თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ საუბრები ნადირობაზე _ ალკოჰოლი და ნადირობა

პოსტის ავტორი: ვიტო Feb 3 2010, 04:25

მეზობელი განყოფილებიდან მომივიდა ამ თემის გახსნის იდეა, ძალიან აუცილებელი საკითხია.
ყველას გთხოვთ საღადაო პოსტებისგან თავი შეიკავოთ..... აქ საუბარი არ არის იმაზე რომ
"თუ ოჩოპინტრე არ ვადღეგრძელე ისე არ ვნადირობ" ან კიდევ "სიცივეში მახურებს" ან კიდევ
"ნადირობის მერე კარგია ჩარტყმა" იმედია მიხვდით თემის არსს.

პირველ რიგში მედიცინაში გარკვეულ ხალხს ვთხოვ ამ თემაზე რეაგირებას, დაწერეთ რას იწვევს ალკოჰოლი,
რა უკუჩვენებები აქვს და რა აქვს დადებითი, თუ გინდათ დოზების მიხევით და სახეობების მიხედვით, თუ კი, მაშინ
რომელი ჯობია, თუ არა მაშინ რომელია უარესი....... ზოგადად მაინტერესებს ადამიაზე რა ზემოქმედებას ახდენს,
აკარგვინებს თუ არა მაგალითად მოტორიკას, ანელებს თუ არა რეაქციას და მოკლედ ყველაფერი რაც შეიძლება შეეხოს ამ
თემას, შემდგომში გავაკეთოთ საბოლოო სტატია, მივპინოთ და დავხუროთ ერთპოსტიან თემად, რომ ყველამ იცოდეს
რა და როგორ არის, პორველადი სტატიასავით დაწერეთ, მერე კითხვები წამოვა და მათზე პასუხებიც საინტერესო იქნება,
საბოლოოდ ავკინძოთ და ეგ იქნება...


პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Feb 3 2010, 10:02

რაღაც ყველა თავს იკავებს ამ თემაზე საუბრისგან. მე დავწერ რაც მე ვიცი მაშინ. ლოთობაზე აღარაფერს ვამბობ, ანუ ალკოჰოლის მიღება ნადირობის პროცესში. (ზამთარში)
ალკოჰოლი იწვევს სისხლძარღვების უეცარ გაფართოვებას რაც ხელს უწყობს სისხლის აქტიურ მიმოქცევას და შესაბამისად ადამიანის შიდა ტემპერატურა იმატებს. ეს პროცესი გრძელდება მხოლოდ 10-20 წუთი, რაც მეც ხშირად გამომიყენებია ხოლმე. საქმე იმაშია, რომ ამ დროის გასვლის შემდეგ სისხლძარღვი ვიწროვდება იმაზე მეტად ვიდრე დალევამდე იყო. შესაბამისად უფრო შეგცივდება. განმეორების შემთხვევაში ყველაფერი თავიდან იწყება მაგრამ იმ სხვაობით, რომ თვრები. დათრობა კი ი იწვევს რეაქციის შენელებას, ხშირია შემთხვევები ნომერში ჩაძინების და არაზუსტი სროლის.

ზაფხულში არაყის მიღება საერთოდ არ არის რეკომენდირებული. როგორც ზემოთ ვთქვი ალკოჰოლი აფართოვებს სისხლძარღვებს და იწევს ადამიანის შიდა ტემპერატურა. სიცხეში ამან შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის გადახურება, აორთქლება მიდის უფრო ინტენსიურად, შესაბამისად როგორც ამბობენ ურტყავს პირდაპირ ტვინშიnewsmile05.gif . მე რეკომენდაციას მოგცემდით თეთრ თხელ მშრალ ღვინოზე, ზომიერად newsmile05.gif

რაც შეეხება საერთოდ კოლექტიური ნადირობის შემდეგ დალევას, ბევრი მაგალითი გამოვცადეთ უკვე და უნდა შევთანხმდეთ რომ, ტყვიის ამოღება არ კმარა. ყველა თოფი უნდა დაიკეცოს და ჩაიდოს შალითაში. და ტრაკის გასაღები დავიკიდოთ გულთან ახლოს რომ არ დაგვეკარგოს newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Feb 3 2010, 20:26

გეთანხმები +100. და კიდევ არ ვიცი რამდენად მართალია, მაგრამ მე გამიგია რომ ალკოჰოლის სუნს ნადირი შორიდან გრძნობს.

პოსტის ავტორი: დიტო Feb 3 2010, 21:57

რატომღაც მედიკოსები თავს იკავებენ და მარტო ალკოჰოლიკები ვაკტიურობთ აქ newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif მე მაინც მესამე ვარიანტი მომწონს,ნადირობის შემდეგ,თუმცა პირველიც არაერთხელ ჩამიდენია და თან უშედეგოდ(ანუ ოჩოპინტრეს დღეგრძელობით დამიწყია და მერე მისი გინებით დამიმთავრებია უშედეგო ნადირობა) newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif ochom-dagchipos.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Feb 4 2010, 01:14

კაით

ჭალიმგელა
ანუ ის დაწერე რაც გაგონილი მქონდა, განვმარტავ სიტუაციას:
ვართ მთაში, ვიარეთ, ვიარეთ, ვიარეთ და გახდა 12 საათი, დადგა შესვენბისდრო,
ჩავარტყით 5 ჭიქა არაყი, და ვაგრძელებთ დასვენებას, არაყმა ორგანიზმი გაახურა
და 20 წუთში თავისი მოჭამა, მერე მთის ჰავის წყალობით იწყება ორგანიზმის
ტემპერატურის სწრაფი ვარდნა........ ეგრეა?

პოსტის ავტორი: Davitus Feb 4 2010, 01:37

კარგით, შევეცდები სრული სტატია დავწერო, მაგრამ ეს ისევ ზღვაში წვეთი იქნება იმასთან შედაებით რაც ამ ქიმიურ ნაერთთან მიმართებაში მოიპოვება.

იმედია გამოგადგებათ newsmile05.gif

წავედით!

რა არის ალკოჰოლი?

ბევრი მითები არსებობს ალკოჰოლის შესახებ, ზოგი სპეციალურად გამოგონილი, ზოგი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, მაგრამ ფაქტია რომ ალკოჰოლი მეცნიერებაში ალკოჰოლად რჩება და მასზე არსებული ინფორმაცია ცვლილებებს არ ექვემდებარება...

ალკოჰოლი ბევრნაირი არსებობს, ზოგს არომტი აქვს, ზოგს ფერი აქვს, ზოგს სუნი აქვს, მაგრამ ალკოჰოლის ძირითადი შემადგენლობა არის ეთილის სპირტი და წყალი, ძნელი მისახვედრი არ არის რომ ადამიანებს ალკოჰოლში წყალი არ იზიდავს, მთელი ხიბლი ეთილის სპირტშია

ეთილის სპირტის მიმზიდველობისთვის, მსოფლიოში უამრავი დამატკბობელი, არომატიზატორი, საღებავი, ათასი ქიმიური კომპონენტია გამოგონებული, მაგრამ მათ დიდი არსებითი მნიშვნელობა არა აქვთ რადგან ალკოჰოლი უშუალოდ თრობის ეფექტისთვის გამოიყენება, ამიტომ მთავარი განმასხვავებელი ნიშანი უამრავ ალკოჰოლურ სასმელებს შორის არის, ეთილის სპირტის კონცენტრაცია

რა არის ეთილის სპირტი?

მოდით სკოლის ქიმიის გაკვეთილებიდან გავიხსენოთ რომ არსებობს ნახშირ-წყალბადოვანი ნაერთი (CH), რომლებსაც შეიძლება მიერთებული ქონდეს ერთი ან რამოდენიმე ჰოდროქსილ ჯგუფი, (OH) თუ ეს შემცველობა 2-ზე ნაკლებია - ქვიათ ერთატომიანი სპირტები, 2 და მეტი შემცველობისას - მრავალატომიანი სპირტები, ამათგან ჩვენთვის საინტერესოა ერთატომიანი სპირტების რამდენიმე წარმომადგენელი
СН3ОН - მეთანოლი (ხის სპირტი)
СН3СН2ОН - ეთილის სპირტი

მრავალატომიანიდან აღსანიშნავია ეთილენგლიკოლი - რომელიც ანტიფრიზის შემადგენლობაში შედის

კიდევ ბევრია, მაგრამ არ არის ჩვენთვის საინტერესო და აღარ ჩამოვყვები

სამივე სპირტი ადამიანისთვის ტოქსიკურია შესაბამის დოზებში: ეთილენგლიკოლი- 20-70 მლ, მეთანოლი - 30-100 მლ, ეთილის სპირტი - 250-400 მლ, რატომ ეს სამი სპირტი,
მეთანოლი, ეთილენგლიკოლი და ეთილის სპირტი ერთმანეთს ძალიან გავს ფიზიკური პარამეტრებით (შეფერილობა, სუნი, გემო ) ამათგან პირველი ორი არის ძალიან ტოქსიკური, 20 მლც კი საკმარისია ადამიანის სიკვდილისთვის, მეთანოლი და ეთილენგლიკოლი ეთილის სპირტში რომ არ აერიოს ადამიანს და რომ არ დალიოს შემთხვევით, მათ ღებავენ ლურჯად ან სხვა მყვირალა ფერად, მთავარია მივხვდეთ რომ ადამიანი მოწამლულია მეთანოლით ან ეთილენგლიკოლით, რადგან მისი მკურნალობა მარტივია იმის გამო რომ მისი ანტიდოტი(გამანეიტრალებელი) სწორედ ეთილის სპირტია (მოწამვლის შემთხვევაში საკმარისია 100 გრამი არაყის მიღება და მოწამლული 5-10 წუთში წასწაულებრივ განიკურნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ლეტალური გამოსავალ გარანტირებულია)

აქედან გამომდინარე, საყოველთაოდ მიღებულია რომ "ალკოჰოლის" ქვეშ იგულისხმება ეთილის სპირტი

ალკოჰოლის მოქმედება

ალკოჰოლის მიღებისას, ძალიან მცირე ნაწილი შეიწოვება კუჭის კედლებიდან, უმეტესი ნაწილის შეწოვა კი ხდება წვრილი ნაწლავიდან... (ამიტომ მითი იმის შესახებ რომ თუ კარაქს შეჭამ ან ქონიანს, არ დათვრები, მითად რჩება, ამ მეთოდს აქვს ის პრინციპი რომ კუჭის კედლებიდან არ მოხდეს შეწოვა, მაგრამ თუ კუჭში არ მოხდა ალკოჰოლის დაყოვნება და გადავიდა წვრილ ნაწლავში, თრობის ეფექტს გვერდს ვერ ავუვლით, ამიტომ საჭიროა კუჭში იყოს საჭმელი და წინასწარ ცხიმმიღებული და "კედლებ ამოგლესილი" კუჭი გადამუშავების პროცესში იყოს, ამ დროს წვრილ ნაწლავში გადამშვები სპინკტერი ("კლაპანი") დაკეტილია, და ჩასული ალკოჰოლი საჭმელტან ერთად ბრუნავს, და მცირედი ნაწილი ნეიტრალდება კუჭში მცირე რაოდენობით არსებული სპეციალური ფერმენტებით, კედლებიდან კი ის მინიმლური შეწოვაც აღკვეცილია "ცხიმით გაპოხვის" გამო ანუ უბრალოდ ყოვნდება თრობის დადგომა, საბოლოოდ ალკოჰოლი მაინც გადავა წვრილ ნაწლავში და გვიან მაინც გამოიწვევს თრობას)

როგორც კი შეიწოვება წვრილი ნაწლავიდან, ალკოჰოლი სისხლში ხვდება 5-10 წუთის შემდეგ, ალკოჰოლის კონცეტრაციის პიკი სისხლში უზმოზე დგება 30-60 წუთში, ნაჭამზე 60-120 წუთში

სისხლში ალკოჰოლის კონცენტრაცია პირდაპირპროპორციულია ალკოჰოლით ინტოკსიკაციასთან (მოწამვლა), როდესაც სისხლში არის ალკოჰოლის 0.1% ანუ (100მგ ალკ. - 100მლ სისხლში) შეესაბამება მსუბუქ თრობას(იგივე მოწამვლას),

ალკოჰოლის 0.2% შეესაბამება, საკმაოდ ძლიერ თორბას (მოწამვლას), ამ დროს დარღვეულია მოძრაობის კოორდინაცია და ა.შ.

ალკოჰოლის 0.4% დროს უკვე დგება კომატოზური("გათიშული") მდგომარეობა

ალკოჰოლის 0.6-0.7% ის დროს სუნთქვის ცენტრზე ზემოქმედებით და სუნთქვის გაჩერებით დგება სიკვდილი

პროცენტულობა ვარირებადია, და დამოკიდებული ორგანიზმის მასაზე, აგებულებაზე (კუნთოვანი სიჭარბე, ცხიმოვანი სიჭარბე) და სისხლში გამანეიტრალებელი ფერმენტების რაოდენობაზე

აღარ ჩავუღრმავდები ალკოჰოლის ზემოქმედებას უჯრედებზე და ორგანოებზე, თორემ შორს წაგვიყვანს.

ბევრს აინტერესებს როგორ მოქმედებს ალკოჰოლი ადამიანის ქცევაზე და ნერვულ სისტემაზე, ეს რომ გავიგოთ აუცილებელია მინიმალური ცოდნა თუ რისგან შედგება თავის ტვინის ქსოვილები, ისინი ჩეულებრივი უჯრედებისგან დიდად არ განსხვავდებიან, ნეიორონებიც იგივე უჯრედებია, მხოლოდ ნერვული, სხვა უჯრედებისგან იმით განსხვავდებიან რომ ერთამნეთთან აქტიური კავშირის დამყარება შეუძლიათ ელეკტრული იმპულსებით, რომელიც გატარდება უჯრედის წანაზარდ კუდში, რომელსაც -აქსონები ქვია, ეს აქსონები ერთმანეთს უკავშირდებიან დაბოლოება-სინაფსებით,სწორედ სინაფსებიტ ხდება ერთი ნეირონიდან (უჯრედიდან) იმპულსის გადაცემა მეორე ნეირონზე (უჯრედზე) ამ სინაფსების დონეზე მქომედებს ყველა ნარკოტიკი, ალკოჰოლის ჩათვლით, განსხვავება მათი მოქმედების მექანიზმშია, მაგალითად კოკაინი უფრო სტიმულანტია ვიდრე დეპრესანტი, ალკოჰოლი კი დეპრესანტების ჯგუფს განეკუთვნება


სწორედ თრობის ეფექტია, რომელიც ასე მოსწონთ ადამიანებს, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს ადამიანების მცირე პოპულაცია, რომლებსაც არ მოსწონთ თრობის ეფექტი და ვერ ღებულობენ მისგან სიამოვნებას


ალკოჰლის ამტანობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, უშუალოდ ორგანიზმიდან გამომდინარე, არის რამდენიმე ფაქტორი

1. სისხლში გამანეიტრალებელი ფერმენტის - ალკოჰოლ დეჰიდროგენაზას კონცენტრაცია. ამ ფერმენტის საშუალებით ალკოჰოლის საკმაო რაოდენობა ნეიტრალდება, ამიტომ თუ ბევრი გვაქვს ეს ფერმენტი, უფრო მეტი ალკოჰოლი განეიტრალდება და უფრო ნაკლებად დავთვრებით, სხვათაშორის, ფერმენტის რაოდენობა მემკვიდრეობითაც გადაეცება, ამიტომ გვარში კარგი მსმელები თუ გვყავდა არ არის გამორიცხული ეს გადაეცეს მომავალ თაობას... ამიტომ ადამიანი შეიძლება მცირე მასის იყოს მაგრამ ფერმენტის რაოდენობა ქონდეს ბევრი და ამიტომ "კარგად სვამდეს"

2. ადამიანის მასას ლოგიკურად დიდი ნიშვნელობა აქვს, რაც უფრო დიდია მასა, მით უფრო დიდია სისხლის და უჯრედების მოცულობა, შესაბამისად ალკოჰოლის გადანაწილება ხდება უფრო დიდ მოცულობაზე და თრობისთვის უფრო მეტი ალკოჰოლია საჭირო

3. დიდი მნიშვნელობა აქვს, ორგანიზმის აგებულებას, ცნობილია რომ, დაკუნთული ადამიანი უფრო ნაკლებად დათვრება, ვიდრე მასზე უფრო დიდი სხიმების მქონე ადამიანი, რადგან კუნთი დიდი რაოდენობით შეიცავს წყალს, სადაც ალკოჰოლი გაზავდება, ხოლო ცხიმი რაც არ უნდა ბევრი იყოს, ძალიან მცირე რაოდენობით შეიცავს H2O-ს და ალკოჰოლი ვერ ზავდება

ამიტომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით სავსებით რეალურია, პატარა ტანის ჩასხმულმა ყმაწვილმა, თეფშზე თავი დაადებინოს ტიტანური წონის, ჩასუქებულ, ღაბაბიან ბიძიას : ) ) )




ალკოჰოლი თავიდანვე იყო მსოფლიოს შთაგონების წყარო, ბევრმა ქვეყანამ გადაიტანა ალკოჰოლური რევოლუცია

19-ე საუკუნის დასაწყისში ამერიკაში ალკოჰოლის პიკი იყო, რომს და ვისკის მიქონდა ამერიკა, 18-ე საუკუნეში ჯინის ეპიდემია გადაიტანა ინგლისმა, მაგრამ რეალურ დროში ყველაზე დიდი მომხმარებელი მაინც რუსეთი რჩება, ისინი თვითონვე აღიარებენ რომ ალკოჰოლთან უზომო დამოკიდებულებამ თითქმის 1 საუკუნით ჩამოარჩინა, მათი პიკი ჯერ არ დამდგარა და როგორც ამბობენ: Каков наш предел пьянства – никто не знает



ყველაფრის დაწერა ერთ პოსტში შეუძლებელია, ამიტომ თუ კითხვები გექნებათ გამოუშვით...

მაქსიმალურად ვეცადე სამედიცინო ტერმინებით არ დამეწერა, თუ რამე მაინც გაიპარა ბოდიშს გიხდით




ესეც მცირე ვიდეოროლიკი ალკოჰლის შესახებ


პოსტის ავტორი: ვიტო Feb 4 2010, 01:56

Davitus
შენ გაიხაე რა, ზოგი ტერმინები გაუგებარი იყო მაგრამ ზოგადი სურათი გავიგე......
ძალიან გამიტყდა რაც წავიკითხე, ვიდეო სუპერცუდი სანახავი და მოსასმენი იყო.

კითხვებს რაც შეეხება, შენი პოსტი ძირითადად ალკოჰოლის ხასიათს ეხებოდა, მოდი ეხლა გვითხარი პრაქტიკულ მხრეზე.

1. რატომ არის ცუდი ალკოჰოლის მიღება ნადირობის დროს?
2. არსებობს თუ არა რაიმე გამანეიტრალებელი საჭმელი რომელსაც შეუძლია გვიშველოს საჭირო სიტუაციაში?
მე გამიგია რომ კვერცხი რარაცას შვება, უფრო სწორედ რაზრუშიტელი ლეგენში იყო, რამე იცი ამის შესახებ?

პოსტის ავტორი: Davitus Feb 4 2010, 04:31

ციტატა(vito @ 4th February 2010 - 02:14) *
არაყმა ორგანიზმი გაახურა
და 20 წუთში თავისი მოჭამა, მერე მთის ჰავის წყალობით იწყება ორგანიზმის
ტემპერატურის სწრაფი ვარდნა........ ეგრეა?


ეს მოჩვენებითია, იმის გამო რომ ალკოჰოლი მოქმედებს თავის ტვინის ბევრ უბანზე, საიდანაც კონტროლირდება, მთელი შეგრძნებები, ტემპერატურული იქნება თუ რაც იქნება, შესაბამისად გგონია რომ "გახურდი", გასაგებია რომ სისხლძარღვების და კაპილარების გაფართოვება ხდება, მაგრამ ეს საკმარისი არაა რომ გათბე, გასათვალისწინებელია რომ წნევა ვარდება, აქედანგამომდინარე არის ტახიკარდია (წნევისვარდნის საპასუხო გულის აჩქარება) მაგრამ ეს არ არის საკმარისი რომ სისხლის მიმოქცევა გაუმჯობესდეს

ციტატა(vito @ 4th February 2010 - 02:56) *
1. რატომ არის ცუდი ალკოჰოლის მიღება ნადირობის დროს?


მცირე რაოდენობა სულაც არარის ცუდი, ძალიან მცირე რაოდენობით, მასტიმულირებელი ეფექტი აქვს, ოღონდ გასთვალისწინებელია ვინ რას ეძახის მცირე რაოდენობას, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შეთანხმებით (WHO) მცირე რაოდენობად მიჩნეულია, საშუალო მასაზე 40 მლ. ალკოჰოლი. 100 გრამი უზმოზე უკვე გადამეტებაა და ნებისმიერს დაათრობს, მცირედად მაინც

გადამეტებული დოზა კი ნადირობის დროს და ისეთი ქმედებების დროს, რომელიც მოითხოვს მაქსიმალურ კონცენტრაციას, უარყოფითად მოქმედებს

აგრეთვე ცნობილია რომ ალკოჰოლს აქვს დეჰიდრირების (გაუწყლოება, გამოშრობა) თვისება, ნადირობისას კი ეს ძალიან ხელისშემშლელი ფაქტორია

რექციის შენელება, სითამამე, თვითდაჯერებულობა და უამრავი არასაჭირო ფაქტორებია რაც წინა პლანზე იწევს ზედმეტი ალკოჰოლის მიღებისას, რაც ნადირობისას არამიზანშეზონილია

კიდევ ვიმეორებ, ზედმეტ ალკოჰოლში არ იგულისხმება "გამაძღრობა" ჩაფენა" "ჩახრჩობა" და "ბარხატანად" ყოფნაც კი, მცირე გადამეტებაც კი ზედმეტი დოზაა

მეტი არ მახსენდება ისეთი, სხვებიც დაამატებენ ალბათ

ციტატა(vito @ 4th February 2010 - 02:56) *
2. არსებობს თუ არა რაიმე გამანეიტრალებელი საჭმელი რომელსაც შეუძლია გვიშველოს საჭირო სიტუაციაში?
მე გამიგია რომ კვერცხი რარაცას შვება, უფრო სწორედ რაზრუშიტელი ლეგენში იყო, რამე იცი ამის შესახებ?


არ მინახია მითბასტერების ეგ სერია და ვერ გეტყვი მანდ რა ხდება, თუმცა სრულიად შეიძლება ნებისმიერმა საკვებმა, გამანეიტრალებელი ან პირიქით ეფექტი გამოიწვიოს

ყველაზე კარგი გამანეიტრალებელი ეფექტი (თუნდაც საპატრულოში, შარდში ალკოჰოლის შემოწმებისას) არის ალკოჰოლის გაზავება, როგორ ხდება ეგ ამბავი

პირველ რიგში მითია ის, რომ ალკოდეტექტორი ალკოჰოლს, კუჭში არსებული "ალკოჰოლის სუნით" აფიქსირებს, ანუ რამე ძმრიანი საჭმელი ან მსგავსი რომ შეჭამო, წითელს აგინთებს, მცდარი აზრია. პირში რომ გამოივლო არაყი და ჩაბერო, არაფერსაც არ "აგინთებს"

ალკოჰოლი თუ სისხლშია, საკმაო რაოდენობით, ყველა ვარიანტში გამოჩნდება დეტეკტორზე, რადგან ნაწილი ალკოჰოლის გამომყოფი ორგანო არის ფილტვები, ამიტომ სისხლში არსებულ ალკოჰოლს საკმაო რაოდენობით შეიცავს ფილტვიდან ამონასუნთქი ჰაერი, ამიტომ არის ფრაზა "ძლიერად ჩაბერე, ვითომ სანთელს აქრობ" მნიშვნელოვანი, რომ ფლტვებიდან წამოსული ჰაერის ნაკადში არსებული ალკოჰოლის კონცენტრაცია მაქსიმალურად აისახოს დეტეკტორის ინდიკატორზე

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თეორიულად: სპირტი რომ არ დალიო და შპრიცით შეიყვანო ვენაში(არავის ვურჩევ ამის გაკეთებას : )) ) მაინც "ამოგიგდებს პატრული"

ეს ცოტა ლირიული გადახვევა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: მაჭარა Feb 4 2010, 09:06

2. არსებობს თუ არა რაიმე გამანეიტრალებელი საჭმელი რომელსაც შეუძლია გვიშველოს საჭირო სიტუაციაში?
მე გამიგია რომ კვერცხი რარაცას შვება, უფრო სწორედ რაზრუშიტელი ლეგენში იყო, რამე იცი ამის შესახებ?


ამას რაც შეეხება შემიძლია ის ვთქვა რომ ცხიმიანი და მჟავე საჭმელი პირველია ალკოჰოლის განეიტრალებაზე, უამრავჯერ გამომიცდია და ამაზე გამარად არაფერი არ ამართლებს, განსაკუთრებით კი ცხიმიანი ხაშლამის ნაჭრები, იფ იფ newsmile035.gif დალევის დროს სიგარეტის მოწევა, ყავის დალევა არიქა გამომაფხიზლოსო და გაზიანი სასმელის მიღება რო სითხე ბევრი მივიღოო აბსოლიტურად პირიქით მოქმედებს!!! დილით თუ დალევაა უნდა დალიო მაქსიმუმ 3 ჭიქა თეთრი რბილი ქართლის ღვინო როგორც ეს გიომ თქვა..

პოსტის ავტორი: Davitus Feb 4 2010, 13:46

ციტატა(Giorgi Macharashvili @ 4th February 2010 - 10:06) *
გაზიანი სასმელის მიღება რო სითხე ბევრი მივიღოო აბსოლიტურად პირიქით მოქმედებს!!!

გაზიანი სასმელი რომ ალკოჰოლის შეწოვას ხელს უწყობს ეგ ფაქტია, მაგრამ ბორჯომი რომ დალიო, დიდი რაოდენობით გამოიწვევს ალკოჰოლის გაზავებას, და უკუეფექტი ნამდვილად არ ექნება, გაზიანთან ერთად ალკოჰოლის მიღებაა, სწრაფად თრობის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორი. თორემ მერე რომ დალიო ისეთი ეფექტი არა აქვს გაზს, უბრალოდ კუჭისთვის არის მავნე

პოსტის ავტორი: ფეოლა Feb 4 2010, 14:38

მთავარი ზომიერებაა! ცოტა გრადუსი (განსაკუთრებით სიცივეში) სასიამოვნოა და საჭიროც! ასე მგონია მე და მემგონია არ ვცდები. newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Feb 4 2010, 14:53

დალევა ზომიერად ატრიბუტიკაა ჩემი აზრით სანადიროთ, კაცმა თვითონ იცის რამდენი უნდა დალიოს და როდის სანადიროთ, მე მაგალითად მაღლა თუ მიწევს ასვლა სანადიროთ საერთოდ არ ვსვავ ასვლისას, ადამიანის ორგანიზმზეა ვინ როგორ იტანს სანადიროთ დალევას(ზომიერად).

ისე პაპიროსის მოწევაზეც ხომ არ გაგვეხსნა ესეთი თემა newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ბესო Feb 4 2010, 15:01

ციტატა(Davitus @ 4th February 2010 - 02:37) *
მეთანოლი, ეთილენგლიკოლი და ეთილის სპირტი ერთმანეთს ძალიან გავს ფიზიკური პარამეტრებით (შეფერილობა, სუნი, გემო ) ამათგან პირველი ორი არის ძალიან ტოქსიკური, 20 მლც კი საკმარისია ადამიანის სიკვდილისთვის


საღოლ კარგი სტატიაა.

ერთს დავამატებ მეთანოლი და ეთილგლიკოლის (10 წელია ამ სითხეების ნაზავ ეთერთან მაქვს საქმე) დალევაც კი არ არის აუცილებელი - უბრალოდ შესუნთქვამაც კი შეიძლება გამოიწვიოს სავალალო შედეგები: დაწყებული უშვილობიდან და პოტენციის დაქვეითებიდან დამთავრებული სიკვდილამდე! ამასთანავე არ არის აუცილებელი, რომ მეთანოლი და ეთილგლიკოლი იღებებოდეს ჩვენთან სამსახურში არის რამდენიც გინდათ გამჭვირვალე კარგი "არყის ფერი" ასე, რომ გაფრთხილდით!

რაც შეეხება ალკოჰოლის ზემოქმედებას მძღოლზე 2 სიტყვით - მოთენთვა - დაღლილობა - მკვეთრად შემცირებული რეაქცია! - ასე, რომ გაფრთხილდით!

პოსტის ავტორი: bala Feb 4 2010, 15:02

Davitus
ამდენი რამ გვასწავლე მარა ის არ გითქვამს, რომ თუ ვინიცობაა ჩვენმა მეგობარმა იმდენი ალკოჰოლი მიიღო რომ მის სისხლში ალკოჰოლის შემადგენლობა არის 0.5 ან 0.6 და კაცი კომაში ჩაგვივარდა და 033 შანსი არა არის როგორ უნდა მოვიქცეთ??????? ან თუ არსებობს ისეთი რაღაც რაც მდგომარეობიდან გამოიყვანს?? მე მქონდა მასეთი შემთხვევა და კინაღამ არ გავგიჯდი კიდევ კარგი ქალაქში მოხვდა და ექიმები დაეხმარნენ თორე ტყეში რომ დაგველია უეჭველი დაიბრიდებოდა

პოსტის ავტორი: შოთა.03 Mar 3 2010, 19:10

გამომდინარე იქიდან, რომ ეს თემა ეხლა ვნახე, მოგიხდით ბოდიშს და დავითუსის ბიოქიმიურ ნაშრომს newsmile035.gif დავძენ შემდეგს:
ვეცდები აქ დავწერომოკლედ და ყველასთვის გასაგებ ენაზე, საერთოდ ითვლება, რომ ნადირობა და სასმელი ერთმანეთის განუყრელია და ამავდროულად გამყრელიც!!!
ყველას დაგვილევია ნადირობისას, მითუმეტეს სეზონის გახსნაზე და ზამთარშიც, რაც ძალიან უარყოფითად მოქმედებს მონადირეზე, როგორც მის ფიზიკურ დატვირთვაზე ასევე ფსიქოლოგიაზეც (ადამიანს გონია, რომ მას ყველაფერი შეუძლია და იწყება უაზრო რისკი, რაც შეილება ტრავმებითა და უარეს შემთხვევაში ლეტალულად დამთავრდეს...)
რაც შეეხება ალკოჰოლის განეიტრალებას, ამას ყველაზე კარგად აკეთებს გლუკოზა, იგი წვავს სისხლში ალკოჰოლს!!!
ვინაიდან ბევრისთვის შეუძლებელია ვენაში ინექციის სახით გლუკოზის შეყვანა, ამიტომ არ შევეხები ამ თემას და გადავალ სხვა ალტერნატიულ მეთოდებზე!!!
მაგალითად ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია დავალევინოთ ტკბილი ჩაი, ანუ სადღაც საშუალო ჭიქაში ჩავყაროთ 10 კოვზამდე შაქარი, აგრეთვე დავტვირთოთ გაზგასული მინერალური წყლით, იგი ანეიტრალებს ალკოჰოლს და რაც მთავარია ბევრი სითხე გამოიწვევს ბევრი შარდის გამოყოფას, რაც ხელს უწყობს ორგანიზმიდან ალკოჰოლის გამოდევნას...


ხო და რაც მთავარია, მე პირადად უკეთესად ვისვრი, თუ 2-3 ჭიქა არაყი მაქვს დალეული... newsmile035.gif

პოსტის ავტორი: davidgure Mar 3 2010, 22:05

ჩემის მოკრძალებული აზრით მხოლოდ ნადირობის მერე არის მისაღები ალკოჰოლის მიღება

ცეცხლსასროლ იარაღს ნასვამი არ ვეკარები არც მანქანას

პოსტის ავტორი: გოგა Mar 3 2010, 22:14

მე თუ მკითხავ არანაირი პრობლემა არ არის არც ნადირობის დროს და არც მერე დალევა.უბრალოდ ყველამ თავისი ზომა უნდა იცოდეს და არაფერი საგანგაშო არ არის.ყოველთვის დამილევია ნადირობის წინ 3-4 ჭიქა და გემრიელადაც მინადირია.ნადირობის მერეც დამილევია საკმაოდ და მისვრია კიდეც,მაგრამ ამით არც არავინ შემიწუხებია,არც არავინ დამიზიანებია.ეს ალბათ იმიტო რო ზედ სუფრაზე არ მისვრია და გავსულვარ ხალხიდან მოშორებით.
ასე რომ თუ კაცმა იცის რო ჭედავს დალევის მერე,იმან ან არ უნდა დალიოს,ან ცოტა დალიოს და+თუ დალევს თოფს აღარ უნდა გაეკაროს!!!ესაა მთელი დალევის ფილოსოფია.

პოსტის ავტორი: შოთა.03 Mar 3 2010, 22:37

გოგა

ციტატა(giorgevich @ 3rd March 2010 - 23:14) *
ასე რომ თუ კაცმა იცის რო ჭედავს დალევის მერე,იმან ან არ უნდა დალიოს,ან ცოტა დალიოს და+თუ დალევს თოფს აღარ უნდა გაეკაროს!!!

ეგ კი მარა რო ჭედავს?
მაშინ მაინც გაეკარება....

პოსტის ავტორი: გოგა Mar 3 2010, 22:39

ციტატა(SHOTA @ 3rd March 2010 - 23:37) *
ეგ კი მარა რო ჭედავს?
მაშინ მაინც გაეკარება....

ხოდა კაცმა რო იცის რო ჭედავს,სანამ ფხიზელია იმდენი პატივისცემა უნდა ქონდეს ჯერ საკუთარი თავის და მერე სხვისი რო არ დალიოს ბევრი,ან საერთოდ არ დალიოს.

პოსტის ავტორი: შოთა.03 Mar 3 2010, 22:41

გოგა
შენ მაგას ისეთ ადამიანს, როგორიც შენ აღწერე ვერ შეაგნებინებ და რაც ყველაზე დიდი უბედურებაა თვითონვე ვერ შეიგნებს....

პოსტის ავტორი: Davitus Mar 4 2010, 04:20

ციტატა(SHOTA @ 3rd March 2010 - 20:10) *
აგრეთვე დავტვირთოთ გაზგასული მინერალური წყლით, იგი ანეიტრალებს ალკოჰოლს

ამაში ვერ დაგეთანხმები კოლეგა... უფრო გაზავებას აქვს ადგილი ვიდრე განეიტრალებას newsmile087.gif newsmile041.gif


კიდევ, ბიოქიმიის რა გითხრა, უფრო ქიმიააა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Mar 4 2010, 08:30

Davitus

ციტატა(Davitus @ 4th March 2010 - 05:20) *
ამაში ვერ დაგეთანხმები კოლეგა... უფრო გაზავებას აქვს ადგილი ვიდრე განეიტრალებას

სამაგიეროდ შარდით გამოიყოფა ეგ შენი ა\ლკოჰოლი...
ციტატა(Davitus @ 4th March 2010 - 05:20) *
კიდევ, ბიოქიმიის რა გითხრა, უფრო ქიმიააა

ეგენი ჩემთვის 1ხუია newsmile035.gif
ბავშვობიდან მეზიზღებოდა ქიმია.....

პოსტის ავტორი: Davitus Mar 4 2010, 17:23

ციტატა(SHOTA @ 4th March 2010 - 09:30) *
სამაგიეროდ შარდით გამოიყოფა ეგ შენი ა\ლკოჰოლი...

კი ბატონო, არც უარვყოფ... და ფილტვებიდანაც გამოიყოფა, სხვა გამომყოფ სისტემებზე რომ არაფერი ვთქვათ, ძალიან უმნიშვნელოა და მაგიტომ

ციტატა(SHOTA @ 4th March 2010 - 09:30) *
ბავშვობიდან მეზიზღებოდა ქიმია.....


მე კიდე, მევასებოდა... მაგრამ რა ხეირი newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Mar 4 2010, 17:31

ამაზე მეტი რაღა უნდა დაგველია რაც დახურვაზე დავლიეთ, მაგრამ სტროგო პო პრავილუ. ჯერ ყველა თოფი დაიშლება და შეინახება შალითაში. მერე დალიეთ ვისაც რამდენის თავი აქვს. ერთი ორი ფხიზელი უნდა დარჩეს რომ სახლში მიგვიყვანოს და დაკარგული ნივთები "გასაღებები" იქ არ დატოვოს.newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif ხო მართლა ჩემი პარალონი ვისთანაა???

პოსტის ავტორი: kupra Mar 5 2010, 02:54

მემგონი სულ არაა საჩირო ალკოგოლი ნადირობის დროს მე ესე ვპიკრობ

newsmile055.gif

როცა ისედაც გასარტობად ხარ ცასული

პოსტის ავტორი: levani-78 Mar 6 2010, 17:30

გაუმარჯოს ეთილის სპირტის შემცველობას ორგანიზმში 0.1- 0.2 უნდა დალიო აბა რა უნდა ქნა

პოსტის ავტორი: 919 Mar 6 2010, 18:06

მართალია ჭალიმგელა, არ დალიო სანამ თოფს არ დაშლი და შალითაში არ უკრავ თავს!
დანრჩენი დავითუსამ და თენგომ ყველაფერი სწორედ და მართებულად ჩამოაყალიბეს newsmile05.gif

კოლექტიური ნადირობის დროს ალკოჰოლის ჩანთით წამოღება სულ არ არის საჭირო.
ჩანთით გინდ მარტო გინდ გუნდურად სამგზავრო აფთიაქი უნდა ატარო... სადაც სამედიცინო
სპირტი უნდა გედოს. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Mar 6 2010, 22:06

მე მართლა კმაყოფილი ვარ. ინციდენტების რა გითხრა, მაგრამ ამხელა გასვლის ორგანიზებისას სულ დაძაბული ვარ ხოლმე. ეს გასვლა ყველაზე სასიამოვნო და უსაფრთხო იყო მაგ მხრივ, ერთი უბრალო მიზეზის გამო. დალევამდე ყველა თოფი ჩიხოლში!!! უკვე პნევმატიკებსაც ეხებათ!!!

პოსტის ავტორი: გოგა Mar 6 2010, 22:22

ციტატა(Giorgi @ 6th March 2010 - 23:06) *
უკვე პნევმატიკებსაც ეხებათ!!!

მართალ!!! შუა ხალხში რო დგახარ და ისვრი,ყველა არ გიყურებს და შეიძლება წინ გაიაროს ვინმემ.ამიტომ მემგონი ჯობია თუნდაც(პრინციპში რაღა თუნდაც,საკმაოდ ძლიერია პნევმატიკაც newsmile05.gif ) პნევმატიკით გავიდეთ ხოლმე ხალხიდან მოშორებით.

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Mar 6 2010, 22:25

ყველა იარაღი საშიშია და ყოველთვის უნდა მოაშორო ადამიანს და დალევამდე კარგია რომ დაშალეთ და შეინახეთ საღოლ და კიდევ ძნელია ამდენი ხალხის მართვა თან მსხვილი ვაზნებით

პოსტის ავტორი: 919 Mar 6 2010, 23:17

ჭალიმგელა
გოგა

გეთანხმებით, სამართალმა პური ჭამოს. უბრალოდ ცვენმა ახალგაზრდებმა იმისთანა ენთუზიაზმი გამოიჩინეს, რომ
მე ხათრი ვერ გაუტეხე. ძლივს არ აღიარა ხალხმა პნევმატიკა, როგორც სერიოზული იარაღი.
მიხარია, რომ სერიოზულმა მსროლრლბმაც დიდი ინტერესი გამოიჩინეს პნევმატური იარაღის მიმართ.
აწი, პნევმატიკაც შეინახება და სმაც მის მერე დაიწყება! dastur.gif elementarno-vatson.gif

პოსტის ავტორი: Aragvispireli Mar 7 2010, 09:14

ციტატა(davidgure @ Mar 3 2010, 23:05) *
ჩემის მოკრძალებული აზრით მხოლოდ ნადირობის მერე არის მისაღები ალკოჰოლის მიღება

ცეცხლსასროლ იარაღს ნასვამი არ ვეკარები არც მანქანას


რათქმა უნდა.. მართალი ბრძანება.. newsmile05.gif ალკოჰოლი მხოლოდ ნადირობის შემდეგ, ისე ნადირობადე შეიძლება, ოღონდ ძალიან მცირე რაოდენობით. ერთი ჭიქა ღვინო.. newsmile05.gif ან 100 გრამ ი არაყი.

პოსტის ავტორი: 919 Mar 7 2010, 10:35

Aragvispireli

100გრ არაყი უკვე საკმარისია, რომ კოორდინაციაც დაგერღვას და რეაქციაც შეგინელდეს.
საერთოდ არყის დედა... ქართველები ვართ და მახსოვს ჩემს ბავშობაში 70-იანებში არაყს
ოდკას ვეძახდით და არყის შეთავაზების შემთხვევაში (უფროსები თუ ხუმრობით გვკითხავდნენ
ღვინოს დალევ თუ არაყსა) ვპასუხობდით - რუსი ბასიაკი ხომ არავარ ოდკა, რომ დავლიოო?!

თანაც, სანადიროდ დილაადრიან გავდივართ, ხშირ შემთხვევაში "უზმოზე", უზმოზე+არაყი=კოშმარს!
აი მაწონი ან იოგურტი მესმის. იმ ასაკში აღარ ვართ, რომ ჩვენი კაცობა ალკოჰოლის მიღების
რაოდენობით ვამტკიცოთ newsmile045.gif

ach.gif

პოსტის ავტორი: jagermeister Mar 7 2010, 12:37

ნადირობას გააჩნია.. თუ ნომერში გიწევს დგომა და ცივა, იოგურტი ვერ გიშველის გიგა ჯან newsmile035.gif
პერცოვკას ვაძლევ ჩემ ხმას ნომერში newsmile035.gif

პოსტის ავტორი: 919 Mar 7 2010, 13:47

jagermeister

ნომერში რომ დგები, თბილი ტრაკქვეშა უნდა წამოიღო და სათანადო ტანისამოსი...
თერმოსში კი ცხელი ჩაი ან ყავა 20-30 გრ კონიაკით. newsmile045.gif

პოსტის ავტორი: akela1954 Mar 8 2010, 17:00

ლევან სიმონიანი მომიყვა ამ ამბავს;
სასომხეთში ნადირობდნენ მწყერზე. დილით, ტრადიციულად დაილოცეს და შევიდნენ მინდორში. ბორია ანტონოვს (მესტენდური იყო, კავშირის ჩემპიონი სასტენდო სროლაში და ნაკრების წევრი როგორც საქართველოსი ისე კავშირისა. ადამიანს სროლის ბუნებრივი ნიჭი ქონდა. ამას მე თვითონ მოვესწარი) მწყერი ამოუფრინდა და ორი გასროლით დააცილა, მეორე და მესამე მწყერიც უვნებელი გაფრინდა. ბორია მოტრიალებულა ლევანისაკენ და უკითხავს,
-რომანიჩ ეს მწყრები ორ-ორი რატო დაფრინავენო? ამ კითხვას რა რეაქციაც მოყვებოდა მონადირულ წრეში .........
ამ ნამდვილი ამბის დედა აზრი; თუ გინდა, რომ ბევრი ნადირ - ფრინველი ნახო ჯობია ჯერ დალიო newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Mar 8 2010, 17:07

ისე მე რაც თვალზე ტრავმა მივიღე, ნადირობისას, 2-3 ჭიქა არაყს რო ვხუხავ, მერე უფრო კარგად ვისვრი, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს...

პოსტის ავტორი: akela1954 Mar 8 2010, 17:18

შოთა.03
ყველაფერი ინდივიდუალურია. ისე მე ისიც მახსოვს ბორიას შეჯიბრის დროს, რომ დაულევია და მოუგია. მწყერზე ნადირობის ამბავი კი უკვე იმდროინდელია, როცა სისტემატურად სვავდა. newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif

პოსტის ავტორი: შუკა Jun 5 2010, 02:06

ოდითგავნე ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ ესე ჯერ ნადირობდნენ მერე ნადიმობდნენ როგორც საჭესთან არ შეიძლება ნასვამი კაცის დაჯდომა ისე არ უხდება ერთმანეთს დალევა და თოფი შემთხვევა 1 ხდება და თან ისეთი შეიძლება მოხდეს მთელი ცხოვრება სანანებელი გაგიხდეს კაცს.. ინადირე მორჩი დაკეცე თოფი და მერე გინდა დალიე გინდა ბოთლში ჩაძვერი.. მე პირადად იმდენი სამასტრელი და უბედური შემთხვევა მაქვს ნანახი მთვრალი კაცის რომ სულ ვერიდები ხოლმე ეგეთ სიტვაციებს!

ერთს მოგიყვებით მაგნაირი ისე ბევრი იყო ჩემ ცხოვრებაში
5 წლის წინ სეზონის გახსნაზე წავედით სასტავი, დათვრა ერთი
მაგრად და წამოსვლისას თვის ტოზ34 დაშლა დაიწყო
დაიდო ჩექმაზე (არ უნდოდა ლულები მიწაზე დაედო)
გააკეთ საკონტროლო გასროლა ისე რომ თოფი არ გადაუხსნია
და დარჩა უთითებოთ გაღიმებული, მთელი სეზონი გამოტოვა
2 თითი დაკარგა და ჩვენ რა დღეში ჩაგვაგდო ხომ წარმოგიდგენიათ!
გაუფრთხილებლობამ და სიმთვრალემ იცის ეს bliadzl.gif

პოსტის ავტორი: GIZOVICHI Jun 5 2010, 11:22

შუკა
ნადირობა ომივითაა, თუ ნაპარნიკის იმედი არ გაქვს
სულ არ უნდა წახვიდე მასთან ერთად

პოსტის ავტორი: hunter87 Jul 18 2010, 10:51

100%-ით მართალი ხარ, საკმაოდ ძნელია ნადირობისას პარტნიორის შერჩევა, ყველა არ ინდობა თან თუ ეგოისტი და ჯიუტი გამოდგა სულ ჩაგიმწარებს სიამოვნებას, ამიტომაცაა ან მარტო დავდივარ ან ჩემ ორ ძმაკაცთან ერთად, რომლებსაც თვალდახუჭული ვენდობი

დიდი ხანია ისეთ ხალხთან აღარ დავდივარ სანადიროდ, ნადირობაზე მეტად გაძღომა და მეხორცეობა რომ აინტერესებთ და ის ესთეტიური სიამოვნება არ აინტერესებთ რაც ნადირობას ახლავს, ეს წმინდა რიტუალია მონადირისთვის და არაა საჭირო თვალებარეულმა და გალეშილმა ჩაატარო, საერთოდ ძალიან საშიშია ალკოჰოლის მიღება ნადირობის დროს, იარაღის გამოყენება და მთელი ეს პროცესი სრულ ყურადღებას და კონცენტრაციას მოითხოვს. ისე ერთი ორი ჭიქა რომ ასწიოს კაცმა და ოჩოპინტრეს წყალობა სთხოვოს კარგიცაა, განსაკუთრებით ზამთარში vot-tak.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 23 2010, 08:49

უუუუუხ..... ეხლა კიდევ ერთხელ გადავიკითხე ეს თემა და სულ ტანში დამაჟრჟიალა. დილის სუსხზე სახელდახელოდ ნათქვამი ოჩოპინტრეს სადღეგრზელო და ნაბულზე დამდგარი ძაღლი მომენატრა. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Dec 22 2010, 13:55

თემა დასუფთავდა ოფებისგან newsmile05.gif
tema-wamoweulia.gif nu-oferistobt.gif

პოსტის ავტორი: სინდრომი7 Sep 17 2013, 16:15

55 წლის ვარ სეზონის გახსნას ყოველთვის ავღნიშნავთ მაგრამ სააღამოობით როცა ნადირობას ვამთავრებთ

პოსტის ავტორი: gelka72 Sep 17 2013, 20:00

სიმთვრალით ბევრი საქმე ფუჭდება ყველგან და ყველა სფეროში, ჩემი გამოცდილებიდან ვიცი newsmile019.gif

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Sep 17 2013, 20:42

ნადირობა და ალკოჰოლი = ღორი და ტურნიკი


ნადირობის შემდეგ იცოცხლე კაია ჰეჰ მნიამ მნიამ D.gif

პოსტის ავტორი: koba1973 Mar 19 2015, 11:06

ციტატა(irakli fofxadze @ 17th September 2013 - 22:42) *
ნადირობა და ალკოჰოლი = ღორი და ტურნიკი

მართალი ბრძანდებით ბატონო ჩემო.
მუდამ ერთი შემთხვევა მახსებდება ხოლმე: ბავშვობის მეგობარმა ყოფილი კურსელები ჩამოიყვანა სანადიროდ. სამხხედრო აკადემია დაამთავრეს ერთად. იარაღითან მობყრობა მათ ნამდვილად არ შეეშლენოდათ მაგრამ სასმელის გამო დიდი იაღლიში მოგვივიდა. ერთ ერთმა მათგანმა ამოიღო ტაბელური იარაღი და მეორეს მიაწოდა ვთვრები და ხვალამდე შემინახეო. ცოტა ხანში გასროლა გაისმა და დაფეთებულები წამოვხტით. არმოჩნდა რომ, მჭიდი არ გამოიღო და ისე გააკეთა საკონტროლო გასროლა მაგიდის ქვეშ. კიდევ კარგი არავინ დააზიანა.

პოსტის ავტორი: დაქსი Mar 19 2015, 22:14

koba1973
არ შეიძლება იარაღის ტარება ლულაში ვაზნით. ეგ არ ასწავლეს?. ისე კიდევ კარგი ვიღაცის ფეხი არ შეიწირა

პოსტის ავტორი: assassin29 Mar 20 2015, 00:21

დაქსი

ციტატა(davita74 @ 19th March 2015 - 23:14) *
არ შეიძლება იარაღის ტარება ლულაში ვაზნით. ეგ არ ასწავლეს?

შეიძლება. ატარო რევოლვერი(პისტოლეტი) და სავაზნეში ვაზნა არიყოს დიდი სისულელეა
ვისაც გაუვარდა იმის გაუბრთხილებლობის ბრალია ან რა საჭირო იყო განემუხტა იარაღი

პოსტის ავტორი: დაქსი Mar 20 2015, 00:38

assassin29
სავაზნეში კიარა ლულაში არ უნდა დატოვო ვაზნა მეთქი, მგონი ავღნიშნე რომ ლულაში არ უნდა იყოს დატოვებული მეტქი, ცოტა მქონია ამ საქმესთან შეხება სულ რაგაც 17 წელი D.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Mar 20 2015, 00:46

დაქსი

ციტატა(davita74 @ 20th March 2015 - 01:38) *
სავაზნეში კიარა ლულაში არ უნდა დატოვო ვაზნა მეთქი

wtfg.gif

ვერაფერი გავიგე

პოსტის ავტორი: დაქსი Mar 20 2015, 01:11

assassin29
რა ვერ გაიგე?? ანუ გადატენილი არ უნდა ატარო მეთქი ეს ვიგულისხმეეეეეეეეეე?

ახლა გეიგე ძამააა???????? newsmile05.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Mar 20 2015, 02:08

აა სავაზნეში მჭიდი იგულისხმეთ ალბათ. newsmile05.gif newsmile05.gif
მაინც ვერ დაგეთანხმები პერსონალური დაცვის იარაღი ყოველთვის მზად უნდა იყოს გამოყენებისთვის აბა რამე რომ იყოს ვინ დაგაცდის გადატენვას შენ. წამები წყვიტავს ყველაფერს
ერთი ორი ვიცი სახლში გლოკები აქვთ ცარიელი მჭიდებით და სეიფში ჩაკეტილი. მაგით როგორ უნდა დაიცვა თავი არვიცი. სანამ სეიფს გახსნი ხუთჯერ გადაგისვავენ უთოს newsmile040.gif
სხვა საქმეა სანადირო თოფი. ნადირობის დაწყებამდე დამთავრებისას და შესვენებებზე საერთოდ არუნდა ეწყოს ტყვიები შიგ

პოსტის ავტორი: დაქსი Mar 20 2015, 18:20

assassin29

ციტატა(levani mgebrishvili @ 20th March 2015 - 03:08) *
აა სავაზნეში მჭიდი იგულისხმეთ ალბათ.

ვააახ , მოიცა ეხლა ჩემებურად აგიხსნი; მჭიდში ტყვიები კი უნდა ეწყოს უბრალოდ გადატენილი არ უნდა გქონდეს ანუ ლულაში არ უნდა დატოვო ვაზნა, ჟარგონულად რომ ვთქვათ პირში არ უნდა მიცე ტყვია და ისე არ უნდა ატაროოოოოოოოოოოო, თორე მჭიდში თუ ტყვია არ გაქ და მერე დაიწყებ ჩაწყობას, მანამდე გაგაგორებს ვინმე.
ციტატა(levani mgebrishvili @ 20th March 2015 - 03:08) *
ხუთჯერ გადაგისვავენ უთოს

D.gif D.gif D.gif ერთ ერთი განთქმული და ცნობილი მეთოდია, უთო პაიანიკი მადუღარა და ა.შ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Mar 20 2015, 19:35

ციტატა(davita74 @ 20th March 2015 - 19:20) *
პირში არ უნდა მიცე

D.gif D.gif არადა ასწორებს ashh.gif ashh.gif (თემის გარეშე)

გაფიცებ რომელი პოლიციელი ან ვინმე გინახავს "პირში მიუცემელი იარაღით" დადიოდეს. შეიარაღებლ დაპირისპირებაში ვინ დაგაცდის გადატენას?



პოსტის ავტორი: დაქსი Mar 20 2015, 20:16

assassin29
უფფფფფ, არადა მერე როგორ ასწორებს, თან მცოდნესაც გააჩნია D.gif D.gif მიგვშტრაFავენ ეხლა newsmile05.gif newsmile05.gif

ციტატა(levani mgebrishvili @ 20th March 2015 - 20:35) *
გაფიცებ რომელი პოლიციელი ან ვინმე გინახავს "პირში მიუცემელი იარაღით" დადიოდეს. შეიარაღებლ დაპირისპირებაში ვინ დაგაცდის გადატენას?

მე გეუბნები წესით და კანონით არ შეიძლება მეთქი თორე ისე ვემხრობი იმ აზრს რომ იარაღი სულ მზადყოფნაში უნდა იყოს.

პოსტის ავტორი: assassin29 Mar 20 2015, 20:36

ციტატა(davita74 @ 20th March 2015 - 21:16) *
მე გეუბნები წესით და კანონით არ შეიძლება მეთქი თორე

სად წერია ეგ შეგიძლია დამილინკო? არამგონია კანონი ოპერს შეყენებლი იარაღის ტარებას უკრძალავდეს

პოსტის ავტორი: Davitus Mar 20 2015, 20:38

იარაღს თუ სამარიაჟოდ არ ატარებ, "პირში მიცემული" სიარული, ბევრად საიმედოა. მაგრამ სულ უნდა გახსოვდეს რომ იარაღი მზადყოფნაშია. არის ისეთი მომენტი, გადატენვისას დაკარგული დრო ფატალური დასასრულის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი შეიძლება აღმოჩნდეს.

პოსტის ავტორი: jola Mar 20 2015, 20:55

ჰოლივუდის ფილმებში გადატენა მაგარი ეფექტურია newsmile05.gif ბოლივუდის ფილმებში ზე ეფექტური D.gif

პოსტის ავტორი: დაქსი Mar 20 2015, 21:00

Davitus
გეთანხმები 100%assassin29

ციტატა(levani mgebrishvili @ 20th March 2015 - 21:36) *
სად წერია ეგ შეგიძლია დამილინკო? არამგონია კანონი ოპერს შეყენებლი იარაღის ტარებას უკრძალავდეს

აი აკადემიას რომ დაამთავრებ ან იარაღის კურსებს და მასთან მოპყრობის და უსაფრთხოების წესებს რომ გაგაცნობენ იქ გეტყვიან, და ლინკიც ეგ იქნება და კანონიც, აბა კაბურას არავინ გიმოწმებს იარაღი როგორ მდგომარეობაში გაქვს ,

პოსტის ავტორი: assassin29 Mar 20 2015, 21:02

ციტატა(davita74 @ 20th March 2015 - 22:00) *
აი აკადემიას რომ დაამთავრებ ან იარაღის კურსებს და მასთან მოპყრობის და უსაფრთხოების წესებს რომ გაგაცნობენ იქ გეტყვიან, და ლინკიც ეგ იქნება და კანონიც, აბა კაბურას არავინ გიმოწმებს იარაღი როგორ მდგომარეობაში გაქვს ,

ჩვენ ძალოვნებს თუ მაგას ასწავლიან, მართლა საღოლ რაააა

პოსტის ავტორი: დაქსი Mar 20 2015, 21:21

assassin29

ციტატა(levani mgebrishvili @ 20th March 2015 - 22:02) *
ჩვენ ძალოვნებს თუ მაგას ასწავლიან, მართლა საღოლ რაააა

შენ წარმოიდგინე კიდევ ბევრ კარგ რამეს ასწავლიან ,მაგრამ........ რასაც გასწავლიან ყველაფერი კი არ უნდა დაიჯერო newsmile090.gif newsmile090.gif
დამუხტულ იარაღს რომ მოგადებენ იმის წართმევასაც ასწავლიან, newsmile05.gif newsmile05.gif
შუბლსე რომ დამუხტულ იარაღს მოგადებენ ერთი მითხარი მიუხედავად წართმევის დიდი სურვილისა, გაინძრევი და ცდი წართმევას?newsmile05.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: დაქსი Mar 20 2015, 21:26

assassin29
ამასაც გადახედე newsmile05.gif newsmile05.gif
უსაფრთხოება!
უსაფრთხოების წესები იარაღთან ურთიერთობის დროს.
1. იარაღი აღებისთანავე შეამოწმე დამუხტულია თუ არა იგი.
2. იარაღთან ურთიერთობის დროს, არ მიმართო იგი ხალხის მხარეს არ დაუმზნო სხვას და არ დართო ნება დაგიმიზნონ თქვენ.
3. ყოველი იარაღი ჩათვლე დამუხტულად სანამ თვითონ არ შემოწმებთ და განმუხტავთ მას.
4. განმუხტულ იარაღს მოექეცი ისე როგორც დამუხტულს.
5. იარაღის დამუხტვის ან განხმუხტვის დროს ლულა მიმართული უნდა იყოს სამიზნე ფარისკენ ან უსაფრთხო ადგილისაკენ.
6 .არ დაადო თითი დამშვებ კაუჭს სანამ არ იქნება ცეცხლის გახსნის ბრძანება.
7. სამსახურში გასვლის, სროლის დროს შევამოწმოთ ლულის არხი და შევამშრალოდ იგი.
კატეგორიულად აკრძალულია!
1. მივმართოთ დამუხტული იარაღი ხალხისკენ ან საიდანაც მოსალოდნელია მათი გამოჩენა.
2. დავმუხტოთ იარაღი სროლის ხემძღვანელის ბრძანების გარეშე.
3. გავხსნათ ცეცხლი სროლის ხემძღვანელის ბრძანების გარეშე ან გაუმართავი იარაღიდან.
4. დავტოვოთ იარაღი დამუხტულ მდგომარეობაში საცეცხლე ზღვარზე ან გადავცეთ იგი სხვა პირს.

პოსტის ავტორი: koba1973 Mar 20 2015, 21:49

ალბათ ყველამ იცის მაგრამ გავიმეორებ:
გამოიღო მჭიდი.
გადატენო იარაღი.(რომ ამოაგდოს ვაზნა თუ ის ლულაშია)
მიმართო უსაფრთხო მხარეს და მოახდინო გასროლა.
პრობლემა იმაშია რო იმ ადამიანს დაავიწყდა მჭიდის გამოღება.

პოსტის ავტორი: assassin29 Mar 20 2015, 22:44

დაქსი
შეტაკების დროს ხალხს(პოლიციელს) ხშრირად დამველიდან მოხსნა ვერ მოუსწრია რომელ გადატენვაზეა ლაპარაკი.
ჩვენ აკადემიებში არვიცი მაგრამ არცერთი ნორმალური ინსტრუქტორი არეტყვის მოსწავლეს (ოპერზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია) რომ მოვალეობის შესრულების დროს იარაღი ვაზნით სავაზნეში (ლულაში) არ ატაროოოო


ეგ წესები დაეხმარება იმაში რომ უკონტროლო გასროლა არ მოხდეს.

პოსტის ავტორი: დაქსი Mar 20 2015, 22:50

assassin29
ის ვალდებულია ლექციაზე გითხრას და ისე ლექციის შემდეგ არასდროს გეტყვის ამას. ასე რომ არ არის ეს თემა სადაო, არის ბევრი კანონი რომელიც რეალობას და რეალურ ქმედებას ეწინააღმდეგება მაგრამ .......რას იზავ წერია რაააააა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Mar 20 2015, 22:56

დაქსი
თუ ასეა ალბად შუა საუკუნის ინსტრუქციები აქვთ, მშვილდი ისრით სავაზნეში არატაროო ან რაღაც მსგავსი newsmile090.gif

პოსტის ავტორი: დაქსი Mar 20 2015, 23:17

assassin29
ვააა ესე წერია და რა ვქნა ამ დედატირებულ უსაფრთხოების წესებში, მე კი არ დამიწერია? MADE IN GEORGIAAAAA
რაღაც ხომ უნდა დაწერონ??? newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)