თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ იარაღი და მასთან დაკავშირებული თემები _ მინჩანინის სახელოსნოში (არა პნევმატური)

პოსტის ავტორი: minchanin Mar 28 2014, 21:26

გამარჯობათ მეგობრებო. გადავწყვიტე ეს თემა აქაც გამეხსნა, და ის შეეხება არა პნევმატიკის საკითხებს , რადგან ამ ბოლო დროს ცეცხლსასროლთან უფრო ახლო კავშირი მაქვს ვიდრე პნევმატიკასთან. გარდა ამისა სასურველია ერთ ადგილზე იყოს ჩემი ნამუშევრები. ვიმედოვნებ ადმინი წინააღმდეგი არ იქნება.
http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

გაზის მაკაროვზე კალიბრის შეცვლა 7,6-დან 8 მმ-ზე
http://pix.ge/



აი თემაც, რომელიც ექსპერიმენტალური იარაღის შექმნას ეხება
http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=10449&st=0


პოსტის ავტორი: minchanin Mar 28 2014, 21:32

და კიდევ ერთი პატარა სიახლე.
ხელში ჩამივარდა აი ეს
http://pix.ge/

http://pix.ge/
როგორც მიხვდით ეს არის ტოზ-8. საკმაოდ სავალალო მდგომარეობაში.
ცოტაოდენი "შამანობის" შემდეგ მივიღე ეს
http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

დიდი სხვაობა ინტერნეტში არსებულ ბულპაპებს შორის არაფერია, გარდა "ზატვორის" მოძრავი ხუფისა და "ნადულნიკ-სტაბილიზატორისა". დანარჩენი თქვენ შეაფასეთ.

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Mar 28 2014, 21:56

გემრიელი სახელოსნი გაქ ჩემი ოცნებაა ეგეტი სახელოსნო ეხ (Y) ტოზ -8 რაც შეხება კიდე ძალიან მომეწონა რესპექტ (Y) (Y) (Y)

ბარემ აქ ჯკითხავ ეს საელოსნო თბილისში გაქვს?? და ტოზ-8 ზე ე.წ ,,ლასტოჩკინ ხვოსტ,, ის ამო ფრეზვა რა დამიჯდება ოპტიკა მინდა დავაყენო და ვერდავადგი თავი

პოსტის ავტორი: assassin29 Mar 28 2014, 23:23

სილამაზის სალონია რაა blashe.gif მეც მინდა ესეთი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ალთაზარ Mar 28 2014, 23:53

minchanin
ბრავო , ბრავო და კიდევ ერთხელ ბრავო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Bone Mar 29 2014, 08:05

small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: minchanin Mar 29 2014, 10:04

ციტატა(HUNTER FREDY @ Mar 28 2014, 22:56) *
გემრიელი სახელოსნი გაქ ჩემი ოცნებაა ეგეტი სახელოსნო ეხ (Y) ტოზ -8 რაც შეხება კიდე ძალიან მომეწონა რესპექტ (Y) (Y) (Y)

ბარემ აქ ჯკითხავ ეს საელოსნო თბილისში გაქვს?? და ტოზ-8 ზე ე.წ ,,ლასტოჩკინ ხვოსტ,, ის ამო ფრეზვა რა დამიჯდება ოპტიკა მინდა დავაყენო და ვერდავადგი თავი

სახელოსნო ზესტაფონშია. მაგრამ თბილისელებისთვის რაიმე შეკვეთების შესასრულებლად გამოსავლის ნახვა შეიძლება. ჩემი კლიენტების 90 პროცენტი თბილისელები არიან. რაც შეეხება "ტოზ-8"-ის ოპტიკის რელსს - ფორუმელებისთვის დავამზადებ 35 ლარად. მხოლოდ მარტო კოლოფს თუ გამომიგზავნიან. ვფიქრობ თქვენთვის ბატონო ფრედი კოლოფის მოხსნა პრობლემა არ იქნება. ტრანსპორტირება თბილისიდან ზესტაფონამდე ჯდება 5 ლარი. უკანვეც 5 ლარი. სულ - 45 ლარი. მთლიანად იარაღის გამოგზავნა, დარწმუნებული ვარ თქვენც კარგად მოგეხსენებათ, არ შეიძლება. ის აუცილებლად უნდა იყოს დარეგისტრირებული, და სარეგისტრაციო მოწმობა მფლობელმა იარაღთან ერთად თვითონ უნდა წარმოადგინოს. მე მას (იარაღს) ვარეგისტრირებ ჩემს სარეგისტრაციო ჟურნალში და ვიტოვებ სარეგისტრაციო მოწმობასთან ერთად. ან და ვასრულებ სამუშაოს იარაღის მფლობელთან ერთად. მარტო კოლოფის გამოგზავნით კი ეს საქმე უფრო მარტივდება. ყველა კონკრეტულ შემთხვევაზე გთხოვთ შემეხმიანოთ პირადში.
პ.ს. ბატონო ფრედი, თქვენთვის, როგორც ერთ ერთი ყველაზე პატივცემული, და იარაღების ვირტუოზულად მცოდნე ფორუმელისთვის, ეს სამუშაო უფასო იქნება. მით უმეტეს, რომ ჩვენ საერთო ნაცნობებიც გვყავს. თუ რაიმეს გადაწყვეტთ შემეხმიანეთ პირადში.
დიდი მადლობა ყველას, გამოხმაურებისთვის.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Mar 29 2014, 10:54

minchanin
მართლაც მოვიხიბლე თქვენი სახელოსნო- მუშაობით....
ზესტაფონში სად გაქვთ კონკრეტულად?

პოსტის ავტორი: minchanin Mar 29 2014, 13:26

ციტატა(ნუკრიMax @ Mar 29 2014, 11:54) *
minchanin
მართლაც მოვიხიბლე თქვენი სახელოსნო- მუშაობით....
ზესტაფონში სად გაქვთ კონკრეტულად?

სვირის (ანუ ბაღდათის) გადასახვევში.

პოსტის ავტორი: ilariona Mar 30 2014, 18:52

dzirula
შენი პოსტი წაშლილია,

10% ვორნი მომატებული გაქვს,

შენი სმს თაობის ნაწერიდან მე ძლივს გამოვიტანე აზრი, ადრესატი კი შენზე სულ მცირე 40 წლით უფროსია.

შემდეგი შენი პოსტი ისევ თუ ლათინურით იქნება დაწერილი იმასაც წავშლი და ისევ 10% დაგიმატებ.


პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Mar 30 2014, 19:19

მადლობა minchanin იმედია მოვიცლი და გესტუმრები ზესტაფონში newsmile05.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Mar 31 2014, 09:18

ერთი რა მაინტერესებს. გლუვლულიანზე ლულის დეფორმაციის რესტავრირება რამდენად გამართლებულია. ასეთი ლულიდან შეიძლება სროლა?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 31 2014, 09:23

უიარაღო
არანაირი პრობლემა არ არის

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Mar 31 2014, 13:08

ციტატა(uiaragho @ 31st March 2014 - 11:18) *
ასეთი ლულიდან შეიძლება სროლა?

სრულიად უპრობლემოდ. უბრალოდ დარწმუნებული უნდა იყო..რომ გასწორების მერე მიკო ბზარები არ არის იქ.

პოსტის ავტორი: assassin29 Mar 31 2014, 13:11

მე რა მაინტერესებს მხარზე მიყრდნობილი კონდახით, ტოზის გადატენა უხერხულობას არ ქმნის?

პოსტის ავტორი: minchanin Mar 31 2014, 16:27

ციტატა(assassin29 @ Mar 31 2014, 14:11) *
მე რა მაინტერესებს მხარზე მიყრდნობილი კონდახით, ტოზის გადატენა უხერხულობას არ ქმნის?

მართალი გითხრათ იმდენჯერ არ გამისროლია ამ თოფიდან, რომ რაიმე უხერხულობა შემემჩნია. თუმცა კაცია და გუნება. ბულპაპები ბოლო დროს ძალიან გავრცელდნენ და მეც გადავწყვიტე მცირეოდენი წვლილი სემეტანა ამ მიმართულებაში. ისე კი სასროლად გაცილებით კომფორტაბელურია კლასიკურ ვარიანტთან შედარებით.

პოსტის ავტორი: minchanin Jun 20 2014, 19:37

გამარჯობათ მეგობრებო.
თემის გამოცოცხლების მიზნით გადავწყვიტე ერთი პატარა სიახლე შემომეთავაზებინა თქვენთვის.
http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

როგორც ალბათ იცანით ეს არის პოლიჩოკი. როგორც ასეთი გამოგონება ჩემი არ არის. ხოლო კონკრეტული კონსტრუკცია ჩემი შექმნილია. აღნიშნული კონსტრუკცია დამზადებულია ნახევრად ავტომატური ჰატსან ესკორტისთვის. 12 კალიბრი.
პოლიჩოკს გააჩნია 5 პოზიცია - ცილინდრი, 0,25 მმ., 05 მმ., 0,75 მმ., 1,0 მმ.
მისი სიგრძეა - 100 მმ. დიამეტრი- 30 მმ. ლულიდან გამოშვერილი ნაწილის სიგრძე -50 მმ.
წონა 140 გრამი.
გუშინ ჩავატარე სროლები ნახსენები პოლიჩოკის გამოყენებით. ვაზნები დატენილი იყო ჩემს მიერ. აი რეზულტატებიც.
სროლის მანძილი - 35 მ.
სამიზნე - „შპალიერის ქაღალდი“ 75X53 სმ. სტანდარტული სამიზნის (დიამეტრი 73 სმ) ფართობის 95% შეადგენს.
საფანტი # 7,
წონა - 30 გრ. (400 ცალი)
დენთი - 1,5 გრ. „რექსი“
მოხვედრა - ცილინდრით - 31%,
0,25 – 42%,
0,5 – 54%,
0,75 – 59 %,
1,0 – 64 %.
ვაზნები დატენილი იყო კონტეინერით.
კონტეინერის გარეშე - ცილინდრი - 27%,
0,5 – 47%
1,0 – 61%
საფანტი # 3 – 32 გრ. (142 ცალი)
დენთი -1,6 გრ. „რექსი“.
ვაზნები დატენილი იყო კონტეინერით.
მოხვედრა - ცილინდრი - 51 %
0,5 – 58%,
1,0 – 77 %.
კონტეინერის გარეშე
ცილინდრი - 43 %,
0,5 – 54%,
1,0 – 68%.
სამწუხაროდ სტანდარტულ, საცვლელ ჩოკებთან შედარება არ გამიკეთებია. დრო არ მეყო. დამაღამდა. დღეს კი ქარი იყო. უახლოეს დღეებში ამ შედარებასაც ჩავატარებ და დავდებ მონაცემებს. დანარჩენი კი თქვენი განსასჯელი იყოს.

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Jun 20 2014, 23:40

ეეეს კარგი იდეაა თუმცა არა ახალი! newsmile05.gif ისე კი ამ იდეის არა ქარხნულ პირობებში შესრულება ესეთ მაღალ დონეზე არ იქნებოდა იოლი საქმე მომწონს შემართება პროგრესულად აზროვნებთ minchanin small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

თუმცა ლულის ტუჩთან დმატებული 140 გრამი სერიოზულად გააუარესებს თოფის ბალანსს და აუცილებლად დასჭირდება კონდახის იგივე წონით დამძიმება ბალანსის აღსადგენად, ესეც კიდევ 280 გრამი დაემატა თოფის საერთო წონას, ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია! წინააღმდეგ შემთხვევაში საფანტის სამიზნეზე დაბალ დაჯგუფებას ექნება ადგილი ანუ სწრაფი მოდგებით სროლისას საფანტის კონა სამიზნის ცენტრის ქვევით მოხვდება.

ნასროლის შედეგების პროცენტული მაცვენებლები მართლა კარგია! ! !

ესეთი ,, მრავალ ნიშნულიანი,, მობილ ჩოკი ნადირობისას ბევრად პრაქტიკულია ჩემი აზრით თუ რათქმაუნდა შედეგს აჩვენებს. small3d018.gif

ჩემი გადმოსახედიდან კი ვიტყვი რომ საექსპერიმენტოდ ძალიან მაგარი რამეა newsmile05.gif კარგი დასამუშავებელი მასალაა, დიდი სიამოვნებით გავტესტავდი.

პოსტის ავტორი: minchanin Jun 21 2014, 10:29

HUNTER FREDY
კი, რა თქმა უნდა დამზადებამ საკმაო წვალება მოითხოვა. როგორც თვითონ ბრძანეთ არა ქარხნულ პირობებში საჭირო სიზუსტის მიღწევას საკმაო "ჩალიჩი" ჭირდება. ჩემთვის საინტერესო იყო თვითონ იდეა თუ რამდენად მიღწევადია შედეგები და მისი დამზადების შესაძლებლობა. მომავალში მისი კონსტრუკცია რა თქმა უნდა უფრო დაიხვეწება. უკვე მაქვს ახალი კონსტრუკციის პროექტი. როგორც ამბობენ "პაპიტკა ნე პიტკა, პრავდა ლავრენტი პეტროვიჩ?". თუ ვინმეს აინტერესებს ამ ფრაზის "ისტორია" თქვას და სათანადო თემაში მოვყები ამ ანეკდოტს.

პოსტის ავტორი: minchanin Jun 21 2014, 10:41

HUNTER FREDY
რაც შეეხება გატესტვას. დიდი სიამოვნებით. მხოლოდ ამისათვის საჭიროა ვიცოდე თქვენი თოფის საჩოკე ადგილის კონსტრუკციული პარამეტრაბი. თუ ჰატსან ესკორტი გაქვთ პრობლემა არაა. ან მპ-153. ამის პარამეტრები მაქვს.

პოსტის ავტორი: assassin29 Jun 21 2014, 10:47

small3d018.gif small3d018.gif კარგია თუნდაც იმიტომ რომ ქარხნული კონკურენტები საშინლად ძვირია
http://www.truglo.com/pc_product_detail.asp?key=64A52714953B4141AEEC6919E5DF585E&catid=6DBFFBDAB8164A5FAE81D33901F388F2
აი ნახეთ მემგონი საინტერესო იქნება 8 პოზიცია აქვს და მგონი ის ნახ**ეტები კომპენტსტორის ფუნქციას ასრულებს. გადატრიალებით 5 წამსში შეიძლება ცილინდრიდან ჩოკი გახადოთ
ისე მე პირადად სულ რომ მაჩუქონ არ დავაყენებ, 76 სმ იან პოლუავტომატს ისედაც დიდ ვერაფერ ბალანს უფრო გააუარესებს და რაც კიდევ უფრო ცუდია საერთოდ არ მოუხდება.

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Jun 21 2014, 12:47

minchanin მასალად ტიტანი რომ გეხმარა საგრძნობლად შემცირდებოდა მაგ მოწყობილობის წონა, დარწმუნებულივარ ამაზე ნაფიქრი გექნებოდა მაგრამ რატო ვერ მოხერხდა ამ მასალით დამზადება ამ მოწყობილოობის??

ერთი ფაბარმი მაქვს XLR compozite 12/76, 76 magnum და მეორე BREDA echo 12/71, 76 agnum ciL გარედან დასახრახნი 5 სმ იანი ნახევარ ჩოკით.

დიდი იმედი მაქვს რომ ამ მოყოფბილობას კიდევ უფრო დახვეწავ და გააუმჯობესებ.

P.S ახლოს რო გქონდეს სახელოსნო მაიდან ვერ გამაგდებდი D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: minchanin Jun 21 2014, 19:50

ციტატა(irakli fofxadze @ 21st June 2014 - 13:47) *
P.S ახლოს რო გქონდეს სახელოსნო მაიდან ვერ გამაგდებდი

არც გაგაგდებდით. პირიქით. ყოველთვის მოხარული ვარ ვინმესთან ვითანამშრომლო.
რაც შეეხება ტიტანის გამოყენებას. ზესტაფონის პირობებზე ტიტანზე ოცნებაც კი ზედმეტია. კი, არა, და მაგისთვის ხელმისაწვდომი მასალის შესარჩევადაც საკმაო ენერგიის დახარჯვა მომიწია.
რაც შეეხება თქვენს თოფებს - სამწუხარომ მაგ თოფების ლულის ბოლოს კონსტრუკცია ჩემთვის უცნობია. კერძოდ საჭიროა მათი, ან რომელიმე თოფის ლულის შიგა დიამეტრი მეასედების სიზუსტით. გარდა ამისა საჭიროა ხრახნის დიამეტრი და ბიჯი, და მანძილი ხრახნიდან ლულის კვეთამდე. ანუ საცვლელი ჩოკის მაქსიმალურად ზუსტი კონსტრუკცია.

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Jun 21 2014, 19:56

გააგებია newsmile05.gif წარმატებები მინდა გისურვო და წინსვლა, რაღაც იდეები მაქვს იმედია შევხვდებიტ და ერთმანეთს გაუზიარებთ გამოცდილებასა და იდეებს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Jun 21 2014, 19:56

გასაგებია newsmile05.gif წარმატებები მინდა გისურვო და წინსვლა, რაღაც იდეები მაქვს იმედია შევხვდებით და ერთმანეთს გაუზიარებთ გამოცდილებასა და იდეებს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: minchanin Sep 10 2014, 20:32

მივესალმები ყველას. ერთი სიახლე - როგორც იქნა, დაახლოებით ნახევარი წლის მერე მოხერხდა გადაკეთებული იარაღის დარეგისტრირება. როგორც მითხრეს ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მოხდა გადაკეთებული იარაღის ოფიციალურად დარეგისტრირება. ეს ეხება ჩემს მიერ ბულპაპად გადაკეთებულ ტოზ 8 მ-ს. რომლის სურათიც ამ თემის პირველ გვერდზეა მოთავსებული. ნამდვილად მოხარული ვარ, რადგან მეძლევა საშუალება ასეთი გადაკეთებები ოფიციალურად ვაწარმოო.

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Sep 10 2014, 22:46

ძალიან კარგი ამბავია მოხარული ვარ რო როგორც იქნა დაიძრა ყინული მომილოცავს minchanin წარმატებები მინდა გისურვო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: muska1978 Sep 11 2014, 08:53

minchanin,თურქული ნახევარავტომატის მექანიზმი გვაქვს დაზიანებული,თუ შეგიძლიათ მისი გაკეთება და სავარუდოდ რა დაჯდება?

პოსტის ავტორი: minchanin Sep 11 2014, 10:38

ციტატა(HUNTER FREDY @ Sep 10 2014, 23:46) *
ძალიან კარგი ამბავია მოხარული ვარ რო როგორც იქნა დაიძრა ყინული მომილოცავს minchanin წარმატებები მინდა გისურვო newsmile05.gif

მადლობა.


ციტატა(muska1978 @ Sep 11 2014, 09:53) *
minchanin,თურქული ნახევარავტომატის მექანიზმი გვაქვს დაზიანებული,თუ შეგიძლიათ მისი გაკეთება და სავარუდოდ რა დაჯდება?

ვერაფერს ვერ გეტყვით. რადგან რა იარაღზეა საუბარი არ ვიცი. კერძოდ რა გატეხილობა აქვს არც ის ვიცი. და მით უმეტეს ფასზე სრულებით ვერაფერს ვერ გეტყვით. ნახვა უნდა. შორიდან მარტო კაშპიროვსკი ახდენდა სასწაულებს. D.gif

პოსტის ავტორი: muska1978 Sep 11 2014, 16:22

minchanin მართალი ხარ შორიდან მოყოლილს ნახვა სჯობს, მეც იმერეთში ვცხოვრობ,კერძოდ საჩხერეში, აუცილებლად ჩამოვალ და გაჩვენებ, ისე ინფოსთვის თოფი არის ჰუგსანი 191ა, ძველი მოდელი უშვებდა ჰუგლუ, ქარხანა ყოფილა სამსუნში,იქ დავრეკეთ და გვითხრეს ამ მოდელს აღარ ვაწარმოებთო.ტოფს რაც შეეხება ზატორი არის გატეხილი, ლიანდაგი რაზეც ზატორი ზის ისიც დეფორმირებულია და გატეხილი, ერთი სიტყვით კაი საჩალიჩოა.

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Sep 11 2014, 19:09

minchanin
ვაა..საინტერესოა. ერთი კითხვა გამიჩნდა. რა სახელით დაარეგისტრირეს იარაღი?..

პოსტის ავტორი: assassin29 Sep 11 2014, 19:24

ლეონ-ბლექი
ტოზ 8 ჩაწრდნენ მაინც მგონია

პოსტის ავტორი: minchanin Sep 11 2014, 19:31

ციტატა(muska1978 @ Sep 11 2014, 17:22) *
minchanin მართალი ხარ შორიდან მოყოლილს ნახვა სჯობს, მეც იმერეთში ვცხოვრობ,კერძოდ საჩხერეში, აუცილებლად ჩამოვალ და გაჩვენებ, ისე ინფოსთვის თოფი არის ჰუგსანი 191ა, ძველი მოდელი უშვებდა ჰუგლუ, ქარხანა ყოფილა სამსუნში,იქ დავრეკეთ და გვითხრეს ამ მოდელს აღარ ვაწარმოებთო.ტოფს რაც შეეხება ზატორი არის გატეხილი, ლიანდაგი რაზეც ზატორი ზის ისიც დეფორმირებულია და გატეხილი, ერთი სიტყვით კაი საჩალიჩოა.

კი ბატონო. ჩამობრძანდით. ოღონდ თოფის სარეგისტრაციო მოწმობაც თან გამოიყოლეთ აუცილებლად. წამოსვლის წინ გადმორეკეთ, რომ სადმე გასული არ ვიყო.


ტელ. პირადში მოგწერთ.

პოსტის ავტორი: minchanin Sep 11 2014, 19:35

ციტატა(assassin29 @ Sep 11 2014, 20:24) *
ლეონ-ბლექი
ტოზ 8 ჩაწრდნენ მაინც მგონია

თქვენ წარმოიდგინეთ ნამდვილად აგრე ჩაწერეს. ეს მექანიზმი (რეგისტრაციის) ჯერ კიდევ დასახვეწია. ამას თვითონაც ამბობენ. ამიტომ მომავალში შევეცდები სხვა სახელით დავარეგისტრირო. უკვე მოვიფიქრე თუ როგორ. ერთი შეკვეთა უკვე მაქვს. და მასზე მოვსინჯავ.

პოსტის ავტორი: assassin29 Sep 11 2014, 19:41

minchanin
შეგიძლიათ რომ მჭიდი დაუყენოთ?

პოსტის ავტორი: minchanin Sep 11 2014, 20:42

ციტატა(assassin29 @ Sep 11 2014, 20:41) *
minchanin
შეგიძლიათ რომ მჭიდი დაუყენოთ?

ჯერ არ გამიკეთებია. მაგრამ თუ ნიმუში მექნება გავაკეთებ.

პოსტის ავტორი: minchanin Feb 4 2015, 21:36

მოგესალმებით.
მეგობრებო, გადავწყვიტე ეს ქვეთემა ჩემს თემაში გადმომეტანა. იმედია ადმინი არ გამკიცხავს.

ორი პატარა სიახლე ჩემს პრეზიდენციაში.
http://pix.ge/

http://pix.ge/

ალბათ იცანით - ოპტიკური სამიზნის გასასწორებელი დანადგარი. გამოვცადე სვტ-40 -ზე. შედეგი უკეთესი გამოვიდა ვიდრე ველოდი.

მეორე სიახლე.
http://pix.ge/
ისე დამაინტერესა ოქტომბერში ზესტაფონში ჩატარებულმა შეჯიბრმა სპორტინგში, რომ გადავწყვიტე თვითონ შემექმნა კატაპულტა, რომელიც ფირმენნი თეფშებთან განსხვავებით უფრო ხელმისაწვდომ თეფშებს გაისვრიდა. ჩემი კატაპულტა ისვრის ბანკის თუნუქის სახურავებს, რომელშიდაც ჩასხმულია თაბაშირი. თეფშის დამსხ**ევა შედარებით ნაკლებად ეფექტურია ფირმენნი თეფშებთან შედარებით. მაგრა მოხვედრა შესამჩნევია. ასე, რომ, თუ ჩემპიონატისთვის არ გამოდგება საპლინკაოდ ვარგა.

პოსტის ავტორი: assassin29 Feb 4 2015, 22:17

minchanin
ტოზ 8 ზე მჭიდის დაყენება ხომ არ გიცდიათ?

პოსტის ავტორი: Davitus Feb 4 2015, 22:19

minchanin

თემა თქვენია, ნებაც თქვენია : )

ამ კატაპულტათი თუ გიცდიათ სტანდარტული თეფშების სროლა.

ქილის სახურავებს რა სისწრაფით ისვრის? სარეგულირო თუ აქვს სისწრაფის, (ზამბარის მოჭიმვის პრინციპით)

პოსტის ავტორი: minchanin Feb 5 2015, 20:50

ციტატა(Davitus @ 4th February 2015 - 23:19) *
ამ კატაპულტათი თუ გიცდიათ სტანდარტული თეფშების სროლა.

ქილის სახურავებს რა სისწრაფით ისვრის? სარეგულირო თუ აქვს სისწრაფის, (ზამბარის მოჭიმვის პრინციპით)

სტანდარტულ თეფშებს არ ისვრის რადგან მათ სიმაღლე უფრო მეტი აქვთ ვიდრე ქილის სახურავებს და ამჩქარებელში არ ეტევა. თუმცა გადაკეთება არაა ძნელი. უბრალოდ, იდეა იყო თეფშების ხელმისაწვდომობაში. ქილის ახურავები უფრო ხელმისაწვდომად მეჩვენა. სიჩქარის რეგულირება შესაძლებელია. მაგრამ სტანდარტულ თეფშებთან შედარებით უფრო სწრაფია. თუმცა არა ბევრად. დროის უქონლობის გამო ცდები შევაჩერე. იდეაში მაქვს უფრო მისაღები და ხელმისაწვდომი მასალა შევარჩიო, რათა მოხვედრისას შესამჩნევად დაიმსხ**ეს. ვიმედოვნებ გაზაფხულზე გამიჩნდება მაგის დრო.

პოსტის ავტორი: Davitus Feb 6 2015, 10:18

minchanin

კარგია, ტაკ დერჟაწ, არ გამოგვაპაროთ !

პოსტის ავტორი: jaba_gugesha Feb 6 2015, 11:29

minchanin

კარგია, მაგრამ ქილის თავსახურები ხო მეტალისაა და ბუნებაში მისი მოხვედრა არ ივარგებს. სტანდარტული თეფშები რამდენადაც ვიცი თიხისაა და არც ბუნება ზარალდება.

პოსტის ავტორი: minchanin Feb 22 2015, 21:43

კიდევ ერთი პატარა სიახლე ჩემს პრეზიდენციაში:
იყო
http://pix.ge/
იჟ79-8 (8 მმ.-იანი კალიბრით).
გახდა
http://pix.ge/
იჟ79-9.
ანუ შეიცვალა კალიბრი.
იარაღი გახდა უფრო აგრესიული შესახედაობის. წააგავს ნამდვილ საბრძოლო "მაკაროვს".

პოსტის ავტორი: manuchari89 Feb 23 2015, 16:23

გეკოს ზატორებს თუ გამოჩარხავთ?

პოსტის ავტორი: minchanin Feb 23 2015, 18:42

ციტატა(manuchari89 @ Feb 23 2015, 17:23) *
გეკოს ზატორებს თუ გამოჩარხავთ?

ჯერ არა. 1-2 თვის მერე ვაპირებ მათ წარმოებას.

პოსტის ავტორი: manuchari89 Feb 23 2015, 19:08

ციტატა(minchanin @ Feb 23 2015, 19:42) *
ჯერ არა. 1-2 თვის მერე ვაპირებ მათ წარმოებას.

ორი ზატორი მინდა და ვერსად ვერ ვაკეთებინებ

პოსტის ავტორი: minchanin Mar 1 2015, 19:54

მოგესალმებით.
კიდევ ერთი პატარა სიახლე ჩემს პრეზიდენციაში.
მომივიდა იდეა, თუ რამდენად შესაძლებელია ტოზ-8 -ის (კალ. 5,6 მმ./22 LR) გადაკეთება ისეთნაირად, რომ იქედან შესაძლებელი ყოფილიყვეს როგორც 22 LR-ის, ასევე 22WMR-ის სროლა.
ცოტაოდენი „ჯადოქრობის“ შემდეგ მივიღე ეს.
http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/
გამოცდამ წარმატებით ჩაიარა.
შაშხანამ ორივე ტიპის ვაზნა ერთნაირად გაისროლა.
ნემსის დარტყმით გაკეთებული ჩაწყ**ტილობები, რომლებიც ჩანს სურათზე, ვფიქრობ, ნათლად ადასტურებს- „ასეჩკა“ მოსალოდნელი არ იქნება.
ვაზნის ჩადება და სროლის მერე ამოღება ნორმალურად ხდება. გილზის გაჭედვა არ შეიმჩნევა.

პოსტის ავტორი: Davitus Mar 1 2015, 20:05

ვაა ძაან მაგარია, დაახლოებით რა ტიპის მოდიფიკაცია კეთდება, თუ საიდუმლო ტექნოლოგია არ არის, უფრო დეტალურად შეიძლება?

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Mar 1 2015, 20:13

კაარგია მაგრამ! ფოტოზე ტოზ-8 თუა საკეტი ( ზატვორ) ტოზ-8 სა არაა და ეგ როგორ?? ეგეთი კულაჩოკიანი უკანა ნაწილი არააქვს ტოზ-8ს მაიგის გადაკეთებაც დასჭირდა? ლულის კოლოფს უკნიდან ხუფი აქვს ტოზ -8 ზე ...

რაც მთავარია მიზანი მიღწეულია თუმცა 22WMR ლულის რესურსს საგრძნობლად შეამცირებს.

პოსტის ავტორი: minchanin Mar 1 2015, 21:38

ციტატა(Davitus @ Mar 1 2015, 21:05) *
ვაა ძაან მაგარია, დაახლოებით რა ტიპის მოდიფიკაცია კეთდება, თუ საიდუმლო ტექნოლოგია არ არის, უფრო დეტალურად შეიძლება?

1. იქნა გადაკეთებული "ზატვორი". მას გაუკეტდა დამატებითი საკეტი "კბილი" (ჩანს მესამე ფოტოზე).
2.ლულის კოლოფზე ამოიფრეზა ხსენებული "კბილის" ჩარჩო. რომელშიაც ის (კბილი) ცოცავს და ზატვორის მოტრიალების დროს დამატებით, ზატვორის სახელურთან ერთად კეტავს მას (ზატვორს). თუმცა, მართალი ვთქვა, ამ ვაზნას არ აქვს ისეთი დარტყმა, რომ ზატვორის სახელური მოგლიჯოს. თუმცა "სიფრთხილეს თავი არ სტკივაო"... დამატებითი საკეტი კბილი უფრო მეტ საიმედობას მიამატებს კონსტრუკციას. მით უმეტეს, ყველა შაშხანას, რომელიც მე მაქვს ნანახი (22 მაგნუმის ვაზნაზე გათვლილი) აქვს ორი საკეტი.
3. მოხდა საგილზის დიამეტრის გაფართოება. რადგან ლრ-ის დიამეტრი არის 5,7 მმ. 22 მაგნუმის კი 6,1 მმ.
4. ასევე მოხდა საგილზის სიგრძის მომატება მაგნუმის ვაზნის გილზის შესაბამისად.
5. გადაკეთდა დამრტყმელი ნემსიც.

მგონი ვსიო.


პოსტის ავტორი: minchanin Mar 1 2015, 21:43

ციტატა(irakli fofxadze @ 1st March 2015 - 21:13) *
ლულის კოლოფს უკნიდან ხუფი აქვს ტოზ -8 ზე ...

ჰო, და, ზუსტად მაგიტომაც გავუკეთე ზატვორს ასეთი ბოლო, რადგან მაგ ხუფი არ მქონდა.

ციტატა(irakli fofxadze @ 1st March 2015 - 21:13) *
რაც მთავარია მიზანი მიღწეულია თუმცა 22WMR ლულის რესურსს საგრძნობლად შეამცირებს.

მოსალოდნელია. უმცა რამდენად შეამცირებს? რუსულ "ვოსტოკს" 6 ნარეზი აქვს. ტოზ-8 -ს კი 4. ვფიქრობ 4-ის წაშლა უფრო ძნელი იქნება ვიდრე 6-ის.
და, ბოლოს და ბოლოს- თუ წაისლება (დაზიანდება) კიდევ გავაკეთებ D.gif

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Mar 2 2015, 08:31

ჰო, და, ზუსტად მაგიტომაც გავუკეთე ზატვორს ასეთი ბოლო, რადგან მაგ ხუფი არ მქონდა.


საკეტიც შენ გაჩარხეე?? ბრავო მაესტრო! არმეგონა თუ ეგეც თქვენი ნახელავიიყო! small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Mar 2 2015, 09:27

რომ ისვრის კარგია მაგნუმებს მაგრამ მთავარი მარტო ეგ ხომ არაა. ტოზ 8 -ის ტვისტს როგორ "შეეგუება მაგნუმის ვაზნა" და ხომ არაა მოსალოდნელი ტყვიის არასტაბილურობა? მიზანში თუესროლეთ და რა შედეგი მოგცათ?
ბავშვობაში 2 გეკოს ვაზნა დავშალე და ერთი ვაზნის დენთი მეორეს დავუმატე. ტყვია საით გაფრინდა ვერც კი გავიგე ისეთი მანძილით ასცდა სამიზნეს. მუხტის წონას და სიჩქარეს მოგეხსენებათ შესაბამისი ტვისტი სჭიორდება.

პოსტის ავტორი: minchanin Mar 2 2015, 11:24

ციტატა(uiaragho @ 2nd March 2015 - 10:27) *
რომ ისვრის კარგია მაგნუმებს მაგრამ მთავარი მარტო ეგ ხომ არაა. ტოზ 8 -ის ტვისტს როგორ "შეეგუება მაგნუმის ვაზნა" და ხომ არაა მოსალოდნელი ტყვიის არასტაბილურობა? მიზანში თუესროლეთ და რა შედეგი მოგცათ?

ეგ მეც მაინტერესებს. მაგრამ უდროობისა ვაზნების უსაკმარისობის გამო ჯერ არ გამიტესტია მიზანში სროლა.
ასევე შაშხანა ჯერ დასარეგისტრირებელია. არ ვიცი რა წინააღმდეგობას წავაწყდები. ჩემი აზრით ყველაფერმა ნორმალურად უნდა ჩაიაროს. მერე კი ვიყიდი ვაზნებს და გავტესტავ.

პოსტის ავტორი: უიარაღო Mar 2 2015, 13:31

ვფიქრობ ჯერ უნდა გატესტოთ და შემდეგ გადაწყვიტოთ ღირს თუ არა ლეგალიზება. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ და ყველაფერი კარგად იყოს. newsmile027.gif

პოსტის ავტორი: minchanin Aug 16 2015, 19:09

გამარჯობათ.
დღეს ჩავატარე გადაკეთებული მაგნუმ (WMR) კალიბრზე ტოზ-8 -ის ტესტირება.
გამოყენებული იყო ვაზნები LR- „რემინგტონი“, და WMR „ლელიერ ბელლოტ“.
იქნა ჩატარებული სროლა 22 სანტიმეტრის სისქის აყალო მიწაში.
პირველი ტესტი 5 მეტრ მანძილზე LR „რემინგტონ” ვაზნებით.
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
როგორც სურათებიდან ჩანს ხ**ელო გამოვიდა გამჭოლი. ხ**ელის დასაწყისიდან დაახლოებით 1-2 სანტიმეტრში ხდება ხ**ელის სწრაფი გაფართოება 7-8 სანტიმეტრამდე დიამეტრში. შემდეგ, თან და თანობით შევიწროება, და გასასვლელი ნახ**ეტი ცოტათი მეტია ტყვიის დიამეტრზე (სურათზე ჩანს).
შემდეგ იქნა ჩატარებული სროლები ისევ 5 მეტრიდან WMR ექსპანსიური ვაზნებით.
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/

პოსტის ავტორი: minchanin Aug 16 2015, 19:15

როგორც სურათებიდან ჩანს სამიზნე მიწას, წინიდან, მოხვედრის ადგილზე გამოებერა 8 სანტიმეტრიანი „ცხვირი“. შესვლიდან 1-2 სანტიმატრში ხდება ტყვიის დაშლა და სფერისებური ღრუს გაკეთება ., რომლის დიამეტრი 10-12 სანტიმეტრია. ხ**ელი გამჭოლი არ არის. რადგან ტყვია იშლება მცირე ნაწილაკებად
http://pix.ge/
შემდეგ იქნა ჩატარებული სროლები 100 მეტრზე იგივე აყალო მიწაში LR ვაზნებით.
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
ხ**ელი გამჭოლია. შესასვლელი ხ**ელი დაახლოებით 1 სანტიმეტრისაა დიამეტრში.
გამოსასვლელი ხ**ელი დაახლოებით 7-8 სანტიმეტრისაა. როგორც ჭრილში ჩანს ხ**ელი თან და თან ფართოვდება.
შემდეგ კი WMR ვაზნებით.
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
როგორც სურათებიდან ჩანს შესასვლელი ხ**ელი 4-5 სანტიმეტრია დიამეტრში. აქვს ზემოთ მცირე ხ**ელი, დაახლოებით 2 სანტიმეტრის დიამეტრში. შიგა „დაზიანება“ აბსოლუტურად იდენტურია ზომით და ფორმით 5 მეტრი მანძილიდან სროლისა.
რაც შეეხება სიზუსტეს.
http://pix.ge/
„ნადულნიკ-სტაბილიზატორის“ გარეშე (1-2-3) მოხვედრის წრემ შეადგინა 91 მილიმეტრი 150 მეტრ დისტანციაზე.
მცირე წრე (6-7-8) მიღებულია 100 მეტრ დისტანციაზე „ნადულნიკ-სტაბილიზატორით“ - 25 მილიომეტრი დილამეტრში.
უფრო დიდი წრე (11-12-13) მიღებულია 150 მეტრ დისტანციაზე „ნადულნიკ-სტაბილიზატორით“ – 52 მმ. დიამეტრში. შემდეგ იქნა კორექტირებული ოპტიკური სამიზნე, და მე -14 გასროლა მოხვდა „იაბლოკოში“. მე-15 კი ქარმა სერიოზულად წაახდინა.
ჩემი აზრით შედეგები კარგია. რა თქმა უნდა უკეთესიც შეიძლება არსებობდეს. მაგრამ იგივე კალიბრის ჩინურ „ნორინკოსთან“ შედარებით ეს შდეგები 2-ჯერ უკეთესია (მხედველობაში მაქვს დაჯგუფების დიამეტრი)
რაც შეეხება შემაკავებელ ძალას WMR-სა და LR-ს შორის ვფიქრობ WMR-ს სერიოზული უპირატესობა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ხ**ელი გამჭოლი არაა სამაგიეროდ შიგა დაზიანების მოცულობა ორჯერ უფრო მეტია ვიდრე LR-ის შემთხვევაში. გარდა ამისა, როგორც სურათიდან ჩანს WMR-ის ტყვია იშლება ისეთ მცირე, და შესაბამისად ბევრ ნაწილებად, რომ მას შეუძლია გაცილებით უფრო მეტი ქსოვილების დაზიანება, და შესაბამისად მეტი სისხლდენა გამოიწვიოს.
არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ ასეთი იარაღით და ასეთი ვაზნით შეიძლება მგლის ტოლა ნადირზე 170 მეტრ მანძილზე ნადირობა. რა თქმა უნდა ის ვერ შეედრება 7,62-39 კალიბრს, მაგრამ მელა-ტურა-მგელზე სანადიროდ ნახსენებ დისტანციაზე საკმაო მეტოქეობას გაუწევს. გარდა ამისა გასათვალისწინებელია ვაზნის ფასიც, რომელიც 2,5-ჯერ იაფია 7,62 კალიბრზე.

პოსტის ავტორი: minchanin Aug 16 2015, 19:44

სურათებზე წითელი ისრით ტყვიის მიმართულებაა ნაჩვენები.

პოსტის ავტორი: kardinal84 Apr 4 2016, 18:05

minchanin
გამარჯობა!.. როგორც მე ვიცი თოფებს გარედან რესტავრაციას უკეთებთ ანუ გაშავებას ვგულისხმობ, რაღაც იარაღს ვუმიზნებ ჯერ არ მინახია როგორც ვიცი კონდახი აქ შესაცვლელი და გარედან უნდა ხელის შევლება, კონდახის საორიენტაციო ფასი გარკვეული მაქ აი გალამაზება რა დამიჯდება თუ მეტყვი მადლობელი დაგრჩები.

პოსტის ავტორი: minchanin Apr 4 2016, 18:58

ციტატა(kardinal84 @ 4th April 2016 - 19:05) *
minchanin
გამარჯობა!.. როგორც მე ვიცი თოფებს გარედან რესტავრაციას უკეთებთ ანუ გაშავებას ვგულისხმობ, რაღაც იარაღს ვუმიზნებ ჯერ არ მინახია როგორც ვიცი კონდახი აქ შესაცვლელი და გარედან უნდა ხელის შევლება, კონდახის საორიენტაციო ფასი გარკვეული მაქ აი გალამაზება რა დამიჯდება თუ მეტყვი მადლობელი დაგრჩები.


გამარჯობათ.
თოფის მთლიანად დაშავება (ვარანენიე) ჯდება 150-180 ლარი. თუ სხვა არაფერი სჭირდება თოფს. რა თოფზეა საუბარი რომ ვიცოდე უკეთესი იქნება. ისე კი - ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობია.

პოსტის ავტორი: kardinal84 Apr 4 2016, 19:05

ზაუერია, მეც არ მინახავს ჯერ უნდა ვნახო და იმისდამიხედვით გადავწყვიტო მიღირს ყიდვა და რესტავრაცია თუ არა.

პოსტის ავტორი: minchanin Jul 5 2016, 21:18

გამარჯობათ. მომივიდა მუზა და გადავწყვიტე კიდევ ერთი ექსპერიმენტი ჩამეტარებინა. ანუ, შემემოწმებია თუ რამდენად ეფექტურია თვითნაკეთი "დიაბლოს" ტიპის ტყვიის გამოყენება გლუვ ლულიან სანადირო თოფში. ამისათვის დამჭირდა ჩემი კონსტრუკციის ყალიბის დამზადება. მართალი გითხრათ პირველი ცდა უშედეგო იყო. მეორე ცდით უკვე მივიღე ის ყალიბი, რომელიც ალბომშია ნაჩვენები. შემდეგ დავიწყე მისი გამოცდა. ანუ ტყვიების ჩამოსხმა. თურმე არც ისე იოლი ყოფილა ეს საქმე. ბევრი ცდების მერე დავამუღამე ტექნოლოგია და მივიღე სასურველი ტყვიები. მათი წონიდან, და ზომებიდან გამომდინარე, ვფიქრობ შეიძლება მათი გამოყენება როგორც 12 კალიბრისთვის, ასევე 16 კალიბრისთვის. ტყვია ზუსტად თავსდება 12 კალიბრის კონტეინერში. და ასევე 16 კალიბრის პლასტმასის გილზში. ასევე იქნა გატარებული 12 და 16 კალიბრის ლულებში (შესაბამისად კონტეინერით და უკონტეინერო). ტყვიამ ლულაში გაიარა ცოტაოდენი ძალის მიჭერით. რასაც ნორმალურად ვთვლი. შესადარებლად იქნა გამოყენებული ქარხნული ტყვია "შარიკით". მასაც იგივე ძალა დაჭირდა ლულაში გასავლელად. ამიტომ ჩავთვალე ჩემი ტყვია მისაღებად. წონა კონტეინერით 34,5 გრამია. ჩემი აზრით ნორმალურია ორივე კალიბრისთვის. თუმცა 16 კალიბრისთვის ორნახევარი გრამით ნაკლები იქნება, რადგან კონტეინერის წონა გამოაკლდება. გარე დიამეტრი შერჩეული იყო სწორედ 16 კალიბრისთვის. დავტენე რამოდენიმე ვაზნა. მუხტად ავიღე ე. წ. ესპანური წამალი (როგორც მითხრეს მაღაზიაში), და 12 კალიბრისთვის დავმუხტე 1,9 გრამით. პიჟის გარეშე. დავამთავრე "ზაკრუტკით". სროლა ვაწარმოე "ჰატსან ესკორტიდან", ცილინდრიანი ჩოკით, 50 მეტრზე. როგორც 80 პროცენტ პოლუავტომატებს (შეიძლება მეტსაც) ჩემს თურქსაც მარცხნივ წაღება უყვარს. თუმცა ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო დაჯგუფების გაკთება. მიღებული რეზულტატს ნორმალურად ვთვლი. პირველი სამის გვერდზე წაღების მერე შევეცადე გამეთვალისწინებინა თოფის ეს ნიუანსი, და 4 და 5 ნასროლი უკვე ცენტრთან ახლოს მოხვდა. და თანაც საკმაოდ ახლოს ერთმანეთთან. ქარხნულ ტყვიასთან შედარება არ გამიკეთებია, რადგან მხოლოდ ერთი ცალი მქონდა. უახლოეს დღეებში ვიყიდი რამოდენიმე ცალს და შევადარებ დაჯგუფებას. ისე კი უნდა ავღნიშნო, რომ "შარიკიანი " ტყვია არ არის ცილინდრული. თავსა და ბოლოში დიამეტრების სხვაობა ნახევარ მილიმეტრს აღემატება. სურათებში ეს ჩანს. ანუ ტყვიის თავი თავისუფლად ყანყალებს ლულაში, და გამოვარდნისას მიმართულება შეიძლება ცვალებადი იყოს. შესაბამისად სიზუსტეც. ასეთია ჩმა. ჩემი ტყვიის შემთხვევაში ეს გარემოება საგრძნობლად უკეთესია. ასევე ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ ტყვიის ანბეჭდები სამიზნეზე საკმაოდ მკაფიოებია. რაც იმაზე მეტყველებს, რომ ტყვიის ღერძი და მისი ტრაექტორია ერთმენეთს ემთხვევა. ანუ, არ ხდება ტყვიის გვერდულად ფრენა. ასევე მინდა ვთქვა, რომ, მიუხედავად ქარხნულ ტყვიებზე არსებული გვერდითი ჭრილებისა, რომლებიც საჭიროა მათი (ტყვიის) თავისი ღერძის ირგვლის დასატრიალებლად, ისინი (ჭრილები) ამ როლს ვერ ასრულებენ. ეს მარტო ჩემი აზრი არ არის. ამასვე ამტკიცებენ მიტიჩკინები თავიანთ წიგნში "პულევიე სნარიადი". და არა მარტო ისინი. ხოლო "დიაბლოს" ფორმა საკმაოდ იოლად იტანს იმ ტურბულენტურ ჰაერის ნაკადებს, რომლებიც წარმოიშვება ტყვიის სივრცეში გადაადგილების დროს. რაც არაბრუნვადი ტყვიებისთვის მნიშვნელოვანია. და უფრო მეტიც, თუ ამ ფორმის ტყვიას ვაიძულებთ, და დავატრიალებთ თავისი ღერძის გარშემო, მისი სიზუსტე საგრძნობლად იზრდება. მაგალითისთვის ვიტყვი, რომ "დიაბლოს" ფორმის ტყვიით, და "პარადოქსით", 410 კალიბრის "საიგა" გაუტოლდა სიზუსთით კარაბინ "ბარს"-ს (5,6 - 39 მმ.). ანუ გაბნევამ შეადგინა 7 სანტიმეტრი 100 მეტრზე. რა თქმა უნდა უქარო ამინდში. მიუხედავად ამისა გლუვლულიანი თოფისთვის ეს მაჩვენებელი კარგზე უკეთესია. მომავალში მეც მაქვს იდეა მსგავსი "პარადოქსის" დამზადებისა. და, სწორედ ამიტომ იქნა პირველი ნაბიჯი გადადგმული, და იქნა "დიაბლოს" ტიპის ტყვია დამზადებული. რადგან ჩემი ტექნოლოგიური შესაძლებლობები შეზღუდულია, ამიტომ ეს იდეა კარგადაა დასამუშავებელი. რაც საკმაო დროს წაიღებს. ვფიქრობ პირველი ნაბიჯი არც თუ ისე ცუდია.
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/


პოსტის ავტორი: minchanin Dec 19 2016, 21:08

ვისაც აინტერესებს, პატარა როლიკი "შატკის" მოცილების შესახებ https://www.youtube.com/watch?v=uCakUa4tuJ4&feature=youtu.be

პოსტის ავტორი: koba1973 Jun 20 2018, 11:38

minchanin
ძალიან კარგია.
სასიამოვნოა რომ რაღაც ახლის მიგნებას და საკუთარი ხელით გაკეთებას ცდილობთ.
წარმატებები.

პოსტის ავტორი: minchanin Jun 20 2018, 12:34

მადლობა კობა 1973.
გულმა არ მომითმინა და გადავწყვიტე ვიდრე ადმინი ზედმეტს წაშლის თავიდან დავდო ჩემი ვიდეოები.
https://www.youtube.com/watch?v=r07K1T64sy8
https://www.youtube.com/watch?v=bDFkvEzmgYQ
https://www.youtube.com/watch?v=spKqYleY8GY
https://www.youtube.com/watch?v=sY9aCUXXFmY
https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=1803364646385055&id=522406631147536

პოსტის ავტორი: minchanin Feb 28 2019, 20:04

გამარჯობათ მეგობრებო.
სეზონი დამთავრდა, და რომ სულ არ მოვიწყინოთ ახალი სეზონის გახსნამდე მინდა ერთი პატარა როლიკი შემოგთავაზოთ. https://www.facebook.com/522406631147536/videos/835063820219418/?__xts__[0]=68.ARB5rcSrXBnt6m5PMPZM_lWeBnmpYN_UTglO_8D3NndegWG1PRRFO4bnZuzw7CYpeQ3jK-sTZWxSthrBFm7vPDE4sA-qM6lj9_sRQhDJyv-h6hbu494-hOFZppCKggGlqG5LO3A3193pHw7CTUzH_NbIXPzc8BO1liFAS3Lzj3wPUXwmuqHRHVNcAvwNpgdqrLw-Qffs3I3E_xTXoS1GnI-8hqk5AI05HfgEMaegLJVc3P0il9w_C0fnZw3Fb9zBMqYI1YhAbVBAsNdI6QtOiiUPoDV_BzlwWSi6U-R5PD2nCIpuOGu8dy-5vF5aqdF0Bsyomnx5sZF67qZBP_lvf1pos8rp-ic7-YF6ZQ&__tn__=-R

პოსტის ავტორი: minchanin Apr 2 2019, 14:59

კიდევ გამარჯობათ.
კიდევ ერთი პატარა როლიკი
ჩემი სახელოსნოდან https://www.facebook.com/522406631147536/videos/2232009293782116/?__xts__[0]=68.ARCW_32GFQ2XTZ0aCoo4o-vUL3Ykbl9w4-Q1c9fqnq_2GkPSYsK7sDODu5WilnaD36Z0YljhcPPm-pD2-o5d5p4H44hom3F4mHpCmo2IXCjPcSMH-O9FML9n-qHwNdQ9dDDcxh1f9EqhXA1vXqmYTM9kg7VshtKhbxC8iRbtsRQDzJW596AOVjmbA3qTmXpKzNDGg10NN
N8jBA11A_FXauEPqYy_pcAwZq9ysWjr7kpc3zwL-rv3s6qb_6RdAq8fW2oe5JUDHh3JXU6LFgOwdm9boc96Zo03u7uG7pxdvqszbDVemigGvxSNHI0-KvzU3l4xsztWOQbbhRpLnwHiEYGWtqYXl514CE9g9g&__tn__=-R

პოსტის ავტორი: ჩელე Apr 3 2019, 10:11

minchanin

ისე პატარა ვიდეობლოგი რომ გააკეთოთ ძალიან კარგი იქნება.

პოსტის ავტორი: minchanin Apr 3 2019, 13:56

ციტატა(ჩელე @ Apr 3 2019, 11:11) *
minchanin

ისე პატარა ვიდეობლოგი რომ გააკეთოთ ძალიან კარგი იქნება.


მართალი გითხრათ არც კი ვიცი რა არის "ვიდეობლოგი". კომპიუტერულ განათლებაში სუსტი ვარ.

პოსტის ავტორი: minchanin Jun 12 2019, 21:22

გამარჯობათ მეგობრებო,
შეიძლება ვინმეს დააინტერესოს.
მართალია რუსულადაა, და თუ არ შეესაბამება საიტის სარედაქციო პოლიტიკას წაშალეთ.
https://www.youtube.com/watch?v=aMeDRKfAxg0

პოსტის ავტორი: minchanin Sep 16 2019, 19:56

გამარჯობათ. საიტის გამოცოცხლების მიზნით გთავაზობთ ორ ახალ ვიდეო როლიკს. შეიძლება ვინმესთვის საინტერესოც იყოს.
https://www.facebook.com/522406631147536/vi...686962/?__xts__[0]=68.ARDkvBUFr1D4v3b_DgXXca9WTF9k95IRk5vy2XqgQvtUBK_wJkC9YK94VnN9rYDrtoAnwH5mP
hXthSZ0YsfFWX4xLDmjjyo1C5c8h2wmaQueOFOPTparZF2FJZh73k-_qnW5Z_8bzjdwoeOQc_yM02ZVdMI2liOQ9x7_LpiBDZFZqX1v20UDdupsM2iEwv8GkCByV_DN-7R6aUF6bfiKNcQQbmsZ9B2HKTzh8zwBD-t1a6cJoivcZi-ADAOw-YQqVSPL9zAPaEbEtT9EabOvS04k45f_3_EJtCqDLAr1YDtTemSpmPnQbusfmj-hjloZrOvV9YuGUG9poSZsSTAYGY9kBQQKxD99yE2n5g&__tn__=-R

https://www.facebook.com/522406631147536/videos/2372920592966613/?__xts__[0]=68.ARDdJrj_osa7_Ho5tTRgrbKFkZuv7IB6fOowuPQSoDNBLPEHh6nUtU9-XgdxsDwo7gm205LJa29UAD8d0hJF8uibTnI8o5M-gK5_1pHX1lvsKxSIUwITCF5dMXDveYEfG1xTvr8b5xv7rtXM5fMRapFRf4Tta6E2oRz8ERANCYABeVKn
_yqkMxlxMAmxLgnsa0vOU6-_STYnPmWcj71fWHuDSsga9dcsFQAkWn2lJAWHolam0dvgO80vQAlJoW_wnym9sgV3azQOZkLOazkHWpU
yu39rAsBkTNFJlfB-Y_aQ26qykecVo1CYf-XopXdJ2OJ0V9KiyddCTOIte21HBowqor5vf7DuNYsbYA&__tn__=-R

პოსტის ავტორი: ბახტური Jan 31 2020, 15:54

[quote name='minchanin' date='Jul 5 2016, 21:18' post='345247']
მომავალში მეც მაქვს იდეა მსგავსი "პარადოქსის" დამზადებისა.


გამარჯობა.
დიდი ხანი მინდა ე.წ. ფროლოვკის მსგავსი იარაღი, პარადოქსის ხრახნით.
თუ შეძლებთ გადაჩარხვას, შემიძლია ძველი შაშხანის შეძენა (კანონის დაცვით) და ექსპერიმენტისთვის გავწირავ.

პოსტის ავტორი: minchanin Apr 27 2020, 14:44

ამ ძალით უმუშევრობის ჟამს ვიხელთე დრო და წავიჩხირკედელავე სიამოვნებისთვის https://www.facebook.com/522406631147536/videos/1493499390830292/?__xts__[0]=68.ARDAwSC52P4_cN1KaFBgIHr8KJbuD0tQ4QXviawJz2Hbw9x7OYAtmJ45NnYdtaiCqjyL58l1E
VugzfeKMwiNFEEdMsthLVMuwgTJBRlMMbVXCBhQURqopYtleWdzamDPvi--IPgSSYvKKK37TmE8js7AYZsMCTgkW_4GI6p5wTjvkB6gAFIzJr_pL-XRyVK_Dsua6mVVAl2BtjEaCKnAyB-57qrCdTdcECKsdUaD2ePhcicSaQVFT3i7DsiOwXg4l17V6sYKJl1WyhCEZ5-RuwaXgLOqARwWkajY8kELgsthJxjW8SdbgSj040sLz_6F2Y4Hju4_MgIUnOpoKwlMg8kSUKMEi5nmr93
LEQ&__tn__=-R

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Apr 28 2020, 10:38

minchanin
მიყვარს თქვენი ვიდეოების ყურება newsmile05.gif

პოსტის ავტორი: minchanin Apr 28 2020, 21:42

ციტატა(ჭალიმგელა @ Apr 28 2020, 11:38) *
minchanin
მიყვარს თქვენი ვიდეოების ყურება newsmile05.gif

მადლობა.

პოსტის ავტორი: minchanin Oct 4 2020, 06:46

ლულის ჩაჭყ**ტილობის ამოსწორება https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=3466021816785988&id=522406631147536&__xts__[0]=68.ARA3uCOe0WN-1mFe71UDCHxRcmNkOz14GUFrDSoyx3XCt2CoiSFdOGWNmiSs5ETm0cLf6rtIyDziPHpvZ4wKmxC6V6PD
eH9IY-ir4ybrEJ4wcboukGQ9Udq-E6TzjgGDW5Hagg9jRbJrkEgzpS4Yi0EySYXAikzZsxE2UUIuU1T2-Gmj2SQGhlBCvnSQFIAaegRBjseUHcoKSYUxS67s5jyLykPyFOrjZejzSj1aM1zCSEcOgxWt4XpIvsKq7
r8Rm6HlpghogQAGrCQATJZ587zSPmzsNLItMlWhDMXijIS1jjWw01Zd_oMAq-WZ1fyZJwy5nLQuzoK_BD1CJ69Es8ZvrA&__tn__=-R

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)