ძალიან გთხოვთ კაი ადგილები თუ იცით დაწერეთ, სადმე ახლოს
ქათამი ვინმემ იცის ახლოს სად არის?
დიდი მადლობა წინასწარ
მამკოდის ტყეში დავდივარ ხოლმე, არის ხოლმე ცოტ-ცოტა.
იხვი არის სადმე ახლოს?
იქნება სადმე
არის რო?
ამასწინად იყვნენ ჩემი ახლობლები, ტბის შუა გულში იყო იხვი და ვერ უახლოვდებოდნენ ...
ქათამი სად ვეძებო მეგობრებო?
კოჯორი მანგლისის თაობაზე რამე ინფორმაციას ხო არ ფლობთ?
ბოლოს წალკაში ვინადირე ნოემბრის ბოლოს, კარგად იყო. მერე ავად გავხდი დგემდე ვერ ვარ ჯანზე და არაპერიც არ ვიცი სად და როგორ. საეპისკოპოსოს ტბებზეც ვპიქრობ, დრათხარი უნდა ვატარო და კამიშებში იქნებ წააწყდეს ჩარჩენილ იხვს. ხვალ უნდა გავიდე და ვერ ჩამოვყალიბდი
ადგილები იქნებ გვირჩიოთ საით ჯობია ქათამზე გასვლა თბილისის შემოგარენში? მუხათგვერდის ფერდობებზე გასაგებია მაგრამ საიდან რომელი მხარეს ჯობია.
sakheli
იხვი თუ გინდა ჯავახეთში, მაგრამ 5-10 ცალისთვის მაგხელა გზაზე სიარული ცოტა ტეხამს :(
sakheli
თბილისთან ახლოს ყველაზე ნორმალური მუხადგვერდი კი ითქვა უკვე, მტკვრის ჭალები მოსინჯეთქო რო გითხრა სამაგისოდ არ ცივა ჯერ ჯერობით. გორისკენ კი შეიმჩნევა აქტიურობა, მაგრამ მე უძაღლობის გამო წელს ქათმის სეზონი ჩამივარდა. :(
სიარული უნდა ბევრი მაგ საქმეს და ძებნა, მაგის უმისოდ ნადირობა არ გამოდის, მხოლოდ ნაცნობი ადგილების იმედზე ვერ იქნები კაცი.
sakheli
დასახლებასთან ნუ ინადირებ და დანარჩენი სადაც ჭალას ნახავ შეგიძლია მოსინჯო, უბრალოდ ჯერ ძალიან ადრეა, უფრო სწორად ამინდი თორე ადრე როგორ არის.
ძეგვის შემოგარენში შეგიძლია სცადო კარგი ადგილებია, კარგი გორებია მანდ ქათმისთვის
მუხათგვერდში ტყუილად ახვალთ, ზუსტად ვიცი
ჭილის ტბისკენ ვითომ არ იქნება არაფერი ?
ქათამი გურიაშია თუ არ გეზარებათ
+1 5-6 მინიმუმ ნახულობენ გასვლაზე...ისიც არც ისე დიდ ტერიტორიაზე.
ახლა დავბრუნდი მუხათგვერდიდან გადავაქოთეთ, მოვკალით დრო შეგვხვდა რამოდენიმე ჯიგარი მონადირე და ისინიც აშკარად იმედგაცრუებულები იყვნენ. ესე ველოდები იხვს
მცხეთის ახლოს რამე კარგი სათევზაო ადგილი ხო არიცით ვინმემ?
მტკვარი, არაგვი, უკეთესი რა გინდა
გამარჯობათ ,ქედანზე სად შეიძლება თბილისთან ახლოს ნადირობა ვინმემ ხომ არ იცით?
ცხვარიჭამიაში ვარ. დღეს ვაპირებ სიონისკენ ასვლას. რაღაც სოფელიაო, გოროული მგონი, აქაურებმა როგორც მითხრეს, ძალიან ბევრი მწყერიაო ... დავზვვერავ , ვნახავ რა ხდება
გოროვანი?
არა, ეგ ვკითხე მეც და გოროულიო, გამიმეორა...
გოროვანი სხვაგანაა ვაფშე )
ასქ გუგლ
გორანა ვიცი... კაროჩე ავალ ცოტა ხანში, 20 წუთის გზაა ჩემგან
ხოდა დამახვედრე მწყერი მაყალზე
თუ მიიყვან სამაყ** მდგომარეობამდე, ბაზარია რაა, წავალ და მოვინადირებ )
მიდი და მოვდივარ
გოროვანიო და ეგ აშკარად წეროვნისკენაა..
გორანა ვიცი, მაგრამ დოროულები არ გამიგია..
იმ დღეს ვერ ავედი...
ინწირესნო ...
არადა ვერ მოვახერხე იმ დღეს ასვლა..
გამარჯობათ რა მაინტერესებს, სად შეიძლება თბილისთან ყველაზე ახლოს ძაღლის მწყერზე გაგეშვა. უბრალოდ მოუცლელობის გამო შორს წასვლას ვერ ვახერხებ.
VePx0
გაგიმარჯოს
რა ღა დროის დაგეშვაა ?
გეშვით გაზაფხულზე ჯობია რომ დაგეშო , თან თბილისის ახლოს რაც კი არის ადგილები ან კოჭებამდე გათიბულია და მანდ მწყერი რომც იყოს არ გაუჩერდება ძაღლს
ცოტა არ იყოს და დაგაგვიანდა თბილისის ზღვაზე სეზონის გახსნის მერე მწყერი არ უნახავთ ასე რომ ეგეც გამოირიცხა ბაზალეთი (თბილისიდან 40 წუთში ) სხვაგან სად უნდა ნახო არ ვიცი
ამაზე ადრე ვერ დავგეშავდი ფიზიკურად, პატარა იყო და ესეიგი მომიწევს სოფელში წასვლა მაინც მადლობთ
VePx0
წარმატებები
გლდანის ტბაზე იხვზე ნადირობა დაშვებულია?
მოგესალმებით ყველა წევრს იქნებ დამეხმაროთ თბილისთან ახლოს იქნებ სადმე მირჩიოთ სანადირო ადგილი ან ქედანზე ან ქათამზე
წინასწარ დიდი მადლობა
ხო ვერ მეტყვით დიღმის ტბებს რო ეძახიან თუ შეიძლება იხვზე ნადირობა მაქ ?
Tarantuli
არ შეიძლება, დასახლებული პუნკტიდან ვერ არის შესაბაის სიშორეზე
Davitus
სად მირჩევ იხვზე წასვლას ხვალისთვის აირია რაგაც ამინდი და იქნებ რამე ვნახო...რომელიმე ტბა ან მტკვრზე სადმე..
Tarantuli
თბილისთან ახლოს, ან არ შეიძლება, ან არაფერი არ არის, რა გითხრა აბა?
ორშაბათია და ბევრი ხალხი არ იქნება, კუმისი მოსინჯეთ და მტკვირს მიმდებარე ტერიტორია, რუსთავს რომ გაცდებით
თეთრი წყაროს მიმდებარე ტყეებში და ბუჩქნარში ქათამი არის გუშინ ვიყავი და ავიყვანე 3 ცალი. მხოლოდ ბევრი სიარული უნდა და ძააან ხშირი ბარდებია. ასე რომ იღბალიც გინდა ცოტა.
გამარჯობათ.
რა მაინტერესებს; ნაფეტვრები ხომ გაგიგიათ? მაღლივიდან რომ გადის გზა, მაქეთ დაჩებიცაა და მანდ დაშვებულია ნადირობა ???უფრო სიღრმეში ვგულისხმობ.
დაქსი
მანდ რაზე აპირებ ნადირობას?
მეც ეგ მაინტერესებს ბარდებია თან ხშირი და ცალ მხარეს ხევია და იქნება რამე ნეტა??????? არადა 3-ჯერ ვარ ნამყოფი მაქეტ მაგრამ არა სანადიროდ, უბრალოდ ინტერესის გულისთვის შევყევი და ადგილებს რაც შეეხება მომეწონა მაგრამ რამე თუ არის ეგ არ ვიცი. დაჟე სიღრმეში ბევრი მიტოვებილი სახლის ნანგრევებიც კი არის, ისე გზა მაგარი მიჩათ....ბულია. ეგ არც არი ისე გასაკვირი.
კახეთში სად ჯობია ტყის ქათამზე ნადირობა?
დაჯე ვიღაცეებმა ისიც კი მითხრეს ამ გზიდან საგურამოსკენაც არის გადასასვლელიო, რამდენად მართალია არ ვიცი,
გამარჯობათ გამოცდილო მონადირეებო. დმანისის ზევით რაღაც ჭაობია, სანამ ტბასთან მიხვალო და იხვები დაუხოციათ 2 დღის წინ ბიჭებს, ვინმე ნამყოფია მაგ ადგილებში იცის ვინმემ რამე ?
_alex_
რაც დაწერე იმაზე მეტი რა გინდა? თევზიც იწირება მაგ ტბაში და იხვიც იხოცება, გარშენო ტყეებში ქათამიც იცის ოღონდ თავისი პერიოდი აქვს.
feroni
მე ცოტა გამოუცდელმა ბიჭმა მითხრა, მე თვითონ არა ვარ მანდ ნამყოფი და აქაურების აზრი მაინტერესებს ვინც იცის ეგ ადგილი, მადლობა ყურადღებისთვის.
დმანიში არის რამდენიმე ტბა, იხვები მიგრირებენ მუდმივად სამ ტბას შორის, მიპარვა იხვებტან თითქმის შეუძლებელია ირგვლივ მოტიტვლებულია, გადაფრენას აზრი არ აქვს ვერ გაიგებ დამფრთხალი ერთი ტბიდან მეორეზე როდის გადადის, აქედან გამომდინარე დმანისს იხვზე სანადიროდ არ გირჩევ
gagrinski
გააჩნია მიდგომას, ზოგი ეპარება და ზოგიც იტყუებს
მასეა ჯავახეთშიც არის ტბები ვერ მიეპარები, მაგრამ როცა იცი სად მიფრინავს იქ შეიძლება კაცი დახვდეს მომზადებული! უბრალოდ იხვზე მანდ რომ არ წახვიდე მდინარის ხევები ბევრად ჯობია, თუნდაც ხრამი!
ხოდა საქმეც მაგაშია რომ აქ მუდმივად მიგრირებს, დმანისში საკმაოდ ხშირად ვარ და ძალიან კარგად ვიცი ეგ ადგილები, ერთადერთი რაზეც მანდ გულიანად წაინადირებ ადგილობრივი იხვია, ისიც ვერ დაიკვეხნის გასტრონომიული თვისებებით.
გაუმარჯოს ბიჭებს,
ვაიმარანერი მყავს დასაგეში და თბილისის შემოგარენში მწყერი სად ჯობია ვეძებო - შორს გასვლებს ვერ ვასწრებ დილაობით სამსახურამდე მინდა რომ დროში ჩავეტიო და მაგ პონტში.
მუხათგვერდი და თბილისი ზღვა ამოვიკითხე ამ თემაში - მანდ არის სამწყერე ადგილები? თუ კი, დაახლოებით სად?
კიდევ რამე ახლომახლოში თუ რამე იცით გთხოვთ მირჩიოთ.
მადლობა წინასწარ.
le3ani
თბილისს ზღვაზთან არის ადგილები, წეროვნისკენაც არის მწყერი.
საბეკასე კაი ჭაობებს ხომ ვერ მიმასწავლიდით თბილისთან ახლოს? ერთი საათის სავალსაც არა უჭირს. მადლობა წინასწარ
თბილისში ან თბილისთან ახლოს მტკვარზე ნადირობა თუ შეიზლება კანონით?? და თუ შეიძლება სად??? დიდ მადლობა წინასწარ
გამარჯობა მწყერზე თბილისის სიახლოვეს სად შეიძლება ნადირობა (წეროვანის გარდა - ამოვიდა ყელში მანდ სიარული უკვე : )))) } ? მოდის ნელ-ნელა სეზონი და მინდა ახალი ადგილების ნახვა.
გამარჯობა. დიდგორისკენ შეიძლება ნადირობა ? მუხათგვერდიდან როა ვიდე დაახლოებით ჭილის მიდამოებში ( ქათამზე ვფიქრობ ასვლას )
როგორც ვიცი აკრძალესო და ზუსტი ინფო კაი იქნება
ნაძვნარის ზევით უკვე შეგიძლია, მანდ მთავრდება თბილისის საზღვარი
გამარჯობა მეგობრებო, საპატრიარქოს ტბებზე ნადირობა დაშვებულია თუ იცით? რამოდებიმე წლის წინ ბევრი ხალხი დადიოდა და ახლა.რა სიტუაციაა?
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)