თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ იარაღი და მასთან დაკავშირებული თემები _ იარაღის შეკეთება და ხელოსნები!!!

პოსტის ავტორი: Nukry Max May 22 2009, 11:33

თუ ვინმეს გაქვთ იარაღთან დაკავშირებული პრობლემები,ურიგო არ იქნება გავუზიაროთ გამოცდილებები!!!
მე პირადად ჩემი თოფის ცევეო გამიტყდა და იქნებ ვინმემ იცოდეთ პროფესიონალი ხელოსანი(ცოტა განსხვავებული მოდელია)

პოსტის ავტორი: ვიტო May 22 2009, 11:42

მე ვარანენიის გკეთება მინდა, ფასი მაინტერესებს

პოსტის ავტორი: Bonehill May 22 2009, 14:07

ნუკრი მარტო ცევიოს გაკეთება არ იქნება ძნელი, მაქსიმუმ 50 ლარი დაგიჯდება, აბა ლევანი რას გვეტყვის, თუ არა და მე მიგასწავლი ხელოსანთან .
ვიკა ვარენენიეს ხო ვიცით ვინც აკეთებს
კონდახი და ცევიო მოიტანა მალამომ?

პოსტის ავტორი: ვიტო May 22 2009, 14:10

Bonehill
კი ვიცით მარა ზოგადად მინდოდა რომ დაწერილიყო, ყველას რომ ენახა newsmile05.gif

კონდახი დიდი ხანია მომიტანა მარა ცეიო უდევს და არის newsmile045.gif

პოსტის ავტორი: დიტო May 22 2009, 14:32

მოსკოვის პროსპექტზეა მაგარი ხელოსნები მამა შვილი არიან რუსები,ბიჭს ანდრეი ქვია ხეზეც მუშაობენ და მექანიზმსაც აკეტებენ მოკლედ მე გირჩევთ

პოსტის ავტორი: შალვა May 22 2009, 14:44

ციტატა(ვიტო @ May 22 2009, 11:42 AM) *
მე ვარანენიის გკეთება მინდა, ფასი მაინტერესებს

დაახლოებით 130-150 ლარი

პოსტის ავტორი: hercogi997 May 22 2009, 15:56

ჩემს თოფს ტულას ნემსები აქ შესაცვლელი და ხომ არ იცით სად შეიძლება მაგის გაკეთება

პოსტის ავტორი: ზახარა May 22 2009, 18:34

მოსკოვის პროსპექტზე აკეთებენ თითქმის ყველეფერს საშა და მისი რაზმი, მე იჯექტორი გამიტყდა და ვერ ვშოულობდი საშამ ახალი გამომიჩარხა,ტულის ნემსებსაც გააკეტებს მემგონი, ეგარის ცოტა გაბერილ ფასებს აბრეხვებ ხოლმე.

პოსტის ავტორი: ლევანი May 22 2009, 18:41

მაგ ყველაფერს..ვარანენიე, ნემსების შეცვლა და ეგეთები... აკეთებს ზაზა....კონდახებს რობერტი...(ტელეფონებს დავდებ) მოსკოვის პროსპექტზე რომ რუსები არიან(საშა და მისი ვაჟი) სინამდვილეში საჩხერლები..კონკრეტულად სხვიტორელები არიან და თუ არ ვცდები ჭიღლაძეები არიან გვარად....მაგრები არიან.. თუმცა ფასებიც მაგარი აქვთ... უკეთესი "ტოჩკებიც" არსებობს.....

პოსტის ავტორი: ზახარა May 22 2009, 22:21

ლევან ვარანენიებზე ზაზას კოორდინატები დადე, დგეს ვნახე. საშასთან შედარებით იაფად აკეთებს

პოსტის ავტორი: ლევანი May 22 2009, 23:38


დღეს მეც ვნახე მაგნუმში იყო მოსული...
რობერტის ნომერი ჯერ არ ვიცი... გავიგებ და მერე დავწერ.. საქართველოში მაგაზე მაგარ კონდახებს ვერავინ აკეთებს....(განსაკუთრებით ნასეჩკას)

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 23 2009, 00:49

ვიტო


მიდევს კი არა მზად არის შეძლებისდაგვარად მაგრამ რომც მოგიტანო ეგრევე არ გააკეთო რა

პოსტის ავტორი: ვიტო May 23 2009, 01:11

T A M P L I E R
კაცო მომე და ნახავ თუ არ გავაკეთებ

პოსტის ავტორი: Nukry Max May 23 2009, 09:12

ციტატა(ლევანი @ May 22 2009, 11:38 PM) *
ზაზას ნომერია..897-90-33-80 ნამდვილად უფრო იაფად აკეთებს... თან უმაღლეს დონეზე...
დღეს მეც ვნახე მაგნუმში იყო მოსული...
რობერტის ნომერი ჯერ არ ვიცი... გავიგებ და იმასაც დავწერ.. საქართველოში მაგაზე მაგარ კონდახებს ვერავინ აკეთებს....(განსაკუთრებით ნასეჩკას)

ეს ზაზა ცევეოებს აკეთებს? ჩემი თოფის ცოტა განსხვავებულია და იმიტომ ვკითხულობ!!!

პოსტის ავტორი: hunter777 May 24 2009, 14:15

ციტატა(ვიტო @ May 22 2009, 11:42 AM) *
მე ვარანენიის გკეთება მინდა, ფასი მაინტერესებს

ვიკა მაგ საკითხთან დაკავშირებით შემეხმიანე! კარგი რამ გავიგე!

პოსტის ავტორი: ლევანი May 24 2009, 14:58

Nukry Max
არა ზაზა ხეზე არ მუშაობს.. ეგ რკინას აკეთაბს.. მექანიზმს და ვარანენიეს.. ხეზე რობერტი მუშაობს..იმის ნომერსაც დავდაბ(ჯერ არ ვიცი, უნდა გავიგო) ისე ნებისმიერ რამეს აკეთებს.. მათშორის ცევიოსაც....

პოსტის ავტორი: Bonehill May 24 2009, 16:14

საშასთან არ მიხვიდეთ(მოსკოვის პროსპექტზე) თუ სხვა შანსი არა გქვთ, წინაარმდეგ შემთხვევაში გაგატყავებთ საშა, სასტიკი მეძვირეა

პოსტის ავტორი: ვიტო May 24 2009, 22:38

Bonehill

ციტატა(niko @ 24th May 2009 - 02:14 PM) *
სასტიკი მეძვირეა

....მაგრამ ყველაზე მაგარი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Nukry Max May 24 2009, 22:39

სეზონის დაწყებამდე იქნებ რამე გამაგებინოთ!!!

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 3 2009, 23:16

ციტატა(vito @ 24th May 2009 - 10:38 PM) *
...მაგრამ ყველაზე მაგარი

შენ ეგრე ფიქრობ????? საშა ზოგიერთ რამეშია ძლიერი.. მაგალითად ლულების პაიკაში.. უბრალოდ კარგი სახელოსნო აქვს და ყველანაირი იარაღი..ვიცნობ რამდენიმე ადამიანს. ვინც რესტავრაციას უტარებს ხოლმე ძვირფას თოფებს..არცერთი საშასთან არ მიდის..ყველას ყავს ჩუმად თავისი გიჟი მასტერები...და იმათთან დადიან, საშა საერთო მოხმარების ხელოსანია.

პოსტის ავტორი: ზახარა Jun 4 2009, 00:08

გერმანიის საელჩოს რომ გაცდები მონადირის მაღაზია რომ არის იქაც იყვნენ ხელოსნები ადრე ეხლა არ ვიცი ნამდვილად.
ხეზეც და რკინაზეც მუშაობდნენ.

პოსტის ავტორი: მონადირე Jun 15 2009, 20:43

ლევანი

ციტატა(levani @ 22nd May 2009 - 06:41 PM) *
მაგ ყველაფერს..ვარანენიე, ნემსების შეცვლა და ეგეთები... აკეთებს ზაზა....კონდახებს რობერტი...(ტელეფონებს დავდებ) მოსკოვის პროსპექტზე რომ რუსები არიან(საშა და მისი ვაჟი) სინამდვილეში საჩხერლები..კონკრეტულად სხვიტორელები არიან და თუ არ ვცდები ჭიღლაძეები არიან გვარად....მაგრები არიან.. თუმცა ფასებიც მაგარი აქვთ... უკეთესი "ტოჩკებიც" არსებობს.....

სრული ჭეშმარიტებაა newsmile05.gif ჭიღლაძეები ბრძანდებიან.

ბიჭებო, ისე საშა 250 ლარად აკეთებდა კონდახს გასული წლის ბოლოს და ახლა არ ვიცი. ვინმე ამაზე იაფად გააკეთებს კაკლის კონდახს? რაღაც მეეჭვება.

ციტატა(niko @ 24th May 2009 - 04:14 PM) *
საშასთან არ მიხვიდეთ(მოსკოვის პროსპექტზე) თუ სხვა შანსი არა გქვთ, წინაარმდეგ შემთხვევაში გაგატყავებთ საშა, სასტიკი მეძვირეა

ეგ მართალია ისე

ლევანი
ციტატა(levani @ 3rd June 2009 - 11:16 PM) *
იცნობ რამდენიმე ადამიანს. ვინც რესტავრაციას უტარებს ხოლმე ძვირფას თოფებს..არცერთი საშასთან არ მიდის..ყველას ყავს ჩუმად თავისი გიჟი მასტერები...და იმათთან დადიან

ჩვენ ვერ გავიგებთ ამ ხელოსნების ვინაობას?

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 16 2009, 00:21

კიიი...თუ კონდახი გაინტერესებს არსებობს ადამიანი..სახელად რობერტი..გაცილებით ძლიერია ვიდრე საშა..თან უფრი იაფი...ტელეფონს გავიგებ(ჯერ არ ვიცი)

პოსტის ავტორი: HUNTER Jun 18 2009, 17:40

მე ვინჩესტერი მაქ გაფუჭებული არადა მაგარი თოფია და მოსკოვის პროსპექტზე რა ადგილას ზუსტად ხომ არ იცითთ ??? newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Jun 18 2009, 23:27

HUNTER
20 ნომერში როგორც მახსოვს, მაღააზია და შიგნით არის სახელოსნო, რომელიგაც ბარის გვერძეა, პრინციპში რომ იკითხო ყველა გეტყვის პროსპექტზე

პოსტის ავტორი: HUNTER Jun 19 2009, 18:30

ციტატა(ზახარა @ Jun 18 2009, 11:27 PM) *
HUNTER
20 ნომერში როგორც მახსოვს, მაღააზია და შიგნით არის სახელოსნო, რომელიგაც ბარის გვერძეა, პრინციპში რომ იკითხო ყველა გეტყვის პროსპექტზე

მადლობა newsmile045.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Jun 23 2009, 12:53

ბიჭებო კონდახის გაკეთება რა დაჯდება?
ეხლა გადავხედე და ვიღაც საშა ნამეტან ძვირს ითხოვს, ეგ ფასი სულ არ მიღირს ეგ თოფი....

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 23 2009, 13:56

პმ-ზე წერას ვისწავლი და მოგწერ....ზუსტად არ ვიცი..მაგრამ არის 2 ვარიანტი..იაფიანი და უძლიერესი.რომელიც გინდა აირჩიე..

პოსტის ავტორი: Maverick Jun 23 2009, 14:43

ბიჭებო ჩემს ტოზ 99, მექანიზმიზმში ქონდა პრობლემა, ერთმა კაცმა წამიყვანა მუხიანში, გზა კი მახსოვს, მაგრამ ტელეფონის ნომერი და სახელი არა newsmile038.gif
მე კმაყოფილი ვარ, ძალიან სუფთთად გააკეთა თან მეძვირეც არ არის, დუმბაძის გამზირზე არის მუხიანში, ბიძა და ძმიშვილი არიან ხელოსნები ერთმანეთის, თუ მოვხდი იქეთ სახელსაც გავიგებ და ტელეფონსაც მერე დავპოსტავ

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 23 2009, 15:56

მაგ კაცს დიმა ქვია(გარაჟში აქვს გახსნილი პატარა სახელოსნო) ჩემი ძმაკაცი ცხოვრობს მაგ გარაჟის პირდადპირ..თუ ვინმეს გჭირდებათ პრობლემა არ არის დავრეკავ და მივაგნებთ..ისე როგორც ვიცი..ზამბარებს მაგრად აკეთებს...

პოსტის ავტორი: Maverick Jun 23 2009, 16:18

ხოოო, დიმა ქვია, ჭაღარა კაცია, მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს კმაყოფილებას

როგორც ვიცი, კონდახებსაც აკეთებს

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 23 2009, 23:37

კონდახებსაც აკეთებს და სხვა რამეებსაც...მაგრამ......ეგ კაცი ძირითადად სკებს და ეგეთებს აკეთებს(მეფუტკრეა) სახელოსნოც კარგი აქვს...პროფებმა მითხრეს საკეცე ზამბარები და ეგეთები გამისდის კარგადო ..თან ამოწმებს ეგრე...ტისკში ატნევს და 24 საათი ტოვებს..თუ მეორე დღესაც იგივე დრეკადობა აღმოაჩნდა ესეიგი "ბეზატკაზნია"...მოკლედ ეგ საკითხები საკმაოდ მაქვს შესწავლილი...ვის რა უნდა გააკეთებინო...კონდახს აკეთებს ერთი კაცი...დღეს საქართველოში მეგ დონის არავინ არ არის...(ამ დროს ბევრის ნამუშევარი მაქვს ნანახი და მე თვითონაც ვაკეთებ) თუ ვინმეს კონდახი გინდათ დამიჯერეთ იმას მიმართეთ და თვალებს არ დაუჯერებთ როდესაც დამთავრებულს ნახავთ..თან საშაზე იაფად აკეთებს...მე გუშინწინ გამოვიტანე მაგისგან ჩემი კონდახი...შოკირებული ვუყურებდი...მაგ დონის ნამუშევრები მარტო ძვირფას თოფებს აქვთ(პერდეს, გოლანდს და ა.შ.) სურათს დავდებ....

პოსტის ავტორი: jagermeister Jun 24 2009, 00:20

ციტატა(ლევანი @ Jun 23 2009, 11:37 PM) *
კონდახებსაც აკეთებს და სხვა რამეებსაც...მაგრამ......ეგ კაცი ძირითადად სკებს და ეგეთებს აკეთებს(მეფუტკრეა) სახელოსნოც კარგი აქვს...პროფებმა მითხრეს საკეცე ზამბარები და ეგეთები გამისდის კარგადო ..თან ამოწმებს ეგრე...ტისკში ატნევს და 24 საათი ტოვებს..თუ მეორე დღესაც იგივე დრეკადობა აღმოაჩნდა ესეიგი "ბეზატკაზნია"...მოკლედ ეგ საკითხები საკმაოდ მაქვს შესწავლილი...ვის რა უნდა გააკეთებინო...კონდახს აკეთებს ერთი კაცი...დღეს საქართველოში მეგ დონის არავინ არ არის...(ამ დროს ბევრის ნამუშევარი მაქვს ნანახი და მე თვითონაც ვაკეთებ) თუ ვინმეს კონდახი გინდათ დამიჯერეთ იმას მიმართეთ და თვალებს არ დაუჯერებთ როდესაც დამთავრებულს ნახავთ..თან საშაზე იაფად აკეთებს...მე გუშინწინ გამოვიტანე მაგისგან ჩემი კონდახი...შოკირებული ვუყურებდი...მაგ დონის ნამუშევრები მარტო ძვირფას თოფებს აქვთ(პერდეს, გოლანდს და ა.შ.) სურათს დავდებ....


თბილისშია ეს კაცი, კონდახებს რო აკეთებს ? იჟ-12 ზე მინდა კონდახი და ცივიო..
ამ კაცის ნაუშევრის სურათს თუ მოახერხებ რო დადო გაასწორებს ; ]

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 24 2009, 00:32

კი თბილისშია...ნამუშევარს დავდებ(უბრალოდ არ მაქვს აპარატი..ხვალ თუ მოვახერხე ვინმეს გადავაღებინებ)

პოსტის ავტორი: მონადირე Jun 24 2009, 10:06

Maverick
ლევანი




ბიჭებო, მოდით მოიძიეთ ამ ხალხის (მხედველობაში მაქვს დიმა და მეკონდახე რობერტი თუ არ ვცდები) ნომრები და დაწერეთ, რომ ყველა ფორუმელისთვის ხელმისაწვდომი იყოს.

პოსტის ავტორი: ვიტო Jun 24 2009, 16:23

მონადირე
კარგი აზრია, ყველა ხელოსანი ვინც ვიჩით დაწერეთ და თქვენივე შკალით შეაფასეთ, ისიც მიაწერეთ რა განხღით მუსაობს და პირველ პოსტში ჩავამატებ ყველაფერს, ანუ ერთ პოსტად გავაერთიანებ ყველას რეკვიზიტებს

პოსტის ავტორი: ზახარა Jun 24 2009, 16:33

ვიტო
ჯერ უნდა შევეხმიანოთ და თუ აწყობთ დავდოთ ფორუმზე, კონდახის გათლასაც ლიცენზიები და მთელი დოკუმენტაცია ჭირდება, რამე პრობლემა არ შევუქმნათ.

პოსტის ავტორი: ვიტო Jun 24 2009, 16:44

ზახარა
ოოო, მაგდენი აღარ ვიცოდი, ისე ისედაც ყველამ იცის და რავი აბა

პოსტის ავტორი: მონადირე Jun 24 2009, 20:16

ზახარა
მაგდენი არც მე მიფიქრია. ბოლოსდაბოლოს ან დაგვიპიემონ ვინც გაიგებს ან დახურულში დადონ. მოკლედ ეგ საკითხი მგონი მოგვარდება.

ისე კონდახის დამზადებასაც ლიცენზია უნდა? უნდა გავარკვიო ეს საკითხი კანონმდებლობის დონეზე.

პოსტის ავტორი: ზახარა Jun 24 2009, 20:47

მე როგორც ვიცი იარაღის შეკეთებასთან გადის კონდახის გაკეთებაც, იარაღთან შეხება, გარემონტება და სხვას ლიცენზია უნდა. თუ აქვთ ლიცენზია პირიქით უნდა აწყობდეთ რეკლამაა.თუ არადა ისედაც მოვაგვარებთ თუ ვინმეს დაჭირდა რა პრობლემაა.

პოსტის ავტორი: ვიტო Jun 24 2009, 21:19

ზახარა
მემგონი კონდახზე არ უნდა იყოსლიცენზია, ეგ ალბათ ისეთ დეტალებზეა საუბარი როდესაც ბალისტიკა იცვლება, მაგ, ლულები ან ნემსის მექანიზმი, არა მგოია ეგ შეზღუდვა იყოს, გაარკვიეთ რა ვინმემ


პოსტის ავტორი: გრიზლი Jun 24 2009, 22:32

ვიტო

მეც ეგრე მგონია

პოსტის ავტორი: ზახარა Jun 24 2009, 22:36

ლევანიმ იცის დეტალები მგონი რომ შემოვა დაწერს

პოსტის ავტორი: jagermeister Jun 24 2009, 23:34

გაუმარჯოს კაი ხალხს newsmile045.gif
ჩემ იჟ12-ს მინდა კონდახზე ცოტა შევავლო ხელი,
ეგებ მცოდნე ხალხმა მირჩიოთ თუ გამოვა გადასვლის ადგილების რესტავრაცია, ცოტა ამოტეხილივით რო აქვს ნაპირში...
და თუ გამოვა, ვისთან მირჩევდით მიტანას ?



პოსტის ავტორი: Bonehill Jun 25 2009, 09:54

მშვენიერი იჟ 12, ამთოფის დადებით მხარეებზე აღარ შევჩერდები, გრავირებაც ლამაზი და იშვიათი აქვს. რესტავრაციას რაც შეეხება, შეიძლება სურათზე კარგად არა ჩანს მაგრამ ამ ადგილების გამოსწორება ძნელი იქნება , ხის რესურსი აღარაა მეტი რომ "გადაშკურკო" მე პირადად, კარგად შერჩეულ კაკალს ჩავაცმევდი... newsmile027.gif
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: jagermeister Jun 25 2009, 11:36

ციტატა(Bonehill @ Jun 25 2009, 09:54 AM) *
მშვენიერი იჟ 12, ამთოფის დადებით მხარეებზე აღარ შევჩერდები, გრავირებაც ლამაზი და იშვიათი აქვს. რესტავრაციას რაც შეეხება, შეიძლება სურათზე კარგად არა ჩანს მაგრამ ამ ადგილების გამოსწორება ძნელი იქნება , ხის რესურსი აღარაა მეტი რომ "გადაშკურკო" მე პირადად, კარგად შერჩეულ კაკალს ჩავაცმევდი... newsmile027.gif

კაი თოფია ნაღდად, 10 წელია ამით ვნადირობ და ძალიან კმაყოფილი ვარ, თან შეჩვევის ამბავიც არის ალბათ.. : ]
რესტავრაციაზე მეც ეგრე ვიფიქრე, მეორე მხარეს უარესი მდგომარეობა აქვს.. ამოტეხილებივით არის ხე..
და ხო ვერ მირჩევდით ვინმე კაი ხელოსანს თბილისში ?

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 26 2009, 00:31

მაგის რესტავრაციაც კეთდება და შეიძლება გადაშკურკვამაც უშველოს...მასტერსაც მიგასწავლი..მაგრამ პმ-ს გაგზავნა მასწავლეთ რა ვინმემ..ვერ ვპოულობ საიდან უნდა....

პოსტის ავტორი: ბესო Jun 27 2009, 12:36

ვისაც გინდა, რომ, PM გაუგზავნო იმის პირად პროფილში შედი და "პირადი ფოტო"-ს ქვევით არის "პირადი შეტყობისნების გაგზავნა"

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 29 2009, 22:16

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
აი რობერტის ნამუშევარი კონდახი და ცევიო...ცუდი სურათებია..მაგრამ მაინც დავდე..უკეთესსაც დავდებ..

პოსტის ავტორი: შალვა Jun 29 2009, 22:18

ლევანი
ეს შენი თოფია? ვერ ვიცანი.

პოსტის ავტორი: ზახარა Jun 29 2009, 22:19

ლევანი
ხვალე დღე გადავუღებ ლევან მთლინად თოფს

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 29 2009, 22:24

შალვა
კიიი.. ეგ არის ჩემი ბატონი ფრანკოტი...დღეს სურათების გადაღება გვინდოდა, მაგრამ დაგვიღამდა და "ვსპიშკაზე" ცუდი ხარისხი მივიღეთ..ხვალ მთლიანად გადავიღებ და დავდებ...

პოსტის ავტორი: ვიტო Jun 29 2009, 22:28

ლევანი
რა ჯდება ეგეთი სიამოვნება?

პოსტის ავტორი: შალვა Jun 29 2009, 22:30

ლევანი
რასამბობ ხელში მეჭირა და აქ ვერ ვიცანი? ძაან მაგრად გამოიყურება, თითქოს შიგნიდან ანათებს, მაგარიაააა!

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 29 2009, 23:08

მაშინ შერლაკი ქონდა წასასმელი....
ვიტო
არ ვიცი ზუსტად, მაგრამ უფრო იაფი, ვიდრე საშასთან....აქ დამავიწყდა დამეწერა..რობერტიმ ნასეჩკა გააკეთა..კონდახი და ცევიო ჩემი გამოთლილია...(მე მაგ დონის ნასეჩკას ვერ ვაკეთებ)

პოსტის ავტორი: დათო ბუ Jun 30 2009, 23:40

ლევანი
მაგარია .ჯიგარი ხარ.

პოსტის ავტორი: მონადირე Jul 22 2009, 09:49

ლევანი
რობერტის და მუხიანელი მექანიზმის ოსტატის (მგონი დიმიტრი) საკონტაკტო ნომრები თუ გაქვს, დამიპიემე.


პოსტის ავტორი: ლევანი Jul 22 2009, 23:53

მუხიანელი დიმა ამ რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა...რობერტის ნომერს კი მოვძებნი და მოგწერ...

პოსტის ავტორი: zaza71 Aug 25 2009, 08:44

ნომრები დადეთ თუ შეძლება, გასაოცარი ნამუშევარია...

პოსტის ავტორი: Maverick Sep 8 2009, 10:18

ბიჭებო აბა ხელოსნების ნომრები დაყარეტ ზაზას MP-ზე რუკაიატკა დაეკარგა

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 8 2009, 10:24

893 300888 ანდრო, ეს არის საშას შვილი, მოსკოვის პროსპექტზე, ამას წინათ ვიყავი, მც რომ დავშალე დეტალურად
ვეღარ ავაწყე და 2 ცუთში მიშველა, ცოტა მეძვირეები არიან მაგრამ მგონი საუკეთესო სახელოსნოა თბილისში

პოსტის ავტორი: Bonehill Sep 8 2009, 18:12

ციტატა(Maverick @ Sep 8 2009, 11:18 AM) *
ბიჭებო აბა ხელოსნების ნომრები დაყარეტ ზაზას MP-ზე რუკაიატკა დაეკარგა

"ზატვორის" კაუჭი ალბათ

პოსტის ავტორი: ზაზა Sep 8 2009, 18:57

შარშანაც მოძვრა ეგ დედააფეთქებული,მაგნუმში იყო 15 ლარად და გადამავიწყდა ყიდვა,დღეს კი მაგრა ვინერვიულე ჩემებურად,კინაგამ გავტეხე თოფი,მარა ბიჭებმა მიშველეს.მავერიკ-ნიკო,მადლობა ჯიგარო,ვიტო და როვერი მიმყვნენ ხელოსანთან მოსკოვის გამზირზე.ხვალ მზად იქნებაო.როვერის თოფის რუკოიატკა დავუტოვეთ ნიმუშად,ამის გამო თვითონ ვერ წავიდა სანადიროდ.აი რა კლუბი გვაქვს,საძმოა რა.
50 ლარი კი დაჯდა,მარა სეზონის გაცდენას არ ჯობია?

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Sep 8 2009, 19:00

მე 1 ცალი გავაკეთებინე ეერთ ზაპასად მაგრამ იმ ჩათლახმა 10 მწყერი წამართვა newsmile056 (1).gif newsmile056 (1).gif newsmile056 (1).gif newsmile056 (1).gif

პოსტის ავტორი: ზაზა Sep 8 2009, 19:27

50 ლარია ძვირია,მარა სხვა გზა არ მაქვს.სანამ მაღაზიებში გაიჩითება,სეზონიც გავა.ხვალ იქნებაო მითხრა და ველოდები.ისე მაინც უნდა ვიყიდო სათადარიგოდ,თორე რა იცი რა ხდება

პოსტის ავტორი: Bonehill Sep 8 2009, 19:47

ხო ეგ კიდევ ერთი მინუსია მაგ თოფის, მაგრამ ეგ არაფერი....იქონიეთ ხოლმე "ზაპასში" და ეგაა

პოსტის ავტორი: გრიზლი Sep 15 2009, 08:53

ციტატა(ჰერცოგი997 @ Sep 8 2009, 08:00 PM) *
მე 1 ცალი გავაკეთებინე ეერთ ზაპასად მაგრამ იმ ჩათლახმა 10 მწყერი წამართვა newsmile056 (1).gif newsmile056 (1).gif newsmile056 (1).gif newsmile056 (1).gif


დაიცა შენ რა ნატურით გამოგართვა თუ ღადაობ? newsmile035.gif newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif

პოსტის ავტორი: zaza71 Sep 16 2009, 20:29

კონდახის გამოცვლა მინდა ჩემ ბელგიურზე, ვის მირჩევთ? რობერტას ნამუშევარი მომეწონა, მაგრამ ნომერი არ წერია.

პოსტის ავტორი: Bonehill Sep 16 2009, 21:33


zaza71
ლევანის მიწერე პმ-ში


პოსტის ავტორი: zaza71 Sep 16 2009, 21:43

ციტატა(Bonehill @ Sep 16 2009, 10:33 PM) *
zaza71
ლევანის მიწერე პმ-ში

გიხარე ძმაო

პოსტის ავტორი: elisa Sep 17 2009, 21:16

თოფზე მაქვს წინა სამიზნე (ოქროსფერი ბურთულა)დაკარგული, თუ ვინმემ იცით პროფესიონალი ხელოსანი, რომელიც შეძლებს ამ ბურთულის ჩასმას და მიზნის გასწორებას, გთხოვთ მიმასწავლეთ.

პოსტის ავტორი: ბესო Sep 19 2009, 01:21

ციტატა(elisa @ Sep 17 2009, 10:16 PM) *
თოფზე მაქვს წინა სამიზნე (ოქროსფერი ბურთულა)დაკარგული, თუ ვინმემ იცით პროფესიონალი ხელოსანი, რომელიც შეძლებს ამ ბურთულის ჩასმას და მიზნის გასწორებას, გთხოვთ მიმასწავლეთ.


რა თოფია?
თუ გლუვლულიანია - ქარავანში მიდი და იყიდე სხვადასხვა ვარიანტები აქვთ - ოღონდ ბურთულა არ იქნება - მაღალი ხილვადობის არის...

პოსტის ავტორი: ლევანი Sep 19 2009, 02:51

ციტატა(giorgi elisashvili @ 17th September 2009 - 10:16 PM) *
თოფზე მაქვს წინა სამიზნე (ოქროსფერი ბურთულა)დაკარგული, თუ ვინმემ იცით პროფესიონალი ხელოსანი, რომელიც შეძლებს ამ ბურთულის ჩასმას და მიზნის გასწორებას, გთხოვთ მიმასწავლეთ.

ეგ ბურთულა სულაც არ არის ბურთულა...მანდ რეზბაზეა ჩახრახნილი პატარა ლატუნი..ხოდა თავი აქვს გადამრგვალებული..მაგას ნებისმიერი ტოკარი გაგიკეთებს..

პოსტის ავტორი: hunter777 Sep 19 2009, 07:42

ციტატა(Bonehill @ Sep 8 2009, 07:12 PM) *
"ზატვორის" კაუჭი ალბათ

საკეტის სახელური ჰვია ქართულად მაგას! ლულის საკეტის სახელური.

ციტატა(ლევანი @ Sep 19 2009, 03:51 AM) *
ეგ ბურთულა სულაც არ არის ბურთულა...მანდ რეზბაზეა ჩახრახნილი პატარა ლატუნი..ხოდა თავი აქვს გადამრგვალებული..მაგას ნებისმიერი ტოკარი გაგიკეთებს..

არ უნდა მაგას ტოკარი მოკარი! სახლის პირობებშიდაც გამიკეთებია ერთ საათში მაგი. ადრე ჰორიზონტალ ლულიანი მქონდა და იმას მოსძვრა!მოვაეგე სამიზნე თამასაზე არსებულ ხრახნიან ნახვრეტს პატარა ჭანჭიკი და მერე თავი დაუმუშავე ბეწვა ქლიბებით მშვენიერი გამოვიდა. სანამ დაუჭერდი ცოტა წებოც ჩავასხი და ისე გამაგრდა აღარასოდეს მოსძვრება ალბათ.

პოსტის ავტორი: elisa Sep 19 2009, 18:44

დიდი მადლობა რომ გამომეხმაურეთ. თოფი არის გლუვლულიანი, ჰორიზონტალური Toz-34 e. მაგ ლატუნი მეც დავუგე, მაგრამ მაღალი გამომივიდა და მიზანი სულ დავკარგე. ამიტომ მინდა კარგი ხელოსანი ლატუნიც რომ დააგოს და მიზანიც გაასწოროს.

პოსტის ავტორი: Bonehill Sep 19 2009, 18:51

თუ თავის ბუდიდან ამოვარდნილია სამიზნე, მაშინ იმავე ფოსოში უნდა ჩაჯდეს, ძალიან მარტივია, არავითარი გასწორება არ უნდა.... მაგრამ თუ ლულები გადაჭრილია მაშინ სამიზნე თამასაზე კეთდება ზუსტად ცენტრში ახალი ნახვრეტი და ეგაა
ჩემს თოფზე ეგრეა გაკეთებული
ზევით ხომ წერია ნომერი 893 300888 ანდრო

პოსტის ავტორი: xedos Sep 19 2009, 21:14

700024 საშას სახლის ნომერია

პრინციპში მაგას შენითაც გააკეთებ

პოსტის ავტორი: elisa Sep 20 2009, 12:33

მასე მოვიქცევი როგორც თქვენ დამარიგეთ, მადლობა ყველას... გისურვებთ კარგ ნადირობას!!!

პოსტის ავტორი: დიტო Oct 9 2009, 16:00

ირაღი რამდენადაა არ ვიცი მაგრამ მაინც აქ დავწერ,დრეს ვნახე ხელოსანი რომელიც აკეთებს ანკესებს,ანუ არემონტებს,გამოადგებათ განსაკუთრებით სპინინგისტებს,მდებარეობს სანზონაში ტელ:893 52 97 24 თემური

პოსტის ავტორი: ნოსო Oct 9 2009, 18:49

დიტო
3 კატუშკა მაქ გასაკეთებელი არიქაnewsmile05.gifnewsmile05.gifდავურეკავ და ვკითხავ ერთიnewsmile05.gifnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 10 2009, 00:21

დიტო
ნოსო
თქვენ დალაგებულები თუ ხართ? newsmile05.gif
რა შუაშია აქ ანკესები ან კატუშკები??? newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: zaza_zaza Oct 28 2009, 04:41

ძაან მაგარი ხელოსანია დიგომში ცხოვრობს ჟორიკა ქვია პროსტა მშიშარა კაცია და სხვანაირი მიდგომა ჭირდება. 895391671. მაგის ნომერია დაურეკეთ ყველაფერს ხუტიანზე აკეთებს თან არც ძვირს იღებს.

პოსტის ავტორი: GRIZLY Nov 21 2009, 10:56

გამარჯობათ !ესეიგი მაქ თოფი Krupp (Fried. Krupp Essen) მართლა ძალიან კარგი თოფია მაგრამ ერთი შემთხვევის შემდეგ ქვაზე დამივარდა ადრეე კაი ხნის წინათ და ლულა არი გაბზარული newsmile029.gif და იჯ 27 იცმაქ მარა ეს ბევრად ჯობია newsmile039.gif http://img134.imageshack.us/img134/9064/211120091264.jpg
და ან ხელოსანი შეძლებს გაკეთებას ან სად მივიტანო ვერ მიმასწავლით?? newsmile039.gif
http://img134.imageshack.us/img134/25/211120091267.jpg
ძალიან მინდა გაკეთება და გაკეთდება რამენაირად ?

პოსტის ავტორი: xedos Nov 21 2009, 15:36

საშასთან მიიტანე, ლულას გამოუცვლის ალბათ. მარა რამდენს გამოგართმევს არ ვიცი... newsmile090.gif

პოსტის ავტორი: GRIZLY Nov 21 2009, 15:58

მადლობთ მარა დაახლოებით ეგ რა დაჯდება ?? ან სადმე ქარხანაში ვერ გაამთელებენ სავით newsmile035.gif:D:D:D იმიტო რო ძაან პატარაზეა გამსკდარი newsmile029.gif თუ სისულელეს ვამბობ ? ? newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: xedos Nov 22 2009, 00:01

გამთელება არ გამოვა, გამოცვლა უნდა მაგ ლულას, სადღაც 200 გელას ფარგლებში, ლულას რამდენად იშოვი არ ვიცი, შეიძლება თვითონვე ქონდეს, მოკლედ მიდი და ანახე თოფი.

პოსტის ავტორი: Bonehill Nov 22 2009, 09:38

GRIZLY
გაუმარჯოს ეგ თოფი არაა, ეგაა მაგისი ლულის მარკა.
გაბზარულ;ს არაფერი ეშველება ! საშიშია ექსპლუატაციის დროს !
მაგრამ გააჩნია სადაა გაბზარული , ანუ თუ ლულის ბოლოშია მაშინ შეაკეთებენ, ოღონდ ყველაზე არასასიამოვნო გზით... შეიძლება გაბზარული არაა უბრალოდ გეჩვენება მასე.
ლულის გამოცვლაზე რა გითხრა აბა... ჯერ ლულა თუ აქვს ვინმეს

პოსტის ავტორი: GRIZLY Nov 22 2009, 11:38

კარგით მადლობთ. ისე კი ბოლოშია დაახლოებით ბოლოდავ 6-7 სანტიმეტრში newsmile038.gif წავუღებ მაშინ საშას newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Nov 22 2009, 13:12

ხოდა ეგაა რა, სამწუხაროდ მოაკლებენ ცოტას, მაგრამ ეგ არაა სანერვიულო ცილინდრები გექნება და ეგაა, მწყერი-ვალდშნებისთვის იდეალური მგონია

პოსტის ავტორი: ლევანი Nov 22 2009, 14:51

GRIZLY
ეგ თუ დავარდნისგან არის..გახეთქილი არ იქნება...(უბრალოდ ჩაიღუნებოდა)...ეგ უფრო სროლის შედეგი მგონია..(ალბათ პიჟი ან რამე ეგეთი იყო ჩარჩენილი)...თუ დაბოლოვებაშია...პატარას წააჭრიან და ეგ არის..(უფრო იოლად გამოხვალ) თუ ლულის შეცვლას გადაწყვეტ...მაშინ ჯერ ლულა გექნება საშოვნელი...მერე 200 ლარი საშასთვის...დაა გააახლებს...უბრალოდ დამღები და წარწერები აღარ ექნება..1 ლულას..ლულის დაკერებას..ხანდახან კი ჩალიჩობენ ხოლმე(კემპით)..მაგრამ ეგ "ტაპორნი" მიდგომაა...თან საშიში....

პოსტის ავტორი: GRIZLY Nov 22 2009, 15:23

არა აშკარად გაბზარულია . და ისე ეგეთი თოფი რო ქონდეს ვინმეს ან რომ ყიდიდეს ხო არ იცით?? ამის ზუსტი დასაახელებაა krupp hubertus მაგრამ ძაან საეჭვოა რო ვინმეს ქონდეს იმიტო რო ეს თოფი სერიული გამოშვებაა არ არის რამოდენიმე არსებობს სულ newsmile038.gif
ეს თუ გავეკეთე რამენაირად ჩემზე ბედნიერი მონადირე არ იქნება არავინ newsmile035.gif:D:D:D თან მაგრა შორს მიაქ და ზუსტად newsmile038.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Nov 22 2009, 17:03

GRIZLY
რამდენიმე ცალი არაა ნამდვილად, ძალინ დიდი რაოდენობითაა მასეთი თოფები. (როგორც ჩანს ჰუბერტუსია)

პოსტის ავტორი: ლევანი Nov 22 2009, 17:05

ციტატა(GRIZLY @ 22nd November 2009 - 16:23) *
ამის ზუსტი დასაახელებაა krupp hubertus

ეგ ფოლადის დასახელებაა უფრო...ეგ თოფი კი გერმანულს გავს...იქნებ დამღების და წარწერების სურათები დადო...(ახლოხედით)..მერე დავაზუსტებთ რა თოფია...და შეიძლება თუ არა მსგავსის მოძიება..

პოსტის ავტორი: GRIZLY Nov 22 2009, 17:05

კი ვიცი მაგრამ ვისგანაც ვიყიდე ეგრე მითხრა რაღAცა განსხვავებულიაო newsmile029.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Nov 22 2009, 17:11

ციტატა(GRIZLY @ 22nd November 2009 - 18:05) *
კი ვიცი მაგრამ ვისგანაც ვიყიდე ეგრე მითხრა რაღAცა განსხვავებულიაო

მაგას ყველა თოფის პატრონი ამბობს...და აუქციონზე 20 000 ევროდ აქვს ნანახი ზუსტად ისეთი...... newsmile035.gif newsmile035.gif
ეგ რომ ეგეთი განსაკუთრებული იყოს....ეგეთი მექანიზმი არ ექნებოდა....სრული საკეთებით იქნებოდა...

თუმცა იმისი თქმა ნამდვილად არ მინდა, რომ უბრალოა....კარგი თოფები საკმაოდ არის ეგეთი მექანიზმითაც...რავიცი რაა..ჯერ დავაზუსტოთ რა თოფია და რომელი კატეგორიის....

პოსტის ავტორი: Davitus Nov 22 2009, 18:54

GRIZLY
ღმერთმა ქნას და ლულა რომც იშოვო, ეს გადააჭრევინე, ცილინდრები გექნება ბოლოში და მწყერზე ამ ლულებს დააყენებ ხოლმე, უფრო შეგენახება მეორე ლულა newsmile045.gif

პოსტის ავტორი: GRIZLY Nov 22 2009, 19:14

აი ამ ადგილას აწერია P.MOSSIERS BRESLAV http://img81.imageshack.us/img81/8576/22112009468.jpg
აი აქ კიდე http://img682.imageshack.us/img682/2784/22112009470.jpg KRUPP-ESSEIN
და აი აქ აწერია http://img81.imageshack.us/img81/762/22112009471.jpg HUBERTUS newsmile045.gif newsmile045.gif newsmile045.gif

ციტატა(Davitus @ Nov 22 2009, 19:54) *
GRIZLY
ღმერთმა ქნას და ლულა რომც იშოვო, ეს გადააჭრევინე, ცილინდრები გექნება ბოლოში და მწყერზე ამ ლულებს დააყენებ ხოლმე, უფრო შეგენახება მეორე ლულა newsmile045.gif

რავიცი აბა ვნახოთ იქნება გამოვიდეს რამე და ვიშოვო. newsmile035.gif:D:D

პოსტის ავტორი: Bonehill Nov 22 2009, 22:29

ლევანი
ჰუბერტუსია

პოსტის ავტორი: GRIZLY Nov 23 2009, 11:21

ციტატა(Bonehill @ Nov 22 2009, 23:29) *
ლევანი
ჰუბერტუსია

და ლულას სად ვიშოვი ხო არ იცით ?? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Nov 23 2009, 14:03

ციტატა(GRIZLY @ Nov 23 2009, 12:21) *
და ლულას სად ვიშოვი ხო არ იცით ?? newsmile05.gif

ვერ იშოვი ძმაო ვერა... იჟ 27-ის ლულა არ იშოვე ბა და მაგას ხო საერთოდ. ერთადერთი შეიძლება გადააწყოს ხელოსანმა რაიმე თოფის ლულა. დიდი წვალება უნდა მოკლედ, ღიირს რო...

პოსტის ავტორი: GRIZLY Nov 23 2009, 14:05

ვააა ძაან ცუდია newsmile039.gif newsmile039.gif newsmile039.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Nov 26 2009, 01:02

ციტატა(GRIZLY @ 23rd November 2009 - 12:21) *
და ლულას სად ვიშოვი ხო არ იცით ??

ზუსტად მაგის ლულას...აი ძალიან უნდა გაგიმართლოს რო მოარტყა...ისე კი სხვა თოფის ლულას იშოვნი...და საშას შეუძლია მაგისი გადატანა..200 ლარი ჯდება(ხელობა) ოღონდ მაგ ფასში ყველანაირი "პაიკა" და "ვარანენიე" შედის....პრაქტიკულად სულ ახალი "ვიდი" ეძლევა....

პოსტის ავტორი: GRIZLY Nov 26 2009, 18:16

ვაა მართლა და ლულას რამდენშI ვიშოვი newsmile029.gif და ნორმალური იქნება მერე თუ იცით ?? newsmile045.gif newsmile05.gif newsmile045.gif

პოსტის ავტორი: gizovichi Nov 26 2009, 19:27

GRIZLY

ციტატა(GRIZLY @ 26th November 2009 - 19:16) *
ვაა მართლა და ლულას რამდენშI ვიშოვი და ნორმალური იქნება მერე თუ იცით ??

ჩათვალე ახლი თოფი გექნება, მთაწმინდაზე მიდი დაყააღებულ საქონელს რომ ყიდიან და შედარებით იაფად დაითრევ, ჩემაა ძმაკაცმა 70 ლარად დაითრია ტოზ-34 12კალ. მექანიზმი ქონდა არეული, ლულები მშვენიერი

პოსტის ავტორი: GRIZLY Nov 26 2009, 19:33

და მთაწმინდზე რა ადგილას არის ზუსტად ??

პოსტის ავტორი: gizovichi Nov 26 2009, 19:43

თუ არ ვცდები იაშვილის ქუჩაზეა

პოსტის ავტორი: GRIZLY Nov 26 2009, 19:48

მადლობთ newsmile045.gif

პოსტის ავტორი: cz80 Nov 26 2009, 21:42

ციტატა(gio2515 @ 26th November 2009 - 20:43) *
თუ არ ვცდები იაშვილის ქუჩაზეა

კი იაშვილზეა 4 ნომერში
ოღონდ ეგეთი იაფფასიანები აღარაქვთ მგონი

პოსტის ავტორი: ლევანი Nov 26 2009, 23:37

ციტატა(cz80 @ 26th November 2009 - 22:42) *
ოღონდ ეგეთი იაფფასიანები აღარაქვთ მგონი

იაფფასიანები კი აქვთ..მარა სულ ნაგავია...გუშინ ვიყავი....რაკოვინების გარეშე თოფი არ დევს...თან ოფიციალურად უნდა გადაიფორმო და 10 დღეც ელოდო...თან დასაჭრელი თოფი რჩება შენ სახელზე გაფორმებული...თან დამატებით 70 ლარი ჯდება...მაგაზე იაფად შეიძლება თვითონ საშას ქონდეს...(აქვს ხოლმე 1 ლულა გახეთქილი თოფიდან მორჩენილი მეორე ლულა)..ან დიღომშიც შეიძლება იშოვნო...უფრო იაფადაც გამოხვალ და მარტივადაც..

პოსტის ავტორი: ochopintre Nov 28 2009, 21:09

მეგობრებო ,თბილისში ხო არ იცით ხელოსანი რომელიც toz 8_ზე ოპტიკის რელს დააყენებს, გერმანიის საელჩოსთან კი ვნახე ერთი ხელოსანი მაგრამ ,ფასი არ მომეწონა

პოსტის ავტორი: Bonehill Nov 28 2009, 22:10

რამნდენი გითხრა თუ საიდუმლო არაა?

პოსტის ავტორი: ochopintre Nov 29 2009, 10:08

ციტატა(niko @ 28th November 2009 - 23:10) *
რამნდენი გითხრა თუ საიდუმლო არაა?

მინიმუმ 120 ლარიო, გააჩნია როგორი სირთულის იქნებაო

პოსტის ავტორი: akela1954 Nov 29 2009, 10:58

ვინმემ ხომ არ იცით დაფერვაში (ვორონენიე) საშა რამდენს იღებს, ან თუ იცით ვინმე ვინც ამ საქმით არის დაკავებული და თან ნამუსიანად აკეთებს.20კ ზაუერი მაქვს გასალამაზებელი.

პოსტის ავტორი: Bonehill Nov 29 2009, 11:02

ochopintre
კაი ფასი უთქვია, მე 150 ლარი მითხრა შარშან, მოსინზე 100$
akela1954
საშა დაუვიწყე ხარისხიანად აკეთებს მაგრამ ახალი თოფის ფასში newsmile090.gif (მგონი 250ლ)
ზაზაა ერთი არანაკლებ კარგი ოსტატი, ლევნამ იცის ნომერი პმ-ში მიწერე

პოსტის ავტორი: akela1954 Nov 29 2009, 11:08


მადლობელი. გავითვალისწინებ, საშასთან ძველი ახლობლობა გვქონდა და დავაკლებინებ.

პოსტის ავტორი: ochopintre Nov 29 2009, 11:51

ციტატა(niko @ 29th November 2009 - 12:02) *
ochopintre
კაი ფასი უთქვია, მე 150 ლარი მითხრა სანრსან, მოსინზე 100

კი "გადასარევი" ფასია
დავიჯერო სხვა ხელოსანი არ არის თბილისში ვინც 2 პატარა "დიეკას" გაუკეთებს თოფს?

პოსტის ავტორი: PREDATOR Nov 29 2009, 13:27

ციტატა(akela1954 @ Nov 29 2009, 11:58) *
ვინმემ ხომ არ იცით დაფერვაში (ვორონენიე) საშა რამდენს იღებს, ან თუ იცით ვინმე ვინც ამ საქმით არის დაკავებული და თან ნამუსიანად აკეთებს.20კ ზაუერი მაქვს გასალამაზებელი.

ვარანენიისთვის -ქარავანი- ში მიდი იქ აქვთ სპეციალური სითხე იყიდე და შენთვითონ გააკეთე.მარტივია. მემგონი 16 ლარი ღირს.

პოსტის ავტორი: sekreta Jan 5 2010, 21:15

ციტატა(ლევანი @ May 24 2009, 15:58) *
Nukry Max
არა ზაზა ხეზე არ მუშაობს.. ეგ რკინას აკეთაბს.. მექანიზმს და ვარანენიეს.. ხეზე რობერტი მუშაობს..იმის ნომერსაც დავდაბ(ჯერ არ ვიცი, უნდა გავიგო) ისე ნებისმიერ რამეს აკეთებს.. მათშორის ცევიოსაც....

ბრატ ერთი ეს ნომერი პირადულში მოწერე რა ამ ფორუმზე რო დევს იგივე არ დამიწერო იგივეა ამორტული. ჰო და თოფის გაკეთება მინდა რა და ცოტა ახლოს ცენტრიდან ან სხვა ხელოსნის ნომერი ხო არ იცი?

პოსტის ავტორი: zzzz Jan 14 2010, 22:09

ეხლახანს მივიღე საჩუქრად (ზიმსონი) მაგარი შელახულია. ხომ არ იცით ხელოსანი ისეტი რომ როგორც კონდახს ასევე მექანიზმს აკეთებდეს?

პოსტის ავტორი: ლევანი Jan 14 2010, 23:51

ცალცალკე ვიცი..ისე კი ეგეთი საშაა...იქ ყველაფერი კეთდება...უბრალოდ "ცოტა" ძვირი სიამოვნებაა მაგასთან..ასე რომ რამდენად გიღირს ეგ არის საკითხავი...
ისე სურათს ხო არ დადებდი???.. საინტერესოა როგორ გამოიყურება.

პოსტის ავტორი: zzzz Jan 15 2010, 07:44

სად შეიძლება საშას ნახვა? პოტოსაც დავდებ ოღონდ ჯერ გადავუღო და მერე აქ ვისწავლო როგორ ჩავტვირთო newsmile071.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Jan 15 2010, 08:57

რა ზიმსონია? წელი? დამღები?

პოსტის ავტორი: ჩიკო Jan 15 2010, 17:13

ბიჭებო ვინმე ხელოსანი ხო არ იცით რუსთავისკენ რო ცხოვრობდეს ? ჩამკეტი შემომატყდა . დიდი საჩალიჩო არაფერი უბრალოდ პატარა რკინის გამოცვლა უნდა .

პოსტის ავტორი: hunter777 Jan 15 2010, 17:56

ციტატა(ჩიკო @ Jan 15 2010, 18:13) *
ბიჭებო ვინმე ხელოსანი ხო არ იცით რუსთავისკენ რო ცხოვრობდეს ? ჩამკეტი შემომატყდა . დიდი საჩალიჩო არაფერი უბრალოდ პატარა რკინის გამოცვლა უნდა .

ვიცი ერთი მაგრამ ეხლა აკეთებს თუარა ეგ არ ვიცი დამიკავშირდი და განახებ რა იარაღია და რა დეტალია გაფუჭებული ?? 891224008

პოსტის ავტორი: zzzz Jan 15 2010, 20:07

დამღებში ვერ ვერკვევი (3 კალცო)-ს რომ ეძახიან ეგ არის 1938 ცელს არის გამოშვებული

პოსტის ავტორი: ჩიკო Jan 15 2010, 21:50


ტოზ 25.
აი ეს გამიტყდა ზუსტად .. ცოტა ცუდად ემჩნევა მარა თუ გაქ ნანახი მიხვდები რაზეც მაქ ლაპარაკი.

პოსტის ავტორი: MIMINO Feb 5 2010, 14:11

მგესალმებით ყველას. მც მაქვს და მინდა ლულის მოჭრა 15 სანტიმეტრით და კომპესატორის დაყენება. სად კეთდება ამისთანა რამ? მოსკოვის პროსპექტის საშა გამოვრიცხოთ. წინასწარ მადლობა

პოსტის ავტორი: GIO-85 Feb 5 2010, 14:15

ციტატა(MIMINO @ Feb 5 2010, 15:11) *
მგესალმებით ყველას. მც მაქვს და მინდა ლულის მოჭრა 15 სანტიმეტრით და კომპესატორის დაყენება. სად კეთდება ამისთანა რამ? მოსკოვის პროსპექტის საშა გამოვრიცხოთ. წინასწარ მადლობა



ლულის მოჭრა რამდენადაც ვიცი კანონით არის აკრძალული.... newsmile058.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Feb 5 2010, 14:26

GIO-85
გააჩნია რამდენით მოჭრი

პოსტის ავტორი: MIMINO Feb 5 2010, 14:34

15 სანტიმეტრს ვჭრი და დაახლოებით ამდენიმეს ვამატებ ოგონ სად ვქნა ეგ საქმე?

პოსტის ავტორი: MIMINO Feb 5 2010, 15:01

ხომ არ იცით ისეთი ვინმე ვინც მც–ზე ლულას ჭრის და კოპესატორს აყენებს? საშას გარდა მოსკოვის პროსპექტის

პოსტის ავტორი: ვიტო Feb 5 2010, 16:51

MIMINO
რატომ დაგჭირდა ეგ ამბავი? რათ გინდა კომპრესორი?

პოსტის ავტორი: Bonehill Feb 5 2010, 18:30

MIMINO
მაგის გარდა არავინ არაა მასეთ საქმეს ხელი რომ მოკიდოს.
მობეზრებული გექნება ეს კითხვა ალბათ მაგრამ, მაინც გკითხავ რათ გინდა მასეთი ტუნინგი? მც-ა ბოლო ბოლო.
პ.ს.
ლევან ზაზას შეუძლია მასეი რამეები?...

პოსტის ავტორი: camaro Feb 5 2010, 22:48

თუ ვინმემ იცის მისამართი ან ტელეფონის ნომერი თბილისში იარაღის ხელოსნების იქნებ დაწეროს?

პოსტის ავტორი: ჯეკო Feb 5 2010, 23:02

თუ იცით ვინმემ კონდახს ვინ აკეთებს ცოტა მისაღებ ფასებში დამაკვალიანეთ მასალა ჩემია

პოსტის ავტორი: MIMINO Feb 8 2010, 08:40

გაბერილია წინიდან ბოლოდან 7 სმ უკან ოდნავ არის მაგრამ მაინც არ მიაქვს ისე როგორც საჭიროა. ხომ არ იცით სად გააკეთებენ?

პოსტის ავტორი: MIMINO Feb 8 2010, 08:48

ციტატა(Bonehill @ Feb 5 2010, 19:30) *
MIMINO
მაგის გარდა არავინ არაა მასეთ საქმეს ხელი რომ მოკიდოს.
მობეზრებული გექნება ეს კითხვა ალბათ მაგრამ, მაინც გკითხავ რათ გინდა მასეთი ტუნინგი? მც-ა ბოლო ბოლო.
პ.ს.
ლევან ზაზას შეუძლია მასეი რამეები?...


გაბერილია ლულის ბოლოდან 7 სანტიმეტრით უკან ოდნავ მარჯვნივაც მიაქვს არ ეტყობა მაგრამ გასაკეთებელია რა. იქნებ მირჩიოთ რა ვქნა?

პოსტის ავტორი: ირაკლი21 Feb 8 2010, 09:57

ციტატა(MIMINO @ Feb 8 2010, 09:48) *
გაბერილია ლულის ბოლოდან 7 სანტიმეტრით უკან ოდნავ მარჯვნივაც მიაქვს არ ეტყობა მაგრამ გასაკეთებელია რა. იქნებ მირჩიოთ რა ვქნა?


მე მქონდა ეგეთი თოფი ხელი მაგას არ შეუშლია საფანტის ხმარებაზე მარჯვჰივ წაღება არა მგონია მაგის ბრალიყოს თუ მაინც არ გსიამოვნებს უნდა მოაჭრა და დაგრჩება ცილინდრი თავსუფლად იხმარ ტყივაზეც და საფანტზეც ცოტა ლულები იქნება მოკლე

პოსტის ავტორი: Bonehill Feb 8 2010, 10:37

MIMINO
მერე ეგ რა პრობლემაა, აბა კარგად შეამოწმე როგორც ასეთი ლულის გაბერვა ბრძოლის ხარისზე არ მოქმედებს ხოლმე, თუ თვითონ ჩოკი არაა გაფუჭებული რათქმაუნდა....

პოსტის ავტორი: MIMINO Feb 8 2010, 11:06

ციტატა(Bonehill @ Feb 8 2010, 11:37) *
MIMINO
მერე ეგ რა პრობლემაა, აბა კარგად შეამოწმე როგორც ასეთი ლულის გაბერვა ბრძოლის ხარისზე არ მოქმედებს ხოლმე, თუ თვითონ ჩოკი არაა გაფუჭებული რათქმაუნდა....



ოდნავ მარჯვნივ მიაქვს 50 მეტრში 1 მეტრით მარჯვნივ მიაქვს მოხრილია ოდნავ. ჩოკი არაა გაფუჭებული

პოსტის ავტორი: Bonehill Feb 8 2010, 11:41

თუ მოხრილია მაშინ გასაგებია. ადრე ეგეთ დეფექტებს ასწორებდნენ თითბერის ჩაქუჩით, მოღუნული ლულა მაინც რთული შესაკეთებელია, ყოველ შემთხვევაში ხელოსანს უნდა ენახოს newsmile045.gif

პოსტის ავტორი: MIMINO Feb 8 2010, 11:44

ციტატა(ირაკლი21 @ Feb 8 2010, 10:57) *
მე მქონდა ეგეთი თოფი ხელი მაგას არ შეუშლია საფანტის ხმარებაზე მარჯვჰივ წაღება არა მგონია მაგის ბრალიყოს თუ მაინც არ გსიამოვნებს უნდა მოაჭრა და დაგრჩება ცილინდრი თავსუფლად იხმარ ტყივაზეც და საფანტზეც ცოტა ლულები იქნება მოკლე


ოდნავ მოხრილია გაბერილის ადგილზე და 50 მეტრში 1 მეტრით მარჯვნივ მიაქვს ვერ ჩამივყალიბდი რა ჯობია რომ მოვაჭრა მც აგარ იქნება რაა

პოსტის ავტორი: goco Feb 8 2010, 12:26

გამარჯობატ. გილოცავტ ყველას დავითობას.

რაკოვინები აქვს ჩემს თობს და ხომ არ იცით ვინმე რომ აკეთებდეს?

ან თუ კეთდება საერთოდ?

პოსტის ავტორი: MIMINO Feb 8 2010, 12:55

ხალხოოოოოოოო ლულის გასწორების ოსტატები არ გეგულებათ

პოსტის ავტორი: Georgian Feb 10 2010, 10:30

სალამი ყველას.

მაქვს რუსული სანადირო თოფი იჟი. ერთ ლულიანი.

აქვს კონდახი გაბზარული, დავარდნიზგან ცუდად დაეცა ასფალტზე და გაიბზარა. შესაძლებელია თუ არა რაიმე რკინის დამჭერი რომ ჩაისვას?

პოსტის ავტორი: hunter777 Feb 10 2010, 16:38

ციტატა(Georgian @ Feb 10 2010, 11:30) *
სალამი ყველას.

მაქვს რუსული სანადირო თოფი იჟი. ერთ ლულიანი.

აქვს კონდახი გაბზარული, დავარდნიზგან ცუდად დაეცა ასფალტზე და გაიბზარა. შესაძლებელია თუ არა რაიმე რკინის დამჭერი რომ ჩაისვას?

კი შეიძლება მაგრამ ეგ არაფერს არ უშველის ეგ დროებითია ყოველი გასროლის შემდეგ გააგრძელებს ბზარი გაზრდას!

პოსტის ავტორი: Georgian Feb 10 2010, 20:26

რა ეღიერება კონდახი მიახლოებით ხო ვერ მეტყვი?

პოსტის ავტორი: gurika Feb 10 2010, 21:55

ხალხნო იცით რა ხდება. ეხლ ხანს ნადირობბის მერე ჩემი თოფის ლულაში წერთილები გაჩნდა და სახეხი პრუჟინით ვხეხე და რავი დიდი ცვლილება ვერ ვნახე და იქნებ რამე მირჩიოთან რამე კაი ზეთი მითხარი რო ვიხმარო, ან ვინმე ნორმალური ხელოსანი,

პოსტის ავტორი: vit vita Feb 14 2010, 01:49

გამარჯობათ მეგობარს აქვს ბრაუნინგ ავტო 5, გაუფუჭდა ზატვორის ტორმუზი და გვაინტერესებს სადმე საქართველოში შეიზლება ნაწილების ყიდვა ან შეკვეტა? წინასწარ დიდი მადლობა

პოსტის ავტორი: Bonehill Feb 14 2010, 14:39

ყიდვის შანსი ძალიან დაბალია, თვითონ "ავტო 5"-ია ცოტა, მისი დეტალები ხომ საერთოდ.
ისევ და ისევ უნდა შეაკეთებინო, მასეთ თოფს მოფრთხილება და პატივისცემა უნდა newsmile05.gif (არ გესწავლებათ ჩემგან)

პოსტის ავტორი: ირაკლი21 Feb 15 2010, 08:32

ციტატა(MIMINO @ Feb 8 2010, 13:55) *
ხალხოოოოოოოო ლულის გასწორების ოსტატები არ გეგულებათ

ლულის გასწორება შეუძლებელია არავინ შეგიყვანოს შეცდომაში

პოსტის ავტორი: Bonehill Feb 15 2010, 12:59

მგონი მაინც შესაძლებელია....

პოსტის ავტორი: vit vita Feb 16 2010, 00:42

Bonehill
გაიხარე ძმაო. კი მართლაც კარგი თოფია და უფრთხილდება კიდეც მაგრამ ეტყობა წინა პატრონს დიდად არ აინტერესებდა და იმიტომაც გაყიდა 400 ლარად.
თოფი ჩვენი ძალებით შევაკეთეთ და ეხლა კარგია მაგრამ თუ აქ ვიშოვიდით ნაწილებს გამოცვლა ჯობდა

პოსტის ავტორი: GIO-85 Feb 23 2010, 16:55

თოფს ცოტათი ჟანგმა გამოაყარა ლულებზე რითი მოვაცილო...? ან ისეთი ნივთიერება თუ არსებობს რომ ეს პრობლემა მომიგვაროს და აღარ გააგრძელოს დაჟანგვა.....?

პოსტის ავტორი: gurika Feb 23 2010, 17:00

ბიჭებო კაი ხელოსანი ხოარ იცით რესტავრატორი, ანუ ლულა გარედან რო ისევ გააშავოს და ა.შ

პოსტის ავტორი: Davitus Feb 23 2010, 23:09

gurika
შენ ვარანენიას გულისხმობ ალბათ.

აგერ ნომერი 893 20 46 20 ზაზა

პოსტის ავტორი: ლევანი Feb 23 2010, 23:41

ხოო..ეხლა გადავხედე ამ განყოფილებას...
მც-ზე...ლულის დაჯენა ალბათ შესაძლებელია..თუ დიდზე არ არის გაბერილი და ლითონი არ არის მოცულობაში ძალიან გაწელილი...
აქ კიდევ რაკოვინებზე იყო დასმული შეკითხვები... ლულებს შიგნიდან აღარაფერი ეშველება...მაგისი რესტავრირება გამორიცხულია... უბრალოდ თუ ლულა ქრომირებული არ არის და რაკოვინებიც ძალიან წვრილია..შეიძლება შიგნიდან ამოუშკურკოს..(შუსტირება გაუკეთდეს) სხვა გამოსავალი არ არსებობს.

ციტატა(gurika999 @ 23rd February 2010 - 18:00) *
ბიჭებო კაი ხელოსანი ხოარ იცით რესტავრატორი,

რისი რესტავრაცია გაინტერესებს???...

პოსტის ავტორი: ჯეკო Feb 23 2010, 23:52

ლევანი ეხლა მე გეტყვით რაშია საქმე მაგის თოფს აქვს დაწყებული რაკოინები წვრილ წვრილად რმოდენიმეგან რაა მნიშვნელოვანი არაფერია მაგრამ არ მიჯერებ და რესტავრატორი კიდე კუკის გაშავება უნდა რაა ვარანენიაზე იძახის და აგერ კი მივეცი მეც ზუსტად ეგ ნომერი Davitus _მა რაც მისცა



პოსტის ავტორი: gurika Feb 24 2010, 07:50

Davitus

სპასიბა დავითუს. და კიდო იცი რაა მინდა, მამაჩეს დარჩა ჩემი თოფი ყველის წვენში ა ცოტა ამოჭამა და მაგა ვერავინ შეავსებს?
მითხრეს რო აკეთებენო newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Feb 24 2010, 14:17

ციტატა(gurika999 @ 24th February 2010 - 08:50) *
მამაჩეს დარჩა ჩემი თოფი ყველის წვენში

ესეთ რამეს თუ ოდესმე წავიკითხავდი..ნაღდად არ მეგონა.... newsmile027.gif newsmile027.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: goco Feb 28 2010, 21:03

ციტატა(hunter777 @ May 24 2009, 15:15) *
ვიკა მაგ საკითხთან დაკავშირებით შემეხმიანე! კარგი რამ გავიგე!

ჩემს თოფს რაკოვინები აქვს და მაინტერესებს თუ კეთდება?

საერთოდ კეთდება?

პოსტის ავტორი: aragveli Mar 8 2010, 09:53

მოკლეთ დაიხურა სეზონი და ჩემა თოფმაც მიმტყუნა newsmile035.gif .
http://www.radikal.ru
კი ეტყობა სურათზე წინ რომ ერთი კბილი აკლია გაშვერილი მოტყდა
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ხო თოფი იჟ 58 ია 16 კალიბრი. გთხოვთ დამეხმაროთ ვის მივმართო.

პოსტის ავტორი: ლევანი Mar 9 2010, 18:51

ციტატა(goc005 @ 28th February 2010 - 22:03) *
ჩემს თოფს რაკოვინები აქვს და მაინტერესებს თუ კეთდება?

ეგ არ კეთდება. შესაძლებელია შიგნიდან თხელი ფენის მოხსნა..მაგრამ ეგ უარესია..ვიდრე ეგ რაკოვინები... გალამაზდება..მაგრამ რესურსი მოიხსნება...შეიძლება საშიშიც გახდეს.
aragveli
საშასთან მიდი.... ეგ დეტალი იმას თუ ეგდება სადმე. არ არის დიდი პრობლემა.

პოსტის ავტორი: aragveli Mar 9 2010, 20:09

მაგნუმში ვნახე და 40 ლარიო ეგ პატარა დეტალი, დიღომში ვნახავ შაბათს ერთი 5 ლარში ვიყიდი იქ ach.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Mar 9 2010, 23:12

ციტატა(aleksandre @ 9th March 2010 - 21:09) *
დიღომში ვნახავ შაბათს ერთი 5 ლარში ვიყიდი იქ

მართალია..
ციტატა(aleksandre @ 9th March 2010 - 21:09) *
მაგნუმში ვნახე და 40 ლარიო ეგ პატარა დეტალი,

აუ..ეგენი ხო საერთოდ რაა... დიღომში იჯ-58-ის მთელ მექანიზმს მაძლევდნენ 50 ლარად. კონდახი და ლულა რო მქონოდა..თოფი გამოვიდოდა.

პოსტის ავტორი: sekreta Apr 13 2010, 11:08

ბიჭებო იქნება დამეხმაროთ რა ძალიან გთხოვთ თოფზე დამეკარგა ცევიო და მინდა გავაკეთო იჟ 26 ზე რა და აბა რას მირჩევთ და რას მეტყვით?

პოსტის ავტორი: შუკა Apr 13 2010, 11:26

უნდა იშოვო სხვა იჯ 26 ცევეუ და რკინა კაი ტოკარს გააკეთებინო, ხეზე ბატონ ლევანს მიმართე!

პოსტის ავტორი: sekreta Apr 13 2010, 11:33

სულ ვერავინ გამიკეთებს? მაინტერესებს მე სად ვიშოვო რა თუ ვინმე აკეთებს შეკვეთა რომ მივცე და გამიკეთოს გორში აკეთებენო იაფათო მარა იქ ვერ წავალ ნამდვილად რა

პოსტის ავტორი: ლევანი Apr 13 2010, 11:37

ციტატა(sekreta @ 13th April 2010 - 12:33) *
სულ ვერავინ გამიკეთებს?

მაგისი ახლიდან გაჩარხვა...5ჯერ ძვირი დაგიჯდება...ვიდრე ისე შოვნა. დიღომში ბაზრობაზე იკითხე...თუ მაინცდამაინც იჟ-26-ის არ იქნა..სხვა მსგავსი იქნებ იშოვნო...მორგება უფრო ადვილია...ვიდრე ახლის გაჩარხვა.(შეიძლება იჟ-54-საც წავიდეს) ერთნაირი თოფებია.

პოსტის ავტორი: შუკა Apr 13 2010, 11:37

სულ ძვირი დაგიჯდება.. მე გირჩევ ვინმე ჩვენიანს ვისაც აქვს იჯ 26 გამოართვა დროებით ცევეუ და ტოკარი ნახო ეგაა მთავარი თორე ხე არაა პრობლემა!

პოსტის ავტორი: sekreta Apr 13 2010, 12:24

ხო ბიჭებო ხე პრობლემა არაა და იმენა სად უნდა ვიშოვო ვერ გავიგე დიღომში რა ადგილას შეიძლება ქონდეთ? და მარტო ცევიოებს თუ ყიდიან?

პოსტის ავტორი: შუკა Apr 13 2010, 12:26

არამგონია... თან ეგ რეტკი თოფია...

პოსტის ავტორი: Bonehill Apr 14 2010, 07:30

იჟ 26 და იჟ 54 მართლა გავს ერთმანეთს და შეიძლება ერთი მეორეზე მორგება.
მაგნუმშიც აქვთ ნაწილები მანდაც შეიარე, მაგრამ ლევანიმ როგორც გითხრა ყველას ჯობია დიღომში, ძაღლების ბაზრობაზე.

პოსტის ავტორი: sekreta Apr 14 2010, 11:47

კაი დიდი მადლობა ჯიგრები ხართ ასე რომ მეხმარებით კაი ხალხი ხართ

პოსტის ავტორი: misho777 Apr 22 2010, 18:42

ჩემ toz34 ეს იჟექტორი გაუტყდა სად შეიძლება შევიძინო და რა დამიჯდება?

პოსტის ავტორი: შუკა Apr 22 2010, 19:00

მაგნუმში იკითხე. აქვთ ხოლმე სათადარიგო ნაწილები.. newsmile045.gif

პოსტის ავტორი: axalcixeli Apr 24 2010, 00:09

გამარჯობათ ბიჭებო,
იქნებ რჩევა მომცეთ, მაქვს თითქმის სულ ახალი იჟ 27, 12/76, ეჟექტორებზე. ქვედა ლულა გასროლილ გილზებს ჭედავს, ეჟექტორი ვერ აგდებს და დანით უნდა ხოლმე წაშველება. გილზს ფორმა აქვს დაკარგული, დაღუნული და გაბერილია, თუმცა კარგი ხარისხის სქელკედლიანი გილზი არ იჭედება. ალბათ პატრონიკის ბრალია? და თუ ეშველება რამე?
წინასწარ დიდი მადლობა დახმარებისათვის.

პოსტის ავტორი: ლევანი Apr 24 2010, 00:57

თუ ახალი(ან ახლად დაწურული) ვაზნა იჭედება, ხოლო მაგ ლულაში ნასროლი(მაგ დიამეტრს მორგებული) არა, ესეიგი სავაზნეა გაფართოვებული. თუ ყველა შემთხვევაში ჭედავს ვაზნას, ესეიგი სავასნეშია დეფორმაცია. თუ მართლა სულ ახალი თოფია, შეიძლება ქარხნული წუნიც იყოს(ახალ თოფებზე სულაც არ არის გასაკვირი) მაგ შემთხვევაში, შეიძლება რამდენიმე მიკრონით ფართო "რაიბერი" ჩაატარებინო ხელოსანს და სავაზნე თანაბარი გახადო. აღარ იზავს. ხოლო თუ სავაზნე გაფართოვებულია(დიამეტრში გაზრდილი) აღარაფერი ეშველება. მაგისი "გილზოვკა" არ კეთდება(საშიშია)

პოსტის ავტორი: hunter777 Apr 24 2010, 09:10

დადე ფოტოები იმ და ბელილი მასრების, რომელ მასრას ხმარობ ლატუნისას თუ პლასმასისას?? და მასრის რომელი ნაწილია ხოლმე დეფორმირებული, ქუსლის მხარე თუ მასრის ყელი?? და შევეცდები დაგეხმარო! ისე იჟექტორის პრობლემა მგონია მე. არაზუსტად არაზუსტად ჯდება და ხშირ შემთხვევაში მასრის ქუსლს აფუჭებს ბერავს, ვერ აკეთებენ რუსები ხარიხსიან იჟექტორებს ახალ თოფებზე იიტომ ურჩევ ხომე რონ ექსტრაქტორიანი მოდელი შეარჩიოს ყიდვისას ხოლმე!

პოსტის ავტორი: axalcixeli Apr 24 2010, 09:22

ახლა არა მაქვს ეგეთი მასრა, ვისვრი მერე და გადავუღებ, პლასმასის გილზებს ვისვრი, გილზა თავში გაბზარული ან საერთოდ გახსნილია ხოლმე, ბოლოშიც აქვს დეფორმაცია, გილზებს ყველა ვარიანტში არ ჭედავს, ჩემი დატენილი გილზი არ გაუჭედია არასდროს ნაკლები პოროხი მქონდა მიცემული და გილზი არ დეფორმირდა. ზედა ლულა კი იგივე მასრებს არ ჭედავს, უპრობლემოდ აგდებს.

გამოხმაურებისათვის დიდი მადლობა

პოსტის ავტორი: hunter777 Apr 24 2010, 10:16

სავარაუდოდ ლულა არაფერ შუაშია, არც მისი ნაჩარხი ( სვერლოვკა) დ არც სავაზნე, გასროლილი მასრა თუ გახსნილი ან გაბზარულია! პლასმაისაზე მაქვს საუბარი ვარსკვლავური ჩაკეცვით ეგ რა პრობლემაა? ყველა ეგრე იზამს ნუუ დიდი უმრავლესობა, აქ თვითონ პლასმასის ხარისხზეა დამოკიდებული მის სისქეზე და დრეკადობის ხარისხზე მყიფე თუა დასკდება რათქმაუნდა იქ ხომ დზალიან დიდი ტყემპერატურა და წნევა მოქმედებს მასზე!

პოსტის ავტორი: MIMINO Apr 24 2010, 11:02

რაც არ უნდა ტემპერატურა და წნევა იყოს გილზი არ უნდა გახეთქოს. ლატუნის გილზი ცადე. 2 ვარიანტია მანდ ან შედარებით დიდი დიამეტრი აქვს მაგ სავაზნეს ან უსწორმასწორო გაბურღვა. თუ დიდი დიამეტრი აქვს ლითონის გილზი მაგ ლულით თუ ისროლე ისევ მაგ ლულაშივე ჩავა და მეორეში არა და თუ უსწორმასწოროდ არის გაბურღული მაშინ ამოძრობა გაგიჭირდება. ქარხნული დეფექტია ეგ და გამოსავალი მეეჭვება. თუმცა მაინც აჩვენე საშას და თუ არა მერე თელავში კაკოს. შეიძლება კაკომ მოახერხოს მაგ სავაზნის გაბურღვა გაფართოება და შიგ ტულკის ჩაპრესვა რაც პრობლემას მოგიხსნის. თუ დაგაინტერესებს ნომრებს და რეკვიზიტებს მოგცემ ამ ხელოსნების.

პოსტის ავტორი: axalcixeli Apr 24 2010, 13:09



ზუსტად ისეთი გილზები ვერ ვიშოვნე. ვისროლე სხვები და არც ერთი არ გაჭედა და არც ფორმა არ შეცვლია რომელიმეს. თუ სავაზნეა გაფართოებული ყველა გილზს არ გაბერავს?
ნასროლი გილზი ქვედა ლულაში ცოტას თუ ჩააწვები ისე ჩადის, რომ ეჟექტორი ზემოთ რჩება, ალბათ ამის გამოა პრობლემაც, მაგრამ ეს რისი ბრალია ეჟექტორის თუ ლულის ეს ვეღარ გავიგე

პოსტის ავტორი: MIMINO Apr 24 2010, 13:23

ლითონის გილზებით გაიგებ მარტივად. თუ პრობლემურ ლულით გასროლილი მეორეში ჩადის და ამოდის მაშინ ლულებს არაფერი არ ჭირს. თუ თბილისში გაქვს მანახე ცოტა გამოცდილება მაქვს და იქნებ ერთად დავადგინოთ რისი ბრალია და თუ არა და ხელოსნებს დაუკავშირდეთ.

პოსტის ავტორი: axalcixeli Apr 24 2010, 13:30

http://s47.radikal.ru/i118/1004/87/f036504f07bf.jpg

http://www.radikal.ru

თბილისში არა ვარ, ისე იქითა შაბათ კვირას ვიქნები შენს ტელეფონს თუ მეტყვი დაგირეკავ და თუ შეგიძლია დამეხმარე.

პოსტის ავტორი: MIMINO Apr 24 2010, 13:46

შამათ კვირებს კახეთში ვიქნები მე. სამუშაო დღეებში თუ მოხერხდება.

გილზი ისე იდება რომ იჟექტორი მაღლა რჩება?

პოსტის ავტორი: ლევანი Apr 24 2010, 14:55

ეგ ეჟექტორის ბრალია. გილზა მანდ არ უნდა მოხვდეს არაფით. ან ეჟექტორია გაღუნული ან ფასკა აქვს გადაცვეთილი. ისე კი მაინც მგონია, რომ სავაზნეც გაფართოვებულია. ეჟექტორმა რაც არ უნდა გაახუროს. ვაზნის გახეთქვასთან არანაირ კავშირში არ არის. მაგ ლულიდან დიდი ზარიადები იქნება ნასროლი. სავაზნეც გაფართოვებულია და ეჟექტორიც გაღუნული.

პოსტის ავტორი: hunter777 Apr 24 2010, 15:22

ეგ ზუსტად გეტყვი რისი ბრალიცაა აქ სავაზნე არაა არაფერ შუაში ეგაა წმინდა წყლის იჟექტორის ბრალი ძამიკო ანუ ყანყალებს და ვაზნის ქუსლიდან სხლტება და ტოვებს სავაზნესში მასრას!
კიდევ ერთი პრობლენა შეიძლება ვაზნის ჩადებისას პლასმასის ვაზნის ლითონის ქვედა ნაწილი ,,ჩაშკა,, ედებოდეს სავაზნის ყელს და მაშინ დეფორმირდებოდეს და იმიტომ ჭედავდეს! და კიდევ ერთიც ქვედა ლულის იჟექტორის ფეხი აი ის ნაწილი რითაც ლულის გვერდითა ჭრილში ჩადის ეს ფეხი და აფიქსირებს ის იყო გაღუნული ზემოთ ან ქვემოთ და შესაბამისად იჯექტორის ამომგდები ( ის ნაწილი რომელზეც ვაზნის ქუსლი ჯდება),, არასწორად ჯდებოდეს!

http://www.radikal.ru ეს ნაწილი ამ მიმართულებებით არ უნდა ირყეოდეს

პოსტის ავტორი: axalcixeli Apr 24 2010, 16:54

ერთი სიტყვით ხელოსანს უნდა ვაჩვენო ყველა ვარიანტში. საშას ნომერი მომეცით რა და იქნება პარასკევს ჩამოვიდე თბილისში და ვაჩვენო. დიდი ზარიადები არ მისვრია არასდროს, საერთოდ 100 გილზამდეც არ იქნება ნასროლი მაგ თოფიდან, ალბათ ეჟექტორია.
თუ მაგ თოფებზე ცუდად მუშაობს ეჟექტორი საერთოდ ექსტრაქტორზე რო გადავაკეთებინო არ გამოვა?

პოსტის ავტორი: hunter777 Apr 24 2010, 17:42

როგორ არ გამოვა მაგრამ დაგაყაჩაღებს! newsmile041.gif ერთი კარგად ამიხსენი მასრას სად ხეთქავს ან ფოტო დადე მაგ გაფუჭებული გახეთქილი მასრის რა ადგილს ხეთხავს იმ მასრას და ლატუნებს ხეთქავს თუ პლასმასებს ??

პოსტის ავტორი: axalcixeli Apr 24 2010, 17:51

სწორედ ვერ აგიხსენით, პლასმასებს ვისვრი, მასრას კი არ ხეთქავს, თავიდან სადაც ვარსკვლავისებურად იშლება ბზარი მოყვება დაბლა. ლატუნისა საერთოდ არ მისვრია ამიტომ არ ვიცი რას იზამს. მასრა არა მაქვს სამწუხაროდ, დღეს 10 ზე მეტი გილზი ვისროლე და არც ერთი არც დეფორმირდა და არც გაჭედა

პოსტის ავტორი: hunter777 Apr 24 2010, 18:05

პლასმასის ვარსკვლავისებურად ჩახვეული ვაზნები გასროლისას ეგრე შვრებიან კაცო ჩაკეცვის ადგილზე შეიძლება გაიხეს გადაკეცილი სადაცაა ის ადგილი სუსტება და სროლისას მერე რო იხსნება იმდენად დრეკადი აღარაა იი ჩაკეცვის ადგილი და იბზარება მაგრამ ეს ბზარი მასრას ბოლომდე კიარ უნდა ჩაყვეს მასრის ქუსლამდე ჩაკეცვის ბოლო წერტილამდე მაქსიმუმ! თუ ეგრეა ეგ პრობლემას არ წარმოადგენს არანაირად.

პოსტის ავტორი: axalcixeli Apr 24 2010, 18:12

მასრის შუამდე მიყვება დაახლოებით, მარა ეგ იშვიათად. საშას რომ ვაჩვენო მიხვდება სავაზნე გაბერილი ან გამრუდებული რომ იყოს? ეჟექტორი რომაა გასაკეთებელი ნაღდია ehh.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Apr 24 2010, 18:13

კიი მიხვდება აბა რაღასი ხელოსანია მაგას თუ ვერ მიხვდა?

პოსტის ავტორი: axalcixeli Apr 24 2010, 18:17

ვაჩვენებ მაშინ, ნომერს და მისამართს ვერ მომცემ მაგისას, ან ვინმე თუ იცი უკეთესი ხელოსანი იმისას

პოსტის ავტორი: Bonehill Apr 25 2010, 08:27

ციტატა(levani @ 24th April 2010 - 15:55) *
ეჟექტორმა რაც არ უნდა გაახუროს. ვაზნის გახეთქვასთან არანაირ კავშირში არ არის. მაგ ლულიდან დიდი ზარიადები იქნება ნასროლი.

ეჟექტორმა რა უნდა გაახუროს ლეუშ ?
ციტატა(axalcixeli @ 24th April 2010 - 18:51) *
სწორედ ვერ აგიხსენით, პლასმასებს ვისვრი, მასრას კი არ ხეთქავს, თავიდან სადაც ვარსკვლავისებურად იშლება ბზარი მოყვება დაბლა

ეგ არის ჩვეულებრივი მოვლენა, მითუმეტეს იაფფასიან ვაზნებში, (დაბალი ხარისხის ვაზნებში რა...)
მოკლედ რა ხდება: არავითარი პატრონიკი არაა ირიბი, უფრო სწორედ რომც იყოს ამას არანაირი გავლენა არ ექნება ვაზნებზე, ამასთან არაა კავშირში.
შენი თოფის პრობლემაა ამომგდები მექანიზმის ქარხნული წუნი ! მარჯვენა ამომგდები არის მოურგებელი, არასწორად დამუშავებული და ჩასმული თავის ბუდეში, უზუსტობა მილიმეტრის მეათედშია, ასეთი რამე ხშირად ძალიან ნახმარ თოფებში ხდება ხოლმე. ერთხელ მე მომივიდა მასეთი რამე მერკელ 201 -ზე , ასეთი შესრულების თოფი ბევრი არაა, თუმცა ისე იყო გაცვეთილი ეჟექტორი რომ ვაზნა შემთხვევით მის ქვეშ მოექცა, თუმცა ამ შემთხვევაში ამ კონკრეტული თოფიდან ნასროლი იყო 20 - 25 ათასი ვაზნა.
ასე რომ ჩემო მეგობარო პრობლემა არც ისე რთულადაა, მარტივად ინკურნება ხელოსანთან ერთი ვიზიტით.
აბა წარმატებები newsmile041.gif

პოსტის ავტორი: იკა კაპანაძე Apr 25 2010, 09:50

ციტატა(axalcixeli @ Apr 24 2010, 18:51) *
სწორედ ვერ აგიხსენით, პლასმასებს ვისვრი, მასრას კი არ ხეთქავს, თავიდან სადაც ვარსკვლავისებურად იშლება ბზარი მოყვება დაბლა. ლატუნისა საერთოდ არ მისვრია ამიტომ არ ვიცი რას იზამს. მასრა არა მაქვს სამწუხაროდ, დღეს 10 ზე მეტი გილზი ვისროლე და არც ერთი არც დეფორმირდა და არც გაჭედა

შენ ვეგასებს ხო არ ხმარობ? ეგენი უხარისხო პლასტმასისგან მზადდება და ყველა იხევა გასროლისას, იწვის, დნება...
დანარჩენი იჟექტორის ბრალია, ყანყალებს ალბათ. როცა ვაზნები დევს, დაკეტვა უჭირს თოფს?

პოსტის ავტორი: axalcixeli Apr 25 2010, 10:18

შენ ვეგასებს ხო არ ხმარობ? ეგენი უხარისხო პლასტმასისგან მზადდება და ყველა იხევა გასროლისას, იწვის, დნება...
დანარჩენი იჟექტორის ბრალია, ყანყალებს ალბათ. როცა ვაზნები დევს, დაკეტვა უჭირს თოფს?

ვეგასები იყო რომლებსაც ჭედავდა, ეჟეტორი ხელით რომ ვსინჯავს არ ყანყალებს ალბათ გაღუნულია. თოფს დაკეთვა არ უჭირს, თუ გილზი გაიჭედება მაშინ უჭირს გახსნა.

ასე რომ ჩემო მეგობარო პრობლემა არც ისე რთულადაა, მარტივად ინკურნება ხელოსანთან ერთი ვიზიტით.
აბა წარმატებები

გაიხარე, დარდი მომეშვა გულზე.

საერთოდ დიდი მადლობა, მაგარი ფორუმია და მაგარი ხალხი ხართ ყველა newsmile027.gif

ციტატა
შენ ვეგასებს ხო არ ხმარობ? ეგენი უხარისხო პლასტმასისგან მზადდება და ყველა იხევა გასროლისას, იწვის, დნება...
დანარჩენი იჟექტორის ბრალია, ყანყალებს ალბათ. როცა ვაზნები დევს, დაკეტვა უჭირს თოფს?


ვეგასები იყო რომლებსაც ჭედავდა, ეჟეტორი ხელით რომ ვსინჯავს არ ყანყალებს ალბათ გაღუნულია. თოფს დაკეთვა არ უჭირს, თუ გილზი გაიჭედება მაშინ უჭირს გახსნა.

ციტატა
ასე რომ ჩემო მეგობარო პრობლემა არც ისე რთულადაა, მარტივად ინკურნება ხელოსანთან ერთი ვიზიტით.
აბა წარმატებები

გაიხარე, დარდი მომეშვა გულზე.

საერთოდ დიდი მადლობა, მაგარი ფორუმია და მაგარი ხალხი ხართ ყველა

პოსტის ავტორი: axalcixeli Apr 25 2010, 10:39

ეხლა დავაკვირდი და ეჟეტორი აშკარად გვერდზეა, გილზზე არაა მორგებული ნორმალურად

პოსტის ავტორი: MIMINO Apr 25 2010, 10:49

საშა მუშაობს მოსკოვის გამზირზე 893 300 888 საშას შვილია ანდრო ერთად მუშაობენ. 822 70 00 24 ეს სახლის ნომერია. თუ არ ვცდები შაბათ კვირას არ მუშაობენ. წინასწარ დაურეკე მაინც. ისე მაგარი მეძვირეა და თუ ცოტას იეშმაკებ იაფადაც აკეთებს. 200 ლარი დამიფასა შევევაჭრე და კაპიკი არ დააკლო. წამოვედი და ერთ კვირაში დავურეკე 50 ლარში ტუ მოხერხდება თუ არა და არ მაქ მეტი მეთქი და გააკეთა. ასე რომ ყურადღებით. ისე მაგარია თბილისში ბადალი არ ყავს. თუმცა თელაველი კაკო სულ სხვა მოვლენაა. იმედია საშა მოაგვარებს და თუ საჭირო გახდა კაკოსაც მივაგნებთ წარმატებებს გისურვებ

პოსტის ავტორი: axalcixeli Apr 25 2010, 10:59

MIMINO
გაიხარე, მგონი ხვალ მიწევს თბილისში წამოსვლა, რაგაც სამეებიც გამომიჩნდა და ვანახებ ბარემ.
თუ ვერ გააკეთა, კაკოს მერე ვანახებ, თელავი ახალციხიდან მაინც ძალიან შორსაა

პოსტის ავტორი: შუკა Apr 25 2010, 16:41

ციტატა(axalcixeli @ Apr 24 2010, 19:17) *
ვაჩვენებ მაშინ, ნომერს და მისამართს ვერ მომცემ მაგისას, ან ვინმე თუ იცი უკეთესი ხელოსანი იმისას

რომ ჩმოხვალ დამირეკე და დაგაკვალიანებ 897113904ნიკა

პოსტის ავტორი: Bonehill Apr 26 2010, 22:13

ციტატა(axalcixeli @ 25th April 2010 - 11:18) *
გაიხარე, დარდი მომეშვა გულზე.

საერთოდ დიდი მადლობა, მაგარი ფორუმია და მაგარი ხალხი ხართ ყველა

რითიც შეგვიძლია შენ გვერდში გვიგულე

პოსტის ავტორი: axalcixeli Apr 27 2010, 19:55

ციტატა
რითიც შეგვიძლია შენ გვერდში გვიგულე


მეც მიგულეთ თქვენს გვერდში, რითიც შევძლებ რა თქმა უნდა

ციტატა
რომ ჩმოხვალ დამირეკე და დაგაკვალიანებ 897113904ნიკა


მადლობა ნიკა, ეხლა ვნახე შენი წერილი. მივაგენი საშას, გუშინ ვიყავი.


hunter777
Bonehill


აბსოლიტურად მართლები იყავით, სავაზნე არაფერ შუაშია. საშამ ეჟექტორის თავი არისო პატარა, ალბათ ქარხნული წუნი იყო, ამიტომ ვერ აგდებდა ზოგ გილზს. 1 საათში გამოასწორა. ეჟექტორზე დაადუღა რაგაცა მერე გაქლიბა და დაჯდა საკაიფოდ, თან ეჟექტორის ზამბარის თავზე პატარა რკინა რომ ეცმევა ის გამომიჩარხა, დამიკარგეს აქ დაშლა აწყობაში.
მიხვდა რომ იმ დღესვე მინდოდა თან მის იქით გზა რომ არ მქონდა და 60 ლარს ფეხი არ მოუცვალა, მარა სავაზნე რომ არ იყო გაფუჭებული იმდენად გამიხარდა სიხარულით გადავიხადე newsmile029.gif















პოსტის ავტორი: MIMINO Apr 27 2010, 20:09

გილოცავ სულ გემრიელ ნადირობაში გაგეცვითოს. ეხლა უკვე იმედიანად იქნები

პოსტის ავტორი: axalcixeli Apr 27 2010, 22:11

MIMINO
გაიხარე

პოსტის ავტორი: hunter777 Apr 27 2010, 23:53

დარწმუნებული ვიყავი რომ სავაზნე არაფერ შუაში იყო გამიხარდა რო კაგად გამოვოდა ყველაფერი, მომილოცავს. მარა საშკა ეტყობა აბრაგობას არ ეშვება რა! newsmile090.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Apr 28 2010, 08:43

axalcixeli
სულ კაი კაი ნადირობებში გაგეცვითოს


"კაკოი ონ ფაშიშტ"

ციტატა(axalcixeli @ 27th April 2010 - 20:55) *
მიხვდა რომ იმ დღესვე მინდოდა თან მის იქით გზა რომ არ მქონდა და 60 ლარს ფეხი არ მოუცვალა


პოსტის ავტორი: axalcixeli Apr 28 2010, 11:20

გაიხარეთ ბიჭებო, ისე ეგ საშკა მართლა მაგარი ვინმეა თავბრუ დამახვია პირდაპირ.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Apr 28 2010, 13:02

არ ამოგდება ხო, მაგრამ ეჟექტორი გილზს რატომ ხეთქავდა ვერ მივხვდი???
axalcixeli
გასინჯე აბა და გვითხარი პასუხი

პოსტის ავტორი: axalcixeli Apr 28 2010, 13:29

ეჟექტორი არ ხეთქავდა, გილზი იყო ალბათ უხარისხო და პლასმასი იბზრებოდა ზედა მხრიდან, ეჟექტორი კი გვერდზე ექცეოდა და გილზს ამოგდების ნაცვლად გვერდულად აწვებოდა. ასე დავასკვენი ბოლოს.

ციტატა
გასინჯე აბა და გვითხარი პასუხი


გავსინჯე უკვე რა მომათმენინებდა, გუშინ ვისროლე შუაღამისას ათიოდე ვაზნა და უპრობლემოდ მუშაობს

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Apr 28 2010, 13:38

მაგარია newsmile027.gif საქმეშიც ვნახოთ აგვისტოდან

პოსტის ავტორი: axalcixeli Apr 28 2010, 15:41

ციტატა
მაგარია საქმეშიც ვნახოთ აგვისტოდან


კი ბატონო, ვარძიისაკენ იმისთანა სამწყერე ადგილებია მეტს ვერ ინატრებს კაცი.
თუ გაგიჩნდებათ სურვილი და ჩამოხვალთ მაგარი მონადირეობით ვერ გაგაკვირვებთ, მარა ბლომად მწყერი რომ იქნება ისეთ ადგილზე მიგიყვანთ, კარგ ღვინოს ვიკისრებ კიდო, კარგ სამწვადეს, და რაღაც რაღაცეები სხვაც შეიძლება

პოსტის ავტორი: hunter777 Apr 28 2010, 15:44

ვაა ნახე რა წინადადება მისცა კაცურმა კაცმაა???? გენაცვალე ჯიგარი ხარ!! ლოკოკინებიც თუ გაიჩითებაა ამ სეზონს მაგ გავხსნი ა ეგ იქნება.

პოსტის ავტორი: Bonehill Apr 28 2010, 15:50

axalcixeli
გაგიმარჯოს ღმერთმა, მგონი ერთი კარგი ნადირობა არ აგვცდება newsmile05.gif

გაიხარე მეგობარო

პოსტის ავტორი: hunter777 Apr 28 2010, 15:55

რას ამბობ კაცო ნადირობას კიარა ჩემ წილ ტყვიას არ ავიცდენ! newsmile029.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Apr 28 2010, 15:57

მაგარი ადგილებია მე ვარა ნანადირევი მადეთ 5 წლის უკან

პოსტის ავტორი: axalcixeli Apr 28 2010, 16:08

ციტატა
ლოკოკინებიც თუ გაიჩითებაა


ლოკოკინა ადრე გაზაფხულზე ან შემოდგომაზე იჭმევა მარტო, ისე გაზაფხულზე ჯობია.

ციტატა
გაგიმარჯოს ღმერთმა, მგონი ერთი კარგი ნადირობა არ აგვცდება


თქვენნაირი ხალხის გაცნობას და მითუმეტეს ერთად ნადირობას რა ჯობია

ციტატა
მაგარი ადგილებია მე ვარა ნანადირევი მადეთ 5 წლის უკან


ადგილები იცოცხლე, დასავლეთიდან დადიან ძალიან ბევრი, ზესტაფონელები უფრო. ვარძიიდან ახალქალაქის სოფლებისკენ ადიხარ სულ მინდვრებია მაქეთ, ან კიდე ნიალის მხარეს თუ გაგიგონიათ, თურქეთის საზღვართანაა.


შემოდგომით ხურმა იცის ვარძიაში კიდო ბლომად და ლეღვი, ძმაკაცი მყავს მანდ დღე და ღამე მაგათ დასდევს, მარა სასიარულოა ძაან ბევრი და ძნელი

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Apr 28 2010, 16:19

axalcixeli
გაიხარე. ჰოდა გესტუმრებით კარვებით. newsmile05.gif ხურმაზე და ლეღვზე მერე ვილაპარაკოთ პმ ში newsmile045.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: axalcixeli Apr 28 2010, 16:23

ბოდიში მგონია ისეთი რამე დავწერე რაც არ უნდა დამეწერა ashh.gif
ვინოვატ

ციტატა
გაიხარე. ჰოდა გესტუმრებით კარვებით


გელოდებით აბა აგვისტოს და თქვენ

პოსტის ავტორი: MIMINO Apr 28 2010, 16:25

newsmile055.gif ochom-dagchipos.gif

ისედაც მეზობელი ფორუმებიდან რაღაცეებს გვაბრალებენ

პოსტის ავტორი: hunter777 Apr 28 2010, 16:30

ჰოო ხურმა და ლეღვი მართლა კაია შემოდგომაზე მწიფდება მაგი და! თან ბლომადაა იმ შორეულ მხარეში კი ვიცი მაგი მე!

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Apr 28 2010, 16:32

MIMINO

ციტატა
ისედაც მეზობელი ფორუმებიდან რაღაცეებს გვაბრალებენ

ზოგმა არ იცის ხურმა რა ხილია newsmile045.gif

პოსტის ავტორი: SPEC Apr 28 2010, 19:01

მოსინის ნალო ჩამომივიდა და თბილისში ხომ არ იცით ვინ და რამდენად დააყენებს?
თელაველი კაკო 60 ლარში აყენებს სახელურიანადო გამიგია - მე სახელური არ მინდა
http://pix.ge/x/a/r/ulo4v/
http://pix.ge/x/a/w/895b2/

პოსტის ავტორი: გოგა Apr 28 2010, 19:06

ციტატა(axalcixeli @ 28th April 2010 - 17:08) *
ან კიდე ნიალის მხარეს თუ გაგიგონიათ, თურქეთის საზღვართანაა.

ნიალას მთაზე მე ვარ ნამყოფი და მაგრა ვისიამოვნე.ქამა სოკოც ვნახე ტაფის ხელა newsmile05.gif კარგი გაშლილი ადგილებია და პერელიოტზე ბევრი იცის მწყერიო როგორც შემატყობინეს.ჩვენი მონადირეები ზარს ელოდებიან ხოლმე ახალციხელი მონადირეებისგან რო მწყერიოოო და გარბიან ეგრევე newsmile05.gif
მაგრამ ის სერტპატინი ისევ გაფუჭებულია? მე რო ვიყავი ძალიან დანგრეული იყო გზა მთაზე ასასვლელი.

პოსტის ავტორი: ლევანი Apr 28 2010, 19:42

SPEC
პმ. ნახე.

პოსტის ავტორი: axalcixeli Apr 28 2010, 19:46

იქ ორი გზა მიდის ერთი კარგია, ერთი კიდე ძალიან ქვიანია. ნიალის საწინააღმდეგო მხარესაც რომ ახვიდე, ვარძიასთან არ მისული, გოგაშენი, აფნია და კიდე რაღაც სოფლებია, იქაც ეგეთი ადგილებია და კიდევ უკეთესიც. სოკო კი იცის მანდ ბლომათ თუ ნაწვიმარზე მოხვდები

პოსტის ავტორი: ვანიჩკა Jun 22 2010, 22:32

პნოპკაზე როა თოფები, მაგ პნოპკის გადაკეთება თუ შეიძლება რო ცაციასთვის მოხერხებული იყოს?

პოსტის ავტორი: Bonehill Jun 22 2010, 22:37

აბა დააკონკრეტე

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 22 2010, 23:25

ციტატა(vanichka @ 22nd June 2010 - 23:32) *
პნოპკაზე როა თოფები, მაგ პნოპკის გადაკეთება თუ შეიძლება რო ცაციასთვის მოხერხებული იყოს?

რაც ჩემ ცხოვრებაში "კნიპკა" მინახავს.....სულ ერთია მემარცხენებისთვისაც და მემარჯვენეებისთვისაც. რა "კნოპკაა" ეგეთი რომ მარცხენასთვის მიუდგომელია???...კონდახი რო იყოს გასაგები იქნებოდა.

პოსტის ავტორი: ვანიჩკა Jun 22 2010, 23:39

ჩაკეთილ მდგომარეობაში როცაა მარჯვენა მხარესაა გაწეული პნოპკა და მე მინდა რო ჩაკეთილ მდგომარეობაში იყოს მარცხნივ გაწეული

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 22 2010, 23:43

ციტატა(vanichka @ 23rd June 2010 - 00:39) *
ჩაკეთილ მდგომარეობაში როცაა მარჯვენა მხარესაა გაწეული პნოპკა და მე მინდა რო ჩაკეთილ მდგომარეობაში იყოს მარცხნივ გაწეული

ეგ ალბათ ცალლულიანია არა??...იჟ-18. არ მახსოვს მანდ როგორ არის "კნოპკა" ჩასმული...მგონი არ უნდა იყოს დიდი პრობლემა.

პოსტის ავტორი: ვანიჩკა Jun 22 2010, 23:50

ლევანი

ციტატა
ეგ ალბათ ცალლულიანია არა??...იჟ-18. არ მახსოვს მანდ როგორ არის "კნოპკა" ჩასმული...მგონი არ უნდა იყოს დიდი პრობლემა


ხო იჯ18ია, და სად მირჩევთ რო მივიტანო ვანახო ხელოსანს?

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 23 2010, 00:02

რავიცი...არის ერთი კაცი..მაგრა მგონი აქ არ არის ეხლა(რაიონშია) მაგას საშა გააკეთებს რათქმაუნდა....უბრალოდ გააჩნია რამდენს მოითხოვს...

პოსტის ავტორი: ვანიჩკა Jun 23 2010, 00:11

ლევანი
საშა სად უნდა ვნახო ან როგორ? და მოსკოვის პროსპექტზეროა ხელოსანი თუ იცი იმასთან მიტანას არ აქვს აზრი?

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 23 2010, 00:22

ციტატა(vanichka @ 23rd June 2010 - 01:11) *
მოსკოვის პროსპექტზეროა ხელოსანი თუ იცი იმასთან მიტანას არ აქვს აზრი?

სწორედ ეგ არის საშა. გაკეთების ამბავში..ნაღდად გააკეთებს(ტექნიკურად ნამდვილად ქაჩავს საშა) უბრალოდ რამდენს მოითხოვს ეგ აღარ ვიცი. პრინციპში გააჩნია რა სირთულის საჩალიჩოა... თუ მაგ კნოპკას ამოგდებას.. და მერე შიგნითა ფიქსატორის მეორე მხარეს გადატანს..სვარკა და ეგეთები დაჭირდა...შეიძლება ხელი საერთოდ არ მოკიდოს. თუ უფრო მარტივად იქნა საქმე... მაშინ არ უნდა დაჯდეს ძვირი.. მე ნაღდად არ მახსოვს...მაგ კნოპკას რა აფიქსირებს შეგნით.. ეგ თოფი ვერც მე ვიხმარე ადრე(მეც ცაცია ვარ) ამიტომ ცალლულიანი..ჩახმახზე მქონდა.. ნაღდად ჯობია.

პოსტის ავტორი: hunter777 Jun 23 2010, 08:00

ლევან ადვილი გასაკეთბელია მე არ ვიცი საშა რამდენად გაატეთებს მაგრამ გასაკეთებლად ბევრი არაფერი ეგ ღილაკია ( კნოპკა) უნდა ამოვიდეს და სებრუნებულად ჩაისვას, და სასხლეტი კავის უკანა ნაწწილის გადაკეთება უნდა უმნიშვნელოდ!
მგონი ეგრე გაკეთდება

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 23 2010, 10:38

ციტატა(irakli fofxadze @ 23rd June 2010 - 09:00) *
უნდა ამოვიდეს და სებრუნებულად ჩაისვას,

ეგ კი ეგრე მარტივად გამოიყურება..თუმცა...მაგ შემთხვევაში შიგნით რასაც ებჯინება...ალბათ ცდომილებას მიცემს...ხოდა მაგის გვერდზე გადაწევა და მორგება..რა სირთულესთან არის დაკავშირებული..ეგ არის საკითხავი. თუ რამე ტიხარია..(კორპუსის მთლიანი ნაწილი) მაგის ამოქლიბვა და ახლის ჩადუღება(სხვა ადგილას) გახდება საჭირო...თუ ისეთი დეტალია..რომ მოიხსნას..მაშინ მარტივი იქნება რათქმაუნდა..აი ეგ არ მახსოვს სწორედ. შიგნით რა ხდება.

პოსტის ავტორი: Forrest Gump Jun 24 2010, 17:38

მოკლედ რა ხდება ახლა

ჩემ იჟ-18 ს რომ ვშლი მექანიზმი რჩება შეყენებული და ვერ ვუშვებ (ვერც სასხლეტის გამოკვრით)

რომ გამოვკარი რაღაც დახშული ტკაცანის ხმა იყო და მოფამფალდა სასხლეტი

მივედი ქარავანში დავაშლევინე სხვა იარაღი და ის სასხლეტის გამოკვრის შემდეგ დაეშვა

რა შეიძლება სჭირდეს ? თუ არის ადვილად მოსაგვარებელი ?



აი ეს იარაღის სქემა (ზედმეტი "ბოლტგაიკები" მოვშალე სურათიდან)

http://pix.ge/

წესით და რიგით ისეთი არაფერი არ უნდა იყოს დაზიანებული

აი ასე გამოიყურება დაშლის შემდეგ ჩემი იჟი

http://a.pix.ge/d/c66uz.jpg

...

აბა გისმენთ თქვენც გამიზიარეთ აზრები და რჩევები

პოსტის ავტორი: hunter777 Jun 24 2010, 19:22

ამომიტანე და მივხედავ!
ვერ გავარკვიე რას უჩივი მაგ იარაღს
ან დაშლაში რას გულისხმობ. რუსთავში თუ ჩამოიტან შევეცდები დაგეხმარო!

პოსტის ავტორი: Forrest Gump Jun 24 2010, 20:17

hunter777

ციტატა(irakli fofxadze @ 24th June 2010 - 20:22) *
ან დაშლაში რას გულისხმობ


ლულას რომ მოვხსნი კონდახს, თოფის მექნიზმი რჩება შეყენებული (წესით და რიგით ეგრეც უნდა იყოს) მაგრამ ვეღარ ვუშვებ (ეგრე ზამბარა დაჯდება) ვერც ისე როგორც წესია და ვერც სასხლეტის გამოკვრით

პოსტის ავტორი: hunter777 Jun 24 2010, 20:59

ციტატა(Forrest Gump @ Jun 24 2010, 21:17) *
hunter777



ლულას რომ მოვხსნი კონდახს, თოფის მექნიზმი რჩება შეყენებული (წესით და რიგით ეგრეც უნდა იყოს) მაგრამ ვეღარ ვუშვებ (ეგრე ზამბარა დაჯდება) ვერც ისე როგორც წესია და ვერც სასხლეტის გამოკვრით

ეგ ადვილია კაცო!
რა ქენი იცი?
ლულას რო მოაძრობ გადასახსნელი ბერკეტი მოქაჩე და კალაპოტის ძირში რომ ბრტყელი მშვილდივით ზამბარაა მას დააწექი თიტით და ისე გაუშვი ხელი გასახსნელ ბერკეტს! და მერე გააკეთე ფუჭი გასროლა.
ან მეორე ვარიანტი გადახსნილი თოფი მცველიდან მოხსენი სასხლეტს გამოუსვი და ისე აკეცე და მერე დაშალე!
და ეგაა!
აბა გამაგენინე თუ მოახერხებ! ან კამერა თუ გაქ სკაიპში დამიკავშირდი და გასწავლი!

პოსტის ავტორი: Forrest Gump Jun 24 2010, 21:09

ციტატა(irakli fofxadze @ 24th June 2010 - 21:59) *
ლილას რო მოაძრონ გადასახსნელი ბერკეტი მოქაჩე და კალაპოტის ძირში რომ ნრტყელი მშვილდივით ზამბარაა მას დააწექი თიტით და ისე გაუსვი ხელი გასახსნელ ბერკეტს!


ეს ვარიანტი ვცადე (ბონეჰილმა მასწავლა) მარა არ გამოვიდა ისევ ისე დარჩა


ციტატა(irakli fofxadze @ 24th June 2010 - 21:59) *
ან მეორე ვარიანტი გადახსნილი ტოფი მცველიდან მოხსენი სასხლეტს გამოუსვი და ისე აკეცე და მერე დაშალე!
და ეგაა!


არა არ გამოდის. არადა ისე ვაკეთებ როგორც დაწერე :|

ციტატა(irakli fofxadze @ 24th June 2010 - 21:59) *
სასხლეტს გამოუსვი


აი ამას როცა ვაკეთებ რაღაცნაირი ხმა არის.
წესით სასხლეტს რომ გამოკრავ ხომ ტკაცანებს. ჩემს თოფს კიდე რაღაც სხვანაირი ხმა აქვს მაგ დროს. უფრო სუსტი ხმა არის და ნემსა ადგილზე რჩება მაინც

ციტატა(irakli fofxadze @ 24th June 2010 - 21:59) *
აბა გამაგენინე თუ მოახერხებ! ან კამერა თუ გაქ სკაიპსი დამიკავსირდი და გასწავლი!



არ მაქვს კამერა :S

პოსტის ავტორი: hunter777 Jun 24 2010, 21:27

ნემსა ადგილზე უნდა დარჩეს ყველა ვარიანტში! მაგ მოდელში ნემსა და დამრტყმელი ჩაქუჩი ცალ ცალკე დეტალებია! რაღაცას ვერ აკეთებ სწორად და იმიტომაა ეგრე რო შვება! და როგორ გებულობ მერე რო ზამბარა დაჭიმულია ?



პოსტის ავტორი: ლევანი Jun 24 2010, 21:32

Forrest Gump
აწყობილ მდგომარეობაში..ჩვეულებრივად მუშაობს??... ანუ ჩვეულებირვი ტკაცანის ხმა აქვს??..

პოსტის ავტორი: Forrest Gump Jun 24 2010, 21:42

ლევანი

ციტატა(levani @ 24th June 2010 - 22:32) *
აწყობილ მდგომარეობაში..ჩვეულებრივად მუშაობს??... ანუ ჩვეულებირვი ტკაცანის ხმა აქვს??..


კი

ციტატა(irakli fofxadze @ 24th June 2010 - 22:27) *
ნემსა ადგილზე უნდა დარჩეს ყველა ვარიანტში! მაგ მოდელში ნემსა და დამრტყმელი ჩაქუჩი ცალ ცალკე დეტალებია! რაღაცას ვერ აკეთებ სწორად და იმიტომაა ეგრე რო შვება! და როგორ გებულობ მერე რო ზამბარა დაჭიმულია ?


მგონი მომიწევს ჩამოსვლა რუსთავში (?)

პოსტის ავტორი: hunter777 Jun 24 2010, 21:55

როცა გენებოს! მაგრამ შენ ერთი რამე არ იცი !
როცა იარაღს სასხლეტიდან ხსნი (პლავნი სპუსკ) რბილი დაშვება ასე ქვია რა! მაშინ ტკაცანის ხმას არ გამოსცემს. ანუ 1) გასახსენი თოფი. 2) მოხსენი მცველიდან. 3) გამოკარი სასხლეტის ( ამ დროს აქვს სპეციფიკური დაბალი ხრაშუნა მეტალის დაბალი ხმა) კავს და აფიქირებ ამ მდგომარეობაში სასხლეტის კავს ანუ გიჭირავს გამოკრული რა. 4) კეტავ თოფს. და ტკაცუნობს მაშინ როცა სხლეტავ უბრალოდ ფეხზე შეყენებულ თოფს.

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 24 2010, 23:06

ციტატა(Forrest Gump @ 24th June 2010 - 18:38) *
მოფამფალდა სასხლეტი

ყველაფერი თითქოს ეგრეა..მაგრამ ეს სასხლეტის მოფანფალება ვერ დავაკავშირე ვერაფერთან. თუ აწყობილ მდგომარეობაში..დასხლეტვის მერეც ეგრე ფამფალდება...ესეიგი უბრელოდ ეგეთია.

პოსტის ავტორი: Forrest Gump Jun 25 2010, 07:02

hunter777

იცი რა არის, შეიძლება არაფერიც არ სჭირს უბრალოდ, ახალი რომ არის და არ ვიცი რა და როგორ უნდა იყოს ამან "დამაპანიკა"

მაგრამ 1 რამე მაფიქრებს თუ სხვა იჟ-18 ს (ქარავანში დავაშლევინე) სასხლეტის გამოკვრის შემდეგ მექნიზმი დაეშვა. ჩემს რატომ არ მოსდის ეგრე

ან როგორც აქ მასწავლეთ. ისე რომ ვაკეთებ მაშინაც რატომ არ ეშევბა

ციტატა(irakli fofxadze @ 24th June 2010 - 22:55) *
როცა გენებოს! მაგრამ შენ ერთი რამე არ იცი !


PM ით გაგაგებინებ როცა დავაპირებ

პოსტის ავტორი: ლეკი Jun 29 2010, 17:21

ჩემ თოფზე(TOZ-34er) ხანდახან ერთი იჟექტორი არ აგდებს გილზას და ხო ვერ მეტყვით რისი ბრალი შეიძლება იყოს?

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 30 2010, 00:01

ციტატა(leki_gio @ 29th June 2010 - 18:21) *
ხანდახან ერთი იჟექტორი არ აგდებს გილზას და ხო ვერ მეტყვით რისი ბრალი შეიძლება იყოს?

შიგნით...სალასკა აქვს და იმან იცის ხოლმე ხანდავან გაჭედვა...დაზეთე და გაუვლის. თუ მაგისი ბრალი არ აღმოჩნდა...მაგას სარეგულირებელი აქვს უკან..ცოტა მოუშვი. თავისუფლად დაიწყებს მუშაობას.

პოსტის ავტორი: ლეკი Jun 30 2010, 00:06

ლევანი
მადლობ ლევან გაიხარე..

პოსტის ავტორი: sekreta Aug 9 2010, 22:34

ბიჭებო ნადირობის სეზონი გვიახლოვდება და მე ჩემი თოფის ცევიო ვერ ვიშოვე იქნებ ვინმემ დამეხმაროთ ან მირჩიოთ როგორ მოვიქცე იჟ 26 სზე დავკარგე ცევიო და თუ იცით სად გამოვათლევინო ორონდ რო მთლიანად გამიკეთონ ან სად იყიდება თოფის ნაწილები? გეხვეწებით დამეხმარეთ რა

პოსტის ავტორი: ზახარა Aug 9 2010, 22:54

sekreta
კვირას დიღმის ბაზრობაზე გადი და იქ იკითხე , მანდ აქვთ თოფის ნაწილები

პოსტის ავტორი: sekreta Aug 10 2010, 07:58

გავალ აუცილებლად მადლობა ძმობილო და თუ სხვასაც გაქვთ ინფორმაცია რამენაერად დამეხმარეთ ვთქვათ დიღმის ბაზარზე არ იყო მერე რა ვქნა?

პოსტის ავტორი: Danelli Aug 10 2010, 08:11

სერგოს დაელაპარაკე, გერმანიის საელჩოსთან მაღაზია რომ არის, რომც არ ქონდეს ადგილზე აუცილებლად მიგასწავლის სადაც შეიიძლება მიაგნო

პოსტის ავტორი: MIMINO Aug 10 2010, 08:38

და თუ მანდაც არაფერი გამოვიდა საშა მოსკოვის პროსპექტზე. ეგ მაინც რაგაცას მოახერხებს უეჩველი

პოსტის ავტორი: dato6 Aug 10 2010, 09:52

sekreta მაი მარკეტს გადახედე მანდ ვნახე, ყიდიდა ცევიოებიც ქონდა ოღონდ არ მახსოვს იჟ26 არის თუ არა. შეათვალიერე იქნებ ქონდეს.

პოსტის ავტორი: Forrest Gump Aug 10 2010, 09:52

http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&product_id=795411

აი ეს მარცხნიდან პირველი და მეორე რისია ?

პოსტის ავტორი: Davitus Aug 10 2010, 10:03

Forrest Gump

მარცხნიდან პირველ მეორე კალოდკებია და ზედვე უწერია რისია, ცევიო გაინტერესებს შენ? მაშინ მარჯვნიდან უნდა გეთქვა newsmile035.gif

პოსტის ავტორი: Forrest Gump Aug 10 2010, 10:11

Davitus

ვიფიქრე რადგან ცევიოზე მიდის საუბარი კალოდკებს აღარ ჩათვლიან თქო newsmile035.gif


პოსტის ავტორი: Davitus Aug 10 2010, 10:28

იჟ18, იჟ26 და ტოზ-ბ

პოსტის ავტორი: ლევანი Aug 10 2010, 12:23

მაგის ყიდვას ეგრე არ გირჩევთ...ხშირად ეგეთი დეტალები...დაშლილი "აბრეზებიდან" "იჩითება"... და შეიძლება მაგისი ნომერი......ძალიან ცუდად გამოტყვრეს სადღაც.
ისე ტიბჟირის ყიდვა...დიღომში შეიძლება. მანდ საკმაო რაოდენობით უყრიათ ხოლმე მარტო რკინები...ვისაც აინტერესებს...იყიდის შესაბამისი მოდელის ცევიოს..(თუნდაც ცარიელ რკინას) და ხეს...ყველა მეკონდახე გამოუთლის.

პოსტის ავტორი: strong Aug 10 2010, 12:51

sekreta

ციტატა(sekreta @ 9th August 2010 - 23:34) *
ბიჭებო ნადირობის სეზონი გვიახლოვდება და მე ჩემი თოფის ცევიო ვერ ვიშოვე იქნებ ვინმემ დამეხმაროთ ან მირჩიოთ როგორ მოვიქცე იჟ 26 სზე დავკარგე ცევიო და თუ იცით სად გამოვათლევინო ორონდ რო მთლიანად გამიკეთონ ან სად იყიდება თოფის ნაწილები? გეხვეწებით დამეხმარეთ რა


ცევიოს დამზადება თუ დაგჭირდება ლინკს მოგცემ - http://www.mymarket.ge/product_info.php?type_id=1&product_id=777183

ნახე...

პოსტის ავტორი: ზახარა Aug 10 2010, 13:04

ციტატა(Davidmar @ 10th August 2010 - 13:51) *
ცევიოს დამზადება თუ დაგჭირდება ლინკს მოგცემ - http://www.mymarket.ge/product_info.php?ty...oduct_id=777183

ნახე...

ლევანი
გადახედე ერთი საინტერესო ლინკია newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif

პოსტის ავტორი: sekreta Aug 10 2010, 14:40

დიდი მადლობა ბიჭებო ჯიგრები ხართ და თუ ვიშოვე აუცილებლად მაგასაც დავწერ მადლობა ყველა რომ გვერდში მიდგეხართ

პოსტის ავტორი: ლევანი Aug 10 2010, 15:07

ციტატა(zaxara @ 10th August 2010 - 14:04) *
გადახედე ერთი საინტერესო ლინკია

მაგარი.... newsmile035.gif newsmile035.gif

sekreta
შაბათ-კვირას დგანან ხოლმე დიღმის ბაზრობაზე(ახალი ძაღლების ბაზარი რომ არის ბენზოკალონკასთან იქ..) ამასწინად ვნახე..იჟ-54-ს ცევიო ქონდათ(მგონი უნდა წაციდეს..ძალიან ერთნაირი მოდელები არიან) იქ რო მიხვალ...გადმომირეკე რას ნახავ....იქ ერთი კობაა..ის ნახე და დაგაკვალიანებს..ან მე დამალაპარაკე იქ რო მიხვალ(მე ვერ ვურეკავ..მობილური არ აქვს) და მე ვეტყვი რამე გამოჩხრიკოს(თუ იქ არაფერი იქნა) მოკლედ..რამეს გიშველით თუ ვერ იშოვნე.

პოსტის ავტორი: Nukry Max Aug 10 2010, 20:20

ლინკი მაგარი, ხარისხი უმაღლესი small3d018.gif newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Aug 11 2010, 18:27

sekreta
მგონი გიშოვნე იჟ-26-ს ცევიო. ერთმა მითხრა მგონი უნდა მეგდოსო...გადმომირეკავს და მეტყვის. თუ აღმოაჩნდა..მოგცემ ნომერს და დაურეკე.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Aug 11 2010, 21:34

აბა სეკრეტ მაღარიჩი შენზეა
http://www.mymarket.ge/product_info.php?type_id=1&product_id=795411

პოსტის ავტორი: camaro Aug 25 2010, 18:25

გამარჯობა, newsmile041.gif მოსინის ზატვორის ეს ნაწილი მინდა და ხომ არ გეგულებათ სადმე იქნებ დამეხმაროთ?

http://pix.ge/x/a/o/i50vg/

პოსტის ავტორი: Master Aug 26 2010, 10:52

ჩვენ არა გვაქვს,და ისევ დიღომში თუ ნახავ... მაგას "ზატვორის ლიჩინკა"ჰქვია.

პოსტის ავტორი: camaro Aug 28 2010, 20:48

ციტატა(Master @ Aug 26 2010, 11:52) *
ჩვენ არა გვაქვს,და ისევ დიღომში თუ ნახავ... მაგას "ზატვორის ლიჩინკა"ჰქვია.

გაიხარე მადლობა

პოსტის ავტორი: levani_200 Aug 29 2010, 11:37

კაი გამარჯობათ newsmile05.gif მაინტერესებს ხომარავის ეცოდინება იჟ 18 ზე იჟექტორი არაგდებს ვაზნას და რატომ ლულას რომვხსნი მაშინ ჩვეულებრივ აგდებს მარა ნადირობისას აგარ newsmile035.gif და იქნებ მიშველოს ვინმემ

პოსტის ავტორი: ლევანი Aug 29 2010, 13:36

თუ გასროლის მერე არ აგდებს...შეიძლება პატრონნიკი ბერავდეს და ვაზნას ჭედავდეს. ოღონ ეგ იმ შემთხვევაში...თუ სხვა დროს..ჩვეულებრივ ახალ ვაზნას უპრობლემოდ აგდებს.

პოსტის ავტორი: levani_200 Aug 29 2010, 20:32

პირველ რიგში გაუმარჯოს ლევან და რაც შეეხება ვაზნის გაბერვას ან რომ ჭედავდეს არცერთი არსჭირს იმიტომ რომ რომჩავდებ ახალ ვაზნას გინდაც არგავისროლო და გინდაც გავისროლო თუნდაც ცარიელი რომიყოს ვაზნა (პლასმასის) მაინც არ აგდებს და რომვშლი თოფს და ლულას ვხსნი მაშინ აგდებს და რასმირჩევთ ან რისი ბრალი შეიძლება იყოს

პოსტის ავტორი: ლევანი Aug 30 2010, 00:16

levani_200
ვაა..ვერ ვისხენებ მაგის იჟექტორის სისტემას ზუსტად. მაგრამ რადგან ეგრეა საქმე...რაღაც მარტივი იქნება...ზამბარა ყველა ვარიანტში მუშაობს. მაგას მგონი პატარა "რიჩაგი"-ს მსავსი გადასართველი უნდა ქონდეს(ეჟექტორის გამთიში..საჭიროების შემთხვევაში) თუ ეგ არ მუშაობს...მაგისი ბრალი იქნება. აბა ეგ მოსინჯე(გადართ-გადმორთე) რას იზავს დააკვირდი.

პოსტის ავტორი: levani_200 Aug 30 2010, 19:47

რავი ლევან ყველაპერი მუშაობს და ეხლა სურათებს დავდებ ინტერნეტსჰი მოვიდზიებ მექანიზმს და გაგახსენდება მარა რავი ყველაპერი ისეა როგორც ახალისაა ცჰემახლობელსაცააქვს და რომვნახეთ იმისასაც მასეაქვს მარა ის აგდებს ვაზნასდა

http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=2026&pid=77574&mode=threaded&start=



ლევან აი აქაა და იქნებ აქედან გაიხსენო ,დზაანკი შეგაცუხე მარა იქნებ რამე მირჩიო newsmile045.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 5 2010, 14:32

იჟ 27-ზე კონდახმა ბზარი აიკიდა.... მექანიზმის მხრიდან.... ეს თემა მე-10 გვერდამდე წავიკითხე და მაინც ვერ გავიგე ვის გავაკეთებინო... საშას წავუღო ??

პოსტის ავტორი: Bonehill Sep 5 2010, 14:34

ნოუ რობერტას
პმ ნახე

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 5 2010, 14:38

Bonehill

kiss.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Sep 5 2010, 14:43

blashe.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Sep 5 2010, 15:40

levani_200
დღეს შემხვდა ზუსტად იგივე პრობლემით თოფი(ოღონდ სხვა მოდელი) ხოდა სულ უბრალო მიზეზი აღმოჩნდა...მაგ იჟექტორს...აქვს დამჭერი ბოლტი. თუ იმ ბოლტს მოხსნი იჟექტორი გამოდის ბუდიდან. ხოდა ეგ ბოლტი იყო ზედმეტედ გადაჭერილი. მე მგონია მანდაც იგივე პრობლემაა....ცოტა მოუშვი ბოლტი და ეგ არის.

გიორგი
მაგას ან სერიოზული რესტავრაცია უნდა ბოლტგაიკის ჩარევით...ან ახალის დამზადება....შიგნიდან ეგ კონდახი ისეა ამოღებული....ძალიან პატარა მონაკვეთს უჭირავს ეხლა ეგ მხარე.(ნასეჩკის მიდამოებში) წებო და ეგეთები არ შველის.

პოსტის ავტორი: levani_200 Sep 5 2010, 19:45

არა ლევან არაფერი ვინტიარააქვს ერტი მავთულივითაადა რომოვხსენი მთლიანად გამოვიგე იჟექტორი თავის ვაზნის ამომწევით და რომჩავსვი ისევ ისე ქნა და რავიცი რა კაი მაშინ ნუგაწუხდები რამეს ვიზავ მარა თუსადმე შეგხვდა იგივე შემთხვევა კაიიქნება შენც თუ გამიგებ newsmile045.gif კიდეერთხელ მადლობა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Sep 5 2010, 23:38

ხოო...ესეიგი ეგ.. "შპლინტი"-თ ყოფილა.. მაგას არ აქვს მნიშვნელობა...საქმე ის არის....რომ სადღაც ეხახუნება უშნოდ. იმ შემთხვევაში...ბოლტი აფერხებდა. სიმპტომები კი ზუსტად იგივე იყო. ცარიელ ვაზნას არ აგდებდა...არადა მუშაობდა ჩვეულებრივად. მაგას თუ შლი..ნახე სადმე ნახახუნები ექნება მომეტებულად. ის ადგილი თხელი შკურკით მიაშკურკე ცოტა...დაზეთე და ისე ააწყვე. მგონი უნდა ამუშავდეს.

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 5 2010, 23:42

ლევანი

ანუ გადასაგდებია ?? ეჰ არა და მაგ კაკალში თავის დროზე დამატებითი 50$ მივეცი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Sep 6 2010, 00:15

ციტატა(somkhishvili @ 6th September 2010 - 00:42) *
ანუ გადასაგდებია

ფაქტიურად ეგრე გამოდის. თუ ჯერ პატარაზეა წასული ბზარი....ეგ დიდი არაფერი....კაი წებოც შეაჩერებს ასე თუ ისე....მაგრამ.....თუ ბზარი5-7 სანტიმეტრზეა....ესეიგი სული კბილებით უჭირავს.

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 6 2010, 00:20

ლევანი

მე როგორც შევატყე მთელ სიგრძეზეა... ყოლიფერი იასნია newsmile05.gif დავურეკავ ჩემ სიძეს ვეტყვი ტარი ეძებოს.... newsmile05.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: levani_200 Sep 7 2010, 19:25

კაილევან აბა ვნახავ რავი დაშლით კიდავშლი მაგიმეტი რავიცი მარა რაიქნება ეგუკვე აგარვიცი newsmile035.gif

პოსტის ავტორი: wudu Sep 9 2010, 22:29

იჟ-27-ზე ეჟექტორების პრობლემა მაქვს. როგორც ექსტრაქტორები კარგად მუშაობენ, მაგრამ როგორც კი ჩავრთავ, ერთი იჭედება.

პოსტის ავტორი: wudu Sep 10 2010, 11:57

ვინმეს გისარგებლიათ ამ კაცის მომსახურებით?

http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&product_id=823792

პოსტის ავტორი: ლევანი Sep 10 2010, 23:16

გიორგი
შესაძლებელია ბოლტგაიკით აღდგენაც...თუ პატარა დაშპაკლულ ადლილს შეეგუები. პრინციპში იმ დაშპაკლული ადგილის ისე გაქრობაც შეიძლება..რომ ვერ იპოვნო სად იყო.


პოსტის ავტორი: Davitus Sep 11 2010, 22:20

ციტატა(somkhishvili @ 6th September 2010 - 00:42) *
ანუ გადასაგდებია ?? ეჰ არა და მაგ კაკალში თავის დროზე დამატებითი 50$ მივეცი


რატომ უნდა გადააგდო... მაგისთვის ვარსებობ, მეეე newsmile035.gif იმ გადახდილ თანხასაც ანაზღაურბს ჩემი ფირმა... აპააა newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Sep 11 2010, 23:42

Davitus
კონდახებს აზღვევთ??? what.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: Davitus Sep 12 2010, 02:37

ლევანი

ხო ლევან, მხოლოდ კონდახებს, ეგ როგორ არ იცოდი? what.gif

პოსტის ავტორი: levani_200 Nov 2 2010, 15:42

ყველას მივესალმები ,იქნებ ვინმე დამეხმაროს და იცოდნენ სად შევძლებ რომ ვიყიდო ან რა ეღირება .ესეიგი მჭირდება ლულას რომ გადახსნი თოფის და პატარა ფეხივითააქვს მგონი ეგარის რითიც იტენება კნოპკა ჰორიზონტალურ ლულებიანზე მაქვს საუბარი იქნებ ვინმე დამეხმაროს წინასწარ დიდი მადლობა ყველას და იგივე პოსტი სხვაგანაც დავწერე მარა რატომგაც არავინ არგამცა იქ პასუხი, აშკარად არშედის იმ თემაში არავინ newsmile035.gif ეს ხუმრობით რათქმაუნდა

პოსტის ავტორი: dole Nov 2 2010, 17:12

ციტატა(levani_200 @ Nov 2 2010, 16:42) *
ყველას მივესალმები ,იქნებ ვინმე დამეხმაროს და იცოდნენ სად შევძლებ რომ ვიყიდო ან რა ეღირება .ესეიგი მჭირდება ლულას რომ გადახსნი თოფის და პატარა ფეხივითააქვს მგონი ეგარის რითიც იტენება კნოპკა ჰორიზონტალურ ლულებიანზე მაქვს საუბარი იქნებ ვინმე დამეხმაროს წინასწარ დიდი მადლობა ყველას და იგივე პოსტი სხვაგანაც დავწერე მარა რატომგაც არავინ არგამცა იქ პასუხი, აშკარად არშედის იმ თემაში არავინ newsmile035.gif ეს ხუმრობით რათქმაუნდა



ჯერ მოდელი და ფირმა უნდა მიუთითო იარაღის და მერე იმ დეტალის ან სურათი დადე, ან თუ არა და ცოტა უფრო დეტალურად უნდა აღწერო, თორე მასე ვერავინ ვერ გირჩევს ვერაფერს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: levani_200 Nov 2 2010, 17:53

იჟ 43 ეხლა ვეძბდი საიტებს და აქვე ვნახე იჟ 58 საც იგივენაირად ჰქონია თუ შეხვალთდა ნახავთ მიხვდებით უფრო დაწვრილებით რაზემაქვს საუბარი თანიქნება მალე ვინმემ გამცეს პასუხი მინდა ხვალ უკვე ვიყიდო თურათქმაუნდა შესაძლებელია მაგისი მაღაზიაში ყიდვა http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=722 ეს ლინკია და 8 ვე სურათია მერომელზეც ვამბობ აბაკიდევერთხელ დიდი მადლობათ

პოსტის ავტორი: MAQSIMUSA2 Nov 9 2010, 14:54

გამარჯობათ მე ახალი წევრი ვარ და ბევრი საინტერესო რამ გავიგე ამ ფორუმიდან, იქნებ მეც დამეხმაროთ:ეხლა რა ხდება გეკოს თოფი მაქ ,,ტოზ8'' ნევსა რა ადგილსასც ურტყავს იმ ადგილას არის ამოტეხილი კუთხე, რით შეიძლება რომ გაკეთდეს ან სად შეიძლება და რა დამიჯდება.

P.S. თუ ჩემით შეიძლება რომ გავაკეთო როგორ უნდა გაკეთდეს მე ერთი ვარიანტი ვიცი და იქნებ თქვენც მირჩიოთ რამე?

პოსტის ავტორი: ლევანი Nov 9 2010, 17:19

ციტატა(MAQSIMUSA2 @ 9th November 2010 - 15:54) *
. თუ ჩემით შეიძლება რომ გავაკეთო როგორ უნდა გაკეთდეს მე ერთი ვარიანტი ვიცი და იქნებ თქვენც მირჩიოთ რამე?

გაგვაცანი აბა ეგ ვარიანტი..მანამდე არაფერი უქნა..შეიძლება გააფუჭო. ეგ დარტყმისგან არის ჩაწეული..ზუსტად იმ ადგილას..სადაც ნემსი ურტყავს..უნდა შეივსოს..მაგრამ რა მეთოდით..ეგ არის საკითხავი. კემპი გამორიცხე. ლულას გააფუჭებ.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)