თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ საუბრები ნადირობაზე _ კურიოზები და წარსულის გახსენება

პოსტის ავტორი: giuli Apr 10 2013, 17:03

მოგიყვებით ერთ ამბავს

პოსტის ავტორი: ჩელე Apr 11 2013, 09:43

თემა გასუფთავებულია. გთხოვთ აღარ გააოფოთ.

giuli

ველით თქვენგან ერთ ამბავს.....

მანამდე კი თუ ვინმეს გაქვთ მსგავსი ამბავი მოსაყოლი, მოყევით.....

პოსტის ავტორი: giuli Apr 16 2013, 08:19

ეს შემთხვევა ადრე ჟურნალ ნადირობაშიც გავიხსენე .სართიჭალაში მწყერზე ნადირობისას ჩვენს სამეგობროში ერთი ჩვენთვის უცხო მონადირე მოხვდა .შუა დღისას საკმაოდ ჩამოცხა და ჩვენც ყველამ ქარსაცავ ზოლს შევაფარეთ თავი.მარტო იმ უცხო მონადირემ ვერ დაიკმაყოფილა ნადირობის ჟინი გაიყოლა სხვისი ნათხოვარი სეტერი და ისევ გააგრძელა ნადირობა.ცოტა ხანში დაბრუნდა და ის სეტერი მოიკითხა.რო ნახა რომ ჩვენთან არ იყო გაბრუნდა საძებრად.სულ მალე კი ყურებჩამოყრილმა გამოგვიცხადა ძაღლი მზესუმზირებში მკვდარი ვიპოვნეო .ატყდა საეჭვო და ორაზროვანი შეკითხვები რა ნომერ საფანტს ესვრიო მწყერს თოფს როგორი მიტანა აქვს და სხვა.დემური კუჭუხიძემ კი პირდაპირ ჰკითხა რამდენი სროლით აიყვანეო ? ამაზე გაბრაზებულმა მიუგო აი ხო არ გჯერა წამოდი აქედან 500მეტრში არის და თუ იმას ნატყვიარი ეტყობა შენი თვალით ნახეო.რაზეც კუჭუხიძემ მიუგო შენ ხო არ უბერავ 5-ჯერ ვიყავი მოსკოვში და ლენინი არ მინახავს მაზოლეუმში და მკვდარი ძაღლის სანახავად წამოგყვეო? /

პოსტის ავტორი: giuli Apr 16 2013, 08:31

რაჭაში სანადიროდ ჩასულებმა დილა ადრიანად იქაურ ცნობილ მონადირეს ტუხია ჩიტალაძეს მივაკითხეთ .ტუხიას ცალი ყურის პრობლემა ჰქონდა და კარგად არ ესმოდა . კაიხანი უშედეგო ყვირილის მერე იქაურმა მონადირემ გივინა მეტრეველმა დინჯად ჩაილაპარაკა თუ ახლა მაგას კაი ყური უდევს ბალიშზე ტყუილა ვირჯებითაო.

პოსტის ავტორი: Maverick Apr 16 2013, 09:00

QUOTE (giuli @ Apr 16 2013, 09:31) *
რაჭაში სანადიროდ ჩასულებმა დილა ადრიანად იქაურ ცნობილ მონადირეს ტუხია ჩიტალაძეს მივაკითხეთ .ტუხიას ცალი ყურის პრობლემა ჰქონდა და კარგად არ ესმოდა . კაიხანი უშედეგო ყვირილის მერე იქაურმა მონადირემ გივინა მეტრეველმა დინჯად ჩაილაპარაკა თუ ახლა მაგას კაი ყური უდევს ბალიშზე ტყუილა ვირჯებითაო.

D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: giuli Apr 16 2013, 09:05

ანგი მხეძე ჩვენ შორის ყველაზე სტაჟიანი ამჟამად 80-წელს მიტანებული მდევრებით კურდღელზე ნადირობის მოყვარული მონადირეა.ჩვენი სიახლოვის გათვალისწინებით თავს უფლებას ვაძლევ მის შესახებ ცოტა სასაცილო ტონით ვისაუბრო თორემ უფროს უმცროსობის გრძნობა არ დამიკარგავს.აღიარებული ფაქტია რომ მდევრებით მონადირეები გვარიანად უბერავთ თორემ რით აიხსნება თავსხმა წვიმა როცაა ჩვენ სიხარულს საზღვარი არა აქვს და ანგის ენით რომ ვთქვათ გვიხარია როგორც იქნა გამევიდაო ამინდი.ხუთი წელია საქართველოში კურდღლის ამინდი არ ყოფილაო.ერთ წელიწადს მინდა შევარდნაძის ადგილზე ვიყო ღამის შუქზე მონადირე ბრაკოინერებს დავიჭერდი და ტყვიაწამალს ავკრძალავდიო.ერთხელ ჩემთან მოვიდა და ქვაბით მოსახარშად დადგმულ ძაღლების საჭმელ ხორცზე მეკითხება რათ გინდარო გაიგო რომ ძაღლებს უხარშავდი ძაღლს ხორცი კი არა და ჭადი ნატეხს რო ოუგდებ სახლითავზე უნდა ადიოდესო.ამჟამად თვალს დააკლდა ყურში აპარატი უდგას სახლში მარტო ცხოვრობს;ცოლი არა ჰყავს შვილი არა ჰყავს ჰყავს ორი ესტონური მდევარი და ტყეში უთოფოდ მაინც დადის.

პოსტის ავტორი: mardi Apr 16 2013, 09:16

newsmile027.gif D.gif

პოსტის ავტორი: geo877 Apr 16 2013, 13:44

მოგესალმებით კარგო და ჯიგრიანო ხალხო,მეც გავიხსენებ ერთ შემთხვევას,მოკლედ მწყერის სეზონია შარშან და მე და ჩემი გადარეული ძაღლი რამდენიმე კარგ ადამიანთან ერთად დავყანყალებთ მინდორში,რათქმაუნდა როგორც ძირითადად ხდება მოსაბეზრებელი უმწყერობაა,ხოდა მაგ დროს ჩემ ძაღლს დეპრესია ეწყება,ხდება ფეხებზე მკიდია საერთოდ ტიპი(ისე ხო რასამბობ დალაგებულია)და ემართება განცდა "ერთხელ დაიბადო ძაღლად და ისიც საქართველოში" და მოკლედ რომ ვთქვა უკონტროლო ხდება და შეურაცხადი,ამ დროს წინ შეგვხვდა ხანშიშესული მონადირე,მარტო იყო ძაღლით,მთასავით კაცი იყო და დიდი ვალინკები ეცვა,სახეზე სიამოვნების მასაც არაფერი ეტყობოდა იმდღევანდელი და სიმარტოვისგან ლაპარაკი ეძალებოდა,ხოდა მეტი რა უნდოდა გამოგვიჭირა და ყვება თავის ახალგაზრდობის გმირობებს newsmile05.gif ჩვენც ზრდილობის ამბავში ვუქნევთ თავს და პერიოდულად ხათრის გამო გაოცებებს გამოვხატავდით,მოკლედ გვიყურა ამ ჩემმა "კარგად აღზრდილმა" ძაღლმა გვიყურა,ხან აქედან აუარა ამ უცხო კაცს,ხან იქიდან ჩამოუარა იქნებ გაგვიშვასო და საშველი რომ ვერ ნახა არც შეუხრია წარბი ისე აწია ფეხი და ვალინკი გაუვსო მთელი დღის ნათმენი შარდიიიითთთთ D.gif ამ დროს ყველაზე მაგარი სანახავი იმ კაცის სახე იყოოოო D.gif როგორ ხტუნაობდა სავსე ვალინკით და მერე ჩვენ როგორ ვიკავებდით თავს რომ არ გადავბჟირებულიყავით და ვითომ ძაღლს რომ გაეკიდები რას შვები შე შობელძაღლოს ყვირილიიიითთ D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: kajuberi Apr 16 2013, 13:49

D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: ბაბუ Apr 16 2013, 16:18

giuli
გაიხარე გიული!მაგარია!
small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 16 2013, 16:21

ბაბუ
არც შენ გექნება ნაკლები და

პოსტის ავტორი: ბაბუ Apr 16 2013, 16:25

T A M P L I E R
კი,მეც გავიხსენებ რაღაც რაღაცეებს!

პოსტის ავტორი: ilariona Apr 16 2013, 16:32

სანამ ჩემზე დაუწერიათ ჩემით დავწერ ჯობია.

რუსეთიდან დასასვენებლად ვიყავი ჩამოსული საქართველოში და წამიყვანეს სანადიროთ მწყერზე (მანამდე ერთხელ ვიყავი ბავშვობაში სანადიროთ ნამყოფი ისიც მძღოლად),

ხოდა მათხოვეს თოფი და წავედით მინდვრებში სარონიოთ.

ამოფრინდა მწყერი, ბახ და ჩამოვაგდე, მაგრამ სად ხარ, არ მივარდა ძაღლი და არ ჩაიგდო სასაში ეს შენი მწყერი, ყველაზე ახლოს მე ვიყავი ამ ძაღლთან და რა გზა იყო უნდა წამერთმია ეს მწყერი.

უკნიდან მონადირეები მიყვირიან წაართვი ბიჭო თორე დაგლიჯა მწყერიო და რა ვიცოდი მე როგორ უნდა წამერთმია მწყერი D.gif ბავშვობაში ერთხელ წავუღე პირისკნე ხელი ძაღლს და ისეთი მიკბინა, რომ მაგის მერე მე ძაღლს პირში ხელს აღარ ვუყოფდი D.gif D.gif

ხოდა ჩემის მოფიქრებით გავუშვი ზალპური ცეცხლი ჰაერში და ვუყვირე ძაღლს დააგდე მწყერი მეთქი D.gif D.gif D.gif D.gif

ერთი კი შემომხედა გაკვირვებულმა ძაღლმა რა უნდა ამ შეჩვენებულსო, მაგრამ სიჩქარეში მოფიქრებულმა მეთოდმა იმუშავა და გაკვირვებულმა ძაღლმა დააგდო მწყერი D.gif D.gif D.gif

აი ასე

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 16 2013, 16:35

newsmile090.gif newsmile090.gif

პოსტის ავტორი: mardi Apr 16 2013, 16:38

newsmile011.gif

პოსტის ავტორი: gagrinski Apr 16 2013, 17:07

ხოდა რა ვიცი ვიღაცისთვის სასაცილო, ჩემთვის სატირალი ამბავი.

ის დღე იყო წამოდი სანადიროთო, მგელი მოვკლათო, ტურა და მელაო, თავპატიჟი არ დამიდია გავეშურე მეც ჭიაურის ტყისკენ. პირველ სარეკში რომ გაგვანაწილეს მოვხვდი ღრმად პატივცემული კოლმეურნეობის თავმჯდომარის გვერდზე(რატომ ფეხი არ მომტყდა მაგ დილით) ხოდა რომ დაიწყო სარეკი გავიფიქრე სანამ მაი ნადირი ჩემამდე მოვა პაწა დავასვენბთქვა დაღლილ კუნთძვლოვან სისტემას. ჩამოვჯექი, ხოდაა რომ ჩამოვჯექი მაშინ დაიწყო რაც დაიწყო. ჩამძინებია ეს ოხერი და ტყემალაძის მარეკებმა კიდევ პირდაპირ ჩემსკენ გამოუშვეს ტურა, ის წუპაკი და უსინდისო მომეპარა და ყურში ჩამაკუა რასაც ქვია ისე რომ ტელეკამერისაც არ მორიდებია newsmile015.gif D.gif ამ ყველაფერს ჩემო ბატონებო უყურებს თურმე კოლმეურნეობის თავმჯდომარე და ხითხითებს ჩუმად გულში, მარა მერე ტურამ კიდევ სხვებს დაუპირა თურმე ჰაერის გაფუჭება, აქ კი ისკესა თავმჯდომარემ და მისცხო წუპაკს კუდუსუნში. ერთი 10 წუთიანი ძილის შემდეგ გამეღვიძა და რას ვხედავ, ფეხებთან მკვდარი ტურა მიგდია და ის ვაჟბატონი კიდევ ხითხითებს ბედნიერი. რას ვიზამდი?

თქვენადა გამო-ვ-ყ..დი ესე რომ დავწერო ხო შეიძლება?

ხოდა ეგ დამემართა D.gif

ახლა თქვენ განსაჯეთ სატირალია ეს ყველაფერი თუ სახუმარო. თუ ვინმეს ეს ამბავი სიმართლე არ გგონიათ აგერ აქვს ფოტო და ვიდეომასალა მეგობარს newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif

პოსტის ავტორი: mardi Apr 16 2013, 17:42

D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 16 2013, 18:10

gagrinski
კიდევ კარგი ტურა იყო ეგ და არა ლოსი xexe.gif xexe.gif

პოსტის ავტორი: gagrinski Apr 16 2013, 18:17

ციტატა(nika @ 16th April 2013 - 19:10) *
კიდევ კარგი ტურა იყო ეგ და არა ლოსი xexe.gif xexe.gif


გარყვნილი და თანამდებობისთვის შეუფერებელი ხააარ newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif kiss.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 16 2013, 18:42

gagrinski
ვიცი D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: giuli Apr 16 2013, 18:49

ადრე მონადირეებს ერთადერთი თავშეყრის ადგილი გვქონდა პუშკინის ქუჩაზე მონკავშირის მაღაზიის წინ. იქ ძირითადათ მდევრების მოყვარულები იყრიდნენ თავს და იყო ერთი გარჩევა ჯიშებზე ლეკვის დაგეშვაზე ნადირობის დროს გადახდენილ ამბებზე დასხვა.მათ შორის განსაკუთრებული იუმორით და ორაზროვანი გამონათქვამებით დინჯი და დარბაისელი რაჭველი მინა მაჩაიძე გამოირჩეოდა.ლეკვის აღზრდასთან დაკავშირებუ ლ პოლემიკაში ბატონმა მინამ ორაზროვნად განაცხადა საერთოდ ლეკვი თუ გინდათ კარგი გამოვიდეს დედას არ უნდა დააცილითო ვინც ვერ მიუხვდა ნათქვამს დაეთახმა და ვინც მივხვდით იმათ ეშმაკურად ჩაგვიკრა თვალი.

პოსტის ავტორი: giuli Apr 16 2013, 19:05

ავთო გომელაური წითელწყაროს მონკავშირის თავმჯდომარე იყო.თბლისიდან ჩასულებს ალაზნის პირას საგანგებო პურმალილი გაგვიშალა თვითონვე დაგვიდგა თამადათ და სიცილით დაგვხოცა. ერთი სადღეგრძელო ასეთნაირად შესვა.მოიდა ამ ჭოქით ვინც ლენინაკანში და სპიტაკში მიწისძვრის შედეგად დაიღუპა იმათი ხსოვნა იყოს დავინც გადარჩა იმათი დედაცო.

პოსტის ავტორი: rezident Apr 16 2013, 19:05

ციტატა(giuli @ Apr 16 2013, 09:31) *
რაჭაში სანადიროდ ჩასულებმა დილა ადრიანად იქაურ ცნობილ მონადირეს ტუხია ჩიტალაძეს მივაკითხეთ .ტუხიას ცალი ყურის პრობლემა ჰქონდა და კარგად არ ესმოდა . კაიხანი უშედეგო ყვირილის მერე იქაურმა მონადირემ გივინა მეტრეველმა დინჯად ჩაილაპარაკა თუ ახლა მაგას კაი ყური უდევს ბალიშზე ტყუილა ვირჯებითაო.

newsmile015.gif
აუუ მაგარი იყო და თან ძალიან მტკივნეული თემაა ჩემთვის D.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 16 2013, 19:11

rezident
D.gif D.gif ვიცით ჯანა ვიცით!დო მოვა და აქ დაიწერება მაგ ამბავზე ბევრები D.gif D.gif

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Apr 16 2013, 21:04

ბახ ბახ გავარდა გავხედე ტამპლიერა ახამხამებს თვალებს და ყურებს ერთად, შევხედე და ის ტურიკელა მოიკლაკნება ჩემსკენ ვაცეცხლე მეც ერთი და დაწვაა, წამოწევს თავს და დააგდებს ისევ ტკიოდა ალბათ საცოდავს. მორჩა სარეკი გადმოვიწიე ტურისკენ და იქვე 5 მეტრაში გაგრინსკი ზის როდენის მოაზროვნესავით ჩაურგია მუხლებში თავი და დედასამშობლოზე ფიქრობს თურმე, D.gif მე კიდე მეგონა კაცო ხო არ მივაყოლეთ ტურას ეს ოქრო კაცი თქო D.gif უჯიკე თქვა ტამლიერას უთხარი დაანებე გლახა დროს არ შეწყვიტოს დედასამშობლოზე ფიქრიო თან რაიცი რა გუნებაზე გაიღვიძოს თუ დაგვერია თავისი მსხვილკალიბრიანი პნევმატურით გლახათ იქნება ჩვენი საქმეო, მოკლედ მძინარე მზეტუნახავი კი გვყავდა მაგრამ აი პრინცი ვერვნახეთ ვერაფრის დიდებით სერ ტამპლიერმა კიდე არა მე ვერ ვაკოცებო და ეგრე იყო ეგამბავი რა D.gif D.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 16 2013, 21:09

ბიჯო იმხელა ზალპის მერეც ვერ გაიღვიძა მაგარი გამიკვირდა!მაგრამ თავი კარგად იმართლა და აღარ გამიგრძელებია!აქაც აღარ გავაგრძელოთ თორემ გაიფლუდება თემა

პოსტის ავტორი: ჰერცოგი Apr 16 2013, 21:32

მოკლედ ერთს გავიხსენებ რა რამდენიმე წლის უკან მომაკითხეს ნადირობა გვინდა და სადმე გაგვიყვანეო, მაშინ ჯერ კიდევ ანგლო რონი და კუპრაშვილის ნაიდა ჩემთან იყო და ვგეშავდი იმის იმედით, რომ რამე გამოვიდოდა ასევე ირლანდიური სეტერი ლედი რომელიც ფრინველზე კარგად მუშაობდა ეს მოკლე მიმოხილვა ნადირობის სფეროსი .

ჩავიყვანა მონადირეები და გავუშვი ანგლოები ხრამის ჭალაში ველოდედი მათ სიმფონიის მოსმენას და აი დაიწყო სიმფონია 5 წუთში გაშვებიდან და მეც გული იმ მხარეს მიწევს, მაგრამს ესენი ვერ ხვდებიან რა ხდება აი მაშინ მივხვდი რა ხალხთან მქონდა საქმე და რომ გავიწია მოდი ძმურად სად მიდიხარ არ დავიკარგოთო, რომ მითხრეს აი მაშინ მივხვდი საერთოდ ვინებიც იყნენ და დავანებე ანგლოებს თავი და უსმენდი უბრაალოდ, როგორ დასდევდენ და ირლანდიური სეტერით გავყევი იმ ხალხს სანადიროდ იმ ირლანდიურმა სეტერმა თავისი გააკეთა 3 ქათამი მოვკალი იმ დღეს და სტუმრებმა პირველად ნახეს რა იყო ქათამი, ასევე იმ ანგლოებს ვერ დაავაოკებინე ძებნა და რამდენიმე კრუგის მერე 2 ტურა შემომაკვდა მათი შემოქმედებიდან. აქედან იცი რა ხდება მე იმ ხალხთან ერთად აღარასდროს აღარ წავსულვარ სანადიროდ. იმათ არ იცინა რა არის ნადირობა და ამდაგვარი საქართველოში 40% სავარაუდოდ თოფის სროლა ნადირობა არ არის.

პოსტის ავტორი: gagrinski Apr 16 2013, 21:38

ეეხ, რა გიკვირს შე ოხერო, გრადის ზალპის ქვეშ სადაც დავიძინე ჩვენი ომის დროს იქ თქვენი თოფები რა მოსატანია D.gif უკრაინელმა ჟურნალისტმა რომ მნახა ეგეთ მდგომარეობაში ვერაფერი მოიფიქრა და ბოლოს მითხრა-ბედნაია ვაშა ჟენა, ნადეიუს ვი ვსეგდა ტაკ კრეპკო ნე სპიტეოოო newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif

პრინცს რაც შეეხება ქე დამიგდეთ ფეხებთან ეგ წუპაკი და, გეცლიათ იქნებ ეკოცნა D.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif

ის მაინც აუხსენით თქვე მასხარებო თქვენა newsmile029.gif ამ ხალხს რომ მე რეპორტაჟის გადასაღებად ვიყავი მანდ და არა სანადიროდ, თორემ დაიჯერებენ D.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 16 2013, 21:39

მა ის თოფი რად გინდოდა D.gif D.gif

პოსტის ავტორი: gagrinski Apr 16 2013, 21:42

მართლა ტურას ხომ არ ვაკოცნინებდი აბა თავს, ვუბწკენდი მაინც ჩემი შავი ტკაცუნათი D.gif სამი იმხელა დაცვა მედექით და რას დამაკლებდა ან ტურა ან რუსის ვანია newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Apr 16 2013, 22:05

ჰა ჰაა საღოლ გაგრინსკი მაგრად ვიცინე D.gif D.gif

პოსტის ავტორი: giuli Apr 17 2013, 07:56

ჩემი ორი მეზობელი სართიჭალის შუა გზაზე გადმოვიდნენ როგორც იტყვიან პაპუტნი მანქანიდან და მარჯვნივ მიმავალ გზას დაუყვნენ კაი გვარია ნი მანძილის გავლის მერე წინ დატვირთული სამასვალი შემოხვდათ .ბიჭებმა მოკრძალებით გააჩერეს მაქანა და მძღოლს ჰკითხეს აქ სადმე მწყერს თუ ვნახავთო? თქვენ ეგრე გზაგზა იარეთ მწყერს კი არა და ჩემს/ ვერ გავიმეორებ/იმას ნახავთო იყო პასუხი.

პოსტის ავტორი: giuli Apr 17 2013, 08:08

ცნობილი დანტისტი და მონადირე მამია იმნაძე მოგვიყვა. აღჯიბიდში ვართ ძამა სანადიროდ აზერბაიჯანელი მასპინძლის სახლში მაგრად ვიქეიფეთ გვიან დავწექი და დავიძინეო გამთენიისას ვიღაცამ მომწიწა გავახილე თვალი და ჩვენი ხიტია მუსელიანი შემჩა ხელშიო. რაშია ხიტო საქმე ხო მშვიდობაათქო.მშვიდობა კია მარა აბდლებია გურულები ყველა და აბდალი ხარ შენცო.შენ დაგეგცა სახლკარი მაი მეც კივიცი მაგიზა გამაღვიძე მაგას დილას ვერ მეტყოდიო.?

პოსტის ავტორი: Fishman Apr 17 2013, 12:20

ციტატა(giuli @ Apr 17 2013, 08:56) *
ჩემი ორი მეზობელი სართიჭალის შუა გზაზე გადმოვიდნენ როგორც იტყვიან პაპუტნი მანქანიდან და მარჯვნივ მიმავალ გზას დაუყვნენ კაი გვარია ნი მანძილის გავლის მერე წინ დატვირთული სამასვალი შემოხვდათ .ბიჭებმა მოკრძალებით გააჩერეს მაქანა და მძღოლს ჰკითხეს აქ სადმე მწყერს თუ ვნახავთო? თქვენ ეგრე გზაგზა იარეთ მწყერს კი არა და ჩემს/ ვერ გავიმეორებ/იმას ნახავთო იყო პასუხი.



newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif

პოსტის ავტორი: giuli Apr 23 2013, 06:56

უბანში ერთი ვითომ მონადირე გვყავდა.ცხოვრებაში რომ იტყვიან პრიმის პაჩკის მეტი წაკითხული არაფერი ჰქონდა. ერთხელ ნადირობის შემდეგ გაშლილ სუფრასთან თამადამ ჩვენს ფლორას და ფაუნას გაუმარჯოსო გაკვირვებულმა გადმომხედა და ჩუმათ მკიხა ეგენი ვინ არიანო.თამადის მეზობლებითქო იყო პასუხი.ერთი მაგათი დედაცო მე მაგის მეზობლების სადღეგრძელო რატო უნდა შევსვაო.

პოსტის ავტორი: giuli Apr 23 2013, 07:11

ანგი მხეიძე საწარმოო გაერთიანება ბახტრიონში მუშაობდა სადაც რომ იტყვიან ქალების ცვენა იყო ,მაგრამ მისი მოსაწონი ქალი და ძაღლი ბუნებაში არ არსებოდა და ეგრეც დღემდე დადის ეულად.ერთელ გამოგვიცხადა ერთი გოგუნა მეთამაშება კარგი გოგოა მარა 25 წლისაა და ასაკით არ შემეფერებაო.კითხვაზე აბა რა ხნის ქალი შეგეფერებაო ასთე 26-27წლის მაინცო გვიპასუხა ჩორჯელმა.

პოსტის ავტორი: ზახარა Apr 23 2013, 07:47

ციტატა(giuli @ 23rd April 2013 - 07:56) *
ცხოვრებაში რომ იტყვიან პრიმის პაჩკის მეტი წაკითხული არაფერი ჰქონდა

D.gif D.gif

პოსტის ავტორი: Bone Apr 23 2013, 08:35

D.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: giuli May 10 2013, 11:38

ეს ამბავიც მონადირეებისგან მოვისმინე.კახეთში ტეპლაანთ მიშა თურმე ბირჟაზე ზის და აბოლებს ამ დროს აფეთქებულმა ჩამაიარა ბავშვით ხელში ტეპლას ეუბნება რო მეუბნებოდი ცოლი დროზე მაიყვანე თორე ბიჭს ვერ გააკეთებო ენდე როგორი ბიჭი მყავსო.ტეპლამ ბოლო ნაფასი მოქაჩა გააპურჭყა და ეგეთები პირველი პარტია ჩემ ცოლს გადაუყარეო.

პოსტის ავტორი: ზახარა May 10 2013, 11:41

ციტატა(giuli @ 10th May 2013 - 12:38) *
ეგეთები პირველი პარტია ჩემ ცოლს გადაუყარეო.

D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: giuli May 10 2013, 11:48

საგარეჯოელი ყვებოდა.ბიჭები რეზინის ნავით იორს დაუყევით ერთგან ხის ტოტი ეგდო წყალში ნავით გამოვედეთ ამოვყირავდით და გაყინულ წყალში მოვადინეთ ზღართანიო.დედა უტირე ჭანჭლები ისე ამეკეცა როგორც სამალიოტის ბორბლებიო.

ჯო შენი ორნახადი არაყი ისევ მოგაქო ?მოიდა თავი დამანებე ამასწინად დავლიე თუ არა ენაზე ეგრევე ბაბონი გამიჩინაო.

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY May 10 2013, 11:53

D.gif D.gif D.gif გავიხიე იმდენივიცინე D.gif D.gif
შენ გაიხარე გიულო D.gif

პოსტის ავტორი: kajuberi May 10 2013, 12:02

D.gif D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax May 10 2013, 23:50

ციტატა(giuli @ 10th May 2013 - 12:48) *
ჭანჭლები ისე ამეკეცა როგორც სამალიოტის ბორბლებიო.

D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: achiko-l May 11 2013, 08:48

giuli

ციტატა(giuli @ 10th May 2013 - 12:38) *
ეგეთები პირველი პარტია ჩემ ცოლს გადაუყარეო

D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: Davitus May 11 2013, 09:30

მაგარი ისტორიებია, მაგრა ვხალისობ ხოლმე D.gif

პოსტის ავტორი: არჩილ May 11 2013, 10:12

newsmile035.gif


პოსტის ავტორი: giuli May 11 2013, 18:20

ავთო გომელაური წითელწყაროს მონკავშირის თავმჯდომარე იყო. კაცი უცვლელი თამადა და კახური იუმორის დიდოსტატი.თავისი ერთერთი მეგობარი ასეთნაირად დაახასიათა.ჩემი ძმაკაცი არის ვანო ჯარიაშვილი ჩვენთან ფოსტის გამგედ მუშაობსო.ვანო კი ჰქვიან მაგრამ ზედმეტ სახელად ტრაწაკას ვეძახითო.თეთრი კამეჩი გენახოს და მაგის დახარჯული კაპიკი არაო. მორიელი ჰყავ ჯიბეშიო.არადა მამა ჰყვანდა ჯიბეში ხელის ჩაყოფას კაცი ვერ მოასწრებდაო ეს ვის დაემსგავს არ ვიციო.ამას წინათ ვეძახი ტრაწაკ მოდი აქათქო.მოიდა. ჯო ხო ხედავ ბერდები საცაა შავი ჯიგარი გეტირება მოიკვდებითქო.მოვკვდები და მოვკვდე მა ცას ხო არ გამოვეკერებიო.არ გაგიგია საიქიოში სიცოცხლე არისო.არის და იყოს მერე მე რაო.როგორ თუ იყვეს იქ რო მამაშენი დაგვხვდეს და გკითხოს ზემოთ ბოთლა ღვინო რა ღირსო ვერ უნდა უპაცუხო შე შობელძაღლო შენაო.

პოსტის ავტორი: mardi May 11 2013, 19:25

ციტატა(giuli @ May 11 2013, 19:20) *
ავთო გომელაური წითელწყაროს მონკავშირის თავმჯდომარე იყო. კაცი უცვლელი თამადა და კახური იუმორის დიდოსტატი.თავისი ერთერთი მეგობარი ასეთნაირად დაახასიათა.ჩემი ძმაკაცი არის ვანო ჯარიაშვილი ჩვენთან ფოსტის გამგედ მუშაობსო.ვანო კი ჰქვიან მაგრამ ზედმეტ სახელად ტრაწაკას ვეძახითო.თეთრი კამეჩი გენახოს და მაგის დახარჯული კაპიკი არაო. მორიელი ჰყავ ჯიბეშიო.არადა მამა ჰყვანდა ჯიბეში ხელის ჩაყოფას კაცი ვერ მოასწრებდაო ეს ვის დაემსგავს არ ვიციო.ამას წინათ ვეძახი ტრაწაკ მოდი აქათქო.მოიდა. ჯო ხო ხედავ ბერდები საცაა შავი ჯიგარი გეტირება მოიკვდებითქო.მოვკვდები და მოვკვდე მა ცას ხო არ გამოვეკერებიო.არ გაგიგია საიქიოში სიცოცხლე არისო.არის და იყოს მერე მე რაო.როგორ თუ იყვეს იქ რო მამაშენი დაგვხვდეს და გკითხოს ზემოთ ბოთლა ღვინო რა ღირსო ვერ უნდა უპაცუხო შე შობელძაღლო შენაო.

newsmile027.gif D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax May 11 2013, 19:33

giuli
შენ გაიხარე..... D.gif

პოსტის ავტორი: Maverick May 13 2013, 08:41

QUOTE
იქ რო მამაშენი დაგვხვდეს და გკითხოს ზემოთ ბოთლა ღვინო რა ღირსო ვერ უნდა უპაცუხო შე შობელძაღლო შენაო.

xexe.gif D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: elisa May 13 2013, 15:31

მაგარია.

პოსტის ავტორი: giuli May 13 2013, 16:21

დავითაშვილის ქუჩის ბოლოში ერთი ჩემი ნაცნობი მონადირე ცხოვრობდა.ეს კაცი საყოფაცხოვრებო გაერთიანების სიტემაში მუშაობდა .ერთერთ საგანგებო სუფრაზე გაერთიანების დირექტორი და თანამშრომლები დაუპატიჟნია და შემთხვევით ამ სუფრაზე დაგვიანებით მეც მოვხვდი.მასპინძელმა მაგიდის წევრებს ჩემი თავი წარუდგინა და თან დააყოლა ნადირობის ტრფიალიაო.რა თქმა უნდა სტოსი დირექტორს მიჰყავდა და თამადაც ის იყო.ამის პასუხად განაცხადა მონადირები კარგი ხალხია მაგრამ ტყუილები უყვართო და მოყვა ცხოვრებაში ერთადერთხელ რა მოინადირა.ჩემსა ბიძაშვილებს გომარეთში გავყევი სანადიროდო გავედით ყანაში მაგრამ ისეთი სროლა ატყდა მე ვთქვი აქ ვიღაცა მომკლავსო და გეზი მანქანისკენ ავიღეო.ყანის ბოლოში გავიხედე მწყრების გუნდი მოფრინავდა ორივე ლულა დავახალე და ექვსი ცალი მწყერი ჩამოვიკიდეო.დღის ბოლოს ჩემი ბიძაშვილები დაბრუნდენ და ორორი ცალი ძლივს მოეკლათ მე კი ხელდამშვენებული ექვსი მწყერით დავხვდიო.მასპინძელმა გადმომხედა და თვალი ჩამიკრა რაც იმას ნინავდა რომ პროტესტი არ უნდა გამომეცხადებინა. აი ასეთი მატყუარები ვართ ჩვენ მონადირეები.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 13 2013, 16:32

newsmile05.gif D.gif

პოსტის ავტორი: Bone May 13 2013, 18:11

newsmile090.gif

პოსტის ავტორი: mardi May 13 2013, 19:02

D.gif

პოსტის ავტორი: Fishman May 13 2013, 20:30

newsmile090.gif მაგარი იყო! newsmile090.gif newsmile090.gif

პოსტის ავტორი: ზახარა May 13 2013, 20:38

xoshian.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: giuli May 16 2013, 16:45

რაჭაში ერთი ცნობილი მონადირე ახალბედებთან ერთად წავიდა სანადიროდ . საღამოს კარგა გვარიანად იქეიფეს და მეტყევის სახლში დასარჩენად გაემზადნენ.ძილის წინ ვიღაცამ თურმე შეირცხვინა თავი და ჰაერი მოწამლა.ღალაკომ სტაცა თოფს ხელი და რომელმა ქენით თქვით თორემ დაგხოცეთ სუყველაო.შიშით თურმე ვინ გაამხელდა.მოკლედ კარგა ხნის ყვირილის მერე ნესტორიჩმა თურმე ჩაილაპარაკა ხო არ მეუბნებით სულ ერთია სამ დღეში მაინც გავიგებო.ერთს ვინც ცოტა ახლოს იყო თურმე შეუბედავს ნესტორიჩ ახლა ვერ გაიგე და სამი დღის მერე როგორ გაიგებო?როგორ და მოკვდება ეგ შობელძაღლი მძორი აქვს ნაჭამი და დამპალი ექნება კუჭნაწლავიო.

პოსტის ავტორი: kupra May 17 2013, 09:37

newsmile027.gif D.gif D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: baroni May 17 2013, 18:33

D.gif D.gif D.gif D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: giuli May 18 2013, 19:20

ერთხელ ავთო გომელაურს თურმე ტრაწაკა ესტუმრა.თავიდან მოკითხვის მიზნით ერთმანეთის კეთილებში გაიგულავეს მერე თურმე ტრაწაკა ეუბნება გახსოვს მე რომ ქალაქიდან კურცხარის ლეკვა ჩამოვიყვანე და ვიღაცამ რომ მამპარაო მერეო მერე გავიგე ის ძაღლი ეხლა არბოშიკში ჰყოლიათ და მაგარი პროფესორი დამდგარაო.მერეო? მერე მონკავშირის თავმჯდომარე ხარ გამამყეცი და დამაბრუნებიეო.ჯო შენ რატო ისე მოგდის როგორც ინდოეთის კინოებში ნაბიჭვრებსა კარგავენ და პროკურორებს პოულობენო

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY May 18 2013, 19:40

აუუფ რამდენი ვიცინე ბიჯოო D.gif გაგახარებს ღმერთი

პოსტის ავტორი: არჩილ May 18 2013, 21:45

newsmile027.gif

პოსტის ავტორი: giuli May 23 2013, 06:11

ჩვენი ფორუმის აქტიური წევრის კუპრას მამა აწგანსვენებული რამაზი იგივე/ძელენძო/საბჭოთა კავშირის და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი იყო კლასიკურ ჭიდაობაში. ჩემპიონი იყო კაცობაში და ნადირობაშიც.მასთან ერთად ბევრი ლამაზი წუთები მაქვს გატარებული ჩრდილოეთ კავკასიასა და საქართველოში.წარმოშობით ქუთაისელი იყო და მოგეხსენებათ ქუთაისლების დამოკიდებულება რუსული ენის ცოდნასთან.ჰოდა ძელე ჩავიდა მოსკოვში და ძმაკაცებმა მაგარი რუსის ქალი გააცნეს.რამაზიო გაუწოდა ძელემ ხელი ქალმა პასუხად ვიკა ვიქტორიაო.ცოტა ხნის მერე ძელემ შესთავაზა ბიქტორ პაიდიმ ნა რესტორანო.რესტორნის მერე ამოიყვანა ნომერში და უნდა უთხრას დაწექიო. სადისო. ბიქტორაც დაჯდა.ნიეტ სლუში დლინნა სადისო ძლივს მიახვედრა ძელემ.ამ ამბავს ბიჭებში რო მოვყვებოდი მეუბნებოდა გიულია ბიჭო რა გინდა შენ აღმასკომში შენ უნდა მუშაობდე ცირკშიო.

პოსტის ავტორი: Maverick May 23 2013, 14:50

ციტატა
დლინნა სადისო

newsmile015.gif newsmile015.gif D.gif D.gif D.gif D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: mardi May 23 2013, 14:59

D.gif D.gif D.gif D.gif D.gif D.gif D.gif D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: არჩილ Sep 27 2013, 08:43

newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif

პოსტის ავტორი: giuli Sep 27 2013, 09:15

ერთ წელიწადს ჩემს მშობლიურ რაჭაში ჩავედი რა თქმა უნდა ჩემი სანაქებო რუსული მდევრები დედაშვილი თარეშა და თამაშაც ჩავიყვანე.მეორე დღესვე დილა ადრიანად ჩემი ჭკუის კაცს ნოდარიკა ლუხუტაშვილს ზედმეტსახელად ვოლოხს მივაკითხე და გეზი სოფელ პატარა ონისკენ ავიღეთ.მოკლედ დილიდან გაშვებულმა ძაღლებმა მათშორის ნოდარის სამმა ფაჩარამ გადაქექეს იქაურობა მაგრამ უშედეგოდ.ბოლოს ნოდარიკა ნიშნის მოგებით დამცინავად მეკითხება სულ ეგ არის შენი სანაქებო რუსული მდევრები მარტო ნაკრძალებში რომ ნახულობენ კურდღელსო?მე უთხარი ამ ტერიტორიაზე კურდღელი არ არის თორემ არ არსებობს ჩემებს რომ არ ენახათთქო.პასუხად პლაშის ჯიბიდან ორი მუჭა კურდღლის ცურცა ამოიღო აპა ეს სადან არი შე ჩემაალა სამალიოტიდან ხო არ გადმოყარესო?

პოსტის ავტორი: giuli Sep 27 2013, 09:28

ნოდარიკას უთხრეს სევიჩამ თბილისიდან ძაღლი ჩამოიყვანა რიყის ქვას გადაუგდებს მიდის და ზუსტად იმ ქვას პოულობს და მოაქვსო.ე ბიჭო მამა მყავს ფრონტზე დაკარგული და ეგება მაპოვნინისო.

პოსტის ავტორი: achiko-l Sep 27 2013, 09:29

D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: ჯეკო Sep 27 2013, 10:13

D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: rachveli11 Oct 1 2013, 20:22

გაიხარე გიული ბიძია newsmile027.gif newsmile027.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Oct 2 2013, 00:22

აუ..ეს თემა თუ გვქონდა არ ვიცოდი. ეხლა აღმოვაჩინე და ვარ ჩემთვის ბედნიერი. D.gif
მართლა ბევრი ვიცინე ბატონო გიული. მაგარი ისტორიებია. newsmile027.gif

პოსტის ავტორი: giuli Oct 2 2013, 11:37

მიკიჩა იგივე ოთარ მიქაბერიძე მაშინდელი ლენინის რაიონის მთავარი ექიმი იყო.გოგი თუშურაშვილი კი სობესის გიმგე.გოგი ოსტეოხონდროზის თუ რადიკულიტის გამო წელ მოთრეული დაიარებოდა.გოგიმ მიკიჩას თურმე ანაცუაბანაცუა ლექსი დაუწრა ვითომ ოთარი და თავის ძაღლი მინდორში ერთმანეთს ეძებენო.პასუხად მიკიჩამ მისწერა ''აღმასკომის პოეტი ხარ დაგიწერია ეტრატი შენ ჩემ ძაღლს როგორ დასცინი მონგრეული გაქ ეგ ტრაკიო''.მიკიჩამ თავისი კურცხაარი საველე გამოცდაზე გამოიყვანა გაშვებისთანავე ძაღლი ცოტაზე გაიქცა მერე შემობრუნდა და პატრონს მიაჩერდა .კითხვაზე რასა შვებაო მიკიჩამ უპაცუხა რა ვიცი ალბათ ჩემ მწყერებს თუ უყურებსო.შულავერში მწყერზე ნადირობისას 82-წლის ვასო კაციტაძე და მისი შვილი ბორიკუნა შეგვხვდნენ.უკვე სადილის დროც იყო და იქვე ჩრდილში მონადირული სუფრაც გაიშალა.მიკიჩამ არყის ბოთლი გააძრო და ყველას ჩამოგვისხა მოხუცმა ჭიქას ხელი დააფარა მე არ მესმება და ნუ დამისხამო.რატომ ტრიპერი ხო არ აიკიდეო ჰ კითხა მიკიჩამ.ერთერთი ნადირობის დროს მიკიჩამ თურმე შეამჩნია რომ ახლად გაცნობილ მონადირეს რამოდენიმე კბილი აკლდა და შესთავაზა რაიონში 5 სტომატოლოგიური პოლიკლინიკა მაქვს მოდი ჩემთან და სრულიდ უსასყიდლოდ ჩაგისვამთო.ამ შეთანხმების მერე გაიშალა სუფრა მიკიჩა რა თქმა უნდა თამადაა და შეამჩნია რომ ტიპი არ სვამს.ჩააცივდა დალიეო იმან ვერ დავლევო არ იქნება კი იქნება და ბოლოს მიკიჩამ დალიე თორე კბილებს კი არ ჩემ ...ს ჩაგისვამო.

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Oct 4 2013, 00:15

ჩემი ძმის ძმაკაცებს დაემართათ კომუნიზმის მიწურულს. ერთი გაშრიალება კიდევ მოასწრეს სოჭში თუ იალტაში..ზუსტად აღარ მახსოვს. წავიდნენ ქალებზე სანადიროდ რათქმაუნდა. ჩავიდნენ ..მიდგნენ..მოდგნენ.. კაი 2 გოგო დააფიქსირეს და მიაჭრეს. დაუწყეს "შებმა". ჯერ სახელი კითხეს..იმათმაც უპასუხეს რაღაც. ამ "წარმატებით" აღტყინებულმა ერთერთმა ქართულად გადაულაპარაკა ცალყბათ მეორეს..
-აუ ნახე რა არჩვივით გოგოა..ეგ ჩემია..
-არჩვივით კი არა ჯეირანივით შეჩემა...
ამაზე ორივეს ჩაეცინათ...რაც არ მოეწონათ გოგოებს. რას გვეკაიფებით..დაახვიეთ აქედანო. ერთერთმა სიტუაციის გამოსწორება ცადა. არაფერი..უბრალოდ ჩემი ძმაკაცი ამბობს..
-ტი კრასივა კაკ გორნი ბარან...
newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: zaza7761 Oct 5 2013, 08:38

მოგეხსენებათ გლახა ძაღლი და მისი პატრონი როგორი შაყირის ობიექტი ხდება ნადირობის დროს და ასევე ქუთაისელების მოსწრებული იუმორი. მოკლედ გავიშალეთ მინდორში. მიდის ჩემი მეგობარი დათო და მიყვება ძაღლი უკან არც მწყერის მოძებნა ადარდებს დიდად. გადადგა დათომ ნაბიჯი და აფრინდა მწყერი ესროლა ააცილა კიდევ გადააბიჯა კიდევ აფრინდა მწყერი. უცებ ჩვენი ქუთაისელი სტუმრის რეპლიკა გვესმის. ასწავლე ბიჯო დათიე მაგ ძაღლს თოფის სროლა შენ უკეტესად აკეთებ ნაბულსო.)))

პოსტის ავტორი: gelka72 Oct 5 2013, 12:31

უცებ ჩვენი ქუთაისელი სტუმრის რეპლიკა გვესმის. ასწავლე ბიჯო დათიე მაგ ძაღლს თოფის სროლა შენ უკეტესად აკეთებ ნაბულსო.))) D.gif ვიხალისე მაგრათ

პოსტის ავტორი: არჩილ Oct 8 2013, 07:15

newsmile01.gif newsmile01.gif

პოსტის ავტორი: giuli Oct 8 2013, 07:48

საზამთროების დახლთან მდგომ ავთო გომელაურს დეზერტირების ბაზართან თურმე ნაცნობი შეხვდა.ლევანიჩ ე ყარფუზები შენიაო შეეკითხა ნაცნობი.კიო იცრუა ავთომ.მოიდა ეხლა ფული არა მაქ ორ ცალს ავიღებ და მერე გაგისწორდებიო.კიო დათანხმდა ავთო.ტიპი მივიდა არჩეულ საზამთროებს ხან ხელი უტყაპყნა ხან ყურთან მიიდო და მოუჭირა ბოლოს ორი ცალი ამოიჩარა იღლიაში წასვლას აპირებდა რომ უკნიდან გამყიდველი დააცხრა და საზამთროები დაატოვებინა.გაწბილებული და შერცხვენილი ისევ ავთოსთან მივიდა და უსაყვედურა ე რა დღეში ჩამაგდეო.ლევანიჩმა ჯო ერთი 30 წელი ხო მიცნობ და მაგდენი არ იცი მე შნურუკიან ტუფლებს არა ვყიდულობ რო დახრა შაკვრა მეზარება მაშ მე საზამთროს მამყვანი კაცი ვარო? ავთომ სიმამრთან პირველად პური რომ ვჭამე ნასვამმა იქვე მიყუდებული ჯოხი ავიღე სახლისკენ გაუდექი გზასო.დილა ადრიანად სიმამრი დამადგაო თავზე და ის ჯოხი რა უყავო?ორღობეში ძაღლების მოსაგერიოებლად წამოვიღე და ხმა რო არ გამცეს მოვიქნიე და გადავაგდეო.ერთი 5ჯერ გაიმეორა აფსუს როგოთი კარგი გამამშრალი ჯოხი იყოო.მე მაგის პატრონი დედაო სანამ ჩემ სახლამდე მოვიდოდა სამი ტყე გამაიარა ვერ მოჭრა და ვერ წაიღო სად მოდიოდა იმ დილა ადრიანათო.ის დღე იყო და ის დღე მე სიმამრისას პური აღარ მიჭამიაო.

პოსტის ავტორი: giuli Oct 8 2013, 17:31

ჩემ თანასოფლელს ემელია ცხვედიანს ციგნის ქალი შეხვდა.ერთი სიგარეტი მომაწევიე და სულ გეტყვი მომავალში რა გელის და რა ბედი გეწევაო.შე ჩემაალა მაგდენი თუ იცი რატო ის არ იცი სიგარეტს რო არ ვეწევიო.

პოსტის ავტორი: giuli Oct 8 2013, 17:50

ცნობილმა კინოლოგმა გივი ცეცხლაძემ მოყვა ჩოხატაურში მონადირე ძაღლების გამოფენაზე ინგლისური სეტერების რინგს ვმსაჯობდი და რინგი თითქმის დაყენებული მყავდა როცა დაგვიანებით ვიღაც გურულმა მონადირემ თავისი სეტერი შემოიყვანაო.შევხედე უკეთესს რას დაინახავდა კაცი ისეთი კარგი იყოო და ეგრევე რინგის თავშიო დავაყენეო.რამოდენიმე წრე გავაკეთებინე გაუსინჯე კბილები და მტერმა ნახა ისეთი ბულდოჟინა ჰქონდაო.მეტი რა გზა იყო ეგრევე რინგის ბოლოში გადავიყვანეო.მიმართვაზე ვის რა შეკითხვა გაგთქო. პატრონმა შემოირტყა დოინჯი და ნიშნის მოგებით მკითხა რეიზა დააყენე ჩემი ძაღთლი თავში და რეიზა გადმეიყვანე ბოლოშიო? მე ვეცადე ამეხსნა და უთხარი კარგი ძაღლია მარა კბილები არ უვარგა თქო.რა გითხრა ძამა იცი შენ?კბილები არც ნონას უვარგოდა გაფრინდაშვილს მარა მსოფლიო ჩემპიონი იყო ქალიო.

პოსტის ავტორი: giuli Oct 8 2013, 20:19

წიწილამ იგივე ჯემალა ვეშაპიძემ თავისი სუფთა შავი ფერის პოინტერი ''კარგო''მოსკოვში საკავშირო გამოფენაზე წამოიყვანა.მახსოვს საკმაოდ გამომწვევი კეკლუცი რუსი ქალბატონი წიწილას გადაუდგა და ჰკითხა'' იზვინიწე ვაშა საბაკა ლეგავაიაო'? კაკოი ლეგავი ნი ვიდიშ ჩისტოკროვნი პოინტერო''უპასუხა გაცხარწბულმა წიწილამ.

პოსტის ავტორი: longi Oct 8 2013, 20:49

D.gif D.gif D.gif

ციტატა(giuli @ 8th October 2013 - 18:50) *
ბილები არც ნონას უვარგოდა გაფრინდაშვილს მარა მსოფლიო ჩემპიონი იყო ქალიო.


პოსტის ავტორი: rachveli11 Oct 9 2013, 21:12

newsmile027.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: giuli Oct 10 2013, 06:39

ერთხელ სადახლოში ნადირობისას ძაღლები კურდღელს დასდევდნენ ანგიამ იყვირა პატარა მელაა დავინახე ცალი ყური არა აქვს და არ დავინახო ვინმემ თოფი ესროლოთ სანამე არ გეტყვითო.ვინ გაბედავდა წინააღმდეგობის გაწვას.ნება როცა დაგვრთო ჩავიდა ავთო ომიაძე და მოკლა.რა თქმა უნდა ორივე ყური ჰქონდა მაგრამ საშაყიროდ ერთი მოვაჭერით.ე ხო გეუბნებოდითო იყვირა ანგიამ მაგრამ ყურის ადგილზე სისხლი რომ შეამჩნია მიხვდა და ვითომ გაბრაზებული გამოგვენთო.

პოსტის ავტორი: kupra Oct 10 2013, 22:07

D.gif D.gif

პოსტის ავტორი: მარდი Oct 10 2013, 22:28

D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: giuli Oct 11 2013, 15:52

კარლო ბაკურაძე წარსულში ერთი ნადირობაზე თავგადადებული კარგი მონადირე და იუმორის პატრონი იყო.შიგადადაშიგ ჩარტყმაც კარგა გვარიანად უყვარდა ხოლმე.სტუმრათ მისულმა სიდედრმა დედამისი საყვედურებით აავსო შენი შვილი ლოთობამ იქამდე მიიყვანა რომ ამასწინად თოფი მესროლა და რაღაც ბედათ ამაცილა თორემ მოკვლას მიპირებდაო.არა ბეჩა ელიკო მოსაკლავად ქვე რავა გაგიმეტებდაო.აბა დააფარე ხელი შენ შვილს ისე როგორც გჩვევიაო.რა ვიცი ჩემი კარლოუკა გაფრენილ კაკაბსა ჰკლავს და ქვე რაღა შენ აგაცილა იმ ხელებ გასახმობმაო.

პოსტის ავტორი: ახალციხელი Oct 11 2013, 16:49

D.gif D.gif სიდედრის სახე იქნებოდა მაგ დროს მაგარი სანახავი

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Oct 11 2013, 20:36

giuli
small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

ისე როგორ იქნება ბატონო გიული ერთხელ სანადიროდ ერთად ვერ მოვხვდეთ. დიდი სიამოვნებით შემოგიერთდებით თუ საშუალება იქნება

პოსტის ავტორი: kupra Oct 11 2013, 20:43

გიული ბიძია ისეც მაგარი ისტორიაა ნევროზი რო დამართა მამაჩემის მიკვანილმა მამალმა მერაბოს მამალს ურტყა და ურტყა თავშიო D.gif D.gif

პოსტის ავტორი: giuli Oct 13 2013, 06:20

დიღმის ბაზრობაზე ასეთ დიალოგს შევესწარი.ქალი რაღაც გაურკვეველი ჯიშის ლეკვს ყიდდა.კლიენტი ეკითხება რა ჯიშიაო პოინტერიო.არა მე კურცხაარი მინდოდაო მერე რა პრობლეემა მოაჭერი კუდი და კურცხაარი იქნებაო.

პოსტის ავტორი: giuli Oct 21 2013, 17:04

წალკაში ნადირობისას დემურია ვაჩეიშვილმა ჯერ ერთი მათარა წყალი მოიყუდა და დაცალა მერე მეორე,მესამეც რო მოიყუდა გივი ცეცხლაძე შეეკითხა რას შობი დემურია რამდენ წყალს სუამ შაქარი ხო არ გაქო.არაო უპასუხა დემურიამ.ძამა ექიმთან უნდა მისვლა და გასინჯვა თვარა ჯიბეში კი არ გექნება მაი შაქარიო.

პოსტის ავტორი: dato 85 Oct 21 2013, 19:51

კარგად ვიცინიე

ერთხელ, მე პატარა ბიჭი ვიყავი კლუბში ახალი მისული ვარ.
ბატონმა გიულიმ ისტორია მოყვა ვინმე ჭავჭანიძეზე (რომელიც თურმე კლუბის უფროსი ყოფილა შალიკო ციხისთავამდე)...
ერთი საათი ვხარხარებდით

D.gif

ერთხელ ადრე, შალიკომ მოყვა კლუბში.

თურმე დათო ცხვედიანი და შალიკო სანადიროდ ყოფილან და იქ ვინემ მათ ძველ ნაცნობს შეხვედრიან.
ჰოდა იმ ნაცობს სახლში მიუპატიჟებია და პლანი შეუთავაზებია შალიკოსთვის მოვქაჩოთო.
შალიკოს შეუხედავს და უტქვია; თუ ძამხარ ერთი ტრაკი არ მიმიცია ცხოვრებაში და მეორე ეგ არ მომიწევიაო D.gif

პოსტის ავტორი: sakheli Oct 21 2013, 20:47

ციტატა(zaza7761 @ Oct 5 2013, 09:38) *
მოგეხსენებათ გლახა ძაღლი და მისი პატრონი როგორი შაყირის ობიექტი ხდება ნადირობის დროს და ასევე ქუთაისელების მოსწრებული იუმორი. მოკლედ გავიშალეთ მინდორში. მიდის ჩემი მეგობარი დათო და მიყვება ძაღლი უკან არც მწყერის მოძებნა ადარდებს დიდად. გადადგა დათომ ნაბიჯი და აფრინდა მწყერი ესროლა ააცილა კიდევ გადააბიჯა კიდევ აფრინდა მწყერი. უცებ ჩვენი ქუთაისელი სტუმრის რეპლიკა გვესმის. ასწავლე ბიჯო დათიე მაგ ძაღლს თოფის სროლა შენ უკეტესად აკეთებ ნაბულსო.)))


newsmile05.gif))))))))) მაგარი იყო :DDDD

პოსტის ავტორი: sakheli Oct 21 2013, 20:59

ციტატა(giuli @ May 23 2013, 07:11) *
ჩვენი ფორუმის აქტიური წევრის კუპრას მამა აწგანსვენებული რამაზი იგივე/ძელენძო/საბჭოთა კავშირის და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი იყო კლასიკურ ჭიდაობაში. ჩემპიონი იყო კაცობაში და ნადირობაშიც.მასთან ერთად ბევრი ლამაზი წუთები მაქვს გატარებული ჩრდილოეთ კავკასიასა და საქართველოში.წარმოშობით ქუთაისელი იყო და მოგეხსენებათ ქუთაისლების დამოკიდებულება რუსული ენის ცოდნასთან.ჰოდა ძელე ჩავიდა მოსკოვში და ძმაკაცებმა მაგარი რუსის ქალი გააცნეს.რამაზიო გაუწოდა ძელემ ხელი ქალმა პასუხად ვიკა ვიქტორიაო.ცოტა ხნის მერე ძელემ შესთავაზა ბიქტორ პაიდიმ ნა რესტორანო.რესტორნის მერე ამოიყვანა ნომერში და უნდა უთხრას დაწექიო. სადისო. ბიქტორაც დაჯდა.ნიეტ სლუში დლინნა სადისო ძლივს მიახვედრა ძელემ.ამ ამბავს ბიჭებში რო მოვყვებოდი მეუბნებოდა გიულია ბიჭო რა გინდა შენ აღმასკომში შენ უნდა მუშაობდე ცირკშიო.

ძელე ჩავიდა მოსკოვში და ძმაკაცებმა მაგარი რუსის ქალი გააცნეს.რამაზიო გაუწოდა ძელემ ხელი ქალმა პასუხად ვიკა ვიქტორიაო.ცოტა ხნის მერე ძელემ შესთავაზა ბიქტორ პაიდიმ ნა რესტორანო.რესტორნის მერე ამოიყვანა ნომერში და უნდა უთხრას დაწექიო. სადისო. ბიქტორაც დაჯდა.ნიეტ სლუში დლინნა სადისო ძლივს მიახვედრა ძელემ

D.gif

პოსტის ავტორი: giuli Oct 25 2013, 19:05

ერთი ჩვენი მეგობარი კახეთში ღვინის ქარხანაში მუშაობდა.შაბათს ჩამოდიოდა ნადირობდა და კვირას უკან ბრუნდებოდა.იმ დროისათვის მეორე გოგო შეეძინა და მთელი ჩვენი სასტავი ოჯახში დაგვპატიჟა./ცნობილმა ვეტექიმმა კაკო ჭავჭანიძემ რომელიც იმ დროისათვის მონკავშირში მუშაობდა სახელი გაითქვა ძაღლების ხელით მანიპულაციის გზით შეჯვარებით იმ შემთხვევაში თუ ძუს ან ხვადს დართვის პრობლემა ჰქონდა./ჰოდა დემიკო კუჭუხიძემ იმ ჩვენი მეგობრის ცოლს რჩევა მისცა ხო ხედავ შენი ქმარი ჩამოდის და ეგრევე ტყეში გარბის შენთვის არ სცალია და ამიტომ ბიჭი არ გამოგდითო აწი ადექი და შენ თვითონ ჩააკითხე კახეთშიო.ჩავაკითხე დემიკო ბიძია და მაინც არაფერი გამოვიდაო.ჰოო მაშინ კაკო ჭავჭანიძის ჩარევა ყოფილა საჭიროო დაასკვნა დემიკომ.

პოსტის ავტორი: giuli Oct 25 2013, 19:24

კუჭუხიძის 90 წლის სიდედრს გრიჟა ჩაეჭედა და ჩვენ მეგობარ მონადირეს ცნობილ ქირურგს შოთიკო ბუგიანიშვილს ოპერაციის გაკეთება სთხოვა.შოთიკო უარზე იყო ნარკოზს მაგ ასაკის ქალი ვერ გადაიტანსო.მიუხედავად ამისა დემიკომ ქალი მაინც კვდება და მერე რო არა თქვან სიძემ ყუყრადღება არ მიქციაო უნდა გაუკეთოო.მოკლედ იმავე საღამოს გაკეთდა ოპერაცია და ქალბატონი მეორე დღეს სამწუხაროდ გარდაიცვალა.დაკრძალვის დღეს მე და დემიკო ერთად ვიდექით რო მობლურით შოთიკომ დაურეკა და პატიება სთხოვა მორიგე ვარ და დაკძალვას ვერ ვესწრებიო.დემიკომ უპასუხა შოთიკიო შენ ისეთი პატივი მეცი რომ მარტო მაგას კი არა დღეის ამას იქით რაც გინდა დააშავო ყველაფერი წინასწარ მიპატიებიაო.

პოსტის ავტორი: giuli Oct 25 2013, 19:33

ერთელ კლუბში ვართ მეძაღლეების სხადნიაკზე და განაცხადეს ვიღაცას მაგარი კურცხაარის ლეკვები ჰყავსო.ცეცხლაძემ ე ბიჭო შალიკო კურცხაარი რო გინდოდა მაგ ბუდობიდან აიყვანეო.წელს არადა გაისად ნაღდად ავიყვანო იყო პასუხი.გაისათ შენ თვითონ იქნები ასაყვანიო გააფრთხილა ცეხლაძემ.

პოსტის ავტორი: giuli Oct 25 2013, 19:42

რაღაც არ აქტიურობთ მარტო მე მაყბედებთ თუ არ მოგწონთ გავჩერდები წუთშესვენებას ავიღებ.მაგრამ მე მგონი იმ წასული მონადირეების გახსენებაც არის რომლებიც სამწუხაროდ ჩვენს გვერდით აღარ არიან და რომლებიც უნდა გვახსოვდეს.

პოსტის ავტორი: ალთაზარ Oct 25 2013, 20:08

giuli
კარგია კაცო კარგია მე მაგალითად სიამოვნებით ვკითხულობ და ვირტუალურად (გისმენთ ) კიდეც newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: longi Oct 25 2013, 20:48

giuli
რას ლაპარაკობთ პირიქით ძალიან მიხარია ხოლმე ეს თემა რომ წამოიწევა ვიცი , რომ უთუოდ, რაღაც კარგი უნდა მოგვითხღოთ წარსულიდან და დიდი სიამოვნებით ვკითხულობ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Bone Oct 25 2013, 21:17

ოღონდაც თქვენი იუმორი არ მოაკლოთ აქაურობას და.....

მე კაცი არ მეგულება, არ სიმოვნებდეს ეს იუმორისტული წერილები, გთხოვთ კიდევ მოგვიყევით ეს სახალისო დარეალური ისტორიები

newsmile05.gif

პოსტის ავტორი: მარდი Oct 25 2013, 23:11

giuli
პირიქით შეეცადეთ უფრო მეტი სახალისო ამბავი გაგვანდოთ. newsmile05.gif ყოველთვის სიამოვნებით და სიხარულით ველი თქვენს ნაამბობს.

პოსტის ავტორი: giuli Oct 26 2013, 13:35

ავთო გომელაური როგორც ზევით მოგახსენეთ იყო მაშინდელი წითელწყაროს მონკავშირის თავმჯდომარე თბილისიდან ჩასული მონადირეების მასპინძელი და უცვლელი თამადა.ჰოდა ავთოსთვის ვიღაცას თიკანი ანუ კახურად ციკანი უჩუქებია.ბორტავოი უაზი ჰყავდა და იმით დაჰქონდა ხარჯი ,მაგიდა სკამები და ქეიფისთვის საჭირო ატრიბუტიკა.ერთი ოთხი ნადირობა ისე აეწყო რომ ციკანი არ დააკვლევინეს ისედაც ამდენ პურმარილს ვინ შეჭამსო.და ავთოსაც მიჰყავდა და მოჰყავდა .ჩვენ რომ ჩავედით მოსალმება დამთავრებული არ ჰქონდა რომ ციკანს ეგრევე თავი გააგდებინა.ჩვენც იგივე საყვედური უთხარით რათ გინდოდა ამდენი პურმარილით კაცი ქორწილს გადაიხდისო.მოიდა თავი დამანებეთ იმდენი ხანია დავატარებ რომ კაკბებს კუზაოდან სტოიკის კეთება დაუწყოო.

პოსტის ავტორი: giuli Oct 26 2013, 13:49

ავთო მოგვიყვა ომი ახალი დამთავრებული იყო ჩემმა მეზობლის ქალმა მარჩენალი ვირი დაკარგაო.იმ დროს არბოშიკში ერთი მკითხავი ცხოვრობდა და მთელი კახეთი იმასთან დადიოდა ზოგს ქმარი ჰყავდა დაკარგული ზოგს,შვილი და ზოგსაც შეყვარებულიო.ჰოდა ამ ჩემ მეზობელს ერთი ტომარა ფქვილი მოუკიდებია და ამ მკითხავს მიადგაო.შესვლისთანავე მკითხავმა თქვენ დაკარგულზე ხართ მოსულიო.ჰო შენი კვნესა მე დაკარგულზე ვართო.ჰოდა თქვენი და კარგული ეხლა ბერლინშიაო.უი მამიკვდეს თავი ორი დღის წინათ სოფლის ბოლოში უნახავთ ეგ სამგლე ეგა და ორ დღეში ბერლინში როგორ ჩავიდაო.

პოსტის ავტორი: kajuberi Oct 26 2013, 14:01

D.gif D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: ალთაზარ Oct 26 2013, 18:18

xexe.gif xexe.gif

პოსტის ავტორი: თაზო Oct 26 2013, 18:25

ციტატა(giuli @ 26th October 2013 - 14:35) *
მოიდა თავი დამანებეთ იმდენი ხანია დავატარებ რომ კაკბებს კუზაოდან სტოიკის კეთება დაუწყოო.

ჩავბჟირდიიი newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: rachveli11 Oct 26 2013, 19:24

newsmile027.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: Davitus Oct 26 2013, 23:19

ამ თემაში რომ შემოვდივარ უკვე ღიმილი მაკერია პირზე D.gif

პოსტის ავტორი: თაზო Oct 28 2013, 19:51

ბოლნისში მოხდა ეს ამბავი, ჩემ ძმაკაცს შეემთხვა, სხვათაშორის კარგი მონადირეა. მოკლედ ვიკას (ვიქტორი ჰქვია და ვიკას ვეძახით ახლობლები) ბიძაშვილი დაეღუპა. არადა თვითონ ჰქონდა ოფისი, სადაც სურათების გადაღება, გადიდება, ქეროქსი და ა.შ შეიძლებოდა. ხოდა გაადიდა თავისი ბიძაშვილის სურათი და თავის ძმას გაატანა ქვის ხელოსანთან, რომელსაც ქვაზე უნდა დაეხატა. ეს ხელოსანი ყრუ-მუნჯია და ვიკამ იფიქრა შეიძლება ჩემმა ძმამ რამე ვერ გააგებინოსო, ხოდა სურათზე მიაწერა: თუ რამე დაგჭირდა ჩააკითხე ვიკას-ო. დრო გავიდა, ეს ხელოსანი აღარ გამოჩნდა და ვიკასაც დაავიწყდა ეს ყველაფერი! გავიდა ორმოცი დღე და სანათესაო როგორც წესია სასაფლაოზე ავიდა! იქ დახვდათ ისეთი რაღაც, ვიკამ ინფარქტი თუ არ დამემართებოდა არ მეგონაო! ესეიგი ზემოთ საწყალი სოსოს სურათი (ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული) ქვემოთ დაბადების და გარდაცვალების თარიღები, ცოტა ქვემოთ წარწერა: "თუ რამე დაგჭირდა ჩააკითხე ვიკას". იქ რა ამბავი დატრიალდებოდა ამისი წარმოდგენა თქვენთვის მომინდია!!! newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif

პოსტის ავტორი: giuli Oct 29 2013, 08:14

ყაბარდო ბალყარეთში ღორები დავხოცეთ და ფაქტის დასამტკიცებლად მამუკა იაშვილმა საგანგებოდ წამოღებული ფოტოაპარატით გვიღო და გვიღო სურათები.თბილისში ჩამოვიდა და თავის ნაცნობ ფოტოგრაფს ლოვიკას დაუტოვა ფოტოაპარატი თანაც გააფრთხილა მაგარი კადრები გადავიღე და არ გამიფუჭოო.ლოვიკმა მაგას სთქვა მამუკა ორშაბათს მოდი და სურათები მზად იქნებაო.რო ორშაბათს მივიდა ლოვიკმა ეუბნება ტო მამუკ რო სურათები იღებ ფოტოაპარატში პლიონკა უნდა ჩადოო.

პოსტის ავტორი: kupra Oct 29 2013, 13:42

D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Oct 30 2013, 00:25

თაზო
ეგრეა რა, თუ რამე გვჭირდება ხოლმე, საგურამოელ ოლეგას ვაკითხავთ ჩვენც... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: giuli Nov 2 2013, 07:25

ანგი მხეიძის ლექსიკონიდანაა-აბა თუ მიხვდებით რას ნიშნავს?ჟმოტი ძაღლია, ჯიმაყიანი,ლაბავოი და ჭყუპარტი თავი აქვს,კარგი ძაღლია მარა კენტი კვალი არ იცის, ზაფხულში სცხელა ზამტთარში სცივაო.

პოსტის ავტორი: giuli Nov 2 2013, 07:35

ანგი რო იტყვიან პირველ ჩვენებას აწვებოდა ყოველთვის ბოლომდე და გადარწმუნება შეუძლებელი იყო. სჯეროდა რომ ''ბრაკი მანქანა შემხვდა დაკვირებული ვარ ოთხ კაცს რავარც ჩავადჯენ დვორნიკების პრედახრანიწელი იწვებაო''....? როგორია?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Nov 2 2013, 09:29

newsmile090.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Nov 2 2013, 16:24

ციტატა(giuli @ Oct 25 2013, 20:05) *
ე.ჰოო მაშინ კაკო ჭავჭანიძის ჩარევა ყოფილა საჭიროო დაასკვნა დემიკომ.


D.gif D.gif D.gif მაგარი იყო

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Nov 2 2013, 16:46

გუშინ მომიყვნენ ნადირობისას და მაგარი ვიხალისე:

ერთი პატარა ბიჭი შეუჩდა ახალგაზრდა მონადირეებს (სხვათა შორის ერთერთი აქაცაა დარეგისტრირებული) წამიყვანეთ სანადიროდ არაფერი მომიკლავს არასდროსო. არა და ეს ბიჭი ერთერთის უფროსის შვილი ყოფილა და უარიც ვერ უთხრეს.
მოკლედ შესვეს პიკაპის საბარგულში, მისცეს თოფი და უთხრეს ჩვენ მივანათებთ და შენ ესროლეო. შეუბერეს დარბიან, ბრაკონიერობენ. შიგნით სმა წავიდა თან შიგადაშიგ პლანსაც უქიშინებენ. მოკლედ ერთერთმა მეათედ დალია ოჩოპინტრეს სადღეგრძელოო. სულ ოჩოპინტრე ეკერა პირზეო. კარგად შეთვრნენ და დაბოლდნენ, ჰოდა ერთ დიდ ტყლაპოში რაზგონით შევარდნენ, თან იამკაც ყოფილა და მაგარი ჩაურტყავთ. ეს საწყალი ბიჭი პიკაპის ბორტიდან გადმოვარდნილა და ლაფში თავიდან ბოლომდე ჩარჭობილა.
ამათ არაფერი გაუგიათ და ისევ უბერავენ აქეთ იქით. ეს საწყალი ბავშვი ფარებზე დასდევს რომ არ დაიკარგოს.
კარგა ხნის სირბილის შემდეგ სადღაც გზა გადაუჭრია და გზაზე გადაუხტა თურმე, თან ხელებს უქნევს. ამათმა დაინახეს თურმე და მთვრალ დაბოლილებმა ...... ვა ბოი შვილი ვიყო ოჩოპინტრე მართლა გაგვეჩითაო დაუყვირიათ შეშინებულებს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: giuli Nov 3 2013, 16:42

ჩემი მეგობრის მამა იაშე ვაჩეიშვილი გურიის ერთერთ სოფელში პროვიზორად მუშაობდა.მეზობლის ქალს საქონელი გაურეკავს ტყეში ამ დროს წვიმას მოუსწრია და რომ იტყვიან სულ მთლად გალუმპულა.სახლში მოსულს ტანზე კი გამოუცვლია მარა საცვლის გამოცვლა ეტყობა დაეზარა და პლიტას გადაფარჩხვია ჟურნალის კითხვაში ჩასძინებია.ჩაძინებულს თურმე პლიტამ გამოსწვა შიგთავსი და ქმარს ატირებული დაჰხვედრია მიშველე რამე ჩადი იაშესთან და რამე მალამო გამოართვიო.მიაკითხა თურმე იაშეს მეძობელმა და აუხსნა თავისი გაჭირვება.იაშეს უთქვამს არაფერი მალამოო არაა საჭირო მაი უმათაა გადასარევი და შემწვარი უკეთესი იქნებაო.

პოსტის ავტორი: rachveli11 Nov 3 2013, 21:42

newsmile027.gif small3d018.gif გაიხარე ბატონო გიული small3d018.gif ისე ბატონო გიული ჩორჯელების და ხიდის ამბავი ნაღდია მემგონი.

პოსტის ავტორი: giuli Nov 5 2013, 07:14

ხიდის ამბავი მოგონილი უნდა იყოს მე ნაღდს მოგიყვებით.ჩორჯოში ერთი ორ მეტრიანი მელიციონი ჯუმბერიკა თავშავაძე ცხოვრობდა.მოგეხსენებათ რაჭაში დიდთოვლობისას სახურავის გადმოთოვლა იციან.ჰოდა ეს ჯუმბერიკა ავიდა სახლითავზე თან ნიჩაბი და სტრახოვკისთვის მსხვილი თოკი აიტანა.თოკის ერთი ბოლო თვითონ შემოიკრა წელზე ხოლო მეორე ბუხარს გამოაბა და ასე დანდობილად შეუდგა საქმეს.უცებ ფეხი აუცდა და მეორე სართულიდან ძირს მოადინა ზღართანი.თოკი კი იმხელა ზაპასი დარჩა რომ ერთი 5-წუთი კიდევ აგრძელებდა ვარდნას.

პოსტის ავტორი: longi Nov 5 2013, 11:43

giuli
D.gif D.gif D.gif მაგრად დაუბია თავი

პოსტის ავტორი: giuli Nov 5 2013, 16:51

ჭალიმგელა ეგ იოლი საქმეა მთავარი მონდომებაა.დღესდღეობით ჩემზე მოცლილი რომ იტყვიან თხილამური არაა ზაფხულში.

პოსტის ავტორი: giuli Nov 8 2013, 18:38



სოფ. ჯანდარაში ვიღაც აზერი უშვილობის წამალს ამზადებდა.იმ დროისათვის გარდაბნის რაიკომის მდივნად კაცური კაცი ხუტა მამალაძე მუშაობდა.ხოდა ერთ მშვენიერ დღეს ხუტას გურიიდან თანასოფლელები ესტუმრენ და წამლის შოვნაში დახმარება სთხოვეს. თან აუხსნეს ბაღანამ ცოლი მეიყვანა ხუთი წელია ბავშვი ვერ გააკეთენო და თუ გვიშველის აი წამალი გვიშველისო.ხუტასთვის ძნელი არ იყო ერთი გადარეკა და კაბინეტში მოართვეს ნანატრი წამალი.ბოლოს სტუმრები რესტორანში წაიყვანა და მაგარად აპურმარილა.გამომშვიდობებისაs გურულებმა დიდი მადლობა და ბიჭი თუ გაჩნდა ხუტას დავარქმევთო.ხუტამ ძამა თლა მაგ წამლის იმედად ნუ დარჩებით პაწა ყ..ი წაახმარეთ თვარა არაფერი გამოვაო.

პოსტის ავტორი: achiko-81 Nov 9 2013, 16:39

newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif

პოსტის ავტორი: kupra Nov 9 2013, 19:35

D.gif D.gif


პოსტის ავტორი: Hubert Nov 10 2013, 11:31

D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: M A U G L I Nov 12 2013, 12:37

მოგეხსენებათ "მონადირეების" რაღაც ნაწილი მითების შეთხზვითა და ზღაპრების გამოგონებითაა გატაცებული. თერჯოლაში არის ერთი ასეთი, ხოდა ჩამოგვიჯდა და გვიყვება. რავაა ახლა თქვენი საქმე, მასე 5 მწყერი ამარა რო მოდიხართ და თავს მსროლელებს უძახითო. მეთქი რავიცი აბა ასეათქო, ხან სულ ცარიელი მოვდივარ გულგახეთქხილითქო. –ეეე, აბა ახლა მამისმინე აგერ რა გითხრა. ამ ნაახალწლებს წევედი ზევითკენ დათიკოს ტბა რომაა, ხო იცი. ხოდა შემოჯდა იქვე ხურმაზე ბოლოშავი, ქე ვესროლე ძამია და ჩამოვარდა ბარტყაბურტყითი ძირე ყველა. ხოდა გადავხსენი ახლა თოფი, ამევიღე ეს ნასროლი გილზი, და უსროლს შევხედე რაცხა არ მამწონს. ხოდა დევეცალიჩე და ქე არ გაჭედილა ბიჭოოო ! მოკლედ ვერაფლის დიდებით ვერ ამევიღე, მე იქანა რაცხა წვეტიანი ჯოხი იყო, და დოუწყე იმით ჩხუკუნი ლულიდან იქნება გამოვაგდოთქო. ამ დროს მესმის რაცხა ხმა, ევიხედე ზეით და რას ვხედავ, ბატების გუნდი არ მოფრინააავს. გადავკეტე იმ წამსვე თოფი და დოუშვი პირდაპირ გუნდის ცენტრში. ხოდა ქე არ წამევიდა 3 ბატი ძირეე, მივედი რას ვხედავ, თურმე ეს წვეტიანი ჯოხი ქე არ დამრჩენია თოფშიიი, ხოდა რო მისვრია, ეს სამივე ბატი წამოგებულა ზედე, ხოდა გადმევიდევი ბეჭზე ამ ჯოხზე გაკიდული ბატები და ქე დევერეკე სახლისკენ newsmile05.gif)) ხოდა ამას ისე დამაჯერებლად ყვება ერთი კაიფი ისაა ლაივში უყუროთ ამ ყველაფერს, მე ალბათ ვერ გადმოვცემ ისე. რო წავიდა იმდენი ვიცინეთ მერე გასროლილ ჯოხზე(რაც შეუძლებელია ალბათ დამეთანხმებით) რო ლამის ჩავბჟირდით. კიდე ასეთი ისტორიები აქვს უამრავი, რო ჩავდივარ სოფლად, სპეციალურად გავდივარ ბირჟაზე რო დავიჭირო და მოვაყოლო ხოლმე ასეთი ოფები newsmile05.gif))

პოსტის ავტორი: ალთაზარ Nov 12 2013, 12:51

newsmile090.gif newsmile090.gif

პოსტის ავტორი: misha59 Nov 12 2013, 18:23

M A U G L I
small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: Hubert Nov 12 2013, 19:10

M A U G L I

D.gif D.gif D.gif საღოლ ძმაო თერჯოლელი მიუნჰაუზენი გიპოვია D.gif

პოსტის ავტორი: giuli Nov 13 2013, 17:35

ამ გაზაფხულზე რამაზი მესტუმრა ბულაჩაურში.დილით ძაღლები გავატარეთ რა თქმა უნდა უთოფოთ.ცოტა ხანში იქაური ვითომ გონჩატნიკი შემოგვხვდა და ეგრევე მამალმამალი ტყუილები დაგვაყარა.არ დამიჯერებთ მარა შემიძლია ტყეში შევიდე ცხვირი მოვატარო და 300 მეტრის რადიუსში თუ სადმე კურდღელი წევს უძაღლოდ ვიპოვნოო.რამაზიმ რას ამბობ ჯო შენ თუ ეხლა ცოტა ხმაც გივარგა ამ ძაღლს არ მ......ნ დედის ტრ...ო.

პოსტის ავტორი: kupra Nov 13 2013, 17:50

D.gif D.gif D.gif D.gif D.gif

კაი იყო

პოსტის ავტორი: მარდი Nov 13 2013, 18:45

newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: გურია Nov 2 2014, 13:02

ეს თემა ახლა ვნახე და მაგრად ვიხალისე,იმედია მეც ბევრი მექნება მოსაყოლი ასაკში რო შევალ. დიდი ფანტაზიის მქონე ,,მონადირეებზე" იყო სსაუბარი და ერთ ამბავს მეც მოვყვები,რომელსაც ჩემი სოფლის მეზობელ სოფელში მცხოვრები კაცი მოგვიყვა,თან ყოველ მოყოლაზე რაღაცებს ცვლის ,თუმცა შინაარსის ცოტათი შეცვლა არაფერია ამბის ძირითად შინაარსთან შედარებით. მოკლედ სოფელ ფამფალეთში ცხოვრრებს ეს კაცი და ,როგორც მოყვა მთელი სოფელი დაუპურებია ერთ ზაფხულს.ჩვენთან ამ ფრინველს ირაოს ეძახიან,ხოოდა თურმე ამ კაცს რო დაუნახია ირაოების ძაან დიდი გუნდი,გამოუბამს ადრე დაჩერილი ირაოსთვის დინამიტი,მოუკიდებია ცეცხლი და გაუშვია,ხოდა ეს კამიკაძეც პირდაპირ გუნდისკენ გაფრენილა და წვიმასავით წამოსულა ირაოები .

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Nov 2 2014, 13:59

გურია
მაგას გურული თუ იტყოდა D.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)