თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ იარაღი და მასთან დაკავშირებული თემები _ BROWNING B-525 Hunter Classic

პოსტის ავტორი: megreli Apr 8 2013, 18:20

BROWNING B-525 Hunter Classic
http://postimage.org/


-12 კალიბრიანი,გლუვლულიანი სანადირო თოფი,ვერტიკალური ლულებით (ბოკფლინტი) კომპანია ბრაუნინგისგან...
-ეს მოდელი პოპულარულია კლასიკურ ნადირობებში,მისი დახვეწილი და განუმეორებელი დიზაინი,მიმზიდველს ხდის მას ნებისმიერი მონადირისათვის...
-დახასიათება :
-ამ თოფის ლულების დამზადებისას გამოიყენება გაბურღვის ტექნოლოგია ”Back-Bored”.ლულის არხის დიამეტრია 18.8 მმ.
-ლულები მზადდება მაღალი ხარისხის (ლულების) ფოლადისგან რომელიც იმის საშუალებას იძლევა რომ ფოლადის საფანტიც გამოიყენოს მსროლელმა.სავაზნეები და ლულის შიგნითა მხარე ქრომირებულია რომელიც მტკიცედ იცავს მათ დაჟანგვისაგან.ამ თოფის სამიზნე თამასა ჰაერგამტარია და ლულების გახურებას ამცირებს,ეს თამასა არ ირეკლავს სინათლეს რაც კომფორტულია ყველა მსროლელისთვის;
-ლულები გამოდის მაგნუმის სავაზნეებით რაც დიდ მუხტიანი ვაზნების სროლის საშუალებას იძლევა;
-ამ მოდელის ცევიო და კონდახი (პისტოლეტური ტიპის) მზადდება უმაღლესი ხარისხის კაკლისაგან რომელიც დამუშავებულია სპეციალური ზეთებით ;
-სასხლეტ-დამცემი მექანიზმი :
-ერთ სასხლეტიანია,მაგრამ ეს დისკომფორტს არ უქმნის მსროლელს,მისი კონსტრუქცია იძლევა იმის საშუალებას რომ მსროლელმა სურვილისამებრ ისროლოს ზედა ან ქვედა ლულიდან სასხლეტის გადართვით;
-ვაზნების ამოსაგდებად ამ მოდელზე დამონტაჟებულია ეჟექტორები;
-ლულების შევიწროების კომპლექტი შედგება : 0,0 © 0,25 (IC) 0,5 (M) 0,75 (IM) 1,0 (F)
-კალიბრი :12
-სავაზნეების სიგრძე : 76 მმ.
-ლულების სიგრძე : 76 სმ.
-თოფის წონა : 3,2 კგ.
-მწარმოებელი ”ბელგია”
საქარხნო გარანტია 10 წელი...








ასევე გამოდის ამ მოდელის სხვადასხვა მოდიფიკაციები,გამოდის 20 კალიბრიანი ეგზემპლიარებიც...

იქედან გამომდინარე რომ ამ ფორუმზე ჩემი 525-ე პოსტი იწერება გადავწყვიტე ეს თემა გამეხსნა...



ყველა მონადირეს და ბრაუნინგის მოყვარულთა საპატივცემულოდ
d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Apr 8 2013, 19:15

შესანიშნავია მომეწონა თუმცა ცოტა მეტი შეიძლებოდა ამ მოდელზე დაგეწერა მაგალთად ჩაკეტვის სისტემაზე და იჟექტორების მექანიზმზე ასევე ბრაუნინგის ამ სერიის ყველაზე პირველ წარმომადგენელზე B 25 ზე და მის რუსულ ,,კლონზე,,

ისე კი შესანიშნავია

P.S ლულის ”Back-Bored” გაბურღვა ავტომატურად იძლევა ფოლადის საფანტით სარგებლობის საშუალებას ასე რომ სალულე ფოლადი არაფერ შუაშია მთვარია ლულის არხის დიამეტრი და ჩოკური შევიწროვების თავისებურება newsmile05.gif

პოსტის ავტორი: საბო Apr 8 2013, 19:28

megreli

კარგი ხარ ჯიმა, კარგი newsmile027.gif

პოსტის ავტორი: megreli Apr 8 2013, 19:44

HUNTER FREDY
მეც მინდოდა მეტის დაწერა მაგრამ ყოველ დეტალს იმხელა ინფორმაცია ედო რო ცდებოდა უკვე B-525-ის თემას,B-25 დან დაწყებული B-725 დამთავრებული მთელი ინფორმაცია იდო და ამერია ყველაფერი მერე newsmile040.gif
ვეცადე რაც შეიძლებოდა ყველასთვის გასაგები ყოფილიყო,ისე კი მინდოდა ჩაკეტვის სისტემაზე დამეწერა მაგრამ "რუსულ" ტერმინებს ვერ მოვაბი თავი და მარტო სასხლეტზე და იჟექტორზე დავწერე... თანაც ბევრი მოდიფიკაცია აქვს ამ დალოცვილს და ვეცადე ყველასთან მისადაგებული დამეწერა, B-25 ის რუსულ ვარიანტში იჟ-12 იგულისხმება როგორც ვიცი და მაგაზე თემა არის აქ წინათ ვნახე newsmile05.gif
რაც შეეხება ბრაუნინგს კარგი იქნებოდა მისი მთლიანი ისტორია რომ იყოს ამ ფორუმზე იმსახურებს newsmile027.gif
აქამდე კი როგორც ვნახე ბრაუნინგის ავტომატებზე და ნახევრად ავტომატებზე იწერებოდა newsmile05.gif
შეძლებისდაგვარად ვეცდები ბრაუნინგის სხვა გლუვლულიან მოდელებზეც გავხსნა თემები newsmile027.gif Shooting.gif

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Apr 8 2013, 19:46

megreli კარგი ხარ კარგი ეგე გააგრძელე newsmile027.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif ბევრი რესპექტები newsmile05.gif ბრაუნინგის თემა ისეთი დიდი და მრავალფეროვანია რომ ამ გვერდზე კი არა ამ ფორუმის რესურსი არეყოფა თავიდან ბოლომდე რო განვიხილოთ ასე რომ რიგი მოდელების დაწვრილებითი დახასიათება კი შეიძლება,

გამოუსწორებელი ბრაუნინგისტი ვარ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: megreli Apr 8 2013, 20:03

HUNTER FREDY

ციტატა(irakli fofxadze @ 8th April 2013 - 20:46) *
გამოუსწორებელი ბრაუნინგისტი ვარ

იცოცხლე d778bc34f693c93907196ff195628213.gif

აი ჩემი 725 პოსტი დაეთმობა B-725-ის განხილვას newsmile05.gif

მთავარია ეს მოეწონოს უფროსობას ჭალიმგელა გვყავს კიდე ბრაუნინგისტი როგორც ვიცი newsmile027.gif

პოსტის ავტორი: შალვა Apr 8 2013, 20:35

megreli
ყველაფერი კარგია, მაგრამ თოფის დაახლოებითი ფასი არ გვაწყენდა newsmile093.gif

პოსტის ავტორი: ალთაზარ Apr 8 2013, 20:40

ყველაფერი კაია მარა ერთი კითხვა მაქვს


ციტატა
დატადასდასდაა
დაახლოებით ასე რომ წერია როგორც მივიტან ახლოს ისეთი შეგრძნება მაქვს რომ დავაჭერ რაცხა უნდა გამეჩითოს და რო ვაჭერ პოსტიმაგეზე გადავყევარ და რა ხდება ? D.gif

პოსტის ავტორი: megreli Apr 8 2013, 20:51

შალვა

ამაზე ვიფიქრე მაგრამ არ დავწერე newsmile05.gif

გასულ ზაფხულს თბილისში "ქარავანში" ქონდათ 2 მოდელი ერთი 4800 ლარი(Hunter) ღირდა მეორე 5200ლარი (Light Classic)

უცხოურ საიტებზე რაც ვნახე 1200-1300 ფუნტი სტერლინგი ღირს newsmile093.gif

პოსტის ავტორი: შალვა Apr 8 2013, 21:10

ციტატა(dato1992 @ 8th April 2013 - 21:51) *
"ქარავანში" ქონდათ 2 მოდელი ერთი 4800 ლარი(Hunter) ღირდა მეორე 5200ლარი (Light Classic)

რას იზამ? ჟიზნ ტაკოი newsmile058.gif

პოსტის ავტორი: Davitus Apr 8 2013, 23:03

megreli

ჩავასწორე, [b] - ბოლდ ტეგების ხმარება ხშირად არ არის საჭირო, თავში ერთი გამხსნელი ტეგი - ბოლოში ერთი დამხურავი და ეგაა. მონდომებისთვის ყოჩაღ!

პოსტის ავტორი: megreli Apr 8 2013, 23:09

Davitus
ეგ თავიდან რამდენიმე სიტყვაზე მინდოდა და ხაზგასმული რო დამიტოვა მთელი ნაწერი მერე ავიყვანე ბოლდ ტეგში,ვიცი რაც დავაშავე ashh.gif

ციტატა(Davitus @ 9th April 2013 - 00:03) *
მონდომებისთვის ყოჩაღ!

newsmile041.gif უკეთესებიც იქნება newsmile045.gif

საბო
ციტატა(sabo73 @ 8th April 2013 - 20:28) *
კარგი ხარ ჯიმა, კარგი newsmile027.gif

გეხარ d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: Fishman Apr 9 2013, 00:04

ციტატა
-მწარმოებელი ”ბელგია”


აგი რაფერ?

პოსტის ავტორი: megreli Apr 9 2013, 00:14

Fishman

ციტატა(khmaltevza @ 9th April 2013 - 01:04) *
აგი რაფერ?


შენ რაფერ გინდა ? D.gif


პოსტის ავტორი: Fishman Apr 9 2013, 00:28

megreli

D.gif D.gif

ბიჯო ბრაუნინგი ამერიკული არ არის? D.gif ბელგია რა შუაშია? D.gif თუ ფირმაა რამე ბელგია თუ რა უნდა ვაფშე? რატო დამაბნია?!!!! D.gif

პოსტის ავტორი: ალთაზარ Apr 9 2013, 01:01

http://hunts.in.ua/page338.html
http://www.lari.ge/

პოსტის ავტორი: Davitus Apr 9 2013, 02:27

Fishman

რაის ამერიკა, რემინგტონში გერევა აშკარად შენ D.gif


ნუ გრამატიკული შეცდომა იმაშია, რომ ბელგია ბრჭყალებში არ უნდა ჩაესვა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Bone Apr 9 2013, 08:59

megreli
კარგია ლომო , ოღონდ : პირველ წყარო მიუთითე უეჭველად ! ! ! ! !
ჯერ კარგად გაერკვიე, შეძლებისდაგვარად გაშიფრე მოდელის ნიუანსები.
შემდეგ უკვე დაწერე ერთ კონკრეტულ მოდელზე . ერთ კონკრეტულზე.
სხვა რა უნდა ითქვას ვაფასებ შენ შრომას. newsmile05.gif

დანარჩენი პმ - ში

პოსტის ავტორი: Fishman Apr 9 2013, 10:12

Davitus

ვაი რომ არ მერევა და სირცხვილი და თავის მოჭრა მე! ამდენი ხანი ბრაუნინგი ამერიკული მეგონა!!! D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: temoo90 Apr 9 2013, 11:04

როგორც Browning-ის ოფიციალურ ელ. გვერდზე ამოვიკითხე, ჯონ ბრაუნინგმა პირველი შაშხანა აწარმოა http://maps.google.com/maps?q=Ogden,+Utah&oe=utf-8&client=firefox-a&channel=rcs&hnear=Ogden,+Weber,+Utah&gl=ge&t=m&z=12, რის შემდეგაც შაშხანების წარმოება რომლებიც ატარებდა ბრაუნინგის სახელს, ხორციელდებოდა ბელგიაში, რაც გაგრძელდა რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში 70-იანი წლიების შუა პერიოდამდე, შემდეგ უკვე წარმოების ნაწილმა გადაინაცვლა იაპონიაში. ხოლო ახლა უკვე ბრაუნინგი იწარმოება ბელგიაში, პორტუგალიაში, იაპონიაში და შტატებში

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Apr 9 2013, 12:25

ციტატა(temoo90 @ Apr 9 2013, 12:04) *
როგორც Browning-ის ოფიციალურ ელ. გვერდზე ამოვიკითხე, ჯონ ბრაუნინგმა პირველი შაშხანა აწარმოა http://maps.google.com/maps?q=Ogden,+Utah&oe=utf-8&client=firefox-a&channel=rcs&hnear=Ogden,+Weber,+Utah&gl=ge&t=m&z=12, რის შემდეგაც შაშხანების წარმოება რომლებიც ატარებდა ბრაუნინგის სახელს, ხორციელდებოდა ბელგიაში, რაც გაგრძელდა რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში 70-იანი წლიების შუა პერიოდამდე, შემდეგ უკვე წარმოების ნაწილმა გადაინაცვლა იაპონიაში. ხოლო ახლა უკვე ბრაუნინგი იწარმოება ბელგიაში, პორტუგალიაში, იაპონიაში და შტატებში


+ 100

არადა როგორ მეზარებოდა წერა და შენ მიშველე რა D.gif

პოსტის ავტორი: temoo90 Apr 9 2013, 12:35

HUNTER FREDY
ლაშას კითხვა მენიშნა, მეც დავინტერესდი და შედეგიც სამი ხაზი D.gif

პოსტის ავტორი: megreli Apr 9 2013, 12:36

არა რა ბრაუნინგის ისტორიით უნდა დამეწყო წერა xPMWh.gif
ზოგს გერმანულიც გონია ბრაუნინგი და რო ვერც დაუმტკიცებ და თავისას არ იშლიან ცუდადაა იქ საქმე D.gif

ციტატა(khmaltevza @ 9th April 2013 - 11:12) *
ამდენი ხანი ბრაუნინგი ამერიკული მეგონა!!!

ბერეტაც გამოდის შტატებში და ეგეც ბევრს ამერიკული გონია newsmile01.gif

პოსტის ავტორი: temoo90 Apr 9 2013, 12:38

megreli
მაგას რა დამტკიცება უნდა www.browning.com და ეგაა newsmile05.gif
ასევე სხვებიც, პროსტა კითხვა გვეზარებააა D.gif

პოსტის ავტორი: megreli Apr 9 2013, 12:47



ეს და სხვა ვიდეოებიც იქნება შემდეგში newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Bone Apr 9 2013, 12:53

ციტატა(irakli fofxadze @ 9th April 2013 - 13:25) *
არადა როგორ მეზარებოდა წერა

ესაა შენი პრობლემა !
მე პირადად შენს განათლებაში ამ საქმეში , ძალიან კარგად ვერკვევი, მაგრამ საზოგადოებას ხომ უნდა გადმოსცე რამე........

პოსტის ავტორი: megreli Apr 9 2013, 13:06


პოსტის ავტორი: megreli Apr 10 2013, 13:34





[url=http://postimage.org/]








გაგრძელება იქნება...

Shooting.gif

პოსტის ავტორი: shaman Apr 14 2013, 17:59


პოსტის ავტორი: Bone Apr 14 2013, 18:12

მე სულ არ მომწონს ეს 525 ashh.gif

აი 725 სულ სხვა საქმეა newsmile029.gif newsmile029.gif

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Apr 14 2013, 19:37

D.gif იწუნებ კიდევაც ბებერო? D.gif

პოსტის ავტორი: megreli Apr 14 2013, 21:23

shaman
ეს ვიდეო შეგნებულად არ დავდე აქ რადგან მწირი ინფორმაციაა B-525 ზე newsmile05.gif

მადლობა ყურადღებისთვის...

Bone

ციტატა(niko @ 14th April 2013 - 19:12) *
მე სულ არ მომწონს ეს 525


რატო რას ერჩი ? monkey.gif

პოსტის ავტორი: Bone Apr 15 2013, 09:24

D.gif რას უნდა ვერჩოდე , უბრალოდ ეგენი ყველა ბ 25- ი მოდელის გამჯობესებული ვარიანტებია. უფრო სწორად დახვეწილი ვარიანტები....
725 ამ დახვეწის ზენიტშია....

ციტატა(irakli fofxadze @ 14th April 2013 - 20:37) *
იწუნებ კიდევაც ბებერო?

მაშ neaa.gif








newsmile087.gif

პოსტის ავტორი: PREDATOR Mar 6 2016, 14:49


პოსტის ავტორი: megreli Mar 8 2016, 13:28

ამ თოფის ყურება რა სიამოვნებაა და ფლობა ჰომ საერთოდ.... newsmile058.gif

პოსტის ავტორი: PREDATOR Apr 5 2016, 15:16


უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)