თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ იარაღი და მასთან დაკავშირებული თემები _ იარაღის მოვლა(კონსერვაცია) სეზონის შემდეგ

პოსტის ავტორი: Maverick Feb 18 2010, 09:25

სეზონის დახურვამდე 10 დღეღა რჩება, სეზონის ბოლოს ყველას იღბლიან ნადირობას გისურვებთ, მაგრამ აუცილებელია ვიცოდეთ როგორ შევინახოთ იარაღი სეზონიდან სეზონამდე, მომავალ სეზონზე რომ ისეთივე წარმატებით გვემსახუროს როგორც წელს
აბა გავახუროთ თემა, ვისაც რა გამოცდილება გაქვთ აქ დაყარეთ

პოსტის ავტორი: Bonehill Feb 18 2010, 12:07

1. დაშლილ თოფს მოვაცილოთ 'რემენი' , ლულებში ერთი ორჯერ გავატაროთ მსუბუქად, მშრალი ნაჭერი. ავიღოთ ზუმბა და გაუკეთოთ სპირალი. დავდოთ ლულები თეთრ ფურცელზე და ენერგიულად ვხეხოთ ლულა, შანსი არაა ტყვიის ნაწილაკები არ დაიყაროს, თეთრ ქაღალდზე ამას კარგად შევამჩნევთ.
თუ მაინც შერჩა ლულას გაგლესილი ტყვია, ამ შემთხვევაში უკვე საჭიროა "ტუტე ზეთი" ან "ვდვ" , ამ ზეთში ლულები უნდა გაჩერდეს მინიმუმ 20 წუთი, ამ ხნის განმავლობაში დაიშლება ტყვია და მშრალი ნაჭრითაც ადვილად გააცილებთ.
2.დაშლილ თოფს მოვაცილოთ 'რემენი' , ავიღოთ ლულები და ჩავდოთ წინასწარ გამზადებულ აბაზანაში;
მომინანქრებულ ჯამში ჩავასხათ ჭურჭლის სარეცხი საშუალება, ჟელე , მთავარია იყოს ცხიმის მოსაშორებელი(მე პირადად ფეირის ვხმარობ) ჯამში ჩავასხათ მდუღარე წყალი და მოურიოთ. ამ სითხეში ლულები ჩავდოთ სამიზნით ქვემოთ, ზუმბაზე დავახვიოთ სუფთან არასინთეტიური ნაჭერი ამით ენერგიულად ვწმინდოთ ლულები შიგნიდან, ყოველი ზუმბის ამოწევისას ამოიტუმბება წყალიც ეს ძალიან კარგია, გადავასხათ წყალი და ახალი ჩავასხათ ჯამში, ეს პროცედურა იქამდე გავიმეოროთ სანამ წყალი ფერის ჩეცვლას არ შეწყვეტს ე.ი. ლულები შიგნიდან ბოლომდეა გასუფთავებული. ამავე წყლით გარედანაც კარგად გავრეცხოთ. ეცადეთ რომ ეჟექტორების და ექსტრაქტორების სისტემაში წყალი არ მოხვდეს, ასევე ყურადღებაა საჭირო "გაზაატვოდებში" პრინციპში ორივე შემთხვევაში კარგად უნდა გამშრალდეს. ლულების ნაჭრით გამშრალების შემდეგ უნდა აბანაოთ"ნეიტრალურ" ზეთში შიგნიდანაც და გარედანაც, ასე გააჩერეთ რამდენიმე ხანი, და შიგნიდან კიდევ ერთხელ და საბოლოოდ გაამშრალეთ. ლულა და საერთოდ თოფი აწყობილ მდგომარეობაში არ უნდა იყოს ოთახში, ნებისმიერ ოთახშია ნესტი, ეს მეტალზე და ხეზე ერთნაირად ცუდად მოქმედებს.
3. კალაპოტს და სასხლ.დამცემი მექანიზმის კოლოფს, განსაკუთრებული ყურადღება არც ჭირდება, ორლულიანების შემთხვევაში ნეიტრალურ ზეთში დასველებული ტილოთი გაწმინდეთ ყვეეეელა რკინის დეტალი, სანემსეებთან "ტუტე"ზეთი დააწვეთეთ და გააჩერეთ 5-10 წუთი, ეს იმისთვისაა რომ ფისტონის ნამწვის მჟავე მოქმედება გაანეიტრალოს. ბოლოს აუცილებლად ნეიტრალური ზეთი უნდა წაესვას.
4."ავტომატების" მექანიზმი ძალიან კარგია თუ ზემოთ ხსენებულ სარეხცი ფხვნილიან წყალში გირეცხება, უფრო სწორად მდუღარე წყალში მოიხარშება რამდენიმე წამი (გადახურების ნუ შეგეშინდებათ) *
მექანიზმის კოლოფი შიგნიდან უნდა გასუფთავდეს მტვრისგან, ეს ძალიან მარტივია. შემდეგ ჯოხზე დახვეული ნეიტრალური ზეთიანი ტილოთი უნდა გაიწმინოს კოლოფის შიდა ზედაპირი , ეს ყველაზე მარტივი დაცვაა ჟანგისგან...
5.კონდახი ბედნიერებაა თუ კარბონი და პლასტიკია მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ჩვენ გვაქვს სხავდასხვა მერქნის. ნაკაწრებს სახლის პირობებში ვერ ეშბველება, დაუშვებელია კონდახის და ცევიოს გაწმენდა ნეიტრალური ან რომელიმე თოფის ზეთით. ამისთვის კარგია ლეგენდარული ბალისტოლი, ან სელის ზეთის რამდენიმე წვეთი.






*ყურადღებაა საჭირო, ზოგიერთი ძალიან იაფფასიანი ცეცხლსასროლი იარაღის მექანიზმში პლასტმასი კომპოზიტური მასალაა გამოყენებული, მათი გადახურება სავრაუდოდ არაა სასურველი.

პოსტის ავტორი: Maverick Feb 18 2010, 18:05

Bonehill
საინტერესოა შენი პოსტი, მე მხოლოდ 1 და მე-2 ვარტი ვიცოდი,
ნახევრად ავტომატებზე მეტი დაწერე თუ შეგიძლია

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Feb 24 2010, 22:19

Bonehill
მპ-153 აწყობილ მდგომარეობაში შევინახო თუ დავშალო და ისე შევინახო

პოსტის ავტორი: Bonehill Feb 24 2010, 22:59

ჰერცოგი997
თუ არაფერი არაა დაჭიმულ მდგომარეობაში მაშინ ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას, მთავარია იყოს ჩიხოლში ტენი რომ არ მოხვდეს და წინასწარ დაიზეთოს და გაიწმინდოს.
შალითა მაინც მთავარია

პოსტის ავტორი: მაჭარა Feb 25 2010, 10:06

Bonehill
ზეთი ზედ არ უნდა შერჩეს ხო?დაზეთვის მერე უნდა გავამშრალოთ არა? მე როგორც ვიცი თხელი ზეთის ფენა მაინც რჩება..

პოსტის ავტორი: თენგო Feb 25 2010, 10:38

Bonehill

ციტატა(niko @ 24th February 2010 - 23:59) *
შალითა მაინც მთავარია

სპეციალურ კარადაში მაქვს მოთავსებული და შალითაში მაინც ჩავდო?

ციტატა(niko @ 18th February 2010 - 13:07) *
4."ავტომატების" მექანიზმი ძალიან კარგია თუ ზემოთ ხსენებულ სარეხცი ფხვნილიან წყალში გირეცხება, უფრო სწორად მდუღარე წყალში მოიხარშება რამდენიმე წამი (გადახურების ნუ შეგეშინდებათ) *
მექანიზმის კოლოფი შიგნიდან უნდა გასუფთავდეს მტვრისგან, ეს ძალიან მარტივია. შემდეგ ჯოხზე დახვეული ნეიტრალური ზეთიანი ტილოთი უნდა გაიწმინოს კოლოფის შიდა ზედაპირი , ეს ყველაზე მარტივი დაცვაა ჟანგისგან...

მე ფენით ვაშრობ გარეცხვის შემდეგ,ეგეც კარგია."ოხოტა ი რიბალკაზე" ვნახე სერგეი ასტახოვის გადაცემაში

პოსტის ავტორი: Bonehill Feb 25 2010, 11:48

ციტატა(Giorgi Macharashvili @ 25th February 2010 - 11:06) *
ზეთი ზედ არ უნდა შერჩეს ხო?დაზეთვის მერე უნდა გავამშრალოთ არა? მე როგორც ვიცი თხელი ზეთის ფენა მაინც რჩება..

ზეთი არ უნდა დარჩეს ლულაში შიგნით ! დანარჩენი ყველგან ზეთიანი ტილოთი უნდა გაიწმინდოს. (რათქმაუნდა კონდახი და ცევიო არა). მე პირადად სანადიროდ ყოველთვის გარედან გაზეთილი ლულებით ვნადირობ ! ჯერ ერთი იმდენად არ მოქმედებს წყალი და თოვლი და ა.შ ; მეორეც გარედან მტვრიანი და დასვრილი ლუელები ტილოს ერთი მოსმით სუფთავდება .
თენგო
ერთი ძეველი თოფი მაქვს კალოდკას და ხეს აქვს შატი, კარადაში რო ვინახავდი უშალითოდ ერთ თვეში აღარ აქვს ხოლმე, ანუ ხე გაიბერა ტენით !

ციტატა(qarqashadze @ 25th February 2010 - 11:38) *
მე ფენით ვაშრობ გარეცხვის შემდეგ,ეგეც კარგია."ოხოტა ი რიბალკაზე" ვნახე სერგეი ასტახოვის გადაცემაში

ჯობია თანამედროვე უჯანგავი ფოლადის მქონე თოფებში, სხვა შემთხვევაში საუკეთესო საშუალებაა დაჟანგვისთვის.
ყველას ჯობია თოფის გაწმენდის შემდეგ ცოტა ხნით დაიდოს ფეჩთან ახლოს, რომ შიგნით არ შერჩეს სისველე.

პოსტის ავტორი: ლეკი Jul 3 2010, 15:32

იმდღეს ვნახე მაღაზიაში იარაღის მექანიზმის საპოხი (ტაოტისმაგვარია) და ერთი კითხვა გამიჩნდა. იარაღის მექანიზმი გაპოხილი უნდა იყოს ამით თუ დაზეთვაც საკმარისია?

პოსტის ავტორი: Bonehill Jul 4 2010, 12:50

ისე რათქმაუნდა ჯობია დაიზეთოს შიგნიდანაც, მაგრამ იარაღის გახსნა ყველას ენანება, მე არ გავხსნიდი მაგ მიზნით, ჩემ თოფებს ძირითადად უჟანგავი ფოლადის ნაწილები აქვს newsmile090.gif

თუ ერთხელ გახსნილია თოფი მაშინ არ დაგენანოთ და გაპოხთ შიგნიდან.

აი "ავტომატების" მფლობელებს რა გიჭირთ...

პოსტის ავტორი: ლეკი Jul 5 2010, 07:52

Bonehill
მადლობ ბონე სასარგებლო რჩევისთვის newsmile05.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Mar 1 2014, 17:30

ცოტა ხომ არ გავაქტიუროთ ეს თემა? პირველად ვაკონსერვებ თოფს და რომელი ზეთი ვიხმარო? დიდძალი გარღვევა მაქვს საფულეში და იქნებ არის რამე ბიუჯეტური?

პოსტის ავტორი: assassin29 Mar 1 2014, 18:09

ბიჭებოო რამდენიმე კითხვა მაქვს, ეს ვდ 40 როაროგორც ვიცი წყალგამოცლილი ნავთია და ამასაც ტუტე რეაქციაა აქვს? რაღაც ტუტე ზეთი კი მაქვს ყვითელ ბოთლშია ბალისტა აწერია, მაგრამ მეშინია ეგეთი რაღაეების და თავს ვიკავებ მაგის გამოყენებისგან.

ლულას რომ გავხედავ სინათლეზე კრიალებს მაგრამ ლამფუჭკაზე რომ ვუყურებ ნათითურებივით ჩანს მაგის მოცილება მინდა დავახარჯე ნახევარი ბოთლი ბალისტოლი კიდევ პატარა ბოთლით ბერეტას ზეთი მაგრამ ისევ აქვს

პოსტის ავტორი: უიარაღო Mar 1 2014, 21:15

ლატუნის ჯაგრისი ან "ნიხრომი"-თ უნდა გააშორო თუ დენთის ნამწვი ან ტყვიის ნაგლესი აქვს. ოღონდ მშრალზე არ გაუსვა, ჯერ დაზეთე ლულა სქლად და ისე გაატარე. ვდ 40 დენთის ნამწვის მოსაშორებლად გამოდგება. ეგ საკონსერვაციო არაა. კონსერვაციას რატომ უკეთებ. გადიხარ ქვეყნიდან და თვეში 1 ჯერ ვეღარ გაწმენდ თოფს? თან იმდენი ხეხვაც აღარ სჭირდება. ლულაში სქლად წასმული ზეთი არ დატოვოთ. ზეთიანი ტილოს გატარების შემდეგ პატარა ტილოს მშრალი ნაჭერი გაატარეთ რომ ზეთი თხელ ფენად დარჩეს. ასე უფრო ინახება ლულა.

პოსტის ავტორი: assassin29 Mar 1 2014, 21:56

უიარაღო

ორნაირი საწმენდი მაქვს და + მაგას ქვაბების სახეხით ვხეხავ ხოლმე, მშრალად მითუმეტეს უნდა მოშორდეს მაგრამ ის კვალი მაინცაა ehh.gif

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Mar 1 2014, 23:41

assassin29
ვერ მივხვდი რა კვალია. ლულაშია რამე?.
ზეთს რაც შეეხება. აიღე ჩვეულებრივი მანქანის მატორის ზეთი(ან მანქანის ჰიდრავლიკის) და იმითი დაზეთე. ვიცი ეხლა შემაჩვენებენ... რომ ეგეთი არაპროფესიონალიზმი არ შეიძლება.. თოფზე უნდა იხმარო მხოლოდ ნაღდი ტარატუნოები და ა..შ.. მაგრამ დაიკიდე. აიღე და დაზეთე. გადასარევად ინახავს.
აქვე ვეთანხმები უიარაღოს. არ არის აუცილებელი სქლად ჩასხმა. მსუბუქად გაუსვი და სროლის დრო რომ მოვა..გაწმინდე ზეთისგან.. ზეთიანზე სროლა არ არის კარგი.

პოსტის ავტორი: megreli Mar 2 2014, 01:13

ციტატა(levani @ 2nd March 2014 - 00:41) *
ვიცი ეხლა შემაჩვენებენ... რომ ეგეთი არაპროფესიონალიზმი არ შეიძლება.. თოფზე უნდა იხმარო მხოლოდ ნაღდი ტარატუნოები და ა..შ.. მაგრამ დაიკიდე. აიღე და დაზეთე. გადასარევად ინახავს.
აქვე ვეთანხმები უიარაღოს. არ არის აუცილებელი სქლად ჩასხმა. მსუბუქად გაუსვი და სროლის დრო რომ მოვა..გაწმინდე ზეთისგან.. ზეთიანზე სროლა არ არის კარგი.


გეთანხმები newsmile05.gif

განსაკუთრებით ამაში :
ციტატა(levani @ 2nd March 2014 - 00:41) *
.. თოფზე უნდა იხმარო მხოლოდ ნაღდი ტარატუნოები და ა..შ.. მაგრამ დაიკიდე. აიღე და დაზეთე. გადასარევად ინახავს.



პოსტის ავტორი: assassin29 Mar 3 2014, 12:41

ლეონ-ბლექი
კი ლულაში აქვს, მაგრამ ტუტოვანმა ზეთმა მოაშორა (გავრისკე) მერე ადურებულმა წყალმა სულ გააკრიალა მაგრამ მუშკაც გაადნო vava.gif

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Mar 4 2014, 01:01

ციტატა(levani mgebrishvili @ 3rd March 2014 - 14:41) *
ადურებულმა წყალმა სულ გააკრიალა მაგრამ მუშკაც გაადნო

რათ უნდოდა ადუღებული. უბრალოდ ცხელი წყლით რომ გაგერეცხა და ჭურჭლის სარეცხი ჟელეთი გადასარევი იქნებოდა. მერე კარგი გამშრალბა და ნეიტრალური ზეთი. მუშკაც გადარჩებოდა.

პოსტის ავტორი: assassin29 Mar 4 2014, 09:26

მთავარია დაფერვა არ გადაუვიდა მუშკა ჯანდაბას ვიშოვი

ციტატა(levani @ 4th March 2014 - 02:01) *
ჭურჭლის სარეცხი ჟელეთი გადასარევი იქნებოდა

ფეირი ჩავასხი და კარგად გაასუფთავა

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Mar 4 2014, 22:58

ციტატა(levani mgebrishvili @ 4th March 2014 - 11:26) *
ფეირი ჩავასხი და კარგად გაასუფთავა

ხო..იგივეა. პლასტმასის ჩოთქიან შომპოლზე დაასხი და ისე გამოხეხე. მერე გაავლე თბილი წყალი.

პოსტის ავტორი: kaxeturi Mar 5 2014, 10:24

"ტუტე ზეთი" ან "ვდვ"

ვცადე რობლა და ვდ40 ამათგან არცერთი არ არის მაინცდამაინც ეფექტური ტყვიის ნაგლესის მოსაშორებლად და რომელ სითხეს ანიჭებთ უპირატესობას?

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Mar 5 2014, 10:33

ციტატა(kaxeturi @ 5th March 2014 - 12:24) *
ვდ40

ეგ უფრო ჟანგის დამშლელია. ეგ საერთოდ არ არის ზეთი. ტყვიის ნაგლესს კი მე ლითონის ჩოთქით ვაცილებ. ეგ არის ყველაზე ეფექტური.

პოსტის ავტორი: kaxeturi Mar 5 2014, 10:37

ციტატა(ლეონ-ბლექი @ Mar 5 2014, 11:33) *
ეგ უფრო ჟანგის დამშლელია. ეგ საერთოდ არ არის ზეთი. ტყვიის ნაგლესს კი მე ლითონის ჩოთქით ვაცილებ. ეგ არის ყველაზე ეფექტური.


ხო როცა სხვა გზა არ არის მეც მაგ ხერხს მივმართავ, მაგრამ ნამეტანი უხეში ჩარევა მგონია და იქნებ არსებობს თანამედროვე ,,სითხე" რომელიც შევა რეაქციაში ტყვიასთან, დაშლის მას და ადვილად მოცილდება ქრომს.

პოსტის ავტორი: assassin29 Mar 5 2014, 10:43

kaxeturi
უამრავია ეგეთი ტუტოვანი ზეთები ოღონდ ძაან საბრთხილოა და არც დიდხანს უნდა გააჩერო ლულაში

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Mar 5 2014, 12:17

ციტატა(kaxeturi @ 5th March 2014 - 12:37) *
ხო როცა სხვა გზა არ არის მეც მაგ ხერხს მივმართავ, მაგრამ ნამეტანი უხეში ჩარევა მგონია

რავიცი.. მე პირადად წლებით ვიყენებდი მაგას(სანამ ქრომირებული ლულებით მქონდა) და ნაკაწრიც არ აუკიდებია თოფს. თითბერის ჯაგრისი არ არის საშიში. ვერ კაწრავს ლულას.

პოსტის ავტორი: kaxeturi Mar 5 2014, 15:24

assassin29

უამრავიდან ერთი დამისახელე რომელიც გიხმარია და ეფექტურია, მინდა ვცადო ეგეც თუ უკვე ნაცადი არ მაქვს.

ლეონ-ბლექი

მეც მასე ვწმენდ თუმცა მგონია რამე უკეთესი უნდა არსებობდეს და იქნებ ვინმემ იცოდეს

პოსტის ავტორი: უიარაღო Mar 5 2014, 15:34

ნიშადურის შემცველი სოლვეტებია მგონი. ქიმიურად აშორებს. ხრახნილლულიანში ხმარობენ. გლუვში ისევ მექანიკურად სჯობია მოაშორო. ლატუნის ჯაგრისი ან თუ არ აშორებს "ნიხრომი"

პოსტის ავტორი: zurakaxeloo' Apr 4 2014, 22:02

ლომებო ლულის საკონსერვაციოთ
Ballistol universele წავა?


პოსტის ავტორი: zurakaxeloo' Apr 7 2014, 19:49

ხალხო არავინ იცის თუ ორი სიტყვის დაწერა გეზარებათ?!

პოსტის ავტორი: Flamingo Jul 29 2014, 20:01

რა აზრის ხართ ამ ზეთზე? newsmile05.gif



პოსტის ავტორი: ახალციხელი Feb 18 2015, 12:02

მოკლედ ამ ბოლო დროს ჩემი თოფიდან 2 კვირის განმავლობაში ვისროლე დაახლოებით 60 ტყვია "ოზკარა". ეს ტყვია კალიბრულია და უშუალო კონტაქტი აქვს ლულასთან, ამას დაემატა ტყვიის სირბილე და მივიღე საშინლად დასვრილი ლულები, ტყვია ისე მიელესა ზედ არც მეგონა ბოლომდე თუ შევძლებდი გასუფთავებას. ლატუნის ჯაგრისის ხელით ჩატარებამ საერთოდ ვერ გამოიღო შედეგი, ბალისტოლის უნივერსალური ზეთი ჩავასხი საკმაოდ ბევრი, მთელი ღამე დავტოვე და შემდეგ ვცადე გაწმენდა, მაგრამ ჩემი ფეხები. ტუტე ზეთი რამდენიმე მაღაზიაში ვიკითხე მაგრამ არ ქონდათ, ჰოდა გამახსენდა რამდენიმე ხნის წინ ნაყურები ვიდეო, ვიღაც რუსი მონადირე როგორ წმენდდა თავის თოფს, ჰოდაა ამ მეთოდით ისე გავაკრიალე ლულები მეტი რომ არ შეიძლება.
მეთოდი კი აი რაში მდგომარეობს:
ჩემი შომპოლი სამ ნაწილად იშლება, გადავაბი მხოლოდ ორი ნაწილი, თავზე დავამაგრე ლატუნის ჯაგრისი, შომპოლის ბოლო ჩავამაგრე შურუპების ელექტრო მოსაჭერში (Шурупаверт), რა თქმა უნდა შეიძლება ელექტრო დრელის გამოყენებაც, ჰოდა მბრუნავი ჯაგრისი ჯერ ლულის ერთი მხრიდან, ხოლო მერე მეორე მხრიდან გულდასმით ჩავატარე. ანუ ჯაგრისი დრელის საშუალებით სწრაფად ტრიალებს ჩვენ კიდევ ზემოდან ქვემოთ და პირიქით ვამოძრავებთ. დამიჯერეთ ამ მეთოდით ნებისმიერ ტყვიის ნაგლესს ადვილად გაუმკლავდებით.

პოსტის ავტორი: Computer Feb 18 2015, 12:06

ახალციხელი
დღეს ვაპირებ ჩემი თოფის გაწმენდას და ვცდი 1 ამ მეთოდს. მარტივია და შედეგიანი როგორც აღნიშნე

პოსტის ავტორი: ახალციხელი Feb 18 2015, 12:12

ტყვიის ნაგლესს ადვილად მოაცილებ, წარმოიდგინე ხელით რამდენი უნდა უხახუნო ჯაგრისი, რომ დრელის ბრუნზე ეფექტური გამოვიდეს, თუმცა ნამწვის საბოლოოდ მოსაცილებლად მაინც საჭიროა საწმენდი "პატჩების" ჩატარება ლულაში.

პოსტის ავტორი: Computer Feb 18 2015, 12:28

რადგან თემასთან ახლოსაა დავდებ სურათს რაც ვიყიდე მაგრამ ჯერ არ ჩამომსვლია ველოდები და თუ ვინმეს გაქვთ მსგავსი ან შენ ახალციხელი გამიზიარეთ პრაქტიკული გამოცდილება და ხარისხი

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: ახალციხელი Feb 18 2015, 12:54

არა მაქვს მე მსგავსი, მაგრამ კარგი რამე ჩანს, სიამოვნებით ვიქონიებდი.

პოსტის ავტორი: malkhaz_m Feb 18 2015, 13:09

ახალციხელი

ციტატა
ტუტე ზეთი რამდენიმე მაღაზიაში ვიკითხე მაგრამ არ ქონდათ, ჰოდა გამახსენდა რამდენიმე ხნის წინ ნაყურები ვიდეო, ვიღაც რუსი მონადირე როგორ წმენდდა თავის თოფს, ჰოდაა ამ მეთოდით ისე გავაკრიალე ლულები მეტი რომ არ შეიძლება.

სპირალისებურ ჯაგრისს ვხმარობ და ძალიან კმაყოფილი ვარ. მეც მომივიდა მასეთი,რამ ვერაფრით გავაცალე ტყვიის ნაგლესი თანაც სლაგს ვისროდი.
მერე აღმოჩნდა,რომ ჯაგრისი რომელსაც ვხმარობდი ცოტა დამჯდარი იყო და ამიტომ გამიჭირდა. ასე,რომ სეზონზე ყოველთვის ვყიდულობ ახალ ლატუნის ან ბრონზის სპირალისებურ ჯაგრისს. 4 თუ 5 ლარი ღირს.
გლუვზე მხოლოდ hoppe's NO 9 ძალიან ეფექტური სოლვენტია. ბალისტოლიც კარგია,მაგრამ ნამწვის და ტყვიის გამოსატანათ ჰოუპსი ჯობია.
დრელი და შურუპავიორტი არასდროს არმიხმარია თუმცა შეიძლება ეფექტურიც იყოს არვიცი ნამდვილად.

პოსტის ავტორი: ახალციხელი Feb 18 2015, 13:18



აი ეს ვიდეოა რომ ვიძახდი, ისე ეგ კაცი ზოგადად კარგ ვიდეოებს დებს ხოლმე.

პოსტის ავტორი: Computer Feb 18 2015, 13:29

ციტატა(axalcixeli @ 18th February 2015 - 13:54) *
არა მაქვს მე მსგავსი, მაგრამ კარგი რამე ჩანს, სიამოვნებით ვიქონიებდი.


თბილისის ფასებთან შედარებით გაცილებით იაფი გამოდის. 24$ მივეცი იქ.

პოსტის ავტორი: barbi Mar 3 2015, 14:35

გამარჯობათ ერთი კითხვა მაქვს. ჩემს მეზობელს აქვს Huglu-104 და კალაპოტზე გადაუვიდა ფერი. მაგნუმის საიტზე ვნახე რაღაც იარაღის გასაშავებელი სითხეო ასე აწერია და ეგ რომ ვუყიდო გააშავებს კალაპოტს? რამდენად ეფექტურია ხოარიცით ან როგორ მოვიხმაროთ?

პოსტის ავტორი: minchanin Mar 3 2015, 19:59

ციტატა(barbi @ Mar 3 2015, 15:35) *
გამარჯობათ ერთი კითხვა მაქვს. ჩემს მეზობელს აქვს Huglu-104 და კალაპოტზე გადაუვიდა ფერი. მაგნუმის საიტზე ვნახე რაღაც იარაღის გასაშავებელი სითხეო ასე აწერია და ეგ რომ ვუყიდო გააშავებს კალაპოტს? რამდენად ეფექტურია ხოარიცით ან როგორ მოვიხმაროთ?

"რაღაც იარაღის გასაშავებელი სითხე"- ზე ძნელია რაიმე კონკრეტული თქვა.

პოსტის ავტორი: barbi Mar 3 2015, 20:18

sminchanin
Tetra gun likuid blue. ასე ქვია თუ სწორედ მახსოვს

პოსტის ავტორი: kardinal84 May 16 2015, 08:57

ესეთ უცნაურ რამეს წავაწყდი დღეს და რამდენად მიღებულია არ ვიცი, მეგობარს აქ ცოტა მოძველებული თოფი ლულები შელანძღული აქ და ადვილად იკიდებს ჟანგს ხოდა აუღია ჟეშტის ყუთი ჩაუსხია შიგნით ზეთი და იქ უდევს ლულა, სეზონიდან სეზონამდე ესე მიდევს ზეთშიო რამდენად გამართლებულია თუ იცით ვინმემ?

პოსტის ავტორი: უიარაღო May 16 2015, 10:41

ზეთი თუ უწყლოა შეინახება იდიალურად , მაგრამ თუ წყალი შეყვა მაშინ კი იმუშავებს ჟანგი მაგრად. მე პირადად კონსერვაციას არასოდეს არ ვუტარებ სეზონის შემდეგ. ჩვეულებრივ გავწმენდ ,გავამშრალებს (ზეთს არ ვტოვებ ლულაში) და შემდეგ თვეში ერთხელ გავუსვამ ზეთიანს , რის შემდეგაც ისევ ვამშრალებ. ჩემი აზრით კონსერვაცია მაშინ სჭირდება თუ რამოდენიმე თვე ვეღარ მოიცლი იარაღისთვის და ხელუხლებლად უნდა გედოს.

პოსტის ავტორი: assassin29 May 16 2015, 12:50

უიარაღო
+100
ყოველ კვირა გადმოვალაგებ ხოლმე ჩემ ბიჭებს, გავწმენდავ მოვეფერები შევინახავ ისევ რათ უნდა კონსერვაცია
kardinal84
არსად გამიგია ვინმე ეგრე ინახავდეს. იყიდოს განექსსა აქვს კარგი საკონსერვაციო ზეთი ერთხელ იყიდი და მტელი ცხოვრება სამყოფია

პოსტის ავტორი: megreli May 16 2015, 12:58

ციტატა(kardinal84 @ 16th May 2015 - 09:57) *
ესეთ უცნაურ რამეს წავაწყდი დღეს და რამდენად მიღებულია არ ვიცი, მეგობარს აქ ცოტა მოძველებული თოფი ლულები შელანძღული აქ და ადვილად იკიდებს ჟანგს ხოდა აუღია ჟეშტის ყუთი ჩაუსხია შიგნით ზეთი და იქ უდევს ლულა, სეზონიდან სეზონამდე ესე მიდევს ზეთშიო რამდენად გამართლებულია თუ იცით ვინმემ?

თუ მართლა რამდენიმე წელი არ აპირებს მაგ თოფით ნადირობას,შეიძლება ეგეთი რაღაცის გაკეთება,მაგრამ თუ სეზონიდან-სეზონამდე ინახავს,ზეთში ჩადებას ჯობს,ზეთში ჩაალბოს ნაჭერი და იმით გაწმიდოს,თვეში ერთხელ მაინც...
ისე ზეთში ჩადებას და მერე მაგის წმენდა უფრო საწვალებელია,ვიდრე თვეში ერთხელ გაწმედა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: kardinal84 Apr 27 2016, 17:44

თოფები გაწმინდეთ შეჯიბრის მერე? 3 საათი ვხეხე რა იყო ეს ნადები კიდე ვერ მოვაშორე ლულიდან

პოსტის ავტორი: ოთო. Feb 27 2018, 18:54

აბა არ დაივიწყოთ ბიჭებო იარაღის გაწმენდა და ისე შენახვა,
მე დიდი სიყვარულით დავწმინდე დღეს და შევინახე,
რაც უფრო კარგად მოუვლით მით უფრო დიდხანს გემსახურებათ.

პოსტის ავტორი: უიარაღო Feb 28 2018, 09:51

კონსერვაცია ჯერ არ ჩამიტარებია არცერთი იარაღისათვის. იარაღს უნდა პერიოდული წმენდა . სეზონამდე 2-3 ჯერ რომ გამოვუსვა ზეთიანი ჩვარი მგონი საკმარისია.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე Feb 28 2018, 17:12

ბალისტოლს ვიყენებ როგორც ყოველი ნადირობის შემდეგ გაწმენდისთვის ისე ხანგრძლივი დროით შენახვის შემთხვევაში...კმაყოფილი ვარ
სეზონიც დამთავრდა და დაიწყო ახალი სეზონის მოლოდინი ახალი იმედებით,თუმცა მანამდე სტენდითაც შეიძლება გართობა

პოსტის ავტორი: ვანიჩკა Sep 9 2018, 22:17

ნეიტრალურ ზეთს რომელს ხმარობთ?

პოსტის ავტორი: JaFaRa Nov 8 2020, 21:51

მოგესალმებით,
თემის დასაწყისში ითქვა, რომ გაუხსნელ თოფზე მექანიზმს ხელის ხლება არ უნდაო.. მაქვს ჰუგლუ 104ა მეექვსე სეზონია ვხმარობ და ზოგადად ძალიან კმაყოფილი ვარ.. მექანიზმისთვის არასოდეს ხელი არ მიხლია.. ამ უკანასკნელ სეზონზე ბოლო 2 გასვლაზე თითოჯერ მომცა ე.წ. "ასეჩკა". ტყვიის ბრალი ნამდვილად არ იყო, მხოლოდ გავხსენი იარაღი, ისევ დავხურე და იგივე ტყვია გავისროლე შესამოწმებლად და გავარდა. გასროლამდე კარგად დავათვალიერე და ნემსას ნაჭდევსაც ეტყობოდა რომ სუსტად იყო დარტყმული და აშკარაა რომ მექანიზმის ბრალი იყო. შესაძლებელია თუ არა რომ ამ პრობლემას უშველოს მექანიზმის გაწმენდამ და სათანადოდ გაპოხვამ?

P.S. საკმაოდ ბევრი მაღაზია მოვიარე და ვერსად ვნახე ტაოტის მსგავსი იარაღის სქელი საპოხი საშუალება და ხომ არ იცით სად იყიდება ან ალტერნატივად შემიძლია თუ არა გამოვიყენო სხვა საშუალება, მაგალითად ტაოტი ლიტოლ 24??

პოსტის ავტორი: minchanin Nov 10 2020, 20:50

ციტატა(JaFaRa @ Nov 8 2020, 22:51) *
მოგესალმებით,
თემის დასაწყისში ითქვა, რომ გაუხსნელ თოფზე მექანიზმს ხელის ხლება არ უნდაო.. მაქვს ჰუგლუ 104ა მეექვსე სეზონია ვხმარობ და ზოგადად ძალიან კმაყოფილი ვარ.. მექანიზმისთვის არასოდეს ხელი არ მიხლია.. ამ უკანასკნელ სეზონზე ბოლო 2 გასვლაზე თითოჯერ მომცა ე.წ. "ასეჩკა". ტყვიის ბრალი ნამდვილად არ იყო, მხოლოდ გავხსენი იარაღი, ისევ დავხურე და იგივე ტყვია გავისროლე შესამოწმებლად და გავარდა. გასროლამდე კარგად დავათვალიერე და ნემსას ნაჭდევსაც ეტყობოდა რომ სუსტად იყო დარტყმული და აშკარაა რომ მექანიზმის ბრალი იყო. შესაძლებელია თუ არა რომ ამ პრობლემას უშველოს მექანიზმის გაწმენდამ და სათანადოდ გაპოხვამ?

P.S. საკმაოდ ბევრი მაღაზია მოვიარე და ვერსად ვნახე ტაოტის მსგავსი იარაღის სქელი საპოხი საშუალება და ხომ არ იცით სად იყიდება ან ალტერნატივად შემიძლია თუ არა გამოვიყენო სხვა საშუალება, მაგალითად ტაოტი ლიტოლ 24??

არაა გამორიცხული, რომ გაუწმენდაობის ბრალიც იყოს. მაგრამ უფრო სხვა რამის ბრალი მგონია, რადგან მაგ თოფს ძალიან მარტივი მექანიზმი აქვს. შეიძლება ნემსას ბრალიც იყოს (თუ "ხალასტოიზე" გაქვთ ხოლმე ნასროლი). ნახვა უნდა.
რაც შეეხება საპოხ მასალას --- აიღეთ "ლიტოლ 24", დაასხით ტრანსფორმატორის ზეთი დაახლოებით 2-ჯერ მეტი და კარგად აზილეთ. მიიღებთ ბლანტ სითხეს, რომლის სიბლანტეც ზეთსა და ტაოტს შორის იქნება, და მით შეზეთეთ შიგა მექანიზმი. უფრო უკეთესია თუ ლიტოლის მაგივრად იხმართ "შრუსის" ("ყუმბარის") შავი ფერის საპოხ მასალას.


უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)