თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ საუბრები ნადირობაზე _ ხაფანგებით ნადირობა

პოსტის ავტორი: saxo Mar 15 2015, 23:39

ძალიან მაიტერესებს ეს თემა გთხოვთ დაწეროთ თუ გინადირიათ ან თუ იცით ხაფანგით ნადირობის პრინციპები და გამოთქვით თქვენი აზრი ამ თემის შესახებ

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Mar 16 2015, 00:18

საქართველოს კანონმდებლობით ხაფანგის გამოყენება აკრძალულია

პოსტის ავტორი: saxo Mar 16 2015, 00:21

უი არ ვიცოდი სამწუხაროდ თუ გნებავთ დახურეთ თემა ან რავი რაც ხდება ხოლმე ამ შემთხვევაში

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Mar 16 2015, 00:28

saxo
იყოს, უბრლოდ მივუთითოთ რომ კანონით აკრძალულია. ატასი პროვოკატორია და რომ არ მოგვედაონ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: saxo Mar 16 2015, 17:31

კაი ბატონო მასე ვქნათ

პოსტის ავტორი: უიარაღო Mar 17 2015, 09:15

არადა საბჭოთა დიქტატურის დროს არ იყო აკრძალული.

პოსტის ავტორი: vaxtangi lazariashvili Mar 17 2015, 22:16

ალბათ არც დღეს მოგვედავება ვინმე თუ მოსავალს გვინადგურებს.

პოსტის ავტორი: saxo Mar 18 2015, 19:41

ხო საბჭოთა კავშირის დროს პირიქით ხელს უწყობდა კანონი მტაცებლებს ძირითადათ ხაფანგით იჭერდნენ და შემდეგ ტყავს აბარებდნენ
და მოსავალს რაც შეეხება მართლა ყველაფერს ანადგურებენ მღრღნელები და არამარტო მღრღნელები გაგიკვირდებათ და ტურებიც არ აკლებენ

პოსტის ავტორი: vaxtangi lazariashvili Mar 18 2015, 20:19

ტურა იმდენს რას იზავს რასაც ენოტი ანაგურებს ჭამს მიწაზე და ხეზე მობუდარ ფრინველს კვერცხებს და ბარტყებს მაჩვი სიმინდს მიაწვება და მოტეხავს თუ დაძრა ეს ძირიდან ძირზე ხტება და ისე ჭამს მაჩვი გვერძე სიმინდი რო ედგას არ გააფუჭებს წავ კილომეტრს გაივლის და იქ შეჭამს ფრთხილობს ეს არა საზამთროს ისე გამოაჭამს გულს ვერ შეატყობ სანამ არ დალპება.მდინარისპირები უყვარსო და მშვენივრად გავრცელდა ალაზნის ველიდან ცივგომბორის კალთებზე.პაპა ამბობდა აქ რაც შაშვია ამაზე მეტი ხოხობი იყოვო და შურდულით ვხოცავდითო ახლა ვერ ნახავ.ან რა უდა ნახო როცა მრავლად არი მელა ტურა ენოტი კვერნა კატისებრთა სხვადასხვა სახეობა და ტყვიასაც არავინ იმეტებს რადგან არ ჭირდება.

პოსტის ავტორი: saxo Mar 19 2015, 18:02

ხოდა მაგიტომ უნდა იყოს მტაცებლებზე ნადირობა ნება დართული თუნდაც ლიმიტირებულად, და ტყვიის გამეტებას რაც შეეხება მასეთი ხალხი მანამ არ ისწავლის ჭკუას სანამ მართლა არ გაწყდება ყველა ფრინველი

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)