თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სხვა თემები _ საყოველთაო დასუფთავების აქცია

პოსტის ავტორი: ნუკრიMax May 4 2015, 18:33

მოკლედ მოგახსენებთ სათქმელს:
შიდა საკლუბო სპორტინგის ჩემპიონატის შემდეგ, სავარაუდოდ მაისის ბოლოსკენ გვინდა დასუფთავების აქციის ჩატარება.
აქ ყველა მონადირეები და მეთევზეები ვართ შეკრებილნი, ყველას გვაერთიანებს ბუნების სიყვარული, დარწმუნებული ვარ ყველამ კარგათ იცით დღევანდელი კატასტროფული მდგომარეობა, რაც ხდება ტბებზე, ტყეებში, მდინარეებზე და თუნდაც ეროვნული პარკების ტერიტორიებზე. ბევრს ვიღებთ ამ დალოცვილი დედაბუნებისგან, მაგრამ ძალიან ცოტას გავცემთ, ძალიან ცოტას ვზრუნავთ და არ ვაძლევთ ამოსუნთქვის საშუალებას.
მოდით ერთი დღე გავერთიანდეთ, ავირჩიოთ ერთი კონკრეტული ადგილი და ისევ და ისევ ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი შვილებისთვის, დავასუფთაოთ დაბინძურებული ტერიტორია.
ჩემი აზრით ეს აქცია ხელს შეუწყობს:

1. დასუფთავდება კონკრეტული ტერიტორია.
2. ტელევიზიის საშუალებით გავაშუქებთ და იქნებ მასიური ხასიათი მიიღოს.
3. ექნება გაცნობითი ხასიათი ფორუმელებსა და კლუბელებს შორის.
4. კარგი იქნება თუ შვილებს წამოვიყვანთ, ამით ძალიან კარგ მაგალითს მივცემთ მომავალ თაობას.
5. იქნებ გავაგებინოთ საზოგადოებას, რომ მონადირე ბუნების მტერი არ არის.

თქვენი დახმარებით, იქნებ ავირჩიოთ ადგილი, სადაც ამ აქციას ჩავატარებთ.
გამოთქვით თქვენი აზრი, რა ჯობია, როგორ ჯობია?!
რომ ჩამოვყალიბდებით, დავუკავშირდები სპონსორებს, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, რათა გვერდში დაგვიდგნენ აღნიშნული აქციის ჩასატარებლას....
ნუ დატოვებთ ამ თემას უყურადღებოთ, ეს ჩვენს მომავალს ეხება!!!

პოსტის ავტორი: საბო May 4 2015, 19:11

მომხრე ვარ ჩავატაროთ ზემოთ ნახსენები ღჩონისძიება.
ნამდვილად დადებითად იმოქმედებს კლუბის რეპუტაციაზე.
არ იქნება ცუდი და თუ გამოგვივა ოჯახებით გავიდეთ ამ აქციაზე.

პოსტის ავტორი: შოთა.03 May 4 2015, 19:20

მანდა ვაარ რაა... სადაც და როცა გინდათ....

პოსტის ავტორი: Hubert May 4 2015, 19:56

კარგია აზრია! გვერდით მიგულეთ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: baroni May 4 2015, 20:19

თქვენ გვერდში ვარ.. კარგი აზრია ნუკრი 36_1_11.gif

პოსტის ავტორი: კალვერა May 4 2015, 20:28

small3d018.gif

პოსტის ავტორი: hunter88 May 4 2015, 21:06

კარგი საქმეა თქვენთან ვარ !

პოსტის ავტორი: ლეკი May 4 2015, 21:31

კარგი იდეაა, მეც თქვენთან ვარ.. newsmile045.gif

პოსტის ავტორი: megreli May 4 2015, 23:47


ნუკრიMax

ციტატა(Nukry @ 4th May 2015 - 19:33) *
4. კარგი იქნება თუ შვილებს წამოვიყვანთ, ამით ძალიან კარგ მაგალითს მივცემთ მომავალ თაობას.

შვილი მე არ მყავს და ვისაც გყავთ კი წამოიყვანთnewsmile05.gifმეგობარი გოგო არ მოსულა? xexe.gif
ისე კი,მე თქვენს გვერდით ვარ,შარშან მომეცა საშუალება სიონის დასუფთავებაში მიმეღო მონაწილეობა და ძალიან სასიამოვნო დღედ დამამახსოვრდა... აუცილებლად წამოდით newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax May 5 2015, 06:19

megreli
ვინც გინდა წამოიყვანე, რაც მეტნი ვიქნებით, უკეთესია...

პოსტის ავტორი: Davitus May 5 2015, 08:18

თუ თბილისში ვიქნები, მეც მოვდივარ

პოსტის ავტორი: fisher leo May 5 2015, 08:23

მეც წამოვალ

პოსტის ავტორი: Rey - May 5 2015, 08:53

თქვენთან ვარ.

მეგრელის თქმის არ იყოს შარშანდელი სიონის დასუფთავება მეც ლამაზ მოგონებად დამრჩა.

ასე რომ + 1000000

პოსტის ავტორი: Gcckoka May 5 2015, 10:17

თუ მოვიცალე აუცილებლად წამოვალ newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ჩელე May 5 2015, 12:10

Rey -

ციტატა(vip444 @ 5th May 2015 - 09:53) *
შარშანდელი სიონის დასუფთავება მეც ლამაზ მოგონებად დამრჩა.


და მას მერე თვალი აღარ მომიკრავს შენთვის.... newsmile05.gif)))

ძალიან კარგია ჩემო ნუკრი ეს ყველაფერი. მიხარია, რომ ბიჭებიც აქტიურობენ. ფორუმელების და კლუბელების გასაცნობად ხომ იდეალური დღე იქნება. ასე რომ, იმედი მაქვს შევიკრიბებით ბევრი ადამიანი და ბუნებას ცოტათი მაინც შევუმსუბუქებთ მის დღევანდელ ყოფას.

ჩემი აზრით სავარაუდო ადგილები:

1. სიონის წყალსაცავი (თუ თანახმა იქნებით გამგეობასთან პრობლემა არ გვექნება)
2. ალგეთის წყალსაცავი (აქაც ძალიან ცუდი ვითარებაა)
3. ჯვრის მიმდებარე ტერიტორია ( მანდ ძირითადად პიკნიკობენ ხოლმე ექსკურსიები და ა.შ. სანახავია წინასწარ რა მდგომარეობაა)
4. ???
5. ???
6. ???

პოსტის ავტორი: ნუკრიMax May 5 2015, 12:33

ციტატა(chele @ 5th May 2015 - 13:10) *
ჯვრის მიმდებარე ტერიტორია ( მანდ ძირითადად პიკნიკობენ ხოლმე ექსკურსიები და ა.შ. სანახავია წინასწარ რა მდგომარეობაა

ეგ ადგილი ეკოვიჟენის არეალია, მუდმივად ასუფთავებენ და გამოსწორებულია ვითარება, საგრძნობლად...

პოსტის ავტორი: ზახარა May 5 2015, 13:55

movdivar.gif

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი May 5 2015, 18:10

მეც მოვდირვარ რათქმაუნდა. მშვენიერი წამოწყებაა.

პოსტის ავტორი: Rey - May 5 2015, 19:57

ჩელე

ჩელეს შემოვევლე . ამ სამსახურის გადამკიდე ვერ ვიცლი ხოლმე,თორე თქვენისთანა ხალხთან ერთად ყოფნას რა ჯობია. newsmile027.gif

დასასასუფთავებლად წამოსასვლელ დროს აუცილებლად გამოვნახავ. movdivar.gif

პოსტის ავტორი: megreli May 5 2015, 20:37

Rey -
მომენატრე მას მერე D.gif D.gif

მოიცალე,მეც წინასწარ უნდა გავეთავესუფლო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: მაია წყნეთელი May 5 2015, 21:33

სამსახურიდან თუ გამათავისუფლეს აუცილებლად წამოვალ ერთი პირობით თუ ოჩოს მაისურს მაჩუქებთ newsmile01.gif thinking.gif

პოსტის ავტორი: kardinal84 May 5 2015, 22:17

მეც წამოვალ, ალგეთის წყალსაცავზე არის ძალიან სიბინძურე არ იქნებოდა ურიგო მაგის დასუფთავება

პოსტის ავტორი: საბო May 5 2015, 22:40

ციტატა(მაია წყნეთელი @ May 5 2015, 22:33) *
სამსახურიდან თუ გამათავისუფლეს აუცილებლად წამოვალ ერთი პირობით თუ ოჩოს მაისურს მაჩუქებთ newsmile01.gif thinking.gif



სიამოვნებით გაჩუქებდით, რომ არ ირღვეოდეს კლუბის მიერ მიღებული წესი:
კლუბის ატრიბუტიკა გდაეცემა მხოლოდ კლუბის წევრს ან საპატიო წევრს.

ასე, რომ მოინდომე, შეეცადე და გახდები კლუბის წევრი, ჰოდა მიიღებ შენც ოჩოს მაისურს.
ის ხომ იცი, რკოვო, ღორიო,რძე და ძროხა და......... მოკლეს რწყილი და ჭიანჭველას ბაზარია რა........ D.gif

პოსტის ავტორი: jola May 5 2015, 23:16

ციტატა(sabo73 @ 5th May 2015 - 23:40) *
ის ხომ იცი, რკოვო, ღორიო,რძე და ძროხა და......... მოკლეს რწყილი და ჭიანჭველას ბაზარია რა........

ნეტა რა დაწერე newsmile045.gif რწყილი ვინ ან რატო მოკლა? newsmile045.gif D.gif

პოსტის ავტორი: megreli May 5 2015, 23:57

ციტატა(sabo73 @ 5th May 2015 - 23:40) *
ის ხომ იცი, რკოვო, ღორიო,რძე და ძროხა და......... მოკლეს რწყილი და ჭიანჭველას ბაზარია რა........

jola newsmile027.gif newsmile027.gif
ჯოლა აქ არამარტო რწყილის მოკვლის თემაა,საინტერესოა ისიც,ჭიანჭველას ბაზარი როგორ განვითარდა რწყილის დაბრედის მერე... D.gif შემოვა საბო და მეორე ნაწილს დაწერს ალბათ xexe.gif ან დასუფთავების შემდეგ,ტბის პირას კოცონთან შევიკრიბებით და იქ მოგვიყვება D.gif

გახარე საბო რამდენი ხანია ასე არ მიცინია newsmile015.gif




პოსტის ავტორი: ზახარა May 6 2015, 00:11

nu-oferistobt.gif

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი May 6 2015, 00:59

ციტატა(teatea @ 5th May 2015 - 23:33) *
აუცილებლად წამოვალ ერთი პირობით თუ ოჩოს მაისურს მაჩუქებთ

მოვიფიქრებთ რამეს. თუ მაისური არ გამოდის...რამე სამახსოვრო ნივთს მაიც გაჩუქებთ ოჩოს ლოგოთი. newsmile05.gif რაც მთავარი კარგ დროს გაატერებთ კარგ საზოგადოებაში და კარგ საქმეში მიიღებთ მონაწილეობას. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax May 6 2015, 07:20

თუ გადავწყვიტეთ, ალგეთზე რა ხდება, ნაგვის მანქანა მივა იმ ადგილამდე, სადაც დასუფთავებას ვაპირებთ?

პოსტის ავტორი: Rey - May 6 2015, 08:28

megreli

მეც მომენატრე ძმაო. blashe.gif სტადიონზე გნახე რამოდენიმეჯერ მაგრამ ისეთი დარბოდი ვერ დაგეწიე D.gif

გაოფება რომ არ გამოვიდეს, ნაგვის პარკებს , 80-100 ლიტრიანებს მეც წამოვიღებ ესე 60 ცალამდე. newsmile045.gif

პოსტის ავტორი: მაია წყნეთელი May 6 2015, 11:33

მადლობა ბ-ნო ლევან. ბ-ნო ნუკრი, სავარაუდოთ რომელ საათზე შევიკრიბებით ?

პოსტის ავტორი: თაზო May 6 2015, 12:30

მეც ტანკში ვარ თქვენთან ერთად)))

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 6 2015, 18:56

მეც კი მინდა მაგრამ სად არის

პოსტის ავტორი: fisher leo May 6 2015, 20:06

როდის ხდება და სად? ალგეთზე სავარაუდოდ ხო? როდის?

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი May 7 2015, 00:31

ციტატა(fisher leo @ 6th May 2015 - 22:06) *
როდის ხდება და სად? ალგეთზე სავარაუდოდ ხო? როდის?

სადღაც მაისის ბოლოსკენ. ჩამოვყალიბდებით ზუსტად. საორგანიზაციო საკითხებსაც გავივლით.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა May 8 2015, 10:11

ადამიანზე გონიერია. მიბაძოს იქნებ ადამიანებმაც
https://www.facebook.com/alqudsnewspaper/videos/vb.109321962983/10152566866272984/?type=2&theater

პოსტის ავტორი: general May 8 2015, 12:49

რამე ისეთი ადგილები უნდა შევარჩიოთ რომ სადაც ბევრი ნაგავია (სად არაა ) სპონსორებიც დავქოქოთ და მოკლედ მაგაზა ბებრი იდეებია და დავილაპარაკოთ კარგად

პოსტის ავტორი: შოთა.03 May 8 2015, 13:42

ეგეთი არის სიონი, ალგეთიც კაი სანაგვეა სამწუხაროდ, მაგრამ იმ რაოდენობის ადამიანი არ სტუმრობს რამდენადაც სიონს, გამომდინარე რომ წინა წელს დავალაგეთ სიონი, სადაც იქაურმა გამგეობამ გაგვიცნო, გამოგვიყოვანრი მანქანა და ბევრი სიკეთეც გაგვიკეთა, მე ვთვლი, რომ ისევ სიონში ასვლა და დასუფტავება აჯობებს...
რაც შეეხება ალგეთს, ტბაზე იმდენი სამუშაო არაა რამდენადაც დაბლა, მდინარეზე, სადაც რესტორნის მეპატრონე ყველ დილით ყრის უამრავ ნარჩენს, ძირითადად პლასტმასის ბოთლები და პოლიეთინილის პარკები. ეს ნაგავი დაახლოებით მდინარის კალაპოტს მიყვება 1 კილომეტრი.... სასწაული ანტისანიტარიაა.

პოსტის ავტორი: megreli May 8 2015, 22:36

ციტატა(SHOTA @ 8th May 2015 - 14:42) *
სადაც რესტორნის მეპატრონე ყველ დილით ყრის უამრავ ნარჩენს, ძირითადად პლასტმასის ბოთლები და პოლიეთინილის პარკები. ეს ნაგავი დაახლოებით მდინარის კალაპოტს მიყვება 1 კილომეტრი.... სასწაული ანტისანიტარიაა.


გატელევიზორება უნდა ? xexe.gif

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი May 9 2015, 03:09

ციტატა(dato1992 @ 9th May 2015 - 00:36) *
გატელევიზორება უნდა ?

უნდა. რესტორნის რეკლამა გამოუვა. D.gif

პოსტის ავტორი: megreli May 9 2015, 12:26

ან პირიქით xexe.gif
გატელევიზორების მერე,მაგას გარემოს დაცვა,ეკოლოგია და სხვა სასტავი რო დაადგეს... D.gif კაი ჯარიმებსაც აირტყამს,რეკლამის კი რა გითხრა... newsmile040.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 May 10 2015, 19:35

ეგ მდინარე დაივიწყეთ. გუშინ ვიყავი და რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს დასუფთავებული დამხვდა....
როგორ და რა ვითარებაში წარმოდგენაც არ მაქ...

პოსტის ავტორი: giuli May 11 2015, 12:50

ორი დღის წინათ ვიყავით სიონზე დამბასთან არ მისული მაღაზიებთან მარჯვნივ რო ჩასახვევია იქ.ხალხი ძაან ცოტა დადის და შესაბამისად ნაგავიც ნაკლებადაა თუმცა თვის ბოლომდე არ დაგვწყვეტენ გულს და გაგვიჩენენ საქმეს.ცნობისათვის შამაია არაუშავს მოდის.

პოსტის ავტორი: megreli May 11 2015, 13:11

ციტატა(SHOTA @ 10th May 2015 - 20:35) *
ეგ მდინარე დაივიწყეთ. გუშინ ვიყავი და რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს დასუფთავებული დამხვდა....
როგორ და რა ვითარებაში წარმოდგენაც არ მაქ...

ეტყობა აქ წაიკითხეს პოსტები newsmile090.gif newsmile090.gif

პოსტის ავტორი: Gcckoka May 19 2015, 23:25

რატო ჩაკვდა ეს თემა ? აღარაა გასვლა? newsmile040.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax May 19 2015, 23:58

თევზაობის ტურნირის შემდეგ ჩატარდება, აუცილებლად...

პოსტის ავტორი: Gcckoka May 20 2015, 00:07

ნუკრიMax
მაისში მოესწრება თუ ვერა?

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი May 20 2015, 00:23

ციტატა(Gcckoka @ 20th May 2015 - 02:07) *
მაისში მოესწრება თუ ვერა?

ვერა. მაისის ბოლოს თევზაობის ტურნირია. მაგის მერე დაგეგმავენ ზუსტ თარიღს დასუფთავებაზე.

პოსტის ავტორი: ჩელე May 20 2015, 10:32

როგორც ვხედავ გვაქვს 2 ვარიანტი: სიონი და ალგეთი. მე კიდევ ვიძახი, რომ მიუხედავად გამგებელის შეცვლისა, სიონში გამგეობასთან არანაირი პრობლემა არ იქნება. გამოგვიყოფენ მანქანას. ალგეთზე თუ ვინმეს აქვს კავშირები გამგეობასთან რომ მოაგვაროს მანქანის საკითხი, იქაც არ უნდა იყოს პრობლემა. თუ იცით კიდევ სად შეიძლება რომ წავიდეთ და დავალაგოთ, თქვით, დაწერეთ და მოვიფიქროთ ერთად....

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი May 20 2015, 13:41

ციტატა(chele @ 20th May 2015 - 12:32) *
დაწერეთ და მოვიფიქროთ ერთად....

ჩემი აზრით..ისევ სიონის დასუფთავება აჯობებს. ჯერესერთი.. გვეხმარება გამგეობა. მერე კიდე.. ეგ უფრო ხალხმრავალი ადგილია და ნაგავსაც ოხრად ტოვებენ. თან ეხლა სეზონი იწყება და ტურისტებიც იქნებიან. იქნებ ვინმეს ნამუსზე მაინც იმოქმედოს მაგ ამბავმა. თან რადგან მანდ დავიწყეთ..მაგ არეალს მივხედოთ. და ბოლოს..უკვე ზეპირად ვიცით სად ტენიან ნაგავს "ბუნების მოყვარულები" მოკლედ..სიონი ურო მომაჩნია ჩვენ სამოქმედო არეალად ამ ეტაპზე. მოგვიანებით ალგეთიც დავალაგოთ.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax May 20 2015, 21:41

ისე ნაგვის ძებნის პროცესში, სახლართებიც შეიძლება ავიბუქსიროთ სანაგვეზე

პოსტის ავტორი: შოთა.03 May 21 2015, 09:47

ნავი გვინდა და ბადეებსაც ამოვიღებთ.....

პოსტის ავტორი: megreli Jun 3 2015, 01:32

აპ : ) ))

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jun 3 2015, 05:16

ციტატა(Gcckoka @ May 20 2015, 00:25) *
რატო ჩაკვდა ეს თემა ? აღარაა გასვლა? newsmile040.gif

თევზაობის ტურნირი ტარდებოდა და გადართულები ვიყავით

დასუფთავების გარდა ძალიან გვინდა ფორუმელების ახლოს გაცნობაც და კარგი იქნება თქვენი შემოერთება


პოსტის ავტორი: Gcckoka Jun 3 2015, 10:21

ჭალიმგელა
მე თქვენთან ვარ ფინალურ გამოცდებზე თუ არ დამემთხვევა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Jun 3 2015, 13:59

Gcckoka
რომელ უნივერსტეტში ხარ?

მეც გამოცდები მაქვს თორე მინდა წამოსვლა მაგრად

პოსტის ავტორი: Gcckoka Jun 3 2015, 19:40

assassin29
ჯავახიშვილი
მეც გამოცდები მაქ წესით დ. ზუსტად გამოცდის დღEს თუ არ დაემთხვა წამოვალ აუცილებლად

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Jun 4 2015, 12:02

ხალხნო.. გუშინ რაც დაემართა ელიზბარაშვილის თავშესაფარს. კი გეცოდინებათ უკვე. ეხლა გამოაცხადეს..დახმარება და მოხალისეები ჭირდებათ. ზოგი ძაღლია მოსაძებნი და ტერიტორიაც რთულ დღეში აქვთ. ხომ არ დავეხმაროთ?.. მე პირადად გამოვალ. კიდე ვის გაქვთ სურბილი?..

პოსტის ავტორი: ახალციხელი Jun 4 2015, 12:46

ლეონ-ბლექი

კარგი იდეაა კია, მაგრამ სამწუხაროთ ამ დღეებში სამსახურიდან გამოძრომის შანსი არ მაქვს

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jun 4 2015, 12:53

ეს შაბათ კვირა წვიმებია, თუ ამინდმა ხელი შეგვიწყო იმ კვირის ბოლოს ჩავატაროთ...

პოსტის ავტორი: megreli Jun 4 2015, 15:27

ლეონ-ბლექი

ციტატა(levani @ 4th June 2015 - 13:02) *
ხალხნო.. გუშინ რაც დაემართა ელიზბარაშვილის თავშესაფარს. კი გეცოდინებათ უკვე. ეხლა გამოაცხადეს..დახმარება და მოხალისეები ჭირდებათ. ზოგი ძაღლია მოსაძებნი და ტერიტორიაც რთულ დღეში აქვთ. ხომ არ დავეხმაროთ?.. მე პირადად გამოვალ. კიდე ვის გაქვთ სურბილი?..

მე ვიყავი სულ 3 საათით,ახლა სამსახურში უნდა გავიქცე..მერე თუ ვიქენი ფეხზე დასაგდომაგ ისევ წავალ... ჩემს მოლოდინს გადააჭარბა რაც იქ ხდება :/ ნახევარ მეტრამდე შლამია ოთახებში.... ველაფერი ხელით გამოაქვთ... ვისაც სურვილი გაქვთ რა დროც არ უნდა იყოის მიდით...ცოტა რაღაცითაც რომ დაეხმაროთ კარგი იქნება...ძალიან ბევრი სამუშაოა...

პოსტის ავტორი: Gcckoka Jun 11 2015, 23:58

შემდეგ შაბათ კვირას ხომ არ გვექნა ეს თემა ? tema-wamoweulia.gif

პოსტის ავტორი: megreli Jun 12 2015, 01:12

ციტატა(Gcckoka @ 12th June 2015 - 00:58) *
შემდეგ შაბათ კვირას ხომ არ გვექნა ეს თემა ?


შემდეგისთვის თუ გადაწყდება ზეგ უნდა ვიცოდე უკვე :/ რომ ჩავისვა ცხრილში...

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jun 12 2015, 09:44

ისე არწივის ხეობის დასუფთავება გვთხოვა დაცულებმა და რას იტყოდით?

პოსტის ავტორი: megreli Jun 12 2015, 09:59

ციტატა(Chalimgela @ 12th June 2015 - 10:44) *
ისე არწივის ხეობის დასუფთავება გვთხოვა დაცულებმა და რას იტყოდით?

ჩემთვის მთავარია წინასწარ ცოდნა როდის წავალთ,დანარჩენი ვარე პრობელმა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: jola Jun 12 2015, 10:12

ციტატა(Chalimgela @ 12th June 2015 - 10:44) *
არწივის ხეობის

ეგ სადაა?

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jun 12 2015, 12:15

jola
დედოფლისწყაროში
ლამაზი ადგილია

პოსტის ავტორი: general Jun 12 2015, 13:27

დედოფლის წყარო ცოტა შორი არაა გიო. მემგონი ახლოში ჯობია, ბევრი ხალხი წამოვა. სიონი კარგი თემაა გამგეობა მანქანებსაც ხო გვაძლევს.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jun 15 2015, 12:28

მიმდინარე მოვლენების ფონზე, მემგონი აზრი დაკარგა ამ წამოწყებამ (დროებით)
გუშინ, რამოდენიმე ოჩოელი ვიყავით გმირთა მოედანზე, ვიფიქრეთ დავეხმარებოდით,
მაგრამ იქ არსებული ქაოსის გამო, უკან მოგვიწია წამოსვლა.
იქნებ ვინმეს გქონდეთ ინფორმაცია, კონკრეტულად სად სჭირდებათ დახმარება და
მოხალისეების დახმარება...
შევიკრიბოთ ყველა და წავიდეთ
ამაზე უკეთესს და მადლიანს ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ!!

პოსტის ავტორი: assassin29 Jun 15 2015, 12:38

ნუკრიMax
კიბატონო. თუ რამეა ტქვენს გვერდიტ მიგულეთ

პოსტის ავტორი: ჩელე Jun 15 2015, 14:48

ჭალიმგელა

ციტატა(Chalimgela @ 12th June 2015 - 10:44) *
ისე არწივის ხეობის დასუფთავება გვთხოვა დაცულებმა და რას იტყოდით?


არწივის ხეობა კარგი ვარიანტია, მაგრამ შორია. თან მანდ ამირან კოდალაშვილი პატრონობს მაგ ხეობას და დასასუფთავებელიც არაფერია მგონი. ყოველ შემთხვევაში, შემიძლია დარეკვა ამირანთან და გარკვევ. თან თუ მანდ წავიდოდით, ჩემს ხოხბებსაც ვინახულებდი. newsmile05.gif

ისე გუშინ მეც გზიდან მივბრუნდი. მინდოდა ჩემი წვლილი შემეტანა, მაგრამ თაზომ დამირეკა და აზრი არ აქვს ნუღარ წამოხვალო. თუ ვინმე რამეს გაარკვევთ, შემეხმიანეთ ძალიან გთხოვთ. არც შრომა მეზარება და არც მანქანით მომსახურება.

სიონს რაც შეეხება, თავს ვერ დავდებ, მაგრამ იმედი მაქვს გამოგვიყოფენ ნაგვის მანქანას. გამგებელს კარგად ვიცნობ და დაველაპარაკები. უბრალოდ ჩვენ ჩამოვყალიბდეთ რა გვინდა.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)