თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სხვა თემები _ სახელმძღვანელო ვიდეო

პოსტის ავტორი: feroni Oct 16 2013, 22:17

გამარჯობათ!
დიდი ხანია იდეა მაქვს სახელმძღვანელო ვიდეო გავაკეთო იხვზე ფიტულებით და საერთოთ იხვზე ნადირობაზე, მე ვიდეო კამერების და ოპერატორობის არაფერი გამეგება და ამიტომაც აუსრულებელ ოცნებათ მრჩება ეს იდეა!
თხოვნა მექნება კლუბ ოჩოპინტრესთან, იქნებ ამიბათ მხარი და ერთობლივად გავაკეთოთ, დარწმუნებული ვარ ბევრი ახალბედა მონადირისთვის სასარგებლო იქნება ეს ფილმი!
ამ ფორუმზე და კლუბშიც ბევრი ნიჭიერი ადამიანია და ალბათ ოპერატორიც მოინახება და მონტაჟორიც, იხვებს, ფიტულებს, საყვირს და ფოთში რამოდენიმე კაცზე (ნუ რამდენიც ჩემ სახლში დავეტევით) ჩემზე ვიღებ, კატერსაც ვიშოვი, მოკლედ ფოთს ჩემს თავზე ვიღებ დანარჩენი აგერ ვართ და თუ სურვილი გექნებათ ერთად გავაკეთოთ ეს სასარგებლო საქმე, თუ არა და მომიწევს ისევ მარტო წვალება!

პოსტის ავტორი: ჰერცოგი Oct 16 2013, 22:20

ფრინველს თუ იღებთ თქვენ თავზე რომ იქნება newsmile090.gif

პოსტის ავტორი: ალთაზარ Oct 16 2013, 22:22

feroni
იდეა კარგია კი არადა შესანიშნავი newsmile05.gif

გეთანხმები მონტაჟორების სპეცებიც გვყავს მარა აი ოპერატორების რა მოგახსენო , ჩვეულებრივი კამერით უაზრობა იქნება ალბათ რომ გადაიღო უფრო რამე კარგი კამერა იქნება საჭირო newsmile05.gif ...

პოსტის ავტორი: feroni Oct 16 2013, 22:29

ჰერცოგი
ვიდეოსთვის საკმარის იხვს მოვნახავთ დამიჯერე newsmile045.gif

ალთაზარ
ზუსტად მაგ საკითხში მჭირდება დახმარება, იქნებ საერთო ნაცნობობით მოვახერხოთ რამე
დიდი ოპერატორობა მაგ საქმეს არ ჭირდება, სტაციონარული კამერა გვინდა ერთი ორი და ერთიც მოძრავი, რათქმაუნდა ჩუბინი მსროლელებიც გვჭირდება, რომლებიც მრავლად არიან კლუბშიც და ფორუმზეც

პოსტის ავტორი: Davitus Oct 16 2013, 23:09

feroni

სურვილი კი მაქვს, დროის ამბავში თუ მოვახერხე გავუწევ ორგანიზებას

პოსტის ავტორი: კუთხა Oct 17 2013, 07:49

ჯეკოს აქვს GoPro, მეც შემიძლია ვითხოვო კიდევ 1 GoPro, ასევე მე მაქვს HD-ვიდეო კამერა (შიდა ვინჩესტერზე), აგერ gagrinski-ც ნახავს რამე საინტერესოს, მოკლედ თუ ჩემი თავი და კამერა დაგჭირდებათ თქვენს გვერდით მიგულეთ, ოღონდ შაბთ-კვირას newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Davitus Oct 17 2013, 09:09

Go Pro არ გამოდგება მანდ

პოსტის ავტორი: კუთხა Oct 17 2013, 10:21

Davitus
ვარუმ?

პოსტის ავტორი: Davitus Oct 17 2013, 10:51

კუთხა

განათება უნდა ზეიდეალური, ფართო კუთხის გამო, შორს არ ჩანს ბევრი არაფერი

პოსტის ავტორი: კუთხა Oct 17 2013, 10:57

Davitus
ხო, ეგ თავისთავად, მე ექსტრემალური კადრების გადასაღებად ვიგულისხმე, ანუ შიგადაშიგ პირველი პირიდან რომ იყოს კადრები newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Oct 17 2013, 10:58

feroni
კარგი აზრია. მაგას კარგი კამერებიც უნდა, კარგი მომზადებაც და კარგი შემსრულებლებიც. მთავარია დრო გამოვნახოთ და კამერები. კაერგად უნდა მოფიქრება წინასწარვე ყველაფერს

პოსტის ავტორი: Davitus Oct 17 2013, 10:58

კუთხა

მაშინ იხვს მოვაბათ, და ტყვია რომ ხვდება ის კადრი სლოუ მოუშენით გავუშვათ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ძამა Oct 17 2013, 11:06

feroni

მე თქვენს გვერდით ვარ ვიდოე კამერაც მაქვს ქენონი 7დ-ეც მაქვს მალე გო პრო მექნება

პადსადნოი იხვებიც მყავს და კატერიც არის თან ორი ასე რომ ამ საქმეში თქვენს გვერდით ვარ პალიასტომიც კარგად ვიცი და მიმდებარე ტერიტორიებიც

პოსტის ავტორი: კუთხა Oct 17 2013, 11:15

Davitus
კარგი აზრია D.gif

ძამა
ოპერატორებიც გეყოლება შენ D.gif

პოსტის ავტორი: საბო Oct 17 2013, 11:49

რა დროისთვის მოვიფიქრებთ ეგ არის საკითხავი. ვეტყვი ჩემს ძმას, არის პროფესიონალი ოპერატორი (ამჟამად რეჟისორის ასისტენტი), ალაბათ კამერებსაც გააძრობს შესბამისი უძრავ-მოძრავი ინსტრუმენტებით.ეგეთი რაცხეები არ ეშლება. მთვარია ეცალოს სამსახურიდან.

პოსტის ავტორი: feroni Oct 17 2013, 15:36

გაიხარეთ ბიჭებო და დიდი მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის, დარწმუნებული ვარ კარიგი რამე გამოგვივა, ჩვენ თუ არა მომავალ თაობებს ნამდვილად გამოადგება ეს ვიდეო!

ჭალიმგელა
გეთანხმები კარგად უნდა ამ საქმეს დაგეგმვა, ყველაფერი წინასწარ უნდა ვიცოდეთ რას ვაკეთებთ და როდის, შეხვედრაც არ იქნება ურიგო, ასე მხოლოდ მიმოწერით ცოტა ძნელია ყველა დეტალის დაზუსტება!


ძამა
კატერები ძალიან კარგია, პალიასტომს რაც ეხება მანდ ვარ გაზრდილი და თუ კარგად იცი იქაურობა ერთად მოვიფიქროთ სად და როგორ ვინადიროთ, ნუ ეს იხვზეც არის დამოკიდებული, ხშირად იცვლის ადგილებს, თუმცა რას გიხსნი გეცოდინება ყველაფერი!

საბო
ძალიან მაგარია, პროფესიონალის რჩევები და პრაქტიკა აუცილებლად გამოგვადგება!

ეხლა რაც შეეხება დროს
მე პირადად, როგორც იტყვიან პულსზე მიდევს თითი და ყოველდღიური ინფო მომდის ფოთიდან, ასე რომ როგორც კი იხვი კარგად შემოვა შეგვიძლია წავიდეთ, ადრეც შეიძლება წასვლა მაგრამ მეტი დამაჯერებლობისთვის იხვის რაოდენობა გვჭირდება.
მე ნოემბრის ბოლოს ან დეკემბერს ვფიქრობ, სავსე მთვარეს რომ დავამთხვიოთ კიდევ უკეთესი, მთვარის შუქზეც ვინადირებთ ტყეში, ვიცი მანდ კარგი ნაჭარი ტყეები დიდი ხ**ელებით სადაც მთელი ღამე იხვი მოძრაობს და ჯდება!

პოსტის ავტორი: ძამა Oct 17 2013, 16:03

feroni


შეხვდრის დრო და ადგილი მოიფიქრე და მოვილაპარაკოთ აუცილებელიცაა წინასწარ რომ დავგეგმოთ ორპირის და ნიკალას ტყეში შარშან მე გავჭერი კაი ადგილები

შკერნალის ტბა თუ იცი იდეალურია მაგრამ ბევრს იქ შესვლა უჭირს და გაძლება რავიცი მე დაგეხმარებით მაგრად მთელი დეკემბერი წელს იქ ვაპირებ ყოფნას

პოსტის ავტორი: feroni Oct 17 2013, 16:09

ძამა
შკერნალში შესვლა სახუმრო საქმე არაა, თანაც ვინც ჭაობში სიარულს მიჩვეული არ არის მათთვის ხომ საერთოდ, ამას დამატებული აღჭურვილობაც.
ადგილი შეხვედრის დროს დავგეგმოთ ან იქვე ფოთში, ცხელ კვალზე.
ეხლა რაც შეეხება ჩვენს შეხვედრას, როცა იტყვით სადაც იტყვით იქ შევხვდეთ ოღონდ 1-2 დღით ადრე უნდა ვიცოდე, რომ არაფერი დავგეგმო. კლუბის ბიჭები ხშირად ხვდებით ერთმანეთს და კარგი ადგილიც გეცოდინებათ სადმე, ოღონდ ისეთი ავირჩიოთ, რომ ოჩოპინტრეს სადღეგრძელოც ითქვას newsmile05.gif
(გამოუსწორებელი ლოთი ვარ რააა D.gif D.gif )

პოსტის ავტორი: ძამა Oct 17 2013, 19:57

feroni


მოიფიქრე წამოწყება კარგი ქონდა და შენ დაგეგმო ჯობია

პოსტის ავტორი: gagrinski Oct 17 2013, 20:33

ჩემი რჩევა თუ არ გამოგადგებათ არც შეგიშლით-ნებისმიერ ფრინველზე ნადირობა არის სპეციფიური გადასაღებად, ყველაზე მეტად ოპერატორებს სწორედ მოძრავი ობიექტის გადაღება არ უყვართ, აგერ მიშას მაგალითს მოვიყვან newsmile087.gif D.gif ერთი კფოტო კამერა ჯოხი შტატივით და ერთი გო პრო სრულიად საკმარისია, აქ აზრი გამოითქვა გო პროზე გაშლის კუთხეზე და სიშორეზე, ვისაც უნდა დარწმუნდეს გო პროს შესაძლებლობებში ეს ლინკი ნახოს

http://www.youtube.com/watch?v=cH9X4u-TWMA

09 00 დან 09 15 ნახეთ გო პროს გაშლა თან პირველი თაობის იყო ეს ფილმი რომ გავაკეთე, ახლა უკვე საოცრებები შექმნა მაგის მწარმოებელმა კომპანიამ

პოსტის ავტორი: ძამა Oct 17 2013, 20:39

gagrinski


შენი დახმარება ამ საქმეს დაჭირდება რათქმაუნდა და არც გამოვა შენს გარეშე

პოსტის ავტორი: feroni Oct 17 2013, 20:46

gagrinski
ამ ფილმში ბევრი რამ არის გადასაღები, მოძრავ სამიზნეზე სროლა ერთ ერთია!
იგივე ფიტულების განთავსება, ადგილის შერჩევა და სხვა ბევრი რამ, მხოლოდ გოპროთი ვერ გავალთ მემგონი ფონს!
ისე კარგი რამეა ეგ, უშუალოდ სროლის პროცესს და მოახლოებულ იხვებს კარგად გადაიღებს მემგონი!
შეიძლება ვცდები კიდევაც, ხო ვამბობ დიდად არაფერი გამეგება კამერების და ფოტო ტექნიკის

პოსტის ავტორი: Davitus Oct 17 2013, 23:53

ციტატა(dato gagrinski @ 17th October 2013 - 21:33) *
09 00 დან 09 15 ნახეთ გო პროს გაშლა თან პირველი თაობის იყო ეს ფილმი რომ გავაკეთე, ახლა უკვე საოცრებები შექმნა მაგის მწარმოებელმა კომპანიამ


ეგეთ განათებულ არემარეში სად გინადირია იხვზე დავით, ერთი ამიღწერე და ვიდეო მაჩვენე და გოუ პროთი კი არა, ჩემი მობილურითაც გადავიღებ D.gif


Go Pro Hero 2 მქონდა, რომელიც არ ჩამოუვარდება Hero3-ს გადაღებით და რაც პრაკტიკამ მიჩვენა იმას ვამბობ, თორემ დამხმარე კამერად და ფრაგმენტული მოკლე ექშენ კადრების აღსაბეჭდად ცუდი არ არის, თუმცა განათების პრობლემა რომ აქვს, მაგიტომ Hero 3+ თუ იქნება პრობლემაც მოგვარებულია

პოსტის ავტორი: ძამა Oct 18 2013, 10:13

Davitus


დავით იხვზე მინადირია დილიდან საგამომდე ეგეთ განათებულშიც და მზიანშიც ეგ არ არის პრობლემა და იმედია ახალი გოპრო-ც მალე მექნება

პოსტის ავტორი: Davitus Oct 18 2013, 10:18

ძამა

წავედით მაშინ, ჩემი მობილური ძაან მაგარ ვიდეოს იღებს newsmile045.gif

პოსტის ავტორი: კუთხა Oct 18 2013, 10:48

ციტატა(Davitus @ 18th October 2013 - 11:18) *
ჩემი მობილური ძაან მაგარ ვიდეოს იღებს

ჩემიც D.gif

პოსტის ავტორი: jola Oct 18 2013, 15:13

აფხაზეთის ხმა კამერებიან ოპერატორებიანა ჩვენს გვერდითაა. თუ სურვილი იქნება რამოდენიმე გადაცემის ჩაწერაც შეიძლება არა მხოლოდ ნადირობაზე.

პოსტის ავტორი: feroni Oct 22 2013, 11:20

მეგობრებო იქნებ ამ კვირაში მოვახერხოთ შეხვედრა, რას იტყვით?

პოსტის ავტორი: ძამა Oct 22 2013, 23:26

Davitus


წავეით

პოსტის ავტორი: feroni Oct 24 2013, 09:38

ჰა ბიჭებო შევხვდეთ ვიკენდზე, თუ რას ვშვებით?
თუ არა, წავალ მაშინ შეუვლი ისევ იხვებს newsmile045.gif

პოსტის ავტორი: Davitus Oct 24 2013, 12:53

feroni

ამ წუთას ზუგდიდში ვარ და ისეთი ცხელა... დეკემბერსაც არ ველოდებით?

ამ ვიკენდზე კი იცი რაც ხდება და შეიძლება იხვებიც არჩევნებზე იყვნენ და ჩაგვეშლება ყველაფერი newsmile05.gif)))

პოსტის ავტორი: feroni Oct 24 2013, 12:57

Davitus
ოკაი დავით, დეკემბერს კი ველოდებით მაგრამ იქამდე ბევრი რამ არის გასაკეთებელი!
არჩევნებზე არ მიფიქრია რადგან არჩევანი არ მაქვს! ასე რომ ძაღლი მიაკვდათ მაგათ სუყველას სულში D.gif D.gif

პოსტის ავტორი: feroni Nov 4 2013, 21:42


პოსტის ავტორი: feroni Nov 19 2013, 22:27

მოკლედ ჩაიძირა თემა, მეც მესმის ზაფხულია და რა დროს იხვიაო, მაგრამ მაინც წამოვწევ იქნებ ენთუზიასტებმა დავგეგმოთ რამე წინასწარ newsmile045.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Nov 19 2013, 22:50

აუ სამწუხაროა, მეც და ძაან ბევრი ნოვოჩიკი ველოდით ამ ვიდეოს, ისე თუ რამე შემიძლია ყველანაირად გვერში დაგიდგებით

პოსტის ავტორი: feroni Nov 23 2013, 18:47

აჰა კიდევ ერთხელ წამოვწევ თემას თორე იხვები, რომ მოფრინდებიან მერე ვიდეო კამერებისთვის და გადაღებებისთვის არავის ეცლება სამწუხაროდ!

პოსტის ავტორი: feroni Dec 2 2013, 21:02

პირველი პარტია ჩამოფრინდა უკვე ფოთში და ამ თემას კიდევ ძინავს newsmile040.gif

პოსტის ავტორი: ნოსო Dec 2 2013, 21:06

გუშინ ვიყავით გასული და მხოლოდ ცოტა ლისუხებიაnewsmile05.gif ჯერ არააა იხვი

პოსტის ავტორი: ძამა Dec 2 2013, 21:11

ეს ამბავი მე არ დამვიწყებია

თქვენ გვერდით მიგულეთ

პოსტის ავტორი: feroni Dec 2 2013, 21:24

ნოსო
არის ნოსო არის, ორი დღის წინ შავღელეში აიყვანეს 12 ცალი, მაღლა უფრო მეტი იქნება newsmile045.gif

ძამა
არც თავადის შვილი ვარ და არც რაინდი ასე რომ შენობითაც წავა newsmile045.gif newsmile05.gif
დიდი იმედი მაქვს პირადად შენი, თუ ვიდეოს არ გადავიღებთ ვინადირებთ მაინც ერთად, ჩემიპიონატი ახლოს არის და იქ გავიცნობთ ერთმანეთს, თან კარგად გცოდნია ჩემი მშობლიური მხარე და ბევრი გვექნება ერთმანეთისთვის გასაზიარებელი

პოსტის ავტორი: ჰერცოგი Dec 3 2013, 00:09

feroni
უფ ნოსო მადაურებობის მამა მზერით კლავს იხვებს ლაზერი უყენია თვალეებში ასერომ იცის რა ეგ თემა newsmile090.gif
სადამ არ აცივებდა მაგ მხარეს არ აქს აზრი ნადირობას 15 გრადუს სიცხეში იხვზე ნადორობა როგორ გამოვა დეკემბერში არ ვიცი

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)