თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ საუბრები ნადირობაზე _ ცხოველთა ნაშიერების სახელები

პოსტის ავტორი: შალვა Feb 24 2011, 11:36

გუშინ დამისვეს შეკითხვა რომელზედაც ვერ გავეცი პასუხი!
შეიძლება პასუხიც არ არსებობდეს ამ შეკითხვაზე (კროსვორდში შეხვედრიათ)
რა ქვია ტურის ,,ლეკვს"?
რა ქვია ციყვის ,,შვილს"?

პოსტის ავტორი: skilter Feb 24 2011, 14:42

ტურის ლეკვს როგორც ვიცი ისევ ლეკვი ქვიააა, და ციყვის შვილს დღნაშვი როგორც მახსოვს, სასაცილო სახელია მაგრამ მართლა ეგრე ჰქვია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: შალვა Feb 24 2011, 15:27

skilter
მადლობთ!

ციტატა(skilter @ 24th February 2011 - 15:42) *
დღნაშვი

რას არ გაიგებ კაცი! newsmile090.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Feb 24 2011, 20:59

ციტატა(შალვა @ Feb 24 2011, 12:36) *
რა ქვია ციყვის ,,შვილს"?

დღნაჩვი

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Feb 25 2011, 11:25

ლეკი
+ 1 დღნაჩვია

პოსტის ავტორი: იკა კაპანაძე Feb 25 2011, 12:53

აქ ჩამოვწერით ვინ რომელი ცხოველის ნაშიერის სახელი ვიცით, მერე გავაერტიანოთ და ცნობარის მსგავსი რამე გამოვა, დავიწყბ ახლა და რაც გამახსენდება და გამომრჩება თანდათან ჩავამატებ:
არწივი-მართვე
მტრედი- ხუნდი
ყვავი-ბახალა
ბუ-ღლაპი
ქათამი-წიწილა
აქლემი-კოზაკი
ძროხა-ხბო
კამეჩი-ზაქი
ბეღურა-ბარტყი
გველი-წიწილი
თაგვი-წრუწუნა
მწყერი-მუტრუკი-ჩოჩორი
ვირი-ჩოჩორი
ძაღლი, მგელი-ლეკვი
კატა- კნუტი
ლომი- ბოკვერი
სპილო-სპლიყვი

პოსტის ავტორი: MIMINO Feb 25 2011, 14:02

მწყერი, მუტრუკი? დადასტურეთ ვინმემ თორე არ მჯერა newsmile090.gif

პოსტის ავტორი: aragveli Feb 25 2011, 14:04

ვირი-მუტრუკი
მწყერი -ჩოჩორი
მგონი ასეა სწორე.

პოსტის ავტორი: MIMINO Feb 25 2011, 14:20

მწყერი ჩოჩორია მეც ასე ვიცი, მაგრამ ვირის შვილს ჩოკინა არა?

პოსტის ავტორი: aragveli Feb 25 2011, 14:23

არა მუტრუკია ვირის ნაშიერი

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Feb 25 2011, 14:27

მე როგორც მახსოვს ვირის და მწყერის შვილი ორივე ჩოჩორია, ან მწყერისას ჩონჩორი ქვია და ვირისას ჩოჩორი. ვირისას ჩოჩორი ქვია 100 %

პოსტის ავტორი: aragveli Feb 25 2011, 15:34

ვირისას მუტრუკი ჰქვია 100 % ვიცი, ჩოჩორს ისე ეძახიან

პოსტის ავტორი: ლეკი Feb 25 2011, 18:47

ციტატა(ჭალიმგელა @ Feb 25 2011, 15:27) *
ვირისას ჩოჩორი ქვია 100 %

+1

პოსტის ავტორი: ჯეკო Feb 25 2011, 18:51

ლეკი მწყერისასაც ჩოჩორი ქვია

პოსტის ავტორი: ლევანი Feb 26 2011, 03:14

ორივეს ჩოჩორი ქვია. მუტრუკი კი წამოზრდილ მამრ ვირის ნაშიერს ეწოდება.(აი როგორც მოზვრერი) მუტრუკი მწყერთან არანაირ კავშირში არ არის.


ციტატა(skilter @ 24th February 2011 - 16:42) *
ციყვის შვილს დღნაშვი

მაგარი სახელია..(რას არ მოვიგონებთ ხოლმე ეს ქართველები)
ისე მაჩვის შვილს ალბათ დღნაჩვი ერქმევა... newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Feb 27 2011, 15:54

ციტატა(ლევანი @ Feb 26 2011, 04:14) *
ისე მაჩვის შვილს ალბათ დღნაჩვი ერქმევა...

"დღნაჩვი" ქვია ციყვის შვილს "დღნაშვი" არაწორია newsmile045.gif

პოსტის ავტორი: შალვა Feb 28 2011, 10:57

იხვი-ბატი-ინდაური-ჭუკი.
ცხენი-კვიცი
ხოხობი-ლაპრი
ღორი-გოჭი
დათვი-ბელი
ირემი-ნუკრი

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Feb 28 2011, 11:06

შალვა
ინდაური-ჭუჭული
ასე ეძახიან არგვეთში და რა ვიცი აბა

ხოხობი-ლაპრი

პოსტის ავტორი: შალვა Feb 28 2011, 11:25

T A M P L I E R
ნაწყვეტი იმერული სიმღერიდან newsmile090.gif
25 ჭუკი მყავდა
ვაჭუკჭუკე ჭუკი ჭუკი!
(მისამღერი)
ჭუკო ჭუკო ჭუკისა
ჭუკო ინდაურისა!!! newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Feb 28 2011, 11:30

შალვა
რა გითხრა აბა რამდენი წელი გამიტარებია იქ და სულ ეგრე უძახდნენ და რავი როგორც გინდა ისე დოუძახე. დოუძახე დოუძახე ჯუ ჯუ-ჯუ ჯუ დოუძახე newsmile029.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: შადი შამოდი Feb 28 2011, 11:47

ჭუჭული იხვისაა, ბატისაც. იმერეთში ნაღდად ესეა. გურიაში ჭუკია. მე მგონი.

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Feb 28 2011, 12:16

იმერეთში ჭუკია ჭუკი გორიაშიც

პოსტის ავტორი: MIMINO Feb 28 2011, 13:10

ინდაურისას ჭუკი ქვია
იხვისას ჭუჭული


100% ვიცი

პოსტის ავტორი: საჩხერე Feb 28 2011, 15:12

ბჟიტი ტყემალში რა ცხოველია?

პოსტის ავტორი: Maverick Feb 28 2011, 15:30

ბჟიტი იმერულად იხვის ჭუჭულია, ტყემალში არ ვიცი, მაგრამ მაყვლის წვენში შეცურებული ნამეტნავად კარგია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: kondoli Feb 28 2011, 16:14

ბჟიტი ორივე ბრუნვაში ძალიან მაგარია

პოსტის ავტორი: Davitus Feb 28 2011, 19:11

ციტატა(sandrika @ 28th February 2011 - 17:38) *
ზღარბის შვილს რა ქვიაა?


ზღურბლი ქვია

პოსტის ავტორი: ზახარა Mar 2 2011, 21:43

neaa.gif nu-oferistobt.gif

პოსტის ავტორი: gel2001 Apr 11 2011, 18:19

ჟირაფის ნაშიერს რა ქვია?

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)