თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ საუბრები ნადირობაზე _ "მონადირის დღე"

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 1 2016, 13:57

ხალხნო სულ მიტრიალებს ეს იდეა თავში. დავაწესოთ მონადირის დღე საქართველოში. ოღონდ კარგი საქეიფო თვე ავარჩიოთ. სავარაუდოთ შემოდგიმისკენ. ოქტომბერ ნოემბერში

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Aug 1 2016, 14:06

კაი იდეაა, ნოემბერი ჯობია მგონი, ახალი ღვინო რომ ავადმყოფობას მორჩება, მაგ დროს...

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 1 2016, 14:14

მერე დავტრიალდეთ. სხვა კლუბებსაც შევუთანხმოთ და დავაფუძნოთ

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Aug 1 2016, 14:18

ჩემი აზრია 22 ნოემბერი, დაიწყებ ქეიფს და გიორგობაც დაგათენდება...

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 1 2016, 14:36

2 ქეიფი ერთად არ გამოვა

პოსტის ავტორი: მალხაზი 1984 Aug 1 2016, 15:17

თუ ნოემბერია, იყოს 15 ნოემბერი. 28-დან ქრისტეშობის დიდმარხვა იწყება, 23 გიორგობაა, თვის შუალედია ზუსტად 15

ან სულაც 1 ნოემბერი....

პოსტის ავტორი: Ika Exs Aug 1 2016, 15:32

ისე დეკემბერი კარგია newsmile05.gif იხვი იწყებს შემოსვლას და კაკრას მაშინ უნდა აღინიშნოს მონადირეების დღე და დაიწყო ნადირობა newsmile05.gif ნუ 4 დეკემბერი თუ იქნება კარგია D.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Aug 1 2016, 15:38

ახუიწელნი იდეაა!!!
მივესალმები, მთავარია ისე გამოითვალოს რო მარხვა არ დაემთხვას....
ოქტომბრის ბოლო ნოემრის დასაწყისი იდეალური პერიოდია ტყეში ნადიმისთვის!!!

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 1 2016, 15:41

1 ნოემბერი მომეწონა. არაფერი მარხვა არ უწევს მე მგონი ხო?

პოსტის ავტორი: ჯოლა Aug 1 2016, 15:42

ისე დაგეგმეთ, წვიმიანი დღე რო არ იყოს.

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 1 2016, 15:49

ძაან მაგარი იდეაა small3d018.gif small3d018.gif აუცილებლად უნდა დაწესდეს ოღონდ ისე რა ოფიციალურად და მთელი საქართველოს მაშტაბით, რომ მთელს ქვეყანაში იზეიმოს ხალხმა მონადირის დღე
მაგრად უნდა გაპიარდეს თავიდან რა ტელევიზიებით და რამე თორე იქნება ერთჯერადი

პოსტის ავტორი: უიარაღო Aug 1 2016, 16:01

ვემხრობი ოქტომბერ-ნოემბერს. მაგ დროს ბუნებაში გასვლას რა სჯობს. წითელ-ყვითლად არის აჭრელებული ბუნება. ჩვენთვის საყვარელი სანადირო ობიექტი ტყის ქათამიც შემოსულია და შემოდგომის მზეზე მიფიცხებაც ძალიან სასიამოვნოა. ოქტომბრის ბოლო ნოემბრის პირველი ნახევარი იქნება ჩემთვის სასურველი.

პოსტის ავტორი: ჩელე Aug 1 2016, 16:34

იდეა მშვენიერია. ჩემთვის სულ ერთია როდის დაწესდება, მთავარია იყოს ეს დღე. უამრავი ადამიანი იზეიმებს...

ჯოლა

ციტატა(jola @ 1st August 2016 - 16:42) *
ისე დაგეგმეთ, წვიმიანი დღე რო არ იყოს.


და რომ არ მუშაობდე ხო???.... newsmile05.gif newsmile045.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ოთო. Aug 1 2016, 16:46

ციტატა(Chalimgela @ 1st August 2016 - 14:57) *
მონადირის დღე

ჭალო მერე მეთებზეებს გული დაწყდებათ ჩვენ რაღა დავაშავეთო, დაუშვათ და დაწესდა მეთევზის დღეც მერე ბაზიერები აიმაღლებენ ხმას მერე მგეშავები და ასე შემდეგ რავიცი მოსაფიქრებელია კარგად

პოსტის ავტორი: ოთო. Aug 1 2016, 16:51

ციტატა(jola @ 1st August 2016 - 16:42) *
ისე დაგეგმეთ, წვიმიანი დღე რო არ იყოს.

რატო კაცო წვიმა ხო რომანტიკულია

პოსტის ავტორი: მალხაზი 1984 Aug 1 2016, 17:28

ციტატა(ჭალიმგელა @ Aug 1 2016, 16:41) *
1 ნოემბერი მომეწონა. არაფერი მარხვა არ უწევს მე მგონი ხო?

არა გიორგი, 1 ნოემბერი თავისუფალია. არ არის შეზღუდული ნადიმი და დროსტარება

პოსტის ავტორი: ჯოლა Aug 1 2016, 19:54

ციტატა(ოთო. @ Aug 1 2016, 17:51) *
რატო კაცო წვიმა ხო რომანტიკულია

მაშინ ისე დაგეგმეთ, წვიმიანი დღე რო იყოს.

პოსტის ავტორი: პაატა. Aug 1 2016, 21:09

მომეწონა იდეა,კარგია.ჩემ აზრს დავაფიქსირებ 7 ნოემბერი.ამ დღეს კომუნიზმის დროს რაღაცა იყო და ვაჯობოთ კომუნისტებს(მაგარი მთვალი ვარ,თუ რამე ბოდიში)

პოსტის ავტორი: ბლექ-ხასან Aug 1 2016, 22:58

ციტატა(iraklibai @ 1st August 2016 - 17:32) *
ნუ 4 დეკემბერი თუ იქნება კარგია

კი..მე მაწყობს ეგ რიცხვი..დაჟე 5 დეკემბერიც.(ღამის 12 საათზე ვარ დაბადებული და ხან 4-შსი ვიხდი...ხან 5-ში.) D.gif

პოსტის ავტორი: ბლექ-ხასან Aug 1 2016, 23:06

რამე ისტორიულს უნდა დავუკავშიროთ. უფრო მაგარი იქნება.. მთლად ისე რომ არ გამოგვივიდეს..ვიღაც ბესომ სიყვარულის დღე რომ დააწესა. მაგალითად.. 1922 წელს..ვეფხვი(ნამდვილი ვეფხვი და არა ვეფხვად წოდებული კავკასიური ჯიქი) მოკლეს საგურამოსთან. მაგაზე დიდი ნანადირევი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. ეგ არ გამოდგება?..

პოსტის ავტორი: Ika Exs Aug 2 2016, 08:40

ესეც USA

http://www.picz.ge


მართლაც კარგი იქნება ასეთი რამის ოფიციალურად გაკეთება. ამ დღეს საქველმოქმედო ღონისძიებების ჩატარებაც შეიძლება მონადირეების (კლუბების) სახელით. კარგ საქმესაც გავაკეთებთ და პიარშიც ჩაითვლება.
მაგრამ ჯერ თვე და რიცხვია ზუსტად ასარჩევი newsmile027.gif





პოსტის ავტორი: ოთო. Aug 2 2016, 10:42

აგვისტო ჯობია ჩემი აზრით, უფრო სიმბოლურია ყველა ამ თვეს ველოდებით რავიცი სეზონის გახსნა და პლიუს მონადირის დღე კარგი იქნებოდა.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 2 2016, 11:32

ციტატა(ოთო. @ Aug 1 2016, 17:46) *
ჭალო მერე მეთებზეებს გული დაწყდებათ ჩვენ რაღა დავაშავეთო,

მეთევზის დღე არის. ამ 3 კვირის წინ იყო სხვათა შორის

ციტატა(ოთო. @ Aug 2 2016, 11:42) *
აგვისტო ჯობია ჩემი აზრით, უფრო სიმბოლურია ყველა ამ თვეს ველოდებით რავიცი სეზონის გახსნა და პლიუს მონადირის დღე კარგი იქნებოდა.


აგვისტოს ყველა გახსნას ზეიმობს და სანადიროდ გარბის. ეგ ისედაც პრაზდნიკია newsmile05.gif

1 ან 7 ნოემბერი მაშინ

პოსტის ავტორი: გურგენა Aug 2 2016, 11:43

და მოძრავი რომ იყოს არ გამოვა? newsmile05.gif
თუ მონადირის დღეა, სასურველია ბუნებაში აღნიშვნა, ამიტომ უკეთესი იქნება თუ უიკ-ენდი დაემთხვევა. ამერიკაშიც ეგრე ყოფილა თარიღებს რომ გადავხედე. სექტემბრის მეოთხე შაბათი უწევს მონადირის დღე.
რადგანაც ბუნებაში აღნიშვნაა, ცოტა თბილი ამინდებისკენ ჯობს გადმოწევა ალბად. თუნდაც ოქტომბრის მეორე ან მესამე შაბათი. (მწყერი უეჭველი წასულია და ქათამი თუ რამე სასწაული არ მოხდა არაა მოსული )

თუმცა ისიც შეიძლება, საერთოდ არ იყოს ნადირობის სეზონზე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Aug 2 2016, 12:05

ერთი პირობაა რომ მარხვა არ იყოს იმ პერიოდში, რომ ჩვენი ეკლესიურად მცხოვრები თანამოაზრეების ინტერესიც გავითვალისწინოთ. დანარჩენი სულ ერთია. კარგი იდეაა და უნდა განხორციელდეს. და კიდევ ერთია რომ დღის შერჩევაში აზრთა სხვადასხაობა იქნება და ამან იდეის განხორციელება არ უნდა ჩაშალოს.

პოსტის ავტორი: რეზო... Aug 2 2016, 13:27

მშვენიერი იდეაა

პოსტის ავტორი: ჩელე Aug 2 2016, 15:02

ჩემი აზრით რომელიმე თვის მესამე კვირა ან შაბათი უნდა იყოს. ეხლა ჯოლა იკითხავს: მეორე რომ იყოს ან პირველი ან ბოლო-ბოლო მეოთხე?... იყოს მე რაა, ჩემი რა მიდის? მთავარია იყოს... ოქტომბერში თუ არ უწევს არანაირი მარხვა, მგონი ოქტომბერი ყველაზე ოპტიმალურია.... ჰააა იყოს სექტემბერი. ყველა ასე თუ ისე დაბრუნებულია კურორტებიდან და ხალხიც შეიკრიბება....

პოსტის ავტორი: და.კარ Aug 2 2016, 16:45

ნამდვილად კარგი იდეაა , თუმცა თავის მობმა და სამინისტორიში ინიციატივის შეტანაა საჭირო , მე ვფიქობ სხვა კლუბების მხარდაჭერაც დაგვჭირდება და ერთიანად თუ მოვამზადებთ საკითხს , შედეგიც ექნება. D.gif სხვა შემთხვევაში მხოლოდ ჩვენ გვეცოდნინება ნადირობის დღის თაობაზე . D.gif

პოსტის ავტორი: და.კარ Aug 2 2016, 16:51

ჩემი აზრით შემოდგომა ყველაზე კარგი ვარიანტია , რადგან მოსავლის დაბინავებაა , ბუნებაც ძალიან ლამაზია , საინტერესო სანადირო გასვლების მოწყობაც შესაძლებელია.

ეს საკითხი თუ რეალურ სახეს შეიძენს , ვფიქრობ იდეას კარგი განვითარებები შეიძლება მოვუძებნოთ .

პოსტის ავტორი: ჯოლა Aug 2 2016, 16:56

ქათმის გახსნაზე იყოს IMHO.gif


პოსტის ავტორი: ჩელე Aug 2 2016, 18:07

ქათამი 15 ოქტომბერს იხსნება ხოლმე ხო?

პოსტის ავტორი: achiko-l Aug 3 2016, 11:01

ოჩოს დაარსების დღე როდისაა? drankd.gif wtfg.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 3 2016, 13:28

1 ნოემბერზე რას იტყვით?

მცოცავი თარიღი აირევა. კონკრეტული დღე ჯობია

პოსტის ავტორი: Fishman Aug 3 2016, 14:00

ისე, მართლა ოჩო როდის დაარსდა? ეგ თარიღი ავიღოთ მონადირის დღედ და ძალიან მაგარი იქნება.

პოსტის ავტორი: general Aug 3 2016, 14:26

მართლა მაგარი იდეაა. მეც ვფიქრობ რომ რამე ნადირობასთან დაკავსირებულ ისტორიულ დღეს უნდა დაემთხვეს თან უქმეებსაც თან მარხვა არ უნდა იყოს. მოკლედ დიმიტრი უნდა იყოს გელოვანი newsmile05.gif


პოსტის ავტორი: Fishman Aug 3 2016, 14:48

general

უქმეს რანაირად დაამთქვევ, შეკაცო?! D.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Aug 3 2016, 15:12

ოჩოს დაარსება არ გამოვა, ეგ ცალკე დაბადების დღედ უნდა დავთქვათ...
თან არა სანადირო თვე იყო, მგონი მაისი, ანუ ოფიციალური რეგისტრაცია როცა მოხდა

პოსტის ავტორი: ზახარა Aug 3 2016, 15:16

ციტატა(archilich @ 3rd August 2016 - 12:01) *
ოჩოს დაარსების დღე როდისაა?

ციტატა(khmaltevza @ 3rd August 2016 - 15:00) *
სე, მართლა ოჩო როდის დაარსდა?

ციტატა(Nukry @ 3rd August 2016 - 16:12) *
თან არა სანადირო თვე იყო, მგონი მაისი, ანუ ოფიციალური რეგისტრაცია როცა მოხდა

http://www.ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=341

პოსტის ავტორი: lord Aug 3 2016, 15:16

ძალიან კარგი იდეაა!
კონკრეტული დღის დადებითი მის ფიქსირებულობაშია, უარყოფითი კი - სამუშაო დღეებში დროის გამონახვის სიძნელე, რაც ვფიქრობ არსებითია. შესაბამისად ,,დიმიტრი გელოვანთან" ახლოს ჩემი აზრით ნოემბრის პირველი შაბათის საღამოა, რადგან: მარხვებიც არ უწევს; ღვინო დაღვინებულია; შაბათ დილით წანადირებასაც მოასწრებ (და სუფრას ნანადირებსაც შემატებ); მეორე დღე კვირაა და პახმელიაზეც თამამად გამოხვალnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Aug 3 2016, 15:22

ზახარა
22 ივნისს სამამულო ომი დაიწყო, 23 ში ოჩო დაიბადა...

პოსტის ავტორი: ბლექ-ხასან Aug 3 2016, 16:35

თუ გვინდა..რომ მართლა მონადირის დღე იყოს და საქართველოს ყველა მონადირემ აღიაროს..ისეთ რამეს ინდა დაუკავსირდეს..რაც ყველასტვის მისაღები და საპატიოა. რაღაცა ეროვნულს. დიდი მონადირეს(მაგალითად ვაჟა ფსაველას) ან რამე განსაკუთრებულს. უმაგისოდ..გაჩაღდება გრუზინულები. "მაგათ ვინ კითხავდა".."ეგრე მეც კი დავაწესებდი".. "მონადირის დღე კი არა ისი კიდე' და ა..შ... მოკლედ.. მიმიხვდებით რასაც ვჩივი.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 3 2016, 16:39

ციტატა(ნუკრიMax @ Aug 3 2016, 16:22) *
ზახარა
22 ივნისს სამამულო ომი დაიწყო, 23 ში ოჩო დაიბადა...

15 მაისს გაეშვა ოფიციალურად საიტი

პოსტის ავტორი: უიარაღო Aug 3 2016, 16:39

არც ისე მარტივად ყოფილა საქმე D.gif რეფერენდუმის ჩატარება მოგვიწევს მგონი D.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 3 2016, 16:42

არა მონადირის დღე სხვაა და ოჩოს დაბადების დღე სხვა. სხვა კლუბებიც ხომ აღნიშნავენ და მიკერძოებაში რომ არ ჩაგვეთვალოს

დავუგზავნე ბაზიერს, ლეგიონს, კლუბ მონადირეს, საფარი კლუბს. თუ არის კიდევ რამე კლუბი გავუგზავნოთ

პოსტის ავტორი: უიარაღო Aug 3 2016, 16:42

მთავარია რომ გადაწყდეს და დაწესდეს რაღაც დღე. ხალხი აუცილებლად მიიღებს ამას. შეიძლება მაშინვე არა მაგრამ რამოდენიმე წელში მაინც მისაღები გახდება ბევრისათვის. თან ეს დეპატებიც და ასე შემდეგაც დავიწყებას მიეცემა.

პოსტის ავტორი: ჩელე Aug 3 2016, 17:12

ჭალიმგელა

მესამე შაბათი ან მეორე შაბათი და ა.შ. იმიტომ არის კარგი, რომ გეცოდინება მესამე შაბათია და კონკრეტულია. 1 ნოემბერი რომ დავაწესოთ ეგ პირველი ნოემბერი ხან ხუთშაFათი იქნება , ხან ორშაფათი, ხან კიდებ პარასკევი. ამიტომ ჩემი აზრით ისევ მეორე ან მესამ ან მეოთხე შაბათი ჯობს....

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 3 2016, 17:52

ჩელე
ხო ეგრეა. ახალი წელიც ხან ორშაბათია და ხან შაბათი. ისევე როგორც გიორგიობა და დედის დღე.

სამაგიეროდ ვიცით რომ ახალი წელი 1 იანვარსაა და არა მეოთხე შაბათს

პოსტის ავტორი: ჩელე Aug 3 2016, 18:01

ჭალიმგელა

მე იმას ვიძახი, რომ ზეიმის მერე ადამიანმა ხომ უნდა იქეიფოს? მერე ნაბახუსევზე მეორე დღეს ხომ უნდა გამოვიდეს? ჰოდა რომ მუშაობ და შუა კვირაში მოუწევს ეს დღე ან როგორ იქეიფებ და ან ნაბახუსევზე რა უნდა ქნა? ხომ უნდა შეირგო არა?...

სამაგიეროდ გეცოდინება, რომ მონადირის დღე არის კონკრეტული თვის ან პირველ ან მეორე ან მესამე და ან მეოთხე შაბათს. არაფერს დაგეგმავ სხვას მაგ დღეს, კარგადაც იქეფებ და ნაბახუსევზეც გამოხვალ კვირა დღეს....

ვოოოტ....

ჰოდა კიდევ: ახალი წელი რომ არის პირველ იანვარს, ხალხი ისვენებს და არ მგონია მთავრობამ მონადირის დღე, დასვენების დღედ გამოაცხადოს....

ვოოოტ 2....

newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Aug 3 2016, 18:05

ჩემის აზროთ მცოცავი არ უნდა იყოს, კონკრეტული რიცხვი უნდა დაწესდეს. არც დაბადების დღეა შაბათ კვირებზე, მაგრამ კარგად ვილხენთხოლმე, თან ხალხში გაურკვევლობას გამოიწვევს, ნეტა რა რიცხვი უწევს, საქმე ხომ ა. მაქვს ან რამე გეგმები ხომ არ მეცვლებაო.ვინმეს, მაგალითად ვაჟა ფშაველას დღეობაზეც არ მიმაჩნია სწორედ, ვინმე ვაჟაობას აღნიშნავდეს და უი მონადირის დღეც ყოფილაო, არ მინდა რამე დღეობის ხურდაში მოვყვეთ.
ეს დღე უნდა იყოს მონადირის და არავისი სხვის, მოკლედ მოვიფიქროთ და დავაწესოთ.

პოსტის ავტორი: ბლექ-ხასან Aug 3 2016, 19:14

ციტატა(Nukry @ 3rd August 2016 - 20:05) *
მაგალითად ვაჟა ფშაველას დღეობაზეც არ მიმაჩნია სწორედ, ვინმე ვაჟაობას აღნიშნავდეს და უი მონადირის დღეც ყოფილაო,

ვაჟაობას და მის დაბადების დღეს კი არა.. ვაჟას რომელიმე მონადირულ ამბავთან. ან რამე ეგეთთენთქო.
მოკლედ..რამე..ყველასთვის მისაღებ საფუძველზე მაქვს საუბარი. აი რომ იკითხავენ რა პონტშია დღეს მონადირის დღეო..ვინმემ უთხრას ამ პონტშიო. სულ ეგ არის. აი მაგალითად..ავთანდილმა რომ გადინადირა. გავიგოთ რა რიცხვში გადინადირა და ეგ დღე იყოს. D.gif

ისე..რა უბედურებაა რა.. ერთი ისეთი ისტორია არ გვაქვს ქართველებს..მონადირული დღე რომ მიეძღვნას. აბა ინგლისელები..უნდა ჯონ ჰანტერის დაბადების დღეს დააწესებენ და უნდათ ჯიმ კორბეტისაზე.

პოსტის ავტორი: Davitus Aug 3 2016, 19:33

მცოცავი გრაფიკით, მარაზმია. კონკრეტული რიცხვი უნდა იყოს, 8 მარტივით ))))

პოსტის ავტორი: ახალციხელი Aug 3 2016, 20:52

იდეა მომწონს. თარიღი მცოცავი არ გამოვა მგონია. 1 ნოემბერი მშვენიერი თარიღია.

პოსტის ავტორი: მალხაზი 1984 Aug 3 2016, 21:10

როდესაც საუბარია მონადირის დღეზე ეს უნდა იყოს კონკრეტული თარიღი. არანაირად არ გამოდის მონადირის დღე ნოემბრის მეორე ან მესამე შაბათი ან კვირა. 1 ნოემბერი კარგი რიცხვია კონკრეტული დღის აღსანიშნავად

პოსტის ავტორი: Bugha Aug 3 2016, 21:44

vetanxmebi.gif მართლა მაგარი იდეაა tema-wamoweulia.gif small3d018.gif ar-davliot.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 4 2016, 00:11

ციტატა(ჩელე @ Aug 3 2016, 19:01) *
ჭალიმგელა

მე იმას ვიძახი, რომ ზეიმის მერე ადამიანმა ხომ უნდა იქეიფოს? მერე ნაბახუსევზე მეორე დღეს ხომ უნდა გამოვიდეს? ჰოდა რომ მუშაობ და შუა კვირაში მოუწევს ეს დღე ან როგორ იქეიფებ და ან ნაბახუსევზე რა უნდა ქნა? ხომ უნდა შეირგო არა?...


მოვა დრო და სახელმწიფო ამ დღეს უქმე დღეთ გამოაცხადებს D.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 4 2016, 00:23

ციტატა(Chalimgela @ 4th August 2016 - 01:11) *
მოვა დრო და სახელმწიფო ამ დღეს უქმე დღეთ გამოაცხადებს

აღლუმიც გვექნება? D.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Aug 4 2016, 11:43

კი ბატონო, როგორც უმრავლესობა გადაწყვეტს ისე ვქნათ. მთავარია, რომ იყოს ეს დღე, იმიტომ რომ ბევრი მონადირეა საქართველოში, ბევრიც ბრაკონიერი. გაკეთდება ამ დღეს რაღაც შეხვედრა, განიხილება საკითხები, გაიცნობენ მონადირეები ერთმანეთს უკეთ, ჩატარდება აგიტაციები ბრაკონიერობის წინააღმდეგ და ა.შ. საქმესაც წაადგება და ხალხიც იზეიმებს....

პოსტის ავტორი: samsoni777 Aug 4 2016, 12:11

რა დღეც არ უნდა შეარჩიოთ ყველა კარგი იქნება, ბოლოსდაბოლოს მონადირის დღე არ უნდა იყოს D.gif მას კი დარიც უხდება და ავდარიც.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Aug 4 2016, 12:33

იმედია 1 ნოემბრამდე ჩამოვყალიბდებით თარიღზე

პოსტის ავტორი: ჩელე Aug 4 2016, 14:54

ნუკრიMax

პირველ ოქტომბერს უნდა იცოდე უკვე თარიღი, რომ საორგანიზაციო საქმეებს მიხედო... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Aug 4 2016, 15:35

რო იცოდე, არ არის ცუდი იდეა, თანხებში ვერ გავქაჩავთ, თორემ ტველა კლუბმა რომ ააგროვოს და ერთობლივი გასვლა ბუნებაში, თოფის სროლა თეფშებზე, კაი მწვადი და საუბრები ნადირობაზე, მშვენიალურია

ბოლობოლო საქართველოა და უნდა ვიცნობდეთ ერთმანეთს...
რამდენნი ვართ როო?
რა იცი ერთმანეთს როდის დავჭირდეთ და გამოვადგეთ

პოსტის ავტორი: ბლექ-ხასან Aug 5 2016, 02:28

ციტატა(Nukry @ 4th August 2016 - 17:35) *
რამდენნი ვართ როო?

სულ რაღაც 200 000. კი უნდა ვიცნობდეთ ერთმანეთს.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Aug 5 2016, 08:18

მერე რაა, ზუსტად ეგ ხალხი გამოაცხადებს მონადირის დღეს დასვენებად და უმრავლესობით შევალთ პარლამენტში newsmile05.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Aug 5 2016, 09:08

1982 წლის 7 ნოემბერს ყოფილა მონკავშირის აღლუმი. ხო და ხო არ გავაცოცხლოთ ისევ?

პოსტის ავტორი: და.კარ Aug 5 2016, 09:15

და რამდენი ბალახის მჭამელი დაგვიპირისპირდება , მე ნაცნობები მყავს , ნადირობას რომ ვახსენებ წყევლა-კვრულვაზე გადადიან , და მათ რომ გაიგონ ნადირობის დღე უნდა იყოსო , წარმოიდგინეთ რა რეაქცია ექნებათ D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Aug 5 2016, 09:16

ციტატა(levani @ 5th August 2016 - 03:28) *
სულ რაღაც 200 000. კი უნდა ვიცნობდეთ ერთმანეთს.

ძალიან ბევრია newsmile05.gif))))))))

შარშან 35-40 მდე მოსაკრებელი იყო მხოლოდ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Aug 5 2016, 09:17

და.კარ
სოკოზე ვნადირობთქო უთხარი შენც და ეგაა D.gif

პოსტის ავტორი: ბლექ-ხასან Aug 5 2016, 19:54

ციტატა(zaxara @ 5th August 2016 - 11:16) *
შარშან 35-40 მდე მოსაკრებელი იყო მხოლოდ

ეგ პატიოსანი გადამხდელი მონადირეები. ვისაც მოსაკრებელი კიდია..ისინი მიატვალე.
რავიცი..ერთხელ სანებართვოშო მოვისმინე..მაგდენი არის რეგისტრირებულიო. ისე..რა არის გასაკვირი.. 4.5 მილიონ მოსახლეობაზე..არ არის ბევრი.

პოსტის ავტორი: koba1973 Aug 5 2016, 21:40

ციტატა(zaxara @ 5th August 2016 - 11:16) *
შარშან 35-40 მდე მოსაკრებელი იყო მხოლოდ


მაგდენი მონადირე მარტო ჩემს სოფელშია ალბათ.

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 5 2016, 21:48

koba1973
35 40 ათასზეა ლაპარაკი ალბათ
მე მგონია რომ მინიმუმ 100 000 მაინც იქნება

პოსტის ავტორი: koba1973 Aug 5 2016, 21:50

assassin29

მეც არა ვთქვი მარტო მე ხომ არ ვიხდი მოსაკრებელს მეთქი.

პოსტის ავტორი: ზახარა Aug 5 2016, 22:42

koba1973
ათასზეა ლაპარაკი ))))))))

assassin29
წესით კი უნდა იყოს ეგ რაოდენობა

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Aug 5 2016, 22:45

ისე ცნობისთვის, მე წესიერ მონადირეებზე მქონდა საუბარი

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 5 2016, 23:07

ციტატა(Nukry @ 5th August 2016 - 23:45) *
ისე ცნობისთვის, მე წესიერ მონადირეებზე მქონდა საუბარი

ყოველგვარი ინტრიგნობის გარეშე მაინტერესებს როგორ განისაზღვრება წესიერი მონადირე?
იმიტომ ვიძახი რო წვრილწვრილი გრეხები ყველას აქვს(გვაქვს) ეხლა. თუ ყველა ვადას დაიცავს არასდროს გადააჭარბებს ლიმიტს არ ინადირებს აკრძალულ ნადირზე და ფრინველზე ასევე მავნებლებზე რომელიც ასევე აკკრძალულია. ყოველთვის დროულად აიღებს საბუთს. არასოდეს დახუჭავს თვალს სხვი მიერ ჩადენილ უსამართლობაზე. ხელს შეუწყობს და დაეხმარება დედაბუნებას მასეთი კი მოიძებნება საქართველოში 5-6 კაცი D.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 5 2016, 23:44

assassin29
ამ ტემაში არ გვინდა სხვა რაღაცეების განხილვა, თორემ აირევა ყველაფერი

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 6 2016, 00:25

ჭალიმგელა
კაი ბატონო არარის პრობლემა

ჩემი მხრივ ამ იდეას დავამატებდი რომ მინდა მაშტაბური გახდეს ანუ ისეთი არა რო საძმაკაცო კლუბი ან ფორუმი აღნიშნავს მხოლოდ ქეიფით. ეგ ისედაც შესაძლებელია
რაღაც უფრო მნიშვნელოვანი რომ იყოს გაკეთდეს ღონისძიებები გამოფენები სხხვადასხვა აქტივობები, სადახ ხალხი ოჯახებით მოვა იქნება ინტერაქტიული გასართობები და ა.შ

თუ მართლა გვეღირსაა და დიდიიმედი მაქვს რომ გვეღირსება ჩემი მეორე საყვარელი დღესასწაული იქნება(საერო დღესასწაულებს ვგულისხმობ) დამოუკიდებლობის დღის შემდეგ




პ.ს დღის ბოლოს რათქმაუნდა კარგი სუფრა ტკბილ ხალხთან ერთად (რათქმაუნდა ბევრი ნანადირევით და კარგი იქნება თუ ბუნებაში იქნება ეს სუფრა)

პოსტის ავტორი: ჩელე Aug 6 2016, 14:32

რა თქმა უნდა მარტო ქეიფით არ უნდა შემოიფარგლოს ეს დღე. უნდა მოეწყოს ივენთები, სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები ამ დღეს და მერე ქეიფით დასრულდეს. ჯერ ამას მივაღწიოთ და მერე ორგანიზებას მოვახერხებთ ამ ყველაფრისას...

შოთა.03

ციტატა(SHOTA @ 5th August 2016 - 10:08) *
1982 წლის 7 ნოემბერს ყოფილა მონკავშირის აღლუმი. ხო და ხო არ გავაცოცხლოთ ისევ?


შენ იცნობ გრიშა ონიანს ან ვალერი კვარაცხელიას ან მარგიანს?... newsmile05.gif)))

პოსტის ავტორი: gurika999 Aug 6 2016, 16:28

მივესალმები ძალიან კაი თემაა და იდეა ხო უკეთესი უფრო კარგი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Aug 6 2016, 17:42

ჩელე
გამოფენა გაყიდვა არ დაგავიწყდეს
ყველა მაღაზიამ რომ წარმოადგინოს თავისი პროდუქცია

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 6 2016, 18:19

ციტატა(Nukry @ 6th August 2016 - 18:42) *
ჩელე
გამოფენა გაყიდვა არ დაგავიწყდეს
ყველა მაღაზიამ რომ წარმოადგინოს თავისი პროდუქცია

+100000000 ძალიან მაგრაი იდეაა თან ამ დღისთვის სპეციალური ფასდაკლებები ექნებათ


ხო კიდე რა მაინტერესებს, ეს ოფიციალური იქნება ხო სახელმწიფო დონეზე გადაწყვეტილი და დამტკიცებული ოფიციალურად.

კიდე სახლმწიფომ რომ დაამტკიცოს ეს რაარის ამისთვის საჭირო? რატო ვკითხულობ ეხლა ეროვნული სამოსის დღის დაწესება რომ უნდოდათ ხელმოწერებს აგროვებდნენ რომ პარლამენტს დაემტკიცებინა და ჩვენც მოგვწევს რამე მსგავსის გაკეთება?


პოსტის ავტორი: მალხაზი 1984 Aug 6 2016, 18:42

ჯერ თვე და რიცხვი გადაწყდეს და დალშე გამოფენაც იქნება, გაყიდვაც, ერთმანეთის გაცნობაც და კარგი მოლხენაც.

ყველა მონადირეთა კლუბს ვკითხოთ აზრი და ერთიანი არჩევანი ყველასთვის მისაღები იქნება

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Aug 6 2016, 18:45

მალხაზი 1984
ყველა კლუბს დაეგზავნა იდეა, შევჯერდებით და ალბათ მივალთ საუკეთესო დასკვნამდე...


პოსტის ავტორი: მალხაზი 1984 Aug 6 2016, 20:20

ძალიან კარგი

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 6 2016, 22:54

ნუკრიMax
კარგია მონადირის დღე ყველასთვის უნდა იყოს ქვეყნის მაშტაბით

ნელნელა რო ტრადიციათ ჩამოყალიბდეს

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 6 2016, 23:01

გადავათვალიერე ეხლა მეზობელი ფორუმები და მსგავსი თემა არარის არსად იმედია არ დაიკიდებენ და ყველა ჩაერთვება ამ საშვილიშვილო საქმეში

პოსტის ავტორი: ბლექ-ხასან Aug 7 2016, 15:43

გარდა ზემოტ ხსენებულისა.. მაგ ღონისძიებებზე მოგვივარდებიან ხოლმე ცხოველთა დამცველები ტრანსპარანტებით. მოგვასხავენ ხოლმე საღებავს..ჩვენც ამოვსცხებთ ხოლმე ჭიტლაყს და ვიცხოვრებთ ასე მხიარულად. ასწორებს მონადირის დღე. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 7 2016, 16:05

ციტატა(levani @ 7th August 2016 - 16:43) *
მაგ ღონისძიებებზე მოგვივარდებიან ხოლმე ცხოველთა დამცველები ტრანსპარანტებით. მოგვასხავენ ხოლმე საღებავს.

მაგარი სანახაობა იქნება D.gif შეიარაღებული მონადირე რო გარბის და განრისხებული ვეგეტარიანელები რომისდევენ ტაბურეტკით D.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Aug 7 2016, 16:21

ბლექ-ხასან
რასაც შენ არ იტყვი რაა...
D.gif D.gif D.gif

assassin29
ზაფხულია, ცხელა, ყველა გასულია ქალაქიდან, ჩვენც არსად გვეჩქარება...
სწავლა დაიწყება 20 აგვისტოს და დაუბრუნდებიან რეჟიმს

პოსტის ავტორი: შოთა.03 Aug 7 2016, 21:32

ჩელე

ციტატა(chele @ 6th August 2016 - 15:32) *
შენ იცნობ გრიშა ონიანს ან ვალერი კვარაცხელიას ან მარგიანს?..

ერთად ვნადიობდით D.gif


პოსტის ავტორი: ჩელე Aug 8 2016, 14:36

შოთა.03

newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif მერე ვერ მიუშვირე თოფი მაგ დედაკატებს??...

პოსტის ავტორი: და.კარ Aug 9 2016, 09:07

საუბარი საუბრად და იდეა იდად რომ არ დარჩეს , საჭიროა ინიცირება და განხილვა თიოეული გზის (როოგრ და რანაირად მივაგწიოთ შედეგს ) , გვინდა თავკაცი ვინც ითავებს ინიციატივას და აგერ მხარდამჭერები კი ვართ D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Aug 9 2016, 10:04

ანდა დივერსია D.gif . გამოაცხადოს ერთმა ჯგუფმა და დაველოდოთ ხალხის რექციას , მიიღებენ თუ არა.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Aug 9 2016, 14:00

არ უნდა დივერსია და ჯიჰადი, კლუბების პასუხს დაველოდებით ცოტა ხანი, თუ არადა ვიმოქმედებთ ადინოკი ვილკივით...

პოსტის ავტორი: უიარაღო Aug 9 2016, 15:08

ციტატა(ნუკრიMax @ Aug 9 2016, 15:00) *
არ უნდა დივერსია და ჯიჰადი, კლუბების პასუხს დაველოდებით ცოტა ხანი, თუ არადა ვიმოქმედებთ ადინოკი ვილკივით...

vetanxmebi.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)