თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სხვა თემები _ როგორ გაატარეთ ზაფხული

პოსტის ავტორი: ალთაზარ Aug 15 2012, 17:05

მოგესალმებით მეგობრებო , დიდხანს ვიფიქრე გამეხსნა თუ არა ამდაგვარი თემა ....
ალბათ ყველას გვქონია ასეთი ამბავი ზაფხულიდან დაბრუნებულები რომ მივდიოდით სკოლაში და მასწავლებელი გეკითხებოდათ თუ როგორ დაისვენეო ? თქვენც იწყებდით თხრობას თუ როგორ დაისვენეთ .
მართალია ჯერ ზაფხული არ მორჩენილა მაგრამ თემა იყოს მაინც newsmile05.gif არც ჩემი ამბავი მორჩენილა პრინციპში newsmile05.gif

იმედი მაქვს თქვენც დასწერთ რამეს newsmile05.gif


მე ფაქტიურად ზაფხული გავატარე თბილისსში , ივლისის ბოლოს მოვრჩი ბუღალტერიის სწავლას და ჩემებმა გამიშვეს ბაზალეთზე წადი დაისვენეო , რათქმაუნდა ვიცოდი მათ სიტყვებში რაღაც მაცდური იმალებოდა თქო მაგრამ მაინც დავუჯერე , პრინციპში აქაც სიცხეებმა უმატეს და სუფთა ჰაერი მომენატრა , ჩავედი აგარაკზე მოვეხვიე ჩემს მონატრებულ მალამუტს და შევუდექი ბარგის ამოყრას (რამოდენიმე ცალი წინდა , მაისური , სპორტული , შორტი , და ჰიგიენური საშუალებები) , რათქმაუნდა სათევზაო ატრიბუტიკაც წავიყოლე , მაინც ბაზალეთის ტბაზე ვითევზავებთქო .

გავიღვიძე თუ არა მამაჩემი პრარაბთან და ერთ მუშასთან ერთად დამხვდა პირველ სართულზე , თავიდან მეგონა მეგობრები ამოიყვანა მეთქი მაგრამ , როცა ყური ვუგდე მათ საუბარს , ამდენი ეს იმდენი ეს კაფელიო მეტლახიო ცემენტიო ... მივხვდი რომ ცუდად მაქვს საქმე.

მივესალმე მოსულებს მამაჩემმაც დამიძახა მოდი შვილო აქო , ხომ იციო როგორ მიყვარხარო "ამ ფრაზის გაგონებისას მივხვდი რომ მართლაც დარხეული მქონდა" . საქმე რაში იყო ბაბუაჩემმა როდესაც სახლი ააშენა ბაზალეთზე გარაჟში დააყენა გათბობის სისტემა კომუნისტური "ვეში" რომელიც სალიარკაზე მუშაობდა და ზამთარში ახურებდა მთელ სახლს , გაძვირდა სალიარკაც , დაინგრა ის წყობაც და შეგვრჩა ეგ "ვეში" . თანაც ჩემს ბაბუა ბებიას უკვე სიარულიც უჭირთ , ერთს სახსრების პრობლემა აქვს მეორეს ვენების , და თხოვნით მიმართეს მამაჩემს რომ თუ შეგიძლია ვანა ტუალეტი რომ გაგვიკეთოვო , ყველანაირად უწყობს ხელს .

1 დავალება ასეთი იყო გადმომეზიდა მთელი სატვირთო , ცემენტი , ქვიშა , ტრუბები პლასტმასის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ .
2 დავალება 700 აგურის შეტანა გარაჟში რატა ამოშენება გაეკეთებინათ .
3 კურდღლებისთვის საჭმლის დაყრა + ბალახის ყიდვა დამავალა (გიგანტი კურდღლები რომ არიან 100-50 ლარიანები) D.gif
4 ბაბუაჩემისთვის მიხმარება "შეშის დაპობა და მისი დალაგება"
5 შეშის შესანახისა და კურდღლების თავშესაფრის გადაფარვა
6 ხორბლის აღება (რომელიც 8 ტომარაზე მეტი არ გამოვიდა) 1 საათის მანძილზე კომბაინი 10 ჯერ გაფუჭდა ხან ქვას გამოედო ხან , კუნძს შეასკდა , მთელი დღე 40 გრადუსიან სიცხეში გავატარე newsmile05.gif)

მოკლედ ვერთობოდი რა , შეშის პობა ნამეტნავად მტკივნეული თემა აღმოჩნდა რადგან მთელ ხელზე დამისკდა მაზოლები , რამოდენიმეჯერ უროც ჩავირტყი სოლის მაგივრად ფეხში...

სათევზაოდ რათქმაუნდა ვერ წავედი ... ))) ანკესებიც იქ დავტოვე
ესეც ფოტო მასალაც ძაანაც რომ არ მოიწყინოთ D.gif


http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/



To Be Continue.....


პოსტის ავტორი: შოთა.03 Sep 23 2012, 19:22

ალთაზარ
ვაი შე საწყალო შენა............

პოსტის ავტორი: Little Fisher Sep 23 2012, 19:41

მე სადაც დავისვენე თევზაობის გარეშე არ ჩაუვლია არცერთ ადგილს newsmile05.gif გურიაში ულამაზესი მდინარე იყო დავიჭირე ღორჯო და ჭარფალა თუ რაღაც ეგეთს ეძახდნენ იქაურელები, კასპში ქსანზე ცოცხალი უამრავი, ბულაჩაურში არაგვზე ძალიან კარგი იყო newsmile05.gif და ბოლოს ტუსტებში მშობლიურ სოფელში (უშედეგოდ ვითევზავე) მაგრამ იყო მიზეზიც იმის რომ ყოველ დღე კალმახს მდინარეში დენით ხოცავდნენ, ამ სოფელში ადამიანზე 3 ჯერ და 4 ჯერ მეტი კურდღელია მარტო იქაურელები ნადირობენხოლმე ისიც იშვიათად და კურდღელი კი მრავლდება და მრავლდება newsmile05.gif მოკლედ ავგწერე მაგრამ მშვენიერი ზაფხული იყო 2012 წელს (მაგრამ უკეთესს ველოდი D.gif )

პოსტის ავტორი: გიგი Sep 29 2012, 18:36

თებზაობაში გავატარე თითქმის მთელიზაფხული... D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: megreli Aug 10 2013, 08:08

უკეთესს ვერც ვინატრებდი წელს xexe.gif

პოსტის ავტორი: კუთხა Aug 10 2013, 09:28

ამ თემას მე 30 აგვისტოს შემდეგ დავუბრუნდები newsmile045.gif

პოსტის ავტორი: megreli Sep 4 2013, 10:54

http://postimage.org/

ჩემი ზაფხულის ფინალი newsmile05.gif 2013 წ.

პოსტის ავტორი: Davitus Sep 4 2013, 11:06

megreli

რაღაცა დაბალი ქულები გაქვს თუ მეჩვენება?

ზოგადი უნარები - 37 რატომ ასე დაბალი

პოსტის ავტორი: megreli Sep 4 2013, 11:15

Davitus
არ გეჩვენება newsmile05.gif newsmile045.gif
რატო ასეთი დაბალი და არ ვემზადებოდი მე ზარმაცი (პარალელურად კოლეჯშიც მიწევდა სიარული და სხვა მიზეზებიც იყო ) newsmile090.gif
საერთოდ არ გადამიშლია ამ საგნების სახელმძღვანელოები newsmile090.gif

ციტატა(Davitus @ 4th September 2013 - 12:06) *
ზოგადი უნარები - 37 რატომ ასე დაბალი


რავიცი აბა newsmile05.gif მათემატიკასთან არც ისე ახლოს ვარ და კიდე კარგად გავქაჩე newsmile05.gif სამხატვრო აკადემია მინდოდა წელს მაგრამ ხატვის ქულით ვერ გავწიე კონკურენცია და აქ ჩამრიცხეს,ისტორიით newsmile05.gif

გრანტის აღების ამბიციაც არ მქონია წელს,ოღონდ ჩავრიცხულიყავი და....

პოსტის ავტორი: gagrinski Sep 4 2013, 13:45

ზაფხულის პირველ ნახევარში გავედი 9 დღით შვებულებაში, ძირიტადად ვლოთობდი d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif ივნის-ივლისის თვე მე და ფიშმენამ თითქმის ერთად გავატარეთ-ორივეს დილაადრიან გაგვყავდა ძაღლების სხვადასხვა მინდვრებში, ხან ფიზიკურად ვამზადებდით ხან საველე თვისებების ამაღლებაზე ვზრუნავდით. საღამოობით როგორც წესი თანამდებობიდან გამომდინარე D.gif დალევა მიწევდა სხვადასხვა ბარებსა და კლუბებში, ასევე რამდენიმე პაბში.

აგვისტოში კიდევ ავიღე შვებულება 9 დღით და მოვახმარე ნადირობას და ძაღლის დაყენებას მაგრამ მწყერმა არ გამახარა ashh.gif ხო ივნის-ივლისში ასევე ჩემს ფაზენდაში შეიწვა რამდენჯერმე მწვადი, კალმახი და დაილია ლიტრობით გიორგევიჩის და ნარსიას ღვინო. ერთი გასვლითი საღამო მე და Fიშმენამ ნარსიასთანაც მოვარტყით და საკმაოდ შედეგიანიც d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif

ეს იყო სულ ჩემი ზაფხული....

პოსტის ავტორი: rezident Sep 4 2013, 16:28

საკაიფოდ D.gif

პოსტის ავტორი: ჯეკო Sep 4 2013, 19:52

ზაფხულის დასაწყისს ჯერ კიდევ მოსკოვში შევხვდი, ივლისის შუარიცხვებში დავიბრუნდი დედა სამშობლოს.
შეუდექი ცხოვრებაში ახალი ნაბიჯის გადადგმის ეტაპს, 3 აგვისტოს დავქორწინდი და გავყავი ღვთისგან ბოძებულ უღელში თავი. 3 აგვისტოს მერე აღარაფერი მახსოვს D.gif D.gif გამოფხიზლებას ვერ ვასწრებდი თითქმისD.gif D.gif ხოდა ჯერ კიდევ გადაპატიჟებ გადმოპატიჟებაში ვარ აღარმინდა ეს დალევა.

პოსტის ავტორი: ზახარა Sep 4 2013, 20:41

საერთოდ არ შემაწუხა სიცხემ ამ ზაფხულს !! რავიცი... გრილად ვიყავი საკაიფოდ მეტი რა ვთქვა xexe.gif

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Sep 5 2013, 00:14

მე კიდე ამ ზაფხულსაც სულ ვმუშაობდი.(როგორც ბოლო 5 წელი) ერთდაერთხელ გავყავი ცხვირი ქალაქიდან 1 დღით და ისიც ხაშურში. newsmile035.gif ეგრე იცის ოჯახმა(ეს ჯეკსონას გასაგონად) newsmile035.gif სამაგიეროდ ჩემმა უფროსმა შვილმა გამახარა.. მაგისტრატურაზე ჩააბარა გრიხინით..გრანტიც მოიპოვა და 4500 ლარის ჯიბიდან ამოღლეტვას გადამარჩინა. მაგის გამო ალბათ მომავალ ზაფხულს..შეიძლება კიდეც დავისვენო სადმე. newsmile035.gif

პოსტის ავტორი: Davitus Sep 5 2013, 05:07

ლეონ-ბლექი

გილოცავ! ტოისტ ვულოცავ!

მერე ეგ ფული ბავშვს ეკუთვნის, შენ რა ნამუსით უნდა დაისვენო მაგ ფულით D.gif

პოსტის ავტორი: კუთხა Sep 5 2013, 09:10

მე 2 თვე და ნახევარი ვმუსჰაობდი, აგვისტოში მომცეს ნანატრი შვებულება და გავეშურე შორეულ ევროპაში რეისით თბილისი-სტამბოლი-ბერლინი, ბერლინის ღირსშესანიშნაობების დათვალიერების შემდეგ, მეორე დღის საღამოს გავემგზავრე ბარსელონაში, სადაც დავყავი 13 დღე, ვინახულე მონატრებული დედმამიშვილი მისი მეუღლით და 5 წლის ნადირით newsmile05.gif საკმაოდ საინტერესო ქალაქები აღმოჩნდა, ბერლინი წესრიგით დამამახსოვრდა, ბარსელონა სილამაზით, მართლაც რომ ძალიან ლამაზი ქალაქია

ესეც სურათები

ბერლინი:

https://www.facebook.com/profile.php?id=100000134721398&sk=photos&collection_token=100000134721398%3A2305272732%3A69&set=a.709016355779515.1073741830.100000134721398&type=1

ბარსელონა

https://www.facebook.com/profile.php?id=100000134721398&sk=photos&collection_token=100000134721398%3A2305272732%3A69&set=a.708999485781202.1073741829.100000134721398&type=3

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Sep 5 2013, 09:35

ციტატა(Davitus @ 5th September 2013 - 07:07) *
გილოცავ! ტოისტ ვულოცავ!

დიდი მადლობა.
ციტატა(Davitus @ 5th September 2013 - 07:07) *
მერე ეგ ფული ბავშვს ეკუთვნის, შენ რა ნამუსით უნდა დაისვენო მაგ ფულით

კაი ხოო..მაგასაც წავიყვან დასასვენებლად. D.gif

პოსტის ავტორი: შალვა Sep 5 2013, 13:27

ზაფხული არა ტოლმა!!!
ჩემმა შვილებმა დაისვენეს მთაში და ზღვაზე (როდის დაიღალნენ არ ვიცი) მე ფეხი ვერ გავადგი ქალაქიდან, შემოდგომის იმედით ვარ, საჩხერე , რთველი, მაჭარი,მწვადი, წაბლი,სოკო, ლეღვის ორაყი, ძილი .......

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Sep 5 2013, 23:57

ციტატა(shalva @ 5th September 2013 - 15:27) *
საჩხერე , რთველი, მაჭარი,მწვადი, წაბლი,სოკო, ლეღვის ორაყი, ძილი .......

რთველი ქორეთში თუ ჩიხაში?...

პოსტის ავტორი: შალვა Sep 6 2013, 08:56

ლეონ-ბლექი

ციტატა(levani @ 6th September 2013 - 00:57) *
რთველი ქორეთში თუ ჩიხაში?.

ჩიხაში! ქორეთში ვაპლანტაჟებ და ასე 3-4 წლის მერე მივცხებ!

პოსტის ავტორი: მარდი Sep 6 2013, 21:46

ვენაცვალე რაჭას. უხუხუხ კარგი იყო newsmile01.gif

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Sep 7 2013, 01:05

ციტატა(shalva @ 6th September 2013 - 10:56) *
ქორეთში ვაპლანტაჟებ და ასე 3-4 წლის მერე მივცხებ!

მუშა ხელი არ გჭირდება?.. ჩვენც გვნდა ქორეთში. ზღაპარი ადგილია. მადაურ რთველზე დიდი ეგზოტიკა მე ჯერ არ მინახავს..
ამ გაგანია კახელ კაცს.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)