თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ჯიშები _ რომელი ჯიშის ძაღლს მირჩევთ

პოსტის ავტორი: გიორგი Jul 10 2011, 22:36

მოკლედ ბოლო დღეები ვფიქრობ ამ ძაღლზე.... ანუ იაგდტერიერზე....
მე სანადიროდ არ დავდივარ აქტიურად... უფრო მინდა (დიდი) ეზოსთვის... და რას მირჩევთ ავიღო ??

პირობები:
1. დილა საღამო კაი კვება
2. ბინა ეზოში
3. წვრთნაზე და სწავლა განათლებაზე დრო ფიზიკურად არ მაქვს
4. გამოფენებზე მონაწილეობა პრობლემა არ არის

მოთხოვნები:
1. ეზოში მღრნელების და ქვეწარმავლების დევნა / დაჩაგვრა / განადგურება და სხვაგვარი შეურაცყოფის მიყენება
2. უცხო ხალხზე თითქმის იგივე რაც ზედა პუნქტში
3. დაბალი ბეწვი
4. შინაურებთან (მათ შორის პატარა დიშვილებთან) თბილი და გულის ამაჩუყებელი ურთიერთობა
5. ხვადი (?)

დამატებითი გარემოებები:
1. პარალელურად მყავს გერმანული ნაგაზი. ხვადი. (შეიძლება გავასხვისო)
2. ეზოში არის ვოლიერიც, მაგრა მირჩევნია რომ სულ აშვებული იყოს
3. დედაჩემს, ეზოში აქვს დარგული ბეეევრიიი ყვავილები და სხვაფასხვა მცენარეები


მოკლედ ასეთი ვითარებაა... და რას მირჩევთ ??

თუ სხვა რამე ჯიში ჯობია ჩემ შემთხვევაში ?!?!

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 10 2011, 22:44

აიყვანე, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ ძალიან ენერჯიული ძაღლია და დაგღლის.... მაგრამ პრინციპში ეზოში უნდა გყავდეს, მაგრამ სანამ ეზოში გეყოლება, სახლში ხომ უნდა გყავდეს?.....

პოსტის ავტორი: გიორგი Jul 10 2011, 22:56

ციტატა(chele @ 10th July 2011 - 23:44) *
მაგრამ სანამ ეზოში გეყოლება, სახლში ხომ უნდა გყავდეს?.....


უფრო ბალკონზე... სახლში არ გავაჩერებ...

ციტატა(chele @ 10th July 2011 - 23:44) *
რომ ძალიან ენერჯიული ძაღლია და დაგღლის...



ანუ ?? რა პონტში დამღლის ?? ხვადი მინდა თქო ხვადი !! newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: kupra Jul 10 2011, 23:08

აიყვანე აიყვანე ტოო მაგრა მევასება მეც ეს ჯიში მაგარი კაცოები არიან. newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 10 2011, 23:35

გიორგი

რა პონტში და ეხლავე აგიხსნი: ტარასა ხომ იცი? ჰოდა 2 ტარასა წარმოიდგინე....

პოსტის ავტორი: 919 Jul 10 2011, 23:54

გიორგი
რას ნიშნავს გერმანული ნაგაზი უნდა გაასხვისო :( ?
საერთოდ ძაღლი რად გჭIრდება ???

იაგტერიერი სახუმარო ჯიში არ არის! იმ გერმანულ ნაგაზს
თუ ვერ შეეწყო დილით ყრონტგამოჭმულს დაგახვედრებს.
ბავშვებზეც დიდად არ გიჟდებიან, თუ არ დაევასა ბავშვი
ერთ ღამეში ქრება.

დააფასე ნაგაზი და ბავშვსაც ღირსეული მცველი შეუნახე.
გიო, გერმანელი როგორ უნდა გაასხვისო???!!!

პოსტის ავტორი: გიორგი Jul 11 2011, 00:36

ციტატა(Gigs13 @ 11th July 2011 - 00:54) *
რას ნიშნავს გერმანული ნაგაზი უნდა გაასხვისო :( ?


ციტატა(Gigs13 @ 11th July 2011 - 00:54) *
გიო, გერმანელი როგორ უნდა გაასხვისო???!!!


სავარაუდოთ გავაჩუქებ "კაი ადამიანზე"

ციტატა(Gigs13 @ 11th July 2011 - 00:54) *
ბავშვებზეც დიდად არ გიჟდებიან


ეს ცუდია... ჰამაც ძალიან....

ციტატა(Gigs13 @ 11th July 2011 - 00:54) *
საერთოდ ძაღლი რად გჭIრდება ???


ციტატა(გიორგი @ 10th July 2011 - 23:36) *
1. ეზოში მღრნელების და ქვეწარმავლების დევნა / დაჩაგვრა / განადგურება და სხვაგვარი შეურაცყოფის მიყენება
2. უცხო ხალხზე თითქმის იგივე რაც ზედა პუნქტში



ციტატა(Gigs13 @ 11th July 2011 - 00:54) *
დააფასე ნაგაზი და ბავშვსაც ღირსეული მცველი შეუნახე.


ვერ შვრება ეს ჩემი ნაგაზი :( გაწვრთნა უნდა და მე მაგის თავი არა მაქვს... არადა ეხლაა მაგის დრო ზუსტად... 2 წლის ხდება (თუ გახდა უკვე)

პოსტის ავტორი: OQRO444 Jul 11 2011, 08:06

რისთვისაც შენ გინდა ნამდვილად გამოგადგება. აიყვანე + 1 newsmile027.gif

პოსტის ავტორი: Maverick Jul 11 2011, 08:14

ბავშვებთან არანაირი პრობლემა არ აქვს იაგდტერიერს, ძალიან გაწონასწორებული ფსიკიკის ძაღლია, არც თავს დააჩაგრინებს სხვას და ტყუილად არც სხვას დაჩაგრავს, ბავშვბთან პირიქითაც ხდება, მას სულ თამაში და მოძრაობა უნდა, ამიტომ იმ ეზოში სადაც ბავშვია და იყაგდ ტერიერი არავინ მოიწყენს

პოსტის ავტორი: გიორგი Jul 11 2011, 10:05

ხოდა თუ ეგრეა, მაშინ ფაქტიურად მინდა ერთი კაი იაგდტერიერის ლეკვი... ხვადი... საბუთებით, ლენტოჩკებით ს ბანტიკომ ი ბეზ ბანტიკა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 11 2011, 10:11

გიორგი
შენ დრათჰაარი გინდა დრათჰაარი, ოღონდ ჯერ არ იცი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გოგა Jul 11 2011, 10:17

ციტატა(Chalimgela @ 11th July 2011 - 11:11) *
შენ დრათჰაარი გინდა დრათჰაარი, ოღონდ ჯერ არ იცი

დრათხარს დიდი ბეწვი აქვს,მემგონი უფრო კურცხარი უნდა.
თან საკმაოდ დამჯერეა კურცხარი.
ისე მღრღნელების და ეგეთების განადგურებაში დრათხარი სერიოზულია

პოსტის ავტორი: 919 Jul 11 2011, 10:52

რაც მე იაგდებზე მაქვს წაკითხული და თვალით ნანახი იმას ვწერ.
ვიცი ზუსტად, რომ ამ ჯიშს ძალიან მკაცრად გაწვრთნა ესაჭიროება
და ისიც, რომ ოჯახში მხოლოდ ერთს აღიარებს პატრონად, მხოლოდ მას
უჯერებს...
გერმანული ნაგაზის გაწვრთნა თუ გაგიჭირდა იაგდს საერთოდ შეეშვი.
კი, იაგდები იწვრთვნებიან არაჩვეულებრიად, მაგრამ გერმანელი და ლაბრადორი
მაინც პლასტელინია (წვრთნის ამბავში) newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 11 2011, 14:12

ციტატა(919 @ Jul 11 2011, 11:52) *
ვიცი ზუსტად, რომ ამ ჯიშს ძალიან მკაცრად გაწვრთნა ესაჭიროება
...............
გერმანული ნაგაზის გაწვრთნა თუ გაგიჭირდა იაგდს საერთოდ შეეშვი.


+10000000 მართალი ხარ გიგა

პოსტის ავტორი: ნიკა Jul 11 2011, 14:21

არა

პოსტის ავტორი: გიორგი Jul 11 2011, 14:50

ციტატა(ჭალიმგელა @ Jul 11 2011, 11:11) *
გიორგი
შენ დრათჰაარი გინდა დრათჰაარი, ოღონდ ჯერ არ იცი newsmile05.gif



ჰმმმ კი ვიძახდი მეც დრათჰარი თქო, მაგრამ მერე ვითომ აზრი შემაცვლევინეს და მაგიტომაც ვკითხულობ აქ...

მოკლედ ეხლა გადავინაცვლებ დრათჰაარის თემაში newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 11 2011, 14:51

kiss.gif გიორგი

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jul 11 2011, 14:56

მაგ დათხარის ჩამსმელია ვითომ მანქანაში

პოსტის ავტორი: ნიკა Jul 11 2011, 14:58

ჰერცოგი997
სანადიროდ არ უნდა

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 11 2011, 17:59

ჰასკი გინდა შენ, ჰასკიიი....

პოსტის ავტორი: 919 Jul 11 2011, 20:07

მაშინ გიო, სკოჩ-ტერიერი გჭირდება რა newsmile045.gif
მაგარი ტიპები არიან: სიგნალიზაცია, მღრნელის მტერი
და შვაბრა newsmile045.gif http://www.google.com/search?q=Scotch-terrier&hl=en&client=safari&rls=en&prmd=ivns&source=lnms&tbm=isch&ei=iS0bTrbbG8ek-gbm97HXBw&sa=X&oi=mode_link&ct=mode&cd=2&ved=0CAsQ_AUoAQ&biw=1357&bih=768

ვისკი "Black & White" თუ გახსოვს?
აი ორი ძაღლი რომ ახატია - მმაგარი ტიპები არიან!

პოსტის ავტორი: Maverick Jul 11 2011, 20:11

გიო საერთოდ ძაღლი რად გინდა?
მღნელებისათვის დასუფთავებიდან გამოიძახე ხალხი და ისე მოწამლკავენ ეზოს მღნელი კი არა, ჩიტი აღარ იფრენს, დაცვისთვის კიდევ 025 და ეგაა

არც სეირნობა უნდა მაგათ და არც ჭამა newsmile035.gif

ეს ხუმრობით მაგრამ სერიოზულად კი გეტყვი შეეშვი რა მონადირე ჯიშებს არაა ეგ ჯიშები შენი საქმე, აი პლასტელინები ( newsmile035.gif newsmile035.gif ) კიდევ მოჟნა newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 11 2011, 20:21

მაშინ ზღარბი აიყვანე. გველებს დედას ტირობს მაააშ. იეჟიკ იეჟიკ

პოსტის ავტორი: khmaltevza Jul 11 2011, 20:51

შოტლანდიური ტერიერი მემგონი კარგი შემოთავაზება იყო newsmile05.gif

აი ლინკიც http://en.wikipedia.org/wiki/File:076._Scotch_Terrier.JPG

პოსტის ავტორი: kupra Jul 11 2011, 20:51

ციტატა(ჭალიმგელა @ Jul 11 2011, 21:21) *
მაშინ ზღარბი აიყვანე. გველებს დედას ტირობს მაააშ. იეჟიკ იეჟიკ

newsmile035.gif newsmile035.gif კაი იყო იოჟიკი აიყვანე newsmile027.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Jul 11 2011, 21:11

ხო დამცინეთ დამცინეთ newsmile035.gif newsmile035.gif


პოსტის ავტორი: 919 Jul 11 2011, 21:27

გიორგი
სკოჩი არ არის დასაცინიმ მითუმეტეს თუ აქ იშოვი newsmile045.gif
თუ დაითრიე იქეთ დასაცინები გაგიხდებით

პოსტის ავტორი: შუკა Jul 11 2011, 23:02

გიორგი
აიყვანე კაი მეძებარი გაზარდე და ინადირე (თან ეზო და საშვალება გაქვს newsmile05.gif )

ბოლო ბოლო ნადირობისას სხვის ძაღლს არ დაუწყებ დევნას..

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jul 11 2011, 23:34

ერთი კარგი ინგლისური სეტერი მამალი დაითრიე ეზოსაც მიხედავ და ნადირობასაც გასწავლის

პოსტის ავტორი: ალთაზარ Jul 11 2011, 23:56

გიორგი


თენგო ალბათ მომკლავს ამას რო წაიკითხავს მაგრამ ჰა გირჩევ თუ გინდა შარ-პეი ს newsmile035.gif newsmile035.gif მომენტალურად აქრობს მღრნელებს , თუ დაიჭირა ჯობია არ შეაწუხო შენს მიგსანსლავს , ზღარბი თუ დაინახა მაშინ ზელიონკა და ვატა მოიმარჯვე , ზღარბი სადღაც ეგდება გაგლეჯილი ზატო ძაღლს ექნება წვეტიანი ულვაშები newsmile035.gif გველუკები და ასე შემდეგ ცოტა არ იყოს ნეტო პონტია საამისოდ ციცარი გამოგადგება დედალ-მამალი newsmile035.gif

მოთხოვნების ფაქტიურად ყველა პუნქტს მშვენივრად ასრულებენ , გარდა ერთისა .. ცოცხალ არსებასთან ერთად მისი გაშვება არ შეიძლება მითუმეტეს ნაგაზთან ნუ მანდ მიჩვევის ამბავია რა newsmile05.gif ჩემი ისე გავზარდე სხვა ცხოველებს ვერ იტანდა მოკლედ , ქათამს წამებში გაპუტამს შენ ოღონდ დაანახე , ღორს ნახევარი ფეხი აღარ ექნება ნუ თუ სხვა ადგილას არ ეცა newsmile035.gif

სულ მყავდა ორი :
1-გავზარდე ბეზ პრობლემ გამოფენაზეც გავიყვანე და საუკეთესო ადგილი აიღო ძუ შაარპეებს შორის თბილისში
2- სუფთა ტუპოი ყველაფერზე წამსვლელი newsmile035.gif (კბენა მათ ხასიათში ახლო წრეში არ მოსულა , თუ რათქმაუნდა ჩაქუჩს თავში არ ჩაარტყავს კაცი ) newsmile035.gif

რაც შემიძლია ვთქვა ამ ძაღლზე ეს ის არის რომ ჩინეთში ისეთ როლს ასრულებდა როგორც ეხლა ნაგაზებით დადიან newsmile035.gif (პატრულნი)
საჭიროებს აცრებს და რამოდენიმე ოპერაციას სავარაუდოდ ცოცხლობს 7-8 წელიწადს მაგრამ ჩემმა ყველანაირი რეკორდი მოხსნა 10 წლამდე გაქაჩა (კარგი პატრონი ვიყვაი მააშ ) newsmile035.gif

ბევრი ვწერე და ეხლა მემგონი ჩემზე დაიწყებენ ღადაობას newsmile029.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: Davitus Jul 12 2011, 00:00

ალთაზარ

ახლა აქ ისეთი რჩევები მიდის, მანქანის რჩევას რომ კითხულობს კაცი და, ვისაც რა ყავს იმას რომ ურჩევენ newsmile035.gif აგერ ახლა ჩემი მეზობელი ლამზირა რეგისტრირდება, პუდელი უნდა ურჩიოს

newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ალთაზარ Jul 12 2011, 00:02

Davitus

newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: გოგა Jul 12 2011, 01:05

კი უსერიოზულესად გავაოფეთ თემა,მაგრამ იმედი მაქვს გამოიჩენენ ჩვენი მოდერები კეთილგანწყობას და მოაგვარებენ ამ თემის გაწმენდას.

ისე კი დრათხარზე იწევს გიო და მეც ვიტყვი პატარას
ეზოს დაცვა ხოშიანი!!!დაჟე იდეალური!!!
მღრღნელების გაჟლეტაც მშვენიერი!!!დილას რო გამოვდიოდი სახლიდან კიბეზე მხვდებოდა ჩალაგებული თაგვები(თან ზომების მიხედვით newsmile05.gif )
ნუ კატას და მაგდაგვარებს რო წელში წყვეტდა ამაზე აღარაფერს ვამბობ.
დამჯერობაც კარგი,უბრალოდ დაგეშვა უნდა.ოღონდ ცოტა სიჯიუტე მაინც ახლავს თან newsmile05.gif
ნადირობას რაც შეეხება,ამას ნუ ვაიძულებთ ამ კაცს,ეს მისი საქმე არ არის,უბრალოდ კლუბის ერთობის პონტში დაგვყვება ხოლმე newsmile05.gif
მოკლედ რო ვთქვა შენთვის იდეალურია დრათხარი,მაგრამ ბეწვი აქვს დიდი.
მაგამ ისე ბეწვზე რო ლაპარაკობ ისაც უნდა გაითვალისწინო რო გერმანულსაც არ აქვს მოკლე ბეწვი და თუ მაგას შეჩვეული ხარ მაშინ დრათხარისაც არ უნდა გიკვირდეს newsmile05.gif

კურცხარს გირჩევდი,მაგრამ ცოტა ლმობიერია კურცხარი დრათხართან შედარებით(ნუ ეს ჩემი პრაქტიკიდან რაც ვიცი)

პოსტის ავტორი: გიორგი Jul 12 2011, 11:22

ოფებს გავასწორებ...

პოსტის ავტორი: kupra Jul 12 2011, 11:38

გიორგი ამდენი დისკუსიის მერე რა გადაწყვიტე ბოლო ბოლო იქნებ გაგვაგებიო? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Jul 12 2011, 14:17

ჯერ ვერაფერი newsmile05.gif ჯერ კიდევ ძიების პროცესში ვარ.....

ერთი მივხვდი რომ იაგდტერიერი მთლად ის ჯიში არ არის, რაც მე მჭირდება

პოსტის ავტორი: 919 Jul 12 2011, 17:07

გიორგი

სერიოზულად გირჩევ სკოჩ-ტერრიერს ან ბოლო-ბოლო ბიგლს
ახლოს, რომ იყოს ნადირობასთან newsmile045.gif
სკოჩი, სერიოზული სიგნალიზაციაა და ვირთხებსაც ანადგურებს
+ ესთეტური ძაღლია (ოღონდ ძველ ნახატს ნუ უყურებ) ახალი ფოტოები ნახე!
თეთრი ხომ საერთოდ ზღაპრული ტიპია newsmile035.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Jul 12 2011, 21:57

ციტატა(khmaltevza @ Jul 11 2011, 21:51) *
შოტლანდიური ტერიერი მემგონი კარგი შემოთავაზება იყო newsmile05.gif

აი ლინკიც http://en.wikipedia.org/wiki/File:076._Scotch_Terrier.JPG


კაი ტიპი კი ჩანს სურათზე newsmile05.gif

ციტატა(919 @ Jul 11 2011, 22:27) *
გიორგი
სკოჩი არ არის დასაცინიმ მითუმეტეს თუ აქ იშოვი newsmile045.gif
თუ დაითრიე იქეთ დასაცინები გაგიხდებით


ალთაზარ

ეკზოტიკური და იშვიათი ჯიშებისგან მაინც თავს შევიკავებ.... მაინც დაბახმელაში ეზოში მინდა...


ციტატა(გოგა @ Jul 12 2011, 02:05) *
კი უსერიოზულესად გავაოფეთ თემა,მაგრამ იმედი მაქვს გამოიჩენენ ჩვენი მოდერები კეთილგანწყობას და მოაგვარებენ ამ თემის გაწმენდას.

ისე კი დრათხარზე იწევს გიო და მეც ვიტყვი პატარას
ეზოს დაცვა ხოშიანი!!!დაჟე იდეალური!!!
მღრღნელების გაჟლეტაც მშვენიერი!!!დილას რო გამოვდიოდი სახლიდან კიბეზე მხვდებოდა ჩალაგებული თაგვები(თან ზომების მიხედვით newsmile05.gif )
ნუ კატას და მაგდაგვარებს რო წელში წყვეტდა ამაზე აღარაფერს ვამბობ.
დამჯერობაც კარგი,უბრალოდ დაგეშვა უნდა.ოღონდ ცოტა სიჯიუტე მაინც ახლავს თან newsmile05.gif
ნადირობას რაც შეეხება,ამას ნუ ვაიძულებთ ამ კაცს,ეს მისი საქმე არ არის,უბრალოდ კლუბის ერთობის პონტში დაგვყვება ხოლმე newsmile05.gif
მოკლედ რო ვთქვა შენთვის იდეალურია დრათხარი,მაგრამ ბეწვი აქვს დიდი.
მაგამ ისე ბეწვზე რო ლაპარაკობ ისაც უნდა გაითვალისწინო რო გერმანულსაც არ აქვს მოკლე ბეწვი და თუ მაგას შეჩვეული ხარ მაშინ დრათხარისაც არ უნდა გიკვირდეს newsmile05.gif

კურცხარს გირჩევდი,მაგრამ ცოტა ლმობიერია კურცხარი დრათხართან შედარებით(ნუ ეს ჩემი პრაქტიკიდან რაც ვიცი)



ხოდა მეც მაგას ვფიქრობ რა... სულ ყოველთვის მომწონდა დრათჰაარი...

პოსტის ავტორი: sabo73 Jul 12 2011, 23:12

გიორგი

ცოლი გინდა შენ ცოლიიიიიიიიიიიიიიი........................ boom.gif

მერე აღარც მღრღნელები გადარდებდეს იქნება და აღარც რჩევების მოსმენა......................

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 13 2011, 00:11

გიორგი


ვეჟოოოო, ჰასკი გინდე მეთქი შენ, ჰასკი და არ იცი და არც გჯერა ჩემი.... მაგრამ მანამდე ცოლი გინდა საბოს თქმისა არ იყოს.... მაგრამ ჰასკი აუცილებლად გინდა ცოლსიც რომ მოიყვანო.... ეხლა რატომ გინდა ჰასკი გეტყვი....

1. იმიტომ, რომ ძალიან საყვარელი ძაღლია.
2. არ იკბინება ( ანუ ხალხს არ კბენს)
3. უყვარს ბავშვები
4. ,,დაჟე,, ისე უყვარს ბავშვები, რომ მარხილში რომ შეაბამ არაფერს იტყვის, არც კი დაიწკმუვლებს.
5. მღრღნელებზე ბევრს ვერ დაიკვეხნის, მაგრამ ერიდებიან რომ ხედავენ, ყოველ შემთხვევაში ხათრი მაინც აქვთ რაა.....
6. ბოლო-ბოლო მაგარი ძაღლია რააა....
7. გინდა ძალიან, უბრალოდ არ იცი რომ გინდა...
8. ყველაზე მთავარი მიზეზი: გინდა შენ ჰასკი.....
9. გეფიცები, ძალიან გინდა, უბრალოდ არ იცი რომ გინდა....

პოსტის ავტორი: ალთაზარ Jul 13 2011, 00:55

ჩელე

newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 13 2011, 01:14

ალთაზარ

რა გაცინებს კაცო, უნდა უბრალოდ არ იცის, რომ უნდა.....

პოსტის ავტორი: kupra Jul 13 2011, 02:29

იაგიდან დრათხარზე კაი გადასვლა იყო მეგობრებო. newsmile027.gif newsmile035.gif newsmile035.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)