თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ საუბრები ნადირობაზე _ მონადირის საგზალი

პოსტის ავტორი: sekreta Jan 30 2010, 15:30

აქ დავწეროთ რა უნდა იყოს მონადირის საგზალში ანუ რა საჭმელი უნდა იყოს?

პოსტის ავტორი: ლევანა90 Jan 30 2010, 18:14

ისეთი რამ რაც მალე პუჭებადი არაა

1 პური

2 ძეხვი

3 ყველი

4 კიტრი



პოსტის ავტორი: sekreta Jan 30 2010, 18:28

ასევე შესაძლებელია მოხარშული კარტოფილი, მარილი აუცილებელია,

პოსტის ავტორი: ლეკი Jan 30 2010, 20:36

შებოლილი ხორცი არ ივარგებს?? newsmile029.gif newsmile029.gif

პოსტის ავტორი: მაჭარა Jan 30 2010, 21:15

არაყი და სალა!!!

პოსტის ავტორი: bala Jan 30 2010, 21:41

ჩურჩხელა თუ შესაძლებელია

პოსტის ავტორი: ჩიკო Jan 30 2010, 22:22

ციტატა(bala @ Jan 30 2010, 22:41) *
ჩურჩხელა თუ შესაძლებელია


ჩურჩხელა ბევრი newsmile05.gif

მოხარშული კვერცხი .
შებოლილი სოსისი ეგრედწოდებული მონადირე.

პოსტის ავტორი: ლევანა90 Jan 30 2010, 23:07

მჟავე კიტრი

მურაბა ლეღვის მაგარია newsmile029.gif

აჯაპსანდალი დაკონსერვებული

პოსტის ავტორი: geojorjika Jan 31 2010, 00:10

ციტატა(მაჭარა @ Jan 30 2010, 22:15) *
არაყი და სალა!!!


იდეალური საგზალია +1 newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Jan 31 2010, 00:27

გააჩნია რაზე, როდის და რამდენი ხნით მიდიხარ სანადიროთ იქიდან უნდა განსაზღვრო საგზალი elementarno-vatson.gif

პოსტის ავტორი: შუკა Jan 31 2010, 00:37

მთაში რომ მიდიან ზოგ მონადირეებს საჯმელი არ მიაგვთ თუ რამე მოვკალით ხომ შევჯამთ თუ არადა გირსები არ ვკოპილვართო..ერტხელ მომიდზია ეგეთ ხალხთან სულ თავბედი ვიდზგევლე 2 დგე.. newsmile038.gif

პოსტის ავტორი: თენგო Jan 31 2010, 01:15

თუ შესვენებით ნადირობ ერთ დღიანში, შესვენებისას შეეცადე მიიღო მაღალკალორიული მაგრამ ნაკლებად მარილიანი საკვები მაგალითად მოხარშული მსუქანი ხორცი,მოხარშული კარტოფილი,მოკლედ რომ არ მოგაწყუროს. დალევას შესვენების დროს არ გირჩევ, სულ ძმრად ამოგივა.
აი რო მორჩები ნადირობას, გიხაროდენ, რაც გაქ სახლში მემრიელი და კარგი ყველაფერი წამოიღეთ. ზაფხულში კარგი თხელი ქართლის ღვინო ჯობია, (მგზავრობისას უკეთესად მოინელებ) სიცივეში კი ჭაჭა დალოცვილია. ოღონდ ნაღდი, ყურძნის, არ დამიწყოთ ეხლა ხილის არიო და ა. შ.)newsmile05.gifnewsmile05.gif:

პოსტის ავტორი: troutbaiter Jan 31 2010, 11:47

მთელი საგზალი არის აგვისტოს სულგუნი და პური, მორჩა! დანარჩენი ზედმეტი ბარგია! xoshian.gif

პოსტის ავტორი: თენგო Jan 31 2010, 17:43

troutbaiter

ციტატა(troutbaiter @ 31st January 2010 - 12:47) *
მთელი საგზალი არის აგვისტოს სულგუნი და პური, მორჩა! დანარჩენი ზედმეტი ბარგია

მა ოჩოპინტრე არ დავლოცოთ? ცოტა ჩინურიც-რა

პოსტის ავტორი: gacho Feb 1 2010, 10:36

ქარვისფერი რქაწითელი და დედას პურიც მაგარია.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Feb 1 2010, 11:20

ჩურჩხელა ერთ ერთი ცნობილი საგზალია მთაში სანადიროდ. არ ფუჭდება და მაღალკალორიულია.

გააჩნია სად და რითი მივდივართ, თან რა ხნით. მანქანით თუ ხარ შეგიძლია უფრო მრავალფეროვანი მენიუ გქონდეს, ძეხვი, ლორი, მოხარშული კვერცხი, ყველი, პური, ორაყი, შეგიზლია ღვინოც წაოღო. მწნილი. ხახვი და ნიორი

მთაში უფრო შეზღუდული ხარ. მიგაქვს შედარებით მსუბუქი და კალორიული საჭმელი. ჭაჭა აუცილებლად. ხშირად დამაქვს მთაში თაფლი, ან თაფლში აზელილი კარაქი. კონსერვები. ჩურჩხელა ან სნიკერსი. ნიორი და ხახვი მადაც #1 ია.

პოსტის ავტორი: შალვა Feb 1 2010, 11:37

პური, უმარილო ყველი, მოხარშული კართოფილი დაკვერცხი, მოხარშული საქონლის ხორცი, ხახვი და ნიორი, არაყი. ზაფხულში მსუბუქი იმერული შავი ღვინო.

პოსტის ავტორი: bala Feb 1 2010, 11:58

ტკბილი და მარილიან რაც შეიძლება ნაკლებად თორე წყალს გაწყურებს ძალიან და ბერ წყალს რომ სვავ ოფლიანობაც უფრო ძლიერდება და გარკვეულ დის კომფორტს განიცდი... თან წყლით გაჭყიპული უფრო ვერ მოძრაობ
ჩემი გამოცდილებიდან მეც მოგაშველეთ ერთI ორი სიტყვა

პოსტის ავტორი: თენგო Feb 2 2010, 12:10

ნადირობის პროცესში ვაშლი კაია,წყურვილსაც კლავს ენერგიასაც გმატებს.
ჩურჩხელა ან სნიკერსი შეუცვლელია,ასევე გირჩევთ 200 გრამი ჭაჭა თან ატაროთ ღმერთმა არ დაგაჭიროთ-ან წნევამ აგიწიოს,ან რამე გაიჭრათ-დასამუშავებლად გამოგადგებათ

პოსტის ავტორი: ბესო Feb 2 2010, 13:51

მოკლედ, რომ ჩამოვყალიბდეთ:
პური,
200 გრამი არაყი,
ჩურჩხელა,
ყველი უმარილო,
მოხარშული კარტოფილი,
ვაშლი,
ბეკონი/სალა/ძეხვი,
...

პოსტის ავტორი: თენგო Feb 2 2010, 14:00

ბესო
+100,არაყი ნადირობის შემდეგ100-200 გრამი მსმელ მონადირეთა რაოდენობაზე(მძღოლი არავითარ შემთხვევაში),სიცივეში

პოსტის ავტორი: ბესო Feb 2 2010, 14:02

ისე სიცივეში, ნომრებში რომ დგანან გურიაში მთაში იციან, პორტვეინივით მაგარი ღვინის წაღება - არაყი აძინებსო!!!

პოსტის ავტორი: ნოსო Feb 3 2010, 09:42

ნიგოზი, ქიშმიში.

პოსტის ავტორი: ლევანა90 Feb 3 2010, 21:09

მიწის ტხილი კარგია კალორიულია არ პუჭდება მაგრამ წყალიც უნდა კონდეს .

პოსტის ავტორი: Maverick Feb 3 2010, 21:22

კარგი ბარაქიანი, ნაღდი კახური ჩურჩხელა ე.წ. ''ქართული სნიკერსი''

პოსტის ავტორი: gurami84 Mar 13 2010, 22:45

არაყი, პური, მარილი და დანარჩენს იკ მოინადირებ newsmile090.gif

პოსტის ავტორი: akela1954 Mar 14 2010, 22:33

სიცხეში და უწყლო ადგილზე, მათარით ან უფრო დიდი ჭურჭლით ღვინონარევი ან ძმარნარევი წყალი (წყალნარევ ღვინოში არ შეგეშალოთ newsmile090.gif) წყურვილს კლავს და სითხის მოთხოვნას თრგუნავს.

ერბოხაჭოც ერთომ მოსახერხებელი საგზალია, კალორიული.

პოსტის ავტორი: Davitus Mar 14 2010, 23:07

ციტატა(kote @ 14th March 2010 - 23:33) *
იცხეში და უწყლო ადგილზე, მათარით ან უფრო დიდი ჭურჭლით ღვინონარევი ან ძმარნარევი წყალი


იგივე ეფექტი აქვს, წყალში ჩაწურულ ლიმონს, თან უფრო სასიამოვნო დასალევია ვიდრე ძმრის გარევით...

ციტატა(kote @ 14th March 2010 - 23:33) *
წყალნარევ ღვინოში არ შეგეშალოთ


ეს კაი იყო newsmile035.gif



პოსტის ავტორი: გიორგი Mar 14 2010, 23:11

მართალია დავითა... მე თუ მკითხავ უნდა წაიღო ჩურჩხელა, ლიმონი, წყალი და ჩაის ამბავი.... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Mar 14 2010, 23:13

ხო კიდე ხურმის და ლეღვის ჩირი უფრო უკეთესია
დასალევად რძე ან მაწონი

პოსტის ავტორი: ლევანი Mar 14 2010, 23:36

გააჩნია სად მიდიხარ სანადიროდ. თუ უმანქანოთ გიწევს ბევრი სიარული(მაგალითად მთაში) რაჩ შეიძლება კომპაქტური უნდა იყოს საგზალი.. ამიტომ მე ჩურჩხელას, სნიკერსს და ეგეთ რამეებს ვუჭერ მხარს. გადასარევია გულაბი მსხალი. ძალიან წვნიანია..წყურვილს კლავს. თან კალორიულია. ისე მონადირული ძეხვი და თონის პური..მაინც შეუცვლელია.

პოსტის ავტორი: 919 Mar 15 2010, 01:44

მოკლედ, კულინარებო.... newsmile035.gif

1. მარილი (საკვებში, წამალი და ნანდირევის შესნახად) სვანური მარილი...
2. პური (კვებავს არამარტო ადამიანს, ძაღლსაც)
3. ჩურჩხელა (ენერგოსადგური)
4. ნიორი ( როგორც საკმაზი ასევე წამალიც)
5. სოდა (როგორც წყლის ph-ის მარეგილირებელი, გულძმარვისას უკიდურეს შემთხვევაში, მტაცებელის კბენის შემთხვევაში ჭრილობის დამუშავებისათის)
6. ჭაჭა (სასმელი და საექიმო საშუალება)
7. ხახვი ( საკმაზე და წამალი)
8. სორბიტი (შაქრის შემცვლელი)
9. ხილის ჩირი (რამე რომ იყოს კომპოტსაც მოხარშავ)

დანარჩენი უნდა მოინადირო ან მოიძიო!

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Mar 15 2010, 02:22

ochom-dagchipos.gif ochom-dagchipos.gif ochom-dagchipos.gif მართალია სად და რამდენი ხნით მიდიხარ სანადიროდ ყოფილა ხშირად მე სამსახურამდე დილით ვნადირობ და მარტო სნიკერსი და წყალი წამიღია 11 საათზე სამსახურში ვყოფილვარ უკვე და არანაირი პიკნიკ ფართი არ მომიწყვია უცებ დაწვი ეერთი 18 ვაზნა და ნანადირევიც არის წააიყვანე 2 კაცი ისინი დააყენე და აპუტინე და დანარჩენსაც მიხედავენ თან ძაღლს ძებნაშიც ეეხმარებიან

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Mar 17 2010, 10:00

რატო კამათშია ჭეშმარიტება. მაგალითად რამოდენიმე პროდუქტი გამოიკვეთა, რაც ყველას აქვს ჩამონათვალში

1. პური
2. წყალი
3. ჩურჩხელა
4. ხახვი
5. ჭაჭა.
6. მარილი

ეს ექვსეული მკვეთრად გამოკვეთილია და ყველა აღიარებს. დაველოდოთ კიდევ გამოხმაურებებს, მერე დავთვლი და პროცენტულად შევაჯერებ

ციტატა(akela1954 @ Mar 14 2010, 23:33) *
ერბოხაჭოც ერთომ მოსახერხებელი საგზალია, კალორიული.

აი მაგალითად, ეს პროდუქტი მართლა მაგარია ვინც მთაში ნადირობს. თიანეთში გამასინჯა ჩელეს მამამ და მართლა კალორიული მსუბუქი და გემრიელია. ბურთებივით კეთდება და აშრობენ. შემდეგ გინდა პირდაპირ დაჭრი და შეჭამ, გინდა ტაფაზე მოხრაკავ ერბოსთან ერთად

პოსტის ავტორი: ნოსო Mar 17 2010, 10:00

კიშმიში და ნივრის ძეხვიც მიამათე ,გიო ,განსაკუთრებით მეორეnewsmile05.gif ხშირად გვხდება სუფრაზე და მჯავე კიტრისnewsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: MIMINO Mar 17 2010, 10:21

ჩემი აზრითა და გამოცდილებით:
1. სალა
2. მოხარშული ხორცი.
3. ხახვი
4. ნიორი.
5. პური
6. მარილი
7. ცოტა მურაბა.
8. ჭაჭის არაყი.
9. ვაშლი
10. ჩურჩხელა.

პოსტის ავტორი: 919 Mar 18 2010, 00:32

მოკლედ,

მწვადი,
ხინკალი,
ქაბაბაბი,
მუჟუჟი,
საცივი
ჩახოხბილი
აჭარული ხჭაპური. newsmile029.gif

რას ვწერთ, ვის რა ევასება თუ რა არის საჭირო?! newsmile035.gif

გაქვთ ზურგჩანთა, თოფი და წყლის მათარა. გყავთ ძაღლი
და ხართ 2 დღიანში, მთაში... ახლა მოცემულობა უფრო ნათელია ?

დავამატებდი შაქარს, გარდა საკვებისა აშშ-ს ჯარისკაცები ვიეტნამში დაწყლულებულ
მაზოლებს შაქრით კურნავდნენ...

პოსტის ავტორი: GIZOVICHI Mar 18 2010, 10:24

პური
ძეხვი, მოხარშული ხორცი
მოხარშული კარტოფილი
ნიორი, ხახვი
ჭაჭა
წყალი
მარილი ბლომად

პოსტის ავტორი: 919 Mar 18 2010, 18:45

ჭალიმგელა
aragveli
GIZOVICHI

ცოტა სერიოზულად რომ მივუდგეთ მაგ საკითხს შეიძლება?
კართოფილი ხარშვის შემდეგ მძიმდება...

ძეხვი და მოხარშული ხორცი ზაფხულის პერიოდში მალე ფუჭდება.
ბლომად მარილზე გიზოევიჩ, გეთანხმები!

არ ჯობია დავაკონკრეტოდ თუ სად, როდის და რამდენი ხნით მივდივართ?

პერიოდი - 2 დღე-ღამე
როდის - ზამტარში
რელიეფი - მთა
ტემპერატურა - დაბალი

პერიოდი - 6-10საათი
როდის - აგვისტო/სექტემბერი
რელიფი - ბარი
ტემპერატურა - +26-32...

იასნია?

პოსტის ავტორი: GIZOVICHI Mar 18 2010, 19:07

919
ბაზარი არაა, მე ძირითადათ ორ დღიან პახოდზე ზამთარ-ზაფხულ მთაში წასაღები
საგზალი ჩამოვთვალე, უბრალოდ სულ გშია როცა მთაში ხარ, ერთხელ მაკარონის
სუპი როა დიდ ჭიქებში ეგ ვცადე და მაგრად გაასწორა, ცხელ წყალს დაასხავ და თათარიახნად
მზადააა თან მსუბუქიცაა, ტუშონკაც კარგია ღამე ნაკვერჩხალზე უცებ ათუხთუხდება

პოსტის ავტორი: თენგო Mar 19 2010, 10:05

ციტატა(Gigs13 @ 18th March 2010 - 19:45) *
პერიოდი - 2 დღე-ღამე
როდის - ზამტარში
რელიეფი - მთა
ტემპერატურა - დაბალი

რაც შეიძლება მაღალკალორიული საკვები სალა,მსუქანი ლორი,მოხარშული ღორის ხორცი,მსუქანი ძეხვი,შოკოლადი,მშრალი ნამცხვარი,ორცხობილა,ტკობილი ჩაი. არაყი ,კონიაკი,ჭაჭა. მე სუფთა სპირტიც წამიღია,პური.წყალი

ციტატა(Gigs13 @ 18th March 2010 - 19:45) *
პერიოდი - 6-10საათი
როდის - აგვისტო/სექტემბერი
რელიფი - ბარი
ტემპერატურა - +26-32...


ნადირობისას წყალი,ვაშლი.
ნადირობის მერე-რაც გაგიხარდება,უნდა იქეიფო აბა რისთვის ხარ წასული. მძღოლი არ სვავს არც ერთ ჭიქას.ეს კატეგორიული მოთხოვნაა.

პოსტის ავტორი: SUZI Mar 29 2010, 12:48

ოტკა (არაყი) და სალა დანარჩენი ზედმეტია

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 29 2010, 12:58

SUZI
ზედმეტი არასდროს არ არის თუ ტარება შეგიძლია neaa.gif (მა ნიორი)სნაჩალა დუმაი პატომ გავარი neam.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Mar 29 2010, 13:09

მაშინ თუ ნოყიერობაეა ლაპარაკი
სგუშონი მალაკო და მიწის თხილი, ძალიან კალორიულია და ამავდროულად გემრიელიც!!!!

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Mar 30 2010, 09:40

ციტატა(თენგო @ Mar 19 2010, 11:05) *
რაც შეიძლება მაღალკალორიული საკვები სალა,მსუქანი ლორი,მოხარშული ღორის ხორცი


თენგო მთაში რომ გამიგოს ვინმემ ხორცი წავიღე, შეიძლება გამლახონ. ერთხელ 2 კილო კატლეტი გადამაყრევინეს, თან მაგრად გამომლანძღეს newsmile05.gif

კიდევ კარგი კარგად "ვიპიკნიკეთ" newsmile045.gif თორემ მე დამბრალდებოდა ყველაფერი newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: NNN-504 Apr 8 2010, 21:04

სნიკერსი(გამიგია ჩეჩენი ბოევიკები დაჟე სუპებს აკეთებენო), სალა, ნიორი, სუპები პაკეტებში, პური და მისი უდიდებულესობა არაყი500გ....(მარილი თავისთავად)....... სულ მაქსიმუმ საჭმელი 1,5 -2კგ.....ეს იდეაში....ეხლა სინამდვილეში რა ხდება ხოლმე: ღვინო ულევი, არაყი საკმარისი, მოხარშული ღორის ხორცი, ნახევარი ნიკორას მაღაზიის ძეხვეული, 2 ლატოკი მოხარშული კვერცხი,ხაშლამა, ვიჩინა,კართოფილი ვ მუნდირე,სულგუნი,გუდის ყველი,ბლომად ხახვი და ნიორი ალბათ რამე გამომრჩა კიდე ...გავიქეცი მომშივდა......

პოსტის ავტორი: თენგო Apr 8 2010, 21:33

ჭალიმგელა
მე პირიქით მაქვს დაცდილი.

პოსტის ავტორი: zaza_50 Apr 24 2010, 17:01

აბგაში 200-250გ არაყი 55-60 გრადუსით,თონის (დედას) პური, სალა, ნიორი, ერთჯერადი მდოგვი რამდენიც გინდა, პატარა თერმოსით ჩაი ან ყავა. ეგ არის. სალაზე ცივი წყალი ხანდახან კუჭს შლის არაყი ტუ არ მიაყოლე. დანარჩენი მედიკამენტები აუცილებლად. არც დიდი ტვირთი ჩამოვთვალე მგონი და თან გემრიელია. ვისაც სალა არ უყვარს მონადირის კალბასით შეცვალოს vot-tak.gif

პოსტის ავტორი: SHAMSHE May 10 2010, 15:24

ჭაჭა. ნიორი. ხახვი. კალბასი. მოხარშუი კვერცხი. სნიკერსი. კალბასის მაგივრად შეილება ბევრი სხვა რაგაცა რო ჩასვა ხორცეულს ვგულისხმოობ

პოსტის ავტორი: gel2001 Apr 11 2011, 18:43

ზუსტად არ ვიცი ეს ალბათ ინდივიდუალურია,მე და ჩემი მეგობრები როცა ზამთარში იხვზე სანადიროდ მივდივართ თან 3-4 დღით,ზურგჩანთაში აუცილებლად არის ცოტა წონის და დიდი კალორიულობის შემცველი საკვები.მაგ: ნუ არ ვიცი გურულები შაშხს ვეძახით(გამოყვანილი ღორის ხორცი),პური ბევრი იჭმება კი მიგვაქვს მაგრამ მჭადი აუცილებლად,მარილი,ნიორი,ხახვ

პოსტის ავტორი: doni Apr 12 2011, 12:12

ისეთ თემებს ჩითავთ, რო არ გამოვეხმაურო არ შემიძლია newsmile01.gif

ზაფხულის საგზალი.

1. კიტრი,პამიდორი,ყველი,მწვანე ხახვი
2.1კგ სამწვადე
3.ცივად მოხარსჰული დედალი.
4.მშობლიური 8 ნომერი აღარ არის და ამიტომ 5 ლიტრა რქაწითელი(ტანინიანი)
5.მაგიდა თავისი სკამებით,4 კაცზე,რომელიც სიცხეში შეგიძლია პატარა მდინარეში ჩადგა.
6.ხილი.
ზამთრის საგზალი.

1.(კიტრიდა პამიდორი ზამთარში არ ვარგა თურქული იყიდება ყველგან)
2.მოხარშული ხორცი.
3.1კგსამწვადე
4.წნილი არეული..
5.სალა.
6.ყველი
7.ჭაჭა ისეთი რო ჯანში მიდიოდეს.

აი ეს არის ერთი კაცის საგზალი

პოსტის ავტორი: sabo73 Apr 12 2011, 13:06

doni

უჰ შენ გაიხარე........... newsmile027.gif

მაგრამ შე კაცო, მაგიდა 4 საკმით მიგაქვს და სამწვადე 1 კგ? newsmile029.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Apr 12 2011, 13:15

1 კილო სამწვადე 1 კაცის საგზალია ეგ ყველამ უნდა ცალცალკე წამოიღოსო ეგ თქვა მაგ კაცმა

პოსტის ავტორი: ლევანი Apr 12 2011, 13:51

ციტატა(hercogi997 @ 12th April 2011 - 15:15) *
1 კილო სამწვადე 1 კაცის საგზალია

მაშინ მაგიდაც ერთ კაციანი და 1 სკამი უნდა ეწეროს..აი ახალი სკოლის მერხები რომ არის ისეთი. newsmile035.gif newsmile035.gif
doni
მენიუ გადასარევია და თოფიც უნდა წაიღო მანდ..თუ საჭირო აღარ არის??... newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Apr 12 2011, 14:26

თოფი რათ გინდათ მაიც ვერაფერს კლავთ ტყვილად დაგამძიმებთ

პოსტის ავტორი: შალვა Apr 12 2011, 14:53

ორაყი, ორაყი, ორაყი! ეს ხუმრობით და სერიოზულად - არაყი, არაყი არაყი! newsmile090.gif

პოსტის ავტორი: doni Apr 12 2011, 15:15

ციტატა
doni
მენიუ გადასარევია და თოფიც უნდა წაიღო მანდ..თუ საჭირო აღარ არის??..


კი კაცო წაიყოლიე ვინ გიშლის?სანადირო მაინც არაფერია და newsmile090.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Apr 12 2011, 15:28

neaa.gif nu-oferistobt.gif

პოსტის ავტორი: gel2001 Apr 15 2011, 09:57

ეხლა ისე ნუ ვიზამთ ვინმემ იფიქროს ესენი სანადიროდ კი არა საქეიფოდ დადიანო d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: Maverick Apr 15 2011, 12:04

QUOTE (doni @ Apr 12 2011, 13:12) *
ისეთ თემებს ჩითავთ, რო არ გამოვეხმაურო არ შემიძლია newsmile01.gif

ზაფხულის საგზალი.

1. კიტრი,პამიდორი,ყველი,მწვანე ხახვი
2.1კგ სამწვადე
3.ცივად მოხარსჰული დედალი.
4.მშობლიური 8 ნომერი აღარ არის და ამიტომ 5 ლიტრა რქაწითელი(ტანინიანი)
5.მაგიდა თავისი სკამებით,4 კაცზე,რომელიც სიცხეში შეგიძლია პატარა მდინარეში ჩადგა.
6.ხილი.
ზამთრის საგზალი.

1.(კიტრიდა პამიდორი ზამთარში არ ვარგა თურქული იყიდება ყველგან)
2.მოხარშული ხორცი.
3.1კგსამწვადე
4.წნილი არეული..
5.სალა.
6.ყველი
7.ჭაჭა ისეთი რო ჯანში მიდიოდეს.

აი ეს არის ერთი კაცის საგზალი



don ზურნა-კლარნეტი? ქუთაისო ჩემო ჩემო დედულეთო არ უნდა იმღერო?

პოსტის ავტორი: doni Apr 15 2011, 21:55

ციტატა(Maverick @ Apr 15 2011, 13:04) *
don ზურნა-კლარნეტი? ქუთაისო ჩემო ჩემო დედულეთო არ უნდა იმღერო?


ნიკას სიცოცხლე.როგორ ხარ?

და რას ხედავ მანდ ცუდს? რა ჯობია ამ საგზალთან ერთად სუფრას ნანადირევს რო შემატებ და მოგუდულს იმღერებ.ნადირობა და ქეიფი (და არა ღრეობა) ძალიან უხდებიან ერთმანეთს.

პოსტის ავტორი: shotazugdidski Apr 22 2011, 13:32

სეზონს გააჩნია. აუცილებელია:პური,ყველი,წყალი და ხილი შესაბამისად.

პოსტის ავტორი: ქევხო Apr 22 2011, 16:43

ხეირი ის არის რაც ნაკლები სიმძიმის და კალორიულ საკვებს წაიღებ, მაგალითად მთაში (და არა მარტო) აუცილებლად წაიღეთ ტკბილეული, მურაბა (არა გაგეცინოთ გამოცდილ მონადირეებს დააქვთ), მე წაქცევამდე დაღლილს მურაბა მაჭამეს, მერე ნახევარი ქილა შედედებული რძე (მალაკო) დავლიე , 10 წუთში ისე ვიყავი თითქოს კარგად დამესვენოს და გამომეძინოს.

პოსტის ავტორი: გიზოვიჩი Apr 22 2011, 18:49

ციტატა(qevxo @ 22nd April 2011 - 17:43) *
აუცილებლად წაიღეთ ტკბილეული, მურაბა (არა გაგეცინოთ გამოცდილ მონადირეებს დააქვთ), მე წაქცევამდე დაღლილს მურაბა მაჭამეს, მერე ნახევარი ქილა შედედებული რძე (მალაკო) დავლიე , 10 წუთში ისე ვიყავი თითქოს კარგად დამესვენოს და გამომეძინოს.

გეთანხმები 100%, არაგველო დამეთანხმება ზემო მთაში ყოფნისას წინა წელს დატოვებულ
მურაბებბს მივირთმევთდით ხოლმე, წელსაც ეგრე გამოგვადგება შარშანდელი დატოვებული
ტკბილეული, მალაკო ხო საერთოდ მართლა მაგრა ქაჩავს სუფთა ჰაერზე

პოსტის ავტორი: გიორგი Apr 22 2011, 19:04

ხოდა ამიტომაც ყველაზე კაი საგზალი არის ჩურჩხელა ! ვოტ ტაკ


პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Apr 22 2011, 19:11

ჩურჩხელ მაგრად ქაჩავს მაგრად მეხმარება უცებ დანაყრებაში და არაერთხელ დაღლილ დაქანცულ მონადირეებისთვის მიჭმევია

პოსტის ავტორი: გიორგი Apr 22 2011, 19:18

ჰერცოგი997

+1

თანაც კომპაქტურია და არ ფუჭდება !

თუ ფეხით ხარ ხომ სულ მთლად მისწრებაა


პოსტის ავტორი: ჩელე Apr 22 2011, 19:26

კაცო, ერთი რა ვერ გავიგე იცით? მოსარეკში რომ მიდიხარ ან ნომერში დასადგომად, ეს ყველაფერი თან მიგაქვს თავისი მაგიდა-სკამიანად?......

ტკბილეული საჭიროა. მშიერ კუჭზე მაგალითად მურაბის ჭამა. ცოტა ვნებს კუჭს, მაგრამ სამაგიეროდ იღებ კალორიას და ძალას. ასევეა სნიკერსი, თურთხელა და მისთანები.... ასე რომ ტკბილეული თან იქონიეთ ყოველთვის...

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Apr 22 2011, 20:10

მოსარეკში და უდაბნოში ჩურჩხელა მაგარია უცებ განაყრებს

პოსტის ავტორი: doni Apr 29 2011, 17:14

http://www.youtube.com/watch?v=rTOy2CrCrbo&feature=player_embedded#at=117

აი ეს არის ნადირობის საგზალი,რა ჩურჩხელა რის სნიკერსი და ზემოდან კიდევ მურაბა newsmile035.gif small3d018.gif

ესეთი ნადირობა მწამს მე,ჯერ ინადირე და მერე იქეიფე.

პოსტის ავტორი: ქევხო Apr 29 2011, 21:31

ციტატა(doni @ Apr 29 2011, 18:14) *
http://www.youtube.com/watch?v=rTOy2CrCrbo&feature=player_embedded#at=117

რა ჩურჩხელა რის სნიკერსი და ზემოდან კიდევ მურაბა newsmile035.gif small3d018.gif


კარგია, მაგრამ ეს პლიაჟია მთასთან შედარებით newsmile05.gif

პოსტის ავტორი: khmaltevza Apr 29 2011, 22:54

თან იმხელა მარშუტკა არის მიყენებული 20 კაციანი სუფრა დამატებით შიგნით გაიშლება newsmile035.gif

პოსტის ავტორი: maxo_987 Oct 7 2013, 10:23

კაი მჯავე,კაი სალა,კაი ყველი და 2 ნახადი ჭაჭა....დზლივს რო ჩაისუნთქავ ისეთი D.gif

პოსტის ავტორი: დ-NT Oct 7 2013, 10:53

კაი კონიაკი ჯობია, მათარით, შემდეგ კი დაცლილი მასრით რომ დალევ xexe.gif მაგადია ააა?

პოსტის ავტორი: jaba_gugesha Oct 7 2013, 14:33

რაც ჩამოითვალა, ყველაფერი საჭიროა, სეზონის მიხედვით. თუმცა, გამოვარჩევდი რაჭულ მოუხარშავ ლორუკას, ნიორი, ხმელი პური და არაყი. ტკბილეულიდან ჩურჩხელა და თაფლი შეუცვლელია, თუმცა თანამედროვე პირობებში ,,მელერი''(შოკოლადის კანფეტი, ირისის მსგავსი) და ყვითელი M&Mსიც ძალიან ეფექტურია. წყალს ლიმონი ძალიან უხდება და ორგანიზმსაც სიმხნევეს ანიჭებს.

პოსტის ავტორი: სკვითია Oct 7 2013, 15:16

jaba_gugesha
პრაქტიკული და ეფექტური მენიუ არის!
Shooting.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Oct 7 2013, 15:19

ციტატა(ჭალიმგელა @ Feb 1 2010, 12:20) *
ჩურჩხელა ერთ ერთი ცნობილი საგზალია მთაში სანადიროდ. არ ფუჭდება და მაღალკალორიულია.

გააჩნია სად და რითი მივდივართ, თან რა ხნით. მანქანით თუ ხარ შეგიძლია უფრო მრავალფეროვანი მენიუ გქონდეს, ძეხვი, ლორი, მოხარშული კვერცხი, ყველი, პური, ორაყი, შეგიზლია ღვინოც წაოღო. მწნილი. ხახვი და ნიორი

მთაში უფრო შეზღუდული ხარ. მიგაქვს შედარებით მსუბუქი და კალორიული საჭმელი. ჭაჭა აუცილებლად. ხშირად დამაქვს მთაში თაფლი, ან თაფლში აზელილი კარაქი. კონსერვები. ჩურჩხელა ან სნიკერსი. ნიორი და ხახვი მადაც #1 ია.


ეს ჩემი 2010 წლის პოსტი ყოფილა, პრინციპში ვეთანხმები. ერთი დავამატე ახალ მენიუს, ახალი "სგუშონკები" რომ გამოვიდა "წიუპიკში" მაგარი კალორიულია. ჰო მძიმე რომ არ ვათრიო სანამ აღმარტებს შევუყვები რედბულს ვსვამ ხოლმე.

jaba_gugesha
გესმის საგანი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: jaba_gugesha Oct 7 2013, 17:13

პადიომს რომ აუყვები და აღარ თავდება, ისედაც დამძიმებული ჩანთა შეიძლება მოისროლო, ამიტომ სიმსუბექეს დიდი მნიშვნელობა აქვს. კონსერვები და ბოსტნეული კარგია, მაგრამ საკმაოდ მძიმეცაა. მთაში კი, 1 კილო 5 ხდება. თუ მანქანით მიდიხარ, თუ გინდა ცხვარი წაიყვანე 20იანთან ერთად newsmile05.gif

პოსტის ავტორი: koba1973 Mar 19 2015, 10:22

ადრე ერთ "გიჟთან" ვნადირობდი ხოლმე ქათამზე , პური და თაფლი მოქონდა ხოლმე საგზლად. ვერ წარმოიდგენთ რა უცებ აღადგენს კლდე ღრე ბოდიალში დახარჯულ ენერგიას.

moderirebulia.gif

პოსტის ავტორი: Ika Exs Jul 19 2016, 00:06

იხვზე და ჭაობიან ადგილებში ნადირობისას, გადაფრენაზე და მის შემდეგ დაახლოებით 20 კილომეტრს დავდივართ ფეხით მეგობრები. ძილითადად 3 კაცი: მე, ჩემი ოთხფეხა მეგობარი და ჩემი ძმაკაცი.
ეხლა დავითვალოთ დაახლოებით რა წონის ტანსაცმელი გვაცვია: ვიტიაშკა, 2 ნასკი, 1 წინდა, სქელი შარვალი და გარედან საწვიმური შარვალი, მაისური, ჯემპრი, კურტკა, სავაზნე ჟილეტი. ეს ყველაფერი კი საკმაოდ მძიმე ამხელა მანძილისთვის. ამას დამატებული იარაღი, საყვირი, ტელეფონი და წვრილმანი რაღაცეები newsmile05.gif

ხო და მე პირადად პური და მანდარინი (ფორთოხალი ოშვიათად ზომის გამო) მიმაქვს მეტი არაფერი.

1. მანდარინი - წყურვილის მოსაკლავად.
2. პური - შიმშილის მოსაკლავად, ჩემთვის და ძაღლისთვის.

სალას, ჩურჩხელას და თაფლს ბანკით ნამდვილად ვერ ვატარებ. იმიტომ კი არა რომ არ მიყვარს, უბრალოდ ძალიან მემძიმება ეგეთი რამეები.
ხმელა პურზე გემრიელი ბუნებაში არაფერიაო, ხო და მეც ისე გემრიელად მივირთმევ, რომ ჩემზე გემრიელად კაცი რესტორანში სამეფო საჭმელს არ ჭამს newsmile05.gif

http://www.picz.ge

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jul 19 2016, 00:28

სალა არც ისე დიდი წონაა და სიცივისგან ყველაზე კარგი დამცავია, ორგანიზმს ენერგიას და სითბოს მატებს

პოსტის ავტორი: assassin29 Jul 19 2016, 00:57

Ika Exs
პატარა ტაქტიკური ზურჩანთა გინდა ალუმინის ჩონჩხით და წელზე შესაკრავით ჩადებ ყველაფერს და ივლი კომფორტულად

პოსტის ავტორი: koba1973 Jul 19 2016, 06:39

ციტატა(iraklibai @ 19th July 2016 - 02:06) *
სალას, ჩურჩხელას და თაფლს ბანკით ნამდვილად ვერ ვატარებ. იმიტომ კი არა რომ არ მიყვარს, უბრალოდ ძალიან მემძიმება ეგეთი რამეები.
ხმელა პურზე გემრიელი ბუნებაში არაფერიაო, ხო და მეც ისე გემრიელად მივირთმევ, რომ ჩემზე გემრიელად კაცი რესტორანში სამეფო საჭმელს არ ჭამს

ეს საჭმელები იმიტომ კი არ დაგვაქვს რომ გემრიელია და უმაგისოდ ვერ ვძლებთ, არამედ იმიტომ რომ მაღალკალორიულია და პატარა წონაში მეტი კალორიები მიგაქვს.
1კგ პური გაცილებით დიდი ზომისაა 1 კგ თაფლთან შედარებით, კალორიულობა კი უფრო ნაკლები აქვს. ეს სიტყვაზე დავწერე თორემ 1კგ თაფლი ალბათ 5 თვე მეყოფა საჭმელად.
ციტატა(Nukry @ 19th July 2016 - 02:28) *
სალა არც ისე დიდი წონაა და სიცივისგან ყველაზე კარგი დამცავია, ორგანიზმს ენერგიას და სითბოს მატებს

+1

პოსტის ავტორი: Ika Exs Jul 19 2016, 21:13

ნუკრიMax
koba1973

გასაგებია, მაგრამ სალამ და თაფლმა მოწყურება არ იცის? ანუ წყლის მარაგიც უნდა წაიღო ეხლა ჯანმრთელობას რაც შეეხება საერთოდ ღორის ხორცი და მითუმეტეს სალა ღვიძლის მტერია. ერთი დღის კალორიების მომატებისთვის ღირს კი ამდენი სალის ჭამა და ღვიძლის გაღიზიანება? ))

- ეგ საწყენად არ მითქვამს მეგობრებო, ხუმრობით. უბრალოდ მე რა დამაქვს ეგ ვთქვი, თორე ღმერთმა შეგარგოთ D.gif

assassin29
ვერაფრით ვერ ვზიდავ მაგ რაღაცას )) სახლში რომ მოვდივარ, ბუზი რომ დამაჯდეს მხარზე წავიქცევი D.gif
ეს თოფი ხო მხარს მაწყვიტავს, ყოველ ნაბიჯზე წონა ემატება აქეთობისას ))) იქეთ მივფრინავ newsmile05.gif

ეს კი თქვენ ჩემგან

http://www.picz.ge

პოსტის ავტორი: მალხაზი 1984 Jul 19 2016, 21:38

ნებისმიერი მურაბა და პური. წყალიც რა თქმა უნდა. განსაკუთრებით თეთრი ბლის მურაბა.

პოსტის ავტორი: assassin29 Jul 19 2016, 21:47

ციტატა(iraklibai @ 19th July 2016 - 22:13) *
გასაგებია, მაგრამ სალამ და თაფლმა მოწყურება არ იცის?

ლიტრიან ბოთლში ჩადე 1 სუფრის კოვზი თაფლი, 1 ლიმონი დააწურე, დაასხი წყალი, კარგად აჯანჯღარე და გაუშვი მაცივარში.
მე პირადად მაგის გარეშე და ასევე 2 ენერგეტიკულის გარეშე მთაში არმივდივარ D.gif
კახური რედბულია D.gif

პოსტის ავტორი: Ika Exs Jul 19 2016, 21:55

assassin29

კარგი რამე უნდა იყოს newsmile05.gif წყურვილს ხომ მოომიკლავს რაც მთავარია? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Jul 19 2016, 23:26

Ika Exs
ცადე შენი რამიდის წყურვილსაც მოგიკლავს და ენერგიასაც გაძლევს

პოსტის ავტორი: Ika Exs Jul 20 2016, 00:12

assassin29

ისე დამაინტრიგე, ეგ ამბავი ამ საგამოსვე უნდა მოვსინჯო, ეგ ინგრედიენტები ჩემთან ოხრადაა და დილით მაინც არ ვჩამ არაფერს, ამას დავლევ, იქნებ სამსახურში ენერგიულად წავიდე ))
თუ მომეწონა მერე ვატარებ სანადიროდაც ))

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jul 20 2016, 10:02

ციტატა(iraklibai @ 19th July 2016 - 22:13) *
გასაგებია, მაგრამ სალამ და თაფლმა მოწყურება არ იცის? ანუ წყლის მარაგიც უნდა წაიღო ეხლა ჯანმრთელობას რაც შეეხება საერთოდ ღორის ხორცი და მითუმეტეს სალა ღვიძლის მტერია. ერთი დღის კალორიების მომატებისთვის ღირს კი ამდენი სალის ჭამა და ღვიძლის გაღიზიანება? ))

სალა გასაძღობად კიარ უნდა წაიღო, დასანაყრებლად და გასათბობად... newsmile05.gif
ცადე თუ გინდა ერთხელ, სიცივეში:
სამი ნაჭერი სალა, პურთან ერთად, ბევრად უკეთესად გაგათბობს და შეგინარჩუნებს, ვიდრე 300 გრამი არაყი.....

პოსტის ავტორი: general Jul 20 2016, 10:57

ციტატა(Nukry @ 20th July 2016 - 11:02) *
სამი ნაჭერი სალა, პურთან ერთად, ბევრად უკეთესად გაგათბობს და შეგინარჩუნებს, ვიდრე 300 გრამი არაყი.....


( ვიდრე 300 გრამი არაყი.....)

როგოოოორ .... ? chali.png

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jul 20 2016, 12:38

general
ცადე შენც....
არაყი იმ მომენტში გათბობს, მაგრამ მერე საწინააღმდეგო ეფექტი აქვს.
აი სალას რომ შეჭამ, განაყრებს და სითბოს ეფექტი მეტი აქვს

პოსტის ავტორი: general Jul 20 2016, 12:47

ნუკრიMax

უმფროსო სალა და ორაყი ერთად რა ეფექტს იძლევა ? chali.png ochom-dagchipos.gif

თან კიდევა რამდენჯერა ვცადო რამდენჯერ... chali.png

პოსტის ავტორი: koba1973 Jul 20 2016, 13:47

ეგ არაყი კიდევ ვერ გავიგე ათბობს თუ აგრილებს რააა. ერთი მიმტკიცებდა სიცხეში სტოპკას რო დავარტყავ მშვენივრად გრილად ვარო. მეტი არ მოგივიდეს და არ გაიყინო მეთქი. D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jul 20 2016, 14:26

ციტატა(giorgi491 @ 20th July 2016 - 13:47) *
უმფროსო სალა და ორაყი ერთად რა ეფექტს იძლევა ?

ოოო, ეგ საოცარ ეფექტს იძლევა, აი თუ ზედმეტი მოგივიდა,
ეგრევე იხვის გუნდების პერელიოტი იწყება, უბრალოდ შენ მაგრა გკიდია....

პოსტის ავტორი: apxazi Jul 20 2016, 15:33

300 გრამი ნამეტანი ხო არაა?

პოსტის ავტორი: kajuberi Jul 20 2016, 15:41

ციტატა(apxazi @ 20th July 2016 - 16:33) *
300 გრამი ნამეტანი ხო არაა?

300 გრამს აქვს მუღამი D.gif მერე მიდი და მიდი D.gif D.gif

პოსტის ავტორი: apxazi Jul 20 2016, 16:04

მერეეე სანადირო ობიექტების სპექტრი ერთი-ორად ფართოვდება D.gif D.gif D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: kajuberi Jul 20 2016, 16:57

ციტატა(apxazi @ 20th July 2016 - 17:04) *
მერეეე სანადირო ობიექტების სპექტრი ერთი-ორად ფართოვდება

D.gif D.gif ხან ფართოვდება ხან ვიწროვდება D.gif და ესე რა D.gif D.gif

პოსტის ავტორი: samsoni777 Jul 20 2016, 18:56

მერე კიდე თუ მეგობართან ხარ იტყვი 300 გრამზე ხომ არ გავჩერდებითოოო და წავა გულავი და ბაგაბუგი D.gif D.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Jul 20 2016, 22:00

ციტატა(kajuberi @ 20th July 2016 - 16:41) *
300 გრამს აქვს მუღამი მერე მიდი და მიდი

მასე მომივიდა ჯანდრაზე. აბა ოჩოსი დავლიოთო, აბა წასულებიო, აბა ცოცხლად დარჩენილებიო, და ბოლოს ისეთ დღეში ვიყავიიხვი რო მოფრინავდა მარტო ლაძღვა გინებას ვესროდი D.gif

პოსტის ავტორი: bashiachuki Jul 20 2016, 22:58

ლეღვის ჩირეც უსერიოზულესი რამაა სანადირო საგზლათ პირადი გამოცდილებიდან ვიცი ბიჭებო მომენტალურათ გავსებს ენერგიით ცადეთ და აღარ მოეშვებით.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jul 21 2016, 08:39

ციტატა(samsoni777 @ 20th July 2016 - 19:56) *
წავა გულავი და ბაგაბუგი

ხოდა მეხორცეები ხო არ ვართ, რომ ნანადირებს დავხამდეთ...
დაასხი, დალიე, დაასხი დალიე...
რამანტიკა

პოსტის ავტორი: უიარაღო Jul 21 2016, 09:01

ციტატა(assassin29 @ Jul 20 2016, 23:00) *
მასე მომივიდა ჯანდრაზე. აბა ოჩოსი დავლიოთო, აბა წასულებიო, აბა ცოცხლად დარჩენილებიო, და ბოლოს ისეთ დღეში ვიყავიიხვი რო მოფრინავდა მარტო ლაძღვა გინებას ვესროდი D.gif


მეც ტკბილ-მწარედ მახსენდება მასეთი შემთხვევა. გასათბობად და იღბლიანი დღის დასალოცად დავიწყეთ და რაც ვაზნები გვქონდა სულ მივაწვით ჩვენივე ჭურჭელს. ქვაბი სინი და თეფში აღარ შემოგვრჩა და კიდევ ერთი ვაზნა რომ მგელს მოეწია და მოგვეგერიებინა D.gif
გათბობა თუ გინდა უნდა იარო. განსაკუთრებით აღმართი ათბობს კარგად D.gif

პოსტის ავტორი: Bugha Jul 24 2016, 22:05

https://www.youtube.com/watch?v=rXDUQQOVx2g - ესეც გამოგვადგება xoshian.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Jul 25 2016, 00:59

Bugha
ეგ არამგონია აქ იშოვოთ მაგრამ არის ამერიკული მრეს ულიფები ჩვენთან 10-15 ლარში ჩითავს ხოლმე
უკეთესი თუარა უარესი არიქნება

პოსტის ავტორი: Bugha Jul 25 2016, 22:12

ციტატა(assassin29 @ Jul 25 2016, 01:59) *
Bugha
ეგ არამგონია აქ იშოვოთ მაგრამ არის ამერიკული მრეს ულიფები ჩვენთან 10-15 ლარში ჩითავს ხოლმე
უკეთესი თუარა უარესი არიქნება

სად შეიძლება მაგის შოვნა?

პოსტის ავტორი: assassin29 Jul 25 2016, 22:27

Bugha
მაიმარკეტზე ვნახე რამდენჯერმე კიდე ფეისბუქზე სხვადასხვა განცხადებების ჯგუფებში

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)