თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სხვა თემები _ გიურზა - vipera lebetina

პოსტის ავტორი: assassin29 Mar 13 2014, 15:22

..

პოსტის ავტორი: assassin29 Mar 13 2014, 16:55

ეკუთვნის გველგესლისებრთა ოჯახს. ცნობილია გველგესლისებრთა 10 გვარი რომელშიც 60 მდე სახეობაა. აქვთ მოკლე, მოძრავად შესახსრებული ზედა ყბის ძვალი და მის წინა კიდეზე ერთი ან ორი დიდი კბილი, რომელთა მილები შხამიან ჯირკვლებს უკავშირდება. უმრავლესობის თვალის გუგა ვერტიკალურია.
http://postimage.org/
http://postimage.org/app.php
მეტად დიდი ზომის შხამიანი გველია, მისი სიგრძე ზოგჯერ 1,5 მ-ს აღწევს. ძალიან მსხვილია (დიდი ეგზემპლარები თითქმის მკლავის სიმსხოა) აქვს განიერი სამკუთხა თავი. შხამიანი ჯირკვლები ძლიერაა განვითარებული.
გიურზას შეფერილობაა ღია რუხიდან მუქ რუხამდე. ზურგის მხრიდან აქვს მსხვილი ლაქები, რომლებიც ხშირად კლაკნილი ზოლის შთაბეჭდილებას ქმნიან, გვერდებზე უფრო მცირე ზომის ლაქებით განაწილებული. საზოგადოდ უნდა ითქვას რომ გიურზას შეფერილობა ძალიან ცვალებადია.
http://postimage.org/
http://postimage.org/app.php
გიურზა ფართოდაა გავრცელებული. იგი გვხვდება ჩრდილო აფრიკაში, კვიპროსზე, არაბეთში, ირანში, ერაყში, სირიაში, მცირე აზიაში, ამიერკავკასიაში, სამხრეთ დაღესტანში, შუა აზიაში, ავღანეთსა და ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში. საქართველოში გავრცელებულია უმეტესად აღმოსავლეთ ნახევარში (თუმცა შეიძლება თურქეთიდან ბათუმის ოლქში შემოდიოდეს), კერძოდ ქვემო ქართლსა და ივრის ზეგანზე. ცნობილია თბილისის მიდამოებშიც, მაგალითად, ბოტანიკური ბაღის სიახლოვეს.
ბინადრობს ველის ზონაში, სადაც საცხოვრებლად სხვადასხვა ადგილს ირჩევს, მაგრამ უფრო ხშირად მშრალ, ბალახით დაფარულ ქვიან ადგილებში გვხვდება, სადაც ბევრია ბუჩქი, ხეები კი აქა-იქ არის გაფანტული. იმალება მღრღნელების სოროებში, ქვების ქვეშ, ნაპრალებში.
გიურზა გაზაფხულზე და ზაფხულობით დღის ცხოვრებას ეწევა, ზაფხულში მზის ჩასვლის შემდეგ გამოდის, ხოლო დღის ცხელ დროს თავშესაფარში ატარებს. ამ დროს მას ხშირად ვხვდებით მეცხვარეების მიერ მიტოვებულ ფარეხში, სადაც დიდი სიცხეების დროსაც შედარებით გრილა. ზანტი გველია მაგრამ საბრთხის შემთვევაში, საკმაოდ დიდი სიჩქარის განვითარება შეუძლია. კარგად დაცოცავს ხეებზე, სადაც ფრინველებს უდარაჯებს და თავს აფარებს. უყვარს წყალში ჩასვლა. გაღიზიანებული კისერს ბერავს, სისინს იწყებს (როგორც ყველა გველგესლა) და დასარტყმელად ემზადება. ამისთვის სხეულის წინა ნაწილს და თავს უკან გადასწევს, რათა შემდეგ მომენტში ელვისებური სისწრაფიდ ზამბარასავით გასწორდეს. იგივეს აკეთებენ სხვა გველგესლებით მაგრამ გიურზას ეს მოქმედება მისი გაბარიტების გამო მეტად შთამბეჭდავია. თუ გიურზამ რაიმე საგანს (მაგალითად ჯოხს) თავი რამდენჯერმე დაარტყა, მერე აღარ აქცევს ყურადღებას თავის გამარღიზიანებელ საგანს. გიურზა უმეტესად მღრღნელებსა და ფრინველებზე. მას ერთ ჯერზე რამდენიმე მემინდვრიის ან ბეღურისებრი ჩიტის გადაყლაპვა შეუძლია. დიდ გიურზა კურდღლის ბაჭიასაც თავისუფლად ყლაპავს. თაგვებს იჭერს სოროში, ფრინველს კი ხეზე ან მიწაზე უდარაჯებს. ფრინველს კბენის შემდეგ აღარ უშვებს პირიდან.
მრავლდება კვერხის დებით, (15-20 კვერცხი) პატარა გიურზები აგვისტო-სექტემბერში იჩეკებიან. კვერცხიდან თავის გამოყოფის შემდეგ წიწილა ერთი დღე კვერცხში ზის და ყვითრით იკვებება. მიუხედავად იმისა რომ ერთი დღისაა და სულ 215 მმ.-ს აღწევს მაინც კბენას ცდილობს.
საქართველოს გველებს შორის გიურზა ზომით ყველაზე დიდია და ამასთანავე ყველაზე შხამიანიც. გიურზას შხამი შეიცავს ფერმენტებს, რომლებიც შლიან სისხლის წითელ ბურთულებს და სისხლძარღვის კედელს. ვითარდება ძლიერი კანქვეშა და შინაგანი ორგანოების შეშუპება, სისხლჩაქცევები, სისხლისდენა, გულისა და თირკმელის ფუნქციის მოშლა. ვითარდება დიდი ზომის ჰემორაგიული შეშუპებები, შხამი იწვევს სისხლის შემადედებელი სისტემის მოშლას. ნაკბენის გარშემო აღინიშნება ძლიერი ტკივილი, ვითარდება ქსოვილის ნეკროზი, იწყება თავბრუსხვევა, პირღებინება. მისი ნაკბენი სასიკვდილოა ადამიანისა და ცხოველებისათვის.
გიურზას შხამი გამოიყენება მედიცინაში. 1 გველი ერთ ჯერზე იძლევა 40 მგ-მდე შხამს (მშრალი წონა). შხამს იყენებენ შხამსაწინააღმდეგო შრატის და სხვა პრეპარატების დასამზადებლად. გიურზას შხამი მეტად წააგავს დაბოიას ანუ ჯაჭვისებური გველგესლას შხამს. დაკბენილის სამკურნალოდ გამოიყენება შრატი ”ანტიგიურზა”. გიურზას შხამი შეიცავს დიდი რაოდენობით პროტეინაზებს და გამოიყენება ძვირფასი სამკურნალო პრეპარატების დასამზადებლად. ამ გველის შხამისგანაა დამზადებული პრეპარატი ”ლებეტოქსი”, რაც ჰემოფილიის სამკურნალოდ გამოიყენება
რადგან მისი შხამი საკმაოდ ძვირფასია იგი შეტანილი იყო საქართველოს წითელ წიგნში, თუმცა ამ დროისთვის სავარაუდოდ ამოღებულია, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ვებგვერდზე (http://moe.gov.ge/) წითელი წიგნის ქვეწარმავლების ნუსხაში მხოლოდ დასავლური მახრჩობელაა შეტანილი
http://moe.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=49&album_id=7&info_id=#seegal
როგორც ჩანს საკმაოდ მომრავლდა.
საქართველოში გავრცელებული გვესახეობა obtusa
http://postimage.org/
http://postimage.org/

გამოყენებული ლიტერატურა:
თ. მუსხელიშვილი საქართველოს ამფიბიებისადა რეპტილიების ატლასი
ქართული საბჭოთა ენციკლოპედია

პოსტის ავტორი: Bone Mar 13 2014, 17:52

ყოჩაღ შემეცნებითი თემაა small3d018.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Mar 13 2014, 18:01

შეეცადეთ დაიმასხოვროთ გველის გარეგნული აღწერილობა, მაგრამ არ შეეცადოთ მის დაჭერას ან მოკვლას. გარეგნული აღწერილობა დაეხმარება ექიმებს გაგიკეთონ სწორად შერჩეული შრატი.
დარეკეთ სასწრაფო დამხარებაში ან შეეცადეთ შეატყობინოთ ახლოს მყოფ ტრანსპორტს, რომელიც მიგიყვანთ უახლოეს საავადმყოფოში.snakebite2
შეეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე, რადგანაც პანიკის დროს შხამი უფრო სწრაფად ვრცელდება ორგანიზმში.
რაც შეიძლება ნაკლებად ამოძრავეთ დაზიანებული კიდური; უკეთესია, თუ კიდურის იმობილიზაცია მოხდება (თუნდაც თვითნაკეთი არტაშნებით) ისევე, როგორც მოტეხილობის შემთხვევაში.
თუ არის შესაძლებელი, მიიღეთ ისეთი მდგომარეობა სადაც ნაკბენის ადგილი იქნება გულის არედან დაბალ მდგომარეობაში.
არ ჩამოირეცხოთ ნაკბენი, რადგან ჩამორეცხვა ჩამობანს შხამს, რომელიც საჭიროა გველის იდენტიფიკაციისთვის.
ნაკბენის ადგილას მოიხსენით სამკაული თუ იგი გიკეთიათ, რადგანაც ნაკბენი შესაძლოა გასივდეს და სამკაული გადაკეტავს სისხლის სირკულაციას.
არ დაიდოთ ყინული და არ მოირეცხოთ წყლით ნაკბენი.
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ნაკბენი ადგილის გაჭრა და არ შეეცადოთ შხამის ამოწოვას პირით. მის მაგივრად შეგიძლიათ ხელით აიღოთ კანი ფართოდ, ნაოჭებით და ხელის მოძრობით "გამოწველოთ" კანი.
არ მიიღოთ ალკოჰოლი ან კოფეინის შემცველი სასმელი.
პ.ს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება თქვენ არ გიყვარდეთ გველები, მნიშვნელოვანია, რომ თქვენ მათ არ მიაყენოთ ზიანი და არ მოკლათ ისინი. საქართველოში ზოგიერთი გველი გადაშენების პირასაა და წითელ წიგნშია შეტანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი მოკვლა არალეგალურია.

გველებს არ შეუძლიათ ლაპარაკი და ეს მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც ადარდებს მათი ბედი, რომ თქვან სათქმელი მათ მაგივრად. იყავით გაცნობიერებული და არა შეშინიბული. გველს არ უნდა თქვენთვის ზიანის მიყენება და თქვენ იგი გიყურებთ, როგორც დიდ მტაცებელს.
http://snakes.ge/damatebiti-cnobebi/124-2012-07-27-13-47-43
Bone მადლობა ესეც აქ იყოს იქნებ ვინმეს გამოადგეს, მაგრად მეშინია გველის მომავალ სეზონზე ანტისნეიკების გარეშე ფეხის გამდგმელი არ ვარ

პოსტის ავტორი: assassin29 Mar 13 2014, 18:13

http://postimage.org/
http://postimage.org/
საინტერესო ფოტო შხამიანი გველის ნაკბენის გასარჩევად, ხო კიდევ სხვადასხვა წყაროები სხვადასხვანაირად გვირჩევენ პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას ზოგი გვეუბნება წყალი არ მიაკაროთო და ზოგან კი საპნით ჩამოიბანეთო

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Mar 13 2014, 18:15

assassin29
ანტიგიურზინის საველე პირობებში წაღება შენახვაზე თუ გაქვს რამე ინფო?

პოსტის ავტორი: assassin29 Mar 13 2014, 18:21

ნუკრიMax
თბილისში გამოყენების ინსტრუქციაც მაქვს და ხვალ როგორც ჩავალ მოვძებნი და დავდებ. წაყება როგორც ასეთი პირდაპირ არ შეიძლება სიცხე შრატის თვისებებს ცვლის და უვარგისს ხდის მაცივარში უნდა იდოს, ბიჭებს მაცივარი უკვე გვაქვს უფრო სწორედ თერმო ჩანთაა საკმაო ხანს ინარჩუნებს სიცივეს, შრატის ყიდვას კი ვერ მოვაბიტ თავი ალბათ მომავალ სეზონამდე ეგეც გვექნება

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Mar 13 2014, 18:32

ტემპერატურის დაცვის შემთხვევაში, რამდენი ხანი აქვს ვადა ანტიგიურზინს?

პოსტის ავტორი: Hubert Mar 13 2014, 18:35

ანტიგიურზინის შესანახად საჭიროა მაცივარი და შესაბამისი ტემპერატურა,მის გაკეთებას რაც შეეხება არაა მარტივი მითუმეტეს საველე პირობებში,მცოდნე ტოქსიკოლოგმა უნდა გაუკეთოს პაციენტს თორემ შედეგი შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს. ისე რაც შეეხება ნაკბენს და მის შემდგომ რეაბილიტაციას ძალინ რთულია,ერთი სიტყვით არავითარ შემთხვევაში არ უნდა გიკბინოთ!! თორემ ძალიან რთულია უახლოეს ქართულ მედპუნქტებში მაგისი მკურნალობა :(

პოსტის ავტორი: assassin29 Mar 13 2014, 18:35

ვერ გეტყვი მეგობარო მოვძებნი მაგასაც აუცილებლად

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Mar 13 2014, 18:38

ამ კითხვებს იმიტომ ვსვავ, რომ შესაბამისი პასუხებით გამდიდრდეს თემა...
რაც უფრო მეტი ინფორმაცია იქნება, მით უკეთესი

პოსტის ავტორი: ძამა Mar 13 2014, 19:22

3ჯერ მყავს მოკლული მაგის .... და ორჯერ ძაღლი მოგვიკლა

3:2

პოსტის ავტორი: Bone Mar 13 2014, 22:57

ერთი სიტყვით, ამდენი წელია ვეძებ პირველად დახმარებაზე ინფოს და ერთადერთი რაც ვიპოვე : უბრალოდ არ უნდა გიკბინოს ! ! ! !

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Mar 13 2014, 23:00

Bone
მიგიგნია და ეგ არი... D.gif

პოსტის ავტორი: tevzi1989 Mar 13 2014, 23:26

რომელ თვეშია ყველაზე მეტად საშიში ვინმემ იცი რაგაც პერიოდები აქვს როგორც ვიცი

პოსტის ავტორი: ძამა Mar 13 2014, 23:55

აწია ყველაზე აგრესიული სექსის პერიოდი აქვს და ძალიან სიცხეშია კიდევ აგრესიული სითბოში კაიფობს


პოსტის ავტორი: assassin29 Mar 14 2014, 14:09

Bone

http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=216&hl=%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%96%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98&st=270

ამ თემაშია 19 გვერძე ინსტრუქცია, მემგონი ეს თემა ზდმეტია გვქონია გიურზასნთემა

პოსტის ავტორი: Hubert Mar 14 2014, 15:20

ციტატა(Bone @ Mar 13 2014, 23:57) *
ერთი სიტყვით, ამდენი წელია ვეძებ პირველად დახმარებაზე ინფოს და ერთადერთი რაც ვიპოვე : უბრალოდ არ უნდა გიკბინოს ! ! ! !




ეგრეა ძმაო ჩემი ძმაკაცია ძალიან ძლიერი ტოქსიკოლოგი და ზუსტად ეგ მითხრა რა,შემთხვევას რაც შეეხება ქესალოში უკბინა ჩვენთან ერთად ერთ მეთევზეს დროზეც მიიყვანეს საავადმყოფოში და სწრაფადაც გაუკეთეს ანტიგიურზინი,სრული კურსი ჩაუტარეს მცოდნე ექიმებმა,3 წელი გავიდა, მაგრამ ვერ მოვიდა მაინც ჯანზე ძლივს დადის ეს საწყალი,ადამიანის ორგანიზმზეც ბევრია დამოკიდებული რა,ალერგიულებს ძალიან პატარა შანსი აქვთ :( ანტისნეიკები და დაკვირვებით სიარული რავიცი,საერთოდ რომ არ იყოს ეგ გველი საქართველოში ძალიან კარგი იქნებოდა,დიდი ნაწილი ისედაც შეგნებულად გაამრავლეს :(((

პოსტის ავტორი: assassin29 Mar 14 2014, 15:27

Hubert

ციტატა(Hubert @ 14th March 2014 - 16:20) *
შეგნებულად გაამრავლეს

???? what.gif
ვიცი რომ ძვირფასი შხამი აქვს მაგრამ, თუ ამრავლებდნენ სადმე არ უნდა ყოლოდათ იზოლირებული?

პოსტის ავტორი: Hubert Mar 14 2014, 16:13

ეგრეა!!! არ იყო მაგ რაოდენობით საქართველოში და იზოლირებულად ვოლიერებში ყოლას,გაამრავლეს ხოშიანად,არც საჭმელი უნდა არც სასმელი რამდენსაც უნდა ბუნებაში მოიპოვებენ შხამისათვის რა ენაღვლებათ. ნუ ერთი სიტყვით არ ღირს ამაზე ლაპარაკი. აქ რააა გასაკვირი გურჯისტანში.

პოსტის ავტორი: Bone Mar 14 2014, 17:37

assassin29
მადლობა გაიხარე
Hubert
ბევრს როგორც გამიგია მხედველობის და სხვა პრბლემები დაუტოვა მთელი სიცოცხლე. ერთი ორჯერ გამიგია , მრავალი წელი იმკურნალაო მარა მაინც მოერიაო ამა თუ იმ პიროვნებას. შეიძლება ადამაინის სხვა დაავადებით სიკვდილს მიაწერეს გიურზის შხამით სიკვდილი.

assassin29
რატომ არ გაამრავლებდნენ, მითუმეტეს თუ საქართველოში ბუნებრივი გავრცელების ადგილია ამ ქვეწარმავლის და მით უფრო თუ ფარმაკოლოგიაში ოქროს ფასზე მეტი ღირს შხამი . სამჭოთა კავშირის დროს ცენტრალური კომიტეტი სადაც უნდოდა იქ , რისაც უნდოდა იმის გამოსაცდელს ააშენებდა. ასეა ეხლაც
აფხაზეთში , დაუმტკიცებელი ინფოთი მალე დაიწყება რუსეთის მიერ ატომური და მაღალმავნებლური ნარჩენების მქონე ქარხანის (ქარხნების) მშენებლობა

პოსტის ავტორი: assassin29 Mar 14 2014, 17:47

ერთადერთი სანადირო ობიექტი რომელზეც მეტ ნაკლებად წარმატებულად ნადირობს ხალხი მწყერია და ამის გარეშეც თუ დავრჩით ( მანოკი + ფარი + ბუდეზე ჭერა + გველის შიში) გავყიდი თოფებს და ეგაა. ისეკი ჯამში 1:0 უგებთ newsmile05.gif ისეკი თუ გიურზას ეროტიულ პერიოდში გააღიზიანებთ ისე რომ იწევს საკბენლად ჯობია ესროლო (მაინც ვერ გაასწრებ)

პოსტის ავტორი: Hubert Mar 14 2014, 18:32

Bone

ყველაზე ცუდი ისაა რომ თვითონ ანტიგიურზინს აქვს ბევრი უკუჩვენება,პოტენციაზე მოქმედებსო ცუდადო აბააა,ჩემმა ,,გიურზა,, მ თუ დაიძინა სამუდამოდ ეგეთ ნადირობას არ გავკარი კაცო D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Mar 14 2014, 18:43

ციტატა(Hubert @ 14th March 2014 - 19:32) *
პოტენციაზე მოქმედებსო

ვააიმეე ეს ნაღდად არ ვიცოდი ehh.gif

ციტატა(Hubert @ 14th March 2014 - 19:32) *
აბააა,ჩემმა ,,გიურზა,, მ თუ დაიძინა სამუდამოდ


D.gif D.gif D.gifიყო გიურზა გახდა ანკარა D.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Mar 14 2014, 18:48

ციტატა(Hubert @ 14th March 2014 - 19:32) *
აბააა,ჩემმა ,,გიურზა,, მ თუ დაიძინა სამუდამოდ ეგეთ ნადირობას არ გავკარი კაცო

newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif

პოსტის ავტორი: ams Mar 14 2014, 19:33

ციტატა
D.gif D.gif D.gifიყო გიურზა გახდა ანკარა D.gif
newsmile01.gif newsmile015.gif newsmile015.gif ანკარობაც თU გაქაჩა კარგია D.gif

ციტატა
აბააა,ჩემმა ,,გიურზა,, მ თუ დაიძინა სამუდამოდ ეგეთ ნადირობას არ გავკარი კაცო
D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Mar 14 2014, 19:53

სადღაც წავიკითხე ადრე ამდენი გიუზა არიყო საქართველოშიო და მტერმა გადმოგვისხაო (ბიოლოგიური ომის პონტში) D.gif
ვინ მოგცემს თუნდაც ცუდი მიზნით გველს რომლის 1 გ სხამი 5000$ ღირს? newsmile093.gif

პოსტის ავტორი: Bone Mar 14 2014, 19:57

D.gif D.gif გიურზას რამდენი მნიშვნელობა ქონია გავგიჟდი D.gif D.gif

სიდედრი რომ გიურზა იყო კი ვიცოდი მარა ისაა.... D.gif

პოსტის ავტორი: Hubert Mar 14 2014, 21:06

ციტატა(Bone @ Mar 14 2014, 20:57) *
D.gif D.gif გიურზას რამდენი მნიშვნელობა ქონია გავგიჟდი D.gif D.gif




ხოო ეგ მნიშვნელობა უცბად მოვუფიქრე D.gif D.gif D.gif

სიდედრი რომ გიურზა იყო კი ვიცოდი მარა ისაა.... D.gif


D.gif D.gif D.gif D.gif


პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Mar 14 2014, 21:10

გიურზაზე და მის შხამზე და მკურნალობზე პირველად დახმარებაზე რაღაც თემა გვქონდა თუ არ ვცდები ხო Macrovipera lebetina obtusa მახსოვს ფოტოებიც ავტვირთე ჩემი ფოტო ალბომიდან.

პოსტის ავტორი: ჰერცოგი Mar 14 2014, 21:36

გარდაბანში ადრე კომუნისტების დროს გველსაშენი იყო ერთერთ ზოგისთვის ნაცნობ ფერმაში ჩვენი ბიჭები იქ მტრედებზე ნადირობდენ ხოლმე მერე აუკრძალეს და აღარ უშვებდენ
ხომდა იმ ფერმაში ტარდებოდა ცდები და ასე შემდეგ ჩემი მეზობელი მუშაობდა მად იმის გან ვიცი, რომ ძალიან ბევრი გველი ყავდათ, როგორც გიურზა ასევე სხვა დანარჩენი მერე მოხდა გაშვება და მაგ სისტემის დანგრევა ბევრი გაგვექცა კიდეცო ზოგი გაგვანადგურებინესო

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)