გამარჯობათ!
დიდი ხანია იდეა მაქვს სახელმძღვანელო ვიდეო გავაკეთო იხვზე ფიტულებით და საერთოთ იხვზე ნადირობაზე, მე ვიდეო კამერების და ოპერატორობის არაფერი გამეგება და ამიტომაც აუსრულებელ ოცნებათ მრჩება ეს იდეა!
თხოვნა მექნება კლუბ ოჩოპინტრესთან, იქნებ ამიბათ მხარი და ერთობლივად გავაკეთოთ, დარწმუნებული ვარ ბევრი ახალბედა მონადირისთვის სასარგებლო იქნება ეს ფილმი!
ამ ფორუმზე და კლუბშიც ბევრი ნიჭიერი ადამიანია და ალბათ ოპერატორიც მოინახება და მონტაჟორიც, იხვებს, ფიტულებს, საყვირს და ფოთში რამოდენიმე კაცზე (ნუ რამდენიც ჩემ სახლში დავეტევით) ჩემზე ვიღებ, კატერსაც ვიშოვი, მოკლედ ფოთს ჩემს თავზე ვიღებ დანარჩენი აგერ ვართ და თუ სურვილი გექნებათ ერთად გავაკეთოთ ეს სასარგებლო საქმე, თუ არა და მომიწევს ისევ მარტო წვალება!
ფრინველს თუ იღებთ თქვენ თავზე რომ იქნება
feroni
იდეა კარგია კი არადა შესანიშნავი
გეთანხმები მონტაჟორების სპეცებიც გვყავს მარა აი ოპერატორების რა მოგახსენო , ჩვეულებრივი კამერით უაზრობა იქნება ალბათ რომ გადაიღო უფრო რამე კარგი კამერა იქნება საჭირო ...
ჰერცოგი
ვიდეოსთვის საკმარის იხვს მოვნახავთ დამიჯერე
ალთაზარ
ზუსტად მაგ საკითხში მჭირდება დახმარება, იქნებ საერთო ნაცნობობით მოვახერხოთ რამე
დიდი ოპერატორობა მაგ საქმეს არ ჭირდება, სტაციონარული კამერა გვინდა ერთი ორი და ერთიც მოძრავი, რათქმაუნდა ჩუბინი მსროლელებიც გვჭირდება, რომლებიც მრავლად არიან კლუბშიც და ფორუმზეც
feroni
სურვილი კი მაქვს, დროის ამბავში თუ მოვახერხე გავუწევ ორგანიზებას
ჯეკოს აქვს GoPro, მეც შემიძლია ვითხოვო კიდევ 1 GoPro, ასევე მე მაქვს HD-ვიდეო კამერა (შიდა ვინჩესტერზე), აგერ gagrinski-ც ნახავს რამე საინტერესოს, მოკლედ თუ ჩემი თავი და კამერა დაგჭირდებათ თქვენს გვერდით მიგულეთ, ოღონდ შაბთ-კვირას
Go Pro არ გამოდგება მანდ
Davitus
ვარუმ?
კუთხა
განათება უნდა ზეიდეალური, ფართო კუთხის გამო, შორს არ ჩანს ბევრი არაფერი
Davitus
ხო, ეგ თავისთავად, მე ექსტრემალური კადრების გადასაღებად ვიგულისხმე, ანუ შიგადაშიგ პირველი პირიდან რომ იყოს კადრები
feroni
კარგი აზრია. მაგას კარგი კამერებიც უნდა, კარგი მომზადებაც და კარგი შემსრულებლებიც. მთავარია დრო გამოვნახოთ და კამერები. კაერგად უნდა მოფიქრება წინასწარვე ყველაფერს
კუთხა
მაშინ იხვს მოვაბათ, და ტყვია რომ ხვდება ის კადრი სლოუ მოუშენით გავუშვათ
feroni
მე თქვენს გვერდით ვარ ვიდოე კამერაც მაქვს ქენონი 7დ-ეც მაქვს მალე გო პრო მექნება
პადსადნოი იხვებიც მყავს და კატერიც არის თან ორი ასე რომ ამ საქმეში თქვენს გვერდით ვარ პალიასტომიც კარგად ვიცი და მიმდებარე ტერიტორიებიც
Davitus
კარგი აზრია
ძამა
ოპერატორებიც გეყოლება შენ
რა დროისთვის მოვიფიქრებთ ეგ არის საკითხავი. ვეტყვი ჩემს ძმას, არის პროფესიონალი ოპერატორი (ამჟამად რეჟისორის ასისტენტი), ალაბათ კამერებსაც გააძრობს შესბამისი უძრავ-მოძრავი ინსტრუმენტებით.ეგეთი რაცხეები არ ეშლება. მთვარია ეცალოს სამსახურიდან.
გაიხარეთ ბიჭებო და დიდი მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის, დარწმუნებული ვარ კარიგი რამე გამოგვივა, ჩვენ თუ არა მომავალ თაობებს ნამდვილად გამოადგება ეს ვიდეო!
ჭალიმგელა
გეთანხმები კარგად უნდა ამ საქმეს დაგეგმვა, ყველაფერი წინასწარ უნდა ვიცოდეთ რას ვაკეთებთ და როდის, შეხვედრაც არ იქნება ურიგო, ასე მხოლოდ მიმოწერით ცოტა ძნელია ყველა დეტალის დაზუსტება!
ძამა
კატერები ძალიან კარგია, პალიასტომს რაც ეხება მანდ ვარ გაზრდილი და თუ კარგად იცი იქაურობა ერთად მოვიფიქროთ სად და როგორ ვინადიროთ, ნუ ეს იხვზეც არის დამოკიდებული, ხშირად იცვლის ადგილებს, თუმცა რას გიხსნი გეცოდინება ყველაფერი!
საბო
ძალიან მაგარია, პროფესიონალის რჩევები და პრაქტიკა აუცილებლად გამოგვადგება!
ეხლა რაც შეეხება დროს
მე პირადად, როგორც იტყვიან პულსზე მიდევს თითი და ყოველდღიური ინფო მომდის ფოთიდან, ასე რომ როგორც კი იხვი კარგად შემოვა შეგვიძლია წავიდეთ, ადრეც შეიძლება წასვლა მაგრამ მეტი დამაჯერებლობისთვის იხვის რაოდენობა გვჭირდება.
მე ნოემბრის ბოლოს ან დეკემბერს ვფიქრობ, სავსე მთვარეს რომ დავამთხვიოთ კიდევ უკეთესი, მთვარის შუქზეც ვინადირებთ ტყეში, ვიცი მანდ კარგი ნაჭარი ტყეები დიდი ხ**ელებით სადაც მთელი ღამე იხვი მოძრაობს და ჯდება!
feroni
შეხვდრის დრო და ადგილი მოიფიქრე და მოვილაპარაკოთ აუცილებელიცაა წინასწარ რომ დავგეგმოთ ორპირის და ნიკალას ტყეში შარშან მე გავჭერი კაი ადგილები
შკერნალის ტბა თუ იცი იდეალურია მაგრამ ბევრს იქ შესვლა უჭირს და გაძლება რავიცი მე დაგეხმარებით მაგრად მთელი დეკემბერი წელს იქ ვაპირებ ყოფნას
ძამა
შკერნალში შესვლა სახუმრო საქმე არაა, თანაც ვინც ჭაობში სიარულს მიჩვეული არ არის მათთვის ხომ საერთოდ, ამას დამატებული აღჭურვილობაც.
ადგილი შეხვედრის დროს დავგეგმოთ ან იქვე ფოთში, ცხელ კვალზე.
ეხლა რაც შეეხება ჩვენს შეხვედრას, როცა იტყვით სადაც იტყვით იქ შევხვდეთ ოღონდ 1-2 დღით ადრე უნდა ვიცოდე, რომ არაფერი დავგეგმო. კლუბის ბიჭები ხშირად ხვდებით ერთმანეთს და კარგი ადგილიც გეცოდინებათ სადმე, ოღონდ ისეთი ავირჩიოთ, რომ ოჩოპინტრეს სადღეგრძელოც ითქვას
(გამოუსწორებელი ლოთი ვარ რააა )
feroni
მოიფიქრე წამოწყება კარგი ქონდა და შენ დაგეგმო ჯობია
ჩემი რჩევა თუ არ გამოგადგებათ არც შეგიშლით-ნებისმიერ ფრინველზე ნადირობა არის სპეციფიური გადასაღებად, ყველაზე მეტად ოპერატორებს სწორედ მოძრავი ობიექტის გადაღება არ უყვართ, აგერ მიშას მაგალითს მოვიყვან ერთი კფოტო კამერა ჯოხი შტატივით და ერთი გო პრო სრულიად საკმარისია, აქ აზრი გამოითქვა გო პროზე გაშლის კუთხეზე და სიშორეზე, ვისაც უნდა დარწმუნდეს გო პროს შესაძლებლობებში ეს ლინკი ნახოს
http://www.youtube.com/watch?v=cH9X4u-TWMA
09 00 დან 09 15 ნახეთ გო პროს გაშლა თან პირველი თაობის იყო ეს ფილმი რომ გავაკეთე, ახლა უკვე საოცრებები შექმნა მაგის მწარმოებელმა კომპანიამ
gagrinski
შენი დახმარება ამ საქმეს დაჭირდება რათქმაუნდა და არც გამოვა შენს გარეშე
gagrinski
ამ ფილმში ბევრი რამ არის გადასაღები, მოძრავ სამიზნეზე სროლა ერთ ერთია!
იგივე ფიტულების განთავსება, ადგილის შერჩევა და სხვა ბევრი რამ, მხოლოდ გოპროთი ვერ გავალთ მემგონი ფონს!
ისე კარგი რამეა ეგ, უშუალოდ სროლის პროცესს და მოახლოებულ იხვებს კარგად გადაიღებს მემგონი!
შეიძლება ვცდები კიდევაც, ხო ვამბობ დიდად არაფერი გამეგება კამერების და ფოტო ტექნიკის
Davitus
დავით იხვზე მინადირია დილიდან საგამომდე ეგეთ განათებულშიც და მზიანშიც ეგ არ არის პრობლემა და იმედია ახალი გოპრო-ც მალე მექნება
ძამა
წავედით მაშინ, ჩემი მობილური ძაან მაგარ ვიდეოს იღებს
აფხაზეთის ხმა კამერებიან ოპერატორებიანა ჩვენს გვერდითაა. თუ სურვილი იქნება რამოდენიმე გადაცემის ჩაწერაც შეიძლება არა მხოლოდ ნადირობაზე.
მეგობრებო იქნებ ამ კვირაში მოვახერხოთ შეხვედრა, რას იტყვით?
Davitus
წავეით
ჰა ბიჭებო შევხვდეთ ვიკენდზე, თუ რას ვშვებით?
თუ არა, წავალ მაშინ შეუვლი ისევ იხვებს
feroni
ამ წუთას ზუგდიდში ვარ და ისეთი ცხელა... დეკემბერსაც არ ველოდებით?
ამ ვიკენდზე კი იცი რაც ხდება და შეიძლება იხვებიც არჩევნებზე იყვნენ და ჩაგვეშლება ყველაფერი )))
Davitus
ოკაი დავით, დეკემბერს კი ველოდებით მაგრამ იქამდე ბევრი რამ არის გასაკეთებელი!
არჩევნებზე არ მიფიქრია რადგან არჩევანი არ მაქვს! ასე რომ ძაღლი მიაკვდათ მაგათ სუყველას სულში
მოკლედ ჩაიძირა თემა, მეც მესმის ზაფხულია და რა დროს იხვიაო, მაგრამ მაინც წამოვწევ იქნებ ენთუზიასტებმა დავგეგმოთ რამე წინასწარ
აუ სამწუხაროა, მეც და ძაან ბევრი ნოვოჩიკი ველოდით ამ ვიდეოს, ისე თუ რამე შემიძლია ყველანაირად გვერში დაგიდგებით
აჰა კიდევ ერთხელ წამოვწევ თემას თორე იხვები, რომ მოფრინდებიან მერე ვიდეო კამერებისთვის და გადაღებებისთვის არავის ეცლება სამწუხაროდ!
პირველი პარტია ჩამოფრინდა უკვე ფოთში და ამ თემას კიდევ ძინავს
გუშინ ვიყავით გასული და მხოლოდ ცოტა ლისუხებია ჯერ არააა იხვი
ეს ამბავი მე არ დამვიწყებია
თქვენ გვერდით მიგულეთ
ნოსო
არის ნოსო არის, ორი დღის წინ შავღელეში აიყვანეს 12 ცალი, მაღლა უფრო მეტი იქნება
ძამა
არც თავადის შვილი ვარ და არც რაინდი ასე რომ შენობითაც წავა
დიდი იმედი მაქვს პირადად შენი, თუ ვიდეოს არ გადავიღებთ ვინადირებთ მაინც ერთად, ჩემიპიონატი ახლოს არის და იქ გავიცნობთ ერთმანეთს, თან კარგად გცოდნია ჩემი მშობლიური მხარე და ბევრი გვექნება ერთმანეთისთვის გასაზიარებელი
feroni
უფ ნოსო მადაურებობის მამა მზერით კლავს იხვებს ლაზერი უყენია თვალეებში ასერომ იცის რა ეგ თემა
სადამ არ აცივებდა მაგ მხარეს არ აქს აზრი ნადირობას 15 გრადუს სიცხეში იხვზე ნადორობა როგორ გამოვა დეკემბერში არ ვიცი
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)