თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ საუბრები ნადირობაზე _ მშვილდით ნადირობა

პოსტის ავტორი: ალთაზარ Dec 20 2011, 14:16

მოგესალმებით ფორუმელებო მაინტერესებს თქვენი აზრი ასეთი ტიპის ნადირობასთან დაკავშირებით რომელსაც მშვილდით ნადირობა ქვია.
უბრალოდ ამ ბოლო დროს ინტერნეტ სივრცესა და ვიდეო-პორტალებში ვიჭყიტები , ვუყურებ მშვილდით ნადირობებს , ყოველი მშვილდოსნის ტაქტიკას ვინ როგორ და რა პრინციპით უშვებს ისარს ...
რა სიფრთხილით და აზარტით ეკიდებიან , მოკლედ ძალიან დამაინტერესა და მეც აზარტშიც შევედი . ბოლო ბოლო სად იყო მეფეების დროს პიშტოები , იყო მშვილდი და მასე ნადირობდნენ newsmile05.gif)
მოკლედ ვინ რა იცის იქნებ გაგვიზიაროთ newsmile05.gif

რა დადებითი მხარეები აქვს მას და რა უარყოფითი და საერთოდ შესაძლებელია თუ არა საქართველოში მშვილდით ნადირობა ?

კონკრეტულად რომელ ნადირზეა დაშვებული ასე შემდეგ და ასე შემდეგ ....




ესეც მშვილდით ნადირობა ირემზე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: sabo73 Dec 20 2011, 14:46

საქართველოში ისეა დამფრთხალი ნადირ-ფრინველი, რომ მეეჭვება სასროლ მანძილზე მიუახლოვდე.

პოსტის ავტორი: kajuberi Dec 20 2011, 14:51

თოფით მოსაკლავი არაფერია და მშვილიდით იქნება რამე? D.gif
მაგით ნადირობა შეილება ნაკრძალში სადაც მოშინაურებული ყავთ.თუმცა დავამატებ იმას რომ ევროპაში ძაან ბევრი ნადირობს და საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: შუკა Dec 20 2011, 14:55

+1000
მშვილდით კიარა თანამედროვე კარაბინებით და შაშხანებით ჭირს უკე იმდენადაა ნადირი დამფთხალი და გაეშმაკებული newsmile05.gif

მშვილდი არბალეტი კარგია თუ სადმე ნაკრძალში ჩუმად ნადირობ D.gif ანუ არ გინდა ხმამ გაგცეს (ეგ კიდე სასტიკი ბრაკონიერობა და კანონით ისჯება) newsmile05.gif

ვინც იყიდა დარწმუნებული ვარ ისე უდევს სახლში ან იუკენდზე ქალაგარეთ ერთობა newsmile090.gif

პოსტის ავტორი: ალთაზარ Dec 20 2011, 15:51

ციტატა
მშვილდი არბალეტი კარგია თუ სადმე ნაკრძალში ჩუმად ნადირობ ანუ არ გინდა ხმამ გაგცეს (ეგ კიდე სასტიკი ბრაკონიერობა და კანონით ისჯება)



აი ეს ცოტა ვერ მივხვდი D.gif ანუ შესაძლოა ბრაკონიერობასთან მქონდეს საქმე თუ ნაკრძალში შევალ ?

მარა მე თუ წესი დავიცავი ნადირობის მაინც ? რაღაც ვერ მივხვდი ვერაფერს შუკა ვრცლად ამიხსენი თუ შეიძლება მე უბედურსა D.gif


ციტატა
საქართველოში ისეა დამფრთხალი ნადირ-ფრინველი


ამის გამოსწორებას 10 წლეული დასჭირდება თუკი მონადირეები დაისვენებენ და შეწყვეტენ ნადირობას D.gif (თან ნადირიც გამრავლდება თან ფრინველიც )

ჰა აპა ეხლა არ დამიწყოთ ეს რამ დაგაწერინაო გვღუპავო )))) <===

ანუ პრინციპში ბუნებასაც სწადია დასვენება ხომ ასეა newsmile029.gif

პოსტის ავტორი: შუკა Dec 20 2011, 16:20

აბა რეებსაწერ დაფიქრდი ცოტა!! 10 წელი თუ არ ვინადირე სულარ მო ..ტკან ნადირობას დედა>?

ეხლა მისწორდება სანამ ახალგაზრდა ვარ თორემ 10 წლის მერე საერთოდ ვიქნებით? ან მაგხელა შესვენების მერე მექნება ნადირობის მუღამი?

სულ დაიკარგება ჯერ ისედაც დაკნინებული ძაღლის ჯიშები და სანადირო ტრადიციები!!

შენ ნადირობის აზე არ ხარ და ამას იმიტომ წერ მაგას.. აბა ჩვენ მოწამლულ მონადირეებს გვკითხე?

1 სეზონიც რომ ჩამივარდეს ჩემთვის ეგ დიდი ტრაგედიაა newsmile045.gif

ერთ კარგ რჩევას მოგცემ - ჯერ კარგად დაამუღამე ის თემა რაზეც წერ newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ალთაზარ Dec 20 2011, 18:15

ციტატა
შენ ნადირობის აზე არ ხარ და ამას იმიტომ წერ მაგას


რო არ ვარ მოწამლული იმიტომაც ვწერ და გეკითხებით თორემ რომ ვყოფილიყავი ხო არ დავწერდი არა )))

და რო გადაშენდება ყველა ის ნადირი რომელზედაც ნადირობთ მერე რას იზამთ ჩიტებზე გადახვალთ ? newsmile05.gif
სრულიად ლოგიკური კითხვაა , ისედაც არაა ის რაოდენობა ნადირი რაც იყო კომუნიზმის დროს . იმიტომაც ვიკითხე რომ შეჩერდეს თქო ნადირზე ნადირობა და მხოლოდ ფრინველზე იყოს ლიცენზირებული არ იქნება თქო უფრო ნორმალური რათა ის ნადირი რაც არის მცირე რაოდენობის უფრო განვითარდეს და გაფართოვდეს ვიდრე რაც არის ეხლა და უფრო შემცირდეს ? newsmile05.gif

საქმეც მაგაშია რომ ის თემა რაზეც მე ვწერ დღეს და ეხლა ამ წუთას გამომდინარეობს იქიდან როგორც თქვენ ამბობთ რაოდენობა შემცირებულია დამფრთხალია და ძნელია მათზე ნადირობა , მიზეზი ჩემის აზრით ის არის რომ გარემოს დაცვისაში არ არის სრული კანონი მათზე დაცვის , მოიშალა გდი ს ის განყოფილება რომელიც უშუალოდ თვალ ყურს ადევნებდა ნადირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას გარეშე პირებისაგან ვისაც ლიცენზიის გარეშე სურთ ნადირობა და ასე შემდეგ შეიძლება კიდევ განრისხდებით ამ ყველაფერს რომ წაიკითხავთ და იმედია არ განრისხდებით და პირიქით ამიხსნით ყოველივეს , მე პირადად გულის ყურით მოგისმენთ იმიტომ რომ გამოცდილი ადამიანისაგან უფრო ბევრს ისწავლის კაცი ვიდრე თავისით რომ სწავლობს და არასწორედ სწავლობს ...

მაგრამ ერთს ვერ ვხვდები სანადირო ტრადიცია რატო დაიკარგება იმ შემთხვევაში თუ მაინც და მაინც ნადირზე იქნება აკრძალული ? მონადირეებს ეძლევათ საშუალება რომ ინადიროთ მწყერზე ქათამზე იხვზე და რავი ყველა იმ ფრინველზე რომლებიც უფრო მომრავლებულია ასეთუისე და დამოკიდებულია გადაფრენ გადმოფრენაზე (სეზონურად) და ნადირი რომელსაც არც ფრთები გააჩნია და კავკასიონის მთებიდან ვერ გადმოფრინდება და ტყეში ვერ შეაფარებს თავს ცოტა ხნის მანძილზე რომ მიეცეს გამრავლების საშუალება რატომ არის ეს ცუდი , ეს ხომ რაღაც მომენტში უფრო სასიამოვნოა მონადირისთვის როდესაც შედის ტყეში და ნადირობს ირემზე დათვზე ტახზე , რომელიც არათუ 1-2 კი არა შეიძლება 10 იყოს ... მოკლედ ველი თქვენგან შენიშვნებს და დიდი სიამოვნებით ახსნებს თუკი რამეს არასწორედ ვამბობ newsmile05.gif

საქებარს რომ არავინ მეტყვის კი ვიცი D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Dec 20 2011, 18:34

ალთაზარ
ნადირობა ისედაც აკრძალულია საქართველოში მობინადრე ყველა ინდივიდზე(გამონაკლესების გარდა ,ენოტისებრი ძაღლი და სხვა )

მხოლოდ გადამფრენ ფრინველებზეა დაშვებული, ისიც ლიცენზიაში მითითებულ ჩამონათვალზე .

პოსტის ავტორი: ალთაზარ Dec 20 2011, 23:39

ზახარა
ზახარ , და იმ "მისაღები" კანონიდან თუ ვიმსჯელებთ , არ მახსოვს ზუსტად რაღაც გარკვეულ თანხას რომ იხდიდნენ ტყეში მობინადრე ცხოველზე ? შეიძლება ვცდები და მანდ დათვიც იყო და გარეული ღორიც ... მაგაზეც ვრცელდება "ლიცენზია ანუ "

მგონი არასწორედ დავსვი ეს კითხვა :(

პოსტის ავტორი: ზახარა Dec 21 2011, 14:33

ალთაზარ
ეგ კანონი ჯერ დამუშავების პროცეშია როგორც ვიცი , იდეაში აპირებენ გარკევეულ მობინადრე ინდივიდებზე ნადირობის ლიცენზიების გაცემას.

პოსტის ავტორი: ალთაზარ Dec 5 2013, 14:17

ჰააა ავწიოთ მივიწყებული თემა ? xexe.gif

ჩემი ახლობელი აპირებს მეურნეობის გაკეთებას სადაც მოაშენებს რაცხა რუცხებს , ოღონდაც მხოლოდ არბალეტით და მშვილდით იქნება დაშვებული ნადირობა newsmile029.gif ჰაა რას იტყვით ამაზე? გაქაჩავს ეგ ამბავი ? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Dec 5 2013, 14:30

ინოვაციურია, საქართველოში არსად არ არის, გაქაჩავს..... თუ რა თქმა უნდა კოსმოსური ფასები არ იქნება....

პოსტის ავტორი: კუთხა Dec 5 2013, 18:48

ჩელე

ციტატა(chele @ 5th December 2013 - 15:30) *
კოსმოსური ფასები არ იქნება...

სავარაუდოდ იქნება newsmile05.gif

პოსტის ავტორი: feroni Dec 5 2013, 19:05

მშვილდის სროლის ფედერაცია არსებობს როგორც ვიცი და დარწმუნებული ვარ დაინტერესდებიან ეგენი, პრინციპში არც მე ვიტყოდი უარს, თანაც მცირეოდენი პრაქტიკაც მაქვს მაგ საქმეში, ოღონდ გახსენება მინდა კარგა ხანია არ მისვრია სამწუხაროდ

პოსტის ავტორი: Hubert Dec 5 2013, 19:17

არბალეტებში არის ვინმე კვალიფიციური ფორუმზე? newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ალთაზარ Dec 5 2013, 19:31

კუთხა
შენ ნუ ხარ ინტრიგანი newsmile05.gif ჯერ არ გაკეთებულა უკვე ფასები მაღალი იქნებაო ...

პოსტის ავტორი: კუთხა Dec 5 2013, 21:28

ალთაზარ
ინტრიგანი კიარა რეალისტი ვარ, რა გაკეთებულა საქართველოში ინოვაცია რომ დაბალი ფასები ყოფილიყოს? D.gif

პოსტის ავტორი: ალთაზარ Dec 5 2013, 21:38

კუთხა
1) რეალისტი კი არა ინტრიგანი ხარ
2) რეალისტი როგორ როცა ჯერ არ გაკეტებულა და უკვე ძვირია გაჰკივი
3)ინტრიგანი ხარ გიეუბნიები რია
4) საქართველოში მშვილდით და არბალეტით ნადირობა მგონი მარტო მეფეების დროს იყო ეხლა სადმე გინახია ვინმე ნადირობდეს საქართველოში? newsmile05.gif
5) 1-2 კვირაში მშვილდიდან და არბალეტიდან სროლას ვერ დაეუფლები 1-2 თვე მაინც დაგჭირდება
6) ლიჩნად მე ვიცი 30 ადამიანი ვინც მშვილდით და არბალეტით ნადირობდა საზღვარგარეთ და ეხლა შემოდებული აქვთ პოლკაზე ..
7) რაც შეეხება ინოვაციას თავიდან კაკრაზ რომ დაბალი ფასებია და მერ უკვე დროთა განმავლობაში თუ პერსპექტივა ექნა იასნია ცოტას უმატებენ , აბა მარტო შენს გემოზე ხომ არ იქნება ყუველაფერი xexe.gif


არამგონია ისეთი ფასები დაადოს რომ აიდა პიზდეცა იყოს მანდ შეღწევა newsmile05.gif თანაც მარტო ქართველებისთვის არ იქნება newsmile05.gif აქვს მაგას თავისი სვიაზები და სავარაუდოდ ტურნირების ჩატარებაც იგეგმება newsmile05.gif

მოკლედ როცა რაცხა იქნება მერე დავდებ სრულ ინფოს newsmile05.gif

ისე კი აჰათ თქვენ ამით დატკბით ჯერ newsmile05.gif





პოსტის ავტორი: assassin29 Jun 19 2014, 19:50

http://www.amazon.com/Arrow-Precision-Inferno-Crossbow-175-Pounds/dp/B002HMBJHC/ref=pd_sim_sbs_sg_2?ie=UTF8&refRID=0E8J86M1QB5ZXF8K9WWS
ამ ფასად ნორმალურია ეს? მეგობარს უნდა, ისე არც მე ვიტყოდი უარს, მაინტერებს რა ძალის პატრონია მაგალითად ტურას ან ძაღლს ან რავი, რო მოხვდეს ასე 50 მეტრში გააჩერებს?
ძირითადი მიაზნი მაინც გასართობი სროლაა აბა ყველაფეზე აკრძალულია ნადირობა და მწყერს ხომ არ ესვრის კაცი ამას
პ.ს ისე ქართულ ისტორიულ წყაროებში მოხსენიებლია ნადირობები რომლის დროსაც მეომრები იმდენ მწყერს კლავდნენ მშვილდით რომ გროვებს აყენებდნენო, მააშ

პოსტის ავტორი: ალთაზარ Jun 19 2014, 20:29

assassin29

პოსტის ავტორი: assassin29 Jun 19 2014, 20:39

ალთაზარ
ეგ კი ეღირება და ღირს კიდეც 500 დოლარი ვისააქვს მაგდენი მაგ ფასად კაცი თოფს იყიდის და ჩვენ უფრო ბიუჯეტურს ვეძებთ 300 ლარის ფარგლებში რომ განბაჟება არ მოუწიოს, ვისაც უნდა ის არ ნადირობს საერთოდ, უბრალოდ მე მაინტერესებდა რა პოტენციალი აქვს იმ არბალეტს ლინკი რომ დავდე, კარგებს რაც შეუძლია ვიცი ვუყურე რამდენიმე ვიდეოს შველს სკვაზოის რომ ადებს მშვილდისარი

პოსტის ავტორი: tavadi baratashvili Nov 11 2014, 22:43

ესარის ჩემი გაკეთებული ტესტი, აქაც ვნადირობ და საქართველოსიც საკაიფოდ შეიძლება ნადირობა მშვილდით, უბრალოდ მოთმინება რკინის ნერვებით და ცოდნა უნდა, კიდე კანონმდებლობის დახვეწა, მგონი მანდ აკრძალულია კანონით, თორე ნებისმიერ ნადირ-ფრინველზე ხოშიანად ინადირება საქართველოში, თუ პატივცემული ადმინი გამიხსნის შესაბამის განყოფილებას სადაც თემატურად შესაბამისად გავხსნი თემას დავდებ ხოლმე რეპორტებს newsmile05.gif)) ეს კი ჩემი პირველი რეპორტია მშვილდის ტესტზე უბრალოდ ამ ფორუმზე შესაბამისი განყოფილება ვერ ვნახე
http://forum.guns.ge/viewtopic.php?f=28&t=4413

ციტატა(assassin29 @ Jun 19 2014, 21:39) *
ალთაზარ
ეგ კი ეღირება და ღირს კიდეც 500 დოლარი ვისააქვს მაგდენი მაგ ფასად კაცი თოფს იყიდის და ჩვენ უფრო ბიუჯეტურს ვეძებთ 300 ლარის ფარგლებში რომ განბაჟება არ მოუწიოს, ვისაც უნდა ის არ ნადირობს საერთოდ, უბრალოდ მე მაინტერესებდა რა პოტენციალი აქვს იმ არბალეტს ლინკი რომ დავდე, კარგებს რაც შეუძლია ვიცი ვუყურე რამდენიმე ვიდეოს შველს სკვაზოის რომ ადებს მშვილდისარი

300 ლარიანი მშვილდი სულ არ იყიდო ეგ სჯობია, ამას სრული სერიოზულობით ვამბობ, ეგარის ბავსვებისთვის სათამაშოდ გამოშვებულები, ნორმალური და ყველაზე იაფიანი მშვილდი თავის ისრებით, სასხლეტიანი სამაჯურით, მკლავის დამცავით, ისრებით და ისრის თავებით მინიმუმ 550 მწვანეა, ეგეც კაი შემთხვევაში, პლიუს კიდევ მსვილდი საწიროებს სერიოზულ ცოდნას და დილეტანტებისთვის ბევრჯერ ძალიან ცუდად მთავრდება მისი არასწორი ექსპლუატაცია

პოსტის ავტორი: tavadi baratashvili Nov 12 2014, 01:09

რაც შეეხება იმას რომ ზემოდ ითქვა მშვილდის სროლას თვეების მომზადება სჭირდებაო მთლად მართალი ამბავი ვერარის ეგ newsmile05.gif) ზუსტად ნახევარი საათი დამჭირდა რომ სასურველი ჯგუფი გამეკეთებინა 25 იარდზე, მაღაზიის ტირში სროლისას სადაც მშვილდი ვიყიდე, რთულია ტრადიციული გრძელი და მოღუნული მშვილდის დამუღამება, თორე თანამედროვე კომპოუნდ ბოუ, ანუ კომპოზიტური მასალებით დამზადებული მშვილდი იმდენად კომფორტული და მოხერხებულია ექსპლუატაციაში ასევე სიზუსტეში რომ ძველი სტილის მშვილდები ვერც შეედრება, აქვს როგორც ღია ასევე ოპტიკური სამიზნე 2 ან 4 ჯერადი გადიდებით, არბალეტზე არ გეგონოტ, მშვილდზე ვლაპარაკობ, არბალეტი ცალკე თემაა. პლიუს უამრავი სხვადასხვა დანიშნულების ისრის თავები და აქსესუარები, სასხლეტი რომელიც რამის ცეცხლსასროლი თოფის ანალოგიურია, უამრავი სხვა ასპექტია კიდევ, ამ იარღის ხელში აღებისთანავე ენით აუწერელი შეგრძნება გეუფლება, ამას ვერავის ავუხსნი ეს უნდა გამოსცადოთ, როცა სამ ისარს ისე სვავ გვერდიგვერდ რომ ისრის ფრთები ფუჭდება წვერის მოხვედრისას, ამაზე დიდი კაიფი ბევრი არ მოიძებნება, დიდი ხანი არაა რაც მშვილდი ავიღე მარა რამდენიმე ისარი გავაფუჭე ერთმანეთთან მოხვედრის გამოnewsmile05.gif) ტიპები არ მიჯერებდნენ პირველი გასროლები რომ გავაკეთე და ვუთხარი ცხოვრებაში არ მისვრია მეთქი, ისეთი შედეგი მქონდა. ბოლოს ვუთხარი ჩემ ქვეყანაში მგონი კანონით აკრძალულიცაა მეთქი მშვილდით ნადირობა თქო, ძვლივს დავაჯერე რო შეხება არ მქონია არასდროს ამ იარაღთან. მარა არის ერთი დიდი პრობლემა რასაც საქართველოში წააწყდებით, კომპეტენტური პირის არარსებობა, ვგულისხმობ იმას რომ მშვილდი საჭიროებს მორგებას, რაც ცოდნას და შესაბამისი ხელსაწყოების ქონას გულისხმობს, არც გამიგია ვინმე თანამედროვე მშვილდის სპეციალისტი საქართველოში. ჯავახიშვილში იყო სექცია თუ არ ვცდები, ისიც ძველებურ მშვილდებს ასწავლიდნენ და რაღაც ფედერაციაც გაიხსნა სანამ წამოვიდოდი საქართველოდან, იკითხეთ იქნებ ვინმე ყავდეთ მაგათ, და არ ინანებთ თუ მშვილდით ნადირობას დაამუღამებთ, ესარის ზღვა ადრენალინი და სულ სხვაგვარი სიამოვნება, თუნდაც მხოლოდ მიზანში ისროდე

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)