გამარჯობათ
მინდა შევიძინო ნახევრად ავტომატური თოფი იხვზე სანადიროდ , თურქულ თოფებში ვერ ვერკვევი თუმცა ვიცი, რომ ხარისხიან თოფებს აკეთებენ. იარაღის ფასი მაქსიმუმ 1500 ლარი, უნდა იყოს პლასტმასის კონდახით და რაც შეიძლება გრძელი ლულით, მაგნუმის ტყვიებზე.
წინასწარ მადლობ დახმარებისთვის
სტოგერ 3500ზე რას იტყვი მეგობარო? მე ამ თოფს გირჩევდი გადახედე აქაური გლუვლულიანების გვერდებს საკმარის ინფორმაციას აიღებ
bashiachuli მადლობ, წავიკითხე მაგ თოფზეც, ზუმეტესობა ATA უფრო აქებს ვიდრე stoeger ს .
Mossberg ზე ან CZ რას იტყვით აქ არის caliber.ge/products.php?lang=ge&id=1&idg=91&bar=smo აქ CZ არის 1500 ლარამდე პროსტა ხის კონდახებით არის ყველა და მძიმეა
არმსან ფენომა
Petre
მამაჩემს ვაყიდინე არმსან ფენომა და კმაყოფილია და არმსან 612 იც ხოშიანია
Petre
ჩეზე ყველა თურქულს აჯობებს რათქმა უნდა თუ მაგ ფასში დაითრევ მარა მე როგორც ვიცი ჩეზეს სახელით თურქებიც უშვებენ თოფებს და გაარკვიე თურქული ჩეზეა თუ ნამდვილი რაგაც მეეჭვება ნამდვილი 1500 ლარად დაითრიო. სტოგერს და ატას რაც შეეხება გემოვნების ამბავია თითქმის ერთი კლასის თოფებია ატა ვიზუალური მხრივ უგებს სტოგერს ბალისტიკით კი საკითხავია მე ვერსად ვნახულობ ატას ტესტის სურათებს თუ როგორი მიტანააქ და განაწილება და მასე სეტყვიერად ხალხი ახალი იჟ27თაც კმაყოფილია მიტანაში. ასე რომ ჯერ გადაწყვიტე თოფში რა უფრო ღირებულია შენთვის დაისე შეარჩიე ძმა რამე.
Petre
ჯერ იმაზე უნდა ჩამოყალიბდე ინერციული გინდა თუ გაზაატვოდი. ამის შემდეგ ასარჩევი ასორტიმენტიც შემცირდება და ადვილად მიიღებ გადაწყვეტილებას.
ინერციული ადვილი მოსავლელია და უფრო მარტივი სისტემა. ინერციულს გირჩევ.
კი ინერციულს ვაპირებ, + ცაცია ვარ და ისეთი მოდელი მინდა რომ განასროლი მასრა თვალში არ მომხვდეს.
Petre
არის ნეტავ ნახევრად ავტომატები ტყვიის ექსტრაქციას მარცხნივ რომ ახდენდეს? (ცაციებისთვის ანუ)
assassin29
რათქმაუნდა არის
არის იშვიათი , მაგრამ ფასი ექნებააა
http://postimage.org/
http://postimage.org/app.php
აი ეგეთი მაგრამ რამდენად იშოვით საქარველოში საკითხავია
არმსან ნამდვილად ვიცი რო არის თბილისში მარცხენა ექსტაქტორით, ბენელიც ბევრი მინახია.
მარჯვენა ექსტრაქტორითაც ავიღებ არარის პრობლემა, მთავარია თვალში არ მომხვდეს ტყვია ან დენთის ალი
ეგ გამორიცხულია. ვაზნა თვალიდან საკმაოდ შორს ვარდება. უფრო კონდახის მოხრაა საყურადღებო ცაციებისთვის. მაგრამ არა მგონია ამ სერიულ თოფებს , მით უმეტეს იაფიან ვარიანტებს , კონდახი განსხვავდებული ჰქონდეს მემარცხენე ან მემარჯვენეებისთვის.
მე ფაბარმი XLR კომპოზიტი მინახავს მარცხენა საექსტრაქციო ფანჯრით.
Petre
ფაბარმი ლიონს ყიდიან ფასი არ ვიცი მაგრამ 1500 ზე მეტია ეგ ვიცი უხმარი თოფია კანუფლიაჟით
გამარჯობათ ბიჭებო მაინტერესებს სანადირო იარაგი სად ავარჩიო თან ფასებიც რომ ქონდეს მითითებული ვერ დამეხმარებით?
bazera23
http://www.magnum.ge/production-ka
http://caravani.ge/
და კიდევ ბევრი!
მაქსიმუსა
ქარავანს აღარ აქ ფასები მითითებული თუ მარტოო ჩემთან ჭირს რაღაც?
assassin29
მარტო შენთან არა ჩემთანაც ეგრეა
Petre თუ ინერციული ნახევრადავტომატის შეძენა გინდა, გირჩევ ATA NEO-ს. სამი წელია რაც მაქვს და ძალიან კმაყოფილი ვარ ამ თოფით.
Gამარჯობა მეგობარო.არმსან ფენამას აქებს ყველა ვისაც აქვს ეს ტოფი.მეც ფენომას ყიდვას ვაპირებ.
გაზაატვოდი რულამს.
ეხლა გაწყდა მარცხენა ექსტრაქტორიანი მაინდამაინც :( ერთადერთი ბენელი რაფაელო ვნახე 3200 ლარად.
ასე რომ არჩევნის გაკეთება მიწევს მარჯვენა ექსტაქტორიან არმსან ფენომასა და შტუგერ მ3500 შორის.
იქნებ ვინმეს გქონდეთ მარცხენა ხელით სროლის გამოცდილება რომ მირჩიოთ ღირს თუ არა მარჯვენა ექსტრაქტორიანის შეძენა.
ბევრჯერ მისვრია ცაცია ხელიდან ნახევრადავტომატური გლუვლულიანი, მიუხედავად იმისა რომ მემარჯვენე ვარ. (მანქანა მყავს მარჯვენა საჭიანი , და მართვისას არის ხოლმე შემთხვევები ქედანზე ან იხვზე სროლის, მაგ დროს ცაციათი ვისვრი სტოგერიდან)
bashiachuki
ნებისმიერი გლუვლულიანი თოფი, რომელიც ჩზ-ს სახელით იყიდება, ჰუგლუს მოდელია და თურქეთში, ჰუგლუს ქარხანაშია დამზადებული! ხარისხის კონტროლი გაცილებით მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივი ჰუგლუს შემთხვევაში, მაგრამ ნახევრადავტომატური ჰუგლუს თოფები, არ ითვლება მაინცდამაინც წარმატებულ მოდელებად.
დღეს შემოვიარე ყველა მაღაზია რაც ცივცოდი , არც Stoeger M3500 და არც Armsan Fenoma არ ქონდათ (( 10 დღეში იქნება M3500
და CZ მითხრეს ლულა კეთდება მხოლდ თურქეთშიო , ისე ჩეხური სბორკაა. რამდენად მართლაია არ ვიცი , მაგრამ მაინც Stoeger მირჩევნია, რაც არის ნაღდად ვიცი
CZ ს გლუვლულიანები იგივე ჰუგლუა უბრალოდ აწერია CZ
miron
მადლობა ძმა გაიხარე მაგდენი ინპორმაცია არ მქონდა მადლობა რო განმანათლე. Petre
მეც სტოგერ3500 გირჩევ ეგ თოფი ვიცი ამ საიტზე ნახე მაგ თოფის მიტანები თავისივე გვერDზე და დარწმუნდები ამ თოფის შესაძლებლობებში მე მაქ ზიმსონი ცოტა შელახულია მაგრამ მაინტერესებდა სტოგერს თუ აჯობებდა ჩემი ზიმსონი მაგრამ ზიმსონს შანსი არ დაუტოვა სტოგერ 3500მა არაფერში 50მეტრზე ლიმონათის ბოთლები დავალაგე და ნოლი ნომერი დაჟე სრული ჩოკოთ ბოლომდეფშვნიდა ბოთლებს .
რეატო რატო რააატო გაინტერესებთ რომ იარაღს ქონდეს უაააღრესი ჭრა და გამანადგურებელი ძალა? სასროლი მანძილი არის 30 მეტრი ვსიო. აქ არაა სიძლიერე საჭირიო, არც მიტანა და არც ა.შ. მეზენიტეები ხომ არ ვართ კაცო. 20-30 მეტრამდე რომ მოუშვებ იხვს, ანუ კაი შენიღბული რომ ხარ ეგაა ნადირობა ჩემი აზრით და არა 200 მეტრში რომ მიფრივანს და ის მოხსნა რაღაც კართეჩით და ჯაკანით. 32 მაქსიმუმ 34 გრამიანი ტყვიები ესე 7 ნომერი და ეგაა რა. რა საჭიროა სტროგერ 3500-ი? დიდი უაზრო იარაღია მე თუ მკითხვათ, მაგას 2000-ი ათი თავით ჯობს. ფურცელზე მიტანა და ათასი ტესტები არაა საჭირო, დათვზე არავინ ვნადირობთ. მეც მასე ვშვებოდი, არ დავტოვე ფურცლები მარაზიებში იმდენს ვტესტავდი. მერე აქტიურ ნადირბაზე რომ გადავედი მიხვდი რომ უაზრობებს ვაქცევდი თურმე ყურადრებას, 10-15 მარცვალით მეტი მიიტანა აუუუ ის ყოფილა კარგი და ბლა ბლა ბლა. მოვიდა ისხვი აგერ 30-25 დაუმიზნე და ვსიო ეგაა არ აცდება და გინდ 200 ლაიანი თოფი იყოს ძალაც ეყოფა დამიჯერეთ იარაღის სიძვირე ძირიტადად განისაზღვრება მისი მასალის სიმტკიცით და არა სროლის სედეგით. დამიჯერეთ ან სადაც გინდათ დატესტეთ 10 000 ლარიანი გვული და 800 ლარიანი გლუვი, მანდ თუ იმხელა სხვაობას მიირებთ შედეგში რაც ფასშია მაშინ რაც გინდათ მიწოდეთ რა. ის იმენა მასალაა და უკვდავია, უნდა ღირდეს 10 000 ლარი და ვსიო. ვისაც ამ მაგარი ხარისხის ფიშტოს ტრაკი არ აქვს (ჩემის ჩათვლით) ის ყიდულობს 1000-1500 ლარიანს. ვისაუბროთ ხარისხზე, შედეგებზე რასაჭიროა. მთაარია იარაღი ხელში არ ჩაგვეშალოს. ჩემი ფენომათი ბევრჯერ ვაჯობე ფაბარმის ნახევრად ავტომატს და ანუ ფენომა ჯობია? ვერანაერად! ხარისხი! ჩემი დაიშლება და ეგ ფაბარმი იქნება კიდე კაიხანს, ვოტ რაზნიცა.
შორს სასროლად სხვა იარაღი მაქვს მეგობარო. ჩოკებს ვიყენებ, მხოლოდ მწყერზე ვაყენებ ხუთიანს. ზამთარში სამიანს და არ გეგონოს წელს დავიჭირე პირველად იარაღი. არაფერი მნიშვნელობა არ აქვს მაგ სიჯგუფეს 7ნომერში და რას ხედავ სასაცილოს შეგიძლია მითხრა?
ადამიანი 3000 ლარიანი თოფით ჩემს გვერდით ნადირობა და ყოველდღე მეუბნება რომ შენ იმენა გიმართლებსო თორე როგორ უნდა მაჟობო მაგ თურქულითო... იცი რა პასუხია ამ დროს? სროლა თუ არ იცი მაშინ ხელში ბერეტა კიარა RPG გეჭოს მაინც ვერ მოკლავთქო და ეწყინა. როდესაც გაგიხარდეთ მაშინ მაგ 25-30 მეტრზე გავტესტოდ იარარები და შენ დამანახე ეგ სასაცილო სიტუაცია რაც ზემოთ გამოხატე.
ხალხსაც დააინტერესებს, იქნებ ბევრი ელობედა ესეთ ტესტს რომ მითები დაიმსხ**ეს. ნადირობისას ისეთი სიზუსტე და ჯგუფურობა არაა საჭირო როგორც სპორტული სროლისას ქახალდზე. ეს ძალიან ბევრს წყვეტს. სატესტო ფურცელი რამხელაა კი 75 და სასროლი მანძილი 30 (წესით 35) აქ 10 ცალი 7 ნომერის ტყვია ზღვაში წვეთია. ნადირობისას კი ფრინველს 2 ცალი და დაჟე 1 ცალი ტყვიაც კი სცემს მიწამე.
თუ სიჯგუფეს მნიშვნელობა არ აქვს მაშინ რატომ ცვლი ჩოკებს სანადირო ობიექტიდან გამომდინარე? ეგ ხუთიანი (ცილინდრი) და ზამთარში სამიანი (ნახევარჩოკი) სწორედაც რომ საფანტის დაჯგუფებას ცვლის . და თუ ამას შენთვის მნიშვნელობა არ აქვს (და თან ამას აგიტაციას უწევ) მაშინ მითხარი რატომ უცვლი ჩოკებს??? თოფის უკან რა თქმა უნდა მსროლელია საჭირო, ძვირიანი თოფი გეჭირება თუ იაფიანი. შენი შეხედულებები ძალიან განსხვავდება ჩემი შეხედულებებისაგან ჭრასა და მიტანაზე , იგივე სიჯგუფეზე. სიმართლეს გეტყვი მსგავსი თეორია შენს გარდა არც არავისგან მომისმენია და კამათის გაგრძელებასაც არ ვაპირებ. ამ ფორუმზე არის სხვა გამოცდილი ხალხიც და ალბათ დაწერენ თავის შეხედულებას ამ თემაზე.
რათო ვცვლი ჩოკს? შენ გისვრია 2-იანი ჩოკით მწყერზე 15 მეტრიდან? მიხვდი მგონი რაც ვიგულისხმე. ან სადაა სედარება? შენ ბერეტა გაქვს? სულ სხვა სივრცეში გადახვედი ახლა, სადაც მე არ ვარ.
რათმინდა მეგობარო აზრების დაწერა, განა ვინმეს ვეჩხუბები. იარაღი ჩემს ხელშია და მე ვხედავ ამ განსხვავებებს : ) ახლა პროფესორი რომ შემოვიდეს და რაიმე დაწეროს საწინააღმდეგო მე ხომ იცი რომ მაინც არ დავეთანხმები მას, რადგან მე ჩემი პოზიცია მაქვს ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე. ყველა ერთ აზრზე რომ ვიყოთ დაიღუპება ქვეყანა.
.
კონკრეტულ ტემას რაც შეეხება. ბიჭებო ერმსანი, ატა ნეო, სტროგერი (ძირითადად დამწყებებს აინტერესებთ ეგ) არის ერთი კლასის იარაღები. რადგან ესეთ იაფიან იარაღს მიადეგით ე.ი. ფინანსური პრობლემებია და ნუ გადაიხდით 200 და 300 ლარით მეტს რადგან ამ იარაღებში სხვაობა თითქმის არაა. მაგ 300 ლარად არ ჯობს ტყვია-წამალი და აქსესუარები შეიძინოთ? არმსანი ხო სადღაც 1000 ლარი ღირს? სტროგერ 2000-იც. ატა ნეო-ც. ერთიდაიგევეა ესენი, ამაზე ყველა ფორუმზე დავაა, ზოგი ერტს აქებს ზოგი მეორე და ა.შ. არადა ერტი სტილია სუყველა ესენი. რომელიც ვიდზე მოგწონთ ის აიღეთ. მე ფენომა მაქვს და თუ კონკრეტულად ფენომაზე გაინტერესებთ რაიმე მაშინ მკითხეთ და არ დაგზარდებით. მეგობარს აქვს სტროგერ 2000-ი და მაგაზეც გეტყვით.
მე რაც შემემთხვა იმათ ჩამოგითვლი. ერთხელ 3 დღის მანძილზე წვიმაში მოვყები იმენა მაგარ წვიმაშინ, ლულიდან ლამის წყალი უწყვეტი რეჟიმით ასხამდე, მერე გაიწმინდა და არაფერი. თოვლით რამდენჯერ გამოჭედილა ზატვორი ეგეც არაფერი. ქარიან ამინდში რიონის ნაპირებიდან ქვიშა ქროდა, ზატვორი გამოიტენა სილით მაგრამ იარაღს არცკი გაუჭედია! სახლში მერე დავშალე და ერთი მუჭა სილა გამოვყარე ვეპარედობი ბატების გუნდს, დამისხლდა ფეხი და ჩავარდი ტალახში, იმენა ჩავიძირე ფაფასავით ტალახი იყო, თოფი გამოვიყებე ტალახის ფსკერზე საყრდენად... რომ ამოვიღე ტალახიდან იყო წონაში 10 კილო : D მერე წავედი და მდინარეში ნაკადით გავრეცხე, სახლში გავამშრალე და იყო იდეალურად. დღეს რომ შეხედო ჩემს ფენომას იტყვი რომ ეგ ალბათ მაქსიმუმ 2-ჯერ არისო სანადიროდ წანაღები.... მაგრამ ვუვლიდი, სახლში გაუწმენდავს არ ვინახავდი და სულ ვწმენდდი ზეთით. ყველაზე მაგარი ფაქტი გამომრჩა, ანუ როდესაც ტალახის მერე იარაღს მდინარეში ვრეცხავდი კოკონების ჯგუფმა გადმომირინა, უცებ ამოვიღე წყლიდან ჩავაგდე ერთი ვაზნა, ჯერ კიდევ წყალი მოდიოდა იარაღიდან და ამ ერთი გასროლით 4 ცალი კოკონა იხვი ჩამოვაგდე მე ესეთი გაძლება სავსებით მაკმაყოფილებს. მეტი რაღა ქნას ბოლო-ბოლო 1060ლარიანი იარაღია. დაახლოებით 3 წლამდეა რაც მაქვს, უფრო 2 წელი მგონი, მაგრამ მაგარი დატვირთვა ქონდა, ყოველ დილა-საღამოს დავდიოდი სანადიროდ. დღეში საშუალოდ 20-ს მაინც ვისროდი ანუ იხვის სეზონზე შარშან ესე 800-მდე მექნება გასროლილი, მწყერზე არაფერს ვამბობ.
აბა რა რაგინდა ზიანი თუ არ აქვს და მართლა ახალივით არის რა მნიშვნელობა აქვს ახალწელს არის მხოლოდ ნასროლი თუ შემოდგომას
არა ძმა, იმენა ახალივითაა რომ შეხედავ. ყველა დეტალი უნაკლოა. ერთი ნემსის წვერისოდენა კოროზიაც კი არ აქვს არსად.
ფენომა თავის ფასში მართლა კაი იარაღია.ჩემ სამ ამხანაგს ვაყიდინე და დღემდე ჩემ ლოცვაში არიან.
სმეკოსმეკო ვინ თქვა რო 30 მეტრია თოფისთვის დასაშვები დისტანცია? მსგავსი აბსურდი არ გამიგია. 35 მეტრი არის მიღებული ყველა იარაღისთვის და მისი პროცენტული მოხვედრების მაჩვენებელი 60% იდან 90 % მდეა. ზოგის გათვლილია 30 ზე და ზოგიც 35 ზე. საშუალოდ ევროპულების მაჩვენებელი 70-80 % ია 35 მეტრზე. გააჩნია ჩოკის ზომას საცვლელია თუ ფიქსირებული და ასე შემდეგ. მაგ დისტანციაზე შედეგი 99 პროცენთია საშუალო ზომის ფრინველზე ნუ თუარ ააცილებ. 50 მეტრი ჩემი თოფისთვის ასაღები დისტანციაა განსხვავება კი ისაა რო პროცენტულად 50% იან შედეგზე ჩამოდიხარ ან ცოტა ნაკლები მარა შედეგი ხოა? ხო კლავს? ხოდა კაი ვაზნა და კაი ლულა ქმნის მაგ შედეგს ასე რომ მარტო იარაღის ხარისხი არ ქმნის მაგას და ვინ თქვა რო მთავარი ხარისხია და არა ბალისტიკური მაჩვენებელი? ლულის ბურღვის ახალ სისტემას რო ქმნიან იქმნება ჯერ საცდელი ლულა და ამოწმებენ ბალისტიკაზე მიტანა, გადანაწილება პროცენტული მოხვედრების მაჩვენებელი და მერე ეშვება წარმოებაში და აპატენტებენ კიდეც. 30 მეტრი რაა 12 კალიბრის თოფისთვის მე 50 მეტრძე მეტ მანძილზეც ვამუშავებ კაი ვაზნით მარა შედეგი უფრო მცირეა მარა ხან ტროფეის გარეშე არმტოვებს.
მგონი ძველ იჯ 27 ის პასპორტში ვნახე.ეფექტური სასროლი მანძილი 35 მეტრიო
მაგნუმის და ნიტრომაგნუმის ვაზნებია მაგ მანძილისთვის შექმნილი. მეტი საფანტი მაგ მანძილზე უზრუნველყოფს საფანტის მაღალ პროცენტს.
სამწუხაროდ თქვენ კიარა ჩემ ბიძაშვილსაც ვერ ვაჯერებ რო 50 მეტრზე ვკლავ თავისუფლად ჩემი ფაბარმმ ელოსით. ცოტა მეტზეც მომიკლავს და 50 მეტრი ვთქვი და ხალხი შემომედავა და სანტიმეტრი წავიღე და ნასროლი მანძილიდან დაცემული ფრინველიც ადგილამდე არც მეტი არც ნაკლები 65 მეტრი იყო. სადაც ვესროლე იმ ადგილამდე 60-62 მეტრი მაქსიმუმ. 2 ნომერი საფანტი. 50 მეტრზე 10 გასროლიდან 4-5 შედეგიან გასროლებს ვაფიქსირებ ხან ცოტა ნაკლებს. ბევრს გაგეცინებათ მარა მე მიხარია როცა ასეთ შედეგს ვიღებ თან საკმაოდ ხშირად ძირითადად თოფის მოქმედების რადიუსი 40-45 მეტრამდეა განსაზღვრული და არა 30
ვტესტავ ხოლმე 50 მეტრზე და 10 სმ იან ცენტრს 5-6 ხან 8 მარცვალი ხვდება. 35 მეტრზე 11-12 მარცვალი. საუბარი მაქ 4 ნომერზე 36 გრ. მოდერატორებს ბოდიში მგონი სხვაგან წაგვიღო საუბარმა მარა რაც დასახელდა ფენომას მეტი შეუძლია ვიდრე 30 მეტრი. მე არამაქ ფენომა მე ჩემ თოფის შესაძლებლობები ვთქვი
მადლობა პასუხისთვის
არა და ნებისმიერი ძვირფასი თოფის ფასი ნიველირდება თუ ვაზნა არ არის მასზე მორგებული. სხვა ვაზნებზე შეიძლება სულ ვერ იმუშაოს ეგრე მაგ ფაბარმმა და მონჯღრეულმა ტულკამ აჯობოს თავისი ვაზნით.
ძირითადად თოფის მოქმედების რადიუსი 40-45 მეტრამდეა განსაზღვრული და არა 30 შეგიძლია ამის ოფიციალური ლინკი დამიდო? თუ თქვენი მსჯელობით არის ესე?
bichi2009 რატომრაც მგონია რომ შენ იარაღს აქებ და არა იმას რაზეც ვსაუბრობთ კონკრეტულად შენი იარაღი თუ 50 მეტრში ისე ნადირობს როგორიც სხვების 35 მეტრში მაშინ წარმატებულ ნადირობას გისურვებ მაგას რა ჯობს მაგიტომაც გადაიხდიდი 2500 ლარს, მაგრამ იმაზე ნუ ვიკამათებთ რომ აქედან გამომდინარე მანძილი არის 50მ და არა 35-ი. ეს 35მ დარჩება სულ გინდ 10 000 ლარიან იარაღზე იყოს ტესტი. კარგი თოფი უკეთესი შედეგი, რაა ამაში საკამათო.
ბიჭებო ვკითხულობ თქვენს დაწერილს და მეგობრულად მეცინება ვფიქრობ ერთ წრეზე დავდივართ ფაბარმის პატრონი თვითონ აღიარებს რო 50 მეტრზე როცა ვესვრი ათიდან ხუთს და უფრო ნაკლწბს ვარტყავო და ეს უსვავს თავისივე აჩემებას ხაზს. ეგრე რო ვისაუბროთ აქ არმახსოვს ოღონ რომელ გვერდზე დევს კაცმა მსოფლიო რეკორდი მოხსნა 118 მეტრიდან თეფში გატეხა და ეხლა რავქნათ ჩვენც 118 მეტრზე ვესროლოთ ფრინველს?. მსროლელსაც ხო გააჩნია არა? აქ უბრალოდ იმაზეა საუბარი რო 35 მეტრი არი ის მანძილი სადაც თოფი და საფანტი თავის საქმეს ასი პროცენტითაკეთებს საშუალო მსროლელის ხელშიც კი და მაგის ზევით მე თუმკითხავ ძირითადათ მსროლელზე უფრო მეტია დამოკიტებული და სანადირო ლიტერადურაში გვიწერია ისიც რო მონადირეს ყველა ფრინველზე და ნადირზე ერთნაირად კარგი შედეგი ვერ ექნება რასაც მე ასი პროცენტით ვეთანხმები იმიტო რო ყველას თავისი სიჩქარე და მოძრაობის მანერა აქ და ჩვენკიდე იმის ფუფუნება არგვაქ რო ყველაფერზე ნადირობაში თანაბარი პრაქტიკა გვქონდეს ხოდა აქედან გამომდინარე თუ ერთსახეობაზე კაი შედეგებიგაქ და მეორეზე ვერა ეს იმას ხოარნიშნავს რო თოფი არ ვარგა და ვერ ტოვებს ნადირ ფრინველს ამათუიმ მანძილზე სროლოს დროს?.
100% ამბობს ეს კაცი.
artemi63 ბიჭო მამაჩემის თოლა კაცი ხარ მარა გამომიყვანე მდგომარეობიდან შენ ხარ უზრდელი ადამიანი რომელსაც არაფერი უნახია თურქული თოფის გარდა მგონი გითხრენ შენ ამ ფორუმზეც აქედან დაახვიეო და არანაირი მორალური უფლება არ გაქვს რაიმე ილაპარაკო ერთი საცოდავი ადამიანი ხარ. მაგ უზრდელობისთვის და ფორუმის უპატივცემულობისთვის წაიშალე შენ ბაზიერიდან და იმ დონეზე ნუ მიმიყვან მიწიდან ამოსაყვანი დარჩე
სმეკოსმეკო ხოვერ მეტყვი რატო იტესტება მაშინ თოფი 35 და 50მეტრზე? 50 მეტრი ვახსენე მე და ამ მანძილის მოხსენიება არაა ჩემი მოგონილი ეს სი მანძილია სადაც რეგულარულად თუარა შედეგიანად შეიძლება ამუშავო. 50 მეტრზე ტრანშეინ სტენდზე რეგულარულად ტყდება თევში ასე რომ დასკვნა თქვენთვის მომინდია და სროლა თუარიცი 30 ზეც გაგიჭირდება მორტყმა.
bashiachuki რომელ აჩემებას გულისხმობ ხოვერ მეტყვი ????
bashiachuki რომელ აჩემებას გულისხმობ ხოვერ მეტყვი ????
მოდერატორს ვთხოვ გაასუფთაოს ეს გვერდი და 1 კაცს კიდე მაგრა აენთო
bichi2009
ჯერ გეტყვი მეგობარო რო აჩემება ცუდი გაგებით არ მითქვია და აჩემებაში კიდე ის ვიგულისხმე რო სუ 50 მეტრს და უფრო მეტს რო ახსენებდი ხოლმე.
და კიდე რამინდა რო ვთქვა აქ ხო უხეშობისთვის არ ვესაუბრებით ერთმანეთს ერთმანეთის აზრი უნდა გავიზიაროთ და ერთმანეთის აზრს პატივი ვცეთ დაწერილი კარგად წავიკითხით სწორი აზრი გამოვიტანოთ და ისე გავცეთ ერთმანეთს პასუხი და ყველაფერი კარგად იქნება.
თქვენც ვერ გაიგეთ ჩემი ნათქვამი და სწორედ გავამახვილე ყურადღება ეფექტურობის სიმცირეზე მარა ამაოდ. თქვენივე ლოგიკას მივყვეთ მაშინ და ხოიძაXით 35მეტრი მიღებულიაო მაშინ იმის იქეთ არისროლოთ რა პრობლემაა. არც 35 მეტრია 100 % იანი და ის ინდივიდუალურია თოFიდან გამომდინარე ანუ რამდენ პროცენტსაც აფიქსირებს მიტანას ეფექტურობას და ალბათობაც იმდენივეა ეს ჩემი ნათქვამი და მოგონილი არაა.. ევროპულებში მიტანის საშუალო მაჩვენებელი 70-80 % ია და ამდენივე მოხვედრების ალბათობაც.
dima71 გენაცვალე ჯიგარში ბრატ.
მახსენდება 1 გადაცემა სადაც ჩანაფიქრი იყო რო მოეხსნათ მსოფლიო რეკორდი და ბენელლი კორდობა წაიღეს 2 ცალი არგენტინაში მსროლელი ვინ იყო არმახსოვს მგონი კნაპი იყო და 12 ვაზნიანი 2 ცორდობათ გააჩაღეს გათენებიდან სროლა გვრიტებზე კი იცის არგენტინის გვრიტების ამბავი და ჯერ საშუალო დისტანციაზე მოძრაობდა ფრინველი და მოგვიანებით 50 მეტრამდე ავიდა და შეუცვალეს ჩოკი და ფულ ჩოკით გააგრძელა სროლა 50 მეტრზე ნუ პლიუს მინს ალბათ ყველა ერთ დისტანციაზე ვერიქნებოდა ხოდა იმდღეს 10 000 ზე ცოტა მეტი თუ ოდნავ ნაკლები ისროლა და 7000 ზე მეტი გვრიტი აიღო თუ ასეთი საპრობლემო დისტანციაა 50 მეტრი როგორ მოახერხა 70 % იანი შედეგის მიღება? ვირზე არვზივარ უბრალოდ ყურადღებას ვამახვილებ რო ამ მანძილზე ეფექტურობა კაი თოFით შესამჩნევია და ჩემი აზრი დავაფიქსირე და გაიგო მხოლოდ 1 მა რასაც ვიძახდი. ზღაპარს აბა კიარ ვყვებოდი
ვის უნდა მივმართო ამ ფორუმიდან რო ამომშალონ ხოვერ მეტყვით?
bichi2009 იმიტომ გინდა ამოშლა ფორუმიდან რომ აზრთა სხვადასხვაობაა? მაგას რა ჯობს ეგ ჟანსაღი კამათია მთავარია შეურაცყოფაზე არ გადავიდეთ თორე ესე კონკრეტულ საკითხზე მთელი დღეები ვიდაოთ. ცოტა სხვაგან გადავიხარეთ ისე არა? საუბარი თავიდან იყო სტანდარტულ ეფექტურ მანძილზე და გადავედით ძვირფასს მოდელებზე რომ ეგ ეფექტური მანძილი გავზარდოთ 50 მეტრამდე. აქვე ამის გაზრდით ოდნავ ნადირობიდან სტენდზეც გადავუხვიეთ. მე პირადად არსად წამიკითხავს რომ 50 მეტრი არის სანადირო სტანდარტი შედეგიანობის მხრივ. თუ მაჩვენებთ ამ ჩანაწერს დიდად მადლობელი დავრჩები. მე მაგალიტად 50 და ცოტა მეტ მანძილზე ვესვრი მაშინ როდესაც გუნდი მოფრინავს და მორტყმის შანსი უფრო რეალური ხდება. ზემოთაც ვახსენე რომ ჩემთვის ნადირობის მუღამი მაშინ უფრო არის როცა ფრინველს ახლოს მოუშვებ, ანუ შენიღბული ხარ და მზად ხარ მოსანადირებლად რომ ამოიშალო აქედან ეს დავაც ჩაივლის უცებ და დარჩება შარა გზაზე
smekosmeko
მე მგონია რომ ეგ 50 მეტრიც სუბიექტურია მონადირეების მხრიდან ანუ გონია ხალხს რომ შორს ესვრის მაგ მანძილზე არადა ახლოა ობიეექტი
ყველაზე კარგი იქნება ჩატარდეს ტესტი მაგ: ფაბარმსა და რაიმე თურქულს შორის და დაინგრევა ეს სტერეოტიპები, მაგრამ ყველა მუშაობს და ყოველთვის ხელი ეშლება ამ ტესტის ჩატარებას. ერთი 20 ვაზნა 35 მეტრზე და 20 ვაზნა 50 მეტრზე ორივე იარაღიდან ერთნაერი ჩოკებით და ვაზნებით. ხალხიც უფრო მარტივად მიირებს მერე გადაწყვეტილებას ღირს თუ არა ძვირიანი იარაღისაკენ გაქაჩვა. ნუ ღირს რათქმაუნდა, მაგრამ თუ ცოტა იქნა სხვაობა მაშინ ხალხი მაინც იაფფასიანს მიეძალება რადგან კრიზისია, მითუმეტეს საქართველოში.
smekosmeko
ფაბარმს რავი მემგონი არც უნდა შევადაროთ თურქული თოფები. მაგრამ თუ მაინც გადაწყდა ამ ტესტის ჩატარება მე მხარს დავიჭერ ტყვიებით. შენ ფაბარმი თქვი თორე თურქულებს რატო 8 -ს არ ვიშოვი
bichi2009
შენ რა ფიცხი ყოფილხარ კაცო?
( სასროლი მანძილი არის 30 მეტრი ვსიო) აი ამ ფრაზამ გადამაწყვეტინა ჩავრთულიყავი დისკუსიაში რომელსაც ვერიდები ხოლმე. ნებისმიერ მცოდნეს რო კითხოთ (ვინც არიცის იმათთვის ვამბობ) ეფექტური მანძილი 35-45 მეტრია და დალშემ კაი ლულის და კაი ვაზნის სინთეზი შვება. მე ჩემი ნასროლი ბევრჯერ დამიზომავს ბევრსაც ვისვრი ტესტირებისთვის განსაკუთრებით გაზაფხულზე და ჩემი გამოცდილებიდან ჩემი აზრი დავაფიქსირე. 35 მეტრზე არ გამეკარა ხან ფრინველი და დავიწყე შორე სრილა და აღნოვაჩინე რო სულაც არყოფილა უტოპია ამ მანძილზე სროლა და ამიტომ შევეცადე გადმომეცა აზრი. იგივე შედეგიანად შეიძლება ნებისმიერმა თAნამედროვე თუნდაც თურქულმა თოფმა ქნას ეს არც გამიკვირდება. წარმატებებს გისურვებთ ყველას მეც მიყვარს 20-25 მეტრზე სროლა მარა ხან არგამოდის. ისეხან 60 მეტრზეც ამიღია (ეს უვე ერთეული გასროლა იყო) და ხან 15-20 მეტრშიც დამიცილებია ასე რომ მე მოვრჩი ამაზე საუბარს.
smekosmeko მე ვსაუბრობ ფაქტებით და დადასტურებული ინფორმაციით და აქტიურად მედავებით აქ წერთ 60 მეტრში 1 გასროლით 2 ბატი დავტოვეო სხვა ფორუმზე 3 გასროლა გიწერიათ და 50 მეტრამდეო. მე 18 წელია გლუვით ვნადირობ და ვინც მიცნობს იცის ფუჭი სიტყვებით არ ვსაუბრობ.
მეც დავწერ ჩემს მოსაზრებას თუ არ მიწყენთ. შორ და თუნდაც ახლო მანძილზე ეფექტურ სროლას რაც შეეხება, ჩემი აზრით, რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული: მსროლელი, თოფი, ლულის სიგრძე, ლულის შევიწროვება–ჩოკი, ტყვია, , ამინდი, სასროლი ობიექტი და ა.შ.
ვთქვათ კონტეინერიანი ვაზნით და სრული ჩოკით 15-20 მეტრში მოძრავი მომცრო სამიზნის დაზიანება ჩემთვის საკმაოდ რთული ამოცანაა, ასევე 50 მეტრზე და მეტზე მოძრავი სამიზნის, ვთქვათ იხვის, დაზიანებაც არ მგონია ადვილი ამბავი.
თუ მონადირეს აქვს ბერეტა, ბრაუნინგი ან ფაბარმი, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფრის მონადირება შეუძლია და ყველა მანძილზე.
კარგ თოფს ვაზნაც შესაბამისი უნდა შეურჩიო და რეგულარულად თუ ივარჯიშებ და ინადირებ შესაძლოა 50-60 მეტრში იხვის მოკვლა აღარც გაგიკვირდეს, მაგრამ ამას საშუალო ქართველი მონადირე, მის ხელთ არსებული რესურსებით 100 დან 10 შემთხვევაშიც ვერ მოახერხებს.
bichi2009
შენ წერ, რომ 50-60 მეტრზე ეფექტურად ნადირობ.
კი ბატონო, მჯერა შენი და არ გედავები, მაგრამ დარწმუნებული ვარ საკმაოდ ბევრი ექსპერიმენტი და პრაქტიკა დაგჭირდა იმისთვის, რომ ამ მანძილზე 50% იანი შედეგით სროლა დაგემუღამებინა.
პ.ს ვინმემ რომ მითხრას დამწყებ მონადირეს ხელში ფაბარმი დავაჭერინე და ეგრევე 60 მეტრზე იხვები ჩამოყარაო არ დავიჯერებ და მაგრათაც დავცინებ თუ მეტყვიან ცალპირა იჟ 18 ით, ნადირობაში დაბერებულმა ბაბუმ მოხსნა 60 მეტრში იხვიო ამაში გასაკვირი არც არაფერი იქნება ჩემთვის. ვოტ.
20 წლის სტაჟის მქონე მონადირე და მეთევზე ბევრჯერ მისულა ახალბედასდან დასაკვალიანებლად. (რომ მონტაჟი ესწავლებინა და უამრავი რამ). ამით იმის თქმა მინდა რომ 20 წლის სტაჯის მქონე მონადირე არ ნიშნავს იმას რომ აუცილებლად ჯობს თუნდაც 1 წლის სტაჟის მქონეს. ან რატო საუბრობ სტაჯზე? ჩემი ასაკი ნახე ალბათ. დამიჯერე მაგას არ აქვს არსებითი მნიშვნელბა. რა შუაშია სტაჯი იმ ტესტთან რასაც 18 წლის მოზარდიც ჩაატარებს.
p.s. მე იქვე ისიც მეწერა რომ პირველი და მეორე დავაცილე და მესამეზე ჩამოვაგდე ორივე. თუ ვცდები და არ მიწერია მაშინ აგერ დავწერე.
ძალიან გთხოვ კონკრეტულ თემაზე ისაუბრეთ და ერთმანეთს სტაჟით ნუ მივედრებით და გავაკეთებთ დასკვნებს. მე იქ ესე მეწერა აქ ესე ანუ გამომიყვანე მატყუარა ვიღაც ცრუ ვითომ მონადირე? შენ იმ შეურაცყოფაზე ის ვიღაც როჟა ლამის დამარხე. თუ არ შეგიძლია მხოლოდ საკითხზე დავა მაშინ ბრძანეთ და დავასრულოთ ესე აურზაური. მე არ ვაპირებ შეურაცყოფების მოთმენას არავისგან, ანუ არც შენგან.
ლეონ-ბლექი -ის დაწერილი ყოფილა ეგ ბოთლის საკითხი და შეცდომით შენ მოგაერთე.
60 მეტრი რეგულარული მოხვედრა არსად მიწერია და მხოლოდ 1 ჯერ დავაფიქსირე ეგ შედეგი და ვერ გავაუმჯობესე ესეიგი 60 მეტრზე ერთეული გასროლები არი მხოლოდ და ისიც 2 ნომერის შედეგი იყო და 50 ზე უამრავი კატგი მოხსნა შევასრულე სეიძლება ხან ოდნავ ნაკლები ან ოდნავ მეტი მასე ზუსტად ვერ განსაზღვრავ მანძილს და იმავე ეფექტურობას ვიღებ ტესტირების დროს სადაც დიამეტრში ჩასმულ ფრინველს მომაკვდინებელი საფანტი ხვდება ქაღალდზე მაქ საუბარი. მეც გავდი წყლის ნაყვას დაემსგავსა ეს აუბარი და რეზულტატი მაინც იგივეა.
smekosmeko შენ შეურაცხყოფად რა მიიღე არვიცი მარა არც არაფერი მსგავსი ყოფილა. მეტის დაწერა ამ თემაზე აღარ ღირს ხალხო. ყველას წარმატებას გისურვებთ.
ბიჭებო ეხლა ვნახე მაღაზიაში(ისანში)ჩზე თოფები 712 მოდელი 1350 ლაი იყო 912 მოდელი 1480 დაახლოებით რას იტყვით ღირს ატა ნეო 12 ის გაყიდვა დამატება ა იმის ყიდვა უპრო მეორე მოდელისკენ ვიხრები ლულის დაფარვა აქ უკეთესი
გამყიდველმა მითხრა კაი თოფებიაო ყველა ნაწილი ჩეხურია მარტო ლულაა თურქულიო
ჩეზეს გლუვლულიანები იგივე ჰუგლუა. არაღირს ატა ს გაყიდვა
PREDATOR
ანუ დამაბოლა გამყიდველმა? არანაირი ჩეხური ნაწილები არ არსებობს?
გამყიდველის სამსახურიც სწორედ რომ დაბოლებაა მეც ვნახე ეგ და რაღაც იგივე მგონია რაც ჩვეულებრივი თურქულები. ლულაა მთავარი და თუ თურქულია აბა მხოლოდ მექანიზმნის გამო არ ღირს წვალებად, თან ატა იაფად უნდა გაყიდო და საკმაოდ დიდი თანხის დამატება მოგიწევს.
smekosmeko
რავი თან შსედარებით იაფიან ვარიანტს წესიერი ვარანენიეც არ აქ უფრო კოპუფლირებულებს რომ აქ გადაკრული მსგავსი რაგაცაა
რა მექანიზმი რის მექანიზმი მადე ინ ტურკია ჰუგლუუუ
ფაბარმი ხომ შემოვიდა ისევ მაგნუმში? ნახევრად ავტომატი რა ფასში აქვთ ხომ არ იცით?
როგორ ვერ ვიტან მსგავს რაღაცას მითხარი რა სადაური წარმოების იარაღია, რომ იყიდი ვითომ იტალიურ ან თურქულ იარღას და მადე ინ თურქი ეწერება საბუთში არ უნდა გადააღუნო ზედ კაცს? მითუმეტეს 2 კაპიკი ხოარაა ეს დედააფეთქებული 1500 ლარს იხდის კაცი
მეც ვიცი ისანში ეგ მაღაზია რაც ეგ მაღაზია გაიხსნა მასმერე ეგ თოფები ულაგიათ ვერ ყიდიან და იმიტო ცდილობენ ხალხის დაბოლებას
მაღაზიას არ დავწერ. მქონდა შემთხვევა მივედი გამყიდველთან და ვეუბნები რამე ნახევრად ავტომატი მირჩიეთ მათქი. აი ბერეტა აიღეო მომაწოდა. შევხედე სტოგერ მ 2000 -ია მეთქი ეს თურქული არარი მეთქი? თურქული როგორ არიო ისე გულრწპელად გაუკვირდა კინაღამ დამაჯერა იმაზე აღარაფერს ვამბობ 100 ლარით ძვირი რო ღირდა "ბერეტა"
მოკლედ იმ აზრზე ვარ რო ევროპისკენ რომ გავიხედავ ჩამოვიტან იაღაღს აქაურ ფასზე ძვირი რო დამიჯდეს მაინ
assassin29
ჯერ შესრულებას დააკვირდი რა რა აქვს მაგ თოფებს ჩეხურის ავეჯის ხელოსანი უფრო მაგარ კონდახებს აკეთებს ვიდრე ეგ კოდახებია რაც მანდ აყენია, ღარი ღარში დასმას ვინ ჩივის კონდახს ატეხილები ქონდა, მექანიზმზე ვიტომ ფოლადი წრთობა იყო, თავს დავდებ სკოლის ბავშვებს მიცეს ტოფი გაკრასკეთ მექანიზმიო ლულებს ვარანენია კი არ აქვთ გაკეთებული პულივიზატორებიტ არის გაკრასკული.
ამის დედა ვატირე 33 წლის თოფია ჩემი და ამის ლულებს არ აქვს ვარანენია გადაცლილი და არც ჯანგები აქ. ეგ თოფები კიდე ერთი ტყეში შეტანის თანავე იჯანგება
და რაც ყველაზე მტავარია შემოდგომით ეგ თოფები ღირდა 2100 სები და ეხლა კიდე 1500 სის ფარგლებშია ცამოსული აზზე ხარ რამედენს იგებენ ტიპები და რას გვაბოლებენ ჩვენ
ams
2100 ლარის გადახდა მაგაში სისულელეა ცოტაც რომ დაამატოს კაცმა ფაბარმ XLR ან ბერეტა A 300 იყიდის.
ისე მაინტერეებს ვინაიდან ეს ორი უკანასკნელი ერთი ფასის დიაპაზონშია რომელი ჯობია? მე მაინც ბერეტისტი ვარ და მგონიარო A 300
ams
ვიზუალურად ფაბარმი უფრო ვიდზეა და გრძელი ჩოკების მხობლავს მაგისი
assassin29
შენც იმ ადამიანს მიეკუთვნები? ეგარი და ნახევრად ავტომატია და 200 მეტრზე რო ასვრიან
ams
არა ძმა არანაირად რო ვხვდები რო ვერ მიიტიანს არ ვესვრი სადარი ხაიაზე გასასროლი ტყვიები
assassin29
ალბათ ის იგუსილსხმა რომ საბუთს ზოგ მაღაზიებში არ გაჩვენებენ სანამ არ შეიძენ ფიშტოს
დღეს დღეობით თუ 2000 ლარი გაქ თოფისთვის ყველაზე ნაღდია დინამოზე მეორადი ევროპული თოფების მაგაზია, იცი რო ნახდია და ხარისხიანი
კარგი თოფი რომ იყიდო 2000 ლარი სულარაა საჭირო დამიჯერე მაგრამ ამის დაჯერება ხალხს ჯერკიდევ უჭირს.............
PREDATOR
ხო ოღონდ ნახმარი იქნება დიდი ალბათობით ნახმარი. აი 2500 კიდე არჩევანიც შეიძლება ფაბარმს ბერეტას და ვინჩესტერს შორის
ნუ ეგ თურქულის შეიძლება მაგ ფასად.
არა და იყო დრო სად ქონდათ მონადირეებს ამდენი არჩევანი. 1 მონადირე 1 იარაღი. მწყერს, იხვს და ღორს ერთ თოფს ესროდნენ. თოფის არჩევა კიდე ეგრე რჩევებით არ ხდება. თოფზე გული უნდა მიგიხტეს და ისე იყიდო.
100 % ხარ რეზიდენტ. ჩემ სტოგერზე ისე ვარ შეყვარებული რამისაა ცოლი ვაეჭვიანო.
წმენდას რომ მოვრჩები ნახევარი საათი ტილოს ვუსვამ გარედან. დიდი ძვირფასი თოფი არაა მაგრამ ისე კარგად მოვირგე და იმდენი ტკბილი მოგონება მაკავშირებს...
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)