თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ საუბრები ნადირობაზე _ რა სარგებლობა მოაქვს ერთობლივ ნადირობას

პოსტის ავტორი: კახაბერ Nov 8 2010, 14:19

მოგესალმებით ყველას. ძვირფას ადმინისტრაციას, გამგეობისა და კლუბის და, რა თქმა უნდა, ფორუმის წევრებს.
მინდა "ოჩოპინტრეს" მიმართ უსაზღვრო პატივისცემა დავადასტურო და ერთ პატარა საკითხზე გავამახვილო ყურადღება, რაზედაც თქვენი მოსაზრებები ჩემთვის საინტერესოა და, ვფიქრობ, საერთო საქმისთვის ანგარიშგასაწევი აზრებიც არ დააყოვნებს.
არც ერთ ჩვენთაგანს ნადირობის სურვილის დაკმაყოფილების პრობლემა, რომ არ გვაქვს, ყველასთვის ცნობილია. სხვა თემაში დავწერე და აქ მინდა განვმეორდე - ჩვენი ერთობლივი გასვლა "ოჩოპინტრეს" ეგიდით მოხდა და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველას მოგიწოდებთ ამას ყურადღება მივაქციოთ და საკუთარი სიამოვნების ნახვისას, გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ ერთიანი პრინციპების მატარებლები და ამ ფორუმის წევრები, რაც გარკვეულ ვალდებულებებს გვაკისრებს დამატებით...
გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ როტაცია უნდა ვაკეთოთ მუდმივი, რათა ყბადაღებული , ე.წ. "კუტოკობა" არ გამოგვივიდეს. ყველა ერთად, რა თქმა უნდა, ვერ შევიკრიბებით ბუნებაში, იაღოვას დარბაზშიც კი ძნელია ამის განხორციელება, მაგრამ მე პირადად დიდი (უფრო, ალბათ, აუხდენელი) სურვილი მაქვს ყველას გიცნობდეთ და ასევე ფიქრობს ბევრი ჩვენთაგანი, მჯერა. ეს კი ერთი ხელის მოსმით ვერ განხორციელდება და ბევრი მუშაობა გვმართებს ამ კუთხით.
მე ბედმა გამიღიმა (ტყულის არ ვიტყვი თუ აღვნიშნავ, რომ ცოტა უხეში ქმედებით მივაღწიე ამას) და რამოდენიმე ბრწყინვალე ადამიანი გაგიცანით, მაგრამ თუ შეძლებთ დამიჯერეთ, რომ საკუთარი თავისაც კი მერიდება, რომ მე სხვებს გავასწარი და იაღოვას დუქანში, რომ მოვიდე არავის გაუკვირდება. მე მერიდება მათი, ვისაც ძალიან უნდა კლუბის წევრების გაცნობა და მათ გვერდში, თუნდაც ერთი ჭიქის აწევა და ჯერ ეს ვერ მოუხერხებიათ. ამაში მათ თქვენ უნდა დაეხმაროთ. 2 000 კაცი ერთად ვერ შეიკრიბება, მაგრამ რაღაც შუალედი არის მოსაძებნი.
უკანასკნელი 2 კვირის მანძილზე ძალიან ფორსირებულ რეჟიმში ბევრი გაგიცანით, შეგხვდით და მიხარია ეს ყველაფერი, მაგრამ არის ხალხი, ვისაც ეს ძალიან უნდა და ჯერ ვერ მიიღო ეს სიამოვნება. საკუთარი მიღწევებით ტკბობა, ჩვენ სახელს ვერ მოგვიტანს და გავუზიაროთ ერთმანეთს ყველაფერი, რაც ჩვენს ძალებშია. თუ ეს ჩვენს ძალებს აღემატება, ვაჯობოთ საკუთარ თავს.

ვინადიროთ ჩვენი "ოჩოპინტრეს" ეგიდით, არ დავემალოთ ერთმანეთს, გვიყვარდეს ერთმანეთი და ხელი გავუწოდოთ ერთმანეთს.
მოდი საკუთარ თავს გამოვუტყდეთ, ასე იოლად, რამოდენიმე საათში ხალხის მიმართ ამოდენა სითბო, ბუნების გარდა სადმე გვიგრძვნია? ვიაროთ ერთად და ვიქნებით ძლიერნი. პატივი ვცეთ ერთმანეთს და ამით მხოლოდ გამარჯვებული იქნება იმ იდეის გამხმოვანებელი, რომლის მეშვეობითაც საშუალება მეძლევა ასე თამამდ მოგმართოთ.
პატივისცემით.

პოსტის ავტორი: Maverick Nov 8 2010, 14:50

კახაბერ
აფერუმ, მშვენიერი თემაა, თემა ოღონდ მხოლოდ ჩატისთვის და ლაპარაკისტვის კი არა არამედ საქმისთვისაც
გეტანხმები რომ აუცილებელია, ერთმანეთის გაცნობა, ერთმანეთისთვის თვალებში ჩახედვა
მაგრამ, მე მაინც ჩემს მოკრძალებულ სურვილს გამოვთქვავ, მე მაინც მირჩევნია ადამიანები პირველ რიგში სუფრასთან გავიცნო
განა იმიტომ რომ ქეიფი და ა.შ. მონატრებულები ვართ ან არ ვართ, მონადირე კაცს პურის ჭამის მიზეზი სულ აქვს
არამედ იმიტომ რომ ღვინოში უფრო გამოჩნდება ადამიანის ხასიათი, მისი გული
იარაღ ასხმულ ხალხთან (უცნობებეთან) ტყეში სიარულს ვერიდები, ესეც უსაფრთხოების გამო,
ნადირობას ყოველთვის მოსდევს შემდეგ ქეიფი, ზოგი კარგად იტანს ღვინოს, ზოგი, პირიქით
აი იმის ნახვა კი თუ როგორ ჭედავს შეიარაღებული, მთვრალი, ადამიანი, როცა ცოტას მეც ვჭედავ, სურვილი არ მაქვს newsmile035.gif

ამიტომ ჯერ სუფფრაზე გავიცნოთ ერთმანეთი და მერე მინდორიც ერთობლივად დავლაშქროთ

პოსტის ავტორი: ზახარა Nov 8 2010, 15:15

კახაბერ
ნამდვილად საჭირო თემაა small3d018.gif , ბევრი სხვანაირად უყურებს იმას თუ რატომ ვერ დავდივართ სანადიროთ იმ ადამიანებთან ერთად რომლებსაც მარტო პოსტებით ვიცნობთ newsmile05.gif

ზედა პოსტში ნიკომ სრულად ჩამოაყალიბა მთელი რიგი მიზეზები ამ პრობლემისა, რომელსაც ზოგი ფორუმელი ჩვენი მხრიდან იგნორთან აიგივებს ჩვენს საქციელს newsmile05.gif
Maverick
ამიტომ ჯერ სუფფრაზე გავიცნოთ ერთმანეთი და მერე მინდორიც ერთობლივად დავლაშქროთ

elementarno-vatson.gif elementarno-vatson.gif elementarno-vatson.gif

პოსტის ავტორი: ღლიღვა Nov 8 2010, 15:30

ციტატა(Nikolo @ 8th November 2010 - 15:50) *
ამიტომ ჯერ სუფფრაზე გავიცნოთ ერთმანეთი და მერე მინდორიც ერთობლივად დავლაშქროთ

ეგრე იყოს რა პრობლემაა ! მე მხოლოდ ერტი კითხვა მაქვს. ის ხალხი ვისაც კლუბის წევრებთან ურტიერთობა უნდა (ნადირობაც და ქეფიც) როგორ უნდა მოხვდნენ იმ სუფრაზე სადაც ჯერ არსსს ))) მე ჩემზე არ ვამბობ და საერთოდ მე "ჩემობით" არ ვზომავ.
კითხვა მარტივია - როგორ მოხვდნენ ის ხალხი ვისაც ეს უნდა იმ სუფრაზე სადაც ან მწვანე ან წითელი შუქი აენთებათ ?
თუ კლუბთან ერთობლივ ნადირობას წინ ერთობლივი ქეიფი უნდა უძღვოდეს მაშინ გააცანით საიტის წევრებს ამ ქეიფზე მოხვედრის რეგლამენტი და პირობები.
ისე არც მე ვარ წინააღმდეგი კაცი ჯერ მთვრალი სუფრასთან ვნახო და მერე მინდორში. უბრალოდ არ შეიძლება უთხრა კაცს წადი იქ არ ვიცი სად და გააკეთე ის არ ვიცი რაო !
იმედია არავის ვაწყენინე ჩემი მოსაზრებით

პოსტის ავტორი: კახაბერ Nov 8 2010, 15:38

გეთანხმებით ბატონებო და გამეხარდა, რომ გამომეხმაურეთ. ჩემს შემთხვევაშიც სუფრაზე გაცნობით მოხდა ყველაფერი და თამამად შეგვიძლია ეს მოთხოვნადაც კი ჩავთვალოთ. "ჯერ სუფრა და მერე გეგმები". აქვე შემიძლია გითხრათ, რომ ერთმანეთის აზრებსაც ხომ ვენდობით და რეკომენდაციები გავუწიოთ იმათ, ვისი გაცნობის საშუალებაც მოგვეცა. ანუ თუ მავერიკი მეტყვის (პირობითად ვამბობ მავერიკს) ვინმეზე "კაციაო" მე ამაში დარწმუნებული უნდა ვიყო და კითხვები არ უნდა გამიჩნდეს. ურთიერთპტივისცემასა და ნდობაზე უნდა იყოს ჩვენი ურთიერთობები აგებული და ეს ასეც არის უკვე.
და კიდევ ერთი, არავინ ჩამითვალოთ, რომ ვინმეს ვმოძღვრავ, რჩევას ან შენიშვნას ვაძლევ და ა.შ. იმედი მქონდა და მაქვს, რომ ყველაფერს სწორად გამიგებთ. ერთად ყოფნა ჩემი უზომო სურვილია და მხოლოდ ამიტომ წამოვიწყე ეს საუბარი. კლუბის წევრებს რაც შეგეხებათ, მიმაჩნია, რომ თქვენი თითოეული სიტყვა ფორუმის იმ წევრებისთვის, რომლებიც შედარებით ახალგაზრდები არიან, ბევრს ნიშნავს და გამოიყენეთ ეს პრივილეგია. ბევრი თქვენზე სწორებას აკეთებს, გბაძავთ, გიჯერებთ და მათ მომავალ მონადირულ თუ მეთევზის თვისებებზე გავლენას ახდენს. რა დასამალია და მე თქვენგან ბევრი ვისწავლე და მადლობას გიხდით ამისთვის. ეს მუხტი არ მინდა დაიკარგოს, ძმებო. ხშირად, ადამიანებმა არ ვიცით რას ფიქრობენ ჩვენზე და 100 წელი შეიძლება ისე იცოცხლო, ვერ გაიგო, რომ სრულიად უცხო ადამიანის ცხოვრებაში გარკვეული კვალი შეიძლება გაქვს დატოვებული. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს არავის.
კაცები, რომ ხართ იმიტომ გვიხარია თქვენთან კონტაქტი. ადამიანები ვართ ყველანი და ანგელოზი არავინ გვირევია, ყველამ ვიცით. ისეთად მივიღოთ ერთმანეთი, როგორებიც ვართ და ყველაფერი კარგად იქნება.

ღლიღვა
ობიექტური მსჯელობაა, ბატონო ჩემო!

პოსტის ავტორი: დათაბატონი Nov 8 2010, 15:53

კახაბერ

ღლიღვა

არგცხვენიათ ამხნის ხალხს?

დამიტოვეთ ცოტა მეც სათქმელი...

ადგილი ვერვნახე სადმე რამე ჩავაკვეხო newsmile035.gif ochom-dagchipos.gif ashh.gif

გენაცვალეთ კარგებიხართ მიყვარხართ და კიდე გავაღრმავებდი კომლიმენტებს მარა მერე ვინცხა რაცხას იფიქრებს და ვზივარ ჩემთვის და ტაშს გიკრავთ vot-tak.gif ravari-misca.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: Maverick Nov 8 2010, 15:56

QUOTE (ღლიღვა @ Nov 8 2010, 16:30) *
ეგრე იყოს რა პრობლემაა ! მე მხოლოდ ერტი კითხვა მაქვს. ის ხალხი ვისაც კლუბის წევრებთან ურტიერთობა უნდა (ნადირობაც და ქეფიც) როგორ უნდა მოხვდნენ იმ სუფრაზე სადაც ჯერ არსსს ))) მე ჩემზე არ ვამბობ და საერთოდ მე "ჩემობით" არ ვზომავ.
კითხვა მარტივია - როგორ მოხვდნენ ის ხალხი ვისაც ეს უნდა იმ სუფრაზე სადაც ან მწვანე ან წითელი შუქი აენთებათ ?
თუ კლუბთან ერთობლივ ნადირობას წინ ერთობლივი ქეიფი უნდა უძღვოდეს მაშინ გააცანით საიტის წევრებს ამ ქეიფზე მოხვედრის რეგლამენტი და პირობები.
ისე არც მე ვარ წინააღმდეგი კაცი ჯერ მთვრალი სუფრასთან ვნახო და მერე მინდორში. უბრალოდ არ შეიძლება უთხრა კაცს წადი იქ არ ვიცი სად და გააკეთე ის არ ვიცი რაო !
იმედია არავის ვაწყენინე ჩემი მოსაზრებით


ღლიღვა ბატონო,
როგორ გგონია, შენ შეძლებ 2000 კაცს ქეიფის რეგლამენტი გააცნო? მგონი სისულელეა, ქეიფების რეგლამენტირებაღა გვაკლია, ლოთობები, სპეციალური თემაა ფორუმზე დადებული, და ინფოც იდება, ხან ლუდუსძიების , ხან ლობიოს ძიების, და ხან კიდევ რისი ძიების newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
მერე მეორეც, იმაში გეთანხმები რომ კაცს გაურკვეველი არაფერი არ უნდა უთხრა, მითუმეტეს მაშინაც კი როცა ის კაცი იმასაც არ ამბობს რა უნდა, შეიძლება მხოლოდ რჩევა მისცე ფა ეგაა, მერე უნდა ჩემს ნარჩევზე წავიდეს, და უნდა თავისით იაროს როგორც აქამდე
კაცია და ბუნება, ჩემი ინიციატივით, მე უცხო კაცს ვერ დავპატიჟებ სანადიროდ, უცხომ რომ დამპატიჟოს, ჯერ გავიგებ ვინ მეპატიჟება, კახასი არ იყოს , რეკომენდაციებს ავიღებდი საერთო ნაცნობებისაგან და მერე წავიდოდი

მე შეიძლება სხვაზე ცუდი მონადირე ვიყო, მაგრამ მე მაინც, როგორც ყველას, ჩემი წესები მაქვს

ხო ის დამავიწყდა, ის ხალხი ვისაც კლუბის წევრებთან ქეიფი და ნადირობა უნდა, კლუბის წევრი უნდა გახდეს


და თუ როგორ უნდა გახდეს რიგირტი ფორუმელი კლუბის წევრი იხ. http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=2979&st=0&start=0

რაღაც კომკავშირული გამოვიდა ჩემი ბოლოთქმა newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: დათაბატონი Nov 8 2010, 15:57

ციტატა
ხო ის დამავიწყდა, ის ხალხი ვისაც კლუბის წევრებთან ქეიფი და ნადირობა უნდა, კლუბის წევრი უნდა გახდეს


აქ გააფუჭე ყველაფერი newsmile035.gif

არადა რაკარგად მიდიოდი newsmile035.gif

როგორ გახდეს? აი სადმარხია ძაღლის თავი aba-me-ravi.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif

პოსტის ავტორი: იკო1981 Nov 8 2010, 15:57

აბანოსავითაა newsmile05.gifnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: კახაბერ Nov 8 2010, 16:00

ოოო, გამგეობის წევრთან ქეიფი და ნადირობა, რომ მოახერხო, ალბათ, მინისტრის მოადგილე მაინც უნდა იყო. ეგ არის, ეგ.

პოსტის ავტორი: Maverick Nov 8 2010, 16:05

QUOTE (კახაბერ @ Nov 8 2010, 17:00) *
ოოო, გამგეობის წევრთან ქეიფი და ნადირობა, რომ მოახერხო, ალბათ, მინისტრის მოადგილე მაინც უნდა იყო. ეგ არის, ეგ.



ამას ალბათ ხუმრობით ამბობ ხომ? newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

არაა საჭირო მინისტრის მოადგილეობა, გდი-ის ვიზაც საკმარისია newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Nov 8 2010, 16:10

დათაბატონი
არავითარი ძაღლის მოკვლა და მერე თავის მოჭრა არ არის აუცილებელი(ჯერ მაგ რიტუალამდე არ მივსულვართ)

უბრალოდ სურვილი უნდა გამოთქვას იმ ადამიანმა რომელსაც კლუბის გარკვეული ნაწილი იცნობს, რომ რეკომენდაცია გაუწიონ მას, ესე უცბათ და ნაჩქარევათ ეგ საქმე არ გამოვა newsmile05.gif ხომ ხვდებით რატომაც newsmile05.gif

პოსტის ავტორი: კახაბერ Nov 8 2010, 16:11

Maverick
მოხარული ვარ შენი გაცნობის.

ციტატა
არაა საჭირო მინისტრის მოადგილეობა, გდი-ის ვიზაც საკმარისია

ეგენი ვიზებსაც იძლევიან?

პოსტის ავტორი: Maverick Nov 8 2010, 16:15

QUOTE (კახაბერ @ Nov 8 2010, 17:11) *
Maverick
მოხარული ვარ შენი გაცნობის.

ეგენი ვიზებსაც იძლევიან?



ჩაგიწყობ newsmile045.gif

პოსტის ავტორი: კახაბერ Nov 8 2010, 16:23

ზახარა
არაფრის დაჩქარებაზე საუბარი არ შეიძლება იყოს, მითუმეტეს მოთხოვნა. ჩვენ ერთ შეხვედრაზე გავარკვიეთ არსებული და დაუწერელი წესის შესახებ ყველაფერი, მაგრამ პანაცეა არ შეიძლება ეგ იყოს. სიახლეები თუ არ იქნა, "ბუქსაობას" დავიწყებთ. ხომ არ დავკმაყოფილდებით მიღწეულით? მუდმივი მოძრაობაა საჭირო, სიახლეები, ძიება და ა.შ.
ძალიან მარტივია აპელირება იმაზე, რომ შეიარაღებულ ხალხთან თუ არ დაგილევია, არ უნდა წახვიდე და ა.შ.
მე მინდა თქვენ უფრო ახლოს იყოთ ახალ თაობასთან, რათა მათ თავის დროზე არ აწიონ თავი (ცხვირი) მაღლა და სხვებს არ უთხრან, ჩემთან რომ ინადირო ან იქეიფო 3 დათვი უნდა გყავდეს მოკლული, 2 შველი, 400 იხვი და ა.შ.
მაგალითი, ბატონებო, მაგალითი...

Maverick
არა მგონია ჩაწყობა დამჭირდეს. მაინც გმადლობ, რომ მზად ხარ დამეხმარო. ეს შენს ჰუმანურობაზე და კაცთმოყვარეობაზე მეტყველებს.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Nov 8 2010, 16:25

კახაბერ
კახაბერ კარგია რომ თემა გახსენი ამ თემაზე. ადრე ესეთი დილემის წინაშე არასდროს ვმდგარვართ. ესე რომ ჩვენთვისაც თავსატეხია როგორ გადავწყვიტოთ ეს პრობლემა. რა თქმა უნდა ყველას გაცნობა მინდა, მაგრამ ქეიფზე უკეთესი ჯერ ვერაფერი მოვიგონეთ, გაზაფხულზე კიდევ შეიძლება 15-20 კაცი ერთად სათევზაოდ რომ გახვიდე მაგრამ ეხლა უკვე აღარ ვიცით რა ვქნათ. იქნებ თქვენ თვითონვე გამოუშვათ რაღაც იდეები. და საერთოდ ყველამ ვისაც აინტერესებს ეს სიტუაცია მოგვაწოდეთ იდეები.

ყოველ კვირა რომ ახალ ახალ ხალხთან ვიარო მე შეიძლება სეზონზე კი მოვასწრო, მაგრამ ყველა კლუბის წევრი მაინც ხომ ვერ მოასწრებს? თან ყოველ კვირა რომ ტყეში ვიყო ცოლი გამშორდებაnewsmile05.gif ასე რომ გამოუშვით იდეები და ჩვენი შესაძლებლობებიც გაითვალისწინეთ.

პატივისცემით მე

პოსტის ავტორი: კახაბერ Nov 8 2010, 16:40

ჭალიმგელა
მოგესალმები, ჩემო ძმაო. მოხარული ვარ შენი ხილვის.
მე გარკვეულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმ დღის მერე და მინდა პრობლემაზე ვიმსჯელოთ და არა ნიშნისმოგებით ვესაუბროთ ერთმანეთს. პრობლემა რომ არსებობს, ყველა ვხვდებით. კარგად გავიხსენოთ, არცერთ თქვენთაგანს არ უთქვამს, რომ მე ტყუილი ვთქვი, ყველამ მიზეზების ახსნა დაიწყეთ, ანუ პრობლემა არსებობს. მე შენ გაცნობამდეც დიდ პატივს გცემდი (შენმა პოსტებმა მომცა ამის საშუალება) და მინდა იმ ახალგაზრდებმა ისიამოვნონ შენს გვერდში, რომლებიც კითხულობენ თქვენს პოსტებს. შენც, სხვებიც და მეც თქვენთან ერთად პასუხისმგებლები ვართ მათ წინაშე. შენზე უკეთ ეს ბევრს შეიძლება არ მოეხსენებოდეს. ერთად ვიმსჯელოთ. პოზების დაჭერა, შენ ხომ კარგად იცი, ხეირს არავის მოუტანს.
თქვენ, ჩემო ჭალიმგელა, უფლებებიც და საშუალებებიც მეტი გაქვთ, თანაც დამსახურებულად (სადაც შენ იტყვი მონადირე ვარო, მე იქ, გულწრფელად გეუბნები, მოყვარული ვარ-მეთქი ვიტყვი) და მოგეთხოვებათ უფრო მეტი.
თქვენ, პროფესიონალებმა თაობები სწორ გზაზე უნდა დააყენოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში რად გინდა კაცს საიტი? 2 ლარს ყველა გაააქტიურებს მობილურზე და კომუნიკაციაც შედგება, რა პრობლემაა? თუ ვკოპწიაობთ საიტზე და სხვას ვუშლით ნერვებს ლამაზი "რეპორტებით"? შენ კი არ გგულისხმობ და არც არავის კონკრეტულად, უბრალოდ მინდა "ოჩო" არ დაემსგავსოს ერთ დროს კარგ წამოწყებას და მინავლებულს ბოლოში.

P.S.
ძალიან გამეხარდა, რომ დილემა ახსენე. ანუ თქვენ ამაზე ფიქრობთ. ეს ყველაზე მთავარია და ყველაზე დადებითი მუხტი წამოვიდა შენგან.

პოსტის ავტორი: დათაბატონი Nov 8 2010, 16:41

ციტატა(ზახარა @ Nov 8 2010, 17:10) *
დათაბატონი
არავითარი ძაღლის მოკვლა და მერე თავის მოჭრა არ არის აუცილებელი(ჯერ მაგ რიტუალამდე არ მივსულვართ)

უბრალოდ სურვილი უნდა გამოთქვას იმ ადამიანმა რომელსაც კლუბის გარკვეული ნაწილი იცნობს, რომ რეკომენდაცია გაუწიონ მას, ესე უცბათ და ნაჩქარევათ ეგ საქმე არ გამოვა newsmile05.gif ხომ ხვდებით რატომაც newsmile05.gif

ეტყობა ან მე დავწერე ცუდათ ან თქვენ ვერგამიგეთ

ვეცდები ავხსნა რაზეა საუბარი
აქ ითქვა რომ
ციტატა
ის ხალხი ვისაც კლუბის წევრებთან ქეიფი და ნადირობა უნდა, კლუბის წევრი უნდა გახდეს


და წევრი ისე ვერგახდები თუ ორი რეკომენდატორი არაგყავს vot-tak.gif

ხოოოოდა ახლა გეკითხები და მიპასუხე(ციტატა რაჭველების საყვარელი ფილმიდან) newsmile035.gif რაფერ გამიწევ რეკომენდაციას თუ არმიცნობ ესერთი
მეორეც რაფერგამიცნობ (და მიხვდები რო არვაფრენ) ერთად თუ არ დავლიეთ
და მივედით ისევ დასაწყისამდე ანუ
თუ კლუბისწევრი არავარ ჩემთან არსვამ(შესაბამისად არცნადირობ) და თუ კლუბის წევრი ვარ ესეიგი მიცნობ.........

პირველად ქათამი იყო თუ კვერცხი newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

ამას ყველაფერს ნახევრადხუმრობით ვწერ და არმიმტისკოთ ახლა თქვენ რო იცით ისე? newsmile035.gif


პოსტის ავტორი: კახაბერ Nov 8 2010, 16:44

დათაბატონი
ნამეტანი ქუთაისური ფილოსოფია "წევიკითხე" ეხლა და მიდი შეცდომები ჩაასწორე, პატივი ეცი იმას, ვისაც ესაუბრები. დეშიფრატორი დასჭირდება კაცს.

პოსტის ავტორი: დათაბატონი Nov 8 2010, 16:51

drankd.gif ასევარ ახლაც და ამის ბრალია
ორჯერ გადავავლე თვალი და შეცდომა ვერვიპოვე
თუ "გავცოცხლდი" მოგაწოდებთ "დეშიფრატორს"

თქვენი სიყვარულით და პატივისცემით მოთუხთუხე

პოსტის ავტორი: ზახარა Nov 8 2010, 16:51

დათაბატონი
კი მაგრამ ხომ გაიცანით და ღვინოც შესვით კლუბელებთან ერთადnewsmile05.gif(სამწუხაროთ მე ვერ დავესწარი) რამე პროცედურები დაჭირდა მაგ საქმეს newsmile05.gif ???

რავიცი მემგონი ცოტა ვართულებთ ამ ამბავსnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: კახაბერ Nov 8 2010, 16:55

ზახარა
ეხლა რთული პერიოდია და აგიხსნი რატომ:
ერთი რუსი ეკითხება მეორეს ხელფასი გყოფნისო? კი როგორ არაო, უბრალოდ ბოლო 27 დღე მიჭირსო.
ყველამ ჩვენ-ჩვენი ხელფასის თარიღები გავითვალისწინოთ და მსურველებმა დავთქვათ და "ვიჭიდაოთ და ვიჭიდაოთ" მერე. იაღოვა გავაღიზიანოთ ცოტა, სხვანაირად ვერ გავფრინდებით.

პოსტის ავტორი: დათაბატონი Nov 8 2010, 16:55

ციტატა(ზახარა @ Nov 8 2010, 17:51) *
დათაბატონი
კი მაგრამ ხომ გაიცანით და ღვინოც შესვით კლუბელებთან ერთადnewsmile05.gif(სამწუხაროთ მე ვერ დავესწარი) რამე პროცედურები დაჭირდა მაგ საქმეს newsmile05.gif ???

რავიცი მემგონი ცოტა ვართულებთ ამ ამბავსnewsmile05.gif

გენაცვალე ზახარა

სხვა რამეს ვამბობ... მე მავერიკის პოსტს ვუპასუხე მეტი არაფერი

კიდეც ვსვით კიდეც ვიმხიარულეთ კიდეც ვიხინკლავეთ და კიდეც კიდევ და კიდევ აწდამარადის უკუნითი უკუნისამდე (ეს ჰანტერ87-ის სტილში) newsmile035.gif მოვახერხებთ მაგ ყველაფერს იმედია ყველანაირი პროცედურების გარეშე



ვაჯაზებ ახლა მე .... newsmile029.gif

P.S. ბოლოჭიქა არუნდა დამელია

პოსტის ავტორი: კახაბერ Nov 8 2010, 17:00

დათაბატონი
პირველი და ბოლო არ უნდა დალიო - первая всегда не идет, последняя - всегда лишняя

პოსტის ავტორი: ზაზა Nov 8 2010, 17:07

ეს საკითხი მოსალოდნელი იყო,რომ დღეს-ხვალ წამოიწეოდა.

ისტორიას გადავავლოთ თვალი:სულ რამოდენიმე კაცმა შექმნა ეს ფორუმი,შემდეგ - კლუბი.თუმცა რაოდენობა წევრებისა 4-ჯერ მეტია დღეს,ვიდრე ის ხალხი,რომლებმაც იდეა შარშან მაისში გააჟღერა,ანუ,უცნობი ხალხი გარკვეული პერიოდის შემდეგ შემოვიდა კლუბში.თითქმის არც ერთი ერთმანეთს არ ვიცნობდით,მაგრამ ფორუმზე არსებული თემების ირგვლივ გამოთქმულმა მოსაზრებებმა,რაღაც შთაბეჭდილებები ხომ შეგვიქმნა ერთმანეთზე.ამის შემდეგ,პერიოდიც დაემთხვა,ზოგმა ერთობლივად წაითევზავა,გაიცნო ერთმანეთი,კლუბის წევრმა ახალ შემოსულზე რეკომენდაცია დადო,აი ასე მივიწევთ წინ.ადგილზე არ ვჩერდებით.გაზაფხულზე საველე შეჯიბრებები იყო თბილისის ზღვაზე,იქაც ამოვიდა ხალხი,გაგვეცნო.პირდაპირ სანადიროდ არ მახსოვს წევრობის კანდიდატთან წავსულიყავით,ამას რამოდენიმე ასეთი შეხვედრა წინ უძღოდა ხოლმე.დარწმუნებული ვარ,რომ კლუბში ახალი სახეები გამოჩნდება აუცილებლად(ამისთვისაც შეიქმნა ის თავის დროზე),მაგრამ ამას აქვს წესდების შესაბამისი პროცედურები.
ჩათვალეთ,რომ ამ თემით უფრო გაგვააქტიურეთ.სეზონი წინაა,მოგვიწევს ერთობლივი გასვლა.თუ კლუბში შემოსვლის სურვილი გაქვთ,იდეები თქვენც გამოუშვით.
პატივისცემით

პოსტის ავტორი: კახაბერ Nov 8 2010, 17:17

ზაზა
პოზიტიური და აქტუალური სიტყვებია. ასეთი სიტყვების წაკითხვა შედეგისკენ არის წინგადადგმული ნაბიჯი.
ზაფხულის საველეების დროს მახსოვს აქ დაიწერა დასაგეშად ძაღლებს ნუ ამოიყვანთო (თხოვნა იყო ასეთი) და მაგიტომ არ ამოვედი. ის ვერ გავთვალე, რომ ძაღლის გარეშე შემეძლო ამოსვლა.
გასათვალისწინებელია ყოველივე და ამიტომაც არის საჭირო აქტიურობა, რაღაცას ვგებულობთ ახალს და ვითვალისწინებთ მერე.

პოსტის ავტორი: ბესო Nov 8 2010, 18:44

მოკლედ თემა ალბათ საკითხის აქტუალობამ მოიტანა და მივესალმები ამას, მაგრამ მაინც ძალიან ნუ გავართულებთ იმას რაც დამკვიდრებულია და საბოლოოდ მაინც იგივე აზრამდე მივალთ!

ანუ გადახედეთ დაარქივებულ თემებს და ნახავთ, რომ ლუდისძიება, ხინკლისძიება თუ ნერგების დარგვის აქცია იყო არაერთი დაგეგმილა ღიაში მთელი ფორუმის წასაკითხად. მარტივ მაგალითს მოვიყვან....

დილაადრიანო კლუბის უმეტესმა ნაწილმა (თუ ყველამ არა) გაიცნო ნერგების დარგვის აქციაზე და დღეს ეს კაცი კლუბის წევრია!!

elementarno-vatson.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Nov 8 2010, 19:18

ხოდა რაღა გვინდა?? იმ დღეს..მშვენივრად მოვილხინეთ...დათაბატონის მონადირებული ბატიც დავაყოლეთ და კარგ დროსაც ვატარებდით..იაღოვას რომ არ ეღალატა. newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Nov 8 2010, 19:20

დათაბატონი
დიდი გულმოდგინებით და ყურადღებით ვადევნებ თვალყურს პოსტებს, სასიამოვნოა რომ ამდენი აქტიურობა გამოიჩინეთ.
რაც შეეხება ლუდისძიებებს და ღვინისძიებებს, არავითარი პრობლემა არაა "დასწრება" არც იყო არასოდეს, არც მავერიკს უგულისხმია ეს newsmile05.gif . ქართველი საზოგადოება ვართ, საამაყო ტრადიციების მქონეერი, ამ ტრადიციებში სუფრის კულტურას დიდი ადგილი აქვს დამკვიდრებული, ჩემი აზრით პიროვნებაზე ზოგადი წარმოდგენისთვის სრულიად საკმარისია რამდენიმე შეხვედრა დალოცვილი სასმელის თანხლებით.
თუმცა ჩემი მოკრძალებული რჩევა , უფრო სწორად მოწოდება იქნებოდა იაქტიურონ ფორუმის ახალმა წევრებმა სხვად სახვა თემებში, დაპოსტონ შეძლებისდაგვარად, იკიითხონ რაც აინტერესებთ, თავიანთი აზრიც გაგვიზიარონ , ასეთი მიდგომაც საკმაოდ შესაფერისია ადამიანის აზროვნებაზე წარმოდგენის მისაღებად.
ბოლოს კი ოჩოს სახელით ვიტყოდი ერთ რამეს; არავის კონკრეტულად არ ეხება და ასე ვთქვათ სამომავლო საკითხია მართალია, მაგრამ კლუბის წევრობა არ არის ფორმალური , კლუბის საქმის გასაკეთებლადაა შექმნილი.
ძალიან დიდი პატივისცემით

პოსტის ავტორი: გოგა Nov 8 2010, 19:26

ბიჭებო წამოჭრილი საკითხი რო გაწუხებთ ეს უკვე კარგია!!!
მაგრამ ნება მომეცით ჩემი აზრიც გამოვხატო.

ზახარას თქმისა არ იყოს მეც ცოტა გადამეტებული მეჩვენება თქვენი წუხილი.რაღაც პრობლემის მაგვარი (მთლად პრობლემასაც ვერ დავარქმევ) რომ არსებობს ცხადია,მაგრამ ძალიან გთხოვთ გაითვალისწინეთ ჩვენი პოზიციაც და მდგომარეობაც.
არ ხდება ისე როგორც თქვენ ამბობთ და ამას მიხვდებით კლუბის წევრები რო გახდებით.
მეორე სეზონია კლუბის წევრი ვარ და ჯერ ყველა კლუბის წევრთან არ მინადირია(აღარაფერს ვამბობ არა კლუბის წევრზე).უფრო მეტიც,ზოგიერთს საერთოდ არ ვიცნობდი და ეს ბოლო თვეებია რაც გავიცანი.
დიდი დრო არ გასულა მას მერე რაც აქტიურები ხართ ფორუმზე და ესე მოკლე ხანში ნუ გვაიძულებთ ყველა გაგვიცნოთ და ყველასთან მოგიწიოთ ნადირობა newsmile05.gif

ძალიან კარგად მესმის თქვენი გულისწყრომა და ძალიან მიხარია ესე რომ აქტიურობთ თუნდაც ამ საკითხში!!! მაგრამ გვაცადეთ ბატონო,გვაცადეთ.მასკვა ნი სრაზუ სტროილას newsmile05.gif

ლოთობებზე დასწრებას რაც შეეხება,როდესაც ხდება საერთო ლოთობებზე შეკრება ეს იწერება ფორუმზე შესაბამის თემაში და იმ თემით შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ.
არის ხოლმე ისეთი შეკრებებიც სადაც მხოლოდ კლუბის წევრები იკრიბებიან ან გამგეობის წევრები,ამ შეკრებებზე ნუ მოგვთხოთ დასწრებას (მიხვდებით ალბათ რატომაც newsmile05.gif )
არის ლოთობების გარდა სხვა ღონისძიებებიც,მაგალითად ხეების დარგვა გვქონდა და იქ გავიცანით ახალი წევრები.თევზაობის ჩემპიონატი გვქონდა,შეჯიბრი სტენდზე.რაღაცეებიც იგეგმება და რავიცი,ბევრი საშუალებაა იმისთვის რო უფრო მოხდეს ჩვენი დაახლოვება.
ეხლა სეზონიც გაითვალისწინეთ,ისეთი ნადირობის პერიოდი დაემთხვა რო 20 კაცის წასვლა ვერ მოხერხდება თუნდაც ქათამზე სანადიროთ.

თქვენ ეხლა იმას ამბობთ რომ ძნელად გასაცნობები ხართო,სადღაც 50 წევრამდეა ეხლა კლუბში და თქვენ წარმოიდგინეთ სამჯერ მეტი რო ვიქნებით მერე რა ვქნათ,საერთოდ გადაგვასახლებენ ახალი წევრები newsmile05.gif
ყოველშემთხვევაში თუ რამე იდეა იქნება თქვენი მხრიდან რაც ამ უხერხულობას მოხსნის,ვფიქრობ კლუბი მზად იქნება განიხილოს შემოთავაზებები.

ცოტა თავის მართლებასავით კი გამომივიდა,მაგრამ ამდენი იმიტომ დავწერე რომ არ მინდა იფიქროთ ჩვენ არ გვაინტერესებს ეს საკითხი არ ვაქცევთ ყურადღებას ახალი წევრების სიტყვებს.

პ.ს. ისე მართლა მიკვირს საიდან მოდის ის შეგრძნება რომ ჩვენი კლუბის წევრებთან ძნელია დაკავშირება და რაიმე ღონისძიების გატარება.

პოსტის ავტორი: ზაზა Nov 8 2010, 19:41

გოგა,გეთანხმები.კლუბის წევრებიდან ბევრთან არც მე მინადირია.აი,მე და შენ ერთად არ ვყოფილვართ,ზახარასთანაც და ბევრთან კიდევ.იკო ფეხბურთზე გავიცანი.ისე,ეს ფეხბურთიც გაცნობისთვის გადასარევ-მშვენიალური სპორტია.ლუდისძიება მოყვება ხოლმე.

პოსტის ავტორი: გოგა Nov 8 2010, 19:43

ციტატა(zaza @ 8th November 2010 - 20:41) *
კლუბის წევრებიდან ბევრთან არც მე მინადირია.აი,მე და შენ ერთად არ ვყოფილვართ,ზახარასთანაც და ბევრთან კიდევ

აბა რაა,ძალიან გამიხარდება თუნდაც შენთან ან კიდევ იმათთან ვისთანაც არ მინადირია,მაგრამ ვერ ხერხდება და რა ვქნათ newsmile05.gif
ისე მე ჯერ არაფერს ვაპირებ,ახალგაზრდა ვარ და მოვესწრებით ყველაფერს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: დათაბატონი Nov 8 2010, 19:46

ძმებო, კაი ხალხო და კაი ადამიანებო newsmile05.gif

პირველ რიგში უნდა ავღნიშნო, რომ ფორუმს გააჩნია ზოგადად ეს სპეციფიკა ძნელია ემოციის და დამოკიდებულების გადმოცემა...

მერო რიგში უნდა ვთქვა აუცილებლად ... არავისთან პრეტენზიის, საყვედურის და იძულების ტონით არვსაუბრობ (ვისაც მოეჩვენა ბოდიშით ბატონებო)

მესამეც და აუცილებელიც მე რომ არმომწონდეს საქმე, რომელსაც ემსახურებით და რომელიც გიყვართ სურვილიც თავისთავად ვერიქნებოდა თქვენთან სიახლოვის

აქ ალბათ სხვაკუთხით უნდა შეხედვა...

რა მამოძრავებს მე???

უბრალო ინტერესი ... რომ საერთო საქმე ,რომელიც კეთდება გაკეთდეს უკეთ

იდეებს რაც შეეხება newsmile045.gif მოგაწვდით ბატონებო

პოსტის ავტორი: Davitus Nov 8 2010, 19:59

იცით მე რა ვერ გავიგე? პოსტებით ვინც აქტიურობს და უნდა, ის ყველა მოდის ჩვენამდე, ჯერ ისე გაცნობით, მერე სუფრაზე, მერე რამე ღონისძიებაზე, მერე საერთო ნადირობით, და ა.შ.

თქვენ გვეუბნებით რომ უნდა ვიაქტიუროთ, იმისთვის რომ კლუბის წევრების რაოდენობა გავზარდოთ? რეალურად ასე გამოდის, იზახით რომ აქ არის ხალხი ვისაც ზალიან უნდა ჩვენთან, კიბატონო, იაქტიუროს და აგერ ვართ ჩვენც, ნამდვილად არ ვემხრობი იმ იდეას რომ ჩვენ ვიაქტიუროთ, ჩამოვყვეთ ყველა ფორუმის წევრს და პერსონალურად დავპატიჟოთ, რომ იქნებ კლუბის წევრი გავხადოთ და კლუბი გავზარდოთ, თუნდაც იმიტომ რომ საწევროების რაოდენობა გაიზარდოს და შესაბამისად კლუბის ბიუჯეტიც...

"ეგრე არ არის ტაყაო" მოდით რეალურად შევხედოთ, ვინც კორეკტულად იაქტიურა, და არა მომაბეზრებლად და უაზროდ, რომელი არ გავიცანით და არ მივეცით საშუალება თუნდაც კლუბის წევრობის, ერთი ადამიანი მაინც დამისახელეთ

გასაგებია რომ, ადრე დიდი მოტხოვნა არ იყო კლუბში მირების, და ეს პროცესი დროში იწელებოდა, მაგრამ მიუხედავად იმისა რომ დღეს სედარებით ოდნავ მეტია მოთხოვნა დაჩქარებული მეთოდებით მასებს ვერ მივიღებთ და ჩვენი კლუბის დევიზი არ არის ბევრი და უხარისხო, ან თუნდაც ბევრი და ხარისხიანად...

იმის გამო რომ კლუბიდან გარიცხვის საკითხი ჩვენთვის მეტად მტკივნეული და არასასიამოვნო პროცესია, ვცდილობთ მაქსიმალურად არ შევცდეთ, ამიტომაც ვიცავთ მტელ ამ ფორმალობებს მიმდევრობით...


როგორც ზემო პოსტებში უკვე ითქვა, თუ გაქვთ რაიმე ისეთი წინადადება რაც გაგვიადვილებს იმ თქვენს მიერ წამოყენებულ საკითხების მოგვარებას, ისე რომ არავის არ ექნება უკმაყოფილების გრძნობა, მზად ვართ ყველანი განვიხილოთ და დავნერგოთ, მეტი რა მოგახსენოთ

პოსტის ავტორი: ზაზა Nov 8 2010, 20:06

რაღაც დავწერე და დავითუსას პოსტმა წამიშალა ეტყობა,რას მერჩი წიე?

ახლა ისევ დავწერ:ამ თემაში იგრძნობა ამ ხალხის მონდომება,რომ მათ უნდათ აქ ყოფნა,მოწონთ ფორუმი,ის ურთიერთობა,რაც კლუბშია და თუ არ ვცდები,კლუბის წევრობაზეც ფიქრობენ.ყველა,ვინც კლუბში შემოვიდა გასული წლის მაისიდან,ასე ამჟღავნებდა სურვილს,შემდეგ გაცნობა,რეკომენდაცია და ა.შ.
ისე,დაგვპატიჟონ ბატონო,მოვისმენთ,განვიხილავთ და ან მივიღებთ ან არა newsmile05.gif

დათა ბატონო,შენი სეხნია მყავს ბიჭი,მაგასაც გაგაცნობ

პოსტის ავტორი: თენგო Nov 8 2010, 20:14

ვიფიქროთ კოლექტიური ნადირობების მოწყობაზე.
ამის განხორციელება მტაცებლებზე გამოყოფილი კვოტების ათვისების ხარჯზეა შესაძლებელი.როგორც წესი ასეთი ტიპის ნადირობებში ბევრი ხალხის ჩართვაა საჭირო. შედეგს მნიშვნელობა ნაკლებად აქვს,ურთიერთ გაცნობის კარგი საშუალებაა.

პოსტის ავტორი: ზაზა Nov 8 2010, 20:21

თენგო,
ამაზე იყო საუბარი,მაგრამ თქვენ ხო იცით ამას რამდენი პროცედურის გავლა ჭირდება:მოსახლეობის მიმართვა ადგილობრივ გამგეობას,შემდეგ გამგეობის მიმართვა გარემოს დაცვის სამინისტროს,არიქა გვიშველეთ,დაგვჭამეს მტაცებლებმაო,შემდეგ ამ სამინისტროს მიერ რაღაც ზომების მიღება,გზა ჩვენამდე,შემდეგ ბიჭების შეკრება და ა.შ და ა.შ.
თან მტაცებლებზე უცნობ ხალხთან ნადირობას მე მოვერიდებოდი.

თემა კი სათაურიდან გამომდინარე ეხება იმ სარგებელს,რაც მოაქვს ერთობლივ ნადირობებს,ეს კი არის არა შედეგი,თუ ვინ რა მოკლა,არამედ დაახლოება,მეგობრობა,გამოცდილ
ების გაზიარება,გეგმების დასახვა,ქართული სუფრა ნადირობის შემდეგ.

პოსტის ავტორი: ჩიქო Nov 8 2010, 20:28

თენგო
ჩვენ იქ მივდივართ იმიტოო როო გარკვეულ სოფელს მგელი(მტაცებელი) თავიდან ავარიდოთ, მათ გვთხოვეს დაა ჩვენც უნდა ავუსრულოთ ეგ თხოვნააა.... მაშინ შედეგი ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანი უნდაა იყოს დაა არააა ნაკლებად მნიშვნელოვანიიი...... ია ტაკ დუმაიუ newsmile045.gif

პოსტის ავტორი: Davitus Nov 8 2010, 21:10

ჩიქო

სად მიდიხართ ერთი გამაგებინე? ვის რა უნდა აუსრულო? დალეგებული თუ ხარ? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: კახაბერ Nov 8 2010, 21:38

Davitus
როგორ ხარ, ბატონო ჩემო?
შენ გარვეული სურვილი რომ გამოთქვი, არ გიპასუხე მაშინ და მინდა გითხრა, რომ ის შენი სიტყვები იყო აღქმული ძალიან კარგად. მადლობა შენ.

პოსტის ავტორი: ჩიქო Nov 8 2010, 21:43

Davitus
მე შე კაცო გავეციი პასუხიი ბატონ თენგოს პოსტს, როცა მან თქვაა როო მგელზეე გავიდეთოოოო.... და იქ გავიცნოთ ერთმანეთიო.... თორეე მე სად უნდაა წავიდეე? newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Nov 8 2010, 22:05

ვაა..რამხელა პოსტები დაგიწერიათ..გავსკდი კითხვით.. newsmile035.gif newsmile035.gif არა ამ გოგას რაღა მოუვიდა??... რაც მთელი წლის განმავლობაში არ დაუწერია..ერთიანად მოგვაფრქვია.. newsmile035.gif newsmile035.gif ეტყობა წლევანდელი გეგმა შეასრულა უკვე.
რაც შეეხება აქ გამოთქმულ წუხილს. მინდა მივმართო პატივცენულ ფორუმის წევრებს. სულ ადვილია ნებისმიერ კლუბის წევრთან ურთიერთობა...ეგ კი არადა არანაირი განსხვავება არ არის ვინ წევრია და ვინ არა. უბრალოდ მარტო ის არის სხვაობა..რომ კლუვში უმრავლესობა უკვე ვიცნობთ ერთმანეთს(გამოგვიცდია ღვინის თანხლებით ერთმანეთი) ახალი კი ჯერ გასაცნობია...აგერ ღლიღვა და დათაბატონი..მე პირადად უკვე გავიცანი...ხოდა ამის მერე ისინიც ჩეულებრივი(ფაქტიურად) კლუბის წევრები არიან პირადად ჩემთვის.... ამიერიდან ხან ერთად დავლევთ და ხან ვინადირებთ...როგორც ვიცი კახაბერიც უნდა მოსულიყო იქ..მაგრამ ვერ მოახერხა. არაუშავს.შემდეგში იქნება..აი სულ ეგ არის....

პოსტის ავტორი: კახაბერ Nov 8 2010, 22:22

კლუბის წევრების ზუსტი ოდენობა ვინმემ იცით?
არ მინდოდა ამის დაწერა, მაგრამ ვერ მოვისმინე ეს ციფრი.

პოსტის ავტორი: sabo73 Nov 8 2010, 22:27

ეჰ რას არ მოესწრები კაცი ამ სიბერეში.
ადრე ვინმეს (ნუ მანდილოსანს) ჯერ ეპატიჟებოდნენ სუფრასთან და მერე კრაოტში...
შეიცვალა დრო ბაბა!!! ეხლა ჯერ სუფრა მერე კლუბიოოოოოო.........
wtfg.gif

ეხლა კი სერიოზულად.

გულით მიხარია,(მადლობა კახაბერს, თემის წამოწევისთვის) ახალი მეგობრების ასეთი აქტიურობა და საქმისადმი შეგნებული მიდგომა. შეუგნებელი და უპირო არც ჩვენ გვჭირდება. არის ერთი რამ , რაც ყველამ უნდა გავითვალისწინოთ: კლუბი ეს არის იმაზე მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე ის თუ რა მინდა მე, რა გინდა შენ და რა უნდა მას(ჰა რავარი ღრამატიკა ვიცი?). ეს არის ფიქრი საერთო საქმეზე და არ ა საკუთარ თავზე. ნუ პასუხისმგებლობასთან ერთად,ეს საბოლოოდ მეტი სიამოვნებაა, იგივე საქმიდან გამომდინარე. ამისთვის არა მარტო კლუბის წევრობის მსურველების მეტი შინაგანი მომზადებაა საჭირო, არამედ თვით კლუბის წევრების უფრო მეტი სწრაფვა სრულყოფისაკენ.

პირადად ჩემი პირველი და უშუალო დაახლოება,კლუბელებთან შიდა, მცირე, " offroad " გასვლაზე მოხდა და არა ნადირობისას. მერე იყო, ბანკეტი, საერთო თევზაობა, გოლოვინის გამზირზე სეირნობა, ცილინდრით თავზე და ტროსტით ხელში და ა.შ. ასე, რომ ჩვენ მივესალმებით, გაცნობის განსხვავებულ და უფრო უკეთეს იდეებსაც.

ციტატა(Davitus @ Nov 8 2010, 20:59) *
"ეგრე არ არის ტაყაო" მოდით რეალურად შევხედოთ, ვინც იაქტიურა, რომელი არ გავიცანით და არ მივეცით საშუალება თუნდაც კლუბის წევრობის, ერთი ადამიანი მაინც დამისახელეთ



გინდა გითხრა? newsmile035.gif newsmile035.gif newsmile01.gif

პოსტის ავტორი: კახაბერ Nov 8 2010, 22:30

sabo73
ჩემს საბას დავრეგისტრირებ - დავპირდი და ავუხსენი, როგორც შემეძლო და იმედი მაქვს ჩვენი ბიჭები ისაუბრებენ ერთმანეთთან და გვაჯობებენ მე და შენ

პოსტის ავტორი: გოგა Nov 8 2010, 22:31

ციტატა(sabo73 @ 8th November 2010 - 23:27) *
გინდა გითხრა?

შენ ნუ პროვოკატორობ ეხლა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: sabo73 Nov 8 2010, 22:38

ციტატა(კახაბერ @ Nov 8 2010, 23:30) *
sabo73
ჩემს საბას დავრეგისტრირებ - დავპირდი და ავუხსენი, როგორც შემეძლო და იმედი მაქვს ჩვენი ბიჭები ისაუბრებენ ერთმანეთთან და გვაჯობებენ მე და შენ


შენს პირს შაქარი. გაიხარე ჩემო კახაბერ, ჭკვიანი კაცი ხარ შენ, წინ იყურები. მოვა დრო და მოგვიწევს ხვეწნა, ჩვენც წაგვაჩანჩალეთ სანადიროდო.

ციტატა(გოგა @ Nov 8 2010, 23:31) *
შენ ნუ პროვოკატორობ ეხლა newsmile05.gif



შეგრცხვათ ხომ? newsmile015.gif

პოსტის ავტორი: გოგა Nov 8 2010, 22:40

ციტატა(sabo73 @ 8th November 2010 - 23:38) *
შეგრცხვათ ხომ?

არანაირად!!! ჩვენ ვამაყობთ ჩვენი საქციელით newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

და მორჩი ეხლა ინტრიგნობას newsmile035.gif

პოსტის ავტორი: კახაბერ Nov 8 2010, 22:41

ციტატა
მოვა დრო და მოგვიწევს ხვეწნა, ჩვენც წაგვაჩანჩალეთ სანადიროდო.

მთლად ესე არა, ჩემო ძმაო. მხოლოდ ერთად და უფლის შეწევნით.

პოსტის ავტორი: ზახარა Nov 8 2010, 22:42

ზაზა
სეხნი ისევ ჯანსაღ ამბავს მოვაბათ თავი აჯობებს newsmile05.gif შუა კვირაში 1 დღე გამოვნახოთ ბურთის გასაგორებლად დარბაზში ყველაფერს აჯობებს, მერე იქ გადავწყვიტოთ ჯერ დავლიოთ თუ მინდორში გავარდეთ თოფებით ხელში newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: შალვა Nov 8 2010, 23:40

lotebo.gif ამით იწყება და lotebo.gif ამით მთავრდება ,,ცუდი" ბიჭების ურთიერთობა ! ჩვენ კი ვკითხულობთ iagoveli-xar.gif და პასუხიდან გამომდინარე ვმოქმედეფთ! d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: ბესო Nov 9 2010, 09:10

ციტატა(კახაბერ @ 8th November 2010 - 23:22) *
კლუბის წევრების ზუსტი ოდენობა ვინმემ იცით?
არ მინდოდა ამის დაწერა, მაგრამ ვერ მოვისმინე ეს ციფრი.


რას ქვია ვიცით?

56 კაცი ირიცხება სიისთ, აქედან ერთს შეჩერებული აქვს საკუთარი განაცხადის გამო (სამსახურია მიზეზი)

პოსტის ავტორი: კახაბერ Nov 9 2010, 09:17

ფორუმის წევრებს მივმართავ:
რამოდენიმე ფორუმის წევრმა კლუბის წევრების გაცნობის სურვილი დავაფიქსირეთ და ამ სურვილს მათი მხრიდან მყისიერი გამოხმაურება მოჰყვა. რა თქმა უნდა, ვერც ყველა წევრი მოვიდა, მაგრამ საკამარისად იყვნენ. გავიცანით ერთმანეთი და ჩემთვის ეს სასიამოვნო საღამო იყო, ისევე როგორც სხვებისთვის. მე ვთვლი, რომ ასეთი შეხვედრები აუცილებელია. მომავალში გამოჩნდება, რომ მე მართალი ვარ. ეხლა ესენიც ვერ ჩამოგვახევენ კალთებს იქნებ გვიკადროთ და გვეწვიოთო. თქვენ უნდა შესთავაზოთ. ეს შეხვედრები, ვიმეორებ, აუცილებელია. არავინ არაფერზე დაგზარდებათ. უბრალოდ დრო და შემადგენლობა უნდა შევარჩიოთ. ყველა ერთად ვერ მოვხვდებით.
მე უკვე ვიყავი "იაღოვაში". ეხლა თქვენ გითმობთ ასპარეზს. შეუთანხმდით, აუცილებლად შედგება შეხვედრა და მეტი პერსპექტივა ექნება ჩვენს ურთიერთობებსაც და საერთო ინტერესებსაც, ურთიერთგაგებასა და პატივისცემას.
დაუკვირდით, 4 ფორუმის წევრი ვაქტიურობთ ამ თემაში და უამრავი კლუბის წევრი. ანუ, კლუბის წევრები გაგებით ეკიდებიან ამ საკითხს და გადაჭრის გზებზე ფიქრობენ. ერთად უნდა ვიფიქროთ, აზრები მივაწოდოთ ერთმანეთს, გაიფილტრება იდეები და რაღაც შედეგამდე მივალთ. თქვენ ეს არ გინდათ? უნდა გინდოდეთ. Я ТАК ДУМАЮ!!!

ბესო
გაუმარჯოს ბესოს.
ასე შე კაცო, თორემ მე ვიგრძენი უხერხულობა - ზოგმა 60-ო, ზოგმა 50-ო. ეხლა კი ვიცით.
გაიხარეთ ყველამ და გამრავლდით (ოჯახშიც და კლუბშიც).

რაც შეეხება სარგებლობას (ანუ თემის მთავარ კითხვას):
ჯერ ერთი, ახალი ადამიანის გაცნობა, რომ კარგია, ჩემგან არ გესწავლებათ არავის (კარგი კაცის გაცნობას ხომ არაფერი სჯობს);
ვფიქრობ, რომ კლუბის წევრობის შანსი ეზრდება ამით ფორუმის წევრს;
კლუბის წევრების რაოდენობის ზრდა კლუბის მუდმივ გაძლიერებას შეუწყობს ხელს;
მოხდება კანონმდებლობით დადგენილი ნორმებისა და მონადირის დაუწერელი კანონების დარღვევების პრევენცია (მინიმუმამდე შემცირება - პასუხისმგებლობის გრძნობა მოიმატებს);
ახალი თაობა სწორად განვითარდება და ჩამოყალიბდება;
ეთიკა დაგვეხვეწება;
და ბოლოს: ვინადირებთ, რა
P.S. ეს ვერ იქნება სრული ჩამონათვალი. იმედი მაქვს დაამატებთ.

პოსტის ავტორი: ღლიღვა Nov 9 2010, 11:26

ციტატა(levani @ 8th November 2010 - 23:05) *
აგერ ღლიღვა და დათაბატონი..მე პირადად უკვე გავიცანი...ხოდა ამის მერე ისინიც ჩეულებრივი(ფაქტიურად) კლუბის წევრები არიან პირადად ჩემთვის.... ამიერიდან ხან ერთად დავლევთ და ხან ვინადირებთ...როგორც ვიცი კახაბერიც უნდა მოსულიყო იქ..მაგრამ ვერ მოახერხა. არაუშავს.შემდეგში იქნება..აი სულ ეგ არის....

გაიხარე ლევან ! ესეთ პოსტები რომ იწერება მთავარი ეგაა ! მთავარი პირადი ურთიერტობაა და ვის რა ეწერება საბუთზე ეს სულ სხვა საკითხია.
რაც შეეხება დანარჩენს მე ესე ვფიქრობ : ვისაც კლუბის წევრობა უნდა, კლუბის საერთო მოთხოვნებს და მიდგომებს უნდა დაემორჩილოს. როცა კლუბის წევრი გახდება მერე ალბათ ექნება კლუბსი თავისი სიტყვა.
ვინც მხოლოდ ფორუმის წევრია და ჯერ მეტზე არ ფიქრობს,ფორუმის წესებს უნდა დაემორჩილოს.
რაც შეეხება ერთმანეთის გაცნობას,ერთობლივ ნადირობას,ქეიფს,ბურთის გორავს თუ სხვ. მაგას არავინ არავის არ უშლის. აგერ გვინდოდა და წავედით. მოგვინდება და კიდევ წავალთ. პირიქით ყველას ძალიან გაუხარდა,რომ მოვახერხეთ და შევიკრიფეთ, და როგორც თავად კლუბელები აღნისნავენ იაროვას რომ არ ეღალატა ის სუფრა როდემდე გაგძელდებოდა ვინ იცის !
მთავარია სურვილი იყოს ! ხომ მოინდომა ტარიელმა და გააკეთა ! ასე სხვებმაც უნდა მოინდომონ და ყველაფერი უფრო კარგად იქნება. მხოლოდ წამიყვანეთ-ის ძახილი ვერაფერს იზავს.
ვფიქრობ რაც უფრო მეტი ფორუმელი დაუკავსირდება და გაიცნობს ესრთმანეთ უკეთესია. სხვა როგორ მოხდება გაცნობა. აი ჩვენ ოტხნი ჩავეხუტეთ ერთმანეთს.მომავალში რომელიმე ცვენთაგანი სხვებთან ერთად მოხვდება და თავისთავად დანარჩენი სამიც იმ ერთობას შეუერთდება. ასე მგონია მე

პოსტის ავტორი: კახაბერ Nov 9 2010, 11:36

ხო, მე დამავიწყდა და ეხლა გამოვასწორებ შეცდომას.
ყველას მადლობას გიხდით გულშემატკივრობისთვის.
ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ იდეა არ ჩავარდნილიყო. მისი ჩავარდნა იქნებოდა კატასტროფის ტოლფასი. იდეა აქ დაიბადა და უნდა განხორციელებულიყო, რაც მოხდა კიდეც.
თქვენც ელოდით ამას და ღირსეულად მოგვილოცეთ.

პოსტის ავტორი: ზაზა Nov 9 2010, 11:55

ციტატა(ზახარა @ Nov 8 2010, 23:42) *
ზაზა
სეხნი ისევ ჯანსაღ ამბავს მოვაბათ თავი აჯობებს newsmile05.gif შუა კვირაში 1 დღე გამოვნახოთ ბურთის გასაგორებლად დარბაზში ყველაფერს აჯობებს, მერე იქ გადავწყვიტოთ ჯერ დავლიოთ თუ მინდორში გავარდეთ თოფებით ხელში newsmile035.gif newsmile035.gif



ამაზე ცალკე თემას გავხსნი და იქ გავაგრძელოთ.სპორტსაც დიდი მეგობრობა მოაქვს

პოსტის ავტორი: იკო1981 Nov 9 2010, 12:37

ციტატა(zaza @ 8th November 2010 - 21:21) *
ამაზე იყო საუბარი,მაგრამ თქვენ ხო იცით ამას რამდენი პროცედურის გავლა ჭირდება:მოსახლეობის მიმართვა ადგილობრივ გამგეობას,შემდეგ გამგეობის მიმართვა გარემოს დაცვის სამინისტროს,არიქა გვიშველეთ,დაგვჭამეს მტაცებლებმაო,შემდეგ ამ სამინისტროს მიერ რაღაც ზომების მიღება,გზა ჩვენამდე,შემდეგ ბიჭების შეკრება და ა.შ და ა.შ.

აბა როგორ გინდა ახლა ბატონო ზაზა?გლდანში და საბურთალოზე არ მოვლენ ისისნი newsmile05.gifnewsmile035.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Nov 17 2010, 09:36

რა კარგი თემა წამოწეულა, აი 1 კვირა არ ვიყავი და რა სიახლეებია უკვე,
მთელი ფორუმი მაქვს გადასაკითხე, ეხლა ყველაფერზე მეზარება კვოტირება.

პრინციპში იგივეს ვიტყოდი რაც მავერიკმა დაწერა დასაწყისში

პ.ს. ეს არის რეპორტების განყოფილება ასე რომ თემა გადატანილია

პოსტის ავტორი: კახაბერ Nov 17 2010, 10:20

ციტატა
რა კარგი თემა წამოწეულა, აი 1 კვირა არ ვიყავი და რა სიახლეებია უკვე,
მთელი ფორუმი მაქვს გადასაკითხე, ეხლა ყველაფერზე მეზარება კვოტირება.

პრინციპში იგივეს ვიტყოდი რაც მავერიკმა დაწერა დასაწყისში

პ.ს. ეს არის რეპორტების განყოფილება ასე რომ თემა გადატანილია

ყველაფერს ვეთანხმები. საუბრები, გაცნობა და ერთობლივი ნადირობა მხოლოდ პოზიტივია ცხოვრებაში. ბუნება ხშირად სიურპრიზებს სთავაზობს ადამიანს და იქ ერთად ყოფნა, ხანდახან გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს, ამიტომ გვერდზე ვაჟკაცი უნდა გედგეს, ეს კი მერე ძალიან გაახლოვებს ადამიანთან ან პირიქით და ეს ნამდვილად სარგებელია, განსაკუთრებით როცა გაახლოვებს, მოსაცილებელი ადამიანის გაცნობა რა სასიამოვნოა. ასე რომ სარგებლობაზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ რამდენიც გვინდა. მე მაინც ესე მგონია, რომ რაც მეტი მონადირე-მეთევზე გაიცნობს ერთმანეთს საქართველოს მასშტაბით, ეს ძალიან ბევრ საქმეს წაადგება. მხოლოდ ნადირობა-თევზაობით მიღებულ სიამოვნებაზე არ არის საუბარი. უფრო საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტაც შეიძლება ერთობლივი ძალებით.
აქ ყველაფერი აღქმულია, როგორც სანადიროდ გასვლის ჩემი სურვილი კლუბის წევრებთან ერთად, არა მე ვსაუბრობ იმაზე, რომ ნადირობით დაახლოებულ ადამიანებს ნადირობისთვის ზოგადად და მისი განვითარებისთვის მეტის გაკეთება შეუძლიათ, თორემ დღეს მანქანიანი და თოფიანი კაცი მოძებნე და გასვლაც შემდგარია. პირადად მე, ამ ბოლო დროს ფორუმის წევრებთან ერთად ვიყავი სანადიროდ ისე, რომ ახლოს არავის ვიცნობდი და იქიდან კარგი ნაცნობები დავბრუნდით. ასე, რომ დიდი პურმარილის გარეშე სანადიროდ გასვლის წარმოუდგენლობა, არ მიმაჩნია პანაცეად. თუმცა ქეიფს და გაცნობას რა სჯობია, მითუმეტეს, რომ აქვე ვართ ახლოს.
თემას ქვია "რა სარგებლობა მოაქვს ერთობლივ ნადირობას" ჩვენ კი გვიწევს საუბარი, რომ ერთად გასვლისთვის რა კრიტერიუმებია დასაკმაყოფილებელი. ჩემი ბრალიც არის ეს, ეტყობა სწორად არ გავაკეთე აქცენტები თავიდან.
პატივისცემით

პოსტის ავტორი: ნოსო Nov 17 2010, 13:00

ყურადღებით წავიკითხე ყველა პოსტი და მივხდი პრობლემა რაშიც დგას ბოლო ბოლო.

ახლა მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა ,მე ერთერთი პირველთაგანი ვარ ამ ფორუმზე და მინდა თამამად ვთქვა რომ ერთი და კიდევ ნახევარი აგური დავდე ამ საქმეში უკვე, შესაბამისად აწიც არ ვაპირებ გაჩერებას და "ოჩოს" გულისთვის
კიდევ ბევრი შრომა მომიწევს.აქ მყოფი საზოგადოების უმრავლესობა ვისაც აქ წამოჭრილი საკითხი აღელვებს, მე არ მიცნობს, თუმცა გადახედეთ ჩემ რეგისტრაციის თარიღს,ჩემს "ზღაპრების თემას" და ჩემი პოსტების რაოდენობას
და მიხვდებით თუ რაოდენ აქტიური წევრი ვარ(ცოტას ვპასიურობ სამსახურის გამო)ამ ფორუმზე.

ეს მცირე ექსკურსი იმათვის ვინს არ მიცნობს და ამდენი იმიტომ მოვაყოლე რომ სურვილი მაქ ჩემი "ნაბოდვარი" ყველამ კარგად წაიკითხოსnewsmile05.gif

მინდა მხარი ავუბა ზაზა კაკავას გამოთქმულ აზრს და განვავრცო,კერძოდ: არავინ წამოსულა ჩვენთან ერთად სანადიროთ გაუცნობლად ,ამის მიზეზი ზევით ითქვა მრავლად ,მაგრამ თვე არ გავა რომ თბილისში რამე ისეთი ღონისძიება არ ტარდებოდეს, რაც ჩვენი ინტერესების ხალხს თავს არ უყრიდეს ერთად,შესაბამისად იდება თემა რომ მაგლითად ამა და ამ რიცხვში ძაღლების საველე შეჯიბრია და ამოდის ის"უცნობი"ხალხი რომელიც მერე ნაცნობი, მეგობარი, კლუბის წევრი და შეიძლება მირონი ან მოყვარეც გახდა ზოგ ზოგი ჩვენთაგანის.

აი მინდა მაგალითად მოვიყვანო ჩვენი ერთერთი კლუბის წევრის ოჩოზე მოპატიჟების ამბავი.ამ კაცს ქვია დემი. შემთხვევით გავიცანით ერთმანეთი ძაღლების გამოფენაზე(ინტერესები ძალიან დაემთხვა სეტერისტები ვართ) და შემდეგ მხოლოდ მე და დემიმ გადავწყვიტეთ ლუდი დაგველია,შემდეგ მე,დემი და პენდრაგონი შევხვდით და განვიხილეთ ქარიყლაპიის ჭერის გეგმები.ანუ ბევრი რომ არ გავაგრძელო მინდა ვთქვა რომ არაფერი სერიოზული ჩაწყობა არ დაჭირვებია ჩვენს შეხვერდრას და არც ჩვენი(სხვა გამგეობის წევრები) არ გაუცნია ამ კაცს ისე შემოვიდა ყველა თვენთაგანის მონადირეულ ცხოვრებაში და კლუბის წევრია ეს კაცი დღეს.


პატივისცემით, ოჩოპინტრეს გამგეობის წევრი,თქვენი მონა მორჩილი გიორგი(ნოსო)-დ წოდებული ხომერიკიnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: კახაბერ Nov 17 2010, 13:17

გამარჯობა, ნოსო.
მე სარგებლობაზე უფრო ვამახვილებ ყურადღებას, ვიდრე გაცნობაზე. ეს ხომ "გაცნობის კლუბი' არ არის. რატომღაც ეს ორი ცნება გაიგივებულია

პოსტის ავტორი: ნოსო Nov 17 2010, 13:25

კახაბერ
გასაგებია კახა, სარგებლობა ძალიან დიდია თუმცა სანამ გაცნობა არიქნება,უცნობ ადამიანთან ერთობლივი ნადირობის ცუდი მხარეები ასახა მავერიკმა,მე არა საბედრიეროდ, მარგამ მან პრაკტიკაშიც გამოცადა ეგ რამდენადაც ვიცი .

და მე რამდენადაც ვიცი უფროსი კაცი ხარ და მჯერა მეტჯერ იქნები ნანადირები ჩემზე და არ გესწავლებოდეს იქნება რომ სერიოზული ერთობლივი ნადირობა უნდა იყოს ურთიერთგაგებასზე და ნდობაზე აგებული,ეგ კი არა ჩვენ კლუბის წევრები რომ ვიყავით ფოთში იხვზე წინა სეზონზე იქ იყო გაუტვალისწინებელი შემთხვევები და ურთიერთი გაურკვეველი საქციელები,ასევე იყო სეზონის გახსნაზე ხარვეზები,ესეთი პრობლემები რომ არ შეიქმნას ჩემო კაცა უბრალოდ ლუდი დავლიოთ,იაღოვა და ა.ს.newsmile05.gif მერე სხვა დანარჩენი.


პ.ს."არ მიდნა ჩემი პისტი გასათხოვი ქალიშვილის თავდაფასებას გავდესnewsmile035.gif უბრალოდ გაცნობის მცირედი ეკსკურსი და მერე ნადირობაnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: კახაბერ Nov 17 2010, 14:26

ჩავთვალოთ, რომ ვიცნობთ ერთმანეთს, გავედით აერთად, რას გვაძლევს ეს გასვლები? რას იძლევა ზოგადად. გლობალურად. როდის ხდება გასვლა გასაგებია. შედეგი რა არის სიამოვნების გარდა?

პოსტის ავტორი: Maverick Nov 17 2010, 14:30

QUOTE (ნოსო @ Nov 17 2010, 14:25) *
კახაბერ
გასაგებია კახა, სარგებლობა ძალიან დიდია თუმცა სანამ გაცნობა არიქნება,უცნობ ადამიანთან ერთობლივი ნადირობის ცუდი მხარეები ასახა მავერიკმა,მე არა საბედრიეროდ, მარგამ მან პრაკტიკაშიც გამოცადა ეგ რამდენადაც ვიცი .

და მე რამდენადაც ვიცი უფროსი კაცი ხარ და მჯერა მეტჯერ იქნები ნანადირები ჩემზე და არ გესწავლებოდეს იქნება რომ სერიოზული ერთობლივი ნადირობა უნდა იყოს ურთიერთგაგებასზე და ნდობაზე აგებული,ეგ კი არა ჩვენ კლუბის წევრები რომ ვიყავით ფოთში იხვზე წინა სეზონზე იქ იყო გაუტვალისწინებელი შემთხვევები და ურთიერთი გაურკვეველი საქციელები,ასევე იყო სეზონის გახსნაზე ხარვეზები,ესეთი პრობლემები რომ არ შეიქმნას ჩემო კაცა უბრალოდ ლუდი დავლიოთ,იაღოვა და ა.ს. newsmile05.gif მერე სხვა დანარჩენი.


პ.ს."არ მიდნა ჩემი პისტი გასათხოვი ქალიშვილის თავდაფასებას გავდეს newsmile035.gif უბრალოდ გაცნობის მცირედი ეკსკურსი და მერე ნადირობა newsmile05.gif


ნოსო
ნეტა შენ წერა გესწავლა რაა, არაფერი გეშველება, newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
შეეცადე შენმა უფროსმა არ ნახოს შენი პოსტები, თორემ ისევ გააქტიურდები კლუბშიც და ფორმუზეც newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif


P.S. ბოდიში ოფისთვის, მაგრად მომნატრებია ნოსოს შემოქმედება newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: შალვა Nov 17 2010, 20:16

კლუბის წევრი ვარ მაგრამ ჯერ კლუბის წევრებთან ერთად არ მინადირია (ჯანდარა არ ითვლება! ლოთებო! newsmile090.gif ) მაგრამ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ ამაში, თუმცა წელს როდესაც უეცრად მანქანის და ძაღლის გარეშე დავრჩი და საერთოდ ვერ ვინადირე (ერთხელ დმანისი, მწყერი არ ითვლება) ბიჭების ნადირობით, მათი გასვლების თვალიერებით ვიკლავდი ჟინს , რას იზამ ხან ისეა ხან ასე, ვიცი რომ მეთქვა სახლში არავინ არ გამაჩერებდა, მაგრამ უკვე ჩამოყალიბებულ ,,სასტავში" შესვლა ჩემთვისაც ძნელი იქნებოდა და სხვისთვისაც(საჩუქარი არა ვარ)
რაც შეეხება კლუბში მყოფ წევრებს კერძოთ ჩემი რეკომენდაციით შემოსულებს ( მახსოვს ლამის ,,ზეწოლა" მოვახდინე კლუბელებზე ერთერთი წევრის მიღებასთან დაკავშირაბით) თუ ისინი არ იხდიან საწევროს, არ აქტიურობენ, არ მიუმართავთ კლუბის ხელმძღვანელობისათვის ახსნა განმარტებით თუ რა მიზეზით მოხვდნენ ,,წითელ წინგში" ანუ ,,გადაშენების" გზას დაადგნენ------ მივარიცხოთ და მივიღოთ ის ხალხი ვისაც სულით და გულით უნდა ჩვენთან ყოფნა და რეალური საქმის კეთება! ასეთია ჩქიმი უბეჟდენიე!! blashe.gif

პოსტის ავტორი: კახაბერ Nov 17 2010, 20:22

შალვა
ნუ გარიცხავთ, გამოსწორდებიან newsmile058.gif

პოსტის ავტორი: შალვა Nov 17 2010, 21:36

ციტატა(კახაბერ @ 17th November 2010 - 21:22) *
ნუ გარიცხავთ, გამოსწორდებიან

ბატონო კახაბერ მაგას მე არ ვწყვეტ! newsmile045.gif უბრალოდ ყველა კლუბის წევრს ვთხოვ ნუ ვიჩქარებთ! შემომსვლელი შემოვა და ვისაც ეჩქარება გ ა ვ ა ტ ა რ ო თ !

პოსტის ავტორი: ლევანი Nov 17 2010, 23:37

ციტატა(shalva @ 17th November 2010 - 22:36) *
მაგას მე არ ვწყვეტ!

სამწუხაროდ არც მე..თორემ კლუბში გაწევრიანების დღეს დავაწესებდი სეზონის გახსნის წინ(წელიწადში 1 დღე) და იმათ მივიღებდი...ვინც კარგად გვეცოდინებოდა... ყველანაირად გამოვლენილი ექნებოდა თავისი თავი ყველგან და გვეცოდინებოდა.. რომ კარგი ადამიანია..წესიერი და პატიოსანი...არც ავთვისებიანი სიმთვრალე აქვს და არც დიდი ამბიციები. თოფსაც არ ატრიალებს მინდორში ცელივით. აი როდესაც ეგეთი ადამიანებით საკმაოდ დიდი ჯგუფი შეიკვრება.. მერე გამოჩნდება ..თუ რა სარგებლობა მოაქვს მაგ ყველაფერს. პრინციპში ეგრეც ხდება რაა..

პოსტის ავტორი: დათაბატონი Nov 18 2010, 07:25

ციტატა(ლევანი @ Nov 18 2010, 00:37) *
სამწუხაროდ არც მე..თორემ კლუბში გაწევრიანების დღეს დავაწესებდი სეზონის გახსნის წინ(წელიწადში 1 დღე) და იმათ მივიღებდი...ვინც კარგად გვეცოდინებოდა... ყველანაირად გამოვლენილი ექნებოდა თავისი თავი ყველგან და გვეცოდინებოდა.. რომ კარგი ადამიანია..წესიერი და პატიოსანი...არც ავთვისებიანი სიმთვრალე აქვს და არც დიდი ამბიციები. თოფსაც არ ატრიალებს მინდორში ცელივით. აი როდესაც ეგეთი ადამიანებით საკმაოდ დიდი ჯგუფი შეიკვრება.. მერე გამოჩნდება ..თუ რა სარგებლობა მოაქვს მაგ ყველაფერს. პრინციპში ეგრეც ხდება რაა..



+1

პოსტის ავტორი: Veshapo Nov 18 2010, 22:27

რა სარგებლობა მოაქვს ერთობლივ ნადირობას?

ჩემი აზრით მთავარი მანდ არის რო ამდენი ერთი მისწრაფების ადამიანი ერთმანეთს გაიცნობს და სადაც ერთ მიზანია იქ ურთიერთგაგება და ერთად ყოფნის სურვილიც მეტია, ასე რო მე ამას ვხედავ პირველ რიგში ამ შეკითხვის პასუხად http://www.SmileS.ge

http://www.SmileS.ge http://www.SmileS.ge

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)