თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ იარაღი და მასთან დაკავშირებული თემები _ Huglu 202b

პოსტის ავტორი: ახალციხელი Jan 26 2013, 21:37

გავხდი Huglu 202b-ს მფლობელი. კალიბრი 12/76, ლულის სიგრძე 71 სმ, ექსტრაქტორებზე, საცვლელი ჩოკებით, ფასი თუ სწორედ მახსოვს 1060 ლარი. როგორც მითხრეს თოფის მექანიზმი ზუსტი ასლია იჟ 54-ის მექანიზმისა, რომელიც თავის მხრივ მოპარულია ზაუერის რომელიღაცა მოდელიდან.

გეტყვით ჩემი აზრით პლიუსებს და მინუსებს:

პლიუსები:
კეისი მოყვება,
5 ჩოკი მოყვება ანუ ყველა ცილინდრიდან სრულ ჩოკამდე,
არის ნორმალური წონის (არც მძიმე და არც მსუბუქი) საიტზე უწერია 3.1-3.3 კგ რეალურად არ ვიცი, მაგრამ 3,3 ზე მძიმე არ იქნება.
კარგი ბალანსი აქვს,
საცდელად ვისროლე და საფანტის ჭრა მიტანა კარგი აქვს,
ტყვია დაახლოებით 45-50 მეტრზე კარგად წაიღო მიზანში და ყველაზე ძალიან რისიც მეშინოდა, სხვადასხვა ლულიდან ნასროლი არ გადააჯვარედინა,
უკუცემა დაბალი მუხტის (24-28 გრამი) ვაზნებზე არც იგრძნობა, 36 გრამიან ვაზნებზე და ასევე ტყვიაზე (მონოლითი 32) სავსებით ასატანი აქვს,
კონდახზე პიტჩს (ასე ქვია მგონი?) ზემოთა ნაწილზე აქვს პლასტმასის ჩანამატი რომ კონდახი ადვილად აცურდეს მხარზე.

მინუსები:
ხეზე არის წასმული ''მატოვი'' ლაკი და რომ შეხედავ კონდახი პლასტმასის გეგონება, საერთოდ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ხე არც თუ ისე კარგადაა დამუშავებული,
ჩოკები მოკლეა და რაც არ უნდა ძლიერად მოუჭირო ძალიან ადვილად ეშვება თავისივე ქანჩით, მეშინია თავისთავადაც არ მოიშვას ექსპლუატაციის დროს, ამიტომ სროლამდე აუცილებლად დაჭირდება ხოლმე შემოწმება,
ლულებზე აქვს დარჩენილი ერთი-ორი წერტილი სადაც დაფერვა გადასულია (ან თავიდანვე არ ყოფილა ნორმალურად), თუმცა ეს წერტილები არის იმ ადგილას სადაც ცევიო ჯდება და აწყობილ თოფზე არ ჩანს.

სხვა პლიუს მინუსებს დრო და ექსპლუატაცია გამოავლენს.
დროთა განმავლობაში, ამ თოფით ნადირობის გამოცდილების დაგროვებასთან ერთად კიდევ დავამატებ ინფორმაციას.

http://postimage.org/image/6ksc12g6p/

http://postimage.org/image/4u9azkynl/

http://postimage.org/image/b98bw95dd/

http://postimage.org/image/sb15yck8h/

http://postimage.org/image/it60c1nxt/

http://postimage.org/image/fddw2hqpd/

http://postimage.org/image/e0w70lt9t/

http://postimage.org/image/bxlrsxtgx/

http://postimage.org/image/l6ny322cx/

პოსტის ავტორი: kajuberi Jan 26 2013, 21:39

გილოცავ კარგი შენაძენია.იღბლიან ნადირობაში newsmile05.gif

პოსტის ავტორი: levan81 Jan 26 2013, 21:59

ახალციხელი
გილოცავ, წარმატებულ ნადირობებში!

პოსტის ავტორი: sabo73 Jan 26 2013, 22:05

გილოცავ ჯიმა, კარგ და შედეგიან ნადირობებში. newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jan 26 2013, 22:07

გილოცავ, წარმატებულ ნადირობებში....

პოსტის ავტორი: Fishman Jan 26 2013, 22:10

ახალციხელი

მომილოცავს! სულ მაგარ ნადირობებში გეხმაროს!

პოსტის ავტორი: ზახარა Jan 26 2013, 22:49

გილოცავ, წარმატებულ ნადირობებში მოგეხმაროს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jan 26 2013, 23:42

გილოცავ, თან კეისიც რომ მოყვა კარგია. 104 ს არ მოყვა

პოსტის ავტორი: temo.p Jan 27 2013, 11:03

მეც ვუერთდები ამ ხალხს დავით newsmile027.gif სულ მაგარ ნადირობებში

პოსტის ავტორი: PREDATOR Jan 27 2013, 18:28

ახალციხელი გილოცავ. მეც მაინტერესებს ეს თოფი

პოსტის ავტორი: Bonehill Jan 27 2013, 19:07

ახალციხელი
პირველ რიგში გილოცავ მეგობარო newsmile05.gif
54 -ს ასლი ჩაკეტვის სისტემაშია როგორც ჩანს newsmile027.gif სასხლეტ - დამცემის რა მოგახსენო ....

ერთი სიტყვით კარგი რამე ჩანს newsmile045.gif კაი კაი ნადირობებში

პოსტის ავტორი: ახალციხელი Jan 27 2013, 19:58

გაიხარეთ მეგობრებო, თქვენთვის უკეთესი მომელოცოს!

პოსტის ავტორი: KTX-100 Jan 27 2013, 20:03

მომილოცავს, სულ შვიდობაში მოგახმაროს ღმერთმა

ჭალიმგელა
კეისი არც ჩემსას არ მოყვა, ახლა მოსდევს 104-საც

პოსტის ავტორი: chagaraa Jan 29 2013, 15:59

კარგ ნადირობებში ძმაო! ისე დროთა განმავლობაში გაგვაგებინე ხოლმე რას იზამს newsmile05.gif მეც ვნახე მაგნუმში ეგ იარაღი და ძალიან მესიმპატიურება...

პოსტის ავტორი: iosebovich Jan 29 2013, 16:58

ისე საიტზე არ უდევთ ეგ თოფი. ვერ გაიგებ კაცი აქვთ თუ არა? და ფასი როგორია მაგ თოფის?

პოსტის ავტორი: ახალციხელი Jan 30 2013, 09:15

საიტზე არ უდევთ მაგრამ ადგილზე აქვთ, აქვთ ორი ვარიანტი ერთი ესეთი როგორიც მე შევიძინე 1065 ლარი და მეორე ვარიანტი არის ლამაზი "კალოდკით" 1200 ლარი ღირდა თუ ცოტა მეტი. ასეთი იყო (მარა კონდახი იყო მგონი ჩვეულებრივი ფორმის) http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: iosebovich Jan 30 2013, 17:01

გილოცავ აბა შენაძენს. სულ სიხარული მოეტანოს. ძალიან მომეწონა. ჩოკებზე მინდა გკითხო. 2 ცილინდრი მოყვება? ანუ შესაძლებელია ორივე ლულაში ცილინდრის ჩახრახვნა თუ ცილინდრი საერთოდ არ მოყვება?

პოსტის ავტორი: ახალციხელი Jan 30 2013, 20:53

ყველა ჩოკი მოყვება ცილინდრიდან დაწყებული სრულ ჩოკამდე, მარა თითო

პოსტის ავტორი: temoo90 Jan 30 2013, 23:06

ახალციხელი

გილოცავ მეგობარო, კარგი შენაძენია!

პოსტის ავტორი: PREDATOR Jan 31 2013, 17:59

ისე ასეთი ჰორიზონტალურად განლაგებული ლულებით ფიქსირებული ჩოკებით თუაფვს ჰუგლუს-?

პოსტის ავტორი: ახალციხელი May 28 2014, 23:02

მოკლედ აქაც დავდებ სურათებს,
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
ქარხნულს კონდახის დახრა არ ქონდა ჩემთვის საკმარისი, ამიტომ კონდახი გამოიცვალა. დავაგებინე ინგლისური კონდახი, ჩემი აზრით მოუხდა, მხარზე მაგრად ზის + ბალანსი არ დარღვეულა (უკეთესიც კი არის)

პოსტის ავტორი: ახალციხელი May 28 2014, 23:21

ახლა რაც შეეხება ექსპლუატაციისას აღმოჩენილ წუნს:
http://postimage.org/
http://postimage.org/

სურათზე ჩანს ორი ღერძი თოფის ბლოკზე, რომლებიც მოძრაობს!! ანუ თუ მივაწვები ორივე ღერძი გამოდის მეორე მხარეს + გრინერის ურდულს ბოლომდე მისვლა უჭირს. ორივე პრობლემას ხელოსანი ადვილად მოაგვარებს, მაგრამ მაინც არასასიამოვნო ფაქტია.

სხვას რაც შეეხება ჭრა მიტანა გადასარევი აქვს, ჟანგვისადმი მდგრადია, (შემოდგომაზე წვიმაში მოვყევით, გავილუმპეთ რა თქმა უნდა თოფებიც დასველდა, მეორე მონადირეს ახალი იჟ 27 ქონდა და სადღაც 2-3 საათში დასველებიდან ლულაზე ნაჭერი რომ გაუსვა გასამშრალებლად, ნაჭერი ჟანგის ფერი გახდა, ამას მსგავსი არაფერი დამართნია), ორმაგი გასროლა "ასეჩკა" და მსგავსი მაიმუნობები არ უქნია. სხვა ისეთი ახლა არაფერი მახსენდება.

პოსტის ავტორი: Fishman May 29 2014, 00:02

ახალციხელი

ძალიან ლამაზია! რა დაგიჯდა კონდახი?

პოსტის ავტორი: assassin29 May 29 2014, 00:39

მართლა ძაან ლამაზია რესპექტები ჩემგან ჰუგლუს, ისე წონა როგორი აქვს მეგობარო იგრძნობა?

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი May 29 2014, 00:49

ციტატა(axalcixeli @ 29th May 2014 - 01:02) *
ამიტომ კონდახი გამოიცვალა.

ნეტა იცოდე როგორ გამეხარდა ამისი წაკითხვა. D.gif

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY May 29 2014, 06:23

უერთდები მლოცვებს სულ შთამბეშდავ ნადირობებსი გეხმაროს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ახალციხელი May 29 2014, 08:36

ციტატა(ლეონ-ბლექი @ May 29 2014, 01:49) *
ნეტა იცოდე როგორ გამეხარდა ამისი წაკითხვა. D.gif

newsmile011.gif

HUNTER FREDY

მადლობა

assassin29

ზუსტი წონა არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ნორმალური წონაა არც მძიმეა და არც ისე მსუბუქი უკუცემა რომ ძალიან იგრძნობოდეს. ალბათ 3,200 +- 100 გრამი

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY May 29 2014, 08:42

გრონერი ბოლომდე რომ არ მიდის ეს იმის ბრალია რომ თოფი ჯერ ახალია ცოტა ხანში დამუშავდება და დაჯდება არ უნდა მაგას არაფერი ხელოსანი. იმ ღერძებზე კიდე სავარაუდოს დამცემი ჩაქუჩები მოძრაობენ და ამსხლეტი კბილები მთავარია არ გადმოვარდეს თავისით ტორ ისე თუ მოძრაობს არაფერი არუშავს newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ახალციხელი May 29 2014, 08:48

ციტატა(HUNTER FREDY @ May 29 2014, 09:42) *
გრონერი ბოლომდე რომ არ მიდის ეს იმის ბრალია რომ თოფი ჯერ ახალია ცოტა ხანში დამუშავდება და დაჯდება არ უნდა მაგას არაფერი ხელოსანი. იმ ღერძებზე კიდე სავარაუდოს დამცემი ჩაქუჩები მოძრაობენ და ამსხლეტი კბილები მთავარია არ გადმოვარდეს თავისით ტორ ისე თუ მოძრაობს არაფერი არუშავს newsmile045.gif

გრინერზე მეც მასე ვფიქრობ, ღერძს რაც შეეხება ისე თავისუფლადაც არ მოძრაობს რომ გამოვარდეს. შედარებით დიდი მუხტის სროლისას თავს ამოწევს ხოლმე ცოტათი და უკან ვაბრუნებ.

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY May 29 2014, 08:52

ჰოდა არა პრობლემა მაგზე არ იდრდო newsmile045.gif მთავარია სხვა რამებს გაუძლოს თოფმა მაგალითად დროს თორე ეგ უმნისვნელო პრობლემაა, რათქმაუნდა კარგი არაა მაგრამ არა უშავს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ახალციხელი May 29 2014, 09:00

ციტატა(HUNTER FREDY @ May 29 2014, 09:52) *
ჰოდა არა პრობლემა მაგზე არ იდრდო newsmile045.gif მთავარია სხვა რამებს გაუძლოს თოფმა მაგალითად დროს თორე ეგ უმნისვნელო პრობლემაა, რათქმაუნდა კარგი არაა მაგრამ არა უშავს newsmile05.gif

კაი ხანია დავიკიდე ეგ newsmile011.gif
სხვა ჯერ არაფერი ემჩნევა საპრობლემო, საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ ჯერ–ჯერობით. აგერ სეზონიც დაიწყება და სეზონის ბოლოს დავწერ კიდევ შთაბეჭდილებებს.

პოსტის ავტორი: malkhaz_m Jan 16 2015, 22:09

ახალციხელი

ციტატა
ქარხნულს კონდახის დახრა არ ქონდა ჩემთვის საკმარისი, ამიტომ კონდახი გამოიცვალა. დავაგებინე ინგლისური კონდახი, ჩემი აზრით მოუხდა,

ძალიან მომეწონა კონდახი. იქნებ დაწეროთ ვის გააკეთებინეთ.

პოსტის ავტორი: ახალციხელი Jan 25 2015, 19:06

ციტატა(malkhaz_m @ Jan 16 2015, 23:09) *
ახალციხელი

ძალიან მომეწონა კონდახი. იქნებ დაწეროთ ვის გააკეთებინეთ.

კონდახი სერგოს გავაკეთებინე აგერ მაგისი თემაც:http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=11791

პოსტის ავტორი: ახალციხელი Jan 25 2015, 19:12

ძალიან მძიმე სასხლეტები აქვს ჩემს ფიშტოს. თავიდან ვიფიქრე ხმარებაში დამუშავდება და გამოუსწორდება თქო, მაგრამ მგონი პირიქით არის. მეორე სასხლეტს კიდე არა უშავს და პირველს უნდა ეჭიდაო რომ გაისროლოს. ჰოდა იქნებ მირჩიოთ როგორ ვისთან და რანაირად მოვაგვარო ეს მცირე მაგრამ არასასიამოვნო პრობლემა?

პოსტის ავტორი: pirtaxa Jul 16 2015, 15:19

ციტატა(ახალციხელი @ Jan 26 2013, 22:37) *
გავხდი Huglu 202b-ს მფლობელი. კალიბრი 12/76, ლულის სიგრძე 71 სმ, ექსტრაქტორებზე, საცვლელი ჩოკებით, ფასი თუ სწორედ მახსოვს 1060 ლარი. როგორც მითხრეს თოფის მექანიზმი ზუსტი ასლია იჟ 54-ის მექანიზმისა, რომელიც თავის მხრივ მოპარულია ზაუერის რომელიღაცა მოდელიდან.

გეტყვით ჩემი აზრით პლიუსებს და მინუსებს:

პლიუსები:
კეისი მოყვება,
5 ჩოკი მოყვება ანუ ყველა ცილინდრიდან სრულ ჩოკამდე,
არის ნორმალური წონის (არც მძიმე და არც მსუბუქი) საიტზე უწერია 3.1-3.3 კგ რეალურად არ ვიცი, მაგრამ 3,3 ზე მძიმე არ იქნება.
კარგი ბალანსი აქვს,
საცდელად ვისროლე და საფანტის ჭრა მიტანა კარგი აქვს,
ტყვია დაახლოებით 45-50 მეტრზე კარგად წაიღო მიზანში და ყველაზე ძალიან რისიც მეშინოდა, სხვადასხვა ლულიდან ნასროლი არ გადააჯვარედინა,
უკუცემა დაბალი მუხტის (24-28 გრამი) ვაზნებზე არც იგრძნობა, 36 გრამიან ვაზნებზე და ასევე ტყვიაზე (მონოლითი 32) სავსებით ასატანი აქვს,
კონდახზე პიტჩს (ასე ქვია მგონი?) ზემოთა ნაწილზე აქვს პლასტმასის ჩანამატი რომ კონდახი ადვილად აცურდეს მხარზე.

მინუსები:
ხეზე არის წასმული ''მატოვი'' ლაკი და რომ შეხედავ კონდახი პლასტმასის გეგონება, საერთოდ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ხე არც თუ ისე კარგადაა დამუშავებული,
ჩოკები მოკლეა და რაც არ უნდა ძლიერად მოუჭირო ძალიან ადვილად ეშვება თავისივე ქანჩით, მეშინია თავისთავადაც არ მოიშვას ექსპლუატაციის დროს, ამიტომ სროლამდე აუცილებლად დაჭირდება ხოლმე შემოწმება,
ლულებზე აქვს დარჩენილი ერთი-ორი წერტილი სადაც დაფერვა გადასულია (ან თავიდანვე არ ყოფილა ნორმალურად), თუმცა ეს წერტილები არის იმ ადგილას სადაც ცევიო ჯდება და აწყობილ თოფზე არ ჩანს.

სხვა პლიუს მინუსებს დრო და ექსპლუატაცია გამოავლენს.
დროთა განმავლობაში, ამ თოფით ნადირობის გამოცდილების დაგროვებასთან ერთად კიდევ დავამატებ ინფორმაციას.

http://postimage.org/image/6ksc12g6p/

http://postimage.org/image/4u9azkynl/

http://postimage.org/image/b98bw95dd/

http://postimage.org/image/sb15yck8h/

http://postimage.org/image/it60c1nxt/

http://postimage.org/image/fddw2hqpd/

http://postimage.org/image/e0w70lt9t/

http://postimage.org/image/bxlrsxtgx/

http://postimage.org/image/l6ny322cx/

ექსტრაკტორები რას ნიშნავს? ძმა, მეც ვაპირებ ამ თოფის ყიდვას და რამეს მირჩევ? ან 201 შეიძლება ვიყიდო..შენ კმაყოფილი ხარ? მინუსები რა აქვს? რას მივაქციო ყურადღება ყიდვის დროს? elementarno-vatson.gif

პოსტის ავტორი: ახალციხელი Jul 16 2015, 16:58

pirtaxa
თავის ფასში კარგი თოფია. რაიმე სერიოზული წუნი არ ქონია. წვრილმან პრობლემებზე ზემოთ მიწერია. არჩევანი მგონი ახლა უფრო იქნება ანუ სხვადასხვა ვარიანტებს შემოიტანდნენ ალბათ. ექსტრაქტორი არის რაც თოფის გადახსნის დროს გილზს წამოწევს საგილზიდან, ეჟექტორიანი კი გასროლილ გილზს თავისით აგდებს.

პოსტის ავტორი: pirtaxa Jul 16 2015, 18:30

დიდი მადლობა, გაიხარე

ციტატა(ახალციხელი @ Jul 16 2015, 17:58) *
pirtaxa
თავის ფასში კარგი თოფია. რაიმე სერიოზული წუნი არ ქონია. წვრილმან პრობლემებზე ზემოთ მიწერია. არჩევანი მგონი ახლა უფრო იქნება ანუ სხვადასხვა ვარიანტებს შემოიტანდნენ ალბათ. ექსტრაქტორი არის რაც თოფის გადახსნის დროს გილზს წამოწევს საგილზიდან, ეჟექტორიანი კი გასროლილ გილზს თავისით აგდებს.

პოსტის ავტორი: huglu104 Nov 17 2015, 19:17

მეგობრებო, დღევანდელი გადასახედიდან ამ რამოდენიმე წლის ექსპულატაცის მერე როგორი აღმოჩნდა თქვენი ჰორიზონტალი ჰუღლუები, გთხოვთ დაწერეთ მინუსები პლიუსები

პოსტის ავტორი: ახალციხელი Nov 18 2015, 10:31

ციტატა(huglu104 @ Nov 17 2015, 20:17) *
მეგობრებო, დღევანდელი გადასახედიდან ამ რამოდენიმე წლის ექსპულატაცის მერე როგორი აღმოჩნდა თქვენი ჰორიზონტალი ჰუღლუები, გთხოვთ დაწერეთ მინუსები პლიუსები

ნორმალური ბიუჯეტური თოფია, მინუს პლიუსები წერია უკვე ამ თემაში, მეტს ვეღარაფერს მივამატებ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: huglu104 Nov 18 2015, 14:34

რამე ისეთი ხო არ შეგინიიშნავს მექანიზმში ასეჩკა ან რამე ისეთი ნიტო რაც შენს უყმყოფილებას გაოიწვევდა, უფრო უარყოფითებზე მითხარი რა რამე რას ფიქრობ აბა დადებითები მეც ვიცი ბევრი მაქ წაკითხული

პოსტის ავტორი: ახალციხელი Nov 18 2015, 16:06

ციტატა(huglu104 @ Nov 18 2015, 15:34) *
რამე ისეთი ხო არ შეგინიიშნავს მექანიზმში ასეჩკა ან რამე ისეთი ნიტო რაც შენს უყმყოფილებას გაოიწვევდა, უფრო უარყოფითებზე მითხარი რა რამე რას ფიქრობ აბა დადებითები მეც ვიცი ბევრი მაქ წაკითხული

ასეჩკა არ გაუკეთებია, საფანტის და ფინდიხის (კარტეჩი) მიტანა კარგი აქვს, ტყვია (ჟაკანი) ჩემსას ცოტა დაბლა მიაქვს. არა ერთხელ იყო წვიმაში, ყინვაშა თუ თოვლში და არ დაუწუწუნია, ჟანგვისადმი მიდრეკილება არ აქვს. ნახევარ წელზე მეტია არ გამიწმენდია (მშრალ ადგილას ინახება, დაუზეთავი) და ლულებში არც შიგნით და არც გარეთ ჟანგები თუ სხვა ჯანდაბები არა აქვს. სასხლეტი ცოტა მძიმე აქვს, მიჩვევა დამჭირდა. რაც მოყვება ქარხნულად კაკლის ხარისხი არ ბრწყინავს მაინცდამაინც (თუმცა ჩემს მიერ შემდეგ შეცვლილიც ვერ გამოდგა დიდი ვერაფერი). შესრულების ხარისხს და სილამაზეს რაც შეეხება ფასის შესაბამისია. მოკლეთ ჩვეულებრივი სათრევ-საჯლიგინო ბიუჯეტური თოფია.

პოსტის ავტორი: huglu104 Nov 18 2015, 19:26

ისე მე ჰოორიზონტალური მიყვარს მეგობარო და ამიტომ ვიფიქრე მაგ მოდელებზე შენ როგორ ფიქრობ 104 მოდელები უკეთესია თუ ესენი ჯობია ჩვეებურ პირობებში, ანუ 104 რო გეყიდა უკეთესი იქნებოდა ვითომ ?

პოსტის ავტორი: huglu104 Nov 18 2015, 19:44

იმ ღერძზე ამბობდი მგონი ზევით მოზრაობსო აქეთ იქითო დიდი მუხტის დროსო, ახლა რა სიტუაციაა იმასთან დაკავშირებით ?

პოსტის ავტორი: ახალციხელი Nov 18 2015, 19:49

huglu104

რავი აბა ხარისხით ერთი ოხრობა იქნება ალბათ. 104 არ მქონია და რა გითხრა აბა, მე ვერტიკალურ ლულებს ჰორიზონტალური მირჩევნია შენ რა გინდა ეგ შენი გადასაწყვეტია, მიდი მაღაზიაში, ნახე ორივე ახლოდან და ისე მოიფიქრე.

ღერძი არის თავისთვის, სად წავა,

პოსტის ავტორი: huglu104 Nov 18 2015, 20:53

მადლობა ძმა
თუვინმე სხვებიც ნახავთ გამომეხმაურეთ და ერთი ორი სიტყვა შემაწიეთ

პოსტის ავტორი: huglu104 Nov 24 2015, 13:11

არავინ არ ხართ რომ დამეხმაროთ ?

პოსტის ავტორი: PREDATOR Nov 24 2015, 18:21

ციტატა(huglu104 @ Nov 24 2015, 14:11) *
არავინ არ ხართ რომ დამეხმაროთ ?

და ეს თემა დახმარება არაა..? გარანტიას ვერავინ მოგცემს რომ აუცილებლად კარგი იქნება შენ რომ იყიდი ის ეგზემპლარი. აქ უკმაყოფილო მფლობელი არგვინახავს. მე ვიცნობ ასეთი თოფის პატრონს ფორუმზე არშემოდის უზომოდ ბედნიერია თავისი არჩევანით. თუ რამეში დაგეხმარება ამის თქმა შემიძლია

პოსტის ავტორი: huglu104 Nov 24 2015, 21:52

გაიხაარე, უბრალოდ ეგ წინა ხანებისაა და ახლანდელი მაინტერესებდა,დავვაშავე რამე?

პოსტის ავტორი: PREDATOR Nov 24 2015, 22:29

http://m.youtube.com/results?q=huglu%20202&sm=3

პოსტის ავტორი: huglu104 Nov 24 2015, 23:06

გაიხარე ეგ ვიდეო არ მქონდა ნანახი

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)