თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ საუბრები ნადირობაზე _ მონადირის ქცევის კოდექსი

პოსტის ავტორი: კუდიგორელი May 19 2009, 21:26

1. დაიცავი ნადირობასთან დაკავშირებული კანონმდებლობა.

2. თოფს ყოველთვის მოექეცი ისე როგორც დატენილს.

3. გაუფრთხილდი ბუნებას და ნუ დაანაგვიანებ.

4. ნუ წახვალ სანადიროდ ნასვამი, რადგან საკუთარ თავსაც საფრთხეს შეამთხვევ და სხვასაც დაუშავებ რამეს.

5. არ აწამო დაჭრილი ნადირ-ფრინველი.

6. არ შეუგინო სხვა მონადირეს თოფი და ძაღლი.

7. დარწმუნდი რომ ადგილის დატოვებისას, ცეცხლის კერა მოსპობილია.

8. დარწმუნდი რომ მანქანაში ჩაჯდომისას თოფი და ძაღლი არ დაგრჩა, (ან მთვრელი მეგობარი)

9. არ მოკლა იმაზე მეტი რასაც ვერ აითვისებ.

10. ცოცხალ არსებას მიზანში სავარჯიშოთ ნუ გაწირავ.

11. არ ისროლო.. სანამ არ დარწმუნდები რას ესვრი

12. ნუ ჩაჯდები ავტომანქანაში გატენილი თოფით...

13. თავშეყრის ადგილთან მისვლისას განტვირთე ცეცხლსასროლი იარაღი...

14. თუ ვერ სწვდები გაატარე, არ დააფრთხო, შემდეგი ნომერი მიხედავს

15. ნუ ესვრი სხვისი ძაღლის ნაბულიდან აფრენილ ფრინველს პატრონის ნებართვის გარეშე.

16. ნუ წახვალ დიდ რისკზე, არანაერი ნადირობა არ ღირს კარგი კაცის სიცოცხლედ

17. ნუ გაუბრაზდები სხვის ძაღლს, ამით შეიძლება მის პატრონს აწყენინო

18. ნუ მიატოვებ შენთვის მითითებულ ნომერს სანამ ამისათვის სათანადო ნიშანს არ მიიღებ




პ.ს. დანარჩენი თქვენ დაამატეთ.

პოსტის ავტორი: კუდიგორელი May 20 2009, 13:23

1. დაიცავი ნადირობასთან დაკავშირებული კანონმდებლობა.

2. თოფს ყოველთვის მოექეცი ისე როგორც დატენილს.

3. გაუფრთხილდი ბუნებას და ნუ დაანაგვიანებ.

4. ნუ წახვალ სანადიროდ ნასვამი, რადგან საკუთარ თავსაც საფრთხეს შეამთხვევ და სხვასაც დაუშავებ რამეს.

5. არ აწამო დაჭრილი ნადირ-ფრინველი.

6. არ შეუგინო სხვა მონადირეს თოფი და ძაღლი.

7. დარწმუნდი რომ ადგილის დატოვებისას, ცეცხლის კერა მოსპობილია.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა May 20 2009, 14:33

8. დარწმუნდი რომ მანქანაში ჩაჯდომისას თოფი და ძაღლი არ დაგრჩა, (ან მთვრელი მეგობარი) newsmile029.gif

პოსტის ავტორი: shalva May 20 2009, 16:29

9.არ მოკლა იმაზე მეტი რასაც ვერ აითვისებ.

10.ცოცხალ არსებას მიზანში სავარჯიშოთ ნუ გაწირავ.

პოსტის ავტორი: ლევანი May 20 2009, 18:30


11. არ ისროლო.. სანამ არ დარწმუნდები რას ესვრი...

პოსტის ავტორი: Aragveli May 21 2009, 21:00

12. ნუ ჩაჯდები ავტომანქანაში გატენილი თოფით...
13. თავშეყრის ადგილთან მისვლისას განტვირთე ცეცხლსასროლი იარაღი...
14. თუ ვერ სწვდები გაატარე, არ დააფრთხო, შემდეგი ნომერი მიხედავს... :-))

15. იქონიე საკუთარი ზურგჩანთა...(თუ რამეა შენს წილს სხვა არ აიკიდებს)... ;-))

პოსტის ავტორი: hunter777 May 21 2009, 21:01

15. ნუ ესვრი სხვისი ძაღლის ნაბულიდან აფრენილ ფრინველს პატრონის ნებართვის გარეშე.

პოსტის ავტორი: ნოსო May 21 2009, 21:03

16. ნუ წახვალ დიდ რისკზე, არანაერი ნადირობა არ ღირს კარგი კაცის სიცოცხლედ.

პოსტის ავტორი: ჩელე May 21 2009, 21:06

17. ნუ გაუბრაზდები სხვის ძაღლს, ამით შეიძლება მის პატრონს აწყენინო (თუ ივარგებს ჩასვით შიაში)

პოსტის ავტორი: BEK_M May 22 2009, 12:26

18. ქალთან ერთად არ წახვიდე სანადიროდ newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ჩელე May 23 2009, 15:18

19. ცაიღე მხოლოდ ის, რაც აუცილებელია,ზედმეტი ბარგი მანქანაში დატოვე............ (????)

პოსტის ავტორი: ჩელე May 23 2009, 16:41

........ისეთ ხუმრობას რა ვუთხრა, თუ ცოტა სიმართლე რ ურევიაო, ასე რომ გავაერთიანებ ეხლა და გამოვა აი ეს:

19. წაიღე მხოლოდ ის, რაც აუცილებელია,ზედმეტი ბარგი მანქანაში დატოვე, კიდე უფრო ზედმეტი სახლში ............

პოსტის ავტორი: ლევანა90 May 23 2009, 23:38

20) ბაზარში ნაყიდ ნადირს ან ფრინველს , შენ მოკლულად ნუ გაასაგებ . ხდება სეთებიც newsmile035.gif

პოსტის ავტორი: alazana Jun 22 2009, 13:52

18.ნუ ინადირებ გამრავლების პერიოდში

პოსტის ავტორი: aragveli Jul 17 2009, 19:07

არასოდეს დალიოთ ალკოჰოლი ნადირობის დაწყებამდის.(ერთ ჭიქაზე მეტი)


პოსტის ავტორი: ROMMEL Jul 30 2009, 20:44

ნუ მიატოვებ შენთვის მითითებულ ნომერს სანამ ამისათვის სათანადო ნიშანს არ მიიღებ ...თორემ გამოუცდელ მონადირეებს ყველაფერი დათვი ჰგონიათ და....!!!!

პოსტის ავტორი: joni Aug 16 2009, 12:36

ნუ ენდობი მინდორში შემხვედრ მწყემსს.მან არ იცის შენ რას გულისხმობ ბევრ მწყერში და არც ის იცის საით წავიდა შენი მეგობარი მონადირე newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Aug 24 2009, 00:38

ნურასდოს მიაყუდებ თოფს მანქანაზე..შეიძლება დაცურდეს, ქვას დაასკდეს ლულით და მარცხენა ლულა ჩაეჭეჭყოს..(რავიცი ჩემსას ეგრე დაემართა და)

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 9 2009, 22:36

ახალი ტემის გახსნა აღარ იყო საჭირო და რა მინდა რომ გითხრათ...........
ზოგზოგიერთ სექტის წარმომადგენლებს(გვარს და სახელს არ დავასახელებ) შევნიშნე რომ მცველიდან მოხსნილი აქვთ იარაღი და მინდორში ისე აბოტებენ,
ხოდა ძალიან ცუდი ჩვევაა ეგ ამბავი და ყოვლად უპრინციპო, ძალიან სახიფათო და უსაფრთხოების ნორმებისგან
ძალიან შორს არის, ყველას გთხოვთ გადაეჩვიოთ ამ მანერას, აფრენილ მწყერზეც ესწრება მცველიდან მოხსნა და გასროლის
გაკეთება, ასე რომ ჩაიბეჭდეთ თავში რომ მცველი ყოველთვის აკონტროლოთ........ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ramazi Sep 10 2009, 17:09

ყოველთვის თოფს ისე მოეპყარით როგორც დატენილს (პ.ს. ეშმაკს არა სძინავს)

პოსტის ავტორი: ჩიკო Oct 4 2009, 22:09

არასდროს არ გააფუჭო ნანადირევი .. ანუ ზოგმა მარტო მოკვლა რო იცის და მერე რო მიაგდებენ ხოლმე მაგაზე მაქ ლაპარაკი . თუ მოკვლის ტრაკი გაქ იმის გაკეთების ტრაკიც უნდა გქონდეს..

პოსტის ავტორი: ბესო Oct 7 2009, 12:31

ციტატა(ჩიკო @ Oct 4 2009, 11:09 PM) *
არასდროს არ გააფუჭო ნანადირევი .. ანუ ზოგმა მარტო მოკვლა რო იცის და მერე რო მიაგდებენ ხოლმე მაგაზე მაქ ლაპარაკი . თუ მოკვლის ტრაკი გაქ იმის გაკეთების ტრაკიც უნდა გქონდეს..


ჩვენ შევთანხმდით, რომ "ტრაკის" ნაცვლად ფორუმზე ვიყენებთ სიტყვა "ტაკო"-ს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: akela1954 Oct 22 2009, 11:43

ჯეკო მე ჯერ მონადირე არ მინახია ვისაც ერთი ტყუილი არ უთქვამს ნადირობასთან დაკავშირებით და თქვენ ვერ შეცვლით ამას

მონადირე არ ტყუის, მონადირე ალამაზებს! (აბა ვის რაში აინტერესებს "ტაკოში" newsmile01.gif ოფლი, რომ გაგდის და გაჩენის დღეს , რომ წყევლი.)newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif

aragveli არასოდეს დალიოთ ალკოჰოლი ნადირობის დაწყებამდის.(ერთ ჭიქაზე მეტი)

ორზე ! მუდამ გაიხსენე ისინი ვინც, შენამდე ნადირობდა და თევზაობდა! თუ საერთოდ სვავ. ეგ ინდივიდუალურია.

ROMMEL ნუ მიატოვებ შენთვის მითითებულ ნომერს სანამ ამისათვის სათანადო ნიშანს არ მიიღებ ...თორემ გამოუცდელ მონადირეებს ყველაფერი დათვი ჰგონიათ და....!!!!

მერე დიდი ხანი მოგიწევს მისი ძებნა ტყეში, ნადირობა ჩაგშხამდება. newsmile01.gif

მტაცებელ ფრინველს ნუ ესვრი! რაიცი მომავ ცხოვრებაში ვინ იქნები?
ფიტული სახლში მტვერის ბუდეა! (ეს ალბათ უფრო გემოვნების საქმეა.)

პოსტის ავტორი: kupra Nov 18 2009, 21:15

და თავს ნუ მოაბეზრებ შენი ძაღლის ქებით კიდე

პოსტის ავტორი: guga111 Feb 12 2010, 18:03

19. ნუ გაისვრი იარაღს უაზროდ და უმისამართოდ (თვით სარეკშიც კი, რადგან შენმა ნასროლმა ვინმე ან რამე არ შეიწიროს, თუნდაც ხანძარი არ გააჩინოს).

პოსტის ავტორი: Forrest Gump Mar 25 2010, 08:50

20. დაიცავით სიჩუმე

პოსტის ავტორი: sabo73 Oct 20 2010, 11:52

ჩემი მიჭიერების შედეგი არ გეგონოთ,მოვიძიე მოგახსენეთ.


ზოგადი რჩევები მონადირეებს

• ჯერ მომარავლე, მერე ინადირე.
• ნადირ ფრინველი ბუნების ნაწყალობევია და გამოულეველი არ არის, ამიტომ მათზე ინადირე ანგარიშითა და დაზოგვით.
• ნუ მოკლავ დედალს გაზაფულზე-შემოდგომისათვის ის მთელ ბუდობას გაგიზრდის.
• ველურ ცხოველებს ნუ მოუშლი თვშესაფარს, შექმენი სიმყუდროვე და საკვები ბაზა ნადირ-ფრინველისათვის.
• იყოლიე მხოლოდ ჯიშიანი სანადირო ძაღლი. მდევარ ძაღლს ნუ გააველურებ
• კარგი მონადირე არ გაანათხოვრებს არც თოფს არც ძაღლს
• არასოდეს მიუშვირო თოფი ადამიანსა და შინაურ პირუტყვს, ნუ იფიქრებ, რომ თოფი გატენილი არ არის. შეიძლება დიდი უბედურება მოახდინო.
• არასოდეს არ ესროლო ხმაურზე, თუ არ ხედავ ნადირსა და ფრინველს, შეიძლება ადამიანს მოარტყა.
• გაქცეულ მხეცს დაუმიზნე წინ და დაბლა, გაფრენილ ფრინველს წინ და ზევით.
• ესროლე იმდენ მანძილზე, რამდენზედაც ნამდვილად მოკლავ. უკანასკნელად ხომ არ ხედავ მათ.
• თოფი ჩახმახისდაცემისას თუ დროზე არ გავარდა, მალე ნუ გახსნი, ნუ შემოაბრუნებ, ნურც მსროლელის წინ გადაირბენ, შეიძლება დაგვიანებით აფეთქდეს და უბედურებას მოახდენ.
• ვაზნის საცობად ნუ გამიყენებ ბამბას ან სხვა აალებად მასალას. ამით ხანძარს გააჩენ.
• თოფი სროლის შემდეგ მალევე გაწმინდე, ნუ შეინახავ გაუწმენდავს.
• წვიმაში თოფი ლულებით დაბლა დაიკიდე. ლულაში ჩასული თუნდაც წყლის წვეთი გასროლისას თოფს დააზიანებს.
• ჩოკიანი ლულით ისროლე ერთი ნომრით ნაკლები ტყვია.
• სროლის დროს ორივე თითს ნუ შეყოფ სასხლეტში, ერთდროულად გასროლით თოფი დაზიანდება.
• ნუ ჩადებ გატენილ თოფს მანქანაში და შალითში.
• მანქანაზე ასვლა ცამოსვლისას, ასევე წყალზე და ღობეზე გადასვლისას თოფიდან ამოიღე ვაზნები.
• ნადირობისას გატენილი თოფი ლულებით მაღლა დაიკიდე.
• ფრინველზე ჯგუფური ნადირობისას მკლავზე დადებული ან მხარზე გადაგდებული თოფის ტუჩი მიმართე ისე, რომ გვერდით ამხანაგს საფრთხე არ შეუქმნა.
• გაშლილი ჯგუფური ნადირობისას ესროლე მხოლოდ შენს წინ აფრენილს, სხვას წინ ნუ წაასწრებ, ნურც სხვის ძაღლის წინ აფრენილსა და ნასროლს ესვრი, ამას მოითხოვს მონადირის კულტურა.
• მსხვილ ნადირზე ნადირობისას შენთვის მოკუთვნებულ ადგილს ნუ შეიცვლი, სხვას წინ ნუ ჩაუდგები, ნურც იმოძრავებ.
• შენახვისას თოფი შეამოწმე, შიგ ნუ ჩატოვებ გატენილ ვაზნას.
• თოფი შეინახე დაშლილი, შალიტაში ჩადებული, ტყვია-წამალი დაკეტილში, მშრალ და ბნელ ადგილას.
• მგზავრობისას თოფი შალითაში ჩადებული ატარე.
• მოხსნილი თოფი ისე მიაყუდე რომ არ დავარდეს ან ისე დადე, რომ ტუჩი შენსკენ არ იყოს მომართული.
• დადებული ან მიყუდებული თოფის აღებისას ლულაში ჩაიხედე, შიგ რამე არ იყოს ჩავარდნილი, ამით ხიფათს აიცდენ.
• ნადირობის დროს შესვენებისას თოფი გადახსენი, ვაზნები ამოიღე და ისე მიდი მეგობრებთან.
• კარგი სპორტსმენი მონადირე დაწოლილ ნადირსა და დამჯდარ ფრინველს არ ესვრის.
• ამხილე ბუნების მტერი ბრაკონიერი, ნუ გახდები მისი მფარველი და მეგობარი
• უცოდველი მონადირე არ არსებობს, ბუნების წინაშე იყავი გულმართალი, დროულად აღიარე შენი შეცდომები და გამოასწორე.
• ტყვიასა და საფანტს ბავშვებს ნუ მისცემ სათამაშოდ, ის ტოქსიკურია და თვითონაც ერიდე.
• ნუ ინადირებ შხამით, შებოლებით, მანქანითა და პროჟექტორებით, ნურც სტიქიაში მოყოლილ ნადირს ესვრი, ეს საცოდაობაა.
• ინადირე ფოტოაპარატით, ის ბუნების შესწავლისა და დაცვის შეუდარებელი იარაღია.
• ნადირობისას სასმელსა და სიგარეტზე თავი შეიკავე, ის სიარულს უშლის, ყურადღებას ადუნებს. იკვება კალორიული საკვებით, ერიდე მლაშეს.
• მთაში რამის გასათევად წყლისა და შეშის ახლოს მოეწყვეთ. ცეცხლს ხესა და კუნძს ძირში ნუ მიუნთებთ, დაზიანდება. ის თუ ხმელია ძნელი ცასაქრობია, ხანგრძლივად იწვის და ხანძარს გააჩენს.
• კარავი მოფარებითა და შემაღლებულ ადგილას ისე დადგი, რომ წვიმიოს დროს ღვარი შიგ არ შემოვარდეს.
• წვიმაში და ელჭქში ერიდეთ განმარტოებულს ხეებსა და ბოძებს.მეხდანაცემსა და გაგუდუსლს ხელოვნური სუნთქვა უნდა ჩავუტაროთ, ტრავმირებულს მოტეხილობაზე არტაშანს ვადებთ, დაჟეჟილს, დაჭიმულსა და ნაღრძობს ჯერ ცივ საფენს, ხოლო შემდეგ თბილ კომპრესებს ვუკეთებთ. ჭრილობიდან სისხლის დენის შესაჩერებლად საჭიროა უძრავად წოლა, თუ გადავუჭერთ თოკსა და ქამარს, ყოველ 40 წუთში ვხსნით. მცირე ჭრილობას არყით ვწმენდთ.
• მთის ავადმყოფობით შეპყრობილი ბარში ჩამოყვანით გამოკეთდება.
• დაჭრილ წაქცეულ მხეცთან უკნიდან მიდით, თან დააკვირდით თუ ჯაგარი აშლილი აქვს, ყურები დაცქვეტილი ის თქვენ გელოდებათ, ხშირად მათ თავის მოკვდარუნება იციან რომ მერე კბილი გაგკრათ.
• მონადირული ეთიკის დარღვევაა, როცა მონადირე გაჭირვებაში მყოფ ნადირ ფრინველს არ ინდობს, ნადირობს გამრავლების პერიოდში, ანგარიშს არ უწევს დედალს, მოზარდს, აზარტში შესული ბევრს კლავს, გართობის მიზნით ესვრის და ხოცავს უვნებელ ხშირად სასარგებლო ფრინველებს, შედის ბაღ ბოსტნებში და ძაღლითა და ფეხით ტელავს ყანებს, სათიბს.
• აუტანელი უზრდელობაა როცა გვერდით მდგომს სროლას არ აცლი, მის წინიდან ან მისი ძღლის ნაბულზე აფრენისლ ესვრი. ამ შემთხვევაში შეგიძლია ესროლო მხოლოდ მისი ნებართვით,.
• კულტურული მონადირე წყაროსთან მისვლისას ძაღლს წინასწარ იჭერს, რომ ძაღლმა პირველმა არ მიირნბინოს და წყალი არ დაბინძუროს. ამ დროს პატრონი რეზინის ბურთის ნახევით იღებს წყალს და პირველად ძაღლს ასმევს.
• უკულტურობაა ისიც, რომ მონადირე ახალგაზრდა ძაღლს, რომელიც ნადირობისას არ უგონებს, სცემს, ასე ძაღლი არ იწვრთნება.
• კარგი მონადირე, ხორცის სიხარბით, ნადირობის აკრძალულ ხერხს არ მიმართავს, ნადირ-ფრინველს არ უსპობს გადარჩენის შანს-სოროში არ გამოგუდავს, არც თოვლსა და წყალში ცავარდნილს ესვრის.
• ნომერში მდგომმა მონადირემ, სარეკის დამტავრების ნიშნის მიცემამდე ადგილი არ უნდა შეიცვალოს, სროლის გაგონებაზე აქეთ იქეთ სირბილი, ნადირობის წესის დარღვევაა, უცოდინარობაა. ამით ხშირად მარცხი ხდება.
• მონადირის უდიდესი ჰუმანურობაა ის რომ, მთიელი მონადირეები დედალ ჯიხვს არ კლავდნენ, თუ შემოაკვდებოდათ არ ამხელდნენ.
• მონადირული წესით მოკლული ფრინველი არ ნაწილდება,მაგრამ ხელმოცარულ მეგობარს უწილადებენ, ნადირზე ნადირობისას ტავი და ტყავი მკველს ეკუთვნის, ხორცი კი ერთნაირად ნაწილდება.

პირველწყარო
ა.არაბული-მონადირის 40 მცნება

პოსტის ავტორი: kaxa108 Nov 2 2010, 22:24

მოგესალმებით. მე ვფიქრობ, რომ კოდექსი არსებობს ერთი ,, მორალური კოდექსი" როგორც მონადირისთვის, ასევე ნებისმიერი პროფესიის, სქესის, რასის და რელიგიური შეხედულების მქონე ადამიანისთვის. ამის დასტუდად მოვიყვან ჭაბუა ამირეჯიბის გენიალური ნაწარმოებიდან ,, დათა თუთაშხია" ერთ ციტატას.
,, ყველა ადამიანის ქცევის ღირებულება, მისი ზნეობის ღირებულების ტოლფასია".

პოსტის ავტორი: doni Dec 22 2010, 13:27

სანამ ნადირობას დაიწყებდე დიდი განსხვავებული სასმისით ადღეგრძელე ვისაც ნადირობა უყვრდა და აღარ არიან,მერე მაგ სასმელზე გაჩერება არ ვარგა და მეორე დალიე მომავალ მონადირეებს გაუმარჯოსთქო.დამიჯერეთ ამ რიტუალის მერე ძალიან იღბლიანი ნადირობა გექნებათ newsmile027.gif



პოსტის ავტორი: გიორგი Dec 25 2010, 03:04

რათ აოფებთ ??

კაცმა 2 დღეა რაც თემა დაასუფთავა და ელემენტარულად მაგას მაინც ეცით პატივი
თუ ვინმეს გონია, რომ ვალდებულია და იმიტომ ასუფთავებს - არ ცდებით ! მაგრამ იმის უფლებამოსილიც არის, რომ ბოლოს დაიღალოს, ნერვები მოეშალოს და გაფრთხილებები მისცეს ოფერისტებს.

ამ ფორუმზე მაქასიმალურად ვცდილობთ არ შევზღუდოთ ფორუმელები და არ გამოვიყენოთ მოდერატორების ინსტრუმენტებით, მაგრამ თქვენც გაგვიწიეთ ანგარიში და სადაც მაინც და მაინც არ "გეძალებათ" ნუ გააოფებთ...
თემა დასუფთავდა!!!!!!!!!!!!!!
ხომ არ შეიძლება ყველა თემაში დალევაზე და ლოთობაზე იყოს საუბარი...



პოსტის ავტორი: Zhorika Dec 27 2010, 10:05


მონადირის თავშესაფრიდან წასვლისას ყოველთვის დატოვე ცოტაოდენი შეშა და ასანთი. უამინდობისას იქ მოხვედრილმა მონადირემ შეიძლება ამით ისარგებლოს. და თავისი გამგზავრების დროსაც მოვალეა ესე მოიქცესო

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)