თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სხვა თემები _ ინტერნეტი ტელევიზორში

პოსტის ავტორი: კუთხა Dec 2 2013, 10:15

მოკლედ, კარგა ხანია მინდა ახალი წილივიზორის შეძენა 106-109 სანტმეტრის დიაგონალით, ძალიან დიდი სურვილი მქონდა რომ ყოფილიყო "სმარტი" თუმცა ფასი მაფიქრებდა მეტად, რადგან ამ ზომის სმარტ ტელევიზორს 1500+ ლარები სჭირდება, მაგხელა ფუფუნების მიცემის უფლება კიდევ არ მაქვს, ხოდა უცებ ამ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ გადაცემაში მოვისმინე, რომ არსებობს საშუალება, რომლის მეშვეობითაც ჩვეულებრივი მონიტორი რომელსაც გააჩნია HDMI პორტი შეგიძლია გადააქციო სმარტად (ნუ მთლად სმარტი რომ ვერ იქნება მესმის), მოვიძიე ინფო სხვადასხვა ფორუმებსა თუ საიტებზე და აღმოვაჩინე, რომ არსებობს მინი კომპიუტერები, რომელიც მუშაობს ანდროიდის სისტემაზე, არის სხვადასხვა სიმძლავრის და ფასის, ფასები 40 დოლარიდან (დაახლოებით) იწყება და ადის ზემოთ, მუშაობს WiFi ინტერნეტზე, ჩვენთან 160 ლარი მითხრეს გლობალ ტვ-ს ოფისში, ერთი შეხედვით კარგი რამე სჩანს, ყიდულობ 750-850 ლარიან ტელევიზორს, +160 ლარი ეს მოწყობილობა და ხარ ანდროიდის სისტემაზე მომუშავე სმარტ ტვ-ს მფლობელი newsmile05.gif

ეს თვითონ მოწყობილობის ერ-ერთი მოდელი რომელიც ფორუმზე მირჩიეს

http://www.amazon.com/QX2-Google-Android-RK3188-Cortex-A9/dp/B00EXKEY96/ref=sr_1_6?ie=UTF8&qid=1385628104&sr=8-6&keywords=imito

ესეც "ნავაროჩენი" პულტი (ჯოისტიკი) რომლის მეშვეობითაც შეგიძლია იმესიჯო სოციალურ ქსელებში, ითამაშო და ასე შემდეგ
http://www.amazon.com/Hausbell-H7-Wireless-Entertainment-Keyboard/dp/B00B9996LA/ref=pd_bxgy_e_img_y


ამ თემის გახსნის მიზანი არის ის, რომ ვინც არ იცის გაიგოს ამის შესახებ, და ვინც იცის და გამოუცდია, გაგვინაწილოს აზრი, საახალწლოდ ვაპირებ ტელევიზორის შეძენას და მოგვიყევით რამდენად კარგია და ასე შემდეგ, თუ არადა მე დამელოდეთ და საახალწლოდ მოგიყვებით უკვე პირადი გამოცდილებიდან newsmile05.gif


ესეც ვიდეო
http://www.youtube.com/results?search_query=imito+mx2+android&sm=3

(მოდერებო საიტი დაბლოკილი მაქვს სამსახურში ეს ვიდეო ჩასვით როგორც საჭიროა რა)

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Dec 2 2013, 10:21

კუთხა
ლინკი არასწორია. ზოგად გვერდს აგდებს სადაც ბევრი ვიდეოებია და აქ არ დაითეგება

პოსტის ავტორი: კუთხა Dec 2 2013, 10:34

ჭალიმგელა
უკაცრავად, აგერ ეს ლინკი ჩასვით


პოსტის ავტორი: temoo90 Dec 2 2013, 12:10

ეს არის ე.წ ანდროიდის ადაპტერი, მე როგორც ვიცი 80-90 ლარიდან იწყება ფასები, სიმძლავრის მიხედვით, 2 ბირთვიანი, 4 ბირთვიანი და ა.შ სხვადასხვა მონაცემებით. ყენდება ყველა ტელევიზორზე რომლესაც აქვს HDMI მხარდაჭერა. როგორც ცნობილია საკმაოდ კარგად ამართლებს, კარგი გასართობია.

პოსტის ავტორი: კუთხა Dec 2 2013, 13:05

temoo90
ეგ ყველაფერი მეც მიწერია D.gif შენ ახალი შეჰმატე რამე D.gif

პოსტის ავტორი: გურგენა Dec 2 2013, 13:11

ციტატა(კუთხა @ Dec 2 2013, 11:15) *
ნუ მთლად სმარტი რომ ვერ იქნება მესმის



სმარტს ბევრი რაღაცით ჯობს newsmile05.gif ეცადე ისეთი იყიდო, რადენიმე USB პორტი რომ ქონდეს, რომ მიაერთო მაუსი და კლავიატურა. აი http://www.aliexpress.com/item/EU-Plug-Android-4-2-Dual-Core-Mini-PC-Smart-google-TV-Box-XBMC-1-6Ghz/889818642.html მაქვს და ძალიან კმაყოფილი ვარ.

პოსტის ავტორი: კუთხა Dec 3 2013, 09:16

გურგენა
რა სიჩქარის ინტერნეტი გაქვს?

პოსტის ავტორი: asana Dec 3 2013, 09:41

მეც ზუსტად ეს მოდელი მაქვს და ძაან კმაყოპილი ვარ usb პორტს რაც შეეხება არის გამყოფები მე 4 პორტიანი გამოყოფი მაქვს და მაგრა ჯიგრულად მუშაობს.არ არის ტელევიზორი იყოს hdmi პორტის მხარდაჭერით, არსებობს hdmi to vga გადამყვანები. რაც შეეხემა მოწყობილობას სრული ანდროიდის ფუნქციეი მაქვს ტელევიზორში ვუყურებ ფილმებს, შევდივარ youtube _ზე , myvideo_ზე, ასევე ვუკუყურებ ონლაინ ტელევიზიებს .
http://www.amazon.com/QX2-Google-Android-RK3188-Cortex-A9/dp/B00EXKEY96/ref=sr_1_6?ie=UTF8&qid=1385628104&sr=8-6&keywords=imito

პოსტის ავტორი: კუთხა Dec 3 2013, 11:10

asana
http://www.amazon.com/QX2-Google-Android-RK3188-Cortex-A9/dp/B00EXKEY96/ref=sr_1_6?ie=UTF8&qid=1385628104&sr=8-6&keywords=imito
ამას პულტი ან ჯოისტიკი როგორ უკავშირდება? უსადენოზე მაქვს საუბარი რათქმაუნდა

პოსტის ავტორი: asana Dec 3 2013, 20:21

BlueTooth: V4.0 მხარდაჭერა აქვს და ასევე უსბ პორტის საშვალებით . იმ კლავიატურის ლინკი რაც გიდევს უსბ ით უკავშირდება. როგორც უკაბელო მაუსი

პოსტის ავტორი: კუთხა Dec 4 2013, 07:11

asana
გასაგებია, მადლობა

პოსტის ავტორი: გურგენა Dec 4 2013, 10:21

ციტატა(კუთხა @ Dec 3 2013, 10:16) *
გურგენა
რა სიჩქარის ინტერნეტი გაქვს?


ახალი ქსელების დსლ-მაქვს. ტელეფონით რომ ვამოწმებ სიჩქარეს სადღაც 3 მეგაბიტის ფარგლებშია ხოლმე

პოსტის ავტორი: Davitus Dec 12 2013, 04:34

ამ თემას რატომრაც შემთხვევით გადავწყდი newsmile05.gif

მე გირჩევ გუგლ ხრომკასტს, იმდენად პოპულარული ბესტსელერია, რომ ოკულუს რაიფტს, იქსბოქს ვანს და აიფონსაც კი გადაუჯოკრა გაყიდვებით newsmile05.gif

არ ღირს ძაან ძვირი და ნებისმიერი მოწყობილობიდან შეიძლება დაკავშირება მასტან (ნუ უთოს და ეგეთებს არ ვგულისხმობ, თუმცა მომავალი წინ არის)

http://www.amazon.com/Google-Chromecast-Streaming-Media-Player/dp/B00DR0PDNE/ref=sr_1_2?ie=UTF8&qid=1386812541&sr=8-2&keywords=Google+Chromecast

პოსტის ავტორი: კუთხა Dec 12 2013, 08:24

Davitus
მაიცა მაიცა, ეს ვერ გავიგე რა პონტია, ვიდეოს რომ ვუყურე იქ ჩერეზ ipad-იდან და მსგავსი მოწყობილობებიდან გამოაქვთ ეკრანზე გამოსახულება, ხომ სწორად მივხვდი? თუ მასეა, მაშინ აბსოლიტურად სხვადასხვა რამაა მე რაც დავდე და ეს, ის თვითონაა მინი კომპი და ეს უბრალოდ აკავშირებს სხვა კომპს ტელევიზორთან.

თუ რამე ვერ გავიგე სწორად მე მაპატიე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Davitus Dec 13 2013, 04:37

კუთხა

უი არასწორად გამიგია, ეს სტრიმინგისთვის არის, სათაურთან არა აქვს კავშირი D.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)