თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სანადირო ადგილები _ ჭიაური .

პოსტის ავტორი: gizovichi Dec 29 2009, 18:14

მამგონი ბევრმა იცით ეს სამონადირეო მეურნეობა, მე ესეთ რამეს გთავაზობთ, ჩემი ინფორმაციით მიმდინარეობს როგორც მეურნეობის ასევე იქ ჩამსვლელი სტუმრების ინტერესების შეჯერება, მოკლედ რომ ვთქვათ კონსოლიდირება და როგორც ჩვენი ფორუმის წევრთა ზრდის დინამიკა გვიჩვენებს საკმაოდ სერიოზულ vip კლიენტებს წარმოვადგენთ, მოკლედ რომ ვტქვა მივიდეთ დაველაპარაკოთ და დარწმუნებული ვარ რაღაც შედეგს მივაღწევთ.
დავამატებ ერთს, რომ სრულიად განსხვავებული მაშტაბებია 5020 ჰა გადაჭიმული მეურნეობა, ულამაზესი ბუნება, საქართველოში არსებული თითქმის ყველა ნადირ-ფრინველის სახეობა ბინადრობს საკმაო რაოდენობით, ასევე ხელოვნური ტბები და მდინარე კაბლის ხეობა და რაც მთავაია განსხვავებული მენეჯმენტი მართავს

პოსტის ავტორი: gacho Dec 29 2009, 19:10

გაუმარჯოს მონადირეს. სად არის ეგ მეურეობა. ტარიფები ხომ არ იცი როგორ არის.

პოსტის ავტორი: ვიტო Dec 30 2009, 07:29

gizovichi
მანდ წელს ნარირობა არ იქნება, მომავალი წლიდან აპირებენ სეზონის გახსნას

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Dec 30 2009, 09:23

ვიტო
მად ზატო სათევზაოდ დაგვპატიჟეს. გაზაფხულიდან დავცხოთ. მად იყო პირველი ოჩოს ქოხი გადაღებული

პოსტის ავტორი: შალვა Dec 30 2009, 11:33

ვიტო
არამგონია გაისად მაქ რამე მოხდეს, მაგარი პრობლემები აქვთ ნადირობის მხრივ, აი თევზაობა ალბათ შესაძლებელი იქნება.

პოსტის ავტორი: gizovichi Dec 30 2009, 11:37

gacho
ვიტო
მეურნეობა არის ლაგოდეხში, სეზონის გახსნას რაც შეეხება 2012 წელს გაიხსნება ეს ეხება თევზაობასაც და ნადირობასაც, მე გახლდით ამ შაბათ-კვირას და საინტერესო წინადადებები წარმოთქვა ხელმძღვანელობამ და ურიგო არ იქნება ერთი შეხვედრა დაიგეგმოს ჩვენ და მათ შორის.
ჭალიმგელა
სათევზაოთ სადაც ოჩოს ქოხი იყო ჯერ არ გათევზავებენ, კაბალკაზე შეიძლება დაგვრთონ

პოსტის ავტორი: Bonehill Dec 30 2009, 12:04

ავთანდილ მანგოშვილის იყო ეგ მეურნეობა, ეხლახან გარდაიცვალა. სიღნაღის რაიონის ჭალებს მოიცავს და ჭიაურის ტყეს , თუ კარგად მახსოვს . თავის დროზე საჭირო სამუშაოები ჩატარდა მანდ, ეხლა არ ვიცი რა ხდება

პოსტის ავტორი: ბესო Dec 31 2009, 13:13

gizovichi

რა წინადადებები წარმოთქვეს მესვეურებმა? თუ შეიძლება, რომ PM-ში გამოუშვი..

პოსტის ავტორი: hunter777 Jan 4 2010, 01:15

ჩემ სოფელთანაა ეგ სამონადირეო ადრე ეგ ალაზნის სატყეოს ტერიტორია იყო და მამაჩემი კიდე ალაზნის სატყეოს უფროსი იყო წლების განმავლობასი მად მაქვს ჩემი ბავსვობა გატარებული დღეც და ღამეც ხოხბები დილით ქათმებივით დადიოდნენ ხოლმე კარგად მახსოვს. ეხლა მად ერთ ერთი ეგერი ჩემი მეზობელი და ჩემი უახლოესი ძმაკაცის მამაა კარგი მოქეიფე და ერთ დროს მაგარი მონადირეც! ,,ლოლო ,, როლანდი ქვია ნამდვილი სახელი კიდე თემური მაგრამ ამ სახელს არავინ ეძახის და ამ სახელით არც არავინ სცნობს!

პოსტის ავტორი: Bonehill Jan 4 2010, 20:32

hunter777
ეხლა ვისია იკა ?

პოსტის ავტორი: ვიტო Jan 5 2010, 06:01

Bonehill
ტყემალაძის

პოსტის ავტორი: ბესო Jan 5 2010, 12:50

ციტატა(ვიტო @ Jan 5 2010, 07:01) *
Bonehill
ტყემალაძის


ფიზდესამანა newsmile05.gif

ციტატა(gizovichi @ Dec 30 2009, 12:37) *
მეურნეობა არის ლაგოდეხში, სეზონის გახსნას რაც შეეხება 2012 წელს გაიხსნება ეს ეხება თევზაობასაც და ნადირობასაც, მე გახლდით ამ შაბათ-კვირას და საინტერესო წინადადებები წარმოთქვა ხელმძღვანელობამ და ურიგო არ იქნება ერთი შეხვედრა დაიგეგმოს ჩვენ და მათ შორის.

თუკი მართლა ერთი და იგივე მეურნეობაზე საუბრობთ შენ და ვიტო - შენახვედრები ვართ ხელმძღვანელობასთან! ჩვენი ბოლო შეხვედრის მერე თუ რაიმე ცვლილებაა მათ მსოფლმხედველობაში newsmile05.gif მაშინ აქვს აზრი შეხვედრას და ისე არა!

პოსტის ავტორი: KO-KO Mar 30 2010, 22:38

მოკლედ ეს თემა რომ ვნახე, არ შემეძლო რომ ორი სიტყვი არ დამეწერა რამე, სოფელი მაქვს ლაგოდეხის რაიონსში (აფენი გეცოდინებათ ალბათ)ასე რომ მთელი ბავშობა და სიჭაბუკე ამ სოფელში გავატარე და ჩემი სოფლიდან დაახლოებით 8-10 კილომეტრია ტყემდე,ეს ტყე ზოლად გასდევს ალაზანს ჭიაურამდე,და მთელი ეს პერიოდი შურდულის (ლაგატკას რომ ვეძახდით)დაჭერა რომ შემეძლო იმ ასაკიდან მოყოლებული ვნადირობდით ამ ადგილებში რათქმაუნდა სეზონურათ და ყველა წესების დაცვით, და ტუ ვერაფერს მოვინადირებდით ჩვენ ჭიას მაინც ვახარებდით და ამითაც კმაყოფილები ვიყავით,მაგრამ ბოლო 2-წელია ლამისაა შემაზარეს ნადირობა ამ თემაში ნახსენებმა გვარმა (აღარ ღირს დაკონკრეტება), და მისმა თანამშრომლებმა. რატომ!? მოგახსენებთ რომ შარშან (არა მარტო შარშან, ასეა ხშირად) ხშირი წვიმების გამო ალაზანი გადმოვიდა და დატბორა ეს ტერიტორიები თითქმის სოფლებამდე, ასევე მუხიანი, ჯინჭრიან გორა, შოროქანი მასო, და რავი მთელი ეს ზოლი. და ეს ადგილები მოკლედ იქცა იხვის ბუდეთ რაა...(რამოდენიმე ჰექტარი ტყე გადამხმარია კიდეც ამ ჩაჭარვის მიზეზად) რაღა დაგიმალოთ და იხვი მწყერივით ფრინდებოდა ფეხში იმდენი იყო და მოხდა ისე რომ თოფი არ გაგვასროლინეს ამ ტერიტორირბზე რომ ამ და სხვა გადამფრენ ფრინველზე გვენადირა, კიმაგრამ რა მოხდა თუ სადღაც კამჩატკიდან გადმოფრენილი იხვი მოვინადირო ამის დედა ვატირე რაა.!?... კაი ხოო.. ფული გადაიხადე და შეისყიდე ეს ტერიტორიები, მაგრამ შე დალოცვილო ხომ არ გიკლავ ისეთ ობიექტს რომელიც მეც ვიცი რომ არ უნდა მოვკლა??? არ ვარ მეხორცე ბრაკონიერი ამის დედა ვატირე რაა...მინდა ვისიამოვნო, ხომ იცით ყველამ რომ ნადირობა არის ისეტი კულტურა სადაც ადამიანი სულიერად ისვენებს, და ნამდვილათ არაა სასიამოვნო რომ გიწევს ვინმესთან კამათი რომ ჩემი თერიტორიაა, ნადირს მიფტხობ, ტოფის წართმევაზეც მიდის საქმე ზოგ შემთხვევასი,(თუმცა მე მას არასდროს დავთმობ თუნდაც სისხლის ფასად, იმიტომ კიარა რომ ყველაზე მაგარი ბიჭივარ, არამედ ვიცავ წესებს და იმიტომ) და რავი აღარ ღიღს მოკლედ არსად წასვლა რაა... მოკლეთ არანაირ საუბარს ამ ხალხთან აზრი არ აქვს, ჩემიაო და მორჩა, გინდ ლიცენზია გედოს ჯიბეში და გინდაც მთელი გარემოს დაცვის სამინისტრო.
ასე რომ ჩემო მეგობრებო ცოტახანში სანადიროდ კი არა მოსაფსმელათაც აღარავინ შეგვიშვებს ტყეში, და მწყინს ეს ამბავი, იმიტომ კიარა რომ ვიღაცამ რამე შეისყიდა, არავისი არაფერი არ მშურს ღმერთმა ყველას ბევრი მისცეს მარა... ნუ გვანადირებენ ისევ ბეღურებზე ლაგატკით საკუტარ ეზოში რაა...იმიტომ რომ მე მაგალითად ჯერჯერობით ვერ შევძლებ 500, თუნდაც 200 და 100 ლარი ვიხადო ერთ ნადირობაზე, და ასეთი ნადირობა ალალად გეუბნებით არც მხიბლავს მე პირადად, ამას მირჩევნია თავისუფლად როგორც წესი და რიგია (ძაღლით და ყველა კანონის დაცვით)ვიხეტიალო მინდვრებსა თუ ველაბზე და თუნდაც ხელცარიელი დავბრუნდა შინ. ამაშია მთელი მუღამი.(ალბათ ბევრი დამეტანხმება) და ახლა დარწმუნებული ვარ 1-2 კოჭლი იხვი თუ შეგხვდება იმ ტერიტორიებზე, მორჩა გათავდა და გადაფრინდა სადღაც ჯანდაბაში და მოუსვლელში, და ჩვენ კი ჩაგვივარდა სეზონიიი....
P.S. გთხოვთ ნუ ჩავკლავთ ნადირობის კულტურას საქართველოში,(რის საშიშროებასაც მე ვგრძნობ) და ასევე მოუფრთხილდეთ ბუნებას.

პოსტის ავტორი: ზახარა Mar 30 2010, 23:19

KO-KO
მეც მანდ მაქვს გატარებული ბავშობა ჩემო ძმაო, 4 წელია მანდ აგარ ვყოფილვარ და ამ სეზონზე შევიარე გადამფრენებზე მინდოდა წამენადირა, ჩემსდა გასაკვირად რკინის კარებზე ჩამოკიდებული ბოქლომი დამხვდა და ცულებით შეიარაღებული ადგილობრივი დარაჯები vava.gif რომ ავუხსენი გადამფრენებზე მინდოდა ნადირობა ცივი უარით გამომისტუმრეს, აქ რომ ბათქა-ბუთქი ატეხო რაგაცეები გყვავს გაშვებულიო და მეზობელ ნაკრძალში გადავლენო, შენი ჩამოთვლილი ადგილები უკვე კერძო მეურნეობეია მთელ ზოლზე, სულ 3 მეურნეობა(გვარებს შეგნებულად არ დავწერ ვისიც არის) ხოხობი მართლაც დაეხოცათ შარშან და წელს შეიძლება ვერ გავხსნათო ნადირობის სეზონი ესე მითხრა ერთ-ერთ ნაკრძლის მეპატრონის ძმამ. ასე რომ გვინდა თუ არა ცოტა ხანში მოგვიწევს კერძო მეურნეობებში ნადირობა, იმიტომ რომ ნელ-ნელა ყველა სანადირო ადგილებს კერძო პირები იჯარით იღებენ და მეურნეობებს აკეთებენ.

პოსტის ავტორი: Dachi Nov 30 2010, 09:29

ხომ არ იცით ჭიაურის ნაკრძალის ადმინისტრაციის ნომერი?

პოსტის ავტორი: ზახარა Nov 30 2010, 09:47

ნომერი არ ვიცი , მაგრამ ვიცი რომ წელს ნადირობის სეზონი არ გახსნილა ჭიაურის მეურნეობაში .

პოსტის ავტორი: utruxune Nov 30 2010, 16:09

ეგ მეურნეობა კეთდება ლაგოდეხის რაიონში ,მე მაქვს მანდ სოფელი და მანდ ნანადირევიც ბევრჯერ ვარ სანამ მაგ ტერიტორიას აიღებდენ ეგენი და კერძო მეურნეობად გადაიქცეოდა,ვინც მაგ მხარეში ნამყოფია ეცოდინება მანდ რომ ტბებია ეძახიან მასოს ტბებს უნიკალური ადგილებია სანადიროდ ეგაა რა ფასებს დაადებენ.. ისე მაგასაც გავიგებ მანდ ჩემი ძმაკაცი მუშაობს მეტყევეების უფროსია,ისე რომ ჩავდივარ სოფელში სულ ვეკითხები როდის გახსნიან მეთქი და ჯერ არ უჩანს პირი ერთი 2 წელი.

პოსტის ავტორი: Dachi Nov 30 2010, 16:23

გასაგებია. დიდი მადლობა!

პოსტის ავტორი: alika77 Feb 22 2011, 14:24

მეც კარგათ ვიცი ეგ ადგილები სიღნაღელი ვარ შველი ოხრათ არის მანდ ღორი ერთიც აღარ იყო ეხლა გაუშვეს შინაური გოჭები ქართულა მანდ მინიმუმ 5 წელი აზრი არ ექნება ნადირობას სადამ ღორი არ გატყიურდება

პოსტის ავტორი: გიზოვიჩი May 3 2011, 10:15

კაბალკა ძალიან არის ადიდებული, ალბათ წაიღო
ტყემალაძის მეურნეობა newsmile019.gif

პოსტის ავტორი: ბესო May 10 2011, 15:51

რა ხდება ახალი ხომ არ არის არაფერი? მეურნეობა ისევ თავის ადგილზეა?

პოსტის ავტორი: შალვა May 10 2011, 16:00

ერთი კვირაა ტელეფონი გათიშული აქვს ტყემალაძეს! ნეტა წყალში ხომ არ ჩაუვარდა? newsmile058.gif

პოსტის ავტორი: გიზოვიჩი May 10 2011, 17:56

ეხლა ველაპარაკე ლაგოდეხს,
მშვიდობააო და ყველაფერი თავის ადგილზეაო

პოსტის ავტორი: შალვა May 11 2011, 11:05


ციტატა(gio2515 @ 10th May 2011 - 18:56) *
ყველაფერი თავის ადგილზეაო

ძალიან კარგი!!!
შარშან ძალიან გაწვალდნენ,

პოსტის ავტორი: avto707707 Jun 7 2012, 12:29

კაბალის სამონადირეო მეურნეობა და ჭიაური ერთია?

პოსტის ავტორი: ზახარა Jun 7 2012, 12:55

avto707707
კი მგონი ერთია

პოსტის ავტორი: avto707707 Jun 8 2012, 00:19

დიდი მადლობა ზახარა გაიხარეთ..

პოსტის ავტორი: avto707707 Jun 8 2012, 00:23

თუ ვინმემ უფრო ზუსტი პასუხი იცით იქნებ მითხრათ რა ძალიან გთხოვთ.

პოსტის ავტორი: alika77 Jun 8 2012, 09:32

ციტატა(avto707707 @ Jun 8 2012, 01:23) *
თუ ვინმემ უფრო ზუსტი პასუხი იცით იქნებ მითხრათ რა ძალიან გთხოვთ.

ერთია ძმაო კაბალი არის მდინარე რომელიც ტყემელაძის ნაკრძალს კვეთს სიგანეზე და ჩადის ალაზანში

პოსტის ავტორი: avto707707 Jun 8 2012, 12:09

დიდი მადლობა ალიკა. და ყველას დიდი მადლობა ყურადგებისთვის.

პოსტის ავტორი: par514 Feb 26 2013, 10:40

ციტატა(gizovichi @ Dec 29 2009, 19:14) *
მამგონი ბევრმა იცით ეს სამონადირეო მეურნეობა, მე ესეთ რამეს გთავაზობთ, ჩემი ინფორმაციით მიმდინარეობს როგორც მეურნეობის ასევე იქ ჩამსვლელი სტუმრების ინტერესების შეჯერება, მოკლედ რომ ვთქვათ კონსოლიდირება და როგორც ჩვენი ფორუმის წევრთა ზრდის დინამიკა გვიჩვენებს საკმაოდ სერიოზულ vip კლიენტებს წარმოვადგენთ, მოკლედ რომ ვტქვა მივიდეთ დაველაპარაკოთ და დარწმუნებული ვარ რაღაც შედეგს მივაღწევთ.
დავამატებ ერთს, რომ სრულიად განსხვავებული მაშტაბებია 5020 ჰა გადაჭიმული მეურნეობა, ულამაზესი ბუნება, საქართველოში არსებული თითქმის ყველა ნადირ-ფრინველის სახეობა ბინადრობს საკმაო რაოდენობით, ასევე ხელოვნური ტბები და მდინარე კაბლის ხეობა და რაც მთავაია განსხვავებული მენეჯმენტი მართავს


ვიციტ კი და მინდა გიტხრატ რომ არც მენეჯმენტია განსხვავებული და არც არაპერი, ტოპადზეა ერტი ერტსჰი. . . გინდა პასებიტ გინდა სტილიტ. . ზმაკაცები არიან ბოლობოლო . . . რამე ტუ არ სჰეცვალეს ვერ გაკაცჰავენ ,საკუტარი პასები დაახცჰობტ ბოლობოლო. . . .რაგა ლაგოდეხსჰი ცავიდე,მაგდენის გადახდის ტავი ტუ მაკვს აგერ საგარეჯოსჰი ცჰავირბენ. . .

პოსტის ავტორი: iosebovich Feb 26 2013, 13:36

იქნებ დაწეროს ვინმემ ფასები თუ იცის და სანადირო სახლი არის იქ? ეხლა აზრი აღარ აქვს წასვლას, დამთავრდა სეზონი, მაგრამ მომავალი სეზონისთვის გავითვალისწინებდით ღირს თU არა წასვლა.....

პოსტის ავტორი: გრიზლი Dec 7 2013, 14:15

ეგაა ძმაო კაპიტალიზმი newsmile045.gif ჯერ კიდევ თავისუფლებაა შედარებით, მაგრამ 15-20 წელიწადში თავისუფალი ტყე აღარ დარჩება, ერთის მხ**ივ დადებითიცაა კერძო მეურნეობა

პოსტის ავტორი: feroni Dec 7 2013, 21:07

როგორ უცნაურად წამოიწია ამ თემამ? ხვალ მივდივარ მანდ ღორზე სანადიროთ და ვნახოთ აბა რა როგორ იქნება, ვიცნობ ამ ადგილს და ნადირიც კარგი ყავთ, ფასებს რაც შეეხება ყველა ჯიბე თავისებუად განიცდის , ვერ გეტყვით ბევრი მაქვს მეთქი მაგრამ სამწუხაროდ კანონმდებლობა არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩემი რესურსით ვინადირო, ამიტომაც იძულებული ვარ ჟინი ასე დავიკმაყოფილო.
საერთოდ არ ვარ ასეთი ნადირობის მოყვარული მაგრამ რადგან ალტერნატივა არ მაქვს ამიტომაც ასეთ გზას მივმართე.

პოსტის ავტორი: utruxune Dec 7 2013, 21:52

მანდ მაქვს სოფელი ნადირიც და ფრინველიც მართლაც ბევრი მაგ ტყეში

პოსტის ავტორი: kupra Dec 7 2013, 22:05

ციტატა(feroni @ Dec 7 2013, 22:07) *
როგორ უცნაურად წამოიწია ამ თემამ? ხვალ მივდივარ მანდ ღორზე სანადიროთ და ვნახოთ აბა რა როგორ იქნება, ვიცნობ ამ ადგილს და ნადირიც კარგი ყავთ, ფასებს რაც შეეხება ყველა ჯიბე თავისებუად განიცდის , ვერ გეტყვით ბევრი მაქვს მეთქი მაგრამ სამწუხაროდ კანონმდებლობა არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩემი რესურსით ვინადირო, ამიტომაც იძულებული ვარ ჟინი ასე დავიკმაყოფილო.
საერთოდ არ ვარ ასეთი ნადირობის მოყვარული მაგრამ რადგან ალტერნატივა არ მაქვს ამიტომაც ასეთ გზას მივმართე.

გაიხსნა მაანდ ღორზე ნადირობა დაუშვეს უკვე?

პოსტის ავტორი: გრიზლი Dec 7 2013, 23:30

რაიმე სხვაობა თუა ივრის ჭალებთან? პირობები, ფასი, ორგანიზაციული საკითხები და ა.შ.

პოსტის ავტორი: feroni Dec 8 2013, 20:21

http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian

პოსტის ავტორი: feroni Dec 8 2013, 20:26

ესეც 1 წლის დრათჰაარი, მოვწამლეთ ღორზე, სისხლიან კვალზე იმუშავებს აწი, ია ტაკ დუმაიუ newsmile045.gif

პოსტის ავტორი: darcho Dec 8 2013, 20:27

კარგი ხარ ავთანდილ კარგიიი Shooting.gif ჩვენ კიდე დავსდევთ აქ კვატიებს

პოსტის ავტორი: feroni Dec 8 2013, 20:32

kupra
გრიზლი
როგორც ბატონმა თემურმა მითხრა დღეს, მხოლოდ ერთი ნადირობა მოეწყობა კიდევ ამ სეზონზე სარეკით და მას მერე აღარ იქნებაო ასეთი ნადირობები, მხოლოდ მიპარვით ან ვიშკიდანო.
ფასებს რაც შეეხება ეს პირადად უნდა დააზუსტოდ, მე დაპატიჟებული ვიყავი ასე, რომ ვერაფერს გეტყვით, ის როგორც ვიცი ფედერაციის წევრებისთვის და კლუბებისთვის სხვა ფასია და უცხოელი სტუმრებისთვის კიდევ სულ სხვა.

darcho
დარჩო ნომერში ვიდექი და ისეთმა გუნდმა გადამიფრინა კინაღამ შევცდი და ვესროლე D.gif
ნადირობას რომ მოვრჩი ვერ მოვისვენე და ტყეში გავიარე, ფეხიდან ხმაურზე ფრინდებოდნენ ქათმები ოთხი ცალი ვნახე, სამი ჩამოვარდა მაგრამ მხოლოდ ერთის ნახვა მოვახერხე, ძაღლები კი იყვნენ მაგრამ ვერ მონახეს თუ რა მოხდა ვერ გავიგე, მერე დამიძახეს დროზე მოდი თორე გაცივდა მწვადიო, არ მინდოდა ნადირობის მიტოვება მეთქი მწვადის დედაცთქო მაგრამ არ გამოდიოდა სხვანაირად :(

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Dec 8 2013, 23:14

feroni
ვაა მალადეც შენ მაგრად გისიამოვნია! ეგ ერთი და სხვა მრავალი! newsmile027.gif

პოსტის ავტორი: გრიზლი Dec 9 2013, 00:11

ვაააააააააააა რა საინტერესოა, საქართველოში ვიშკიდან ან მიპარვით ნადირობა, ამდენი ნადირი არი რო მანდ, გორზე მიპარვა თანაც ცოტა ძნელი ამბავია, თანაც მაგ საქმეს უკვე კაი ოპტიკიანი კარაბინი უნდა!

პოსტის ავტორი: feroni Dec 9 2013, 00:33

გრიზლი
ნადირი ბლომად არის, თან ტრაფეინი ეგზემპლარები არისო ამბობენ, ვიშკებიც ააქვთ გაკეთებული და კიდევ დავამატებთო, აი მიპარვას რაც შეეხება ეს არც თუ ისე იოლი საქმეა, სიმართლე გითხრა არ ვიცი როგორ მოხერხდება, ერთი ვარიანტი კიდევ იაგებით ნადირობაო ანუ იაგები გააჩერებენ და მონადირე დაასრულებს ამბავს. მოკლედ სარეკები აღარ გაკეთდებაო newsmile058.gif

პოსტის ავტორი: kupra Dec 9 2013, 02:58

feroni xoshian.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: Bone Dec 9 2013, 09:30

ავთო მაგარი ხარ !

small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: გრიზლი Dec 9 2013, 09:38

ციტატა(feroni @ Dec 9 2013, 01:33) *
გრიზლი
ნადირი ბლომად არის, თან ტრაფეინი ეგზემპლარები არისო ამბობენ, ვიშკებიც ააქვთ გაკეთებული და კიდევ დავამატებთო, აი მიპარვას რაც შეეხება ეს არც თუ ისე იოლი საქმეა, სიმართლე გითხრა არ ვიცი როგორ მოხერხდება, ერთი ვარიანტი კიდევ იაგებით ნადირობაო ანუ იაგები გააჩერებენ და მონადირე დაასრულებს ამბავს. მოკლედ სარეკები აღარ გაკეთდებაო newsmile058.gif


ისე ყველაზე კარგი და აზარტული ჩემთვის მდევრებით ნადირობაა, ალბათ იმიტომ ერიდებიან რომ არ გაუვიდეთ ნადირი მაგ დროს ტერიტორიიდან

პოსტის ავტორი: feroni Dec 9 2013, 10:05

darcho
მაქსიმუსა
kupra
Bone
გაიხარეთ ბიჭებო

გრიზლი
ჩემთვისაც მდევრით ნადირობა არის აზარტული, ნადირი სულ რომ ვერ ვნახო, მდევრის ხმით მაინც დავტკბები სხვა თუ არაფერი.

ციტატა(grizli @ 9th December 2013 - 10:38) *
ალბათ იმიტომ ერიდებიან რომ არ გაუვიდეთ ნადირი მაგ დროს ტერიტორიიდან


არ ვიცი ვერაფერს გეტყვი, ისე გუშინ ორი ღორი ალაზანში გადახტაო ეგერმა ასე მითხრა newsmile045.gif
პლიუს დედალ-მამალას ვერ არჩევენ და რამოდენიმეჯერ დედა ღორი მომიკლესო, მოკლედ ბევრი მიზეზებია ალბათ.

პოსტის ავტორი: assassin29 Dec 9 2013, 10:26

ფასები არიცით არავინ? newsmile05.gif

ციტატა(feroni @ 9th December 2013 - 11:05) *
დედალ-მამალას ვერ არჩევენ და რამოდენიმეჯერ დედა ღორი მომიკლესო

გადაუსვან ხელი ღრუტუნას ( თუ მიუშვა) ხოდა თუ დააჟრიალა კაცს ზნაჩიტ დედალია D.gif

პოსტის ავტორი: გრიზლი Dec 9 2013, 11:37

საინტერესოა, სიმართლე გითხრა ეგრე არ მინადირია ისე, ანუ ვინტოვკას პრიცელით უნდა შეიძინოს კაცმა!

პოსტის ავტორი: Bugha Dec 13 2013, 19:32

ჭიაურის ნაკრძალში დაშვებული არის როგორც გლუვლულიანით ასევე ხრახნილლულიანით ნადირობა??? ყაზბეგის-თოფაძის (ივრის ჭალებში) ნაკრძალში მხოლოდ გლუვლულიანებით არის დაშვებული.

პოსტის ავტორი: feroni Dec 14 2013, 11:39

Bugha
აქაც ასეა, ხრახნილლულიანით აგვიკრძალეს, მხოლოდ გლუვითო

პოსტის ავტორი: Bugha Dec 24 2013, 11:42

თუ ვინმეს გაინტერესებთ ბიჭებო 577 23-22-07 - ეს ჭიაურის ნაკრძალის ნომერია. აბა თქვენ იცით - გაანადგურეთ ტახები ! newsmile041.gif newsmile01.gif

პოსტის ავტორი: game 91 Dec 24 2013, 15:16

ამათ ხოარ აღაჟღაჟებთ, მორეკვით არაო, აბა ვის გაუგია გლუვით ვიშკიდან ნადირობა.

50 მეტრში მოვა ალბათ რამე საჭმელზე და უნდა ესროლო. ამაზე კვერცხობა ნადირობა თუ არსებობს ვერ წარმომიდგენია.

მეეჭვება ვინმე მონადირემ სიამოვნება მიიღოს აქ ნადირობით, აი ნაჩალნიკები და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები სხვა საქმეა

პოსტის ავტორი: tavadi baratashvili Dec 25 2013, 18:06

რაღაც არარეალურია ეგ ვიშკიდან და მიპარვით ღორზე გლუვლულიანით ნადირობა, ალბათ რაღაც შესწორებას შეიტანენ, მარა მანდ ერთი პრობლემაა გარშემო ბევრი დასახლებული პუნქტი და სამეურნეო სავარგულებია და ალბათ ფრთხილობენ და ხრახნილლუიანს არ იყენებენ, თუცა ვეთანხმები ზემოდ აღნიშნულს და თუ სარეკით ნადირობა აიკრძალა მე პირადად და ბევრი სხვაც დაკარგავს მასე ნადირობის მუღამს, სარეკს აქვს მთელი მუღამი თორე ძაღლმა თუ გაგიჩერა და საკვებმა მასე რა ინტერესი აქვს ვერ ვხვდები, ევროპაშიც კი სადაც ვიშკები და მიპარვა პოპულარულია სარეკით ნადირობენ ღორზე, მაგალითისათვის უნგრეთსა და არმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ღორი არაა ის ცხოველი ასე ადვილად მიეპარო გლუვლულიანის სასროლ მანძილზე, ისე 44 rem mag ით ნადირობა მაინც რომ დაეშვათ კაი იქნებოდა, რევოლვერის ტყვიაა არც შორს მიდის და ტყის ნადირობისათვის საკმაოდ კაია. ფასები თუ დაწიეს ნორმალურ ფარგლებში კაი იქნება

პოსტის ავტორი: Bone Dec 25 2013, 19:15

ტარიელ კარქი რააა D.gif

ჩემთვისაც ეგრეა; ერთ კოშკურადან დაგდებულ სატროფეო ღორს მირჩევნია კაი "მუსიკის" თანხლებით მოპოვებული ყურცკვიტა

პოსტის ავტორი: tavadi baratashvili Dec 25 2013, 19:40

ციტატა(Bone @ Dec 25 2013, 20:15) *
ტარიელ კარქი რააა D.gif

ჩემთვისაც ეგრეა; ერთ კოშკურადან დაგდებულ სატროფეო ღორს მირჩევნია კაი "მუსიკის" თანხლებით მოპოვებული ყურცკვიტა


იასნელა ძმაო გენაცვალე ჯიგარში, მაგ კონცერტის გამოა რო ტყესა და ღრეში მიუწევს მონადირეს გული და სული, არ მოგაკლოტ ეგ კონცერტები არავის ღმერთმა dastur.gif elementarno-vatson.gif

პოსტის ავტორი: game 91 Dec 25 2013, 20:47

მეც მაგას ვამბობ, მაგრამ ვიშკიდან შორ მანძილზე ოპტიკით სროლას მაინც აქვს რაღაც თავისი დადებითი, რისთვისაც მე პირადად ერთხელ მაინც ვეწვეოდი ამ მეურნეობას. მარა აი გლუვი უკვე ზედმეტია. აგერ ხვალ სოფელში უნდა წავიდე და მაგნაირი ღორი იქაც მყავს რამდენიმე ბებიაჩემს გავაღებიებ საღორის კარს და დალშე 9იანი კარტეჩები მაქ. newsmile05.gif) newsmile019.gif newsmile019.gif

პოსტის ავტორი: uiaragho Dec 26 2013, 09:01

წელიწადში 2-3 ჯერ ვნადირობ ღორზე მასე მიპარვით. გამოვუშვებ საღორიდან და მცირე კალიბრიანი შაშხანით წკაპ. თან ადუღებული წყალი და ბიჭებიც მზად არიან.

პოსტის ავტორი: kajuberi Dec 26 2013, 09:52

ციტატა(uiaragho @ 26th December 2013 - 10:01) *
წელიწადში 2-3 ჯერ ვნადირობ ღორზე მასე მიპარვით. გამოვუშვებ საღორიდან და მცირე კალიბრიანი შაშხანით წკაპ. თან ადუღებული წყალი და ბიჭებიც მზად არიან.

თან შეგიძლია ვიშკიდანაც ესროლო არა? D.gif D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: გრიზლი Dec 26 2013, 18:32

ხო რა თქმა უნდა ნადირობა არის მდევრებით კარგი, აზარტი მაგაშია, მირცევნია დავაცილო ეგეთ ნადირობაზე და რამდენჯერმე ვესროლო, ვიდრე ვიშკიდან მოვკლა! მეც ეგ ვთქვი, მაგრამ ალბათ მაგათ სხვა გეგმები აქვთ, შესაძლოა ტურისტული ნადირობის ვარიანტის გაკეთება უნდათ, უცხოელებზე მოარგონ მაქაურობა და მაგიტომ, კაცია და გუნება რა ვერ გაამტყუვნებ!

პოსტის ავტორი: Hubert Sep 24 2014, 17:57

ხალხო,ხომ ვერ მეტყვით ამ მეურნეობის ტარიფებს? საიტი თუ აქვთ ან საკონტაქტო ნომერი,რა ობიექტებზე შეიძლება ნადირობა და...

პოსტის ავტორი: shotaa Sep 24 2014, 18:42

ციტატა(Bugha @ Dec 24 2013, 12:42) *
თუ ვინმეს გაინტერესებთ ბიჭებო 577 23-22-07 - ეს ჭიაურის ნაკრძალის ნომერია. აბა თქვენ იცით - გაანადგურეთ ტახები ! newsmile041.gif newsmile01.gif


პოსტის ავტორი: Hubert Sep 25 2014, 06:25

shotaa


გაიხარე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Hubert Sep 25 2014, 12:04

ვრეკავ და არ პასუხობენ ამ ნომერზე, სხვა საკონტაქტო არაფერი გაქვთ?

პოსტის ავტორი: jaba_gugesha Sep 25 2014, 12:25

Hubert

599568980 ნუგზარ გიოშვილი. დაურეკე და დაგაკვალიანებს. დირექტორია.

პოსტის ავტორი: Hubert Sep 25 2014, 22:41

ციტატა(jaba_gugesha @ Sep 25 2014, 13:25) *
Hubert

599568980 ნუგზარ გიოშვილი. დაურეკე და დაგაკვალიანებს. დირექტორია.



გმადლობ ')

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)