როგორც იქნა ოცნების ასრულებას ვიწყებთ და ვაშენებთ ვოლიერებს ქათმისნაირთა მოსამრავლებლად და ნაწილის ბუნებაში გასაშვებად
მე და დირექტორმა გადავწყვიტეთ ეროვნული სატყეო სანერგის ბაზაზე გავაკეთოთ "ფლორა-ფაუნის ეროვნული საშენი"
გავიარეთ ბევრი კოსულტაცია დავუკავშირდით ყველა მაგ საქმის მცოდნეს. დიდი მადლობა ირაკლი ბრეგვაძეს და ყველას გვერდში დგომისთვის
ასევე ახალი მინისტრი მთელი სულით და გულით გვიდგას გვერდით, დანარჩენი საქმე და ცოტა ბიუროკრატიების გადალახვა გველოდება
ესეც საპილოტე საცდელი ხოხობ კაკბები
კოლხური ხოხბები 2,5 თვის
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
ესეც ირაკლის კაკბები. მთავარი სახოხბე ვოლიერი ეხლა იწყება და სურათებს შემოგთავაზებთ, იქნება ველურ ბუნებასტან მაქსიმალურად მიახლოებული
სადედე საკაკბე მზადაა და გადაყვანის მერე იმ სურატებსაც შემოგთავაზებთ
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
სიახლეებს მაქსიმალურად მოგაწვდით. ისე თუ ვინმე გაიმეტებს და დამეხმარება ენდემებით მადლობელი დავრჩები
ძალიან კარგი წამოწყებაა. მიხარია კიდევ ერთი ნაბიჯის წინ გადადგმა. ამირანს არ შეეხმიანე არწივის ხეობაში? მაგას აქვს ყველაფერი ვოლიერისთვის ნახაზებიდან დაწყებული, ვოლიერებით დამთავრებული. ყავს ასევე სხვადასხვა ჯიშები ხოხბის, მაგრამ ძირითადად კოლხურის მომრავლებას ეწევა. შეეხმიანეთ და დაგაკვალიანებთ რა როგორ უნდა გააკეთოთ. კარგი ვოლიერები აქვს, სპეციალურად ხოხბებისთვის. სადაც ვერც მელა, ვერც ტურა, ვერც ენოტი და ვერც მამაძაღლი ვერ შედის.
წარმატებებს გისურვებთ... მე თუ რამეში დაგჭირდეთ კი იცით სადაც უნდა მომძებნოთ
კარგი წამოწყებაა. საღოლ
ძალიან გამიხარდა ასეთი კარგი საქმე რომ წამოგიწყიათ. მეც უკვე რამოდენიმე წელია ვფიქრობ მსგავს პროექტს , ოღონდ მცირე მაშტაბებით. კაკბები სად იშოვეთ? ან სად შეიძლება ყიდვა? დურაჯის მომრავლება იქნება ძალიან საინტერესო. თურქეთში ამრავლებენ. კონტაქტი რომ იყოს ჩამოიყვანდა კაცი თურქეთიდან დურაჯებს.
უიარაღო
ყველაფერი არის
კონტაქტებიც და კონტრაქტებიც
ჩელე
კი ამირანი გვეხმარება რაღაცეებით.
ძალიან კარგი. კარგი კაცია ამირანი და არ დაიშურებს არაფერს რაც ხოხობს ეხება...
როგორც ვიცით ინკუპატორის ხოხობი ადვილად ეჩვევა გარე(ველურ)პირობებს . გამრავლება მე და ჩემმა მეგობრებმაც გადავწყვიტეთ იქედან გამომდინარე თუ რა შეუგნებელი ხალხი ცხოვრობს ნადირობის მხრივ ის რომ არ დააცდიდნენ გამრავლებას მაინც ვიყიდეთ 100 კვერცი სულ რაღაც ერთი კვირა გვქონდა ინკუპატორში და ერთ ღამესაც გაფუჭდა და ჩაგვეყარა შრომა წყალში. სასიხარულოა მსგავსი რამის წამოწყება ისე ყველამ კი უნდა იფიქროს ასე გამრავლება მარტო ხოცვაზე არ უნდა იყვე გადართული!!!
ჭალიმგელა
ძალიან Respect!
ძმაკაცს ჰყავს ხოხბები და ტყვეობის პირობებში მოკრუხდა, კიდევაც გამოჩეკა და ზრდის წიწილებს. ასეთი რამ პირველად გავიგე. ჭალიმგელა კაკბების ყიდვა თუ შეიძლება? 4-6 ცალი მინდა და ფასი რა ექნება.
მომავალ წელს კი, ეხლა პრობლემაა უიარაღო
ესეც პატარა სელფი კაკაბუშკებთან
http://postimage.org/
http://postimage.org/
ჭალიმგელა
მეც მაინტერესებს ხოხბის ფასებიბიჭებს გვინდა გავუშვათ ერთ ადგილზე, ადგე განტქმული სახოხბეები იყო და ეხლა ცარიელია
თავიდან ბევრი არა 15-20 ცალი თუ გააჩერეს ბრაკებმე მერე უფრო მეტის გაშებაც შეიძლება.
ხო კიდე სამართლებრივად რა პროცედურებია რო ვიცოდე. პრინციპში ხო არაფერს არ ვაშავებთ
კანონს რას უწუნებთ? ყველამ თავისი ნება სურვილით რომ უშვას და ამრავლოს ისეთი ჯიშები რომლებიც საქართველოში არ ბინადრობს არ იქნება გონივრული. ადგილობრივ ჯიშებს შეავიწროებს. მაგალითად ენოტისებური ძაღლი გამოდგება. რამხელა პრობლემები შექმნა მათ საქართველოში შემოყვანამ კი მოგეხსენებათ.
kobavar
ვინ გაუშვა ვერ გაიგებენ, მაგრამ არაკოლხური არ უნდა გაუშვა. ეს დანაშაულია არა მარტო კანონით.
ავიწროვებს კოლხურ ხოხობს
kobavar
აქ საუბარია კოლხურ ხოხობზე. როდესაც შენ უშვებ უკრაინიდან შემოყვანილ ჯიშს, კოლხური უმცირესობაში რჩება. სელექცია კი მიდის არა კოლხურის არამედ უკრაინული ჯიშის. ერევა უკრაინული კოლხურს. ისე კი 150 ლარი ღირს კოლხური ხოხობი.
ჭალიმგელა
უიარაღო
საკუთარი თანხებით უნდა ვქნათ ეგ ამბავი და მადლობა მოიადონ ან მერე რა რო არარი ენდემური?
დარწმუნებული ვარ დიდი სიამოვნებით ინადირებდით ამერიკულ ინდაურზე ან ლოსზე არც ეგენია ენდემური მაგრამ შემოყვანის შანსი რო იყოს უარი უნდა ვთქვათ?
ჩელე
ჭალიმგელა
კი გეთანხმებით ბიჭებო კოლხურ ხოხობს რა ჯობია სულ რო არაფერია ჩვენია.მარა იმას თუ კრძალავენ სხვა ჯიშის არააო კეთილი ინებონ და ვალდებულებიც არიან გარემოს დაცვის სამინისტრო რომ ყოველწლიურად თუ არა მაინც მოამრავლონ და შესაბამის ადგილებში გაუშვა მარა მაგათ ტვინამდე ეგ როგოს დავა!!!
სასიხარულო და იმედის მომცემი ამბავია! ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ამ კარგი საქმის წამოწყებაში, .. და საერთოდ ენთუზიასტ ხალხს ჩემი აპლოდისმენტები,.. ,,არ გამოვა ', ,,კაი ერთი თუ ძმა'' ხარ და სხვა პესიმისტური დამოკიდებულება წინ ვერასოდეს წაგიყვანს! გაგიმარჯოთ ღმერთმა!
dima71
გაიხარე ძმა
მაგარი ხარ პრეზიდენტო რა, მაგარი...ყოჩაღ პატივცემულო
ჭალო მტაცებლებზე ნადირობის საკითხი თუ არ მოგვარდა ხელი შეგეშლებათ თქვენ გაამრავლებთ მელა ტურა კი მიირთმევს.ჩემს ერთ მეგობარს სიმონიკა გუნცაძეს ქარელის რაიონში აქვს სამონადირეო მეურნეობა გერმანიიდან მოწვეულმა მაგ საქმის სპეციალისტმა უთხრათ რომ ყველაზე დიდ ზიანს ხობის ბუდეებს აყენებს გარეული ღორიო... ისე რომ ესეც გასათვალისწინებელია.
კარგი ამბავია ნამდვილად ყოჩაღ, ამოძრავდა სამინისტროც ცოტცოტა. მაგრამ აუცილებლად უნდა კატეგორიულად დაუყენოთ საკითხი მტაცებლების თემაზე თორე არაფერი გამოვა. სარიოზულად არის შესამცირებელი მგელი და ტურა. ყაზბეგში ვიყავი ცოტა ხნის წინ და ყოველდღე ესხმის თავს საქონელს მგელი სხვადასხვა მხარეებიდანაც ხშირად მეუბნებიან მსგავს ფაქტებს.
დურაჯის მომრავლებაც რომ დაიწყოთ მუხლებზე დავეცემი და სამჯერ შემოვუვლი გარემოს დაცვის სამინისტროს ინტერნეტში ვნახე თურქეთში არსებული ფერმები სადაც დურაჯს ამრავლებენ. მართლა თითზე ჩამოსათვლელი ეგზემპლარები დარჩა დურაჯის . იქნება სახელმწიფოს ძალისხმევით მოგვარდეს ეს საკითხიც.
უიარაღო
ჯერ ჩვენი ძალებით ვაკეთებთ, მაგრამ მინისტრმა მოგვიწონა იდეა და დაგვიდგება ალბათ გვერდით.
რაც აქამდე მინისტრები ყოფილა გიგლა ყველაზე ახლოსაა ბუნებასთან.
giuli
მტაცებლებზე წელს მოგვარდება ყველაფერი. ნუ მოკვლა დაიშვება ქვოტებით და დანარჩენი ჩვენზეა.
[quote name='ჭალიმგელა' date='Jul 14 2015, 12:01' post='330817']
უიარაღო
რაც აქამდე მინისტრები ყოფილა გიგლა ყველაზე ახლოსაა ბუნებასთან.
პირადად არ ვიცნობ მაგრამ ეტყობა საქმის კაცი რომაა.
ჭალიმგელა
ვააა მაგარია საღოლ.......
ჭალიმგელა
[bჩassassin29][/b] მარტო საკვების და არეალის პორობლემა კი არაა. სხვა ჯიშის ხოხბები შეეჯვარებიან კოლხურს და მივიღებთ მეტისებს. გენეტიკურად დაბინძურდება და სუფთა სისხლის კოლხური ერთ დღესაც შეიძლება ვეღარც ვნახოთ. ერთ ერთი ეს რისკიც არსებობს სხვა დანარჩენ რისკებთან ერთად.
ჭალიმგელა
თეთსაყელოიანი(პარკის ხოხბის) გაშვება ბუნებაში გამრავლებისთვის არის დანაშაული .....
ესეთი თვითდაჯერებლობით და განუკითხაობით სავალალო შედეგს მივიღებთ .
სიტყვა ენდემი უკვე ნიშნავს ქვეყნის საგანძურს !!
სოფ.ახალდაბის გამოღმა დიდველს ეძახიან ადრე ამ ათიოდე წლის წინათ ძაღლს /მდევარს/ხშირად ამოუფრენია ხოხობიც და კაკბის გუნდიც მამალი ხოხბის ყივილიც ხშირად გამიგია ეხლა ერთსაც ვერ ნახავ ისე გადაშენდა დანამდვილებით შემიძლია თქმა რომ ისინი მონადირეებს არ ამოუწყვეტიათ საკვები რესურსის გამო გადაშენდნენ ამით იმის თქმა მინდა გაშვებითაც ისეთ ადილზე უნდა გაუშვათ რომ თავის რჩენა შეეძლოთ.სანამ ცხონებული ტარიელ კაპანაძე იყო გარდაბნის ნაკრძალის დირექტორი ეგერებს ტურის მოკვლის სავალდებულო გეგმა ჰქონდათ წელიწადში 200 ტურა ეხლა მოგჭამა ჭირი სადღაა ან ხოხობი ან ღორი ან ირემი მდევრის პატრონებს ხშირად გვეძახდნენ მტაცებლების გასანადგურებლად ასე რომ პატრონი უნდა ყველაფერს პატრონი.თქვენ ინიციატივას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები ღმერთმა ხელი მოგიმართოთ
assassin29
ბიჯოს..აქ რა კარგი რაღაცეებზე ყოფილა საუბარი. ისეთი სათაური აქვს...მეგონა ვიღაც ამრავლეებდა სოფელში კრუხ-წიწილას და კონსულტაციები ჭიდრბოდა. რადგან კონსულტაციის გამწევი ვერ ვარ..შემოხედვა მეზარებოდა.
საღოლ სამინისტრო და ჭალო. ხვალიუ..ხვალიუ.. კარგი საქმე დაგიწყიათ. ეგრე არ ჯობია?..
ჭალიმგელა
სასიამოვნო და სასიხარულო ამბავია ნამდვილად ღმერთმა ხელი მოგიმართოს ასეთ კეთილი საქმის კეთებისთვის. გნოლების ამბავში რახდება იმათი გაშვებაც ხოარ იგეგმება ?
გადავედით თევზებზეც, ესეც პირველი ტბა
http://postimage.org/
http://postimage.org/
ჭალიმგელა
ვეჟო, ეგა ძალიან ღრმა არ არის ვითამ ეხლა?.... ისე რა მაგარია. მალაეცები ძმაო...
რა თევზი უნდა გაუშვათ?
უიარაღო
იდეაში უნდა გაკეთდეს 3 ასეთი ტბა. ველოდებით რაღაც ცვლილებებს დებულებაში. გვინდა კოლხური ზუთხის მოშენება, ასევე სხვა წითელი ნუსხისა და შემცირებული პოპულაციების აღდგენა. ერთერთში ალბათ კობრი და საზანიც იქნება
ვააახ, ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა...
წყალს სავარაუდოდ როდის გაუშვებთ?
ისე სასპინინგე ჯიშიც გაუშვით რამე, შუკა.... ოკუნი და რამე პატარა ზვიგენის ჯიში
იფ..კარგია. ჩვენც გვინდა ერთი ეგეთი.
ჭალიმგელა
არა კარგია ალბათ, მაგრამ იმხელა თხრილია კამაზი წერტილივით ჩანს და ოკეანეს ხომ არ უკეთებთ? )))
პირველი პარტია გადავსხით ახალ ვოლიერში. უკვე წამოიზარდნენ
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
წამოიზარდნენ კი არა დიდები არიან უკვე.... ტბის ამბავი როგორ მიდის, შეივსო თუ ჯერ ვერა?/
კი კი, სავსეა დავდებ სურათებს
ბარაქალა თქვენ. დურაჯიც რომ მოამრავლოთ ძალიან მაგარი იქნება. იუთუბში დევს ვიდეოები ძალიან ადვილად ეჩვევა ტყვეობას და ადამიანს. ირანში ყავთ სახლის პირობებში. თურქეთშიცაა საშენები. შემოყვანა რომ გადაწყდეს მეც სიამოვნებით შემოგიერთდებოდით. კაკაბზე რიგში ვარ, მომავალ წელს თუ გეყოლებათ ან მოზარდები ან საინკუბაციო კვერცხი.
მალაცი რებიატა
კარგია მაინც რომ არსებობენ ჯერ კიდევ კარგი ადამიანები, არ იქნებოდა ურიგო ფორუმელებიც რომ დავეხმაროტ რაგაციტ მაინც ტუნდაც ფინანსურად
ჭალიმგელა
ტბა რა ფართობზეა? და რა ნებართვა ჭირდება ტბის გაკეთებას?
იგივე კაკბები ეხლა
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/app.php
მაგარია
მშვენიალურია რას ერჩი? ისე მანდ ფრთხილად იყავით ვირთხა ან თაგვი არ შეძვრეს თორე ვერ იქნება კაი ამბავი...
ჭალიმგელა
დაგიზრდია ბოვჩები
მაგარია ძალიან. რამოდენიმე მამალი დაგჭირდება სხვა სისხლის კარგი და ძლიერი შთამომავლობა რომ მოგცენ.
უიარაღო
კოლხურია ეგ ხოხობი და სხვა სისხლის ანუ ევროპული საერთოდ არ უნდა მიუშვა მაგ ხოხობზე... თორე ამირანი ანათემას გადაგცემს...
არა კაკბებზე ვუთხარი. კოლხურ ხოხბებზეც იგივე რეკომენდაციაა როგორც მონადირე ძაღლებზე, ცხენებზე , ადამიანებზე და ასე შემდეგ. ახლონათესაური შეჯვარება (ადამიანებში ინცესტი) იწვევს არაჯანსაღ შთამომავლობის ყოლას. კოლხურ ხოხობსაც კოლხური უნდა შეჯვარდეს, ოღონდ სხვა დედ-მამის.
უიარაღო
ხო მართალი ხარ. უბრალოდ მე ავიზილე რაღაცნაირად....
ვახ რა კარგიაა..
აბა რა ხდება, კაკბები როგორ არიან. სიახლე თუ არის კიდევ რაიმე. კვერცხი თუ გექნებათ გასაყიდი რიგში ხო იცით პირველი ვარ.
მეც დავიწყე სამოყვარულო დონეზე . ხოხბები უკვე მყავს.
დედალი 2 მყავდა მაგრამ ერთი გამიფრინდა.
აი ამის ინტერესი მაქვს მაგრად. თან როგორც ინფორმაცია მოვიპოვე ტყვეობას ყველაზე ადვილ;ად ეგუება.
უიარაღო
ვაა წარმატებები აბა.
უიარაღო
ყველაზე რთულად ეგუება და გამრავლება კიდევ ურთულესია
\
მაქვს სიახლეები. ზეგ დავდებ ახალ ფოტოებს. ახალი ვოლიერებიც გავაკეტე. ახალი ინკუბატორიც ვიყიდე. პირველი კვერცხიც დადეს. მოკლედ ბევრი სიახლეები მაქვს
ზეგ დავდებ სურათებს
გნოლის, კაკბის ან ხოხბის კვერცხს რამდენად ვიყიდი და თუ იშოვება საერთოდ ინკუბატორი მაქვს და მინდა გავამრავლო და გავუშვა ბუნებაში
ჭალიმგელა
ტბის ამბავიც გაგვაგებინე რა ხდება? რა ჯიშებს აპირებთ? კაპარჭინა არ იქნებოდა ურიგო არავის ხელს არ შეუშლის და თან სპორტული თევზია.
ველოდებით სურათებს.
ვერაფრით ვერ დავალაგე ეს თემა, არადა უამრავი მასალა მაქვს. დღეს პირველი ადგილობრივი ჩეკვა დაიწყო. ანუ ჩვენი გაზრდილი კაკბების პირველი კვერცხები გამოიჩეკა
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
ესეც კაკბები და რაღაც რუღაცეები
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
კიდევ ვიპოვნე სურათები
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
საღოლ .მაგარია როცა შრომა გიფასდება
მაგარია ძაან. გულს უხარია ასეთ შედეგს რო ხედავ კაცი, საღოლ გიო აფერუმ ......
ჭალიმგელა
მემგონი კაკაბი რომ აგიფრინდეს, ხელიც აღარ მოგიბრუნდება კაცს.....
ისე, შემთხვევით
მეც მაქვს უპატარავესი პროექტი როგორც იცით. ერთი წყვილი კოლხური ხოხობი. კვერცხის დება დაიწყო დედალმა. ბუდე გავუკეთე და აგროვებს კვერცხებს. სავარაუდოდ თვითონვე დაჯდება კრუხად. პატარების გაზრდის ინსტრუქცია-სქემა მჭირდება და ნუ დამზარდებით. თან სხვებსაც გამოადგება, იქნებ დაწეროთ როგორ გავზარდოთ ხოხობი, კაკაბი ... ერთი დღიდან .
ჭალიმგელა
შენი იმედი მაქვს. უეჭველად გექნება ეს ინფორმაცია და იქნებ გაგვიზიარო.
ჭალიმგელა
ვიდეო დადე, მაგარი ტიპია კამერას რო უკაკუნებს
ჭალიმგელა პირადში გამოგზავნას ვცდილობ და ვერ გიგზავნი.
16-17 ივნისს გამომეჩეკა 19 კოლხური ხოხბის ლაპები. ამ დრომდე უკვე 2 ცალი მოკდნა. თითქოს ხალისი დაკარგეს. ისეთი აქტიურები ვეღარ არიან. ხვალ ხდებიან 1 კვირისები. მჭირდება მათი კვების სქემა და ასევე რა წამალი თუ ვიტამინი მივცე, რა დროით და რა დოზით. თუ შეგიძლია დამეხმარე.
ასევე ამ ფორუმზე თუ არის ამის მცოდნე ვინმე ნუ დამზარდებით.
წიანსწარ მადლობა დახმარებისათვის.
დღეს უკვე სამია მკვდარი და ნახევარზე მეტი ფრთებჩამოშვებულია. ხალისი დაკარგეს.
ვაა. მაგარი ცუდი სიტუაციაა. ჩვეულებრივ ქათმებს(წიწილებს) როგორც მკურნალობენ ისე უნა სცადო. მასეთ შემთხვევაში ენროფლოქსს აძლევს მეუღლე. და კიდევ რაღაც ფხვნილს რომელსაც ოქსიტეტრაციკლინი(მგონი არ მეშლება) ქვია. ერთი სიტყვით ნებისმიერ ზოო-ვეტ მაღაზიაში მოგცემენ რჩევასაც და წამლებსაც. იქნება მანდ მესეთი მაღაზია. ყოველ შემთხვევაში აფთიაქებშიც შეგიძლია იკითხო. თუ არა და სამგორში ავტოსადგურში არის და მარშუტკის მძღოლს თხოვე და მოგიტანს. ფიზიოლოგიურად ქათმისგან არ განსხვავდება ხოხობი.
რამე ხომ არ შეესია? ფრთების ქვეშ უნახე
კობა ენტეროფლოქსსი მივეცი პირველი 5 დღე. შემდეგ ჩიკტოვიტზე უნდა გადამეყვანა და გადავიყვანე კიდევას ეს მეორე დღეა. მე მგონი ფილტვების ანთება უნდა ჰქონდეთ. ფრთები ჩამოუჩვეს და ზოგი ერთი გახშირებულად და ღრმად სუნთქავს, თვალში გეცემა ესევე. დღეს საღამოს დავუწყებ ამოქსიციკლინს წყალში და ოქსიტეტრაციკლინს საკვებში. ვნახოთ როგორ უშველის და რამდენს მოუსწრებს მკურნალობა. ახლა სამსახურში ვარ და საღამოს რომ მივალ სახლში ალბათ კიდევ დამხვდება მკვდარი ლაპი.
samsoni777
გადავამოწმე კრუხი და პარაზიტები არ ჰყავს. არც პატარებს ეყოლებათ.
ფილტვების ანთება საიდან? დასველდნენ?
უიარაღო
რას აჭმევ?
უიარაღო
აბა როგორ არიან ლაპები?
უიარაღო
გუშინდელს აქეთ არ დაგიპოსტია და რა ხდება ძალიან მაინტერესებს.
ცუდი რაღაც მოგსვლია. მოვიძიებ ამირანის ნომერს და დაგაკავშირებ. იმან იცის მაგის ამბები.
ვაჭმევ გრანულს რომელსაც ვურევ სახლის მოხარშულ კვერცხს. თავიდან ხაჭოსაც ვუმატებდი. მაგრად მოხარშულ კვერცხს შევაზელ გრანულს. 10 წუთში გრანულები რბილდება და ამას ვუყრი.
პარასკევს საღამოდან დავუწყე მკურნალობა ანტიბიოტიკებით. ა.ც. წყალში და ოქსიტეტრაციკლინი საკვებში. 2 დღეში განიკურნნენ. ხალისი დაუბრუნდათ დახტიან და ფრთებს ავარჯიშებენ, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ 9 ცალი გადარჩა. 10 ცალი მომიკვდა.
მეორე პარტია მაქვს 6 კვერცხი ჩადებული ინკუბატორში და იმედია მეტი გამოცდილებით უკეთ გავზრდი.
ლაპების დახოცვის ერთ-ერთ მიზეზად ის მიმაჩნია რომ 1-3 დღე მოუწიათ ინკუბატორში ყოფნა და ეტყობა სიცხეში ფილტვები დაეწვათ.
უიარაღო
კარგია რომ ნაწილი მაინც გადაგირჩა, იმედია ჯანმრთელები გაიზრდებიან. პერიოდულად თუ გაგვაგებინებ ამბავს კარგი იქნება. გგულშემატკივრობ, წარმატებები
ჯერ 2 კვირას გადასცდნენ ასაკით და დავდებ სურათებს. პროფესიონალური რჩევა მჭირდება პირველივე დღიდან როგორ უნდა გავზარდო. კვებით დაწყებული და მკურნალობით დამთავრებული. ახლა ექსპერიმნტების და ძიების პროცცესში ვარ. იმედია ჩემითაც შევძლებ რაღაცას მაგრამ შეცდომები გარდაუვალია, რაც კიდევაც აჩვენა პირველმა პარტიამ. ვნახოთ მეორე პარტიას როგორ გავზრდი. დედალი ხოხობი აგრძელებს კვერცხის დებას და შეიძლება მესამე ბუდობაც მოვასწრო.
https://postimg.cc/image/o1mtlfyk5/https://postimage.org/index.php?lang=russian
https://postimg.cc/image/6pfwo49xn/https://postimage.org/index.php?lang=russian
https://postimg.cc/image/x05v2x9a3/https://postimage.org/index.php?lang=russian
https://postimg.cc/image/8dqb3ln2j/https://postimage.org/index.php?lang=russian
https://postimg.cc/image/67i34x66d/https://postimage.org/index.php?lang=russian
დღეს გადავიღე ჭალოსთან ვიყავი სტუმრად მაგარი სიტუაციაა წამოსვლა არ მინდოდა.
ჩამოუვა ეხლა სულთანკები, მერე ნახე.....
22 აგვისტოს გამომიჩეკა კრუხმა ხოხბის ბოლო პარტია. 14 კვერცხიდან 1 ცალი გამოიჩეკა. დედალ ხოხობს კიდევ 11 კვერცხი ჰქონდა ბუდეში მოგროვილი, რომლის გამოჩეკასაც კიდევ ვაპირებდი, მაგრამ ამ ფაქტის შემდეგ იმ დღესვე მოხვდნენ ტაფაში. მშვენიერი "გლაზუნები " გამოვიდა. მამალი იცვლიდა ბუმბულს და ეტყობა სიყვარულის განწყობაზე ვერარ იყო. ასე რომ აქედან დასკვნის გაკეთება შეიძლება. ყველაზე კარგი საინკუბაციო კვერცხი არის პირვლი დადებები, ანუ გაზაფხულზე.
პირველი პარტია კარგად გამოიჩეკა 22 კვერცხიდან 19 ცალი- მაგრამ გამოუცდელობით დამეხოცა და მხოლოდ 3 გავზარდე. მეორე პარტია- 12 კვერცხიდან 7 გამოიჩეკა, ერთი პირველ საათებშივე მოკვდა და დარჩენილი 6 დან ყველა გავზარდე. და ბოლო 14 კვერცხიდან 1 ცალი და ეს ერთი იზრდება. კრუხების გამოჩეკილები მეტად სიცოცხლის უნარიანებია, არც ერთი არ მოკვდა ბოლო 2 ბუდობიდან. პირველი პარტია კი ინკუბატორის იყო და ფილტვების ანთებით დამეხოცა უმეტესობა.
მომავალ წელს ვხვდები უფრო მეტი ხოხბით და გამოცდილებით. და ბოლოს დავამატებ რომ 1 დედალი მყავს და წელს 80 ცალ კვერცხამდე ავიდა. დადებს 12-15 ცალს ისვენებს 1 კვირა, შემდეგ ისევ იწყებს და ასე შემდეგ. სექტემბერშიც დადო 4 ცალი.
უიარაღო
საერთოდ წელს ცუდი ჩეკვა იყო ყველგან ვისაც ხოხობი ყავდა და უმეტესად დაუმამლავი კვერცხის ბრალი იყო
ეს ახლანდელი მამლები, უნდა ადგე და 17 მაისს შეაფრინო ორიენტაციაში დაბნეულთა აღლუმზე
უიარაღო
ზატო საშენის ტერიტორიაზე რომ ხოხბები გავუშვი იმათი ნამატი ვნახე დღეს
ისეთი ტემპით მიდიხართ , მომავალ წელს შეიძლება ბევრ რამეზე დაუშვან ნადირობა
ჭალიმგელა
კარგია კეთილი საქმის ნაყოფს რომ იხილავ. წარმატებებს გისურვებ.
აბა შეაფასეთ ხალხნო ჩვენი ნაშრომი
საღოლ გიო. ლამაზი ვიძიუა და თქვენც მაგარ საქმეს აკეთებთ!!!
აუ რა იმფრასტრუქტურაა
ჭალიმგელა
მაგარია!!!
ჟრუანტელმა დამიარა.
კარგია გიო, დაგიფასდებათ შრომა!..
მოკლედ გრძელდება ეროვნული საშენის გაფართოება
ავიღეთ ნაკადულის კალმახის გასამრავლებლად ტერიტორია საჩხერეში. სკინტავასა და ჩიხურას შესართავში
დაგეგმილია ყოველ წლიურად 2 000 000 კალმახის ლიფსიტის გაშვება ბუნებაში
შევიძინეთ ინკუბატორიც, ჯერჯერობით ვიყენებთ ჩვენი საპატიო წევრის საჩხერეს გაკეთებულ ტბორს. პრინციპში მისი დამსახურებაა ამ საკალმახის ორგანიზება
ჩამოვიყვანეთ ექსპერტებიც
https://postimg.cc/image/m1vqh5wnj/
https://postimg.cc/image/6hocqmmj3/
https://postimg.cc/image/x40tflqq7/
https://postimg.cc/image/7z9t26r9r/
https://postimg.cc/image/hl3dihifj/
გადაგვყავს სადედეები მთელი საქართველოდან
https://postimg.cc/image/to8p61thr/
https://postimg.cc/image/gy4gsyljj/
სასიხარულო სიახლეა. სამომავლოდ ეს ყველაფერი ძალიან მაგარ შედეგს დადებს.
ბოლოს და ბოლოს ჩამოვიყვანე ხონთქრის ქათმები (სულტანკები)
თავს მშვენოვრად გრძნობენ. გავუკთე პატარა ტბორიც
https://postimg.cc/image/dfsgwkknj/
https://postimg.cc/image/xokfw19cf/
https://postimg.cc/image/6f92hj89b/
https://postimg.cc/image/e99o2xg27/
https://postimg.cc/image/iwfq4p3f3/https://postimage.org/app.php
მაგარი ლამაზი ფრინველია. ქიზიყში როცა ვცხოვრობდი იქაური მონადირეები ჭაობის ხოხობს ეძახოდნენ მაგ ფრინველს. ვიცი რომ წითელ წიგნშია შეტანილი და მათზე ნადირობა არ შეიძლება.
ტყვეობაში თუ მრავლდება და რით იკვებება? საინტერესოა.
ხოხბების მინი პროექტი მეც განვახორციელე. თან გამოცდილება მივიღე და თან 10 ნამატი მივიღე ერთი წყვილი კოლხურიდან. ამ ათიდან 2 წყვილი გავაჩუქე.
დურაჯის მუღამი მაქვს ძალიან და იმედია ოდესღაც მეყოლება.
ძალიან მაგარია და მაგრად მიხარია რომ ნელ-ნელა წინ მიიწევს ეს ძალიან კარგი საქმე. ყოჩაღ და მიყვარხართ ყველანი ვინც ამ და მსგავს საქმიანობას ეწევით....
ჭალიმგელა
ეხლა ვნახე პირველად ... ბრავო უმფროსო ბრავო ....
რა ხდება ამ დიდ პროექტთან დაკავშირებით?)) აღარც ფოტოები დადებულა და აღარს ინფორმაცია...საინტერესო თემაა
მე კი ვნახულობ ხშირად მაგრამ სხვას რა ხეირი ??
ჭალო ზახარ გექნებათ რამე სიახლე მიაწერეთ აინტერესებს ხალხს.
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)