თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სხვა თემები _ მართლმადიდებლური ხატები, ფრესკები და მონასტრები

პოსტის ავტორი: ამური May 4 2012, 12:31













ხატი ჯვართამაღლება








ხატი ყოველთა წმინდათა

პოსტის ავტორი: ამური May 4 2012, 12:37

ივერია გაბრწყინდება!



უწმინდესის სახარების დროს ნათლის სვეტი გამოჩნდა




ანგელოზი სამებაში


ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი მოულოდნელი სიხარული


ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი საქართველოს მფარველი


300 არაგველი სამშობლოსთვის თავდადებულნი



100-ათასი მოწამე. ჯალალედინის თბილისში შემოსევის დროს 100-ათასი ქართველი მოწამეობრივად აღესრულა.




პოსტის ავტორი: Maverick May 4 2012, 12:56

ამური
საინტერესოა
ეს ახალი ხატებია?

ასევე მაინტერესებს რას ემსახურება ეს თემა?

პოსტის ავტორი: hunter777 May 4 2012, 12:57

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

ეს გარეჯაა ბიჭები ჩიჩხიტურის კოსკის მხარეს საზღვარტან ფაქტიურად აზერბაიჯანის მზარეს სამწუხაროდ :( ალბატ შეამცნევდიტ რომ ფრესკები სავალალო მდგომარეობაშია

პოსტის ავტორი: ამური May 4 2012, 13:01

ციტატა(Maverick @ May 4 2012, 13:56) *
ამური
საინტერესოა
ეს ახალი ხატებია?

ასევე მაინტერესებს რას ემსახურება ეს თემა?


პატარა წმინდა ხუთხე მოვაწყოთ. მგონი ცუდი აზრი არ უნდა იყოს და არც არავის არ გააღიზიანებს. რაღაც კითხვის შინაარსს ვერ მივხვდი.... ვისთვის იქნება გაუგებარი საქართველოში სიწმინდეები რას ემსახურება.
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------



ათონის წმინდა მთა.

















წმინდა ათონელი ქართველი მამები


პოსტის ავტორი: hunter777 May 4 2012, 13:02

კარგებია

პოსტის ავტორი: ამური May 4 2012, 13:07

რწმენის სიძლიერემ და მის მიმართ თავდადებამ დაიფარა საქართველო!






გახტანგ გორგასალი დავით აღმაშენებელი


წმინდა ილია მართალი


წმ. ბასილი დიდი უფლის ანგელოზთან ერთად


14 წლის იყო წმინდა ნინო, როცა ღვთისმშობლის ბრძანებით მისი წილხვედრი ქვეყნისკენ გამოემართა და ერი ჭეშმარიტების ნათელს აზიარა.
დაახ. (301–332 წწ)




13 ასურელი მამა.
ღირსი იოანე ზედაზნელი და მისი თორმეტი მოწაფე:
აბიბოს ნეკრესელი,
ანტონ მარტყოფელი,
დავით გარეჯელი,
ზენონ იყალთოელი,
თადეოზ სტეფანწმიდელი,
ისე წილკნელი,
იოსებ ალავერდელი,
ისიდორე სამთავნელი,
მიქაელ ულუმბოელი,
პიროს ბრეთელი,
სტეფანე ხირსელი და
შიო მღვიმელი
იყვნენ ასურელი მოღვაწეები, რომლებმაც საქართველოში სამონასტრო ცხოვრება ააღორძინეს და დაამკვიდრეს.
(VI საუკუნე)


წმ. იოანე ზედაზნელი


წმ. დავით გარეჯელი


წმ. აბიბოს ნეკრესელი


წმ. აბო თბილელი


წმ. ანთიმოზ ივერიელი


წმ. გიორგი მთაწმინდელი


წმ. ილარიონ ქართველი


წმ. გრიგოლ ხანძთელი


წმ. ანტონ მარტყოფელი


წმ. შიო მღვიმელი





პოსტის ავტორი: ჩელე May 4 2012, 14:19

მიხარია, რომ მსგავსი თემა გაჩნდა ჩვენს ფორუმზე.....

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 4 2012, 14:38

უფრო კარგი იქნებოდა ყოველი ხატის აღწერა იყოს ანუ ისტორია და ა.ს.შ.

პოსტის ავტორი: ამური May 4 2012, 14:40

მთავარანგელოზთა დასი

ანგელოზთა დასნი სამ იერარქიად განიყოფებიან. უმაღლეს იერარქიას შეადგენენ: სერაბიმნი, ქერუბიმნი და საყდარნი. ყოვლადწმიდა სამებასთან ყველაზე ახლოს დგანან სერაბიმნი (ანთებულნი, ცეცხლოვანნი) (ეს. 6, 2). ისინი ადამიანებს ღვთაებრივი სიყვარულის ალით აღაგზნებენ.








მთავარანგელოზი მიქაელი-მთავარანგელოზ მიქაელს - მძლეველს ყველა მტრული ძალისა - ხატებზე ჯავშნით, ანუ ღვთიური მადლით შემოსილს ხატავენ. იგი ფეხებით დემონს თრგუნავს, მარცხენა ხელში ზეთისხილის მწვანე რტო, ან სამკუთხედი ფარი უჭირავს. მარჯვენაში უპყრია შუბი თეთრი ალმით (ზოგჯერ - ცეცხლოვანი მახვილი), რომელზედაც მეწამული ჯვარია გამოსახული. ზოგიერთ ხატზე ზეციურ ძალთა მხედართმთავარი მახვილით გმირავს დედამიწაზე შემოხვეულ გველს.
მიქაელ მთავარანგელოზისადმი ლოცულობენ დემონურ ცთუნებათა დროს.






მთავარანგელოზი მიქაელი ამარცხებს სატანას. რომი, სანტა მარია დელა კონცეზიონე.




მთავარანგელოზი გაბრიელი-სიმტკიცე (ძალი) ღვთისა (დან. 8, 16; ლკ. 1, 26) - ღვთის საიდუმლოს კეთილი მაცნე, უფლის ყოვლადძლიერების მახარებელი და მსახურია. ხატებზე გაბრიელ მთავარანგელოზს გამოსახავენ სამოთხის რტოთი, რომელიც ყოვლადწმიდა ქალწულს მიართვა, ხშირად მას ცეცხლოვანი ლამპარი უჭირავს ხელში.




მთავარანგელოზი რაფაელი -ღვთიური მკურნალი (ტობ. 3, 16; 12, 15), სნეულებათაგან ადამიანთა დამხსნელია.


მთავარანგელოზი ვარახიელი-კურთხევის ანგელოზს ნიშნავს. ადამიანებისთვის ღვთიური მოწყალების გამომთხოველია. ძირითადად ვარახიელი მოწამეთა, აღმსარებელთა და მოსაგრეთა მფარველად ითვლება. ხატწერაში მთავარანგელოზ ვარახიელის სამოსელზე ვარდისფერ ყვავილთა სიმრავლე გამოისახება, რაც სულიწმიდის ნიჭთა სიმბოლოა.








მთავარანგელოზი იეგუდიელი-ღვთის დიდებას ნიშნავს. ის ადიდებს უფალს, განამტკიცებს და შუამდგომლობს მოღვაწეებს. გარდა ამისა, ის ითვლება მოგზაურთა მფარველად და გაჭირვებულთა შემწედ. ხატებზე ეგუდიელს მარჯვენა ხელში ოქროს გვირგვინი უჭირავს, მარცხენაში კი - შოლტი სამი წითელი (ან შავი) ტოტით. შოლტი იმის მიმანიშნებელია, რომ ზარმაცთ და უდებთ ამ ცხოვრებაში ბევრი მწუხარება და სასჯელი დაატყდებათ თავს, სანამ გონს მოეგებიან, ხოლო გვირგვინი გულმოდგინეთათვის არის განკუთვნილი.






მთავარანგელოზი იერომიელი-ნიშნავს ღვთისკენ ამაღლებას (3 ეზრ. 4, 36).იგი საღვთო სიყვარულის აღმძვრელია. ხატებზე გამოისახება სასწორით ხელში.


მთავარანგელოზი სელაფიელი-მლოცველს ნიშნავს. იგი ადამიანებს უხილავად შეეწევა ლოცვისას. გარდა ამისა, არის მკურნალი ამაკანკალებელ ავადმყოფობათა (მალარია, ეპილეფსია.). ხატებზე სელაფიელი ლოცვით მდგომარეობაში გამოიხატება: თვალებდახრილი და მკერდზე ხელებდაწყობილი; ზოგჯერ მას ხელში ანთებული სანთელი და საკმეველი უჭირავს.




მთავარანგელოზი ურიელი-ღვთაებრივი ცეცხლი და ნათელი, განმანათლებელი (3 ეზრ. 5, 20) ბერმონაზონთა და ღვთისმეტყველთა მფარველად ითვლება. იგი გვინათლებს გონებას, რათა შევძლოთ ღვთიურ საიდუმლოთა და წმიდა წერილის შეცნობა; მთავარანგელოზი ურიელი მონანულთა მფარველიცაა; საეკლესიო გადმოცემით, იგი ადამთან და ევასთან ერთად ლოცულობდა მათი სამოთხიდან განდევნის შემდეგ და უფლის საკურთხეველზე მიჰქონდა მათი სინანულის ცრემლი; ხატებზე მას გამოსახავენ ცეცხლოვანი ან გაშიშვლებული მახვილით.






მფარველი ანგელოზი

ჩემო მფარველო ანგელოზო, არ მიმატოვო,
გთხოვ, დაივიწყო რაც შეგცოდე, რითაც გაჭირვე,
ლამაზი ფრთებით დამიფარე მწუხარებისგან,
არ განმეშორო, ჩემთან იყავ, როცა დამჭირდე.

რა ცოდვილადაც არ უნდა მთვლიდე გთხოვ, მაპატიო,
შენ ხომ ყოველთვის ხარ მნახველი უფლის სახისა,
თუ რამ კეთილი გამაჩნია, არ დაივიწყო,
ღირსი გამხადე ერთხელ მაინც შენი ნახვისა.

პოსტის ავტორი: Maverick May 4 2012, 15:48

CODE
რაღაც კითხვის შინაარსს ვერ მივხვდი.... ვისთვის იქნება გაუგებარი საქართველოში სიწმინდეები რას ემსახურება.

უბრალოდ იმიტომ ვიკითხე რომ ვერ მივხვდი, მშვენიერი თემაა,
ტავიდან მხოლოდ ხატები და ფრესკების სურათები რომ ვნახე, აზრი ბოლომდე ვერ გამოვიტანე

პოსტის ავტორი: ამური May 6 2012, 15:25

კაცხის სვეტი, კირქვის სვეტისებრი დენუდაციური „მოწმე“ — შთენილი კლდე მდებარეობს ჭიათურის რაიონის ტერიტორიაზე, მდინარეების კაცხურისა (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) და ღვითორის (ბუჯის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფზე. სიმაღლე 40 მეტრია.



პოსტის ავტორი: ამური May 6 2012, 16:11

ანანურის ეკლესია


გერგეთის სამება





ჯვრის მონასტერი






იმერეთი ტაბაკინის მონასტერი

პოსტის ავტორი: ამური May 6 2012, 16:50

საინტერესო და სასარგებლო ქადაგება.




პოსტის ავტორი: ამური May 31 2012, 22:19

დავით გარეჯი



პოსტის ავტორი: ამური Jun 18 2012, 22:15




სქიმმონაზონი ნიკოდიმე.
მართლმადიდებელი მებრძოლი!

პოსტის ავტორი: ამური Jun 21 2012, 14:00

წმ. იოანე ნათლისმცემელი.




წმ. იოანე ოქროპირი


წმ. ეფრემ ასური





წმ. მოციქულები პეტრე და პავლე


წმ. ნიკოლოზი




წმ. სპირიდონი






წმ. ანტონი დიდი


წმ. სერაფიმე საროველი








წმ. პანტელეიმონ მკურნალი

პოსტის ავტორი: ამური Jun 24 2012, 23:41

უფლის სამსაჯავრო



თუ ქრისტიანები აღმსარებელნი არ გახდებიან, არ აღუდგებიან წინ ბოროტებას, მაშინ დამაქცეველნი უფრო მეტად გათავხედდებიან. თუ ქრისტიანები წინააღმდეგობას გაუწევენ მათ, მაშინ შეიძლება, ისინი კიდევაც დაფიქრდნენ. მაგრამ არც ახლანდელი ქრისტიანები არიან მებრძოლნი. პირველი ქრისტიანები კერკეტი კაკლები იყვნენ; მათ მთელი მსოფლიო შეცვალეს.

ბერი პაისი მთაწმინდელი

პოსტის ავტორი: ამური Jun 25 2012, 12:10





მოციქულთასწორის კონსტანტინე დიდის გამეფების შემდეგ მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი თავის სამწყსოს დაუბრუნდა. 325 წელს მან მონაწილეობა მიიღო ნიკეის პირველ საეკლესიო კრებაში, რომელმაც სარწმუნოების სიმბოლო მიიღო. წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტიელთან და სხვა წმინდა მამებთან ერთად იგი შეურიგებლად ამხელდა იმ ხანებში ფართოდ გავრცელებული ალექსანდრიელი ხუცესის, მწვალებელი არიოზის ცრუ მოძღვრებას. ერეტიკოსის უტიფრობამ თვით სიმშვიდის ხატად ცნობილ წმ. ნიკოლოზსაც დააკარგვინა მოთმინება. ცრუ მოძღვარს, რომელიც თავისას ჯიუტად ამტკიცებდა, მან კვერთხი ჩაარტყა, რისთვისაც მღვდელმთავრის პატივი აეყარა და ომოფორი ჩამოერთვა. მაგრამ კრების მონაწილე რამდენიმე მამას ზეგარდამო ჩვენებით ეუწყა, რომ წმ. ნიკოლოზი მღვდელმთავრად თვით უფალმა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა აკურთხეს, რის შედეგადაც მას უწინდელი ღირსება აღუდგინეს.

თუ ქრისტიანები აღმსარებელნი არ გახდებიან, არ აღუდგებიან წინ ბოროტებას, მაშინ დამაქცეველნი უფრო მეტად გათავხედდებიან. თუ ქრისტიანები წინააღმდეგობას გაუწევენ მათ, მაშინ შეიძლება, ისინი კიდევაც დაფიქრდნენ. მაგრამ არც ახლანდელი ქრისტიანები არიან მებრძოლნი. პირველი ქრისტიანები კერკეტი კაკლები იყვნენ; მათ მთელი მსოფლიო შეცვალეს.

ბერი პაისი მთაწმინდელი

პოსტის ავტორი: ამური Jun 25 2012, 16:01



ეკლესიის გარეთ არსებული „ქრისტიანობა"

ამ თემაზე მსჯელობის სურვილი აღმიძრა იმ შემაძრწუნებელმა რეალობამ, რომელშიც ჩვენი ხალხი იმყოფება. კერძოდ, ხშირად მომისმენია: „ღმერთი მწამს, მაგრამ ეკლესიისა და სამღვდელოების არა მჯერა". რატომ? რაშია საქმე? შესაძლებელია კი, რომ ღმერთი გწამდეს, ხოლო ეკლესია და მისი იერარქია არა? როგორც ჩანს, შესაძლებელია, რადგან ასეთი რამ ცხოვრებაში გვხვდება. მაგრამ ამ შემთხვევაში ახალი კითხვა იჩენს თავს: როგორია ეს რწმენა და რა შეიძლება ეწოდოს მას? რაც გინდათ, დაარქვით, ოღონდ ქრისტიანულს ვერ უწოდებთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქრისტიანობა ეკლესიური ერთობის გარეშე არ არსებობს. მოციქული პავლე გვასწავლის, რომ „ეკლესია არის სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა" (1 ტიმ. 3, 15-16), რომ ეკლესია არის „ქრისტეს სხეული" (კოლ. 1, 2; ეფეს. 1, 23). მაცხოვარი ბრძანებს: „აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" (მათ. 16, 18). ეხლა ვთქვათ, შეიძლება კი, ქრისტიანი იყო და ქრისტეს ეკლესიაში არ იყო: შეიძლება კი, ღებულობდე ქრისტეს სწავლებას და არ ღებულობდე მის ეკლესიას? არ შეიძლება. ცხოვრებაში კი ვხვდებით ასეთ „რწმენას", მაგრამ ეს არ არის ნორმალური მოვლენა, ისევე როგორც ცოდვა - ღვთის სიმართლისგან განდგომა, რომელსაც ადგილი კი აქვს ადამიანთა ცხოვრებაში, მაგრამ მისი სახელი უსჯულოებაა.


საინტერესოა, რა კვებავს ცოდვის ამ სახეს, რასაც ეკლესიისაგან განდგომა, მისი უარყოფა ჰქვია? მიზეზი ბევრია, ძირითადში კი ეს სიმრავლე ორ პირობით ჯგუფად შეიძლება დაიყოს. ერთის მხრივ, ეკლესიის უარყოფა, ანუ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოებრივ ან საზოგადოებრივ დონეზე, მეორე მხრივ - ეკლესიისაგან განდგომა სუბიექტური, ანუ ინდივიდუალური მიზეზების გამო, რაც რიგ შემთხვევაში პირველი მიზეზიდან გამომდინარეობს, რიგ შემთხვევებში კი საკმაოდ ინდივიდუალურია. ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა საზოგადოებრივ თუ სახელმწიფო დონეზე ჩვენთვის საკმაოდ ცნობილია. ეს ნიშნავს სახელმწიფო კანონებით ეკლესიის უფლებებისა და მისი მოღვაწეობის ფარგლების მაქსიმალურ შეზღუდვას - იდეოლოგიურ ომს ეკლესიის წინააღმდეგ, რაც გამოიხატება ხელოვნების და კულტურის გამოყენებით ეკლესიისა და სამღვდელოების დისკრედიტაციაში მხატვრული ფილმების, სპექტაკლების, ტელე-რადიო გადაცემების, ლიტერატურული ნაწარმოებების და სხვადასხვა საშუალებებით. ამ გზით ადამიანის გონებაში, მის ცნობიერებაში ითესება ბოროტი თესლი ურწმუონებისა, ეჭვი და უნდობლობა იბადება ადამიანში ეკლესიისა და სასულიერო პირთა მიმართ, რაც თანდათანობით აცილებს ქრისტიანს (და აძულებს კიდეც) ეკლესიის გარემოს და უცხოს ხდის მისთვის.

ათწლეულების მანძილზე ხელოვნურად იქმნებოდა ადამიანის ცნობიერებაში კარიკატურული წარმოდგენები ეკლესიაზე. და თუ დღეს ვხვდებით ბევრ თანამემამულეში ეკლესიისადმი უნდობლობას და შეიძლება სიძულვილსაც კი, სინამდვილეში ისინი მიმართულია იმ კარიკატურული წარმოდგენებისადმი, როგორადაც აღიქვამენ ეკლესიას, სინამდვილეში კი არ იციან რა არის ეკლესია.

მთელი სისრულით აღქმა იმისა, თუ რას წარმოადგენს ეკლესია, მისი ცხოვრების მისტიკური (საიდუმლო) მხარე, მისი სულიერი სიღრმე, გარკვეულწილად აღემატება ადამიანურ ძალებს. ეკლესიურ ცხოვრებას ადამიანი უერთდება არასრულად, ნაწილობრივ, მაგრამ არსებობს ეკლესიის ცხოვრებაში - საიდუმლო ღვთისმსახურებაში - შეღწევის სხვადასხვა ხარისხი. გონებით წვდომა იმისა, რომ ეკლესიაში ხდება, შეუძლებელია, რამეთუ „დიდ არს ღვთის მსახურებისა იგი საიდუმლო" (1 ტიმ. 3-16). საჭიროა ცოცხალი მონაწილეობა ეკლესიის ცხოვრებაში. და მხოლოდ ამ შემთხვევაში იხსნება ეკლესია ადამიანის წინაშე, როგორც უმაღლესი რეალობა. იმისათვის, რომ გაარჩიოს ადამიანმა ეკლესიის არსი სხვადასხვა ფორმით მისი გარეგნული გამოვლინებისაგან, სულაც არ არის საჭირო იყო ღვთისმეტყველი; მაგრამ ვაი, რომ ხშირად ხდება აღრევა მათი, რასაც ალბათ ვერც გაექცევა ადამიანი და ფაქტიურად ხდება ის, რომ თუ ეკლესიის გარეგნულ გაფორმებაში ადამიანს რაღაც არ მოეწონა ან მიუღებელი გახდა მისთვის, ამასთან ერთად შინაგანად, შინაარსობრივადაც სცილდება ეკლესიას.

ძალიან იოლია სამღვდელოების კრიტიკა. ვისგან გვესმის უმთავრესად ამგვარი კრიტიკა? მათგან, ვინც არად დაგიდევთ ღვთის მცნებებს სათავისოდ, სამაგიეროდ დიდის მონდომებით, ერთგვარი ბოროტი სიხარულითაც კი ყვებიან სხვადასხვა ცილიმწამებლურ ამბებს, თუნდაც სინამდვილეს. ალბათ არავის აკრიტიკებენ ისე ადვილად, თავაშვებულად, როგორც ეკლესიის წარმომადგენელთ; ხან ბრალს სდებენ ფარისევლობაში, თვალთმაქცობაში, ვერცხლისმოყვარეობაში, უწესო ცხოვრების წესში. ეს კრიტიკა იმათგან მოდის უმეტესად, ვისთანაც არც სარწმუნოების და არც ეკლესიის შვილობის განცდაა. შედეგი კი საკმაოდ მტკივნეულია, ადამიანები, რომლებიც ვერ არჩევენ ეკლესიის არსს მისი გარეგნული-ფორმობრივი გამოხატულებისა და ნიშნებისაგან, მიდიან სექტანტებთან, მათთან, ვინც არაფერს იშურებს იმისათვის, რომ ეკლესია გააშაოს; იმასაც კი ამბობენ - „რა საჭიროა სამღვდელოება, რაში გვჭირდება შუამავალი ქრისტესთანო". თუ ყურადღებით დაუკვირდებით რა მოთხოვნებს უყენებენ სამღვდელოებას, დარწმუნდებით, რომ პრაქტიკულად შეუძლებელიც კია ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება. სამღვდელოებისაგან მოითხოვენ ხოლმე იმას, რისგანაც ასე ადვილად ათავისუფლებელ საკუთარ თავს. თუ მღვდელი შეცდა ან გაბრაზდა, ან ყურადღებიდან გამორჩა რამე ან ვინმე, არასგზით არ პატიობენ მას. მღვდელში დანახული ადამიანური სისუსტეც კი აბრკოლებთ მის მიმართ. ამ დროს მღვდელი ისეთივე ადამიანია, როგორიც სხვა ნებისმიერი; მასშიც, როგორც ყველა ადამიანში, არსებობს პოტენციური (მემკვიდრეობითი) მიდრეკილება ცოდვისაკენ. მასაც ებრძვის ბოროტი, მასაც შეიძლება შეეშალოს. უფრო მეტსაც ვიტყვით. არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ სამღვდელოებაში შესაძლოა არიან ისეთებიც, ვინც ნამდვილად არ იმყოფება მოწოდების სიმაღლეზე, მაგრამ მთავარი მაინც ის სატკივარია, რომ ამგვარ მორწმუნეთა დიდ უმრავლესობას საერთოდ არ გააჩნია ეკლესიური ცნობიერება. მათთვის არ არის ეკლესია დედა, მათთვის საეკლესიო იერარქია უცხოა, არავითარი სიყვარული არ გააჩნიათ სამღვდელოებისა, არა როგორც იერარქიისა, არამედ როგორც ადამიანებისა. აქედან მოდის ის დაუნდობლობა, ხშირად სიძულვილიც კი, რასაც ეკლესიისა და მისი იერარქიისადმი იჩენენ. ფაქტიურად, ამაშია მიზეზი „ეკლესიის გარეშე არსებული ქრისტიანობისა".

ადამიანის გონებაში ბუნებრივად იბადება მრავალი შეკითხვა იმ მიზეზით, რომ დიამეტრალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან სახარებისეული სიმართლე და თანამედროვე იდეოლოგია; და თუ ადამიანი ყოველდღიურად არ კითხულობს წმიდა წერილს, მოციქულთა სწავლებას, მის გონებაში გაჩენილ ყოველ ამგვარ შეკითხვაზე პასუხის მისაღებად მიმართავს არა წმიდა წერილს, არა ღვთისმეტყველების საკითხებში მომზადებულ მაღალ სულიერ ადამიანს, არამედ თავის თავში თავისუფალ გასაქანს აძლევს ყველაფერ იმას, რაც პირიქით, აღრმავებს სულიერი კრიზისს. ასეთი მოვლენა ალბათ იმითაც აიხსნება, რომ ჩვენი თანამედროვე ცხოვრება აღვსილია უნდობლობით ეკლესიის მიმართ. მით უფრო, რომ ამ უნდობლობისათვის საფუძველის ჩაყრა ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო პროგრამით იყო გათვალისწინებული. ჩვენს წინაშე არსებული საკითხებისა და პრობლემების ქრისტიანული დანახვა ჩვენგან მოითხოვს დიდ შრომას, ეკლესიის სწავლებასა და მის ისტორიაში ჩაღრმავებას.
ქრისტიანული ცხოვრების გზა მოფენლია უამრავი სირთულით, რომელთა გადალახვას სჭირდება არა მარტო ცოდნა, არამედ დიდი სულიერი სიმამაცეც.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 25 2012, 16:24

ამური
დღეს გააკეთებ რაც გთხოვე?

პოსტის ავტორი: Jei Jun 25 2012, 16:33

ციტატა(hunter777 @ May 4 2012, 13:57) *
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

ეს გარეჯაა ბიჭები ჩიჩხიტურის კოსკის მხარეს საზღვარტან ფაქტიურად აზერბაიჯანის მზარეს სამწუხაროდ :( ალბატ შეამცნევდიტ რომ ფრესკები სავალალო მდგომარეობაშია


ცოტა რთულია ასე ერთი სურათით და შეუხებლად ვიმსჯელოთ მხატვრობის დაზიანებაზე, მაგრამ არჩ თუ ისე სავალალო მდგომარეობაშია. თუ კი სინესტე არ არის და წყალი არ ჩამოსდის კაი ხანს გასტანს ასეთ მდგომარეობაში. აშკარაა გამაგრების კვალიც. იმედია როდესმე მაქაურობასაც მოევლება newsmile090.gif

პოსტის ავტორი: იკო1981 Jun 25 2012, 16:35

ჯა ისე შენი პროფესიიდან გამომდინარე ,საქართველოსი საქმე არ დაგელევაnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: იაშკა Jun 25 2012, 23:27

ის ათონი არაა, მეტეორაა სამონატრო კომპლექსი.ჩრ.საბერძნეთში. სად თეოლოგია და სად ნადირობა და თევზაობა.რა კავშირშია?შემეცნებით ხასიათს თუ ატარებს გარკვეული ინფ.მცდარი იყო.

პოსტის ავტორი: ალთაზარ Jun 25 2012, 23:34

იაშკა
გეთენხმები , მეტეორაა და არა ათონი , ულამაზესი ადგილი ...

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 26 2012, 00:54

ციტატა(MARLIN @ 25th June 2012 - 18:01) *
ეკლესიის გარეთ არსებული „ქრისტიანობა"

ამ თემაზე მსჯელობის სურვილი აღმიძრა იმ შემაძრწუნებელმა რეალობამ, რომელშიც ჩვენი ხალხი იმყოფება. კერძოდ, ხშირად მომისმენია: „ღმერთი მწამს, მაგრამ ეკლესიისა და სამღვდელოების არა მჯერა". რატომ? რაშია საქმე? შესაძლებელია კი, რომ ღმერთი გწამდეს, ხოლო ეკლესია და მისი იერარქია არა? როგორც ჩანს, შესაძლებელია, რადგან ასეთი რამ ცხოვრებაში გვხვდება. მაგრამ ამ შემთხვევაში ახალი კითხვა იჩენს თავს: როგორია ეს რწმენა და რა შეიძლება ეწოდოს მას? რაც გინდათ, დაარქვით, ოღონდ ქრისტიანულს ვერ უწოდებთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქრისტიანობა ეკლესიური ერთობის გარეშე არ არსებობს. მოციქული პავლე გვასწავლის, რომ „ეკლესია არის სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა" (1 ტიმ. 3, 15-16), რომ ეკლესია არის „ქრისტეს სხეული" (კოლ. 1, 2; ეფეს. 1, 23). მაცხოვარი ბრძანებს: „აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" (მათ. 16, 18). ეხლა ვთქვათ, შეიძლება კი, ქრისტიანი იყო და ქრისტეს ეკლესიაში არ იყო: შეიძლება კი, ღებულობდე ქრისტეს სწავლებას და არ ღებულობდე მის ეკლესიას? არ შეიძლება. ცხოვრებაში კი ვხვდებით ასეთ „რწმენას", მაგრამ ეს არ არის ნორმალური მოვლენა, ისევე როგორც ცოდვა - ღვთის სიმართლისგან განდგომა, რომელსაც ადგილი კი აქვს ადამიანთა ცხოვრებაში, მაგრამ მისი სახელი უსჯულოებაა.


საინტერესოა, რა კვებავს ცოდვის ამ სახეს, რასაც ეკლესიისაგან განდგომა, მისი უარყოფა ჰქვია? მიზეზი ბევრია, ძირითადში კი ეს სიმრავლე ორ პირობით ჯგუფად შეიძლება დაიყოს. ერთის მხრივ, ეკლესიის უარყოფა, ანუ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოებრივ ან საზოგადოებრივ დონეზე, მეორე მხრივ - ეკლესიისაგან განდგომა სუბიექტური, ანუ ინდივიდუალური მიზეზების გამო, რაც რიგ შემთხვევაში პირველი მიზეზიდან გამომდინარეობს, რიგ შემთხვევებში კი საკმაოდ ინდივიდუალურია. ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა საზოგადოებრივ თუ სახელმწიფო დონეზე ჩვენთვის საკმაოდ ცნობილია. ეს ნიშნავს სახელმწიფო კანონებით ეკლესიის უფლებებისა და მისი მოღვაწეობის ფარგლების მაქსიმალურ შეზღუდვას - იდეოლოგიურ ომს ეკლესიის წინააღმდეგ, რაც გამოიხატება ხელოვნების და კულტურის გამოყენებით ეკლესიისა და სამღვდელოების დისკრედიტაციაში მხატვრული ფილმების, სპექტაკლების, ტელე-რადიო გადაცემების, ლიტერატურული ნაწარმოებების და სხვადასხვა საშუალებებით. ამ გზით ადამიანის გონებაში, მის ცნობიერებაში ითესება ბოროტი თესლი ურწმუონებისა, ეჭვი და უნდობლობა იბადება ადამიანში ეკლესიისა და სასულიერო პირთა მიმართ, რაც თანდათანობით აცილებს ქრისტიანს (და აძულებს კიდეც) ეკლესიის გარემოს და უცხოს ხდის მისთვის.

ათწლეულების მანძილზე ხელოვნურად იქმნებოდა ადამიანის ცნობიერებაში კარიკატურული წარმოდგენები ეკლესიაზე. და თუ დღეს ვხვდებით ბევრ თანამემამულეში ეკლესიისადმი უნდობლობას და შეიძლება სიძულვილსაც კი, სინამდვილეში ისინი მიმართულია იმ კარიკატურული წარმოდგენებისადმი, როგორადაც აღიქვამენ ეკლესიას, სინამდვილეში კი არ იციან რა არის ეკლესია.

მთელი სისრულით აღქმა იმისა, თუ რას წარმოადგენს ეკლესია, მისი ცხოვრების მისტიკური (საიდუმლო) მხარე, მისი სულიერი სიღრმე, გარკვეულწილად აღემატება ადამიანურ ძალებს. ეკლესიურ ცხოვრებას ადამიანი უერთდება არასრულად, ნაწილობრივ, მაგრამ არსებობს ეკლესიის ცხოვრებაში - საიდუმლო ღვთისმსახურებაში - შეღწევის სხვადასხვა ხარისხი. გონებით წვდომა იმისა, რომ ეკლესიაში ხდება, შეუძლებელია, რამეთუ „დიდ არს ღვთის მსახურებისა იგი საიდუმლო" (1 ტიმ. 3-16). საჭიროა ცოცხალი მონაწილეობა ეკლესიის ცხოვრებაში. და მხოლოდ ამ შემთხვევაში იხსნება ეკლესია ადამიანის წინაშე, როგორც უმაღლესი რეალობა. იმისათვის, რომ გაარჩიოს ადამიანმა ეკლესიის არსი სხვადასხვა ფორმით მისი გარეგნული გამოვლინებისაგან, სულაც არ არის საჭირო იყო ღვთისმეტყველი; მაგრამ ვაი, რომ ხშირად ხდება აღრევა მათი, რასაც ალბათ ვერც გაექცევა ადამიანი და ფაქტიურად ხდება ის, რომ თუ ეკლესიის გარეგნულ გაფორმებაში ადამიანს რაღაც არ მოეწონა ან მიუღებელი გახდა მისთვის, ამასთან ერთად შინაგანად, შინაარსობრივადაც სცილდება ეკლესიას.

ძალიან იოლია სამღვდელოების კრიტიკა. ვისგან გვესმის უმთავრესად ამგვარი კრიტიკა? მათგან, ვინც არად დაგიდევთ ღვთის მცნებებს სათავისოდ, სამაგიეროდ დიდის მონდომებით, ერთგვარი ბოროტი სიხარულითაც კი ყვებიან სხვადასხვა ცილიმწამებლურ ამბებს, თუნდაც სინამდვილეს. ალბათ არავის აკრიტიკებენ ისე ადვილად, თავაშვებულად, როგორც ეკლესიის წარმომადგენელთ; ხან ბრალს სდებენ ფარისევლობაში, თვალთმაქცობაში, ვერცხლისმოყვარეობაში, უწესო ცხოვრების წესში. ეს კრიტიკა იმათგან მოდის უმეტესად, ვისთანაც არც სარწმუნოების და არც ეკლესიის შვილობის განცდაა. შედეგი კი საკმაოდ მტკივნეულია, ადამიანები, რომლებიც ვერ არჩევენ ეკლესიის არსს მისი გარეგნული-ფორმობრივი გამოხატულებისა და ნიშნებისაგან, მიდიან სექტანტებთან, მათთან, ვინც არაფერს იშურებს იმისათვის, რომ ეკლესია გააშაოს; იმასაც კი ამბობენ - „რა საჭიროა სამღვდელოება, რაში გვჭირდება შუამავალი ქრისტესთანო". თუ ყურადღებით დაუკვირდებით რა მოთხოვნებს უყენებენ სამღვდელოებას, დარწმუნდებით, რომ პრაქტიკულად შეუძლებელიც კია ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება. სამღვდელოებისაგან მოითხოვენ ხოლმე იმას, რისგანაც ასე ადვილად ათავისუფლებელ საკუთარ თავს. თუ მღვდელი შეცდა ან გაბრაზდა, ან ყურადღებიდან გამორჩა რამე ან ვინმე, არასგზით არ პატიობენ მას. მღვდელში დანახული ადამიანური სისუსტეც კი აბრკოლებთ მის მიმართ. ამ დროს მღვდელი ისეთივე ადამიანია, როგორიც სხვა ნებისმიერი; მასშიც, როგორც ყველა ადამიანში, არსებობს პოტენციური (მემკვიდრეობითი) მიდრეკილება ცოდვისაკენ. მასაც ებრძვის ბოროტი, მასაც შეიძლება შეეშალოს. უფრო მეტსაც ვიტყვით. არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ სამღვდელოებაში შესაძლოა არიან ისეთებიც, ვინც ნამდვილად არ იმყოფება მოწოდების სიმაღლეზე, მაგრამ მთავარი მაინც ის სატკივარია, რომ ამგვარ მორწმუნეთა დიდ უმრავლესობას საერთოდ არ გააჩნია ეკლესიური ცნობიერება. მათთვის არ არის ეკლესია დედა, მათთვის საეკლესიო იერარქია უცხოა, არავითარი სიყვარული არ გააჩნიათ სამღვდელოებისა, არა როგორც იერარქიისა, არამედ როგორც ადამიანებისა. აქედან მოდის ის დაუნდობლობა, ხშირად სიძულვილიც კი, რასაც ეკლესიისა და მისი იერარქიისადმი იჩენენ. ფაქტიურად, ამაშია მიზეზი „ეკლესიის გარეშე არსებული ქრისტიანობისა".

ადამიანის გონებაში ბუნებრივად იბადება მრავალი შეკითხვა იმ მიზეზით, რომ დიამეტრალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან სახარებისეული სიმართლე და თანამედროვე იდეოლოგია; და თუ ადამიანი ყოველდღიურად არ კითხულობს წმიდა წერილს, მოციქულთა სწავლებას, მის გონებაში გაჩენილ ყოველ ამგვარ შეკითხვაზე პასუხის მისაღებად მიმართავს არა წმიდა წერილს, არა ღვთისმეტყველების საკითხებში მომზადებულ მაღალ სულიერ ადამიანს, არამედ თავის თავში თავისუფალ გასაქანს აძლევს ყველაფერ იმას, რაც პირიქით, აღრმავებს სულიერი კრიზისს. ასეთი მოვლენა ალბათ იმითაც აიხსნება, რომ ჩვენი თანამედროვე ცხოვრება აღვსილია უნდობლობით ეკლესიის მიმართ. მით უფრო, რომ ამ უნდობლობისათვის საფუძველის ჩაყრა ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო პროგრამით იყო გათვალისწინებული. ჩვენს წინაშე არსებული საკითხებისა და პრობლემების ქრისტიანული დანახვა ჩვენგან მოითხოვს დიდ შრომას, ეკლესიის სწავლებასა და მის ისტორიაში ჩაღრმავებას.

ეს..ვისი ქადაგებაა??...

პოსტის ავტორი: ამური Jul 2 2012, 21:59

02/07/2012

წმინდა სინოდი ID ბარათებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ხუთშაბათს გამოიტანს



დარიალის ხეობა-მთავარანგელოზთა მიქაელის და გაბრიელის სახელობის ტაძარი.




გერგეთის სამება







პოსტის ავტორი: ჩელე Jul 3 2012, 09:05

ამური

ეს ბოლო ფოტოები იქნებ დააპატარვო 800/600-ზე რა, ძალიან დიდი რეზოლუციით გაქვს დადებული და დიდ ხანს უნდება გახსნას.

პოსტის ავტორი: ამური Aug 20 2012, 20:23





ბეთანიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერი

პოსტის ავტორი: OQRO444 Aug 20 2012, 21:28

ციტატა(ამური @ May 4 2012, 14:01) *
პატარა წმინდა ხუთხე მოვაწყოთ. მგონი ცუდი აზრი არ უნდა იყოს და არც არავის არ გააღიზიანებს. რაღაც კითხვის შინაარსს ვერ მივხვდი.... ვისთვის იქნება გაუგებარი საქართველოში სიწმინდეები რას ემსახურება.
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------



ათონის წმინდა მთა.

















წმინდა ათონელი ქართველი მამები





ეს მეგობარო მეტეორაზეა და არა ათონზე (შესწორებისათვის პატიებას ვითხოვ newsmile011.gif )

პოსტის ავტორი: ამური Aug 21 2012, 20:56

შეიძლება ავტომატური შეცდომა იყო რომელიც უკვე ვნახე.... ეს მონასტრების და ხატების ალბომია და არა სამისამართო ბიურო.

პოსტის ავტორი: ამური Dec 17 2012, 18:47

წმ. ბარბარე

პოსტის ავტორი: ამური Dec 17 2012, 22:25


პოსტის ავტორი: OQRO444 Dec 17 2012, 23:57

ეს მეგობრებო ჩემი ძმის დაწერილი ხატებია............























უფალმა მისცეს ძალა და მადლი რათა უფლის სახება და ყველა წმინდანთა მადლმოსილი ხატება წარგვიდგინოს უდიდესი დიდებითა და მადლმოსილებით.......

პოსტის ავტორი: ამური Dec 22 2012, 09:41

გილოცავთ მუცლადღებას ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა!


პოსტის ავტორი: ჯეკო Dec 22 2012, 09:51

ამური გაიხარე მაეგობარო შენც გილოცავ

პოსტის ავტორი: ამური Dec 22 2012, 12:57



საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მამა გაბრიელი წმინდანად შერაცხა


პოსტის ავტორი: ამური Apr 11 2013, 22:07

ფუტკრების მიერ გაკეთებული სკა წმ.ხატში.
საბერძნეთი - ესთიგმენის მონასტერი.




ფუტკრების მიერ გაკეთებული სკა წმ. ხატში. საბერძნეთი - ფილი ატიკა, წმ. კვიპრიანეს და იუსტინეს სახელობის მონასტრში დაბრძანებულ ხატზე აღბეჭდილი სასწაული.


პოსტის ავტორი: OQRO444 Apr 12 2013, 01:28

მეც შემოგთავაზებთ ჩემს მიერ შარშან საბერძნეთში მოსალოცად ყოფნისას გადაღებულ ფოტოებს........


ათონის მთა......სიმონა პეტრას მონასტერი





ათონის მთა ....... ივერონის მონასტერი (შესასვლელი)



ათონის მთა, გრიგორიუს მონასტრის ქართველი მამები......შეეწიოთ დედა ღვთისმშობელი





ათონის მთა .....პანტელეიმონის მონასტერი



მეტეორა........აგია ტრიადა(წმ.სამების ) მამათა მონასტერი





მეტეორა......წმ. ნიკოლოზის მონასტერი



მეტეორა......რუსანაკის მონასტერი(წმ. ბარბარეს სახელობის დედათა მონასტერი)



მეტეორა.......სამი მონასტერი



მეტეორა......



ათონის მთა.......რუსული სკიტი სადაც ივერონიდან გამოძევებული ბოლო ქართველები იმყოფებოდნენ



საბერძნეთი......წმ. ანასტასია მკურნალის სახელობის დედათა მონასტერი



ათონის მთა ........ ვატოპედის მამათა მონასტერი



საბერძნეთი......არსენ კაბადოკიელის დედათა მონასტერი (ამ მონასტერში განისვენებს ათონელი ბერი - პაისი ათონელი)



საბერძნეთი.........წმ. გრიგორი ღვთისმეტყველის წმ. ნაწილები ......შეგვეწიოს წმ. გრიგოლი






პოსტის ავტორი: ამური Apr 12 2013, 08:09

უბედნიერესი ადამიანი ხარ!

უფალმა შეგიწიროს.

პოსტის ავტორი: გურიკა Apr 12 2013, 08:54

ათონის მთა
http://postimg.cc/image/eon970np1/


http://postimg.cc/image/3nfo0yxz9/

http://postimg.cc/image/nb59n0r7b/

http://postimg.cc/image/pp3nmcntj/

http://postimg.cc/image/yl2kvplmp/

http://postimg.cc/image/mzseo005d/

პოსტის ავტორი: ამური Apr 28 2013, 13:14


უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)