თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ იარაღი და მასთან დაკავშირებული თემები _ ATA VENZA

პოსტის ავტორი: romeo 1 Mar 19 2013, 13:35

თურქულმა სანადირო იარაღეს მწარმოებელმა კომპანია ATA ARMS-მა გერმანიის საერთაშორისო საიარაღო გამოფენა IWA 2013 ზე წარმოადგინა გაზდამტენ სანადირო თოფის ATA VENZA-ს ექსპერიმენტალური ნიმუში.

http://postimage.org/image/hvs9z8jpt/
ATA VENZA წარმოდგენილი იყო როგორც ხის, ასევე სინთეტიკური კონდახით და ტიბჟირით, აგრეთვე სხვა და სხვა დაფერილობის კოლოფით. როგორც ჩვენ გვითხრეს, ქარხნულ წარმოებაზე დაყენების ვადა იქნება ოქტომბრის ბოლო რიცხვები.

http://postimage.org/image/4966zhp9p/
შეცვლილ ფორმების და ვიზუალის გარდა ATA VENZA თავის წინამორბედ ATA CY-საგან განსხვავდება გაზის ძრავის ახალ სისტემით, რომელსაც ეწოდება Shortli-GPCS (Gas Pressure Control Sistem). ეს სისტემა უზრუნველყობს მძიმე მუხტით დატენილ ვაზნის სროლის დროს ლულის 2-3 მილიმეტრით უკან დაწევით უკუცემის ამორტიზაციას, ლულის აგდების კუთხის შემცირებას, ზედმეტ გაზების სისტემიდან განდევნას და ამის შედეგად განმეორებითი გასროლის უფრო სწრაფ გამეორების საშუალებას.

http://postimage.org/image/mvpyakgmv/

http://postimage.org/image/47n2el8od/

http://postimage.org/image/lsbfwkf4p/
დააკვირდით ლულაზე სამიზნე პლანკისა და თოფის კოლოფს შორის არსებულ დაახლოვებით 3 მილიმეტრიან შუალედს შემდეგ ფოტოზე:

http://postimage.org/image/d8g8xis6v/
ამ მანძილით იწევს უკან ლულა მძიმე მუხტით გატენილ ვაზნით სროლის დროს, და როგორც ამტკიცებს მწარმოებელი ბევრად კომფორტულს ხდის VENZA-დან ზემოაღნიშნულ ვაზნებით სროლას.
ჩვენ კი ის ღა დაგვრჩენია რომ დაუცადოთ ამ მოდელის წარმოებაში ჩაშვებას და საქართველოში შემოტანის შემდეგ შევამოწმოთ რამდენად შეესაბამება დანაპირები რეალობას.

პოსტის ავტორი: PREDATOR Apr 10 2013, 09:08


პოსტის ავტორი: gumbera Mar 25 2015, 20:55

სალამი მეგბრებო.ძალიან მომწონს ატა ვენზა პლასტიკში და რავქნა ვიყიდო თუ ისევ ფენომა ავიღო???მემგონი დიდი სხვაობა არუნდა იყოს .ანუ ვენზა ვნახე რუსულ ფორუმებზე წავიკითხე და ცუდს არავინ ამბობს მაგ თოფზე.მაინტერესებს თქვენი აზრი

პოსტის ავტორი: Davitus Mar 25 2015, 23:07

ციტატა(PREDATOR @ Apr 10 2013, 10:08) *



აუ იმ ტიპის მაგივრად მე დავიტანჯე, ამას ერქვა, ინგლისურს ამტვრევს კიარადა ახრჩობს. თოფს რაც შეეხება, შეეძლოთ სამიზნე პლანკა ცოტა აეწიათ, რა ნელ ნელა ამატებენ სიახლეებს, სანამ არ მოვირგებ დიდი ვერაფერი ხიბლი ვერ დავინახე ამ ფიშტოში.

ფასი რა არის ჩვენთან?

პოსტის ავტორი: მახო. Mar 25 2015, 23:17

მე მაინც ფენომას გირჩევდი

პოსტის ავტორი: gumbera Mar 26 2015, 08:17

1350 ლარი ღირს პლასტიკი

პოსტის ავტორი: dima71 Mar 26 2015, 16:08

მივედი საყიდლად ,ვნახე ... და ვერ მოვიხიბლე!!! რაღას ტლანქი და მოუხეშავი მეჩვენა, ხელში მძიმე მომეჩვენა... იტოგში ვერ მოვირგე !!! ამიტომაც ნეო წამოვაცუნცულე!!!!

პოსტის ავტორი: assassin29 Mar 26 2015, 16:16

dima71
გილოცავ მშვიდობაში. კარგი არჩევანია newsmile027.gif

პოსტის ავტორი: dima71 Mar 26 2015, 17:15

მადლობა!!
newsmile041.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)