თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ საუბრები ნადირობაზე _ ფრინველის მანოკი (მექანიკური)

პოსტის ავტორი: გოგა Jul 4 2010, 17:15

ეხლა მაინტერესებს პირველ რიგში მანოკის ხმარება თუ არის ნებადართული.ბრაკონიერულია თუ არა,თუ ბრაკონიერულია და კანონით აკრძალულია დამისაბუთეთ.
დაწერეთ რამდენად მონადირულია.თუ არ არის მონადირული ისაც თქვით რატო.
მაინტერესებს მონაცემები.
აკეთებს:მწყრის მოგროვებას,სვავს პერელიოტს,ახდენს მწყრის შეწყვილებას newsmile05.gif,თუ რისი მაქნისია?
იმ შემთხვევაში თუ კანონით არ არის აკრძალული და ვინმეს უხმარია დაწერეთ შედეგები გამოცდილმა ხალხმა.

პ.ს. ძალიან ნუ იჩქარებთ თემის უსაფუძვლოდ დახურვას მანამ სანამ არ დამისაბუთებთ რომ ის არის კანონდარღვევა!!!


პოსტის ავტორი: ზაზა Jul 4 2010, 19:16

არანაირად არ არის ბრაკონიერული,თუ მისი გამოყენების დროს ინადირებ მხოლოდ ნებადართულ ფრინველზე(ცხოველზე ნადირობა დღეს აკრძალულია სანადირო მეურნეობის გარეთ) და მოიპოვებ მხოლოდ ლიცენზიაში მითითებულ რაოდენობას.

პოსტის ავტორი: გოგა Jul 4 2010, 19:18

ზაზა
ვინმეს ქონია შენს ახლომახლოში? კონკრეტულად მწყერზე რას აკეთებს თუ იცი

პოსტის ავტორი: ზაზა Jul 4 2010, 19:38

გოგა,
რას აკეთებს და თუ ახლოს თუ სადმე მწყერია იმ მინდორში იყრის თავს.ნადირობას ეგრევე ვერ დაიწყებ,ძაღლი გამო...დება.ამიტომ დილით შენ უნდა დაიარო და დააფრთხო,რომ გაიფანტოს.პერელიოტზეც კი გადასარევად მოქმედებს.მთავარი ისაა,რომ ამ საცოდავ ფრინველს არ დაერიო და არ გაჟუჟო ათასობით,ჩემს შემთხვევაში ეს არ ემუქრება,დღეში რეკორდი 14 ცალია ჩემთვის,ანუ დაიცავი ნორმა-მეთქი ეს მინდოდა მეთქვა.ასევე მოქმედებს მანოკი სხვა ფრინველებზეც და ცხოველებზეც...

პოსტის ავტორი: გოგა Jul 4 2010, 19:42

ზაზა
გაიხარე. ესე იგი გამოდის პერელიოტსაც სვავს?!
გაჟუჟვის რა გითხრა.ერთ ნადირობაზე რო გვიწერია 20 მწყერი,მაგდენი ერთ ნადირობაზე ცხოვრებაში არ მომიკლავს,განა იმიტომ რო ეგრე წერია,ყოველთვის ვმაზავ ხოლმე newsmile035.gif

ჩემი აზრით მანოკი კარგია იმ დროს როცა მწყერი ცოტაა ან გადასულია.მოაგრობ ერთ ადგილზე,გაშლი და მერე გაერთობი პატარას.

პოსტის ავტორი: შუკა Jul 4 2010, 19:42

ჩემ სახლობლოში ქონიათ! რას აკეთებს და დადებ მინდორში ღამე სადღაც 3-4 საათზე და დილით იმდენია მოგროვებული ვერ აუდიხარ ვაზნების ცვლას არც ძაღლი გინდა... newsmile029.gif

პოსტის ავტორი: გოგა Jul 4 2010, 19:44

შუკა
მოგროვებით თავისთავად მოაგროვებს,მაგრამ თუ გაგიგია იმაზე პერელიოტს დასვავს თუ ვერა.პრინციპში თუ დაემთხვა პერელიოტი რატო ვერ უნდა დასვას

პოსტის ავტორი: ზაზა Jul 4 2010, 19:48

არა,უძაღლოდ აზარტი არა აქვს ნადირობას.უბრალოდ ეგ მანოკი იმისთვის გინდა,რომ ნაკლებია ფრინველი და მთელი დღე 15-მდე ვერ გაისვრი.მე კახეთში არ დავდივარ და იმიტომ ვამბობ.სხვა ადგილებში კი მშვენიერია,ჩართე და დაელოდე გათენებას,მერე გადი უთოფოდ და უძაღლოდ,გაფანტე,ააწყვე თოფი,გაუშვი ძაღლი დას ისიამოვნე ნაბულებზე.20-მდე მოაგროვე და წადი სახლში.ამ შემთხვევაში ჯდები არაბრაკონიერულში,თორემ უმანოკოდაც კლავენ 50-100 ცალს და მერე ისინი იძახიან ბრაკონიერობაა მანოკითო.კომენტარი თავად გააკეთეთ

პოსტის ავტორი: შუკა Jul 4 2010, 19:48

სვავს!! მე როგორც ვიცი.. მინახია პრელეოტის მწყერი დასმული ეგრე..

პოსტის ავტორი: გოგა Jul 4 2010, 19:55

გაიხარეთ ბიჭებო,მადლობა ინფორმაციისთვის.
ეხლა იმას რაც შეეხება რო უძაღლოდ და უთოფოთ რო

ციტატა(zaza @ 4th July 2010 - 20:48) *
არა,უძაღლოდ აზარტი არა აქვს ნადირობას

ეგ ყველა მონადირისთვის ცხადია newsmile05.gif
და მემგონი დარწმუნებული ხართ ყველა რო ბრაკონიერობისთვის არ მჭირდება ეს ინფორმაცია და არც რესტორანში მწყრის ჩასაბარებლად newsmile05.gif


თუ სხვა რამე ახალი იცის ვინმემ და გამოუცდია გთხოვთ დაწეროთ.
მადლობა წინასწარ

პოსტის ავტორი: sachxere Jul 4 2010, 20:00

საინტერესოა მგელზე ან ტურაზე თუ გამოიყენება.

პოსტის ავტორი: გოგა Jul 4 2010, 20:03

sachxere

ციტატა(sachxere @ 4th July 2010 - 21:00) *
საინტერესოა მგელზე ან ტურაზე თუ გამოიყენება

მგელზე და ტურაზე არამგონია ვინმემ გამოიყენოს. ჯერ ერთი დაშვებული არ არის ნადირობა და თან რაში უნდა დასჭირდეთ მგლის და ტურის მოკვლა

პოსტის ავტორი: sabo73 Jul 4 2010, 23:09

მე გამიგია, აჭარაში და კონკრეტულად ბათუმში, მანოკებს საკმაოდ კარგად , მაგრამ საშინელი რაოდენობის მოპოვებისთვის იყენებენ. ანუ აკეთებენ შემდეგნაირად: გაშლილია დაახლოებით რამდენიმე ათეული კვ.მ-ის ბადე. ქვემოდან არის შედგმული მანოკი.ღამით ჩართავენ ამ მანოკს და თუ არ ვცდები, პატარა პროჟექტორს. გამთენიისას კი მიადგებიან და კენჭებივით აგროვებნ, ბადეში გაბმულ N რაოდენობის ცოცხალ მწყერს.
ეხლა თქვენით მიხვდით, ბრაკონიერულია თუ არა ეს მეთოდი.

პოსტის ავტორი: sachxere Jul 5 2010, 10:12

გოგა საჩხერეში ტურაზეც და მგელზეც სამინისტრომ ათ-ათი ლიცენზია გასცა, სხვაგან რატომ არ არის გაცემული ვერ ვხდები, ალბათ ინფორმაცია არ გვაქვს, თორემ საჩხერე გამონაკლისი არ იქნება. მანოკის გამოყენებასთან ყველა წერს გაგონილს,ძნელი წარმოსადგენელია ფორუმის არცეთ წევრს რომ პრაქტიკაში არ ენახოს,მეორე ვარიანტია,იყენებენ და გაგონილებში გვიყვებიან, მე პირადათ ვიყიდე და მაქვს, მაინტერესებს რის მაქნისია,მორალურად გამოსაყენებელია თუ არა, კანონით რომ არ იკრძალება ეგეც ფაქტია, იმიტომ რომ ლიცენზირებულია, მაღაზიებში იყიდება და რეკლამაც კეთდება, ღირს 550ლარი.ბოროტად შეიძლება უთოც გამოვიყენოთ,თოფზე აღარ ვსაუბრობ.ვფიქრობ რაც მეტი ინფორმაცია გვექნება მით უფრო კარგი ბუნებისთვის.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jul 5 2010, 10:21

sachxere
გოჩა საჩხერეში კი არა ბევრგან არის კვოტა გამოყოფილი მაგრამ ეგ კვოტა რო გამოიყენო და ოფიციალურად იმოქმედო ძალიან დიდი ვალაქიტაა

ერთს გეტყვი საზღვარ გარეთ საკმაოდ წარმატებულად იყენებენ ამ ელექტრო მანოკებს კოიოტების მგლების და მელიების დასახოცად(სპორტულად მაგრამ მაინც)


პოსტის ავტორი: ზაზა Jul 5 2010, 11:36

ელექტრონული მანოკის მოხმარება არ არის აკრძალული,ის არ არის მითითებული არც ერთ ნორმატიულ აქტში.თუ ვინმეს სხვა აზრი აქვს(გაგონილს არ ვგულისხმობ) დადოს კონკრეტული კანონი ან ბრძანება.
აკრძალულია მოპოვება დადგენილ რაოდენობაზე მეტი ფრინველის,ასევე აკრძალულია იმ მეთოდებით,რომლებიც ჩამოთვლილია გარემოს დაცვის მინისტრის #512 ბრძანებაში,რაც ყველამ ვიცით,ესენია:დაცული ტერიტორიების გარშემო 500 მეტრიან ზონაში(ადრე 5 კილომეტრიანი იყო),ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში(ადრე დაკონკრეტებული იყო ზოგიერთი ქალაქის 5 კილომეტრიანი და ზოგიერთის 2 კილომეტრიანი აკრძალული ზონა)...

პოსტის ავტორი: გოგა Jul 5 2010, 18:39

ჯერ ერთი დავიწყოთ იქიდან რო მანოკით მოვიპოვებ 20 მწყერს თუ იმით რო 5 კილომეტრს გავივლი დღეში,ეს ჩემი საქმეა.
მეორეც სანადირო მეურნეობაში ხო აკრძალული არ არის ნადირობა თუნდაც იმ მგელზე ან ტურაზე.ხოდა იმ მეურნეობის პატრონს ხო შეიძლება გაუჩნდეს აუცილებლობა რო ამოიღოს ის მომრავლებული ტურა ან მგელი,ან მელა.ხოდა ჩართავს მანოკს და გააკეთებს ამ საქმეს უფრო ადვილად.
ასე რომ არ მგონია მე მანოკი ბრაკონიერობა.უბრალოდ ეს უადვილებს ადამიანს ნადირობას.

პოსტის ავტორი: თენგო Jul 5 2010, 19:07

გოგა

ციტატა(giorgevich @ 5th July 2010 - 19:39) *
ასე რომ არ მგონია მე მანოკი ბრაკონიერობა.უბრალოდ ეს უადვილებს ადამიანს ნადირობას.

+1000000
რა თქმა უნდა ეგრეა!
უბრალოდ ყველაფერში ზომიერების გრძნობაა საჭირო.
იხვზე "მანოკი" შეუცვლელად მიმაჩნია-ყველას არ შეუძლია,თუნდაც სმენის უქონლობის გამო<მოიტყუოს პირის სატყუარათი ფრინველი.
ეხლა მწვანეები ნუ ჩამქოლავთ და ტურა-მელა-მგელს რა საშუალებით და ხერხითაც გაანადგურებ,ყველა მისაღებია.
ტაკ ჩტო გაუმარჯოს მანოკს ზომიერი კაცის ხელში!!!!!!!!!!!!!!!!

პოსტის ავტორი: Maverick Jul 5 2010, 20:05

მე მანოკის მოხმარების წინააღმდგი ვარ მხოლოდ და მხოლოდ მწყერზე, იხვისთვის და სხვა წალმცურავებისათვის შეუდარებელია, აუცილებელიც არის, ტურა-მგელს და მელას, რა ხერხითაც შეიძლება რომ მოიპოვო ყველა გამართლებულია

პოსტის ავტორი: pepe7 Jul 5 2010, 21:24

მართალია რა მწყერზე მანოკის გამოყენებას არც მე ვეთანხმები. რა ადგილი უნდა იყოს ისეთი რო მწყერი ვერ ნახო თან თუ კარგი ზაღლი გყავს. მე მგონი მანოკის გარეშე უპრო აზარტულია. არავის საწყენად არ ვამბობ მაგრამ ჩემი აზრით საცოდაობაა რა.

პოსტის ავტორი: BIGმიშა Jul 5 2010, 21:46

მე მაქ მანოკი და კაი რამეა, მწყერი რო შეოილევა მერე ვნადირობ მანოკის საშუალებით, და ქათამზე პერელიოტზე გლეჯაოია რაა

პოსტის ავტორი: demi Jul 12 2010, 18:52

მოგესალმებით პატივცემულებო, მაქვს გარეული იხვის "მანოკი" , აშშ-დან გამოვიწერე, მოყვა დამწყებებისთვის სასწავლო DVD ხმების იმიტაციით, მაგარი რამეა, გამოცდა ხუთიანზე ჩააბარა, შენაძენით კმაყოფილივარ. იხვებს მაგნიტივით იზიდავს. მეგობარს ჰქონდა გაურკვეველი წარმომავლობის აბა ის აფრთხობდა იხვებს, კილომეტრზე არავინ გვეკარებოდა( ისე გარბოდნენ ჩვენგან ყურებზე ფრთებ აფარებული, უკან არ იყურებოდნენ) newsmile090.gif newsmile01.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: გოგა Jul 12 2010, 19:30

demi
მარტო იხვის ხმები აქვს თუ სხვა ფრინველისაც?

პოსტის ავტორი: demi Jul 12 2010, 20:27

davitus

გოგა




მექანიკურია(პირით ჩასაბერი) ძვირი არ ღირს, თუ არ ვცდები 50 გელა. მარტო იხვია ("კრიაკვა"), DOUBLE NASTY DUCK CALL. BUCK GARDNER CALLS CHAMPION OF CHAMPIONS.


პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 12 2010, 21:50

demi
დემი შენი მექანიკურია თუ ელექტრო?

პოსტის ავტორი: demi Jul 13 2010, 10:26

ჭალიმგელა


აი ესაა ინტერნეტის ფასით ( www.cabelas.com)-ის საიტებზე 19-24 usd-ა




პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 13 2010, 10:28

demi
აბა ეგ საერთოდ არაა აკრძალული, პირიქით მაგარი აზარტულიც არის

პოსტის ავტორი: demi Jul 13 2010, 10:33

ძალიან კარგი ხარისხია ფასიდან გამომდინარე, აზარტულია ნამდვილად რეზინის იხვებთან ტანდემში, ჩასაფრებისას. newsmile027.gif

პოსტის ავტორი: demi Jul 13 2010, 11:03

http://www.cabelas.com/cabelas/en/templates/links/link.jsp?id=0049705228391a&type=product&cmCat=SEARCH_all-search_redir&returnPage=search-results1.jsp&No=72&Ntt=duck+calls&Ntk=Products&sort=all&PrevQuery=duck+calls&N=4063&redirect=true&Nty=1&cmCat=search_redir

პოსტის ავტორი: Aragvispireli Jul 13 2010, 22:42

ამერიკული თუ არის გააჩნია.. საქართველოში რომ იხვებია ამათ ხმაზე სტვენს? ყველა ჯიშის იხვს სხვადასხვა ხმა აქვს.

პოსტის ავტორი: დემი Jul 14 2010, 10:44

გარეულ იხვზეა გათვლილი რუსულად "კრიაკვა", ინგლისურად " Mallard Duck"- ი ჰქვია. აშშ-ში იქნება ამ ჯიშის იხვი, თუ გურჯისტანში, ყველგან შედეგიანად "დაკერავს" ეს სატყუარა newsmile027.gif

პოსტის ავტორი: kurtanidze dito Aug 2 2011, 09:40

ჩემმა ახლობლებმა ინადირეს და ეფექტურია კარგი მანოკი თუ გაქვს, მარა რავიცი ერთი მუჭაა საქართველო და ყველამ რო მანოკი დადგას და ისე ინადიროს რაღა დარჩება მერე???

პოსტის ავტორი: ზახარა Aug 2 2011, 10:11

ციტატა(bubu-bubula @ 2nd August 2011 - 10:40) *
ჩემმა ახლობლებმა ინადირეს და ეფექტურია კარგი მანოკი თუ გაქვს,

მანოკით ნადირობა აკრძალულია!!!

პოსტის ავტორი: შუკა Aug 2 2011, 13:37

ზახარა
კანონით????????? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Aug 2 2011, 13:41

ციტატა(nikash4 @ 2nd August 2011 - 14:37) *
კანონით?????????

ხო რა იყო პირველად გაიგეე newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: შუკა Aug 2 2011, 13:44

მორალურად ვიცოდი.. კანონი თუ აპრავბდა ნაღდად არ ვიცოდი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გოგა Aug 2 2011, 14:55

შუკა
ხო,ეგრე წერია როგორც მახსოვს
"დაუშვებელია ნადირობა ყველანაირი ელექტრო მოწყობილებებით"

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Aug 2 2011, 16:13

ციტატა(giorgevich @ 2nd August 2011 - 15:55) *
შუკა
ხო,ეგრე წერია როგორც მახსოვს
"დაუშვებელია ნადირობა ყველანაირი ელექტრო მოწყობილებებით"

გაზაატვოდით თევზაობა რომ გვასწავლე, ნადირობაც გეცოდინება რაცხა მახინჯური შენ!

პოსტის ავტორი: შუკა Aug 2 2011, 17:27

ნუკრიMax

ყვავმა -ყვავს დასჩხავლაო.. ochom-dagchipos.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Aug 3 2011, 01:42

ციტატა(giorgevich @ 2nd August 2011 - 16:55) *
"დაუშვებელია ნადირობა ყველანაირი ელექტრო მოწყობილებებით"

მართალია. ჩასაბერი "მაოკი" საქსაფონი და ქსოვრელები დუდუკებით მოსულა. newsmile035.gif newsmile035.gif მთავარია ელექტო არ იყოს.

პოსტის ავტორი: temur Aug 22 2011, 14:42

რატო არ შეიძლება ელექტრო სატყუარის ხმარება?

იმიტომ რატომაც არ შეიძლევა სუფრაზე დაბოყინება ან და ხალხით სავსე ავტობუსში გაკუება. კანონი არ კრძალავს, მაგრამ სხვების გერიდებათ ხო? მაშინ რარატო არ ერიდებით და პატივს არ სცემთ იმ მონადირეებს ვინც ტრადიციული მეთოდებით ნადირობს?


პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 22 2011, 15:02

საინტერესო არგუმენტია newsmile027.gif

მაგრამ გამოდის მარტო თუ ხარ კუება და ბოყინიც შეიძლება newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჯეკო Aug 22 2011, 16:04

ჭალიმგელა
newsmile015.gif newsmile015.gif newsmile01.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile090.gif small3d018.gif საღოოლ ჩაგეთვალა რაა newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: temur Aug 22 2011, 17:22

შეიძლება თუ საკუთარ თავს პატივს არ სცემ, მაგრამ ზემოთ მარტო საკუთარი თავის პატივისცემაზე არ ვლაპარაკობ.

პოსტის ავტორი: DISEVI Aug 22 2011, 17:59

http://www.magnum.ge/production-ka-all-3

აქ არის მწყრის მანოკი და ვინმეს გიცდიათ მწყერზე მანოკის გამოყენება?

პოსტის ავტორი: DISEVI Aug 22 2011, 19:33

შუკა

ციტატა(nikash4 @ 22nd August 2011 - 20:27) *
ჩვენ ბუნების დამცველები და კეთისინდსიერი მონადირეები არ ვამართლებთ და არ ვთვლით მანოკით მონადირეს მონადირეთ გარდა პირის მანოკისა!

+1 newsmile05.gif

მაგრამ მე რაც დავდე იქ პირის მანოკებია და მაინტერესებს მწყერზე გამოგიყენებიათ თუ არა?



პ.ს. მე ძაღლი არ მყავს და თუ ვარგობს ეგ პირის მანოკები იქნებ დამეხმაროს ნადირობაში

პოსტის ავტორი: ჯეკო Aug 22 2011, 19:35

DISEVI
მთელი ღამე თუ დაუჯდები და აჭყვიტინებ პირით შეიზლება ივარგოს newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: DISEVI Aug 22 2011, 19:45

ჯეკო

ციტატა(jeko 15 @ 22nd August 2011 - 20:35) *
მთელი ღამე თუ დაუჯდები და აჭყვიტინებ პირით შეიზლება ივარგოს





ხვალ გავივლი გუდვილში ვნახავ ფასებსაც და გავტესტავ მაშ აბა ერთი როგორია newsmile035.gif

პოსტის ავტორი: Maverick Mar 12 2012, 14:17

საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის მიერ პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის მიწერილ წერლიზე, პასუხს ემს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო:

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

N 04/5121

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ განიხილა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შემოსული წერილი ნადირობის საკითხებთან დაკავშირებით, რომელთან დაკავშირებითაც გაცნობებთ, რომ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაძლებლად მიაჩნია აკრძალული იქნეს ხმოვანი სიგნალების (ე.წ. "მანოკები")
მეშვეობით ფრინველის მიზიდვით ნადირობა და ამ კუთხით ჩვენს მიერ განხორციელებული იქნება შესაბამისი ცვლილებები.

მინისტრის მოადგილე
ნინო ენუქიძე


ე.ი. რა უნდა ვიფიქროთ?

მანოკ ''კაპუტ''?'

პოსტის ავტორი: Fishman Mar 12 2012, 20:35

Maverick

მაგას რა ჯობია თუ აიკრძალება, მაგრამ ყველანაირ მანოკზეა საუბარი? მხედველობაში მაქვს ელექტრო და პირის მანოკები...

პოსტის ავტორი: nik@a Mar 12 2012, 20:47

არა მგონია, ალბათ მხოლოდ ელექტრო მანოკები... არა ?

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Mar 12 2012, 21:23

ვახ ეს რა მაგარი ბრძანებაა, პირის მანოკი არ უნდა იყოს აუცილებლად აკრძალული, თორე რაც მე მაგის სწავლაში დრო და ენერგია დავხარჯე, ფილტვები დავიბერე და სახლში ოჯახის წევრები ნახევრად დავაყრუე, გამიტყდება მაგრად!

პოსტის ავტორი: levan81 Mar 12 2012, 23:07

კარგი გადაწყვეტილებაა vetanxmebi.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Mar 12 2012, 23:59

ისე ეგ აკრძალვა..ბარეორს გაუტყდება..მაგრამ შეუძლიათ ცივი ჩაი დალიონ. D.gif ჩვენთვის(ანუ სპორტული ნადირობის მოყვარულთათვის) ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა.

პოსტის ავტორი: gelka72 Mar 13 2012, 00:44

მე მართებულად მიმაჩნია ეს გადაწყვეტილება, კარგი აზრია მომწონს. და რატომ??? ამას ყველა პატიოსანი მონადირე გამიგებს

პოსტის ავტორი: შუკა Mar 13 2012, 09:44

Maverick
თუ გაპრავდა ეგ კანონი (გაპრავდება კიდევაც 99%) მანოკობანა არ მოიშლება იმიტომ რომ ვერ დაიჭერ მანოკზე კაცს (თუ დებილი არა) მილიონი საშვალებაა არ დააჭერინოს თავი.

1. კონტიგენტის რესურსი არ ეყოფა სამინისტროს (კრინპოლი და პატრული რომ დაიხმარონ მაინც)

2. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მანოკი დენის აპარატი არა ანუ ფაქტზე ადამიანის დაჭერა ძნელია ძალიან თუ პულტზეაქვს მითუმეტეს. გამორთული მანოკის მინდორში ძებნა იგივეა რაც თივის ზვინში ნემსის..

3.ჯარიმა არ იქნება დიდი!!

მაგ კანონს კარგი ის ექნება რომ თუ ადრე 1000კაცი დებდა ეხლა 100-200 თავს შეიკავებს.. მეტი არაფერი...
რამდენიმე გაუფრთხილებელ კაცს დაიჭერენ გაატელევიზორებენ და ეგაა..

ach.gif
მანოკი კარგი იქნებოდა არ გამოგონებულიყო მაგრამ რადგან გამიგონეს მისი ამოძირკვა ძალიან ძნელი იქნება

პოსტის ავტორი: Maverick Mar 13 2012, 09:53

QUOTE (შუკა @ Mar 13 2012, 10:44) *
Maverick
თუ გაპრავდა ეგ კანონი (გაპრავდება კიდევაც 99%)

მაგ კანონს კარგი ის ექნება რომ თუ ადრე 1000კაცი დებდა ეხლა 100-200 თავს შეიკავებს.. მეტი არაფერი...


შენ რა გულზე მოგხვდა? D.gif D.gif

ცუდია მერე? ძარლი და ღორი რომ ვერ ინადირებს მანოკით?

მე ვთვლი რომ ძალიან კარგია

პოსტის ავტორი: შუკა Mar 13 2012, 10:00

Maverick

არა რა გულზე !! newsmile05.gif
ჭირივით მეზიზღება მანოკი !!! (მაგის მომგონის დედას შ....ი!!)
მაგ მანოკის დამსახურებაა რომ დაკარგა აზრი კარგი ძაღლით მონადირემ და ცუდად მონადირე ძაღლით მონადირემ (გაიგივდა მანოკის წყალობით)

მე მაგარი მომხრე ვარ მანოკის აკრძლვის !!! მაგრამ არაფერი არ გამოვა თუ 1000 ლარზე ნაკლები იქნება ჯარიმა..
აკრძალვას ორი ხელით მივესალმები!!
D.gif

პოსტის ავტორი: Maverick Mar 13 2012, 10:04

შუკა
ვნახოთ შუკა რა როგორ იქნება, იმედი მაქვს რაღაც ეშველება პატიოსან მონადირეებს

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Mar 13 2012, 11:59

ლევანი

ციტატა
ისე ეგ აკრძალვა..ბარეორს გაუტყდება..მაგრამ შეუძლიათ ცივი ჩაი დალიონ.


მე ის გამიტყდება რო პირის მანოკი აკრძალონ (იხვის საყვირს ვგულისხმობ) თორე ელექტრო საყვირი (მწყრის) სულ მოსასპობია და გამიხარდება თუ აიკრძალავენ,
ვისაც გაუტყდება კიდე ბოდიშით და ამ ჩემ ფეხებს! vot-tak.gif

პოსტის ავტორი: paresha Mar 13 2012, 12:27

ძალიან კარგი იქნება ტუ დამტკიცდა ეგ კანონი,მაგრამ ტუ ტიტოული მონადირე არ გაიაზრებს რომ ელ. მანოკით აფუჭებს არაფერი გვეშველება.

პოსტის ავტორი: ლევანი Mar 13 2012, 23:59

ციტატა(MAQSIMUSA2 @ 13th March 2012 - 13:59) *
მე ის გამიტყდება რო პირის მანოკი აკრძალონ

მაგას დიდი ალბათობით არ აკრძალავენ. მთელ მსოფლიოში ნებადართულია და რაღა ჩვენთან დაცოფდებიან??.. მითუმეტეს ეგ... ნამდვილად ვერ ჯდება იგივე პონტში.. რაც ელექტრო მანოკია. თანაც მაგისი დამუღამება... მაგარი აზარტი და სიამოვნებაა.(სასროლი ბადის არ იყოს)
ისე... იმედია ამ ყველაფერსაც გაითვალისწინებენ და შუკას პოსტსაც. D.gif
ციტატა(nikash4 @ 13th March 2012 - 12:00) *
მაგრამ არაფერი არ გამოვა თუ 1000 ლარზე ნაკლები იქნება ჯარიმა..

განსაკუთრებით ამას. რა ენაღვლებათ რაა..დაადგინონ ჯარიმა 1000 ლარი ან 3000 და მაგ ფულით დაიქირაონ მაკონტროლებლები.(ნარკომანიის არ იყოს) ხალხის დასაქმებაც გამოუვათ და მანოკსაც ამოძირკვავენ. D.gif

პოსტის ავტორი: LeoTaso Mar 14 2012, 14:15

იდეაში კარგია ელექტრო "მანოკის" აგრძალვა რაღატქმაუნდა, მგონი ყველა მონადირისტვის კარგი და მისასალმებელი ცვლილებაა (მონადირეებს ვგულისხმობ დაარა მეხორცე ბრეკონიერებს) , მაგრამ შუკას ვეთანხმები, კონტროლს ვერ შეძლებს ვერავინ სამწუხაროდ newsmile039.gif

ეგ კიარა სეზონის გახსნამდე 2 თვით ადრე ნადირობენ მწყერზე ვიგინდარები და კაცი არაა პატრონი. ეეე მანოკს ვინ გააკონტროლებს??? ზღაპარია!!!

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 14 2012, 14:24

არ არის ზღაპარი
თუ მოინდომებს კაცი გააკონტროლებს
ერთიორს რომ სტკუცავენ ტაკოში 1000 ლარს ყველა მიხვდება რომ ტ...კისკენაა საქმე

პოსტის ავტორი: LeoTaso Mar 14 2012, 14:33

კიიი ძმა მაგრამ დაიჭერ?

პოსტის ავტორი: LeoTaso Mar 14 2012, 14:41

შარშან სეზონი ბოდბეში გავხსენით, მწყერი კარგად იყო, მაგრამ დანფრტხალი 60 მეტრზე 4-5 ერთად ამოდიოდა, მერე გლეხებს ველაპარაკე, ვენახს დარაჯობდნენ, ორი თვეა უკვე ნადირობენოოო ...
ძნელი იქნება კონტროლი...

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 14 2012, 14:44

დაიჭერ ლევან დაიჭერ
რამდენიმეს ხომ დაიჭერ ყველას თუ არა და დანარჩენებს შიში ექნებათ
ბოლობოლო მანოკის გარეკლამებას ხომ შეეშლება ხელი

ციტატა(LeoTaso @ 14th March 2012 - 15:41) *
შარშან სეზონი ბოდბეში გავხსენით, მწყერი კარგად იყო, მაგრამ დანფრტხალი 60 მეტრზე 4-5 ერთად ამოდიოდა, მერე გლეხებს ველაპარაკე, ვენახს დარაჯობდნენ, ორი თვეა უკვე ნადირობენოოო ...
ძნელი იქნება კონტროლი...

მთავრობის ნებაა სAჭირო

პოსტის ავტორი: Maverick Mar 14 2012, 14:56

LeoTaso
მთავარია ნება იყოს თორემ დაუჭერელი ვინ ან რა არის?
კანნიერი ქურდებისგან გაწმინდეს ქვეყანა, ბრაკონიერი ვინ ჩემი ფეხებია მაგათთან შედარებით?

პოსტის ავტორი: LeoTaso Mar 14 2012, 15:08

და აქვე ვიტყვი;
წელს იხვზე გურიაში ( T A M P L I E R ხარ შენ მანდ ნამყოფი) პერელიოტზე საღამოს მე და მეგობარი ვიდექით ნაჭარ ტყეში, გვერდით ალბათ 50 მეტრში ბათუმელი 4 ტიპი იდგა ელექტრო მანოკით, ჩვენ მამაპაპური რუსული მანოკებით, გეფიცები იხვი "ავახიეთ" )) ანუ იმის ტქმა მინდა რომ, კონკრეტულად იხვზე მექანიკური მანოკი უფრო შედეგიანია, აგარაფერს ვამბობ ესთეტიკაზე და მუღამზე.

ციტატა(Maverick @ Mar 14 2012, 15:56) *
LeoTaso
მთავარია ნება იყოს თორემ დაუჭერელი ვინ ან რა არის?
კანნიერი ქურდებისგან გაწმინდეს ქვეყანა, ბრაკონიერი ვინ ჩემი ფეხებია მაგათთან შედარებით?

ჩემი აზრით ინტერესი არააქვთ, თორე მაგათ დაჭერას და დასჯას არაფერი არ უნდა

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 14 2012, 15:33

ციტატა(LeoTaso @ 14th March 2012 - 16:08) *
წელს იხვზე გურიაში ( T A M P L I E R ხარ შენ მანდ ნამყოფი)

უფ კაი კი იყო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: LeoTaso Mar 14 2012, 15:51

T A M P L I E R
კიდე მოვა ზამთარი, მას მოყვება იხვი... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: იეტი Mar 14 2012, 16:00

ციტატა(შუკა @ Mar 13 2012, 11:00) *
არაფერი არ გამოვა თუ 1000 ლარზე ნაკლები იქნება ჯარიმა..


100 %

50-100 ლარიან რისკს ყველა გაწევს.

საერთოდ ამ სფეროში ძალიან მკაცრი საჯარიმო სანქციებია საჭირო, რომ უმოკლეს ვადაში ცოტა მაინც დალაგდეს სიტუაცია.
რამოდენიმე გატელევიზორებაც საჭიროა ნამდვილად

პოსტის ავტორი: kajuberi Mar 14 2012, 16:38

ციტატა(იეტი @ 14th March 2012 - 17:00) *
საერთოდ ამ სფეროში ძალიან მკაცრი საჯარიმო სანქციებია საჭირო, რომ უმოკლეს ვადაში ცოტა მაინც დალაგდეს სიტუაცია.
რამოდენიმე გატელევიზორებაც საჭიროა ნამდვილად

ბუნებას არ ყავს პატრონი.გინდა მანოკით ინადირე და გინდა პულიმიოტით.არა შენი პარონი მინდორში არავინ.სანამ კანონმდებლობაში არ შეიცვლება რამე ეს ყველაეფერი არაფერია ნერვების შლის გარდა.ვერც ვერავინ ვერ ეტყვის ვერავის რატომ ნადირობ მანოკითო!!!!!!.ტაკ შტო ესეაა ეს ამბავი და ჯერ ჯერობით უნდა შევეგუოთ ყველაფერს.ლაპარაკია ერთია მონდომება მეორე და გაკეთება მესამე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: EAGLES EYE Mar 14 2012, 19:29

ციტატა(kajuberi @ 14th March 2012 - 17:38) *
.სანამ კანონმდებლობაში არ შეიცვლება რამე ეს ყველაეფერი არაფერია ნერვების შლის გარდა.ვერც ვერავინ ვერ ეტყვის ვერავის რატომ ნადირობ მანოკითო!!!!!!.

შეიცვალა უკვე კანონიი

პოსტის ავტორი: იკო1981 Mar 14 2012, 20:14

ძირს ელექტრო მანოკები! მივესალმები ტუ აგრძალავენ ! რაც შეეხება პირის მანოკებს არამგონია რომ აგრძალონ!

პოსტის ავტორი: LeoTaso Mar 14 2012, 20:37

მეგობრებო კაკბის სატყუარასთან თუ გიმუშავიათ ვინმეს ? აქ ნახეთ http://www.magnum.ge/production-ka-Shapeshifter%20votes-2

პოსტის ავტორი: kajuberi Mar 15 2012, 09:36

EAGLES EYE

ციტატა(aleksi @ 14th March 2012 - 20:29) *
შეიცვალა უკვე კანონიი

რა შეიცვალა იქნება ეგეც გვითხრა

პოსტის ავტორი: შუკა Mar 15 2012, 22:09

მანოკს უეჭველი გააპრავებენ (აკრძალავენ) კარგიც იქნება თორემ საერთოდ დედა ეტირება მწყერზე ნადირობას !!

პოსტის ავტორი: LeoTaso Mar 15 2012, 23:45

..." აუ ძმაო მანდ არ შეხვიდე!!! მანდ ჩემი მინდორია!!! მთელი ღამე მანოკი მიდგას და ღამე ვუთიე, არ შეხვიდე ბრატ... "...

აი ესეთ და მსგავს ფრაზეფს რო აგარ გაიგებ შირაქის ან გორის მინდვრებში თბილისელი "მონადირისგან" აი ეგ იქნება მართლა მაგარი newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: kupra Mar 16 2012, 00:08

მაგის მომგონი უნდა მოტ**ა. newsmile055.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Mar 16 2012, 08:59

მანოკი არაფერ შუაშია , მონადირეზე და ადამიანზეა დამოკიდებული ყველაფერი. ქართველენისთვის ნაღდად არ შეიძლება მანოკის გამოყენება. აკრძალვაა საჭირო მაგრამ ნურავის ეგონება რომმ აკრძალვით რამეს ეშველება, მაინც იპარპაშებენ მანოკისტები დაიმახსოვრეთ.

პოსტის ავტორი: kajuberi Mar 16 2012, 09:01

ციტატა(niko @ 16th March 2012 - 09:59) *
რომმ აკრძალვით რამეს ეშველება, მაინც იპარპაშებენ მანოკისტები დაიმახსოვრეთ.

+100000000%

პოსტის ავტორი: gogita.m Mar 16 2012, 09:15

ციტატა(kajuberi @ Mar 16 2012, 10:01) *
+100000000%



ეშველება. ერთი ორ კაცს რო დააჯარიმებენ მერე სხვა თავს შეიკავებს

პოსტის ავტორი: kajuberi Mar 16 2012, 09:31

gogita.m

ციტატა(gogitam @ 16th March 2012 - 10:15) *
ეშველება. ერთი ორ კაცს რო დააჯარიმებენ მერე სხვა თავს შეიკავებს

ჩვენ თუ ცოცოხლები აგარ ვიქნებით მერე გინდა მანოკით ინადირონ და გინდა ტანკით.ვინ უნდა დააჯარიმოს?ვინაა პატრონი?შეხვედრია გდი დაუტვლია რამენი გყავს მოკლული ან რამე მსგავსი?4 წლის წინ შეგვამოწმეს ცხოვრებაში პირველად შირაქში.ეგეც ლიცენზიები მანახეო.არც თოფის საბუთი უთხოვია და არაფერი.
კანონმდებლობაში ხომ აიკრძალა დენით თევზაობა? რა არ თევზაობენ? არ ადუგებენ მდინარეებს? არ არის ჯარიმები? მტკვარზე თევზაობენ თბილისში არაფრის არ ერიდებათ და ვინ დაუწყებს ყველა მინდორს ქექვას?

პოსტის ავტორი: sabo73 Mar 16 2012, 10:15

ერთი ორს ტაკოში ვავას რომ გაუკეთებენ და თან ქვეყანას გააგებინებენ, მერე ეშველება მაგ საქმეს.
აბა გაიხსენეთ, რამდენი რამეა დღეს ისეთი ამოძირკვული, რისი არ არსებობის წარმოდგენაც არ შეგვეძლო?
მაპატიეთ, მაგრამ ჩვენ ისეთი ხალხი ვართ, მარტო მორალის კითხვით, ვერაფერს გაგვაგებინებს კაცი, რკინის მუშტი რომ მოგვხვდება ცხვირში და ტრ----ის მანდრაჯი რომ დაგვეწყება, ეე მერე მოვდივართ აზრზე.

პოსტის ავტორი: kajuberi Mar 16 2012, 10:21

ციტატა(sabo73 @ 16th March 2012 - 11:15) *
ერთი ორს ტაკოში ვავას რომ გაუკეთებენ და თან ქვეყანას გააგებინებენ, მერე ეშველება მაგ საქმეს.
აბა გაიხსენეთ, რამდენი რამეა დღეს ისეთი ამოძირკვული, რისი არ არსებობის წარმოდგენაც არ შეგვეძლო?
მაპატიეთ, მაგრამ ჩვენ ისეთი ხალხი ვართ, მარტო მორალის კითხვით, ვერაფერს გაგვაგებინებს კაცი, რკინის მუშტი რომ მოგვხვდება ცხვირში და ტრ----ის მანდრაჯი რომ დაგვეწყება, ეე მერე მოვდივართ აზრზე.


კი ძმაო ეგრეა მარა პატრონი ვინ არის? შენ მე და კიდე აქ მყოფმა ხალხმა რა უნდა ვქნათ?მე ვერ ვხდები და ამიხსენით მაშინ.
დენით ვინც თევზაობს რა არ აჯარიმებენ ? ჩადით ღამე მტკვარზე და ნახეთ რა ხდება მაშინ.ურთყით მუშტები რამდენიც გინდათ.ნავალამ იყიდება მანოკები და დისკები და იმათ არაფერს ეუბნებიან და ვინ დაიწყებს მინდვრების კონტროლს?კარგით რა.

შეუმოწმებიათ შენთვის საბუთები? დაუთვლიათ რამდენი რა მოკალი?

პოსტის ავტორი: sabo73 Mar 16 2012, 10:45

ციტატა(kajuberi @ Mar 16 2012, 11:21) *
შეუმოწმებიათ შენთვის საბუთები? დაუთვლიათ რამდენი რა მოკალი?


არასდროს!!!

პოსტის ავტორი: kajuberi Mar 16 2012, 10:48

ციტატა(sabo73 @ 16th March 2012 - 11:45) *
არასდროს!!!


ხოდა აი ეგაა ზუსტად. პატრონი არ ყავს ბუნებას

პოსტის ავტორი: gogita.m Mar 16 2012, 11:01

ციტატა(kajuberi @ Mar 16 2012, 11:21) *
შენ მე და კიდე აქ მყოფმა ხალხმა რა უნდა ვქნათ?მე ვერ ვხდები და ამიხსენით მაშინ.


ბრაკონიერობის ფაქტს რომ დავინახავთ, თვალი არ უნდა დავხუჭოთ.
აუცილებელია შესაბამისი რეაგირება, რასაც კანონი ითვალისწინებს. შეიძლება
ვინმესთვის ეს ეს ფორმა მიუღებელი არის, როგორც ჩემთვის , მაგრამ ვფიქრობ,
რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში ეშველება ამ პრობლემას.

პოსტის ავტორი: იეტი Mar 16 2012, 11:05

რაზე მიდის მსჯელობა ვერ გავიგე.
ის რომ აქამდე არ გაუკეთებიათ ხომ არ ნიშნავს რომ არასდროს გაკეთდება?
აქამდე არაფერი ხდებოდა ამ სფეროში, ეხლა რაღაც დაიძრა, რაღაცას ცდილობენ, ხვეწავენ.
ვაცადოთ, ვნახოთ, თუ ეს განუკითხაობა კვლავ გაგრძელდა მერე ვიბუზღუნოთ.

პოსტის ავტორი: kajuberi Mar 16 2012, 11:10

ციტატა(gogitam @ 16th March 2012 - 12:01) *
ბრაკონიერობის ფაქტს რომ დავინახავთ, თვალი არ უნდა დავხუჭოთ.
აუცილებელია შესაბამისი რეაგირება, რასაც კანონი ითვალისწინებს. შეიძლება
ვინმესთვის ეს ეს ფორმა მიუღებელი არის, როგორც ჩემთვის , მაგრამ ვფიქრობ,
რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში ეშველება ამ პრობლემას.

როცა ვარ ირმუგალოში ან ტაბაწყურის მიმდებარე ტერიტორიაზე ვის უნდა დაურეკო? არც ჩემში ზის ეგეთი რამე და ბევრ ჩვენთაგანში.

უნდა დაიხუროს ეს თემა რა მე თუ მკითხავს კაცი.ნერვების შლის მეტი არაფერი.მე პირადად მეშელება ნერვები უკვე.ვწერთ ვწერთ ვწერთ და აზრი?

პოსტის ავტორი: იეტი Mar 16 2012, 11:14

ციტატა(kajuberi @ Mar 16 2012, 12:10) *
არც ჩემში ზის ეგეთი რამე და ბევრ ჩვენთაგანში.


იმიტოა ქვეყანა რომ გვემხობა თავზე.
ვერ დავიდავდა რატომღაც ჩვენს შეგნებამდე რომ ბრაკონიერი, იქნება მეტევზე თუ მონადირე ჩვენ გვპარავს ისევ და არა სხვას.
აბა სახლიდან მოგვპაროს ვინმემ რამე, დედას მოვუხნავთ.
ჰოდა ვისია ეს საქართველო ჩემი და თქვენი თუ არა

პოსტის ავტორი: gogita.m Mar 16 2012, 11:16

ციტატა(იეტი @ Mar 16 2012, 12:14) *
იმიტოა ქვეყანა რომ გვემხობა თავზე.
ვერ დავიდავდა რატომღაც ჩვენს შეგნებამდე რომ ბრაკონიერი, იქნება მეტევზე თუ მონადირე ჩვენ გვპარავს ისევ და არა სხვას.
აბა სახლიდან მოგვპაროს ვინმემ რამე, დედას მოვუხნავთ.
ჰოდა ვისია ეს საქართველო ჩემი და თქვენი თუ არა



+100000

პოსტის ავტორი: kajuberi Mar 16 2012, 11:22

ციტატა(იეტი @ 16th March 2012 - 12:14) *
იმიტოა ქვეყანა რომ გვემხობა თავზე.
ვერ დავიდავდა რატომღაც ჩვენს შეგნებამდე რომ ბრაკონიერი, იქნება მეტევზე თუ მონადირე ჩვენ გვპარავს ისევ და არა სხვას.
აბა სახლიდან მოგვპაროს ვინმემ რამე, დედას მოვუხნავთ.
ჰოდა ვისია ეს საქართველო ჩემი და თქვენი თუ არა

თუ ხუთი კაცით წყდება საქართველოს და ბუნების ბედი კარგად გვქონია საქმე მაშინ .ირმუგლაოდან ვის დაურეკო მაშინ ეგეც გეცოდინება მანოკებით არიან და მოხედეთ თქო და ადგილ მდებარეობა როგორ აუხსნა ეგეც მითხარით.ან ტაბაწყურში როცა ხარ რა უთხრა? რაგაც გვინდა რომ გვეშველოს მარა საშველი არაფერი.ვინც ყიდის ჯერ იმას უნდა მიხედვა და მერე ვინც იყენებს.შედი ძმაო mymarketdze და ნახე WIP განცხადება.ყიდის დისკებს 10 ლარში. გასცა პასუხი ვინმემ? ან მანოკით რომ ნახავ რა უნდა უთხრა გამაგებინეთ მაშინ? შენ ძმაო რას აკეთებ აზრზე მოდიო?

პოსტის ავტორი: Maverick Mar 16 2012, 11:26

QUOTE (kajuberi @ Mar 16 2012, 11:21) *
შეუმოწმებიათ შენთვის საბუთები? დაუთვლიათ რამდენი რა მოკალი?

თბილისი ზღვაზე, შარშან, გეშვის პერიოდში, რამოდენიმე იდიოტი ნადირობდა, ერთი ორჯერ გავაგდე მინდვრიდან, მერე დავურეკე ხაჩიძის მოადგილეს დათო იოსელიანს და ვთხოვე რომ გდი–იმ ყურადღება მიაქციოსთქო
რა შედეგი გამოიღო იცი?

მეორე დილით,ზღვაზე ავდივარ, ძაღლის საგეშად და გდი მე მაჩერებს, მეკითხება სანადიროდ შენ დადიხარ აქო?

სეთებიც ხდება D.gif

პოსტის ავტორი: kajuberi Mar 16 2012, 11:28

ციტატა(Nikolo @ 16th March 2012 - 12:26) *
თბილისი ზღვაზე, შარშან, გეშვის პერიოდში, რამოდენიმე იდიოტი ნადირობდა, ერთი ორჯერ გავაგდე მინდვრიდან, მერე დავურეკე ხაჩიძის მოადგილეს დათო იოსელიანს და ვთხოვე რომ გდი–იმ ყურადღება მიაქციოსთქო
რა შედეგი გამოიღო იცი?

მეორე დილით,ზღვაზე ავდივარ, ძაღლის საგეშად და გდი მე მაჩერებს, მეკითხება სანადიროდ შენ დადიხარ აქო?

მეც შევესწარი მაგ ფაქტს რომ ნადირობნენ და მეორე დღეს გდი დადიოდა.

პოსტის ავტორი: შუკა Mar 16 2012, 11:29

Maverick
სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს D.gif
მაისში ნადირობა მართლა სუპერ ბრაკონიერობა...

პოსტის ავტორი: იეტი Mar 16 2012, 11:35

ციტატა(kajuberi @ Mar 16 2012, 12:22) *
თუ ხუთი კაცით წყდება საქართველოს და ბუნების ბედი კარგად გვქონია საქმე მაშინ .ირმუგლაოდან ვის დაურეკო მაშინ ეგეც გეცოდინება მანოკებით არიან და მოხედეთ თქო და ადგილ მდებარეობა როგორ აუხსნა ეგეც მითხარით.ან ტაბაწყურში როცა ხარ რა უთხრა? რაგაც გვინდა რომ გვეშველოს მარა საშველი არაფერი.ვინც ყიდის ჯერ იმას უნდა მიხედვა და მერე ვინც იყენებს.შედი ძმაო mymarketdze და ნახე WIP განცხადება.ყიდის დისკებს 10 ლარში. გასცა პასუხი ვინმემ? ან მანოკით რომ ნახავ რა უნდა უთხრა გამაგებინეთ მაშინ? შენ ძმაო რას აკეთებ აზრზე მოდიო?


ეხლა ვერავინ ვერაფერს დაუშლის "მანოკთან" დაკავშირებით, რადგან კანონი არ კრძალავს ჯერჯერობით მის გამოყენებას.
აი როცა აკრძალავს დავუშლი კი არა თავზე დავაღუნავ.
ვერც მიმარკეტზე დადებენ მერე განცხადებებს და ვერც მაღაზიები გაყიდიან. აკრძალული ნივთის გაყიდვასესე ღიად ყველა მოერიდება.

პოსტის ავტორი: kajuberi Mar 16 2012, 11:35

ციტატა(nikash4 @ 16th March 2012 - 12:29) *
სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს
მაისში ნადირობა მართლა სუპერ ბრაკონიერობა

უნდა დაიჭირო და გაუკეტო ლულა.მარა შენ დაგიჩერენ მერე და აზრი?

პოსტის ავტორი: შუკა Mar 16 2012, 11:45

ხალხნო!! ადრეც დავწერე ეხლაც დავწერ!! მანოკი კარგი იქნებოდა არ გამოგონებულიყო მაგრამ რადგან გამოგონდა და ხალხმა მისი გემო გაგიგო ნუ გექნებათ იმის ილუზია რომ საერთოდ მოისპობა!!!

ერთადერთი რაც შეიცვლება ისიც თუ (ჯარიმა იქნება 1000 ლარი და ზევით) თუ დებდა 100 კაცი დადებს 70-80 !!
ვინმეს თუ დაებადება კითხვა რატომ ?! დენის აპარატი ხომ მოისპო და ა.შ.შ

ვუპასუხებ- დენის აპარატთან განსხვავებით ელ მანოკზე კაცს ვერ გაფაკტავ თუ საკუთარმა სიდებილემ არ გაყიდა..

და აქ რა მაგის მოსატანია მაგრამ მაინც ... ეს ზამთარი თბილისიდან 50 კილომეტრში მტკვრის ნაპირებთან გავატარე (ღამე იხვზე ნადირობისას) განსხვავება ის იყო წინაწლებთან შედარებით რომ ადრე თუ ღამე ჩამოივლიდა ელექტრიკების 10 ნავი ეხლა დადის 3-4 მაგრამ დადიას მაინც!!! ასე რომ newsmile058.gif

ვისაც არ გჯერათ ეს პოსტი დაიმახსოვრეთ ან მე გაგახსენებთ სექტემბერში რომ წავიკითხავ წუწუნარევ გაბრაზებუ თქვენ პოსტებს აქ!!
newsmile05.gif

ეგერა ხალხნო რეალობა სანამ ჩენ თვით შეგნებამდე არ დავა (და არც დავა ეგ კაკ მიმიმუმ 20 წელი newsmile05.gif ) არ შეიცვლება არაფერი!! უბრალოდ ოდნავ შემცირდება და ვსიო ashh.gif

პოსტის ავტორი: kajuberi Mar 16 2012, 11:53

ციტატა(nikash4 @ 16th March 2012 - 12:45) *
ხალხნო!! ადრეც დავწერე ეხლაც დავწერ!! მანოკი კარგი იქნებოდა არ გამოგონებულიყო მაგრამ რადგან გამოგონდა და ხალხმა მისი გემო გაგიგო ნუ გექნებათ იმის ილუზია რომ მოისპობა!!!

ერთადერთი რაც შეიცვლება ისიც თუ (ჯარიმა იქნება 1000 ლარი და ზევით) თუ დებდა 100 კაცი დადებს 70-80 !!

ვისაც არ გჯერათ ეს პოსტი დაიმახსოვრეთ ან მე გაგახსენებთ სექტემბერში რომ წავიკითხავ წუწუნარევი გაბრაზებუ თქვენ პოსტებს აქ!!

ეგერა ხალხნო რეალობა სანამ ჩენ თვით შეგნებამდე არ დავა (და არც დავა ეგ კაკ მიმიმუმ 20 წელი ) არ შეიცვლება არაფერი!! უბრალოდ ოდნავ შემცირდება და ვსიო

მაგას ვიძახი მეც.ღორმა თუ ყაყის ჩამა დაიწყო ის თავს აგარ დაანებებს.როგორც პაპაჩემი იტყოდა

პოსტის ავტორი: იეტი Mar 16 2012, 12:17

ციტატა(შუკა @ Mar 16 2012, 12:45) *
ხალხნო!! ადრეც დავწერე ეხლაც დავწერ!! მანოკი კარგი იქნებოდა არ გამოგონებულიყო მაგრამ რადგან გამოგონდა და ხალხმა მისი გემო გაგიგო ნუ გექნებათ იმის ილუზია რომ საერთოდ მოისპობა!!!

ერთადერთი რაც შეიცვლება ისიც თუ (ჯარიმა იქნება 1000 ლარი და ზევით) თუ დებდა 100 კაცი დადებს 70 !!
ვინმეს თუ დაებადება კითხვა რატომ ?! დენის აპარატი ხომ მოისპო და ა.შ.შ ვუპასუხებ- დენის აპარატთან განსხვავებით ელ მანოკზე კაცს ვერ გაფაკტავ თუ საკუთარმა სიდებილემ არ გაყიდა..

და აქ რა მაგის მოსატანია მაგრამ მაინც ... ეს ზამთარი თბილისიდან 50 კილომეტრში მტკვრის ნაპირებთან გავატარე (ღამე იხვზე ნადირობისას) განსხვავება ის იყო წინაწლებთან შედარებით რომ ადრე თუ ღამე ჩამოივლიდა ელექტრიკების 10 ნავი ეხლა დადის 3-4 მაგრამ დადიას მაინც!!! ასე რომ newsmile058.gif

ვისაც არ გჯერათ ეს პოსტი დაიმახსოვრეთ ან მე გაგახსენებთ სექტემბერში რომ წავიკითხავ წუწუნარევ გაბრაზებუ თქვენ პოსტებს აქ!!
newsmile05.gif

ეგერა ხალხნო რეალობა სანამ ჩენ თვით შეგნებამდე არ დავა (და არც დავა ეგ კაკ მიმიმუმ 20 წელი newsmile05.gif ) არ შეიცვლება არაფერი!! უბრალოდ ოდნავ შემცირდება და ვსიო ashh.gif



ზარი "ახლობელთან" სანამ ამას წესად არ ვაქცევთ უწესობის შესწრებისას, არაფერი გამოვა.

ვთქვათ და დაგერეკა გდი-ში აქ და აქ ელექტრიკობენო, დიდი ალბათობით ხო ჩაატარებდნენ რეიდს ან ბოლო ბოლო ხომ გააფრთხილებდნენ იმ ელექტრიკებს აღარ ითევზაოთ აგვიკლეს ცხელ ხაზზეო.

შტატებში ელემენტარულად ლიცენზირებულზე ერთით მეტი თევზი რომ დაიჭირო გვერდით მდგომი მეთევზე შესაბამის სამსახურს ურეკავს აქ და აქ ამა და ამ მეთევზემ ლიცენზირებულ რაოდენობას გადააჭარბა და დააჯარიმეთო.

კიდეც აქვთ აწყობილი ქვეყანა...

ჩვენ და ჩვენ შვილებს პარავს ხალხო ის ბრაკონიერი ჩვენ და არა სხვას რაა ამაში გასატყდომი??






პოსტის ავტორი: შუკა Mar 16 2012, 12:24

იეტი
მე დარეკვაზე არ მაქვს პრობლემა newsmile05.gif 12 წელია ფორმა მაცვია და შ.ს.ს დამსახურებული მუშაკი ვარ newsmile05.gif
რომ ვრეკავდი და არავინ არ მპასუხობდა ეგაა მთელი უბედურება newsmile05.gif

პოსტის ავტორი: sabo73 Mar 16 2012, 14:06

თუ გადააბარეს მაი ამბავი პატრულს მერე კი იქნება საშველი, ია ტაკ დუმაიუ.
დარეკავ--- მოვა--- მოჩინჩლავს vot-tak.gif

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Mar 16 2012, 14:32

ციტატა
უბრალოდ ოდნავ შემცირდება და ვსიო


თუ სხვა გამოსავალი არ იქნება, ყვავს რო კაკალი გააგდებინო ეგეც კარგია!

პოსტის ავტორი: Bonehill Mar 16 2012, 16:24

sabo73
მაშინ ეშველება სამონადირეო სისტემას.

პოსტის ავტორი: იეტი Mar 26 2012, 15:11

ელექტრო "მანოკები" ოფიციალურად აიკრძალა

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №75

2012 წლის 16 მარტი

ქ. თბილისი

„ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №07 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №07 ბრძანებით (სსმ, 07.04.2011, ვებგვერდი, 110406013) დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებებით – ყოველგვარი კუსტარული ან ფაბრიკული წესით დამზადებული ბადეებით (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევებისა), ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით (გარდა სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ცხოველების მოპოვებისას, აგრეთვე, გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ დებულების შესაბამისად დადგენილი ქმედებების განხორციელებისას), სარეგვავებით (სარეჯგველების), ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა, საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ხეთაგური

წყარო

https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=1612673


პოსტის ავტორი: gogita.m Mar 26 2012, 16:31

მადლობა ყველას ვინც ამ აქტის გამოცემაში წვლილი შეიტანა

პოსტის ავტორი: gogita.m Mar 26 2012, 17:31

შუკა

- ,,ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე)"

ესეთი კონკრეტული ჩანაწერი ადრე არ ყოფილა

პოსტის ავტორი: GELGURU Mar 28 2012, 20:51

ციტატა
ჯარიმაა მთავარი !! ჯარიმა!! ეგ მინტერსებს რამდენად დიდი იქნება..


ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, 86-ე მუხლის მე-7-ე პუნქტი:

,,ნადირობის წესების დარღვევა ნადირობის ობიექტებისთვის მიკუთვნებულ სახეობებზე ნადირობისას, ---- გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ხუთას ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ."


ესეც ჯარიმაააა.....

პოსტის ავტორი: rezident Sep 13 2012, 20:42

მიხარია რომ ამ ფორუმზე ასეთი დამოკიდებულება დამხვდა ამ თემასთან დაკავშირებით....

პოსტის ავტორი: iosebovich Sep 13 2012, 21:22

ძალიან კარგია მანოკების აკრძალვა. ეხლა მთავარია არ დაგვეზაროს და ეგეთებს სადაც ვნახავთ დავცხოთ კეფაში. აი როგორ უნდა გაშიფრო ეგაა პრობლემა. სად უდგას ის მანოკი რო თავზე დაამტვრიო. ეგეთი არაკაცები როგორ ვიცნოთ? სავარაუდოდ მინდვრის ახლოს იჯდებიან. რო მიხვალ სანადიროდ და დაგხვდება მჯდომარე კაცი გფაციცებული სიფათით ესეიგი ეგაა რაა. ეშმაკურად უნდა მიუდგე. ვაა, გამარჯობა, როგორი მანოკი გაქვს? მეც მინდა დავდგა და რამე, მოკლედ უნდა გამოტეხო და მერე ის მანოკი მინიმუმ დაულეწო და თუ გამოიწია მერე ........ რავიცი აბა მე ეგრე ვფიქრობ, ეშმაკურად უნდა გამოტეხო, გვერდიდან არ მოშორდე და მერე რაც ზევით ვთქვი. მთელი წელი ემზადები და ვიღაც დამპალი აცარიელებს ისე რო შენ ტყუილად მიდიხარ სანადიროდ.

პოსტის ავტორი: ჩელე Sep 13 2012, 21:26

რაშია იცით საქმე? ყველა დანარჩენში და არა მარტო ამ საკითხთან დაკავშირებით, სანამ ხალხის შეგნება და მიდგომა არ შეიცვლება გარკვეულ საკითხებში, არაფერი გვეშველება. აიღეთ თუნდაც საგზაო მოძრაობის წესები.... ხალხს გამჯდარი აქვს, რომ უნდა დაარღვიოს, თუ არ დაარღვევს ცუდი ტიპია.... ასე რომ რაც არ უნდა აკრძალონ, შეუგნებელი ხალხი ყოველთვის იქნება.... სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა.... პლიუს აგიტაცია არანაირი არ არის, არ სცალიათ ზემოთ საამისოდ, სხვა უფრო ,,მნიშვნელოვანი,, საკითხები აქვთ გადასაწყვეტი.... სამწუხაროა, მაგრამ ესეც რეალობაა...

პოსტის ავტორი: Bonehill Sep 13 2012, 21:27

iosebovich
შენი გულის ტკივილი გასაგებია.....
მაგრამ:ამდაგვარი მოქცევა კანონთან პრობლემებს ხომ არ შეგვიქმნის

პოსტის ავტორი: iosebovich Sep 13 2012, 21:39

Bonehill
მართალი ხარ. შეიძლება კონფლიქტში შეყვე და ვიღაც დამპლის გულისთვის ციხესი წახვიდე. არადა გდი სანამ მოვა ეგენი შორს იქნებიან უკვე. ევროპული მიდგომა ასეთია უკანონობაზე: რო დაინახავენ კანონი ირღვევა ეგრევე იღებენ ტელეფონს და რეკავენ პოლიციაში და თან ამატებენ, რომ აუცილებლა მოწმედ გამოვლენ და მთელი ამბავი. აბა ეხლა საქართველოში რამდენი დარეკავს ეგაა საინტერესო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: LeoTaso Oct 14 2012, 22:58


აბა მირჩიეთ იხვისთვის (კრიაკვა) მექანიკური მანოკი, ჩვენ მაღაზიებში, ან amazon-ზე და cabelas-ზე. კონკრეთული მოდელი რომელიც საქმეში გამოგიცდიათ და ვარგობს, თორე ძაან დიდი არჩევანია და არ მინდა ტყუილად გავიწეწო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: კალვერა Oct 14 2012, 23:15

ოოო რთულია ეგრე,აპრობირებული უნდა ნახო

პოსტის ავტორი: LeoTaso Oct 15 2012, 21:33

კალვერა


ხოდა აპრობირებული თუ აქვს ვინმეს დაწერეთ, ამ თემის თავში დემი წერს კონკრეტულ მოდელზე და ალბათ იმას შევიძენ .

პოსტის ავტორი: ალთაზარ Oct 15 2012, 22:09

ბოდიშით ოფფიზა მაგრამ

http://ochopintre.ge/forum/index.php?s=&showtopic=3778&view=findpost&p=162486

პოსტის ავტორი: ROMMEL Sep 26 2013, 17:53

მანოკის გამოყენებას ბარემ მაღაზიაში იყიდეთ და უფრო ადვილია

პოსტის ავტორი: ძამა Sep 26 2013, 21:08

კაია მივესალმები მანოკის აკრძალვას

მაგრამ მომკალი არ მჯერავს რომ რამე ეშველება.

ხალხი ადგილობრივები არ ნადირობდნენ არც არასდროს აინტერესებდათ მაგრამ მანოკი ისე გაუსწორდათ რომ ნადირობა დაიწყეს პერანგით და პრიალა ტუფლებით რომ მწყერს კაცი აფრენს და ვაზნებს რომ ჯინსის ჯიბიდან იღებს რა უნდა ელაპარაკო მაგათ.

თან ამ ბოლო დროს ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ განსაკუთრებით გორში,რომ ხალხს შეიძლება არ არის მონადირე მაგრამ მის მინდვრებში რახან სხვა ჩამოსული ისვრის თოფს მანაც უნდა გაისროლოს არ ვიცი ამას რა დავარქვა მაგრამ მე ვფიქრობ მინდვრებს თუ არ უყარაულე არაფერი გამოუვათ

პოსტის ავტორი: საბო Sep 26 2013, 21:22

ციტატა(ძამა @ Sep 26 2013, 22:08) *
მანოკი ისე გაუსწორდათ რომ ნადირობა დაიწყეს პერანგით და პრიალა ტუფლებით
არ არის მონადირე მაგრამ მის მინდვრებში რახან სხვა ჩამოსული ისვრის თოფს მანაც უნდა გაისროლოს ა


ჰოდა ჩემო ზური.....
საკუთარ მინდორში რომ გაუკეთებენ დიდ პალოს ტრაკში, შუბლზე რომ დააწეპებენ ბევრ ნოლიან ჯარიმის ფურცელს და თოფსაც თავზე დააღუნავენ, მემრე არც თვითონ ინადირებს და არც სხვას ანადირებს იმ მანოკით. newsmile041.gif

პოსტის ავტორი: ilara Sep 26 2013, 21:36

ღმერთმა ქნას მასე იყოს ყველასთან.მე ძმაო წელს დავიწყე ნადირობა ახლა ხან მოვიწამლე და უკვე იმდან მანოკიან ხალხს გადავეყარე ვიღას აჯარიმებენ ან საერთოდ აჯარიმებენ როო vava.gif ნორმაჯურად ჯერ მე არ მინადირია ალალ cryme.gif

პოსტის ავტორი: Davitus Sep 26 2013, 22:47

nu-oferistobt.gif

პოსტის ავტორი: ilara Sep 26 2013, 22:54

ashh.gif

პოსტის ავტორი: koba1973 Mar 29 2015, 07:05

ციტატა(iosebovich @ 13th September 2012 - 23:39) *
მართალი ხარ. შეიძლება კონფლიქტში შეყვე და ვიღაც დამპლის გულისთვის ციხესი წახვიდე. არადა გდი სანამ მოვა ეგენი შორს იქნებიან უკვე. ევროპული მიდგომა ასეთია უკანონობაზე: რო დაინახავენ კანონი ირღვევა ეგრევე იღებენ ტელეფონს და რეკავენ პოლიციაში და თან ამატებენ, რომ აუცილებლა მოწმედ გამოვლენ და მთელი ამბავი. აბა ეხლა საქართველოში რამდენი დარეკავს ეგაა საინტერესო

ალბათ არავინ, რადგან ამ ყველაფერს ჭირდება ზემოდან ყურადღება. ცოტა ხნის წინ გახმაურდა ასეთი ამბავი: დარეკა ვიღაცამ შესაბამის სამსახურში დარღვევაზე, იმათმა კიდევ დამრღვევს მისცეს ამისი ნომერი. იმ საუბრების ჩანაწერი მოვუსმინე დამრღვევი დამრეკავს რომ "ესაუბრებოდა".
როგორ ფიქრობთ რამდენი დარეკავს ამ ამბის შემდეგ?

პოსტის ავტორი: kobavar Oct 15 2017, 23:14

ეხლა ვნახე ეს თემა აქ რა ამბები ყოფილა გადავირიე პირდაპირ. თან რომ არც მალავენ და ამბობენ მე მაქვს მანოკი ვიყენებ გლიჯაოიაო გავგიჟდი კაცი bliadzl.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)