მოკლედ კალმახის და საერთოდ ბუნების მოყვარულო ხალხო,მინდა გაგაცნოთ ერთი სასიხარულო ინფორმაცია.
წელიწადზე მეტია რაც ამ საქმეზე მიდის მუშაობა
კერძოდ საჩხერის რაიონში გაჩნდა იდეა,რომ მთის წითელწინწკლიანი კალმახი გაემრავლებინათ და გაეშვათ ისევ მდინარეში
ამ ამბავს ხელი მოჰკიდა ჩვენმა ფორუმელმა,ჩვენმა ახლობელმა,ბუნების მოყვარულმა და კარგმა ადამიანმა
თავიდან დაიწყო ინფორმაციის მოძიება,კითხულობდა საერთოდ ვინმეს თუ გაუმრავლებია თევზის ეს ჯიში.მაგრამ როგორც მახსოვს კონკრეტულ ფაქტს და ამის გამკეთებელს ვერ მიაკვლია.
ლაპარაკი კი იყო საკალმახეების მფლობელებთან,მაგრამ მოგეხსენებათ საკალმახეებში ამრავლებენ ცისარტყელა კალმახს,რომელიც უფრო ადვილად მრავლდება,
ზომაშიც მალე იზრდება და მეტ ქვირითსაც ყრის.გარდა ამისა უფრო ადვილად ეგუება თბილ წყალს
მთის კალმახს კი უყვარს ცივი და სუფთა წყალი,ძნელად ეგუება ტბის მდორე წყალს.
იმის და მიუხედავათ რო შანსი პატარა იყო გამართლების,გადაწყდა რო უნდა იცადოს ლიფსიტის გამოყვანა.
გაკეთდა ხელოვნური ტბა
ამ სურათში უკვე თითქმის დაცლილია(იმ დღეს მოხდა წყლის გაშვება რო ლიპსიტა გასულიყო)
http://pix.ge/
ესაც ტბის ვიდეო და გვერძე მდინარე
http://www.youtube.com/watch?v=yTJXk0AhUhA
ტბას გაუკეთდა შემავალი და გამავალი მილები რომ ემოძრავა სუფთა წყალს
მაგრამ როგორც ჩანს ამის მიუხედავათ მცენარეები არ აკლდა
გაუკედა საქვირითე,ანუ სადაც შემავალი ტოტი იყო,იქ საჭირო იყო ქვიშიანი და კენჭიანი ზედაპირი.კალმახი ხომ ზემოთ მიიწევს ქვირითის დასაყრელად
http://www.youtube.com/watch?v=nkTnBWTdFRc
ამის შემდეგ კი მოხდა მდინარეში დაჭერილი თევზის გაშვება.როგორც მახსოვს ბოლო ინფორმაციით 80 თევზი გაუშვეს ტბაში
ტბის შუაში დაიკიდა განათება და ღამის განმავლობაში სინათლესთან მოგროვილი მწერით იკვებებოდა თევზი
ამას გარდა როგორც ვნახე ტბაში იყო თავკომბალები,ღორტავები
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
კარგა ხანი ველოდეთ ქვირითის დაყრას და ერთხელაც დამირეკეს საჩხერიდან კარგი ამბავის სახარებლად
მოკლეთ დაყარა ქვირითი,მაგრამ ცოტა არ იყოს დაჩეკვის გვეშინოდა,გვეგონა არ დაიჩეკებოდა(არ ვიცი,მე ეგრე მეგონა)
ამოიყვანეს დიდი თევზი ტბიდან და გადაიყვანეს იქვე მეორე ხელოვნურ ტბაში,მომავალი წლის პროცედურის ჩასატარებლად
კონკრეტული თარიღები აღარ მახსოვს,მაგრამ ის კი მახსოვს რო მითხრეს ლიპსიტაც გამოჩნდაო
დაიჩეკა ლიპსიტა და დაიწყო იმის ლოდინი თუ როდის გაიზრდებიან
ცოტა წამოიზარდნენ და ამ დროისთვის უკვე ამ ზომისები არიან
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://www.youtube.com/watch?v=4l2yWmMfi1A
მაგრამ ერთი ცუდი რამ ახლდა თან,როგორც ჩანს 3 თევზი გაეპარათ დიდების ამოყვანის დროს და ამ ხნის განმავლობაში ტბაში იყო
რა თქმა უნდა ეს დიდი თევზი საკმაო რაოდენობის ლიფსიტას გაანადგურებდა
http://pix.ge/
http://www.youtube.com/watch?v=98rDribJJ3c
http://www.youtube.com/watch?v=lLO0yKHR_uE
http://www.youtube.com/watch?v=_UtG188c3ZQ
ზუსტ რაოდენობას ვერ დაითვლი,მაგრამ მაინც იყო საკმაო რაოდენობის ლიფსიტა დარჩენილი
დაცურავდნენ თავისთვის
ვიდეოებიც კი მაქვს მაგრამ არ ჩანს კარგათ და რომელზეც ცოტა მაინც გაირჩევა იმას დავდებ
http://www.youtube.com/watch?v=06OgN1cTLBk
ხოდა კი მოხდა ამ თევზის ბუნებაში გაშვება და საკმაოდ კარგი დახმარება გამოვიდა იმ პატარა მდინარეებისთვის!!!
მომავალ წელს ალბათ უფრო დახვეწილად მოხდება იგივე პროცედურის ჩატარება და ლიფსიტაც უფრო მეტი იქნება გასაშვები
შემდეგ რა თქმა უნდა პატარა სუფრაც გაიშალა ტყეში და დავლოცეთ მომავალი თაობაც
კლუბ ოჩოპინტრეს სადღეგრძელოც დაილია,მაგრამ ვიდეო ცუდი ხარისხის არის და დადებას აზრი არ აქვს
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
ესაც იქვე გადაღებული სურათები
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
იშრომა ამ ხალხმა და როგორც ჩანს უშედეგოდ არ ჩაუვლია მათ შრომას
მადლობა მინდა მოვუხადო ამ კოლექტივს მთელი თავისი უფროსიან ეგერებიან და ყველა ხელის შემშველებლიანად
ჩვენთვის კეთდება ეს ყველაფერი,ჩვენი მომავალი თაობებისთვის და ბუნებისთვის
გაიხარეთ ხალხო და ღმერთმა მეტის გაკეთების შესაძლებლობა მოგცეთ!!!
ისე ვისაც საშუალება აქვს იგივე რამის გაკეთების,მემგონი ღირს გარჯად!!!
რამოდენიმე მდინარეს რო გაუკეთდეს პატარა ბასეინები,ყურადღების მიქცევის შემთხვევაში შევინარჩუნებთ ამ ულამაზეს თევზის ჯიშს!!!
პ.ს. წესით არ უნდა გვჭირდებოდეს ამის გაკეთება,ისედაც მდიდარი მდინარეები გვაქვს,მაგრამ ბრაკონიერების ხელში კიდევ კარგათ არის საქმე!!!
ეხლა ისე მეძინება ვერ მომდის თავში ბევრი რამ,თორე ბევრი რამის აღწერა შეიძლება.
დანარჩენს,თუ რამე გამომრჩა,თითონ დაამატებს ამ საქმის ორგანიზატორი
და დეტალებშიც უფრო თუ გაგვარკვევს კარგი იქნება
უი ხო,ერთი ცუდი ამბავი ვნახეთ
ამ ტყეში ხდება უკვე გადაშენებული სახეობების აღდგენა
მაგალითად ჩამოიყვანეს გარეული ღორები და და გაუშვეს ტყეში.
უკვე გოჭებიც ყავთ როგორც ეგერებმა ნახეს
მაგრამ იმ დღეს უპოვნიათ ერთი გოჭი მკვდარი
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
ულვე წაყვანილი ყავთ ექსპერტიზაზე რო გაარკვიონ რამე ავადმყოფობა ხო არ შეეყარა
გარეგანი დაზიანებები არ ეტყობა
მადლობები გოჩას და ყველა იმ ხალხს ვინც მას გვერდზე უდგას...
თ
კარგი საქმე კეთდება საღოლ იქნებ გაირკვეს მაგ გოჭს რა დაემართა
ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველა ეგეთ ადამიანს, მაგარ საქმეს აკეთებენ და დაუფასდებათ კიდეც.......
მადლობა მინდა მოვუხადო ამ ხალხს , ღმერთმა ხელი მოუმართოს
დიდი მადლობა ასეთი კარგი საქმის წამოწყების და განხორციელებისთვის ღმერთმა ხელი მოგიმართოთ
მოკლედ რა მაგრები ვართ ეს საჩხერლები!!!
ძალიან მაგარი და სერიოზული საქმე კეთდება როგორც რაიონისათვის,
ასევე კარგი და დადებითი მაგალითი საქართველოს სხვა კუთხეებში
მცხოვრები ბუნების მოყვარულთათვის (ახლა თქვან მარტო დაჭერა და მოკვლა გაინტერესებთო!)
ღმერთმა გვიმრავლოს ასეთI კარგი ხალხი.
თვალს და გულს უხარია
მაგარია წინ სვლა და წინ სვლა!!!
როგორც მახსოვს ოჩოპინტრეს სადღეგრძელო სკამზე ასვლით იყო.
რავა დავდო მაი ვიდეოოც??
ღმერთმა ხელი მოუმართოს ამ კარგი საქმის ყველა მოთავეს და შემსრულებელს
ვაა ძალიან კარგი საქმე გაგიკეთებიათ ღმერთმა ხელი მოგიმართოთ
საჩხერე
მაგრად გამიხარდა , ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველა კაი ადამიანს ყველა კაი საქმეში
ღმერთმა გვიმრავლოს ესეთი კაი ხალხი და ძალ ღონე მოგცეთ რო ყოველთვის ესეთი კარგი საქმეები აკეთოთ.
უმაგრესი საქმე თუ შეილება ითქვას ამაზე იტყვის კაცი..
ღმერთი იყოს ამ საქმის განხორციელების ხალხის მფარხელი.
ამ თემაში შემოსვლა მიხარია,
საჩხერე
ღმერთმა დაგლოცოთ ამ საქმისთვის, წარმატებებს გისურვებთ
გოგა
პირველი სურათი რა მაგარია, სერიოზულია... საღოლ ნიკას
Davitus
რაც გამოვასწორე სურატები ისინი არ დადო მაინც და მაინც
გოჩა, კარგი კაცი ხარ, ღმერთმა ჯანი მოგცეს მრთელი, რომ ასეთი კარგი საქმეები აკეთო. მარტლა მიხედილი გაქვს მაქაურობას და ძალიან მიხარია. მართლა კარგ საქმეს აკეთებ და ღმერთმა ქნას, რომ ყველა რაიონში გამოჩნდნენ შენისთანები, კი არ გაანადგურონ,არამედ აღადგინონ და გაუფრთხილდნენ. მე დიდი სიამოვნებით ვიხილავდი შენისთანა კაცს თიანეთში...... მართლა სამაგალითო კაცი ხარ და ღმერთმა გაგიმარჯოს....... გარეული ღორის გაშვება, ლიფსიტის მოშენება.... სერიოზული განაცხადია..... დიდი მადლობა იმ ხალხს რომლებიც მართლა გულით გეხმარებიან და გვერდით გიდგანან.....
საღოლ, ღმერთმა ჯანი მოგცეთ სუყველას ამ ღირსშესანიშნავი საქმის წამოწყებისათვის!!!!!
ყველას დიდი მადლობა,ვისაც კარგი საქმე უხარია,ყოველთვის ვგრძნობდი თქვენს მხარდაჭერას,როცა გულშემატკივრობენ უფრო მონდომებული ხარ, ბატონებო ეხლა ამ ექსპერიმენტს გავრცელება ჭირდება, მე დარწმუნებული ვარ თქვენი მეშვეობით სხვაგანაც გაკეთდება, მე რამოდენიმე წელი ვეძებდი ინფორმაციას და გამეწელა,ეხლა ფაქტი სახეზეა და ბევრი გამოიყენებს,არც დიდი თანხებია საჭირო, ასე რომ სხვა კარგი საქმეებიც მოვიფიქროთ.ექსპერტებათ ძმები თურმანიძეები .
გოგა
აპარატი არ მიწყობდა ხელს რო წყალში ფადამეღო და ზამოთ კი გადავიღე რაც გადასაღები იყო
ის გოჭუნა რატომ დაიბრიდა ხომ არ გაგირკვევიათ ?
გოჭის ლაბოლატორიული დასკვნა ორ დღეში.
ყოჩაღ!!!
ძალიან მაგარი საქმეა!
მაგარია როცა ასეტი კარგი საქმე კეტდება ყველამ რო ხელი შეუწყოს და არ მოხდეს მისი უკანონო განბადგურება კარგი იქნება
დიდი მადლობა ვინც ასდეთ კარგ საქმეს აკეთებს
ძალიან სანწუხარო რამ მოხდა, დაიღუპა კახა მაჭარაშვილი, ფორუმზე *კვერეთი*სახელით, საჩხერის მონ კავშირის ხელმძღვანელი,მაგარი კაცი,ბუნების დიდი ქომაგ, რაც რამე გამიკეთებია კახას მონაწილეობით,ლეიკემიამ სამ თვეში შეჭამა,სურათებზე კეპკით არის,ძალიან ცუდათ ვარ, ეხლა პანაშვიდიდან მოვედი ........მოკლედ ეგრეა.
http://pix.ge/
http://pix.ge/
ვიზიარებ მეგობარო.
ვიზიარებ ...
სამწუხაროა ვიზიარებ
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.
ვიზიარებ მწუხარებას :(
ვიზიარებ, ძალიან სამწუხაროა
ვიზიარებ...
ვიზიარებ
ვიზიარებ
ვიზიარებ
ვიზიარებ
სამწუხაროა !!! ვიზიარებ!!
აუფ... :( ვუსამძიმრებ მის ოჯახს. ვიცნობდი. მე-2 სურათზე ერთად, რომ ვიჯექით არ სვავდა - ვმკურნალობო... :( ძალიან სამწუხაროა...
ცუდი ამბავია, ცუდი.. ვიზიარებ. :(
მეწყინა ნამდვილად, ერთხელ შევხვდი და ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა საჩხერის ბუნებაზე, ვიზიარებ
სამწუხაროა... ვიზიარებ..
გამარჯობათ... ჩემ სოფელში არის ესეთი მდინარე ტანა შეიძლება გაგონილიც გქონდეთ... ამ მდინარეში საკმაოდ დიდი ხანია რაც არ არის თევზი (კალმახი) რადგან ბრაკონიერებმა ქლორი ჩაყარეს... და მაინტერესებს თუ გაამართლებს ესეთი გამრავლების მეთოდი, მე ალბათ ვერაფერერს გავხდები და იქაურებს რომ გავაგებინო როგორ უნდა გაამრავლონ და რა პირობებში, წელიწადის რა დროს უნდა გაიშვას ლიპსიტები და ა.შ
ჩემთან სოფელში ვაკეთებდით ესე და მერე სულ ბრაკონიერობდნენ.
მე 4წლის მანძილზე ვამრავლებდი და ვუშვებდი მარა აადუღეს იქაურობა.... :@
გდი საერთოდ არსებობს??? მე გენეი არ მინხავს და რავიცი აბა ....
nikoloza_migina
Little Fisher
აი შეიძლება ბევრი ვერაფერი გააკეთოთ, მაგრამ რომ ზრუნავთ და ფიქრობთ ამ თემაზე უკვე კარგია..... ჯიგრები ხართ.....
გდი უკვე 1 წელია აღარ არსებობს,გააუქმეს ჯიგრებმა და პატრული ზრუნავს საგდიო საზრუნავზე
nikoloza_migina
Little Fisher
თქვენს შემთხვევაში უფრო უპრიამი იქნება თU იყიდით ლიფსიტს და ისე გაუშვებთ
გაშვების ვადებზე და ტექნოლოგიაზე კი ვინს ლიფსიტას მოგყიდით ის დაგაკვალიანებთ
და მგზავრობას როგორ გადაიტანს ლიფსიტა ? ტბილისიდან გორამდე არ ვიცი რამდენი კილომეტრია, მაგრამ გორიდან 20-30 კილომეტრშია ჩემი სოფელი
ლიფსიტის გადატაყვანის რამოდენიმე მეთოდი არსებობს, მაგრამ უმჯობესია თუ წითელწინწკლიანი კალმახის ლიფსიტას გაუშვებთ, რათა ძველი ბალანსი აღდგეს მდინარეში. ერთ-ერთი მეთოდია - დიდ 50 თეთრიან პარკებში ნახევრამდე ავსებთ წყალს, მერე ჰაერით გაბერილ მდგომარეობაში მოუკრავთ თავს და დააწვენთ მანქანაში. მანქანის მოძრაობისა და ჯანჯყარის დროს ლიფსიტებისთვის საკმარისი ჟანგბადი შეერევა წყალს. აუცილებელია, რომ წყლის ტემპერატურა არ აცდეს 15-18 გრადუსს ტრანსპორტირებისას, ასე, რომ ფეჩის და კარმის ჩართვა არ გამოვა
დიდი მადლობა ბესო
მთის კალმახის ლიფსიტის ყიდვას სად აპირებთ? მეეჭვება ვინმეს გასაყიდი რომ ყავდეს.
არის სადმე მაგის საკალმახე წითელ კოპლებიანი კალმახის?
kupra
ვაა კაია კაი ისე მაგის გამრავლება მართლა დიდი საქმეა ქვეყნისთვის.
საქართველოში არაერთი საკალმახე მეურნეობა აწარმოებს წითელწინწკლიან კალმახს.
[quote name='ბესო' date='Mar 21 2012, 12:11' post='183746']
გადასარევად. კალმახის ლიფსიტა იჩეკება თებერვლის ბოლოს მარტის დასაწყისში. როგორ გგონია იმ გაყინულ წყალში როგორ ძლებენ?
ეგ არ ვიცოდი
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)