აქ დავწეროთ რა უნდა იყოს მონადირის საგზალში ანუ რა საჭმელი უნდა იყოს?
ისეთი რამ რაც მალე პუჭებადი არაა
1 პური
2 ძეხვი
3 ყველი
4 კიტრი
ასევე შესაძლებელია მოხარშული კარტოფილი, მარილი აუცილებელია,
შებოლილი ხორცი არ ივარგებს??
არაყი და სალა!!!
ჩურჩხელა თუ შესაძლებელია
მჟავე კიტრი
მურაბა ლეღვის მაგარია
აჯაპსანდალი დაკონსერვებული
გააჩნია რაზე, როდის და რამდენი ხნით მიდიხარ სანადიროთ იქიდან უნდა განსაზღვრო საგზალი
მთაში რომ მიდიან ზოგ მონადირეებს საჯმელი არ მიაგვთ თუ რამე მოვკალით ხომ შევჯამთ თუ არადა გირსები არ ვკოპილვართო..ერტხელ მომიდზია ეგეთ ხალხთან სულ თავბედი ვიდზგევლე 2 დგე..
თუ შესვენებით ნადირობ ერთ დღიანში, შესვენებისას შეეცადე მიიღო მაღალკალორიული მაგრამ ნაკლებად მარილიანი საკვები მაგალითად მოხარშული მსუქანი ხორცი,მოხარშული კარტოფილი,მოკლედ რომ არ მოგაწყუროს. დალევას შესვენების დროს არ გირჩევ, სულ ძმრად ამოგივა.
აი რო მორჩები ნადირობას, გიხაროდენ, რაც გაქ სახლში მემრიელი და კარგი ყველაფერი წამოიღეთ. ზაფხულში კარგი თხელი ქართლის ღვინო ჯობია, (მგზავრობისას უკეთესად მოინელებ) სიცივეში კი ჭაჭა დალოცვილია. ოღონდ ნაღდი, ყურძნის, არ დამიწყოთ ეხლა ხილის არიო და ა. შ.):
მთელი საგზალი არის აგვისტოს სულგუნი და პური, მორჩა! დანარჩენი ზედმეტი ბარგია!
troutbaiter
ქარვისფერი რქაწითელი და დედას პურიც მაგარია.
ჩურჩხელა ერთ ერთი ცნობილი საგზალია მთაში სანადიროდ. არ ფუჭდება და მაღალკალორიულია.
გააჩნია სად და რითი მივდივართ, თან რა ხნით. მანქანით თუ ხარ შეგიძლია უფრო მრავალფეროვანი მენიუ გქონდეს, ძეხვი, ლორი, მოხარშული კვერცხი, ყველი, პური, ორაყი, შეგიზლია ღვინოც წაოღო. მწნილი. ხახვი და ნიორი
მთაში უფრო შეზღუდული ხარ. მიგაქვს შედარებით მსუბუქი და კალორიული საჭმელი. ჭაჭა აუცილებლად. ხშირად დამაქვს მთაში თაფლი, ან თაფლში აზელილი კარაქი. კონსერვები. ჩურჩხელა ან სნიკერსი. ნიორი და ხახვი მადაც #1 ია.
პური, უმარილო ყველი, მოხარშული კართოფილი დაკვერცხი, მოხარშული საქონლის ხორცი, ხახვი და ნიორი, არაყი. ზაფხულში მსუბუქი იმერული შავი ღვინო.
ტკბილი და მარილიან რაც შეიძლება ნაკლებად თორე წყალს გაწყურებს ძალიან და ბერ წყალს რომ სვავ ოფლიანობაც უფრო ძლიერდება და გარკვეულ დის კომფორტს განიცდი... თან წყლით გაჭყიპული უფრო ვერ მოძრაობ
ჩემი გამოცდილებიდან მეც მოგაშველეთ ერთI ორი სიტყვა
ნადირობის პროცესში ვაშლი კაია,წყურვილსაც კლავს ენერგიასაც გმატებს.
ჩურჩხელა ან სნიკერსი შეუცვლელია,ასევე გირჩევთ 200 გრამი ჭაჭა თან ატაროთ ღმერთმა არ დაგაჭიროთ-ან წნევამ აგიწიოს,ან რამე გაიჭრათ-დასამუშავებლად გამოგადგებათ
მოკლედ, რომ ჩამოვყალიბდეთ:
პური,
200 გრამი არაყი,
ჩურჩხელა,
ყველი უმარილო,
მოხარშული კარტოფილი,
ვაშლი,
ბეკონი/სალა/ძეხვი,
...
ბესო
+100,არაყი ნადირობის შემდეგ100-200 გრამი მსმელ მონადირეთა რაოდენობაზე(მძღოლი არავითარ შემთხვევაში),სიცივეში
ისე სიცივეში, ნომრებში რომ დგანან გურიაში მთაში იციან, პორტვეინივით მაგარი ღვინის წაღება - არაყი აძინებსო!!!
ნიგოზი, ქიშმიში.
მიწის ტხილი კარგია კალორიულია არ პუჭდება მაგრამ წყალიც უნდა კონდეს .
კარგი ბარაქიანი, ნაღდი კახური ჩურჩხელა ე.წ. ''ქართული სნიკერსი''
არაყი, პური, მარილი და დანარჩენს იკ მოინადირებ
სიცხეში და უწყლო ადგილზე, მათარით ან უფრო დიდი ჭურჭლით ღვინონარევი ან ძმარნარევი წყალი (წყალნარევ ღვინოში არ შეგეშალოთ ) წყურვილს კლავს და სითხის მოთხოვნას თრგუნავს.
ერბოხაჭოც ერთომ მოსახერხებელი საგზალია, კალორიული.
მართალია დავითა... მე თუ მკითხავ უნდა წაიღო ჩურჩხელა, ლიმონი, წყალი და ჩაის ამბავი....
ხო კიდე ხურმის და ლეღვის ჩირი უფრო უკეთესია
დასალევად რძე ან მაწონი
გააჩნია სად მიდიხარ სანადიროდ. თუ უმანქანოთ გიწევს ბევრი სიარული(მაგალითად მთაში) რაჩ შეიძლება კომპაქტური უნდა იყოს საგზალი.. ამიტომ მე ჩურჩხელას, სნიკერსს და ეგეთ რამეებს ვუჭერ მხარს. გადასარევია გულაბი მსხალი. ძალიან წვნიანია..წყურვილს კლავს. თან კალორიულია. ისე მონადირული ძეხვი და თონის პური..მაინც შეუცვლელია.
მოკლედ, კულინარებო....
1. მარილი (საკვებში, წამალი და ნანდირევის შესნახად) სვანური მარილი...
2. პური (კვებავს არამარტო ადამიანს, ძაღლსაც)
3. ჩურჩხელა (ენერგოსადგური)
4. ნიორი ( როგორც საკმაზი ასევე წამალიც)
5. სოდა (როგორც წყლის ph-ის მარეგილირებელი, გულძმარვისას უკიდურეს შემთხვევაში, მტაცებელის კბენის შემთხვევაში ჭრილობის დამუშავებისათის)
6. ჭაჭა (სასმელი და საექიმო საშუალება)
7. ხახვი ( საკმაზე და წამალი)
8. სორბიტი (შაქრის შემცვლელი)
9. ხილის ჩირი (რამე რომ იყოს კომპოტსაც მოხარშავ)
დანარჩენი უნდა მოინადირო ან მოიძიო!
მართალია სად და რამდენი ხნით მიდიხარ სანადიროდ ყოფილა ხშირად მე სამსახურამდე დილით ვნადირობ და მარტო სნიკერსი და წყალი წამიღია 11 საათზე სამსახურში ვყოფილვარ უკვე და არანაირი პიკნიკ ფართი არ მომიწყვია უცებ დაწვი ეერთი 18 ვაზნა და ნანადირევიც არის წააიყვანე 2 კაცი ისინი დააყენე და აპუტინე და დანარჩენსაც მიხედავენ თან ძაღლს ძებნაშიც ეეხმარებიან
რატო კამათშია ჭეშმარიტება. მაგალითად რამოდენიმე პროდუქტი გამოიკვეთა, რაც ყველას აქვს ჩამონათვალში
1. პური
2. წყალი
3. ჩურჩხელა
4. ხახვი
5. ჭაჭა.
6. მარილი
ეს ექვსეული მკვეთრად გამოკვეთილია და ყველა აღიარებს. დაველოდოთ კიდევ გამოხმაურებებს, მერე დავთვლი და პროცენტულად შევაჯერებ
კიშმიში და ნივრის ძეხვიც მიამათე ,გიო ,განსაკუთრებით მეორე ხშირად გვხდება სუფრაზე და მჯავე კიტრის
ჩემი აზრითა და გამოცდილებით:
1. სალა
2. მოხარშული ხორცი.
3. ხახვი
4. ნიორი.
5. პური
6. მარილი
7. ცოტა მურაბა.
8. ჭაჭის არაყი.
9. ვაშლი
10. ჩურჩხელა.
მოკლედ,
მწვადი,
ხინკალი,
ქაბაბაბი,
მუჟუჟი,
საცივი
ჩახოხბილი
აჭარული ხჭაპური.
რას ვწერთ, ვის რა ევასება თუ რა არის საჭირო?!
გაქვთ ზურგჩანთა, თოფი და წყლის მათარა. გყავთ ძაღლი
და ხართ 2 დღიანში, მთაში... ახლა მოცემულობა უფრო ნათელია ?
დავამატებდი შაქარს, გარდა საკვებისა აშშ-ს ჯარისკაცები ვიეტნამში დაწყლულებულ
მაზოლებს შაქრით კურნავდნენ...
პური
ძეხვი, მოხარშული ხორცი
მოხარშული კარტოფილი
ნიორი, ხახვი
ჭაჭა
წყალი
მარილი ბლომად
ჭალიმგელა
aragveli
GIZOVICHI
ცოტა სერიოზულად რომ მივუდგეთ მაგ საკითხს შეიძლება?
კართოფილი ხარშვის შემდეგ მძიმდება...
ძეხვი და მოხარშული ხორცი ზაფხულის პერიოდში მალე ფუჭდება.
ბლომად მარილზე გიზოევიჩ, გეთანხმები!
არ ჯობია დავაკონკრეტოდ თუ სად, როდის და რამდენი ხნით მივდივართ?
პერიოდი - 2 დღე-ღამე
როდის - ზამტარში
რელიეფი - მთა
ტემპერატურა - დაბალი
პერიოდი - 6-10საათი
როდის - აგვისტო/სექტემბერი
რელიფი - ბარი
ტემპერატურა - +26-32...
იასნია?
919
ბაზარი არაა, მე ძირითადათ ორ დღიან პახოდზე ზამთარ-ზაფხულ მთაში წასაღები
საგზალი ჩამოვთვალე, უბრალოდ სულ გშია როცა მთაში ხარ, ერთხელ მაკარონის
სუპი როა დიდ ჭიქებში ეგ ვცადე და მაგრად გაასწორა, ცხელ წყალს დაასხავ და თათარიახნად
მზადააა თან მსუბუქიცაა, ტუშონკაც კარგია ღამე ნაკვერჩხალზე უცებ ათუხთუხდება
ოტკა (არაყი) და სალა დანარჩენი ზედმეტია
SUZI
ზედმეტი არასდროს არ არის თუ ტარება შეგიძლია (მა ნიორი)სნაჩალა დუმაი პატომ გავარი
მაშინ თუ ნოყიერობაეა ლაპარაკი
სგუშონი მალაკო და მიწის თხილი, ძალიან კალორიულია და ამავდროულად გემრიელიც!!!!
სნიკერსი(გამიგია ჩეჩენი ბოევიკები დაჟე სუპებს აკეთებენო), სალა, ნიორი, სუპები პაკეტებში, პური და მისი უდიდებულესობა არაყი500გ....(მარილი თავისთავად)....... სულ მაქსიმუმ საჭმელი 1,5 -2კგ.....ეს იდეაში....ეხლა სინამდვილეში რა ხდება ხოლმე: ღვინო ულევი, არაყი საკმარისი, მოხარშული ღორის ხორცი, ნახევარი ნიკორას მაღაზიის ძეხვეული, 2 ლატოკი მოხარშული კვერცხი,ხაშლამა, ვიჩინა,კართოფილი ვ მუნდირე,სულგუნი,გუდის ყველი,ბლომად ხახვი და ნიორი ალბათ რამე გამომრჩა კიდე ...გავიქეცი მომშივდა......
ჭალიმგელა
მე პირიქით მაქვს დაცდილი.
აბგაში 200-250გ არაყი 55-60 გრადუსით,თონის (დედას) პური, სალა, ნიორი, ერთჯერადი მდოგვი რამდენიც გინდა, პატარა თერმოსით ჩაი ან ყავა. ეგ არის. სალაზე ცივი წყალი ხანდახან კუჭს შლის არაყი ტუ არ მიაყოლე. დანარჩენი მედიკამენტები აუცილებლად. არც დიდი ტვირთი ჩამოვთვალე მგონი და თან გემრიელია. ვისაც სალა არ უყვარს მონადირის კალბასით შეცვალოს
ჭაჭა. ნიორი. ხახვი. კალბასი. მოხარშუი კვერცხი. სნიკერსი. კალბასის მაგივრად შეილება ბევრი სხვა რაგაცა რო ჩასვა ხორცეულს ვგულისხმოობ
ზუსტად არ ვიცი ეს ალბათ ინდივიდუალურია,მე და ჩემი მეგობრები როცა ზამთარში იხვზე სანადიროდ მივდივართ თან 3-4 დღით,ზურგჩანთაში აუცილებლად არის ცოტა წონის და დიდი კალორიულობის შემცველი საკვები.მაგ: ნუ არ ვიცი გურულები შაშხს ვეძახით(გამოყვანილი ღორის ხორცი),პური ბევრი იჭმება კი მიგვაქვს მაგრამ მჭადი აუცილებლად,მარილი,ნიორი,ხახვ
ისეთ თემებს ჩითავთ, რო არ გამოვეხმაურო არ შემიძლია
ზაფხულის საგზალი.
1. კიტრი,პამიდორი,ყველი,მწვანე ხახვი
2.1კგ სამწვადე
3.ცივად მოხარსჰული დედალი.
4.მშობლიური 8 ნომერი აღარ არის და ამიტომ 5 ლიტრა რქაწითელი(ტანინიანი)
5.მაგიდა თავისი სკამებით,4 კაცზე,რომელიც სიცხეში შეგიძლია პატარა მდინარეში ჩადგა.
6.ხილი.
ზამთრის საგზალი.
1.(კიტრიდა პამიდორი ზამთარში არ ვარგა თურქული იყიდება ყველგან)
2.მოხარშული ხორცი.
3.1კგსამწვადე
4.წნილი არეული..
5.სალა.
6.ყველი
7.ჭაჭა ისეთი რო ჯანში მიდიოდეს.
აი ეს არის ერთი კაცის საგზალი
doni
უჰ შენ გაიხარე...........
მაგრამ შე კაცო, მაგიდა 4 საკმით მიგაქვს და სამწვადე 1 კგ?
1 კილო სამწვადე 1 კაცის საგზალია ეგ ყველამ უნდა ცალცალკე წამოიღოსო ეგ თქვა მაგ კაცმა
თოფი რათ გინდათ მაიც ვერაფერს კლავთ ტყვილად დაგამძიმებთ
ორაყი, ორაყი, ორაყი! ეს ხუმრობით და სერიოზულად - არაყი, არაყი არაყი!
ეხლა ისე ნუ ვიზამთ ვინმემ იფიქროს ესენი სანადიროდ კი არა საქეიფოდ დადიანო
სეზონს გააჩნია. აუცილებელია:პური,ყველი,წყალი და ხილი შესაბამისად.
ხეირი ის არის რაც ნაკლები სიმძიმის და კალორიულ საკვებს წაიღებ, მაგალითად მთაში (და არა მარტო) აუცილებლად წაიღეთ ტკბილეული, მურაბა (არა გაგეცინოთ გამოცდილ მონადირეებს დააქვთ), მე წაქცევამდე დაღლილს მურაბა მაჭამეს, მერე ნახევარი ქილა შედედებული რძე (მალაკო) დავლიე , 10 წუთში ისე ვიყავი თითქოს კარგად დამესვენოს და გამომეძინოს.
ხოდა ამიტომაც ყველაზე კაი საგზალი არის ჩურჩხელა ! ვოტ ტაკ
ჩურჩხელ მაგრად ქაჩავს მაგრად მეხმარება უცებ დანაყრებაში და არაერთხელ დაღლილ დაქანცულ მონადირეებისთვის მიჭმევია
ჰერცოგი997
+1
თანაც კომპაქტურია და არ ფუჭდება !
თუ ფეხით ხარ ხომ სულ მთლად მისწრებაა
კაცო, ერთი რა ვერ გავიგე იცით? მოსარეკში რომ მიდიხარ ან ნომერში დასადგომად, ეს ყველაფერი თან მიგაქვს თავისი მაგიდა-სკამიანად?......
ტკბილეული საჭიროა. მშიერ კუჭზე მაგალითად მურაბის ჭამა. ცოტა ვნებს კუჭს, მაგრამ სამაგიეროდ იღებ კალორიას და ძალას. ასევეა სნიკერსი, თურთხელა და მისთანები.... ასე რომ ტკბილეული თან იქონიეთ ყოველთვის...
მოსარეკში და უდაბნოში ჩურჩხელა მაგარია უცებ განაყრებს
http://www.youtube.com/watch?v=rTOy2CrCrbo&feature=player_embedded#at=117
აი ეს არის ნადირობის საგზალი,რა ჩურჩხელა რის სნიკერსი და ზემოდან კიდევ მურაბა
ესეთი ნადირობა მწამს მე,ჯერ ინადირე და მერე იქეიფე.
თან იმხელა მარშუტკა არის მიყენებული 20 კაციანი სუფრა დამატებით შიგნით გაიშლება
კაი მჯავე,კაი სალა,კაი ყველი და 2 ნახადი ჭაჭა....დზლივს რო ჩაისუნთქავ ისეთი
კაი კონიაკი ჯობია, მათარით, შემდეგ კი დაცლილი მასრით რომ დალევ მაგადია ააა?
რაც ჩამოითვალა, ყველაფერი საჭიროა, სეზონის მიხედვით. თუმცა, გამოვარჩევდი რაჭულ მოუხარშავ ლორუკას, ნიორი, ხმელი პური და არაყი. ტკბილეულიდან ჩურჩხელა და თაფლი შეუცვლელია, თუმცა თანამედროვე პირობებში ,,მელერი''(შოკოლადის კანფეტი, ირისის მსგავსი) და ყვითელი M&Mსიც ძალიან ეფექტურია. წყალს ლიმონი ძალიან უხდება და ორგანიზმსაც სიმხნევეს ანიჭებს.
jaba_gugesha
პრაქტიკული და ეფექტური მენიუ არის!
პადიომს რომ აუყვები და აღარ თავდება, ისედაც დამძიმებული ჩანთა შეიძლება მოისროლო, ამიტომ სიმსუბექეს დიდი მნიშვნელობა აქვს. კონსერვები და ბოსტნეული კარგია, მაგრამ საკმაოდ მძიმეცაა. მთაში კი, 1 კილო 5 ხდება. თუ მანქანით მიდიხარ, თუ გინდა ცხვარი წაიყვანე 20იანთან ერთად
ადრე ერთ "გიჟთან" ვნადირობდი ხოლმე ქათამზე , პური და თაფლი მოქონდა ხოლმე საგზლად. ვერ წარმოიდგენთ რა უცებ აღადგენს კლდე ღრე ბოდიალში დახარჯულ ენერგიას.
იხვზე და ჭაობიან ადგილებში ნადირობისას, გადაფრენაზე და მის შემდეგ დაახლოებით 20 კილომეტრს დავდივართ ფეხით მეგობრები. ძილითადად 3 კაცი: მე, ჩემი ოთხფეხა მეგობარი და ჩემი ძმაკაცი.
ეხლა დავითვალოთ დაახლოებით რა წონის ტანსაცმელი გვაცვია: ვიტიაშკა, 2 ნასკი, 1 წინდა, სქელი შარვალი და გარედან საწვიმური შარვალი, მაისური, ჯემპრი, კურტკა, სავაზნე ჟილეტი. ეს ყველაფერი კი საკმაოდ მძიმე ამხელა მანძილისთვის. ამას დამატებული იარაღი, საყვირი, ტელეფონი და წვრილმანი რაღაცეები
ხო და მე პირადად პური და მანდარინი (ფორთოხალი ოშვიათად ზომის გამო) მიმაქვს მეტი არაფერი.
1. მანდარინი - წყურვილის მოსაკლავად.
2. პური - შიმშილის მოსაკლავად, ჩემთვის და ძაღლისთვის.
სალას, ჩურჩხელას და თაფლს ბანკით ნამდვილად ვერ ვატარებ. იმიტომ კი არა რომ არ მიყვარს, უბრალოდ ძალიან მემძიმება ეგეთი რამეები.
ხმელა პურზე გემრიელი ბუნებაში არაფერიაო, ხო და მეც ისე გემრიელად მივირთმევ, რომ ჩემზე გემრიელად კაცი რესტორანში სამეფო საჭმელს არ ჭამს
http://www.picz.ge
სალა არც ისე დიდი წონაა და სიცივისგან ყველაზე კარგი დამცავია, ორგანიზმს ენერგიას და სითბოს მატებს
Ika Exs
პატარა ტაქტიკური ზურჩანთა გინდა ალუმინის ჩონჩხით და წელზე შესაკრავით ჩადებ ყველაფერს და ივლი კომფორტულად
ნუკრიMax
koba1973
გასაგებია, მაგრამ სალამ და თაფლმა მოწყურება არ იცის? ანუ წყლის მარაგიც უნდა წაიღო ეხლა ჯანმრთელობას რაც შეეხება საერთოდ ღორის ხორცი და მითუმეტეს სალა ღვიძლის მტერია. ერთი დღის კალორიების მომატებისთვის ღირს კი ამდენი სალის ჭამა და ღვიძლის გაღიზიანება? ))
- ეგ საწყენად არ მითქვამს მეგობრებო, ხუმრობით. უბრალოდ მე რა დამაქვს ეგ ვთქვი, თორე ღმერთმა შეგარგოთ
assassin29
ვერაფრით ვერ ვზიდავ მაგ რაღაცას )) სახლში რომ მოვდივარ, ბუზი რომ დამაჯდეს მხარზე წავიქცევი
ეს თოფი ხო მხარს მაწყვიტავს, ყოველ ნაბიჯზე წონა ემატება აქეთობისას ))) იქეთ მივფრინავ
ეს კი თქვენ ჩემგან
http://www.picz.ge
ნებისმიერი მურაბა და პური. წყალიც რა თქმა უნდა. განსაკუთრებით თეთრი ბლის მურაბა.
assassin29
კარგი რამე უნდა იყოს წყურვილს ხომ მოომიკლავს რაც მთავარია?
Ika Exs
ცადე შენი რამიდის წყურვილსაც მოგიკლავს და ენერგიასაც გაძლევს
assassin29
ისე დამაინტრიგე, ეგ ამბავი ამ საგამოსვე უნდა მოვსინჯო, ეგ ინგრედიენტები ჩემთან ოხრადაა და დილით მაინც არ ვჩამ არაფერს, ამას დავლევ, იქნებ სამსახურში ენერგიულად წავიდე ))
თუ მომეწონა მერე ვატარებ სანადიროდაც ))
general
ცადე შენც....
არაყი იმ მომენტში გათბობს, მაგრამ მერე საწინააღმდეგო ეფექტი აქვს.
აი სალას რომ შეჭამ, განაყრებს და სითბოს ეფექტი მეტი აქვს
ნუკრიMax
უმფროსო სალა და ორაყი ერთად რა ეფექტს იძლევა ?
თან კიდევა რამდენჯერა ვცადო რამდენჯერ...
ეგ არაყი კიდევ ვერ გავიგე ათბობს თუ აგრილებს რააა. ერთი მიმტკიცებდა სიცხეში სტოპკას რო დავარტყავ მშვენივრად გრილად ვარო. მეტი არ მოგივიდეს და არ გაიყინო მეთქი.
300 გრამი ნამეტანი ხო არაა?
მერეეე სანადირო ობიექტების სპექტრი ერთი-ორად ფართოვდება
მერე კიდე თუ მეგობართან ხარ იტყვი 300 გრამზე ხომ არ გავჩერდებითოოო და წავა გულავი და ბაგაბუგი
ლეღვის ჩირეც უსერიოზულესი რამაა სანადირო საგზლათ პირადი გამოცდილებიდან ვიცი ბიჭებო მომენტალურათ გავსებს ენერგიით ცადეთ და აღარ მოეშვებით.
https://www.youtube.com/watch?v=rXDUQQOVx2g - ესეც გამოგვადგება
Bugha
ეგ არამგონია აქ იშოვოთ მაგრამ არის ამერიკული მრეს ულიფები ჩვენთან 10-15 ლარში ჩითავს ხოლმე
უკეთესი თუარა უარესი არიქნება
Bugha
მაიმარკეტზე ვნახე რამდენჯერმე კიდე ფეისბუქზე სხვადასხვა განცხადებების ჯგუფებში
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)