თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ საუბრები ნადირობაზე _ იხვის საყვირი

პოსტის ავტორი: feroni Oct 8 2013, 21:44

გამარჯობათ!
მოკლედ აგიხსნით რა ხდება, მჭირდება დახმარება, თუ ვინმეს გაქვთ ხესთან მუშაობის გამოცდილება ძალიან დამეხმარებით თუ ასეთ დეტალს დამიმზადებთ
http://postimage.org/
http://postimage.org/

ჩემი საყვირი, რომ გამოვიწერე თან მოვაყოლე ესენიც
http://postimage.org/
http://postimage.org/app.php

ესეც ლინკი როგორ კეთდება


ხოო რაც შეეხება მასალას, მაქვს კაკალი რომელიც არ ვიცი როდის არის მოჭრილი და ქვასავით არის უკვე გადაქცეული იმ დღეს ხერხით მივადექი და სანამ პატარა ნაჭერი მოვჭერი სამჯერ შესვენება დამჭირდა, ან ხერხია ბლაგვი და ან კიდე ეგ არის ქვასავით.
მოკლედ ვინც დამეხმარება ვალში არ დავრჩები newsmile045.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Oct 8 2013, 22:52

და რომ გამოიწერო არ გირჩევნია?
აქ დამზადებულმა ხომ შეიძლება სულ გადარიოს კვატიები?

პოსტის ავტორი: feroni Oct 8 2013, 23:01

გამოწერილიც მაქვს უბრალოდ ამ ენას უფრო დაბალი ტონალობა აქვს და ტყეში უკეთ იმუშავებს.
ის რგოლი და ენაც ამერიკიდან არის გამოწერილი.
გადარევის რა გითხრა და თავის საქმეს ხუთიანზე აკეთებს newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Oct 8 2013, 23:27

ვიდეოს მარტო მე არ მიხსნის?

პოსტის ავტორი: feroni Oct 8 2013, 23:47

ნუკრიMax
რავი ჩემთან ხსნის

პოსტის ავტორი: ჯეკო Oct 9 2013, 07:36

feroni
მეც ვაპირებდი მაგის გაკეთებას ერთ დროს, უბრალოდ ჩარხი ვერვიშოვე რო ზუსტად გამოთალო. ხელით ცოტა ძნელი იქნება

პოსტის ავტორი: Davitus Oct 9 2013, 08:06

ნებისმიერი გააკეთებს მაგას ავთო, მთავარია ეგ ფრეზი ქონდეს, დაჟე საზეინკლო ფრეზიც წავა, ლეონ ბლექს კი აქვს ეგეთი, შემოვა და დაწერს რამდენად ექნება დრო მაგი იჩალიჩოს.

მე უფრო რთული კონსტრუქციის გამიკეთებია და არ არის ძალიან ძნელი, თუმცა რამდენიმე გამიფუჭდა თავიდან

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Oct 9 2013, 08:37

ნებისმიერი რიკულების ხელოსანი გააკეთებს...
უბრალოდ ნახაზი უნდა მიუტანო და ეგ არი!

პოსტის ავტორი: feroni Oct 9 2013, 08:49

Davitus
ნუკრიMax
ძნელი არაფერია, უბრალოდ დაზგაა საჭირო თორე ასეთებს და ამაზე რთულებს ვაკეთებდით სკოლაში, შრომის გაკვეთილზე, ის შენობა და დაზგები კომუნიზმთან ერთად გაქრა გაურკვეველი მიმართულებით თორე...

ჯეკო
ხელით არც ღირს, მაგარი წვალებაა

P.S. ისე კარგი იქნებოდა პირველი ამერიკულ-ქართული საყვირის ველურ პირობებში გამოცდა

პოსტის ავტორი: ჯეკო Oct 9 2013, 09:15

ციტატა(feroni @ 9th October 2013 - 09:49) *
ჯეკო
ხელით არც ღირს, მაგარი წვალებაა

P.S. ისე კარგი იქნებოდა პირველი ამერიკულ-ქართული საყვირის ველურ პირობებში გამოცდა

თუ ვიშოვე ახლობელი ვისაც მსგავსი დაზგა შეიძლება ქონდეს დაგეხმარები და გავაკეთოთ

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Oct 9 2013, 23:01

ციტატა(Davitus @ 9th October 2013 - 10:06) *
დაწერს რამდენად ექნება დრო მაგი იჩალიჩოს.

მე ნამდვილად არ მაქვს დრო მაგის საჩალიჩოდ..მაგრამ მთელი ჩემი აღჭუურვილობა თქვენ განკარგულებაში იგულეთ. თუ შეგიძლიათ ჩარხვა.. სახარატოც მაქვს და ფრეზიც. კიდე ბევრი სხვა რამეც. მობრძანდით და გაჩარხეთ.

პოსტის ავტორი: feroni Oct 10 2013, 07:53

ჯეკო
ლეონ-ბლექი
მადლობა და გაიხარეთ!
გამოჩნდება ვინმე ვინც დაზგაზე მუშაობა იცის და ამ საქმესაც ეშველება ალბათ

პოსტის ავტორი: ჯეკო Oct 10 2013, 08:45

feroni
მოიცალე ერთი დღე და ვესტუმროთ ბლექს. დამიჯერე რთული არიქნება იმისგაკეტება რაც შენგინდა

პოსტის ავტორი: feroni Oct 10 2013, 08:53

ჯეკო
ხო მაგრამ მე-9 კლასისი მერე თვალად არ მინახავს ეგ დაზგა და ცოტა სარისკოა, სათამაშო არ არის შეიძლება საჭრელი იარაღი შუბლში გაგარჭოს D.gif

პოსტის ავტორი: ჯეკო Oct 10 2013, 08:56

ციტატა(feroni @ 10th October 2013 - 09:53) *
შუბლში გაგარჭოს

D.gif

პოსტის ავტორი: feroni Oct 10 2013, 09:09

ჯეკო
ისე კასკა თუ მოგეპოვება სადმე ვცადოთ თუ გინდა D.gif D.gif

პოსტის ავტორი: ჯეკო Oct 10 2013, 09:16

feroni
ისე ძალიან მიყვარს საკუთარი შუბლი, ცოცხალი თავით არგაუშვებ ხელს იმ საჭრელს D.gif

პოსტის ავტორი: feroni Oct 10 2013, 09:47

ჯეკო
ოკაი, ვიკენდზე ჯავახეთი მაქვს დაგეგმილი და იქეთ კვირას მოვიკრიბოთ ვაჟკაცობა და თუ ლეონი ნებას დაგვრთავს ჩავატაროთ სახიფათო ექსპერიმენტი, თან იმ მასალასაც ვანახები ცივიოებისთვის და დანის ტარებისთვის უნდა გამოდგეს მემგონი

პოსტის ავტორი: ჯეკო Oct 10 2013, 09:54

feroni
შევთანხმდით

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Oct 10 2013, 11:44

ციტატა(feroni @ 10th October 2013 - 11:47) *
მოვიკრიბოთ ვაჟკაცობა და თუ ლეონი ნებას დაგვრთავს ჩავატაროთ სახიფათო ექსპერიმენტი, თან იმ მასალასაც ვანახები ცივიოებისთვის და დანის ტარებისთვის უნდა გამოდგეს მემგონი

არაფერი ვაჟკაცობა არ არის საჭირო. მაგას მე გაგიჩარხავთ და ნახავთ..რომ არაფერი განსაკუთრებული არ არის. მე დანარჩენი მორგება-ზბორკის დრო არ მაქვს..თორემ გაჩარხვა რა პრობლემაა.. მაგის 20 წუთს მოვძებნი როგორმე. D.gif ნურც ხის მასლის ძებნას დაიწყებთ დიდი მონდომებით. ეგეც საკმაოდ მაქვს..თანაც არჩევაზე. ასე რომ მობრძანდით როცა გაგეხარდებათ.

პოსტის ავტორი: feroni Oct 10 2013, 11:49

ლეონ-ბლექი
უღრმესი მადლობა, გეწვევით აუცილებლად. ხის მასალას რაც შეეხება, მე ექსპერტის აზრი მაინტერესებს, ცივიო მაქვს შესაცვლელი ჩემს თოფზე და მინდოდა მენახებინა გამოდგება თუ არა

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Oct 10 2013, 12:08

ციტატა(feroni @ 10th October 2013 - 13:49) *
ცივიო მაქვს შესაცვლელი ჩემს თოფზე და მინდოდა მენახებინა გამოდგება თუ არა

არც ეგ არის პრობლემა. თუ ეგ არ გამოდგება ახალს გაჩუქებ..ეგეთებიც საკმაოდ მაქვს მარაგში. D.gif

პოსტის ავტორი: Hubert Oct 10 2013, 12:11

პოსტებს ვკითხულობ და ვააახ კაი ხალხი ხართ რა! newsmile05.gif D.gif

პოსტის ავტორი: feroni Oct 10 2013, 12:21

ლეონ-ბლექი
გაიხარე რაა! აგარ ვიცი როგორ დავაფიქსირო ჩემი მადლიერება!
ამას ალბათ მარტო სიტყვები არ ეყოფა ასე, რომ თავს უფლებას მივცემ ერთი ან ორი ლიტრი ხარისხიანი ლუდი მოგართვათ საჩუქრად newsmile045.gif D.gif

პოსტის ავტორი: ჯეკო Oct 10 2013, 12:32

feroni
გაჩერდი თორე რომივალთ გაკეთებულს დაგვახვედრებს მანოკს D.gif D.gif

პოსტის ავტორი: feroni Oct 10 2013, 12:35

ჯეკო
ჰოდა მაგას რა ჯობია, შრომა გარსჯის მერე ცივ ლუდს რომ გადაუშვებ ყელში newsmile05.gif არც შენ უნდა იყო უარზე როგორც ვხვდები D.gif

პოსტის ავტორი: ჯეკო Oct 10 2013, 12:36

მე აცრილივარ და კამპოტის მეტს არაფერს ვსვავ D.gif

პოსტის ავტორი: feroni Oct 10 2013, 12:37

ჯეკო
ფეიხოაზე რას იტყვი? D.gif

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Oct 10 2013, 12:39

ციტატა(feroni @ 10th October 2013 - 14:21) *
გაიხარე რაა! აგარ ვიცი როგორ დავაფიქსირო ჩემი მადლიერება!

რისი მადლობა ხალხნო..ეგეთ წვრილმანებზე ნამდვილად არ ღირს ყურადღების დიდად გამახვილება. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჯეკო Oct 10 2013, 12:41

feroni
მშვენიერია. სანამ დაგვჭიპეს ეხლა მოვრჩეთ ოფერისტობას D.gif D.gif საქმე ლაპარაკის ნაცვლად

პოსტის ავტორი: feroni Oct 10 2013, 12:55

ჯეკო
ისე ამერიკელებს მთელი ინდუსტრია აქვთ ამ საყვირებზე აგებული, შეჯიბრებსაც კი ატარებენ, ბრენდი რო იყიდო 100 მწვანე მინიმუმ უნდა გადაიხადო, კარგი იქნებოდა ჩვენთანაც კეთდებოდეს ასეთი საყვირები, მართალია კოკობოლას ხე არ იზრდება საქართველოში, მაგრამ უამრავი ენდემური ჯიშებია რომლიდანაც ხარისხიანი პროდუქტის მიღება შეიძლება.

პოსტის ავტორი: ჯეკო Oct 10 2013, 13:11

feroni
ხოდა ჩვენც შევეცადოთ ნამდვილი ქართული საყვირის გაკეთება. ინსტრუქციებს ამვიღებ ინტერნეტიდან

პოსტის ავტორი: feroni Oct 10 2013, 13:25

ენის გაკეთებაა მთავარი, ტორე ჩასაბერი არ არის რთული
აი ამ ვიდეოში 2:28 წუთზე, რომ რკინის ფორმაა, ეგეთია საჭირო, დახრის კუთხე აძლევს საყვირს საჭირო ჟღერადობას!

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Oct 10 2013, 13:26

ციტატა(jeko 15 @ 10th October 2013 - 15:11) *
ხოდა ჩვენც შევეცადოთ ნამდვილი ქართული საყვირის გაკეთება.

ხოდა ცადეთ. ხელი ნამდვილად გაქვს საჩემპიონე. იმენნო გამოგივა ყველაფერი. პრაქტიკული ტესტები თუ დაგჭირდებათ რამეში(გალაკვა იქნება თუ რაც იქნება) შემიძლია დაგეხმაროთ. სავარაუდოდ იმუშავებს. ოჩოც თუ გაუკეთებს პოპულარიზაციას მაგ ხელოვნებას..ხომ მთლად უკეთესი.

პოსტის ავტორი: კუთხა Oct 10 2013, 16:27

და ზედ წარწერა "made for ochopintre" ან რამე მსგავსი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Oct 10 2013, 17:39

ციტატა(feroni @ 10th October 2013 - 15:25) *
რკინის ფორმაა, ეგეთია საჭირო, დახრის კუთხე აძლევს საყვირს საჭირო ჟღერადობას!

მაგის დამზადებას საყვირის გამოწერა ჯობია. ეგ იმდენი დაჯდება..იხვზე ნადირობის სურვილს რომ დაგიკარგავს. თუ მასიურ წარმოებას არ ეხება არ ღირს. ხოლო თუ 1-2 ცალზეა საუბარი..მაგ ფორმის გარეშეც შეიძლება საჭირო კუთხით გაჭრა.

პოსტის ავტორი: feroni Oct 10 2013, 17:45

ლეონ-ბლექი
საბედნიეროთ ენა გამოვიწერე და აქ მაქვს(ცოტა უცნაურად კი ჟღერს მაგრამ... newsmile05.gif ) ასე რომ არ დაგვჭირდება ეგ ფორმა.
მასიური წარმოების არ ვიცი მაგრამ დასაწყისისთვის ერთი ორი რომ გაკეთდეს და თუნდაც სასაჩუქრე ვარიანტი იყოს კლუბის ფორმატში ჩატარებული შეჯიბრებებისთვის არ იქნება ცუდი ვარიანტი.

კუთხა

ციტატა(KTX-100 @ 10th October 2013 - 17:27) *
და ზედ წარწერა "made for ochopintre" ან რამე მსგავსი

მე რა საყვირიც მაქვს, აი იმ კაცის გაკეთებულია ვიდეოში რომ არის, მაგათ საყვირებს "echocalls" ქვია, ჰოდა ჩვენც შევცვალოთ ერთი ასო და echo-ს მაგირვრად იქნება ocho calls და ეგ არის newsmile045.gif

პოსტის ავტორი: Davitus Oct 10 2013, 18:30

ისე ქართველები ისეთი ხელოვანი ხალხი ვართ, სალამური და დუდუკი ჩვენი მოგონილია და წესით იხვის მანოკის ინსტრუმენტალიზმური ვირტუოზობა არ უნდა გაგვიჭირდეს, კარგი იქნება შეჯიბრის ფორმატის ათვისება და აქ ცატარებაც.

ბარემ თემას ეხება და თუ მოიპოვება მსგავსი ვიდეოები (შეჯიბრზე და ა.შ.) შეიძლება განხილვა. ნუ ახლა იმდენი იხვი ჩვენ არ გვყავს რომ მათ მოზიდვაზე ვატაროთ შეჯიბრი, უფრო სხვა ფორმატი თუ არის გადახედვა შეიძლება

თუ მსურველებიც გამოჩნდებიამ, საპილოტო შეჯიბრის მოწყობაც შეიძლება newsmile05.gif

პოსტის ავტორი: feroni Oct 10 2013, 18:36

Davitus
აგერ დავით, ამ ვიდეობის მეტი რა არის იუთუბზე

პოსტის ავტორი: Davitus Oct 10 2013, 18:39

feroni

ეგ მეც მაქვს ნანახი, მაგრამ რის მიხედვით აქვს შეფასება? და ქულებს როგორ აგროვებენ, იპ ტიმპს კინაღამ გასძვრა ისეთს იჭინთებოდა D.gif

პოსტის ავტორი: feroni Oct 10 2013, 18:45

აი ეს ტიპი არის მაგარი newsmile05.gif


Davitus
ამ შეჯიბრებზე სულ სხვანაირად ფასდება, ასე რო დაუძახო რეალში იხვს შეიძლება გული გაუსკდეს და ინფარკთით უფრო მოკვდება ვიდრე თოფით, აქ ტონალობებში და კომბინაციებში ეჯიბრებიან

მართლა თუ ვინმე დაიტერესდება შეჯიბრით, მაგის მოწყობა ფოთში შეიძლება, ფიტულებს ჩავალაგებთ და რიგ-რიგობით დაუძახებთ იხვებს, გამარჯბებული ის იქნება ვინც დასვამს და არა სათოფეზე მოიყვანს

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Oct 15 2013, 10:23

ციტატა(KTX-100 @ 10th October 2013 - 17:27) *
და ზედ წარწერა "made for ochopintre" ან რამე მსგავსი

ეგ ჩემზე იყოს.......

პოსტის ავტორი: feroni Oct 15 2013, 14:03

ნუკრიMax
მემგონი რაღაც გამოვა ამ საქმიდან newsmile045.gif

ჯეკო ზეგ თუ გეცლება წავიდეთ მე არ ვიცი ბლექი სად ცხოვრობს, ნუკრი თქვენც თუ გეცლებათ შემოგვიერთდით!

პოსტის ავტორი: feroni Nov 23 2013, 18:44

ჯეკო
სად დაიკარგე კაცო, ეს არის საყვირი გავაკეთოთო?
სადაცაა მოფრინდებიან იხვები newsmile05.gif

პოსტის ავტორი: feroni Dec 2 2013, 20:50

ჯეკო
ალიო კაცო, სად ხარ? ჩამოფრინდნენ იხვები, ფოთშიც და აღმოსავლეთშიც newsmile05.gif

პოსტის ავტორი: feroni Dec 6 2013, 16:53

ესეც ლევანთან ვოიაჟის შედეგი, გარდა იმისა რომ კარგად გამოვთვერით საქმეც გაკეთდა რისთვისაც მადლობას ვუხდი იქ დამსწრე საზოგადოებას და რათქმაუნდა ლევან, ოქროს ხელები გქონნია ნამდვილად.
მართალია დამუშავება და პოლირება ესაჭიროება, მაგრამ არც ეხლა არის ცუდი.
მოკლედ გაიცანით ახალი მონსტრი D.gif
"ოჩო ქოლს" newsmile05.gif
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian

პოსტის ავტორი: ჯეკო Dec 6 2013, 19:21

feroni
იხვებზე დავტესტოთ როგორი იქნება და მერე დიდი რაოდენობით წარმოებაზეც შეიძლება ფიქრი D.gif D.gif

პოსტის ავტორი: გოგიტა Dec 6 2013, 19:46

ვაა ყოჩად თქვენ ოჩო ქოლს სიამოვნებთ შევიძენ

პოსტის ავტორი: feroni Dec 6 2013, 21:06

ჯეკო
აპა რაა ჯეკო აპა რააა, დავშტამპოთ და დავშტამპოთ D.gif
იმუშავებს ეჭვიც არ მეპარება newsmile045.gif

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Dec 6 2013, 22:10

feroni
ერთ ენიანია თუ ორი? მემგონი ერთია ხო? არ ჩანს კარგათ

პოსტის ავტორი: feroni Dec 6 2013, 22:13

მაქსიმუსა
ერთ ენიანია, ვნახოთ როგორი გამოვა და მერე შეიძლება კიდევ გაკეთება, მეიხვეებს გამოადგებათ, 100 დოლარები რო არ იხადოთ აგერ ბატონო გამოცდილი და შემოწმებული ვარიანტი იქნება, საჩუქრად! ნუ მთალდ საჩუქრად არა მაგრამ მოვიფიქრებთ რამეს, სასარგებლო საქმისთვის ან ბუნების დაცვაში შეტანილი წვლილისთვის გადმოგეცემათ საჩუქრად newsmile045.gif

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Dec 6 2013, 22:21

მშვენიერია newsmile027.gif წარმატებები

პოსტის ავტორი: feroni Dec 6 2013, 23:10

ნუკრიMax
იქ უკანა გვერდზე გიწერია დაგეხმარებით და წარწერას მე გავაკეთეფო, თუ ისევ ძალაშია წინადადება, როგორ მდგომარეობაში უნდა იყოს ხე რომ წარწერა გაკეთდეს? ლაკი და რამე რათქმაუნდა არა უნდა ქონდეს არა?
გავშკურკავ და გავაპრიალებ ეგ ხო არ შეუშლის ხელს?

პოსტის ავტორი: Hubert Dec 7 2013, 08:29

ვაახ რა კარგია!! small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: shotaa Aug 22 2014, 19:48

მანოკს რუსულად რა ქვია ხო არ იცით?

პოსტის ავტორი: feroni Aug 22 2014, 19:51

shotaa
მანოკი არის რუსული სიტყვა, ის იკითხე რაქრთულად რა ქვიათქო D.gif newsmile045.gif

პოსტის ავტორი: shotaa Aug 22 2014, 20:00

ციტატა(feroni @ Aug 22 2014, 20:51) *
shotaa
მანოკი არის რუსული სიტყვა, ის იკითხე რაქრთულად რა ქვიათქო D.gif newsmile045.gif

უი მადლობა ! newsmile05.gif ქართულად ალბათ მყვირალა D.gif

პოსტის ავტორი: gagrinski Aug 22 2014, 20:47

სატყუარა, მოსაზიდი, ბევრი სინონიმი აქვს, მაგრამ მონადირეების ლექსიკონში იხვის სატყუარა იხმარება.

პოსტის ავტორი: kardinal84 Aug 22 2014, 21:35

იმერეთში საჭყვიტინო ქვია newsmile01.gif

პოსტის ავტორი: feroni Aug 23 2014, 08:40

მე საყვირს ვეძახი, რადგან მაინც ჩასაბერი ინსტრუმენტია და ისე ჩორტ ეგო ზნაეტ ქართულად რა ქვია, თუ კარგ სახელს მოუფიქრებ, ახალ სიტყვას დანერგავ მონადირეთა საზოგადოებაში newsmile045.gif

პოსტის ავტორი: gagrinski Aug 23 2014, 23:38

ნუ თუ პირდაპირ ვთარგმნით-მოსახმობი, მოსატყებელი საშუალება გამოდის. ამიტომაც ისევ იხვის სატყარა სჯობს, მექანიკური აუცილებლად უნდა დაამატო ბოლოში, რა იცი ვინ რას იფიქრებს newsmile090.gif

პოსტის ავტორი: vaxusti Nov 18 2015, 11:43

ესეიგი იხვის საყვირის ყიდვა მინდა და ერთ ენიანი ჯობია თუ ორ ენიანი რომელს მირჩევთ რომ ვიყიდო???

პოსტის ავტორი: assassin29 Nov 18 2015, 14:28

vaxusti
ერთ ენიანი პროფესიონალურია ძვირია და შედარებით რთულია მისი დამუღამება ორ ენიანი იაფია და ადვილი სასწავლი თუმცა თუ კარგად დაამუღამებ თავის საქმეს აკეთებს

http://www.amazon.com/gp/product/B000VQW1KK?keywords=duck%20call&qid=1447846022&ref_=sr_1_6&s=hunting-fishing&sr=1-6


ესარი ჩემი საყვირი და ჩემი ოჯახის ყველაზე საძულველი ნივთი D.gif

პოსტის ავტორი: apxazi Nov 19 2015, 14:22

ციტატა(assassin29 @ Nov 18 2015, 15:28) *
vaxusti
ერთ ენიანი პროფესიონალურია ძვირია და შედარებით რთულია მისი დამუღამება ორ ენიანი იაფია და ადვილი სასწავლი თუმცა თუ კარგად დაამუღამებ თავის საქმეს აკეთებს

http://www.amazon.com/gp/product/B000VQW1KK?keywords=duck%20call&qid=1447846022&ref_=sr_1_6&s=hunting-fishing&sr=1-6


ესარი ჩემი საყვირი და ჩემი ოჯახის ყველაზე საძულველი ნივთი D.gif

სახლში ამუღამებ ხოლმე? :დ

პოსტის ავტორი: assassin29 Nov 19 2015, 17:54

apxazi

ციტატა(apxazi @ 19th November 2015 - 15:22) *
სახლში ამუღამებ ხოლმე? :დ

სხვა რა გზააა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: vaxusti Dec 16 2015, 10:19

ციტატა(assassin29 @ Nov 18 2015, 15:28) *
vaxusti
ერთ ენიანი პროფესიონალურია ძვირია და შედარებით რთულია მისი დამუღამება ორ ენიანი იაფია და ადვილი სასწავლი თუმცა თუ კარგად დაამუღამებ თავის საქმეს აკეთებს

http://www.amazon.com/gp/product/B000VQW1KK?keywords=duck%20call&qid=1447846022&ref_=sr_1_6&s=hunting-fishing&sr=1-6


ესარი ჩემი საყვირი და ჩემი ოჯახის ყველაზე საძულველი ნივთი D.gif


და ერთ ენიანს რომელს მირჩევთ რომ გამოვიწერო? და ფასიც ნორმალური რომ ქონდეს? მირჩევნია ძნელად დავამუღამო მაგრამ ერთხელ ვისწავლო და შედეგიც კარგი ქონდეს...

პოსტის ავტორი: assassin29 Dec 16 2015, 17:24

vaxusti
არვიცი არ მქონია მე ძირითადად ამაზომზე გამოხმაურების მიხედვით ვყიდულობ ხოლმე ნივთებს

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)