თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ საუბრები ნადირობაზე _ იხვის მანოკი !!!

პოსტის ავტორი: იკო1981 Jan 22 2010, 15:39

პოსტის ავტორი: ლევანა90 Jan 22 2010, 17:25

იკო1981
დღეს გვიანია და ხვალ აუცილებლად მოვა newsmile035.gif ისე კარგი ვიდეოებია მასეტი ხმა რო გავიგო იხვის დაუნახავთ კამიშებს დავცხებ newsmile035.gif

პოსტის ავტორი: Davitus Jan 22 2010, 18:28

ლოლ, მესამე ვიდეოში 1:30 წუთზე, ნახეთ, მანოკზე ჩაბერვის დროს როგორ აპარებს თვალებს ზემოთ, ხომ არ მოფრინდაო იხვი newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: gurika Feb 24 2010, 07:44

ვაა რა ზალიან მაგარი მანოკისტია არა? ეგ გვინა ერთი და საქართველოში დასავს ბანდას იხ-ბატბისას newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Apr 17 2010, 20:03

რამდენადაც მე ვიცი შინაური იხვი კარგი სატყუარაა გარეულ იხვზე სანადიროდ, ამიტომ გადავწყვიტე ვიყიდო და გავზარდო და რას მირჩევთ თქვენი აზრი მაინტერესებს. გამოდგება? wtfg.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Apr 17 2010, 21:14

ლეკი
არ გამოდგება !
ჯერ ერთი უნდა იყოს გადარჩეული , დედალი, რომელსაც აქვს ძლიერი ხმა .

პოსტის ავტორი: ჯეკო Apr 17 2010, 21:31

Bonehill გეთანხმები დააა თანაც შიანური არა გარეულებს იჭერენ სპეციალურად და ზდიან დააა ხმების მიხედვით მოწმდება რაა მე მაგათი ენა არვიცი დაა ვერვერკვევი მაგრამ ის კვიიცი რომ ეგრე მარტივი არაა newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ij18e Jun 12 2010, 00:08

სუპერ მანოკი თვითონ ცოცხალი იხვია

პოსტის ავტორი: ლეკი Jun 12 2010, 00:24

ვააა... მა რაღათ გვინდა მანოკები იხვები დავზარდოთ ყველამ და ეგაა... newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ნოსო Jun 12 2010, 08:08

კარგია მართლა, მაგრამ ძნელია, პატარა ჭუკობიდან უნდა გაზარდო და მერე გაწრთვნა.

პოსტის ავტორი: hunter87 Jul 18 2010, 10:36

მემგონი გაუწვრთნელი შინაური იხვი ცუდი არაა, აქა იქ იმედია სინდისი შეაწუხებს და ხმას ამოიღებს, თან არც კრასკა ასძვრება, არც დაიჩუტება და და სრულიად ბუნებრივად გამოიყურება, ერთი ეგაა შეიძლება ვიღაც იდიოტს შემოაკვდეს newsmile090.gif

პოსტის ავტორი: feroni Nov 2 2010, 22:59

http://pix.ge/
აი ესენი ჩამომივიდა წინა კვირას, ძალიან მაგარი რამეებია, განსაკუთრებით მარცხენა, ეგრეთწოდებულ "ელექტრომანოკს" ბევრად ჯობია, თანაც იხვზე ელექტრომანოკი იმდენად არ ამართლებს როგორც მწყერზე.

პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა Nov 2 2010, 23:03

feroni
საიდან ჩამოვიდა?

გილოცავ

პოსტის ავტორი: ჯეკო Nov 2 2010, 23:03

feroni რა დაგიჯდა ეგ მანოკები?

პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა Nov 2 2010, 23:05

85$ კაი გემრელი ფასი აქვს ისე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: feroni Nov 2 2010, 23:10

კი მაგრამ ნამდვილად გირს, ხმას რო გაიგებ მიხვდები რო ყოველ ცენტს იმსახურებს newsmile035.gif

http://pix.ge/
აი ამათაც არაუშავს, ჯერ 12 ცალი მაქვს, კიდევ 12 რო დავამატებ მერე შეიძლება შედეგიან ნადირობაზე ლაპარაკი

პოსტის ავტორი: BEK_M Nov 2 2010, 23:24

ციტატა(feroni @ 2nd November 2010 - 23:59) *
"ელექტრომანოკს" ბევრად ჯობია, თანაც იხვზე ელექტრომანოკი იმდენად არ ამართლებს როგორც მწყერზე

იხვზე ელმანოკით გინადირია?

პოსტის ავტორი: kusa Nov 2 2010, 23:27

feroni მარჯვენა საყვირს ორი პირპიტა აქვს რაც ხმას გამოცემს თუ ერთი, უკეთესი ხმა რომელს აქვს ხოარ იცი შემთხვევით

პოსტის ავტორი: feroni Nov 2 2010, 23:33

მარჯვენას ორი აქვს, მარცხენას ერთი, ორიანზე უფრო ადვილი სასწავლია მაგრამ იმდენად უნივერსალური არ არის როგორც ერთიანი

არა იხვზე ელ მანოკით არ მინადირია და არც გირჩევთ, ჩასაბერი ბევრად ეფექტურია, საქმე იმაშია რო როგორც ადამიანებს იხვებსაც თავიანთი ენა აქვთ, არის 4 ძირითადი კომუნიკაცია ესე რომ ვთქვათ
1 შორიდად დაძახება
2 მისალმების ხმები
3 დაბრუნების ხმები
4 კვების ხმები
ამ ხმების გამოყენება ხდება კონკრეტულ მომენტებში რასაც ელმანოკით ვერ შეზლებ

პოსტის ავტორი: kusa Nov 2 2010, 23:35

ჩემსას ორი აქვს პირპიტა და იედალურად ვერ გამოცემს ხმას, ისე სასწავლად იადვილი კი იყო

პოსტის ავტორი: feroni Nov 2 2010, 23:40

ხო კიდევ არის bouncing hens, უზახიან და თუ არ ვცდები qajun hen (დარწმუნებული არა ვარ სწორად დავწერე ინგლისურად) მოკლედ პირველი ესე რო ვთქვად აგზნებული და მოთამაშე დედალი იხვის ხმაა არის, მეორე კიდევ გამძღარი იხვის, აი ქე რომ ჩიჩაყვი აქვს ამოვსებული და ბოლომდე ვერ ასრულებს კვატუნს და წაკივლებას გავს უფრო ვიდრე კრიაკვას.

ორივე კარგად მუშაობს უბრალოდ ხმარება უნდა იცოდე, მანოკში არ უნდა ჩაბერო პირდაპირი მნიშვნელობით, ჰაერი დიაფრაგმიდან უნდა მოდიოდეს და ენით წნევა უნდა შექმნა, ჩემი ორივე კარგ ხმას გამოსცემს უბრალოდ ორიანი შეზღუდულია ტონებში და ასევე ხმადაბლა ვერ უკრავს ესე რო ვთქვათ

პოსტის ავტორი: MAQSIMUSA2 Nov 3 2010, 20:44

გამარჯობათ ვარ ამ ფორუმის ახალი წევრი და თქვენი დახმარება მინდა თუ შეიძლება, მაინტერესებს იხვის მანოკები როგორ გამოვიწერო ან რომელი საიტიდან ხდება გამოწერა? კერძოდ ,,mallard duck'' кряква утка, იხვზე სანადიროდ.

წინასწარ დიდი მადლობა.

პოსტის ავტორი: ჩიქო Nov 3 2010, 21:02

კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენთან, newsmile05.gif ეგ ყველაფერიი აქ ნახეე http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=1525 დაა თუ კიდეე ვერ გაიგეეე მაგ თემაში შეეკითხე ბიჭებს newsmile045.gif

პოსტის ავტორი: kusa Nov 4 2010, 00:34

ციტატა(feroni @ Nov 3 2010, 00:33) *
მარჯვენას ორი აქვს, მარცხენას ერთი, ორიანზე უფრო ადვილი სასწავლია მაგრამ იმდენად უნივერსალური არ არის როგორც ერთიანი

არა იხვზე ელ მანოკით არ მინადირია და არც გირჩევთ, ჩასაბერი ბევრად ეფექტურია, საქმე იმაშია რო როგორც ადამიანებს იხვებსაც თავიანთი ენა აქვთ, არის 4 ძირითადი კომუნიკაცია ესე რომ ვთქვათ
1 შორიდად დაძახება
2 მისალმების ხმები
3 დაბრუნების ხმები
4 კვების ხმები
ამ ხმების გამოყენება ხდება კონკრეტულ მომენტებში რასაც ელმანოკით ვერ შეზლებ

გეტყობა იხვზე ნადირობის გამოცდილება გაქვს და იქნებ ორი სიტყით აგწერო რომელი საყვირი ჯობია და როგორ და სად ვისწავლოთ იხვის ხმის იმიტირება. თუარ დაგავალებ

პოსტის ავტორი: feroni Nov 4 2010, 01:39

დიდი სიამოვნებით
საყვირები ძირითადად ორი ტიპის არის ერთ ენიანი და ორ ენიანი,საყვირი შედგება ორი ნაწილისაგან ეგრეთწოდებული inserti-საგან და barreli-საგან, ინსერთი არის ნაწილი რომელზეც დამონტაჟებულია ენა და ბარელი არის ნაწილი რომელშიც უბერავთ. ბარელს იმდენად დიდი მინიშვნელობა არააქვს როგორც ინსერთს, რადგან ხმას გამოსცემს ინსერთი და არა ბარესლი, რათქმაუნდა ბარელიც მნიშვნელოვანია ჰაერის კონტროლის თვალსაზრისით, რაც უფრო დიდია მეტ ჩაბერვასაც მოითხოვს მაგრამ ხმაც ხვანაირი გამოდის, მოკლედ დიდ და პატარა ბარელებს თავიანთი დანიშნულება აქვთ, რომელზეც მერე მოგიყვებით, რაც შეეხება ინსერთებს ძირითადად ორი ტიპის არის ეგრეთწოდებული არკანზასის სტილის და ლუიზიანის სტილის. ეს განსხვავებები გამოიხატება როგორც ინსერტის დაბოლოების მოყვანილობით ასევე ენის ფორმითაც, მოკლედ ეს საუბარიც შორს წაგვიყვანს ასე რომ გადავიდეთ საქმეზე. როგორც უკვე ზემოთ ავღნიშნე ერთ ენიან საყვირზე გაცილებით რთულია ხმის იმიტირება ვიდრე ორიანზე, როგორც წესი პროფესიონალი მონადირეები იყენებენ ერთ ენიან საყვირებს, რადგან ეს უკანასკნელი შეიძლება ითქვას უნივერსალურია, რა იგულისხმება უნივერსალურობაში?
1 შეუძლიათ ნებისმიერ ტონალობაში ხმის გამოცემა
2 ერთენიანი საყვირს შეუძლია იყოს როგორც ხმამაღალი(მნიშვნელოვანია ღია დიდ წყალსაცავებზე ნადირობისას) ასევე ძალიან ხმადაბალი(რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტყეში ნადირობისას)
3. ერთენიანი საყვირით შეგიძლია რამოდენიმე იხვის იმიტაცია მოახდინო ერთდროულად
4 ხმის ხარისხიც გაცილებით უკეთესია
5. ერთენიანი საყვირები თითქმის არასდროს არ იჭედება(ცივ ამინდში ნერწყვის გამო ორიანები ხშირად ეწებება ერთმანეთს და ხმას ვეგარ გამოსცემ ან თუ გამოსცემს ძალიან უხეშს)
6 და ბოლოს ერთიანის მოვლა(მომსახურება) გაცილებით ადვილია. ყოველი ნადირობის მერე უბრალოდ უნდა გახსნათ და გააშროთ

რაც შეეხება ხმის გამოცემას
პირველი რაც უნდა ვიცოდეთ ის არის რომ საყვირში არ შეიძლება პრიდაპირი მნიშვნელობით ჩაბერცა, ანუ ჩაბერცის დროს ლოყები არ უნდა გებერებოდეს რაც ნიშნავ იმას რომ ჰაერი უნდა ამოდიოდეს დიაფრაგმიდან. მაგალითად ზამთარში ფანჯარის გაორთქვლა ყველა გვიცდია მემგონი. ზუსტად ეგეთი პრინციპი მოქმედებს. კიდევ კარგი მაგალითია მარცვალი ჰა! მემგონი მიხვდით რაზეც ვსაუბრობ
მეორე და ერთერთი უმთავრესი არის ენის პზიციონირება პირის ღრუში, წარმოიდგინეთ ეზოს მოწყვის დროს ან მანქანის გარეცხვის დროს რეზინის მილს ეგრეთწოდებულ "შლანგს" ვაფარებთ თითს რათა შევქმნათ წნევა, რომ წყალი რაც შეიძლება შორს გაისროლოს, იგივე პრინციპი მოქმედებს აქაც, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პირის ღრუს მოყვანილობა ანუ რამდენად მაღალი სასა აქვს ადამიანს.
მოკლედ ვაკეთებთ შემდეგ რამეს, ენის წვერი უნდა მივაბჯინოთ ქვედა კბილების უკანა მხარს და ენის შუა ნაწილი წავწიოთ წინ, ამ შემთხვევაში ენა აიწევს სასიკენ და ჰაერს დარჩება ნაკლები ადგილი გამოსასვლელად, რა დროსაც იქმნება წნევა, ასევე მნისვნელოვანია ამოსუნთქვის დროს მუშაობდეს მუცლის კუნთები რომელიც აწვება დიაფრაგმას აადვილებს ამოსუნთქვას. ასე რომ შეიძლება ითქვას ორ საქმეს ერთად ვაკეთებთ ვაბითურებთ იხვებს და ვიყენებთ მუცლის პრესს newsmile035.gif
ასევე გავრცელებულია აზრი რომ საყვირში ჩაბერვის დროს უნდა თქვა რაიმე სიტყვა რაც გაგიადვილებს ხმის იმიტირებას, ასეთი სიტყვებია quit, whit, quid და ასე შემდეგ, ამ სიტყვების გამოთქმის ტექნიკას თუ დავაკვირდებით შევამჩნევთ რომ სითყვის დაბოლოების დროს ჩვენი ენის შუა ნაწილი ედება სასას რაც არის ზალიან მნიშვნელობანი მომენტი ხმის იმიტაციის დროს, ყოველი"კვაკი" ვიტ-ვიტი მოკლედ იხვის ხმა უნდა სრულდებოდეს მკვეთრად ანუ დიაფრაგმიდან გამოდევნილი ჰაერი მკვეთრად უნდა შეწყდეს, სხვა შემთხვევაში გამოცემული ხმა დაემსგავსება ყროყინს რაც ყვავების მეტს არაფერს მოიზიდავს.
და ყველაზე მთავარი მომენტი სანამ კარგად არ ისწავლით ერთჯერად კვაკის გამოცემას ნუ დაიწყებთ კომბინაციების კეთებას.
თვალსაჩინოებისთვის შეგიძლიათ ნახოტ აი ეს
http://www.youtube.com/watch?v=Suu9M9g9xok&feature=related

რაც შეეხება თვითონ საყვირებს და მათ ბრენდებს,
მე ჩემთვის ვიყიდე echo XLT, რაც ნიშნავ Extra Loud Timbers,
ასევე კაგი საყვირები აქვს Rich-in-tones შემოკლებით RNT
ასევე HOBO calls
მოკლედ ბევრი კარგი ფირმაა
თქვენ უბრალოდ უნდა გადაწყვიტოთ როგორი საყვირი გინდათ, იმის გარდა რომ საყვირები ერთ ენიანი და ორ ენიანებია ასევე არის
შეჯიბრებების საყვირები რომლებიც ძალიან ხმამაღალ ხმას გამოსცემენ, ასევე გაშლილი ღია წყალსაცავების საყვირები ესენიც თავის მხრივ ძალია ხმამახლები არიან
არსებობს ტყის და პატარა ტბების საყვირები, მოკლედ ბევრნაირია, მე ჩემი ავირჩიე იმიტომ რომ თითქმის ისეთივე ხმამაღალია როგროც ღია წყალსაცავის საყვირი და ამავდროულად რბლი და დაბალი ხმების გამოცემაც შეუძლია, მოკლედ უნივერსალურია რა
ხო კიდევ ერთი რავ უნდა იცოდეთ დღესდღეობით საყვირებს აკეთებენ აკრილიკისგან არ ვიცი კართულად რა ქვია მაგ მასალას, და ასევე ხისგან, აკრილიკი უვფრო ძვირი ღირს ვიდერე ხის მაგრამ ხის საყვირს უფრო რელისტური ხმაა აქვს ვიდრე აკრილიკს, მოკლედ მე კი მინდოდა აკრილიკის ყიდვა მაგრამ 150 დოლარს ნამდვილად ვერ გავქაჩავდი. რაც შეეხება ხისას, თუ გადაწყვიტავთ ყიდვას შეეცადეთ რომ იყოს cocobola-ს ხისგან დამზადებული, ყველაზე კარგი საყვირები ამ ხისგან კეთდება

ასევე ნახეთ აქ სასარგებლო ინფოა მემგონი
http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=1530&hl=

პოსტის ავტორი: kusa Nov 7 2010, 20:35

ციტატა(feroni @ Nov 4 2010, 02:39) *

ეს საყვირი როგორია ორი ფირფიტა აქვს GARDNER-ის ფირმისაა
http://pix.ge/

პოსტის ავტორი: feroni Nov 8 2010, 01:19

ესე ზეპირად აბა როგორ გითხრა, მოდელი თუ არ მითხარი, ორ ფირფიტიანი თუ არის უფრო საშუალო ხმოვანების იქნება, ანუ დიდ წყალზე სანადირო არ იქნება, სპიტ ტეჩ 2 ხო არ აწერია? სახელი ექნება ყველა ვარიანტში და დაწერე რა ქვია

პოსტის ავტორი: MAQSIMUSA2 Nov 8 2010, 20:19

ixvi.gif ფერონ;

კაბელასზე ლინკი იქნებ მომცე რომელია ერთ ენინანი საყვირი როგორიც შენ გაქ, ვიზუალურად რომ ვნახო ყიდვა მინდა მეც.

ეგ საყვირი აუცილებლად უნდა იყოს ,,კრიაკვა''-ს ჯიშის იხვზე სანადიროთ, (ინგ. მალარდ დუკ.)

პოსტის ავტორი: feroni Nov 8 2010, 23:33

ეს არის რაც მე მაქცს, თუ აკრილიკს იყიდი უფრო ძვირი დაგიჯდება, ნუ იქვე შეგიძლია შეარჩიო select model რო წერია, ისე საერთოდ თუ პირველად ყიდულობ გირჩევნია ორ ენიანი შეიძინო უფრო ადვილად ისწავლი და იაფიც დაგიჯდება
http://www.cabelas.com/checkout/add_items_common_product.cmd

პოსტის ავტორი: გოგიტა Oct 31 2013, 11:55

feroni ბატონო აბა მა საყვირს როგორ შეაფასებ, კარგი რეპორტებია აქვს და შენი აზრიც მაინტერებს. სამენიანია

http://www.amazon.com/gp/product/B005E8JQKI/ref=ox_sc_act_title_1?ie=UTF8&psc=1&smid=A1A5KGI4P5YM9U

პოსტის ავტორი: feroni Oct 31 2013, 12:29

გოგიტა
ნუ "იხვების მბრძანებლები" ზოგადად ცუდს არ გამოუშვებენ, მაგრამ ჩემი აზრით ეს უფრო დაბალ ტონალობაში სამუშაო საყვირია, მაგალითად ტყის თავზე, რომ იხვი ტრიალებს იმას გააგონებ კი ბატონო, მაგრამ ღია წყალსატევებზე მაგით მუშაობა გაგიჭირდება. სასწავლად რათქმაუნდა ადვილია რადგან სამი ენა აქვს. ასეთი საყვირები (ორი, სამ ენიანები) როგორც წესი "შეცდომას" უფრო პატიობენ. კიდევ ერთი რითაც აღფრთოვანებული არა ვარ ეს არის ამ საყვირის "ხრიწიანი" ხმა, ანუ სუფთა ხმას არ გამოსცემს რაც ისევ და ისევ დიდ დისტანციებზე მუშაობას გააძნელებს (ერთ ენიანით ამ ხრიწიან ხმას თავისუფლად გააკეთებ როცა დაგჭირდება).
საერთო ჯამში დამწყებისთვის არა უშავს, ისე ჩემი აზრით ჯობია ისევ ერთ ენიანი იყიდო ცოტა იწვალო, ერთხელ და სამუდამოდ დაამუღამო სწორი ძახილი.
ერთ ენიანზე თუ ისწავლე ჩათვალე ნებისმიერით შეძლებ დაძახებას, სამწუხაროდ პირიქით არ მუშაობს ეს პრინციპი.

პოსტის ავტორი: chalata Oct 31 2013, 22:37

გოგიტა http://www.ebay.com/itm/HUNTERS-SPECIALTIES-DUCK-CALL-BILL-COLLECTOR-DOUBLE-REED-/221168236814?pt=US_Game_Calls&hash=item337ea7790e აი ეს იყიდეთ და კმაყოპილი დარჩებით, შარშან დავიმალე და შინაური იხვები კრუგზე ვარბებინე ,ტყეში კი არ მიცდია გარეულზე ნამდვილად, ტან 28 30 ლარი დაგიჯდება

პოსტის ავტორი: smekosmeko Nov 1 2013, 10:20

დაშვებულია პირის მანოკით ნადირობა?

პოსტის ავტორი: გოგიტა Nov 1 2013, 10:24

ციტატა(smekosmeko @ Nov 1 2013, 11:20) *
დაშვებულია პირის მანოკით ნადირობა?

კი, მხოლოდ ელექტროა აკრძალული.

feroni, chalata
მადლობა დახმარებისთვის

პოსტის ავტორი: smekosmeko Nov 1 2013, 10:26

მე ერთხელ წავიკითხე კანონში რომ საყვირი სატრუარებით ნადირობა აკრძალულიაო, იქ არ იყო ნახსენები ელექტრო და პირის.

პოსტის ავტორი: გოგიტა Nov 1 2013, 10:41

smekosmeko
იყო იყო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: LeoTaso Dec 16 2013, 18:39

მეგობრებო ეს მოდელი მაქვს, ორ ენიანია.

http://radikal.ru/fp/b162f70697c547258218a288bf09d68c

პრობლემა : ხშირად სველდება ენა (ორთქლის და ნაწილობრივ ნერწყვისგან ).

გამოსავალი ???

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Dec 16 2013, 20:00

LeoTaso
გაშრობა xexe.gif

პოსტის ავტორი: LeoTaso Dec 16 2013, 20:14

T A M P L I E R

საველე პირობებში რაით ? newsmile011.gif

PC ახალი წლის მერე 2 კვირა იქეთ ვარ მესტუმრე, არ ინანებ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Dec 16 2013, 20:20

LeoTaso
ახალ წლების მერე ამინდი გამოვაო იზახიან და მაქაურობის სანახავად თუ ცჰამოვალ D.gif

პოსტის ავტორი: Fishman Dec 16 2013, 20:22

დამწყებისთვის იხვის მანოკი მირჩიეთ რამე ნორმალური და იაფიანი რა

პოსტის ავტორი: assassin29 Dec 16 2013, 20:25

http://www.cabelas.com/product/Buck-Gardner-Double-Nasty-II-Duck-Call-Kit/708538.uts?Ntk=AllProducts&searchPath=%2Fcatalog%2Fsearch.cmd%3Fform_state%3DsearchForm%26N%3D0%26fsch%3Dtrue%26Ntk%3DAllProducts%26Ntt%3Dgame%2Bcalls%2Bduck%26x%3D12%26y%3D4%26WTz_l%3DHeader%253BSearch-All%2BProducts&Ntt=game+calls+duck&WTz_l=Header%3BSearch-All+Products

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Dec 16 2013, 20:26

Fishman
დამწყები არ უნდა მაგას!იყიდე წესიერი მანიკი და აბრიტინე ნა ზდაროვიე

პოსტის ავტორი: LeoTaso Dec 16 2013, 20:49

T A M P L I E R

ციტატა(nika @ 16th December 2013 - 21:20) *
ახალ წლების მერე ამინდი გამოვაო

მაგას რა ჯობია, ჩხაპუტებით (შლოპანცებით newsmile05.gif ) ვივლით ტყეში xexe.gif

პოსტის ავტორი: Fishman Dec 16 2013, 21:43

assassin29

ეგ დამწყებისთბის არის თუ "დამწყები არ უნდა მაგას!იყიდე წესიერი მანიკი და აბრიტინე ნა ზდაროვიე"?

T A M P L I E R

მაშინ ეგეთი მირჩიე რამე. ოღონდ უსაშველო ფასიანი არა. ტყუილად ვერ გავწვდები D.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Dec 16 2013, 21:51

Fishman
დაელოდე მანდ მაგარი სეილებია ხოლმე 50 დოლარიანი ნივთები 30-20 ჩამოდის ხოლმე და იყიდე მერე. ეგ რაც მე დავლინკე ცოტა ხნის წინ 14 დოლარი ღირდა

პოსტის ავტორი: Fishman Dec 16 2013, 21:56

assassin29

ამაზონზეა 14 დოლარად ეგ. გაიხარე! მადლობა რჩევისთვის! აბა სხვები რას იტყვიან...

პოსტის ავტორი: assassin29 Dec 16 2013, 22:06

Fishman
ამაზონზე არვიცი მე ცაბელასზე ვნახე ეგ სეილი

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Dec 17 2013, 06:42

Fishman
გვერდზე თემაში იყიდება

პოსტის ავტორი: uiaragho Dec 17 2013, 08:30

პოსტის ავტორი: uiaragho Dec 17 2013, 08:37

20 ლარზე იაფი დაჯდა. ამაზონიდან გამოვიწერე შარშან.

პოსტის ავტორი: feroni Dec 17 2013, 10:03

LeoTaso

ციტატა(LeoTaso @ 16th December 2013 - 19:39) *
პრობლემა : ხშირად სველდება ენა (ორთქლის და ნაწილობრივ ნერწყვისგან ).

გამოსავალი ???

გაშრობაო ტამპლიერმა გითხრა და მართალია, მოაძვრე თავი და ნაჭრით გაწმინდე, მაგრამ სველიც რომ იყოს არ არის პრობლემა, თუ არ ყინავს რათქმაუნდა და არ მიაყინა ის ენები ერთმანეთ, რაც ხშირია ორ ენიან საყვირებში, ასეთ შემთხვევაში შეგიძლია დააორთლო, ან რამოდენიმე წუთით უბეში ჩაიდო newsmile045.gif
Fishman
დამწყებისთვის მშვენიერია ის რაც ასასინ29 შემოგთავაზა, თუმცა იგივე საყირი გაცილებით იაფი ღირს ამაზონზე, ან თუნდაც სხვა საიტებზე, რომ დაძებნო. ოღონდ დისკი არამგონია მოყვეს იმ იაფიან ვარიანტს

uiaragho
მშვენიერი საყვირია, პრიმოსი კარგ საყვირებს აკეთებს როგორც წესი newsmile045.gif

პოსტის ავტორი: Fishman Dec 17 2013, 11:30

feroni

კი, ვნახე ამაზონზე ნახევარი ფასი ღირს თითქმის. მაშინ მაგას გამოვწერ...

პოსტის ავტორი: BIGმიშა Dec 17 2013, 11:39

http://www.mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&cPath=18_103&product_id=3626453&p=6 ვიღაც ამზედებს

პოსტის ავტორი: uiaragho Dec 17 2013, 11:48

იუთუბში ვიდეოგაკვეთილები ბლომადაა. დაჯდები კომპის წინ დაიჭერ მანოკს და ივარჯიშებ.

პოსტის ავტორი: ჯეკო Dec 17 2013, 13:04

ციტატა(mishka @ 17th December 2013 - 12:39) *
http://www.mymarket.ge/product_info.php?ty...3626453&p=6 ვიღაც ამზედებს

feroni
ჩაგვივარდა ბიზნესი D.gif D.gif

პოსტის ავტორი: Fishman Dec 17 2013, 13:09

ციტატა( T A M P L I E R @ Dec 17 2013, 07:42) *
Fishman
გვერდზე თემაში იყიდება

ნამეტანი ხარჯიანია ეგ გვერდზე თემა D.gif

http://www.amazon.com/Buck-Gardner-Double-Nasty-Green/dp/B000VQW1KK/ref=sr_1_1?s=sporting-goods&ie=UTF8&qid=1387274234&sr=1-1&keywords=Double+Nasty

პოსტის ავტორი: feroni Dec 17 2013, 13:13

ჯეკო
აბა ბიჯო D.gif D.gif

Fishman
ეგრე რააა, ხოშიანია newsmile045.gif

პოსტის ავტორი: LeoTaso Dec 17 2013, 13:15

feroni

ციტატა(feroni @ 17th December 2013 - 11:03) *
მოაძვრე თავი და ნაჭრით გაწმინდე

ორ ფირფიტას შორის არ ეტევა ნაჭერი. თან სიბნელეში მოუხერხებელია ეგ ამბავი, youtube-ზე ვნახე ტიპმა დოლარიანი გაატარა , ანუ რამე ქაღალდი საშუალო სისქის მგონი კაი იქნება.

ციტატა(feroni @ 17th December 2013 - 11:03) *
მაგრამ სველიც რომ იყოს არ არის პრობლემა

თქვენი არ ვიცი ,მაგრამ ჩემი "ფრუტუნებს" როცა სველია.

პოსტის ავტორი: feroni Dec 17 2013, 13:34

LeoTaso
დოლარიანს ატარებენ იმიტომ, რომ კარგი ხარისხის გაღალდია და ბუსუსებს და ქაღალდის ნარჩენებს არ ტოვებს ენის ქვეშ.
სისველის გამო მაინც არ უნდა ფრუტუნებდეს ენებს უნდა გასწორება ალბათ, ისე ზედა ენას, რომ წამოწევ შეგიძლია ცხვირსახოცით გაწმინდო ან შეუბერე კარგათ და გამოწმინდავს.
აი მაგიტო არ მიყვარს ეს ორ ენიანები სულ რაღაც პრობლემა ექმნებათ

პოსტის ავტორი: ჯეკო Dec 17 2013, 14:47

Fishman
მშვენიერი რამეა მეც თუ გამომაწერინებს შენც მშვენიერი იქნები D.gif

პოსტის ავტორი: chalata Dec 17 2013, 19:16

http://postimg.cc/image/beq6waei5/

http://postimg.cc/image/4mzrtfpil/
ვყიდი ორივე საყვირს ,ახლები,დამატებითი ინფორმაცისსთვის დარეკეთ,
555359619

პოსტის ავტორი: Fishman Dec 17 2013, 22:52

ჯეკო

ჯეკსონ ჩემი რეკვიზიტები გაქვს. 26 ლარი ჩარიცხე და ეგრევე გამოგიწერ.

პოსტის ავტორი: Fishman Dec 21 2013, 21:40

feroni

რაიმე კარგი ვიდეო გაკვეთილები ხომ არ გეგულება მანოკის ხმარების? მე ბევრი ვნახე, მაგრამ დიდად არ მომეწონა არცერთი. ადრე უფრო კარგი ახსნილები მაქვს ნანახი, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია და იქნებ შენ გქონდეს რაიმე უკვე მოძებნილი...

პოსტის ავტორი: ალთაზარ Dec 21 2013, 21:45

Fishman
26 ლარი თუ დოლარი ? :O

24$ ღირს უკვე xexe.gif

პოსტის ავტორი: Fishman Dec 22 2013, 00:10

ალთაზარ

ეგ კაბელასზე. ამაზონზე 14 იყო მაგრამ ეხლა 18-ზე ასულა...

პოსტის ავტორი: megreli Dec 22 2013, 00:25

Fishman

მე ვფიქრობ დაგეხმარება ეს ვიდეო newsmile05.gif) ბევრი რუსულის ცოდნაც არ ჭირდება,ადვილად გაიგებ....და მერე იყიყინე რამდენიც გინდა newsmile045.gif

პოსტის ავტორი: beqa10 Jan 17 2014, 15:25

ეხლა ვაპირებ მანოკის ყიდვას . გამოვიწერო ჯობია თუ აქ ვიყიდო 20 ლარათ ? 20 ლარის ფარგლებში გამოვიწერ ? ისეთს რო აქაურს ჯობდეს D.gif

პოსტის ავტორი: xonski Jan 17 2014, 15:36

ვერა 20 დოლარად კი გამოიცერ მშვენიერ საყვირს და არა მანოკს newsmile027.gif

პოსტის ავტორი: Fishman Jan 17 2014, 22:43

beqa10

30 ლარამდე დამიჯდა ეს მანოკი http://www.amazon.com/Buck-Gardner-Double-Nasty-Green/dp/B000VQW1KK/ref=sr_1_1?s=sporting-goods&ie=UTF8&qid=1387274234&sr=1-1&keywords=Double+Nasty

აქ 50 თუ 60 ღირს...

პოსტის ავტორი: კალვერა Jan 18 2014, 07:24

ფიშმენ ია ეს მევასა მე, აბა გადახედე !!!!

http://www.youtube.com/watch?v=YxtoGZ-3aPU

პოსტის ავტორი: maxo_987 Mar 11 2014, 19:25

http://postimage.org/
http://postimage.org/

პოსტის ავტორი: assassin29 Mar 11 2014, 19:54

maxo_987
კაია 24 დოლარი ღირს მგონი ამაზონზე დისკი არ მოყვა?

პოსტის ავტორი: maxo_987 Mar 11 2014, 20:15

არა დისკი არ მოყოლია მარა მშვენიერია 50 ლარამდე დაჯდა არც კი

პოსტის ავტორი: chipo_20 Aug 3 2014, 21:58

მოგესალმებით ყველას .ერთი კით ხვა მაქვ ყველასთან. ეხლა მაჩუქეს ეს საყვირი http://www.primos.com/products/waterfowl-calls/feedin-mallard/ და მაინტერესებს ყველაფერი ამი შესახებ როგორ ვიხმარო? ვარგა თუ არ ?და თუ ვინმეს მოგეპოვებათ ვიდეოები ამის შესახებ ?წინასწარ ყველას მადლობა.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)