თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ იარაღი და მასთან დაკავშირებული თემები _ რა თოფია?

პოსტის ავტორი: _ბექა_ Sep 15 2010, 11:53

http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/

პოსტის ავტორი: sekreta Sep 15 2010, 11:57

ტოზ ია მაგრამ რომელი არ ვიცი ჩემო ძმაო უფრო კვალიფიციური ხალხიც არის აქ და ისენი გეტყვიან

პოსტის ავტორი: _ბექა_ Sep 15 2010, 12:23

ციტატა(sekreta @ Sep 15 2010, 12:57) *
ტოზ ია მაგრამ რომელი არ ვიცი ჩემო ძმაო უფრო კვალიფიციური ხალხიც არის აქ და ისენი გეტყვიან


დიდი იმედი მაქვს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Sep 15 2010, 12:28

sekreta
ehh.gif
_ბექა_
პირველ ყოვლისა მოგესალმები და აი ეს ნახე http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=15&st=2235&start=2235

არავიტარი ტოზი და საერთოდ რუსეთიდან რამდენიმე ათას კილომეტრზეა.
ფრანგული ან აღმოსავლეთ ევროპულია რაღაცა, XIX საუკუნის მიწურლსაა დამზადებული.

ფოტოები გადაუღე ყვეეეეელა წარწერას რასაც კი ნახავ და იმავე ხარისხის(ანუ კარგი) ფოტოები დადე

პოსტის ავტორი: _ბექა_ Sep 15 2010, 12:44

გადმოცემით ვიცი რომ ბელგიურია, აქვს დამღებიც მაგრამ ვერსად ვერ ვიპოვე მსგავსი მწარმოებლის დამღა, სურათებს გადავუღებ და დავდებ, და იქნებ ავხადოთ ფარდა ამ თოფის ისტორიას newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Sep 15 2010, 12:52

_ბექა_
ნებისმიერეი წარწერა რაც კი სადმე გააჩნია დაასურათე !

პოსტის ავტორი: ლევანი Sep 15 2010, 13:54

sekreta
მომეწონა შენი დასკვნა. newsmile035.gif newsmile035.gif
_ბექა_
მართალია ბონე....თუ დამღების სურათები არ იქნა...ვერაფერი დადგინდება...ისე კი მაგ სისტემის(გვერდითი დაფების მოყვანილობა) ბელგიურებიც მინახავს....ფრანგულიც და ინგლისურებიც(მათ შორის პერდე და ჰოლანდი) ის ეგ ტოფი...ბელგიურს გავს(გრავირების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ) მაგრამ......რაიმე განსაკუთრებული არ უნდა იყოს...ჩეულებრივი..მარტივი გრავირება აქვს. ისე წრწერებს და დამღიბს თუ გვაჩვენებ....ზუსტად გეტყვით.

პოსტის ავტორი: _ბექა_ Sep 15 2010, 16:10

http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/

პოსტის ავტორი: Bonehill Sep 15 2010, 16:32

ეგრეც ვიცოდი newsmile05.gif

ავსტრია. ქალაქი ფელრახი
1924 წელი
წაშლილი წარწერა ნიშნავს Nicht für Kugel ანუ ტყვიის სასროლად გამოსადექი არაა ! ! ! .
ლულების შოკები არ გაძლევს საშუალებას ისროლო """"ჟაკანი""""

მშვენიერი თოფია newsmile027.gif

პოსტის ავტორი: _ბექა_ Sep 15 2010, 16:39

ციტატა(Bonehill @ Sep 15 2010, 17:32) *
ეგრეც ვიცოდი newsmile05.gif

ავსტრია. ქალაქი ფელრახი
1924 წელი
წაშლილი წარწერა ნიშნავს Nicht für Kugel ანუ ტყვიის სასროლად გამოსადექი არაა ! ! ! .
ლულების შოკები არ გაძლევს საშუალებას ისროლო """"ჟაკანი""""

მშვენიერი თოფია newsmile027.gif


მწარმოებელი რა ფირმაა, ანუ თოფს რა ქვია? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Sep 15 2010, 16:53

_ბექა_
მაგის გარკვევა შეუძლებელია. იმ დროისთვის საქართველოში რამდენი დუქანიც იყო იმდენი სახელოსნო და ფირმა იყო მაგათთან newsmile090.gif
მართლა სეუძლებელია.
ავსტრიული გარეჩახმახიანი თოფი newsmile05.gif

იქნებ სხვა წარწერა აქვს კარგად ნახე აბა

პოსტის ავტორი: ლევანი Sep 15 2010, 17:42

რამე ინიციალიბი ხომ არ აქვს??? მაგითი შეიძლება ოსტატის მიგნება...რადგან არ აწერია რაიმე ცნობილი ბრენდის სახელი....ესეიგი რომელიმე შტუჩნიკია.

პოსტის ავტორი: Bonehill Sep 15 2010, 19:19

ლევანი
მართალი ხარ

პოსტის ავტორი: _ბექა_ Sep 15 2010, 23:08

ძალიან საინტერესოა newsmile05.gif ინიციალებს სამწუხაროდ ვერ მივაგენი :(
სავარაუდოდ ფასი რა იქნება ამ თოფის? (ლულები ნორმალურ მდგომარეობაშია)
უღრმესი მადლობა ყურადღებისათვის newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Sep 15 2010, 23:38

_ბექა_
ფასზე საუბარი ცოტა რთულია ამ გადასახედიდან.... ეგ ბევრ რამეზეა დამოკიდებული....მაგრამ ზოგად მდგომარეობას თუ შევხედავთ....არ არი ძვირიანი თოფი. ძვირფას თოფებს...თავისი დამახასიათებალი ნიუანსები აქვთ....მაგ თოფს...სამწუხაროდ არცერთი არ აქვს. თან არც მდგომარეობა უნდა ქონდეს იდეალურად შემონახულის. ამ დროს....ვისაც ჩახმახიანით ნადირობა ემუღამება(ეგეთებიც საკმაოდ არიან..მეც მათ შორის) შეიძლება საკმაოდ კარგი სანადირო იარაღი იყოს.

პოსტის ავტორი: _ბექა_ Sep 16 2010, 09:45

ციტატა(Bonehill @ Sep 15 2010, 17:32) *
ეგრეც ვიცოდი newsmile05.gif

ავსტრია. ქალაქი ფელრახი
1924 წელი
წაშლილი წარწერა ნიშნავს Nicht für Kugel ანუ ტყვიის სასროლად გამოსადექი არაა ! ! ! .
ლულების შოკები არ გაძლევს საშუალებას ისროლო """"ჟაკანი""""

მშვენიერი თოფია newsmile027.gif


ქალაქს ალბათ ფერლახს გულისხმობდი? newsmile05.gif

ლევან
ვაპირებ შედარებით თანამედროვე თოფის შეძენას და შესაბამისად შეიძლება გასხვისება მომიხდეს ამ თოფის, მაგრამ ესე ბრმად ძნელია რამეზე იფიქრო კაცმა. თავის დროზე ეს თოფი პაპაჩემმა ნარდში მოიგო (მჟავანაძის დაცვის უფროსი იყო და უყვარდა ნარდი და იარაღები newsmile090.gif

პოსტის ავტორი: შუკა Sep 16 2010, 10:03

ეგ თოფი ოჯახის რელიქვია ყოფილა..
პაპაჩემს ეგეთი თოფი რომ დაეტოვებინა არ გავყიდიდი..
ashh.gif

პოსტის ავტორი: Davitus Sep 16 2010, 10:12

შუკა

+10000



პოსტის ავტორი: _ბექა_ Sep 16 2010, 10:25

ციტატა(შუკა @ Sep 16 2010, 11:03) *
ეგ თოფი ოჯახის რელიქვია ყოფილა..
პაპაჩემს ეგეთი თოფი რომ დაეტოვებინა არ გავყიდიდი..
ashh.gif


მართალი ხარ newsmile05.gif მაგრამ ყველაფერი ფარდობითია... მე რელიქვიას ვეძახი 1969 წელში გამოშვებულ გაზ 21-ს რომელიც მჟავანაძემ აჩუქა პაპაჩემს (ე.წ. "ტაოტიანი" ) newsmile05.gif , რომელიც დღემდე ქარხნული ნაწილებითაა დაკომპლექტებული newsmile05.gif თუმცა გასაყიდად მართლა მენანება თოფი...

ჰო კინაღამ სულ დამავიწყდა, თოფზე აღმოვაჩინე ადგილი სადაც სავარაუდოდ რაღაც უნდა ეწეროს მაგრამ არაფერი არ აწერია, ძალიან გავს სხვა თოფის სურათზე აღნიშნულ ადგილს
http://pix.ge/

პოსტის ავტორი: Bonehill Sep 16 2010, 11:01

ეგეც შენი ოსტატი და ქალაქი

პოსტის ავტორი: ლევანი Sep 16 2010, 23:43

მაგ თოფის ოსტატის რქმევია ფრანც ზოდია(გვარი თუსწორად მახსოვს) საკმაოდ კარგი ხელოსანი ყოფილა.... ქალაქ ფერლახის მეიარაღეებს შორის.. მეწინავეთა რიგებში მოიაზრებოდა(ფერლახში..მორე-მესამე ხელოსნად ითვლებოდა) საკმაო რაოდენობით იარაღს აწარმოებდა....სხვადასხვა დონისას... ხოდა ეგ თოფი....საკმაოდ ცნობილი ხელოსნის ნახელავია...მაგრამ არა მაღალი კატეგორიის.

პოსტის ავტორი: Danelli Mar 22 2011, 13:24

ბიჭებო მცოდნეებო, დღეს მეგობარმა მაჩუქა 16 ყალიბის, თავისი ბაბუის ნაქონი ძველი თოფი. არანაირი "შატკა" არააქვს, მაგრამ პატარ-პატარა (უმნიშვნელო) "რაკოვინები" კი აქვს. რაც მთავარია ვერსად ვერ ვნახე რომელი მოდელია, ანუ არსად არ აწერია... ნუ გაფორმებისას (ქე იცით თქვენ) რას ჩამიწერენ საბუთში ღმერთმა იცის .....
ძმებო იქნება და იცნოთ იერზე ან და დამღებით მიხვდეთ ??????? მადლობა წინასწარ

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: შუკა Mar 22 2011, 13:36

გარეჩახმახებიანი ტოზია 16 კალიბრი.. მგონი ესეა.. newsmile05.gif

დავით გილოცავ!!! კაი საჩუქარია!! სერიოზული ჭრა-მიტანა აქვს მაგ თოფებს newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: Danelli Mar 22 2011, 13:42

გაიხარე ნიკუშ, ესეიგი კარგი თოფია ხომ ? მართლა არ ვიცოდი ამ მოდელის შესახებ არაფერი. ცოტა მისახედია, ანუ კონდახ/ცევიო მცირე რესტავრაციას საჭიროებს, და 16-ყალ. ხომ საერთოდ არ მქონია არასდროს.

პოსტის ავტორი: Bonehill Mar 22 2011, 14:08

Danelli
კაი საჩუქარი გაუკეთებიათ newsmile035.gif newsmile035.gif newsmile045.gif

ტოზ 66 -ია სურათებიდან როგორც ჩანს თითქმის უხმარია, მშვიდობაში newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Danelli Mar 22 2011, 15:49

Bonehill, დიდი მადლობა ჯიგარო !!!

პოსტის ავტორი: dato6 Mar 22 2011, 17:13

ტოზია ზუსტად ეგეთი მეც გავაჩუქე.

პოსტის ავტორი: ტყიური Mar 22 2011, 20:46

ციტატა(Danelli @ Mar 22 2011, 14:42) *
გაიხარე ნიკუშ, ესეიგი კარგი თოფია ხომ ? მართლა არ ვიცოდი ამ მოდელის შესახებ არაფერი. ცოტა მისახედია, ანუ კონდახ/ცევიო მცირე რესტავრაციას საჭიროებს, და 16-ყალ. ხომ საერთოდ არ მქონია არასდროს.



ზუსტად ეგეთია ჩემი თოფიც, ოღონდ 1966 წლის გამოშვება განსხვავებული გრავირებით.

შენი თოფი საცალო TOZ-66-ია (ჩახმახებზე სწორი ხაზებით), სადა შესრულებით.
ასეთი პასუხები მივიღე რუსული და უკრაინული სხვადასხვა საიტებიდან.

ბევრ ფირმა თოფს უკან ჩამოიტოვებს, ისეთი ჭრა და მიტანა აქვს, მსუბუქია და უტყუარი!

გილოცავ შენაძენს!

საუცხოო მეგობარი შეგმატებია !!!

პოსტის ავტორი: Danelli Mar 22 2011, 21:01

ტყიური, დიდი მადლობა ეგეთი ენერგიით აღსავსე პოსტ/მოლოცვისთვის... გაიხარე ძამიკო... newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Mar 22 2011, 21:53

კარგი თოფია გილოცავ მეც მაქვე ანალოგიური ბაბუაჩემის ნაქონი ტოზ-66 და მშვენივრად ვნადირობ მწყერზე განსაკუთრებით

პოსტის ავტორი: Davitus Mar 23 2011, 01:17

Danelli

გილოცავ, შენახული ტოზ 66 ია, ჩოკი-ნახევრადჩოკის კომბინაციით... ძალიან კარგი ლულები აქვს მაგ ტოზებს... გადაფორმების დდროს რა ცაწერეს თუ საიდუმლო არ არის newsmile05.gif

სულ წარმატებულ ნადირობაში გამოგეყენებინოს

პოსტის ავტორი: Danelli Mar 23 2011, 08:06

გაიხარე Davitus, კი შენახული თოფია, გუშინ 2 საათი ვწმინდე (არ გაწმენდილა ბოლო 16 წლის განმავლ.) და "ვროდე" ყველაფერი მუშაობს.

პოსტის ავტორი: GELGURU May 7 2012, 20:58

მოგესალმებით. თუ არსებობს ეგეთი სახელწოდების თოფი ,,EMIL DIEMB"? (იარაღის სარეგისტრაციო მოწმობაში ასე წერია). თოფს კი რეალურად ზაუერის დამღები აქვს ლულებზე ზემოდან აწერია EMIL DIEMB.

პოსტის ავტორი: Bonehill May 7 2012, 21:05

კი შეიძლება თოფი იყოს ასეთი სახელით.
ზულელი ოსტატი იყო EMIL DIEMB

პოსტის ავტორი: GELGURU May 7 2012, 21:11

ჰო მაგრამ მოდელი ხომ ზაუერია?

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა May 7 2012, 21:31

GELGURU
სურათებს არ გვანახებ?
დამაინტერესა

პოსტის ავტორი: Bonehill May 7 2012, 21:34

ციტატა(MAQSIMUSA2 @ 7th May 2012 - 22:31) *
სურათებს არ გვანახებ?

+100000000000
GELGURU
ზაუერის მოდელის თოფი არაფრით არ შეიძლება იყოს.

პოსტის ავტორი: GELGURU May 8 2012, 07:19

სამწუხაროდ ფოტოები არმაქვს:-( (თანმაშრომელს უნდოდა ეყიდა და სანახავად წავყევი ერთ-ერთ სოფელში). თოფს კალოდკაზე ორივე მხარეს ეწერა ,,ს" (თავზე გვირგვინით), ,,U" (თავზე გვირგვინით), ეწერა NIტრო. ციფრი 451 (რაც ჩემი აზრით გამოშვების თვეს და წელს უნდა ნიშნავდეს) და კნომკის უკან მოწევისა ჩანდა დიდი ,,ს" ლათინურად. ხოლო ზემოდან მარჯვენა ლულაზე წარწერა EMIL DIEMB

პოსტის ავტორი: Bonehill May 8 2012, 07:48

გვირგვინები რომ ეწერა სვარაუდოდ გერმანული დამღებია. დამცველთან S "სეიფს" ანუ მცველს ნიშნავს , ერთი სიტყვიტით სურათების გარეშე შეუძლებელია რამის თქმა დაზუსტებით.

პოსტის ავტორი: ფარეშა May 8 2012, 10:15

GELGURU
ტოფი ნამდვილად გერმანულია,s თავზე გვირგვინით ბოლიანი დენთით გამოცდის დამღაა,მაგრამ არა კალოდკაზე არამედ ლულების ქვეშ დაფაზე უნდა ქონოდა.u თავზე გვირგვინით მზა იარაღს საბოლოო დათვალიერების (კონტროლის) შემდეგ ესმებოდა.nitro უკვამლო დენთით გამოცდის დამღაა,451 გამოშვების თვე და წელი აპრილი 1951წ.s დამცველის უსაფრთხო მდგომარეობა(შემოკლებით სიტყვიდან signer გერმანულად)როგორც წესი გერმანელი მეიარაღეები ფირმის სახელს სამიზნე თამასაზე აწერდნენ.saueri ამ ტოფის აღწერასთან(რაც შენ გიწერია არაფერ შუაშია).

პოსტის ავტორი: xishnika May 15 2012, 21:44

რახან დამღებზე საუბრობთ იქნებ მითხრათ რას ნიშნავს n,u და w თავზე გვირგვინით??

პოსტის ავტორი: hunter777 May 15 2012, 21:46

ციტატა(xishnika @ May 15 2012, 22:44) *
რახან დამღებზე საუბრობთ იქნებ მითხრათ რას ნიშნავს n,u და w თავზე გვირგვინით??



გვირგვინი ბევრნაირი სეიზლება იყო იისე ეგ დამღები ლულების შემოწმების დამღებია ან სალულე ფოლადის უნდა ინახოს ფოტო და ზისტად გეტყვი ზეპირად ვერ დავკონკრეტდები!

პოსტის ავტორი: hunter777 May 15 2012, 21:46

ციტატა(xishnika @ May 15 2012, 22:44) *
რახან დამღებზე საუბრობთ იქნებ მითხრათ რას ნიშნავს n,u და w თავზე გვირგვინით??



გვირგვინი ბევრნაირი სეიზლება იყო იისე ეგ დამღები ლულების შემოწმების დამღებია ან სალულე ფოლადის უნდა ინახოს ფოტო და ზისტად გეტყვი ზეპირად ვერ დავკონკრეტდები!

პოსტის ავტორი: იაშკა May 16 2012, 01:53

ციტატა(xishnika @ May 15 2012, 22:44) *
რახან დამღებზე საუბრობთ იქნებ მითხრათ რას ნიშნავს n,u და w თავზე გვირგვინით??


http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=7524

პოსტის ავტორი: ფარეშა May 17 2012, 13:07

xishnika


n გვირგვინით უბოლო დენთით გამოცდა,u გვირგვინით,მზა იარაღის საბოლაო დათვალიერება(კონტროლი)
w
გვირგინით ლულების ჩოკურ შევიწროებას. ეს დამღები დატანილია გერმანულ თოფებზე.

პოსტის ავტორი: xishnika May 19 2012, 13:19

w გვირგვინიანის ლულის წინა დიამეტრი გაიზომა შტანგელით(ქართულად არ ვიცი რა ქვია შტანგელს newsmile090.gif ) და orive lula 17მილიმეტრია

პოსტის ავტორი: ფარეშა May 19 2012, 15:16

xishnika
ლულა უნდა გაიზომოს სავაზნის მხრიდან 22 სმ ში და რასაც მიიღებ(სავარაუდოდ 18,2 უმრავლესობა გერმანულ თოფებს ასე აქვს)გამოაკლებ მიღებულ 17,0 ს.

პოსტის ავტორი: xishnika May 20 2012, 15:26

ციტატა(ფარეშა @ May 19 2012, 16:16) *
xishnika
ლულა უნდა გაიზომოს სავაზნის მხრიდან 22 სმ ში და რასაც მიიღებ(სავარაუდოდ 18,2 უმრავლესობა გერმანულ თოფებს ასე აქვს)გამოაკლებ მიღებულ 17,0 ს.

ეგრე გაზომვას სპეციალური ხელსაწყო უნდა,ლოგიკურად რო ვიმსჯელოდ თუ 18.2 აქვს გერმანულებს გამოდის რო ორივე ლულა გაძლიერებული 1.2 ჩოკია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანი May 20 2012, 18:00

ციტატა(mengreli @ 20th May 2012 - 17:26) *
ორივე ლულა გაძლიერებული 1.2 ჩოკია

ეგრე გამოდის. ეგ არც თუ ისეთი იშვიათობაა გერმანულებში. ეგ კი არადა ძალიან ხშირად..ლულის შიდა დიამეტრი..საერთოდ 18.1-ც არის ხოლმე. ამიტომ..შეიძლება ცოტა მეტიც იყოს.
ისე რა თოფზეა საუბარი თუ საიდუმლო არ არის??..

პოსტის ავტორი: xishnika May 20 2012, 21:16

ციტატა(ლევანი @ May 20 2012, 19:00) *
ეგრე გამოდის. ეგ არც თუ ისეთი იშვიათობაა
ისე რა თოფზეა საუბარი თუ საიდუმლო არ არის??..

ვოლფზეა საუბარი

პოსტის ავტორი: Zhorika Jun 19 2012, 09:30

გამარჯობა!

ვინმემ იცის ან შეხება ქონია ამ იარაღთან? მაუზერის რომელი მოდელია? რომელ წლებში გამოდიოდა. კალიბრიდან ჩანს რო სანადირო კარაბინია აფრიკისთვის სავარაუდოდ.


http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&product_id=2752432&p=3

პოსტის ავტორი: Bonehill Jun 19 2012, 10:00

Zhorika
ჩემი სფერო არაა არ ვიცი newsmile05.gif

ისე თუ აპირებ მეგობარო, დაგტანჯავს ვაზნა ! უფრო ზუსტად რომ ვტქვა ვერ იშოვი ვერსად.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 19 2012, 10:15

რატომღაც ძალიან მესიმპატიურა

პოსტის ავტორი: Zhorika Jun 19 2012, 10:21



მეც ძალიან მესიმპათიურა თოფიც კალიბრიც და წონაცnewsmile05.gif და მაგიტომ ვიკითხე. ვაზნები ქარავანში არის საკოს ფირმის და მაგნუმში სოვესტრის.

ცოტა მაღალი ფასი აქვს მაგრამ ასატანია. ტირში სიარულს არ ვაპირებ მაგითი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Jun 19 2012, 10:51

Zhorika
ვაა მართლა ? ეგ არც ვიცოდი არც გამიგია... ყოჩაღ შემომტანებს newsmile05.gif

ანუ მომრავლდა მაგ კალიბრი საქართველოში მეტ ნაკლებად რახან შემოიტანეს ვაზნა. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Jun 19 2012, 11:24

მეც ვნახე ეგ ხირიმი დღეს მარკეტზე მაგრად მომეწონა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Zhorika Jun 19 2012, 16:17


ხო ახლო და საშუალო მანძილზე სასროლად გადასარევი რამეა. 300 მეტრამდე იმუშავბს შესანიშნავად და რასაც მოხვდება ხო დიაგნოზიც აღარ უნდაnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: GELGURU Jul 12 2012, 19:17

Birmingham Small Arms Guns

http://postimage.org/image/g4wkgzuej/

http://postimage.org/image/trtzsh5fb/

http://postimage.org/image/m1p6lnob3/

http://postimage.org/image/6tavmd2tt/

რას მეტყვით ამ იარაღზე, რა დონის იარაღია, როგორი ხარისხის, დამღები რასამბობს და ა. შ.

პოსტის ავტორი: hunter777 Jul 12 2012, 21:53

უკეთესი ფოტოები გადაიღე არ ჩანს მეგობარო არაფერი ფაქტიურად რაც გავარჩიე ისაა რომ..


1) თოფია 12 კალიბრის მარცხენა ლულა აქვს ჩოკი ანუ 1,0 მმ შევიწროვებით

2) თოფია ინგლისური ქალაქ ბირმინგემში შემოწმების დამღით

3) თოფი გამოცდილია უბოლო ( ნიტრო) დენთით

4) ჯოზეფ ფლუდის სალულე ფოლადიო თუ რაღაც ეგ აწერია ლდე ლულებზე

5) ლულები მონობლოკია, U.S.A GUNS აწერია თუ ვერ ვარჩევ ლულებს ზემოთა მხრიდან


მეტი ვერაფერი გავარჩიე გაწმენდა უნდა კარგად და გამოჩნდება წარწერები და დამღები უკეთესად

პოსტის ავტორი: ჯეკო Jul 12 2012, 22:10

hunter777
ფოტოებზე დააკლიკე და გაგიდიდებს

პოსტის ავტორი: ლევანი Jul 12 2012, 22:23

GELGURU
რიგითი ინგლისური თოფია(ბირმინჰემის) საკმაოდ რთულ მდგომარეობაში(ეგ რაც გარედან ჩანს) ჩვეულებრივი ენსონდილის სისტემით. კარგი ის არის.რომ ეჟექტორებით არის.

პოსტის ავტორი: GELGURU Jul 13 2012, 07:34

მართლაც რთულ მდგომარეობაშია, მეგობრის არი მამამისის დატოვებულია. თუმცა ინგლისური ხარისხი ემჩნევა მაინც.

ჰო ეჟექტოები არმუშაობს ამჟამად


ციტატა
5) ლულები მონობლოკია, U.S.A GUNS აწერია თუ ვერ ვარჩევ ლულებს ზემოთა მხრიდან


თოფის სახელწოდებაა Birmingham Small Arms შემოკლებით B.S.A ...

ინგლისური დამღები ვერგავარჩიე რას აღნიშნავს......

პოსტის ავტორი: hunter777 Jul 13 2012, 08:35

ციტატა(GELGURU @ Jul 13 2012, 08:34) *
მართლაც რთულ მდგომარეობაშია, მეგობრის არი მამამისის დატოვებულია. თუმცა ინგლისური ხარისხი ემჩნევა მაინც.

ჰო ეჟექტოები არმუშაობს ამჟამად




თოფის სახელწოდებაა Birmingham Small Arms შემოკლებით B.S.A ...

ინგლისური დამღები ვერგავარჩიე რას აღნიშნავს......


დამღები იმას ნიშნავს რომ ბირმინგემსია გამოცდილი უბოლი ნიტრო დენთის მე როგორც ასაწყობი ისევე აწყობილი თოფი ანუ პირველადი და მეორედი დამღები აქვს ზემოთ უკეთესად დავწერე რასაც ნიშნავს ეგ დამღები newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Jul 13 2012, 08:54

ციტატა(GELGURU @ 13th July 2012 - 09:34) *
ინგლისური დამღები ვერგავარჩიე რას აღნიშნავს......

თოფი რომ გადამოწმებულია...მაგისი აღმნიშვნელი დამღები აქვს დარტყმული. ყველა მწარმოებელ ქვეყანას აქვს თითქმის თავისი სადამღო სახლი. ინგლისს აქვს ლონდონში და ბირმინჰემში. საფრანგეთს პარიზში და სანტ-ეტიენში. ბელგიას ლიეჟში და ა..შ... ეგ თოფი..ბირმინჰემშია დადამღული. მაგითია დამოწმებული თოფის კალიბრი... რომელი დენთის გამოყენება შეიძლება და ა..შ.. სულ ეგ არის.
ციტატა(GELGURU @ 13th July 2012 - 09:34) *
თუმცა ინგლისური ხარისხი ემჩნევა მაინც.

კიი..ინგლისელებს ეგ ეხერხებათ. მაგარი ბიჭი იქნებოდა თავის დროზე.

პოსტის ავტორი: xishnika Sep 6 2012, 21:23

ტრიუმფატორი- ეგეთ თოფზე თუ გსმენიათ მეგობრებო?? ბელგიურია როგორც ვიცი,1900 წლამდე გამოშვებული,65იანი სავაზნით

პოსტის ავტორი: xishnika Sep 10 2012, 22:36

სამიზნე თამასაზე ორთავიანი გველეშაპია მოოქროვილი ტავზე გვირგვინით

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Sep 11 2012, 00:27

ციტატა(mengreli @ 6th September 2012 - 23:23) *
ტრიუმფატორი- ეგეთ თოფზე თუ გსმენიათ მეგობრებო?? ბელგიურია როგორც ვიცი,

ნამდვილად არ მსმენია..თუმცა მაგ სახელით ცოტა რთული მისახვედრია თუ ზუსტად არ იცი ვინ ამზადებდა მაგ დასახელებით. მაგალითისთვის დავწერ. ლეპაჟი უშვებდა თოფს..დასახელებით "ფორესტერ".ეგ თოფი ლეპაჟია და არა ფორესტერი. ასევე ზაუერი ამზადებდა "წეროს" და ა..შ.. ეგ სახელი მოდელს ქვია და არა საიარაღო სახლს. კიდევ ექნება რამე წარწერა ან დამღა. სურათებს თუ დადებ.. ნამდვილად აჯობებს. უფრო გაგვიადვილდება ამოცნობა. განსაკუთრებით დამღების და წარწერების სურათებია საინტერესო. ისე.. მაგ ინფორმაციის საფუძველზე..უკვე საინტერესო ჩანს.

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 11 2012, 01:08

ციტატა
За 30 лет производства (1910-1939) фабрика практически не изменила ассортимента выпускаемой продукции, за исключением, может быть, самых дешёвых изделий. Наибольшей популярностью у русских охотников пользовались бескурковки моделей «Колумбия» и «Триумфатор», выгодно отличавшиеся от аналогичных ружей всех прочих бельгийских производителей недорогой ценой, отличным боем и долговечностью (илл. 3 и 4).


http://master-gun.com/tvoyo-ruzhyo/lepazh-buxarina

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Sep 11 2012, 11:13

გიორგი
ხოდა ეგ არის..ლეპაჟი ყოფილა. მაგათ ევასებოდათ გრანდიოზული სახელების მინიჭება მოდელებზე.

პოსტის ავტორი: xishnika Sep 13 2012, 10:24




პოსტის ავტორი: Bonehill Sep 13 2012, 10:25

ეს დამღა არაა, და არც ფრანგულია. უფრო სადღაც უნგრეთ, ჩეხეთ, ავსტრიურლი თოფია

დამღებმა რა დააშავა newsmile045.gif
ისინც მოგვაწოდე ბალიშებზე რაცაა, ქვევიდან

პოსტის ავტორი: xishnika Sep 13 2012, 10:26


პოსტის ავტორი: Bonehill Sep 13 2012, 10:26

არა შევცდი, ბელგიაა !
მაგრამ ეს 18,2 რაღა უბედურებაა. თურქები აკეთებდნენ მასეთ დიამეტრს 90 -იან წლებში D.gif

პოსტის ავტორი: xishnika Sep 13 2012, 10:32

ციტატა(Bonehill @ Sep 13 2012, 11:25) *
ეს დამღა არაა, და არც ფრანგულია. უფრო სადღაც უნგრეთ, ჩეხეთ, ავსტრიურლი თოფია

დამღებმა რა დააშავა newsmile045.gif
ისინც მოგვაწოდე ბალიშებზე რაცაა, ქვევიდან

ეხლავე მეგობარო ავტვირთავ ყველა სურათს

ციტატა(Bonehill @ Sep 13 2012, 11:26) *
არა შევცდი, ბელგიაა !
მაგრამ ეს 18,2 რაღა უბედურებაა. თურქები აკეთებდნენ მასეთ დიამეტრს 90 -იან წლებში D.gif

1890იან წლებში თუ აკეთებდნენ კიდე შეიძლება ამ საქმეში თურქების ჩარევა newsmile090.gif




ამ სურათზე კარგად თუ დააკვირდებით აწერია J.K, SMB ან SMD კარგად არ ჩანს,HPც აწერია ზუსტად ვერ ვიტყვი,ფიფქის დამღაც აქვს

პოსტის ავტორი: hunter777 Sep 13 2012, 10:34

ორივე ლულა გაძლიერებული ჩოკებია სავარაუდოდ ბელგიური, დამღა აქვს ბელგიური ქალაქ ლიეჟიდან შეწყვილებულ ლულებს დამღავდნენ ეგრე ბელგიაში კონკრეტულად ლიეჟში კალიბრი 12 ჩოკური შევიწროვების ამღნიშვნელი დამღებიდან გამომდინარე, ორთავიანი არწივი საიმპერატორო რუსეთის სიმბოლო იყო ასევე იყენებდნენ ჩეხებიც მსგავს სიმბოლიკას. მაგჰრამ აშკარად ბელგიელია და თან არა რიგითი თოფი შეკვეთით მგონია დამზადებული მორთულობა ტუ მაღალი დონისა აქვს მით უმეტეს

პოსტის ავტორი: xishnika Sep 13 2012, 10:42





ციტატა(hunter777 @ Sep 13 2012, 11:34) *
ორივე ლულა გაძლიერებული ჩოკებია სავარაუდოდ ბელგიური, დამღა აქვს ბელგიური ქალაქ ლიეჟიდან შეწყვილებულ ლულებს დამღავდნენ ეგრე ბელგიაში კონკრეტულად ლიეჟში კალიბრი 12 ჩოკური შევიწროვების ამღნიშვნელი დამღებიდან გამომდინარე, ორთავიანი არწივი საიმპერატორო რუსეთის სიმბოლო იყო ასევე იყენებდნენ ჩეხებიც მსგავს სიმბოლიკას. მაგჰრამ აშკარად ბელგიელია და თან არა რიგითი თოფი შეკვეთით მგონია დამზადებული მორთულობა ტუ მაღალი დონისა აქვს მით უმეტეს

მორთულობიდან მხოლოდ ეგარი შერჩენილი რაც სურათზეა,65იანი სავაზნე აქვს


პოსტის ავტორი: hunter777 Sep 13 2012, 10:44

მაგას ლულებზე ზემოდან ორივე მხარეს გერბები უნდა ქონოდა და სამიზნე თამაზასე წარწერა და ან ფოტო გადაუღე ან წარწერა წაიკითხე და დაწერე

კვადრატული გინერის ჭანჭიკი მაგრად ასწორებს იშვიათად შემხვედრია ხოლმე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: xishnika Sep 13 2012, 10:45


სახელი აწერია მაგრამ ამის ამოკითხვა სურათიდან კიარა ისე ვერავინ შეძლო

პოსტის ავტორი: xishnika Sep 13 2012, 10:51

სავაზნესთან NII აწერია როგორც წავიკითხე და კიდევ რაგაც არ ჩანს,გერბი თუ დააკვირდებით რაგაც დასერილებივით ააქვს

პოსტის ავტორი: Bonehill Sep 13 2012, 10:54

xishnika
არა მე 1990-ი წლები ვიგულისხმე D.gif newsmile045.gif

საინტერესო თოფია, შეიძლება შეკვეთილიაცაა, (შეკვეთილი აუცილებლად მაღალი კლასის თოფს არ ნიშნავს)

პოსტის ავტორი: xishnika Sep 13 2012, 10:57

ეგ არის ახალშეძენილი მონადირე მეგობრის იარაღი,ამ თოფის ამბავს რო ყვებიან სასწაულები აქვს ჩადენილი შორსსროლაზე,გუშინ მე თვიტონ გავსინჯე 80მეტრში 45*60ზე ფანერს ვესროლე და 4 ნომერი საფანტი 34 გრამიანი სტრელინგი 8 კეკალი ჩააჭედა,მეტი დროც არ იყო რო გამეგძელებია დატესტვა

პოსტის ავტორი: xishnika Sep 13 2012, 11:04

ლულაზე წარწერა ჟ.კ ალბათ ჭოსეფ კაპს ნიშნავს,ერთი პერიოდი მაგ ლულებით გამოდიოდა ბელგიური თოფები,ზემოთ სტატიიდან ამოვიკითხე

პოსტის ავტორი: Bonehill Sep 13 2012, 12:20

newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Sep 13 2012, 22:37

ეგ თოფი..სავარაუდოდ ლეპაჟი ლიეჟიდან არის..(ბელგიური) ის 2 თავიანი არწივი..დამკვეთის მოთხოვნით უნდა ქონდეს. ლულებზე რომ დამღების ნარჩენებია..ფოლადის მარკის აღმნიშვნელია. კონკრეტულად სიმენს მარტენის. დაბლიდან რომ 2 ინიციალიანი დამღები აქვს.. ლულების ამწყობის დამღებია. 18.2 ლულის შიდა დიამეტრის აღმნიშვნელია(ახალი რომ იყო) ის 17.9 ჩოკის შევიწროვება. ლულაზე რა არწერია ვერ გავარჩიე..მაგრამ ეჭვი მაქვს..რომ ლეპაჟი ეწერება. გრავირება საშუალო აქვს. ამიტომ ძვირფასი მოდელი არამგონია ყოფილიყო. ასეა თუ ისე..საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. საცეცხლე მონაცემები კი ექნება ბელგიელებს რომ ეკადრებათ. მაგარი ბიჭი იქნებოდა ერთ დროს.
მანდ..მგონი "ტიუმფატორი" აწერია..გოთური ანბანით.

პოსტის ავტორი: xishnika Sep 14 2012, 19:13

ციტატა(ლეონ-ბლექი @ Sep 13 2012, 23:37) *
ასეა თუ ისე..საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. საცეცხლე მონაცემები კი ექნება ბელგიელებს რომ ეკადრებათ. მაგარი ბიჭი იქნებოდა ერთ დროს.
მანდ..მგონი "ტიუმფატორი" აწერია..გოთური ანბანით.

მართლა არ არი სახარბიელო მდგომარეობაში,გარედან არაუშავს,შიგნიდან ლულაში რაკოვინები აქვს და რყევაც ააქვს თოფს,ლევან ტრიუმფატორი გარეჩახმახიანიც იყო??

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Sep 14 2012, 21:12

ციტატა(mengreli @ 14th September 2012 - 21:13) *
ტრიუმფატორი გარეჩახმახიანიც იყო??

ნამდვილად არ ვიცი. ეგ კი არადა საერთოდ არც გამიგია მაგ მოდელი აქამდე. უბრალოდ ლეპაჟს ქონდა უამრავი მოდელი, სხვადსხვა დასახელებით. სავარაუდოდ ეგეც მაგათი რიცხვიდან არის. ისე ერთი რამე მაფიქრებს. ცევიოზე რომ ოვალური "მედალიონი" აქვს, ზუსტად ეგეთი ქონდა ჩემ ფრანკოტისაც. თუ აქვს დამღა სავაზეების ბოლოში(ქვემოდან) AF მაშინ შეიძლება ფრანკოტიც აღმოჩნდეს. ძალიან კი გავს. ისე კი თუ დაზუსტებით გაინტერესებთ ყველაფერი, ჩემთან ამოიტანეთ და ვნახოთ. სურათებით გამიჭირდა რამის გარჩევა.(ზოგგან შეიძლება პატარა გადაწმენდაც დაჭირდეს, რომ რამე წავიკითხო)

პოსტის ავტორი: xishnika Sep 14 2012, 22:15

ციტატა(ლეონ-ბლექი @ Sep 14 2012, 22:12) *
ისე კი თუ დაზუსტებით გაინტერესებთ ყველაფერი, ჩემთან ამოიტანეთ და ვნახოთ. სურათებით გამიჭირდა რამის გარჩევა.(ზოგგან შეიძლება პატარა გადაწმენდაც დაჭირდეს, რომ რამე წავიკითხო)

სიამოვნებით გაჩვენებდით მაგრამ თოფი სამეგრელოშია,არადა ძალიოან აინტერესებს პატრონს რა თოფია და რა ფასეულობა გააჩნია იმის გარდა რომ ოჯახური რელიქვიაა,ისე საბუთში liege უწერია newsmile090.gif

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Sep 14 2012, 23:27

ციტატა(mengreli @ 15th September 2012 - 00:15) *
რა ფასეულობა გააჩნია იმის გარდა რომ ოჯახური რელიქვიაა,

არ მინდა გული დაგწყვიტოთ, მაგრამ პირდაპირ გეტყვით. საკოლექციო თვალსაზრისით, არავითარი განსაკუთრებული ღირებულება არ აქვს. 2 მიზეზის გამო. ჩახმახიანია(ეგ უკვე სერიოზულად აგდებს ფასს) და მძიმე მდგომარეობაშია. მარტო ლულების ამბავი არ არის. გარედანაც უმძიმეს მდგომარეობაშია. რადგან ოჯახური რელიქვიაა, მაგ ოჯახისთვის მაინც ფასეული ყოფილა და მაგის ღირებულებას რაღა აზრი აქვს??.. ინადირონ და სულ კარგ ნადირობებში მოიხმარონ. ტექნიკურად..კიდე დიდხანს იმუშავებს.

პოსტის ავტორი: xishnika Sep 16 2012, 14:09


პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Sep 16 2012, 19:08

xishnika
იქ AI აწერია??... აი ეგ იქნება დამამზადებლის დამღა. ლითლგანზე იქნება ეგ ინიციალები ვის ეკუთვნის. მანდ კიდე აწერია რაღაც წვრილად. სურათზე არ იკითხება და რა წერია იქნებ დაწერო.

პოსტის ავტორი: xishnika Sep 17 2012, 11:51

ციტატა(ლეონ-ბლექი @ Sep 16 2012, 20:08) *
xishnika
იქ AI აწერია??... აი ეგ იქნება დამამზადებლის დამღა. ლითლგანზე იქნება ეგ ინიციალები ვის ეკუთვნის. მანდ კიდე აწერია რაღაც წვრილად. სურათზე არ იკითხება და რა წერია იქნებ დაწერო.

არ ჩანს რა წერია,დამღასთან A აწერია კიდე და ვსო

პოსტის ავტორი: გიგი Nov 20 2012, 17:37

მასტერებო... აღმოვაჩინეთ ოჯახში ძველისძველი თოფი... ხოდა იქნებ გამაგებინოთ რა არის... newsmile05.gif
რა თოფია, როდინდელია და დაახლოებითი ფასი რა შეიძლება ქონდეს ეხლა?

http://imageshack.us/photo/my-images/203/apdc2752.jpg/
http://imageshack.us/photo/my-images/213/apdc2753.jpg/

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Nov 20 2012, 17:39

გიგი
ღადაობ ხო??

პოსტის ავტორი: გიგი Nov 20 2012, 17:52

T A M P L I E R
არა რას ვღადაობ... სურათი დავდო ამითი?
D.gif


პოსტის ავტორი: kupra Nov 20 2012, 18:05

ანტიკვარ.

პოსტის ავტორი: გიგი Nov 20 2012, 18:28

kupra
ანტიკვარ ხო მარა რა არის და როგორ და რაფერ... D.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Nov 20 2012, 18:31

ზუმბიანი კაჟიანი თოფია ძალიან ძველი მე-17-მე18 საუუნის სავარაუდოდ

პოსტის ავტორი: გიგი Nov 20 2012, 21:00

hunter777
კი კი... ეგრეა... მე მაინტერესებს ეს კონკრეტული შემთხვევა... ვინ შემიფასებს ისე რო ვანახო და მითხრას რა არის და როგორ....

პოსტის ავტორი: sabo73 Nov 20 2012, 21:09

გიგი
არ ვიცი, ვისთვის როგორ, მაგრამ ჩემთვის მასეთ იარაღს ფასი არ აქვს, შეუფასებელია. არ გავყიდიდი არავითარ შემთხვევაში.

თან "ოჯახში აღმოვაჩინეთ"-ო კაცუუუუუუუუუუ.............რა ვქნა გადავქექო მეც ოჯახი?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Nov 20 2012, 21:10

sabo73
ღმერთმა არავის დააჩირვოს თორე ......

პოსტის ავტორი: Fishman Nov 21 2012, 00:04

T A M P L I E R


ეგრე არაა საქმე D.gif დაჭირვებაზე კიარა მე მეუბნება ცოტა ფასიანი რო იყოს გავყიდი და ანკესს ვიყიდიო და ეხლა ამას ტვინი აქვს თავში?! D.gif

პოსტის ავტორი: გიგი Nov 21 2012, 01:14

კოპირაიტ დოკტორ Fishman.
შენ რო არ მყავდე რა... ochom-dagchipos.gif
კონკრეტული სიტყვა-პასუხები მაინც არ ასებობს რა...

პოსტის ავტორი: Fishman Nov 21 2012, 01:19

გიგი

კონკრეტულად მტერმა კითხა ამის პირველ პატრონს D.gif

პოსტის ავტორი: გიგი Nov 21 2012, 01:35

ოფერისტები დავორნეთ რა...












D.gif

პოსტის ავტორი: KTX-100 Nov 21 2012, 08:13

ციტატა
ცოტა ფასიანი რო იყოს გავყიდი და ანკესს ვიყიდიო და ეხლა ამას ტვინი აქვს თავში?!

მაგარს გაჩითავთ ხოლმე რა D.gif D.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Nov 21 2012, 08:17

კაცო რა ანკესი რის ბადე გადაირიეთ ორი საუკუნის დროინდელი თოფი ანკესში როგორ უნდა გაასხვისო კარგით რა კაცო ისე თუ მაინცდამაინც აგერ მიდევს ანკესები და აარჩიე კონა D.gif\

გაყიდვას აზრი არააქ ბევრს არაფერს მოგცემენ იმის ფასს რო ესეთი სიძველე გაყიდოს კაცმა არც კოლექციონერებით ვართ გაფოფინებულები გურჯები არც რამე მხატვრული ღირებულება აქვს ვატყობ, ჩუქურთმა, სევარა ან ძვირფასი მეტალები რო ყოს გამოყენებული კიდე ხო მოკლედ ეგრეა საქმე დანარჩენი შენიცი

პოსტის ავტორი: Bonehill Nov 21 2012, 09:35

გიგი

არც ეგრეა საქმე.........

ასეთი ნივთის პოვნა ფანტასტიურია ! აი მესმის აღმოჩენა სხვენში newsmile045.gif
XVII საუკუნე რათქმაუნდა არაა. VIII ან საერთოდ XIX საუკუნის ქმნილება თუ იქნება სავარაუდოდ. თუ რათქმაუნდა საქართველოშია დამზადებული. თუ 'მაჭახელაა', საერთოდ XX საუკუნესაც მე პირადად არ გამოვრიცხავ. (ეს უკანასკნელი შედარებით ნაკლებად სავარაუდოა)
ღირებულება ურთულესი დასადგენია. რეალური ფასი ხომ თითქმის დაუდგენელია ! ქვეყანაში სადაც მონუმენტური ფერწერული პანოები იყიდება, გამოფენაზე, 500 $ -ებში საერთოდ რა ისტორიული ღირებულებების ნივთების შეფასებაზეა საუბარი.

მუზეუმს უნდა მიაკითხო ამ დარგის იარაღის ექსპერტები შეგიფასებენ. ან უფრო მარტივი - მშრალ ხიდზე, არიან შესაბამისი ვაჭრები.

როგორც ჰანთერამ დაწერა არავითარი მხატვრული ღირებულებები არ შანს სურათზე. უბრალო კაჟიანი თოფი მგონია რა....
ღირებულებაც შესაბამისი...

პოსტის ავტორი: KTX-100 Nov 21 2012, 09:37

ციტატა
უბრალო კაჟიანი თოფი მგონია ღირებულებაც შესაბამისი
თქვენ იმდენს იზავთ რომ კაცს ანკეციც აღარ მოუვა D.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Nov 21 2012, 09:37

ხირიმია, მაჭახელა სავარაუდოდ არ იქნება. მამაჩემი თავის დროზე იჟ 27 ში ცვლიდა სანამ იჟი იჟობდა. ფასი 1000 ლარიდან ზემოთ იქნება დღევანდელი საბაზრო სიტუაციიდან

პოსტის ავტორი: Bonehill Nov 21 2012, 09:52

ჭალიმგელა
ხოდა მცოდნემ უნდა შეაფასოს. ავლაბრელი რაფო არ გამოდგება ამ საქმნისთვის newsmile045.gif როგორებიც მრავლად არიან ამ ბოლო დროს

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Nov 21 2012, 10:04

გინდა ანკესში გაგიცვალ;ო D.gif D.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Nov 21 2012, 11:04

ბიჯოოოსაა სადან დაადგინეთ რომ ან ხირიმია ან მაჭახელა იქნებ ნალფარაა ??? გადამრევთ რა D.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Nov 21 2012, 12:53

hunter777
ვერც ვერსად დაადგენ მაგას..........

პოსტის ავტორი: saba1122 Nov 21 2012, 13:03

სალამი ყველას newsmile041.gif newsmile041.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Nov 21 2012, 16:43

saba1122
შენ რა უკუღმა აკეთებ? მისალმებაში ძაღლზე წერ, აქ ესალმები, ძაღლებში ალბათ იკითხავ რა თოფიაო newsmile05.gif

ისე შეუსაბამო პოსტებზე ვორნია რომ იცოდე newsmile045.gif

ოღონდ არ იკითხო ვორნი რა არისო ეხლა D.gif

პოსტის ავტორი: kajuberi Nov 21 2012, 16:43

ჭალიმგელა
ახალია ისწავლის D.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Nov 21 2012, 17:47

ციტატა(Bonehill @ Nov 21 2012, 13:53) *
hunter777
ვერც ვერსად დაადგენ მაგას..........


რო ვერდაადგენ მაგას გეუნბები და თან მით უმეტეს ფოტოდან, თქვენ კიდე ისააო, ესააო მოკლედ რა

თოფი მეთოფესაო და მეთოფე კიდე ფორუმსაო მარა არდაადგა საშველი ამის დედაც ნამეტანი გლახათაა აქოური საქმეები :(

პოსტის ავტორი: გიგი Nov 21 2012, 18:24

მოკლედ თოფი მქონდა ეროვნულ მუზეუმში... რამდენიმე ადამიანმა ნახა ყველამ ერთიდაიგივე რამე მითხრა... მეთვრამეტეს ბოლო მეცხრამეტეს დასაწყისიო... თოფი არის აზიური წარმოშობის... საომარი თოფია ანუ ყველაზე დაბალი ხარისხის და ფასის.... დატოვება მთხოვეს, ანუ ექსპერტიზით ზუსტი თარიღების დადგენას მაგრამ რაცხა მისესების გამო ვერ დავტოვე... უახლოეს მომავალში იქნება სახსარი და ზუსტ ექსპერტიზას ჩავუტარებ...

პოსტის ავტორი: hunter777 Nov 21 2012, 21:08

ცოტა შევცდი ასაკთან დაკავშირებით ისე ფოტოდან კიდე კარგად გავერკვიე მის ასაკიანობაში newsmile045.gif დანარჩენი იგივე უთქვიათ newsmile045.gif მის მხატვროუ ღირებულებას და ფასს ვგულისხმობ

პოსტის ავტორი: levani_200 Nov 22 2012, 11:26

ჩემო ნაცნობო და უცნობო მეგობრებო ერთი შემიძლია დავწერო ის რომ საქართველოში ან არ აფასებენ ასეთ ანტიკვარიატს ან არუნდათ რომ დააფასონ : კონკრეტული მაგალითი შემიძლია დავწერო რომ რამოდენიმე თვის უკან ვიყავი ერთ ერთ ანტიკვარიატის მაღაზიაში სადაც იგივე სახის ოღონთ დავამატებ იმას რომ პირვანდელ სახეზე მყოფი და რაც მთავარია ოქროთი მოვარაყებული ხირიმი "პაპაშკამ და მაღაზიის მენეჯერმა 800 დოლარათ შეაფასა" მაშინ როდესაც მარტო ოქრო რომ ამოიღო 5000 ლარის ეგ გამოვა D.gif და ავღნიშნავ იმასაც რომ მაღაზიაში ხანჯალი იდო რომლის ღირებულება 8 და სამ ნოლს შეადგენდა D.gif და ამაში 800 დოლარი ისიც 600 დან ვაივაგლახით ავიდნენ 800 მდე ,ასერომ ვინმეს თუ გადასაგდები აქვს მასეთი თოფი სიამოვნებით ვიჩუქებდი და ანკესსაც კი გავიმეტებდი დაუფიქრებლად თავის კილოობით თევზით


პ.ს. საბოლოვო ეტაპი იმითი დამთავრდა რომ დაუბრუნდა ისევ თავის ძველ ადგილს კედელს და დღემდე ამშვენებს სალხს D.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Nov 22 2012, 11:49

ციტატა(nika @ 21st November 2012 - 11:04) *
გინდა ანკესში გაგიცვალ;ო

ამან ხო ვერ მოიშორა ის 3 ცალი ჯოხი რა D.gif
აი სპინინგზე რო არ ვიყო გადართული, მარტო ხათრით ავიღებდი უკვე D.gif
გიგი
აბა 1 იბეიზე დადე აუქციონზე, არ გაინტერესებს სადამდე ავა?

პოსტის ავტორი: KTX-100 Nov 22 2012, 15:13

ციტატა
აბა 1 იბეიზე დადე აუქციონზე, არ გაინტერესებს სადამდე ავა?
მერე ვიღაცამ რომ მართლა იყიდოს როგორ უნდა გაუგზავოს? D.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Nov 22 2012, 15:20

KTX-100
ფასს გააჩნია, თუ ვერ გაგზავნა და ფასი მაინც ხო ეცოდინება მიახლოებით სანამდე ავა?
ან იქნებ იმხელა ფასს იხდიან, რო ადგეს და თავის ფეხით ჩაუტანოს?
D.gif

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Nov 23 2012, 00:50

ხოოო..აქ საინტერესო ამბები ყოფილა ჩემ აქ არ ყოფნაში. კი გაგირკვევიათ უკვე რა თოფიც არის. ისე ეგეთ რამეებს მშრალ ხიდზე ყიდიან ხოლმე და იქ შეიძლება ფასის დადგენა. მიხვალ და კითხავ.."მაგ თოფს რამდენად ყიდი??" და გაიგებთ რა ღირს ეგეთი. უკეთესი უფრო ძვირი ეღირება და უარესი უფრო იაფი ლოგიკურად.

ოქროთი მოვარაყებული ხირიმი "პაპაშკამ და მაღაზიის მენეჯერმა 800 დოლარათ შეაფასა" მაშინ როდესაც მარტო ოქრო რომ ამოიღო 5000 ლარის ეგ გამოვა
ეგ ვერ არის მთლად ეგრე. ყველაზე ოქროთი მოვარაყებულ თოფს...ოქრო რომ ამოაცალო..მაქსიმუმ 2 გრამი გამოგივიდეს. რაც 160 ლარის იქნება. ისე მინახავს მაგ მიზნით ოქრო ამოცლილი და წაბილწული თოფი.. საიდანაც 0.6 გრ. ოქრო ამოიღეს.(სადღაც 60 ლარის) და მიბილწეს 3000 დოლარიანი თოფი. მაგისი უკან ჩასმა...შეუძლიათ დაივიწყონ. ის ოქროს ძაფები კიდე ისეთი სიფრიფანაა..შედნობისას ჰაერის ნაკადს მიყვება.
რაც მთავარია. თოფის სიძვირფასეს სულაც არ განსაძღვრავს ოქრო. ადრე ბევრი ხელოსანი იყენებდა ინკრუსტაციის(ოქროს ან ვერცხლის ძაფებით მოვარაყებას) მეთოდს და თავიანთ შემოქმედებას ალამაზებდა. თუმცა სულაც ვერ მიაღწიეს მაღალ ეშელონებს და დარჩნენ რიგით მეიარაღეებად. თოფის ფასს..განსაზღვრავს დამღები(ანუ ბრენდი..ვინ არის მეიარაღე) ასევე შენახულობა..მექანიზმის სისტემა და რათქმაუნდა მხატვრული გაფორმება. ამასწინად უკრაინაში გაიყიდა ჩახმახიანი თოფი. 80 000 დოლარად. აბსოლუტურად უბრალო და ჩვეულებრივი. არც გრავირება ქონდა გადასარევი და არც ოქროები. მოკლედ...მონადირეების უმრავლესობა ზედაც რომ არ შეხედავდა. უბრალოდ ზედ "მენტონი" ეწერა და დამღებიც შესაბამისი ქონდა. სულ ეგ იყო. ასევე რამდენიმე თოფი მაქვს ნანახი...ოქროში და ჩუქურთმებში ჩამარხული... ოდნავ არ დაინტერესებულან კოლექციონერები..როგორც კი მეიარაღის სახელი ამოიკითხეს. ასე რომ..თოფის შეფასება.. ეგრე ერთი შეხედვით არ ხდება.
აქვე მოვიყვან მაგალითს. ამასწინად მარკეტზე ედო კაცს ავსტრიული თოფი.. მაგარ გრავირებაშია და ოქროებში ჩასმული.
უბრალოდ კალაპოტშია გადახეთქილი. კონდახიც დამტვრეულა და ლულაც გაბერილი აქვს.(ეტყობა რაღაც უღმერთო ვაზნა გაისროლეს) ხან 10 000$-ს აფასებდა. მერე 7 000$-ზე ჩამოვიდა და ბოლოს... 6 000$-ზე ნაკლებად არ გავყიდიო. ეგ თოფი ღირს 300 ლარი. ღმერთმა ხელი მოუმართოს..მაგრამ მაგრად არარეალურად უდგება საკითხს.

პოსტის ავტორი: Bonehill Nov 23 2012, 10:14

ეჰ ჩემო ლევან ამდენმა : "ნაღდი საბჭოურია" და იჟ 27 = 1300 ლარს - სულ აურია გონება ხალხს.
"არა რუსული" თოფების ფასი ხომ მტრისას - ლეგენდარულ მაიმარჯეტზე რაცაა. ( 40 -50 წლის , პეწგაცლილ თოფებზე მაქვს საუბარი)

პოსტის ავტორი: გიგი Nov 24 2012, 11:23

კიდე ერთი ტოფი დაიდება ამ დღეებში საიდენტიფიკაციოდ... D.gif

პოსტის ავტორი: Fishman Nov 24 2012, 11:27

გიგი
რომელი? D.gif მე ვიცი?

პოსტის ავტორი: გიგი Nov 24 2012, 11:29

Fishman
არა... მეც არ ვიცი ჯერ... მარა ამაზე ძველიაო როგორც მითხრეს... ვნახოთ, ჯერ არ მოუტანიათ... თვის ბოლოსკენ მოიტანენ...

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Nov 24 2012, 20:29

ციტატა
კიდე ერთი ტოფი დაიდება ამ დღეებში საიდენტიფიკაციოდ...

გამოუშვი..გამოუშვი...

პოსტის ავტორი: გიგი Nov 27 2012, 10:29

მოკლედ ზემოთ აღნიშნული თოფს ჩაუტარდა ექსპერტიზა... პირველადი დათვალიერების დღოს მითხრეს მეთვრამეს ბოლო მეცხრამეტეს დასაწყისი, მაგრამ შემცდარან. თოფი არის დამზადებული მეჩვიდმეტე საუკუნეში, აზიაში. თოფი არის საბრძოლო და არანაირი სხვა ფასეულობა არ გააჩნია სიძველის და კარგი მდგომარეობის გარდა... ტიპებმა ისეთ მდგომარეობაშია თუგინდა სანადიროდ იარეო... D.gif D.gif D.gif თოფის საშუალო ფასი თქვეს 6000 ლარი.

პოსტის ავტორი: Fishman Nov 27 2012, 10:45

გიგი


ხოდა გაიფორმე ეხლა და წადი ტყის ქათამზე D.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Nov 27 2012, 10:48

ციტატა(გიგი @ Nov 27 2012, 11:29) *
მოკლედ ზემოთ აღნიშნული თოფს ჩაუტარდა ექსპერტიზა... პირველადი დათვალიერების დღოს მითხრეს მეთვრამეს ბოლო მეცხრამეტეს დასაწყისი, მაგრამ შემცდარან. თოფი არის დამზადებული მეჩვიდმეტე საუკუნეში, აზიაში. თოფი არის საბრძოლო და არანაირი სხვა ფასეულობა არ გააჩნია სიძველის და კარგი მდგომარეობის გარდა... ტიპებმა ისეთ მდგომარეობაშია თუგინდა სანადიროდ იარეო... D.gif D.gif D.gif თოფის საშუალო ფასი თქვეს 6000 ლარი.



ზუმბიანი კაჟიანი თოფია ძალიან ძველი მე-17-მე18 საუუნის სავარაუდოდ

რას გეუბნებოდი ბაბუ თავიდანვე ნახე პირველ პოსტში როგორ ზუსტად მივანისნე ასაკი? newsmile045.gif

პოსტის ავტორი: გიგი Nov 27 2012, 11:11

hunter777
კი კი.... მართალი ყოფილხართ...

პოსტის ავტორი: hunter777 Nov 27 2012, 11:13

ციტატა(გიგი @ Nov 27 2012, 12:11) *
hunter777
კი კი.... მართალი ყოფილხართ...


newsmile05.gif

პოსტის ავტორი: xishnika Nov 23 2013, 19:11

ახალი ბელგიური ეგზემპლარი
კარგად რომ არ ჩანს ეგ არის M თავზე ვარსკვლავით











პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Nov 23 2013, 19:36

ბელგიელია ლიეჟიდან 12 კალიბრიანი არა სტანდარტული ჩოკებით მეტის თქმა მე პირადად არ სემიძლია ამ ფოტოებიდან გამომდინარე

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Nov 24 2013, 04:17

ციტატა(mengreli @ 23rd November 2013 - 21:11) *
კარგად რომ არ ჩანს ეგ არის M თავზე ვარსკვლავით

მაგითი განისაზღვრება შემმოწმებლის ვინაობა და თარიღი(რომელ წლებშია დადამღული) ლულებზე რომ სამიზნე თამასაა..იქ არის გაფრეზილი ადგილი..იქ უნდა ეწეროს ვინ არის. ისე კი ლულები მუფტაზეა აწყობილი ამიტომ მე პიპერ-ბაიარდი მგონია(ეგენი აკეთებდნენ მუფტებზე) სავარაუდოდ ჩახმახიანი თოფია და საკმაოდ იაფიანიც. სროლა და მიტანა მაგარი ექნება.

პოსტის ავტორი: xishnika Nov 24 2013, 15:54



სხვა არანაირი დამღა და წარწერა არ ააქვს

პოსტის ავტორი: Bone Nov 24 2013, 15:58

ხომ არ იყიდება ეს ჩახმახიანი თოფი ?

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Nov 25 2013, 02:32

ციტატა(niko @ 24th November 2013 - 17:58) *
ხომ არ იყიდება ეს ჩახმახიანი თოფი ?

სავარაუდოდ კი. მარკეტზე უნდა მქონდეს ნანახი.
ციტატა(mengreli @ 24th November 2013 - 17:54) *
სხვა არანაირი დამღა და წარწერა არ ააქვს

ეგეთებიც ხდება ხოლმე. ძალიან ბევრ თოფს არ აწერია დამამზადებელი. მაგრამ ეგ მაინც პიპერ-ბაიარდი მგონია. მუფტაში ჩაპრესილი ლულები მაგათი შემოქმედებაა(მაგათგან გადმოიღეს რუსებმაც)

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Nov 25 2013, 02:38

არა..ეხლა ვნახე და მარკეტზე სხვა თოფი ყოფილა..ეგეთივეა დაახლოებით.

პოსტის ავტორი: xishnika Nov 25 2013, 21:13

ციტატა(Bone @ Nov 24 2013, 16:58) *
ხომ არ იყიდება ეს ჩახმახიანი თოფი ?

ჯერჯერობით არა,ვერ თმობს პატრონი

ვიზუალური დათვალიერებისას თვალშისაცემია სამიზნე თამასა,თოფის გამიზვნის დროს ჩანს მხოლოდ თავი და სამიზნე წერტილი.ანუ შუა გული რაღაცნაირად ჩაზნექილია,კიდევა ცევიო რომელიც უბრალოდ ჩამოქაჩვით ძვრება, წარწერა ლულაზე არაფერს მიგანიშნებთ ხო??

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Nov 26 2013, 00:25

ციტატა(mengreli @ 25th November 2013 - 23:13) *
წარწერა ლულაზე არაფერს მიგანიშნებთ ხო??

ვერა. არ მსმენია ეგეთი წარწერების მქონე არაფერი. რას ნიშნავს ეგ წარწერები არ ვიცი. და პატიოსნად რომ ვაღიარო..რამე განსაკუთრებულს რომ ნიშნავდეს მეცოდინებოდა. უამრავი ხელოსანი მუშაობდა(უცნობი) და ალბათ რომალიღაცის ავტოგრაფია. საკმაოდ ბევრი თოფი მაქვს ნანახი ეგეთივე ამბავში.. მათ შორი რამდენიმე ისეთი ძვირფასი..თვცალებს არ ვუჯერებდი. უძლიერესი გრავირებით..საიდლოკი სისტემით.. იდეალურად შენახული და კაცმა არ იცის ვინ არის. მაგის გამო.. ძვირფასი თოფის ყველა მოყვარულმა და კოლექციონერმა ხელი ჩაიქნია. დღემდე ვერ გავშიფრეთ ვისი შემოქმედებაა. სამწუხაროა..მაგრამ ეგრე ხშირად ხდება.

პოსტის ავტორი: Davitus Nov 26 2013, 01:13

ციტატა(mengreli @ 25th November 2013 - 22:13) *
თოფის გამიზვნის დროს


წლის ფრაზაა მე ვიყო ჩახმახიანი თოფი D.gif

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Nov 26 2013, 03:19

ციტატა(Davitus @ 26th November 2013 - 03:13) *
წლის ფრაზაა

ხო რაიყო..აიღებ თოფს და გაუმიზნებ. D.gif

პოსტის ავტორი: xishnika Nov 26 2013, 20:19

გასაგებია ყველაფერი newsmile090.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Dec 23 2013, 13:26

პოსტები გადატანილია

http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=11415&st=0#entry288450

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 22 2014, 21:47

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/



პოსტის ავტორი: assassin29 Apr 22 2014, 22:47

T A M P L I E R
ვა რა საინტერესო რამეა, შტუცერია?

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Apr 23 2014, 00:34

ვაა..რა უცნაური თოფია. ეგეთი ნამდვილად არ მინახავს ჯერ. ალბათ დარნეს..ან შარლეს წინაპარია. დაახლოებით ეგეთი რამეა ისინიც.(უბრალოდ ბევრად დახვეწილი და გაუმჯობესებული) ეგ რაღაც შტუცერია.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 23 2014, 07:31

Nარეზიანია

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Apr 23 2014, 10:11

ეს მექანიზმი ვიცი ძალიანმარტივი სისტემაა აი ვისი პირმსოა ეგ კი უკვე ვერ დავადგინე ის კი დანამდვილებიტ ვიცი რომ არც დარნიესთან და არც შარლე სთან კავშირი არააქ.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Apr 23 2014, 11:13

HUNTER FREDY
რატო, თვითონ გითხრეს? D.gif

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Apr 23 2014, 11:57

წეხან გადმომირეკა მე ეგეთი არაფერი გამიკეთებია და ნუ მაბრალებენოოო D.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 23 2014, 13:51

და მაინც ვერ მეუბნებით რა თოფია ან ყალიბია

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Apr 23 2014, 14:47

ციტატა( T A M P L I E R @ Apr 23 2014, 14:51) *
და მაინც ვერ მეუბნებით რა თოფია ან ყალიბია



ზეპიარდ რომ არ გამომივიდეს თქმა კალიბრზე ეს არის შუცერი ჩემი ვარაუდით ეს ვარაუდი ლულების შეწყვლების თავისებურებიდან და მასიური კალაპოტიდან გამომდინარე გამოვიიტანე, თუმცა ამ ლულებს აკლიათ შტუცერებისათვის დამახასიათებელი მასიური სამიზნე კორა ლულის წვერზე. სასხლეტი გავების დამცავი ეგრედწოდებული ,,სკაბა,, ფორმით და დიზაინით თუ ვიმსჯელებთ კაი ხნის ბებერი იარაღია.

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Apr 23 2014, 23:52

ციტატა(irakli fofxadze @ 23rd April 2014 - 12:11) *
დანამდვილებიტ ვიცი რომ არც დარნიესთან და არც შარლე სთან კავშირი არააქ.

ესეიგი შენ ხომ შანსს არ მაზვ რაა.., კიმარა სადმე წაიკითხე რომ დრანეს ან შარლეს დამზადებულია?.. მაინცდამაინც ყველაფერი დაღეჭილი რაფერ უნდა ავხსნა გადავირიე.
მოკლედ..ეგ თოფი არის ფიქსირებული ლულით კონდახზე.(როგორც დარნე და შარლე) მაგრამ უფრო ძველი მოდიფიკაცია. იმ პერიოდში..როცა ეგ თოფია დამზადებული.. ძალიან ბევრი მეიარაღე ცდილობდა ახალი მექანიზმები დაემზადებინა. იღებდნენ ერთმანეთის მოდიფიკაციებსაც და ამუნჯობესებდნენ. მე ვფირქობ..რომ ეგ თოფი არის ფრანგული. (იქ 2 ასოა მაგისი აღმნიშვნელი) დარნეც და შარლეც არიან ფრანგულები.. ოღონდ ცოტა მოგვიანებით პერიოდის და გაუმჯობესებული სიტსემით კონდახთან ფიქსირებულ ლულებზე. აი მაგიტომ ვუწოდე დარნეს და შარლეს წინაპარი..და არა დამზადებული. ისე არც ის არის გამორიცხული მართლა მაგათი დამზადებულიც იყოს. რატომაც არა?.. ვერ იზავდნენ თუ რაა...


ნამდვილად შტუცერია კიდე. 1 შეხედვით ჩანს ეგ.

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Apr 24 2014, 05:46

ლეონ-ბლექი რას მეჩხუბები კაცო რაგინდა? D.gif ეგრე კონდახი ფიქსირებულ ლულაზე კიდე ბევრ მეიარაღეს ქონდა რატო ისინი არ თქვი მაშვინ?? newsmile029.gif


პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Apr 24 2014, 08:43

ციტატა(irakli fofxadze @ 24th April 2014 - 07:46) *
ეგრე კონდახი ფიქსირებულ ლულაზე კიდე ბევრ მეიარაღეს ქონდა

მოსინს?... D.gif ეგეთ სტილში კიდე რომელს ქონდა?.. ისე რა მნიშვნელობა აქვს. ბევრს შეიძლება ქონოდა. მაგიტომ დავწერე სწორედ.. ბევრი მეიარაღე იყენებდა ერთმანეთის მოდიფიკაციასთქო. ასე რომ სანამ დამღებს არ დადებს ტამპლიერა.. ვერც იმას გავიგეთ სადაურია და ვერც ვერაფერს.

პოსტის ავტორი: barbi Apr 24 2014, 21:01

აშკარად ფრანგული თოფია.

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Apr 25 2014, 10:08

+1 მეც ეგრე ვფიქრობ (Y)

პოსტის ავტორი: GELGURU Dec 17 2014, 20:58

მოგესალმებით გილოცავთ ბარბარობას

თქვენი დახმარება მჭირდება

რა თოფია.. მოდელი და რომელ წელშია გამოშვებული


http://postimg.cc/image/bktbxkuwf/

http://postimg.cc/image/q23p77hl3/

http://postimg.cc/image/x37ru5d1h/

http://postimg.cc/image/h2cp6aecn/

პოსტის ავტორი: GELGURU Dec 17 2014, 21:03

http://postimg.cc/image/61d59h807/

http://postimg.cc/image/cp7d2ip3b/


ბელგია, ლიეჟის მანუფაქტურა, კალიბრი 16 , სავაზნე 65 მმ. ეს მონაცემები გავარკვიე მარტო დამღებიდან.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Dec 17 2014, 21:26

GELGURU
გაგირკვევია და ეგ არი...
ლიეჟია

პოსტის ავტორი: GELGURU Dec 17 2014, 21:34

არამგონია ლიეჟი იყოს, მგონი მხოლოდ გამოცდა გაიარა ლიეჟში

ყველა ბელგიური მაქ და ჰერსტრალში გადიოდა გამოცდას როგორც ვიცი

ლეპაჟს ჰგავს მგონი უფრო Hubert Lepage

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Dec 18 2014, 01:31

GELGURU
წარწერა არ აქვს ლულაზე?.. ;ეჟის მანუფაქტურა არ არის.. მაშინ დამღა უნდა ქონდეს სულებზე ქვემოდან LM ეგ არ აქვს.. რომელიღაც ბელგიელი ხელოსნის რიგითი თოფია. საკმაოდ უბრალო. თანაც საკმაოდ რთულ მდგომარეობაში. სისტემით.. ბოქსლოკი..ანუ ენსონის და დილის. თუ რამე წარწერა აქვს..იქნება სურათი დადო.

1926 წელს უნდა იყოს გამოსვებული.(თუ ალფავიტი არ მეშლება)

პოსტის ავტორი: GELGURU Dec 19 2014, 18:29

ლეონ-ბლექ

სამწუხაროდ ლულაზე არანაირი წარწერა არააქვს

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Dec 20 2014, 01:45

ციტატა(GELGURU @ 19th December 2014 - 20:29) *
სამწუხაროდ ლულაზე არანაირი წარწერა არააქვს

მაშინ..რიგითი ამოუცნობი თოფია. ბელგიაში.. 3 ათასამდე სახელოსნო იყო. ყიდულობდნენ ნაწილებს და აწყობდნენ თოფებს. მოკლედ.. ალბათ 50-ჯერ მაინც მექნება ნანახი ეგეთი ვარიანტი. მაგიტომ უწერენ სანებართვოში მოკლედ და კონკრეტულად "ლიეჟი"-ს newsmile05.gif ვერ ადგენენ რა თოფია და რამე ხომ უნდა დაუწერონ.

პოსტის ავტორი: kupra Dec 20 2014, 07:20

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

ეს ტოფი საბოლოოდ გავარკვიე და ყოფილა ო.გეიგერის და რამდენად ნორმალური თოფია მცოდნეებთან მაქ კითხვა თან წვილი ლულებითაა?

პოსტის ავტორი: kupra Dec 20 2014, 18:59

არ გაქვთ პასუხი აბა რაის მცოდნეები ხართ D.gif

კონდახს მეც გამოვთლი ცოტა დურგლობის მერე.

ლეონ ბლექ არ გეცნობათ ეს თოფი თქვენი გაკეთებულია?

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)