თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ იარაღი და მასთან დაკავშირებული თემები _ კონდახის რესტავრირება

პოსტის ავტორი: smekosmeko Aug 1 2013, 13:27

მინდა კონდახის რესტავრირება გავუკეთო ჩემს ფიშტოს და იქნებ მითხრათ რა პროცედურები გავიარო. ანუ რითი დავიწყო და შემდგომ რითი გავაგრძელო. დავდებ ახლანდელი მდგომარეობის ფოტოს.



კაკლის კონდახია

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Aug 1 2013, 14:00

1) კაკლის კონდახი არაა ეგ ან ბერიოზა იქნება ან ლივსტვინიცა

2) გააცალე ძველი ლაქი ზუმფარის ქაღალდით (შკურკა) მსვილმარცვლოვანიდან ნელ ნელა წვრილმარცვლოვანზე გადადი ისე რომ საბოლოოგ კონდახმა იპრიალოს შიჰგადაშიგ გადაუსვი სველი კარგად გაწურული ტილო მტვრის მოსაცილებლად.

3) კონდახი მიიღებს ღია ფერს ფერის სესაცვლელად იხმარე ბაიცი ბაიცი არის სხვადასხვა ფერის შენი გემოვნების მიხედვით რა ფერზეც გინდა იმ ფერზე დასვამ

4)კარგად გამშრალი შეფერილი კონდახი გაპოხე სელის ზეთით და ააპრიალე ავეჯის საპრიალებლით სელის ზეთის მაგივრად შეგიძლია იხმარო ცვილი კარგად გამთბარ კონდახზე რამდენკჯერმე გადაუსვი ცვილი რომ ფორები ამოავსოს და მერე დააპრიალე

5) პირადად მე გალაქვას არ გირჩევ ისე ეგეც შეიძლება

პოსტის ავტორი: smekosmeko Aug 1 2013, 14:20

wairauch 35-ია, კონდახი კაკალია, მონაცემებში ესე უწერია. ნუ ერთი სიტყვით ჯერ ვიწყებ გაშკურკვას და დავდებ მერე ფოტოს. გაიხარე.

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Aug 1 2013, 16:54

ციტატა(smekosmeko @ Aug 1 2013, 15:20) *
wairauch 35-ია, კონდახი კაკალია, მონაცემებში ესე უწერია. ნუ ერთი სიტყვით ჯერ ვიწყებ გაშკურკვას და დავდებ მერე ფოტოს. გაიხარე.



ვაირაუხი თუა კონდახი ცალსახად კაკალი იქნება მომიტევეთ სერ ფოტოს კარგად არ დავაკვირდი გაგეცინება და ტოზ -8 მეგონა უცებ D.gif

პოსტის ავტორი: Davitus Aug 1 2013, 17:57

ზუმფარის ქარალდით ლაქის და საღებავის მოცილებას არ გირჩევ, ბევრად მარტივი და შედეგიანია გაფხეკა, ბასრი დანა აიღე და გქფხიკე, მერე გადადი ზუმფარის ქაღალდზე.

პოსტის ავტორი: smekosmeko Aug 1 2013, 20:44

ესეთ შედეგს ვიღებ



ჯერ კიდევ უნდა გაშკურკვა, უბრალოდ დამითავდა და ხვალ ისევ გავაგრძელებ. დაახლოებით აი ეგეთ ღია ფერზე მინდა დაყენება, დავდებ ქვემოთ ფოტოს.


პოსტის ავტორი: smekosmeko Aug 1 2013, 20:54

რა უნდა გამოვიყენო ამისათვის?

პოსტის ავტორი: megreli Aug 1 2013, 21:07

ამ თემას გადახედე newsmile05.gif ეგებ რაიმე საინტერესო ნახო newsmile05.gif
პირადად მე მოუთმენლად ველოდები შედეგს newsmile05.gif

http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=1154&st=225

პოსტის ავტორი: smekosmeko Aug 1 2013, 21:40

მოკლედ იმდენი საშუალებებია ფერის მისაღები უკვე ავირიე. ეგ შავტოლი კარგია? იშოვება აქ? ან ეგ ბაიცი სად შევიძინო და რა ღირს? ანუ ჯერ ბაიცით ფერს ვარჩევ, ვისმევ კონდახს და მერე სელის ზეთოთ ვჟღინთავ? ეს ბაიცი ერთი ფენა უნდა?

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Aug 1 2013, 23:20

ბაიცი ფერს სვამს ანი რაც მეტს წაუსვამ მით მუქდება სენ გემოვნებაზეა დამოკიდებული რა ფერიც გინდა იმფერზე გააჩერებ

სანამ ბაიცით დაამუშავებ შეეცადე რომ კონდახი ერნაირად იყოს დამუშავებული ყველგან წინააღრმდეგ შემთხვევაში ერთ ფერზე არდაჯდება ეს სეიძლება კარგიც იუოს აჭელებული ნახატი გამიოვა ალაგ ალაგ მუქიდ ა ღია ტონალობა ექნება მაგრამ თუ ესეტი არგინდა მაშინ შეეცადე კონდახი ბაიცამდე ტანაბრად დაამუშაო ყველა მხრიდან

პოსტის ავტორი: smekosmeko Aug 2 2013, 07:41

რომელ მაღაზიაში შევიძინო ბაიცი? და რა ღირს მიახლოებით?

პოსტის ავტორი: იეტი Aug 2 2013, 08:33

იყიდება თითქმის ყველა სამეურნეო მაღზიაში, კაპიკები ღირს, ზუსტი ფასი არ მახსოვს.

პოსტის ავტორი: smekosmeko Aug 2 2013, 15:22

ვიყენებ ამას


პერი არის მუქი ქარიჩნი. პროცედურის მერე არ უნდაო ზეთით გაჟღინთვა. პირველი ფენა წავუსვი, ხვალ მეორე ფენას წავუსმევ. ზოგან შავი ლაქები რომ დარჩა გაშკურკვის შემდეგ ეგ პინგმენტებად დაეტყო მაგრამ რატომღაც მომწონს ესე.

პოსტის ავტორი: JaNeZa Aug 2 2013, 16:40

ციტატა(smekosmeko @ Aug 2 2013, 16:22) *
ვიყენებ ამას


პერი არის მუქი ქარიჩნი. პროცედურის მერე არ უნდაო ზეთით გაჟღინთვა. პირველი ფენა წავუსვი, ხვალ მეორე ფენას წავუსმევ. ზოგან შავი ლაქები რომ დარჩა გაშკურკვის შემდეგ ეგ პინგმენტებად დაეტყო მაგრამ რატომღაც მომწონს ესე.

გამარჯობა.
სად იყიდება და რამდენ ხანში შრებაო?

პოსტის ავტორი: shalva-zimin Aug 2 2013, 21:11

თუ ბაეცს იხმარ წყალში არ გახსნა , ბუსუსებს დაიყრის ხე. სპირტში გახსენი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: smekosmeko Aug 2 2013, 21:14

ვიყიდე დინამოსთან რომ პატარა მაღაზიაა, მუშტაითის ბაღთან ახლოს, 13 ლარი ღირდა. შრება 8-12 საათში, ანუ თუ მხოლოდ ერთი ფენა გინდა. უფრო მოჭერილი ფერი თუ გინდა მაშინ ყოველი წასმის შემდგომ ერთიუ დღე უნდა აცადო.

პოსტის ავტორი: smekosmeko Aug 3 2013, 13:48

დღეს წავუსვი მეორე ფენა



live-ში გაცილებით უკეთ გამოიყურება, კიდევ 6 ფენის წასმას ვაპირებ.

პოსტის ავტორი: smekosmeko Aug 12 2013, 18:54

მოკლედ მოვრჩი ფიშტოს გაახლებას. დავდებ ფოტოებს თუ როგორი იყო ადრე და როგორია ახლა.

ადრე:











ახლა:















ახლა უნდა რემენი და კაი ოპტიკა. მერე დავდებ სეიფში და კვარტალში ერთხელ გავისვრი თუ მოვიცალე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Fishman Aug 12 2013, 23:01

smekosmeko

აუ საღოლ! მაგარია ძალიან!

პოსტის ავტორი: Davitus Aug 12 2013, 23:03

სიმართლე გითხრა არ მომწონს, შეიძლება სურათის ბრალიც არის...

პოსტის ავტორი: Fishman Aug 12 2013, 23:04

Davitus

სულ ზემოთა პოსტში რომ დადო კონდახის სურათი მანდ ბევრად უკეთესია და ამიტომ სურათის ბრალი მგონია მე.

პოსტის ავტორი: Davitus Aug 12 2013, 23:07

არც მანდ არ მომწონს

პოსტის ავტორი: Fishman Aug 12 2013, 23:08

newsmile090.gif

smekosmeko


რა გიქნია ეს?! D.gif

პოსტის ავტორი: megreli Aug 13 2013, 01:33

თითქოს ხეს აკლია ეფექტი,წყლით დასველებულს უფრო გავს ვიდრე ხსნარებით დამუშავებულს ... შეიძლება უკეთესი ეფექტი ვერც მიიღო მაგრამ თვალისმომჭრელი არაა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: smekosmeko Aug 13 2013, 11:50

მეტი არ გაამუქა ის ზეთმა, არადა მუქი კარიჩნი ფერი კი ეწერა : D არა აქ ფოტოებზე ძაან ღია ჩანს ეგეთ ფერზე არაა, მაგრამ უნდა კიდე გამუქება. ის უზორები მე დავტოვე ესე უფრო მოწონს. რაიმე ისეთი ლაქი არაა რომ უფრო გაამუქოს და მოწითალო ფერზე დააყენოს?

რა ვიღონო? მკვეთრი ელფერი მინდოდა და სულს ღაფავს ისეთ მშვიდ ფერზე დგას.

პოსტის ავტორი: megreli Aug 13 2013, 13:32

ციტატა(smeko @ 13th August 2013 - 12:50) *
რაიმე ისეთი ლაქი არაა რომ უფრო გაამუქოს და მოწითალო ფერზე დააყენოს?

რა ვიღონო? მკვეთრი ელფერი მინდოდა და სულს ღაფავს ისეთ მშვიდ ფერზე დგას.


ლეღვის ნახარში წაუსევი და მზეზე დადე xexe.gif

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Aug 14 2013, 16:28

ციტატა(smeko @ 13th August 2013 - 13:50) *
მეტი არ გაამუქა ის ზეთმა

ეგ მასალა ზეთით არ მუშავდება. ზეთები და სპეციალური ხსნარები გამოიყენება მხოლოდ კაკლის მასალაზე. ეგ ან წიფელია ან პანტა. (ძირითადად პანტა გამიოყენებოდა კარაბინებზე და ჩვეულებრივ რუსულ თოფებზე.) მაგას ბაეცით უნდა დამუშავება და ნამდვილი ლაკით გალაკვა.(არავითარი შერლაკი)

პოსტის ავტორი: smekosmeko Aug 14 2013, 17:51

ყველას ტოზ 8 რატო გონია ეგ D.gif weihrauch-ია. მასალა დანამდვილებით კაკალია. ახლა დავხედე იმ სითხეს და ვადა 2011 გადიოდა თურმე. შეიძლება მაგის ბრალი იყოს.

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Aug 15 2013, 00:06

ციტატა(smeko @ 14th August 2013 - 19:51) *
მასალა დანამდვილებით კაკალია.

წიფელია. კაკალს ეგეთი სტრუქტურა არ აქვს. ეგ სტრუქტურა აქვს მხოლოდ წიფელს. გარდა მაგისა..არ ვიცი რა წაუსვი..მაგრამ აჭრილია აშკარად. ეგ ხდება..როდესაც ერთმანეთს არ ემთხვევა კომპონენტები. მაგალითად ზეთზე და აცეტონზე დამზადებული ლაკები.

ციტატა(smeko @ 14th August 2013 - 19:51) *
ყველას ტოზ 8 რატო გონია ეგ weihrauch-ია.

მაგათგან არის მოპარული ტოზები და იმიტომ. ისე რა მნიშვნელობა ქვს.

პოსტის ავტორი: smekosmeko Oct 18 2013, 21:10

კონდახის გადაკეთება მინდა და ვინმე ხელოსანს მირჩევთ? კარგად რომ იცოდეს ესეთი საქმეები.

პოსტის ავტორი: marshal Oct 18 2013, 21:27

smekosmeko
ზედა პოსტის ავტორს გირჩევთ ბატონ ლევანს D.gif D.gif

_________________________
I added cool smileys to this message... if you don't see them go to: http://s.exps.me

პოსტის ავტორი: Davitus Oct 19 2013, 07:10

marshal

რაღაც "ვირუსი" გაქვს აკიდებული, რომელიც სარეკლამო ხელმოწერას ამატებს შენს პოსტს, იქნებ უშველო რამე, მე აქედან ვერაფერს ვუზამ. სათითაოდ პოსტების ჩასწორება ნამეტანი სახლაფორთოა

პოსტის ავტორი: smekosmeko Oct 23 2013, 11:42



საბოლოო სახე.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Oct 23 2013, 14:21

smekosmeko
ეს უკვე უკეთესია. გული აღარ გაგიტეხე ადრე. კონდახი ძაან ცუდათ გქონდა დამუშავებული. ჯერ გაფხეკა აკლდა, მერე გაშკურკვა და ბოლოს ფერადი ლაქი მაინც უნდოდა რომ ხარვეზები დაემალა.

ესე ჯობია ნამდვილად

პოსტის ავტორი: smekosmeko Oct 27 2013, 08:31

უბრალოდ ლაქი ძაან ბრწყინავს, მაგრამ რაცაა ეგაა.

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Oct 28 2013, 01:10

smekosmeko
აიღე 1000 ან 1200 ზუმფარის ქაღალდი(შკურკა) newsmile035.gif და მსუბუქად დაშკურკე..ისე რომ ლაქის ფენა არ გახ**იტო. ეგ ხორკლები და ზოლები მოშორდება. თანაბარი რომ გახდება..მერე გააპრიალე მანქანებს რომ აპრიალებენ იმ პასტით. კონდახზე წაუსვი და დააცადე ცოტაში შეშრეს..მერე ნაჭრით გადააპრიალე და მაგარი გამოვა.

პოსტის ავტორი: Computer Sep 14 2015, 17:56

მეგობრებო მქონდა იჯ-18 და კონდახი არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში. მოვხსენი გავშკურკე და ახლა მინდა ლაკი წავუსვა. ხომ ვერ მირჩევთ რომელი ლაკი ვიხმარო გამძლეობის თვალსაზრისით? ან რით წავუსვა ?
ფუნჯით ვფიქრობ ხაზებს დაიტოვებს, კატოკით ბუშტუკებს და ვისაც გაქვთ პრაქტიკა დამავალებთ თუ მეტყვით

პოსტის ავტორი: ბლექ-ხასან Sep 15 2015, 01:47

ციტატა(Computer @ 14th September 2015 - 19:56) *
ფუნჯით ვფიქრობ ხაზებს დაიტოვებს, კატოკით ბუშტუკებს და ვისაც გაქვთ პრაქტიკა დამავალებთ თუ მეტყვით

რომელიმე ეგრედ წოდებული პარკეტის ლაკი. სასურველია ნიტრო და არა ზეთის. წასმას რაც შეეხება.. ყველას შეფრქვევით მისხმა ჯობია(ეგრედ წოდებული პულივეზატორით) თუ არადა ფუნჯით მაინც. ხაზებს ყველა ვარიანტში დატოვებს..მაგრამ ეგ არ არის იდიდი უბედურება. კარგად რომ გაშრება... ანუ რამდენიმე დღის შემდეგ. თხელი შკურკით დაშკურკე ზედაპირი..ისე რომ ხემდე არ დახვიდე..მხოლოდ ხაზები რომ მოცილდეს და გადააპრიალე ტყავით. ანუ.აიღე ტყავინ ნაჭერი.. ზამშის მხრიდან წაუსვი ეგრედ წოდებული ზელიონკა და იმითი გააპრიალე.

პოსტის ავტორი: Computer Sep 15 2015, 12:39

ბლექ-ხასან
ფერს რაც შეეხება მითხრეს ლაკის წასმამდე რაღაც სითხეა იმენა ფერისო ეგ უნდა წაუსვა და შემდეგ უნდა დაასხა ლაკიო. პირდაპირ ლაკის დასხმით მუქ ფერს დაიჭერს ?

პოსტის ავტორი: ბლექ-ხასან Sep 16 2015, 00:22

ციტატა(Computer @ 15th September 2015 - 14:39) *
პირდაპირ ლაკის დასხმით მუქ ფერს დაიჭერს ?

არა..ლაკი გამჭვირვალეა. ლაკამდე ბაეცს უსმევენ. არის ეგეთი ფხვნილი...რომელიც წყალში ზავდება. რა სიმუქეც მოგწონს..იმის მიხედვით. ელიავაზე იყიდება. პირდაპირ სითხეებიც არის. ჯერ იმას წაუსმევ და მერე ლაკს. უბრალოდ სანამ ლაკს წაუსმევდე..ნაჭრით უნდა გაწმინდო ბაეც წასმული კონდახი. ბაეცი რომ კარგად გაშრება მერე. ანუ..ზედაპირზე რაღაც ფხვნილივით იკეთებს გაშრობის მერე..ეგ უნდა მოაცილო.თორემ ლაკი კარგად არ დააჯდება.

პოსტის ავტორი: ძირულა Oct 25 2015, 09:03

სალამი ყველას. გადავწყვიტე ჩემ ბებერ ტოზს რესტავრაცია ჩავუტარო. 150 ლარად მიცვლიან კონდახს და ასავე გაშავებას უკეთებენ რკინას. კონდახს ზეთში გამოგიხარშაო და არ მინდა' მინდა გავაბაიცო და ლაკი წავუსვა, მეგობარმა პულივიზატორით ლაკს მე დაგისხავო მანქანის ლაკსო უფრო არ დაიჩხაპნებაო და თუ იცით რამდენად კაი იქნება მანქანის ლაკი?

პოსტის ავტორი: ძირულა Oct 26 2015, 17:41

ხომ არავის გაქვთ რამე გამოცდილება?

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)