ხალხნო სულ მიტრიალებს ეს იდეა თავში. დავაწესოთ მონადირის დღე საქართველოში. ოღონდ კარგი საქეიფო თვე ავარჩიოთ. სავარაუდოთ შემოდგიმისკენ. ოქტომბერ ნოემბერში
კაი იდეაა, ნოემბერი ჯობია მგონი, ახალი ღვინო რომ ავადმყოფობას მორჩება, მაგ დროს...
მერე დავტრიალდეთ. სხვა კლუბებსაც შევუთანხმოთ და დავაფუძნოთ
ჩემი აზრია 22 ნოემბერი, დაიწყებ ქეიფს და გიორგობაც დაგათენდება...
2 ქეიფი ერთად არ გამოვა
თუ ნოემბერია, იყოს 15 ნოემბერი. 28-დან ქრისტეშობის დიდმარხვა იწყება, 23 გიორგობაა, თვის შუალედია ზუსტად 15
ან სულაც 1 ნოემბერი....
ისე დეკემბერი კარგია იხვი იწყებს შემოსვლას და კაკრას მაშინ უნდა აღინიშნოს მონადირეების დღე და დაიწყო ნადირობა ნუ 4 დეკემბერი თუ იქნება კარგია
ახუიწელნი იდეაა!!!
მივესალმები, მთავარია ისე გამოითვალოს რო მარხვა არ დაემთხვას....
ოქტომბრის ბოლო ნოემრის დასაწყისი იდეალური პერიოდია ტყეში ნადიმისთვის!!!
1 ნოემბერი მომეწონა. არაფერი მარხვა არ უწევს მე მგონი ხო?
ისე დაგეგმეთ, წვიმიანი დღე რო არ იყოს.
ძაან მაგარი იდეაა აუცილებლად უნდა დაწესდეს ოღონდ ისე რა ოფიციალურად და მთელი საქართველოს მაშტაბით, რომ მთელს ქვეყანაში იზეიმოს ხალხმა მონადირის დღე
მაგრად უნდა გაპიარდეს თავიდან რა ტელევიზიებით და რამე თორე იქნება ერთჯერადი
ვემხრობი ოქტომბერ-ნოემბერს. მაგ დროს ბუნებაში გასვლას რა სჯობს. წითელ-ყვითლად არის აჭრელებული ბუნება. ჩვენთვის საყვარელი სანადირო ობიექტი ტყის ქათამიც შემოსულია და შემოდგომის მზეზე მიფიცხებაც ძალიან სასიამოვნოა. ოქტომბრის ბოლო ნოემბრის პირველი ნახევარი იქნება ჩემთვის სასურველი.
იდეა მშვენიერია. ჩემთვის სულ ერთია როდის დაწესდება, მთავარია იყოს ეს დღე. უამრავი ადამიანი იზეიმებს...
ჯოლა
მომეწონა იდეა,კარგია.ჩემ აზრს დავაფიქსირებ 7 ნოემბერი.ამ დღეს კომუნიზმის დროს რაღაცა იყო და ვაჯობოთ კომუნისტებს(მაგარი მთვალი ვარ,თუ რამე ბოდიში)
რამე ისტორიულს უნდა დავუკავშიროთ. უფრო მაგარი იქნება.. მთლად ისე რომ არ გამოგვივიდეს..ვიღაც ბესომ სიყვარულის დღე რომ დააწესა. მაგალითად.. 1922 წელს..ვეფხვი(ნამდვილი ვეფხვი და არა ვეფხვად წოდებული კავკასიური ჯიქი) მოკლეს საგურამოსთან. მაგაზე დიდი ნანადირევი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. ეგ არ გამოდგება?..
ესეც USA
http://www.picz.ge
მართლაც კარგი იქნება ასეთი რამის ოფიციალურად გაკეთება. ამ დღეს საქველმოქმედო ღონისძიებების ჩატარებაც შეიძლება მონადირეების (კლუბების) სახელით. კარგ საქმესაც გავაკეთებთ და პიარშიც ჩაითვლება.
მაგრამ ჯერ თვე და რიცხვია ზუსტად ასარჩევი
აგვისტო ჯობია ჩემი აზრით, უფრო სიმბოლურია ყველა ამ თვეს ველოდებით რავიცი სეზონის გახსნა და პლიუს მონადირის დღე კარგი იქნებოდა.
და მოძრავი რომ იყოს არ გამოვა?
თუ მონადირის დღეა, სასურველია ბუნებაში აღნიშვნა, ამიტომ უკეთესი იქნება თუ უიკ-ენდი დაემთხვევა. ამერიკაშიც ეგრე ყოფილა თარიღებს რომ გადავხედე. სექტემბრის მეოთხე შაბათი უწევს მონადირის დღე.
რადგანაც ბუნებაში აღნიშვნაა, ცოტა თბილი ამინდებისკენ ჯობს გადმოწევა ალბად. თუნდაც ოქტომბრის მეორე ან მესამე შაბათი. (მწყერი უეჭველი წასულია და ქათამი თუ რამე სასწაული არ მოხდა არაა მოსული )
თუმცა ისიც შეიძლება, საერთოდ არ იყოს ნადირობის სეზონზე
ერთი პირობაა რომ მარხვა არ იყოს იმ პერიოდში, რომ ჩვენი ეკლესიურად მცხოვრები თანამოაზრეების ინტერესიც გავითვალისწინოთ. დანარჩენი სულ ერთია. კარგი იდეაა და უნდა განხორციელდეს. და კიდევ ერთია რომ დღის შერჩევაში აზრთა სხვადასხაობა იქნება და ამან იდეის განხორციელება არ უნდა ჩაშალოს.
მშვენიერი იდეაა
ჩემი აზრით რომელიმე თვის მესამე კვირა ან შაბათი უნდა იყოს. ეხლა ჯოლა იკითხავს: მეორე რომ იყოს ან პირველი ან ბოლო-ბოლო მეოთხე?... იყოს მე რაა, ჩემი რა მიდის? მთავარია იყოს... ოქტომბერში თუ არ უწევს არანაირი მარხვა, მგონი ოქტომბერი ყველაზე ოპტიმალურია.... ჰააა იყოს სექტემბერი. ყველა ასე თუ ისე დაბრუნებულია კურორტებიდან და ხალხიც შეიკრიბება....
ნამდვილად კარგი იდეაა , თუმცა თავის მობმა და სამინისტორიში ინიციატივის შეტანაა საჭირო , მე ვფიქობ სხვა კლუბების მხარდაჭერაც დაგვჭირდება და ერთიანად თუ მოვამზადებთ საკითხს , შედეგიც ექნება. სხვა შემთხვევაში მხოლოდ ჩვენ გვეცოდნინება ნადირობის დღის თაობაზე .
ჩემი აზრით შემოდგომა ყველაზე კარგი ვარიანტია , რადგან მოსავლის დაბინავებაა , ბუნებაც ძალიან ლამაზია , საინტერესო სანადირო გასვლების მოწყობაც შესაძლებელია.
ეს საკითხი თუ რეალურ სახეს შეიძენს , ვფიქრობ იდეას კარგი განვითარებები შეიძლება მოვუძებნოთ .
ქათმის გახსნაზე იყოს
ქათამი 15 ოქტომბერს იხსნება ხოლმე ხო?
ოჩოს დაარსების დღე როდისაა?
1 ნოემბერზე რას იტყვით?
მცოცავი თარიღი აირევა. კონკრეტული დღე ჯობია
ისე, მართლა ოჩო როდის დაარსდა? ეგ თარიღი ავიღოთ მონადირის დღედ და ძალიან მაგარი იქნება.
მართლა მაგარი იდეაა. მეც ვფიქრობ რომ რამე ნადირობასთან დაკავსირებულ ისტორიულ დღეს უნდა დაემთხვეს თან უქმეებსაც თან მარხვა არ უნდა იყოს. მოკლედ დიმიტრი უნდა იყოს გელოვანი
general
უქმეს რანაირად დაამთქვევ, შეკაცო?!
ოჩოს დაარსება არ გამოვა, ეგ ცალკე დაბადების დღედ უნდა დავთქვათ...
თან არა სანადირო თვე იყო, მგონი მაისი, ანუ ოფიციალური რეგისტრაცია როცა მოხდა
ძალიან კარგი იდეაა!
კონკრეტული დღის დადებითი მის ფიქსირებულობაშია, უარყოფითი კი - სამუშაო დღეებში დროის გამონახვის სიძნელე, რაც ვფიქრობ არსებითია. შესაბამისად ,,დიმიტრი გელოვანთან" ახლოს ჩემი აზრით ნოემბრის პირველი შაბათის საღამოა, რადგან: მარხვებიც არ უწევს; ღვინო დაღვინებულია; შაბათ დილით წანადირებასაც მოასწრებ (და სუფრას ნანადირებსაც შემატებ); მეორე დღე კვირაა და პახმელიაზეც თამამად გამოხვალ
ზახარა
22 ივნისს სამამულო ომი დაიწყო, 23 ში ოჩო დაიბადა...
თუ გვინდა..რომ მართლა მონადირის დღე იყოს და საქართველოს ყველა მონადირემ აღიაროს..ისეთ რამეს ინდა დაუკავსირდეს..რაც ყველასტვის მისაღები და საპატიოა. რაღაცა ეროვნულს. დიდი მონადირეს(მაგალითად ვაჟა ფსაველას) ან რამე განსაკუთრებულს. უმაგისოდ..გაჩაღდება გრუზინულები. "მაგათ ვინ კითხავდა".."ეგრე მეც კი დავაწესებდი".. "მონადირის დღე კი არა ისი კიდე' და ა..შ... მოკლედ.. მიმიხვდებით რასაც ვჩივი.
არც ისე მარტივად ყოფილა საქმე რეფერენდუმის ჩატარება მოგვიწევს მგონი
არა მონადირის დღე სხვაა და ოჩოს დაბადების დღე სხვა. სხვა კლუბებიც ხომ აღნიშნავენ და მიკერძოებაში რომ არ ჩაგვეთვალოს
დავუგზავნე ბაზიერს, ლეგიონს, კლუბ მონადირეს, საფარი კლუბს. თუ არის კიდევ რამე კლუბი გავუგზავნოთ
მთავარია რომ გადაწყდეს და დაწესდეს რაღაც დღე. ხალხი აუცილებლად მიიღებს ამას. შეიძლება მაშინვე არა მაგრამ რამოდენიმე წელში მაინც მისაღები გახდება ბევრისათვის. თან ეს დეპატებიც და ასე შემდეგაც დავიწყებას მიეცემა.
ჭალიმგელა
მესამე შაბათი ან მეორე შაბათი და ა.შ. იმიტომ არის კარგი, რომ გეცოდინება მესამე შაბათია და კონკრეტულია. 1 ნოემბერი რომ დავაწესოთ ეგ პირველი ნოემბერი ხან ხუთშაFათი იქნება , ხან ორშაფათი, ხან კიდებ პარასკევი. ამიტომ ჩემი აზრით ისევ მეორე ან მესამ ან მეოთხე შაბათი ჯობს....
ჩელე
ხო ეგრეა. ახალი წელიც ხან ორშაბათია და ხან შაბათი. ისევე როგორც გიორგიობა და დედის დღე.
სამაგიეროდ ვიცით რომ ახალი წელი 1 იანვარსაა და არა მეოთხე შაბათს
ჭალიმგელა
მე იმას ვიძახი, რომ ზეიმის მერე ადამიანმა ხომ უნდა იქეიფოს? მერე ნაბახუსევზე მეორე დღეს ხომ უნდა გამოვიდეს? ჰოდა რომ მუშაობ და შუა კვირაში მოუწევს ეს დღე ან როგორ იქეიფებ და ან ნაბახუსევზე რა უნდა ქნა? ხომ უნდა შეირგო არა?...
სამაგიეროდ გეცოდინება, რომ მონადირის დღე არის კონკრეტული თვის ან პირველ ან მეორე ან მესამე და ან მეოთხე შაბათს. არაფერს დაგეგმავ სხვას მაგ დღეს, კარგადაც იქეფებ და ნაბახუსევზეც გამოხვალ კვირა დღეს....
ვოოოტ....
ჰოდა კიდევ: ახალი წელი რომ არის პირველ იანვარს, ხალხი ისვენებს და არ მგონია მთავრობამ მონადირის დღე, დასვენების დღედ გამოაცხადოს....
ვოოოტ 2....
ჩემის აზროთ მცოცავი არ უნდა იყოს, კონკრეტული რიცხვი უნდა დაწესდეს. არც დაბადების დღეა შაბათ კვირებზე, მაგრამ კარგად ვილხენთხოლმე, თან ხალხში გაურკვევლობას გამოიწვევს, ნეტა რა რიცხვი უწევს, საქმე ხომ ა. მაქვს ან რამე გეგმები ხომ არ მეცვლებაო.ვინმეს, მაგალითად ვაჟა ფშაველას დღეობაზეც არ მიმაჩნია სწორედ, ვინმე ვაჟაობას აღნიშნავდეს და უი მონადირის დღეც ყოფილაო, არ მინდა რამე დღეობის ხურდაში მოვყვეთ.
ეს დღე უნდა იყოს მონადირის და არავისი სხვის, მოკლედ მოვიფიქროთ და დავაწესოთ.
მცოცავი გრაფიკით, მარაზმია. კონკრეტული რიცხვი უნდა იყოს, 8 მარტივით ))))
იდეა მომწონს. თარიღი მცოცავი არ გამოვა მგონია. 1 ნოემბერი მშვენიერი თარიღია.
როდესაც საუბარია მონადირის დღეზე ეს უნდა იყოს კონკრეტული თარიღი. არანაირად არ გამოდის მონადირის დღე ნოემბრის მეორე ან მესამე შაბათი ან კვირა. 1 ნოემბერი კარგი რიცხვია კონკრეტული დღის აღსანიშნავად
მართლა მაგარი იდეაა
კი ბატონო, როგორც უმრავლესობა გადაწყვეტს ისე ვქნათ. მთავარია, რომ იყოს ეს დღე, იმიტომ რომ ბევრი მონადირეა საქართველოში, ბევრიც ბრაკონიერი. გაკეთდება ამ დღეს რაღაც შეხვედრა, განიხილება საკითხები, გაიცნობენ მონადირეები ერთმანეთს უკეთ, ჩატარდება აგიტაციები ბრაკონიერობის წინააღმდეგ და ა.შ. საქმესაც წაადგება და ხალხიც იზეიმებს....
რა დღეც არ უნდა შეარჩიოთ ყველა კარგი იქნება, ბოლოსდაბოლოს მონადირის დღე არ უნდა იყოს მას კი დარიც უხდება და ავდარიც.
იმედია 1 ნოემბრამდე ჩამოვყალიბდებით თარიღზე
ნუკრიMax
პირველ ოქტომბერს უნდა იცოდე უკვე თარიღი, რომ საორგანიზაციო საქმეებს მიხედო...
რო იცოდე, არ არის ცუდი იდეა, თანხებში ვერ გავქაჩავთ, თორემ ტველა კლუბმა რომ ააგროვოს და ერთობლივი გასვლა ბუნებაში, თოფის სროლა თეფშებზე, კაი მწვადი და საუბრები ნადირობაზე, მშვენიალურია
ბოლობოლო საქართველოა და უნდა ვიცნობდეთ ერთმანეთს...
რამდენნი ვართ როო?
რა იცი ერთმანეთს როდის დავჭირდეთ და გამოვადგეთ
მერე რაა, ზუსტად ეგ ხალხი გამოაცხადებს მონადირის დღეს დასვენებად და უმრავლესობით შევალთ პარლამენტში
1982 წლის 7 ნოემბერს ყოფილა მონკავშირის აღლუმი. ხო და ხო არ გავაცოცხლოთ ისევ?
და რამდენი ბალახის მჭამელი დაგვიპირისპირდება , მე ნაცნობები მყავს , ნადირობას რომ ვახსენებ წყევლა-კვრულვაზე გადადიან , და მათ რომ გაიგონ ნადირობის დღე უნდა იყოსო , წარმოიდგინეთ რა რეაქცია ექნებათ
და.კარ
სოკოზე ვნადირობთქო უთხარი შენც და ეგაა
koba1973
35 40 ათასზეა ლაპარაკი ალბათ
მე მგონია რომ მინიმუმ 100 000 მაინც იქნება
assassin29
მეც არა ვთქვი მარტო მე ხომ არ ვიხდი მოსაკრებელს მეთქი.
koba1973
ათასზეა ლაპარაკი ))))))))
assassin29
წესით კი უნდა იყოს ეგ რაოდენობა
ისე ცნობისთვის, მე წესიერ მონადირეებზე მქონდა საუბარი
assassin29
ამ ტემაში არ გვინდა სხვა რაღაცეების განხილვა, თორემ აირევა ყველაფერი
ჭალიმგელა
კაი ბატონო არარის პრობლემა
ჩემი მხრივ ამ იდეას დავამატებდი რომ მინდა მაშტაბური გახდეს ანუ ისეთი არა რო საძმაკაცო კლუბი ან ფორუმი აღნიშნავს მხოლოდ ქეიფით. ეგ ისედაც შესაძლებელია
რაღაც უფრო მნიშვნელოვანი რომ იყოს გაკეთდეს ღონისძიებები გამოფენები სხხვადასხვა აქტივობები, სადახ ხალხი ოჯახებით მოვა იქნება ინტერაქტიული გასართობები და ა.შ
თუ მართლა გვეღირსაა და დიდიიმედი მაქვს რომ გვეღირსება ჩემი მეორე საყვარელი დღესასწაული იქნება(საერო დღესასწაულებს ვგულისხმობ) დამოუკიდებლობის დღის შემდეგ
პ.ს დღის ბოლოს რათქმაუნდა კარგი სუფრა ტკბილ ხალხთან ერთად (რათქმაუნდა ბევრი ნანადირევით და კარგი იქნება თუ ბუნებაში იქნება ეს სუფრა)
რა თქმა უნდა მარტო ქეიფით არ უნდა შემოიფარგლოს ეს დღე. უნდა მოეწყოს ივენთები, სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები ამ დღეს და მერე ქეიფით დასრულდეს. ჯერ ამას მივაღწიოთ და მერე ორგანიზებას მოვახერხებთ ამ ყველაფრისას...
შოთა.03
მივესალმები ძალიან კაი თემაა და იდეა ხო უკეთესი უფრო კარგი
ჩელე
გამოფენა გაყიდვა არ დაგავიწყდეს
ყველა მაღაზიამ რომ წარმოადგინოს თავისი პროდუქცია
ჯერ თვე და რიცხვი გადაწყდეს და დალშე გამოფენაც იქნება, გაყიდვაც, ერთმანეთის გაცნობაც და კარგი მოლხენაც.
ყველა მონადირეთა კლუბს ვკითხოთ აზრი და ერთიანი არჩევანი ყველასთვის მისაღები იქნება
მალხაზი 1984
ყველა კლუბს დაეგზავნა იდეა, შევჯერდებით და ალბათ მივალთ საუკეთესო დასკვნამდე...
ძალიან კარგი
ნუკრიMax
კარგია მონადირის დღე ყველასთვის უნდა იყოს ქვეყნის მაშტაბით
ნელნელა რო ტრადიციათ ჩამოყალიბდეს
გადავათვალიერე ეხლა მეზობელი ფორუმები და მსგავსი თემა არარის არსად იმედია არ დაიკიდებენ და ყველა ჩაერთვება ამ საშვილიშვილო საქმეში
გარდა ზემოტ ხსენებულისა.. მაგ ღონისძიებებზე მოგვივარდებიან ხოლმე ცხოველთა დამცველები ტრანსპარანტებით. მოგვასხავენ ხოლმე საღებავს..ჩვენც ამოვსცხებთ ხოლმე ჭიტლაყს და ვიცხოვრებთ ასე მხიარულად. ასწორებს მონადირის დღე.
ბლექ-ხასან
რასაც შენ არ იტყვი რაა...
assassin29
ზაფხულია, ცხელა, ყველა გასულია ქალაქიდან, ჩვენც არსად გვეჩქარება...
სწავლა დაიწყება 20 აგვისტოს და დაუბრუნდებიან რეჟიმს
ჩელე
შოთა.03
მერე ვერ მიუშვირე თოფი მაგ დედაკატებს??...
საუბარი საუბრად და იდეა იდად რომ არ დარჩეს , საჭიროა ინიცირება და განხილვა თიოეული გზის (როოგრ და რანაირად მივაგწიოთ შედეგს ) , გვინდა თავკაცი ვინც ითავებს ინიციატივას და აგერ მხარდამჭერები კი ვართ
ანდა დივერსია . გამოაცხადოს ერთმა ჯგუფმა და დაველოდოთ ხალხის რექციას , მიიღებენ თუ არა.
არ უნდა დივერსია და ჯიჰადი, კლუბების პასუხს დაველოდებით ცოტა ხანი, თუ არადა ვიმოქმედებთ ადინოკი ვილკივით...
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)