თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ იარაღი და მასთან დაკავშირებული თემები _ ლულა რატომ იხაზება? გქონიათ ასეთი შემთხვევა?

პოსტის ავტორი: REZI 444 Oct 20 2013, 22:02

პირველად სტოგერ 2000 ზე შევამჩნიე მკრთალი ზოლები ქრომზე მთელ სიგრძეზე. ვწმენდდი ჩვეულებრივი ზამბარის მაგვარი საწმენდით. დავაბრალე თურქებს. მეორედ შევამჩნიე მოსბერგ 500 ზე იგივე პრობლემა. ეხლა კი რემინგტონ 870 ზეც აღმოვაჩინე.იგივე პრობლემა აქვს ჩემს მეგობარს მოსბერგ 930 ზე. რატომ უნდა დაიხაზოს ლულა საწმენდით? ძალიან თუ არ დააკვირდი არ ეტყობა მაგრამ გამოცდილი თვალი უცებ შეატყობს. თუ გქონიათ ასეთი პრობლემა ვინმეს?

პოსტის ავტორი: sakheli Oct 20 2013, 23:07

რკინის ზამბარით წმეენდ? მემგონი ხშირად არ უნდა რკინის ზამბარა მაგრამ ჩემი მეგობარი სულ მაგით წმენდს და არ მგონია რომ დახაზული იყოს ან შეიძლება არც ვაკვირდები ეგეთ დეტალს. შალით გაწმნიმდე ბოლოს აბა მერეც თუ შეეტყობა ნახე და გვითხარი..

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Oct 20 2013, 23:11

ეგ ხაზები არის საფანტის კვალი როდესაც თოფის გასროლისას საფანტი ეხახუნება ლულას საფანტის კედლებიდან შრევდება თხელი ფენა და ეკრობა ლულის შიდა კედლებს, აუცილებლად უნდა მოარიდოთ ეს ფენა, ადვილად სცილდება რბილი ჯაგრისით ლატუნის წვრილი ჯაგრისია სპეციალური ან სპეციალური ლულის საწმენდი ზამბარით.

პოსტის ავტორი: sakheli Oct 20 2013, 23:16

თუ ტყვიის ნადებია დაგრეხილი ზამბარა გაატარაე და გამოყრის რავიცი მე მაგ დროს არ ეგრე ვაკეთებ რამოდენიმეჯერ გავატრებ ბოლომდე და თუ რამე აქვს გამოყრის და მერე ჩვეულებრივ ვწმენდ ჯაგრისით.

პოსტის ავტორი: feroni Oct 20 2013, 23:26

50 თეთრიან ქვაბის სახეხს ვყიდულობ ხოლმე და ისე გემრიელად აპრიალებს, რომ კმაყოფილი ვარ.

პოსტის ავტორი: REZI 444 Oct 20 2013, 23:28

newsmile058.gif რიგით მეშვიდე გლუვლულიანია ჩემს ხელში რემინგტონ 870ი, საფანტის კვალს და დახაზულ ლულას კარგად ვარჩევ. მაგ დაგრეხილი ზამბარით ვწმენდ ზუსტად newsmile05.gif

პოსტის ავტორი: sakheli Oct 20 2013, 23:39

ციტატა(feroni @ Oct 21 2013, 00:26) *
50 თეთრიან ქვაბის სახეხს ვყიდულობ ხოლმე და ისე გემრიელად აპრიალებს, რომ კმაყოფილი ვარ.

კი ეგ მეც მითხრეს არც ხაზავსო კარგი რამეა იაფადაც გამოდიხარ და რამე.

ციტატა(REZI 444 @ Oct 21 2013, 00:28) *
newsmile058.gif რიგით მეშვიდე გლუვლულიანია ჩემს ხელში რემინგტონ 870ი, საფანტის კვალს და დახაზულ ლულას კარგად ვარჩევ. მაგ დაგრეხილი ზამბარით ვწმენდ ზუსტად newsmile05.gif

აბა რა არის იქნებ სურათის გადაღება მოახერხო და დადო მეც დამაინტერესდა თურქულების ბრალი თუ არის მაშინ გამოცნდება ისეთი ვისაც თურქული თოფი აქვს და იქნებ ისიც დააკვირდეს ან სად შეიძინე დავიჯერო რომელ მაგაზიაშიც შენ შეიძინე ფორუმელებს არ აქვთ იქ შეძენილი? სხვასაც უნდა ქონდეს ხომ იგივე შემტხვევა თუ შენი თოფს ემართება მარტო არ ვიცი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: REZI 444 Oct 20 2013, 23:39

ციტატა(sakheli @ Oct 21 2013, 00:35) *
კი ეგ მეც მითხრეს არც ხაზავსო კარგი რამეა იაფადაც გამოდიხარ და რამე.

გასაგებია რომ ეგ არ ხაზავს, მაგრამ საერთოდ რატომ უნდა დახაზოს საწმენდდმა ლულა? თან სუპერ მაგნუმი და თან ფოლადის საფანტზე გათვლილი? ერთ თოფზე რომ ყოფილიყო პრობლემა სხვა საქმეა

პოსტის ავტორი: sakheli Oct 20 2013, 23:43

ციტატა(feroni @ Oct 21 2013, 00:26) *
50 თეთრიან ქვაბის სახეხს ვყიდულობ ხოლმე და ისე გემრიელად აპრიალებს, რომ კმაყოფილი ვარ.

რომელ ქვაბის სახეხს ყიდულობ ყველაზე რბილი რომ არის თუ რომელია მე ყველაზე რბილი რომელიც არის ის მითხრეს და შენ რომელს იყენებ?

ციტატა(REZI 444 @ Oct 21 2013, 00:39) *
გასაგებია რომ ეგ არ ხაზავს, მაგრამ საერთოდ რატომ უნდა დახაზოს საწმენდდმა ლულა? თან სუპერ მაგნუმი და თან ფოლადის საფანტზე გათვლილი? ერთ თოფზე რომ ყოფილიყო პრობლემა სხვა საქმეა

საერტოდ ფოლადის დაგრეხილი ზამბარა უნდა ჯობდეს იდეაში მაგრამ ვერცხლის ფერს უფრო აქებენ და კმაყოფილები არიან შედარებით. ხარისხსზეა ყველაფერი ალბათ რა იცი რა ხარისხია არ ვიცი მაგას ვერ გეტყვი რატომ უნდა ხაზავდეს წესიტ და რიგით არ უნდა ხაზავდეს მე ძველი საბჭოური ჯაგრისით ვხეხავ ლულებს.

პოსტის ავტორი: feroni Oct 20 2013, 23:43

ციტატა(sakheli @ 21st October 2013 - 00:40) *
ყველაზე რბილი რომელიც არის ის მითხრეს

ეგ არის ეგ

პოსტის ავტორი: REZI 444 Oct 20 2013, 23:46

ციტატა(sakheli @ Oct 21 2013, 00:39) *
კი ეგ მეც მითხრეს არც ხაზავსო კარგი რამეა იაფადაც გამოდიხარ და რამე.


აბა რა არის იქნებ სურათის გადაღება მოახერხო და დადო მეც დამაინტერესდა თურქულების ბრალი თუ არის მაშინ გამოცნდება ისეთი ვისაც თურქული თოფი აქვს და იქნებ ისიც დააკვირდეს ან სად შეიძინე დავიჯერო რომელ მაგაზიაშიც შენ შეიძინე ფორუმელებს არ აქვთ იქ შეძენილი? სხვასაც უნდა ქონდეს ხომ იგივე შემტხვევა თუ შენი თოფს ემართება მარტო არ ვიცი newsmile05.gif

ადრე წერდა მსგავს პრობლემაზე ვიგაც ამ ფორუმზე, ვეგარ ვიპოვე. სურათს რაც შეეხება არ გამოჩნდება, თუ ძალიან არ დააკვირდი არ ეტყობა

პოსტის ავტორი: ალთაზარ Oct 20 2013, 23:47

ვერ გავიგე ვერაფერი ქვაბის სახეხის სახეობებზე და ხარისხზე გვაქვს საუბარი თუ კერძოდ პრობლემაზე რომელიც აწუხებს თემის ავტორს?


თემატურად პოსტეთ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: REZI 444 Oct 20 2013, 23:49

ციტატა(sakheli @ 21st October 2013 - 00:43) *
საერტოდ ფოლადის დაგრეხილი ზამბარა უნდა ჯობდეს იდეაში

კი იდეალურად წმენდს ლულას. თუ არ ჩავთვლით ამ პრობლემას ჩემს შემთხვევაში

პოსტის ავტორი: feroni Oct 20 2013, 23:54

ალთაზარ
პრობლემაც ცოტა აბსტრაქტულია, ვიზუალი ჭირდება
თუ "ნაგარია" მაშინ ის ვურჩიე რასაც მე ვხმარობ, სხვათაშორის ფაბარმ xlr5-აც ჩაუტარე ეგ პროცედურა, იმ უხარისხო ზამბარებს ისევ ეგ მირჩევნია.
ტრიბორიო და არიქა მარტო ერთ მხარეს წმინდეო, არადა გლეხური მუჩენიები ჩაუტარე და ბზინავს ოხერი D.gif D.gif

პოსტის ავტორი: REZI 444 Oct 21 2013, 00:01

ციტატა(feroni @ 21st October 2013 - 00:54) *
პრობლემაც ცოტა აბსტრაქტულია, ვიზუალი ჭირდება

სურათში არ გამოჩნდებათქო, და ლაივში თუ ვინმეს ექნება სურვილი ვაჩვენებ

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Oct 21 2013, 00:51

REZI 444
ეგ სახეხი ზამბარა ცოტა სუსტია. მაგრამ დაკვირვებისთვის გამოგადგება. იატაკზე დადე თეთრი თაბახის ფურცელი.. ზედ დაადე ლულა წვერით და ისე ჩაატარე ეგ ზამბარა. თუ ფურცელზე ჩეამჩნევ მბრჭყვინავ ნაწილალებს..ესეიგი ტყვიაა და რთულად ცილდება. მაგ შემთხვევაში ძველებური სახეხი დაგჭირდება. საკმაოდ უხეშია..მაგრამ კარგად აცილებს ტყვიის ნაგლესს და ლულას არ აფუჭებს. მე მაინც ტყვია მგონია მილესილი. ეგრე ერთბაშად რავა ყველა თოფი გადაირეოდა.

პოსტის ავტორი: REZI 444 Oct 21 2013, 01:27

ციტატა(ლეონ-ბლექი @ Oct 21 2013, 01:51) *
REZI 444
ეგ სახეხი ზამბარა ცოტა სუსტია. მაგრამ დაკვირვებისთვის გამოგადგება. იატაკზე დადე თეთრი თაბახის ფურცელი.. ზედ დაადე ლულა წვერით და ისე ჩაატარე ეგ ზამბარა. თუ ფურცელზე ჩეამჩნევ მბრჭყვინავ ნაწილალებს..ესეიგი ტყვიაა და რთულად ცილდება. მაგ შემთხვევაში ძველებური სახეხი დაგჭირდება. საკმაოდ უხეშია..მაგრამ კარგად აცილებს ტყვიის ნაგლესს და ლულას არ აფუჭებს. მე მაინც ტყვია მგონია მილესილი. ეგრე ერთბაშად რავა ყველა თოფი გადაირეოდა.

ბევრი არ აქვს. რემინგტონის შემთხვევაში მხოლოდ ორი ზოლია. ეხლა არ შემიმჩნევია. რაც აღმოვაჩინე მის მერე მინიმუმ 5 ჯერ მაქვს თოფი ნახმარი და ამდენჯერვე გაწმენდილი. არ შეიძლება სულ ის ორი ზოლი რჩებოდეს და დანარჩენი იდეალურად იწმინდებოდეს.

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Oct 21 2013, 02:49

REZI 444
ესეიგი ქრომირებაში მოიკოჭლებენ თურქები. მაშინ საბჭოური თოფი იყიდე. მრავალი წელი უძლებს ქრომი. ან სულაც ევროპული. საერთოდ არ აქვს ქრომი და კიდე უფრო ადვილი მოსავლელია.

პოსტის ავტორი: Bone Oct 21 2013, 05:04

ლეონ-ბლექი
ქრომის მოვლა არ უნდა გამიჭირდეს, რავიცი.....ზოგადად თოფის ლულების მოვლა მსიამოვნებს კიდევაც და ფრთხილად ვუვლი

მე შემხვდა სწორედ ეგ საბჭოთა წარმოების "იჟი" ბევრი, ბევრი მარჩიელობის შემდეგ მე და ბ.ნ. ოთარი მივედით დასკვნამდე რომ უხარისხო ქრომი იყო უბრალოდ.......

პოსტის ავტორი: REZI 444 Oct 21 2013, 10:14

ციტატა(ლეონ-ბლექი @ Oct 21 2013, 03:49) *
REZI 444
ესეიგი ქრომირებაში მოიკოჭლებენ თურქები. მაშინ საბჭოური თოფი იყიდე. მრავალი წელი უძლებს ქრომი. ან სულაც ევროპული. საერთოდ არ აქვს ქრომი და კიდე უფრო ადვილი მოსავლელია.

მოსბერგ 500 და რემინგტონ 870 არც თურქულია და არც ქრომი აქვს newsmile058.gif მაგრამ ....

პოსტის ავტორი: sakheli Oct 21 2013, 13:11

ციტატა(REZI 444 @ Oct 21 2013, 11:14) *
მოსბერგ 500 და რემინგტონ 870 არც თურქულია და არც ქრომი აქვს newsmile058.gif მაგრამ ....

რომელიმე სპეციალისტს რომ აჩვენო მაშინ ჯობია. ისე ფორუმელებიც არიან ბევრი კარგი მცოდნე და რომ აჩვენო უფრო კარგადგეტყვიან ესე ზეპირად ვერ გაარკვევ.

პოსტის ავტორი: გოგიტა Oct 21 2013, 14:32

სტოგერი 2000 მაქვს 3 წელია, 1000 ვაზნა მაინც მექნება გასროლილი, არანაირი ხაზები არ შემიმჩნევია.
მეც ქვაბის სახეხით ვწმენდ, როდესაც ნაგარს შევამჩნევ.

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Oct 21 2013, 19:09

REZI 444
საფანტი ესმევა. ალბატ მაგ ზოლებზე უფრო საფუზვლიანად არის მილესილი და შერჩა. მაინც სინჯე უხეში საბჭოური რკინის ჯაგრისით.

ციტატა(niko @ 21st October 2013 - 07:04) *
მე შემხვდა სწორედ ეგ საბჭოთა წარმოების "იჟი" ბევრი, ბევრი მარჩიელობის შემდეგ მე და ბ.ნ. ოთარი მივედით დასკვნამდე რომ უხარისხო ქრომი იყო უბრალოდ.......

მეც უამრავი მაქვს ნანახი და გამოწმენდის მერე ნაკაწრის ნატამალი არ დარჩენილა შიგნით. მარტო 1 თოფი ვიცი.. დაკაწრული რომ აქვს ლულები..მაგრამ ისიც ვიცი მაგისი მფლობელი რასაც ისროდა და უშვებოდა მაგ თოფს. ყველა სხვა თოფი სულს განუტევებდა იგივე მდგომარეობაში. ისე ყველაფერი გამოდგომაზეა. შეიძლება ასეთიც ნახო და ისეთიც.

პოსტის ავტორი: marco-polo Oct 21 2013, 19:59

REZI 444 განაგლესი იქნება ნამდვილად, HOPPE'S სოლვენტი იყიდე მაგნუმში და იმით გაწმინდე როგორც წესია,დარწმუნებული ვარ მოშორდება

პოსტის ავტორი: game 91 Oct 22 2013, 10:37

ჩემს ჰუგლუზეც ეგლისება ხოლმე ხშირად მასეთები, განსაკუთრებით 10-11 ნომერის სროლისას.
ვწმენდ ხოლმე მაგნუში ნაყიდი, სამიანი კომპლექტის, სეტკით, თავიდან არაუშავდა მაგრამ მერე დაწვრილდა და ახლა ისეა რო 16 კალიბრში ისეთივე მჭიდროდ გადის როგორც თავიდან იყო 12 კალიბრში. ახალი არ მიყიდია და გადავწყვიტე ლულის წმენდისას ერთ ასმაზე ცალი მხარე ხელის დაწოლით მაგრად მიმეჭირა ლულის ერთ მხარეს, მაგრამ ხაზები მაინც აქვს. ახლა ლატუნის სეტკა ვიყიდე ახალი და მაგით ალბად მოშორდება.
ხო ბალისტოლი მაქვს და არ ვარ მაინდამაინც კმაყოფილი, რამე ძლიერი ხსნარი უნდა რომ ორი-სამი გასმით მოცილდეს.

პოსტის ავტორი: feroni Oct 22 2013, 11:09

ასეთი რამე სინჯეთ, ამერიკელების თითქმის უმრავლესობა ამას ხმარობს, "ედის წითელს" უძახიან
1:1:1 პროპორციით შეაზავეთ ერთმანეთთან
გადაცემათა კოლოფის ზეთი (წითელი ფერის არის)
აცეტონი
ნავთი (კერასინკა, ადრე ლამპებში და ტურბოებში რომ ვხმარობდით) ოღონდ კარგი ხარისხის უნდა იყოს!

გამოცდილი მაქვს მაგრად მუშაობს newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Oct 22 2013, 14:43

ახალი ლითონის სახეხები..ღირს 5 ლარი ბაზრობაზე. ძველი და უხეში ჯაგრისი(კომუნისტების დროინდელი) ღირს 25 ლარი და არც იშივნება. იცით რატომ?.. ის მართლა აცლის და საქმეს აკეთებს. ეს ახლები კი არ მუშაობს როგორც საჭიროა. მარტო დენტის ნამწვს აშორებს წარმატებით. არვიცი ახალი საშუალებები როგორ მუშაობს..მაგრამ ის ჯაგრისი მაგარი წარმატებული რომ არის ის ვიცი ნამდვილად. ტყვიივს გაგლესის კვალს არ ტოვებს ლულაში. სამწუხაროდ აღარ მაქვს(სხვას ვაჩუქე) თორემ ჩავუტარებდი მაგ ლულას და გამოჩნდებოდა ყველაფერი.

პოსტის ავტორი: sakheli Oct 22 2013, 23:39

ციტატა(ლეონ-ბლექი @ Oct 22 2013, 15:43) *
ახალი ლითონის სახეხები..ღირს 5 ლარი ბაზრობაზე. ძველი და უხეში ჯაგრისი(კომუნისტების დროინდელი) ღირს 25 ლარი და არც იშივნება. იცით რატომ?.. ის მართლა აცლის და საქმეს აკეთებს. ეს ახლები კი არ მუშაობს როგორც საჭიროა. მარტო დენტის ნამწვს აშორებს წარმატებით. არვიცი ახალი საშუალებები როგორ მუშაობს..მაგრამ ის ჯაგრისი მაგარი წარმატებული რომ არის ის ვიცი ნამდვილად. ტყვიივს გაგლესის კვალს არ ტოვებს ლულაში. სამწუხაროდ აღარ მაქვს(სხვას ვაჩუქე) თორემ ჩავუტარებდი მაგ ლულას და გამოჩნდებოდა ყველაფერი.

მართალი ხარ ლევან მართლაც უხარისხოებია ერთი გავატარე და დაიბრიცა ეგრევე ხელით ვასწორებდი newsmile05.gif ძველი ჯობია ხარისხიანია და საქმესა აკეთებს. დიღომში რომ ბაზრობაა მანდ არ ექნებათ ნეტავ ხომ არ შეგიმცნევია თუ ყოფილხარ?

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Oct 23 2013, 00:18

ციტატა(sakheli @ 23rd October 2013 - 01:39) *
მანდ არ ექნებათ ნეტავ ხომ არ შეგიმცნევია

აქვთ ხოლმე. მაგრამ არც ისე ხშირად. 2-3 კვირის წინ ვნახე რომ ქონდათ 12 კალიბრის. 25 ლარს ფეხი არ მოუცვალა.

პოსტის ავტორი: gumbera Oct 23 2013, 00:43

450 gavisrole chems fabarmshi da naxazebic aqvs da wertilebic,arada italielebi ( da aramarto italielebi) tavs iklaven saswauli lula aqvso,rkinis sapantio, esao isao,aperistebi arian eg xalxi da meti araperi.)xolo kalapots romelic titaniumitaa daparuli cvetis aranairi kvali ar emchneva,ver vxvdebi prosto lula ase male rato daexaza,albat arvarga salule poladi da egaa ra da kidev garedan sadac ceviostanaa lula shexebashi im adgilebshidac gauchnda patar patara amonamtvrevebi,modi da amis mere daijere rom es tofi poladis sapantis sasroladaa gatvlili.))) arada lulaze aweria garedan

პოსტის ავტორი: jagermeister Oct 23 2013, 00:50

ციტატა(gumbera @ Oct 23 2013, 01:43) *
450 gavisrole chems fabarmshi da naxazebic aqvs da wertilebic,arada italielebi ( da aramarto italielebi) tavs iklaven saswauli lula aqvso,rkinis sapantio, esao isao,aperistebi arian eg xalxi da meti araperi.)xolo kalapots romelic titaniumitaa daparuli cvetis aranairi kvali ar emchneva,ver vxvdebi prosto lula ase male rato daexaza,albat arvarga salule poladi da egaa ra da kidev garedan sadac ceviostanaa lula shexebashi im adgilebshidac gauchnda patar patara amonamtvrevebi,modi da amis mere daijere rom es tofi poladis sapantis sasroladaa gatvlili.))) arada lulaze aweria garedan

გაწმენდა უნდა ლულას, თავისით ხო არ გაიწმინდება newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Oct 23 2013, 01:26

gumbera
იტალიური ლულა არ ნიშნავს..რომ კოროზიას არ ექვემდებარება. რკინა ყველგან რკინაა და თუ განსაკუთრებულ მინარევებს არ შეიცავს ჩვეულებრივად ჟანგდება. მითუმეტეს ტუ გავითვალისწინებთ..რომ ეს იტალიური თოფები რაც ჩვენთან იყიდება..სულაც არ არიან ძვირფასი თოფები. აქ გვეძვირფასება ფასიდან გამომდინარე...თორემ იქაურებისთვის ჩვეულებრივი და იაფიანი საქონელია. იტალიაშიც და დანარჩენ ევროპაშიც... მართლა კარგი თოფი სულ სხვა ფასი ღირს. მაგალითად ივო ფაბრი. 100 000 ევრო. ლებო. 15 000 ევროდან ზემოთ. მოლედ.. იქ..500-1500 ევროიანი თოფი.. რიგით საბრაგუნო თოფად ითვლება. არც მოეთხოვება ბევრი.

პოსტის ავტორი: jagermeister Oct 23 2013, 02:04

ციტატა(ლეონ-ბლექი @ Oct 23 2013, 02:26) *
gumbera
რკინა ყველგან რკინაა

ლევან ბატონო, ეგ არი newsmile05.gif მოვლა უნდა newsmile05.gif გაწმენდა

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)