თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სხვა თემები _ უცნაური შემთხვევები

პოსტის ავტორი: general Apr 26 2014, 15:32


http://postimg.cc/image/bitlzpqcj/

ესეიგი: დღეს დილით 6:15 წუთზე. წერეთელზე სამსახურიდან ვბრუნდებოდი ღამის გათენება მომიწია. ხოდა სანამ ჩემს ავტომობილთან მივიდოდი ეს კოხტა და დაბნეული მწყერუკა შევნიშნე პირდაპირ ასფალტზე. წავეპარე და აჰაა...

http://postimg.cc/image/9h2oxbfeb/

არვიცი გადმოფრენის დროს მოუვიდა რამე თუ რა ხდება. ისე სუნი არ აქვს ფერმის მწყრის და არც ზომითაა დიდი. ასე რომ ასეთი ამბავი გადამხდა.

P:S პატარა დაზიანება ვუპოვე გულთან და პაწა ვუმკურნალებ და თუ გადარჩა დავუბრუნებ დედა ბუნებას, სეზონის გახსნამდე..... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: kajuberi Apr 26 2014, 15:35

რას არ გაიგებს კაციი.ნეტა სეზონზეც მაგდენი იყოს.წერეთელს არ გავცდებიი D.gif D.gif


პოსტის ავტორი: jaba_gugesha Apr 26 2014, 15:36

ე.ი წერეთელზე გავატარებ ძაღლს. იქნებ აუფრინდეს რამე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Apr 26 2014, 15:39

აბა ხალხო რა გინდათ ბოდბე -მაღაროში აქვე ყოფილან მწყრები D.gif

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Apr 26 2014, 15:53

რამდენიმე წლის წინ ჩემი კორპრუსის წინ..პატარა ბალახში იჯდნენ მწყერები საკმაო რაოდენობით. ღემე დაჯდა ეტყობა პატარა გუნდი. ისიც თქვეს თვითმხილველებმა ზოგი კორპუსს ეჯახებოდაო. მოკლედ..ალბათ ავარიული პასადკა მოუწიათ. D.gif

პოსტის ავტორი: Davitus Apr 26 2014, 16:17

ასეთ ამინდებში იცის ხოლმე, მეც მყავს ქალაქში ნანახი უჩვეულო ადგილას, ოღონდ მე ვერ დავიჭირე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Apr 26 2014, 16:32

წარმოიდგინეთ ფანჯარასთან რომ ზიხართ კაი სავარძელში წინ კაი ყავა და შავი მარლბორო, სვავთ ყავას აყოლებთ სიგარეტს ტელევიზორში ბარსელონა რეალს უგებს სამით ნოლს, გვერძე კაი შეკრული იჟდვაცატსემი და დროდადრო მწყერს ვესვრით kiss.gif კამფეტ D.gif

პოსტის ავტორი: kajuberi Apr 26 2014, 16:34

ოცნებას კაცი არ მოუკლავს ხომ იცი? D.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Apr 26 2014, 16:35

kajuberi
კი როგორ არა D.gif მოიცა ეგ ბარსელონა რეალს ხომ არ ეხებოდა? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: kajuberi Apr 26 2014, 16:37

არა სავარძელის და მწყრის ძმაკაცობას D.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Apr 26 2014, 16:41

ხუმრობით თორემ მწყერზე ადვილი სანადირო ობიექტი მე არ არმეგულება(მეზობლის ქათმებს არ ვთვლი) D.gif

პოსტის ავტორი: general Apr 26 2014, 16:49

Davitus
ხო მაგას ვამბობდი ზუსტად დავით. ამ დროს შემოდის წვიმაა და ჭექაქუხილი ავარიული დაშვება იყო მემგონი newsmile05.gif
წყალი დალია, პასკის ნამცეცები ვაჭამე, აღდგომაა მაინც... D.gif

პოსტის ავტორი: baroni Apr 26 2014, 17:02

ციტატა(general @ Apr 26 2014, 17:49) *
Davitus
ხო მაგას ვამბობდი ზუსტად დავით. ამ დროს შემოდის წვიმაა და ჭექაქუხილი ავარიული დაშვება იყო მემგონი newsmile05.gif
წყალი დალია, პასკის ნამცეცები ვაჭამე, აღდგომაა მაინც... D.gif

D.gif D.gif

კვერცხიც გაასინჯე იქნებ ესიამოვნოს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: nik@a Apr 26 2014, 17:10

მაგარი უცნაური ხალხი ვართ ეს მონადირეები, ერთხელ მეც მყავდა დაჭრილი მწყერი და ვერ მოვკალი, ექიმებთან ვარბეინე და გავუშვი :დ ახლა კიდევ გენერალა , არა და სეზონზე ათეულობით და ასეულობით მოგვიწევს დახოცვა D.gif

პოსტის ავტორი: general Apr 26 2014, 17:32

ციტატა(giorgi vardosanidze @ 26th April 2014 - 18:02) *
კვერცხიც გაასინჯე იქნებ ესიამოვნოს

კვერცხი არა წითელიაო.... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Apr 27 2014, 00:03

nik@a
დასტურ. ყველა ნამდვილი მონადირე ეგრეა. რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს. არსენიევს უწერია თავის მოგონებებში. ტაიგაში ნადირობისას გამოუხტა შავი მელია. ესროლა და გამაზა. გადატენა და დაედევნა. ბოლოს ისეთ ადგილას მიიმწვდია.. ან ამას უნდა მოეკლა..ან მდინარეში გადამხტარიყო მელია. მელია გადახტა მდინარეში..მაგრამ მეორე ნაპირზე ვერ ავიდა..ყინულის გამო. მელია წვალობდა და დაიღალა..უკვე იხრჩობოდა. ამან მაგარი ნერვიულობა დაიწყო. უკვე ის მოუნდა..რომ გადარჩენილიყო. ყველაფერი მიყარა და გრძელ ტოტს დაუწყო მოჭრა. ყინულებიან მდინარეში შევიდა და ჯოხი გაუწოდა.რომ კბილებით მოჭიდებოდა. მოკლედ..მაგარი იწვალა..მაგრამ ამოათრია ბოლობოლო. მელია რომ გაიქცა...ესეც სახლში წამოვიდა.გალუმპული..გაყინული..
მაგრამ ბედნიერი. newsmile05.gif გაიგე ეხლა რა ჯანდაბა გვანადირებს მონადირეებს. D.gif დიდი პარადოქსა ხალხი ვართ.
თანაბარ პირობებში მოვიპოვებთ..მაგრამ რთულ მდგომარეობაში ვეხმარებით.

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Apr 27 2014, 00:17

ისე მაგ ამბავზე გამახსენდა. ჩემ სოფელში..შველი ჩამოვიდა ზამთარში(დიდი თოვლის გამო) მეზობლის ეზოში შევიდა და ძროხებთან ერთად დაიწყო თივის ჭამა. სახლის პატრონმა რომ დაინახა ფანჯრიდან.. აიღო თავისი შვილის თოფი და ფანჯრიდანვე მოკლა. ეს რომ მამაჩემმა გაიგო.. დასაბმელი გახდა. დედის და მთელი სანათესაოს ტრაკები არ დაუტოვა მოუხენებალი.(პირში გინებით და მთელი ხმით) სულ არაკაცი ეძახა. მოკლედ.. აი ეგ მასტი იყო არამონადირე. ჩვეულაბრივი სოფლის მაცხოვრებელი. ხორცი მიუვიდა სალი თავისი ფეხით და ისარგებლა მომენტით. ხოდა ამის მერე მიკვირს..რატომ მოგვიხსენიებენ მონადირეებს მკვლელებად და ეგეთ ადამიანებს ჩვეულებრივ ადამიანად ან ფერმერად.

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Apr 27 2014, 10:57

ეხლა მწყრის მოფრენის პერიოდია ხსირად ეჯახებიან ელექრტო გადამცემ მავრტულებს და ცვივიან დაბლა რამდენკჯერმე ამომიყვანეს მეც ბავშვებმა newsmile05.gif ეზოში ჩამოვარდნილი მწყრები.

პოსტის ავტორი: general Apr 28 2014, 19:09

ესეიგი მწყერი გადარჩა და დაუბრუნე დედა ბუნებას, ყოველშემთხვევაში სეზონის გახსნამდე თავისუფალია newsmile041.gif
ვიდეოსაც დავდებ მერე საზეიმოდ გაშვების....

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Apr 28 2014, 20:09

general
მინდორში რომ აგიფრინდეს ეგ მწყერი, იცნობ?

პოსტის ავტორი: nik@a Apr 28 2014, 20:34

ესეიგი ჩემი ძმაკაცი და კარგი მონადირე. ჯარშია წერეთელზე ხო და გუშინ იმასაც აუფრინდა მწყერი, გაგიჟებული მირეკავდა D.gif წერეთელზე რაღაცა ხდება

პოსტის ავტორი: საბო Apr 28 2014, 20:41

აქ კი დავწერე მაშინ, მაგრამ განვმეორდები ეხლაც.
შარსან დიდ დიღომში, სამსახურის საქმეზე ვიყავი მისული, ავტოფარეხები უნდა ამეზომა. ეს დრო იყო დაახლოებით, ფარეხს გვერდიდან რომ მივუახლოვდი უცებ მწყერი აფრინდა და იქვე 5 მეტრში ბალახებში ჩაჯდა. გამოვეკიდე, ისევ გადაფრინდა ახლოში, ისევ მივედი , ისევ აფრინდა............კაი ხანს ვსდიე გიმილით, სულ დამავიწყდა საქმე.......გამო****და დამკვეთი, ეხლა ის მე გამომეკიდა, აქეთაა ავტოფარეხი, მაქეთ რას დასდევო................. newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Apr 28 2014, 23:47

საბო
ნაბული გაცადა თუ შუმავოიზე ავიდა?newsmile05.gif

პოსტის ავტორი: kajuberi Apr 29 2014, 09:16

ციტატა(Nukry @ 29th April 2014 - 00:47) *
ნაბული გაცადა თუ შუმავოიზე ავიდა

newsmile015.gif newsmile015.gif D.gif

პოსტის ავტორი: საბო Apr 29 2014, 10:22

ნუკრიMax
უნდა გენახა როგორი "პადტიაჟკა" გავაკეთე.

პოსტის ავტორი: general Apr 29 2014, 15:15

ციტატა(sabo73 @ 28th April 2014 - 21:41) *
აქ კი დავწერე მაშინ, მაგრამ განვმეორდები ეხლაც.
შარსან დიდ დიღომში, სამსახურის საქმეზე ვიყავი მისული, ავტოფარეხები უნდა ამეზომა. ეს დრო იყო დაახლოებით, ფარეხს გვერდიდან რომ მივუახლოვდი უცებ მწყერი აფრინდა და იქვე 5 მეტრში ბალახებში ჩაჯდა. გამოვეკიდე, ისევ გადაფრინდა ახლოში, ისევ მივედი , ისევ აფრინდა............კაი ხანს ვსდიე გიმილით, სულ დამავიწყდა საქმე.......გამო****და დამკვეთი, ეხლა ის მე გამომეკიდა, აქეთაა ავტოფარეხი, მაქეთ რას დასდევო................. newsmile035.gif

ჩაგეთვალა... newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif
ციტატა(Nukry @ 28th April 2014 - 21:09) *
მინდორში რომ აგიფრინდეს ეგ მწყერი, იცნობ?

ვერა... newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Apr 29 2014, 15:28

უნდა დაგენიშნა, შენი მხრიდან მაგაზე სროლა არ გამოდის...

პოსტის ავტორი: general Apr 29 2014, 15:32

ნუკრიMax
აფრენის სტილზე ვიცნობ, ან თუ შემთხვევით შემომაკვდა სათანადო პატივს მივაგებ და ქელეხსაც გადაუხდი... newsmile01.gif newsmile039.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Apr 30 2014, 01:03

general
მაინც ჟესტოკი საქციელია...

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Apr 30 2014, 01:19

ციტატა(Nukry @ 29th April 2014 - 17:28) *
უნდა დაგენიშნა, შენი მხრიდან მაგაზე სროლა არ გამოდის...

მართალია. ეგ რომ ჩამოაგდოს.. სიკვდილის წინ შეხედავს და თვალებით ეტყვის.. შევარცხვინე შენი კაცობაო. D.gif

პოსტის ავტორი: general Oct 20 2014, 13:54

http://www.ambebi.ge/sazogadoeba/89443-sad-nakhes-saqarthveloshi-qthovlis-kaciq.html


აი თურმე ჩვენი მამა ოჩო როგორი ყოფილა.... newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif

პოსტის ავტორი: kajuberi Oct 20 2014, 13:54

D.gif D.gif D.gif D.gif მეც ვნახეე D.gif

პოსტის ავტორი: general Oct 20 2014, 14:10

ოჩოც მეგრელი ყოფილა..... D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Oct 20 2014, 14:27

გროზნი იობარი ყოფილა როგორც აღწერენ chali.png chali.png chali.png

პოსტის ავტორი: assassin29 Oct 20 2014, 14:52

კაცურად ეს სმაილი რომელ ემოციას გამოხატავს მითხარით რა D.gif

პოსტის ავტორი: საბო Oct 20 2014, 15:07

ციტატა(general @ Oct 20 2014, 15:10) *
ოჩოც მეგრელი ყოფილა..... D.gif D.gif D.gif



ხოხ..... არ იცოდი? D.gif

პოსტის ავტორი: kajuberi Oct 20 2014, 15:15

D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Oct 20 2014, 15:31

ვაა..თოვლის კაცი თუ ოჩო იყო.. აქამდე რატომ არ მითხარით?.. D.gif მაგისი მომწყემსილი ნადირ-ფრინველი ფხოდი. D.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)