თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ საუბრები ნადირობაზე _ კლუბი "ოჩოპინტრე" და გადაცემა "საფარი"

პოსტის ავტორი: Davitus Mar 28 2012, 08:20

გადაცემა "საფარი" ალბათ ბევრი მონადირისთვის ნაცნობია, რომელიც გადის საზოგადოებრივ სამაუწყებლო ტელევიზიაში (პირველ არხზე)

კლუბი "ოჩოპინტრეს" თანაავტორობით, ორშაბათს გავიდა პირველი გადაცემა რუბრიკით "მონადირე ძაღლები", კარგი იქნება, თუ მოვისმენთ მონადირეების, მეთევზეების, ან უბრალო თანამოქალაქეების აზრს, კომენტარებს, გადაცემის ფორმატთან და სხვა წვრილმანთან დაკავშირებით, რათა მაქსიმალურად კარგი და დახვეწილი გამოვიდეს შემდგომი გადაცემები. რაც მთავარია იყოს ხალხისთვის სასიამოვნო და შემეცნებითი, რაც გადაცემის რეიტინგზეც აისახება.












ვინც ვერ ხედავს, იუთუბზე ატვირთული ნახეთ

პირველი ნაწილი



მეორე ნაწილი


პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 28 2012, 10:30

მიხარია რომ ასეთი რამე გაკეთდა და იმედს ვიტოვებ რომ კიდევ დიდ ხანს გაგვახარებს ეს გადაცემა ასეთი სტუმრების მოწვევით.
მადლობა მინდა მოვუხადო ყველას და კონკრეტულად ერთ ადამიანს რომლის იდეითაც გაუხანგძლივდა ამ გადაცემას სიცოცხლე"მეძაღლეობის თემა"ამ იდეის ავტორს და სულის ჩამდგმელს ბნ, ნიკოლოზ რიჟამაძეს"maverik"ამ საქმისთვის!
ძალიან კარგად ისაუბრეს ბნ.ანდრონიკაშვილმა და ბნ. ცხვედიანმა და ის სურათებიც რაც გავიდა ბექგრაუნდზე ძალიან მაგრები იყო
ერთი სიტყვით კარგი იყო ყველაფერი მაგრამ ვისურვებდი რომ წამყვანი უფრო გათვიცნობიერებული იყოს იმ საკითხებში რისი საუბარიც უწევს და ცოტა მეტი რეალისტური იყოს მისი საუბარი,მგონი რომ ძალიან ხელოვნურად გამოიყურება გადაცემა,მესმის რომ სხვა დაგვარი გადაცემა არ გვაქვს მაგრამ ეს უფრო კარგი რომ იყოს გამიხარდებოდა
პატივისცემით

პოსტის ავტორი: ზაზა Mar 28 2012, 12:05

გადაცემა მომეწონა.ნიკოს (maverik)მადლობა.ტელევიზიაში ამ ფორმატით გადაცემა არც მახსენდება,მგონი ,,ძველ" დროშიც არ იყო,სიახლეა და წარმატებებს ვუსურვებ.ორშაბათს გვიან რო არ გადიოდეს,შაბათს ან კვირას 16-დან ასე 19 საათამდე მონაკვეთში ბევრად უკეთესი იქნებოდა.სხვა მხრივ მე სიამოვნებით დაველოდები მომდევნო გადაცემებს.

პოსტის ავტორი: ბესო Mar 28 2012, 17:06

ნორმალური გადაცემაა პირველისთვის! შემდგომები უფრო დაიხვეწება! ნიკოს ხომ მადლობა და მადლობა!

პოსტის ავტორი: შალვა Mar 28 2012, 20:02

მომეწონა!!! სიამოვნებით ვუყურე,ლოგოც გულს ათბობდა!!!!

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Mar 28 2012, 20:26

კარგი გადაცემა იყო small3d018.gif

პოსტის ავტორი: Maverick Mar 28 2012, 20:26

კრიტიკა არ ისმის, ჯანსაღი კრიტიკა,

პოსტის ავტორი: Akop Mar 29 2012, 09:35

ციტატა(Maverick @ Mar 28 2012, 21:26) *
კრიტიკა არ ისმის, ჯანსაღი კრიტიკა,

... я очень рад, о продвижении Вашего клуба, в широкую публику общественности...!!!
Те ростки, котроые сегодня Вы внедряете, в сердца и в разум людей, быстро дадут свои
плодородные плоды... Выбор был сделан, однозначно правильный. Вашей древней и традиционной культуре
необходима, немение традиционная и цивилизованная кинология....!!! Бог Вам в помощ и успехов, в начинаниях... С большим Уваженем, Акоп Казарян.

პოსტის ავტორი: sabo73 Mar 29 2012, 09:50

ციტატა(Maverick @ Mar 28 2012, 21:26) *
კრიტიკა არ ისმის, ჯანსაღი კრიტიკა,


რა იყო შე კაცო, მაინცდამაინც იმის მოსმენა გინდა, აუფ ეს რას გავდა, ფუ ეს რა გაგიკეთებიაო?
მოგვწონს და რა ვქნათ ეხლა?
თუ მაინც და მაინც გინდა მაშვინ გეტყვი:
კარგი იქნებოდა, რომ უფრო მეტი ვიდიუებით იყოს გამდიდრებული, ოღონდ აქ გურჯისტანში გადაღებულით.უფრო სახალისო და მრავალფეროვანი იქნება, ია ტაკ დუმაიუ.
რაც შეეხება წამყვანს: მე მას არ ვიცნობ და არც რაიმე მაქვს მისი საწინააგმდეგო, მაგრამ მომეჩვენა, რომ ცოტა არ იყოს "მდორედ", ტაატ-ტაატით მიყავდა გადაცემა.
საერთო ჯამში შთაბეჭდილება ნორმალურია. small3d018.gif

პოსტის ავტორი: Maverick Mar 29 2012, 09:58

კრიტიკა იმისთვის მინდა რომ შემდეგი და შემდეგი უკეთესი იყოს
მხოლოდ ამისთვის

პოსტის ავტორი: ზაზა Mar 29 2012, 11:13

ციტატა(Akop @ Mar 29 2012, 10:35) *
... я очень рад, о продвижении Вашего клуба, в широкую публику общественности...!!!
Те ростки, котроые сегодня Вы внедряете, в сердца и в разум людей, быстро дадут свои
плодородные плоды... Выбор был сделан, однозначно правильный. Вашей древней и традиционной культуре
необходима, немение традиционная и цивилизованная кинология....!!! Бог Вам в помощ и успехов, в начинаниях... С большим Уваженем, Акоп Казарян.



გაიხარეთ,დიდი მადლობა

ციტატა(Maverick @ Mar 28 2012, 21:26) *
კრიტიკა არ ისმის, ჯანსაღი კრიტიკა,



რა კრიტიკა გინდა,კაიაო,კაცო,კაიაო.
ფრინველზე საველეებს და შეჯიბრებებს თუ მიხედავთ,ასევე გამოფენებს,რასაც ვიცი,რომ აპირებთ,იქნება უკეთესი

პოსტის ავტორი: Akop Mar 29 2012, 14:16

... თუ შეიძლება პროგრამის გამოხმაურება...

პოსტის ავტორი: Maverick Mar 29 2012, 14:29

QUOTE (Akop @ Mar 29 2012, 15:16) *
... თუ შეიძლება პროგამის გამოხმაურება...


ვერ გავიგე, რა შესაძლებლობაზე საუბრობთ?
რუსულად დაწერე, ხომ შეიძლება ქართული უკვე დაგვიწყებოდა newsmile05.gif D.gif

პოსტის ავტორი: Akop Mar 29 2012, 14:32

... я имел в виду, та программа которя была предоставлена, для общественного просмотра, можно ли выложить, в данной теме...!!! D.gif

პოსტის ავტორი: Maverick Mar 29 2012, 16:27

Akop
პირველივე პოსტში ამ თემაში, ვიდეოც არის დადებული

პოსტის ავტორი: Giorgi_M Mar 29 2012, 16:30

მშვენიერია, ჩემი აზრით პირველი გადაცემისთვის ძალიან კარგი იყო. უმრავლესობამ არც იცის რა ისტორია აქვს საქართველოს მეძაღლეობას. საქართველოში ნადირობის საკითხთან დაკავშირებით ყინული დაიძრა მსგავსი გადაცემები კი უფრო წაადგება საქმეს.

პოსტის ავტორი: Akop Mar 30 2012, 04:07

ციტატა(Maverick @ Mar 29 2012, 17:27) *
Akop
პირველივე პოსტში ამ თემაში, ვიდეოც არის დადებული

... Мадлобт, маграм вер внахе пирвел постши видэо.... Ту шэидзлеба гамеореба...???

პოსტის ავტორი: @GIORGI@ Mar 30 2012, 08:42

ძალიან კარგი გადაცემაა, თემატიკაც ძალიან მომეწონა, მაგრამ კარგი იქნებოდა წამყვანი ცოტა მომზადებული იყოს. არ ვიცი თემატიკასთან ჯდება თუ რა ხდება, მაგრამ მსგავსი მეტყველება წამყვანს არ ეკადრება, პიროვნეულ შეურაწყოფად ნუ ჩამითვლის ნურავინ, მაგრამ გადაცემას უბრალო გლეხი მონადირის გარდა, ინტელიგენციაც უყურებს და პახმელიაზე მყოფი, გატანჯული ადამიანის ტონით წაყვანილი გადაცემის მოსმენა, ცოტა არასასიამოვნოა და გადაცემასაც პრესტიჟს უკარგავს... ბოდიში ადმინისტრაციასთან, მაგრამ ჩემი აღშფოთება ვეღარ დავმალე

თქვენდამი დიდი პატივისცემით გიორგი დარასელი

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 30 2012, 10:17

Akop
პირველივე პოსტში არის ვიდეო და იქ შეიძლება ნახვა,რადგან ვერ ხედავ ვფიქრობ შენი კომპიუტერის ბრალია
მცოდნეს რომ ანახო უცბათ გამოასწორებდა
http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=8608&st=0

პოსტის ავტორი: Akop Mar 30 2012, 11:02

ციტატა( T A M P L I E R @ Mar 30 2012, 11:17) *
Akop
პირველივე პოსტში არის ვიდეო და იქ შეიძლება ნახვა,რადგან ვერ ხედავ ვფიქრობ შენი კომპიუტერის ბრალია
მცოდნეს რომ ანახო უცბათ გამოასწორებდა
http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=8608&st=0

Гавиге, чемтан, арачанс.... Ту шеидзлеба"Ю Тубис" ссылка момецит...

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 30 2012, 11:07

Akop
იუტუბზეც მალე იქნება და დავდებთ

პოსტის ავტორი: ზახარა Mar 30 2012, 11:47

Maverick
ვუყურე და ძალიან მომეწონა , დიდი მადლობა ორგანიზატორებს newsmile05.gif


რაც შეხება გადაცემას , შემდეგ გადაცემებში იმედია უფრო განმარტულად იქნება ყველაფერი აღწერილი საველეების და გამოფენების შეფასებები

მაგ: http://silver-miracle.ru/breed.html ესეთი დასურათებით ან განმარტებებით , ყველამ რომ გაერკვეს ნაკლებში და სისწორეში.

პოსტის ავტორი: LeoTaso Mar 30 2012, 19:51

გადაცემა მომეცონა, უფრო წამოწყწბა ბრავო newsmile027.gif
აი წამყვანი როგორც ზემოთ აღნიშნეს არაკომპეტენტური მეჩვენა ორივე საკითხში (მეძაღლეობას და წამყვანობას ვგულისხმობ), ჩემი აზრით...

პოსტის ავტორი: sabo73 Mar 30 2012, 23:35

ციტატა(ზახარა @ Mar 30 2012, 12:47) *
http://silver-miracle.ru/breed.html


ნამეტანი პარდონი ოფიზა, მარაააა ......
ანალოგიური, კურცჰაარებზე ვა გიღუნო?

პოსტის ავტორი: ლევანი Mar 31 2012, 00:54

აუჰჰ... ეს კი ა მქონდა ნანახი. მშვენიერი საუბარი იყო. ძალიან ვისიამოვნე. უმაგრესი ფოტომასალაც ედო ფონზე. ბატონი გოგის ერუდიციას დიდი აპლოდისმენტაბი ჩემგან. small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: aleko36 Mar 31 2012, 08:19

მომწონს გადაცემა, უფრო სასიამოვნო იყო როცა თქვენი კლუბის სახელიც გაჟღერდა, ჩემი საქმე არ არის, მაგრამ ლოგოს ქვეშ რომ საიტის მისამართი ეწეროს უკეთესია, უფრო გაიგებს ხალხი

ნუ მართალია ხალხი არ გაკლიათ, მაგრამ ბევრმა არ იცის კიდევ, დიდი ხანია თვალს ვადევნებ თქვენს ფორუმს და ახლა არ შემეძლო არ დამეწერა, ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ

გადაცემაზე უარყოფითის თქმა, ცოტა მკრეხელობა იქნება, იმიტომ რომ ჩვენთან ჩვილი ბავშვის სტადიაშია ეგ სფერო, წამყვანს თუ არ ეწყინება, ალბათ თქვენიანია, მაგრამ ცოტა მომზადებული რომ იყოს უკეთესი იქნებოდა, ზედმეტი "უაზრო" რეპლიკები აქვს (მე მაპატიეთ, ძაან კრიტიკული რომ ვარ, უბრალოდ კარგი მინდა იყოს და იმიტომ) ინტონაცია, მსახიობობა აკლია, დანარჩენში ყველაფერს მშვენივრად ართმევს თავს, თემატიკები კარგად აქვს სერჩეული და საინტერესოა, იარაღებზე ძალიან მომეწონა გადაცემა...

გისურვებთ უფრო დახვეწას და განვითარებას

კეთილი სურვილებით, თქვენი ერთგული მაყურებელი (სამწუხაროდ არამონადირე)

პოსტის ავტორი: ჩელე Mar 31 2012, 12:26

aleko36

მიხარია რომ ასე ვთქვათ ,,უცხო თვალმა,, ასეთი შეფასება გააკეთა. დიდი მადლობა ალეკო. არ არის აუცილებელი იყო მონადირე ან მეთევზე ჩვენთან ერთად რომ იყო..... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Davitus Mar 31 2012, 13:41

aleko36

ისე თუ საიდუმლო არ არის, ანონიმური სერვერიდან რატომ შემოდიხართ? IP-ს ანონიმურობას ისედაც ვიცავთ ჩვენ newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ბესო Apr 2 2012, 13:29

Davitus
newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Apr 2 2012, 17:18

Davitus
სანამ შენ პოსტამდე ჩამოვედი მეც მაგი ვიფიქრე D.gif დღე არ გავა ცუდი არ გაიგო D.gif

გადაცემა მომეწონა. წამყვანს აკლდა ინფორმაცია მე ვფიქრობ. ისე გოგიმ გაქაჩა და დავითმაც. ნუ კარგი იყო.

პოსტის ავტორი: akela1954 Apr 3 2012, 12:38

გემოვნებაზე არ კამათობენო, მაგრამ იქნებ ვინც ახლოს ხართ წამყვანთან მიაწვდინოთ ხმა და სქელშუბლას ჭერის ახალი მეთოდის გაპიარების დროს სწორი ტერმინი იხმაროს: ტექნოპლანქტონი და არა ბიოპლანქტონი (თუ რასაკვირველია გზაკვალს არ უბნევს მზაკვარ ბრაკონიერებს).
ის "ვირტუალური ნადირობა შველზე", რატომ ვირტუალური, როცა დაგეშილი მდევრები მშვენივრად იჭერენ შველს სარეკში და არავინ არის ამისგან დაზღვეული (ძაღლს ხომ არ ეტყვი ვირტუალურ ნადირობას ვაწყობო).
გაზაფხულზე ამისთანა "ღონისძიების" მოწყობა კანონის პირდაპირი დარღვევაა და რამოდენიმე მუხლით შეიძლება ჯარიმების გამოწერა ყველა მონაწილეზე.
კურდღლის მაგივრად ბოცვერების ჩვენებაც არაეთიკურია, არც ცოცხლების და არც შესაწვავად გამზადებულის, მითუმეტეს კომენტარებით, რომ ეს კურდღელია. გამოდის, რომ მონადირეს ერთმანეთისაგან ვერ გაურჩევია კურდღელი და ბოცვერი ანდა მონადირის მოტყუება აქვს ამ გადაცემას მიზნად.
კეთილი სურვილებით; გადაცემების მომზადების დროს ვინმე საქმეში ჩახედული ადამიანების კონსულტაცია აუცილებლად მიმაჩნია.
აღრფთოვანება იმითი, რომ როგორც იქნა გვეღირსა და გაჩნდა ჩვენი საყურებელი გადაცემა არ არის საკმარისი.

პოსტის ავტორი: შუკა Apr 3 2012, 13:56

akela1954+1000
ბევრჯერ გამღიმებია მისი გადაცემის ყურებისას, newsmile05.gif კარგი იქნებოდა გადაცემის გაკეთების წინ წამყვანმა კომპეტენტურ ადამიანებს კითხოს აზრი და რჩევა..
კარგია რომ ასე ვთქვათ ქართული # ახოტა და რიბალკის # მაგვარი გადაცემა გაკეთდა... მაგრამ წამყვანის კომპეტენტურობა უფრო კარგ საყურებელს გახდიდა მას ach.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Apr 3 2012, 15:34

akela1954
სამწუხაროდ წამყვანს არ ვიცნობთ, მაგრამ პროდიუსერს ვიცნობთ და ვეცდებით მივაწვდინოთ ხმა

პოსტის ავტორი: Akop Apr 9 2012, 21:48

Очень обемеая и содержательная передача...!!! Хотелось бы последующих, увидеть больше отснятого материала, про собак... в быту, в жизни , на испитаниях, на состязаниях, ну разумеется и на практической охоте.... !!!

ЗЫ.... Батоно Тенгиз, я не могу до Вас дозвониться... Попытайтесь пож. Вы +38 050 323 13 25. С ув. Казарян. А.

პოსტის ავტორი: Davitus Apr 10 2012, 12:16

სხვა თემატური საუბრები გადატანილია აქ: http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=8658

პოსტის ავტორი: Bonehill Jan 17 2013, 15:20

პ.მ. ნახე

პოსტის ავტორი: diletanti Jan 21 2013, 07:31

გადაცემა კი არა კატასტროფაააა

პოსტის ავტორი: Bonehill Jan 21 2013, 09:05

ashh.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Jan 21 2013, 11:39

ვერ ვუყურებ და რაშია საქმე ხო არ იცით?

პოსტის ავტორი: darcho Jan 21 2013, 18:06

გუშინ კი იყო რეკლამა და ველოდები დღეს 00:00 ზე ვნახოთ აბა ...

პოსტის ავტორი: iosebovich Jan 21 2013, 19:05

აუ რა კარგია ეს თემა რო გახსენით. მაგ გადაცემას წინამორბედი ყავდა, თუ გახსოვთ ცხონებულ ვანიჩკა საყვარელიძეს მიყავდა. ქართველ მონადირეებს ასაუბრებდნენ სანადირო ამბებზე და ბევ საინტერესო საკითხზე. მერე ეგ გადაცემა მოიხსნა. მიზეი არ ვიცი. არა მგონია ვანიჩკას გარდაცვალების გამო. და აი რამოდენიმე ხანია ინტერესით ვუყურებ ამ ახალ გადაცემას სახელწოდებით საფარი. როგორ შეიძლება ამ გადაცემის საწინააღმდეგო მქონდს რამე. ერთადერთი ჩემთვის საინტერესო გადაცემაა საზოგადოებრივზე. რათქმაუნდა დასახვეწია და ოხოტა ი რიბალკამდე ბევრი უკლია, მაგრამ სად იმათი შესაძლებლობები და სად ამ გადაცემის რომელიც დარწმუნებული ვარ კბილების ღრჭენით უჭირავთ და სპონსორების საქმე უნდა გაფართოვდეს. თემები ყველა საინტერესოა, მონადირე კაცს რამე მოასმენინე ნადირობაზე და ათასჯერ მოსმენილს ათასმეერთედ მოუსმენს და ნახავს. ეხლა კრიტიკა. წამყვანი ვერ უძლებს კრიტიკას. მონოტორული, მელანქოლიური და მდორე წაყვანა აქვს. იფიქრებ ამ კაცს სძინავსო. მართალია, არტისტიზმი, ემოციურობა და ხალისი აკლია. მერეა კიდე და იმ დღეს კურდღელზე წამოვედითო და სად იყო კურდღელი და სად იყო მასზე მონადირეები. ერთხელ აჩვენეს და მერე ერთერთ მონადირესთან ერთად მოკლულ ტყის ქათამზე ისაუბრეს და რამე ახალი გავიგე მეთქი ვერ ვიტყვი და წარმოიდგინეთ მაინც გაფაციცებული ვუსმენდი მთელ მონოლოგს. მერე იხვზე ჩასაფრდნენ და გადაცემაც მორა. ანუ აუწყობელია რაა. როდის წასულხართ თქვენ კურდღელზე და მერე გაგივლიათ იხვზე? ერთადერთი თუ მერე საღამოს სულ სხვა ადგილას პერელიოტზე გახვალ, მაგრამ ეგ უკვე სხვა ნადირობაა. მოკლედ დახვეწა აკლია და წამყვანის გამოცოცხლება და ვინმე კარგი კონსულტანტი აუცილებლად, რომელიც ძალიან კრიტიკული ქართველი მონადირეების დიდ ცოდნას ანგარიშს გაუწევს და კომპეტენტური ცოდნით და გამოცდილებით საინტერესოთემებს დაგეგმავს და კურდღელზე წასულებს იხვზე სანადიროდ არ გადაგვიყვანს. კურდღელზე ნადირობას შეიძლება 1 გადაცემაც არ ეყოს. აი სულ რაც მინდოდა მეთქვა და მესურვა გაცილებით საინტერესო და რეიტინგული გადაცემა გამხდარიყოსnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: diletanti Jan 21 2013, 20:01

იქ სადაც ეგენი კურდღელზე იყვნენ ნადირობა ბრაკონიერობად ითვლება არ დაგავიწყდეთ, რომ ტელევიზორი ბევრისთვის ერთადერთი ინფორმაციის წყაროა და ბევრი იფიქრებს კურდღელზე ნადირობა დაშვებულიაო ყველგან. ნუ კარგი გვეტყვიან ეს თეორია იყოო და კურდღლის მოკვლას არც ვაპირებდითო, მაგრამ ტყის ქათამი ხომ მოკლეს თანაც თოვდა (ეს კი როდის იყო ყველას კარგად ახსოვს) ესე იგი კიდევ ერთი ბრაკონიერობის ფაქტი დრისით მზისით ტელევიზიით, შეიძლება ვინმემ თქვას რომ ვადები გადასახედია, მაგრამ ეს სულ სხვა თემაა და მსჯელობის საგანი და მორმალური კონსულტანტების პირობებში შეიძლება ერტი გადაცემის თემაც გახდეს...

პოსტის ავტორი: diletanti Jan 21 2013, 20:11

რაც შეეხება წინამორბედ გადაცემას ოჩოს ქოხს ვგულისხმობ საქართველოს პირობებში მართლაც, რომ ბევრად უკეთესი იყო. კიდევ ერთხელ ვადასტურებ რომ ეს ჩემი პირადი აზრია და არავის არ ვახვევ თავზე, მაგრამ მიმაჩნია, რომ გადაცემა ამახინჯებს დამწყები მონადირის ფსიქიკას, თუნდაც კანონმდებლობასთან მორჩილებასთან დაკავშირებით....

პოსტის ავტორი: PREDATOR Jan 31 2013, 19:36

http://1tv.ge/videos/tvshow/200?page=4

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)