თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სანადირო ადგილები _ "პალიასტომის ქოხი"

პოსტის ავტორი: იკო1981 Nov 9 2010, 21:53



შეიძლება ნანახიც გაქვთ,მაგრამ მაინც დავდე ლინკი!
რას იტყვით?

პოსტის ავტორი: გიორგი Nov 9 2010, 22:29

ფასი 0 ლარიო და რა უბდა ვთქვა ?? კაია რააა newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: Davitus Nov 9 2010, 23:20

იკო1981

შენ მართლა სულ გარეკე ტო? სად ხსნი თემას, ან რა სათაურით ხსნი, ფიზდეეესს ნახ... ამ თემას დიდი ხნის სიცოცხლე ვერ უწერია ვერაა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: იკო1981 Nov 10 2010, 13:03

რატო გავრეკე?! და აბა სად გამეხსნა?! ვისაც არ დააინტერესებს შეულია აუაროს გვერდი ამ თემას!

პოსტის ავტორი: შალვა Nov 10 2010, 14:04

ეხლა ველაპარაკე. ჯერ ფასი მითხრა 150 მწვანე,1 კაცი. 3 ჯერადი კვება, კატერით მომსახურეობა. კანალებში გატარებთო, დილის და საღამოს პერელიოტი, კომფორული კოტეჯი, მინიმუმ 3-4 კაციო, იანვარ თებერვალში 7-8 კაცსაც შევძლებთ და ფასიც შესაბამისად დაიწევსო(რამდენით არ დაუკონკრეტებია)
მე მეძვირა და ვუთხარი კიდევაც რომ იტალიელები კი არა ოჩოელები ვართ თქვა! ბატონმა ჭოლამ მითხრა რომ იცნობს ჩვენი კლუბის და ფორუმის ზოგიერთ წევრს, მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო თუ შაბათი და კვირა არ იქნება ფასიც შესაბამისად სხვანაირი იქნება, კიდევ ისიც ვუთხარი რომ ჩვენ შეიძლება არ დაგვჭირდეს კოტეჯი, 3 ჯერადი კვება(ჩვენ თვითონ შეგვიძლია მივხედოთ ჩვენ თავს) ძირითადად კატერები და გამყოლის მომსახურეობა გვაინტერესებს (დაგონკით არ ანადირებს, რაც მისასალმებელია) მითხრა რომ მოლაპარაკება შეიძლება ოღონდ ყველაფერს ის არ წყვეტს, მოვიწვიე ფორუმზე (თუ შემოვა შეკითხვები მას დაუსვით)
მოლაპარაკება თუ გვაინტერესებს ამ ხალხთან მაშინ ვთხოვ კლუბის ხელმძღვანელობას ან თვითონ დაელაპარაკონ ბ-ნ ჭოლას ან დაავალონ რომელიმე წევრს!

პოსტის ავტორი: იკო1981 Nov 10 2010, 16:43

ჩემი აზრით მშვენიერი რამე შეილება გამოვიდეს ამ ამბიდან! ამოიღეთ ხმა და ვიმსჯელოთ!

ხო კიდე 1 რამ! გთხოვთ ამ თემას სათაური შეუცვალოთ და დავარქვათ რამე უფრო აქტუალური და მიმზიდველი! ჩემი ბრალია ცოტა სპონტანურად გავხსენი ეს თემა და მაგიტომ newsmile05.gif მომიტევეთ!:)

ადმინებო დაეხმარეთ ამ თემას!!!

პოსტის ავტორი: გიორგი Nov 10 2010, 18:09

მშვენიერ ამბავია მე თუ მკითხავ... ფასი მართლაც ძვირი უთქვიად... შერატონი ხომ არაა newsmile05.gif მაგრამ რაღაც საშუალოზე შეთანხმება მგონი გამოვა მაგ ხალხთან

პოსტის ავტორი: sabo73 Nov 10 2010, 18:19

თუ ფასი ოპტიმალური იქნა, რატომაც არა?!

იკო დავეხმარე და მოვეხმარე თემას განვრცობაში.

მსგავსი ტურები არა მარტო მე, არამედ ბევრ ჩვენგანს ექნება უკვე გაკეთებული ფოთშI და კარგადაც ვიცით რა ჯდება. თუ წინადადება, ფინანსურად უფრო მიმზიდველი იქნება ჩვენთვის, მივესალმები და სიამოვნებითაც ვეწვევი. elementarno-vatson.gif


პოსტის ავტორი: დათაბატონი Nov 10 2010, 18:19

სჭიროა მაგ ხალხთან დალაპარაკება ach.gif

კარგი იქნება თუ ფორუმზეც გამოჩნდებიან

პოსტის ავტორი: Maverick Nov 10 2010, 20:40

პალიასტომზე, ნადირობა, 2 დღიანი, თავისი მგზავრობით და კატერებით, მე პირადად 200 GEL-აზე ნაკლები არასოდეს დამჯდომია (ტყვია წამალი არ შედის), თუ საჭმეს სასმელს ისინი დაგვახვედრებენ და ა.შ. თანს 3 დღე, არ უნდა იყოს ძალიან ცოფიანი ფასი
თუმცა მე ვეთანხმები შალვას როპმ დალაპარაკება ნამდვილად ჯობია,

პოსტის ავტორი: feroni Nov 10 2010, 23:32

ფოთში ნადირობა თუ გინდათ, მაგის მეტი რა შემიძლია, კატერებიც არის და სასტუმროსაც მონახავს კაცი. ჭამას რაც შეეხება არც ეგ არ იქნება პრობლემა, 150 მწვანე ცოტა არ იყოს ბევრია, მე მაგის მოხერხება უფრო იაფადაც შემიძლია

150 მწვანე ერთ დგეში მოგთხოვა?

მოკლედ თქვენ მოიფიქრეთ რამდენი კაცი შეიკრიბებით, რამდენი დღე გინდათ და ტურპაკეტს ისეთს გავაკეთებ იფ იფ იფ newsmile01.gif

პოსტის ავტორი: sabo73 Nov 11 2010, 00:04

ციტატა(feroni @ Nov 11 2010, 00:32) *
მოკლედ თქვენ მოიფიქრეთ რამდენი კაცი შეიკრიბებით, რამდენი დღე გინდათ და ტურპაკეტს ისეთს გავაკეთებ იფ იფ იფ newsmile01.gif


ეს ერთჯერადი გასვლა ხომ არ არის, ან რამოდენიმე ჯგუფმა შეიძლება გამოთქვას წამოსვლის სურვილი, სხვადასხვა დროსდა როგორ გითხრათ ეხლა რამდენი კაცი ვიქნებით?
მოდი შენ გვითხარი ჯერ, რა თანხაში შეგიძლია ამ კეთილი საქმის გაკეთება და მერე ჩვენ გეტყვით, ვინ, რამდენი და როდის წამოვა.

პოსტის ავტორი: ლევანი Nov 11 2010, 00:25

რავიცი..არც მე მეჩვენება სასტიკ ფასად ეგეთი სიამოვნება..მაგრამ ..........ეხლა ჩვენ..ვიღაცას ხომ არ ვარეკლამებთ??...

პოსტის ავტორი: feroni Nov 11 2010, 01:00

მოკლედ იქეთ კვირაში ფოთში მივდივარ, და ყველაფერს გავარკვევ

ციტატა
ეს ერთჯერადი გასვლა ხომ არ არის, ან რამოდენიმე ჯგუფმა შეიძლება გამოთქვას წამოსვლის სურვილი

პრობლემა არ არის მთელი ზამთარი ვიაროთ თუ გინდათ newsmile045.gif
ჯგუფებს რაც შეეხება მაგიტომაც ვიკითხე რამდენი იქნებით მეთქი, მოკლედ 8 კაციანი ჯგუფი პრობლემა არ იქნება, უბრალოდ ერთი კვირით ადრე უნდა ვიცოდე ყველა დეტალი, რამდენი კაცი იქნება, რომელ დგეს ჩამოვლენ, რამდენჯერადი კვება უნდათ, სურვილის შემთხვევაში შეიძლება ღამე ტყეში კარავში გავთიოთ და სასტუმრო საერთოდ არ დაგვჭირდეს ეგეთ შემთხვევაში ხალხის რაოდენობა შეიზღუდება და ასე შემდეგ, მოკლედ ამ საქმეს შეხვედრა და დალაპარაკება უნდა.
მე ჩემი მხრიდან ყველაფერს გავარკვევ და დავპოსტავ

პოსტის ავტორი: Davitus Nov 11 2010, 02:05

feroni

თუ კარვებით ვიქნებით სავარაუდო მინიმალური ფასი მაინც რომ გვითხრა საორიენტაციოდ არ იქნება ურიგო

პოსტის ავტორი: feroni Nov 11 2010, 02:08

კარვებით მტერი დარჩა იქ ძმაო, რო ჩავალ გავარკვევ,სასტუმროსაც გავიგებ ან საერთოდ სახლი შეიძლება ვიქირაოდ ერთი ორი დგით, მოკლედ ისეთ ტურპაკეტს გავაკეთებ რო ნასიამოვნები დავრჩებით, ერთი ნამდვილად შემიძლია გითხრა რო დღეში 150 დოლარად პალიასტომზე კი არა თურქეთში დაისვენებ კაცი, იხვებსაც მოკლავ და კაი კალებსაც დააყოლებ სამჯერად კვებასთან ერთად newsmile035.gif

პოსტის ავტორი: Maverick Nov 11 2010, 08:06

QUOTE (Davitus @ Nov 11 2010, 03:05) *
feroni

თუ კარვებით ვიქნებით სავარაუდო მინიმალური ფასი მაინც რომ გვითხრა საორიენტაციოდ არ იქნება ურიგო



არც კი იოცნებო იქ კარვებით ღამე დარჩენაზე, ჩემი მტერი დარჩა, ყველაფერი სველია, მიწა, მინდორი, ხე, ქვა, მშრალ ადგლის ვერ იპოვი, მთელი ზამთარი ტყეში წყალი დგას, ჰამაკს თუ გაშლი ხეებზე, ეგ კიდევ შეიძლება newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: კახაბერ Nov 11 2010, 08:25

მივლინებაში ყოფნისას, მალთაყვის ერთ-ერთ სასტუმროში კაცი 10 ლარს ვიხდიდით, 2 წლის წინ. ეხლა გასკდეს (ზამთარია) 20-30 ლარი დავიჯინოთ დღე-ღამე. 3 დღით ფოთში ბაითს იქირავებ 200 დოლარში. მთავარია, სხვა "პრინადლეჟნოსტები" არ გახდეს პრობლემა. ფოთში, სერიოზულ სტრუქტურებში მყავს მეგობრები და დაგვეხმარებიან მაქსიმალურად. განსაკუთრებით დაბინავებაში.

პოსტის ავტორი: იკო1981 Nov 11 2010, 12:50

ციტატა(feroni @ 11th November 2010 - 02:00) *
მოკლედ იქეთ კვირაში ფოთში მივდივარ, და ყველაფერს გავარკვევ


დზალიან კარგი!

ციტატა(Nikolo @ 11th November 2010 - 09:06) *
არც კი იოცნებო იქ კარვებით ღამე დარჩენაზე, ჩემი მტერი დარჩა, ყველაფერი სველია, მიწა, მინდორი, ხე, ქვა, მშრალ ადგლის ვერ იპოვი, მთელი ზამთარი ტყეში წყალი დგას, ჰამაკს თუ გაშლი ხეებზე, ეგ კიდევ შეიძლება


მართალი ხარ მავერიკ! იქ კარავში გატევა არაა კაი ამბავი! შეილება წაგიღოს კარავიანა newsmile05.gif 100 ლარში რომ ჩაგვტიონ მემგონი მისაღები იქნება!

პოსტის ავტორი: შალვა Nov 11 2010, 13:23

ციტატა(feroni @ 11th November 2010 - 00:32) *
150 მწვანე ერთ დგეში მოგთხოვა?

ხო. ერთი დღე ერთი კაცი.

ციტატა(Davitus @ 11th November 2010 - 03:05) *
თუ კარვებით ვიქნებით სავარაუდო

მაქ კარავში ზაფხულში ჭირს გაჩერება (კოღო) ზამთარში ნესტი და სიცივე + თუ ქარმაც დაუბერა.
ციტატა(levani @ 11th November 2010 - 01:25) *
ჩვენ..ვიღაცას ხომ არ ვარეკლამებთ??...

სად დაინახე ეხლა აქ რეკლამა??...ძვირიათქო რომ ვწერ იქ?

პოსტის ავტორი: feroni Nov 11 2010, 14:00

მოკლედ ბიჭებო, ვეგარ მოვითმინე და სანამ მე თვითონ ჩავალ ფოთში მეგობარ მონადირეს დაურეკე, მეთქი ასე და ისე თქო ბრიგადა რო ჩამოვიდეს რამდენში მოხერხდება თქო?
პასუხი:
ესე ზეპირად ვერ გეტყვიო, მაგრამ 150 ლარს არ გასცდებაო, თუ ბევრნი ვიქნებით სავარაუდოდ "დისკაუნტიც" გვექნება ალბათ newsmile01.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: კახაბერ Nov 11 2010, 14:06

feroni
1 დღეე?

პოსტის ავტორი: Maverick Nov 11 2010, 14:08

QUOTE (შალვა @ Nov 11 2010, 14:23) *
ხო. ერთი დღე ერთი კაცი.



ერთი დღეოოოოოოოოოოოოოო, სულ გასუნელდნენ ეგენი??
ჭალიმგელა ისევ ის დანგრეული კატერი გვერჩივნოს

პოსტის ავტორი: feroni Nov 11 2010, 14:22

არა კაცო შაბათი და კვირა 150 ლარიო. ანუ ერთ დგეს სასტუმროში გაათვ რა, მოკლედ რო ჩავალ ვნახავ რომელ სასტუმროზე მეუბნება და რა დაიანგარიშა საერთოდ

ციტატა
150 მწვანე,1 კაცი. 3 ჯერადი კვება

ამ სამჯერად კვებაზე მაგრად ვიკაიფე, 3 ჯერ თუ სასადილოში შეხვედი როდისღა უნდა ინადირო?

პოსტის ავტორი: feroni Nov 11 2010, 14:48

ციტატა
ჭალიმგელა ისევ ის დანგრეული კატერი გვერჩივნოს

დანგრეულ კატერს რას უძახით არ ვიცი, ალბათ ფოთელების ენაზე ელ-6 იქნება, რო იცოდეთ ეგენი ყველაზე უსაფრთხო ნავებია რაც პალიასტომზე დადის, ნებისმიერ შტორმში შეუძლიათ გასვლა, მე რასაც გთავაზობთ ალუმინის სამაშველო ნავებია, აი დიდ გემებზე რო ყავთ ხოლმე, მართალია ჩქარა ვერ დადის, სამაგიეროდ უსაფრთხოა, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიც წავალთ იმდენივე დავბრუნდებით. პალიასტომის ამბავი კიდევ მემგონი ყველას მოგეხსენებათ, შტორმი შეიძლება სულ რაღაც 15 წუთში განვითარდეს ისე რომ ნაპირთან მისვლასაც ვერ მოასწრებ კაცი

პოსტის ავტორი: შალვა Nov 11 2010, 15:16

feroni
ნამდვილად კარგ წამოწყებას ჩაუდექი სათავეში, რაც უფრო მეტი გვეცოდინება ფოთში ნადირობის შესახებ მით უკეთესი, როდესაც კაცს არჩევანის საშუალება გააჩნია ბევრად უკეთესია, ამიტომ გირჩევ ცალკე თემა გახსნა და იქ განვიხილოთ შენ მიერ მოწოდებული ვარიანტი, ხოლო აქ ირაკლი 1981 თემას დავუთმოთ ადგილი.

პოსტის ავტორი: კახაბერ Nov 11 2010, 20:20

ფოთში დაკეტილ სახლზე ვისუბრეთ ამ წუთში და გავარკვევ ზუსტად. საუბარია ახალგაზრდა 2-3 მონადირეზე, (ნადირობის მოყვარულზე) რომლებიც დღეს თბილისში მოღვაწეობენ (მშობლებთან ერთად) და მათი წაყვანის შემთხვევაში (ეს მათთვის დიდი ბედნიერება იქნება, როგორც მითხრეს), ანუ 8-10 კაცი მათი ჩათვლით, თუ წავიყვანთ (ამ 2-3 კახალგაზრდა კაცს), დასამკვიდრებელი გვექნება უფასო, დანარჩენი, შეგვიძლია განვსაზღვროთ.

პოსტის ავტორი: ნოსო Nov 11 2010, 23:03

აუ რეებზე საუბრობთ ხალხნოnewsmile05.gif


ერთხელ ჩაგვეძინა კარავში და იმ ღამეს იყო ყველაზე მეტი იხვი შარშან.

თუ ნორმალურად დაითვლი ნახავ რომ 150 ლარი გეყოფა,ამის გარდა მინდა გითხრათ რომ ვინც შევა ფიჩორში ის იქიდან ვერ გამოვა სანამ არ მორჩება ნადირობას, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ამინდი აირიოს,ან .... კიდევ ბევრი მიზეზი აქ .

პოსტის ავტორი: შალვა Nov 11 2010, 23:35

ნოსო
ნოსიკ გადათარგმნე შენ თვითონ რაც დაწერე! ვერაფერი ვერ გავიგე! 15-16_ ში ფოთში ვიქნები და შევეხმიანოთ ძმობილო ერთმანეთს!

პოსტის ავტორი: ლევანი Nov 11 2010, 23:40

ციტატა(shalva @ 11th November 2010 - 14:23) *
სად დაინახე ეხლა აქ რეკლამა??...ძვირიათქო რომ ვწერ იქ?

სად დავინახე და ამ თემის სათაურში... ეგრე არ ქვია იმ სააგენტოა თუ მეწარმე ვინც მაგ ტურებს აწყობს??... ეგ ადამიანები მონადირეებზე მუშაობენ...ხოდა ამაზე კარგი ადგილი გასარეკლამებლად რაღა უნდა??... არა რეკლამის წინააღმდეგი კი არ ვარ....იუბრალოდ მაგას თავისი წესები აქვს...ხოდა იავიცი...იავიცი... თუ არაფერია და იყოს რაა... ეგერ გამგეობა და ეგერ მეწარმე...ლიდერი...ტურ აგენტი.... newsmile035.gif newsmile035.gif ისე დღეში 150 დოლარი..მართლა რა უბედურებაა..მე მთლიანად მეგონა კაცზე...მაგ ფასად იხვს ტრაკზე ვაკოცნინებ დაჟე.... newsmile035.gif newsmile035.gif (ისე ანტირეკლამაც რეკლამაა რომ იცოდე)

პოსტის ავტორი: sabo73 Nov 11 2010, 23:43

მოდი ეხლა თუ არ გეწყინებათ,ჩემი საკუთარი გამოცდილებიდან დავწერ ხარჯთაღიცხვას და შედარება მერმე თქვენთვის მომინდვია(მითუმეტეს, ჩემზე კარგად იცით ეს ყველაფერი).
ბოლოს ვიყავით 3 კაცი და ეს მოთვლილი ხარჯიც გავიყავით.

1. თბილისიდან წასვალა-წამოსვლა მანქანით, (რომელსაც ალბათ ისედაც ყველა თავისთავად ანგარიშობთ და ვერავინ გაექცევა, თუ მატარებლით ან სამარშრუტო ტაქსით არ წახვალთ) 150 გელა. ეს თანხა არ შედის ზემოთ პოსტებში შემოთავაზებულ თანხებში.
2. საკვებ- საცეცხლი, დაახლოებით 70-80 გელა(სულ).
3. საწვავი კატერისთვის( რომელიც წინასწარ გვყავდა აქედანვე დაბევებული) 50 ლიტრი და მთელი 2 დღე აფროსნობა(ანუ 95 გელა).
4. 50 გელა კატერის კაპიტნის ანაზღაურება.
5. ღამისთევა ახლობელთან ან საერთოდ იმავე ღამეს უკან წამისვლ, უფასო..........
ეს ყველაფერი შარშანდელი მონაცემებით.

ანუ კაცზე ადგილობრივი ხარჯი გამოდის 75 ფული(გზის გარდა). ნუ დამატებით სასტუმრო ღამე max 10-20 ფული. ეს ყველაფერი საკუთარი პრაქტიკაა.

ეხლა ინფოს მოპოვების და წინადადებების შემოთავაზების მსურველებმა თავად განსაზღვრონ ყველაფერი.

პოსტის ავტორი: შალვა Nov 11 2010, 23:48

ლევანი
ატრაკებ და გიხარია! თუ იმ ხალხმა ნორმალური ფასი გვითხრა 1 კაცზე და ჩვენ ეს მივიღეთ და მოგვეწონა , სულ ერთ ადგილზე არ მკიდია ეს მისი რეკლამა იქნება თუ არა, მთავარია ჩვენთვის იყოს მისაღები! იავოლ ბლექ ლევონ! შენ ჩემთან ერთად იქნები (დაპაიჟებული ხარ ძმობილო!)

პოსტის ავტორი: ლევანი Nov 12 2010, 00:24

ციტატა(shalva @ 12th November 2010 - 00:48) *
შენ ჩემთან ერთად იქნები (დაპაიჟებული ხარ ძმობილო!)

სასტიკი მადლლობა... newsmile041.gif newsmile041.gif აბა თუ კარგი ფასი გვითხრა..თან დაგვიკლო..და პატივი გვცა..მაშინ კი ეკუთვნი ჩვენგან რეკლამა.. newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: feroni Nov 12 2010, 00:30

sabo73
შენ თუ მაგას ეგრე აწყობილად მოახერხებ მე როგორც ფოთელი კაცი შენ გამოგყვები და მანადირე ხოლმე.
150 ლარი ორი დღე ნადირობა მემგონი ძვირი არ უნდა იყოს, რო ჩავალ ფოთში გავარკვევ, რა და როგორ გამოითვალა ჩემმა მეგობარმა.
მე არავის არაფერს თავს არ ვახვევ უბრალოდ სურვილი გამოვთქვი რო ორგანიზებას ავიღებ ჩემს თავზე და სურვილის შემთხვევაში ისეთ სისტემას ავაწყობ, რომ ფორუმელებისთვის მთელი ზამთრის განმავლობაში სტაბილურად შეიძლებოდეს სიარული.
შენ რასაც ამბობ ეგ ერთჯერადი ვარიანტია, ჩახვედი იქ რაგაც პონტები გაჩითე, ახლობლები შეაწუხე და ინადირე, მაგრამ იმ ხალხმა რა ქნას ვისაც არ ყავს ახლობლები მაგრამ ნადირობა უნდა?

პოსტის ავტორი: შალვა Nov 12 2010, 00:33

ციტატა(levani @ 12th November 2010 - 01:24) *
ეკუთვნი ჩვენგან რეკლამა..

ბიჭო რა რეკლამა ნუ გადამრიე ეხლა! ნადირობას გვთავაზობს თან გვეუბნება ვიცი რომ კარგი (ოჩოს -პონტში) ბიჭები ხართ და დავილაპარაკოთ საფასურზეო და შენ რა რეკლამა რეკლამა გჭირს ვერ გავიგე აგერ ბონე მაგის პროფია(რეკლამის) და მან სთქვას სორე რეკლამა ჯიმა? newsmile040.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Nov 12 2010, 00:47

ციტატა(shalva @ 12th November 2010 - 01:33) *
ბიჭო რა რეკლამა ნუ გადამრიე ეხლა!

კაცო..ეგ ყველაფერი გასაგებია..მაგრამ მე სხვა რაღაცა ვთქვი...სათაურშითო.... თუ ოფიციალური თვალით შევხედავთ(არ ვაპირებ..უბრალოდ ვამბობ) როდესაც ვინმეს დასახელება იდება ეგრე(არადა მაგათი სახელი ქვია ამ თემას) ეგ უკვე რეკლამაა...თუ ეგრეა.მაშინ მაგათმა გააკრან "ოჩოპინტრე ჯი" თავის ქოხზე...აბა თუ არ იქნება ჩვენი რეკლამა??...

პოსტის ავტორი: feroni Nov 12 2010, 00:57

მოკლედ, მე როგორც ვხედავ ზოგს 150 დოლარი ურჩევნია 150 ლარს და ზოგი კიდევ ამ ყველაფერს 75 ლარად ახერხებს, ჩემი მხრიდან მე შევეცდები მაქსიმალურად იაფიანი პაკეტი შევკრა, რომელიც მთელი ზამთრის განმავლობაში იმუშავებს ნებისმიერი ფორუმელისთვის. თუ ვინმეს რაიმე განსაკუთრებული სურვილები აქვს ან თავისი წარმოდგენა აქვს როგორი უნდა იყოს ტური, რა უნდა შედიოდეს რა ზედმეტია დაწეროს თავისი მოსაზრებები როგორ წარმოუდგენია, მე კიდე ამ ყველაფერს გავარკვევ და ფოთიდან რო ჩამოვალ დავპოსტავ უკვე კონკრეტულ ფასებს.

პოსტის ავტორი: შალვა Nov 12 2010, 01:44

ფოთში 15 და 16-ში ვიქნები , ყველაფერს გავარკვევ, ნოსიკ დამირეკე ანკორში ვიქნები!

პოსტის ავტორი: ნოსო Nov 12 2010, 06:55

შალვა
აუცილებლად ბატონო შალვა.

პოსტის ავტორი: კახაბერ Nov 12 2010, 08:38

feroni
გაიგე, დაამუშავე, ძმა და შევაჯეროთ ვარიანტები. ფოთში მყავს უამრავი ახლობელი და ყველაფერი მოგვარებადია მინიმალური ხარჯებით. მერე ვნახოთ...

პოსტის ავტორი: შადი შამოდი Nov 12 2010, 21:56

ბიჭებო, კარგ თემაზე მსჯელობთ, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, მთავარია იხვი მოფრინდეს..ერთი შეკითხვა გამიჩნდა,
როგორ ნადირობებს აპირებთ: დილის და საღამოს სასირზე? ფსორების პირზე დღისით ამოფრენილზე? ადგილობრივ მეთოდს, ღამით ფარებით სიარულს - არ გაკადრებთ, რო შეგეკითხოთ.. ფიტულებით და მანოკითაც შეიძლება,რიონზე და კაპარჭინაზე მთელი დღე უტრიალია, მაგრამ ამინდი უნდა. კატერებით პალიასტომში გონკაობთ ხოლმე, თუ ფართო ფიჩორით ტყეში შედიხართ?

პოსტის ავტორი: sabo73 Nov 12 2010, 23:14

feroni

ჯერ დავიწყოთ იქედან, რომ ეს ყველაფერი საკუთარი პრაქტიკიდან მოვიყვანე.
მერმე კატერის პატრონის ანაზრაურება რომ ტაქსაა ფოთში და ზემოთ არნიშნულ თანხას შეადგენს, ეს ყველასთვის კარგადაა ცნობილი.
ასევე ღვნიშნე, რომ მე არ გადამიხდია, მაგრამ სასტუმროს ხარჯი დაემატებათქო.

და ბოლოს: საწყენად არაფერი დამიწერია და მითქვამს.

მივესალმები და ჯიგრულად გვერდზე დავუდგები ყველას, ვინც კლუბისა და ფორუმის წევრებისთვის რაიმე სასარგებლოს გააკეთებს. განა რაიმე ცუდი ჩანს იმაში, რომ ჩვენ სურვილი გვქონდეს, მინიმალური ხარჯით მივიღოთ დასავლეთში ნადირობის სიამოვნება?

ასე, რომ ვიმუშაოთ ამ საკითხზე ყველამ ერთად, ვისაც რა და როგორ შეგვიძლია.
მიღებული შედეგი კი ისევ ჩვენ წაგვადგება.

პოსტის ავტორი: ღლიღვა Nov 13 2010, 00:45

ციტატა(sabo73 @ 13th November 2010 - 00:14) *
ასე, რომ ვიმუშაოთ ამ საკითხზე ყველამ ერთად, ვისაც რა და როგორ შეგვიძლია.
მიღებული შედეგი კი ისევ ჩვენ წაგვადგება.

+1000 vetanxmebi.gif vot-tak.gif მეც მანდ ვარ

პოსტის ავტორი: kusa Nov 13 2010, 01:12

ციტატა(sabo73 @ Nov 12 2010, 00:43) *
მოდი ეხლა თუ არ გეწყინებათ,ჩემი საკუთარი გამოცდილებიდან დავწერ ხარჯთაღიცხვას და შედარება მერმე თქვენთვის მომინდვია(მითუმეტეს, ჩემზე კარგად იცით ეს ყველაფერი).
ბოლოს ვიყავით 3 კაცი და ეს მოთვლილი ხარჯიც გავიყავით.

1. თბილისიდან წასვალა-წამოსვლა მანქანით, (რომელსაც ალბათ ისედაც ყველა თავისთავად ანგარიშობთ და ვერავინ გაექცევა, თუ მატარებლით ან სამარშრუტო ტაქსით არ წახვალთ) 150 გელა. ეს თანხა არ შედის ზემოთ პოსტებში შემოთავაზებულ თანხებში.
2. საკვებ- საცეცხლი, დაახლოებით 70-80 გელა(სულ).
3. საწვავი კატერისთვის( რომელიც წინასწარ გვყავდა აქედანვე დაბევებული) 50 ლიტრი და მთელი 2 დღე აფროსნობა(ანუ 95 გელა).
4. 50 გელა კატერის კაპიტნის ანაზღაურება.
5. ღამისთევა ახლობელთან ან საერთოდ იმავე ღამეს უკან წამისვლ, უფასო..........
ეს ყველაფერი შარშანდელი მონაცემებით.

ანუ კაცზე ადგილობრივი ხარჯი გამოდის 75 ფული(გზის გარდა). ნუ დამატებით სასტუმრო ღამე max 10-20 ფული. ეს ყველაფერი საკუთარი პრაქტიკაა.

ეხლა ინფოს მოპოვების და წინადადებების შემოთავაზების მსურველებმა თავად განსაზღვრონ ყველაფერი.

მართალი ხარ თითქმის ჩვენც ეგრე გვიჯდება ბათუმიდან სამი დგით წასვლა
sabo73 ისე მთავარია მონდომება ეგეც არ დაგიჯდებათ.

პოსტის ავტორი: feroni Nov 13 2010, 01:19

სამი დღე 75 ლარი გიჯდებათ?

პოსტის ავტორი: kusa Nov 13 2010, 01:28

ისე ჩვენ რო თქვენთან ჩამოვიდეთ ორი თუ არა სამი მაგდენი ნაგდი დაგვიჯდება, ასეა აბა რას ვიზამთ ნადირობა ზვირი სიამოვნება გახდა დგეს vava.gif

პოსტის ავტორი: feroni Nov 13 2010, 01:46

დღეში 75 ლარი არ თუ ისე ძვირია

პოსტის ავტორი: ლევანა90 Nov 14 2010, 17:49

ძალიან კარგი თემაა მაგრამ ,, ფიჭორი და პალიასტომი კოლხეტის ეროვნული პარკის ტერიტორია რომაა და მანდ ნადირობა რომ არ შეიძლება ხომარ დაგავიწყდათ newsmile045.gif newsmile056 (1).gif

პოსტის ავტორი: sabo73 Nov 14 2010, 18:49

ციტატა(ლევანა90 @ Nov 14 2010, 18:49) *
ძალიან კარგი თემაა მაგრამ ,, ფიჭორი და პალიასტომი კოლხეტის ეროვნული პარკის ტერიტორია რომაა და მანდ ნადირობა რომ არ შეიძლება ხომარ დაგავიწყდათ newsmile045.gif newsmile056 (1).gif


ჩვენ მიმდებარე ტერიტორიაზე გვაქვს საუბარი

ნე შაგუ ვ პერიოდ ვ ნაკრძალი newsmile058.gif

პოსტის ავტორი: ღლიღვა Nov 15 2010, 08:53

ციტატა(sabo73 @ 14th November 2010 - 19:49) *
ნე შაგუ ვ პერიოდ ვ ნაკრძალი

ხო აბა რა !!!!! მკაცრად დავიცავთ დემარკაციულ ზოლს !!!! newsmile090.gif

პოსტის ავტორი: შალვა Nov 15 2010, 20:50

27 გრადუსი იყო დღეს ფოთში(+) ixvi.gif newsmile035.gif ასე რომ სანამ არ აცივდება მემგონი აზრი არააქვს არავისთან წინასწარ მოლაპარაკებას.

პოსტის ავტორი: კახაბერ Nov 15 2010, 21:38

შალვა
არათუ ფოთში +27, გუშინ ჯავახეთში, სადაც ამ დროს თოვლი უნდა იდოს, ტბები გაყინული უნდა იყოს, შუადღისთვის თუ +27 არა, +20 ნამდვილად იყო. რა გვეშველება 3-5 წლის მემდეგ არ ვიცი

პოსტის ავტორი: feroni Nov 15 2010, 22:30

ფოთისთვის ეგ არ არის უცხო, მანდ როგორც წესი დეკემბრის 10-დან იწყება ხოლმე იხვზე ნადირობა (თუმცა იყო განსაკუთრებით ცივი წლეები), მოკლედ სანამ კრასნოდარში კარგი ყინვები არ წამოვა ფოთში ადგილობრივ იხვს თუ მოკლავ.
აი აღმოსავლეთის ამბავი კი ნამდვილად მაოცებს, წალკაში მემგონი ზაფხულშიც კი არ მოვსწრებივარ ეგეთ სითბოს როგორიც კვირას იყო!!!

პოსტის ავტორი: sabo73 Nov 15 2010, 22:34

ციტატა(შალვა @ Nov 15 2010, 21:50) *
ასე რომ სანამ არ აცივდება მემგონი აზრი არააქვს არავისთან წინასწარ მოლაპარაკებას.


პირიქით მგონია შალვას ვენაცვალე........... არ სჯობია ეხლა და თან წინასწარ გავარკვიოთ ყველაფერი? ჩვენც უკეთ მოვემზადებით და გავთვლით ყოლიფერს.

პოსტის ავტორი: feroni Nov 15 2010, 22:37

sabo73

ციტატა
პირიქით მგონია შალვას ვენაცვალე........... არ სჯობია ეხლა და თან წინასწარ გავარკვიოთ ყველაფერი? ჩვენც უკეთ მოვემზადებით და გავთვლით ყოლიფერს.

გეთანხმები თადარიგის დაჭერა ყოველთვის ჯობია, განსაკუთრებით ისეთ საქმეში როგორიც ნადირობაა

პოსტის ავტორი: კახაბერ Nov 15 2010, 22:54

sabo73
გეთანხმები, ბატო ჩემო. წინასწარი სამზადისი მუდმივად გამართლებულია

პოსტის ავტორი: kaparchina Nov 16 2010, 15:45

მოგესალმებით მონადირეებო და გისურვებთ ხვთის წყალობას და მშვიდობიან ნადირობის სეზონს..

მე ამ ფორუმის შესახებ დღეს შემთხვევით ჩემი მეგობრისგან გავიგე და გადავწყვიტე შემოვსულიყავი და თქვენთან ერთად მემსჯელა პალიასტომის ქოხთან ანუ პალიასტომზე ნადირობასთან დაკავშირებით...პალიასტომის ქოხი, ვგულისხმობ პოთში ნადირობის ტურებს ჩემი აწყობილია. მე ამ საქმიანობას 2000 წლიდან ვეწეოდი და მხოლოდ უცხოელები და მსოფლიო სამონადირეო კლუბების ხემძღვანელობა ჩამომყავდა...შემდგომ 2003 დან დღემდე სხვა საქმიანობით ვიყავი დაკავებული და დღეს ისევ გადავწყვიტე ძველ საქმეს დავბრუნებოდი..

მე ბავშვობიდან მასწავლიდნენ ნადირობას და მოყვასის სიყვარულს და ამ საქმემ ჩემი გულის დიდი ნაწილი დაიკავა..
თავს აღარ შეგაწყენთ და პირდაპირ საქმეზე გადავალ...
მე ან ჩემ რომელიმე მეგობარს რომ ფოთში ნადირობა მოგვინდეს რათქმაუნდა 150 $ ნაკლები თანხა დაგვჭირდება მაგრამ როცა ეს ოფიციალურ სანადირო სახლს ეხება იქ უკვე საქმე სხვაგვარადაა......

1) საზოგადოება იხდის იჯარას საცხოვრებელი სახლების
2) ტრანზპორტი,
3) კატერები,
4)მონადირე გამყოლები და მათი ხელფასები
5)ბუღალტერი
6)მზარეული და დიასახლისის ხელფასები
7) კატერის საწვავი და კვება
8)ბიუჯეტში გადასახადი


დამერწმუნებით რო ხარჯი დიდია, მე იმასაც გეტყვით რომ ვფიქრობდით ან ფასი მოგვემატებინა ან საერთოდ დროებით შეგვეჩერებინა სანადირო სახლის მოქმედება ...ისიც მესმის რომ სამწუხაროდ მონადირეების დიდი პროცენტი უმუშევარია..

ამ წერილის მიზანი ის გახლავთ რომ ამეხსნა თუ რა განსხვავებაა საკუთარი ხარჯებით და შესაძლებლობებით ნადირობა და თუ რა განსხვავებაა კერძო ფირმით ნადირობა...

პატივისცემით
ჭოლა

პოსტის ავტორი: feroni Nov 16 2010, 16:07

ციტატა
1) საზოგადოება იხდის იჯარას საცხოვრებელი სახლების
2) ტრანზპორტი,
3) კატერები,
4)მონადირე გამყოლები და მათი ხელფასები
5)ბუღალტერი
6)მზარეული და დიასახლისის ხელფასები
7) კატერის საწვავი და კვება
8)ბიუჯეტში გადასახადი

გამარჯობა kaparchina!
ყურადღებიტ წავიკითხე თქვენი პოსტი და ჩემი აზრით ხარჯების გაორებას ააქვს ადგილი ან მე მეშლება რაგაც
მაგალითად პუნქტი მე-3 კატერები და პუნქტი 7 კატერის საწვავი.
ჩემი აზრით გაურკვევლია რას ნიშნავს მე-3 პუნქტი(კატერები)? გულისხმობთ კატერებს საწვავის გარეშე?თუ ასეა მაშინ სამართლიანად იბადება შემდეგი შეკითხვა კატერის ძრავში ცალკე ხო არ გვექნება ფული გადასახდელი? newsmile045.gif
შემდეგ პუნქტი 6 მზარეული და დიასახლისების ხელფასი, ეს ხარჯები ასევე ნახსენებია როგორც 7 პუნქტში ასევე 1 პუნქტში. საცხოვრებელი სახლის ქირაობა ჩემი აზრით უნდა გულისხმობდეს დიასახლისს არსებობას, და მზარეულზეც ერთი ხარჯი უნდა გვქონდეს, გაკეთებული საჭმლის კატერში ჩალაგებას ცალკე ხარჯი არ ჭირდება ჩემი აზრით.

კარგი იქნებოდა ხარჯები დეტალურად გაგეშიფრათ ანუ კონკრეტულად პუნქტების მიხედვით რაში რას ვიხდით.
წინასწარ დიდი მადლობა
პატივისცემით
Feroni

პოსტის ავტორი: დემი Nov 16 2010, 17:22

feroni

მეც რაღაც ვერ გავიგე, გასაწერია ხარჯი ზუსტად...

პოსტის ავტორი: Maverick Nov 16 2010, 17:43

feroni
დემი
მეგობრებო არაფერი გასაწერი არაა. კაცს თავისი ბიზნესი აქვს და ხარჯებიც ეგრე უჯდება, ღმერთმა ხელი მოუმართოს, ვისაც სურვილი აქვს ისარგებლებს ამ სერვისით, ვისაც არა აქვს შესაძლებლობა თუ სურვილი , სხვა ალტერნატივებით დაკმაყოფილდება

feroni
ხარჯების დეტალურ გაშIფრვას მხოლოდ საგადასახადო ინსპექცია და ფინანსური პოლიცია ითხოპვს, იმასაც სასამართლოს გადაწყვეტილებით

პოსტის ავტორი: feroni Nov 16 2010, 17:48

Maverick
price lists ვითხოვ და არა მოგება-ზარალს ან ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისს, ფირმა და ბიზნესიო კაცი იძახის და ერთი პრაისი რაღა გახდა?

პოსტის ავტორი: ღლიღვა Nov 16 2010, 18:01

feroni სრულიათ ვეთანხმები მევერიკს ! ქოხი ჭოლასია და რასაც უნდა იმას დააფასებს ! სხვა საქმეა ჩვენ რამდენად გვაწყობს მისი ფასები. მე რომ მკითხო ჩემთვის სულ სულერთია პირადათ მას რა რამდენი უჯდება. ჩემტვის მტავარია მე რა მიჯდება. ისე რომ პრაის ლისტს რომ იტხოვ ეგ არის 150 $ კაცი დღეში.
ისე კაი გამარჯობა ჭოლას ! რა ხდება მეზობლებში ? ხომ მშვიდობით ხართ ?

პოსტის ავტორი: დათაბატონი Nov 16 2010, 18:07

ციტატა(ღლიღვა @ Nov 16 2010, 19:01) *
feroni სრულიათ ვეთანხმები მევერიკს ! ქოხი ჭოლასია და რასაც უნდა იმას დააფასებს ! სხვა საქმეა ჩვენ რამდენად გვაწყობს მისი ფასები. მე რომ მკითხო ჩემთვის სულ სულერთია პირადათ მას რა რამდენი უჯდება. ჩემტვის მტავარია მე რა მიჯდება. ისე რომ პრაის ლისტს რომ იტხოვ ეგ არის 150 $ კაცი დღეში.
ისე კაი გამარჯობა ჭოლას ! რა ხდება მეზობლებში ? ხომ მშვიდობით ხართ ?


ვერდაგეთანხმები მეგობარო

პრაისლისტი ნიშნავს იმას (დაახლოებიტ ტორე სანამ არნახავ მანამ ვერგაიგებ newsmile035.gif) იცოდე რაში რას იხდი newsmile045.gif
დღე 150 გასაგებია მაგრამ რაშედის ამ ერთდღიან მომსახურებაში

(რა კატერი, რამდენი საათი, და ასე შემდეგ)

როგორი საცხოვრებელი (მართლა კარავია თუ ფაცხა?)

მემგონი როცა მზადახარ გადაიხადო რაგაც თანხა უნდა იცოდე რაში იხდი ach.gif ochom-dagchipos.gif

პატივისცემით

პოსტის ავტორი: feroni Nov 16 2010, 18:17

მოკლედ მეც კაი ტიპი ვარ რა, რას ვკითხულობ რაში მაინტერესებს, მაინც არასოდეს ვისარგებლებ ამ მომსახურებით, უბრალოდ პარიადოკი მიყვარს ყველაფერში როგორც ნამდვილ მეგრელს newsmile045.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ღლიღვა Nov 16 2010, 18:28

ციტატა(feroni @ 16th November 2010 - 19:17) *
მოკლედ მეც კაი ტიპი ვარ რა, რას ვკითხულობ რაში მაინტერესებს, მაინც არასოდეს ვისარგებლებ ამ მომსახურებით, უბრალოდ პარიადოკი მიყვარს ყველაფერში როგორც ნამდვილ მეგრელს
elementarno-vatson.gif vot-tak.gif შენ ის დააზუსტე ცვენ რომ ვილაპარაქეთ და ach.gif

პოსტის ავტორი: sabo73 Nov 16 2010, 20:42

ციტატა(feroni @ Nov 16 2010, 19:17) *
მეც კაი ტიპი ვარ რა ....... როგორც ნამდვილ მეგრელს newsmile045.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif


მერე ამას გვიმალავდი ამდენ ხანს ჯიმა? სო ორდი ა? d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: feroni Nov 16 2010, 20:44

sabo73
newsmile045.gif newsmile041.gif

პოსტის ავტორი: კახაბერ Nov 16 2010, 20:48

feroni
პრაისი შენი მოთხოვნა არ იყო თავიდან. როდესაც აგვიხსნეს რატომ ჯდება ეს ამდენი, ბუნებრივია კითხვები გაჩნდა. ჩვენ ასე აგვიხსნეს და კითხვებიც დაისვა თორემ ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მდგომარეობა და ბალანსები არავის მოუთხოვია. შენ ამის სრული უფლება გქონდა. არ მოგვწონს ფასი? მორჩა და გათავდა

პოსტის ავტორი: feroni Nov 16 2010, 20:52

იცოცხლე კახა newsmile027.gif

პოსტის ავტორი: kaparchina Nov 16 2010, 21:57

მე არ მინდოდა პოლემიკა გამოეწვია ჩემ დაწერილს,.არც ის მიფიქრია რეკლამა გამეკეთებინა..უბრალოდ თემა რომელიც მე მეხებოდა, ჩავთვალე საჭიროდ რომ გამოვხმაურებოდი.
სიმართლე გითხრათ მეგობრულ ტონალობაში მქონდა ეს ყველაფერი დაწერილი,ისე არ ვაპირებ მე დეკლარაციის შევსებას საქვეყნოდ საიტზე ,უბრალოდ იმის თქმა მინდოდა რომ ფირმა რომელიც ოფიციალურია მეტი უჯდება ნადირობის მოწყობა და დაგეგმვა ვიდრე კერძო პირს ან მონადირე მეგობრებს..

ბედნიერ სეზონს გისურვებთ და კარგად ბრძანდებოდეთ

პოსტის ავტორი: შალვა Nov 16 2010, 22:59

პირველ რიგში!!! ეს ფორუმი არავისია და ყველასია ამავ დაროულად, თავში მე გარკვევით დავწერე თუ ვინმეს ნადირობის მოწყობა უნდა ფოთში ან სხვა რეგიონში ფორუმელებისათვის, ახალი თემა გახსნას და იქ დადოს ყველანაირი ინფორმაცია, შეგახსენებთ ეს თემა გახსნა იკო1981-მა, რის შემდეგაც მე ტელეფონით ვესაუბრე ბატონ ჭოლას და ვთხოვე შემოეხედა ჩვენს ფორუმზე რათა უკეთ გაგვეცნო ერთმანეთი და გვესაუბრა იმ შეღავათებზე რომლებიც შეიძლება გავრცელებულიყო ოჩოპინტრეს წევრებზე.

პატივცემულო ფორუმის წევრებო, კარგი იქნებოდა რომ ჩემი მოკრძალებული თხოვნა გაგეთვალისწინებინად და ჯერ კარგად გაცნობოდით თემის დაწყება- განვითარებას და შემდეგ გამოგეთქვათ თქვენი მოსაზრებები.

დიდი პატივისცემით.

პოსტის ავტორი: საჩხერე Nov 17 2010, 20:23

ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, კაცს გული ვატკინეთ,კაცი საქმეს იწყებს,ნადირობის სერვიზს გვთავაზობს, ჩვენ კი ფულის დათვლა დაუწყეთ, ვინ გვეკითხება რა გვეკითხება, კაცი გთავაზობს, არ გვინდა ნუ წავალთ ვისაც უნდა ის წავა. მე წელიწადში ათჯერ მაინც დავდივარ ფოთში იხვზე არც პურმარილი მაკლი არც კატერი და არც საცხოვრებელი,არც არავინ მამადლის, მაგრამ სხვის შეწუხება ხანდახან მოსარიდებელია იმიტომ რომ ყველას თავის საქმე აქვს.რას ვემართლებით ამ კაცს? ჩემი ბიძაშვილი თუ რა. მე წარმოდგენა არ მაქვს ვინ ბრძანდება ჭოლა მაგრამ დიდ ბოდიშს ვუხდი. ზოგიერთებისთვი ვიტყვი რომ როცა საშვალება არ მქონდა მარნეულის ელეკტრიჩკას დავყებოდი ძაღლით და თოფით, მაგრამ სხვას ფულებს არ უთვლიდი. მე მჯერა რომ ჭოლა განავითარებს თავის ბიზნეს და საქართველოს ნადირობის კულტურის განვითარებასაც წაადგება.კორექტულობის გამო ბევრ რამეზე თავი შევიკავე ,ალბათ როგორც სხვებმაც. კიდევ ერთხელ პირადად ჩემგან ჭოლას ბოდიში.

პოსტის ავტორი: კახაბერ Nov 17 2010, 20:25

მართალია ეს კაცი (საჩხერე) და მართალი იყო შალვაც

პოსტის ავტორი: ღლიღვა Nov 17 2010, 20:42

ციტატა(sachxere @ 17th November 2010 - 21:23) *
ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, კაცს გული ვატკინეთ,კაცი საქმეს იწყებს,ნადირობის სერვიზს გვთავაზობს, ჩვენ კი ფულის დათვლა დაუწყეთ, ვინ გვეკითხება რა გვეკითხება, კაცი გთავაზობს, არ გვინდა ნუ წავალთ ვისაც უნდა ის წავა.

ციტატა(კახაბერ @ 17th November 2010 - 21:25) *
მართალია ეს კაცი (საჩხერე) და მართალი იყო შალვაც


ბიჭებო თუ ყველაფერს თავიდან დაკვირვებით გადაიკითხავთ მიხვდებით რომ არც ისე წვიმს, როგორც ქუხს.

ერთი რამ ფაქტია - მისია და ესე ვასაღებო გინდა წაიღეთ გინდა არაო !

რაც შეეხება ფერონის პრაისს, რა იკითხა უხერხული ? კაცს აინტერესებს რაში უნდა გადაიხადოს 150 $ დღეში ! რა სასტუმროა,რა კატერია,რა კვებაა ან სად იქნება ეს 3-ჯერადი კვება ? სასტუმროში თუ ნადირობის დროს. და სხვ

ასე რომ ვფიქრობ აქ ამ საკითხის დეტალური გარჩევა საერთოდ არაა საჭირო ! ეგ რეკლამა დევს მაიმარკეტზე და ნებისმიერ მსურველს შეუძლია ამ სერვისით ისარგებლოს ან თუნდაც დააზუსტოს ყველაფერი რაც უნდა!

პოსტის ავტორი: შალვა Nov 17 2010, 21:29

ციტატა(ღლიღვა @ 17th November 2010 - 21:42) *
ბიჭებო თუ ყველაფერს თავიდან დაკვირვებით გადაიკითხავთ მიხვდებით რომ არც ისე წვიმს, როგორც ქუხს.

ჩემო ვასო ზუსტად ისე წვიმს როგორც ქუხს! კიდევ ერთხელ დავწერ. კარგი იქნებოდა რომ ეცლიათ ჩემთვის და ამ ფორუმისა და კლუბის წევრებისათვის ბატონ ჭოლასთან (მართლა არ ვიცნობ) გასაუბრება (მე მოვიპატიჟე ფორუმზე იხილეთ წინა პოსტები) ვისაც რამე არ გინდათ ან არ მოგწონთ კიდევ ერთხელ გეუბნებით გახსენით შესაბამისი თემა და იქ გაარკვიეთ ნერბისმიერ ადგილზე ნადირობის ფასწარმოქმნის საკითხები!
მეტი როგორ აგიხსნათ არ ვიცი, თუ გაიგეთ ძალიან კარგი თუ ვერა ---მაშინ მაპატიეთ ჩემი ბრალია ყველაფერი.

პოსტის ავტორი: ღლიღვა Nov 17 2010, 22:38

შალვა
მეც ეგ ვთქვი რომ აქ მაგის გარკვეს ადგილი არ არისთქო. დანარჩენი კი მეც ერთი ჩემი აზრი გამოვთქვი და გაგძელებას არც ვაპირებ ashh.gif

პოსტის ავტორი: sabo73 Nov 17 2010, 22:50

ბატონებო.

ამ პატიოსან ადამიანს (ჭოლას) თავისი ბიზნესი აქვს, ღმერთმა ხელი მოუმართოს და უფრო მეტად განავითარებინოს.

თუ ჩვენი კლუბისთვის რაიმე შეღავათები იქნება გაკეთებული ამას არაფერი სჯობია.

წყენინება რა საკადრისია, არც არვის უფიქრია მგონი.

ვფიქრობ, რომ საკუთარი აზრების გამოთქმაშიც არაფერი ცუდი. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ მაგ თანხის გადამხდელიც გამოჩნდება. ყველაფერს ყავს თავისი მუშტარი.

ღმერთმა ყველა ჩვენგანსაც მოგვცეს იმდენის საშუალება, რომ უკითხავად გადავიხადოთ საკუთარი სიამოვნებისთვის , ამხელა თანხა. მაგრამ გულზე ხელი დაიდეთ და ალალად აღიარეთ, თუნდაც მარტო საკუთარ თავთან, რამდენია ჩვენს შორის ისეთი ადამიანი ვინც აუღელვებლად გადაიხდის დღეში 150 მწვანე ფულს?


პოსტის ავტორი: feroni Nov 17 2010, 22:56

sabo73

ციტატა(sabo73 @ 17th November 2010 - 23:50) *
წყენინება რა საკადრისია, არც არვის უფიქრია მგონი.

ვფიქრობ, რომ საკუთარი აზრების გამოთქმაშიც არაფერი ცუდი.

ღმერთმა ყველა ჩვენგანსაც მოგვცეს იმდენის საშუალება, რომ უკითხავად გადავიხადოთ საკუთარი სიამოვნებისთვის , ამხელა თანხა. მაგრამ გულზე ხელი დაიდეთ და ალალად აღიარეთ, თუნდაც მარტო საკუთარ თავთან, რამდენია ჩვენს შორის ისეთი ადამიანი ვინც აუღელვებლად გადაიხდის დღეში 150 მწვანე ფულს?

ვეთანხმები, მე ჩემის მხრიდან აღარ დავპოსტავ ამ თემაში რო ზედმეთი უკმაყოფილება არ გამოვიწვიო
ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს!!!

პოსტის ავტორი: დათაბატონი Nov 18 2010, 07:47

ყველა თქვენგანის მიმათ დიდი პატივისცემით

მინდა ავღნიშნო, რომ ზემოთ შემოთავაზებული სერვისი არის ჩვეულებრივი პროდუქტი
და როგორც სხვა ნებისმიერი პროდუქტის პოტენციურ შემძენს ჩვენც გაგვიჩნდა ბუნებრივი კითხვები.
იმედია ბატონი ჭოლაც დამეთანხმება, რომ თავადაც ბრმად არიღებს ნებისმიერ შემოთავაზებას ნებისმიერ პროდუქტზე და არყიდულობს.

ცუდათ არავის არაფერი უთქვამს მემგონი. ისევე როგორც შევდივარ მაღაზიაში და მომეწონება თოფი ვკითხულობ ფასს. თუ ძვირია მაინტერესებს რატოა ძვირი რითია
მის გვერდით დადებულ თოფზე უკეთესი. თუ იაფია ეგეც დამაინტერესებს დავეჭვდები ხარიხზე და ასე შემდეგ...

აქ ბუნებრივი პროცესი წავიდა რაც არუნდა იყოს არანაირად გამაღიზიანებელი არავისთვის
და თუ ვინმეს (არვგულისხმობ კონკრეტულად ბატონ ჭოლას) რაიმეს შემოთავაზება უნდა ამიხსნას რაში რას მახდევინებს მითუმეთეს სერვისი ძალიან სპეციფიური ბიზნესია მას სხვანაირი წარდგენა ჩირდება... ისე უნდა მომანდომო შენი პროდუქტის ყიდვა რომ სესხიც კი ავიღო newsmile05.gif (რავაი მარკეტინგის მასტერკლასი მივეცი newsmile035.gif)

და ბოლოს კიდე ერთხელ გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას და საწყენად ნურაფერს მიიღებთ. თქვენი ძმა და მეგობარი... (ნიკი ქეწეიკითხეთ ახლა) newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ბესო Nov 25 2010, 14:54

"დაიგრალის" დაა?????

newsmile035.gif newsmile035.gif

მოკლედ არც საწყენია არაფერი და არც გასაბუტი "ია ტაკ დუმაიუ" რა ტქმა უნდა ყველას პირადი საქმეა თავის საქმეს და ბიზნესს როგორ და რა ფასად წარმართავს, მაგრამ როდესაც ამას შემოთავაზების ფორმა აქვს და/ან კლიენტის მიზიდვა უნდა ადამიანს, მაშინ რას სთავაზობს ცოტა დეტალებში უნდა დაულაგოს თორემ ბრმად ნაკლებად რომ ვინმე წავიდეს!

არც არავის ვამტყუნებ და არც არავის არ ვამართლებ ორივე მხრიდან გადამეტებული ემოციები იყო ჩემი აზრით, მაგრამ ეს არანაირად არ უნდა გამხდარიყო ფორუმიდან წასვლის ან შეკითხვების უპასუხოდ დატოვების მიზეზი .

ამიტომ ბატონ ჭოლას ვთხოვ, რომ ან ამ თემაშივე გაგვაცნოს თუ რთული არ არის რას სთავაზობს ის მონადირებსა თუ მონადირეეების ჯგუფებს, ან თუ უღცევნია პირადად დავეკონტაქტებით და იქ განვიხილოთ მისი წინადადებებიც და ჩვენი ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებიც!

პატივისცემით,

იშხნელი newsmile045.gif

პოსტის ავტორი: kondoli Nov 25 2010, 17:03

ციტატა(kaparchina @ Nov 16 2010, 22:57) *
მე არ მინდოდა პოლემიკა გამოეწვია ჩემ დაწერილს,.არც ის მიფიქრია რეკლამა გამეკეთებინა..უბრალოდ თემა რომელიც მე მეხებოდა, ჩავთვალე საჭიროდ რომ გამოვხმაურებოდი.
სიმართლე გითხრათ მეგობრულ ტონალობაში მქონდა ეს ყველაფერი დაწერილი,ისე არ ვაპირებ მე დეკლარაციის შევსებას საქვეყნოდ საიტზე ,უბრალოდ იმის თქმა მინდოდა რომ ფირმა რომელიც ოფიციალურია მეტი უჯდება ნადირობის მოწყობა და დაგეგმვა ვიდრე კერძო პირს ან მონადირე მეგობრებს..

ბედნიერ სეზონს გისურვებთ და კარგად ბრძანდებოდეთ


ჩემო მეგობრებო და საყვარელო ხალხო
ეხლა გადავიკითხე ეს პოსტი თავიდან ბოლომდე, და ვერ ვხვდები კამათის აზრს...
ამ ადამიანმა გარკვევით ჩამოაყალიბა თავისი წინადადება, თუ ვინმეს აქვს სურვილი და საშუალება ესტუროს და ინადიროს, დასაძრახი მანდ არაფერი არ არი. თუ არ აქვსა მაგის საშუალება სხვა ხერხს მიმართოს.
P.S. მე ჩემს თხას მინდა 10 ლარად გავყიდი მინდა 150 მწვანედ.
ასე რომ მე აქ საკამათოს ვერაფერს ვერ ვხედავ!!!

პოსტის ავტორი: ბესო Nov 26 2010, 00:26

პროგრამული კოდი
მე ჩემს თხას მინდა 10 ლარად გავყიდი მინდა 150 მწვანედ.


კი მაგრამ თუ რეალურ მყიდველს ეძებ მაშინ უნდა შეეგუო იმ აზრსაც, რომ ის მყიდველი გკითახვს, რატომ ღირს შენი თხა ან ესეთი ძვირი, ან ესეთი იაფიო!

პოსტის ავტორი: კუსა Nov 26 2010, 00:29

ბესო
small3d018.gif გეთანხმები

პოსტის ავტორი: kondoli Nov 26 2010, 15:20

ციტატა(ბესო @ Nov 26 2010, 01:26) *
პროგრამული კოდი
მე ჩემს თხას მინდა 10 ლარად გავყიდი მინდა 150 მწვანედ.


კი მაგრამ თუ რეალურ მყიდველს ეძებ მაშინ უნდა შეეგუო იმ აზრსაც, რომ ის მყიდველი გკითახვს, რატომ ღირს შენი თხა ან ესეთი ძვირი, ან ესეთი იაფიო!


მაგ ფასიდან ჩანს, რომ მას ყავს კლიენტები, რომლებიც იხდიან არსებულ თანხას და თუ კი ვინმე დაინტერესდება იმასაც დიდი სიამოვნებით მიიღებენ.
მე პირადად ვერც (და არც) მაგ თანხის გადამხდელივარ და ვერც სხვა, გინდაც მსგავსი მომსახურების ან და კერძო ნაკრძალებში რომ არის, გაგრამ არაფერს არ ვამბობ. იმიტომ რომ ეგ მაგათი საქმეა და ღმერთმა ხელი მოუმართოთ. ტყუილი ემოციების ფრქვევაა...

პოსტის ავტორი: ვიტო Nov 26 2010, 18:08

რაღაც გამიტყდა პოსტების გადაკითხვის მერე, ვიცი ეხლა არ უნდა ვაგრძელებდე
ამაზე საუბარს მაგრამ არ შემიძლია არ ავღნიშნო.

აქ ბიჭები სისტემატიურად დავდივართხოლმე ფოთისკენ სანადიროდ და მე
ჯერ არ მახსოვს რომ როდესმე ჩემი ხარჯი 200 გელაზე ნაკლები ყოფილიყო,
ეგეც ჩვეულებრივი შემთვევების ხარჯები, არავითარი თავზე გადასვლა და ღრეობა,
ამ დალოცვილმა მთლიან სერვისში 150$ მოითხოვა და არამგონია რომ
რამე სიძვირეზე ვსაუბრობდეთ საერთოდ, ასეთი ლოგიკით მაღაზიაში
რომ სიგარეტს ვყიდულობთ იქაც უნდა ჩავეძიოთ გამყიდველს რამდენია
ასაღები ფასი ან საგადასახადოში რამდენს იხდის ერთი ღერიდან ან კიდევ
თითონ რამდენი რჩება.

იმასაც დავამატებ რომ შეიძლებაferoni-ის ჩაძიებაც ცოტა მძიმედ იყო აღქმული,
მგონია რომ უბრალო გაუგებრობა მოხდა და ყველაფერი დალაგდება

პატივისცემით

პოსტის ავტორი: Maverick Nov 26 2010, 18:12

QUOTE (ვიტო @ Nov 26 2010, 19:08) *
რაღაც გამიტყდა პოსტების გადაკითხვის მერე, ვიცი ეხლა არ უნდა ვაგრძელებდე
ამაზე საუბარს მაგრამ არ შემიძლია არ ავღნიშნო.

აქ ბიჭები სისტემატიურად დავდივართხოლმე ფოთისკენ სანადიროდ და მე
ჯერ არ მახსოვს რომ როდესმე ჩემი ხარჯი 200 გელაზე ნაკლები ყოფილიყო,
ეგეც ჩვეულებრივი შემთვევების ხარჯები, არავითარი თავზე გადასვლა და ღრეობა,
ამ დალოცვილმა მთლიან სერვისში 150$ მოითხოვა და არამგონია რომ
რამე სიძვირეზე ვსაუბრობდეთ საერთოდ, ასეთი ლოგიკით მაღაზიაში
რომ სიგარეტს ვყიდულობთ იქაც უნდა ჩავეძიოთ გამყიდველს რამდენია
ასაღები ფასი ან საგადასახადოში რამდენს იხდის ერთი ღერიდან ან კიდევ
თითონ რამდენი რჩება.

იმასაც დავამატებ რომ შეიძლებაferoni-ის ჩაძიებაც ცოტა მძიმედ იყო აღქმული,
მგონია რომ უბრალო გაუგებრობა მოხდა და ყველაფერი დალაგდება

პატივისცემით

ვიტო
150 მწვანე დღეში newsmile042.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Nov 26 2010, 18:15

Maverick
სამაგიეროთ all შედის

პოსტის ავტორი: Maverick Nov 26 2010, 18:16

newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif ხოო, მაშინ ხოო თუ ALL არისnewsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif:D newsmile035.gif newsmile035.gif

რაის ALL, რის ALL

პოსტის ავტორი: ვიტო Nov 26 2010, 18:19

ქართველო სრული პაკეტია, კატაობიან ჭამიან დაბინავებიან გამოცილებიანად

პოსტის ავტორი: sabo73 Nov 26 2010, 23:03

ციტატა(ვიტო @ Nov 26 2010, 19:19) *
ქართველო სრული პაკეტია, კატაობიან ჭამიან დაბინავებიან გამოცილებიანად


ჰო და რიკოთზე შესვენება-პურის ჭამიანად. http://www.SmileS.ge http://www.SmileS.ge
მომყავს ციტატა, სარეკლამო განცხადებიდან.http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&product_id=938941

ფასები: სანადირო სახლი, სამჯერადი კვება და კატერი მონადირე გამყოლით (მთელი დღის ნადირობა,ასევე დილა საღამოს გადაფრენა და ჩუჩელებით ნადირობა) შეადგენს 150 $ (ექვივალენტი ლარებში) ერთ კაცზე 1 დღეში

და შენი 200 გელა, რამდენ დღეზეა გაწერილი?

პოსტის ავტორი: ღლიღვა Nov 27 2010, 03:51

ციტატა(sabo73 @ 27th November 2010 - 00:03) *
და შენი 200 გელა, რამდენ დღეზეა გაწერილი?
ა ეტო ინტერესენო !!! აბა იკისრა ეხლა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნოსო Nov 27 2010, 08:57

კარგით რა ხალხნო რაზე მიდის კამათი მაიც ვერ გავიგე, საერთო ჯამში ძვირია,თუმცა აქ შემოთავაზებული პროდიქტი რა სიზუსტით გატარდება იმის გათვალისწინებით შეიძლება ფასზე დალაპარაკებაnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: შალვა Nov 27 2010, 12:30

ნოსო
newsmile027.gif მართალი ხარ ნიჭიერო!

პოსტის ავტორი: გოგა Nov 27 2010, 13:02

ციტატა(giorgixomeriki @ 27th November 2010 - 09:57) *
კარგით რა ხალხნო რაზე მიდის კამათი მაიც ვერ გავიგე, საერთო ჯამში ძვირია,თუმცა აქ შემოთავაზებული პროდიქტი რა სიზუსტით გატარდება იმის გათვალისწინებით შეიძლება ფასზე დალაპარაკება

ოოო აი მესმის,კაცს ეტყობა უკვე რო თანამდებობის პირია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Nov 27 2010, 19:02

sabo73
ჩვენ მივდივართ პარასკეობით და სრული ნადირობა გამოდის ხოლმე მარტო შაბათს...

ერთი ეს გამაგებინეთ იმ კაცისგან რა გინდათ? ჩემი ამ ფასში რომ გამოდის იმანაც ეგრე გინდათ დაგისვათ?

პოსტის ავტორი: sabo73 Nov 27 2010, 22:42

ვიტო

ჯოოოო იმ კაცისგან არაფერი არ მინდა. მინდა მხოლოდ ის , რომ ჩემი ხარჯები იყოს მინი და დროით მაქსი.....................


ეტყობა თქვენც ეს არ გინდათ არა?

პოსტის ავტორი: ბესო Nov 28 2010, 12:21

ციტატა(vito @ 26th November 2010 - 19:08) *
მთლიან სერვისში 150$ მოითხოვა და არამგონია რომ
რამე სიძვირეზე ვსაუბრობდეთ საერთოდ



მაგას დაუმატე კიდევ გზის ხარჯები1

პოსტის ავტორი: kondoli Nov 29 2010, 09:25

ციტატა(sabo73 @ Nov 27 2010, 23:42) *
ვიტო

ჯოოოო იმ კაცისგან არაფერი არ მინდა. მინდა მხოლოდ ის , რომ ჩემი ხარჯები იყოს მინი და დროით მაქსი.....................


ეტყობა თქვენც ეს არ გინდათ არა?


ochom-dagchipos.gif
წადი "-თ" და ინადირე "-თ", სხვა საფიქრალი არ გაქვთ ხალხო, ნუ გაუ.....კეთ იმ კაცს საქმე!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
მართლა მაგრა ტეხეავს.


დიდი პატივის ცემით და თხოვნით, ადმინებო დახურეთ ეს თემა, ჭორაობას ემსბავსება.

პოსტის ავტორი: ბესო Nov 29 2010, 09:45

daxurulia.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)