თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ იარაღი და მასთან დაკავშირებული თემები _ ARMSAN 612

პოსტის ავტორი: ვიტო Dec 9 2010, 10:23

მოკლედ შევიძინე ამ რამოდენიმე ხნის წინ და რაღაც შთაბეჭდილება უკვე შემექმნა ხოდა მოგახსენებთ რა და როგორ არის.

უპირველესად დავიწყებ იქიდან რომ აქამდე მქონდა 2 გლუვლულიანი ერთდროულად, მც21-12 და იჟ43, იდეაში მც მორგებული
მქონდა რადგან 15 წელი ვხმარობდი, მაგრამ საშინელ დისკომფორტს განვიცდი მისი წონის, ვაზნების შერჩევის და კიდევ
გარკვეული ტექნიკური ფაქტორების გამო. რაც შეეხება იჯ43 ეს თოფი საერთოდ ვერ მოვირგე, მიუხედავად იმისა რომ მოკლე
ლულა ქონდა მაინც ჯართი ჯართად დარჩა, 2 სეზონი ვიხმარე და მაინც ვერაფერი მოუხერხე. განვიზრახე ორივეს გასხვისება
და ამ ბოლო ხანებში თურქულ თოფებზე გამოხმაურებების მიხედვით რომელიმე მოდელის შერჩევა.

თავიდან ATA NEO მქონდა განზრახული, ხოდა ავდექი და მივედით მე და ბონე გუდვილის "მაგნუმში" (თამარ მეფეზე რატომაც არ მივედი
მიხვდებით ალბათ newsmile05.gif ) თუმცა სიტუაცია იქაც იგივე იყო, სანამ არ აუხსენი რომ ნამდვილად ვყიდულობდი ლამის თითებს არ
გვახებინებდნენ, პრინციპში როდესაც დარწმუნდნენ მერეც დიდად არ შეიცვალა ტექნიკური დათვალიერების თავისუფლება, მაგრამ
მაინც მოვახერხეთ. ხელში მეჭირა 1200 ფული და ამ თანხაში უნდა ჩავჯდარიყავი გადაფორმებიან, ყიდვიან სახლში ჩამოტანიანად.

არჩევანი საჩემოდ დიდი არ იყო, 2 მოდელში უნდა გამეკეთებინა არჩევანი, ARMSAN612 და ATA NEO-ში. ფასებში განსხვავება
საკმაო გამოდიოდა, ატა იყო 71სმ ლულიანი მაგრამ "კეისი" არ მოყვებოდა, ფასი ზუსტად არ მახსოვს , მაგრამ თავის ჩასადებიანად
სადღაც 1100 ლარამდე დამიჯდებოდა ან მეტი. არმსანის შემთხვევაში980 ფული უნდა გადამეხადა და "კეისიც" მოყვებოდა, მაგრამ
ლულის ზომამ არ მომხიბლა - 76სმ. რა უნდამექნა, ავიღე და საკუთარ თავზე კომფორტულად რომელიც მოვირგე, მხარზე რომელიც
მომაჯდა და სამიზნე რომელზეც უფრო მარტივად აღვიქვი იყო არმსანი. კიდევ ერთი დამატებითი ატრიბუტი რაც
ამას ქონდა და ატას არა იყო კონდახის "პრაკლადკები"(ქართულად არ ვიცი რა ქვია) ანუ ნებისმიერ შემთხვევაში
მფლობელს თუნდ ცაცია იყოს შეუძლია თავის თავზე მოირგოს კონდახი.

http://www.radikal.ru

ეხლა თავად იარაღზე:
კალიბრი; 12
სავაზნე; 76 მმ
ლულის სიგრძე; 71
სატარე მასალა; კეთილშობილი კაკალი, კოხტად დამუშავებული და აკურატულად მიჯენილი მეტალთან.
მოქმედება; გაზდამტენი
წონა; 3 000 გრამი
ლულა შიგნიდან ქრომირებულია
მობილ-ჩოკები კომპლექტში 5 ცალი (ჩოკები არაა ქრომირებული)

http://www.radikal.ru

დანარჩენს დრო გვიჩვენებს.............

პოსტის ავტორი: Bonehill Aug 5 2012, 08:43

გავიდა 2 წელი , აბა რა შედეგებია ?! თუმცა შენ სანამ წაიკითხავ ამას......... D.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 5 2012, 09:54

Bonehill
ისწავლა სროლა რა გინდა newsmile05.gif ესე იგი თოფის დამსახურებაა

პოსტის ავტორი: hunter777 Aug 5 2012, 10:03

თოფი თუ ვერ მოირგე იშვიათად რო შედეგიანმა გასროლებმა აჯობოს რაოდენობით, ფუჭ გასროლებს

ვიტო გამიხარდა და გილოცავ მოგვიანებით არვიცოდი შენი შენაძენის შესახებ. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 5 2012, 18:24

აი ეგაა რა. მთლად კარგად არ ჩანს, მაგრამ ჩანს რა newsmile05.gif თავისი კეისით
http://postimage.org/

პოსტის ავტორი: hunter777 Aug 5 2012, 18:38

მთავარია მოსწონს პატრონს და გამოადგა newsmile045.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Aug 5 2012, 19:56

ერთი ჩივილი არ გამიგია ვიტოსგან ამ თოფზე

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Aug 5 2012, 20:14

ხო რაც მაგ მც 21-12 დროს ნადირობის დროს ვუყურებდი ვიტოს, კაი რა აი მად მაგის ხელში მიხვდი რომ მაგარი ჯართია რა და არმსაანი612 მეც მაქვს და კარგი რამ არის იდიალურად ისვრის და რავი ახლადენ სეზონს ელოდება დიდი მოლოდინით

პოსტის ავტორი: hunter777 Aug 5 2012, 20:26

რახან ვიტომ ის ბაბაჯანა მც 21-12 მოიცილა D.gif დაისვენებდა ალბათ

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Aug 5 2012, 22:06

უი ეს ვიტო ა არის???

პოსტის ავტორი: იკო1981 Aug 6 2012, 08:08

კმაყოფილია თან ძაანnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: davidvendeta Oct 13 2012, 10:19

პირადად მე გახლავართ არმსან ა612-ის მფლობელი. 71-იანი ლულით. ძალიან კარგი თოფი გამოდგა. აგერ უკვე 2 წელია, რაც მაქვს ხის კონდახით და ტიბჟირით და უმნიშვნელო ნაკაწრი აქვს ერთი. წვიმაშიც მქონია და თოვლში. ვარანენია არ გადადის იოლად, თუ მანდამაინც შკურკას არ იხმარ. 24-და 50 გრამამდე დატესტილი მაქვს, ყველაფერს ისვრის. შიგნიდან ლულა ქრომირებულია და ლითონის საფანტზეა გათვლილი. ჭრა და შეჯგუფება საუკეთესო აქვს. ერთი მინუსი არის დაბალი წონა (2,8 კგ), რაც მაღალი მუხტის მქონე ვაზნებით სროლას მსროლელისთვის არაკომფორტულს ხდის. ისე 1300 ვაზნა მაქვს ნასროლიდა არანაირი ცვეთის ნიშანწყალი არ ეტყობა.

პოსტის ავტორი: PREDATOR Mar 8 2013, 17:06

http://www.youtube.com/user/armsanarmtac/videos

პოსტის ავტორი: artemi63 May 5 2013, 19:58

პირადად მე გახლავართ არმსან ა612-ის მფლობელი. 71-იანი ლულით. ძალიან კარგი თოფი გამოდგა. აგერ უკვე 2 წელია, რაც მაქვს ხის კონდახით და ტიბჟირით და უმნიშვნელო ნაკაწრი აქვს ერთი. წვიმაშიც მქონია და თოვლში. ვარანენია არ გადადის იოლად, თუ მანდამაინც შკურკას არ იხმარ. 24-და 50 გრამამდე დატესტილი მაქვს, ყველაფერს ისვრის. შიგნიდან ლულა ქრომირებულია და ლითონის საფანტზეა გათვლილი. ჭრა და შეჯგუფება საუკეთესო აქვს. ერთი მინუსი არის დაბალი წონა (2,8 კგ), რაც მაღალი მუხტის მქონე ვაზნებით სროლას მსროლელისთვის არაკომფორტულს ხდის. ისე 1300 ვაზნა მაქვს ნასროლიდა არანაირი ცვეთის ნიშანწყალი არ ეტყობა.
მე 4წელია რაც არმსან-612 მაქვს ოღონდ პლასტიკში 71 ლულიტ,წონა 3,100 რატომღაც პლასტიკში მძიმეა? მუშა იარაღია უპრობლემო,თურქებიდან ვთვლი რომ ლიდერია.კარგა ხანია ვაკვირდები ამ მოდელს აქ საქარტველოში მაინტერესებდა რა გამოხმაურება აქვს უკრაინაში და რუსეთში. ყველგან კარგი შეფასება დაიმსახურა ეგ იარარი,არც ერთი მნიშვნელოვანი პრეტენზია,რასეც არ ვიტყოდი სხვა კონკურენტ თურქებზე.

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY May 5 2013, 20:36

თურქული ნახევარ ავტომატებიდან მე პირადად არმსანის ორ მოდელს 612 სერიას და ფენომას გამოვყოფდი ეხლა ახალი მოდელი ჩაეშვება წარმოებაში .VENZA,, და ვბნახოთ რა ბიჭია მწარმოებელი ირწმუნება რომ სრულიად ახალი ინოპვაციური გაზოგადამტენი მექანიზმით ავღჭურვეთო და ვნახოთ რა ბიჭია მემგონი ოქტომბრიდან გვექნება ბედნიოერება გამოვცადოთ ეგ მოდელი.

პოსტის ავტორი: artemi63 May 5 2013, 20:47

კარგია ახალ ახალი მოდელები რომ გამოდის,მაგრამ ჩემთვის არმსან-612 კომბო(წყვილი ლულებით)საკმარისზე საკმარისია.

პოსტის ავტორი: romeo 1 May 5 2013, 20:57

`ოქტომბერში არა მგონია მოესწროს VENZA-ს ჩამოტანა საქართველოში. ARMSAN 612-ს მართლა კარგი რეპუტაცია აქვს, თითქმის უპრობლემო თოფია.

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY May 5 2013, 21:24

თითქმის კი არადა ძალიან ორგებული დაბალანსებული და კომფპრტული თოფია ხარისხიც უვარგა ზალიან მომწონს ნახევარ ავტომატი რომ არ მქონდეს აუცილებლად 612 სერიიდან ავიღებდი რამეს

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY May 5 2013, 21:24

small3d018.gif

პოსტის ავტორი: artemi63 May 6 2013, 16:31

ოქტომბერში არა მგონია მოესწროს VENZA-ს ჩამოტანა საქართველოში.

სხვათაშორის,ამ მოდელს გამოუჩნდა კონკურენტი და არა მარტო ამ მოდელს ზოგადათ ატა არმს-ც. khan arms-ი ახლგაზრდა ფირმაა ვისიც მფლობელობაშია არმსანის ქარხანა,გამოუშვა ინერციული მოდელი matrix რომრლიც ძლიერ კონკურენციას გაუწევს ატა ნეოს. ეგ მოდელი ვერნეი-კორონის კატალოგშია შესული არმსანებთან ერთად.
და კიდევ,ახალი გაზგადამტენი ნახევრად ავტომატის ახალი მოდელი აქვტ მოდელს ქვია Venator, არმსანის ბაზაზეა შექმნილი.
მოკლედ,თურქების ბრძოლა გველის წინ მომხმარებელის გულის მოსაგებათ.

პოსტის ავტორი: romeo 1 May 6 2013, 16:55

ჯერ-ჯერობით ხანარმსი ატას მხოლოდ ფასით თუ გაუწევს კონკურენციას...

პოსტის ავტორი: artemi63 May 7 2013, 14:36

არვიცი არვიცი....მაგრამ რუსები ООО «Ижевские ружья» და ფრანგები "verney carron" ფული ჩადეს ამ კომპანიაში და როგორც ამტკიცებენ პირადი ინტერესი აქვტ ამ ფირმის პროდუქციის გაუმჯობესების მხარეძე .ეგ ჭორი არ გეგონოთ,მე გავეცანი ერტ ერტ რუსულ საიტზე ООО «Ижевские ружья» მთავარი მენეჯერი კონსტანტინე,რომელიც არ მალავს თავის ინტერეს კჰანარმსის მიმართ. ვოტ ტაკ,რუსები კერძოტ იჟევსკი უკვე ზრუნავს თურქულ იარაღის მწარმოებელზე...პარადოკს.

პოსტის ავტორი: romeo 1 May 7 2013, 14:42

ხოდა რუსებმა თავის იჟებს რომ მიხედონ და თავის თოფების ხარისხზე იფიქრონ ის ურჩევნიათ. გამოფენებზე მაგათი სტენდები ცარიელია, ზოგიერთ თურქულ ფირმების სტენდებთან კი ვერ მიხვალ ახლოს თუ წინასწარ არ ჩაეწერე. და რიგში სულ რუსები არიან newsmile01.gif

პოსტის ავტორი: simona May 7 2013, 21:34

romeo 1
რომას გაუმარჯოს, 51 სატიმეტრიანი ლულის შეძემა მინდა და თუიცი პარადოქს ან რასტრუბ ლულას ამზადებენ თურქები?

პოსტის ავტორი: PREDATOR Nov 7 2013, 19:26


პოსტის ავტორი: ჰერცოგი Nov 7 2013, 19:47

რამდენ გრამიანი ვაზნები ისროლეთ PREDATOR ?

პოსტის ავტორი: simona Nov 7 2013, 22:33

მევარ ეს და ვისროლე "ტახო"30 გრამიანს "გბ" და ერთი ბაიკალის ძველი ვაზნა მედოოო. ესე ისვრის ეს იარაღი რაც მაქვს და ჯერ არ ქონია არანაერი პრობლემა

პოსტის ავტორი: PREDATOR Nov 7 2013, 23:04

ციტატა(ჰერცოგი @ Nov 7 2013, 20:47) *
რამდენ გრამიანი ვაზნები ისროლეთ PREDATOR ?



"არვარ მე ის კაცი" D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი Nov 7 2013, 23:23

PREDATOR
გასაგებია თქვენ გედოთ ვიდეო და მაგიტომ ვიკიტხე მივიღე პასუხი, მეც ეგ მოდელი მაქვს და მაიტერესებდა, რამდენ გრამიანი ვაზნებით ისროდით

პოსტის ავტორი: simona Nov 8 2013, 10:02

ნებისმიერ ვაზნას ვხმარობ არცერთ 24 გრამიანსარ უმტყუნია ბორნაჯის 24 გრამიანის გარდააა.

პოსტის ავტორი: PREDATOR Nov 10 2013, 15:03


პოსტის ავტორი: PREDATOR Nov 10 2013, 15:08


პოსტის ავტორი: PREDATOR Oct 14 2014, 07:33

მომწონს ეს თოფი რომ ისევ აქტუალურია








უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)