ვინ არის იმის მომხრე რომ ჩვენს სანადირო მეურნეობებში ეს ფრინველები მოამრავლონ?
დიდი სიამოვნებით ვინადირებდი ამათზე
http://www.youtube.com/watch?v=d3BM7ULgfgw&feature=PlayList&p=16217053994DC012&playnext_from=PL&index=30&playnext=2
http://www.youtube.com/watch?v=KWhdQJ_piMo&feature=PlayList&p=16217053994DC012&playnext_from=PL&index=32&playnext=4
ნახეთ რა სილამაზეა
თუნდაც 50 ლარი გირდეს ერთის მოპოვება ერთხელ მაინც გირს ამ ფრინველზე გასვლა ვინც მეთანხმებით დაპოსტეთ
პირველი ვიდეო ძალიან შთამბეჭდავია ბოლომდე უყურეთ
ყრუალაა ეს ფრინველი ანუ (გლუხარი) ჩვენთან არ მგონია რომ გამრავლდეს, თორემ კარგი იქნებოდა
გამრავლდება ოგონდ ახალციხის რაიონში აბასთუმნის მხარეს ტყიანი მასივია მანდ. ბერიოზა რომელი ხეა ხომ არ იცით არყის ხეა?
woodman
ბერიოზოვი სოკ. არ გაგიგია კაცო?
არყის ხეა ბევრია ძალიან და არც თუ გემრიელს მაგრამ სასარგებლოს და ( ზაფხულში ცივად) რომ დაილევა ისე წვენს იძლევა
ხოდა ამ არყის ხის ნაყოფით იკვებება ყრუალა ზამთარშიც და ზაფხულშიც
woodman
ჩვენთან იცოცხლე იმდენა ეს არყის ხე მე რამდენადაც ვიცი
კლიმატიც უნდა იყოს შესაბამისი რომ ამ ფრინველმა გაქაჩოს. ძალიან მკაცრი პირობები უნდა იყოს ანუ სიცივე მე ვიცი ერთი ეგეთი ადგილი და რავი აბა მე მაინც ვფიქორბ ერთი 50 თმა მონდაირემ რომ მოინდომოს კი დავითრევთ მაგ ფრინველებს წყვილ წყვილად და მოვაშენებთ პროსტა ყელაფერს გუნდური მუშაობა უნდა რაც ჩვენში ძალიან იშვიათია იმიტომ ქაჩავენ საზგვარგარეთ ყველაფერში.
მართლა კარგი იქნებოდა მაგისი მომრავლება...(უმაგრესი სანადირო ობიექტია) მაგრამ..დავიჯერო მაგისი გამოცდილება არ იქნება საქართველოში???..ეგ რუსეთში ბინადრობს ბარაქიანად და როგორ დავიჯერო კომუნისტების დროს არავის უცდია მაგისი მომრავლება??.. თუ ეგეთი მცდელობა იყო ოდესმე..კარგი იქნება თუ მოვიკვლევთ. ბევრ რამეს შევიტყობთ.(რა გამოვიდა მაგ საქმიდან)
საქართველოში ყველაზე რიალური გნოლის შემოყვანა(ევროპიდან)და გამრავლებაა,მრავლდება ძალიან მალე, კლიმატურად შესაფერისია, ენდემურიც გვყავს,პოდმოსკოვიეში გაუშვეს და ორ წელში ყველა მაგაზე ნადირობს მაინც ვერაფერი დააკლეს, ჩვენც ვიფიქროთ მაგ საკითხზე,ვისაც გნოლზე უნადირია დამეთანხმება, რომ დიდი სიამოვნებაა,კაკაბს არ ჩამოუარდება.
ზახარა
ვაა...ეხლა დავაკვირდი...მაგ გლუხარს.. კუდზე სწორი დაბოლოვება აქვს. მე ჯარში მყავს მოკლული(ავტომატით..რუსეთში) და იმას მოკაუჭებული ბოლოები ქონდა კუდის დაბოლოვებაში. რა გამოდის???..მე რა მოვკალი??..(დღემდე მგონია რომ ის იყო ნაღდი გლუხარი) ან ეს არის ყალბი..ან ის..მე რომ მემსხვერპლა.
ლევანი
შალვა
ტეტერევ-როჭო
გლუხარ-ყრუანჩელი
მეჟნიაკ-მათი ჰიბრიდი
ლევანი
შენ როჭო მოგიკლავს. როჭო და გლუხარი ერთი ოჯახის ფრინველები არიან უბრალოდ ყრუალას სხვანაირადაც ეძახიან ყრუ როჭოს.
ისე გლუხარის მოშენება თუ არ გამოვა როჭოს მომრავლება მაინც შეიძლება. მე ვიცი რომ ძალიან ცოტა დარჩა საქართველოში.
ჩვენთან კავკასიური როჭოა და რომ მოვამრავლოთ არ იქნება პრობლემა. ყრუალა ცოტა პრობლემატური იქნება მაგრამ ამ ფრინველსაც ააქვს შანსი.
და რომ ვლაპარაკობთ მოვაშენოთო ამ საქმით ვინ დაკავდება. ვის უნდა მივმართოდ. მე მაინც ვფიქრობ რომ სერიოზული გუნდი უნდა შევქმნათ მასში 100 კაციც რომ გაერთიანდეს და ყოველ თვიურად ბანკში ანგარიში რომ გავხსნად და შევწიროდ თუნდაც 10 ლარი რაგაცა გამოავა ერთ ორ წელიწადში აბა რას იტყვით ????? არაა გამორიცხული რომ გუნდის წევრთა რაოდენეობა 500 ნდე გაიზარდოს
რაგაცა გავაკეთოდ თორე ყოველწლიურად ჩვენს ქვეყანაში უინტერესო ხდება ნადირობა არა მარტო როჭოზე მაქვს საუბარი იხვზეც და ბატზე ხომ საერთოდ. ბატის ნატამალი აგარ არის ვიცი რომ ბატი ჩრდილოეთში ბინადრობს და ჩვენთან ძალიან ცოტა რაოდენობით მოდის ეს ალბათ იმის ბრალია რომ სპეციალური ბინადრობის პირობები არ გვაქვს შექმნილი. იხვზეც იგივე სიტუაციააა. რატომ უნდა ვიაროთ პალიასტომზე როცა აქეთ უამრავი ტბა და მდინრაეეები გვაქვს???
ქედანზე ნადირობაც ძალიან აზარტულია.
მემგონი ჯობია ვიმოქმედოთ
ბატს და იხვს რაც შეეხება...ეგ ფრიბნველები მიგრირებენ მთელ დედამიწაზე და თავიანთი მარშრუტები აქვთ. ასე რომ მაგისი მომრავლება წარმოურდგენელი რამეა...ყველა ვარიანტში გაფრინდებიან. როჭო ისედაც არის საქართველოში...და მაგისი მომრავლება ის იქნება თუ ნაკლებად გაჟუჟავენ უდროო დროს. და საერთოდ...ეგეთი საკითხები..საკმაოდ განიხილება ჩვენ კლუბში(თავისი ავ კარგით) მაგას დიდი რესურსები ჭირდება და ეგრე ადვილი არ არის. სამომავლოდ კი..გრძელვადიან პერსპექტივაში...ალბათ ჩვენი კლუბიც შეიტანს გარკვეულ წვლილს ეგეთ საკითხებში. მანადე კი კერძო მეურნეობები მუშაობენ მაგ კუთხით. დღეს იყო ზუსტად მაგ საკითხებზე რეპორტაჟი.
რაც ყრუალას შეეხება, ორივე ხელით მომხრე ვარ!!!
რას არყის ხეს შეეხება სადაც ნახავთ მოჭერით!!!
არსებობს ანეგდოტი, რომელშიც 99% სიმართლეა:
მიდის უკრაინელი ტყეში და უცებ წააწყდა ბერიოზას (ანუ არყის ხეს),
იღებს ხელში პირველივე საჩეხ საშუალებას და ჭრის ხეს...
მე2 უკრაინელი ეკითხება: ამ ხემ რა დაგიშავაო?
პირველი პასუხობს: - " ღმერთმა დაიფაროს და რუსმა რომ ნახოს
მივა მოეფერება და აქაურობას "როდინას" დაუძახებს...
ერთი მაგათი როდინაც
არყის ხეები ყაზბეგშიც იზრდება და ხარობს უპრობლემოდ პატარ-პატარა ტყეებიც აქვთ. ანუ მანდაც შეიძლება მომრავლება სავარაუდოდ!
ტაიგა უნდა გლუხარს,ტაიგა მთელი თავისი ეკოსისტემით.
მარტო "ბერიოზის" პატარა ტყე მაგას არ უშველის.
როჭოს შემცირებას უკონტროლო და შეუზღუდავი ძოვებაც უწყობს ხელს, უნდა შექმნას რეზერვაციები მის მოსამრავლებლად, იმიტომ რომ სადაც ცხვარია იქ როჭო ნაკლებად გვხვდება, ცხვრის ფარა მაგრად აზარალებს ამ ფრინველს და ხშირად ხდება მისი შთამომავლობბის და ბუდის დაღუპვის მიზეზი
ყრუალა მაგრად გაასწორებდა მარა რამდენად სჰეეგუება ჩვენ პირობებს, ისე ცდად ღირს და იქნებ სამინისტრო დაინტერესდეს. წითელი მგლის სემოყვანას და დაცვას და კიდე ათასი მავნე სახეობისას ჯობია ეგ ფრინველი სჰემოიყვანონ
საძოვრები კი არ უნდა შემცირდეს, უბრალოდ მცირე რეზერვაციები უნდა შექმნას, თუნდაც რამდენიმე კვადრატული კილომეტრის ფართის, სადაც როჭოს თავისუფალი გამრავლება შეეძლება
მე მგონია რომ...სადაც როჭო ბინადრობს...იქ ხცვარი ნაკლებად დადის. ალბათ იქნება მაგათი შეხების წერტილების საქართველოში..მაგრამ მაგსიმაღლეზე...ცხვრის აყვანა...მაგარი პრობლემატური მგონია.
ლევანი
ესაა ალპური მდელოების ის ადგილები სადაც დეკა ხარობს, დეკიანი ფერდობები კი ზუსტად როჭოს საბუდარია
ბუდობის პერიოდში ცხვარი და საქონელი ხშირად სპობს მის ბუდეებს და ბარტყებს, ან საერთოდ აფრთხობს ფრინველს
ალპინიზმი არაა ძმა დეკიანში სიარული, ცხვარი თავად იკვლევს გზას და არც ალპინისტი ჭირდება, მე ჩემ მოგონილს კი არ გეუბნები თითონ მეცხვარეები ამბობენ ამას და არამარტო ისინი
hunter87
ვიცი...ვიცი...რომ დეკაში ბინადრობს როჭო...ისიც ვიცი ალპური ზონა რაც არის და სადას გხვდება საქართველოში..და სულაც ყოფილი ალპინისტი ვარ. უბრალოდ იმისი თქმა მინდოდა..რომ ალპურ ზონაში..ნაკლებად მიდის ცხვრის მწყემსვა..ვიდრე დაბლობში... ამიტომ ჩემი აზრით..ცხვარი როჭოს ნაკლებად შეაწუხებს...ვიდრე მაგალითად კაკაბს და კურდღელს. თუმცა ნამდვილად არ გამომირიცხია და მაგიტომ დავწერე.."ალბათ ექნებათ შეხების წერტილებითქო".
ეს თემა უკვე სხვა გზისკენ უხვევს და ან დავხუროთ ან თემატურად ისაუბრეთ... და მსგავსი სათაურის თემების გახსნაც არ არის რეკომენდირებული ჩემი აზრით
რავიცი.. ალბათ კარგი იქნებოდა ზოგადად რამე ინფორმაცია მოგვეძიებინა..ეგეთი რამე ნასინჯი თუ ყოფილა ოდესმე.(იქნებიან მაგისი მცოდნეებიც) ისე კი ზოგადად..და მიუხედავად იმისა..რომ წიწვნარიც გვაქვს და არყის ხის ტევრებიც..ტაიგა მაინც სულ სხვა რამეა. იქ...სპეციფიური კლიმატია...თან დაბლა ფაქტიურად სულ ხავსია(მიწას ვერ ნახავ ტყეში) და იმ ხავსში...ძალიან ბევრი კენკროვანია..(ეჭვი მაქვს.რომ მაგითი იკვებება) ჩვენ ტყეებში კი ძირითადად ნეშომპალაა დაბლა. რაც შეეხება არყის ხის კვირტებს...ეგ მატო მაისშია(წვენიც მაგ პერიოდში აქვს) მერე ჩვეულებრივი ხეა.(აღარც კვირტი აქვს და აღარც წვენი) +ზამთარი....როგორც იქ ამბობენ რუსები...." რუსეთში 3 თვე ცივა..ხოლო დანარჩენი 9 თვე..ძალიან ცივა" ხოდა გლუხარიც მაგ სარტყელშია გავრცელებული(ძირითადად ჩრდილოეთ მხარეს) ესეიგი...კლიმატიც რაღაც კავშირშია. არადა შანსი არ არის...მაგისი გავრცელება კომუნისტების დროს არ ეცადათ.(მაგაზე ფული იჭრებოდა)
ცდა ბედის მონახევრეა, ძალიან საინტერესო იქნება როგორ შეეგუება ციმბირელი აქაურობას, კენკრა ჩვენთანაც ბევრია, კია ნეშომპალა მარა არ დაგავიწყდეთ რომ ბლომად წიფელიცაა, რომლის ნაყოფი მთელი ზამთარი ყრია ტყეში და არა მარტო ეგ. რავიცი ჩემი აზრით ისეთი ადგილია ეს დალოცვილი საქართველო რამის ყველა და ყველაფერი ეგუება აქაურობას და მაინც უნდა იცადოს. თუ გაამართლა შედეგად მივიღებთ იმას რომ ჩვენთან ერთ ერთი ყველაზე სპორტული და საინტერესო სანადირო ობიექტი იარსებებს, რომელზე ნადირობაც ძალიან აზარტული და რთულია როგორც იძახიან. ჩვენს ტყეებში საკვების პოვნა არ ჭირს არც ზამთარში და არც სხვა დროს, მთავარია აკლიმატიზაცია და შეგუება მოხდეს აქაურ პირობებთან დანარჩენი ბიოლოგების და მასეთი ხალხის საქმეა
საქმე ლაპარაკის ნაცვლად. მივმართოდ ისეთ ადამიანს ვინც ამით არა მარტო დაინტერესდება არამედ ხელს მოკიდებს ამ საქმეს. თამარ მეფის გამზირზე მაგნუმის მაგაზიაში კარს რომ შეაგებ პირველ ნაბიჯს რომ გადადგავ და ზევით აიხედები დაინახავ ალბათ ერთადერთ გლუხარს მთელს საქართველოში
ლამაზი ფიტულია მაგრამ პატარააა. ძააან დიდი იზრდება. ამერიკელებს გიგანტური ფრინველებიდან ინდაური ყავთ ყოველი მეორე ამ ფრინველზე ნადირობს წარმოიდგინეთ რა აზარტული იქნება ტყეში რომ ხარ და 10 კილოგრამიან ფრინველს რომ მოინადირებ. იგივე სიტუაციაა რუსეთში რუსებს გლუხარი ყავთ ჩვენ არაფერი. ინდაურსაც ააქვს შანსი ჩვენთან რომ იცხოვროს
http://pix.ge/
ნახეთ რა იდეალური ფერებია
ინდაური და გლუხარი ერთი შთამომავლობააა და ერთი პერიოდის ფრინველები არიან სიარულით თუ დააკვირდებით ორივე ერთნაირად დადის მიწაზე ერთი სტილი აქვთ უბრალოდ ის ამერიკელია ეს სკანდინაველი და რუსი. ორივე დენოზავრის შთამომავალია
http://pix.ge/
http://pix.ge/
ესეც დედალი და მამალი ყრუალები
მემგონი გლუხარსაც ეშველება
http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9E%D0%B1%D1%8B%D0%BA%D0%BD%D0%BE%D0%B2%D0%B5%D0%BD%D0%BD%D1%8B%D0%B9_%D0%B3%D0%BB%D1%83%D1%85%D0%B0%D1%80%D1%8C
აქ წერენ რომ გლუხარი ასევე ბინადრობს ესპანეთსა და საბერძნეთშიო უფრო ალბათ მთიან ადგილებში სადაც ტყე უხვად არის არამგონია საქართველოში ნაკლები ტყე იყოს მთიან რაიონში თან ჩვენ უფრო მაგლობზე ვართ მემგონი რაგაცა გამოვა მოვიწადინოდ უქმად არ ვიყოთ
აბა ესპანეთში და საბერძნეთში თუ ბინადრობს...ჩვენთანაც გაუხარია და ეგ არის..
ყრუანჩელთან (ყრუალა) დაკავშირებით პრობლემა მისი კვერცხის შემოტანაა საინკუბაციოდ, თუ გახსოვთ კოლხორი ხოხბის გამრავლებაზე რომ გვქონდა იდეა, კვერცხი ვერ ვიშოვნეთ. ყრუანჩელას და როჭოს ხომ საერთოდ ვერ მივაგნებთ
ერთს გეტყვით რომ თუ ფული არის ყველაფერი იშოვება ამ მსოფლიოში შენ თქვი წყარო როგორ ვიპოვოთ თორე ყველაფერი მოგვარდება
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)