თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სხვა თემები _ ძველებური ვერცხლის მონეტები

პოსტის ავტორი: LeoTaso Dec 13 2012, 13:23

რამოდენიმე დღის წინ, სახლში ძველმანებში ქექვისას წავაწყდი ამ ორ მონეტას.
როგორც შემდგომში გაირკვა ცხონებული ბიძაჩემის დანატოვარია. სავარაუდოდ ვერცხლია, დამწერლობა არაბულს გავს.

მაინტერესებს რაიმე ღირებულება თუ გააჩნია.

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Dec 13 2012, 13:43

რას დაამშვენებდა ჩემ კოლექციას!
სავარაუდოდ ფასი უნდა ჰქონდეს გასარკვევია ნუმიზმატებში.ოღონდ აფერისტებს არ გადაეყარო და მშრალ ხიდზე არ მიხვიდე!

მოკლედ თუ გაირკვევა რომ ფასი არ ექნება იგივე წონის ნიკალაშკაში ან ვერცხლში გადაგიცვლი!

მაგრამ მგონია რომ ფასი უნდა ჰქონდეს

პოსტის ავტორი: LeoTaso Dec 13 2012, 13:46

T A M P L I E R

ციტატა(nika @ 13th December 2012 - 14:43) *
მოკლედ თუ გაირკვევა რომ ფასი არ ექნება იგივე წონის ნიკალაშკაში ან ვერცხლში გადაგიცვლი!

ისე გაჩუქებ შე ოხერო შენა newsmile05.gif

იცი რას ვერ ვხვდები, დაჭეჭყილი რატოა?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Dec 13 2012, 14:23

LeoTaso
არა არ მინდა ჩუქება!ვფიქრობ კაი კოლექციონერი უნდა დაინტერესდეს მაგეებით!


მერე თუ არ ივარგა მერე მაჩუქე კაი ჰა D.gif


დაჭეჭყილი არ არის ეგეთი ჩამორტყმაა
ადრე ეგრე კეთდებოდა ეხლა როა სტანოკები ეგრე კი არ იყო ადრეც D.gif D.gif

პოსტის ავტორი: LeoTaso Dec 13 2012, 15:21

T A M P L I E R
ხოდა თუ არ დაინტერესდა მაგ შემთხვევაში გაჩუქებთქო, ჯერ არა D.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Dec 13 2012, 15:22

ფასი უეჭველი ექნება ძველებური მონტებია მუზეუმსჰი ან კატალოგსჰი უნდა ინახოს და გაირკვევა რას წარმოადგენს

პოსტის ავტორი: LeoTaso Dec 13 2012, 16:21

hunter777

ციტატა(irakli fofxadze @ 13th December 2012 - 16:22) *
ფასი უეჭველი ექნება ძველებური მონტებია


მეც ეგრე ვფიქრობ, მაგრამ ბრმათ არ მინდა ვინმესთან "მივაჭრა", გოიმიზაციის მსხერპლი არ მინდა გავხდე newsmile05.gif




თუ ვინმე იცით სპეციალისტი, ან თავად ერკვევით შემეხმიანეთ.

პოსტის ავტორი: Bonehill Dec 13 2012, 17:59

საინტერესო რამეებია newsmile05.gif

წარმატებები

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Dec 13 2012, 21:19

LeoTaso
ჯანაშიას მუზეუმში მიდი, კინო რუსთაველის გვერძე, იკითხე ნუმიზმატიკები და უცებ გაგცემენ პასუხს, მანდ ტყუილი არ მოსულა......
ისე ჯერ ერთი მიიტანე, არ თქვა მეორეაო, იქნებ და დიდ ეგვიპტელ ფარაონს კუკიელმა ჯიბგირებმა ამოაცალეს სარკოფაგის მარჯვენა უჯრიდან და.....
ხო რავიცი, მაინც თავს გაუფრთხილდი newsmile045.gif

პოსტის ავტორი: DATKA Dec 13 2012, 21:30

ისე ვიზუალურად ვერცხლს გავს. ნეტა რა აწერია ზედ?


ნუკრიMax
ხოო თუ მასეა მაშინ ეგვიპტეს პირამიდაში შევლისას როგორს მეტროში ისეთი შესასვლელი იყო და ეს ჟეტონები იყო D.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Dec 13 2012, 21:32

ციტატა(DATKA @ 13th December 2012 - 22:30) *
როგორს მეტროში

აბა შენა ხარ, მაგ დროს მეტრო სად იყო, მატარებლის შოფრები სად ყავდათ...

პოსტის ავტორი: zaurich Dec 13 2012, 21:52

საღამო მშვიდობის,მაპატიეთ შემოგეჭერით,მაგრამ ვერ მოვითმინე,მონეტების ცოტა რამ მესმის,ეგ ჩემი აზრით,მე-13 საუკუნის დასასრულიდან მე-14 საუკუნის შუა წლებამდე მოჭრილი მონღოლთა ბატონობის დროინდელი ჰულაგუიდური დრამებია,მოძრაობაში იყო საქართველოში და მიმდებარე ქვეყნებში,აუცილებლად გადაამოწმეთ!!!!

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Dec 13 2012, 21:53

zaurich
რამდენად ფასეულია??

პოსტის ავტორი: zaurich Dec 13 2012, 21:56

ფასის თქმა ძნელია,კოლექციონერებში უნდა იკითხოთ,ისე მაგ წონის ვერცხლზე ბევრად ძვირი უნდა იყოს!!!

პოსტის ავტორი: game 91 Dec 13 2012, 22:08

ვერცხლს რა ფასი აქვს, იმის დასადგენად წარმოადგენს თუ არა ძვირფას ნივთს, ის არის დასადგენი რამდენად იშვიათობას წარმოადგენს, თუ ამგვარი რამ უამრავია როგორც მუზეუმებში ისე პირად კოლექციებში, მაგის ფასი სამციფრა რიცხვს არ გასცდება თავში რო 1 უწერია. ისე წესით შუასაუკენეები ძვირფასეულობით არ არის განთქმული და შეილება წარმოადგენდეს კიდეც ეგ მონეტები მატერიალური ფასეულობით რამეს.

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Dec 14 2012, 00:39

რაც შეეხება ვერცხლს..ნამდვილად ვერცხლია..თუმცა ეგ არ არის მთავარი. როგორც მე ვიცი..არაბული დამწერლობით ფასეულია. მაგ კონკრეტულ მონეტებზე არაფერი ვიცი..მაგრამ ნამდვილად გადასამოწმებელია. ჩვენი კლუბელი შალვას ძმაკაცი დათო(ეგეც ჩვენი ფორუმელი დათო ბუ) ერკვევა მაგ ყველაფერში.(მეც მაგსიგან ვიცი..რომ არაბული წარწერებით ფასეულია) მაგი გაგარკვევს. ან მართლა მუზეუმში ანახე. ჯანაშიაც წავა და ხელოვნების მუზეუმიც(პუშკინზე რომ არის) ყველაზე ზუსტად მანდ გეტყვიან.

პოსტის ავტორი: LeoTaso Dec 14 2012, 12:34

შუასაუკუნეები საინტერესოა thinking.gif

ამ კვერაში ვერა, მაგრამ უახლოეს დღეებში აუცილებლად მოვინახულებ მუზეუმს. მოვლენების განვითარებასაც გაგაცნობთ.

პოსტის ავტორი: LeoTaso Mar 11 2013, 15:36


დღეს ვიყავი მუზეუმში, კინოთეატრ რუსთაველის გვერდით.

ექსპერტების დასკვნა:

http://www.radikal.ru

ესეც მეორე (არადა მე იდენტური მეგონა newsmile040.gif )

http://www.radikal.ru


ჩვენ მუზეუმს ანალოგიური ნიმუშები აქვს და შესაბამისად არ გვაინტერესებსო, კერძო კოლექციონერებში უნდა გაიკითხოოო

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 11 2013, 17:37

ვა ხო გითხარი კაი ძველი იქნებათქო newsmile05.gif
მიახლოებითი ფასები არ უთქვიათ?

ფორუმ.გი-ზე მოიკითხე და მიგასწავლიან ნუმიზმატებს

პოსტის ავტორი: LeoTaso Mar 11 2013, 18:02

T A M P L I E R

ციტატა(nika @ 11th March 2013 - 18:37) *
მიახლოებითი ფასები არ უთქვიათ?


არ უთქვამთ. მშრალ ხიდზეც ხომ არ მესინჯა? თუ არ ღირს?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 11 2013, 18:34

აფერისტების ბუდეა მანდ!ვინმე ცოტა უფრო სანდო ნახე

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Mar 11 2013, 18:36

მშრალ ხიდზე აფერისტების ბუდეა, ჯობია ფორუმ.გე ზე შეხვიდე და იქ გაგარკვევენ ყველაფერში.....

T A M P L I E R
იგივეს წერდი ? newsmile090.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 11 2013, 18:37

შენ გასიებულ თავში კი ვიცი რაც ხდება D.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Mar 11 2013, 18:42

ნანახი გაქვთ ხალხნო ამის თავი? D.gif

პოსტის ავტორი: შალვა Mar 11 2013, 21:04

ჩვენ ფორუმელს დათო ბუს ვეტყვი შემოვიდეს და შეაფასოს!

პოსტის ავტორი: LeoTaso Mar 11 2013, 23:02

შალვა

ციტატა(shalva @ 11th March 2013 - 22:04) *
ჩვენ ფორუმელს დათო ბუს ვეტყვი შემოვიდეს და შეაფასოს!


კარგი იქნება.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 12 2013, 00:18

ციტატა(Nukry @ 11th March 2013 - 19:42) *
ნანახი გაქვთ ხალხნო ამის თავი?

კარგი ეხლა თავს ნუ ემართლები ხალხს D.gif

პოსტის ავტორი: sakheli Nov 14 2013, 18:12

ფასეულობა დამაინტერესდა ხომ არ გაურკვევია ავტორს?

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)