანადოთ დაბინავება. რათქმაუნდა ვისაც ეკუთვნის იმის მუცელში
მე პირადათ მაგრად მომწონს ქართლული ღვინის სახეობანი. გორული მწვანე და ჩინებული, ერთად მშვენიერი დუეტია
ალაზნის ველი წითელი
მმმ...რთული საკითხია არვიცი თუ როგორ შეიძლება დავიწუნო რომელიმე ღვინო (მე რაღათქმაუნდა ღვინოზე მაქვს საუბარი და არა...რა ვუწოდო?! კამოპოტი? ) ! ყველა თავისებურად უგემრიელესია,მეტსაც ვიტყვი! ერთი და იგივე ყურძნის ღვინო შეიძლება რადიკალურად განსხვავდებოდეს, გააჩნია ვინ დააყენებს. არვიცი რატომ მაგრამ კარგად დამამახსოვრდა "კრახუნა" ყვარელში გაგვასინჯა ერთმა კაი ადამიანმა.
მგონი მაგარი იდეა მომივიდა. წელს ვაპირებ მანავის დაწურვას(საერთოდ მარტო მაგ ღვინოს ვწურავ) ჩავატაროთ საახალწლოდ დიდი დეგუსტაცია და ჩვენი ღვინოებით გამოვიდეთ არენაზე. საუკეთესოები დავაჯილდოვოთ.(ნომინაციებში) კაი პურიჭამაც შეგვრჩება და პატარა ღვინის ფესტივალიც გამოგვივა. რათქმაუნდა ოჩოპინტრული.
მე..თამამად გამოვალ ჩემი ღვინით. ნაღდად ვიცი თავს არ მოვიჭრი.
ზაფხულის სიცხეში მანავის მწვანე,ჩინური,ატენური, რქაწითელი და მუდამ რქაწითელი.
ღვინო კაია ყველა რომელსაც დალევ ამ სიცხეში ლუდის სმას კარგი ცივი რქაწითელი როგორია ჰა
წელს რავი ცოტა შეიცვალა ჩემი გემოვნება ადრე უბრალოდ ვერ ვსვამდი კახურ რქაწითელს ტანინიანს და წელს ვთვლი რომ იდიალური საქეიფო ღვინოა
ასევე კრახუნა, ციცქა, ცოლიკაური იდიალურია ჩემთვის
პრობლემა არ არის გავაკეთოთ თუ გინდათ ღვინის ფესტივალის პონტში რამე მაგრამ მოვიფიქროდ სად და ყველამ თავისი ღვინოებით მობრძანდეს და შემდეგ კარგი მეორე განყოფილებაც მე რამდენიმე წლის დაძველებით მაქვს ღვინოები თუთო ეგზემპლარს გამოვალ მეტს ვერ შეველევი
ჩემთვის კაი ჩაციებული ტანინიანი რქაწითელია პირველი!
Fishman
კი მწვადთან ერთად იკისრე თან და კლუბის წევრობაც გარანტირებული გაქვს
აა კლუბის წევრობის მსურველები
ტანინიანი რქაწითელი
საუკეთესოა გულისთვის , სისხლ-ძარღვებისთვის (1-1.5ლიტრი , ადამიანზე )
Fishman
შენ კი არა ჩვენ თ
ბერნარდ??
ციცქა ცოლიკაური, რქაწიტელი და კიდე რაღაც რაღაცეებიც მომწონს ძირითადათ ეს ორი სახეობას ვანიჭებ უპირატესობას.
ღვინოს დამფასებლებო გასინჯეთ "ბლექის" მანავის მწვანე არ ინანებთ
პ.ს. ეჰ მე ვერ გავსინჯავ კიდევ კაი ხანი :(
თუ მაინც და მაინც ღვინოა,კაი ურწყავი,მშრალი ჩინური.ან გორული მწვანე. მშრალი..უფ..ამ სიცხეში კაი ცივი კაი გუდის ყველი,შუშა კიტრი და პიცხინა შოთი სერი.უფ ცოცხალიც და ეგა.რომ დასხავ და ჭიქს რომ ორთქლავს....იფ
3 ჭიქის მერე შამაიტანენ))
Fishman
ეჰ ერთი თვე მალე გაიფრენს მე ცოტა სხვა პონტში ვარ
იაშკა
+1 ღვინის საკითხში
არა დასათრობი ღვინოსი არ მწამს მე... ღვინო იმისთვის ვიცი მე რო დათვრე...
3 ჭიქა ხვანჭკარა და მეტი აღარ უნდა დალიო : )))
samo
ხვანჭკარა არ დამილევია არასდროს და არვიცი...
ნამდვილ კახურ რქაწითელს საქეიფიდ ღვინო არ ჯობია (ჭაჭა 5-7 დღეს ეცლება კახური "რეცეპტით")
ხოლო ჯანმრთელობისთვის საფერავი, 1 ჭიქა საგამოს ყოველ დღე დალიეთ და დაივიწყეთ გულის პრობლემები (სასტიკად არ შეილება საფერავით დათრობა)
ასევე კარგია უდედოდ (ანუ ჭაჭა 1 დგესვე ეცლება) დაყენებული რქაწითელი, კახეთში მას ქალების ღვინოს ეძახიან, რადგან ტკბილი და ნაკლებად მათრობელაა, თუმცა არც კაცები ამბობენ ასეთ ღვინოზე უარს.
გორული მწვანე და ჩინური...
ციცქა-ცოლიკაური,საფერავი.
რა თქმა უნდა ქართლის ღვინოს! ატენური ჩემთვის ნომერ პირველია! საერთოდ ფროფესიონალის მიერ დაყენებულ ყველა ღვინოს გეახლებით, კრახუნა, ჩხავერი, ალადასტური, მანავის მწვანე,ქისი და ყველა ძვირფასი ღვინო!
პ.ს. პირადად ჩემთვის მხოლოდ ნატურალური ღვინო არ ნიშნავს კარგ ღვინოს! ღვინო უნდა იყოს სწორად დაყენებული, კარგი მწიფე და შესაბამისი შაქრიანობის მქონე ყურძნისგან დამზადებული!
მანავის მწვანე ყველას მირჩევნია
რქაწითწლი კახეთი ფორევა
20% მანავის მწვანე 80% რქაწითელი, ღვინო გამოდის კანFეტკაა ნუუუ
კ ა რ გ ს !!!!!!!!!!!
კარდენახის ახოების რქაწითელი (წარაფი ეგრედ წოდებული) მაისამდე ქვევრში დაყენებული. ლაგოდეხისა და ყვარლის მიდამოებში მოყვანილი ქისი და ხიხვი. გურჯაანში მოყვანილი კახური მწვანე (რასაც მანავის მწვანეს ეძახით) მეწმუნეთ გურჯაანის ჯობია. საფერავიც ალბათ გურჯაანის ვიდრე საგარეჯოსი.
ჩხავერი
ზესტაფონში მომიყვნენ.იმერელი თავის კახელ მძახალს ეტრაბახებოდა ისეთი ღვინო უნდა დაგალევინო ცხოვრებაში რო არ დაგილევიაო.ჯო ეგეთი რა უნდა იყოსო და ციცქაცოლიკაურიო.დედითქვენის
ერთი ხო კარგი გქონდათ ეხლა მეორე აურიეთ შიგო.ღვინო მონადირე ძაღლისა არ იყოს ყველა კარგია მთავარია როგორ მოიხმარ.
იმას რასაც ეხლა დავწერ დარწმუნებული ვარ რომ ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდება! იმერულ ღვინოს და კერძოდ დასავლეთ საქართველოს ღვინოებს საკმაოდ ქონდა საბჭოთა პერიოდში და უკანასკნელ 2-3 საუკუნის მანძილზე სახელი გაფუჭებული, ნამდვილი უმაღლესი ხარისხის იმერული ღვინო, რომელიც ორდინალურ ღვინოებში გადის ბევრ კახურ ღვინოს ჩამოიტოვებს ხარისხით და გემოვნებით, დასავლეთში ძირითადად წყალ-წყალა ღვინო არის სიმწირის და სიძუნწის ამბავი, კერძოდ, მაგალითად გურიაში ჩხავერის რთველი რეალურად ნოემბრის შუა რიცხვებში უწევს(მაშინ როცა კახეთის ზოგ რეგიონში უკვე ამ წლის ღვინოს სვამენ), ამ დროს ყურძენი არის გურიის მაღალმთიან რეგიონში მწიფე, სამაგიეროდ გამოსავალი საკმაოდ მცირეა, შეიძლება 30% კი, ვიდრე ადრეულ შემოდგომაზე გამოვიდოდა, მაგრამ ღვინო უმაღლესი ხარისხის, მაგრამ სწორედ სიწუწკის გამო 95% ადრეულ შემოდგომაზე იწყებს რთველს, სწორედ ეს არის იმის ძირითადი მიზეზი, როდესაც ნაკლებადმწიფე და ნაკლებშაქრიან ღვინოდ იცნობს ბევრი თქვენთაგანი, უხთებოდათ შაქრის დამატება და სხვადასხვა ქიმიური პროცედურების ჩართვა , გარდა ამისა თვითონ მოსავლის სიმრავლეც! კახეთის რეგიონში ოჯახებს ჰექტრობით ააქვთ ვენახები, იქ მიწის საკმაო ფართობია ამისათვის, რასაც ვერ ვიტყვი დასავლეთ საქართველოზე! კახეთში ოჯახს ტონაზე მეტი ღვინო აქვს, დასავლეთში?????? ამიტომაც ააც ნათხოვარ ჭაჭაზე დაყენებული ღვინის ამბებია! დამიჯერეთ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში უძვირფასესი ღვინოებია, თუ ყველანაირი წესის დაცვით დავაყენებთ და დავაძველებთ! ასე რომ ................................ ისე ციცქა ცოლიკაური საქართველოში ყველაზე საუკეთესო საშამპანურე მასალაა, რომლისგანაც საექსპორტო შამპანური მზადდებოდა ერთ დროს ქართველები საკმაოდ ეგოისტები და სუბიექტურები ვართ და ყველას ჩვენი მხარის ღვინო მოგვწონს(და არა მარტო ღვინო!)
გრიზლი
არა მარტო არ გეწინააღმდეგები..სრულიად გეთანხმები კიდეც.
ახლობლები მყავს წარმოშობით ზესტაფონიდან. მამაპაპისეული სახლ-კარები ზესტაფონში აქვთ და მაგრადაც უყვართ ეგ დარგი.. რასაც მეღვინეობა ქვია. აკეთებენ ღვინოს ისე..როგორც საჭიროა.. აქვთ მაგისი საშუალება(ღმერთმა ბევრი მიცეთ) და იციან როგორც უნდა დამზადდეს ნამდვილი და მაღალხარისხიანი ღვინო. აი მაგათი მორთმეული ციცქა(ცალკე) ცოლიკაური(ცალკე) და ციცქა-ცოლიკაური(შერეული) ღვინო მქონდა შარშან. მე მანავში მაქვს სოფელი და ვიცი რაც არის მართლა მაღალი დონის გინდა მანავის მწვანე და გინდა კარდენახის წარაფი. მოკლედ..კახურ ღვინოზე ვარ გაზრდილი. მაგრამ დასავლეთის ღვინომ...მაგარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ნამდვილად არ დავიწყებ არაფრის მტკიცებას..ეს ჯობია თუ ის..მაგრამ ის ციცაქ-ცოლიკაური..სუპერ ღვინოა. დანარჩენი გემოვნების საკითხია. ალბათ ჩემი დასკვნაც ეგ ინება.. თუ სწორად გააკეთებს ადამიანი ღვინოს...უამრავი ქართული ჯიში გვაქვს... რომელიც მსოფლიო დონეზე წინა რიგებში იქნებიან. უბრალოდ გეგმის გადაჭარბებით შესრულებამ(კომუნისტების დროს) გადაგვაჩვია კარგი ღვინის დამზადებას. "მაიც იყიდებოდა და არ გვეკიდა"?... კიდე კაი ეხლა გონზე მოდის ჩვენი მეღვინეობა. წყალწყალას და შაქარაშვილების დრო ისტორიას ბარდება.
ლეონ-ბლექი
კი ბატონო, მასეა, შენ კრახუნა უნდა ნახო რა მაგარია, და გურიაში უძვირფასესი ჯიშები იმ ავადსახსენებელმა "ადესამ"- იზაბელამ გადააშენა, ეხლა ჩხავერის კულტურაც აღადგინეს უკვე, გააშენეს, ქარხანაც არის და ჩამოასხეს, იყიდება და ერთი ბოთლი 30-35 ლარი ღირს, ბევრს გონია ღვინო ნატურალური უნდა იყოს და უკვე კარგია, მაგრამ ასე არ არის, მას ჭირდება საკმაო გამოცდილება, რომ დააყენო საუკეტესო ღვინო, ამავდროს თვითონ ყურძენიც უმაღლესი უნდა იყოს!
http://vinotheca.ge/?p=products&filter=1&it=258 აი მაგალითისთვის ეს ნიმუში ანდა ესეც, იმერული ოცხანური საფერე! http://vinotheca.ge/?p=products&filter=1&it=260
http://vinotheca.ge/?sstr=%E1%83%A9%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&p=search
გრიზლი
სუფრისთვის მეც კრახუნას ვარჩევ ძალიან სასიამოვნო დასალევია
ყველა ღვინო კარგია სუფთად და წესით დაყენებული
ღვინოვ კახურო ვარ შენი მსმელი, გინდ თეთრი იყავ და გინდა წითელი !
რაჭაში ჩემ მშობლიურ ქვიშარში გადასარევი ხვანჭკარა მოდის მაგრამ იმით დათრობა მტრისას ვენებს დაგიხეთქავს.ის უფრო სადესერტო ღვინოა.საქეიფოდ კახურ რქაწითელს არაფერი ჯობია.
''მიყვარს ჩხაზე მარცვლის შეცლა
მწიფე ზვრებში ხეტიალი
აქეთ ყიფიანის შავი
იქეთ თეთრა ცხვედიანის''ასეთი ჯიშის ვაზიც არსებობს გადმოღმა ლეჩხუმის რამოდენიმე სოფელში.
ლექსი ჩემი არ გეგონოთ მურმან ლებანიძესია.
ღვინო ცუდი არ არსებობს. არსებობს კარგი და საუკეთესო. მთავარია ნატურალური იყოს. და სასურველია ერთ წელზე მეტი დაძველებით.
საქართველოს ყველა მიკროზონის ღვინო მიყვარს და პატივს ვცემდაყენებულს შესაბამის მიკროზონაში მოყვანილი ჯიშებიდან. ქვევრის ყველაზე მეტად ქართული წესით დაყენებული (კახური,დასავლეთ საქართველოს და არსებობდა მესხური წესიც)
ჩემი კუთხის ხვანჩკარა მირჩევნია ბევრ ღვინოს
გორული მწვანე <3 ქართლის ღვინოს ღვინო არ მირჩევნია
ყვალა კარგ ღვინოს
ეხლა ისეთი დღეები მოდის ეს თემა წამოსაწევია, მე როგორც იმერელ კაცს ჩემი ღვინოები მირჩევნია ყველას, მაქვს ციცქა-ცოლიკოური და კრახუნა ეს უკანასკნელი უნიკალური ჯიშია ალბად ბევრს გაგისინჯავთ და უკმაყოფილო არ იქნებით. ამ საქმის დიდი მოყვარული ვარ მეღვინეობა ჩემ ოჯახში თაობიდან თაობებს გადმოეცემა, წელს გავაკეთე ექსპერიმენტალური ღვინო "ოცხანური საფერავი და სევილია " გამომივიდა მართლა საოცარი ღვინო არის ნახევრად მშრალი და აქვს განსხვავებული არომატი, ამ ახალ წელს დაიტესტება საქმეში როგორ გაართმევს თავს თავის მოვალეობას..
kardinal84 . ხომ გაგიგია ქებას ნახვა სჯობიაო. როგორც იარაღზე, ოპტიკაზე და ავტომობილზე ამ სფეროშიც ასე მარტივად არ დგას საკითხი. ისმის ტრადიციული კითხვა . "გააჩნია რისთვის გინდა" . სადესერტოდ. ალაფურჟენზე საწრუპად თუ მამაპაპურად გასაძღომად . ხოდა ღვინოებიც მრავალფეროვანია და ყველა კარგია თავის საქმეში. დაჟე ცოტა აცხარებულსაც თავისი დანიშნულება აქვს. ზაფხულში მიდის კიტრი-პამიდვრის სალათზე.
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)