თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ იარაღი და მასთან დაკავშირებული თემები _ Webley Scott 900 K

პოსტის ავტორი: vincent Jun 24 2013, 22:41

მოგესალმებით ყველას იქნებ განვიხილოთ ეს იარაღი თავისი მინუსებით და პლიუსებით, გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება და დავწეროთ ვინც რა იცის.
რამდენადაც მე ვიცი ამ იარაღის წარმოება ხდება თურქეთში მაგარმ როგორც წერენ მკაცრი კონტროლის ქვეშ, რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ნამდვილად არ ვიცი, იქნებ ვინმეს თუ აქვს ეს აგრეგატი დაწეროს თავისი შთაბეჭდილება

პოსტის ავტორი: Shooter Jun 25 2013, 08:50

ადგილი აქვს უბრალოდ ძველი და ცნობილი კომპანიის სახელის გამოყენებას ხოლო იარაღს არანაირ კავშირი ბირმინგემის ვებლეი სკოტთან და მის იარაღებთან არ აქვს. ეგ მოდელი არის სავარაუდოთ ფაუსტი სტეფანოს დამზადებული. ზოგი იძახის რომ თურქეთშია დმზადებული ანუსის კი რა და აკუსის მიერ.

არ მესმის რაც ხდება დღეს თოფების წამოებაში. თიოფს ყიდულობ და ერთი აწერია და მეორე არის და მესამე ქვეყანაში კიდე გამოშვებულია.... თურქული ბენელი, თურქული ვერნეი კარონი, ბრაზილიური შტოეგერი .... იავიცი იავიცი ....

პოსტის ავტორი: vincent Jun 25 2013, 10:39

აქ ამ იარაღის მფლობელი არის ვინმე? იქნებ შემოგვეხმიანიოს

პოსტის ავტორი: იეტი Jun 25 2013, 10:39

არანაირი ფაუსტი სტეფანო, ფაუსტი სტეფანო აწარმოებდა მცირე ტირაჟით ერთ კონკრეტულ მოდელს, აღარ მახსოვს რაღაც საიუბილეო წელთან იყო დაკავშირებული.
Made in Turkey 100 %
რამოდენიმე ქარხანა აწარმოებს თურქეთში. გააქვთ შტატებშიც, მაგრამ იქ მიდის ისეთი როგრსაც აქ არავინ შემოიტანს დიდი ალბათობით.
ოფიციალურად კომანდოს აქვს ფრანჩაიზა, აი კომანდო ვის და როგორ დაამზადებინებს ეშმაკმა იცის. აკუში აკეთებს მაგ და სხვა მოდელებსაც შედარებით ხარისხიანად.
მქონდა ერთი პერიოდი მაგათთან მიმოწერა...
ვაპირებდი ჩასვლას და ჩემთვის შეკვეთას. პრობლემა არ იყო არანაირი.
ხარისხზე რომ მიდგა საქმე, მითხრეს რამდენასაც გადაიხდი ხარისხიც ისეთი ექნებაო newsmile05.gif
საუბარი იყო ერთ კონკრეტულ იარაღზე. მოდელი 2000, ფასი სადღაც 1200 ლირიდან 3000 ლირამდე.
ხარისხის თმაში როგორი იქნება ძნელი წარმოსადგენი არაა
აი ესაა თურქეთი newsmile05.gif
პ.ს ვიბლი სკოტი კაი ხნის წინ გაკოტრებული ფირმაა.

პოსტის ავტორი: Shooter Jun 25 2013, 12:05

თურქეთი დავაი დასვიდანია ამიტომაც newsmile05.gif

პოსტის ავტორი: JaFaRa Jan 28 2014, 15:10

აუქციონზე იყიდება webley & scott 900k რომელსაც დაკარგული აქვს ე.წ. ცევიო და საცვლელი ჩოკები.. ჯერჯერობით იარაღი საერთოდ არ მაქვს, შესაბამისად არ მაქვს არც გამოცდილება და არც მაინც და მაინც დიდი ცოდნა newsmile05.gif) თუ ზედმეტად იაფად შეძენის შანსი იქნება, ვფიქრობ შევიძინო. ჩოკების ყიდვა ალბათ ნებისმიერ მაღაზიაში შეიძლება.. მე მაინტერესებს თუ არის შესაძლებელი სადმე ვიშოვო ცევიო (ხის მასალას რომ ნებისმიერი ხელოსანი გამომითლის გასაგებია, მაგრამ ლითონის დეტალებს რა ეშველება???)? კიდევ მაინტერესებს დამდენად ღირს ამის შეძენა წინასწარი დათვალიერების გარეშე (ამ სურათებზე დაყრდნობით) და მაქსიმუმ რამდენს გადაიხდიდით ამ შემთხვევაში?? საწყისი ფასი სულ რაღაც 60 ლარია D.gif
უკეთესი ხარისხის ფოტო არ მოიძებნება newsmile05.gif))

http://postimg.cc/image/u0jnw8u8b/

http://postimg.cc/image/r3wmvyoej/

http://postimg.cc/image/j9w1akgln/

http://postimg.cc/image/p0m7oaoln/

პოსტის ავტორი: ალთაზარ Jan 28 2014, 15:35

JaFaRa
ეხლა საქმე რაშია უშუალოც აუქციონზე გავამახვილებ ყურადღებას , როგორც კი ვინმე 60 ლარს დადებს 1 საათის მანძილზე 3 ჯერ მეტი გახდდებაnewsmile05.gif

გამოცდილება მაქვს , კაი გემრიელი რაღაც იყიდებოდა ახალი დადებული იყო ვუყურე ვუყურე 2 დღის მანძილზე და 4 საათსი მთავრდებოდა აუქციონი დავდევი 50 ლარი და 1 საათში უკვე 400 ლარამდე იყო ასული newsmile05.gif xexe.gif

პოსტის ავტორი: JaFaRa Jan 28 2014, 17:56

ალთაზარ
60 ლარად ეს რო არ გაიყიდება ფაქტია D.gif და ზოგადად ინტერნეტ აუქციონზე ჯობია ბოლო წუთამდე არ დადო არაფერი.. ამის მინიმალური ბიჯი 60 ლარია.. ეხლა რო მე ეს 60 დავდო, მერე ვიღაცამ 120 უნდა დადოს და (სიტყვაზე ვამბობ) მესამე რომ იყოს საბოლოო უნდა დადო 180.. გამოდის რომ 60 ლარით ტყუილად გაზარდე ფასი.. ამიტომ აცდი სხვებს და ბოლო წუთებზე ფასი თუ გაწყობს იმ შემთხვევაში დებ პირველ და უკანასკნელ თანხას..

უბრალოდ მაინტერესებდა კონკრეტულად ეს ვარიანტი ღირდა თუ არა განხილვად და რა თანხის ფარგლებში ღირს მონაწილეობის მიღება newsmile05.gif ზოგადად მოდელი ვარგა არ ვარგა.. ცევიოს ვიშოვი თუ ვერა და ამ ყველაფრის ხარჯის და თავად იარაღის ფასის გათვალისწინებით, რამდენად ღირს.. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Jan 28 2014, 18:05

JaFaRa

ყიდვა ერთია და იშოვი მაგის ცევიოს? ჯერ იქნებ მიხვიდე ქარავანში (მაგათ შემოაქვთ ეგ იარაღი) და თუ გითხრეს ჩამოგიტანთო მერე იფიქრე ყიდვაზე

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Jan 29 2014, 09:45

ციტატა(_jafara_ @ 28th January 2014 - 19:56) *
ამიტომ აცდი სხვებს და ბოლო წუთებზე ფასი თუ გაწყობს იმ შემთხვევაში დებ პირველ და უკანასკნელ თანხას..

სულაც არ არის ეგრე. ბოლო წამზე რომ მიცემ ბიჯს..დამატებითი 2 წუთი ირთვება. ამიტომ ბოლო წამი არ არსებობს მანდ. სანამ მოწინააღმდეგე არ დაგნებგება..დრო სულ გრძელდება. შეიძლება 1500 ლარზეც ახვიდე და მეტზეც. თან ისეთი აზარტულია ეგ ყველაფერი..კაზინოში გგონია თავი. მანდ სულ თავისუფლად შეიძლება შემოგეყიდოს თოფი ისეთ ფასში..სხვაგან რომ უფრო იაფად იშოვნიდი.
რაც შეეხება ჩასახრახნ ჩოკებს. არამგონია ნებისმიერ მაღაზიაში იშოვნო. ცევიოს კიდევ მიარგებ რამეს. მაგრამ ჩოკების რა გითხრა.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)