თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ საუბრები ნადირობაზე _ სეზონი 2016 -2017

პოსტის ავტორი: და.კარ Jun 3 2016, 09:56

სალამი მეგობრებო , ვიცი რომ სეზონის გახნამდე ჯერ ძალიან ადრეა მაგრამ , მინდა რომ სეზონის გახნსნამდე ამასთან დაკავშირებულ პრობლემატურ და საინტერესო საკითხებზე ვისაუბროთ. მაგალითად როგირიცაა ბრაკონიერობა , რომელიც ჩვენ ყველას გვაწუხებს . შარშან სეზონის გახნადე უკვე აქტიურად ნადირობნენ არა მარტო მწყერზე არამედ კაკაბსა და ხოხობზეც . :(

პოსტის ავტორი: ჯოლა Jun 3 2016, 10:06

და.კარ
ბრაკონიერებს ცალკე თემა აქვს ფორუმზე.
http://www.ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=6408&hl=%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0&st=1635

პოსტის ავტორი: ჩელე Jun 3 2016, 10:43

და.კარ

ციტატა(amumu @ 3rd June 2016 - 10:56) *
შარშან სეზონის გახნადე უკვე აქტიურად ნადირობნენ არა მარტო მწყერზე არამედ კაკაბსა და ხოხობზეც . :(


მაგისთვის არსებობს ნომერი: 153 დარეკავ და დაელოდები როდის მოვლენ და ერთ ადგილზე გაუკეთებენ იმ თოფებს....

პოსტის ავტორი: apxazi Jun 3 2016, 12:22

და წლევანდელ სეზონზე ტურა-მელებზე დაანონსებული იყო კარგი ამბები და რამე სიახლე ხომ არაა?

პოსტის ავტორი: ზახარა Jun 3 2016, 12:34

იყოს ეს თემა 2 თვეში სეზონი გვიახლოვდება newsmile045.gif


პოსტის ავტორი: samsoni777 Jun 3 2016, 14:00

ვერ აქვს ყოჩაღი ამინდები მწყერს გასამრავლებლათ, ყოველდღე თავსხმა წვიმაა.

პოსტის ავტორი: ზახარა Jun 3 2016, 14:03

samsoni777
მერე უცებ დაცხება და გადაახმობს ყველაფერს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jun 3 2016, 15:50

ციტატა(zaxara @ 3rd June 2016 - 13:34) *
იყოს ეს თემა 2 თვეში სეზონი გვიახლოვდება

კი შეიძლება უკვე განხილვა, სად და როგორი პირი უჩანს....

პოსტის ავტორი: samsoni777 Jun 3 2016, 21:53

ციტატა(ზახარა @ Jun 3 2016, 15:03) *
samsoni777
მერე უცებ დაცხება და გადაახმობს ყველაფერს newsmile05.gif


ზუსტადაც, გამოცდილება კი გვაქვს მაგისი.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jun 3 2016, 21:56

ისე კი მაინტერესებს, კახეთისკენ რა ხდება

პოსტის ავტორი: samsoni777 Jun 4 2016, 08:14

კახეთში კარგათ არის საქმე მწყერი ნორმალურად არის შემოსული,ახლა კიდე რომ გამრავლდება კარგ სეზონსაც შემოგვთავაზებენ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Jun 4 2016, 09:30

ამ დროს ყოველვის არის მწყერი. აგვისტო თუ გვალვიანი იქნება გადადის მწყერი ალპურ ზონაში და სეზონის გახსნისთვის აღარ არის მაგრამ, სექტემბერში შემოდის უკან და მაშინ ვნადირობ კარგად. ასეთია ჩემი ბოლო 3 წლის გამოცდილება კახეთის მაშტაბით.

გუშინ ვიყავი ნავთლუღში რომ ახალი მონადირის მაღაზიაა და სეზონისთვის ჯერ არაა ვაზნები შემოტანილი.

საინტერესოა წელს რა ეღირება სამწყერე ვაზნა?

პოსტის ავტორი: assassin29 Jun 4 2016, 11:22

უიარაღო

ციტატა(uiaragho @ 4th June 2016 - 10:30) *
საინტერესოა წელს რა ეღირება სამწყერე ვაზნა?

უფრო ძვირი ვიდრე შარშან

პოსტის ავტორი: samsoni777 Jun 4 2016, 11:47

ჩემი აზრით თურქული თოფები და ვაზნებიც არ უნდა გაძვირდეს პირიქით უნდა დაიაფდეს წესით, ამხელა ბაზარი დაეკეტა თურქეთს რუსეთის სახით, მაგრამ ქართველი ვაჭრები სათავისოთ გამოიყენებენ უფრო დაბალ ფასში აიღებენ ზემოთხსენებული მიძეზის გამო და საქართველოში კიდე იგივე ფას დატოვებენ, ლოგიკურად ასე უნდა იყოს რავი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ოთო. Jun 4 2016, 11:55

სანადირო ობიექტი იყოს მთავარია და ვაზნების სიძვირეს აიტანს კაცი.

პოსტის ავტორი: samsoni777 Jun 4 2016, 13:15

ციტატა(ოთო. @ Jun 4 2016, 12:55) *
სანადირო ობიექტი იყოს მთავარია და ვაზნების სიძვირეს აიტანს კაცი.


ასიანი D.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Jun 4 2016, 14:47

ციტატა(samsoni777 @ 4th June 2016 - 12:47) *
ლოგიკურად ასე უნდა იყოს რავი

ჩვენი იარაღის ბაზარი არანაირ ლგიკას არ ემრჩილება რავქნათ D.gif

პოსტის ავტორი: samsoni777 Jun 4 2016, 18:29

რავქნათ და ჩვენ დავემორჩილოთ ჩვენი მაღაზიის ლოგიკას newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი Jun 4 2016, 20:54

დარჩა 75 დღე დაახლოებით newsmile015.gif newsmile040.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jun 5 2016, 08:52

გვალვა იქნებაო

პოსტის ავტორი: samsoni777 Jun 5 2016, 09:48

რამხელა მოლოდინია რააა newsmile05.gif განსაკუთრებით ვისაც ახალი ოთხფეხა მეგობრარი ყავს და ერთი სული აქვს გამოცადოს როგორ დაგეშა, რომელიც ამ წამს ამ წერილის დაწერას არ მაცდის და მახტება D.gif D.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Jun 5 2016, 16:10

კახეთში არის მწყერი მაგრამ ბალახი წამოვიდა ძაან ამ წვიმებზე..

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jun 6 2016, 10:07

საკვირველია, ჩემი მეურნეობის ტერიტორიაზე 1 ცალი არ მინახავს. არადა ყველანაირი ნათესი მაქვს

პოსტის ავტორი: samsoni777 Jun 6 2016, 13:28

ციტატა(ჭალიმგელა @ Jun 6 2016, 11:07) *
საკვირველია, ჩემი მეურნეობის ტერიტორიაზე 1 ცალი არ მინახავს. არადა ყველანაირი ნათესი მაქვს


ეგ კი არა და ტრიალი მინდვრებია ჩვენთან 30- 50 გექტარი ხორბლით და ქერით, ჩაყვები და ერთცალსაც ვერ ნახავ, როცა სხვაგან მრავლად არის ხოლმე. რა პრინციპით არცევენ ადგილს ვერ ვხვდები D.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Jun 6 2016, 15:52

ახალი გაშენებული თხილის ბაღი ვნახე ლაგოდეხის რაიონში, ბოლოკა და სხვა სარეველები იყო მუხლამდე და იქ ამოაფრინა ჩემმა ძაღლა 6-7 ცალი. ახლანდელი მონაცემებით ვერ განსჯი სეზონზე რა მდგომარეობა იქნება. მყწერი ალბათ იქნება ნორმალურად. ბალახი რომ წამოვიდა და წვიმიანი წელიწადია ეს კარგია მწყრის გასამრავლებლად. გვალვაა უფრო ცუდი.

პოსტის ავტორი: samsoni777 Jun 6 2016, 20:52

http://radikal.ru/video/jkuoHfI41N


სწავლობს ნელ-ნელა



რაგაც ვერ დავდე რავი

პოსტის ავტორი: gio_zaqa Jun 9 2016, 09:20

გაუმარჯოს ბიჭებს newsmile05.gif რახან ზოგადი განხილვები მიდის ტემების მეც ვიკითხავ newsmile05.gif
მაინტერესებს აცრა თუ არსებობ ისეთი ძაღლისთვი რომლის შემდეგაც მინდორში გაყვანის წინ დამუშავება აღარ დაჭირდება ტკიპაზე, კოღოზე და სხვა მრავალ საშიშ მწერებზე.... გამიგია არსებობს რაღაც სეზონური აცრა რომლის შემდეგაც შეგიძლია უშიშრად გაიყვანო მინდორში ძაღლიო...

თუ ვინმემ იცით ამათან დაკავირებით რამე დეტალურად მაინტერეებს ყველაფერი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ოთო. Jun 9 2016, 09:46

ვეტექიმს უნდა კითხო ყველა ვარიანტში.

პოსტის ავტორი: უიარაღო Jun 9 2016, 10:04

პარაზიტებზე ბარსი ან რეზსია. დაახლოებით 2 თვე იცავს ძაღლს. ბალანი უნდა გადაუწიო და კანზე წაუსვა რამოდენიმეგან. ათ კილოგრამზე ერთი ტუბიკი.

პოსტის ავტორი: ჯოლა Jun 9 2016, 10:21

gio_zaqa
აცრა არ გამიგია , ისე კარგი კი იქნებოდა. ჩვენ წვეთებს ვხმარობთ ძირითადად : ბარსი , ადვანტიქსი. რაღაც კარატე არიის კიდევ ეგ არ მიხმარია არ ვიცი როგორ მუშაობს.

პოსტის ავტორი: gio_zaqa Jun 9 2016, 12:35

მადლობა რჩევებისთვის და დახმარებისთვის newsmile05.gif მეც ძირითადად ბარსს ვახმარ უბრალოდ აცრაზე მაინტერესებდა...

კიდევ ერთხელ მადლობა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jun 9 2016, 12:51

gio_zaqa
აცრას პიროპლაზმის საწინააღმდეგოდ უკეთებან და რომ უკბინოს ტკიპამ არაფერი დაემართება

პოსტის ავტორი: gio_zaqa Jun 9 2016, 15:14

ციტატა(ჭალიმგელა @ Jun 9 2016, 13:51) *
gio_zaqa
აცრას პიროპლაზმის საწინააღმდეგოდ უკეთებან და რომ უკბინოს ტკიპამ არაფერი დაემართება



ეგ მაინტერესებდა ზუსტად ... გაიხარე

პოსტის ავტორი: marco-polo Jun 9 2016, 18:16

ვაკცინას ქვია Nobivac Piro და Pirodog, მაგრამ ჩვენთან საქართველოში არა აქვთ.

პოსტის ავტორი: ოთო. Jun 9 2016, 21:36

marco-polo
ჩამოტანა თუა შესაძლებელი და რა გზებით ?

პოსტის ავტორი: dima71 Jun 9 2016, 21:57

აი ახლა წავიკითხე გამოხმაურება ამ პრეპარატზე, ერტი დოზა ღირს +-50 ევრო,და რაც მთავარია,თურმე ეს არ იცავს ძაღლს დაავადებისაგან ვაქცინა ეხმარება უფრო იოლად გადაატანინოს დაავადების მთელი სიმძიმე , რეკომენდაცია ასეთია სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყონებლივ ექიმთან!!)))))) რავარია?ღადაობენ თუ რაა?!.. და კიდევ საშინლად ურტყამს ღვიძლს !! შეიძლება აცრისას ფატალური შედეგიც კი მივიღოთ სუსტი ღვიძლის მქონე ინდივიდებში!!

პოსტის ავტორი: marco-polo Jun 9 2016, 23:17

ციტატა(ოთო. @ Jun 9 2016, 22:36) *
marco-polo
ჩამოტანა თუა შესაძლებელი და რა გზებით ?

რუსეთში ვეტაფთიაქებში იყიდება,ვინმეს თუ გამოაგზავნიებ,ისე ყველაზე კარგი ვარიანტია ფრონტლაინ კომბო აწვეთო,პირანტელს შეიცავს ყველაზე ეფექტურ ნივთიერებას ტკიპების საწინააღმდეგოდ.ჩემი აზრით ყველაზე ეფექტური საშუალებაა სხვა ანალოგებთან შედარებით.

პოსტის ავტორი: Ika Exs Jun 10 2016, 00:28

ეჰ იხვი როდისღა მოვა იხვი :( ყოველ დღე სევდიანი თვალებით რო შევსცქერი იარაღის ოთახს ))


http://postimg.cc/image/ddoi3k0qj/

http://postimg.cc/image/aiahtxyuz/

http://postimg.cc/image/deyfwz2kb/

http://postimg.cc/image/yvi4tvliz/

პოსტის ავტორი: assassin29 Jun 10 2016, 02:16

Ika Exs
მე ვარმინტით ვერთობი ვერ ვიტყვი რო დიდი წარმატებით მარა რაუჭირს ფაქტიურად სეზონი არ იხურება D.gif

პოსტის ავტორი: და.კარ Jun 15 2016, 08:50

მეგობრებო რა უნდა გკითხოთ , იხვზე მანოკით ნადირობა აკრძალულია ?! ან მწყერზე გამე პროჟექტორით ნადირობა თუა აკრძალული . ან სად შეიძლება ასეთი საკითხების მოძიება ? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: საბო Jun 15 2016, 08:58

ციტატა(და.კარ @ Jun 15 2016, 09:50) *
მეგობრებო რა უნდა გკითხოთ , იხვზე მანოკით ნადირობა აკრძალულია ?! ან მწყერზე გამე პროჟექტორით ნადირობა თუა აკრძალული . ან სად შეიძლება ასეთი საკითხების მოძიება ? newsmile05.gif


აკრძალული კი არა, დანაშაულია პირველ რიგში მონადირული ეთიკის წინაშე და მერე კანონის წინაშე.

გთხოვ გაეცანი ფორუმის თემებსა და წესებს, ისწავლი ბევრ რამეს და მსგავს კითხვებს აქ არ დასვამ. ეს ჩემი მეგობრული რჩევაა ძამიკო.

პოსტის ავტორი: და.კარ Jun 15 2016, 09:04

ციტატა(საბო @ Jun 15 2016, 09:58) *
აკრძალული კი არა, დანაშაულია პირველ რიგში მონადირული ეთიკის წინაშე და მერე კანონის წინაშე.

გთხოვ გაეცანი ფორუმის თემებსა და წესებს, ისწავლი ბევრ რამეს და მსგავს კითხვებს აქ არ დასვამ. ეს ჩემი მეგობრული რჩევაა ძამიკო.

მწყერზე რომაა აკრძაული ეგ ვიცი , მაინტერესებს იხვზე საძახისით თუა აკრძალული რადგან ბევრი იყენებს ნადირობისას , ხოდა ამგვარი საკითხების დაწვრილებით გაცნობა მინდა.
რჩეისთვის მადლობა გადავხედავ თემატიკებს. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჯოლა Jun 15 2016, 09:33

და.კარ
ელექტრო , აუდიო აკრძალულია! ჩასაბერი საძახისით ეძახე რამდენიც გინდა ნაირნაირ ხმებზე, პრობლემა არაა.

პოსტის ავტორი: koba1973 Jun 15 2016, 13:28

ვიცი რომ ტურა-მელაზე ნადირობა აკრძალულია და არც ვაპირებ, უბრალოდ ინტერესის გამო ვკითხულობ: ადრე იუთუბზე ვნახე ვიდეო ჩასაფრებით ნადირობდნენ მექანიკური მანოკის საშუალებით მელაზე, კოიოტზე და ტურაზე. მანოკის ჩვეულებრივ ტუჩევზე კი არ იდებდნენ, არამედ პირში იდებდნენ რაღაც ფირფიტასავით და ეფექტი ქონდა ისეთი მეტი არ შეიძლება. გეგონება ლეკვი წკავწკავებსო.

მაინტერესებს ასეთი რამ თუ გინახავთ რეალურად საქართველოში. და თუ გინახავთ სად? ან რა არის რომ ასე ზუსტად იმეორებს ცხოველის ხმას?

პოსტის ავტორი: assassin29 Jun 15 2016, 14:00

ციტატა(koba1973 @ 15th June 2016 - 14:28) *
ვიცი რომ ტურა-მელაზე ნადირობა აკრძალულია და არც ვაპირებ

დაიკიდე და მაქსიმალურად ბევრი ოკალი თორე ბევრი სახეობა გახდება მალე სანატრელი ქვეყანაში.

ზუსტად ვერ გეტყვი როელ მანოკზე იძახი მაგრამ აქ თუარა ებაიზე აუცილებად იქნება ვიდეოს თუ დადებ მოდელსაც მოგიძებნი

პოსტის ავტორი: koba1973 Jun 15 2016, 14:13

ციტატა(levani mgebrishvili @ 15th June 2016 - 16:00) *
დაიკიდე და მაქსიმალურად ბევრი ოკალი თორე ბევრი სახეობა გახდება მალე სანატრელი ქვეყანაში.

თუ თავს არ დამესხა მე ან ჩემს ქონებას ისე ხელს არ ვახლებ. D.gif თუ რამე გაბედა მერე კი ოოო მიფრთხილდეს.
ვიდეოს ვეღარ ვპოულობ. პატარა იყო, თხელი, სადღაც 5 მილიმეტრის სისქის. მთლიანად პირში იდებდნენ. გარეთ არაფერი ჩანდა. თავიდან მეგონა პირით აკეთებდნენ და ვგიჟდებოდი როგორ ახერხებენ მეთქი. მერე ვნახე პირში რაღაც ჩაიდეს და ისე წკავწკავებდნენ. აი ლეკვზე კარგადაც კი ახერხებდნენ.

პოსტის ავტორი: და.კარ Jun 27 2016, 17:22

ხომ არ იცით როდის იქნება ნადირობის სეონის გახსნა ? ან როდის იქნება ინფორმაცია , წელს რაზე იქნება დაშვებული ნადირობა და რაზე არა ?! ან როდის იქნება გაყიდვაში წლიური ლიცენზიის შეძენა?

პოსტის ავტორი: ოთო. Jun 27 2016, 21:31

და.კარ
სეზონი აგვისტოს მე-3-ე შაბათ-კვირას იხსნება როგორც წესი, ნადირობა დაშვებული იქნება იმ ფრინველებზე რაც აქამდე იყო, სათითაოდ ნუ ჩამომათვლევიებ ოღონდ, ლიცენზიები ერთ თვეში იქნება შეიძლება არის კიდეც მე არ მიკითხავს და არ ვიცი.

პოსტის ავტორი: ჯოლა Jun 28 2016, 01:50

და.კარ
სანადირო იარაღი გააქვს ? თუ აწი უნდა შეიძინო?

პოსტის ავტორი: და.კარ Jun 28 2016, 08:56

ციტატა(ჯოლა @ Jun 28 2016, 02:50) *
და.კარ
სანადირო იარაღი გააქვს ? თუ აწი უნდა შეიძინო?

მაქვს D.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Jun 28 2016, 09:14

და.კარ

ბოლო ცვლილება ტყის ქათამზე ნადირობას შეეხო და ვფიქრობ პოზიტიური ცვლილება იყო. დანარჩენი უცვლელი რჩება და თუ რაიმე მოხდა კანონმდებლობაში, ნუ ნერვიულობ. ფორუმზე უმალ შეიტყობ. აგვისტოს მესამე შაბათია სეზონის გახსნის ვადა და ეს რამოდენიმე წელია ღალღა აღარაა ნუსხაში. თუმცა მისი სიიდან ამოღების შესახებ არც ბრძანება ან სხვა რაიმე ცნობა არ ყოფილა. ერთ მშვენიერ (პირობითად მშვენიერ) დღეს გაქრა სიიდიან და აგერ უკვე მერამდენე წელია აღარ აბრუნებენ სიაში.
ყველას იღბლიან და მშვიდობიან სეზონს გისურვებთ.

პოსტის ავტორი: general Jun 28 2016, 13:52

გადამფრენ ფრინველზე თითქმის ყველგან რომ აიკრძალა ნადირობა მაგაზე გარემოს დაცვას უნდა შეუჩიჩხინოთ, თორე არ ვიცი ჩვენს გარდა ქვეყანა სადაც წყალმცურავზე იკრძალება ნადირობა მათ შორის დაცულ ტერიტორიებზე, ზოგმა არენდით აღებული მიწა მიისაკუთრა და არავის უშვებს იქ თავისიანის გარდა. რა გამოდის იცი ჩვენთან სანამ შემოვა ხოცავენ, ჩვენთან ვატარებთ "დოლგარმონით" და აქედან წასულსაც უბაგუნებენ წარმატებით. მერე ვიძახით იხვი არააო, ყველაფერი თითქმის დაცულ ტერიტორიებში შეიყვანეს და თან იქ აკრძალეს რა ჰუმანურებივართ გაგჟდები კაცი პირდაპირ. newsmile05.gif რაც მთავარია თვითონ კანონის დამცველები აპრავებენ ყველაფერსდა წარმატებით ნადირობენ პალიასტომსა და სხვა ადგილებში... მერე სხვა გზა რო აღარაა ჩვენც ვაპრავებთ და ჩვენც ვნადირობთ და ყველა ბედნიერია ..... ochom-dagchipos.gif

პ.ს. ამ გარემოს დაცვას აღარ ვაწუხებთ თუ როგორაა ჩვენი საქმე ?

პოსტის ავტორი: და.კარ Jun 29 2016, 08:31

შარშან ხომ იყო დაშვებული ?! newsmile05.gif

პოსტის ავტორი: samsoni777 Jun 29 2016, 09:21

ციტატა(general @ Jun 28 2016, 14:52) *
გადამფრენ ფრინველზე თითქმის ყველგან რომ აიკრძალა ნადირობა მაგაზე გარემოს დაცვას უნდა შეუჩიჩხინოთ, თორე არ ვიცი ჩვენს გარდა ქვეყანა სადაც წყალმცურავზე იკრძალება ნადირობა მათ შორის დაცულ ტერიტორიებზე, ზოგმა არენდით აღებული მიწა მიისაკუთრა და არავის უშვებს იქ თავისიანის გარდა. რა გამოდის იცი ჩვენთან სანამ შემოვა ხოცავენ, ჩვენთან ვატარებთ "დოლგარმონით" და აქედან წასულსაც უბაგუნებენ წარმატებით. მერე ვიძახით იხვი არააო, ყველაფერი თითქმის დაცულ ტერიტორიებში შეიყვანეს და თან იქ აკრძალეს რა ჰუმანურებივართ გაგჟდები კაცი პირდაპირ. newsmile05.gif რაც მთავარია თვითონ კანონის დამცველები აპრავებენ ყველაფერსდა წარმატებით ნადირობენ პალიასტომსა და სხვა ადგილებში... მერე სხვა გზა რო აღარაა ჩვენც ვაპრავებთ და ჩვენც ვნადირობთ და ყველა ბედნიერია ..... ochom-dagchipos.gif

პ.ს. ამ გარემოს დაცვას აღარ ვაწუხებთ თუ როგორაა ჩვენი საქმე ?



small3d018.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Jun 29 2016, 09:32

samsoni777
როგორც ვიცი ლაგოდეხიდან ხარ, და ძაღლი დაგყავს ხოლმე დასაგეშად მინდორში. წელს ლაგოდეხის მინდვრებში ვერ მოვახერხე ძაღლის გაყვანა, შარშან კი რომ გამყავდა თოფის სროლის ხმები ისმოდა. ნადირობდნენ დედა მწყრებზე და კრუხებზე. წელს რა სიტუაციაა თუ ყოფილხარ ბოლო დროს?
გუშინ შემხვდა მეზობელი. 2 დღე სიმინდს ვრწყავდი და თოფის სროლის ხმა არ წყდებოდაო.

პოსტის ავტორი: უიარაღო Jul 1 2016, 12:42

სეზონისათვის ვაზნები თუ შეიძინეთ? იქნებ დაწეროთ სად რა ფასები აქვს. სამწყერე ვაზნის ყიდვა რა ფასად შეიძლება.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jul 1 2016, 16:49

ჯერ არ შემოუტანიათ, ივლისის შუა როცხვებისკენ გამოჩნდება მაღაზიებში

პოსტის ავტორი: samsoni777 Jul 2 2016, 19:13

ციტატა(უიარაღო @ Jun 29 2016, 10:32) *
samsoni777
როგორც ვიცი ლაგოდეხიდან ხარ, და ძაღლი დაგყავს ხოლმე დასაგეშად მინდორში. წელს ლაგოდეხის მინდვრებში ვერ მოვახერხე ძაღლის გაყვანა, შარშან კი რომ გამყავდა თოფის სროლის ხმები ისმოდა. ნადირობდნენ დედა მწყრებზე და კრუხებზე. წელს რა სიტუაციაა თუ ყოფილხარ ბოლო დროს?
გუშინ შემხვდა მეზობელი. 2 დღე სიმინდს ვრწყავდი და თოფის სროლის ხმა არ წყდებოდაო.


კი დავდივარ გუშინაც ვიყავი და დღესაც, სროლას რაც შეეხება კი ისვრიან მაგრამ ვერ გეტყვი მწყერს ესვრიან თუ ქედანს, დიდი ალბათობით ქედანს. რაც ხორბლები აიღეს ქედანი უხვად გამოჩნდა და დაფაცურდა ხალხი, ვერ გავიგე ამათი მე თუ უთოფოთ დავდივარ და დავატარებ ძაღლს სხვა რა მაგარია?! ძაღლს ვგეშავ და ერთის მოკვლა ვერ მემეტება რომ ნახოს ძაღლმა, ჩვენი გამოსწორება არ იქნება არა!

პოსტის ავტორი: jaba_gugesha Jul 11 2016, 16:15

ქართლი აღებულია ყანები თუ იცით?

პოსტის ავტორი: Ika Exs Jul 12 2016, 16:03

ვემზადებით სეზონისთვის? newsmile05.gif

http://www.picz.ge

პოსტის ავტორი: assassin29 Jul 12 2016, 16:46

Ika Exs
რელოადერის სამოთხე გქონია მალადეც ძმაო
მინდა ესეთი ოღონდ ხრახნილლულიანზე

პოსტის ავტორი: samsoni777 Jul 12 2016, 16:56

ციტატა(Ika Exs @ Jul 12 2016, 17:03) *
ვემზადებით სეზონისთვის? newsmile05.gif

http://www.picz.ge


შეშურდება კაცს D.gif კარგი გაგებით, დაახლოებით 28-30 გრამიანი ვაზნის დატენვა რა გიჯდება? როგორც მე მოვითვალე 35 ვაზნას 23 ლარი უნდა მინიმუმ

პოსტის ავტორი: Ika Exs Jul 12 2016, 17:28

ციტატა(samsoni777 @ 12th July 2016 - 17:56) *
შეშურდება კაცს კარგი გაგებით, დაახლოებით 28-30 გრამიანი ვაზნის დატენვა რა გიჯდება? როგორც მე მოვითვალე 35 ვაზნას 23 ლარი უნდა მინიმუმ


0.65 თეთრი გამოდის ერთი ვაზნა, მაგრამ ამაში არ შედის ცარიელი ვაზნის საფასური, რადგან მჩუქნიან გასროლილ ვაზნებს და 2-3 ჯერ ვიყენებ (გააჩნია ვაზნის ხარისხს). სხვათაშორის ამ სურათში assassin29 -ის ნაჩუქარი ვაზნებია, ცოტა ჟანგი ქონდა, მაგრამ გავასუფთავე newsmile05.gif

ცოტა ხანში საფანტს მე თვითონ ჩამოვასხამ და უფრო იაფი დამიჯდება. პიჟის და ქეჩოს საჭრელსაც ველოდები, მაგაშიც არ დამეხარჯება ფული და ასე შემდეგ newsmile05.gif

ფასები კი ასე გამოიყურება:
ცარიელი ვაზნა - უფასოდ მაქვს როგორც ზემოთ ავღნიშნე.
დენთი - 0.15 ლარი
საფანტი - 0.24 ლარი
ჟეველო - 0.1 ლარი
კონტეინერი - 0.08 ლარი
პიჟი - 0.025 ლარი
ქეჩო - 0.06 ლარი

assassin29
გაიხარე newsmile05.gif



მარცხნივ ჩემი დატენილი ვაზნებია, მარჯვნივ-ქარხნული
http://www.picz.ge

პოსტის ავტორი: gacho Jul 12 2016, 20:12

Ika Exs
ვაზნები თუ გამოგადგება მაქვს და მოგცემ

პოსტის ავტორი: samsoni777 Jul 12 2016, 20:18

ციტატა(Ika Exs @ Jul 12 2016, 18:28) *
0.65 თეთრი გამოდის ერთი ვაზნა, მაგრამ ამაში არ შედის ცარიელი ვაზნის საფასური, რადგან მჩუქნიან გასროლილ ვაზნებს და 2-3 ჯერ ვიყენებ (გააჩნია ვაზნის ხარისხს). სხვათაშორის ამ სურათში assassin29 -ის ნაჩუქარი ვაზნებია, ცოტა ჟანგი ქონდა, მაგრამ გავასუფთავე newsmile05.gif

ცოტა ხანში საფანტს მე თვითონ ჩამოვასხამ და უფრო იაფი დამიჯდება. პიჟის და ქეჩოს საჭრელსაც ველოდები, მაგაშიც არ დამეხარჯება ფული და ასე შემდეგ newsmile05.gif

ფასები კი ასე გამოიყურება:
ცარიელი ვაზნა - უფასოდ მაქვს როგორც ზემოთ ავღნიშნე.
დენთი - 0.15 ლარი
საფანტი - 0.24 ლარი
ჟეველო - 0.1 ლარი
კონტეინერი - 0.08 ლარი
პიჟი - 0.025 ლარი
ქეჩო - 0.06 ლარი

assassin29
გაიხარე newsmile05.gif



მარცხნივ ჩემი დატენილი ვაზნებია, მარჯვნივ-ქარხნული
http://www.picz.ge


კონტეინერის დროს პიჟი და ქეჩოც უნდა?

პოსტის ავტორი: Ika Exs Jul 12 2016, 21:51

gacho
მადლობა გაჩო, იქნებ შენი ნომერი მომწერო პირადად და ჩემი ძმა დაგიკავშირდება. მე ფოთში ვარ და...

samsoni777
არა, კონტეინერთან ქეჩო და პიჟი სად დაეტევა ამდენი newsmile05.gif ან ქეჩო ან კონტეინერი. პიჟს კიდე ხან და ხან იმიტომ ვამატებ ლონტეინერს რო სიმაღლე მისცეს თავი რომ კარგად მოეხვიოს.

პოსტის ავტორი: samsoni777 Jul 12 2016, 22:03

ციტატა(Ika Exs @ Jul 12 2016, 22:51) *
gacho
მადლობა გაჩო, იქნებ შენი ნომერი მომწერო პირადად და ჩემი ძმა დაგიკავშირდება. მე ფოთში ვარ და...

samsoni777
არა, კონტეინერთან ქეჩო და პიჟი სად დაეტევა ამდენი newsmile05.gif ან ქეჩო ან კონტეინერი. პიჟს კიდე ხან და ხან იმიტომ ვამატებ ლონტეინერს რო სიმაღლე მისცეს თავი რომ კარგად მოეხვიოს.


გასაგებ :დ

პოსტის ავტორი: gacho Jul 13 2016, 06:59

Ika Exs
595928999

პოსტის ავტორი: გურგენა Jul 13 2016, 10:17

Ika Exs
კონკრეტული გრამაჟიანი ვაზნის გაკეთებას თავისივე კონტეინერი ჭირდება, როცა ქარხნულად უკეთებ დახურვას. მაგ დროს საერთოდ არ დაგჭირდება ქეჩოს და პიჟის დამატება. ჩვენთან კი ძნელი საშოვნელია, მაგრამ რაღაცეების შოვნა-მორგება შეიძლება. მე პირადად 28 გრამიან ვაზნის გასაკეთებლად მაქვს კონტეინერები და არაფრის ადმატება აღარ მჭირდება.

პოსტის ავტორი: Ika Exs Jul 13 2016, 15:29

გურგენა

ვიცი ეგ ყველაფერი, მაგრამ მე ვერაფრით ვერ ვშოულობ. ფოთში ვცხოვრობ და აქ ხო საერთოდ არაფერი არ არის, არც ბათუმშია არჩევანი და თბილისში კიდე არ ვიცი მე ეგ ადგილები სადაც თქვენ შოულობთ.
მაგრამ არაუშავს, არ ვნერვიულობ მაგაზე newsmile05.gif ისე სადღაც ამოვიკითხე, კონტეინერებს თბილისში აკეთებენო და მართალია?

http://www.picz.ge

პოსტის ავტორი: გურგენა Jul 14 2016, 11:06

Ika Exs

სიმართლე გითხრა ნამდვილად არ ვიცი აქ აკეთებენ თუ არა. დატენილ ვაზნებს მხოლოდ მწყერზე ვხმარობ და შესაბამისად სხვა გრამაჟის სატენი კონტეინერი არ გამომიყენებია. ეს გრამაჟი კი ადრე ჩამოვიტანე ინტერნეტ მაღაზიიდან ფასდაკლებით ვიყიდე 2000 ცალი. მერე აქაც ვიყიდე საცდელად 100 თუ 200 ცალი, ზუსტად ეგ ზომა გამოდგა.

თუ ტყვია მუქთად ან საფანტი იაფად ჩამივარდა მხოლოდ მაშინ აქვს ბოლო 3 წელია აზრი დატენვას, იმდენად იაფი ღირდა ვაზნები, თუ საბითუმო ფასში აიღებდი.

პოსტის ავტორი: Ika Exs Jul 14 2016, 14:02

გურგენა

ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ყველა (სამწყერე, საიხვე თუ სხვა) ვაზნას სახლში ვტენი.
ისე, იმის გამო არ ვტენი რო ნაკლები მიჯდება, მიყვარს ეგ საქმე და რა ვქნა.

http://www.picz.ge

პოსტის ავტორი: Che Jul 14 2016, 14:22

გამარჯობა მეგობრებო.

სეზონისთვის ნადირობის ლიცენზია ისევ მხოლოდ 10 ლარით შემოიფარგლება თუ როგორც ჭორები დადის შეიძლება ტესტირება იყოს საჭირო?
ვინმემ ხომ არ იცით ზუსტად.

პოსტის ავტორი: Ika Exs Jul 14 2016, 14:53

Che

არა, ლიცენზიაზე როგორც ვიცი არ არის ტესტირება. გადამოწმებული არ მაქვს სამინისტროში, მაგრამ ვებ-გვერდებზე რო არის ტესტები ეგ უბრალოდ ცოდნის შესამოწმებელია.

პოსტის ავტორი: kajuberi Jul 14 2016, 15:09

Ika Exs
კი აკეთებენ თბილისში newsmile05.gif ნახალოვკაშია მაგის ცეხი .თუ დაგჩირდება მომწერე და მოგაწვდი კოორდინატებს.

პოსტის ავტორი: Ika Exs Jul 14 2016, 15:16

kajuberi

ყველას გვჭირდება და ძალიან საჭირო ინფორმაციაა, იქნებ დამიზუსტო ადგილი, ქუჩა და ასე შემდეგ რაც იცი. ჩემს ძმას ვაყიდინებ და გამომიგზავნის newsmile05.gif

მადლობა წინასწარ...

პოსტის ავტორი: kajuberi Jul 14 2016, 15:20

გავარკვევ ზუსტ მისამართს და დავწერ.ნახალოვკაშია ტარზს ეძახიან.აკვა პარკი რომ არის ნახალოვკაში მანდაა.დანარჩენს დავაზუსტებ და დავწერ

პოსტის ავტორი: sativeli Jul 25 2016, 15:14

ვინმემ თუ იცით დაზუსტებული დრო ნადირობის სეზონის გახსნის?

პოსტის ავტორი: bubusicha Jul 25 2016, 17:47

ციტატა(iosebi-1959 @ 25th July 2016 - 16:14) *
ვინმემ თუ იცით დაზუსტებული დრო ნადირობის სეზონის გახსნის?


აგვისტოს მესამე შაბათიდან თუ სწორად მახსოვს

20 აგვისტო გამოდის

პოსტის ავტორი: და.კარ Jul 27 2016, 20:08

ნადირობის ლიცენზიასთან დაკავშირებით რამე სიახლე ხომ არაა , დღეს "კალიბრმა" გააზიარა გვერდი "იმადირე.ჯი" სადაც ერთ-ერთი ტესტირების პუნქტია ნადირობის ლიცენზიის ტესტი . და საკმაოდ წარუმატებლად გავიარე D.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jul 28 2016, 10:27

და.კარ
ჯერჯერობით არავითარი ცვლილება არ არის

პოსტის ავტორი: და.კარ Jul 28 2016, 12:42

ნუკრიMax
როდის იქნება ლიცენზიები არც ეგარის ცნობილი ? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jul 28 2016, 12:44

მემგონი 1აგვისტოდან დაიწყება...

პოსტის ავტორი: უიარაღო Jul 28 2016, 12:52

როცა გინდა მიდი და აიღე. სახაზინო ანგარიშზე მიდის თანხა და არა მგონია ხურავდნენ ანგარიშს და მერე ისევ ხსნიდნენ. თუ გინდა მარტშივე აიღე ქვითარი. გინდა 2-3 ჯერ გადაიხადე. მაგ მხრივ შეზღუდვები არ არის .

პოსტის ავტორი: samsoni777 Jul 31 2016, 08:18

engruss.gif engruss.gif engruss.gif engruss.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jul 31 2016, 17:31

samsoni777
რაიყო, ხო მშვიდობა გაქ

პოსტის ავტორი: dima71 Jul 31 2016, 18:12

ნუკრიMax
[b]და.კარ[
ლიცენზია თუ მოსაკრებელი?.. ახალია რამე და არ ვიცი?.... wtfg.gif

პოსტის ავტორი: samsoni777 Jul 31 2016, 22:23

ციტატა(ნუკრიMax @ Jul 31 2016, 18:31) *
samsoni777
რაიყო, ხო მშვიდობა გაქ


მე ასეთი ზალპი ჯერ არ მსმენია, საღამო ხანს ლობიოს ვიღებდი მინდორში და ესეიგი დააწითლეს ლულები, ყველას ყველაფერი კიდია რა!! არავინაა პატრონი, მერე დღეს დილით ძაღლს გავატარებთქო კაი ხანი არ მყოლია და რო ჩავედი მწყემს ველაპარაკე, თითქმის სულ დადიან ორ-ორი ძაღლითო. უკვე ნერვები აღარ მყოფნის რა

პოსტის ავტორი: მალხაზი 1984 Jul 31 2016, 22:37

ციტატა(samsoni777 @ Jul 31 2016, 23:23) *
მე ასეთი ზალპი ჯერ არ მსმენია, საღამო ხანს ლობიოს ვიღებდი მინდორში და ესეიგი დააწითლეს ლულები, ყველას ყველაფერი კიდია რა!! არავინაა პატრონი, მერე დღეს დილით ძაღლს გავატარებთქო კაი ხანი არ მყოლია და რო ჩავედი მწყემს ველაპარაკე, თითქმის სულ დადიან ორ-ორი ძაღლითო. უკვე ნერვები აღარ მყოფნის რა

საით არის მასეთი განუკითხაობა? ძინავთ გარემოს დამცველებს?

პოსტის ავტორი: და.კარ Aug 1 2016, 09:43

გუშინ ნაცნობი მეუბნება წამო სანადიროდ წავიდეთო , მეთქი სეზნონის გახნამდე არ დავდივარ , - რას ამბობ მერე ვიგა დადის სანადიროდო ?! D.gif :( როგორც ჩანს აქტიურად დაიწყეს ნადირობა , თან ყანები უკვე აღებულია .

პოსტის ავტორი: samsoni777 Aug 1 2016, 10:59

ციტატა(მალხაზი 1984 @ Jul 31 2016, 23:37) *
საით არის მასეთი განუკითხაობა? ძინავთ გარემოს დამცველებს?


კი არ ძინავთ საერთოდ არ არიან, ან ყველა ლაგოდეხის განთქმულ ნაკრზალს იცავს და მინდვრისთვის აღარ ცალიათ.

პოსტის ავტორი: ოთო. Aug 1 2016, 11:40

ვინმემ ცადა დარეკვა და რეაგირება არ მოახდინეს ? ასე არ არის ყველა მინდორში კაცს ვერ დააყენებენ ჩვენ უნდა შეუწყოთ ხელი და ჩვენ უნდა დავეხმაროთ თუ გვინდა ეფექტურად რო იმუშაონ. რო დაინახე რო ნადირობდნენ რა მოიმოქმედე მიხვედი და უთხარი რამე? მე მივიდოდი სულ არ მჭირდება არავინ და იმ თოფს ტრაკში გაუკეთებდი!.. აქ კლავიატურაზე ბარტყუნით არაფერი გამოვა ზოგს უტყდება ბოზობა გონია დარეკვა უფრო ბოზობა და კვერცხობა არ არის სეზონამდე რო ნადირობენ!..

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 1 2016, 11:59

ციტატა(kardinal84 @ 1st August 2016 - 12:40) *
მე მივიდოდი სულ არ მჭირდება არავინ და იმ თოფს ტრაკში გაუკეთებდი!

+1000 თოფები ტრაკში სუყველას
რა უნამუსობაა 1 თვით ადრე გახსნეს სეზონი ამ ახ**ებმა boom.gif

პოსტის ავტორი: koba1973 Aug 1 2016, 12:12

არც მასე ადვილია სტერეოტიპების დანგრევა. მე მომივიდა კონფლიქტი ჩემს სოფლელთან მსგავს თემაზე. სეზონის გახსნამდე ერთი კვირით ადრე ნადირობდა იმ მოსაზრებით, რომ მერე სხვები ინადირებდნენ ასევე კანონდარღვევით. მერე ფაქტის წინაშე დამაყენა. სხვები ნადირობდნენ პროჟექტორით ალბათ თანამდებობის პირები და ვისაც უნდა ფაქტი აღკვეთა ისინი მეგზურობას იწევდნენ . დღესაც მემდურება.

პოსტის ავტორი: უიარაღო Aug 1 2016, 12:55

ციტატა(samsoni777 @ Jul 31 2016, 23:23) *
მე ასეთი ზალპი ჯერ არ მსმენია, საღამო ხანს ლობიოს ვიღებდი მინდორში და ესეიგი დააწითლეს ლულები, ყველას ყველაფერი კიდია რა!! არავინაა პატრონი, მერე დღეს დილით ძაღლს გავატარებთქო კაი ხანი არ მყოლია და რო ჩავედი მწყემს ველაპარაკე, თითქმის სულ დადიან ორ-ორი ძაღლითო. უკვე ნერვები აღარ მყოფნის რა

ამას წინ რომ გკითხე და ქედანზე ნადირობენ ალბათო. ლაგოდეხში რომ განუკითხაობაა მსგავსი არსად არ მინახავს (თუმცა გამიგია, ახმეტაშიც ყოფილა ბრაკების ჯგუფი რომლებსაც 1 თვის წინ დაუტრაბახიათ 100 ცალი მწყერი უკვე მოვკალითო ახლა იქნებიან 200-300-ზე ასულები)
შარშან ვატარებდი ძაღლს მაწიმის მინდვრებში და სეზონამდე ბევრად ადრე ისმოდა სროლის ხმები, ხან დუპლეტებიცლსაც მესმის რომ ნადირობენ.
არ გამოუჩნდათ პატრონი რომ ერთი ისეთი ჯარიმა გაუკეთონ რომ მეორედ აღარ მოუნდეთ თოფის ხელში აღება.

პოსტის ავტორი: უიარაღო Aug 1 2016, 13:02

ციტატა(ოთო. @ Aug 1 2016, 12:40) *
ვინმემ ცადა დარეკვა და რეაგირება არ მოახდინეს ? ასე არ არის ყველა მინდორში კაცს ვერ დააყენებენ ჩვენ უნდა შეუწყოთ ხელი და ჩვენ უნდა დავეხმაროთ თუ გვინდა ეფექტურად რო იმუშაონ. რო დაინახე რო ნადირობდნენ რა მოიმოქმედე მიხვედი და უთხარი რამე? მე მივიდოდი სულ არ მჭირდება არავინ და იმ თოფს ტრაკში გაუკეთებდი!.. აქ კლავიატურაზე ბარტყუნით არაფერი გამოვა ზოგს უტყდება ბოზობა გონია დარეკვა უფრო ბოზობა და კვერცხობა არ არის სეზონამდე რო ნადირობენ!..


სულ ზარებზე მუშაობენ და არ სცალიათ გამოძახების გარეშე რომ ჩაატარონ რეიდები. დილა უნდა და საღამო. გადი გაიარე მინდვრებში და რამდენსაც გინდა იმდენ ბრაკს დაიჭერ. გარემოს დაცვა თუ იმიტოა რომ ტელეფონის ზარზე მოახდინონ რეაგირება არ ვიცი...

აკეთებენ რეიდებს მაგრამ იშვიათად. იმიტომაცაა ასე ცოტა კანონდარღვევის ფაქტების გამოვლენა ასეთ მასიური ბრაკონიერობის ფონზე.

პოსტის ავტორი: ზახარა Aug 1 2016, 13:18

სეზონის გახსნაზე ამინდს ვაბრალებთ მწყერი რომ აღარ არის newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 1 2016, 13:20

პატრონი არ ყავსო რომ იძახით. რომ გაიგეთ ხმა დარეკეთ ვინმემ ცხელ ხაზზე?

თუ დარეკეთ და რეაგირება არ მოყვა სხვა საქმეა. გული რომ შეგტკივათ ადექით და დაეხმარეთ მერე.

არ გინდათ პირადი ვენდეტები, დარეკეთ 153 ზე ან 112 ზე პირდაპირ

თუ არ იქნება რეაგირება მერე მე მომწერეთ და მე გავცემ პასუხს

პოსტის ავტორი: samsoni777 Aug 1 2016, 14:14

ციტატა(უიარაღო @ Aug 1 2016, 13:55) *
ამას წინ რომ გკითხე და ქედანზე ნადირობენ ალბათო. ლაგოდეხში რომ განუკითხაობაა მსგავსი არსად არ მინახავს (თუმცა გამიგია, ახმეტაშიც ყოფილა ბრაკების ჯგუფი რომლებსაც 1 თვის წინ დაუტრაბახიათ 100 ცალი მწყერი უკვე მოვკალითო ახლა იქნებიან 200-300-ზე ასულები)
შარშან ვატარებდი ძაღლს მაწიმის მინდვრებში და სეზონამდე ბევრად ადრე ისმოდა სროლის ხმები, ხან დუპლეტებიცლსაც მესმის რომ ნადირობენ.
არ გამოუჩნდათ პატრონი რომ ერთი ისეთი ჯარიმა გაუკეთონ რომ მეორედ აღარ მოუნდეთ თოფის ხელში აღება.


ზუსტად მაწიმის მინდვრებზე ვსაუბრობ ახლაც, არავის შეურაწყოფა არ მინდა მაგრამ უზომოდ შეუგნებელი ხალხი ნადირობს! რაც შეეხება გარემოს დაცვას წეღან ველაპარაკე ერთერთი სოფლის სკოლის დირექტორს,ძალიან აქტიურად დადიანო მინდორში როგორცკი შეხვალ მანქანითო მაშინვე უკან დაგადგებიანო, ასე რომ მე ვფიქრობ ქ. ლაგოდეხს პატარა მინდვრები აქვს ხოლო სოფლებს შედარებით ბევრად დიდი და იქით აკონტროლებენ. იმიტომ ვერ ვხვდებით ამ პატარა ლაგოდეხში

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Aug 1 2016, 14:17

სულ მაგას გავიძახი
და-რე-კეეეთ
ერთი კაციც რო დაიჭირონ, სხვებს უკვე შიში უჩნდებათ
დაუსჯელობის სინდრომი გამეფდა საქართველოში

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 1 2016, 15:46

ციტატა(zaxara @ 1st August 2016 - 14:18) *
სეზონის გახსნაზე ამინდს ვაბრალებთ მწყერი რომ აღარ არის

D.gif ეგრე ვარ 3 წელია

პოსტის ავტორი: koba1973 Aug 1 2016, 20:13

წელს ჯერჯერობით არის მწყერი და მერე ვნახოთ. ხორბლის აღებისას კარგად ამოდიოდა.

პოსტის ავტორი: achiko-l Aug 1 2016, 20:20

koba1973

ციტატა(koba1973 @ 1st August 2016 - 21:13) *
ხორბლის აღებისას კარგად ამოდიოდა.

სად აიღეთ ხორბალი?

პოსტის ავტორი: მალხაზი 1984 Aug 1 2016, 20:26

ციტატა(achiko-l @ Aug 1 2016, 21:20) *
koba1973

სად აიღეთ ხორბალი?

ხორბალი ხაშურშიც აიღეს, სხვათაშორის ჯერ არ გამიგია სროლა წინა წლებისგან განსხვავებით. მწყერი კი ბევრია

პოსტის ავტორი: achiko-l Aug 1 2016, 20:28

ხაშურში კარგად ყოფილა საქმე newsmile027.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: koba1973 Aug 1 2016, 21:10

achiko-l
სიღნაღის რაიონში.

პოსტის ავტორი: achiko-l Aug 1 2016, 21:17

koba1973
კაია,4 წელია კახეთისკე არ გამიხედავს,არადა მიყვარს მაგ დალოცვილ მხარეში ნადირობა Shooting.gif gunshot.gif xoshian.gif

პოსტის ავტორი: და.კარ Aug 1 2016, 21:51

ციტატა(samsoni777 @ Aug 1 2016, 15:14) *
ზუსტად მაწიმის მინდვრებზე ვსაუბრობ ახლაც, არავის შეურაწყოფა არ მინდა მაგრამ უზომოდ შეუგნებელი ხალხი ნადირობს! რაც შეეხება გარემოს დაცვას წეღან ველაპარაკე ერთერთი სოფლის სკოლის დირექტორს,ძალიან აქტიურად დადიანო მინდორში როგორცკი შეხვალ მანქანითო მაშინვე უკან დაგადგებიანო, ასე რომ მე ვფიქრობ ქ. ლაგოდეხს პატარა მინდვრები აქვს ხოლო სოფლებს შედარებით ბევრად დიდი და იქით აკონტროლებენ. იმიტომ ვერ ვხვდებით ამ პატარა ლაგოდეხში

ლაგოდეხი ნამდვილად არაა პარატრა , მაგას თუ დავიმატებთ დედ.წყაროს რაინს რაგა რჩება კახეთში სანადირო ადგილი .....
რეაგირებას რაც შეეხება , პირადად მე და დარწმუნებული ვარ ბევრი სხვა მონადირეს სეზონის გახსნამდე არ გვიხვდება მინდორში ჩასვლა, შესაბამისად გარემოს დაცვის ინსპექცია არ უნდა ელოდებოდეს კეთილ განწყობილ მონადირეებს . ან გლეხებს . მითუმეტეს გლეხს მაპატიეთ და სულ " მათემატიკურ ქანქარაზე " კიდია ინადირებენ თუ არა ! :( newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ახალციხელი Aug 2 2016, 10:23

ბრაკონიერობის ფაქტებზე ერთადერთი და სწორი გამოსავალია დარეკვა. თოფის ტრაკში გაკეთება და პირადი კონფლიქტი არასწორი მიდგომაა.
რატომ გგონიათ რო თოფიანი ბრაკონიერი გადაიკუზება და თვინიერად მოგაწვდით საკუთარ თოფს ტრაკში გამიკეთეო?, მსგავსი კონფლიქტი შესაძლოა სავალალო შედეგებით დამთავრდეს.
ასე რომ, ჩემი აზრით უნდა ვიმოქმედოთ კანონის ფარგლებში ანუ დავრეკოთ ცხელ ხაზზე და შევატყობინოთ შესაბამის სამსახურებს ბრაკონიერობის ფაქტები.

პოსტის ავტორი: უიარაღო Aug 2 2016, 11:01

ციტატა(ახალციხელი @ Aug 2 2016, 11:23) *
ბრაკონიერობის ფაქტებზე ერთადერთი და სწორი გამოსავალია დარეკვა. თოფის ტრაკში გაკეთება და პირადი კონფლიქტი არასწორი მიდგომაა.
რატომ გგონიათ რო თოფიანი ბრაკონიერი გადაიკუზება და თვინიერად მოგაწვდით საკუთარ თოფს ტრაკში გამიკეთეო?, მსგავსი კონფლიქტი შესაძლოა სავალალო შედეგებით დამთავრდეს.
ასე რომ, ჩემი აზრით უნდა ვიმოქმედოთ კანონის ფარგლებში ანუ დავრეკოთ ცხელ ხაზზე და შევატყობინოთ შესაბამის სამსახურებს ბრაკონიერობის ფაქტები.

შარშან კინაღამ მაგარ შარში გავეხვია. მასე შევედი კონფლიქტში დედალამაზ ბრაკონიერთან და ისე გადამეკეტა გონება კინაღამ თოფი არ ვესროლე. იქ მყოფი მეგობრები რომ არ ჩარეულიყვნენ ცუდათ დამთავრდებოდა ყველაფერი.

პოსტის ავტორი: ახალციხელი Aug 2 2016, 11:25

ციტატა(უიარაღო @ Aug 2 2016, 12:01) *
შარშან კინაღამ მაგარ შარში გავეხვია. მასე შევედი კონფლიქტში დედალამაზ ბრაკონიერთან და ისე გადამეკეტა გონება კინაღამ თოფი არ ვესროლე. იქ მყოფი მეგობრები რომ არ ჩარეულიყვნენ ცუდათ დამთავრდებოდა ყველაფერი.


მეც მანდა ვარ. კანონის ფარგლებში უნდა ვიმოქმედოთ. ვინც ბრაკონიერობს კანონს არღვევს და ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია ამ კანონდარღვევის შესახებ ვაცნობოთ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს და მაქსიმუმ წყნარი სიტყვით ვთხოვოთ იმ პირს თუ პირებს შეწყვიტოს ბრაკონიერობა. თუ საკუთარი ძალებით მოვინდომებთ მოგვარებას, კონფლიქტში ჩავერთვებით და ვეცდებით ტრაკში გავუკეთოთ თოფი აღნიშნულ პირებს უკვე თავად დავარღვევთ კანონს. ეგრე სოფელი არ აშენდება.

პოსტის ავტორი: koba1973 Aug 2 2016, 21:02

ციტატა(uiaragho @ 28th July 2016 - 14:52) *
როცა გინდა მიდი და აიღე. სახაზინო ანგარიშზე მიდის თანხა და არა მგონია ხურავდნენ ანგარიშს და მერე ისევ ხსნიდნენ. თუ გინდა მარტშივე აიღე ქვითარი. გინდა 2-3 ჯერ გადაიხადე. მაგ მხრივ შეზღუდვები არ არის .


დღეს გადავიხადე მოსაკრებელი და საქ. ბანკში უარი მითხრეს ჯერ არ მოუწერიათ და ვერ გადაგახდევინებთო. ბოლოს ლიბერთიში გადავიხადე.

პოსტის ავტორი: და.კარ Aug 3 2016, 09:04

ციტატა(უიარაღო @ Aug 2 2016, 12:01) *
შარშან კინაღამ მაგარ შარში გავეხვია. მასე შევედი კონფლიქტში დედალამაზ ბრაკონიერთან და ისე გადამეკეტა გონება კინაღამ თოფი არ ვესროლე. იქ მყოფი მეგობრები რომ არ ჩარეულიყვნენ ცუდათ დამთავრდებოდა ყველაფერი.

რად გინდოდა თოფი თუ სეზონი არ იყო დაწყებული ?! D.gif D.gif D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: და.კარ Aug 3 2016, 09:08

koba1973

და მოგცეს საბუთი ?! ანუ უკვე შესაძლებელია ნადირობის ლიცენზიის აღება ( მე ლიცენზიას ვუწოდებ , რაგაც ქაღალდ რომ გვაძლევენ ხომ ასე ჰქვია ?! newsmile05.gif )

პოსტის ავტორი: ოთო. Aug 3 2016, 10:24

ციტატა(amumu @ 3rd August 2016 - 10:04) *
რად გინდოდა თოფი თუ სეზონი არ იყო დაწყებული ?

დათიკო ნუ ხარ შენ ინტრიგანი.

პოსტის ავტორი: უიარაღო Aug 3 2016, 12:26

ციტატა(და.კარ @ Aug 3 2016, 10:08) *
koba1973

და მოგცეს საბუთი ?! ანუ უკვე შესაძლებელია ნადირობის ლიცენზიის აღება ( მე ლიცენზიას ვუწოდებ , რაგაც ქაღალდ რომ გვაძლევენ ხომ ასე ჰქვია ?! newsmile05.gif )

ქვითარია ეგ. ბანკის ქვითარი რომ გადახდილი გაქვს გადამფრენ ფრინველების ამოღების მოსაკრებელი.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Aug 3 2016, 15:19

კონფლიქტი მართლა არ არის გამოსავალი, ყველაზე კარგი მაინც დარეკვა და ფოტო-ვიდეო დაფიქსირებაა, ბრაკონიერების ან მანქანის სანომრე ნიშნების, პირადი საუბრის, თუ რაიმე უკანონო ხერხებით ნადირობს ან თევზაობს, ის აპარატურა მაინც რომ დაუფიქსირო.
არავის არ სიამოვნებს საქვეყნოდ გამოჭენება და საქვეყნოდ ჯიში და ჯილაგის მოკითხვა

პოსტის ავტორი: koba1973 Aug 3 2016, 22:19

ციტატა(amumu @ 3rd August 2016 - 11:08) *
koba1973

და მოგცეს საბუთი ?! ანუ უკვე შესაძლებელია ნადირობის ლიცენზიის აღება ( მე ლიცენზიას ვუწოდებ , რაგაც ქაღალდ რომ გვაძლევენ ხომ ასე ჰქვია ?! )

კი ქვითარი მომცეს და სხვა არაფერია საჭირო.

პოსტის ავტორი: samsoni777 Aug 4 2016, 08:50

მოვიარე მინდვრები დღეს დილით, გადავზვერე გადმოვზვერე სასეზონოდ და მგონი რაღაცა გამოვა D.gif D.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Aug 4 2016, 09:50

ეს შარშანდელი კოდებია თუ არაფერი შეცვლილა გამოგადგებათ !!!

ლიცენზიის გადასახადი კოდები




N თვითმმართველი ერთეულის
კოდი თვითმმართველი ერთეულის დასახელება
1. 300773033 თბილისი
2. 300063033 რუსთავი
3. 300073033 დმანისი
4. 300083033 თეთრიწყარო
5. 300093033 ბოლნისი
6. 300103033 მარნეული
7. 300113033 გარდაბანი
8. 300123033 წალკა
9. 300133033 მცხეთა
10. 300143033 თიანეთი
11. 300153033 დუშეთი
12. 300163033 ყაზბეგი
13. 300173033 ახალგორი
14. 300183033 ქუთაისი
15. 300193033 ზესტაფონი
16. 300203033 თერჯოლა
17. 300213033 სამტრედია
18. 300223033 საჩხერე
19. 300233033 ვანი
20. 300243033 ბაღდათი
21. 300253033 წყალტუბო
22. 300263033 ჭიათურა
23. 300273033 ტყიბული
24. 300283033 ხარაგაული
25. 300293033 ხონი
26. 300303033 ამბროლაური
27. 300313033 ლენტეხი
28. 300323033 ონი
29. 300333033 ცაგერი
30. 300343033 ზუგდიდი
31. 300353033 მარტვილი
32. 300363033 აბაშა
33. 300373033 სენაკი
34. 300383033 ჩხოროწყუ
35. 300393033 წალენჯიხა
36. 300403033 ხობი
37. 300413033 მესტია
38. 300423033 ფოთი
39. 300433033 გორი
40. 300443033 კასპი
41. 300453033 ქარელი
42. 300463033 ხაშური
43. 300473033 თიღვი
44. 300483033 ერედვი
45. 300493033 ქურთა
46. 300503033 გურჯაანი
47. 300513033 თელავი
48. 300523033 სიღნაღი
49. 300533033 დედოფლისწყარო
50. 300543033 ახმეტა
51. 300553033 საგარეჯო
52. 300563033 ყვარელი
53. 300573033 ლაგოდეხი
54. 300583033 ახალციხე
55. 300593033 ასპინძა
56. 300603033 ახალქალაქი
57. 300613033 ადიგენი
58. 300623033 ბორჯომი
59. 300633033 ნინოწმინდა
60. 300643033 ლანჩხუთი
61. 300653033 ჩოხატაური
62. 300663033 ოზურგეთი
63. 300673033 სოხუმი
64. 300683033 გალი
65. 300693033 ბათუმი
66. 300703033 ქედა
67. 300713033 ქობულეთი
68. 300723033 ხულო
69. 300733033 ხელვაჩაური
70. 300743033 შუახევი
71. 300753033 აჟარა






ხაზინის ერთიანი ანგარიში საგადასახადო ( თბილისი)

სახელმწიფო ხაზინა 200122900
ბანკის კოდი TRESGE22

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 4 2016, 10:46

მწყერი არ ვიცი, მაგრამ კურდღელმა ჩექმები შემომაჭამეს გუშინ newsmile05.gif

პატარა ტერიტორიაზე 9 ცალი ვნახე გუშინ

სამაგიეროდ ერთი ტურაც ვერ ვნახე. მე მგონი კურდღლებმა ტურები შეჭამეს D.gif

პოსტის ავტორი: gacho Aug 4 2016, 11:32

ჭალიმგელა
არა მარტო კურდღელი. გუშინ ჩემბს ველაპარაკე კახეთში და ღორებმა ყანა გამიოხრესო. ძაან ბევრია ამოსულიო

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Aug 4 2016, 13:58

პროგრამული კოდი
მწყერი არ ვიცი, მაგრამ კურდღელმა ჩექმები შემომაჭამეს გუშინ newsmile05.gif


newsmile05.gif
რომელი, ახალი ჩექმები?
newsmile05.gif

პოსტის ავტორი: და.კარ Aug 5 2016, 09:06

ჭალიმგელა
ღორი ივრის ჭალებშია ბევრი , და ყვარელის რაინში.

პოსტის ავტორი: samsoni777 Aug 5 2016, 09:38

ციტატა(და.კარ @ Aug 5 2016, 10:06) *
ჭალიმგელა
ღორი ივრის ჭალებშია ბევრი , და ყვარელის რაინში.


ღორი ლაგოდეხში რომ არის მაგდენი არსადარაა, გინდა ბარში გინდა მთაში.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 5 2016, 09:39

ხოხობს ექნება ცუდი სეზონი წელს. თუ ვინმეს ხოხობი ყავს საქართველოში ყველას ვეკონტაქტე და 8-10 პროცენტი გვაქვს ჩეკვაო. ჩემთანაც მასე იყო საშენში

პოსტის ავტორი: samsoni777 Aug 5 2016, 09:41

ციტატა(ჭალიმგელა @ Aug 5 2016, 10:39) *
ხოხობს ექნება ცუდი სეზონი წელს. თუ ვინმეს ხოხობი ყავს საქართველოში ყველას ვეკონტაქტე და 8-10 პროცენტი გვაქვს ჩეკვაო. ჩემთანაც მასე იყო საშენში


მიზეზს რას იძახიან?

პოსტის ავტორი: უიარაღო Aug 5 2016, 12:14

ციტატა(ჭალიმგელა @ Aug 5 2016, 10:39) *
ხოხობს ექნება ცუდი სეზონი წელს. თუ ვინმეს ხოხობი ყავს საქართველოში ყველას ვეკონტაქტე და 8-10 პროცენტი გვაქვს ჩეკვაო. ჩემთანაც მასე იყო საშენში


ინკუბატორში 27 კვერცხი ჩავდე და 19 გამოიჩეკა. 70 პროცენტი გამოდის (ამ 27 კვერცხიდან 5 ერთი მეგობრის მოცემული იყო და ყველა გალაყდა თორემ პროცენტი 90-ს გადააჭარბებდა). მაგრამ რად გინდა 3 ცალიღა გადარჩა. უკვე ბუმბულს იცვლიან და ერთს ეტყობა რომ მამალია.
ამ ათიოდე დღის წინ გამოჩეკა კრუხმა 12 კვერცხიდან 7, ერთი მაშინვე მოკვდა 6 კი ჯერჯერობით ჯანმრთელად არის.
მესამე პარტია კრუხს დავუწყე. 22 აგვისტოს ველოდები, მაგრამ ვინაიდან ერთი დედალი მყავს და ამის გამო კვერცხები ცოტა დიდი ხნისაა; თან იმის გათვალისწინებით რომ მამალს განგური (სეზონური ბუმბულის ცვლა) ჰქონდა მაგ პერიოდში და შესაძლოა სექსუალური ლტოლვა დაქვეითებული ჰქონდა D.gif ალბათ უფრო დაბალ პროცენტს უნდა ველოდო.
ესეც სურათი განწყობისათვის.




პოსტის ავტორი: romeo 1 Aug 8 2016, 11:09

გამარჯობათ! ვინ იცის გამოქვეყნდა უკვე სეზონის გახსნა გარემოს დაცვის სამინისტროში? კვოტებით და ვადებით?

პოსტის ავტორი: romeo 1 Aug 8 2016, 11:16

მე ვერ ვიპოვნე მაგით საიტზე ვერაფერი. ლიცენზიის აღების წესი ხომ არ შეიცვლება?

პოსტის ავტორი: ზახარა Aug 8 2016, 11:53

romeo 1
ლიცენზიები მგონი იგივეა არაფერი თქმულა და დაწერილა

ციტატა(romeo 1 @ 8th August 2016 - 12:09) *
ვინ იცის გამოქვეყნდა უკვე სეზონის გახსნა გარემოს დაცვის სამინისტროში? კვოტებით და ვადებით?

ვადებში და კვოტებში ცვლილებები უნდა დაემატოს

http://www.ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=13219

პოსტის ავტორი: უიარაღო Aug 8 2016, 12:28

ზახარა
ხოდა ზუსტად მაგიტომ კითხულობს ეგ კაცი საიტს რომ აინტერესებს უკვე შეიცვალა თუ არაო. სხათა შორის მეც და ალბათ სხვებსაც აინტერესებთ. იქნება დადოთ სამინისტროს ვებ გვერდის ლინკი.

პოსტის ავტორი: ზახარა Aug 8 2016, 13:00

უიარაღო
არ დევს ჯერ არაფერი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: romeo 1 Aug 9 2016, 09:28

როგორც მე ვიცი, სავარაუდოდ გაიზრდება ტყის ქათმის მოპოვების რაოდენობა, აგრეთვე დაიშვება ღალღაზე და გარშნეპზე ნადირობა. ეს იმ შემთხვევაში თუ კი გარემოს დაცვა რეკომენდაციებს გაიზიარებს.

პოსტის ავტორი: dima71 Aug 9 2016, 10:42

დუპელზე სანუგეშო არაფერია?..

პოსტის ავტორი: romeo 1 Aug 9 2016, 14:20

ციტატა(dima71 @ Aug 9 2016, 11:42) *
დუპელზე სანუგეშო არაფერია?..



არ ვიცი ჯერ არაფერი.

პოსტის ავტორი: უიარაღო Aug 9 2016, 15:07

10 დღე დარჩა სეზონის გახსნამდე. ალბათ ამ სეზონზე ვერ მოესწრება ის ცვლილებები, რომლებიც აქ დაანონსდა. ღალღა, დუპელი, გარშნეპი. ნამდვილად უნდა იყოს სანადირო ონიექტების სიაში.

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 9 2016, 19:41

ავიღე ბარათი გურჯაანიში ლიბერთი ბანკის მობილურ ფილიალში
საქართველოს ბანკში უარი მითხრეს თიბისიში კოდები არიცოდნენ

პოსტის ავტორი: koba1973 Aug 9 2016, 22:37

მეც ლიბერთიში ავიღე.
მესამე დღეა ცეცხლს ვხედავ ნაკვეთებში. დაიწყეს მასიურად მინდვრის გადაწვა. ბევრი ჩოჩორი მოყვება ცეცხლში.

პოსტის ავტორი: შოთა.03 Aug 9 2016, 22:42

koba1973

ციტატა(koba1973 @ 9th August 2016 - 23:37) *
მესამე დღეა ცეცხლს ვხედავ ნაკვეთებში. დაიწყეს მასიურად მინდვრის გადაწვა.

აუ 1 თვე მაინც მოეთმინათ.....

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Aug 10 2016, 00:00

ციტატა(koba1973 @ 9th August 2016 - 23:37) *
მესამე დღეა ცეცხლს ვხედავ ნაკვეთებში.

ტვინი არ აქვთ და მაგიტომ....
გამოსული იყო აგრონომი და გარკვევით თქვა, მინდვრის გადაწვა არათუ სასარგებლო, საზიანოა ნიადაგისთვის.
ვერ ისწავლეს ჭკუა

პოსტის ავტორი: koba1973 Aug 10 2016, 05:01

ციტატა(Nukry @ 10th August 2016 - 02:00) *
გამოსული იყო აგრონომი და გარკვევით თქვა, მინდვრის გადაწვა არათუ სასარგებლო, საზიანოა ნიადაგისთვის.
ვერ ისწავლეს ჭკუა

იციან მაგრამ ნაკვეთს გასუფთავება უნდა. ნამჯის საკუწი კი ნივებს კი არა ნიუ ჰოლანდებსაც არა აქვს. სპეციალურად მაგიტომ ვიქირავე "მექანიზატორის" კომბაინი და აღმოჩნდა რომ არცერთზე არ მუშაობდა ნამჯის საკუწი. ჩვენ მაინც ერთნაირად გვიხდის ფირმაო და თავს არ იწუხებენ კომბაინერები. ეგ კი არა აქამდე ჰექტარი 92 ლარი ღირდაო ახლა 90 და ეგ 2 ლარი ჩვენ დაგვაკლესო. ზუსტად არ მახსოვს მგონი 4.5 ლარს გვიხდიანო.
სხვა გზა რა თქმა უნდა არის, მაგრამ დამატებით ხარჯებს ითხოვს და ხალხიც იოლ გზას ეტანება.

პოსტის ავტორი: koba1973 Aug 10 2016, 05:47

აი ახლა სახლშიც უკვე კვამლის სუნია საკმაოდ კარგად იგრძნობა.
მე მგონი მწყერზე ნადირობა სხვაგან მომიწევს.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Aug 10 2016, 08:56

ორი წლის წინ მახსოვს, მაღაროსკენ ჩავედით...
ყანები ხო გადაწვეს და ვიღაც-ვიღაცეების ვენახებიც მიაყოლეს

პოსტის ავტორი: უიარაღო Aug 10 2016, 09:32

შარშან მაღაროსკენ გავხსენი სეზონი. იწვოდა ყველაფერი. ბოლში ვნადირობდით. სამოქალაქო თავდაცვის მეცადინეობას ჰგავდა, კომუნისტები რომ გვიტარებდნენ ხოლმე მოსახლეობას D.gif . 3 ცალი მწყერი მოვინადირე მხოლოდ vava.gif

პოსტის ავტორი: შალვა Aug 10 2016, 09:59

ციტატა(koba1973 @ Aug 10 2016, 06:01) *
იციან მაგრამ ნაკვეთს გასუფთავება უნდა. ნამჯის საკუწი კი ნივებს კი არა ნიუ ჰოლანდებსაც არა აქვს. სპეციალურად მაგიტომ ვიქირავე "მექანიზატორის" კომბაინი და აღმოჩნდა რომ არცერთზე არ მუშაობდა ნამჯის საკუწი. ჩვენ მაინც ერთნაირად გვიხდის ფირმაო და თავს არ იწუხებენ კომბაინერები. ეგ კი არა აქამდე ჰექტარი 92 ლარი ღირდაო ახლა 90 და ეგ 2 ლარი ჩვენ დაგვაკლესო. ზუსტად არ მახსოვს მგონი 4.5 ლარს გვიხდიანო.
სხვა გზა რა თქმა უნდა არის, მაგრამ დამატებით ხარჯებს ითხოვს და ხალხიც იოლ გზას ეტანება.

ყველა კომბაინზე მუშაობს საკუწი! კომბაინერი მაიმუნობს თუ იცი ვინ გითხრა ეგ ამბავი მითხარი და მაგათ გავყრით სუყველა სამსახურიდან, დროის მოგების მიზნით მამაძაღლობენ, ცხელ ხაზზეც შეგიძლიათ შეტყობინება გააგზავნოთ, მექანიზატორის ყველა კომბაინს (99%) საკუწი გამართულ მდგომარეობაში აქვს!

პოსტის ავტორი: denis_1_ Aug 10 2016, 11:50

გამარჯობათ რა უნდა გკითხოთ რამე სხვა ლიცენზიის ახება თუ შესაძლებელია საქართველოში მაგალითად კურდხლის ან სხვა რამის

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 10 2016, 12:01

ციტატა(denis_1_ @ 10th August 2016 - 12:50) *
გამარჯობათ რა უნდა გკითხოთ რამე სხვა ლიცენზიის ახება თუ შესაძლებელია საქართველოში მაგალითად კურდხლის ან სხვა რამის

ვერა

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Aug 10 2016, 14:14

ციტატა(denis_1_ @ 10th August 2016 - 12:50) *
გამარჯობათ რა უნდა გკითხოთ რამე სხვა ლიცენზიის ახება თუ შესაძლებელია საქართველოში მაგალითად კურდხლის ან სხვა რამის

კერძო მეურნეობების გარდა ნადირობა ნებადართულია მხოლოდ გადამფრენ ფრინველზე....

პოსტის ავტორი: koba1973 Aug 10 2016, 17:38

ციტატა(Nukry @ 10th August 2016 - 10:56) *
ორი წლის წინ მახსოვს, მაღაროსკენ ჩავედით...
ყანები ხო გადაწვეს და ვიღაც-ვიღაცეების ვენახებიც მიაყოლეს

მაღაროში გეუბნები ზუსტად.
ციტატა(shalva @ 10th August 2016 - 11:59) *
ყველა კომბაინზე მუშაობს საკუწი! კომბაინერი მაიმუნობს თუ იცი ვინ გითხრა ეგ ამბავი მითხარი და მაგათ გავყრით სუყველა სამსახურიდან, დროის მოგების მიზნით მამაძაღლობენ

ალბათ მასეა მაგრამ ეხლა რაღა დროსია. მომავალ წელსაც დამჭირდება კომბაინი(იმედია) და გავითვალისწინებ.


ციტატა(uiaragho @ 10th August 2016 - 11:32) *
შარშან მაღაროსკენ გავხსენი სეზონი. იწვოდა ყველაფერი. ბოლში ვნადირობდით. სამოქალაქო თავდაცვის მეცადინეობას ჰგავდა, კომუნისტები რომ გვიტარებდნენ ხოლმე მოსახლეობას . 3 ცალი მწყერი მოვინადირე მხოლოდ

არ ვიცი დამიჯერებთ თუ არა შარშან მწყერი არ მომიკლავს.

პოსტის ავტორი: rezo197313 Aug 10 2016, 18:51

ეხლა ვიყავი ტბსი ბანკში ქვითრის ასაღებად და კოდი მომთხოვეს. ორი კოდია რომელი გინდაო 3033-გადამფრენი ფრინველების ამოღება და 3041 -ნადირობის ნებართვაო. ეს ბოლო კოდი რა პონტია იცით ვინმემ?

პოსტის ავტორი: და.კარ Aug 11 2016, 08:54

სალამი მეგობრებო , სახაზინო კოდი არ იცით მოსაკრებელის რომ გადავიხადო ? შარშან პირდაპირ გადავრიცხე და ახლა კოდი მომთხოვეს .

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 11 2016, 09:42

და.კარ
ლიბერთიში მიდი იქ ავიღე მე და იცოდნენ
შარშან ტაოშიავიღე და იქაც იცოდნენ

პოსტის ავტორი: ზახარა Aug 11 2016, 12:11

ციტატა(amumu @ 11th August 2016 - 09:54) *
სალამი მეგობრებო , სახაზინო კოდი არ იცით მოსაკრებელის რომ გადავიხადო ? შარშან პირდაპირ გადავრიცხე და ახლა კოდი მომთხოვეს .



ეს შარშანდელი კოდებია თუ არაფერი შეცვლილა გამოგადგებათ !!!

ლიცენზიის გადასახადი კოდები




N თვითმმართველი ერთეულის
კოდი თვითმმართველი ერთეულის დასახელება
1. 300773033 თბილისი
2. 300063033 რუსთავი
3. 300073033 დმანისი
4. 300083033 თეთრიწყარო
5. 300093033 ბოლნისი
6. 300103033 მარნეული
7. 300113033 გარდაბანი
8. 300123033 წალკა
9. 300133033 მცხეთა
10. 300143033 თიანეთი
11. 300153033 დუშეთი
12. 300163033 ყაზბეგი
13. 300173033 ახალგორი
14. 300183033 ქუთაისი
15. 300193033 ზესტაფონი
16. 300203033 თერჯოლა
17. 300213033 სამტრედია
18. 300223033 საჩხერე
19. 300233033 ვანი
20. 300243033 ბაღდათი
21. 300253033 წყალტუბო
22. 300263033 ჭიათურა
23. 300273033 ტყიბული
24. 300283033 ხარაგაული
25. 300293033 ხონი
26. 300303033 ამბროლაური
27. 300313033 ლენტეხი
28. 300323033 ონი
29. 300333033 ცაგერი
30. 300343033 ზუგდიდი
31. 300353033 მარტვილი
32. 300363033 აბაშა
33. 300373033 სენაკი
34. 300383033 ჩხოროწყუ
35. 300393033 წალენჯიხა
36. 300403033 ხობი
37. 300413033 მესტია
38. 300423033 ფოთი
39. 300433033 გორი
40. 300443033 კასპი
41. 300453033 ქარელი
42. 300463033 ხაშური
43. 300473033 თიღვი
44. 300483033 ერედვი
45. 300493033 ქურთა
46. 300503033 გურჯაანი
47. 300513033 თელავი
48. 300523033 სიღნაღი
49. 300533033 დედოფლისწყარო
50. 300543033 ახმეტა
51. 300553033 საგარეჯო
52. 300563033 ყვარელი
53. 300573033 ლაგოდეხი
54. 300583033 ახალციხე
55. 300593033 ასპინძა
56. 300603033 ახალქალაქი
57. 300613033 ადიგენი
58. 300623033 ბორჯომი
59. 300633033 ნინოწმინდა
60. 300643033 ლანჩხუთი
61. 300653033 ჩოხატაური
62. 300663033 ოზურგეთი
63. 300673033 სოხუმი
64. 300683033 გალი
65. 300693033 ბათუმი
66. 300703033 ქედა
67. 300713033 ქობულეთი
68. 300723033 ხულო
69. 300733033 ხელვაჩაური
70. 300743033 შუახევი
71. 300753033 აჟარა






ხაზინის ერთიანი ანგარიში საგადასახადო ( თბილისი)

სახელმწიფო ხაზინა 200122900
ბანკის კოდი TRESGE22

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Aug 11 2016, 15:23

არამგონია შეეცვალათ

პოსტის ავტორი: ზახარა Aug 11 2016, 18:49

არ შეუცვლიათ გადავიხადე ამ კოდით ჩვეულებრივ

პოსტის ავტორი: misha59 Aug 11 2016, 21:08

გამარჯობათ, ერთი შეკითხვა მაქვს: ადრე როცა ლიცენზიას ვიღებდი ვიცოდი რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შემეძლო ნადირობა. დღეს მეგობრებს უთხრეს ბანკში, მხოლოდ იმ რეგიონში შეგიძლია ნადირობა სადაც აიღებ ლიცენზიასო! ე.ი. ცალკე უნდა აიღო გორის, ახალქალაქის, კახეთის და ა.შ.

პოსტის ავტორი: ოთო. Aug 11 2016, 21:18

არა ტყუილია ეგ, ეტყობა ბანკის თანამშრომელი არ იყო ინფორმირებული.

პოსტის ავტორი: ზახარა Aug 11 2016, 22:02

ციტატა(mishel1959 @ 11th August 2016 - 22:08) *
გამარჯობათ, ერთი შეკითხვა მაქვს: ადრე როცა ლიცენზიას ვიღებდი ვიცოდი რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შემეძლო ნადირობა. დღეს მეგობრებს უთხრეს ბანკში, მხოლოდ იმ რეგიონში შეგიძლია ნადირობა სადაც აიღებ ლიცენზიასო! ე.ი. ცალკე უნდა აიღო გორის, ახალქალაქის, კახეთის და ა.შ.

საერთოდ ხმა არ ამოიღონ ჯობია ეგეთმა ინფორმირებულმა თანამშრომლებმა

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Aug 11 2016, 22:43

კარგად ვიხალისე...
D.gif

პოსტის ავტორი: და.კარ Aug 12 2016, 00:21

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=1588929581121454&id=878983925449360 ოჩომ გააზიარა მაგრამ მე მაინც დავლინკავ newsmile05.gif
ზახარა
მადლობა

პოსტის ავტორი: ჯოლა Aug 12 2016, 07:25

ისე რა საჭიროა ამდენი კოდები??? იყოს ერთი კოდი და აღარ იქნებაამდენი გაურკვევლობა. მე ეხლა ამბროლაურის კოდზე რო გადავრიცხო ლიცენზიის თანხა, ვინ რას მეტყვის რო?

პოსტის ავტორი: samsoni777 Aug 12 2016, 11:43

დილით 5-6 საათისთვის ხომ არავის გყოლიათ ძაღლი გასასეირნებლად? მაინტერესებს მწყერი დილით რამდენად აქტიურია. 7 საათზე კი ვყოფილვარ მაგრამ მგონი ცოტა გვიანაა, საგამოსაც გავდივარ ხოლმე და ისე რა არის, ანუ მოკლედ იმისთქმა მინდა რომ შეიძლება შარშანდელმა სეზონმა ამას აჯობოს.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Aug 12 2016, 12:54

samsoni777
5:30 სკენ თენდება და გადი მაგ დროს
შენც გაგისწორდება და ძაღლსაც

პოსტის ავტორი: samsoni777 Aug 12 2016, 14:13

ციტატა(ნუკრიMax @ Aug 12 2016, 13:54) *
samsoni777
5:30 სკენ თენდება და გადი მაგ დროს
შენც გაგისწორდება და ძაღლსაც



აწი კი გავალ უკვე მაგ დროს D.gif აქამდე მაინც მასე ადრე ვერ ვატანდი თავს ძალას, მეზარება უთოფოდ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: bubusicha Aug 12 2016, 14:42

ციტატა(jola @ 12th August 2016 - 08:25) *
იყოს ერთი კოდი და აღარ იქნებაამდენი გაურკვევლობა. მე ეხლა ამბროლაურის კოდზე რო გადავრიცხო ლიცენზიის თანხა, ვინ რას მეტყვის რო?


ვერ ვერაფერს.

უბრალოდ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის შემოსავალი იქნება.

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 12 2016, 23:23

ციტატა(jola @ 12th August 2016 - 08:25) *
ისე რა საჭიროა ამდენი კოდები??? იყოს ერთი კოდი და აღარ იქნებაამდენი გაურკვევლობა. მე ეხლა ამბროლაურის კოდზე რო გადავრიცხო ლიცენზიის თანხა, ვინ რას მეტყვის რო?

ისე თუ თქვენთვის სულერთია გურჯაანის კოდზე ჩარიცხეთ გვიჭირს ხალხს აქ D.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Aug 13 2016, 12:23

ციტატა(assassin29 @ Aug 13 2016, 00:23) *
ისე თუ თქვენთვის სულერთია გურჯაანის კოდზე ჩარიცხეთ გვიჭირს ხალხს აქ D.gif

ეს რას წერ. თელაველმა არ ნახოს შემთხვევით ეს პოსტი. თორე ხო იცი მეტიც არ უნდათ. გურჯაანის გაჭირვებაზე მოიგონებენ ახალ ისტორიებს.

ხუმრობა იქით იყოს და რა გვალვები წავიდა ხაალხოოო. ერთი წვიმა თუ არ მოგვივა არ ვიცი როგორი სეზონის გახსნა გამოვა. გუშინ გავატარე ძაღლი ლაგოდეხის მინდვრებში. აფრენილს მისდევს. არა და წინა წლებში არ მისდევდა. ისე მწყერი შარშანდელთან შედარებით უფრო მეტია.

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 13 2016, 13:10

ციტატა(uiaragho @ 13th August 2016 - 13:23) *
ეს რას წერ. თელაველმა არ ნახოს შემთხვევით ეს პოსტი. თორე ხო იცი მეტიც არ უნდათ. გურჯაანის გაჭირვებაზე მოიგონებენ ახალ ისტორიებს.

ეგონოთ. ჩვენ კიდე მაგ მოზიდული თანხით ავაყვავებთ ეკონომიკას მოვიზიდავთ მილიონ ტურისტს და გავარემონტებთ 9 აპრილის დამწვარ კორპუსს D.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Aug 13 2016, 14:41

ციტატა(uiaragho @ 13th August 2016 - 13:23) *
ისე მწყერი შარშანდელთან შედარებით უფრო მეტია.

თუ გვალვამ არ დაადუღა მადაურობა.......

პოსტის ავტორი: koba1973 Aug 13 2016, 16:57

ციტატა(Nukry @ 13th August 2016 - 16:41) *
თუ გვალვამ არ დაადუღა მადაურობა.......

და ხანძრებმა.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Aug 13 2016, 19:21

ეგ ხო გაუთავებელ პრობლემად იქცა...

პოსტის ავტორი: koba1973 Aug 13 2016, 19:53

თუ ასე გაგრძელდა მწყერი გრილ ადგილებში აინაცვლებს. აუტანელი სიცხეა.
დღეს მინდორში ვიყავი. შუადღის ხვატს კვამლის სუნიც ემატებოდა თუმცა ცეცხლს ვერ ვხედავდი.

პოსტის ავტორი: coco jambo Aug 13 2016, 23:56

რა მაინტერესებს ნადირობის ლიცენზია სად და როგორ უნდა ავიღო ვერ გავიგე კარგათ?

პოსტის ავტორი: ოთო. Aug 14 2016, 07:33

coco jambo
ლიცენზიას იღებ ბანკში 11 ლარი და პირადობა იქონიე თან.

პოსტის ავტორი: romeo 1 Aug 15 2016, 10:17

ეხლაც ვნახე გარემოს დაცვის საიტზე და დღემდე არაა სეზონის გახსნასთან დაკავშირებით არაფერი გამოქვეყნებული, ვერ გავიგე რას ელოდებიან!

პოსტის ავტორი: უიარაღო Aug 15 2016, 10:23

ეგეც ევალება მაგ სამინისტროს what.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Aug 15 2016, 10:35

ციტატა(uiaragho @ 15th August 2016 - 11:23) *
ეგეც ევალება მაგ სამინისტროს

სხვა რა ევალება რო_

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 15 2016, 13:13

https://postimg.cc/image/oj7tpn3c9/https://postimage.org/

ესეც ლიმიტები და შეზრუდვები
http://www.moe.gov.ge/ka/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/2016-08-15-gadamfren-frinvelebze-nadirobis-sezoni

https://postimg.cc/image/ellk87afz/

https://postimg.cc/image/uxvlxxorj/

https://postimg.cc/image/g370jrf6n/

https://postimg.cc/image/kdlofck9r/

https://postimg.cc/image/sx52d3sm7/

https://postimg.cc/image/455g5vbfj/


https://postimage.org/

პოსტის ავტორი: უიარაღო Aug 15 2016, 13:18

აქ დაანონსებული ცვლილებები როგორც ჩანს არ შესულა ძალაში.

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 15 2016, 13:23

ციტატა(uiaragho @ 15th August 2016 - 14:18) *
აქ დაანონსებული ცვლილებები როგორც ჩანს არ შესულა ძალაში.

ვერ მოესწრო ალბათ

პოსტის ავტორი: samsoni777 Aug 17 2016, 19:31

cooldog.gif გაიწელა დროოო

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 17 2016, 19:35

განხილვა სპეციალურად სეზონის გახსნასთან დაკავშირებით მოესწრო.

ესწრებოდნენ სამისტრო მონადირეები და მოწვეული ექსპერტები. ყველაფერი შეჯერდა და დამტკიცდა.

აბა რაღა ჭირი გვჭირს

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 18 2016, 06:59

სიჩუმეა. ყველა მზადებაშია ეტყობა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Aug 18 2016, 07:51

ჭალიმგელა
თუ დამტკიცდა, რატო არ შეიტანეს ?
ხო გვითხრა, შესწორდებაო?!
შეძლებ რო გადაამოწმო?

პოსტის ავტორი: უიარაღო Aug 18 2016, 09:27

იქნებ გარემოს დაცვის სამინისტროს ვებ გვერდის ლინკი დადოთ რომ გადავამოწმო კიდევ ერთხელ შესულია თუ არა ცვლილებები.

პოსტის ავტორი: ოთო. Aug 18 2016, 10:39

ახლა ვნახე მაგათი გვერდი და არაფერი შეცვლილი იგივეა რაც იყო შარშან.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Aug 18 2016, 14:23

ზნაჩიტ ბუდეააა.....
არადა ისე დამაჯერებლად ლაპარაკობდა ის ქალი
vava.gif

პოსტის ავტორი: ოთო. Aug 18 2016, 21:08

მამენტ 10 მანეთის დედაც მაგრამ თუ ერთ თვეში გამოგვიცხადეს აქაოდა ცვლილება ამოქმედდაო ახლიდან მოგვიწევს ლიცენზიის აღება?

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 19 2016, 09:26

ეხლა ველაპარაკე სამინისტროში. ყველა ცვლილება ძალაშია. დღეს მინისტრი იტყვის ბრიფინგზე 11 საათზე !!!

პოსტის ავტორი: უიარაღო Aug 19 2016, 10:16

მეგობრებო! რამოდენიმე საათში დადგება ნანატრი ჟამი. გილოცავთ ყველას.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Aug 19 2016, 11:29

ციტატა(Chalimgela @ 19th August 2016 - 10:26) *
ეხლა ველაპარაკე სამინისტროში. ყველა ცვლილება ძალაშია. დღეს მინისტრი იტყვის ბრიფინგზე 11 საათზე !!!

არ მომისმენია და თქვა ნეტა_?

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 19 2016, 12:08

მზვერავ რაზმში მოვხვდი და დღესსაღამოს უკვე მინდორში ვიქნები

ამიტომ წინასწარ გილოცავთ სეზონის გახსნას სულ კაი ნადირობები და უხვინადავლი მოეტანოს წელს Shooting.gif Shooting.gif Shooting.gif

პოსტის ავტორი: lord Aug 19 2016, 12:18

ციტატა(levani mgebrishvili @ 19th August 2016 - 13:08) *
არ მომისმენია და თქვა ნეტა_?

დიახ, თქვა https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=1597683226912756&id=878983925449360 - ცვლილებები ძალაშია.

ყველას გილოცავთ!
გისურვებთ მშვიდობიან და წარმატებულ სეზონს!

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 19 2016, 12:50

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ნადირობის სეზონის დაწყებასთან დაკავირებით, ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებებზე ინფორმაცია გააცნო. ცვლილების მიხედვით, 2016-2017 წლების სანადირო სეზონისთვის ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე ნადირობის ვადა გაგრძელდება 31 დეკემბრამდე, ნაცვლად 10 ნოემბრისა. ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალს და ნადირობისათვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა სახეობების ჩამონათვალს დაემატა ღალღა (Crex crex). ამ სახეობაზე ნადირობის ვადა განისაზღვრა აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე პერიოდით, ხოლო მოპოვების დღიური ლიმიტი - 5 ცალით; ნადირობისათვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა სახეობების ჩამონათვალს დაემატა ჩიბუხელა/გარშნეპი (Lymnocryptes minimus). ამ სახეობაზე ნადირობის ვადა განისაზღვრა აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე პერიოდით, ხოლო მოპოვების დღიური ლიმიტი - 5 ცალით; ტყის ქათმის მოპოვების დღიური ლიმიტი განისაზღვრა 5 ცალით, ნაცვლად სამისა.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Aug 19 2016, 13:52

მშვენიალუუურ....
ისე ამ წინასაარჩევნოთ სხვა რამეებიც რომ მოგვეთხოვა, შეიძლება კი აესრულებინათ.
შეხვედრაზე ის ქალი სულ თვალებში შემოგვციცინებდა...

პოსტის ავტორი: შალვა Aug 19 2016, 14:01

პირდაპირ შენსკენ გამოფრენილ მწყერზე
სროლა შეიძლება?

პოსტის ავტორი: გოგიტა Aug 19 2016, 14:39

ციტატა(შალვა @ Aug 19 2016, 15:01) *
პირდაპირ შენსკენ გამოფრენილ მწყერზე
სროლა შეიძლება?


კი თავდაცვის მიზნით შეიძლება newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Aug 19 2016, 14:55

ხო, ჯერ გამაფრთხილებელი სროლა ჰაერში და მერე ... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Aug 19 2016, 15:29

ციტატა(ჭალიმგელა @ Aug 19 2016, 13:50) *
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ნადირობის სეზონის დაწყებასთან დაკავირებით, ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებებზე ინფორმაცია გააცნო. ცვლილების მიხედვით, 2016-2017 წლების სანადირო სეზონისთვის ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე ნადირობის ვადა გაგრძელდება 31 დეკემბრამდე, ნაცვლად 10 ნოემბრისა. ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალს და ნადირობისათვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა სახეობების ჩამონათვალს დაემატა ღალღა (Crex crex). ამ სახეობაზე ნადირობის ვადა განისაზღვრა აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე პერიოდით, ხოლო მოპოვების დღიური ლიმიტი - 5 ცალით; ნადირობისათვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა სახეობების ჩამონათვალს დაემატა ჩიბუხელა/გარშნეპი (Lymnocryptes minimus). ამ სახეობაზე ნადირობის ვადა განისაზღვრა აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე პერიოდით, ხოლო მოპოვების დღიური ლიმიტი - 5 ცალით; ტყის ქათმის მოპოვების დღიური ლიმიტი განისაზღვრა 5 ცალით, ნაცვლად სამისა.

newsmile027.gif ღალღაზე და ტყის ქათამზე ცვლილებები მეამე ნამეტნავად.

პოსტის ავტორი: koba1973 Aug 19 2016, 16:51

ამ ღამეს მე მგონი მაღაროს მინდვრებში უფრო მეტი ადამიანია ვიდრე სოფელში. 36_1_1.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Aug 19 2016, 19:10

და რა ხდება მარტო მაღაროშია მწყერი ყველა რო მაქეთ მიდის?
D.gif

პოსტის ავტორი: koba1973 Aug 19 2016, 19:54

მგონი მონადირე უფრო მეტია.

ხვალ და ზეგ იქნება საერთოდ არ გავიდე სანადიროდ.

პოსტის ავტორი: samsoni777 Aug 19 2016, 22:07

D.gif ჯავშანჯილეტით უნდა იაროს კაცმა D.gif ყველას წარმატებულ ნადირობას გისურვებთ.

პოსტის ავტორი: შოთა.03 Aug 19 2016, 22:59

აბა გილოცავთ ლომებო. მრავალს დაესწარით, ულამაზესი ნადირობები გქონებოდეთ და უსაფრთხო!
ოჩოპინტრე იყოს თქვენი მფარველი!!!!
არწივის მზერა და მგლის მუხლი გქონებოდეთ!!!!


პოსტის ავტორი: ნოსო Aug 19 2016, 23:18

გილოცავთ სეზონის გახსნას. კარგია რომ ეს ყველაფერი დაეშვა ,დაემატა და გამოსწორდა, თუმცა ამ 500 მეტრიანი ზოლის პრობლემა ისევ რჩება და ყველაზე დიდი სისულელეა რაც კი დაუწესებიათ. რაც შეეხება ღალღას D.gif ახლა გავიგე რო აკრძალული იყო, ხანდახან ჩვენსკენ ღალღა მეტია ვიდრე მწყერი და იმ დღეს შეიძლება დაერქვას ღალღაზე ნადირობა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Aug 20 2016, 01:13

გილოცავთ მონადირეებო სეზონის გახსნას, ბარაქიანი წელიწადი ყოფილიყოს თითოეული ჩვენთაგანისთვის!
ცვლილებებიც რა თქმა უნდა გასახარელია ნამდვილად. წარმატებები ყველას! newsmile027.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Aug 20 2016, 04:12

newsmile041.gif

პოსტის ავტორი: koba1973 Aug 20 2016, 06:40

ციტატა(samsoni777 @ 20th August 2016 - 00:07) *
ჯავშანჯილეტით უნდა იაროს კაცმა

გულმა არ მომითბინა და გავედი მაინც, მაგრამ ჟილეტის უქონლობის გამო წამოვედი. ყველა ნაკვეთში მინიმუმ 1 მანქანა დგას. გაბმული სროლა ისმის.

პოსტის ავტორი: apxazi Aug 20 2016, 06:43

აბა გილოცავთ მეგობრებოო, კარგიი ნადირობები ყოფილიყოს თქვენსკენ, მეტი ნადირ-ფრინველი და ნაკლები ბრაკონიერი vot-tak.gif

პოსტის ავტორი: და.კარ Aug 20 2016, 07:18

კარგ ნადირობას გისურვებთ newsmile05.gif რამოდენიმე დღე გასას ვერ ვახერხებ და მთლა ნუ ამოწყვეტთ , ცოტა შემახვედრეთ D.gif

პოსტის ავტორი: romeo 1 Aug 20 2016, 09:49

გილოცავთ მეგობრებო სეზონის გახსნას! როგორც რუსები ამბობენ: наведём страху на пернатых!

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 20 2016, 11:38

ამ წამს მოვედი მაღაროდან სახლში მწყერი კარგად იყო მაგრამ ვაი იმ კარგად ყოფნას
ეს დედამო@#$ული ხო შეიძლება გაიხედო საით ისვრი არა? newsmile019.gif ჯართად გადამაქციეს იმდენი სადანტი მომხვდა
ძაან ბევრი ხალხი იყო და თავისუფლად ვერ ინადირა ვერავინ რა
მინდორის ბოლოში სულ ვიღაც გეჩითებოდა
9 საათამდე გვანადირა მზემ და მერე მაგრად დაცხა მწყერი ძირითადად ფეხიდან ამოდიოდა არ უჩერდებოდა ძაღლებს.
19 ავიღე 2 ჩამოგდებული დავკარგე და ბევრიც აღარ მიფიქრია წამოვედით სახლში
ჯამში რვა კაცმა 120 მწყერამდე ავიღეთ
ერთო ორი დღე საგიჟეთი იქნება მანდ და მერე ჩაწყნარდება წოტა ალბათ

პოსტის ავტორი: bubusicha Aug 20 2016, 12:17

assassin29

გილოცავ პირველ რიგში სახლში მშვიდობიან დაბრუნებას და მერე წარმატებულ მონადირებას. small3d018.gif

მწყერის თემა ან ფოტოები კაპუტენ?

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 20 2016, 12:55

bubusicha
აუ მე ფანრიანი ნოკია მაქ და ვერ ვიღებ სურათებს D.gif
გამოვაგზავნინებ ვინმეს და ავტვირთავ

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 20 2016, 13:01

https://postimg.cc/image/7rojgvpyx/https://postimage.org/
კიდე დავდებ საღამოს

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 20 2016, 13:48

სიგარეტს რო აფუილებს ეგი ვარ მე D.gif




https://postimg.cc/image/avs1jmdq1/

https://postimg.cc/image/7q7ftev3t/

https://postimg.cc/image/sodlrhuyh/


https://postimage.org/


ვერ გადავიღეთ ბევრი სურატები მაგრად შეგვაღონა მზემ
არიყო ვაფშე სანადირო ამინდი

პოსტის ავტორი: bubusicha Aug 20 2016, 14:24

მშვენიერი დასაწყისია xoshian.gif

პოსტის ავტორი: samsoni777 Aug 20 2016, 20:22

ციტატა(assassin29 @ Aug 20 2016, 14:01) *
https://postimg.cc/image/7rojgvpyx/https://postimage.org/
კიდე დავდებ საღამოს


აი მესმის ნადირობა D.gif მოვიარე მინდვრები და 7 ცალი ძლივს შევიხვედრე

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 20 2016, 20:54

ციტატა(samsoni777 @ 20th August 2016 - 21:22) *
აი მესმის ნადირობა მოვიარე მინდვრები და 7 ცალი ძლივს შევიხვედრე

სექტემბრიდან იქნება კარგი სანადირო სემიჭკები აიღება მწყერი მოსუქდება და ხალხიც შეცოტავდება

პოსტის ავტორი: შოთა.03 Aug 21 2016, 16:13

ბიჭებო ღულელების მხარეს თუ იცით არის მწყერი? ხვალ მინდა გავისეირნო დილით, სადმე ახლოში რო ჩემი ბებრუხანა 14 წლისაა და მაქსიმუმ 1 საათი წავინადირო, თუ იცით საითაა ახლოს რო გავიყვანო და გავახარო? ალბათ ბოლო ნადირობა იქნება უკვე მისთვის და არ მინდა იმედები გაუცრუვდეს :(

პოსტის ავტორი: გოგიტა Aug 21 2016, 16:46

სართიჭალა ყველაზე კარგია, მაგრად არისო

პოსტის ავტორი: შოთა.03 Aug 22 2016, 10:14

ესეიგი მაოცებს ჩემი ბებერი D.gif მართალია საათნახევარი გავქაჩეთ, მაგრამ ფრიად შედეგიანი გასვლა გვქონდა. 17 ცალი ავიღეთ, დანაკარგი 0. გამაზვა 4.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 22 2016, 10:19

ოჩოს გახსნის რეპორტიც დაიდება მალე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Aug 22 2016, 11:24

ციტატა(SHOTA @ 22nd August 2016 - 11:14) *
17 ცალი ავიღეთ

ღულელებში_?

პოსტის ავტორი: შოთა.03 Aug 22 2016, 12:04

ნუკრიMax

ციტატა(Nukry @ 22nd August 2016 - 12:24) *
ღულელებში_?

წილკანში

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 22 2016, 12:07

ციტატა(გოგიტა @ Aug 21 2016, 17:46) *
სართიჭალა ყველაზე კარგია, მაგრად არისო

გუშინ 2 სასწრფო იყო ასული. დასაფანტებულების გამო და ვისაც სასწრაფო არ დაჭირდა ის კიდევ ბლომად იყო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Aug 22 2016, 12:11

ჭალიმგელა

ციტატა(Chalimgela @ 22nd August 2016 - 13:07) *
გუშინ 2 სასწრფო იყო ასული. დასაფანტებულების გამო და ვისაც სასწრაფო არ დაჭირდა ის კიდევ ბლომად იყო

D.gif რით ვერ ისწავლა ამ ხალხმა ნადირობის დროს სიფრთხილე კი მარა???

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 22 2016, 12:18

ციტატა(SHOTA @ 22nd August 2016 - 13:11) *
რით ვერ ისწავლა ამ ხალხმა ნადირობის დროს სიფრთხილე კი მარა???

ხამები უნახახავები და უკულტუროები რო არიან newsmile042.gif
ერთი 10ს მაინც არ ვესროლე იმიტო რო წინ ვიღაც შემეფეთა

ეხლა რა ხდება ვხედავდი რო თუ სიარულს გავაგრძელებ ვიღაცას გავეჩხირები წინ ვბუნდები და სხვა მიმართულებით წავალ, ან გზას დაუთმობ ან გავატარებ
მარა ბევრს ეგ ეკიდა და დადიოდნენ სირებივით, თან პატარა ბიჭები კიარა პაპის ხელა ხალხი newsmile042.gif
რამდენიც სეზონი მანდ გავხსენი იმდენი ვინანე

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 22 2016, 13:17

ციტატა(შოთა.03 @ Aug 22 2016, 13:11) *
ჭალიმგელა

D.gif რით ვერ ისწავლა ამ ხალხმა ნადირობის დროს სიფრთხილე კი მარა???


სიფრთხილე არაფერ შუაშია, აქ მონადირულ ეთიკაზე და ზრდილობაზეა საუბარი. როცა ხედავ მინდორთან მანქანა დგას და ადამიანები ნადირობენ იმ მინდორში არ უნდა შეხვიდე, მით უმეტეს გადაკვეთაზე

პოსტის ავტორი: vaxusti Aug 22 2016, 15:56

ისე ვინც ნადირობს, მნიშვნელობა არ აქვს თოფი გუშინ დაიჭირა ხელში თუ 50 წელია უჭირავს და ნადირობს. მეტ წილს 99%-ს რომ კითხო, იცის ნადირობის წესები, ქცევა, ზდილობა და ასე შემდეგ. მაგრამ ამასობაში ყველას ფეხზე კიდია ეს ყველაფერი. და ეხლა რახდება. წავედი ღამე ადგილის დასაკავებლად. მთელი ღამე მანკანები არ გაჩერებულან ზოგი მოდიოდა გვხედავდა რომ იკ ადგილი ჩვენ გვკონდა დაკავებული და მიდიოდა და ზოგიც 20 მეტრის იკით აჩერებდა თითქოს ის სხვა ადგილას იყო და ჩვენ ხელს არ გვიშლიდა. რომ გათენდა საბოლოოჯამში ერთ სანადირო ადგილას აღმოვჩნდით ორი ჩვენ და 30 კაცი კიდე სხვა. არც ჩვენ დავთმეთ და არც იმათ და ვინადირეთ ყველამ ერთად ერთ ფართობში, საბოლოო ჯამში ყველამ ორ-ორი და სამსამი მოკლა. აი რა სიამოვნება აქვს ამას ჩემამდე არ დადის. ეს არის უზრდელობა და არ შეეფერება მონადირეს მასეთი საქციელი, თუ ადგილი ვერ ნახე ჯობია წახვიდე სახში და სხვა დროს გაიარო მინდორში და არა ის რომ მიხვიდე და სხვის დაკავებულ ადგილში შენ ინადირო. აღარასოდეს წავალ სეზონის გახსნაზე სულ შემაჯავრა იმ ხალხმა სეზონის გახნა. ვაი ვაი სირცხვილია უბრალოდ თორემ მწყერზე და თოფის გასროლაზე კი არ არი საუბარი... ზრდილობა, ზრდილობა და კიდევ ზრდილობა...

პოსტის ავტორი: Abeli Aug 23 2016, 11:22

ყველაფერში ეგეთები ვართ ამ ქვეყანაში. აქ ნადირობას ვაკვირდებით და მაგიტომ ნადირობაში ჩანს ეს უწესობა. სხვა სფეროს რომ დავაკვირდეთ, ყველგან იგივე უწესობას ვავლენთ. ნადირობის წესი თუ ეთიკა რომდენიც გინდა ასწავლე კაცს, თუ თავად უწესოა, ეს მისთვის ყოველთვის გაუგებარი და მიუღებელი იქნება.
კაცი რომ "პროტივზე" გაჩხირავს მანქანას და საცობს შექმნის, ან ნაგავს რომ გადმოყრის ფანჯრიდან, ეგეთი კაცი მინდორშიც შემოგივარდება და საფანტსაც მოგაყრის. ზოგადი უკულტურობის ამბავია.

პოსტის ავტორი: და.კარ Aug 27 2016, 13:34

მოგესალმებით პატივცემულებო , აბა როგორ მოგწონთ წლევანდელი სეზონი ?! მიუხედავად იმისა რომ სეზონი 20 ში გაიხანა , დღეს პირველად მოვახერგე გასვლა , და პირველად ვარ ასეთი კმაყოფილი .

პოსტის ავტორი: და.კარ Aug 27 2016, 13:45


https://postimg.cc/image/lro6kc5xx/https://postimage.org/index.php?lang=russian



ეს ძაღლი მესამედ იყო სანადიროდ გასული მისი არსებობის მანძილზე ( ასაკი თითქმის 2 წლის ) და ყოველ ჯერზე ცდილობს დაამტკიცოს , რომ ლაბრადორზე კარგი მეძებარი არ არსებობს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ოთო. Aug 29 2016, 18:50

და.კარ
ვა საღოლ დავითა მალადეცები შენ, ისე რა მორიდებულად დგახარ ცოტა თამამად newsmile05.gif სურათი ჩაგისწორე მეორეთ დადებ პატარას და დაგბანავ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Aug 30 2016, 08:02

აბა როგორია სტოგერი. თვითონ ხვდება მიზანს? კარგ ნადირობას არაფერი არ სჯობია.

პოსტის ავტორი: samsoni777 Aug 30 2016, 12:58

ციტატა(უიარაღო @ Aug 30 2016, 09:02) *
აბა როგორია სტოგერი. თვითონ ხვდება მიზანს? კარგ ნადირობას არაფერი არ სჯობია.


რაქენი მოინადირე რამე ლაგოდეხში?

პოსტის ავტორი: manuqi9 Aug 30 2016, 17:51

მოგესალმებიტ ყველას ერტობლივი მადირობის ფორუმი ვერ ვიპოვევე გასვლაზე არავის გაქვტ სურვილი ერტად წავიდეტ სანადიროდ სჰევიკრიბოტ

პოსტის ავტორი: უიარაღო Aug 31 2016, 08:18

ციტატა(samsoni777 @ Aug 30 2016, 13:58) *
რაქენი მოინადირე რამე ლაგოდეხში?


2-2 საათით წავედი დილის ნადირობებზე სამჯერ და ასეთი შედეგით 9-8-11 ცალი. მესამე შვილი შემეძინა და ცოტა მოუცლელი ვიყავი. ამ შაბათს ვგეგმავ ისეთ ნადირობას მე რომ მიყვარს. მეგობრებთან ერთად დედოფლისწყაროში. ნადირობის შემდეგ იქვე პატარა პურის ჭამით და შემდეგ საღამოსთვის სახლში გონების დაბინდვამდე D.gif

პოსტის ავტორი: და.კარ Aug 31 2016, 09:12

ციტატა(ოთო. @ Aug 29 2016, 19:50) *
და.კარ
ვა საღოლ დავითა მალადეცები შენ, ისე რა მორიდებულად დგახარ ცოტა თამამად newsmile05.gif სურათი ჩაგისწორე მეორეთ დადებ პატარას და დაგბანავ newsmile05.gif

შენ გგონია ვიცი როგორ უნდა დავდო სურათი ? D.gif მითხარი როგორ ავტვირთო და აგარ განმეორდება newsmile045.gif

უიარაღო
წელს პირველად ვინადირე მწყერზე სტოგერით , თავიდან ცოტა გამიჭირდა 6 პატრონა გავაცდინე , მაგრამ ახლა ალგო ავუგე და 10/9ს მაინც ვარტყავ.
თოფით კმაყოფილი ვარ , 24 გრამიანს უპრობლემოდ ტენის . newsmile05.gif

პოსტის ავტორი: და.კარ Aug 31 2016, 09:17

ციტატა(უიარაღო @ Aug 31 2016, 09:18) *
2-2 საათით წავედი დილის ნადირობებზე სამჯერ და ასეთი შედეგით 9-8-11 ცალი. მესამე შვილი შემეძინა და ცოტა მოუცლელი ვიყავი. ამ შაბათს ვგეგმავ ისეთ ნადირობას მე რომ მიყვარს. მეგობრებთან ერთად დედოფლისწყაროში. ნადირობის შემდეგ იქვე პატარა პურის ჭამით და შემდეგ საღამოსთვის სახლში გონების დაბინდვამდე D.gif

მაღაროში ნამდვილად ისიამოვნებ, თუმცა ბევრი ხალხია მითუმეთეს შაბათ-კვირას უფრო მეტი იქნება , გირჩევთ შირაქს ესტუმროთ . newsmile045.gif

პოსტის ავტორი: samsoni777 Aug 31 2016, 09:50

ციტატა(უიარაღო @ Aug 31 2016, 09:18) *
2-2 საათით წავედი დილის ნადირობებზე სამჯერ და ასეთი შედეგით 9-8-11 ცალი. მესამე შვილი შემეძინა და ცოტა მოუცლელი ვიყავი. ამ შაბათს ვგეგმავ ისეთ ნადირობას მე რომ მიყვარს. მეგობრებთან ერთად დედოფლისწყაროში. ნადირობის შემდეგ იქვე პატარა პურის ჭამით და შემდეგ საღამოსთვის სახლში გონების დაბინდვამდე D.gif


ღმერთმა ჯანმთელი გაგიზარდოს! მშვენიერი შედეგია რას ერჩი, მეც ამ ბოლოს მოვინადირე მასე თორემ მანამდე 3-4 ჰაა და ჰაა.

პოსტის ავტორი: უიარაღო Aug 31 2016, 10:40

ციტატა(და.კარ @ Aug 31 2016, 10:17) *
მაღაროში ნამდვილად ისიამოვნებ, თუმცა ბევრი ხალხია მითუმეთეს შაბათ-კვირას უფრო მეტი იქნება , გირჩევთ შირაქს ესტუმროთ . newsmile045.gif


შირაქი ნახანძრალ-გადამწვარია. ძნელია მანდ მინდვრის ნახვა. მაქვს ჩემი ექსკლუზიური მინდვრები სადაც ძირითადად მონადირეები არც კი შედიან. იმ ადგილებს შემოვუვლით. ვნახოთ რა იქნება. იქნებ გავიხსენო ძველი დრო...

პოსტის ავტორი: samsoni777 Sep 2 2016, 09:53

ლილუ მეტ სახელად ლალი D.gif

https://postimg.cc/image/x33zeslbn/https://postimage.org/index.php?lang=russian

პოსტის ავტორი: უიარაღო Sep 2 2016, 10:37

samsoni777
მშვენიერი დღე გქონია small3d018.gif


პოსტის ავტორი: samsoni777 Sep 2 2016, 11:08

ციტატა(უიარაღო @ Sep 2 2016, 11:37) *
samsoni777
მშვენიერი დღე გქონია small3d018.gif


კი საკმაოდ გრილი და ნადირობისთვის სასიამოვნო ამინდია, 16 ცალი მოვინადირეთ მე და ჩემმა მეგობარმა 7-9.

პოსტის ავტორი: უიარაღო Sep 2 2016, 12:51

samsoni777
ღალღა თუ შეგხვდა წელს ლაგოდეხში?

პოსტის ავტორი: samsoni777 Sep 2 2016, 13:05

ციტატა(უიარაღო @ Sep 2 2016, 13:51) *
samsoni777
ღალღა თუ შეგხვდა წელს ლაგოდეხში?


სხვათაშორის დღეს პირველად, დავინახე რომ სიმინდებში შეფრინდა მაგრამ ძაღლმა ვერ გაუქაჩა, რას გამოიყვანდი იქიდან D.gif

პოსტის ავტორი: Gcckoka Sep 2 2016, 15:24

სხვათა შორის ღალღა წელს ორჯერ ვიყავი და არ შეგვხვედრია არცერთი

დღეს მიიღო ბიჭმა საფანტი პირდაპირ თავში


პოსტის ავტორი: assassin29 Sep 2 2016, 19:34

ხვალ წავალ მაღაროში ისევ
გაიჭრებოდა სემიჭკები უკვე
ვინც იყავით უაახლოეს წარსულში რას იტყვით, წამლათ მაინც დატოვეს რამე? D.gif

პოსტის ავტორი: samsoni777 Sep 2 2016, 19:49

ციტატა(assassin29 @ Sep 2 2016, 20:34) *
ხვალ წავალ მაღაროში ისევ
გაიჭრებოდა სემიჭკები უკვე
ვინც იყავით უაახლოეს წარსულში რას იტყვით, წამლათ მაინც დატოვეს რამე? D.gif


მანდ მცოცავი მასხარები არ არიან?

პოსტის ავტორი: assassin29 Sep 2 2016, 19:51

ციტატა(samsoni777 @ 2nd September 2016 - 20:49) *
მანდ მცოცავი მასხარები არ არიან?

ძაან იშვიათად, უფრო გორებში არიან საკაკბეებში მინდორში ძირითადად არ გვხვდება

პოსტის ავტორი: მალხაზი 1984 Sep 2 2016, 20:05

სართიჭალის ან საგარეჯოსკენ თუ ინადირეთ წელს ვინმემ? ღირს წასვლა? არის მწყერი?

პოსტის ავტორი: samsoni777 Sep 2 2016, 20:29

ციტატა(assassin29 @ Sep 2 2016, 20:51) *
ძაან იშვიათად, უფრო გორებში არიან საკაკბეებში მინდორში ძირითადად არ გვხვდება


როცა იქნება გავურისკავ და წავალ D.gif

პოსტის ავტორი: apxazi Sep 2 2016, 21:33

მალხაზი 1984
სართიჭალაში სეზონის დაწყებამდე ძაან ბლომად იყო, გასვლაზე 15-20 ცალს სუ ვნახულობდი თან 6 თვის ლეკვი მყავს, 1 კვირის წინ 6 მოვკალით, დაადუღეს იქაურობა მარა მაინც არი კიდე მგონი

პოსტის ავტორი: kobavar Sep 3 2016, 10:34

კაი გამარჯობა თქვენი,ამ შაბათ კვირა ვინც სართიჭალაში ინადირებს იქნებ დაწეროთ რა სიტყვაციაა ღირს თუ არა წასვლა ორშაბათს...

პოსტის ავტორი: assassin29 Sep 3 2016, 11:59

ესეიგი ეხლა დავწერ რა სიტუაციაა
ბევრი ნაყანობი გადაუწვიათ ზოგი მოხნულიცაა
გრილოდა ნიავიც იყო მარა მიწა გაფიტულია და ძალიან უჭირთ ძაღლებს
მწყერი ამოდის კანტიკუნტათ ძაან და ძირითადად თავისით ფრინდება შორიდანვე
ხალხი იყო ბევრი (პრინციპში უიქენდია და არცარი გასაკვირი)
6მა კაცმა 45 მაინც მოვაგროვეთ ძლივს (ძალიან ბევრის გავლა მოგვიწია)
4 ავიღე და 3 დავკარგე ცუდი დღე მქონდა რა newsmile019.gif
რავი თუ წასვლა გინდათ გირჩევთ შუა კვრირაში წახვიდეთ უფრო თავისუფლად ინადირებთ

ხო ჩვენ ღამევე მივედით და მანოკის ხმა მოდიოდა შორიდან bliadzl.gif ,როგორც კი მანქანებდა დაიწყეს შემოსვლა გათიშეს
პ.ს სურათებისთვის ბოდიში არ გადამიღია

პოსტის ავტორი: gacho Sep 3 2016, 21:57

დიდი მნიშვნელობა არ აქვს შაბათ კვირას წახვალ თუ შუა კვირაში. მონადირეები ერთნაირად არიან

პოსტის ავტორი: ჯეკო Sep 4 2016, 18:58

ცოტას ფოტოებით გაგახალისებთ
http://radikal.ru
http://radikal.ru
http://radikal.ru
http://radikal.ru
http://radikal.ru
http://radikal.ru
http://radikal.ru
http://radikal.ru

პოსტის ავტორი: უიარაღო Sep 5 2016, 09:16

xoshian.gif newsmile027.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: megreli Sep 6 2016, 00:24

ჯეკო

მაგარ ფორმაში ხარ ბაბუ newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Sep 6 2016, 11:35

ამ სურათებს რომ ვუყურებ ნადირობა მინდება ისევ. არა და 2 დღის წინ ვიყავი და კიდევ 4 დღე ვერ წავალ vava.gif წამზომი რომ იყო საიტის მთავარ გვერდზე ჩემთვის არ გამორთულა. ისევ ვითვლი წუტებს , საათებს და დღეებს .

პოსტის ავტორი: ჯეკო Sep 6 2016, 19:51

http://radikal.ru
http://radikal.ru
http://radikal.ru
http://radikal.ru
ბიზონების ქარავანი
http://radikal.ru
http://radikal.ru

პოსტის ავტორი: უიარაღო Sep 7 2016, 09:18

3 სექტემბრის ნადირობა. ამ სეზონზე მეგობრებთან ერთად პირველი გასვლა იყო. უმაგრესი დღე გამოვიდა და კიდევ ერთი ტკბილი მოგონება დამრჩა. 4 დღე გავიდა, მაგრამ ისევ ნირვანაში ვარ. რომ ვიგონებ იმ დროს აღმაფრენას ვგრძნობ და თავს დავნატრი D.gif ლიმიტზე ზოგმა მეტი ზოგმა ნაკლები, მაგრამ საერთო ჯამში არ გადაგვიჭარბებია. 5 კაცზე 85 მწყერი ავიღეთ.








პოსტის ავტორი: უიარაღო Sep 7 2016, 09:24

დილას გულმა ვეღარ მომითმინა და სამსახურამდე, ერთი საათით წავინადირე. 6 საათზე დავიწყე და 7 საათსა და 4 წუთზე დავამთავრე. მინდორი 10 წუთის სავალზეა ჩემი სახლიდან. ესეც სახელდახელოდ გადაღებული 7 სექტემბრის დილის ნადირობა.





კვირამდე ასე პატარ-პატარა გასვლებით უნდა გადავიტანო.

პოსტის ავტორი: samsoni777 Sep 7 2016, 09:41

ციტატა(უიარაღო @ Sep 7 2016, 10:24) *
დილას გულმა ვეღარ მომითმინა და სამსახურამდე, ერთი საათით წავინადირე. 6 საათზე დავიწყე და 7 საათსა და 4 წუთზე დავამთავრე. მინდორი 10 წუთის სავალზეა ჩემი სახლიდან. ესეც სახელდახელოდ გადაღებული 7 სექტემბრის დილის ნადირობა.





კვირამდე ასე პატარ-პატარა გასვლებით უნდა გადავიტანო.


მშვენიერია newsmile027.gif მწყერიც უკვე ჯორივით არის, გესიამოვნება აღება.

პოსტის ავტორი: უიარაღო Sep 7 2016, 09:52

ჯორის აღება ვის სიამოვნებს D.gif ხუმრობა იქით იყოს და ამ შუა კვირაში საკმაოდ ბევრი მონადირე იყო მინდორში.

პოსტის ავტორი: samsoni777 Sep 7 2016, 11:55

კი სულ დადიან, მეც ვიყავი დილით კავშირის მინდვრებში 7 ცალი მოვინადირე, ახლა უკვე სულ სხვა მწყერი გხვდება გახსნაზე ნემსებივით იყო. პერელიოტი დაწყებული აქვთ.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Sep 7 2016, 15:00

უიარაღო
მშვენიალურია, დილის ხაშივით...

პოსტის ავტორი: assassin29 Sep 13 2016, 10:17

დღეს პირველად გავედი სოფლის მინდვრებში მყერი არის ასე თუ ისე მარა ძაან ლიხშია და საშინელი სანადიროა
ცოტა გავერთეთ და წამოვედით
მაღარო ფორევა
https://postimg.cc/image/mhigptwhf/https://postimage.org/

ხო წელს პირველად ვნახე ღალღა სამწუხაროდ წავიდა უვნებელი

პოსტის ავტორი: უიარაღო Sep 13 2016, 10:21

გასულ შაბათს მოვინადირე ლაგოდეხში ღალღა. ათ წელზე მეტია ღალღა არ მომინადირებია და მაგრად გამიხარდა ეს შემთხვევა.

პოსტის ავტორი: bubusicha Sep 13 2016, 10:37

ციტატა(levani mgebrishvili @ 13th September 2016 - 11:17) *
ხო წელს პირველად ვნახე ღალღა სამწუხაროდ წავიდა უვნებელი

ღალღა როგორ გაგექცა ლევან, ჰაერში ბუქსაობს ეგ საცოდავი newsmile090.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Sep 13 2016, 10:56

შარშან მეც გამექცა. ამოფრინდა და ახლოსვე ჩაჯდა. არასასროლი მანძილი იყო და ძაღლი რომ მივიყვანე ვერ იპოვა.

პოსტის ავტორი: assassin29 Sep 13 2016, 15:43

https://postimg.cc/image/vycva75pv/

https://postimg.cc/image/5eka8256b/


https://postimage.org/

ციტატა(bubusicha @ 13th September 2016 - 11:37) *
ღალღა როგორ გაგექცა ლევან, ჰაერში ბუქსაობს ეგ საცოდავი

ნაპამინდვრალში იჯდა და არველოდით

პოსტის ავტორი: assassin29 Sep 13 2016, 17:14


წინა ნადირობა მაღაროში

პოსტის ავტორი: bubusicha Sep 13 2016, 18:24

assassin29

ხო ღალღა შეიძლება საერთოდ არ ადგეს და გაიქცეს ჯაგებში შეძვრეს, ან ამოსულმა მაღალ ბალახში თუ ჩაფრინდა უცებ აღარც ამოვა ირბენს ასობით მეტრს

პოსტის ავტორი: bashiachuki Sep 14 2016, 07:47

https://postimage.orghttps://postimage.org/

https://postimg.cc/image/8ww9rtkdl/https://postimage.org/

https://postimg.cc/image/k1mnmktx1/https://postimage.org/app.php

პოსტის ავტორი: და.კარ Sep 14 2016, 09:17

შეიძლება ითქვას რომ მწყრის სეზონი ნელ ნელა იხურება , და მზადება იწყება ქათამზე.
წელს კარგად დაიწყო სეზონი

პოსტის ავტორი: samsoni777 Sep 14 2016, 22:15

მეც მოვინადირე ღალღა, ძაღლმა ნაბულით ამომიყვანა ძაან შენელებული კადრიაა D.gif

https://postimg.cc/image/uvexl2t0v/https://postimage.org/index.php?lang=russian

პოსტის ავტორი: bashiachuki Sep 15 2016, 07:21

https://postimg.cc/image/8uh16b0n5/https://postimage.org/ ჩვემნც ავიღეთ ერთი ღალღა ამგასვლაზე ხუათმა კაცმა სამოცი მწყერი ავიღეთ კარგი დღე იყო

https://postimg.cc/image/y2y6p7qzr/https://postimage.org/app.php

პოსტის ავტორი: bashiachuki Sep 15 2016, 07:28

https://postimg.cc/image/lfl88fkrv/

პოსტის ავტორი: bashiachuki Sep 15 2016, 08:02

https://postimg.cc/image/5yv98umcp/https://postimage.org/

https://postimg.cc/image/xjkvqwysd/https://postimage.org/app.php

https://postimg.cc/image/6t8pqmkxh/https://postimage.org/

https://postimg.cc/image/5d3hhal9l/https://postimage.org/app.php

https://postimg.cc/image/5d3hhal9l/https://postimage.org/app.php

https://postimg.cc/image/jxv9zzrmz/https://postimage.org/

https://postimg.cc/image/zdhvhmqyb/https://postimage.org/

https://postimg.cc/image/x23s10zs1/https://postimage.org/ ესეც მომავალი Mონადირეები

https://postimg.cc/image/7zx26h3dp/https://postimage.org/

https://postimg.cc/image/44t14h6g5/https://postimage.org/

https://postimg.cc/image/44t14h6g5/https://postimage.org/

https://postimg.cc/image/488xakc83/https://postimage.org/

პოსტის ავტორი: kobavar Sep 15 2016, 18:25


ჩემი დღევანდელი ნადირობის ამბებს გეტყვით,მაგარი დღე მქონდა ძაან დავიწყოთ სულ თავიდან. დილის 6 სთ მინდორში შესულს მესმის მანოკის ხმა და ვხვდები რომ უკვე ჩაისვარა ნორმალურმა ნადირობა. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა აუტკივარიი თავი რაზე ავიტკიო, მიხედოს იმან ვისაც ეხება ურეკავ გდის და დაღეჭილ ადგილს ვაბარებ. ვიწყებთ ნადირობას მოშორებით 10 საათამდე და სამ კაცს გვყავს 4 ცალი აყვანილი და გადავწყვიტეთ წავიდეთ სხვაგან ვსხდებით მანქანაში ეს ხდება 10 სთ რეკავს ტელეფონი,შემდეგი საუბრით ,, გაუმარჯოს ბრატ ახალგაზრდა ტიპი აშკარად ნასვამი თქვენი ზარი იყო შემოსული ეხლა მომისმინე ვეუბნები ზარი როდის დაფიქსირდა დარეკვის და ეხლა გაქვთ რეაგრირება რამდენი ხანი გავიდა გაგენძრიათ ერთი ადგილი და მიგეხედათ თავის დროზე ავენთე მკიდია ვის ველეპარაკები სირი მთავრობის რომელი დაწესებულებაა იქედან მოდის პასუხი არ გვინდა ბრატ მასეთი საუბარი ამ ნომერზე დარეკილი აღარ დაგინახო ვეუბნები და ვთიშავ ტელეფონს. წავედით სხვა ადგილზე ავედით ფერდობზე შევდივარ მინდორში და რა მესმის და ვხედავ მანოკია ჩართული ამ ნაბიჭვრებს მთელი ღამე ჩართული რომ ქონდათ ის არ იკამარეს და დღე ჩართულს უვლიდნენ გარშემო არ ვიცოდი რაღა გამეკეთებინა
ესეც ვიდეო სხვანაირად ვერ დავდე :
https://www.youtube.com/watch?v=BkQL15UAEBQ

პოსტის ავტორი: ჯოლა Sep 15 2016, 19:37

kobavar
ცხელ ხაზზე დარეკე? წესით შენი ნომერი არავისთვის არ უნდა მიეცათ!

პოსტის ავტორი: kobavar Sep 15 2016, 19:40

ჯოლა კი ცხელ ხაზზე. მანდ გეტყვი როგორც ხდება ოპერატორი იწერს ადგილმდებარეობას შემდეგ გადაცემს სწრაფი რეაგირების ჯგუფს და მერე ეს სირბანჯოები გიკავშირდებიან

პოსტის ავტორი: bashiachuki Sep 15 2016, 19:56

მერო ვრეკავდი დილის 6 საათზე იმიტი მიპასუხა ცხელმა ხაზმა? ნახევარისაათის განმავლობაში ჩამოვადნე ტელეფონი და კაცისშვია არ მიპასუხა და მე მომიწია იმათი მინდვრიდან გაგდება თუ რავიცი რაცქვია. მაღაროს და ჩალაუბანს აწუხებენ ძალიან მე რაცვიცი არც ლაგოდეხს აკლენემ ხელს საშინელებაა საერთოჯამში

პოსტის ავტორი: OQRO444 Sep 16 2016, 16:19

მეგობრებო ხვალ ბიჭებს უნდათ გასვლა მწყერზე და სად გეგულებათ მწყერი რომ ახალბედა ძაღლები ამუშაონ ... მადლობა წინასწარ რჩევისათვის ....

პოსტის ავტორი: assassin29 Sep 16 2016, 19:12

OQRO444
სალამი, ეგრე უნდა ფორუმის დავიწყება? newsmile041.gif
რა გითხრა აბა მე რამდენიც მაღაროში ვიყავი უკმაყოფილო არ წამოვსულვარ ეხლა რახდება არვიცი

პოსტის ავტორი: gio_zaqa Sep 16 2016, 21:40

გაუმარჯოს მონადირეებს newsmile05.gif
წეროვანში ან ნადარბაზევზე რა ხდება ვინმემ ხო არ იცით? ბოლო დროს ხომ არ გინადირიათ?

პოსტის ავტორი: muska1978 Sep 17 2016, 11:07

ოჩოელებო,ერთი კვირაა რაც სეზონი გაიხსნა ჯავახეთში იხვზე და არავინ იყავით, რეპორტებს რატო არავინ დებთ. vava.gif vava.gif vava.gif

პოსტის ავტორი: ჯოლა Sep 17 2016, 12:16

muska1978
არხებზე მოძრაობს, არც თუ ისე ცუდად, ვის ცალია რეპორტისთვის გაგანია სეზონია D.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Sep 19 2016, 08:46

სასწაული სეზონი მაქვს. 3 გასვლაზე 5 ღალღა ავიღე და 2 დავკარგე(ეტყობა დაჭრილი იყო). ამდენი ღალღა ცხოვრებაში არ მინახავს.

პოსტის ავტორი: samsoni777 Sep 19 2016, 09:43

ციტატა(უიარაღო @ Sep 19 2016, 09:46) *
სასწაული სეზონი მაქვს. 3 გასვლაზე 5 ღალღა ავიღე და 2 დავკარგე(ეტყობა დაჭრილი იყო). ამდენი ღალღა ცხოვრებაში არ მინახავს.


ხო რაღაც გამოჩნდა ღალღა, მეც სამი ავიღე და ერთი დავკარგე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Sep 19 2016, 10:45

ციტატა(samsoni777 @ 19th September 2016 - 10:43) *
ხო რაღაც გამოჩნდა ღალღა

გაიგო ეტყობა ლიცენზიის სიაში რომ ჩაამატეს და.......

პოსტის ავტორი: უიარაღო Sep 19 2016, 11:28



2 ცალი შემხვდა სასწაულად დიდები. ამ სურათში ერთი დიდია და ეტყობა რომ მის თანამოძმეს ზომაში ორჯერ აღემატება.

პოსტის ავტორი: assassin29 Sep 19 2016, 16:30

ციტატა(Nukry @ 19th September 2016 - 11:45) *
გაიგო ეტყობა ლიცენზიის სიაში რომ ჩაამატეს და.......

D.gif D.gif
გურჯაანელ ღალღებს როგორ შევატყობინო ეგ ამბავი?

პოსტის ავტორი: giorgiparos Sep 19 2016, 20:49

მაგარია

პოსტის ავტორი: MORGAN Sep 20 2016, 08:19

მე კი წელს თოფი არც კი ამიწყვია ჯერ ( ...

პოსტის ავტორი: ჯოლა Sep 20 2016, 08:55

MORGAN
რას ააწყობდი, გუშინ ჩამოხვედი საქართველოში

პოსტის ავტორი: შალვა Sep 20 2016, 16:45

ვა! მწყერზე ნადირობა დაშვებულია?

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)